*სისხლიანი პაემანი* (თავი 3)
გოგონამ ქურთუკი გაუწოდა სანდროს და ძლიერად მიიხუტა გულზე,სანდროც სახლიდან გავიდა და ღია კარში უყურებდა,როგორ მიდიოდა მისი მეგობარი სახლიდან. მომენტალურად,საშინელმა სურვილმა გაუღვივა თავში ანასტასიას,დრო ეხელთა და გაქცეულიყო ამ ღია კარიდან,სწრაფად მოშორებოდა ამ ადგილს,ეთქვა პოლიციისთვის რომ სახლში მძარცველია და დამთავრებულიყო ეს ყველაფერი,მაგრამ უცხოს ნაბიჯების ხმამ დაარღვია სუჩუმე. - კარის დაკეტვას არ აპირებ?! ანასტასიამ უხმოდ აიღო გასაღები და რამოდენიმეჯერ გადაატრიალა. - ნუთუ გაქცევაზე ფიქრობდი ? - არა.. არ მიფიქრია. ბიჭი დაიძაბა და კვლავ გოგონასკენ დაიძრა. ყელზე დანა მიაბჯინა და მის ამღვრეულ თვალებს ჩახედა. - ჩემთან თამაშს არ გირჩევ. - მტკივა. ამოიოხრა ანასტასიამ და სახე დამანჭა. - გამიშვი,გთხოვ. - ერთ შანსს გაძლევ,კიდევ შევამჩნევ რამეს და ჩათვალე მკვდარი ხარ. იარაღიანი მალევე მოშორდა,ანასტასია კედელთან ატუზულიყო და ცრემლები სცვიოდა გაუჩერებლად,გოგონას ტელეფონი აწკრიალდა და უცხო ნომერს სწრაფად უპასუხა,აქეთ იქით დადიოდა ანერვიულებული და ვიღაცეებს ელაპარაკებოდა გაქცევაზე,დამალვაზე,პოლიციაზე და ათას საშინელებაზე. ტასო დაბნეული აცეცებდა თვალებს,ბიჭი მიუახლოვდა და ტელეფონი გაუწოდა. - შეგიძლია დაურეკო შენს დას. თქვა და შეტრიალდა,სავარძელზე დაჯდა და თავი კვლავ საზურგეს მიადო. ცოტახანში თვალები სუსტად დაეხუჭა,დანა ხელიდან გადმოვარდნოდა და ძილს მიეცა. ანასტასია დაფრთხა,თუმცა მიხვდა,რომ ამდენი დღის განმავლობაში მძარცველს უძილოდ ყოფნა გაუჭირდებოდა,ნელნელა მიუახლოვდა და დანა მაგიდაზე დადო. ერთხანს აკვირდებოდა მის საშიშ,თუმცა იდეალურ ნაკვთებს,უკვირდა,როგორ შეიძლებოდა ასეთი პიროვნება მკვლელი ან ქურდი ყოფილიყო. სახეზე ოდნავი ღიმილი გაეპარა და წამში აზრზე მოვიდა. გაიქცეს?!პატრულში დარეკოს?! ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა და მოუსვენრად დადიოდა ოთახებში. რამოდენიმე საათის წინ,ღია კარს უყურებდა,მხოლოდ იმაზე ეფიქრებოდა,რომ გაქცევა შეეძლო,თუმცა ახლა უფრო მეტი შანსი აქვს გადარჩენის. მაგრამ,რომ ვერ მოასწროს? პოლიციაში ჩაშვების გამო ერთ დღეს სამაგიერო სიცოცხლით რომ გადაუხადოს? მაქსიმე და მისი მეგობრები უტრიალებს თვალწინ,შეუბრალებლად დაჭრილები და ზოგიერთი მათგანი ძლივს გადარჩენილი. კანკალი იტანს მთელს სხეულში და ცივ წყალს ერთი ამოსუნთქვით ცლის. ღრმა ძილს მიცემული იარაღიანით სარგებლობს,მთელი სისწრაფით შედის ოთახში,ტანსაცმელს და პირსახოცს იღებს და სააბაზანოში იკეტება. -როგორც იქნა.. ცხელი წყალი... თავს უშვერს წყლის შხეფებს და ცდილობს ყველანაირად მოდუნდეს. სააბაზანოდან გამოსვლისთანავე,სავარძელს შეხედა,თუმცა ის იქ არ დახვდა,გაკვირვებისგან კოპები შეკრა და თმის შრობა განაგრძო,უკან მოტრიალდა თუარა,მაშინვე წამოიკივლა ლამაზმანმა,როცა მის წინ ასვეტებული ბიჭი დაინახა. თავი დახარა და დამნაშავესავით ამოიბუტყუნა. - უბრალოდ შხაპი მივიღე და გამოვიცვალე. მამაკაცი დაიძაბა და მასთან უფრო ახლოს დადგა,ხელი ნიკაპზე მოკიდა, თავი ააწევინა და გიშრისფერ თვალებს მზერა გაუსწორა. - რატომ არ გაიქეცი? - მეშინია. - მხოლოდ ამიტომ? - სხვა რა მიზეზი შეიძლება რომ იყოს? - შიშის გამო უნდა გაქცეულიყავი,ლოგიკურია ანასტასია. - ხომ ხედავ,არც გავიქეცი და არც პატრულში დაგასმინე. - და რატომ? - მინდა რომ ყველაფერი მშვიდად დამთავრდეს,შენ როცა წახვალ მე არ დაგასმენ პატრულში,არც შენ არ დამიშავებ არაფერს და უბრალოდ დავივიწყებთ ერთმანეთს. ყველა სიტყვა ერთმანეთს მიაყარა და თვითონაც გაკვირვებოდა საკუთარი თავის გაგულიანების. - დავივიწყებთ ერთმანეთს? ჩაილაპარაკა და ისევ ანასტასიას თვალებს მიუბრუნდა,რომლის მზერა მისი სისხლისფერი ტუჩებისკენ იყო მიმართული. - დავივიწყებთ. - მადლობა,რომ არ დამასმინე. დღეს შუაღამით მივდივარ. - მიდიხარ? - მივდივარ. თქვა მკაცრად და გოგონას სწრაფად მოშორდა. მის მოძრაობებს აკვირდებოდა ანასტასია და გაშეშებული იდგა ერთ ადგილას. - სიგარეტი გაქვს? იკითხა და დანა აათამაშა ხელში. - არ ვეწევი.. თუმცა სანდროს შეიძლება ჰქონდეს რამე დატოვებული. - ეს სირ* სანდრო ვინ არის შენი? - ძალიან ახლობელი, თქვა ანასტასიამ და კოლოფი გაუწოდა სანთებელასთან ერთად. მოპირდაპირე სავარძელში მოთავსდა და ისევ ბიჭს დააკვირდა,რომელიც ღრმა ნაფაზს არტყავდა ერთი მეორის მიყოლებით. - მაქსიმე ავალიანი შენ დაჭერი? - ნუ ყოფ მაგ ლამაზ ცხვირს იმაში,რაც შენი საქმე არაა. - ბოდიში.. თქვა ტასომ,და რამოდენიმე წუთში ისევ ალაპარაკდა. ე.ი დღეს ჩემი მძევლობის ბოლო დღეა? იარაღიანმა ეშმაკური მზერა მისკენ მიმართა და ირონიულად გაიღიმა. - ეგრე გამოდის. - სამზარეულოში გავალ,თუ შეიძლება. ბიჭმა თავი დააქნია,დანა მოიმარჯვა და თვითონაც ადგა. - მაინც არ მენდობი? უკან რატომ მომყვები? - ბოლომდე არავის არ უნდა ენდო,არ იცი?! გოგონამ თავი გააქნია უარის ნიშნად,მაცივარი შეაღო და რამოდენიმე კვერცხი გამოიღო. ტაფაზე ხახვი მოაყარა და კვერცხის თქვეფას შეუდგა. - შეჭამ? იკითხა ტასომ ისე,რომ მისკენ არც გაუხედავს. - არ მეგონა,რამის კეთება თუ შეგეძლო. კვლავ არ დააკლო ბიჭმა ირონია და ტასოს სხეულის მოძრაობას დააკვირდა. - რატომ??? - შენნაირ ბარბის თოჯინებს სჩვევიათ. - ძალიან ცდები. მე ყველაფერი ვიცი და შემიძლია. დაჯექი,ანიშნა მაგიდისკენ და ორი თეფში ერთდროულად დაალაგა. - შეგიძლია იარაღი გვერდით გადადო.. თქვა და ჩაეცინა. - გამომართვი,თქვა ბიჭმა და პირდაპირ თვალებში შეხედა. ტასო დაიბნა,ტუჩები გაეპო გაოცებისგან და წარბები აზიდა. ხელი ნელნელა გაუწოდა დანისკენ და მაგიდის კუთხეში გადადო. თეფშზე ჩანგალი აათამაშა გოგონამ და ერთ წერტილს მიშტერებოდა. იარაღიანიც გაკვირვებით შეხედავდა ხოლმე,მაგრამ მალევე აშორებდა მზერას. - მადლობა საუზმისთვის. თქვა მან,დანა აიღო და ანასტასიას დახედა,რომელიც ხმაურზე გამოფხიზლდა და ინსტიქტურად წამოდგა ფეხზე,ორივე თეფში ნიჟარაში ჩადო და სწრაფად მოტრიალდა,ბიჭი კი,ისევ მის წინ იდგა და ხარბად უყურებდა. - ნუ მაშინებ ხოლმე ასე.. ძლივს აღმოხდა პირიდან და უცხოს თვალებს მისი ბრიალა თვალები გაუსწორა. - რატომ ხარ დაბნეული? - მე.. მე არ ვარ დაბნეული. - რაზე ჩაფიქრდი?! - არაფერზე. - ვაფასებ ამ სიტყვაძუნწ ქალებს,თუმცა შენგან გამოგიტყდები და მაღიზიანებს. - რა გინდა რომ გითხრა? - გული ხომ არ გწყდება,შენი მძევლობის ბოლო დღე როა? - საიდან მოიტანე! მინდა მალე მომშორდე,ეს საშინელი დღეები დავივიწყო და არასდროს გამახსენდეს. - კარგი,მაგაზე არ იფიქრო ბევრი,მალე დაგავიწყდება. *** მთვარის შუქი შეჭრილიყო ოთახებში,რომლებიც ნათლად მოსდებოდა იქაურობას. ნელი სიო არხევდა ფარდებს,საათის ისარი კი შუაღამის ოთხ საათს ჩამოჰკვროდა. იარაღიანი სავარძლიდან ადგა,ტელეფონის ბოლო ზარს გასცა პასუხი და ქურთუკი მოიცვა,კაპიშონი სახეზე ჩამოიფარა და დანა მოიმარჯვა ხელში. სავარძელზე მძინარე ანასტასიას დახედა,რომელსაც მშვიდად და უდარდელად ეხუჭა თვალები. რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და გოგონას ხმამ დაარღვია გამაყრუებელი სიჩუმე. - უკვე მიდიხარ? ბიჭი გაკვირვებული შემობრუნდა მისკენ და წარბი ზემოთ აზიდა. - მივდივარ. - მადლობა,რომ არაფერი დამიშავე. იარაღიანმა მუშტი შეკრა,დანა უკანა ჯიბეში მოითავსა და პასუხის გაცემის გარეშე დატოვა ანასტასიას სახლი. ტასო მაშინვე ფანჯარას მივარდა,უყურებდა უბანს და თვალებგაფართოებული ცდილობდა სიბნელეში,მთვარის შუქზე დაენახა საით წავიდოდა ის. მალე მხედველობის არეალს მოსწყდა მძარცველი,სახლში კვლავ მოიხსნა დაძაბულობა,თუმცა რაღაც ისე არ იყო,როგორც უნდა ყოფილიყო,რაღაც მაინც მოხდა,ისეთი,რაც ანასტასიას აწუხებდა სხეულის შიგნით. მის გულს რაღაც სევდა მოჰკიდებოდა,რაღაც პატარა დარდი,რომელიც ძალიან,ძალიან შემაწუხებელი იყო და ვერა და ვერ იშორებდა. უცნობი,იარაღიანი,ბრალდებული და ქურდი,წავიდა. მხოლოდ მისი სახე დარჩება ალბათ მოგონებად,რადგან მისი სახელიც კი არ იცის ანასტასიამ,არც იმის შანსია,რომ შეხვდეს სადმე შემთხვევით,ან პირიქით,ცუდი ამბავი გაიგოს,რომ ის დაიჭირეს და სამუდამო მიუსაჯეს,ან ნახევარი სიცოცხლე. მაგრამ ეს ვისთვისაა ცუდი?რატომაა ცუდი,ბოროტმოქმედი და დამნაშავე ყოველთვის უნდა დაისაჯოს,ნუთუ,ასე არ არის? მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს ლამაზმანს,ფიქრები მისი საუკეთესო მეგობრები გახდნენ,მხოლოდ გამთენიისას ჩასთვლიმა როცა მალევე აწკრიალდა მისი ტელეფონი და გულამოვარდნილმა უპასუხა ნომერს. - გისმენთ? - ტასო,მე ვარ. - მართა? - ჰო. თვალები მოიფშვნიტა და საწოლზე წამოჯდა,ცოტახანს ასე გაჩუმებულიყო ორივე და ერთი მეორის სუნთქვას უსმენდა. - გავიგე მაქსმიე გამოჯანმრთელდა.. მიხარია. - ეჭვი მეპარება,რომ ჩემს მეგობრებს გიხარიათ მისი გამოჯანმრთელება. - მართა,ნუ ფიქრობ რომ ყველა შენს წინააღმდეგაა,უბრალოდ მინდა ბედნიერი იყო. - რატომ არ მირეკავდი მაშინ ეს დღეები,რატომ გაქრი საერთოდ? - არავისთან არ გავსულვარ მართა,ცუდად ვიყავი. - ეგ ვიცი,ლილემ მითხრა. მარიამი როგორ არის? - ვწერდი გუშინ,სახლშია დედაჩემთან. უნდოდა ჩემთან მოსვლა,მაგრამ ვერ გამოვიყვანე. - ეხლა როგორ ხარ? - არ ვიცი. - რა გჭირს ანასტასია? - რა უნდა მჭირდეს.. - ბავშვობიდან გიცნობ,ხმაზე ეგრევე გეტყობა ყველაფერი... მითარი რა ხდება? - მართლა არაფერი არ ხდება...ეხლა სად ხარ? - მაქსიმესთან პალატაში,სძინავს. - ჩემთან მოხვალ? - საღამოს მოვალ. სანდრო არ დამანახო. - კარგი,ლილეს გადავურეკავ.. - კარგი დროებით. სწრაფად ტელევიზორი ჩართო და არხებზე ინფორმაციებს ეძებდა,სადაც შეიძლება "ვინმე" დაეჭირათ,დიახ,ვინმე. ტელევიზორს არ სცილდებოდა,მისი ფიქრები მხოლოდ იმაზე იყო ორიენტირებული,სად იყო ის,ახლა სად იმალება ის. კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა და გოგონაც სირბილით გაიქცა შესასვლელისკენ. - მართა? მოხვედი? - არა,გეჩვენები. - მომენატრე.. თქვა ანასტასიამ და დაქალი გულზე მიიხუტა. - მეც მომენატრე.. არავინ მყავს ისეთი,ვისაც ჩემს ამბებს მოვუყვები,თუარ ამოვუშვი და გავთავისფლდი ამ დარდებისგან,მგონია გავსკდები. - მომიყევი ყველაფერი.. ჩაი თუ ყავა? - ყავა,თქვა მართამ და სკამზე წამოჯდა,ჟურნალის ფურცვლა დაიწყო უაზროდ და ანასტასიას ფუსფუსს მისჩერებოდა. - შერიგდით? - კი.. მითხრა,რომ ვუყვარვარ და ნანობს ყველაფერს.. - სანდრო იყო ჩემთან რამოდენიმე დღის წინ. - მართლა? რა თქვა? - არაფერი,გაბრაზებულია უბრალოდ მაქსიმეს რომ შეურიგდი. - თავი დამანებოს,ეს ჩემი ცხოვრებაა. - სანდროს უყვარხარ მართა და ეს შენ კარგად იცი. ყავით სავსე ფინჯნები დაალაგა მაგიდაზე და დაქალს წინ დაუჯდა. - როდის გამოწერენ მაქსიმეს? - ამ დღეებში.. კარზე ისევ კაკუნი გაისმა,ამჯერად ლილეა - თქვა ანასტასიამ და კარის გასაღებად გაიქცა. - მოვიდა ჩვენი ჟღალი, თქვა ტასომ და თვალები აატრიალა. - იდიოტი ქერა როგორ ვიკითხო? - გეყოთ ერთმანეთის დაჭმა. - მართა,რაღაც მინდა გკითხო,კითხვით შეუტრიალდა ანასტასია და ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა ხმაში. - მაქსიმემ საჩივარი შეიტანა თავდამსხმელებზე? - კი , რა თქმა უნდა. მალე იპოვიან და ციხეში ამოხდებათ სულები იმ დამპალ ნაბი*ვრებს. მართას ხელი გაუშვა და მისკენ მოშორებით გაიწია,თვალები ფანჯარას მიაპრყო და ყავის ჭიქას თითებით დაუწყო თამაში. - რა გჭირს? იკითხა ლილემ და გაკვირვებულმა გახედა მართას,რომელიც ასევე გაოცებული იყო ანასტასიას საქციელით. - რა უნდა მჭირდეს,ორი დღეა ყველა ამას მეკითხება,რა გჭირს,რა გჭირს.. არაფერი. - მაქსიმე მირეკავს,აუ.. წავალ რა.. - წადი წადი.. მართამ სახლი დატოვა და ისევ ლილე დარჩა ტასოსთან. - შეურგდა ესეიგი იმ აღვირახსნილს..ისე,შემეცოდა რომ დაჭრეს.. მაგრამ მართა ძალიან გულუბრყვილოა.. ერთ სიტყვაზე წამოეგო და შეურიგდა უცებ. - ყველამ ვიცით მაქსიმე ჩვეულებრივი მანიპულატორია. - შენ როგორ ხარ ტას? - მე.. არ ვიცი ლილე,მგონი კარგად. - მარიამი გადმოდის შენთან? - ჰო,აღარ უნდა დედასთან ცხოვრება. - ხო,შენთან ცხოვრება იმიტომ უნდა რომ სულ ხელს აფარებ და აქ თავისუფლად იქნება.. - კარგი გადავურეკავ,გავიგებ ბარგი ჩაალაგა უკვე თუ არა. *** აუ ტას,იცი როგორ მიხარია შენთან ერთად რო ვიცხოვრებ? თვალები აუციმციმდა მარიამს და ანასტასიას მიეკრო უკნიდან. - მარი,დაიძინე და დამაძინე! - აუ კაი რა,იცი ეხლა რა ბედნიერი ვარ? რა დამაძინებს? ჩუმად ჩაიცინა ანასტასიამ და გვერდით გადმოწვა,დას სახე გაუსწორა და თვალები აატრიალა. - კარგი,რისი მოყოლა გინდა,დროზე მითხარი. - შეყვარებული ვარ ანასტასიააა! შეყვარებული! გესმისს? - გოგო ყრუ კი არ ვარ! ნუ ყვირი! ვინაა ის უბედური? - გეგა,აი მაშინ რო განახე.. რომ მაცილებდა ხოლმე.. - რაა? რა გეგა მარიამ? ის ვითომდა ძველი ბიჭი? - აუუ ტასოო,არარის ძველი ბიჭი. ნუ დასცინი! - დიდი ბოდიში. - შენ საერთოდ ვინ გყვარებია! სწავლას გადაყევი ამხელა ქალი ხარ უკვე! - ამხელა ქალი არა რა! თქვა უკმაყოფილოდ და ბალიში დაადო თავზე მარიამს. *** ანასტასიამ კივილით გაიღვიძა,ოფლში ცურავდა და საშინელმა შფოთვამ შეუტია,მარიამს რომ არ გაღვიძებოდა ჩუმად ადგა და საათს დახედა,შუაღამე იყო,ოთხის ნახევარი. მაცივრიდან ცივი წყალი გამოიღო და როგორღაც შვება იგრძნო რამოდენიმე წამში. სავსე მთვარეს გახედა,რომელიც კაშკაშებდა და გვერდს ათასი ვარსკვლავი უმშვენებდა. ფანჯრის თაროზე ჩამოჯდა,წყლით სავსე ჭიქას ლოყებზე იდებდა და თავს იგრილებდა,ცის თვალიერების შემდეგ მზერა მისი უბნისკენ მიმართა,ათვალიერებდა ყველა კუთხე კუნჭულს ისე,თითქოს ვინმეს ეძებდა. ჭიქაში დარჩენილ ყინულის ნატეხებს თითებით დაათამაშებდა,თვალები უფრო მეტად დააწვრილა და დაძაბა,გულმა გამალებით დაიწყო ცემა,როცა ვიღაცის აჩრდილი შენიშნა,რომელიც ხეს ამოფარებოდა და მთელი ამ დროის განმავლობაში,გოგონას უყურებდა. ჭიქა ხელიდან გაუვარდა,მომენალურად ძირს დაიხედა და მეორედ ფანჯარაში გახედვისას აჩრდილიც გაქრა. მაპატიეთ ჩემო კარგებო,გუშინ ვერ მოვახერხე ახალი თავის დადება,იმედი მაქვს ესეც მოგეწონებათ და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეული თქვენი კომენტარისთვის და შეფასებისთვის .. ჩემი სტიმული ხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.