შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უ'ღმერთოდ(სრულად)


17-07-2018, 19:05
ავტორი nathali lifhonava
ნანახია 2 367

"არასდროს დამავიწყდება ის დღე,რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და მეც მთლიანად შემცვალა..."
აღარაფერი იყო დარჩენილი იმ ხალისიანი და პოზიტიური გოგოსგან რომელიც ადრე არსებობდა,ნაფლეთებად იქცა,განადგურდა და სულიერად მოკვდა.
ყოველ ღამე ტირილში ატარებდა,იმის მაგივრად რომ სიცილში გაეტარებინა...
იხსენებდა მეგობრებთან ერთად გატარებულ უბედნიერეს დღეებს,მართალია მათთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია,მაგრამ ასეთ დღეებს ვეღარ მოიწყობდა.
სულ ამტკიცებდნენ რომ ეს შემთხვევა სამუდამოდ უნდა დაევიწყებინა...მაგრამ არ შეეძლო!
ან როგორ უნდა დაევიწყებინა?
ასე ცხოვრება აღარ შეეძლო,მხოლოდ მისი მეგობრების ხათრით ცხოვრობდა და ცოცხლობდა,მაგრამ რად გინდა ასეთი სიცოცხლე?
იცოდა,დარწმუნებული იყო რომ სიყვარულს ვერასდროს შეძლებდა,ეზიზღებოდა ყველა კაცი ვინც კი არსებობდა...
იცოდა რომ ყველა კაცი იმ სამისნაირი ცხოველი,ნაგავი და არამზადა იქნებოდა,ამაში დარწმუნებული იყო.
რომ შესძლებოდა იმ ცხოველებს საკუთარი ხელით მოუსპობდა სიცოცხლეს და ჯოჯოხეთში გაისტუმრებდა.როგორი ცხოველი უნდა იყო ადამიანი რომ ერთ საბრალო გოგოს სიცოცხლე გაუმწარო?ცხოვრება დაუნგრიო?
ზუსტად იგივე დღეში ჩავარდა უმწეო გოგონა.
****
-დედი,მე გავალ გარეთ გავისეირნებ და მალე მოვალ-უთხრა ალისამ დედას და ლოყაზე აკოცა.
-არ დაიგვიანო შვილო.
ალისა გარეთ გამოვიდა,გრილი ჰაერი სახეზე ნაზად ეხებოდა რაც სიამოვნებას ჰგვრიდა.
უყვარდა ცხოვრება,ძალიან უყვარდა.
თხუთმეტი წუთი ასე უმისამართოდ დადიოდა ალისა,ბოლოს პარკში შესვლა გადაწყვიტა.
ბირგვლივ სიბნელე იყო მაგრამ მას არ ეშინოდა!
არაფრის ეშინოდა.
პარკში ჩამოჯდომა გადაწყვიტა ცოტა ხნით,არც მის შეყვარებულთან დარეკვა უნდოდა,მხოლოდ მარტოობა და მეტი არაფერი.
ირგვლივ კაცის ჭაჭანება არ იყო,რაც ძალიან ახარებდა.
ალისას უყვარდა მარტოობა!
მაგრამ ყოველთვის არა,ზოგჯერ ყველა ეზიზღებოდა და მათგან შორს ყოფნა უნდოდა,მიზეზი კი თვითონაც არ იცოდა.
თვალებდახუჭული იჯდა როცა ვიღაცის განწირული ხმა მოესმა
-მიშველეთ!გთხოვთ მიშველეთ-ხმები ნელ-ნელა ქრებოდა და საბოლოოდ აღარ გაისმა.
ალისა დააფიქრა ამ ხმებმა და ირგვლივ მიიხედ-მოიხედა,სწრაფად წამოხტა სკამიდან და ხმებს მიჰყვა რომელიც კვლვავ გაისმა.
დაინახა როგორ უმოწყალოდ სცემდნენ და ძალას ხმარობდნე სამი ცხოველი ადამიანი ერთ გოგოზე.
ის კი ყვიროდა,ყვიროდა მაგრამ უშედეგოდ...
დახმარებას ითხოვდა მაგრამ უშედეგოდ...
ხელების ქნევის ძალაც არ ჰქონდა შერჩენილი და ვეღარც შეწინააღმდეგებას უწევდა...
ალისა სწრაფად მივარდა გოგოს და ბიჭებს მუქარა დაუწყო.
ეუბნებოდა რომ ანანებდა ამ სქციელს,მაგრამ ისინი მხოლოდ ამაზრზენი ხარხარით ეგებებოდნენ ალისას სიტყვებს.
-შენ რა უნდა გვიქნა?თუ შენც გინდა ამ გოგოს ბედს ეწიო?
-დაჩი ეს გოგოც გამოდგება ხო?
-კი ეს ძუკ*ა აღარ გვჭირდება,თავიდან მოიშორე.
-რაა?რა თქვით თქვე ცხოველებო?გოგოს ხელი არ ახლოთ
-ნახე რა რა კეთილია,სხვაზე ფიქრობს,გოგონი იცი ეხლა რა გელის?ჩვენს მკლავებში დადნები პატარავ.
ამაზრზენად უთხრა "დაჩიმ" და ალისასკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა,გაქცევა სცადა მაგრამ მაჯაში წვდა და მისკენ მიატრიალა...
მერე კი ....
ისევ განწირული ხმით
ყვირილი
თხოვნა
მუდარა
მაგრამ ისევ და ისევ უშედეგოდ.
ორმოცდახუთი წუთის მერე ხმები გაისმა...
ვიღაც ბიჭი ყვიროდა გოგოს თავი დაანებეთო,ის სამი კი ამ ხმების გაგონებაზე ადგილს წამში მოსწწყდნენ,ალისა კი დატოვეს ძალაგამოცლილი...
ბიჭი სასწრაფოდ მივარდა ალისას
-გოგონავ კარგად ხარ?
-არ მომეკარო,მომშორდი-ყვიროდა და ცრემლებს ვერ იკავებდა,ყველა ბიჭზე იყო განაწყენებული,ყველა ეზიზღებოდა არც ერთის დანახვა აღარ უნდოდა...
-მე დაგეხმარები,წამოდი-ბიჭმახელში აიტაცა და ტაქსში ჩასვა,საუბედუროდ მისი მანქნის გასაღები დაკარგა,მაგრამ ამის დრო არ იყო.
საავადმყოფოში მიიყვანა,წამლები დაალევინეს და ოჯახის წევრებსაც დაურეკეს.
-ალისა შვილო-ყვიროდა საცოდავი,ძალაგამოცლილი ხმით ალისას დედა,რომელიც შვილის ამბავმა გაანადგურა,ბოლო მოუღო.
**
რამდენიმე დღის შემდეგ ალისა საავადმყოფოდან გაწერეს,თან მშობლებს დააბარეს რომ მასზე დიდი ყურადღება გამოეჩინათ რადგან ამ დროს თვითმკვლელობის სურვილიც შესაძლებელი იყო.
სახლში მისული ალისა ოთახში ჩაიკეტა და გამოსვლას არ აპირებდა.
ასე გაატარა რამდენიმე თვე ოთახში ჩაკეტილმა.
ერთ დღეს დედამ დააკაკუნა მის კარებზე და უთხრა რომ მასთან დემეტრე იყო მოსული.
მისი შეყვარებული.
ალისამ წამსვე გააღო კარები და დემეტრეს სიყვარულით ჩაეხუტა..
მხოლოდ ის არ შეძულებია ალისას!
მხოლოდ ის უყვარდა,დანარჩენი ყველა ეზიზღებოდა...
დემეტრემ მის სიყვარულს უხეშად უპასუხა და ხელი ჩამოაშვებინა,ოთახში შეიყვანა და კარები ჩაკეტა.
-ალისა ეხლა უნდა ვილაპარაკოთ და ისტერიკაში არ ჩავარდე.
გოგონამ მხოლოდ თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად და გაინაბა.
-მოკლედ ალისა მართალია ძალიან მიყვარდი,მაგრამ უნდა დავშორდეთ,მე არ მინდა შეყვარებული რომელიც სამმა ადამიანმა,ხომ ხვდები?
ალისამ ძლივსშეკავებული ცრემლი ვერ დაიმორჩილა და თვალებიდან ჩამოუგორდა,ქუთუთოები დახუჭა და წყნარად უთხრა
-შენც მათნაირი ნაგავი ხარ!გადი
დემეტრე ხმისამოუღებლად გავიდა ოთახიდან და ალისა მწარედ ააქვითინა.
ერთადერთი დემეტრეღა ჰქონდა შემორჩენილი და ისიც დაკარგა...
რათ მინდა ასეთი ცხოვრება?
მარტოობაში უნდა გავატარო ცხოვრების საუკეთესო წლები
და ისე უნდა მოვკვდე?
ისე უნდა მოვკვდე რომ შვილებს და შვილიშვილებს ვერ მოვესწრო?
რატომ ღმერთო?
ეს რატომ დამემართა?
დემეტრე კი არა არც ერთი ბიჭი აღარ შემომხედავს,ჩემს ახლოსაც კი აღარ დადგებიან,მასხრად ამიგდებენ,დამცინებენ,ფეხქვეშ გამთელენ...
რა უსამართლოა ცხოვრება,რატომ მე?რა დავაშავე ასეთი?
-თავს იწყევლიდა ალისა როდესაც კარზე ვიღაცამ დააკაკუნა,დედამისი ეგონა და არც შეუხედავს ისე უთხრა შემოდი-ო.
კარს მიღმა დედა კი არა ის ბიჭი დაინახა ვინც გადაარჩინა.
-რა გინდა?-აგდებულად უთხრა ალისამ ბიჭს და თვალებში ჩახედა.
-მე უბრალოდ მინდოდა მეკითხა როგორ ხარ?-ძალიან დაბნეული ჩანდა და სათქმელს თავს ვერ უყრიდა.
-როგორ ვარ?ჰაჰ,სასაცილოა,არ მეტყობა როგორ ვარ რო?-ირონიულად უთხრა ალისამ და ბიჭს თვალებში ჩახედა,მაგრამ ვერც სიბრალული ამოიკითხა
ვერც მოწყალება
ვერაფერი ცუდი ვერ ამოიკითხა გარდა მზრუნველობისა და სიყვარულისა.
"სისულელეა მას შენ არ უყვარხარ ეცოდები,ეცოდები იმიტომ რომ საცოდავი ხარ -ეუბნებოდა ალტერეგო,რაზედაც ალისა ბრაზდებოდა მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა.
-უბრალოდ მინდა პატიება გთხოვო რომ ვერ დაგეხმარე.
ეხლა კი დარწმუნდა ალისა რომ ეს ბიჭი არ ჰგავდა სხვებს...
ყველა ბიჭი არ ჰგავდა იმ სამ ამაზრზენ არსებას რომლებაც ცხოვრება დაუნგრიეს,
ყველა არ არის ნაგავი
ყველა არ სსჩადის ასეთ სისაძაგლეს
ყველა არ არის მათნაირი დაუნდობელი...
-საპატიებელი არაფერია-ხმა დაუთბა ალისას და ღიმილით შეხედა ბიჭს...
-შენი სახელი?
-ალისა,შენ რა გქვია?
-ილია
-ლამაზი სახელია
ილია ალისასკენ მიიწია და ლოყაზე ხელი ნაზად შეახო,თავზე აკოცა და უკანმოუხედავად დატოვა ოთახი,ალისა კი დატოვა გაოგნებული.
რამდენიმე თვის შემდეგ კი პირველად გამოვიდა ოთახიდან...
***
****ილია****
ილია ძალიან განიცდიდა იმას რომ ალისას ვერ დაეხმარა...
უყვარდა,ალისა სიგიჟემდე უყვარდა,გაგეცინათ ალბათ,როგორ უნდა შეუყვარდეს გოგო რომელსაც სულ ახლახანს შეხვდაო?
ასეთია სიყვარული,ერთხელ შეხედავ და თავდავიწყებით გიყვარდება,
ალისაში ყველანაირი თვისება ამოიკითხა
უმანკოება
სინაზე
ერთგულება
სათნოება
დარწმუნებული იყო რომ საყვარელ ადამიანს არასდროს უღალატებდა,როგორც არამზადა დემეტრე მოიქცა,ყველა დაარწმუნდა და მათ შორის საკუთარი თავიც რომ ალისა არ უყვარდა...
განა მართლა არ უყვარდა?
სისულელეა,უყვარდა მაგრამ არა ისე ძლიერ როგორც ალისას...
დაამტკიცა რომ არ შეეძლო იმხელა სიყვარული განეცადა რისი განცდაც ალისას შეეძლო!
^^
****ალისა*****
ალისაც ხვდებოდა რომ ილია შეუყვარდა,სწორედ იმ დღეს როცა პირველად ნახა და მის უძირო თვალებში ჩაიკარგა...
მაგრამ,ეშინოდა...
ეშინდა იმის რომ ისიც დემეტრესნაირად მოექცეოდა და ხელს კრავდა,ეშინოდა რომ არ მიიღებდა,ეშნიოდა,ამ ცხოვრებაში ყველასი და ყველაფრის ეშინოდა...
უყვარდა...
უღმერთოდ უყვარდა ილია...
^^
"მოემზადე გამოგივლი და წავიდეთ"
ილიამ მისწერა და ისიც წამსვე გაემზადა.
თხუთმეტ წუთში გარეთ გავიდა და ნაცნობი სილუეტის დანახვისას გული გაუთბა...
-ძალიან ლამაზი ხარ-ლოყაზე აკოცა და მანქნის კარები გაუღო.
ერთ საათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა დანიშნულ ადგილასაც მივიდნენ.
ვარდებით გადაჭდობილი მდელოები,მრგვალი მაგიდა და ორი სკამი,პატარა ხის სახლი და სრული იდილია.
-ლამაზია-ჩუმად ამოიბუტბუტა ალისამ და ილიას გახედა.
-მიხარია თუ მოგეწონა
ხელზე ხელი მოუჭირა და მაგიდასთან მიიყვანა,სხკამი გამოსწია და ალისაც მოკალათდა.
ხუთწუთიანი დუმილის შემდეგ კი ილიას ხმა გაისმა.
-ალის,მიყვარხარ
ალისა შეცბა,არ მოელოდა მართლა
არ მოელოდა
ვერ აანალიზებდა რა უთხრა ამ წუთას ილიამ
"მიყვარხარო-უმეორებდა მისი მეორე მე,ის კი ეწინააღმდეგებოდა
ამას იგი ვერ მეტყოდა-ო
ვერ კი არა არ მეტყოდა-0ო
როცა კვლავ გაიგო იგივე სიტყვა მიხვდა რომ არ მოჩვენებია,სრული სერიოზულობით უთხრა ილიამ.
რამდენიმე წამის შემდეგ კი მის წინ ჩამუხლული ილია დაინახა
"ნუთუ იმას აპირებს რასაც მე ვფიქრობ?"
"არა რაღაც დაუვარდა-კვლავ ნერვებს უშლიდა მეორე "მე""
-ალის,თანახმა ხარ რომ ცოლად გამომყვე და სიცოცხლის უკანასკნელი წუთები ერთად გავატაროთ?
_კი-ჩუმად მაგრამ გასაგონად ამოიბუტბუტა ალისამ და ილიას მიეკრო.
^^
კვლავ დაუბრუნდა ალისას ბედნიერება,ულამაზესი ქორწილი გადაიხადეს,მის შემხედვარე ყველა ბედნიერი იყო
ცხოვრებამ ჯერ უზარმაზარი განსაცდელი
ხოლო შემდეგ უზარმაზარი ბედნიერება მოუვლინა,დარწმუნდა ალისა რომ ყველაფერი ღმერთმა მის საკეთილდღეოდ გააკეთა
რომ არა ის ინციდენტი ეხლა ასე ბედნიერი არ იქნებოდა
არ შეხვდებოდა ადამიანს რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარს.
მიხვდა რომ დემეტრეს იგი არ უყვარდა,ყოველი შემთხვევისთვის მის თავს არწმუნებდა
დემეტრეს იმიტომ არ მივუტოვებივარ რაც შემემთხვა,არამედ იმიტომ რომ არ ვუყვარდი-ო.
ილიას?
ილიას ალისა ყველაზე,ყველაფერზე და სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.
იცით როგორი სიყვარული იცოდა ამ ორმა?
ცხოვრებაში ბევრს რომ არ შეუძლია.
ილია ალისას გარდა ვერცერთ გოგოს ამჩნევდა და არც შეამჩნევდა.
ასე გაგიჟებით შეუყვარდათ ერთმანეთი,
სიკვდილამდე
სიცოცხლის ბოლო წუთამდე
ყველაზე
ყველაფერზე
მეტად
ღმერთს
იქით
და
უ'ღმერთოდ!
***


დასასრული!^^
***
შემიფასეთ მეგობრებო<3
წინა ისტორიას ერთ-ორ დღეში სრულად ავტვირთავ
იმედია მოგეწონათთ<3
მდაჰ,გელოდებიითთთთ



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

ძალიან კარგი იყო ასეა დიდ განსაცდელს დიდი ბედნიერება მოყვება.

 


№2  offline წევრი nathali lifhonava

სტუმარი მაკო
ძალიან კარგი იყო ასეა დიდ განსაცდელს დიდი ბედნიერება მოყვება.

მადლობააა
გეთანხმებიი kissing_heart
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent