შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემშივე სახლობ (2 თავი)


16-07-2018, 00:20
ავტორი chelsona
ნანახია 1 368

ახალი მთვარე სასაცილოდ დაკიდებულიყო შავ სივცეში. ვარსკვლავების ნასახიც არ იყო ცაზე. დაბინდებულ თბილისის ქუჩებს ლამპიონები ანათებდნენ.
სარკეში ათვალიერებდა თავის გამოსახულებას.
შავი ქვედაბოლო ეცვა, რომელიც ზედმეტად მოტმასნოდა ტანზე და მის საჯდომს მკვეთრად გამოკვეთდა. ზედა ტანს, თეთრი ჭიპს კარგად აცდენილი ტოპი უმშვენებდა. თმები გაშლილი ქონდა და გვერდით გადაეყარა. მაღალქუსლიანი ლაკის "წკაპუნები" ზედმეტადაც კი უხდებოდა მის სამოსს. მაკიაჟი ხომ საერთოდ ხატავდა.
ძალიან გამომწვევი იყო..
უბრალოება მხოლოდ თვალებში ეტყობოდა.
იმდენი ხანი იცხოვრა სეულში, რომ მიეჩვია მათ სტილს. ამიტომ მისი უმეტესი სამოსი სულ ასეთი იყო.
ოთახში შესული ირაკლი ლამის გადაირია. ჯერ ხველება დაეწყო, მერე თვალები გადმოსცვივდა ლამის და, რომ აათვალიერა.
-ასე მოდიხარ?
-რა არ მოგწონს?
-რა უნდა მომწონდეს? საცვლების ამარა რო მოტანტალებ იის?
-ცხელა ირაკლი.. მე ჩადრით სიარულს არ ვაპირებ და ვისაც რა უნდა ის თქვას. გაღიზიანდა ძმის საქციელზე. - ავდგები ახლა და მთელ სამეზობლოს დავივლი და შევეკითხები რა ჩავიცვა და რა არა.. ჩაიბურტყუნა და კლაჩს დასწვდა. -წამოდი.. თუ პასუხი იქნება გასაცემი მე გავცემ.. ბოქსზე დავდიოდი ორი წელი და არ გამიჭირდება თავის დაცვა. შენი ჩარევა არ იქნება საჭირო.. ხელი ჩაკიდა და სახლიდან ასე გაიყვანა..
-მომკლავ.. გეფიცები შენ მომკლავ.. არა და რა საყვარელი იყავი ბუთქუჩა. რას დაიკელი საერთოდ წონაში?
-ახლაც საყვარელი ვარ..
-საყვარელი კი არა ს*ქსუალური ხარ და იმაზე ვჭედავ რო ვფიქრობ შენს დანახვაზე რა ფიქრები ექნებათ ბიჭებს. არა მართლა გავაფრენ.. მანქანის კარი გამოაღო და ანიშნა ჩაჯექიო..
-შენი მანქანაა?
-წინა წელს მიყიდა მამამ.. ხომ კაია?
-კი.. იმედია ნელა ატარებ და არ გიჟობ ხოლმე.
-სად გინახია შენ ჩემი სიგიჟე?
-ჰო ეგეც მართალია. სავარძელზე მოთავსდა და მაშინვე მუსიკა ჩართო. -გველოდებიან ისინი უკვე?
-ალბათ..ირამ საათს დახედა და ისე თქვა. -ნიცასთან ბევს ნუ ილაპარაკებ ჩემს პატარაობაზე და არ გადამირიო ის გოგო.. ბიჭებზე არაფერს აღარ ვამბობ ისენი შენი დანახვისთანავე გაგიჟდებიან.
-ათი წელი შევალიე ამ ფორმაში, რომ ჩავმდგარიყავი და შედეგი ხომ უნდა დავინახო არა?
-საცოდავები.. ძმაკაცების წარმოდგენისას თავი გააქნია.
ავტომობილიდან გადმოვიდა. თმები შეისწორა, იკას ხელი მოხვია და შენობისკენ გაემართა.. უყვარდა ღამის ცხოვრება.. იმის და მიუხედავად, რომ დრო საერთოდ არ ქონდა მაინც ახერხებდა გართობას და მხიარულებას.
-კაი სიტუაციაა.. მომწონს.. თვალი მოავლო კლუბს და მუსიკას აყვა.. -აბა საით?
-იქ სხედან.. ხელით დაანახა რამდენიმე ბიჭი და მათკენ წაიყვანა.
ბიჭებმაც შეამჩნიეს მათკენ მიმავალი და-ძმა და ფეხზე წამოდგნენ. ყველას სახეზე ეწერა ჰორმონები, რომ აშლოდათ..
ისეთი სახეებით იყვნენ თაიას წინ, რომ გოგომ თავი ძლივს შეიკავა, რომ არ გადაეხარხარა.
-სასტავს გაუმარჯოს.. ყველას მიესალმა ირა.. -გაიცანით ჩემი და თაია..
-ე..ს...ეს არის ?
-ხო.. ზურა ეს არის. გაეცინა ირაკლის ბიჭის შემხედვარეს. -თაი ეს ზურაა, ის ვახოა და ეს ჩვენი ცირკისტი რატი.
-სასიამოვნოა ბიჭებო თქვენი გაცნობა.. გაუღიმა და რატის გვერდით დაჯდა.. ბიჭი უარესად აღელდა..-კაი ნუ მიყურებთ ახლა ასე.. ვიცი ვიდზე ვარ მაგარზე..ნუ ჩემზე უკეთესებიც არსებობენ.. ხელი აიქნია და ირას მიუბრუნდა.. -სადაა შენი გოგო?
-მოვა მალე.. გაუღიმა დას..
-ასე მგონია ზედმეტი ვარ აქ.. ისე მიყურებთ..
-არა რას ამბობ.. აბლუყუნდა ვახო..
-კაი.. მაშინ წამო ვიცეკვოთ. ხელი ჩაკიდა ბიჭს.
-ძაან ლამაზი ხარ.. წინ მდგომი უფრო დააბნია გოგოს მიხვრა მოხვრამ.
-ასე მგონია მკერავ.. გაიცინა.. -ისე შემომხედე როგორც დას და ვსო.. ცეკვას აგრძელებდა და მამაკაცების მზერას აიგნორებდა.
-ძნელია ეგ..
-არც ისე.. კარგად ცეკვავ..
-მადლობა.. შენ საოცრება ხარ..
ცეკვის დასრულების შემდგომ ვახოს ღიმილით მოცილდა და ბარისკენ წავიდა. ბარმენის წინ დაჯდა და თითები აათამაშა..
-რამეს ინებებ ანგელოზო?
-მე მეუბნები? გაიკვირვა
-სხვა ანგელოზიც არის ააქ? ბიჭმა აქეთ იქით მიიხედა..
-მეგონა დედამიწაზე შეუმჩნევლად ვივლიდი მარა.. აჰყვა ბიჭის დადგმულ სცენას. -მანამ სანამ გავფრინდებოდე და გავქრებოდე ანანსის წვენი დამალევინე, ყინულით.. კიდევ რამე საშვალო სიძლიერის გაურიე და მერე ატრიალე ეგ ბოთლია თუ რაცაა..
-არის ქალბატონო.. ისე რა გქვია?
-თაია
-რეზი.. ბიჭიც გაეცნო და გაუღიმა. -პირველად ხარ ააქ? აქამდე არ მინახიხარ..
-კი.. მიწოდებული ჭიქა გამოართვა და საწრუპი ტუჩებს შორის მოიქცია..
უკვე ფეხზე უნდა წამომდგარიყო, კისერში ცხელი, აჩქარებული სუნთქვა, რომ მიეფრქვა და ყურში ჩუმად ნათქვამი " მინდიხარ ", რომ ჩაესმა..
მთელს ტანში დაუარა ჟრუანტელმა სიბრაზისგან.. თავი ძლივს მოთოკა ჭიქა თავში, რომ არ ჩაეთხლიშა და მთელი კლუბი თავზე არ დაემხო..
---------------------------------------
მუსიკას აყოლებდა ტანს და თან თავის საქმეს აკეთებდა. სიგარეტი ტუჩებს შორის ქონდა მოქცეული და სიტუაციას აკვირდებოდა. ერთი ჭიქა ვისკი დალია თავადაც, რომ შეექმნა განწყობა.
-რეზი, გავალ რა ორი წუთი ჰაერზე და შემცვალე რამოდენიმე წუთს..
-კაი.. არ დაიკარგო ოღონდ წინანდელივით..
-არა.. მალე მოვალ..
სიგარეტს ეწეოდა კლუბის შესასვლელში თან გიორგის ელაპარაკებოდა. ტელეფონმა დაურეკა და გვერდით გადგა.. უკან რომ მობრუნდა კარგად დაინახა კლუბში შემავალი წყვილი.. გოგოს ტანს თვალი ააყოლა და უკნიდან 10დან 10 დაუწერა.. წინიდან ვერ დაინახა და უკმაყოფილოდ მოკუმა ტუჩები..
-რა გოგო იყო დაინახე? გიორგიმ კითხა მისკენ მიმავალს..
-უკნიდან..ტუჩი მოიკვნიტა.
-მაგარი ქალი იყო.. არადა იმ ლაწირაკთან ერთად მოვიდა. შურიანი თვალებით გახედა მანქანას საიდანაც ისინი გადმოვიდნენ რამოდენიმე წუთის წინ.
ცოტახანს კიდევ გიოს ელაპარაკებოდა..
სიგარეტის მოწევისა და ბაასის შემდგომ კლუბში შებრუნდა..
ჩაბნელებულ, სხვადასხვა ფერის განათებებით მოცულ ოთახს თვალი მოავლო და სასურველიც წამში იპოვა.
ბიჭთან ერთად ცეკვავდა.. სახეს ვერ ხედავდა და ნერვები ეშლებოდა ამ უაზრო სიბნელეზე ასე, რომ უშლიდა ხელს..
-რა ვიდზეა.. თვალები დააწვრილა.. -კაი ტანი აქვს.. პრესიც ქიონიაა.. დღეს გასართობიც მიპოვნია.. გაიცინა და ბარისკენ მიმავალ გოგოს თვალი გააყოლა..
უყურებდა მისკენ ზურგით მყოფს და სისხლი უჩქეფთა.. ჰორმონები ყალყზე ქონდა აშლილი.. სუ ეკიდა კლუბი.. მხოლოდ ის სხეული და ცარიელი ოთახი სურდა.. დითხანს ვერც მოითმინა.. გოგოს მიუახლოვდა მაქსიმალურად ახლოს იყო მასთან.. ხედავდა მის ბუსუსებს კანზე და ღიმილი ეპარებოდა ტუჩის კუთხეში.. კარამელის სურნელზე გონება გაეთიშა..
არასოდეს უთქვამს ის სიტყვა რაც იმ წამს თავის და უნებურად წამოცდა.. ის ერთი სიტყვა.. სუ სხვა გაგების, რომ იყო და არა პირდაპირი მნიშვნელობის..
მინდიხარ სუ სხვა ფორმით..
გოგო ნელა შემობრუნდა ბიჭისკენ ირონიული ღიმილით, მაგრამ მისი დანახვისთანავე გაუქრა სახიდან ყველა ემოცია და გრძნობა. გაითიშა..
იგივე იყო იოანეს მდგომარეობაც.
წამში დაიწია უკან..
თვალები ამღვრეოდა..
თაიას ისე აკვირდებოდა თითქოს კვლევას ატარებდა მასზე.. მის თვალებში იყო ჩამძვრალი.
იცნო.. მხოლოდ თვალებით იცნო..
ჩუმად უყურებდნენ ერთმანეს..
ადგილიდან არ იძროდნენ..
რამდენიმე წუთს გათიშული იჯდა და აკვირდებოდა დაკაცებულ ჯაბადარს..
სწორი ცხვირი, წითელი თხელი ტუჩები.. შეუმჩნეველი, მაგრამ მაინც შემჩნეული წვერი.. მწვანე ჭაობისფერი მუქი თვალები და გაყინული მზერა მასზე.
10 წლის უნახავი ჯაბადარი..
ვითომ გამქრალი გრძნობები და ის ირონია წლების წინ იოანეს, რომ ქონდა აკრული..
-გინდივარ? გაიცინა.. -იოანე ჯაბადარს ვუნდივარ? გადაიკისკისა და მის წინ დაპატარავებულ, მობუზულ მამაკაცს თაფლისფერი სფეროები შეანათა.. -რა დრო დაგიდგა იოანე? მე ბეჰემოტს მეუბნები რო გინდივარ? გაღიზიანების დამალვას ცდილობდა.. -რახან ამას მოვესწარი.. გაიცინა და ფეხზე წამოდგა.
ის დამცირებები ახსენდებოდა მისგან, რომ იღებდა.. ის დაუვიწყებელი წამები ორშაბათიდან პარასკებამდე, რომ იტანდა.. მტკივნეული სიტყვები, მოქმედებები, ირონია, დაცინვა... ყველაფერი თვალწინ წარმოუდგა და გაცოფებულმა იფეთქა..-მე არ მინდიხარ.. გვერდის ავლა სცადა..
-თაია.. ხელი დაუჭირა გოგოს..
-ხელი მომაცილე.. წყნარი ტონით მიმართა.. -არ შემეხო..
-ნუ წიკვინებ.. გაბრაზებულმა ჩაავლო მაჯაში ხელი და თანამშრომლების ოთახში შეიყვანა. კარი მიხურა და გოგოს წინ დადგა -ისევ ისეთი ხარ.. შენ რა შეგცვლიდა..
-ისევ ბეჰემოტი?
-ჰო.. ამჯერად შინაგანი ბოღმით ხარ გასიებული..
-რა სასაცილოა.. იქვე დადებულ სკამზე დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.. -წუთის წინ რაც მითხარი ეგ არ დაივიწყო.. ფეხები გაშალა და ოდნავ წინ გადაიხარა..
-თვალმა მომატყუა.. ამოიბურტყუნა და თაიას მკერდს მიაშტერდა..
-გეტყობა.. მის ღირსებაზე მიუთითა უკვე შესამჩნევად, რომ ამობურცულიყო..
-კაცი ვარ.. თავი იმართლა და მისკენ მიიწია.. -სპეციალურად იქცევი ხო ასე? გაიცინა და თვალი აარიდა თითქმის გამოჩენილ მკერდს..
-როგორ?
-ნუ ისულელებ თავს.. კარგად ხვდები ასე მოქცევით რასაც მიაღწევ.. თუ გარტყმა გინდა გაგერტყმევა კიდეც.. თვალი ჩაუკრა და ველურივით დაეძგერა გოგოს ტუჩებს.. მთელი ძალა მოიკრიბა კოცნაში, რომ არ აჰყოლოდა..
მამაკაცი მალევე მოსცილდა და ღმად ამოიხვნეშა..
-არ შეცვლილხარ.. ჩაიცინა და ნაკოცნი ხელით მოიცილა.. -ისევ ბატონობის მოყვარული ხარ.. ისევ იგივე სტილის მქონე.. არც კოცნა დაგიხვეწავს. წაკბინა..
-როგორ არ გიხდება ბ*ზი გოგოს როლი.. თვალები მაინც გაეპარა ტანისკენ.. -გახსოვს პირველი კოცნა ხო? გაეცინა და დივანზე მის წინ მოთავსდა.
-უნდა მახსოვდეს?
-აბა არა? გამიტყდა ტო.. მე სამუდამო კვალი დამიტოვა მაგ კოცნამ.. ყბაზე მიანიშნა პატარა შრამი, რომ ქონდა..
გაეღიმა იმ დღის გახსენებაზე.. პირველი კოცნა მოპარა ბიჭმა რომელიც მთელი არსებით უყვარდა.. აი მას კი ეკ*და.. ხო და ასე გამწარებულმა გაარტყა ბეჭდიანი ხელი და კვალიც დაუტოვა..
-ღირსი იყავი.. ახლაც სიამოვნებით გავიმეორებდი იგივეს.. მისკენ გადაიწია და ნიკაპში ხელი წაავლო..-თვალებში მიყურე.. ნუ დააცოცებ მაგ თვალებს ჩემ სხეულზე..
-კაცი *ლე უნდა იყოს შენ ასეთ ფორმაში, რომ ეჯდე და არაფერი გააკეთოს.. გაიცინა.. -ეს გაისწორე მაინც.. ტოპი აუქაჩა მკერდი, რომ დაეფარა.. ახლა უფრო გაუხურდა სხეული მის მკერდს, რომ შეეხო.. ანთებული თვალები შეანათა თაფლისფერ სფეროებს.. ხელი მუხლზე დაადო და ფეხზე ნელა აასრიალა..
-რა საცოდავი ხარ.. ალბათ ახლა ჩემი თვალით შენი თავი რო დაგანახა ცოცხლად ჩაიმარხებოდი.. გაიცინა და ხელი მოიშორა..
-ამის დედაც *ატირე.. ფეხზე წამოდგა.. -გაიხარე.. აღგრძნებულს მხედავ შენს წინაშე, რომელსაც შენი გა*იმვა იმდენად უნდა, რამდენადაც ჰაერი ფილტვებში..
-რა პირდაპირი ხარ.. ფეხზე წამომდგარი მისკენ მიიწია, ბიჭის კისერს ხელები მოხვია და ტუჩები ყელზე გაუსვა.. მამაკაცს თვალები აემღვრა.. ტუჩები გახსნა და ხელი წელზე მოხვია.. -შენ და სამწუხაროდ ვერასოდეს ეღირსები ჩემში შემოსვლას.. სწრაფად მოსცილდა და ოთახიდან გავარდა...
ღრმად სუნთქავდა.. ნერვების დამშვიდებას უშედეგოდ ცდილობდა სიგარეტის დახმარებით..
-ფუ რა *ლე ვარ. ამის დედაც. თავის თავს ეკამათებოდა.. -არა ესე როგორ გახდა?. ზაგარიც როგორ უხდება, მართლა კარამელია.. აუ აუ რაზე ვფიქრობ.. თავზე ხელი მოიკიდა.. -რამდენი ნაშა მყოლია და რა ამაზე დამემართა კრუნჩხვები.. ფუ ამის.. კედელს ხელი დაარტყა, სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა და სიტუაციას დაუბრუნდა.. ბართან მისვლამდე ისევ მას შეხედა.. ბიჭებთან ერთად იჯდა და ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდა.. -ვნახოთ ერთ დღეს ვინ გაიღვიძებს ჩემს საწოლში.. თვალმოუცილებლად ჩაილაპარაკა და თავის საქმეს დაუბრუნდა..
-სად იყავი აქამდე? ისევ ვინმე ააგდე?
-არა.. ჰაერზე ვიყავი..
-ხო კარგად ხარ?
-კი..
-ის გოგო შეამჩნიე?
-რომელი?.. მის მზერას გააყოლა თვალი და თაიას თვალებს გადააწყდა. - კი..
-რა ქალია... ტუჩები გაილოკა..
ბიჭის ფიქრები, რომ წარმოიდგინა და გაიაზრასავით სისხლმა თავში აასხა. ვენები დაებერა და სუნთქვა შეეკრა.. მხოლოდ მას უნდა ქონოდა ბილწი აზრები მის მიმართ.. მხოლოდ მას ქონდა ამის უფლება.. ბრაზისგან გაჟღენთილი მიუბრუნდა თავის საქმეს ..
არჯევანიძეს თვალს არ აცილებდა..
უყურებდა მის მიხვრა მოხვრას, ყველა დეტალს აკვირდებოდა მანამ სანამ კლუბი არ დატოვა და თვალთა ხედვიდან არ გაქრა..

-----------------------------------------------
ოთახიდან გასვლისთანავე საპირფარეშოში შევიდა. ცივი წყალი სახეზე შეისხა და გულის დამშვიდებას დაელოდა..
-იდიოტი.. ვუნდივარ თურმე... ცოფებს ყრიდა სარკის წინ მდგომი.. -როგორ მინდა ისე იწამო როგორც მე მაწამე.. თვალები აემღვრა წყლისებრი სითხით.. -ისევ მიყვარს.. მე დებილს ისევ მიყვარს.. ნიჟარას ხელებით დაეყრდნო და თავი ჩახარა. -მას კი უბრალოდ ვუნდივარ.. ერთი დღისთვის.. მხოლოდ ერთი დღისთვის.. ღრმად ამოისუნთქა. -თუ ვერ გადაგიყვარე დაგაიგნორებ მაინც.. ბრაზშეპარული ხმით მტკიცედ განაცხადა და ირაკლისთან დაბრუნდა..
-სად იყავი თაი აქამდე? ანერვიულებული უყურებდა დას.
-ჰაერზე ვიყავი გასული.. ეს ნიცაა ალბათ ჰო?
-ჰო ეს ჩემი ნიცაა.. გაიღიმა და გოგოს წელზე მოხვია ხელი.. -ეს ჩემი დაა თაია..
-სასიამოვნოა.. წკრიალა ხმით თქვა..
-რა ლამაზიხარ.. რამდენი წლის ხარ?
-მადლიბა.. შენც ძაან ლამაზი ხარ.. მე 18ის..
-სად გაიცანით ერთმანეთი? წვენი მოსვა და გოგოს გაუღიმა
-უნიში.. პასუხის გაცემა დაასწრო ირამ.. -მერე მოგიყვები.
ბევრი ისაუბრეს, სხვადასხვა თემებს შეეხნენ ზოგად საკაცობრო თემაზეც იმსჯელეს და ასე მხიარულებაში განვლეს დროც..
იოანესკენ არ იხედებოდა. სპეციალურად აიგნორებდა.. მის მზერას გრძნობდა რაც ტემპერატურას ამაღლებდა მის სხეულში.. უკვე ვეღარ უძლებდა ამ დაძაბულობას, ამიტომ მალევე დაემშვიდობა ყველას და სახლისკენ ტაქსით გაემართა.. აბა ირას და ნიცას ხომ არ ჩაუხტებოდა მანქანაში..
სახლში მისული ბევრს ფიქრობდა მომხდარზე. იოანეზე , წარსულზე, მომავალზე..
-თაი გძინავს ? ირაკლიმ შიაკითხა ოთახში.
-არა.. შემო..
-დავწვები რა შენთან..
-მოდი.. ღიმილით მიიწია კედლისკენ. ირაკლიც გვერდით მიუწვა და მოეხვია..
-მოგეწონა?
-კი.. კარგი გოგო ჩანს..
-ჩანს?
-ასე კარგადაც არ ვიცნობ მტკიცედ რო ვთქვა კაიათქო..
-გაიცნობ.. ხვალ ნათესაობა გვესტუმრება.. ყველას შენი ნახვა უნდა. გაუღიმა და შუბლზე აკოცა. -მამა უკვე მოემზადა საქეიფოდ..
-როგორ არ მიყვარს ეს ღრეობები..
-რას იზამ.. შენ ხარ მთავარი ღერძი ამ ღრეობის და..
-მომენატრა სოფელი..
-წავიდეთ ამ კვირას და ვიყოთ ეს ზაფხული იქ..
-მართლა?
-ხო.. ისედაც უნდა წავსულიყავით..
-ზეგვე წავიდეთ..
-კაი.. დაიძინე ახლა..თმაზე ხელი ჩამოუსვა.
-ასე მგონია ჩემზე დიდი ხარ ისე მექცევი.
-შენზე ჭკვიანი, დინჯი და მშვიდი, რომ ვარ მაგიტო.. გაიცინა.
-იკუშ..
-ჰო
-მიყვარხარ..
-მეც თაი..

------------------------------

დილაუთენია შეაღო სახლის კარი და იმწამსვე საწოლისკენ წავიდა.. გულაღმა იწვა, სრულ სიჩუმეში საათის წკაპა წკუპი და მისი აჩქარებული სუნთქვა ესმოდა.. თაიაზე ჩაფიქრებულს ჩაეძინა.. ზარის ხმამ გამოაფხიზლა.. ზანტად წამოიზლაზნა და თვალებ მინაბული გავიდა კარის გასაღებად.
-იო აიყვანე. ბავშვი მიაჩეჩა ხელში.. მამაკაცმაც ფრთხილად აიყვანა და ლოყაზე უჩქმიტა ნახევრად მძინარეს..
-ვატუნია გაგაღვიძა ხო დედაშენმა? მეც გამაღვიძა და დამიფრთხო სიმშვიდე. მის მხარზე მიძინებულ ბავშვს ებურტყუნებოდა..
-ეს ჩანთა. დივანზე დადო ნაჭრის ცისფერი ჩანთა და ბიჭს შეხედა.. -ყველაფერი აქ დევს რაც შეილება, რომ დასჭირდეს.. თუ რამე დამირეკე.. გეხვეწები კარგად მიხედე.. გენდობი იცოდე..
-არ ინერვიულო ჩემი შვილივით მოვუვლი..
-აი მაგას რო ამბობ ასე მგონია რაც სიგიჟია ყველაფერს ჩაიდენ.
-ნუ იდარდებ 3 წლის ბავშვს ქალებში არ წავიყვან. გაიცინა.
-იოანე..
-არ ინერვიულო ანჩო მივხედავ წადი შენ და მიხედე შენ ქმარს.. იგულავეთ, გაერთეთ, კიდევ ამისნაირი გააკეთეთ..ოღონდ მომცილდი ახლა თავიდან..
-კარგი კარგი.. უყვარხარ შენ დედას.. ლოყები ჩაუკოცნა პატარას..-შენც მიყვარხარ ვითომ დიდო ბიჭო.. იოსაც აკოცა და ბინიდან გავარდა.
-წამო ახლა მშვიდად დავიძინოთ.. გაღიმებულმა შეხედა უკვე თვალებ გახელილს, რომელიც თვალებს ისრესდა.. საწოლზე თავის გვერდით დააწვინა და თხელი პლედი მიაფარა..
მალევე ჩაეძინა ორივეს..
-რატო არ ისვენებ ტო.. თავზე დამხტარი ვატო გვერდით გადასვა და საწოლიდან წამოდგა..
-ტო ტო ტო.. გააბრაზა იოს და გადაიკისკისა..
-მაიმუნო.. ხელში აიყვანა და ჩაკოცნა..
-ჩია..
-რა უნდა ვატუნას აბა?
-ჩიჩი..
-ჩიჩია გინდა?
-ქო
-წამო ჩავიდეთ მაღაზიაში ვიყიდოთ ჩიჩია მიჩიები და გავაკეთოთ რამე..
ჩანთიდან ტანსაცმელი ამოიღო და ბავშვს ჩააცვა.. თავადაც მოწესრიგდა და სახლი დატოვა..
სადარბაზოდან გამოდიოდა, ვატო ერთ ხელში ეჭირა და მის პაწაწუნა ცხვირზე კოცნიდა
.ნაცნობი სილვეტი, რომ დაინახა გაჩერდა.. გოგო სპორტ-დარბაზიდან გამოდიოდა, წყლის სმით.. ნაცრისფერი სპორტული შარვალი და ბრეტელებიანი მაისური ეცვა.. თმა კოსად აეწია.. ძალიან ლამაზი იყო, ასე უბრალო ფორმაში.. ბევრად უფრო ლამაზი ვიდრე გამომწვევი სამოსისას..
თვალები აემღვრა იოს.. უნდოდა გოგოს შეემჩნია, ამიტომ ფეხს აუჩქარა და წინ გაუარა..
-ლალაზი გოგო.. ვატომ ჩაუშალა გეგმები, რომელიც მხარზე დაკიდოდა მამალაცს და უკან იყურებოდა, თაიასკენ.. არჯევანიძე გაშეშებული იდგა და ტირილამდე ცოტა აკლდა.
შვილი ყავს.. მხოლოდ ერთს იმეორებდა მისი გონება და ეს ორი სიტყვა იმდენად ტკენდა, რომ ვერ აღწერდა..
თავი მოთოკა.. ყველა გრძნობა უკუ აგდო და პატარას მიუახლოვდა.. ხელის კანკალით მოეფერა თითებზე..
იოანე მისკენ შებრუნდა.. ვატომ არჯევანიძისკენ გაიწია, გოგომ ჩანთა და წყლის ბოთლი ძირს დადო და ღიმილით აიყვანა პატარა სხეული ხელში..
-რა საყვარელი ხარ.. გაუღიმა ბავშვს სახეზე, რომ ეფერებოდა..-რა გქვია ?
-ვატო.. სასაცილოდ წარმოსთქვა თავისი სახელი..-ჩენ?
-მე თაია ვარ. გაუცინა და ლოყაზე მიაკრო მისი ტუჩები..
ჯაბადარს გააკანკალა.. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და დაბღვერილმა და დაბოღმილმა შეხედა ვატოს.
-ვატო წამოდი წავიდეთ.. ხელიდან გამოსტაცა ბავშვი არჯევანიძეს.
-ალ მინდა.. ატირდა..
-ახლა გისვრი აქედან.. უღრიალა მთელ ხმაზე..
-რა გაყვირებს შენ ნორმალური ხარ? ბავშვი ხელიდან გამოსტაცა და მისი დამშვიდება სცადა.. -რანაირად ექცევი შვილს?
-ვიის? ტუჩის კუთხეში გაეპარა ღიმილი და მისი ბრაზიც სადღაც გაქრა..
-შვილს..
-ა ჰო შვილს.. მიხვდა რაშიც იყო საქმე და მალევე აყვა სიტუაციას თამაშში.. -ჩემი შვილი.. დამაჯერებლად თქვა და ატირებულ ვატოს თავზე გადაუსვა ხელი.. ვინმეს შორიდან, რომ დაენახა ნამდვილად ოჯახი ეგონებოდათ.. -ვატო მა... მაპატიე რა.. თაიას მკერდზე აკრულს ცხვირზე ისე აკოცა, რომ გოგოს მკერდსაც შეეხო ტუჩით.. იგრძნო მის კანზე ბუსუსები და ტანში სასიამოვნოდ დაუარა..-მოდი რა ჩემთან.. ასრუტუნებულ ვატოს ხელი მკლავზე დაადო..
-ალ მინდა.. თავი ჩამალა თაიას ყელში..
-იყოს.. თავზე ხელი გადაუსვა და იოს შეხედა.. -მეყოლება ცოტახანს, რომ დამშვიდდება მერე წაიყვანე.. თუ შეგილია ეგ ჩანთა და ბოთლი წამოიღე და იმ პარკში დავსხდეთ..
თავი დაუქნია და სიტყვის უთქმელად გაყვა წინ მიმავალს..
სკამზე დასხდნენ..
ვატომ სასრიალო, რო დაინახა სულ გადაავიწყდა წყენა.. თვალებ ანთებულმა შეხედა საქანელებს და თაიას ყურში რაღაც ჩაჩურჩულა..
-ე სად მიდიხართ? იომ წარბები შეკრა..
-სასრიალოზე უნდა.. გაუღიმა.
ვატო საკატაოებზე ერთობოდა თავისთვის, თაია და იოანე კი ერთმანეთის გვერდით ისხდნენ და პატარას უყურებდნენ..
არჯევანიძის გულში ომი იყო..
ფიქრებში ყველაფერი ტრიალებდა..
აწყლიანებული თვალებით უყურებდა პატარას.
-შენი მეუღლე სადაა? დაინტერესებულმა კითხა..
-გავშორდი..
-რატომ?
-ასე რატომ ხარ შენ დაინტერესებული ჩემი პორადით ? წარბები აწია და ისე მიაჩერდა.
-სულაც არა.. ისე გკითხე..
-ჰო.. შენ ?
-არ გავთხოვილვარ..
-მე გიყვარდი და...
-ნუ მახსენებ..
-ახლა?
-ის თუ გაინტერესებს მიყვარხარ თუ არა ? პასუხი არა იქნება.. ყოველთვის..
-რა კატეგორიული ხარ.. სიგარეტი ამოიღო კოლოფიდან..
-არ მოწიო..
-შენ ამიკრძალავ?
-ვერ ვიტან სიგარეტის სუნს..
-რახან შენ სიგარეტზე ალერგია გაქ სუ შევეშვები.. ირონიულად თქვა და სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია..
-ხო შეეშვები.. ტუჩებიდან გამოგლიჯა და მოისროლა..
-შენ გოგო ხომ არ გაჟრიალებს? ფეხზე წამოხტა.
-არა ბიჭო არ მაჟრიალებს.. მე გითხარი ვერ ვიტანთქო... როდესაც მარტო დარჩები შეგილია ხუთი ღერი ერთად მოწიო და გაიგუდო კიდეც..
-ნუ ყვირიხარ თორე აქვე მიგახრჩობ. გაღიზიანებული დაჯდა სკამზე და უკმაყოფილომ ჩაიდო კოლოფი ჯიბეში..
-უზრდელი.. მამაკაცს გასცილდა და ვატოსკენ წავიდა..
ბავშვთან ერთად მხიარულებდა.. თითქმის 28 წლის ქალი სასრიალოზე სრიალებდა, საქანელაზე კატაობდა და ყველა გასართობს ედებოდა..
იოანეს სიგარეტზე უარი არ უთქვამს, ამიტომ მათგან მოშორებით მყოფი მშვიდად ეწეოდა, თან თაიას უყურებდა და მის შემხედვარეს ეცინებოდა..



№1  offline წევრი Aliengirlarea51

Yvelaze magari istoriaaa.dzaan momwons da didi survilit velodebi shemdegs..tavebic sakmaod didia da kargia yvelaferi kargia..dzaan damainteresa...yochag...gtxov male dade shemdegii♥♥♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent