შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობებთან ჭიდილი {დასასრული}


15-07-2018, 01:08
ავტორი Mathew
ნანახია 3 704

-გაფრთხილებდი ანა!გეუბნებოდი მე შენ,უთხარი,თორემ საშინელება მოხდება მეთქი,დამიჯერე?არა!ახლა რა მიიღე?ამას თავადაც ხედავ!-ბალიშში ქონდა თავი ჩარგული და სლუკუნებდა,მია კი დაწყნარების ნაცვლად ეჩხუბებოდა.
-მია გთხოვ…თუ უნდა მეჩხუბო წადი-სახე წამოწია,ცრემლები შეიმშრალა და მიას დაბალი ხმით უთხრა.
-არსადაც არ წავალ მე.მაქსიმემ დამტოვა.
-მაქსიმეს მეც ვეტყვი რომ ბავშვი კარგადაა.ჩემი მდგომარეობა არც ადარდებს.-საწყლად ამოიფრუტუნა და ოთახიდან გავიდა,კიბეებს ჩაუყვა და სამზარეულოში შევიდა.
-ნუ ამბობ მასე.ახლა უბრალოდ გაბრაზებულია ანა და თავს გაჩვენებს.
-არა,არ მაჩვენებს.მართლა შევზიზღდი.
-მე ვარ ფსიქოლოგი,თუ ეს?-ხელები ზემოთ აღმართა,თითქოს ვიღაცას ესაუბრებოდა.
-მესმის მია და სწავლას რაც შეხება,მორჩა!ახლა რაც არ უნდა მიქნა ჩემ პროფესიას ვერ გამივიყენებ!ჩემ ცხოვრებაში არ შემიძლია,გამიგე.
-მაინც ვერ გიგებ.მოგშივდა?
-ხოო-მაცივარი გამოაღო და რამდენიმე კვრეცხა დაავლო ხელი,შემდეგ თეფში აიღო და კვერცხის გატეხვა დაიწყო.
ერთ-ერთი ხელში ჩაატყდა და სულ დაისვარა,საშინელმა სუნმა გულისრევის შეგრძნება გაუღვიძა და სირბილით შევარდა სააბაზანოში.
მიაც უკან მიყვა,მაგრამ ის იღიმოდა.
-დაიწყო-დაქალს გაუცინა და თმა დაუჭირა.
-ასეთი წამება არ მინდა-უქვე ნიჟარასთან იყო მისული საუბარი რომ დაიწყო.
-უნდა გაუძლო.
-შევეცდები.-წყალი მოუშვა და სახე დაიბანა.
შემდეგ მისაღებში გავიდნენ და იქვე დასკუპდნენ.
-რას შეჭამ?
-აღარაფერი მინდა-ხელები ჩამოყარა-საშინლად მშია,მაგრამ არ ვიცი რა მინდა-მალე ცრემლებს გადმოყრიდა.
-მოიფიქრე რა გინდა,მე წავალ და მოგიტან.
-მერე მარტო მომიწევს დარჩენა,არც ეგ მინდა.
-ვაიმე შე წუწუნა-გაუცინა და ლოყები გაუწელა.
-სულ არ ვარ წუწუნა.
-რამდენიმე წუთის წინ რომ მაგდებდი?
-მაშინ ცუდად ვიყავი და არ ვიცოდი რას ვაკეთებდი,ერთად წავიდეთ მაშინ და სუპერმარკეტში მომინდება რამე-ვაუცინა და ფეხზე წამოდგა.
-კარგი,მიდი მოემზადე აქვე დაგელოდები მე.
-კარგი-ოთახში ავიდა და მალე დაბრუნდა უკან.მიუხედავად იმისა,რომ ტანზე მომდგარი ტანსაცმელი არ ეცვა მუცელი მაინც,ძალიან კარგად ეტყობოდა.
-წავედით მიაკოო-მისაღებში აღარ შესულა,პირდაპირ კარებისკენ წავიდა და მიაც დაეწია.
მანქანაში ჩასხდნენ და სახლიც დატოვეს.დაცვა გააფრთხილეს სადაც მიდიოდნენ,მაქსიმემ ისინი გააფრთხილა,რომ ანა ისე არსად გაეშვა თუ მასთან ბავშვებიდან ერთ-ერთი არ იქნებოდა,ან არ დაიბარებდა სად მიდიოდა.კიდევ ათასი რამ იყო,ბოლოს თვითონ დადვანს დაურეკეს.
-გისმენ ზურა.
-ბატონო მაქსიმე,ქალბატონი ანა და მია სახლიდან გადიან და…
-ანა დამალაპარაკე-სიტყვა შუაზე გააწყვეტინა.ბიჭმაც ტელეფონი გოგონას გადასცა.
-ბატონო-ჩუმად დაიჩურჩულა.
-სად მიდიხარ?-მაქსიმეს მკაცრი ხმის გაგონებისას ტანში უსიამოვნოდ გასცრა.
-მაღაზიაში.
-რატომ?
-მომშივდა მაქსიმე,არა ბოდიში,შენ მე არ გადარდებ ამიტომ ასე გეტყვი,ბავშვს მოშივდა,სახლში რაც გვაქვს ის არ მინდა რადგან ცუდად ვხდები,ამიტომ მე და მიამ მაღაზიაში გადავწყვიტეთ წასვლა.
-ზურას მიეცი და დაიმახსოვრე,მაინც გიპოვი.
-რა თქმა უნდა,არ მენდობი.
-ისევე როგორც შენ.
-ნელ-ნელა თავს მაზიზღებ.
-ენა გოგო.მიეცი ზურას-არაფერი უპასუხია,ტელეფონი ზურას მიაწოდა.მალე კი ჭიშკარიც გაუღო ბატონმა და სახლიდან გავიდნენ.
დიდი გზა არ ქონდათ გასავლელი,მალე მივიდნენ დანიშნულების ადგილას.
-დაიმახსოვრე.არანაირი გაზიანი,საშინლად მწარე და რამე ისეთი,რაც საშიშ სახამებელს შეიცავს-შესვლის წინ მიმა დაქალი გააფრთხილა.
-კარგი დედიკო.
-ანა ხომ იცი,რომ ამას თქვენთვის ვამბობ.
-ნუ ღელავ მია,ტვინში მაქვს ეგ სია ჩაბეჭდილი.-ლოყაზე აკოცა და შიგნით შევიდა.დიდი დრო არ დაუხარჯავთ,არც ანა აღმოჩნდა ძალიან პრეტენზიული,მაგრამ კარგი გემოვნება ქონდა.
-ანა,ქათმის მწვადს შენ შეწვავ!
-რატომაც არა?!
-კი,მაგრამ…
-მია,მაცადე რა.მე ეს მინდა და ვსიო!
-კარგი ხო.-სალაროსთან მივიდნენ,რამდენიმე შოკოლადის იყიდეს და სახლში დაბრუნდნენ.ზურამ რა თქმა უნდა შეატყობინა მაქსიმეს გოგონების დაბრუნების ამბავი.
ამაზე აღარ გაუმახვილებია ყურადღება,პირდაპირ სამზარეულოში შევიდა,ხელი დაიბანა და საჭმლის კეთება დაიწყო.მიაც ეხმარებოდა და ყველაფერს უფრო მალე მორჩნენ,შემდეგ ფილმი ჩაირთეს და ჭამაც დაიწყეს.
-ანუკიი.
-გისმენ.
-ბავშვს რას დაარქმევვ??
-რა დროს სახელია მია?
-კარგი რა,ოთხ თვეში დედა ხდები გოგო.თან უკვე მუცელიც კარგად გეტყობა.
-არ ვიცი მია.მასე ბარბარეს სახელსაც წინასწარ ვარჩევდით,მაგრამ არც მაშო ქვია და არც ლილე.
-ოოო,ახლა შენ ხდები დედა და რასაც აირჩევ იმას დაარქმევ.
-ერთი ის ვიცი,რომ განსხვავებული სახელი მინდა.
-გოგოსაც და ბიჭსაც განსხვავებული სახელი უნდა ერქვას?
-ხოო-თავი დაუქნია და კარებისკენ შებრუნდა,მაქსიმე იქვე იდგა და მათ უსმენდა.
-გოგო თუა სახელს მე ავურჩევ-ნელი ნაბიჯებით შევიდა მისაღებში და მათ პირისპირ დაჯდა.
-განსხავებული უნდა იყოს!
-ნუ ღელავ,მოვიფიქრებ რამეს.
-იცოდე საშინელი არ გინდა რამე!
-ღმერთო ჩემო-თვალები გადაატრიალა-ამდენ ლაპარაკს გირჩევნია ჭამო,თორემ ბავშვი ცუდად იქნება.
-ხო,ბავშვი ცუდად იქნება-ნაღვლიანად ჩაიცინა და მიას მხარზე დაადო თავი.
მაქსიმე კი ადგა და უკანმოუხედავად დატოვა ოთახი.
-ან,არ იტირო რა.
-ახლა ხომ დარწმუნდი?
-კარგი ხო.ჩუმად იცოდე-თმაში შეუცურა ხელი და ფერება დაუწყო.
აღარაფერი უთქვამთ მეტი,ჩუმად იჯდნენ.ბოლოს მია გააცილა და ოთახში ავიდა,დაწვა და დაიძინა.

***
-აღარ ვიცი დიტო.საშინელებაა რა,ზოგჯერ საშინლად მტკივა ასეთ გამტყდარს რომ ვხედავ,მაგრამ როცა ვიხსენებ რა გააკეთა ყველაფერი მავიწყდება და მხოლოდ ბავშვზე ვფიქრობ.
-მაგრამ შენ ის მაინც გიყვარს.
-ეგ უდავოა,მიყვარს,მაგრამ საშინლად ვარ მასზე გაბრაზებული.
-სულ ცოტაც მაქსიმე,ბოლოს ვეღარ გაძლებ და აპატიებ.მისთვისაც ძნელია,ახლა ვერც შენ ხვდები მის მიმართ რას გრძნობ.ასე ვთქვათ,გრძნობებთან ჭიდილში ხარ,მაგრამ ყველაფერი მალე მოგვარდება.
-იმედია.
-კაი,სხვა რა ხდება?
-ბიჭო,მოდი რა ბავშვის სახელი ამარჩევიე.
-შენ არქმევ?
-გოგოს მე,ანა ბიჭს.
-გასაგებია.-გაუცინა და ფიქრებში გადაეშვა.სანამ ანა მორფეოსის სამყაროში დაძვრებოდა,დიტო და მაქსიმე იქვე,კაბინეტში პატარას სახელს არჩევდნენ.
ბოლოს მხოლოდ რამდენიმე სახელზე უწევდათ არჩევნის გაკეთება,მაგრამ დაშლა და გამოძინება ამჯობიენს.როცა გამოვფხიზლდებით უკეთეს გადაწყვეტილებას მივიღებთო.
ოთახში ჩუმად შევიდა,რათა ანა არ გაეღვიძებინდა.ტანსაცმელი გაიხადა და საბანში შეძვრა.
შემდეგ ანას მუცელთან დაიხარა,ტუჩები მიაკრო და ისევ გასწორდა.
ცოტახანი გოგონას მშვიდ სახეს უყურებდა,შემდეგ კი გადაბრუნდა და მორფეოსის სამყაროში გადაეშვა.
დილით პირველი რა თქმა უნდა მან გაიღვიძა,მოწესრიგდა და სამზარეულოში ჩავიდა.თავისთვის ყველაფერი მოიმზადა,შეჭამა,მიალაგა,შემდეგ ანასთვის დაიწყო მომზადება.
თეფშზე ყველაფერი ლამაზად გადაანაწილა,ფურცელი იქვე დადო და პატარა,მაგრამ ლამაზი კალიგრაფიით დაწერა “ეს უნდა ჭამო და ბავშვის ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციო.დღეს გვიან დავბრუნდები,ამიტომ პატარას გაუფრთხილდი“
ოთახი დატოვა და შემდეგ სახლიდანაც გავიდა.
რა თქმა უნდა ანას წერილის წაკითხვის შემდეგ ხასიათი გაუფუჭდა.ის კი არა,ყველაფრის გადაყრა და დალეწვა უნდოდა,მაგრამ საჭმელი იმდენად მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა ვერაფერი უქნა,ჭამა დაიწყო,შემდეგ კი სამზარეულო დაალაგა.
***

მისაღებში იჯდა და ფურცელზე ბავშვის სახელებს წერდა.ყველას რაც კი მოაფიქრდებოდა,მაგრამ მხოლოდ ბიჭისას.გოგოს სახელი მაქსიმეზე იყო,ამიტომ თავი დაანება.
კალამი ტუჩებზე გადაიტარა და სიას კოდევ ერთი სახელი მიამატა,უცებ ტელეფონი აწკრიალდა.
-გისმენ დე.-გახარებულმა ჩასძახა დედას.
-როგორ ხარ ანუკი?
-კარგად.
-ხო ისე აკეთებ ყველაფერს როგორც ექიმმა გითხრა?
-კი დედა,ნუ ღელავ.
-რას შვები?
-სახელებს ვარჩევ.-გაუცინა.
-ოჰ,მოგისწრია უკვე.როდის დაიბადება პატარა?
-გაზაფხულზე,მარტში უფრო კონკრეტულად.
-მალე გავა ეგ დროც.
-ვიცი და ცოტა მეშინია კიდეც.
-ჩემო მშიშარა,ახლა შენთან მინდა ვიყო,მაგრამ აქ ათასი საქმეა და ამათი წუწუნის თავიც არ მაქვს.
-ვიცი დე,შენ არ იღელვო.მე დაგირეკავ და ყველაფერს გეტყვი.
-კარგი დედა,ახლა წავედი.
-მიდი დე,გკოცნიი-ტელეფონი გვერდით გადადო და გაღიმებულმა განაგრძნო წერა.
დროც გადიოდა,მაგრამ მაიმც არ წყვეტდა სახელების ჩამოწერას.როცა მოშივდა ყველაფერი იქვე გაიტანა,თან ჭამდა,თან წერდა.
ზოგჯეე სახეს ისე ჭმუხნიდა სიცილი აგიტყდებოდათ.
ამ საქმეში ვერც კი გაიგო დრო როგორ გავიდა,მაქსიმემ გამოაფხიზლა.
-ანა რას აკეთებ?
-მოხვედი?რომელი საათია?
-რას აკეთებ-მეთქი?
-ბავშვის სახელებს ვწერ-ქვემოდან ახედა.
-კარგი,ბევრი მოიფიქრე?
-ცოტა ძნელია,მაგრამ არის რაღაცეები.
-მეც მოვიფიქრე.
-მეტყვი?
-კი-გაუცინა.მისი სიცილი კი ამაშუკელს საშინლად ესიამოვნა.გაუხარდა,კინაღამ ფრენა დაიწყო.
იმ ჩხუბის შემდეგ პირველად უცინის და საერთოდ,ამდენი ხანი ჩხუბის გარეშე პირველად ელაპარაკება.
უნდოდა ძველი მაქსიმეს დაბრუნება.
ყველაფერი აპატია და ახლა,მას იმაზე მეტად ენდობა ვიდრე ვინმე სხვას,მაგრამ მაინც ვერ ეუბნება.
მაქსიმესაც მობეზრდა ეს სიცივი,მაგრამ ვერ უბრუნდება ძველ მაქსიმეს.
-პირველი მე დავიწყებ-ფურცელი ხელში აიღო,კალამი მაგიდაზე დადო და კითხვა დაიწო.
-ვაჩე?
-ლამაზი სახელია,მაგრამ უკვე ბევრს ქვია.
-კარგი.ძიმა?
-დიმა თუ ძიმა?
-ძიმა.
-მოიცა,მაგ სახელს რომ დავარქმევთ,მერე ჩვენებს არ ეწყინებათ.
-რატ…აა გამახსენდა,შენ ნათესავს ქვია.
-ჭკვიანი გოგო ხარ.შემდეგი?
-ცოტნე?
-ეგ შეიძლება,შემდეგი?
-მათე?
-ეგეც დატოვე.
-ანდრე?
-კარგია.სხვა?
-მეტი ვერ მოვიფიქრე.
-კარგი,ახლა ჩემი ჯერია.-უცებ გამოაძვრინა საქაღალდიდან ფურცელი და კითხვა დაიწყო.
-იოანა?
-იოანე და იოანა,ტყუპები რომ იყვნენ-წამით ჩაფიქრდა,მაგრამ სწრაფად გამოძვრა ფიქრებიდან.
-აჰა,ახლა ტყუპები გინდა?
-სულ მინდოდა,მაგრამ…კარგი არაფერი.
-გავაგრძელო?
-კიი.
-გაბრიელა?
-ტელემუნდო წარმოგიდგენთ,გაბრიელა დადვანი…-ჩურჩული დაიწყო,ბოლოს გადაიკისკისა და მაშინვე დასერიოზულდა,როცა დაბღვერილ მაქსიმეს შეხედა-ბოდიში,უბრალოდ გაბრიელაო და…
-კარგი,არაუშავს.
-გააგრძელე.
-ლილუ?
-მომწონს-ტაში შემოკრა.
-კიდევ გინდა?
-არის?
-კი.
-მაშინ მინდა.
-ემილი?
-ეგეც მომწონს.კიდევ?
-მილენა?
-არა,ეგ არ მომწონს.
-მეტი აღარაა.
-ანუ ცოტნე,მათე,ანდრე-ესენი ბიჭებში.ლილუ და ემილი-გოგონებში.
-ხო,მასეა.
-კარგია-ტაში შემოჰკრა და მაგიდაზე დადებული ყურძნის კეკალი პირში გაიქანა.
-დილით საჭმელი რომ დავტოვე…
-ვჭამე-დამთავრება არ აცადა ისე უპასუხა და თვალები აატრიალა.
-მგონი უნდა ვილაპარაკოთ.
-რატომ?
-ანა,ჩვენი ჩხუბიდან უკვე რამდენიმე კვირა გავიდა.აღარ შემიძლია ასეთ მოწყენილს და ყალბს გხედაბდე.ვიცი,რომ გტკივა,მაგრამ არც მე ვარ ნაკლებ დღეში.
-მართალი ხარ,მარგრამ შენ გამო მტკივა.
იმიტომ,რომ მხოლოდ ბავშვზე ღელავ.ცივად რომ მექცევი არ შემიძლია.
-აწი არასდროს გაბედო ჩემგან რამეს დამალვა,თორემ დამიჯერე,ცივად კი არა,ისე მოგექცევი არსებობაში ეჭვი რომ შეგეპაროს.ნდობა ჩემთვისაც მთავარია,ასე რომ,აწი ოცოდე.
-ანუ შევრიგდით?
-კი,შევრიგდით-ფეხზე წამოხტა,სირბილით დაფარა მათ შორის მანძილი და მის დიდ მკლავებში ჩაიმალა.
როგორ მონატრებია მაქსიმეს გამაბრუებელი არომატი.
ვერ იფიქრებდა,რომ ასე მალე შერიგდებოდნენ.
ეგონა პატარას დაბადებამდე ყველაფერი ასე დარჩებოდა,შემდეგ კი,უფრო საშინელი გახდებოდა.
მაგრამ აქაც შეცდა.
საშინლად ენატრებოდა მაქსიმეს ჩახუტება.
საშინლად ენატრებოდა მისი თბილი ტუჩები.
მთლიანად მაქსიმე ენატრებოდა.
ის ყველა გრძნობა,რომელიც მისი შეხების დროს ებადებოდა.
და თუნდაც ის სიწითლე,რომ ვერ გადაეჩვია.
მალე იგრძნო წელზე მაქსიმეს ხელი,შემდეგ მუცელზე შეუცურა და ნელა მოეფერა ამობერილ ადგილს.
უცებ დარტყმა იგრძნო,ერთხელ,ორჯერ,სამჯერ.ვერ იჯერებდა,ნელა წამოწია თავი და ანას ახედა.
გოგომაც იგრძნო,თვალები უბრწყინავდა.
-ეს…შენც იგრძენი?-ძლივს დაიჩურჩულა.
-როგორც ჩანს ჩვენმა შერიგებამ გაახარა.-მაქსიმემ გაუცინა და უცებ დაწვდა მონატრებულ ბაგეებს-ამ დროის მანძილზე,ყველაზე მეტად ესენი მომენატრა-ხმადაბლა დაიჩურჩულა ხრიწიანი ხმით და კოცნა განაგრძნო.
-ასეთი ხმით ნუ…ნუ მელაპარაკები.
-როგორით?
-ხრიწიანი.
-რატომ?
-მაბნევ და იმიტომ.
-უფრო ბავშვური გახდი?
-ამ დროის მანძილზე ჩემთან ერთად რომ ყოფილიყავი გაიგებდი.
-ხო,მართალი ვარ-გაიცინა და კიდევ ერთხელ მოხვია მონატრებული ცოლის სხეულს ხელი.
***
დრო მართლაც ჩქარა გავიდა.
ანაც ნელ-ნელა იბერებოდა,მაქსიმე კი აღარ იყო ისეთი ცივი,პირიქით,ახლა იმაზე მეტად ზრუნავდა ანაზე.
ათასჯერ ცადა ანას დაყოლიება,რომ ბავშვის სქესი გაეგოთ,მაგრამ არა!
ისე მოვიდა მარტი,რომ არ იციან მუცელში გოგო ზის თუ ბიჭი.
იმდენი არგუმენტი მოჰყავს მაქსიმეს ბავშის სქესის გასაგებად,მაგრამ მაინც არა!
მარტი ახალ დაწყებულია.
ყველა გადარბენაზეა,რადგან 6 მარტს ბატონი დადვანის დაბადების დღეა.
ახლა კი,დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე ყველა აქეთ-იქეთ დაფარფატებს,მაგრამ დამრგვალებულ ამაშუკელს განძრევის უფლებას არ აძლევენ.
მისაღებში ზის და სხვებს უყურებს,თან წუწუნებს.
-მია მე დავაწყობ თეფშებს,არ მინდა ასე ჯდომა-საწყალი თვალებით შეხედა.
-ანა ხომ იცი,უფლება რომ მოგცე მაქსიმე მიმასიკვდილებს.
-კარგი რა,მხოლოდ კარადაში უნდა შევაწყო.თან სახლში არაა.
-არა,და მორჩა საუბარი.
-დამპლებო.
-ჩვენც გვიყვარხარ საყვარელო-ასეთი ამბები უკვე ორი თვეა მიმდინარეობს.
ისიც იმიტომ,რომ ექიმმა უთხრა შეიძლება ნაადრევი მშობიარობა დაეწყოსო,მაქსიმე კი ამის გადამკიდე სახლის საქმეების მოგვარების უფლებას არ აძლევდა.
საერთოდ იქეთ-აქეთ სიარულსაც კი უგრძალავდა,ეს კი ანას აბრაზებდა.
არ უყვარს,როცა მის წინ ყველა რაღაცას აკეთებს,თვითონ კი უსაქმოდ ზის.საშინელი შეგრძნება აქვს.
მიასთან რა თქმა უნდა არაფერმა გაჭრა,ამიტომ ცოტახნით დადუმდა,მაგრამ მაქსიმეს დაბრუნებისთანავე ამოიდგა ენა.
-მაქსიმეეე-სახლში შესულს მაშინვე დაუყვირა.ბიჭსაც მეტი რა უნდიდა,ეგონა მშობიარობა დაეწო და კისრისტეხით დაფარა მათ შორის მანძილი.
-რა ხდება?დაგეწყო?ხომ რიგხე ხარ?წაგიყვანო უკვე?
-სად უნდა წამიყვანო,რა დამეწყო?ნორმალური თუ ხარ?
-აბა რა ხდება?
-ჯდომა მომბეზრდა,ისინი კი არაფრის გაკეთების უფლებას მაძლევენ.
-კარგსაც აკეთებენ.
-აუ,წყ'ლის დასალევად მაინც გავალ რა.
-კარგი ხო,მიდი.ფრთხილად იციდე.
-მაქსიმე-თვალები დაუბრიალა და დაუღრია.
-კარგი ხო-ნელი ნაბიჯებით შევიდა სამზარეულოში,სიარული ისედაც უჭირდა.
გამჭირვალე ჭიქას დაავლო ხელი და წყ'ლით გაავსო.
-ანა ფეხზე რატომ ადექი?დაგეძახა და მოგიტანდი-მიამ როგორც კი შეამჩნია დაქალი მაშინვე საყვედურებით აავსო.
-მაქსიმეს ვთხოვე ნუ ღელ…-სიტყვა შუაზე გაუწყდა,ხელიდან ჭიქა გაუვარდა და ნაწილებად დაიფშვნა.მსხვრევის ხმას ანას კივილის ხმაც მოყვა.
-მაქსიმეეე-ანას ხმას მიას კივილი მოყვა და ასე შეიკრიბა ყველა სამზარეულოში.
-ჯანდაბა.მია,წადი,ზემოთ კარადაში ჩანთაა ჩამოიტანე,დიტო სასწრაფოდ კარები გამიღე და მანქანა დაქოქე-ყველას რაღაც დაავალა,თვითონ კი ანა ხელში აიყვანა,ჩანთა მხარზე მოიკიდა და აწ უკვე დაქოქილ მანქანაში ჩაჯდა.მთელი სისწრაფით მიაქროლებდა მანქანას და ცდილობდა საკუთარ თავთან ერთად ანაც დაეწყნარებია.
მალე სამშობიაროს წინ იქეთ-აქეთ დადიოდა და ცდილობდა სახეზე ნერვიულობა არ დატყობოდა,მაგრამ არ გამოუვიდა. რვა საათიდან დრო ისე გაიპარა,ვერ გაიგო როდის გადასცდა თორმეტს და როგორ დადგა 6 მარტი.
მხოლოდ ექიმის ხმამ მოიყვანა გონს.
-მაქსიმე დადვანი?
-დიახ მე ვარ.
-გილოცავთ,თქვენ ბიჭი შეგეძინათ. დედა-შვილის მდგომარეობას რაც შეეხება,საგანგაშო არაფერია.ხვალ დილით შეგეძლიათ ქალბატონი ანას ნახვა,ახლა უნდა დაისვენოს.
-კარგი,ძალიან დიდი მადლობა.-ექიმის წასვლის შემდეგ ყველა რიგრიგობით ულოცავდა მეგობარს პატარას დაბადებას და სამეგობროში პირველი ბიჭის/ბავშვის მამობას.
მთელი ღამე პალატის წინ იყო,დილით მისცა ექიმმა შესვლის უფლება.
ფრთხილად შეაღო კარები,ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა საწოლს და იქვე,სკამზე დაჯდა.
-შეიძლება ბანალურად ჟღერდეს,მაგრამ ყველაზე ბედნიერად მაქციე.
-მაქსიმე-გამუქებული თვალები მაიანათა ბიჭს.
-გისმენ.
-გილოცავ,მაგრამ იცოდე,აწი შენც უნდა მიულოცო კოსტას.
-ანა კოსტა ვინაა?ან რა უნდა მივულოცო?
-კოსტა დადვანი.კოსტა დავარქვი.და ხო,შენ და შენ პატარას ერთ დღეს გაქვთ დაბადების დღე.
-ხო,ახლა თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ყველაზე ბედნიერი ვარ.მაგრამ პატარა პრინცესაც მინდა.
-მაგაზე მერე ვიფიქროთ-გამშრალ ტუჩებზე ენა გადაიტარა და თვალები დახუჭა.
-გეძინება?
-კი.
-დაიძინე,აქ ვიქნები მე.
-მაქსიმე.
-გისმენ.
-ნახე?
-ვერა,მაგრამ ხვალ ორივე ერთად ვნახავთ.
-მადლობა.
-რისთვის?
-იმისთვის რომ არსებობ და გამოვლილი ყველა გრძნიბა,გრძნობებთან ჭიდილი,ცრემლი თუ ღიმილი ამად ღირდა.-გაუღიმა და თვალები დახუჭა,მაქსიმე კი ღიმილით უყურებდა მძინარე ცოლს და თან მომავალზე ფიქრობდა.მე კი ერთს გეტყვით-ცხოვრებაში ბევრ სირთულეს გამოივლით,ბევრჯერ დაეცემით,იტკენთ ან ატკენთ,მაგრამ იციდეთ,ცუდს მუდამ მოზდევს კარგი.
ყველა გრძნობა რასაც ცხოვრებაში გაივლით,ბოლოს შედეგამდე მიგიყვანთ.
ბევრჯერ მოხდება ისე,რომ ერთად ათასი გრძნობა დაიწყებს ღელვას,ფეთქვას და აი,ზუსტად ესაა გრძნიბებთან ჭიდილი,რომელშიც ერთი გრძნობა მუდამ მოწინავეა.
ზოგჯერ ეს ჭიდილიც საჭირო შედეგამდე მიგიყვანთ.
ისიც დაიმახსოვრეთ,რომ სხვის რჩევებსაც მოუსმინოთ,რადგან უმეტესიბა მათ თქვენ სასიკეთოთ გეუბნებათ.
შეეცადეთ,რომ სიამაყეც უკან გადადოთ და დაიმახსოვრეთ-“ნუ ცდილობ სიამაყე კარზე,რომ მაგადგება,გაუღო კარი და წაშალო მინატრება“


ბავშვებო.პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს,ასეთი დადებითი ემოციებისთვის.
მადლობა იმ თბილი სიტყვებისთვის რომელიც სტიმულს მძენდა.
მიყვარხართ,და მიხარია რომ აღმოგაჩინეთ.
მართალია ციტა ხნით დავიკარგები,მაგრამ გპირდებით,შემოდგომიდან ახალი ისტორიებით გაგანებივრებთ.




№1 სტუმარი Wero

მიყვარხარ შენ,რომ ასეთი კარგი ხარ!მადლობა ასეთი ტკბილი და თბილი ისტოორისთვისს! ძალიან ვისიამოვნეე ამხნის მანძლიზე ! გისურვებ წარმატებებს^^

 


№2 სტუმარი მერო

მთლიანად ატვირთე რაააა.დასასრულს ველოდებიდი .გელოდებიიიიი

 


№3  offline წევრი teengirllove

vaimee ...dzaan magari tavi iyo, axla agmovachine ro winac ar wamikitxavs ,xoda jer wina wavikitxe mere es..dzalian gulis amachuyebeli da bednierebit agsavse iyo ,vgijdebi shenze ,ai vgijdebi ra ..mixaria rom gicnob da myavxar ,chemi usayvarlesi xar..es istoriac dzalian miyvars

 


№4  offline წევრი Crazy dreamer

Vaimeee an yoveltvis dzalian maoceb ai warmoudgenlad magari istoria iyo bolo monakveti xom saertod gadasarevi.. Warmatebebi chemo sayvarelo me kidev minda aseti kargi istoriebii male dagvibrundi da kidev ertxel gangvacdevine is bedniereba rasac sheni istoriis kitxva qvia heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent