შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამის მეასედი (დასასრული)


16-07-2018, 19:05
ავტორი Stranger things
ნანახია 1 668

-შენ ჩემი წამის მეასედი ხარ.-ყურში ჩამჩურჩულა ნოემ.


თავი 25

-საიდან იცი?-მივბრუნდი და სახეში მივაჩერდი ნოეს.- ღმერთო... მე კი მეგონა მონატრებისგან გავგიჟდი.
-მაშინ რომ არ მენახე ალბათ მე გავგიჟდებოდი.

3 წლის წინ...
ახალი წლის წვეულებაზე ვიყავი ჯოშთან და ალექსთან ერთად, შუაღამემდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი მე კი მაგიდასთან ვიჯექი და შამპანურს ვსვამდი, თვალი დარბაზს მოვავლე მაგრამ ჯოში და ალექსი ვერ ვიპოვე, რთული იყო მათი მოძებნა როდესაც ყველა ნიღბით იყო, მათ შორის მეც.
-ვიცეკვოთ?-ხელი გამომიწოდა ახალგაზრდა მამაკაცმა, ჩემზე დიდი იქნებოდა დაახლოებით 29-30 წლის, შავი თმები და ცისფერი თვალები ჰქონდა, სხვებისგან განსხვავებით მას ნიღაბი მთელ სახეს უფარავდა. მის ხელს დავაკვირდი და რატომღაც გამაკანკალა, ვიფიქრე რომ სასმელი ბევრი მომივიდა, უარის თქმას ვაპირებდი, მაგრამ როდესაც თვალებში შევხედე, უნებურად ჩავკიდე ხელი და ფეხზე წამოვდექი. უცნობმა გულზე მიმიხუტა და ცეკვა დაიწყო...საოცრად მეცნობოდა მისი სურნელი, რომელიც ნაცნობ სუნამოსთან შერეულ ჰარმონის ქმნიდა... დეჟაუს გრძნობა დამეუფლა.
-დღეს ულამაზესი ხართ.-მითხრა უცნობმა.-სპეციალურად ვინმესთვის გამოეწყვეთ?
-არა.-თავი გავაქნიე და თვალებში შევაშტერდი.
-მოწყენილი ჩანდით...ვინმემ გაწყენინათ?-თავი გავაქნიე.-აბა ახალი წელი არ გიყვართ?
-ვგიჟდები.-ვთქვი და ყურებამდე გავიღიმე.
-მართლა ძალიან უნდა გიყვარდეთ.-გაიცინა უცნობმა.-დღეს პირველად გაიღიმეთ.-შემდეგ თვითონ ჩაიღიმა და დანაშაული აღიარა.-გაკვირდებოდით.
-უნდა მეშინოდეს?-ღიმილით ავზიდე წარბი.
-არა.-გაიღიმა.-რატომ გიყვართ ასე ძალიან?
-სიმღერა დამთავრდა.-ვთქვი და მომღერალს შევხედე.
-მინდა მოვისმინო რატომ გიყვართ ახალი წელი.-თქვა და იმ წამს დაიწყო ახალი სიმღერაც.
-ახალი წლის სასწაულის შესახებ გსმენიათ?
-რა თმა უნდა.
-ჩემთვის სასწაული წამის მეასედშია... ახალსა და ძველ წელს შორის მხოლოდ წამის მეასედია, წამის მეასედია ახალსა და ძველ ცხოვრებას შორის, წამის მეასედში იაზრებ რომ გიყვარს, წამის მეასედში იგებ რომ დაკარგე, წამის მეასედში ევლინება სამყაროს შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, წამის მეასედია საჭორო რომ დაკარგო ან შეიძინო რაღაც... ახალსა და ძველ წელს შორის წამის მეასედია, შემდეგ კი მთელი წელი სწორედ წამის მეასედებისაგან შედგება, რომლებიც ადამიანებისათვის ყველზე ძვირფასი, დასაფასებელი ან ყველაზე მტკივნეული და სასტიკი შეიძლება იყოს... ახალი წელი იმიტომ მიყვარს რომ ამ დროს ყველაზე კარგად ვგრძნობთ წამის მეასედის სიძლიერეს... თუ შენს წამის მეასედს იპოვი არ უნდა გაუშვა.
-ახალ წელს გილოცავ ელ...-ჩამჩურჩულა უცნობმა და ხალხში გაუჩინარდა, სწორედ იმ წამს იფეთქეს ფეივერკებმა, ხალხი ერთმანეთში აირია, ვეცადე უცნობს გავყოლოდი მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა...და აი ასე...წამის მეასედმა წაიღო ძველი და მოიტანა ახალი.
-არა, შეუძლებელია...-ამოვიჩურჩულე და გასასვლელისაკენ დავიძარი.

ახლანდელი დრო...
-მაპატიე...უბრალოდ ვუყურებდი როგორ იჯექი მოწყენილი, არ შემეძლო არ მოვსულიყავი და არ ჩაგხუტებოდი.
-შენ ჩემი წამის მეასედი ხარ.-ვთქვი და წელზე მოვხვიე ხელები.

******
-ერთი წუთით.-მოგვიახლოვდა ლიზა და ნოეს ხელს დააკვირდა რომელიც ჩემს წელზე იყო მოხვეული.
როდესაც ოთახი დავტოვეთ, ნოემ მითხრა რომ ის სურათები მხოლოდ ჩვენთვის იყო, ახლა კი ხალხთან ერთად ვათვალიერებდით სხვა ნამუშევრებს.
-რა ხდება ლიზ?-ვკითხე მე.
-სასწრაფოში დარეკე.-ჩემკენ გადმოიხარა და რაც შეიძლება ჩუმად თქვა.
-რატო რა ხდება?-ჩავიცინე მე.
-მეჩვენება, რომ ნოე გეხვევა და მგონი ბიძაშვილი გიგიჟდება.- თქვა, შემდეგ სიცილი მორთო და მაგრად ჩაგვეხუტა ორივეს.- ვიცოდი!ვიცოდი...
-გილოცავთ.-სიცილით მოგვიახლოვდნენ ტარიელი, ჯოში და ალექსიც.
საღამოს ბოლოს ფეხზე ვეღარ ვიდექი.
-წავიდეთ?-მკითხა ნოემ.
თავი დავუქნიე და მთლიანად მას დავეყრდენი, აღარ მახსოვს სახლამდე როგორ მივედი, ალბათ ნოემ მიმიყვანა.
მეორე დღეს ლიზას კივილმა გამაღვიძა.
-რა მაგარია!...ელე?!
-რა ხდება?!-პიჟამათი შევვარდი მისაღებში.-გული გამისდა.
-ნახე ვინ მოვიდა.-მითხრა და გაიწია რომ კარგად დამენახა ერეკლე.
-მამიდას ბიჭი ვინააო?-მივვარდი და ხელში ავიტაცე ძმიშვილი.
-მამიდუკ.-თვალი ჩამიკრა მაიმუნმა.-აბა გამოიცანი რა მოხდა...
-გამოვიცნობ...ათი მიიღე?-ერეკლემ თავი გააქნია.- ორი ათი მიიღე?-თავი გააქნია.- მასწავლებელმა შეგაქო?
-არა! დედა და მამა სკოლაში დაიბარეს... მასწავლებელმა რაღაც ლექსი მოგვცა და მე ვუთხარი აბა შენ მითხარი-თქო და იკივლა ჩქარა დირექტორთანო.-ჩამომირაკრაკა გაბადრულმა.
-რა ძმიშვილი მყავს!-ენა გამოვუყავი ლიზას.-დაარტყი მამიდუკ!...-ხელი გავუწოდე ერეკლეს.
-ეგ რა არის! -უთხრა ლიზამ ნიშნისმოგებით. -შენი მამიდუკა თხოვდება.
ერეკლემ ჯერ მე შემომხედა, შემდეგ ლიზას გახედა ისევ, თავი უკან გადასწია და რომ მორთო ტირილი...
-აუ კარგი რაა...ლიზ შენც შვიდი წლის ხარ?-შევუღრინე ბიძაშვილს და დემეტრეს უფრო მაგარად მოვხვიე ხელები, რომელიც ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში მეხუტებოდა და ტორილს არ წყვეტდა.-არა მამიდუკ...ნუ ტირი, გატყუებს ლიზა.-ისევ ლიზას გავხედე.-რა გათხოვება გოგო! შენ ნორმალური ხარ?!
-წავალ გავაღებ.-ფეხზე წამოდგა ლიზა და კარისაკენ გაიქცა.
-მასე მარტივად ვერ გადამირჩები!-მივაძახე მე.
-რატომ ტირის?-ოთახში შემოვიდა ნოე და გვერდით მომიჯდა.
-ლიზამ შენი მამიდა თხოვდებაო და აჰა!-ლიზას დავუბღვირე და ნოეს თავი მხარზე დავადე.
-კაი ტო, მაგაზე როგორ ტირი?-იკითხა, თავზე მაკოცა და დემეტრე თვითონ გადაისვა.-ნაყინი გიყვარს?
-კი.-ცრემლები მოიწმინდა ერეკლემ და ნოეს შეხედა.
-რა დროს ნაყინია?!ცივა!-წამოვიყვირე მე.
-მე ნაყინს ზამთარშიც ვჭამ.-ოთახში ტარიელი შემოვიდა და ლიზას მიუჯდა გვერდით.
-მეც.-დაეთანხმა ლიზა და შეყვარებულს მიეხუტა.
-მე არა.-თავი გავაქნიე მე.
-ვაი, ჩემი საწყალი.-ნოემ სიცილით მაკოცა ლოყაზე.-ნაყინი ზამთარშია გემრიელი.
-აუ ნაყინი ჩვენც გვინდა რაა!-ოთახში ჩემი ძმა და რძალი შემოვიდნენ.
-ერეკლე?!-ვიკითხე მე.
-დე ნაყინი ხო გინდა?-ნიტამ თვითონ გადაისვა შვილი.
-ახლა გავგიჟდები!-წამოვიყვირე მე.-ბავშვი გაცივდება!
-რა იყო ელე წინასწარ რეპეტიციას გადიხარ?-მკითხა ლიზამ სიცილით.
-შენ ჩუ!-წარბები შევკარი მაგრამ მათ სიცილზე მეც გამეცინა.

*****
-აუ წავსულიყავით რაა...-დაიწუწუნა ლიზამ.-ხომ გვეხვეწეს მარტო არ გაგვიშვათო?
ბიჭები ბარში იყვნენ დასალევად წასულები, ჩვენც გვეხვეწეს წამოდითო, მაგრამ ლიზამ გოგოების საღამო გვაქვსო და ახლა ვისხედით და რაღაც უაზრო ფილმს ვუყურებდით.
-შენ აიტეხე.-უთხრა ნიტამ და ღვინო მოსვა.
-მოკლედ...გოგოებო რაღაც უნდა გითხრათ.-წამში გახალისდა ლიზა.-მე და ტარიელი დაქორწინებას ვაპირებთ...თვის ბოლოს.- თქვა და ბეჭდიანი ხელი ააფრიალა.
-ლიზა!-ერთდროულად შევყვირეთ ორივემ და მაგრად მოვეხვიეთ ჩემს ბიძაშვილს.-გილოცავთ!
-ეს ბეჭედი სად გქონდა?-ვკითხე მე.
-შენ რომ დაბრმავებული დადიხარ რა ჩემი ბრალია.-თქვა სიცილით.-ამდენი ხანი რომ ვერ დაინახე იმიტომ გითხარი.
-სიყვარული ბრმააო.-თქვა ნიტამ სიცილით.
-ეგ მონი მაგაზე არაა ნათქვამი.-ვთქვი როდესაც ამოვისუნთქე.
-ელე...-ამომხედა ლიზამ.
-ხო?
-ტარიელმა აივნიდან გადმოიხედოსო.-თქვა ღიმილით.
აივანზე გავედი და ქვევით ჩავიხედე, ნოე, ჯოში, ალექსი და ტარილეი იდგნენ და რაღაცაზე ჩხუბობდნენ.
-მიდი ჰაა!-შესძახა ტარიელმა და ნოეს ზევით ანიშნა.
-კარგი რაა...ავალ და იქ ვეტყვი.-უთხრა ნოემ და ორი წამით ამომხედა, ხმა კარგად ისმოდა რადგან მესამე სართულზე ვცხოვრობდი.
-აქედან უთხარი მეთქი-უკვე ვხვდებოდი რასაც აპირებდა.
-ელ!ცოლად გამომყვები?!-ამომძახა ნოემ.
-ჰა?!-ჩავძახე და ძლივს შევიკავე სიცილი.
-ცოლად გამომყვები?!-გამიმეორა მან.
-რა თქვი?!-ჩავძახე მე.
-რა და...ცოლად გამომყვებიო?!-მომაძახა მოთმინება დაკარგულმა ლიზამ.
-მაგ კითხვის მოლოდინში დამაბერე და...-ჩავძახე სიცილით და გიჟივით გავიქეცი კიბეებზე.-კარგი ხოო...გამოგყვები.-მხრები ავიჩევე გარეთ გასულმ და გახარებულმა მოვხვიე ხელები ნოეს.
-ჩემი გიჟი გოგო...-გაეცინა და კისერში მაკოცა.

****
რამდენიმე თვის შემდეგ ჩემი საყვარელი ადამიანები ჩემთან ერთად იყვნენ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, მე და ნოე კი ჩვენს სიმღერაზე ვცეკვავდით.
-მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ცოლი მყავს.-ყურში ჩამჩურჩულა ნოემ.
-ჩემი ქმარი ჯობია.-გავიცინე და ახლად შეძენილ ქმარს ვაკოცე.
-ერთი წუთით...-მიკროფონთან მივიდა ლიზა, ხელი ნაზად დაარტყა რომ ხმა შეემოწმებინა და დაიწყო.-ბოდიში რომ ცეკვა შეგაწყვეტინეთ, მაგრამ თქვენთვის ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მაქვს...-ჩაიღიმა და ქმარს გახედა.-მე და ტარიელი შოკოლადს ველოდებით.
ვერავინ გაიგო რა ხდებოდა იქ...ჩვენი ორი გიჟის გარდა, რომელთაც ცხრა თვეში მესამე თავისნაირი შეემატებოდათ.

დასასრული.


*********
მგონი იმაზე უკეთ დავასრულე ვიდრე ვგეგმავდი, ბანალურად მაგრამ ბედნიერად. ახლა მადლობები smile ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ერთ ადამიანს რომლის კომენტარებიც მახალისებდა და გულს მითბობდა, მოკლედ, მადლობა ტარიელის თაყვანისმცემელს რომლის გამოც ბოლო წამამდე ვფიქრობდი რომ სცენარი შემეცვალა, ლიზასთვის ვინმე ჭკუამხიარული ბიჭი მეპოვა და ტარიელი მისთვის დამეტოვებინა... sweat_smile და, დე...შენ ჩემი წამის მეასედი ხარ... ახალი ისტორიით მალე დაგიბრუნდებით. heart_eyes



№1  offline წევრი .M.A.R.I.

ანუ ვაიიმე გვიან წავიკითხე არ იყო ინტერნეტი და რამექნა
მაგაზე ბოდიში რომ გვიან წავიკიტხე
ძალიანმომეწონა და ძალიან კარგი ისტორიაა
მუ მართალი ხარ ცოტა ბანალურად დაასრულე მაგრამ მაინც უმაგრესია
იმაზე კარგი იყო ვიდრე ველოდი
მაგრამ ძალიან მაწყენინე;(
1)მალე დაამთავრე
2)ტარიელი არ ჩანდა ხშირად
3) ტარიელი სად იყო?
4)ტარიელი ვაფშე არ ანდა
5) ტარიელიი ატო არ იყო ხშირად
6) ტარიელი მინდოდა მე ხშირად
ანუ ისე ლიზა მაგრად მევასება და ვაფშე
მაგათი წყვილი შოკია❤️
ნოე და ელეც სასწაულია❤️
ძალიან მიყვარს ეს ისტორია❤️
დაშენს შემდეგ ისტორიებს ველოდები❤️
კიდევ ერთხელ გეუბნები რომ ძალიან მაგარი იყო❤️
მარა ტარიელი დამაკლდა;(❤️

 


№2  offline წევრი Stranger things

.M.A.R.I.
ანუ ვაიიმე გვიან წავიკითხე არ იყო ინტერნეტი და რამექნა
მაგაზე ბოდიში რომ გვიან წავიკიტხე
ძალიანმომეწონა და ძალიან კარგი ისტორიაა
მუ მართალი ხარ ცოტა ბანალურად დაასრულე მაგრამ მაინც უმაგრესია
იმაზე კარგი იყო ვიდრე ველოდი
მაგრამ ძალიან მაწყენინე;(
1)მალე დაამთავრე
2)ტარიელი არ ჩანდა ხშირად
3) ტარიელი სად იყო?
4)ტარიელი ვაფშე არ ანდა
5) ტარიელიი ატო არ იყო ხშირად
6) ტარიელი მინდოდა მე ხშირად
ანუ ისე ლიზა მაგრად მევასება და ვაფშე
მაგათი წყვილი შოკია❤️
ნოე და ელეც სასწაულია❤️
ძალიან მიყვარს ეს ისტორია❤️
დაშენს შემდეგ ისტორიებს ველოდები❤️
კიდევ ერთხელ გეუბნები რომ ძალიან მაგარი იყო❤️
მარა ტარიელი დამაკლდა;(❤️

ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ვერც კი აღგიწერ როგორ მეხმარებოდა და მსიამოვნებდა შენი კომენტარების კითხვა♥♥♥ ახალ ისტორიაზე როგორც გითხარი ვმუშაობ უკვე და ვეცდები მალე დავიწყო ატვირთვა. blush

 


№3 სტუმარი სტუმარი თეკლა

იმედი მაქვს შემდეგ მოთხრობაში მეგობრის სახელს გამოუყენებ მაგალითად თეკლას????????????

 


№4  offline წევრი Stranger things

სტუმარი თეკლა
იმედი მაქვს შემდეგ მოთხრობაში მეგობრის სახელს გამოუყენებ მაგალითად თეკლას????????????

არც იფიქრო no_mouth შინაარსს მაინც არ შევცვლი! smirk joy

 


№5 სტუმარი სტუმარი თეკლა

როგორ მიყვარხარ ხო იციი მაინც გახსოვდეს ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent