შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 25


14-07-2018, 20:27
ავტორი zia-maria
ნანახია 2 511

ოჯახიდან შორს ყოფნა,ყველას და ყველაფერს მოგანატრებს.ყველაზე მეტად იმ ადგილების სუნი მოგენატრება,რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს.თბილისი ჩემი სუნთქვაა და არ შემიძლია თბილისის გარეთ ცხოვრება,მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება რომ ჯერ სწავლის გამო მომიხდა სამშობლოს დატოვება და ეს ბოლო წლები ყველამ იცით, რომ მე ჩემს ტკივილს გავექეცი,მაგრამ ვერც იქ ვიპოვე შვება გული მაინც აქეთ მქაჩავდა,რადგან აქ იყო ჩემი ყველაზე ძვირფასი და ღირებული არსება.ოთხი წელი მარიამის გარეშე,მაგრამ თურმე ვინ მყოლია სახლში ისევ მარიამის სახელით.ვფიქრობ ნელა-ნელა ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება,ჯერ ერთი კვირაა აქ ვარ და ვერ შევივსე,ვერ მოვისიყვარულე ეს პატარა ეშმაკი არსება.როგორ მალე გავიდა ოთხი წელი,რომ დავფიქრდები წარსულის მონატრებას სიგიჟემდე მივყავარ მაგრამ მარიამის პატარა ხელებს ვგრძნობ ჩემს გულზე და ისევ სიმშვიდისკენ მოვუწოდებ ჩემს გულს.ჩემს გულში ვბრძოლობ და არ ვიცი როგორ მოვუთხრო სხვას ამ ბრძოლის,ამ ტკივილის შესახებ.ზრდასრული ადამიანი ვარ და არ მრცხვენია ახლაც თუ ვიტირებ თქვენს წინაშე,ეს ცრემლები არც კარიერის არის, არც ქონებას ეხება, არც ჩემს ჯამრთელობას,არც ჩემს სოციალურ თუ ეკონომიურ მდგომარეობას,ეს ჩემი,მხოლოდ ჩემი პირადი ტკივილია.ჩემი გული უხრწნელი სიყვარულით არის ავსებული, მან ჩვენი სული ყოფიერების უქმნელ სივრცეებში აიტაცა.არ მითხრათ,რომ ყველაფერი კარგად იქნება და კიდევ, დრო ყველაფრის მკურნალია.რთული მოსასმენია,ძალიან რთული როცა გეუბნებიან ,,უნდა შეეგუოო''. შეეგუები კიდეც ტკივილს, მაგრამ ყველაფერი კარგად აღარ იქნება, მთავარი ისაა რომ ცხოვრება გრძელდება ტკივილთან ერთად. დრომ შეიძლება ვერ გვიმკურნალოს მაგრამ ვეჩვევით, უნდა შევეჩვიოთ კიდეც რადგან შეუძლებელია განკურნო ტკივილი რომელიც სულზე გაქვს მოყენებული, მას ვერც მალამოს წაუსვამ და ვერც შეიხვევ.დრომ მასწავლა სწორედ შევეჩვიო ტკივილს, სევდას,მარტოობას,სულის კივილს და უკვე თვალებში ამომშრალ ცრემლებს.ყველაფერი ძველ დროს რომ დაუბრუნდებს,დანაკლისი ჩემს სულში ყოველთვის იქნება,ვერც დრო გიმკურნალებს,მხოლოდ შეგაჩვევს მაგრამ ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ყველას გთხოვთ,არცერთმა თქვენთაგანმა არ მითხრას ცხოვრება თავიდან დავიწყო რადგან ჩემი ცხოვრება აქ დასრულდა და მე მხოლოდ მარიამის მომავალზე ზრუნვა მაკისრია.მე ერთი ქალი შემიყვარდა და ეს ქალი იქნება მარად ჩემს გულში და სულში,ჩემს მეხსიერებაში.მასზე ნასწავლ სიყვარულს,სხვას ვერ გავუყოფ პატარა მარიამის გარდა, უბრალოდ ვერ შევძლებ.ამ სიტყვებს კი მეორედ არ გავიმეორებ.დღეს პარასკევია,კვირა დღეს ვუთმობ მარიამს ეს დღე მხოლოდ ჩვენია და ორშაბათიდან ვუბრუნდები საქმეს და სამსახურს.ერთ საღამოს გიორგიმ ყველა შეკრიბა და გამოაცხადა,ყველა გასუსული უსმენდა და ის რომ სამსახურს უბრუნდება გაეხარდათ,მაგრამ რუსომ გაბედა მხოლოდ და წყნარად უთხრა.
-გიორგი შვილო,შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ სიცოცხლით და ენერგიით სავსე,როდემდე შეძლებ მარტო ცხოვრებას.ვერ გეტყვი იმას რომ მარიამზე უკეთესი შეგხვდებათქო,მაგრამ შენ თუ მისცემ შენს გულს უფლებას შეგიყვარდეს ისევ,შეუძლებელიც არაფერია.შენ გჭირდება შვილო ქალი გვერდით,ქალი რომელიც გაგიგებს,მიგიღებს და მარიამსაც შეიყვარებს.ჩვენ როდემდე ვიქნებით,სანამ ვართ შენს გვერდით ვართ მაგრამ ერთ დღეს ჩვენი სიცოცხლის დროც ამოიწურება,მარიამი თავის გზაზე წავა და მერე შენ სულ მარტო დარჩები ამ ცივ კედლებში.
-ჩემი ცხოვრება ოთხი წლის წინ დასრულდა დედა,ნუ გეშინია კარგად ვიქნები.გამორიცხულიც არაფერია ადამიანის ცხოვრებაში,მაგრამ ახლა ამ პერიოდში არ შემიძლია ცხოვრების ახალი ფურცელი გადავშალო და სიყვარულს დავუწყო ძებნა,თუ ისევ მაქვს შანსი ბედნიერების თავად მიპოვნის ის გრძნობა რომელიც გაცივდა ამჯერად ჩემში.ესეც ჩემი გადასაწყვეტია,მაგრამ თუ გიყვარს ბოლომდე მისი ერთგული უნდა იყო.დავამთავროთ ამ საკითხზე საუბარი,ყოველი კვირა დღე არის ბავშვების გასეირნების დღე,რაცარუნდა საქმემ გამოიჩინოს თავი იმ დღეს მე არ დამირეკავთ რადგან მე და მარიამი ტელეფონს არ ვუპასუხებთ,ეს დღე ჩემი და ჩემი გოგოსია.მარიამი რუსოს კალთაში იჯდა,ჩამოხტა ძირს და გიორგის ჩაუჯდა კალთაში ლოყაზე აკოცა და უთხრა.
-მამიტო ყველა კილა დღეს ელთად ვიქებით?თვალებში ვარსკვლავები უციმციმებდა პატარას სიხარულისგან.
-ყოველ კვირას ერთად ჩვენ დავიპყრობთ მაგდონალდს,დავიპყრობთ პარკს და მთელი დღე ერთად ვიქნებით მე და ჩემი ჭინკა,ხო?
-ულაააა,მატო მე და ჩენ ქო?
-ლუკაც,ვახოც და კობაც ჩვენთან ერთად იქნება.
-მათი მამებიჩ?იკითხა გაკვირვებულმა.
-არ ვიცი,თუ მოიცლიან კი.
-ვახო,ლუკა და მარიამი ვერ ეწყობიან ერთმანეთს სულ ჩხუბობენ და კობასთან უფრო კარგად გრძნობს თავს რადგან კარგად უგებენ ეს ორი ერთმანეთს.თქვა სიცილით გოგიმ.
-მე წავედი ბიჭებო. ფეხზე წამოდგა ბექა.
-რატომ მიდიხარ ასე ადრე?შეეკითხა გიორგიმ.
-ანას სოფელში უნდა წასვლა ერთი ღამით და მე და ლუკა მარტო ვიქნებით სახლში.
-ხო მშვოდობაა ბექა.იკითხა რუსომ.
-კი,კი ბებომ დაურეკა ჩამოირბინე რაღაცეებს გაგატანო და ხომ იცი რა სულმოუთქმელია,წავედი ლუკა გამოვიყვანო ბაღიდან.შემდეგ მარიამს მიუბრუნდა და უთხრა.-მარიამ ორშაბათიდან შენც წახვალ ბაღში და ეს წუწუნს არ ექვემდებარება ხომ იცი,ერთად წახვალთ და ერთად მოხვალთ.გესმის?გკითხულობს მასწავლებლები,რამდენჯერმე მეც შემეკითხეს თუ რატომ არ დაბრძანდები.მარიამმა წარბები შეკრა და მკაცრად უთხრა.
-ლას მიკილიქალ,კლუ ალ ვალ და მესის ქო.
-ღმერთო ამ ბავშვს რომ ველაპარაკები,ასე მგონია დაპატარავებული ანა დგას ჩემს წინ.სიცილით თქვა ბექამ და ყველას გაეცინა.წავიდა ბექა და საღამო ლუკასთან ერთად მშვენივრად გაატარა.
-მამიკო შენთან დავწვები რა?უთხრა ლუკამ ბექას მოწყენილად რადგან ეგონა უარს ეტყოდა მამა.
-მიდი შეწექი და მეც მალე მოვალ.ერთ საწოლში დაეძინა მამა შვილს,გამთენიის ხანს კი ლუკა აღვიძებს მამას და სერიოზულ შეკითხვას უსვამს.
-მამა გაიღვიძე,გესმის?
-გისმენ ლუკა.ნამძინარევი ხმით უთხრა ბექამ შვილს.
-მამიკო დედიკო შენ რაში გჭირდება?ბექამ უცებ გაახილა თვალები და ლუკას მიაჩერდა.-მის გარეშე ხომ უკეთესად ვართ,თავს კარგად ვგრძნობთ.ბექას გაეცინა და ლუკას სიცილით უთხრა.
-დედა საჭიროა ლუკა და დაიძინე ჯერ, ადრეა.ან საიდან მოიტანე,რომ დედა არ გვჭირდება?
-დედიკოს გარეშეც ძალიან კარგად ვარ მე და შენ,უფრო სწორად მშვიდად ვართ.უთხრა ლუკამ მამას მშვიდად.
-და არ ფიქრობ,რომ ეს სიწყნარე მოსაწყენია?
-მაშინ ნუ უყვირიხარ დედას დამასვენე,დამასვენე ერთი დღე შენი გამოხტომებისგანო.შეუღრინა ლუკამ ბექას და გვერდი იცვალა.
-ღმერთო, ეს ბავშვი ასე რატომ ჰგავს გიორგის მასავეთ უჟმური იქნები შენც ლუკა.
-იმიტომ რომ ის სერიოზული ადამიანია.
-და მე?მე არ ვარ სერიოზული?ან რა შემატყვე არასერიოზულობის?გაკვრვებულმა გახედა ბექამ ლუკას.
-შენ და დედა ერთნაირი დარტმულები ხართ ორივე,დამაცადე ახლა დავიძინო.ისევ ჩაეძინათ ორივეს და დილით ანა რომ დაბრუნდა ლუკას ისევ ეძინა,ბექამ მოუყვა ლუკას საუბარი და გაოცებულმა დაამატა.
-ანა,ლუკა რატომ ჰგავს ასე ძალიან გიორგის?
-მე რა ვიცი,შენ ის მითხარი მართლა მოიწყინე უჩემოდ?
-შე დამპალო ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ და როგორ ვერ ვიტან უშენობას.უშენოდ ამ სახლის კედლები ცივია და თავად სახლი კი ცარიელი.შაბათი დღე ყველამ ოჯახში გაატარა,მშვიდად და წყნარად ასე ჰქონდათ დათქმული შაბათი დღე ოჯახს და კვირა კი ერთმანეთისთვის.დილით მარიამმა გაიღვიძა,გადახედა მის გვერდით გიორგის ჯერ კიდევ ეძინა შემდეგ თითებზე რაღაც გადაითვალა და ფრთხილად ადგა საწოლიდან და რუსოს ოთახში შევარდა.
-ბებო,ბებო გაიღიძე ჩუდად ქალ?მის პატარა ხელებს ლოყაზე უტატუნებდა.
-ღმერთო,რა ხდება მარიამ მამა სად არის?
-ჯინავს მამიტოს,ბებო დგეს კილა დგე ალის?
-კი ბებო დღეს კვირა არის.
-ულაააა,მიკალქალ ბე დაიჯინე აქლა.ლოყაზე აკოცა რუსოს და ოთახიდან გავარდა.
-ეს რა ქარიშხალი მყავს სახლში.სიცილით ჩაილაპარაკა რუსომ და გოგის გადახედა,რომელსაც გაღვიძებოდა და ვერ გაეგო რა ხდებოდა.მარიამი კი ისევ გიორგის ოთახში შევიდა და ისევ ფრთხილად აძვრა საწოლზე,გიორგის გულზე დაადო თავი და ნელა ნელა დაუწყო გაღვიძება.გიორგის გაეღვიძა და საათს შეხედა ჯერ 8 საათი იყო და მარიამს უთხრა.
-მარიამ რა არ გასვენებს,არ შეგიძლია საწოლში მაინც იყო წყნარად?მარიამმა თავი წამოწია და გიორგის უთხრა.
-მამ დგეს ქომ კილა დგე ალის?
-მერე?
-მელე,ის ლომ დამპილდი და უდა შეაშლულო.
-და რას დაგპირდი რომ არ მახსოვს?
-ლოგოლ ალ გაშხოვს,დაბელდი? აღშფოთდა მარიამი და საწოლზე წამომჯდარი უცქერდა გიორგის.
-მართლა არ მახსოვს მარიამ.განა არ ახსოვდა?მაგრამ ახალისებდა მარიამის ენა მოჩლექილი ტიტინი.
-სასეილნოდ წაგიკანო ალ მითქალი?
-აჰა გამახსენდა.მოკლედ შენთან არაფლის შეთანხმება არ შეიძლება წინასწარ,ვისაუზმოთ და წავიდეთ.
-ჭავიდეთ და დიდიიიი დათუნია მოვიგოთ.ხელები გაშალა მარიამმა და გიორგიც გააცინა.
-მოვიგოთ,მოვიგოთ.ადგა თავი მოიწესრიგა და მარიამიც გამოაწყო,მსუბუქად ისაუზმა მამა-შვილმა და წაიყვანა გასართობად.სხვადასხვა სათამაშოებზე ითამაშეს,გიორგი დაიღალა მარიამს კი დაღლა არ ეტყობოდა.
-მარიამ დაიღალე?ხომ არ წავიდეთ სახლში მა.
-ალა,ჯელ ალა ლა.
-კარგი,მაგრამ არ მომატყუილო რომ დაიღალო მითხარი.
-დამაცადე აქლა ვითამაჩო,ალ დავგლილვალ ჯელ.გიორგის გაეცინა და გაახსენდა თავადაც ასეთი იყო ბავშვობაში.იქვე დაჯდა და მარიამს უცქერდა,უეცრად მისი სახელი გაიგონა და გაიხედა მის წინ ალექსანდრე იდგა.
-გიორგი?
-ალექს? როგორ ხარ,როდის დაბრუნდი.ერთმანეთს გადაეხვია წლების უნახავი მეგობრები.
-მარტო ხარ?
-არა,მარიამი მყავს წამოყვანილი დავიღალე სად არ მატარა და აქ ჩამოვჯექი.ალექიმ მარიამისკენ გაიხედა და გაოცებული დარჩა,ის ისე საოცრად ჰგავდა დედას.
-გიორგი ეს,ეს ხომ მარიამის ცოცხალი ასლია.იცის დედის შესახებ?
-იცის გაკრულად,რომ მაღლა არის ცაში და მისი მფარველი ანგელოზია.მეტი რა უნდა იცოდეს,ის ხომ ჯერ ოთხი წლის არის მხოლოდ ალექს.
-მართალი ხარ,აქედანვე უნდა იცოდეს და სხვას გაიზრდება და მერე გაიგებს.
-რაც მის ასაკში უნდა იცოდეს იცის,მაგრამ ვგრძნობ რომ არ სჯერა ამიტომ დრო და დრო გაიგებს სიმართლეს.ამ დროს მარიამმა მათთან მიირბინა და გიორგის უთხრა.
-მამიტო შაშილად მომჩივდა.
-მართლა?შენ აღიარე რომ გშია?გაკვირვებსგან გიორგი თან იცინოდა.
-აბა რას შეჭამ მითხარი პრინცესა.უთხრა ალექსიმ და მარიამმა გიორგის შეხედა.
-გაიცანი მარიამ ეს ალექსანდრეა ჩემი მეგობარი.მარიამს გაეცინა და მისი პატარა ხელი ჩამოართვა ალექსანდრეს რომელმაც ხელში აიტაცა და უთხრა.
-მითხარი რა გიყვარს,პიცა გინდა?
-მიდა,ჭავიდეთ და პისა ვჭამოთ.მარიამი გიორგის და ალექსანდრეს შუაში ჩადგა და ასე მიკუნტრუშობდა,მოულდნელად მარიამი მათი თვალთა ხედვიდან გაუჩინარდა გიორგი გიჟს დაემსგავსა და ორჯერ გამოაცხადებინა ოპერატორს მარიამის მონაცემები.
-მარიამ გოგაბერიშვილს მამა ელოდება მთავარ გასასვლელთან,ოთხი წლის მარიამი გაიბნა და მას მამა ეძებს,აცვია შავი შორტი და ასევე შავი მაიასური,თავზე სათვალით.ალექსი ცალკე დარბოდა და ეძებდა და მალ-მალე იწმენდდა ოფლს შუბლიდან რომ უეცრად თვალი მოკრა მარიამი ერთ მასზე ცოტა მოზრდილ ბიჭთან ერთად იჯდა და ნაყინს მიირთმევდა,ჯერ გაეცინა და შემდეგ გიორგის დაურეკა უთხრა სადაც იყო და დაელოდა თვალს კი არ აცილებდა მარიამს.გიორგი მივიდა ალექსისთან სახე წაშლილი და ალექსიმ დაანახა მარიამი როგორ მშვიდად იჯდა და ხალხს ათვალიერებდა.
-ოხ მარიამ,მარიამ.ამოიოხრა გიორგიმ და მარიამისკენ წავიდა.
-არ უყვირო თავადაც შეშინებული იქნება.
-რა ეტყობა ალექსი მას შეშინებულის.გამოსცრა კბილებში გიორგიმ და მარიამის წინ ჩაიმუხლა.მარიამმა შეხედა გიორგის და მიხვდა რომ ის მასზე გაბრაზებული იყო და ცრემლნარევი ხმით უთხრა.
-მამიტო.
-სად გაქრი,მარიამ იცი რამდენი გეძებე?გიორგიმ გულში ჩაიკრა შვილი.
-ბოდიჩი მამიტო.
-ასე არასოდეს არ მომექცე,გესმის?აღარასოდეს.
-მაპატიე ლომ განელვიულე.მარიამს თვალები აუცრემლიანდა და მამას მოეხვია.მის კისერში ჩარგო თავი და ასრუტუნდა.
-დაიფიცე, რომ ასე არასოდეს აღარ მოიქცევი.თხოვა გიორგიმ და თვალებში შეხედა.
-ჩენს თავს გეფუსები მამიტო.
-მადლობა ვაჟკაცო,რომ მოიყვანე მარიამი.მიუბრუნდა იქვე მდგარ მოზრდილ ბიჭს ალექსანდრე.
-რა მადლბა,მივხვდი რომ გაბნეული იყო ხალხში და არ შევაშინე,ვიცოდი აქ ადვილად იპოვნიდა ვიღაც.თქვა ბიჭუნამ.
-წამოდი შვილო მიგიყვან შენს დედიკოსთან ან მამიკოსთან ვინც გახლავს აქ.ბიჭუნამ დედა მოძებნა და აღმოჩნდა რომ მათ უბანში ახალი გადმოსულები იყვნენ და მარიამს იცნობდა შეხედულად.
-სახელი რა გქვია.შეეკითხა ალექსიმ.
-ანდრეა,ანდრეა მქვია.უნდა წავიდე,მარიამ კარგად.უთხრა მარიას და ლოყაზე აკოცა და როგორც დიდი კაცი,მოზომილი სწორი და დინჯი ნაბიჯებით წავიდა დედასთან ერთად.ალექსანდრემ მარიამს გადახედა,შემდეგ ისევ მიმავალ ანდრეას და გიორგის უთხრა სიცილით.
-ნიძლავს ჩამოვალ,თუ ეს ბიჭი შენი სიძე არ გახდეს.
-დიდხანს ფიქრობდი მაგ თეორემის ჩამოსაყალიბებლად?შეუღრინა გიორგიმ ალექსის და მარიამს ხელი ჩაკიდა,მარიამმა კი გიორგის მიუბრუნდა და სერიოზული ხმით უთხრა.
-მამიტო ასე ჯალიან ლატომ ჩეგეჩინდა?გიორგი გააოცა მარიამის შეკითხვამ,მარიამის წინ ჩაიმუხლა და უთხრა.
-პირველი,უჩემოდ ჩემს გარეშე არასოდეს არ გააკეთო ის,რაც იცი რომ მე გულს მატკენს.მეორე,უთქმელად და უკითხავად არსად არ წახვალ,სახლიდანაც კი გიკრძალავ გასვლას.გესმის?დაიმახსოვრებ?
-მამიტო ჩუდი მაჩინ მოქდა ლოცა დედა ცაჩი გაფინდა,მე ჩეთან ვალ და ნუ გეჩინია.გიორგი გაოცებული უცქერდა ოთხი წლის ბავშვის და აოცებდა მარიამის გონიერება.თითქოს მის წინ მომენტებში ხან დაპატარავებული ანა იდგა და ხან დაპატარავებული მარიამი.ამ წუთში მის წინ მარიამი იდგა,მისი მარიამი და მიხვდა,რომ ის სულ მის გვერდშია.ვერ ხედავს,მაგრამ გრძნობს მის გვერდით ყოფნას.



№1  offline წევრი მია15

ძალიან კარგი იყო.ველი ახალ თავს

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

მართლა პატარა ჭინკაა მარიამი.
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი თამოთამო25

არაჩვეულებრივი იყო ???? ახალ თავს ველოდები ????????????????????????

 


№4  offline მოდერი zia-maria

heart_eyes heart_eyes მაბედნიერებთ ჩემო გოგოებო,როგორ შემიძლია თქვენ დაგიგვიანოთ ახალი თავი როცა ვიცი ასე დიდი მოლოდინით ელოდებით მოვლენები როგორ განვითარდება.მადლბა და ვეცდები 12-ის მერე დავდო ახალი თავი. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent