შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 28


16-07-2018, 01:17
ავტორი zia-maria
ნანახია 2 335

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებსაში უნდა იყოს დღესასწაულები სიხარულის მომტანი,კარგი კეთილი და ნათელი დღესასწაულები.ადამიანთა უმრავლესობის ცხოვრება ხომ რუტინაა,აი ლამაზი დღესასწაულები კი სულ სხვაა,ეს არის სინათლე ცხოვრება ოთახის ბნელ სარკმელში.ღამე იწურება და ახლოვდება დილა,ნინიმ ტანისამოსი გაუმზადა მარიამს დილით კი ადრე გააღვიძა და სალონში წაიყვანა, ძალიან ლამაზად გაუკეთა თმები და სახლშიდაც ჩუმად შეაპარა.ვახო და ლუკა ერთად მივიდნენ,გიორგიც სახლში იყო უკვე და უხაროდა ბიჭებს ასეთ ლამაზებს და სიმპატიურებს რომ ხედავდა,მაგრამ ერთი სული ჰქონდა მარიამს როდის ნახავდა.
-სად არის ამდენი ხანი.ლუკა დუღდა ერთ ადგილზე.
-სარკეს მიეწება ალბად.სიბრაზეს ვერც ვახო ფარავდა.
-დააცადეთ და ჩამოვა,ის ხომ გოგოა და თქვენზე მეტი დრო ჭირდება მოსამზადებლად.არადა თავადაც გულისფანცქალით ელოდა მარიამის გამოჩენას.ლუკამ ვეღარ მოითმინა და გაბრაზებულმა ააკითხა მარიამს ოთახში,ის ხომ გიორგის ასლია.შეაღო ოთახის კარი და ჯერ გაშეშდა,მაგრამ არ შეიმჩნია მარიამის არა ჩვეულებრივი სილამაზე.
-სულ როგორ მატყუებ გოგო,გზაში ვარო და ჯერ კიდევ სარკესთან დეხარ,თავს იწესრიგებ მე კი ვდგევარ და საათობით გელოდები იდიოტივით.მარიამმა არ მიაქცია ყურადღება ლუკას ყვირილს და დინჯი,გაწონასწორებული ნაბიჯით და სახეზე მშვიდი ღიმილით დატოვა საძინებელი.შავი მანტო ეცვა,ერთიანი იისფერი მუხლს ზემოთ კაბა ტანზე მომდგარი და ქუსლიანი შავი მოკლე ჩექმა.ვახო ძირს იყო და ესმოდა ლუკას ხმა,ყოველ კვირა დღეს ისინი ასე ჩხუბობდნენ.მარიამმა გვერდი ჩაუარა ვახოს და კარისკენ წავიდა ეს იმას ნიშნავდა,რომ ,,გამომყევითო'' მაგრამ ვახომ შეაჩერა და გაბრაზებული მაგრამ დაბალი ხმით უთხრა.
-მეტი მოკლე კაბა არ გქონდა რომ ჩაგეცვა?მარიამმა ახედა მასზე ორი თავით მაღალ ვახოს და უთხრა გაბრაზებულმა.
-ქვის ხანიდან დაბრუნებულო,კარნავალზე მივდივართ და ნუ ჩამამწარებ საღამოს.რაც შეეხება მოკლე კაბას,მაქვს ამაზე მოკლეც და შემდეგ ჯერზე მას ჩავიცმევ.ახლა ვერ გავიხდი თმები დამეშლება.მკრთალად გაუღიმა,იქვე მდგომ გიორგის აკოცა და ჩუმად უთხრა.
-ეს იდიოტები რომ არ გამაყოლო არ შეიძლება?გიორგის გაეცინა და მანაც ჩუმად უთხრა სიცილით.
-არა,ესენი რომ არა მე წამოვიდოდი და დღეს შენს კავალრობას და დაცვის როლს ერთად გაგიწევდი.
-რომ იცოდე,ეს მეორე ვარიანტი ბევრად მირჩევნია.თვალი ჩაუკრა რუსოს და გოგის აკოცა, ბიჭებს შუაში ჩაუდგა და წავიდნენ.მთელი ღამე არც ვახოს და არც ლუკას მარიამისათვის თვალი არ მოუშორებია,მათი შიშით კი ვერავინი ვერ ეკარებოდა მარიამს მაგრამ გამოჩნდა ერთი უშიშარი რომელიც არ შეუშინდა მუქარას.
-დაცვას შეიძლება ვთხოვო,რომ ტუალეტში გავიდე?იმედია იქ არ გამომყვებით.
-მალე მოდი.მოკლედ უთხრა ვახომ,მარიამიც წამოდგა და ნელი ჰაეროვანი ნაბიჯებით წავიდა ტუალეტისკენ.
-არაჩვეულებრივი სუნამოს სუნი აგდის მარიამ.ლიმონის და გრეიფურტის სუნი ჭარბობს.ეს სუნამო არის შენი კანის და სულ ეს ატარე.ყურში უჩურჩულა მარიამს ნაცნობმა ხმამ.
-ანდრეა შორს დადექი ჩემგან,ძალიან გთხოვ არ მინდა პრობლემები დღევანდელ საღამოს.მარტო არ ვარ,მახლავს მეგობრები.
-ვიცი რომ მარტო არ ხარ,მაგრამ დაწყებული საუბარი უნდა დავასრულოთ მარიამ.
-დღეს არა,გთხოვ დღეს არ გინდა.
-მითხარი როგორი ხასიათის უნდა იყოს ნამდვილი და იდეალურ მამაკაცი,შენ როგორი წარმოგიდგენია ის მარიამ.მარიამი არც დაფიქრებულა ისე უთხრა.
-ნუ შემეკითხები რადგან ვიცი პასუხის მოსმენა არ მოგეწონება.
-ეჭვიც არ მეპარება,რომ თავად ხარ უხასიათო და უგემოვნო.
-შენ კი იდიოტი ხარ,ხელი გამიშვი.ანდრეამ ხელი შეუშვა მარიამს და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია,უცქირა და უთხრა.
-რთული ქმნილებები ხართ ქალები და რა ვქნა რომ თქვენი გაგება მიჭირს?მარიამი წინ წავიდა და იმდენად დაბნეული იყო ანდრეას სურნელით ფეხი გადაუბრუნდა და ძირს დაეცა.
-აააა,იკივლა მწარედ მაგრამ ვინ გაიგონებდა იქ მუსიკის ხმაში,ანდრეა მივარდა შეშინეული სახით და უთხრა.
-დაშავდი?შემდეგ ფეხზე ხელი შეავლო და მარიამის ორგანიზმში რაღაც მოხდა,რეაქცია მოხდა ისე როგორც პლიუსი და მინუსი ვოლტები გამოყოფს ჟრიალს.-მდაააა,ნაღრძობია ამ წუთში საავადმყოფოში გადაგიყვან არ იმსახურებ გრძელი ენა გაქვს,მაგრამ აქ ვერ დაგტოვებ ასე ძირს დაგდებულს მეშოკივით.
-არ მინდა შენი დამადლებული არაფერი.უარზე იყო მარიამი,არადა ფეხზე ვერ დგებოდა.ანდრეამ ხელში აიყვანა ბუმბულივით და მკაცრად უთხრა.
-ნუ ჯიუტობ და ნუ ფართხალებ.
-სად მიგყავარ,ბიჭები ინერვიულებენ.უთხრა მარიამმა.
-ექიმმა უნდა გნახოს,ბიჭებს მე დავურეკავ და ვეტყვი.ღმერთო რა მძიმე ხარ,რა მოგივიდა ჭამის მეტს არაფრს არ აკეთებ?თუმცა როგორ არა,ენას იქნევ ხმალივით.
-სულაც არა ვარ მძიმე,46 კგ ვარ და ნუ მახელებ.უთხრა მარიამმა გაბღვერილად ანდრეას და მკლავზე მწარედ უბწკინა.
-ვაიმე დედა,გინდა ხელიდან გაგაგდო?კვახივით დაასკდები ძირს.იცინოდა ანდრეა და მარიამი კი გაბუსული დაჰყვა მის სურვილს.
-რას მოვესწარ გაგაჩუმე.მანქანაში ჩასხდნენ თუ არა უთხრა ანდრეამ და პასუხის თქმა არ დააცადა.-მომეცი რომელიმეს ნომერი,რომ დავურეკო თუნდაც მამაშენის იყოს.
-არა,არა მამიკო რა,ინერვიულებს.ვახოს ნომერს მოგცემ,მარიამმა ვახოს ნომერი მოძებნა და ანდრეას გაუწოდა ტელეფონი.
ლუკა აწრიალდა მარიამს რომ დააგვიანდა,ვახოს ანიშნა გავდივარო და საპირფარეშოსკენ გავიდა,მოათვალიერა ყველაფერი მაგრამ მარიამი არსად ჩანდა,კობაც მათთან ერთად იყო და სამივე ძალიან ანერვიულდა.ამ დროს ვახოს ნომერზე უცხო ნომერი დაფიქსირდა,გაუკვირდა ვინ უნდა იყოს ამ შუაღამესო და წყნარად უპასუხა,არ უნდოდა მღელვარება შეემჩნია ვინმეს.
-გამარჯობა ვახო ხომ?მე ანდრეა ვარ,ანდრეა მანაგაძე.არ ინერვიულოთ,თქვენი მეგობარი წაქცეული ვნახე და საავადმყოფოში მიმყავს ფეხი აქვს ნაღრძობი და წუხს ძალიან.მისი თხოვნით დაგირეკეთ,რომ ძებნას დაუწყებდით და ინერვიულრბდით.
-მარიამი?სად ხართ ან რომელ საავადმყოფოში მიგყავს,ახლავეს წამოვალთ.ვახოს სიბრაზისაგან კისერში ძარღვები დაებერა,ასე იყო ლუკაც და კობაც.
-ჩქარა ტაქსი დავიჭიროთ,სახლში ვერ დავრეკავთ შეეშინდებათ.უთხრა სწრაფად ბიჭებს და გარეთ გავარდა სამივე.კობამ მარიამის მანტოს და ჩანთას დაავლო ხელი და ბიჭებს გაყვა უკან.გზიდან კიდევ დაურეკეს ანდრეას და გაიგეს რომელ საავადმყოფოში მისულიყვნენ,გიჟებივით შეცვივდნენ საავადმყოფოში და იქ ანდრეა დაინახეს არ იცნობდნენ ამიტომ ანდრეა თავად მივიდა მათთან.
-მარიამის მეგობრები ხართ,გაყვანილი ყავთ ვფიქრობ თაბაშირი დაჭირდება.სამივეს სიბრაზე ჰქონდა თვალებში და თავიანთ თავს უბრაზდებოდნენ.მალე გამოიყვანეს მარიამი ფეხშეხვეული,ლუკამ ახლოს მივიდა და ძალიან დიდი სიყვარულით უთხრა.
-მაპატიე მარიამ ვერ გაგიფრთხილდი, იცი რამდენი გეძებე?
-მაპატიე ლუკა ვიღაც იდიოტი დამეტაკა და წამაქცია,უკან არც კი მომიხედა რომ არა იქვე ანდრეა ალბად ფეხებით გადამივლიდნენ.(ღმერთო როგორი მშრალი ტყუილის თქმა შეუძლია ამ გოგოს)გაიფიქრა ანდრეამ და ჩუმად ჩაეცინა.
-მადლობა ძმაო ყურადღება რომ მიაქციე მე ვახო ვარ,ეს ლუკა და ეს კიდევ კობა.
-საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდი,ყველაფერი კარგად იქნება.შემდეგ მარიამს მიუბრუნდა და ღიმილით უთხრა.
-ისე სირცვხილი არ არის აღიარო რომ ამ 20 სმ-იან ქუსლებზე სიარული ჯერ შენთვის ადრეა და მოდას ნუ აყვები ამისთვისაც ბავშვი ხარ ჯერ.მალე გამოჯამრთელებას გისურვებ,დროებით.ბიჭებსაც ხელი დაუქნია და წავიდა.ლუკამ და ვახომ ერთმანეთს შეხედეს და კობამ ჩუმად აუწია ცერა თითი,მაგრამ მარიამისგან ისეთი გამოხედვა მიიღო სახეზე ეწერა ,,სულ ერთია მოგკლავ''.
-მარიამ რა ხდება ვინ არის ეს რომეო.კითხა ვახომ და თან მარიამის სახეს თვალს არ აცილებდა.
-ჩემი ცხოვრების 16 წლის მანძილზე,სულ მეორედ ვხედავ.მარიამმაც მშვიდად უპასუხა.
-აჰა,ესე იგი მეორედ და პირველად სად ნახე?
-პირველად რესტორანში ვნახე ორი კვირის ეინ.
-რესტორანში ვისთან ერთად ბრძანდებოდით?შენ ამ ბოლოს ძალიან გათამამდი და ძალიან გაგივიდა თავს.შეუღრინა ლუკამ.
-რესტორანში ხინკალი მივირთვი ძვირფასო.
-გავიგეთ და ვისთან ერთადთქო.ვახოს თანდათან ეწურებოდა მოთმინება.
-ეს უკვ ვფიქრობ აღარაა თქვენთვის საინტერესო.მარიამი არ ეშვებოდა ბიჭების წამებას.
-შენ როგორ ფიქრობ არ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის,შენ სად დადიხარ?
-ჰო კარგი ნუ იბღვირებით და ნუ იბერებით,ისე ხართ უკვე სადაცაა გასკდებით.მე და მამიკო ვიყავით,ხომ კარგი მამიკო მყავს შეგიძლიათ გადაამოწმოთ ბატონებო.
-ეჭვიც არ შეგეპაროს აუცილებლად გადავამოწმებთ.უთხრა ვახომ.
-სად წავიყვანოთ, სახლში ვერ მივიყვანთ ბებო ინერვიულებს რომ შეხედავს.თქვა ლუკამ.
-ჩემთან წავიდეთ ყველამ,შოთა ძიას დაურეკავ და მოვა არ გინდა სხვისი შეწუხება.
-ჩემი მანტო და ჩანთა?იკითხა მარიამმა.
-წამოვიღე მე ნუ გეშინია.უთხრა კობამ.
-ძია შოთა ბოდიში რომ გაწუხებ,მაგრამ ტაქსი ვერ გავაჩერეთ.
-სად ხარ,ვახო შვილო სად მოვიდე.უთხრა ძია შოთამ.ვახომ აუხსნა სადაც უნდა მისულიყო და შოთა ძიამ შეშფოთებულმა უთხრა.
-მანდ რა გინდა შვილო, ხომ კარგად ხარ.
-კი,კი კარგად ვარ უბრალოდ აქ მოდი და არ უთხრა რა ჩემებს, მე თავად ვეტყვი ხვალ.რამდენიმე წუთში მივიდა ძია შოთა და ვახომ ხელში აყვანილი რომ მიიყვანა მარიამი მანქანასთან,ამ ასაკის კაცს გულმა ლამის დაარტყა.ლუკამ შეატყო და უთხრა.
-ნუ გეშინია ფეხი გადაუბრუნდა და თაბაშირში აქვს ჩასმული,მაგრამ როდის იყო ძაღლი კოჭლობით რომ კვდებოდა.დაამატა ბოლოს სიცილით.
-ნუ უსმენ ამათ,სახლში წავიდეთ ძია.უთხრა ვახომ მძღოლს და მარიამი ფრთხილად დააჯინა მის გვერდით,ხელი მოხვია და გულზე მიიკრა.მარიამი კი ფიქრებში გადავარდა და ვისზე ფიქრობდა იმ წუთში თუ არა ანდრეაზე.ვინ იყო ეს ადამიანი,საიდან იცნობდა მას ან რა უნდოდა.ფეხის ტკივილმა შეაწუხა და სახეზე წუხილი ეხატა,ვახომ შეხედა და შეეკითხა.
-გტკივა?ასე როგორ დაეცი ან შემეხედა ვინ იყო ხომ მოვკლავდი ადგილზე,გამაყუჩებელს დაგალევინებ სახლში და გაგივლის.
-ვაიმე როგორ ძალიან მტკივა.ვეღარ გაუძლო ტკივილს და ცრემლი მოადგა,ცრემლიანი მარიამი ბიჭებს არ ჰყავდათ ნახული და გაუკვირდათ,მაგრამ რადგან მარიამი ტიროდა ესე იგი მართლა ძალიან ტკიოდა.
-მარო მართლა ასე ძალიან გტკივა?მოითმინე რა სახლამდე,მალე მივალთ.თხოვა ლუკამ.მალე მივიდნენ სახლში და ჩუმად შევიდნენ ვახოს ოთახში.ვახომ მოეხმარა მარიამს კაბის გახდაში და მისი მაისური ჩააცვა,შემდეგ გამაყუჩებელი დაალევინა და მიაწვინა.ოთხივე ერთად დაწვა,ლუკას და ვახოს შუაში იწვა მარიამი.
ახალი წელი ყოველთვის მხიარულ და ბედნიერ გარემოსთან არის დაკავშირებული,ამ დღეებში ყველა ცდილობს გაიღიმოს და რამით გამოირჩეოდეს,გიორგი კი უბრალოდ მის სამუშაო კაბინეტში იჯდა და ნინის პროექტის შსწავლას ცდილობდა მარიამის ლოდინში.უკვე შუაღამე გადავიდა და მარიამი არ ჩანს,ყოველ ათ წუთში საათს უყურებს.შეგნებულად არ ურეკავს ბიჭებს,რადნ არ უნდა იფიქრონ რომ შეზღუდულია და თავს შებოჭილად გრძნობს.ამ ფიქრებში და ლოდინში მისაღებში ბუხართან ჩაეძინა,უკვე ძალიან გვიან იყო რომ გაეღვიძა,სასწრაფოდ ადგა ბუხარს შეშა შეუკეთა და მარიამის საძინებელს მიაშურა,მაგრამ დარწმუნებული იყო არ იყო სახლში.ის რომ მოსულიყო გააღვიძებდა ან პლედის დააფარებდა,ან მიუწვებოდა და როგორმე მის გვერდით მშვიდად დაიძინებდა მის გულზე თავდადებული,მაგრამ მარიამი სახლში არ მისულა,ეს მოხდა 16 წლის მანძილზე პირველად,უიმედოდ მაგრამ მაინც შეაღო კარი და საწოლი ხელუხლებელი რომ დახვდა აი აქ გამოტოვა გულმა რამოდენიმე დარტყმა,სასწრაფოდ აკრიბა ბექას ნომერი და დაურეკა,ბექამ კი მძინარემ უპასუხა.
-რომელი საათია შენთან საათი უკუღმა ტრიალებს?
-ნუ იღრინები ბექა ლამის ჭკუიდან ავიჭრე.
-რა მოხდა.
-მარიამი სახლში არ არის,არ მოსულა წუხელ.ლუკა სად არის,იცი?გიორგი სიმშვიდეს ინარჩუნებდა,ბექამ კი სასწრაფოდ გამოფხიზლდა არ უნდოდა ანა გაეღვიძებინა და ფრთხილად წამოდგა საწოლიდან,სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ლუკას ოთახში მაგრამ ოთახი ცარელი დახვდა.
-გიორგი არც ლუკა არის სახლში.უთხრა შეშფოთებულმა.არსად წახვიდე,მოვდივარ და ერთად გავიდეთ.ღმერთო,ჩემო რამ დამაძინა ბვშვი სახლში არ არის.შეშფოთებულმა ჩაილაპარაკა ბექამ და გიორგიმ კი ლაშა გააღვიძა.
-გიორგი?თვალები დაჭყიტა ლაშამ გიორგის ნომერი რომ ამოიცნო.-რა ხდება,ხო მშვიდობაა ჯერ 4 საათია,ვერ ხედავ უკუნი ღამეა გარეთ?
-ლაშა ნახე კობა საძინებელში თუ არის.
-აბა სად უნდა იყოს გიორგი.უთხრა ბექაზე არანაკლებ შეშინებულმა და კობას საძინებელი მასაც ცარიელი დახვდა.-არ არის გიორგი.მოესმა გიორგის ლაშას ანერვიულებული ხმა.
-ერთი ვარიანტი დარჩა,ბექას გამოვიყვან და დამელოდე ვახოსთან წავიდეთ,არ დაურეკო და არ გააფრთხილო.
-მე.............. ვერ მოასწრო თქმა მესმისო რომ გიორგიმ გაუთიშა,ისიც შებრუნდა და უცებ მოემზადა და გიორგის ზარს დაელოდა.რამდენიმე წუთში უხმოდ მიდიოდა სამივე ალიკას სახლისკე,კარებთან მისულმა კი ალიკას დაურეკა.
-გიორგი?ხო მშვიდობაა მითხარი სად ხარ და მოვდივარ.უცებ მიაძახა ალიკამ.
-კარი გამიღე შენთან ვარ მოსული.მოესმა გიორგის მკაცრი ხმა,არ მოეწონა და სასწრაფოდ წამოდგა ფეხზე,კარი გააღო და სავივე მეგობარი რომ კარებთან დახვდა გულზე მიიდო ხელი და ფერი წაუვიდა,იფიქრა ვახოს რამე შეემთხვაო.
-ბავშვებს რამე შეემთხვა?იკითხა ჩუმად ჩამწყდარი ხმით.
-ალიკა ეს ბოლო იმედია ჩვენი,აქაც თუ ბავშვები არ არიან ალბად გავაფრენ.უთხრა გიორგიმ.ალიკამ თვალები ფართოდ გაახილა და უსიტყვოდ შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ვახოს საძინებელში,მაგრამ ამჯერად იქ არ იყო ცარიელი ოთახი,იქ იყო ძალიან დიდი სიყვარული.ეს ბავშვები უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ,ვერც წარმოედგინათ ერთი დღეც ერთმანეთის გარეშე.ალიკამ მარიამის შეხვეული ფეხი დაინახა და ყველაფერს მიხვდა,სწრაფად გაბრუნდა უკან და ჩუმად დაუძახა სამივეს.
-შემოდით და მაღლა ამოდით.გიორგი სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა გაბრაზებული,მაგრამ ოთახში შესვლისას სახეზე თბილი ღიმილი გამოესახა.ლუკა მარიამს აწებებოდა უკნიდან და მისი ფეხები მარიამის ფეხებში იყო ახლართული.მარიამი კი ვახოსკენ იყო მიბრუნებული და თავი მის მკერდზე ჰქონდა დადებული,ვახოს ფეხები კი ასევე მარიამის ფეხებში იყო.კობა კიდევ ვახოს მოხუტებოდა და მშვიდად ფშვინავდნენ.გიორგიმ რამოდენიმე ფოტოც კი გადაუღო ოთხივეს ჩუმად,მაგრამ მარამის შეხვეული ფეხი რომ დაინახა სულ სხვა სახე მიიღო.მარიამი შეიშმუშნა და გვერდის შეცვლას ეცადა,მაგრამ უშედეგოდ ცდილობდა.ვახომ რომ შეუყვირა გაჩერდა და გაისუსა.
-დაისვენე გოგო,რა არ გასვენებს ვიცოდე მართლა შვიდ თვიანი ხარ?ჯერ გაისუსა მარიამი მაგრამ შემდეგ მანაც შეუღრინა.
-გავიგუდე იდიოტო ვეღარ ვსუნთქავ,შემიშვი ცოტა ხელი.
-თუ აქ ძილი არ მოგწონს,გამოგეხედა თვალებში აქ კი არ იქნებოდი შენს საწლში დაწვებოდი,მაინც გავიგებ ვინ იყო.
-მორჩი ღურღულს და დამაძინე,ვერაფერსაც ვერ გაიგებ.
-გეგონოს,დაიცადე გათენდეს.გიორგიმ მიხვდა განგებ არ მივიდა მარიამი სახლში რომ არ ენერვიულათ.უკვე ოთახიდან გასვლას აპირებდნენ,რომ კობა აკრუსუნდა.
-მეორედ დაგინახო მაგხელა კიბეზე შემდგარი და იცოდე მა წავატეხავ ქუსლებს და ისე ივლი.მიიწიეთ გადავარდი მე,სულ ცოტაც და იატაკზე აღმოვჩნდები.
-სამივეს მოგისვრით ახლა ფანჯრიდან და მე მშვიდად გავაგრძელებ ძილს.ისეთი ხმით დაიღროალა ლუკამ გიორგისაც კი შეეშინდა და ბექს შეხედა რომელმაც ჩუმად უჩურჩულა.
-ამოიცანი შენი თავი?
-ამდენი უჟმური მე არ ვყოფილვარ.თქვა გიორგიმ.გაეცინა ალიკას და უთხრა გიორგის.
-ძნელია საერთოდ შენს თავზე საუბარი,ლუკა შენი ასლია გიორგი და ამას არ უნდა უარყოფა.თვალი ჩაუკრა გიორგის და ისევ ბავშვებს შეხედა.
-მარიამ მიიწიე ცოტა.ახლა მარიამს დაუღრიალა ლუკამ.
-სად მივიწიო ლუკაჩო ჩემს იქით ორი დინოზავრი წევს,არც გადმობრუნება შემიძლია დამიბუჟდა ცალი გვერდი და ვერაფერს ვერ ვგრძნობ.
-ლუკა აეთრიე წაიყვანე კობა და თქვენს საწოლში დაწექით.შეუღრინა ვახომ.
-შენ ტვინი გაქვს გაყინული?იმ ცივ საწოლში დაწექი შენ,ასე მირჩევნია.თქვა და მარიამს უფრო მიეწება.
-მაშინ ხმას ნუ იღებ,ჩაკვდი.
-ვიკივლებ იცოდეთ ახლა თუ არ ამომასუნთქებთ ცოტას.გაბრაზებულმა თქვა მარიამმა შემდეგ თავი წამოწია და კობას გასძახა.
-წრუწუნ ციცხალი ხარ?
-შემეშვი მარიამ შენი ბრალია ამ ახალი წლის ღამეს ასე გაჭირვებული ძილი რომ დამებედა.
-ვსიო მე მამიკოს დაურეკავ და წავალ სახლში.მმარიამი წამოიწია და იმხელა იკივლა სამივემ წამოყო თავი და შეშინებული იხედებოდნენ,გიორგის ჯერ შეეშინდა შევაშინე ბავშვებიო,მაგრამ ოთხივე რომ იჯდა საწოლზე და თვალებდაქაჩული უცქერდნენ თავიანთ მშობლებს ძალიან სასაცილო იყო. არც დააყოვნა და ეს ფოტოც გადაიღო, ოთხივეს შეშინებული სახეები.
-აბა მიკიბ-მოკიბვის გარეშე,სად იტკინე ფეხი და როგორ.
-ნათლი არ ინერვიულო,ნაღრძობი აქვს.უთხრა ვახომ.
-დიდი ხანია აქ ხართ და გვიყურებთ?იკითხა ლუკამ.
-საკმაოდ ვისმინეთ თქვენი ბუზღუნი.თქვა ბექამ.-სახლში რატომ არ მოხვედი. იქით შეეკითხა ლუკამ
-დავაშავე აქ რომ მოვედით?-ძია გიორგი კაცურად გთხოვ რა,სანამ არ ისწავლის მარამი ქუსლიანებზე სიარულს არ უყიდო და არ ჩააცვა.თხოვა გიორგის ლუკამ.
-დაგვდეთ პატივი და გვადროვეთ ძილი რა თუ შეიძლება.თქვა ვახომ ჩახლეჩილი ხმით და მარიამს ხელი წაატანა ისიც მის გვერდით დააწვინა.ყველა ღიმილით გამოვიდა საძინებლიდან და ამასობაში კიც გათენდა.
-გიორგი წახვალთ თუ დაისვენებთ აქ.შეეკითხა ალიკა ბიჭებს
-არა,არა არავინმა არ იცის აქ რომ ვართ,ყველას შეეშინდება ანას ამბავი რომ ვიცი პანიკაში ჩავარდება არც ბექა და არც ლუკა სახლში რომ არ დახვდეს,რომ გაიღვიძებენ წამოიყვანე.დამშვიდებული დაბრუნდა გიორგი სახლში და მარიამის ფოტოს დაელაპარაკა.
-ახალი წელი თენდება საყვარელო,როგორ გიყვარდა ეს დღესასწაული,მე დაგპირდი რომ შენს გარდა ჩემს გულში ადგილს ვერავინი ვერ ნახავდა და დღემდე ასეა.ჩემში მხოლოდ შენ, ჩვენი მარიამი და ჩვენი ლამაზი მოგონეებია შენი ლამაზი ღიმილის თანხლებით.16 წელია არაფერი არ შეცვლილა საყვარელო და არც არასოდს არ შეიცვლება.გიორგიმ ცრემლი მოიწმინდა და ისე გაუხდელი შეწვა და ჩაეძინა. ასე კინკლავში და ღიზინში გავიდა ზამთარი და მნიშვნელოვანი დრეც დადგა.



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან მაგარია

 


№2 სტუმარი Sopo

Rogori kargii xar ese magrad ro wer titoeuli sityvebi isea gadmocemuli ro mkitxvels gulshi wvdeba da yvelanair emocias ancdevinebs dzn mixariaa da madloba rom ar agvianeb da danarchen tavebsac ese mal male dadeb xolme radgan ar myopnis arasdros es tavebi sul minda bevri iyos da mal male :)) warmatebebi <3

 


№3  offline წევრი მია15

მართლაც შეუდარებელი და საინტერესო თავი იყო.მომეწონა.ველი შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent