შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იისფერი სიყვარული +18 #12


16-07-2018, 17:04
ავტორი Nanaga
ნანახია 4 832

ტელეფონის გამაყრუებელ ხმას, დემეტრეს ამოგმინვა დაემატა და თითქმის მძინარემ უპასუხა.

- დემეტრე, მაპატიე რომ გაგაღვიძე თამუნა ვარ - აჩქარებულად საუბრობდა და თან ხმამაღლა სუნთქავდა. დემეტრემ დენდარტყმულივით აიღო კესოზე მოხვეული ხელი და საწოლზე წამოჯდა
- რამოხდა? მშვიდობაა? - უცბად გამოფხიზლებულმა იკითხა და დაინახა თუ როგორ შეიშმუშნა კესო
- შეგიძლია ცოტახნით შემხვდე? სასწრაფო საქმე მაქვს.. გთხოვ მისამართი მომწერე და მოგაკითხავ, ძალიან მეჩქარება - სწრაფად და აღელვებულად საუბრობდა
- კი ახლავე მოგწერ - დაუფიქრებლად ჩაილაპარაკა და საწოლიდან წამოდგა.

ტანსაცმელი შერჩევის გარეშე ჩაიცვა და აივანზე მოსაწევად გავიდა, ტვინში უამრავმა აზრმა გაუელვა თუ რა შეიძლება მომხდარიყო და რამდენიმე წუთიანი ლოდინიც უსაშველოდ გაიწელა. კორპუსიდან დააფიქსირა შემოსული მანქანა.. კესოს ჯერ კიდევ ეძინა, მძინარეს აკოცა და აჩქარებული ნაბიჯებით ჩავიდა ქვემოთ, მანქანა დაზვერა და სასწრაფოდ ჩაჯდა შიგნით.


- ვიცი რომ აგაფორიაქე და გაგაღვიძე მაგრამ ასე ტელეფონში ვერ გეტყოდი. ეს გოგაა ჩემი შეყვარებული - ჯერ კიდევ აგონიაში მყოფებმა ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი და ისევ განაგრძო თამუნამ ლაპარაკი - მოკლედ ჩვენ დღეს მივდივართ, უნდა გავიპაროთ ჯვარსაც დავიწერთ და ხელსაც მოვაწერთ.. შემდეგ სადმე წავალთ დროებით, სანამ ყველაფერი ჩაწყნარდება... მე თვითონ დაგეკონტაქტები და გამაგებინე ყველაფერი რა და როგორ იქნება კარგი? - ჩქარა ლაპარაკობდა და თან გამუდმებით ტელეფონს დაჰყურებდა, დემეტრე კი იჯდა გაოცებული თითქოს ყველაფერი უბრალოდ მოესმა
- დარწმუნებული ხართ რასაც აკეთებთ? სად უნდა წახვიდეთ ისეთ ადგილას რომ ვერ მოგაგნოთ? - ჩაილაპარაკა ანერვიულებულმა რაზეც თამუნას კისკისი წასკდა
- კარგი რა, შენ დემნა პაბლო ესკობარი ხომ არ გგონია? - ისევ აგრძელებდა სიცილს - ეგ მხოლოდ ლაპარაკობს და იღრინება, შენი აზრით მაგდენის თავი და შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს ასე შანტაჟს დაიწყებდა? მომაგნოს არა ის - ხელი აიქნია და ისევ გაიცინა
- ნუ მაშინ არ ვიცი, წარმატებებს გისურვებთ.. ფული გაქვთ? ან რამე ხომ არ გჭირდებათ? სად მიდიხართ? - ერთმანეთს მიაყარა კითხვები
- ყველაფერი გვაქვს, მართლა დიდი მადლობა ყველაფრისთვის.. ისე გირჩევდი რომ ნურც შენ და შენი შეყვარებული გაჩერდებით ასე, მაინც ვინმე რომ არ გამოგიძებნოს სანათესაოდან - გაიცინა ისევ - მოკლედ, დაგიკავშირდებით და მადლობა, რომ გამიგე. - ჩაილაპარაკა თამუნამ და გაიღიმა.

მანქანიდან გადმოსული ჯერ კიდევ ვერ აღიქვამდა მომხდარს, სანამ ბორბლების ხმა და წვიმიან ასფალტზე ასხლიტული სუნი არ მიუვიდა... მართალია თამუნა წავიდა მაგრამ ამით ჯერ კიდევ ყველაფერი არ იყო დასრულებული, ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რას და როგორ იზამდნენ. იქნებ თამუნა მართალი იყო და დემნას არც არაფერი შეეძლო? ნუ ყოველშემთხვევაში არც ისეთი გავლენიანი პირი იყო, მსოფლიოს მასშტაბით მოეძებნა.. თავში ამოუტივტივდა თამუნას ნათქვამი ნურც შენ და შენი შეყვარებული გაჩერდებით ასეო.. არადა რა ბედის ირონია იქნება ახლა ესენიც რომ დაქორწინდნენ, ჰმ პრინციპში ამათ ვერავინ დაადანაშაულებს რადგან პატარძალი ისედაც გაიქცა უკვე.. რატომაც არა?! ეს უკვე ჭკუაში დაუჯდა და სასწრაფოდ აირბინა საფეხურები, სახლში ქურდივით შევიდა და ჯერ კიდევ მძინარე კესოს საწოლთან ჩამოუჯდა. რამდენიმე წუთი უყურებდა და ფიქრობდა, ღირდა თუ არ ღირდა.. შემდეგ საათს დახედა, რომელიც 6 ს უჩვენებდა და ისევ კესოს გამოხედა. უნდა გააკეთოს და ამაში ორი აზრი არ არსებობს.

საწოლიდან წამოდგა და მოსაწევად ისევ აივანზე გავიდა, თორნიკეს ნომერი სასწრაფოდ აკრიფა და რამდენიმე წუთიანი ზუმერის შემდეგ, როგორც იქნა ბოხმა და მძინარე ხმამ უპასუხა.

- თორნიკე გაიღვიძე სასწრაფოდ მჭირდები
- რა ხდება? - ოდნავ გამოფხიზლებულმა იკითხა და დაამთქნარა
- ცოლი მომყავს, ორი ოქროს რგოლი მჭირდება და აკაც გააღვიძე - ნაჩქარევად ჩაილაპარაკა და ბიჩოკი იქვე საფერფლეში დაასრისა.
- რა ცოლი მოგყავს, რა ოქროს რგოლები, ვინ მოგყავს რას ბოდავ? - სწრაფად მიაყარა უკვე გამოფხიზლებულმა კითხვები
- რამდენ კითხვას სვამ, არ გვაქვს ამდენი დრო კესო მომყავს ცოლად და მჭირდება ორი ბეჭედი. აკაც გააღვიძე როგორმე და როცა ბეჭედს იშოვი დამირეკე.
- მეღადავები შე#ემა თუ რა გჭირს? - ვერ იჯერებდა თორნიკე
- არ გეღადავები, მერე მოგიყვებით ყველაფერს. ახლა წავედი - სასწრაფოდ დაემშვიდობა და გაუთიშა. შემდეგ ისევ კესოსთან შევიდა და გვერდიდან მიუწვა. სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია და სახეზე კარგად დააკვირდა, შემდეგ მუცელთან მოუსვა ხელი და თითის წვერით მკლავზე აუყვა, კესოც შეიშმუშნა და თვალები ოდნავ მოჭუტა.

- რატომ არ გძინავს? - ნახევრად მძინარემ ჩაილაპარაკა და თვალები ისევ დახუჭა
- იმიტომ რომ დღეს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს - ჩაილაპარაკა დემეტრემ და ტუჩებით ოდნავ შეეხო არტერიაზე
- და რა ხდება დღეს? ჯერ რომ დაგვეძინა არა? - ოდნავ გამოფხიზლებულმა ჩაილაპარაკა და თვალებიც კარგად გაახილა
- ცოლად უნდა მოგიყვანო - უდარდელად ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. კესო კი ჯერ ისევ ძილის მიერ გამოწვეულ განცხრომაში იყო, მომენტალურად კი თავი წამოწია და თვალები სასაცილოდ დაჭყიტა
- რაო რა თქვი?
- დღეს აუცილებლად უნდა ვიქორწინოთ კესო, ადექი და შენც მოემზადე, თორნიკემ იცის - მომენტალურად შეჩერდა და გამოხედა - მოიცა, ხომ თანახმა ხარ?
- რა სისულელეს მეკითხები, თანახმა ვარ რა თქმა უნდა, ოღონდ ცოტა შოკში ვარ და თან კიდე ასე არ ველოდი - აქეთ იქით მიმოიხედა და ნელა ადგა საწოლიდან
- აბა როგორ ელოდი, სადმე მაგალითად ეიფელის წინ გინდოდა ხელი მეთხოვა? - ისევ აგრძელებდა სიცილს
- ჰმ, ურიგო არ იქნებოდა.. - ჩაილაპარაკა და გარდერობთან მივიდა
- ოღონდ ახლა გამომყევი და გპირდები ამ სცენას ეიფელთანაც გავამეორებ და დიდი ქორწილიც გვექნება.
- მე უბრალოდ შენთან მინდა ყოფნა და ხელს სად მთხოვ ან რამდენ კაციანი ქორწილი გვექნება, უმნიშვნელოა - ნელა მიუახლოვდა მამაკაცს და შიშველ ბეჭზე აკოცა, მანაც სწრაფი მოძრაობით დაიჭირა გაწრიპული სხეული და მკერდთან აიკრა.
- ძალიან მინდა დაგაგემოვნო მაგრამ ამისთვის დრო ისედაც ბლომად გვექნება - კოცნებს შორის ატევდა სიტყვებს და თითქმის ხელებში ჩამდნარ ქალს ყელისა და გულის მიდამოებზე სველ კოცნებს უტოვებდა - ხო მართლა ლილეს დაურეკე თორემ მეჯვარის გარეშე დარჩები - ისევ აკოცა და გაუშვა
- ღმერთო სულ დამავიწყდა - უცბად იტაცა პირთან ხელი და მობილური მოიმარჯვა, რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ, როდესაც ინება ქალბატონმა ლილემ გაღვიძება ერთიანად მიაყარა ყველაფერი და ტელეფონიდან კივილიც კარგად გაისმა ოთახში..


ყოველთვის სხვანაირად წარმოედგინა ქორწილი..
უნდოდა თეთრი კაბა ჩაეცვა და როგორც ყველა ქალს, ეს დღეც მნიშვნელოვანი ყოფილიყო მის ცხოვრებაში. საერთოდ ქალი შეიძლება 10 ჯერ გათხოვდეს და სულ ერთმანეთზე უკეთესი ქორწილები და კაბები ჰქონდეს მაგრამ პირველი მაინც სულ სხვაა, თანაც როდესაც საყვარელ ადამიანს მიყვები და თავი მართლაც დედოფალი გგონია.
გარდერობთან დიდხანს იტრიალა, მართალია საქორწინო კაბა არა მაგრამ ძალიან ლამაზი რძის ფერი კაბა აღმოაჩინა, რომლის არსებობაც საერთოდ აღარ ახსოვდა..


- გაგიმართლა, ბეჭდები ვიშოვე ოღონდ მამიდაჩემი მოვატყუე ცოლი მე მომყავს მეთქი და ცოლს თუ არ დავახვედრებ უეჭველი ვიცი რისხვას ვერ ავცდები - ტელეფონში იცინოდა თორნიკე და თან აკოს ხმამაღალი ხარხარიც ისმოდა. - ხო კიდევ ფერიცვალების მამათა მონასტერში გველოდებიან, სად შეგხვდეთ ჩვენ?
- ჯიგარი ხარ თორნიკე, ჩვენ ახლა კესოს მეჯვარეს, ლილეს უნდა გავუაროთ და შემდეგ უკვე ორთაჭალაში შეგხვდებით, იქიდან უკვე ერთად ავიდეთ
- კაი, რაღაცებს ვიყიდით მაშინ ჩვენც.


კესოს ჯერ კიდევ ვერ წარმოედგინა ყველაფერი და თავი სიზმარში ეგონა, დემეტრემ რა თქმა უნდა ყველაფერი მოუყვა და ისიც უთხრა, რომ არა თამუნა ალბათ ქორწილი დიდი ხნით გადაიდებოდა. საბოლოო ჯამში არც კესო ჰგავდა უცბად გამომცხვარ პატარძალს და არც დემეტრე - სიძეს. ორივე იმდენად კარგად იყო, თითქოს დაგეგმილი ყოფილიყოს ქორწილი.. კესოს ტანზე მომდგარი რძისფერი კაბა და ლამაზად ჩამოშლილი თმები უფრო და უფრო გაფიქრებინებდათ, რომ ეს ყველაფერი ასეც უნდა ყოფილიყო.

გზაში ლილეს გაუარეს და ლილემაც ქოთქოთიც გადაკოცნა ორივე, უზომოდ გახარებული იყო და პატარძლისთვის ნაყიდ ყვავილებს სურათებს უღებდა.

დანიშნულების ადგილამდე არ გაჩერებულა, სანამ ორთაჭალაში ბიჭებს არ შეხვდნენ და ერთად არ გააგრძელეს გზა.. მხოლოდ იმას იმეორებდა თუ რა მაგარი იყო სპონტანური ქორწილი და ოდესმე თუ მეორე ნახევარს იპოვიდა, აუცილებლად ასეთი ქორწილი ექნებოდა, დანარჩენები კი მის კომენტარებს სიცილით პასუხობდნენ.

მონასტერში ასვლისთანავე იგრძნობოდა სულ სხვანაირი ბუნება და ნათლად დაინახავდით სილამაზეს, რომელიც თბილისის ხედი და ახლო მიდამოები იყო, ყველაფერი იმდენად ლამაზი იყო, თითქოს ცაში დაკიდებულები ყოფილიყვნენ და ასე ზემოდან უყურებდნენ არარეალურად. მამაო საკმაოდ ხანში შესული გახლდათ, რომელიც ძალიან ბედნიერი იყო ასეთი ამბით და თან აღნიშნა, რომ ხშირად არ სტუმრობენ ამ მონასტერს. ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც უნდა ყოფილიყო.. ჯვრისწერა ყველანაირად წესების დაცვით ჩატარდა.

საბოლოოდ კი ბიჭებმა შამპანური გახსნეს და დალოცეს შეუღლებულები.

მამაო კი სიყვარულით აღსავსე მზერით უყურებდა და ლოცავდა წყვილს.


- თქვენ ახლა ერთნი ხართ, ღმერთთან მართლები და მთელი ცხოვრება ასე უნდა იყოთ. დღეს ერთმანეთს ღვთის წინაშე შეჰფიცეთ სიყვარული და მოდით მუდამ ასე იყავით, ღმერთთან შეცდომას ნუ დაუშვებთ. იცხოვრეთ ერთმანეთის ცხოვრებით და ერთმანეთის კანით.. ნუ დაუშვებთ, რომ ბოროტმა გაარღვიოს თქვენი ერთიანობა. ეს ბეჭდები, რომლებიც გიკეთიათ სიყვარულის რგოლია, რომელსაც დასასრული არააქვს.. ოჯახი ეს არის წმინდა და დღეიდან თქვენ უნდა ააშენოთ თქვენი პატარა ტაძარი, სადაც მხოლოდ თქვენ უნდა იყოთ და არ დაუშვათ ვინმეს ჩარევა. იცოდეთ ცოლსა და ქმარს ერთმანეთზე უკეთესი არავინ არ მოეპოვება და გაუფრთხილდით ერთმანეთს - სათითაოდ დალოცა ყველა, ჯვარი გადასახა და დაემშვიდობა წყვილს.

ლილეს დაჟინებული თხოვნით რამდენიმე სურათი მაინც გადაიღეს, მთლად ფოტოგრაფი არ ვარ მაგრამ ჩემი აიფონიც კარგად იღებს სურათებსო, თან იცინოდა..

ხელის მოსაწერად იუსტიციის სახლში გადაინაცვლეს, სადაც საბუთები შეავსეს და საბოლოოდ ლოდინისგან ლამის სული გასძვრათ.

- აუ მართლა ძალიან მშია, რაღაც თუ არ შევჭამე გული წამივა - წუწუნებდა კესო და თან მუცელზე ხელს ისვამდა
- რამეს გიყიდი, რას შეჭამ მითხარი და მოგიტან - ბედნიერმა ჩაილაპარაკა დემეტრემ და ფეხზე წამოდგა
- დიდი კრუასანები წამომიღე და ნატურალური წვენი - ბავშვივით აჟიტირებულმა ჩაილაპარაკა.


ლოდინისგან დაქანცულებს, მობილურზე მოსული შეტყობინება, თქვენი საბუთები მზად არისო ისევე გაუხარდათ, როგორც უდაბნოში მყოფ ადამიანს წყალი გაუხარდებოდა.
ხელის მოწერის შემდეგ კი, საბოლოოდ ჩაეწერნენ დაქორწინებულების სიაში და ბრჭყვიალა ქორწინების მოწმობაც გადასცეს..


- ახლა კი ნამდვილად ვერავინ შემეცილება შენს თავში - გაეცინა კესოს და მეუღლის მხარს ოდნავ მოეფერა.

- აქამდე ვინმე გართმევდა? - გაეცინა დემეტრეს და ქალს ხელი მოხვია

- რაღაც გარემოებები

- ხოდა ახლა, არაფერი აღარ არსებობს შენს გარდა - გაეღიმა და ქალის ბაგეს დასწვდა - გილოცავთ ქორწინებას, მეუღლევ!

- მეც გილოცავ, დემე!


___________

დიდი მადლობა ვინც კითხულობთ <3



№1 სტუმარი სტუმარი მთვარე

ქართველ გოგოებს ისეთ კაცებზე როგორიც დემეტრეა, ჭკუა რატომ ეკეტებათ არ ვიცი. ძველ ბიჭური, ვითომ ძალიან მაგარი ტიპები...

მამაკაცების კრიტიკა გვერძე იყოს და ძალიან მომწონს შენი წერის სტილი!

 


№2  offline მოდერი Nanaga

სტუმარი მთვარე
ქართველ გოგოებს ისეთ კაცებზე როგორიც დემეტრეა, ჭკუა რატომ ეკეტებათ არ ვიცი. ძველ ბიჭური, ვითომ ძალიან მაგარი ტიპები...

მამაკაცების კრიტიკა გვერძე იყოს და ძალიან მომწონს შენი წერის სტილი!

დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგწონს ჩემი სტილი <3
დემეტრეს რაც შეეხება, არ ვიცი როგორ დაინახე მაგრამ სინამდვილეში სულაც არ არის ძველ ბიჭური და ვითომ მაგარი ტიპი.. ალბათ აღქმაზეა დამოკიდებული ვინ როგორ შეხედავს <3

 


№3 სტუმარი

ველოდები.... როდის დადებ.....???

 


№4 სტუმარი სტუმარი

როდის გააგრძელებ?

 


№5 სტუმარი e

გაგრძელებას არ აპირებ?

 


როდის გააგრძელებთ?

 


№7  offline წევრი mariamstabatadze

Au agar agrdzeleb

 


№8 სტუმარი სტუმარი ნატალია

აუ როდის ფადებ ახალ თავს? დამელია სული

 


№9  offline მოდერი Nanaga

კი გავაგრძელებ, ახლა დასასვენებლად ვარ და არ მაქვს წვდომა კომუნიკაცოასთან ნორმალურად <3

 


№10  offline წევრი mariamstabatadze

Hermann
კი გავაგრძელებ, ახლა დასასვენებლად ვარ და არ მაქვს წვდომა კომუნიკაცოასთან ნორმალურად <3

აუუუ როდიისსსსსს იქნება შემდეგი?????????⭕

 


№11 სტუმარი სტუმარი ნელი

ბრავოოოო...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent