შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისელები ფერადდებიან [ნაწილი მესამე]


17-07-2018, 18:07
ავტორი perelmanina
ნანახია 1 212

ნაწილი მესამე-[გაორება]

გრძნობებისგან, რომ ითიშები
მერე,
მომავალში
თვალდახუჭული შეცდომას უშვებ.
---
ლაfლოუ...
ლაfლოუში ისხდნენ, გარეთ ზამთრის მზე ანათებდა ციცინათელასავით. არ წვიმდა და წესით დღეს, არც უნდა ეწვიმა.
ყველა რაღაცას სვამდა და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ.
ნაო იჯდა ისე.
ამ წამის სასმელი ვერ დავიჭირეო.
ცოტა სიჩუმე რომ ჩამოვარდა, თქვა:
-ამ კაფის პატრონის გაცნობა მინდა.
-რატომ?-ჰკითხა საბამ
-სიყვარული უნდა ავუხსნა.-გაბადრული სახით უპასუხა ნანოემ. ბიჭებს გაეცინათ და ალექსის გახედეს.
-მერე აუხსენი ნა, დარწმუნებულივარ გაიგებს.
-სანდრო, შენ იცნობ?-არ გამოპარვია ბიჭის რეაქცია.
-ჩათვალე თვითონ არის-უთხრა ვაჩემ და სანდროს გახედა. ნაოს გაეცინა.
-შემთხვევით, ვაჩე, სანდროს ორი ბინა ხომ არ აქვს?
-კი, ტო. შენ საიდან იცი?
-არ ვიცოდი, შენ მითხარი-სანდროს გაეღიმა, მიხვდა ნაოს რეაქციას.
-მაგრამ, ნანა, აივანი არც მაგას აქვს.
-ჰო, იდეაში,შენთან სიყვარულის ახსნას არც მე ვაპირებდი.
-ც? და მე რატომ არ ვაპირებ?!
ნაოს აღარ უპასუხია. ჩათვალა ეთამაშებოდა.
მაგრამ, სადღაც მაინც გაკრეს სიტყვებმა.
---
ნანოე,
უცხო და სხვა.
იმდენად ბუნებრივი, იმდენად, რომ გიკვირს...
სანდროსთვის უკითხავთ, ყველაზე უცხო რა დაინახე მასშიო და ხო,
პასუხი იყო
სხივი,
ფერადი.
გაფერადებული.
- - -
შაბათს ლიაკოსთან იყო.
ელოდებოდა, თბილისის მეორე მხრიდან, როდის მოვიდოდა სახლში ლია და ჩაუჯდებოდნენ ფრანგულ მელოდრამას.
გარეთ,
წვიმდა.
კოკისპირულად ეცემოდა წვეთები და ყვიროდნენ, კიოდნენ და ლაპარაკობდნენ.
არათუ ნორმალური,
არამედ გიჟიც არ გავიდოდა გარეთ.
ფიქრებში იყო,
ზარის ხმა რომ გაიგო.
სანდრო.
ტელეფონი მაგიდაზე იდო და ბზუოდა, რეკავდა.
ნაომ, ჯერ უბრალოდ დახედა, შემდეგ
ფრანგული ლიქიორი აიღო.
ძალიან ნელა,
თითქოს დროს წელავდა, ჩამოასხა სასმელი.
‘გრან მარნიერ’
ლიაკოსთან,
ყველაფერი ფრანგული იყო.
ის ჰაერიც კი, რომელიც ასე უხვად იყო ბინაში, ფრანგულ სუნს აფრქვევდა.
-მადმუაზელს!-გადაკრა.
რა თქმა უნდა, გლენფიდიხთან ახლოსაც არ იყო, მაგრამ ‘გაასწორა’ იმ მომენტისთვის, სადაც გარისკა და ტელეფონს არ უპასუხა.

“თუკი დოზას გადააჭარბებ, ყველაფერი საწამლავია.”-Proverbe français


ტელეფონმა ბზუილი, რომ შეწყვიტა, ნაომ მისაღებშივე დაიწყო გახდა
და ჰაეროვნად გავიდა ოთახიდან.
ვინ იცის რამდენი ხანი ეცემოდა წყლის ცხელი წვეთები მის კანს, მაგრამ გამოსვლისას, თითის ბალიშებზე ნაოჭები მკაცრად ემჩნეოდა.
გრძელი, მუხლებამდე ნაქსოვი ნაცრისფერი ‘ზედა’ ჩაიცვა და ბაცი იასამნისფერი გეტრები. ალბათ ლიაკოს დაურეკავდა კარზე კაკუნის და მერე ბრახუნის ხმა რომ გაიგო.
სველი თმა უცებ აიწია და კარი გააღო.
გაუკვირდა, ისე როგორც არასდროს.
სანდრო,
გალუმპული, (ყველაზე საშინელი კონტექსით)
იდგა ზღურბლზე და გაშავებული თვალებით უყურებდა ნაოს.
-სანდრო, კარგად ხარ?-არც კი ფიქრობდა, ისე ლაპარაკობდა.
-ნანა!-იმდენად გაგიჟებული თვალებით უყურებდა, ნაო დარწმუნდა რომ რაღაც ჩაიდინა.
-ხოო?!
-შენზე თუ ვფიქრობ და პროსტა მაინტერესებს ახლა ამ თავსხმა წვიმაში სად ხარ, ვაფშე არ ვარ ღირსი ვიცოდეე?-ის სიცივე, რაც სადარბაზოდან შემოდიოდა, ნაოს ყინავდა, აკანკალებდა და კიდევ უფრო აბნევდა, ის ხმა, რაც სანდროსგან ესმოდა.
სრულიად გაბრუებულმა, ასწია ხელი და საჩვენებელი თითი, სანდროს ყვრიმალებს ჩამოატარა.
გაჩუმდა.
მარტო წვეთების ხმა ისმოდა.
-ნანოეე...
-სანდროო-მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა.-შემო რა.
ნაომ ქურთუკი გამოართვა სანდროს, რომელსაც ძალიან თხელი, ლურჯი გრძელმკლავიანი ეცვა.
თვითონ პლედი აიღო და მოიხურა. სველი თმის წვეთები გზას იკვალავდნენ ნაოს კისერზე და ყინავდნენ სხეულს. თმა გაიშალა და აბაზანაში შევიდა.
-თუ არ გავიშრე, ამ საღამოს სიცხეს მომცემს.-გამოსძახა და გაიცინა.
მისაღებში, სანდრომ შეამჩნია ლიქიორი და გაეღიმა. ბოთლის წითელ ბეჭედს დახედა და ხელი ჩამოუსვა. ფრანგულია, გაიფიქრა, როდესაც ნაო მიუახლოვდა.
-დაგისხა?
-ერთმა ჭიქამ დაგათრო?
-ვფიქრობ, ორმა.
-რამდენად?-ბიჭი იმდენად ახლოს იყო მასთან, რომ მხოლოდ მის თვალებს ხედავდა.
-იმდენად, რომ გავრისკე და არ გიპასუხე.
-იმდენად, რომ შემიძლია გაკოცო?
-და შენ გინდა რომ მთვრალს მაკოცო?!-უფრო მიუახლოვდა ნაო.
-თუ, ვიცი რომ მთვრალი არ ხარ, კი მინდა!-ჩაიჩურჩულა მის ყურებთან.
-ალექსანდრე, დათრობა მხოლოდ სასმლით არ არის შესაძლებელი
-მაშინ შენ სულ მთვრალი იქნები, ნანოე-თითები მის ტუჩებს გადაუსვა და შუბლზე აკოცა.
-უარს არც ვამბობ-თქვა და სამზარეულოში შევიდა.
- - -
გაორებაა,
როდესაც გრძნობ,
რომ გიყვარს იმაზე მეტად ვიდრე შეგიძლია.
გიყვარს, უფრო მეტად, ვიდრე გრძნობ.
გიყვარს, იმდენად ბევრად, როგორც არ გყვარებია შენი თავი არასდროს.
გიყვარს, ვიდრე გიყვარდა გუშინ და უფრო ნაკლებად ვიდრე გეყვარება ხვალ.
გაორებაა,
როდესაც ხედავ,
როგორ იკარგები მასში.
- - -
ლიაკომ მისწერა:
<თუ დღეს გადაიღო წამოვალ, თუ არადა სვეტასთან ვრჩებიი>
- - -
-თუ რამე მეზიზღება, ეს წვიმაა. თითქოს ღრუბლებიც ტირიანო. არც მზეა, არც ვარსკვლავები. მხოლოდ წვიმა და სევდა.
-არც სიგარეტი-თქვა სანდრომ და რაფაზე მჯდომ ნანოეს შეხედა.
-გინდა რომ იყოს?
-რომ მინდოდეს იქნებოდა.
-მომიყევი რა შენზე სანდრო.
-არა რა.
-რა?
-იცრიცება ეგრე მუღამი.-ნაოს გაეცინა. ჩამოხტა და სანდროს მიუჯდა.
-მუღამი რისი?!
-ნანოე,-ხელი ჩამოუსვა თმაზე.
-მუღამი რისი, სანდრო?
-ფლირტის.
-ვფლირტაობთ?-გაეცინა ნაოს.
-ღმერთო რა უშნოდ ჟღერს.
-მაგრამ, ჰო, სანდრო, ჩვენ ვფლირტაობთ.
-როგორ მოგწონს!
-რა?
-ჩემი სახელი.
-ჰოო.
-მე უნდა წავიდე.-ფეხზე წამოდგა.-და მაინც ნანოე, დამეწვევი სკოჩზე?-კარი გამოაღო, შემოტრიალდა და ჰკითხა.
-არასდროს სანდრო-სიცილით უპასუხა ნაომ და კარი მიხურა.
და თურმე,
ვერც სიმთვრალე აგიჟებს ნაოს,
ისე,
როგორც
ყიფშიძე.



- - -
არ ვიცი ამჩნევთ, თუ არა, მაგრამ
ყოველი სიტყვა იმდენად გრძნობით არის დაწერილი,
რომ ძალიან დიდი დრო მიაქვს.
დიდ ხანს ვწერ და ათასჯერ ვარედაქტირებ...
მაგრამ ყოველთვის იმას ვარჩევ რაც მომწონს.
იმედია, თქვენც მოგეწონებათ!
მიყვარხართ <3



№1  offline წევრი ბიბი

ველოდე დიდი ხანი მეთქი ახლა წავიკითხავ, ახლა წავიკითხავ, ვიფიქრე დაველოდები და ერთიანად წავიკითხავთქო, და ჰო, ასე უნდა მოვქცეულიყავი როგორ ველოდო ახლა გაგრძელებას?
ძალიან ძალიან ლამაზად წერ, სიტყვებს დიდი სიფრთხილე ეტყობა და ეს მომწონს <3
მე შენ მომწონხარ ძალიან ^^

 


№2  offline წევრი perelmanina

ბიბი
ბიბი

მიხარია, რომ აღნიშნე <3
და, კიდევ უფრო მიხარია რომ მოგწონს ))
მადლობა დიდიი,
სიამოვნებაა ამის კითხვა kissing_closed_eyes

ელპინი
ელპინი

ელპინ, უკვე ისე შეგეჩვიე, შენი კომენტრის გარეშე წარმოუდგენელია <3 <3
მადლობაა...


mirandaa31
mirandaa31

მირანდა, შენ ისეთი თბილი ხარ...
ალბათ უნდა იოცნებონ მწერლებმა შენაირი მკითხველი და მე მაქვს ამის ბედნიერება <3
ძალიან კარგი ხარ შენც, ასე რომ მახარებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent