შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ადამიანი 3


17-07-2018, 22:07
ავტორი Mmarishkkka
ნანახია 1 001

დრო ისე გავიდა ვერც შევამჩნიე. კარზე ზარია, წინსაფარი მოვიხსენი სამხარეულოდან გამოვედი. კარი გავაღე და მის თვალებს ისევ გადავაწყდი....
რამოდენიმე წამით გაშეშებული ვუყურებდი მას.
-მობრძანდით.-როგორც შემეძლო თავაზიანად ვუთხარი და სახლში შემოვიპატიჟე.
ჩემს უკან ჩამწკრივებულიყვნენ ჩემებიც. (ყველამ ცალ-ცალკე უთხრა გამარჯობა) ლილიმ სუფრასთან მიიპატიჟა სტუმარი.

კომპანიებზე ლაპარაკობდნენ როდესაც ჩემი კომპანიაც ახსენეს. მას უნდოდა რომ ჩემგან დიმიტრის კომპანიის ნაწილი ეყიდა.
-თქვენ, დიმიტრისთან არა ჩემთან უნდა მოსულიყავით. რაგდან თქვენ ჩემი წილის ყიდვა გნებავთ- ვუთხარი და დანა დავდე. ნიშნის მოგებით ჩავიცინე. (ჯერ ჭამაც კი არ დამიწყია, რა საშინელებაა ღმერთო)
-მაგრამ,შენ წინააღმდეგი არ უნდა იყო არა?! მე ხომ შენთვის ამდენი გავაკეთე.-მითხრა დიმიტრიმ და ჩემს პასუხს დაელოდა. (ნეტავ უფრო ადრე გადავსულიყავი. აი რატომ უნდოდათ ჩემი ვახშამზე დასწრება) ნატალიმ ფეხზე ხელი გამკრა. და თვალები დამიბრალია. ყველა ჩემს პასუხს ელოდა.
-კარგი.- ვუთხარი მომჭრელად და ჩემს ოთახში ავედი.

ცოტახნის შემდეგ კარი ვიღაცამ შემოაღო,ლილი მეგონა. კარადასთან ვიდექი ჩემი ნივთები უნდა ჩამელაგებინა. მაგრამ მუყაოს კოლოფს ვერ მივწვდი და როდესაც ხელი ონდავ შევახე ყუთს, ვიღაცის დიდი ხელი ვიგრძენი ჩემს ხელზე.
-აქ რას აკეთებ.
-ჩვენ ფასზე არ შევთანხმებულვართ-თვალი ჩამიკრა ბატონმა დემეტრემ.
-ხვალ ჩემი ადვოკატი დაგირეკავთ. ეხლა კარგად ბრძანდებოდეთ.
-უხეში ხარ.
-კარგი.- ოთახი დავტოვე და გავიფიქრე. “უტაქტო, ჯერ მხოლოდ 1საათია მიცნობს და თურმე უხეშივარ” ქვევით ჩავედი და ლილის ვთხოვე მომეხმარე აბარგებაშითქო.

სტუმარმა დაგვტოვა. მე და ნატამ ლილის მივეხმარეთ ნივთები ჩავალაგე და გადასასვლელად მოვემზადე. სააბაზანოში შევედი წყალი გადავივლე. ჩემი სპანჯ ბობის დიდი მაისური ჩავიცვი, მაღვიძარა 6-ზე დავაყენე (სამსახურში წასვაც რომ მომესწრო) და ძილს მივეცი საკუთარი თავი. სანამ ჩავთვლდი დემეტრე, მისი მომწვანო მოცისფრო თვალები და შეხება გამახსენდა. არვიცი რატომ მაგრამ სულ მეფიქრებოდა მასზე.

დილით მაღვიძარამ დარეკა. ძალიან,ძალიან დამეზარა თავის აწვა. მაგრამ როგორღაც მოვახერხე და წამოვდექი. აწი ხომ მხოლოდ ჩემით უდა გამეღვიძა, იქ ლილი არ მეყოლებოდა. ეხლა კიდევ, სახლში მხოლოდ მე მეღვიძა. მძღოლს (მიშიკო ბიძიას ძალიან მიყვარდა ეს კაცი და თავისკ 2 წლის ტყუპები. ეს ხო ისე გადავუხვიე თემიდან) ვთხოვე ნივთების ჩატანაში დამხმარებოდა, დღეს ავაჯიც უნდა მეყიდა, ყვავილებიც, სამსახურშიც უნდა წავსულიყავი.
ჩემი ტექნიკა სახლში დავტოვე და ოთახი რომელიც მოგონებებით იყო სავსე დავაცარიელე.

სახლთან გავჩერდით და როცა მიშიკო ბიძიამ ნივთების გადმოტანა დააპირა გავაჩერე.
-გადაყარე ყველაფერი.-ცოტახნით გავჩუმდი-არაა, უფრო უკეთესი ვიცი.- და მის სახეს დავაკვირდი როგორ შეეცვალა გამომეტყველება იფიქრა მაწვალებს ეს გოგოო. მაგრამ ძალიან კარგად მიცნობს.
-რაგავაკეთო მეტყვი?
-ნივთები რომლებიც მანდ არის შეგიძლია სახლში წაიღო ან ობოლთა თავშესაფარში.... მხოლოდ თანსაცმელები და წიგნები ჩამოალაგე.-თბილად გავუღიმე.”მე ახალ ცხოვრებას ვიწყებ”

სახლი დიდი იყო. რადგან მარტო გაჩერებას არ ვაპირებდი. ჩემი ბიძაშვილი დაჩი ჩემთან უნდა გადმოსულიყო. ძალიან მიყვარდა ეს ცანცარა.
ჰო სახლზე რას ვყვებოდი?
-სახლი დიდია, წინ ბაღით და უკან აუზით. ორი ჰამაკი ვიყიდე და ბევრი პუფები ეზოსთვის. ერთი პატარა მაგიდაც. ნუ მოკლედ ეზო მოწყობილი მქონდა ტექნიკა და ავეჯი დამრჩენოდა შესაძენი. მაგრამ ლილის იმედი მქონდა.

9ზე სამსახურში ვიყავი. ადვოკატს დავურეკე და დემეტრეზე გავაფრთხილე, ფასიც მოვიფირეთ და უკან დახევას არ ვაპირებდით.

ჩემს სავარძელში ჩამძინებია და დაჩის ხმამ დერეფანში, გამაღვიძა. როგორც ყოველთვის ეხლაც გოგოებს ეფლირტავება და კომპლიმენტების ზღვას აყრის.
-ჩემო საოცრებავ- აი შენც აქ ხარ.- რუელა დევილი-ეშმაკურად გამიცინა.
-ჩემო პატარავ როგორ მომენატრე.- და ისე ძლიერად ჩავეხუტე როგორც არასდროს. მართლა ძალიან მენატრებოდა.
ჩემს კაბინეტში ყველაფერს მიედ-მოედო. ლილიმ დამირეკა და მკითხა როდის ვთავისუფლდებოდი. მაგრამ ვერ ვახერხებდი მთელიდღე მეძინა და კომპანიის ნახევარი ვიღაცა “ალქაჯისთვის უნდა დამეთმო”
-დედა მისმინე. ჩემს დიზაინერს და დაჩის გაგაყოლებ, ნატასაც თუგინდა მათ იციან რაც მომეწონება.
-კარგი საღამოს სიუპრიზი მაქვს-ტკბილად გამიცინა როგორც თვითონ იცოდა.
დაჩიმ ბევრი მეწუწუნა მაგრამ ნატას გამო წავიდა. (დიდი ხანი არ არის რაც იცნობს მაგრამ როგორც თვითონ ამბობს: რომ დაიბადა მაშინვე იცოდა რომ ის უნდა შეყვარებოდა.)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent