შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*სისხლიანი პაემანი* (თავი 4)


17-07-2018, 18:41
ავტორი Queenofmoon
ნანახია 4 247

ანასტასიამ კივილით გაიღვიძა,ოფლში ცურავდა და საშინელმა შფოთვამ შეუტია,მარიამს რომ არ გაღვიძებოდა ჩუმად ადგა და საათს დახედა,შუაღამე იყო,ოთხის ნახევარი.
მაცივრიდან ცივი წყალი გამოიღო და როგორღაც შვება იგრძნო რამოდენიმე წამში.
სავსე მთვარეს გახედა,რომელიც კაშკაშებდა და გვერდს ათასი ვარსკვლავი უმშვენებდა.
ფანჯრის თაროზე ჩამოჯდა,წყლით სავსე ჭიქას ლოყებზე იდებდა და თავს იგრილებდა,ცის თვალიერების შემდეგ მზერა მისი უბნისკენ მიმართა,ათვალიერებდა ყველა კუთხე კუნჭულს ისე,თითქოს ვინმეს ეძებდა.
ჭიქაში დარჩენილ ყინულის ნატეხებს თითებით დაათამაშებდა,თვალები უფრო მეტად დააწვრილა და დაძაბა,გულმა გამალებით დაიწყო ცემა,როცა ვიღაცის აჩრდილი შენიშნა,რომელიც ხეს ამოფარებოდა და მთელი ამ დროის განმავლობაში,გოგონას უყურებდა.
ჭიქა ხელიდან გაუვარდა,მომენალურად ძირს დაიხედა და მეორედ ფანჯარაში გახედვისას აჩრდილიც გაქრა.
***
როგორც ყოველთვის,ფიქრებისგან გადაღლილს,ისევ გამთენიისას ჩაეძინა ანასტასიას.
დილით ადრე მარიამის ხმაურმა და ბოლო ხმაზე ჩართულმა მუსიკამ გამოაფხიზლა,ყურებზე ხელები აიფარა,მაგრამ ძილი მაინც ვერ განაგრძო და გიჟივით გაუვარდა დას მისაღებში.
- მარიამ! დაუწიე!
- კაი რაა,ვგიჟდები ამ სიმღერაზე!
- იცოდე ისევ დედასთან გაგიშვებ! დაუწიე! დაიკივლა გოგონამ და დამფრთხალი უმცროსი და მის ნებას დაჰყვა.
- რა გჭირს ? გაგიჟდი ?
- არ მეძინა მთელი ღამე,შენ კიდევ არც მაძინებ დილით!
- შენ რაღაც ხშირად არ იძინებ,რა ხდება?!
- გამოცდების ბრალია.
- ვაიმე ანასტასია რაც აქ ვარ წიგნი არ დამინახავს შენს ხელში,იტყვი რა გჭირს?
- არა! დროზე ისაუზმე და წადი სკოლაში,მეც უნდა გავემზადო,დღეს შუალედური მაქვს.
- აუ ტაას..
- რა გინდა ეხლა?
- დღეს ცოოტათი დავაგვიანებ,აი შენ თავს ვფიცავარ,ძაან მალე მოვალ.
- ცოტათი თუ დააგვიანებ ძაან მალე როგორ მოხვალ,რა საინტერესოა?
- აუ კარგი რაა.. გთხოვ.. გთხოოვ
- ათ საათს არ გადააცილებ!
თითი დაუქნია გოგონამ,სიხარულის ნიშნად ანატასიას მიეკრო და სახე დაუკოცნა.
- აფერისტო! იცოდე,რომ დაგირეკავ აიღებ მაშინვე! არ მანერვიულო.
- არაა,გპირდებიი..
მარიამის გაცილებისთანავე სამზარეულოში ფუსფუსს შეუდგა,ერთი ფინჯანი ყავით ხელში ტელევიზორის წინ მოკალათდა და არხების გადართვა დაიწყო წინ და უკან ,ახალი ამბების მოლოდინში,თუმცა იმ ამბის გაგება,რომელიც მას უნდოდა,არ გაჟღერებულა და ეს რაღაცნაირ იმედს უტოვებდა გულში..უაზროდ ჯდომის შემდეგ თავის მოწესრიგებას შეუდგა,ჩანთა აიღო და სახლი დატოვა.
უნივერსიტეტამდე ფეხით გასეირნება არჩია,ამიტომ მანქანა ადგილზე დატოვა.
ნაცნობ ადგილებს გახედა,ყოველ შესასვლელს,ყოველ კუთხეს,თუმცა მთელს უბანში სიმშვიდეს დაესადგურა და მას ეს სიმშვიდე რაღაცნაირად აღიზიანებდა კიდეც..
საშინელი გრძნობაა,როცა შიგნიდან რაღაც გჭამს,არ გასვენებს და გფიტავს,რაღაც არარსებულ გრძნობას ებღაუჭები,ცდილობ არ გაუშვა,მაგრამ ამავდროულად ყველაფრის დავიწყება გინდა.
როგორ შეუძლიათ ადამიანებს ერთმანეთის დავიწყება როცა მთელი ცხოვრება ერთად არიან,ამ შემთხვევაში კი ისეთი ადამიანის დავიწყება გახდა შეუძლებელი,რომლის მოწონებაც კი არ შეიძლება,ამასთანავე მისი სახელიც კი არ იცი,მისი წარსული არ იცი,სურვილები,ფიქრები.. არაფერი,მხოლოდ გარეგნობა.
მხოლოდ მკაცრი ხმა.
ღიმილი.
ირონია.
მხოლოდ თვალში მოხვედრილი გარეგნობა რომლის გახსენებისას ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი გივლის,სისხლისფერი ტუჩების გახსენება რომელსაც შენივე ტუჩებით კიარ გინდა შეეხო,თითებით გინდა შეეხო.. შეიგრძნო ის როგორია,მის სახეს შეეხო,შეიგრძნო როგორი კანი აქვს,რამდენი წამწამი აქვს თვალზე,რამდენად მუქი ფერი აქვს თვალს ან რამდენად ღია.. ნუთუ ეს გრძნობები,ეს ფიქრები ნორმალურ ადამიანს მოსდის თავში? ნუთუ ესაა სიგიჟის ზღვარი,რომელსაც ჭკუიდან გადაჰყავხარ?
მთელი დღე ანასტასიას ფიქრებს მიაქვს,ამ ფიქრებში შემოაღამდა კიდევ,საათი უკვე ათის ნახევარს აჩვენებდა,მარიამთან გადარეკა რამოდენიმეჯერ,თუმცა უშედეგოდ,ისევ არ იღებდა ტელეფონს.
ორი საათი გავიდა,სამი.. ოთხი.. ცდილობდა გეგას ნომერი გაეგო,მაგრამ ვერც მას დაუკავშირდა,საშინელმა ფიქრებმა შეიპყრო,არ უნდოდა მის საყვარელ დას რაიმე შეცდომა დაეშვა,აქეთ იქით დადიოდა და გაუთავებლად მოთქვამდა.
ღამის ორი საათი იყო,ბოლოს გადაწყვიტა გარეთ გასულიყო და მოეძებნა მარიამი რომელიმე მის მეგობართან,მანქანაში ჩაჯდა თუარა,უკნიდან მოტოციკლზე მჯდომმა ფარები მიანათა და რამაც თვალები წამში აუწვა,სახეზე ხელი აიფარა და მანქანიდან გადმოხტა.
- მარიამ???
- უცნობმა მარიამი ფრთხილად გადმოსვა და ხელში აყვანილი მიიწევდა ანასტასიასკენ.
- მარიამ რა გჭირს?!
- მთვრალია,თქვა უცნობმა ჩუმად,რომელსაც ჩაფხუტი არ ჩამოეხსნა ჯერ კიდევ.
- მადლობა გეგა,მადლობა რომ სახლამდე მოიყვანე.. რამდენი ვინერვიულე,რამდენი გირეკეთ! ღმერთო ჩემო რა აღარ ვიფიქრე!
ბიჭი მოტოციკლს დაუბრუნდა და იქაურობა წამის მეასედში დატოვა.
გოგონამ და მხარზე მოიკიდა და ძლივს ძლივობით მიათრევდა სახლამდე.
***
- საფერფლე მომაწოდე რა. თქვა მართამ და წარბშეკრულ ანასტასიას გახედა.
- არ გაიღვიძა ქალბატონმა ჯერ?
- არა..
- აუ ტას.. არ თქვა მაქსიმესთან ისევ რომ ვეწევი.
- ჯერ ერთი მაქსიმე არ მინახავს რამდენი ხანია,მეორე კიდევ,რატომ უმალავ?
- ხომ იცი არ უყვარს გოგო რომ სიგარეტს ეწევა.
- ჯობია ისეთი უყვარდე,როგორიც ხარ.
- ტასო კაი რაა.. იცი,დღეს საღამოს თავის სახლში დამპატიჟა,მშობლები არ იქნებიან.
ეშმაკურად ჩაილაპარაკა და ბიჩოკი საფერფლეზე დასრისა.
- ოხ მართა მართა...
- კარგი რა,ყველაფერს შენ იმიტომ გიყვები,რომ ლილეს თავი არ მაქვს!
- მოკლედ ყველა ცუდი გოგო და ცუდი ბიჭი ჩემი მფარველობის ქვეშაა! ღმერთო ჩემო..
- ბიჭი? კაი, მე, მარიამი.. მაგრამ ვინ ბიჭი? ჩაიცინა და ინტერესით სავსე თვალები მიაპყრო დაქალს.
- არავინ,ისე ვთქვი.
- საიდუმლოებებით მოცული დაქალი მყავს რაა.. რა გემართება?
- მართა არაფერი! წავალ მარიამს დავხედავ.
დოინჯ შემოკრული მართა და ანასტასია თავზე დაადგა მარიამს,რომელსაც ცალი თვალი მოჭუტული ჰქონდა და ისე უყურებდა ორივეს.
- მოვკვდი და ჯოჯოხეთში მოვხვდი ხო?
- ხმა არ ამოიღო მარიამ! თქვა ანასტასიამ და ფარდები გადასწია ოთახში.
- აუუ,გადაააფარეეე,გთხოოვ!
თვალებზე ხელები აიფარა და საბანში დაიმალა თავი.
- ნაბახუსევზეა ქალბატონი,თქვა მართამ და საბანი ფეხებიდან გამოაძრო.
- ხომ ვთქვი ჯოჯოხეთში მოვხვდი თქო...
- აიღე ეს.. გაზიანი წყალი გაუწოდა და თვალები აუციმციმდა ნახევრად მთვრალს.
- ხომ გითხარი დაგირეკავ თუ არა ტელეფონი აიღე თქო? ესაა მალე? რამდენს მანერვიულებ!!
- კაი ბოდიში,ტელეფონი დამეკარგა... რა? მართლა დამეკარგა..
- კიდევ კარგი გეგამ მაინც მოგაცილა სახლამდე... თორემ მთელი თბილისის მოვლა მომიწევდა ჩემი უტვინო დის გამო!
- გეგამ?
- ხო! მოტოციკლით მოგიყვანა!
- გეგასთან ერთად არ ვყოფილვარ.
- რაა?
- გეგასთან ვიჩხუბე,მერე ჩემი დაქალის ძაან მაგარ ტუსოვკაზე გავიჩითე,იქ დავლიე ძაან ბევრი,მერე...მერე ჩხუბი ატყდა ბიჭებს შორის,არ მახსოვს ზუსტად არაფერი.. მე ცუდად ვიყავი გული მერეოდა და გარეთ გავედი.. მარტო ის მახსოვს,ვიღაც მაღალი, შავგვრემანი ბიჭი მოვიდა, ხელში ამიყვანა და მეტი არაფერი მახსოვს..
- ეს გიჟია რა.. ძლივს აღმოხდა მართას სიტყვები და ხმამაღლა გადაიკისკისა.
- გარეთ გასვლას ღამე ვეღარ ეღირსები მარიამ! იცოდე დამიჯერებ,ან დედასთან გაგიშვებ! შენი დევნის თავი აღარ მაქვს!
- კარგი..
ანასტასიას თავში ათასი აზრი უტრიალებდა,ვინ მოაცილა სახლამდე მარიამი,საიდან იცოდა მისამართი უცნობმა,თუ მას მარიამი არც კი იცნობდა...გული საშინლად უცემდა და ამ ყველაფერს ვერ აჩერებდა,მხოლოდ იმას ხვდებოდა,რომ მისი ცხოვრება თავდაყირა იყო და უარეს დღეში ვარდებოდა,ამას მთელი არსებით გრძნობდა და მთელი სხეული შიშს მოეცვა,რამის გამოსასწორებლად კი ვერაფერს ახერხებდა..
ორი კვირა გავიდა ყველაფერის შემდეგ,როგორღაც მიწყნარდა ყველაფერი,ანასტასიამ ოდნავ შვება იგრძნო,აღარ აწუხებდა კოშმარები,აღარც არავინ ელანდებოდა გარეთ და როგორც იქნა ცოტათი მაინც ამოესუნთქა იმ საშინელი გრძნობისგან,რომელიც ყოველდღე აწუხებდა.
კარზე კაკუნი გაისმა,ანასტასიამ გააღო თუარა ლილე და გახარებული მართა შემოეფეთა,რომელიც გულზე მიეხუტა და აქეთ იქით დახტოდა სიხარულისგან.
- რა გჭირს მართა?
- ერთ-ერთი ბანდიტი დაიჭირეს! როგორც იქნა! წამოიყვირა ქერამ.
თეფში ხელიდან გაუვარდა ანასტასიას და ნამსხვრევების ხმა ექოსავით გაისმა შემოსასვლელში,გოგონა ერთ წერტილს მიშტერებოდა და გულის რაღაც ნაწილი საშინლად ეწვოდა.
- გული გამიხეთქე! ამას წყნარად ვერ მეტყოდი?!
თქვა და დაიხარა სწრაფად იატაკისკენ.
- კარგი მაპატიე.. თქვა მართამ და ნამსხვერების ალაგებას შეუდგა მასთან ერთად.
- ხელი გაუშვი! მე თვითონ..
ხმა გაუტყდა და ცდილობდა ყველანაირად დაემალა ეს ემოციები ,თუმცა არ გამოსდიოდა.
- წავალ,გადავყრი ამ ყველაფერს და მალე ამოვალ.
თქვა და კარი მიიხურა.
ლიფტის კარი გაიღო,ის ისაა კიბეებს უნდა მიახლოვებოდა,როცა ვიღაცის ხელი იგრძნო წელზე და მეორე სწრაფად პირზე აეფარებინა.



ბავშვებო,ისე დავდე ეს თავი არც გადამიხედავს და თუ რაიმე შეცდომები იქნება მაპატიეთ<3



№1 სტუმარი სტუმარი უცნობი

აიიი ძალიან მაგარია..ძალიან კარგად წერ.. სიტყვები ზედმეტია ძან კარგითავი იყო და ასე გააგრძელეე.. შენი სხვა მოთხრობებიც წავიკითხე და ყველა ძალიან კარგია და ძალიან მომწონს შენი წერის სტილი..მწერლობაზე იფიქრე... და ბოლოს წავიღე ტვინი
აი ნოუუ ბათ ძალიან საინტერესოა და მალე დადე გთხოვ ❤️

 


№2  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი უცნობი
აიიი ძალიან მაგარია..ძალიან კარგად წერ.. სიტყვები ზედმეტია ძან კარგითავი იყო და ასე გააგრძელეე.. შენი სხვა მოთხრობებიც წავიკითხე და ყველა ძალიან კარგია და ძალიან მომწონს შენი წერის სტილი..მწერლობაზე იფიქრე... და ბოლოს წავიღე ტვინი
აი ნოუუ ბათ ძალიან საინტერესოა და მალე დადე გთხოვ ❤️

უღრმესი მადლობააა საყვარელოო flushed heart_eyes არც კი ვიცი რა ვთქვა ასეთი შეფასების შემდეგ smirk kissing_heart kissing_heart მალე დავდებ აუცილებლად kissing_heart

 


№3 სტუმარი Mzikomziko22

Dzaaan momewona kaii iyoo es bolosnuechveli is mkvleli ikoo da mgoni motociklzec is ijda mariamiro moacilaaa male Dade shemdegi

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუუუ სად გააჩერე მალე დადე რა

 


№5  offline წევრი .M.A.R.I.

უძალიანესად ძალიან მაგრობაა ❤️ მიყვარს ეს ისტორია)❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი Niakooo

Dges dadebb ?

 


№7  offline მოდერი Queenofmoon

Mzikomziko22
Dzaaan momewona kaii iyoo es bolosnuechveli is mkvleli ikoo da mgoni motociklzec is ijda mariamiro moacilaaa male Dade shemdegi

ნელნელა გაიგებ ყველაფერს საყვარელო grinning kissing_heart
ანი ანი
აუუუ სად გააჩერე მალე დადე რა

მალე დავდებ heart_eyes kissing_heart
mirandaa31
როგორ ვერ ვიტან მარიამისნაირ უპასუხისმგებლო ადამიანებს, ვხვდები რომ ასე იყო საჭირო ისტორიისთვის მაგრამ მაინც :დდ იმედია მოჭვიანდება ცოტა. ძალიან კარგია, ძალიან მომწონს და სულ მახარებს ახალი თავის დანახვა ❤️ მალე გელოდები ისევ..

ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო heart_eyes კიი,მეც მაღიზიანებს მარიამისნაირი გოგოები,მაგრამ რა ვქნა აბა? laughing გპირდებით არ დავაგვიანებ ძალიან და ვეცდები მალე დავდო kissing_heart kissing_closed_eyes
.M.A.R.I.
უძალიანესად ძალიან მაგრობაა ❤️ მიყვარს ეს ისტორია)❤️

მე კიდევ თქვენ მიყვარხართ ძალიან heart_eyes მადლობა დიდი blush heart_eyes
სტუმარი Niakooo
Dges dadebb ?

ყველანაირად ვეცდები,მალე დავდო:( kissing_heart kissing_heart

 


№8  offline წევრი Avrora-Gallagher

ისე მომეწონა❤️რაცარუნდა დიდი თავი დადო მაინც არ მეყოფააა❤️❤️:)) ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№9  offline მოდერი Queenofmoon

Avrora-Gallagher
ისე მომეწონა❤️რაცარუნდა დიდი თავი დადო მაინც არ მეყოფააა❤️❤️:)) ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

ავრორაა heart_eyes ❤️მადლობა დიდი საყვარელო relaxed relaxed relaxed ❤️❤️❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი უცნობი

აუგთხოვ ხვალ დილით დადე❤️

 


№11  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი უცნობი
აუგთხოვ ხვალ დილით დადე❤️

საღამოს დავდე,თუმცა დასასტურებას ველოდები ჯერ კიდევ:( იმედია მალე დაიდება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent