წამის მეასედი (თავი 24)
-ხომ კარგად ხართ? -ოკეანეების გადაცურვის ხასიათე.- ვუთხარი და ჩემი გზა განვაგრძე. -შენ მთებსაც დამპირდი.-მომესმა უკნიდან სიცილით ნათქვამი და მეც გამეღიმა. _______________ თავი 24 შაბათს საღამოს კოკისპირულად წვიმდა, მე ჩემს კოტეჯში ვიჯექი და სტატიას ვწერდი, ბოლო სიტვა დავწერე, ამოვიოხრე და ლეპტპი საწოლზე გადავდე, შემდეგ ჩემოდანთან მივედი, დივანზე ჩამოვჯექი და ნაცრისფერი მაისური ამივიღე, თითი ნაზად გადავუსვი და ვიგრძენი როგორ დამისველა ცრემლებმა ლოყები, სწრაფად გავიხადე ჩემი პიჟამა და ის გადავიცვი. ტელეფონი აზუზუნდა ცალი ხელით დავწვდი, ცრემლები მოვიწმინდე და ვუპასუხე. -ჯოშ.-კამერაში გავუღიმე ბიჭს. -რა გატირებს?-მკითხა შეშფოთებულმა და თმა გაისწორა.-სად ხარ? -კოტეჯში, ტბის პირას. -მანდ რა გინდა?-თავი გაკვირვების ნიშნად გადახარა. -ნოეს კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ვისვენებ. -მოიცა, ეგ ის ნოეა?-კამერაში ალექსი გამოჩნდა და ჯოშს თავი მხარზე დაადო. -ნოეა...-დავეთანხმე მე. -დავიბენი.-თვალები გაუფართოვდა ჯოშს. -რომ ჩამოხვალ მოგიყვები.-ამოვიოხრედა დივანზე გავსწორდი. -მოიცა, ეგ რა გაცვია?-წარბი ასწია ჯოშმა.-არ მითხა რომ ის მაისურია...ჯანდაბა! -ისაა.-ვთქვი და ცრემლწბი წამომივიდა. -მერამდენედ გაცვია ამ ათი წლის განმავლობაში? -მეოთხედ.-ამოვიოხრე და ნლეს მაისურს დავხედე. -აუ, კარგი რაა... გაგიშვი და დაიწყე არაა ტირილები...-მითხრა ალექსმა. -ჩამოდი და აღარ ვიტირებ.-გამეღიმა მე. -უკვე მოგენატრე ფისო?-წარბები აათამაშა. -მასხარა ხარ რაა...-გამეცინა და საწოლზე გადავჯექი.-ჯოშ, მამა როგორაა? პასუხის გაცემა არ დასცალდა რადგან კარები დაუკაკუნებლად შემოაღო ნოემ, თავლი მოჭუტა, შემდეგ გაეღიმა და დივანზე გაწვა. -ჯოში მომიკითხე.-მითხრა და ლეპტოპი გახსნა. -მანდ რა ხდება?-იკითხა ჯოშმა. მე კამერა ნოეკენ მივაბრუნე და სწრაფად მივაძახე გადმოგირეკავ-თქო. -აქ რა გინდა?!-ვკითხე როდესაც ტელეფონი გავთიშე. -ჩემთან დაბალი ხარისხის ინტერნეტია, მე კი სამუშაო მაქვს.-მითხრა და მხრები აიჩეჩა. -სხვა კოტეჯი არ იყო? -გარეთ წვიმს, ეს კი ყველაზე ახლოა ჩემიდან.-წამით გამომხედა და ისევ თავის საქმე გააგრძელა.-შენ დაიძინე ხელს არ შეგიშლი. -რას ქვია დავიძინო?!...გარეთ!-ვუთხარი და კარზე ვანიშნე. -გარეთ წვიმს.-მხრები აიჩეჩა ისე რომ არც კი გამოუხედავს. ამოვიოხერე საბანში უკეთესად გავეხვიე და ვეცადე დამეძინა, შემდეგ გამახსენდა რომ შემოვიდა რა მითხრა ნოემ. -საიდან იცი ჯოში ვინაა?-ვკითხე მე. -თუ არ ვცდები ის მაღალი, ქერა ექიმია არაა?-არც ახლა გამოუხედავს. -მერე შენ საიდან იცი? -ნანახი მყავს. -ბატონო?!ისიც იცი ვინაა?! -კი როგორ არა!-უდარდელად მითხრა მან.-ახლა დაიძინე... მუშაობაში ხელს მიშლი. -ჯერ არ დამიმთავრებია.-ვთქვი და ცრემლი მოვიწმინდე. -აღარ იტირო რაა...-ამოიოხრა, საწოლს მოუახლოვდა დაიხარა, შუბლზე მაკოცა, ცოტა ხანი შეყოვნდა და თვალები დახუჭა.-ეგ მაისური უკვე ძველია, გამოდი ჩემთან და ახალს მოგცემ.—ჩაიცინა და გავიდა. მე კი დამტოვა გამოშტერებული და რა ენაღვლება... ****** კვირას ღამით ჩემს სახლში ვიჯექი, ტბიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, ლიზა ჩემს სამზარეულოში ჩაის აკეთებდა, მე კი იმ წამს დავამთავრე ჯოშთან ლაპარაკი. -ხვალ ჩამოდიან!-გიჟივით შევვარდი სამზარეულოში. -რა გჭირს გოგო?!ვინ ჩამოდიან?-მკითხა ლიზამ და ჩაის ჭიქა მომაწოდა. -ჯოში და ალექსი.-ვთქვი და ცხელი სითხე ფრთხილად მოვსვი. -საოცრება.-თქვა და მობეზრებულმა შეკრა შუბლი. -მოთმინება.-გავუცინე მე. ჯოში დამპირდა რომ ლიზას ყველაფერს თვითონ აუხსნიდა. -მაინც ვერ მივხვდი რამ წამოგიარათ რაა! მშვენივრად იყავით მეგობრები. -მოთმინება-მეთქი. ****** მეორე დღეს აეროპორტში ერთი საათით ადრე მივედი. მტერს ალექსის წუწუნი თუ დავაგვიანე. -ელენა!-გაბრწყინებული გავიქეცი მათკენ და ერთიანად მოვხვიე ხელები ორივეს. -ჯერ შეყვარებულს ჩახუტებოდი, არ მაქვს მე პრობლემა.-ცხვირი აიბზუა ალექსმა. -ჰა!-წამოიყვირა ჯოშმა და ბიჭს მხარი გაკრა. -ვიხუმრე.-ხელები ასწია ალექსმა და სიცილით გაემართა გასასვლელისაკენ. -ეს მე უნდა მაზიდინოთ?-დავიწუწუნე როდესაც ორივე თავაწეული წავიდა კორპუსისაკენ. -ცოტას დაიკლებ, გახდები!-მომაძახა ალექსმა და ჯოშს გადაჰხვია ხელი. -მოვიდე!-დვემუქრე და ჩემოდნებს მოვკიდე ხელი. -მომეცი ელე.-მომესმა ტარიელის ხმა, წინ ღიმილით დამიდგა ჩემოდნები გამომართვა და ჩემი სადარბაზოსაკენ წავიდა. -ჰა?-თავი გაკვირვების ნიშნად გადავხარე და როდესაც წელზე ძლიერი ხელის შემოხვევა ვიგრძენი წამოვიყვირე.-შენ აქ რა გინდა?!-თვალები დავქაჩე და ნოეს მივაშტერდი. -სტუმრებს ტორტი მოვუტანე.-მითხრა და ვარდისფერ ყუთზე მანიშნა ხელში რომ ეჭირა.-წამოდი ავიდეთ, სირცხვილია. ხმის ამოღებაც არ მაცადა ისე აუყვა კიბეებს და მეც თან გამიყოლა. -გამარჯობა.-ყუთი მაგიდაზე დადო და ბიჭებს მიესალმა.-როგორ იფრინეთ? -კარგად მადლობა.-უთხრა ალექსმა, შემდეგ ნოეს კარგად დააკვირდა და გაკვირვებულმა გახედა ჯოშს რომელიც გაფართოებული თვალებით მიყურებდა. -ორი წუთით შემოგირბინეთ მინდოდა ჩემს გამოფენაზე დამეპატიჟეთ დღეს საღამოს.-გაიღიმა ნოემ, ვიცოდი რომ ფოტოგრაფია უყვარდა მაგრამ არ მეგონა თუ გამოფენებსაც აწყობდა. -წამოვალთ.-უყოყმანოდ დასთანხმდა ჯოში, თვალები დამიბრიალა და ჩემი პროტესტი დააიგნორა. -კარგი ნახვამდის.-ნოემ თვალი ჩაუკრა იმ წამს შემოსულ ლიზას და ტარიელთან ერთად სახლი დატოვა. -რა წამოვალთ?!-თვალები დავქაჩე და ჯოშს შევხედე. -მორჩა ელენა, მამაშენი კარგადაა, შენ კი შენი ცხოვრება უნდა აიწყო.-უჩვეულოდ დასერიოზულდა ალექსიც. -გამოფხიზლდა?!-წამოვიყვირე მე. -არა...-ამოიოხრა ჯოშმა.-ჯერ მაგაზე ლაპარაკი ადრეა. -რვა წელი გავიდა.-მუხლები მოვკეცე და თავი ხელებში ჩავრგე. -ზუსტად, რვა წელი გავიდა შენ კი ისევ იტანჯები.-მითხრა ჯოშმა და ხელი მომხვია. -მოიცა, აქ რა ხდება?-იკითხა ლიზამ. -მოვუყვები რაა..!-ტირილით ვთხოვე ჯოშს. -მე მოვუყვები.-თავი ჩახარა ალექსმა. ****** სულ წუწუნით მოვემზადე, ჯოში კი ჯიუტად არ წყვეტდა ჩემს წამებას. -კარგი, კარგი, წამოვალ.-ვთქვი და დივანზე ფეხები ავიკეცე. -ელენა რაღაც უნდა გითხრა.-მითხრა მან. -გისმენ. -მოკლედ...ვაპირებ ჩემს ოჯახს ყველაფერი მოვუყვე.-თავი ჩახარა შემდეგ ცალი თვალით ამომხედა და გამიღიმა. -შენით ვამაყობ.-ვუთხარი და მთელი ძალით მოვეხვიე. -მადლიბა ყველაფრისათვის, მადლობა რომ მხარში მედექი...შენ რომ არა...ალბათ ვერასდროს შევძლებდი რომ მათთვის სიმართლე მეთქვა... იმდენი რამის დათმობა მოგიწია რომ მცხვენია კედეც... -ჯოშ ნუ მაბრაზებ, ხომ იცი რომ ჩემი იმედი ყველაფერში უნდა გქონდეს?-წარბები შევკარი და თბილად გავუღიმე. დაახლოებით ორი წლის წინ კაფეში ვისხედით მე ,ჯოში და ალექსი. ჯოშს დედამისისთვის ნათქვამი ჰქონდა რომ შეყვარებულს უნდა შეხვედროდა. შემთხვევით დედამისი სწორედ იმ კაფეში მოხვდა და როდესაც ჩვენ სამნი დაგვინახა დაასკვნა რომ მისი შვილის შეყვარებული მე იყავი, ჯოშმა სიმართლე ვეღარ უთხრა, მე ნოეს შემდეგ აღარავინ მჭირდებოდა, ამიტოამც მეგობარს რომელმაც მამა გადამირჩინა უყოყმანოდ დავთანხმდი, სიმართლეს კი ლიზასაც ვერ ვეუბნებოდი რადგან არანაირი უფლება არ მქონდა რომ მათი პირადი ვინმესთვის მომეყოლა. -ახლა შეგიძლია ნოეს ყველაფერი უთხრა. -რა მნიშვნელობა აქვს?-თავი გავაქნიე.-ათი წელი გავიდა... არანაირი გამართლება არ მაქვს.-ცრემლები წამომივიდა. -სწორედაც, ათი წელი გავიდა თქვენ ორივე გაიზარდეთ და ჩამოყალიბდით, ცხოვრება ნახეთ და აბა მიმოიხედე ახლა სად ხარ.-თქვა და დემონსტრაციულად გაშალა ხელები.- შენც კარგად იცი რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია. -რა აზრი აქვს?!რა აზრი აქვს?!-ამოვიტირე და თავი მხარზე დავადე. -ანუ ნებდები, ელე ამდენი წლის შემდეგ აქ ხარ, რამდენი ხანია ამაზე ოცნებობ. -მერე მამა? -მამაშენს მე მივხედავ, შენ კი ხშირად ჩამოხვალ ხოლმე. -მითხრა და ხელი მომხვია.-დროა შენც იყო ბედნიერი. მაშინ, ათი წლის წინ გერმანიაში წავედი მამასთან, მართალი იყო ნინო, მე მისი ოჯახის ნაწილი არ ვიყავი... საკუთარი ოჯახი მყავდა და ის ფეხზე უნდა დამეყენებინა. ექიმებმა მირჩიეს რომ ამერიკაში გადაგვეყვანა, რა თმა უნდა, დავთანხმდი, იქ კი... ყველაფერი აირია... ალბათ ჯოში რომ არა მამა მოკვდებოდა...ჯოში მამას ექიმი იყო... რვა წელი გავიდა რაც კომაშია, იმედს მაინც არ ვკარგავდი, ნოეს მოძებნა ვცადე მაგრამ როგორც აღმოჩნდა საქართველოდან დიდი ხნის წასული იყო, რა აღარ ვცადე მაგრამ მისი ადგილ-სამყოფელს ვერ მივაგენი, ბოლოს როდესაც მამას მდგომარეობა გართულდა ძებნა შევწყვიტე და მთლიანად მის დაავადებაზე გადავერთვე, არავისთან ურთიერთობა აღარ მსურდა, მაშინ ჯოში და ალექსი რომ არა ალბათ დეპრესიიდან ვერ გამოვძვრებოდი, შემდეგ პატარა ერეკლე დაიბადა რომელიც ჩემს ცხოვრებას ხალისს მატებდა, ჩემი ძმისშვილი, ლიზა ხშირად ჩამოდიოდა ამერიკაში, ნინოსთან კი ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტე...ასე შემოვრჩი ამერიკაში. ***** საღამოს გამოფენაზე ვიყავი,ნოეს გადაღებულ სურათებს ვათავლიერებდი და მშვიდად მივირთმშვდი ღვინოს. ის მართლაც უდავოდ ნიჭიერი იყო რაც მის თითოეულ სურათში აისახებოდა. -აქით წამოდი რაა...-წამოიძახა ლიზამ და ტარიელს დაქაჩა ხელზე, ტარიელმა ალექსი გაიყოლა, ალექსმა კი ჯოში, ასე რომ მე და ნოე დავრჩით მარტო. -მე წავედი.-ვთქვი და ერთ-ერთი ნაცნობისაკენ წასვლა დავაპირე,როდესაც ნოემ დამქაჩა და ჩემთან ერთად დაიწყო სიარული. -ყველაფერი ვიცი.-მითხრა მან. -ნოე არ გვინდა რაა.-ტუჩზე ვიკბინე რომ ტირილი არ დამეწყო. -თავს ნუ იდანაშაულებ, მართალია დაუფიქრებლად მოიქეცი მაგრამ დაბრუნებას ხომ აპრებდი?-ნიკაპზე მომკიდა და თავი ამაწევინა.-ისიც ვიცი მაშინ, იმ ღამით, კლუბში სოფისთან ერთად რომ დამინახე.-გაჩუმდა და გამიღიმა.-თოკამ მითხრა ბოლომდე იძახდი, რომ ჩემი ნათესავი იქნებოდა.-გაიღიმა და თავი გააქნია.- არ იყო ჩემი ნათესავი ელ, ყოფილი შეყვარებული იყო, უბრალოდ მითხრა რომ მთვრალი ვიყავი და სასტუმრომდე მიმიყვანდა. -მაინც არ უნდა წავსულიყავი.-ვთქვი და ცრემლები ვეღარ შევიკავე.-უბრალოდ მინდოდა მამა გამომეჯანმრთრლებინა... მაგრამ უარესი გავაკეთე. -არა, ნუ ტირი.-მითხრა და თითები ნაზად დამისვა ლოყებზე.-ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ, მთელი ამ დროის განმავლობაში შენს გვერდით ვიყავი, მაგრამ...-მიმოიხედა, შემდეგ პატარა შავი კარი შეაღო და ჩაბნელებულ ოთახში შემიყვანა.- გაკვირდებოდი ელ, შენ ყოველთვის ჩემი იყავი, გაიგე?!-თავი ამაწევინა და წამში ვიგრძენი როგორ შევეხე მონატრებულ ბაგეებს.-მაშინ ათი წლის წინ, ვიცოდი რომ ლუის საქმე ასე მარტივად ვერ დამთავრდებოდა, მართლი აღმოვჩნდი, რა თქმა უნდა, მასთან ერთად სხვებიც იყვნენ, სასამართლოს შემდეგ მუქარის წერილი მივიღეთ, ბერლინის კლუბებები მათ სახელზე უნდა გადაგვეფორმებინა ან ვინანებდით... ბიჭებს ვეუბნებოდი რომ ამისთვის ყურადღება უნდა მიგვექცია...არ დამიჯერს ელ... მათ კი...ბენი, მისი ცოლი და მისი პატარა ქალიშვილი მოკლეს.-ხმას ვერ ვიღებდი ნოეს ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე.- ჩემი პატარა ნათლული მოკლეს იმ არაკაცებმა... პოლიცია უძლური იყო...ტარიელი არაფერში არ იყო გარეული, ამიტომაც აქ დავტოვეთ რომ ბიზნესისთვის მიეხედა, ჩვენ კი სახელები და საცხოვრებელი გამოვიცვალეთ... მე ამერიკაში წამოვედი, შენს ყოველ ნაბიჯშს ვუყურებდი ელ, ისიც ვიცოდი რომ მეძებდი, მაგრამ არ შემეძლო შენი ნახვა... შენც ვერ ჩაგაგდებდი საფრთხეში, გიყურებდი, გაკვირდებოდი, მაგრამ ვერ გეხებოდი, ვუყურებდი როგორ სეირნობდი პარკში, როგორ გცვიოდა ცრემლები, მე კი არ შემეძლო მოვსულიყავი და კოცნით ამომეშრო ისინი. ორი წლის წინ როდესაც შენ, ჯოში და ალექსი კაფეში ისხედით, დავინახე როგორ მოუახლოვდა თქვენს მაგიდას ვიღაც ქალი, მაშინ უფრო დავიბენი როდესაც ჯოშმა შენი თავი შეყვარებულად გააცნო...ცოტა დამაკლდა ელ რომ არ მოვსულიყავი და იქიდან არ წამომეყვანე... არ ვიცი მაშინ თავი როგორ შევიკავე...შედეგ კი ყველაფერი გავარკვიე ... მინდა იცოდე რომ არ ვბრაზობ... ნუ ცოტას.-სიმწრით გაეცინა.- იმიტომ რომ ჩემს დაუკითხავად წახვედი, მაგრამ ასე შენთვის უკეთესიც იყო, უბრალოდ არ შემიძლია წარმოვიდგინო, რა მოხდებოდა თუკი მათ ეცოდინებოდათ რომ შენ...-ამოიოხრა, დამთავრება ვერ შეძლო და შუბლი შუბლზე მომადო.- ერთი წლის წინ ყველაფრის მოგვარება შევძელით და დავბრუნდით, მაშინვე მინდოდა შენთან მოსვლა მაგრამ არ ვიცოდი საფრთხემ ბოლომდე გაიარა თუ არა, შემდეგ კი როცა დავრწმუნდი.-გაეღიმა მე კი უკვე უკონტროლოდ მდიოდა ცრემლები.-გავიგე რომ ჩამოდიოდი... დამასწარი...ეს არცერთის ბრალი არ ყოფილა, უბრალოდ ცხოვრება უსამართლოდ მოგვექცა. -ანუ, ყველაფერი დამთავრდა?-ვკითხე და თითები მონატრებულ სახეზე ნაზად დავუსვი. -როგორც გითხარი, ჩემი ხარ. და, ჩემთან უნდა იყო.-გაეღიმა. -ღმერთო, არ მჯერა რომ აქ ხარ.-ვთქვი და მაგრად ვაკოცე.-თუ ყველაფერი იცოდი რაღას მაწვალებდი? -დაგსაჯე.-ჩაიცინა მან.-ხომ გითხარო წასვლა აღარ გაბედო-მეთქი. -ვიმსახურებდი.-თავლები დავხუჭე. -ჰეი, ამაზე ხომ ვილაპარაკეთ არაა?-მითხრა და ცვირზე მაკოცა.- მინდა რაღაც გაჩვენო. მე ხელები წელზე მოვხვიე, ნოემ ოთახში შუქი აანთო, უეცარმა სინათლემ წამით თვალი მომჭრა, ხოლო როდესაც შედარებით შევეჩვიე, თვალი ოთახის კედლებსაც მოვავლე. -შეუძლებელია!...-აღმომხდა. კედლებზე, მხოლოდ ჩემი ფოტოები იყო, ყველა ამ ათი წლის განმავლობაში იყო გადაღებული, ზოგზე ვიცინოდი, ზოგზე მეძინა, ზოგზე თვალები მქონდა დასიებული სწავლისაგან, ზოგზე ვტიროდი, უმეტესობაზე კი უბრალოდ ვიჯექი და თვალი მქონდა გაშტერებული რაღაცისათვის. -ვიცოდი რომ ამ დროს ჩემზე ფიქრობდი. -ნოემ ამ უკანასკნელებზე მანიშნა. -მიყვარხარ.-დავიჩურჩულე მე. -შენ ჩემი წამის მეასედი ხარ.-ყურში ჩამჩურჩულა ნოემ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.