შიში პატივისცემა და სიყვარუილი {15}
15. თორნიკე თანდათან გამოკეთდა და სახლიდან გასვლაც დაიწყო, ანასტასია ისევ ჩაფიქრებული და სევდიანი დადიოდა, მხოლოდ იმათ ესაუბრებოდა ვინც რამეს ჰკითხავდა. ლაშას ჩამოსვლამ ცოტა გაამხიარულა, რადგან ნიკა არ ისვენებდა და არც სხვას აძლევდა ამის საშუალებას.. -ოჰ მოსულა „დოხტური“. მოიტანე შოკოლადები და მოხვედი სანახავად? -როგორ ხარ ნიკა? ყურადღება არ მიაქცია ნათქვამს, რადგან ის ყოველთვის ნიკას მხიარულ ხასიათს ყველა იცნობდა. -მე კარგად ვარ. შენი ძმაკაცი აპირებდა, წასვლას მიქელასთან და არ გავუშვით. -სად აპირებდა? გაოცებულმა გახედა თორნიკეს. -არაფერი ისეთი, მორჩა ეგ თემა. -მეგონა, მის სანახავად მოხვედი, ტელეფონი არ ჩაგირთავს ხო? -არა ჯერ. მაჩვენე რა გჭირდა! უფროს დადიანს მიუახლოვდა და ნახა ჭრილობა, წარბები შეკრა და თორნიკეს შეხედა: -ეს ვინ გაგიკერა?! ტასომ შეშინებულმა შეხედა და ძლივს გასაგონად უპასუხა: -ჩემმა ძმამ. -რაო ლაშიკო, როგორც ყველა ექიმს, არ მოგწონს სხვისი ნაშრომი? ნიკა ერთობოდა სიტუაციით. ანასაც გაეღიმა, მაგრამ ცოტა შიში შეპარვოდა სხეულში. -შენი ძმა, რამდენი წლის არის? -19-ის გახდება.. -რაა? ეს ბავშვმა გააკეთა, ასე სუფთად? ეჭვი ეპარებოდა ლაშას. -სამედიცინოზე სწავლობს. ანასტასიამ გაიღიმა, მამაკაცის გამომეტყველებაზე. - შენი ძმა გამაცანი! -ის გიცნობთ, თან ლექციას წაუკითხავთ სექტემბრიდან. -კარგი ნამუშევარია, უნდა შევთავაზო ჩემთან პრაქტიკებზე იაროს არდადაგებზე. -ღადაობ ტო? ბავშვს გინდა, ბავშვობა წაართვა? წარბები შეკრა ნიკამ და თორნიკეს გახედა, რამე უთხარის თვალებით. -ნიკამ, თვითონ გადაწყვიტოს! მხრები აიჩეჩა თორნიკემ. -ვიცი გაუხარდება, მას გინეკოლოგია აინტერესებს. ანასტასია აღფრთოვანდა, ლაშას ინტერესით. -კარგი ექიმი დადგება! ღიმილით თქვა ლაშამ, ანასაც გაეღიმა, იცოდა ნიკას ეს ამბავი გაახარებდა.. ერთ დღეს, სახლში ახლად შემოსულმა თორნიკემ, დივანზე მყოფი ანასტასიას ნაღვლიანად ჩაფიქრებულ სახეს, რომ შეხედა სურვილმა უმატა მასთან საუბრის, ჩვეული მოთმინება გვერდზე გადადო, პიჯაკიც სავარძელზე დააგდო და გვერდზე დაუდგა, დაჟინებულ მზერას საპასუხოდ ახედა და მხოლოდ მაშინ შეამჩნია, ოთახში შემოსული მამაკაცი, ფეხებს მოხვეული მკლავები გაუშვა, იატაკზე დაალაგა და დივანზე სწორად დაჯდა, თავი დახარა მორცხვად: -ბოდიში ვერ გავიგე, რომ მოხვედი. -შეიძლება ვილაპარაკოთ? გვერდით მოთავსებულ მამაკაცს, გახედა ანასტასიამ და ღიმილით თავი დაუქნია. -რამე მოხდა ისეთი, რაც უნდა ვიცოდე? -ალბათ. -გისმენ. -შენი აზრით, ადამიანებთან ურთიერთობისას, რა არის მთავარი და მნიშვნელობვანი? დასმულ კითხვას, არ ელოდა მამაკაცი, ეგონა საუბარი მოყოლით დაიწყებოდა, თუმცა იმ წუთას მისთვის მნიშვნელოანი, ანასტასიას კარგად ყოფნა იყო, მისი ერთი ღიმილი, წარმოადგენდა ცხოვრების საწყისს, რომელშიც ნათელ წერტილად მხოლოდ ამ ქალს ხედავდა. -ამ საკითხში, ობიექტური არ ვარ! -ყველა სუბიექტურ აზრს, მაშინ ვაფასებთ ობიექტურად, თუ მას ვეთანხმებით! ანასტასიას საკუთარი აზრის მშვიდი და დამაჯერებელი გამომეტყველებით დასაბუთებამ, სიამაყით გააღიმა თორნიკე. მისი რჩეული ქალი არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ჭკვიანიც იყო, ასაკის მიუხედავად ბევრისთვის მისაბაძიც, ამიტომ სიამაყით სავსე მზერითა და ღიმილით უპასუხა: -მე რასაც ვფიქრობ, ყველაფერს ჩემი განვლილი ცხოვრებისეული გზა მაფიქრებინებს, ეს კი შენთვის რთული გასაგები იქნება. -და რას გაფიქრებინებს, შენი ცხოვრებისეული გზა ურთიერთობებზე, მის პრიორიტეტებზე? -შიში, პატივისცემა და სიყვარული. -შიში პირველია? -ასეა, რადგან ადამიანურ გრძნობებს ყველას, თან ახლავს ის. -როგორ? -თუ ეშინიათ გერიდებიან, ამით გზა უმეტესად თავისუფალი გაქვს. თუ ვინმეს პატივს სცემ, ამ პატივისცემას ეჩვევიან და ეშინიათ, რომ ეს პატივისცემა არ დაკარგონ, რასაც მოჰყვება სიყვარული. -ღირს კი? შიშით მოპოვებული ყველა ეს გრძნობა. -ზოგჯერ აუცილებელიც არის, რომ გადარჩე, შეინარჩუნო, ან კიდევ დაუმტკიცო, რომ ძლიერი ხარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამის დამტკიცება გიწევს. -ესეიგი ცხოვრებაშიც შიშია პირველი. -როცა ცოვრება ურთიერთობებზეა აგებული და ამ ურთოერთობებში წარმოიქმნება გრძნობები, შიშიც თან ახლავს ყველაფერს. -სიძულვილზე რას მეტყვი? -შენ ამაზე არ უნდა ფიქრობდე, შენი სული ამისთვის ზედმეტად გამჭვირვალეა და მასში ბოროტებას ან ძალადობას ნუ გარევ! -ძალადობას?.. გაეღიმა გოგონას და განაგრძო. -ალბათ იცი კიდეც, ბიჭებს რეზი ვაცემინე. თორნიკესათვის საინტერესო თემაზეც დაიწყო საუბარი, ანასტასიამ და კითხვამაც არ დააყოვნა, თან სახეზე დააკვირდა მამაკაცი: -ნანობ? უცებ სახე შეეცვალა და ცივი, უემოციო გაუხდა სახე გოგონას. გვერდზე გაიხედა, რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ თქვა: -არა! ისეთი სიმკაცრით თქვა გოგონამ, რომ თორნიკეც კი გაოცდა და კმაყოფილს გაეღიმა: -რატომ? -ღიმილიან ნიღაბს, ამოფარებული ს...ა! ადრე მისი ძმის ნათქვამი სიტყვები გაიმეორა, იგივე ინტონაციით, აშკარა იყო, რომ ჯერ კიდევ ბრაზობდა მასზე. ამან კიდევ უფრო გააცინა თორნიკე, გოგონამ გაკვირვებულმა შეხედა და გაიაზრა სიტყვა, რაც ბოლოს თქვა.. სირცხვილისაგან გაწითლდა, ეს რეაქცია თორნიკესთვის უფრო გულიანი სიცილის მიზეზი გახდა, მისი ღიმილი იმდენად მომხიბვლელი იყო, რომ გოგოსაც გაეღიმა, თუმცა ცდილობდა თავის შეკავებას და უფრო სასაცილო იყო მისი სახე, თან ფიქრებმა გაიტაცა.. სულ რამდენჯერმე ჰქონდა ნანახი, თორნიკეს გულწრფელი ღიმილი, რომელიც ძალიან მიმზიდველი იყო და გონებაში გაამართლა კიდეც თეკლას საქციელი, ასეთი მამაკაცის „დაკარგვა“ რთულია! თავი გამოიჭირა ფიქრებში, რომელიც სიყვარულზე მეტყველებდა და სირცვილი მეტად მოედო სახეზე.. -მე როგორი ვარ? დასმულმა კითხვამ, გამოიყვანა ფიქრებიდან ანა და მის თვალებს შეხედა, რომელიც ისე ელოდნენ თითქოს პასუხი კი არა, განაჩენი იყო თორნიკესთვის. -შენ?...შენ უჟმურის ნიღაბს ამოფარებული ადამიანი. კეთილი ადამიანი. -მადლობა. ისევ გაეღიმა მამაკაცს. -რისთვის? ანასტასიას გაუკვირდა. -რომ ადამიანი ვარ შენს თვალში. თან კეთილი. -არა! მადლობა შენ ყველაფრისთვის. თვალებში უყურებდა ისე უთხრა და დაუფიქრებლად პირველივე სურვილი, რაც ტასოს გაუჩნდა ჩახუტება იყო. მამაკაცის მკერდს გვერდიდან მოეხვია, თავისი სუსტი ხელებით და მისი სურნელით კმაყოფილმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. თორნიკე ამ რეაქციითაც გაოცდა, მაგრამ საყვარელი სხეულის სიახლოვე, იმდენად ნუსხავდა მის გონებას, რომ ბედნიერმა ჩაიღიმა, ხელები მჭიდროდ მოხვია ანასტასიას და მისი თმის სურნელი, სხეულის მთელს სიღრმეში მოატარა... -ეეე ამათ უყურე რა დღეში არიან?! ოთახში ნიკა, მარი და ნიცა იდგნენ. ნიცამ ორივე გადაკოცნა და წინ დაუჯდა: -ვიცი გინდათ მარტო ყოფნა, მაგრამ არ გამოვა, ბოლო ზარისთვის თქვენი დაპატიჟება მინდა და სანამ თანხმობას არ მივიღებ არ წავალ. -თუ მიიღებ, მალე წახვალ? თორნიკესგან გაუკვირდა ნიცას დასმული კითხვა და ხელი რომლითაც საუბრობდა ჰაერში გაუჩერდა, მაგრამ სახეზე ღიმილი შეამჩნია: -სიძე კაციც, გადაიბირე გოგო? შეუღრინა ანასტასიას, ნიცამ. -არა რა, ოთახიდან გაგდება ჩვევაში ჰქონდა, ახლა ქმარიც კი მის ჭკუაზე გადაიყვანა. ანასტასია მიუჯდა მოლაპარაკე აბაშიძეს. -მოდი ჩაგეხუტო, მომენატრე. -მეც უჟმურო, მამამ მინახულოსო.. -მოვალ აუცილებლად. ანასტასია დას ეხვეოდა და კოცნიდა. -მოკლედ ბოლო ზარზე დაპტიჟებულები ხართ და უარი არ მიიღება! მაგარი კონცერიტით ვამთავრებ სკოლას, ჩემზე უნდა ილაპარაკონ სანამ ჩემნაირი არ დაიბადება და ხომ უნდა ნახოთ? თან თქვენი რჩევა მინდა. -გისმენ. თინას მოტანილ წვენს დაწვდა ანასტასია, ნიცამაც იგივე გაიმეორა და განაგრძო: -ჩემი და ბექას სიმღერა, ქორწილზე გადღებული ატვირთა სებამ, საკონკურსო გვერდზე, ბევრი ნახვების გამო მეც და ბექაც შესარჩევ ტურში მიგვიწვიეს იტალიაში. არ ვიცი რა ვქნა, წავიდე? -ვაიმე ნიცა, ამას კითხვა არ უნდა, არც რჩევა! აბა რა უნდა ქნა? გილოცავ. ანასტასიამ დას სიხარულით მოხვია ხელები, თან კოცნიდა. -მარტო არ მინდა წასვლა. -ბექა ხომ მოდის? -კი, მაგრამ ნიკა ან შენ, რომ წამოხვიდეთ. -როდის უნდა წახვიდე? საუბარში ჩაერია თორნიკე. -აგვისტოში. ჯერ ადრეა, მაგრამ პასუხი ახლა უნდათ, თან ყველაფერი დასრულებული იქნება ბანკეტი, გამოცდები და ეროვნილებიც. აშკარა იყო, რომ სურდა წასვლა, მაგრამ ვერ წყვეტდა. ნიკა ჩამოუჯდა გვერდით აღფრთოვენებით მოსაუბრეს. -ნიცა აბაშიძე, რატომ ნერვიულობს? იტალიამ შეაშინა, თუ თვითმფრინავმა? -ორივემ. -სერიოზულად გოგო? გაკვირვება დაეტყო სახეზე, უმცროს დადიანს. -რა ვქნა ჩემო ნიკოლოზ, მამაჩემს და ჩემ ძმას, სიძე კაცივით ბევრი ფული არ აქვთ და მხოლოდ ტყიბულის "მარშუტკაში" ვარ ნამყოფი. ისიც გზაში სულ მცირე ორჯერ, ჩამოგვყრიდა გზაში ხალხს და დაქოქვა, დაქოქვაში ფეხით მივდიოდით სოფლამდე, რომ არა ჯინა, ცურვასაც ვერ ვისწავლიდი. მანქანის მართვა კი ჩემმა ჯულხამ მასწავლა ისიც ტყიბულში. -აბა, ჩემმა გოგომ განათლება ტყიბულში მიიღო. სიცილით თქვა ანამ და ისევ ნიცას მიუბრუნდა: -ცურვა როდის გასწავლა? ქაჯანამ. -როდის და შენ რომ „საქართველოს კონსტიტუციას“ კითხულობდი ოთახში, მაშინ! -მერე გეთქვა სურვა უნდა მასწავლოსო. -მოიცა ნიცა, ჯულხა ვინ არის? თან შენი. ნიკა ჩაერია საუბარში ისევ და ოთახს თვალი მოავლო თომას ნატრობდა ახლო მახლო. -ბიძაშვილია, უფრო სწორად მამას მამიდის შვილიშვილი. უდარდელად აუხსნა ანასტასიამ, გაღიმებულ ძმებს. -გადაწყვეტილია მიდიხარ! მკაცრად თქვა ნიკამ და წვენი მანაც მოსვა. -ნიკოლოზ, რამე გაიგე და მე გამომრჩა? -არაფერი ისეთი. შანსი გაქვს და გამოიყენო უნდა! თუ საჭირო იქნება მე წამოვალ. -იქამდე დროა, თანხმობას მივწერთ, მისაღები გამოცდები, თუ ჩავაბარე კარგ ხასიათზე ვიქნები და წავალ მოსაგებად! -კარგი ხასიათი, რად გინდა გოგო შენ? ისედაც მოსიარულე ღიმილი ხარ! მარიმ სიცილი ვეღარ შეიკავა. -მე, მოსიარულე ქარიშხალს მეძახის ყველა და მხოლოდ შენ შემამჩნიე, მადლობა ღიპუცა. მუცელთან ჩამოსკუპდა და ფერება დაუწყო. -ააა.. ხელი მომარტყა. -იქნებ ფეხია.. ნიკა წამოხტა და სწრაფად გაჩნდა, გამობერი მუცელთან. -ნიკოლოზ ხელია, აი ნახე. -როგორ ეტყობა თითები... გაუმარჯოს ძმას! ხელი მანაც ისევე დაადო, როგორც პატარას ჰქონდა მიდებული. -ეგ ხელი მე ამიწია და დამაცადე დადიანო! ნიცა ცდილობდა, მასაც მიედო ხელი მუცელზე. თორნიკეც და ანასტასიაც მომღიმარი სახით უყურებდა მოხალისე სამეულს, ფიქრებში კი ერთმანეთის სიახლოვეზე ფიქრობდნენ და იმაზე რაზეც ისაუბრეს. ერთად ყოფნის სურვილზეც, თუმცა იმ წუთისთვის, პატივისცემა იყო მნიშვნელოვანი და სიყვარულისთვის პირველი ნაბიჯი, რომელიმეს უნდა გადაედგა. თორნიკე კი ამას არ გააკეთებდა, თუ ტასოს სურვილში არ დარწმუნდებოდა. ტასო დადიანთან საუბრის შემდეგ, მეტად მხიარული გახდა და წვნიანების ჭამას ისევ აიძულებდა თორნიკეს, მაგრამ მეტად ლაღი ღიმილით. -ისევ ეგ უნდა ვჭამო? წარბები შეკრა დადიანმა, საძინებელში სპორტულ ფორმაში მყოფმა, რომ დაინახა ლანგრით ხელში ანასტასია. -ისევ რატომ? ახლა მოვამზადე. ისეთი აღტაცებული თვალებით უთხრა, რომ დარწმუნებული იყო უარს არ ეტყოდა თორნიკე. -დიდი შეღავათია ხომ? სიცილით იკითხა, წამოდგა საწოლიდან და აბაზანაში შევიდა. განსაკუთრებით ახარებდა ანას, ის ფაქტი, რომ მის მომზადებულზე უარს არ ამბობდა დადიანი. აბაზანიდან გამოდიოდა თორნიკე, ანას მეგობრის მისვლა, რომ უთხრეს დაცვის ბიჭებმა თორნიკეს. -აკაკის, ხომ მშვიდობა აქვს? ალბათ ბრაზობს რომ არ ვინახულე. ჩაფირებულიმა ჩაილაპარაკა ანამ. -ჩადი და მეც მალე ჩამოვალ. ღიმილით უთხრა თორნიკმ, იცოდა რატომ იყო მისული, ანასთან მეგობარი. -აკაკი, როგორ ხარ? ჩაეხუტა მონატრებულ მეგობარს, გოგონა. -შენ როგორ ხარ ანნ? -კაგად ვარ ხუჭუჭა, მაშიკო სად არის? -ბარგს ალაგებს და ისიც მიმყავს. -სად მიდიხარ? წამოდი კაბინეტში ვისაუბროთ თორნიკეც მალე ჩამოვა. კაბინეტში საუბრობრით შევიდნენ, სადაც კომპიუტერში ინტერნეტი იყო ჩართული, რომელიც ნიკამ დატოვა და იოანეს ესმოდა ყველაფერი, რასაც მეგობრები საუბრობდნენ. თავიდან ყუარდღება არ მიუქცევია საუბრისთვის იოანეს, რადგან ექიმი ჰყავდა ოთახში, როცა თორნიკე ახსენეს და სიმართლის გამხელაზე საუბარი დაიწყეს სმენად იქცა: -მეგონა იცოდი, თორნიკემ სარეაბილიაციო ცენტრში, ისე დამარეგისტრირა ახლა გავიგე და უკვე მელოდებიან. -მე არაფერი ვიციდი. რა კარგია, რომ მიდიხარ, თან მაშოც მოდის ხომ?. ბედნიერი მოეხვია მეგობარს და გვერდით ჩამოუჯდა. -კი მოდის. -გამოდის გეშველათ. ჩაიცინა ანასტასიამ. -ჩვენ კი და შენ როდის აპრებ სიმართლი თქმას? -რა სმართლის? გულწრფელად გაუკვირად გოგონას. -ანა, თორნიკე მართლა კარგი ადამიანია და იმსახურებს შენს სიყვარულს. მეამაყება ასეთი კაცის გვერდით რომ გხედავ. მითუმეტეს შენი თვალები ისეთი კაშკაშაა, როცა მას უყურებ, რომ დარწმუნებული ვარ გიყვარს და შენმა ქმარმა უნდა იცოდეს ამ სიყვარულის შსახებ, რადგან ის მარადიულია! თორნიკე იმსახურებს ამის ცოდნას! დადიანი კარებთან მაშინ მივიდა, როცა ბოლო წინადადება თქვა აკაკიმ, (შენმა ქმარმა უნდა იცოდეს ამ სიყვარულის შსახებ, რადგან ის მარადიულია! თორნიკე იმსახურებს ამის ცოდნას.)!!! თორნიკეს ყბები დაეჭიმა. ხელი კარის სახელურზე გაუჩერდა და მოსმენა განაგრძო. უნებლიედ გაუჩნდა ეჭვი და ეგონა სხვა მამაკაცის სიყვარულს მალავდა ტასო, თავის თავზე ვერ იფიქრა, რადგან ჯერ კიდევ არ ჰქონდათ თავისუფალი გრძნობებით გამოხატული ურთიერთობა.. -ასე ძალიან მეტყობა, რომ მიყვარს? -კი გეტყობა. -ღმერთო რას იფიქრებს თორნიკე, მისი ძალიან მრცხვენია. -სიყვარული თუ ის გილწრფრლია სასიცხვილო არ არის და რაც მალე ეტყვი მით ნაკლებ დროს დახარჯავ მარტო ყოფნით. გაბრაზებული თორნიკე უკან გამობრუნდა ისე, რომ არც თინა შეიმჩნია და არც ნიკა. სიბრაზის გამოსახატად სპორტის ოთახში შევიდა და იქ სცადა დაგროვილი ბრაზის გამოხატვა. ანასტასიას ისე დაემშვიდიბა აკაკი, რომ თორნიკეს მადლობა ვერ უთხრა, გოგონას უკვირდა მისი არ გამოჩენა. -თინა დეიდა, თორნიკე არ ჩამოსულა? -კი შვილო, მაგრამ ძალიან გაბეაზებული იყო. წვნიანი არ უჭამია და რაც ჩამოვიდა სპორტის ოთახშია. -მისი დატვირთვა არ შეიძლება ჯერ. შეიცხადა ანამ და ფიქრი დაიწყო რაზე შეიზლებ გაბრზებულიყო თორნიკე. -ტასიკო იქნებ გააჩერო, ხელები გადაიტყავა თითქმის. გვერდით დუდაგა ნიკა მოსაუბრეებს, არც ის იყო კმაყოფილი უფროსი ძმის საქციელით. ანამაც არ დააყოვნა და მომღიმარი სახით შევიდა ოთახში, სადაც ისეთი გამეტებით იქნევდა დადიანი ხელბს და ძელზე დაკიდებულ ტომარას ურტყამდა, რომ ცოტა შეშინდა კიდეც გოგონა, მაგრამ დაზაბლობის გაფანტვა სცადა ისევ ღიმილით. -თორნიკე, რას აკეთებ? შენი ფიზიკური დაღლა არ შეიძლება ჯერ... -ანა, გადი ოთახიდან! სიტყვა გააწყვეტინა გოგონას და ისეთი ხმით, რომ გოგონა შიშით შეხტა კიდეც, მაგრამ განსაკუთრებით ანა არ ესიამოვნა, ტასოს ისე იყო შეჩვეული, რომ თორნიკესგან ანა ეუცხოვა კიდეც. -ბოდიში.. ძლივს გასაგონად თქვა და ოთახი დატოვა, აბაზანაში ისე შევიდა, რომ არავინ უნახავს, იქ კი ცრემელებით სცადა სხეულის ცახცახის შეკავება, მაგრამ უშედეგოდ. დიდი მცდელობის მიუხედავად ვერ დამშვიდდა, საწოლში დაწოლილს ზედაც არ შეხედა დადიანმა, ისე მოწესრიგდა და დატოვა ოთახი. თორნიკე კარს მიღმა გაგონილით ისეთი გაბრაზებული იყო, რომ სახლში აღარ მიდიოდა. ცდილობდა საქმეში ეპოვა ხსნა და ერთ საღამოს ჩაფიქრებულმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ანასტასიას გაყროდა, რადგან რეზი ბრეგვაძე ციხეში იყო, ანას საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მაინც დაიცავდა, მაგრამ არა როგორც მეუღლეს, არამედ როგოც ქალს.. სასწრაფოდ წამოდგა სავარძლიდან და ნიკა აბაშიძის ნომერი აკრიფა, რომელიც ნიცასთან ერთად ბარში იყო, ისიც მალევე შეუერთდა მხიარულ საზოგადოებას და ნიკასთან განმარტოვდა თორნიკე დასაუბარი ისე დაიწყეს: -ხო მშვიდობაა თორნიკე? -რადგან ანასტასიას საფრთხე არ ემუქრება, მინდა გავშორდე. ნიკას გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა და დაბნეულმა ძლივს მოახერხა ეკითხა: -შენ გინდა, თუ რამე ხდება? -მინდა თავისუფალი იყო და ისე იცხოვროს როგორც მას სურს. -გითხრა, რომ მას შენგან წასვლა უნდა? ნიკას კითხვების კორიანტელი დაუგროვდა თავში. თორნიკემ დუმილით უპასუხა მხოლოდ, ნიკამ იქვე მყოფ ნიცას გახედა და გაოგნებულმა მხრები აიჩეჩა. რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ დადიანმა თქვა: -ყველაფერს მე ავუხსნი დავითს ისე, რომ არ ინერვიულებს და ჟურნალისტებმა რომ არ იჭორაონ ჩემი დაბადების დღის შემდეგ მოვაგვარებ ამას. -ანასთან ისაუბრე უკვე? -ჯერ დავითს დაველაპარაკები! ნიკამ არაფერი უთხრა, რადგან ჯერ ანასგან უნდა გაეგო მიზეზი და მიეღო პასუხები, რასაც ვერ წარმოიდგენდა, თორნიკეს იმედგაცრუებული საუბარი იყო, ეს ძალიან აკვირვებდა თან ასე მოულოდნელი გადაწყვეტილება.. თორნიკე სანამ დავითთან წავიდოდა სალაპარაკოდ, ნატალია დაიბარა სახლში, ისიც გახარებული და ბედნიერი მივიდა მირიგდება ჩემი შვილო, მაგრამ საერთოდ სხვა სიტუაცია დახვდა, კაბინეტში შესულს ისევ ისეთი სახით შეხვდა დედას, ნატალიას ცრემლები მოადგა, მაგრამ გარეგნულად არ გატყდა, მხოლოდ შეგნიდან იშლებოდა და ყველა სიტყვა ანამცეცებდა ქალს: -ნატა, რასაც ახლა გეტყვი მხოლოდ მოისმენ და გაიგებ, ყოველგვარი შენებური ჩარევების გარეშე უნდა მორჩეს! -ასეთი რა უნდა მითხრა?.. ძლივს ინარჩუნებდა გარეგნულ სიმშვიდეს. -ანასტასიას უნდა დავშორდე! მეხის გავარდნის ტოლფასი იყო სიტყვები, რომელიც ნატალიამ და კარს უკან მყოფმა ანასტასიამ გაიგო, რომელსაც ყავის ჭიქები ეჭირა ხელში და მირთმევას აპირებდა.. -რატომ შვილო?.. ამოიხრიალა ქალმა. -ნატა, შენ რომ მშვიდად იყო დაბადების დღის შემდეგ წავალ, მაგრამ აღნიშვნა არ მთხოვო! -კი მაგრამ მე უკვე დავგეგმე... -ნატა, მომისმინე! დაბადების დღე არ იქნება! ანასტასია ამ სახლში დარჩება, რაც მის სახელზეა გაფორმებული ისიც და ჩემი მივლინებაში წასვლით დასრულდება ყველაფერი! -მან იცის? -დავითს დაველაპარაკები და მერე ვეტყვი! -იქნებ მას არ სურს? -.... ცივი და გაყინული მზერით ჩაიღიმა, წამოდგა და სავარძლის ფეხის ხმაზე ანასტასია სამზარეულოში გავიდა სხეული უკანკალებდა, თინას წყალი სთხოვა: -რა გჭირს შვილო? -არაფერი თინა დეიდა, უკეთ ვარ. შეიძლება ერეკლეს სთხოვო მამასთან წამიყვანოს? -ახლავე შვილო. -იქ დავრჩები რა დღეს. -კარგი ჩემო გოგო, ხომ კარგად არიან შენები? -დიახ, მამამ მთხოვა და მინდა წავიდე. ოთახიდან გამოსუმა ნატალიამ, თინასთან მოიკითხა ანასტასია: -ანასტასია მამამისთან წავიდა, ცოტა განერვიულებული იყო. -რატომ რამე გითხრა? წარბები შეკრა თორნიკემ. -არაფერი უთქვამს, სახეზე ფერი არ ედო და წყალი მთხოვა, მერე ერეკლეს უთხარი წამიყვანოსო.. -კარგი გავარკვევ! სახლი სასწრაფოდ დატოვა დადიანმა იფიქრა დავითმა გაიგო ნიკასგან და ცუდად გახდა, თავს დამნაშავედ გრძნობდა მაგრამ ეს სპექტაკლი უნდა დაესრულებინა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი. -ანა შვილო შემოდი. გახარებულმა დავითმა მოჰხვია ხელები, საყვარელ ქალიშვილს და ფერებით იჯერა გული, დაღლი ნიცაც მილასლასდა სახლში და ანას ნახვამ ისე გაახარა, რომ დაღლა ვიღას ახსოვდა. ბევრი აწვალა მამა-შვილი, დიანასაც გადასწვდა, შემდეგ ანას სევდიან თვალებს წააწყდა და ოთახში წაათრია: -რა გჭირს? -მშორდება ნიცა... ტირილით ამოთქვა და დას მოეხვია. -რა გშორდება, რა გჭირს? -თორნიკემ ნატალიას გამოუცხადა დაბადების დღის შემდეგ დავშორდები და ისე გავაკეთებ რომ ხალხმა ბევრი არ ილაპარაკოსო. ტირილით ამბობდა სიტყვებს და გონებაში ბარში მოსაუბრე თორნიკე და ნიკა გაახსენდა. -ამიტომ იყო ნიკა გაოგნებული? ანას უნდა ველაპარაკოო? -ნიკამ იცის? -ბარში იყო თორნიკე და რაღაცაზე საუბრობდნენ, მაგრამ არ ვიცი რაზე. ეს რატომ გადაწყვიტა, რამე მოხდა? -არაფერი ნიცა, მეგონა ყველაფერი ლაგდებოდა და გამბედაობას ვიკრებდი, რომ მასთან გრძნობებზე მესაუბრა, ის კი ახლა მშორდება.. -ჩემი გოგო შეყვარებულია! ვამბობდი! მიხარია! მიყვარხარ! ისიც მიყვარს და ყველა მიყვარს მე! მე ხომ სიყავრული ვარ! დახტოდა ნიცა და ანას უნებლიედ, სიცილი წასკდა: -შეყვარებული ვარ მაშინ, როცა მშორდება! -მოვაგვარებთ ამას, ჩემი გოგო ნუ ტირის! კარზე ზარის ხმა გაისმა და ორივეს ნიკა ეგონა, მაგრამ მისღებში თორნიკეს ნახვას არცერთი ელოდა, ნიცამ გადაულაპარაკა: -არ აგრძნობინო, რომ იცი! -რატომ? -არა მეთქი! დროს მოვიგებთ და გავიგებთ მიზეზს! -კარგი. დადიანს გაუღიმა ანამ და ისიც მალევე მიმხვდა, რომ არცერთმა არაფერი იცოდა: -ხო მშვიდობაა? -იოანემ დამირეკა, ჩამოდიან და რესტორანში უნდა წავიდეთ. გზაში გაგებული, ახალი ამბავი გამოიყენა, მისვლის მიზეზად თორნიკემ. -რატომ არ გაგვაფრთხილეს? -ნიკამ იცოდა და ყველაფერი მზად არის, დავით თქვენ და დიანას, ერეკლე დაგელოდებათ, რესტორანში მიბრძანდით. ჩვენ აეროპორტში წავალთ და მოგვიანებით შემოგიერთდებით. -მე თქვენთან მინდა ტუჩები გაბურცა ნიცამ. -მალე გაემზადები? -კიიიი. მალე გაუჩინარდა გოგონა, მისაღები ოთახიდან და სადად გამოპრანჭული, მაგრამ ანგელოზივით ლამაზი მოთავსდა მანქანაში სადაც თომა გასვიანის ღიმილი დაიმსახურა, რომელიც პერიოდულად სარკეში გამოხედავდა გოგონებს და მათი მხიარული „ჭორაობით“ ერთობოდა, იმის მიუხედავად, რომ არფერი ესმოდა, ისეთი მიმიკებით ესაუბრებოდა ანას.. იოანეს და მაკას ბევრი ახლობელი დახვდა აეროპორტში სადაც ჟურნალისტებიც იყვენე, თუმცა მხოლოდ ახლობელები, ვისაც დადიანებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. თბილი ჩახუტებისა და მოკითხვების შემდეგ რესტორანში გადაინაცვლეს, სუფრა დიდი იყო, რადგან მთელი სამეგობრო შეეკრიბა ნიკოლოზ დადიან, ოჯახის წევრები ბედნიერდებოდნენ, იოანეს და მაკას კარგად ყოფნით. სუფრაზე სადაც ანა და თორნიკე ისხდნენ მეგობრები მეუღლეებთან ერთად საუბრობდნენ, იქ რამდენიმე გოგონა იყო, რომელიც ანას პირველივე დღიდან არ მოსწონდა, თუმცა ძმები ახვლედიანის მეორე ნახევრთან გრძნობდა თავს კარგად, ამაში ნიცას ანცი ხუმრობებიც ეხმარებოდა. საბოლოოდ დაკოს და ნუნუკას უხეში დამოკიდებულების მიზეზი თეკლა აღმოჩნდა, რადგან მასთან მეგობრობდა ორივე. -ანასტასია, ჩვენ რატომ არ გეკონტაქტები? დაკო ცდილობდა უხერულად ეგრძნო ანას თავი, ან მისი ყურადღება მიექცია, ვერ გაიგო მიზეზი, მაგრამ მშვიდი გამომეტყველებით ცდილობდა მათთვის ყურადღება არ მიექცია. -დაკო კონტაქტი მოუხერხებელია, როცა მანძილი დიდია. სოფი ახვლედიანმა, სიცილი ვეღარ შეიკავა და ამაზე დაკო ძალიან გამწარდა, ეს გოგო მოსწონდა, სურდა მასთან მეგობრობა, მაგრამ ვერ მოახერხა, ანასტასიათი კი მალევე მოიხიბლა და თეკლას გამო გაბრაზებულს ეს ფაქტიც აღიზიანებდა. -სურვილია მთავარი, თორემ მანძილს რა მნიშვნელობა აქვს? ანამ გვერდით მყოფ თორნიკეს გახედა, რომელსაც გამომეტყველება არ შეცვლია ისევ შორს იჭერდა მისგან თავს, როცა ამას სხვა ვერ ამჩნევდა. ნიცამ კი დაკოს ჭკუის სწავლება თავის თავზე აიღო. -არ შემიძლია არ დაგეთანხმო ქალბატონო დაკო, სურვილი უპირველეს ყოვლისა, მაგრამ იძულებით სურვილს ვერ წარმოშობ! -გეთანხმები ნიცა, ყველაფერი სურვილით უნდა ხდებოდეს. ახვლედიანის ქალმა ნიცას მოუწონა აზრი. ნანუკამ დაგროვილი წყენა, სოფის მიმართ გამომაჟღავნა და დაცინვა სცადა: -ეს ვინ საუბრობს მორწმუნე ქალი? ანასტასიამ მოთმინება დაკარგა: -რწმენა რა შუაშია? -ვაიმე არ იცი სოფი თავმოკლული მორწმუნეა. ეგონა ანასტასიას ამით სოფიზე აზრს შეაცვლევინებდა, მაგრამ იმ საკითხს შეეხნენ, რომელიც მისთვის ძალიან სუფთა და შეუხებელი იყო, ანას გაეღიმა. -ამაში სასაცილო რა არის? რწმენა სუფრაზე განსახილველი არ უნდა გახდეს, მითუმეტეს დასაცინი! -ვაიმეე.. არ მითხრათ, რომ თორნიკე დადიანის მეუღლე მორწმუნეა! სიცილით თქვა დაკომ, რომელსაც გაოცებაც კი ეტყობოდა. ანამ თორნიკეს გახედა და ისევ ის თვალები ნახა, რომელიც გამჭვირვალე იყო, ცივი და უემოციო, ფერს აღარ იცვლიდა, როგორც აქამდე, გაბრაზებამ სხეულში დაუარა გოგონას და მეტად მაკაფიოდ სცადა მისი გაბრაზებაც, ეგონა გაბრაზდებოდა. -ვერც თორნიკე დადიანი და ვერც ვერავინ, შემაცვლევინებს აზრს, მე მორწმუნე ვიყო, თუ არა! -მაშინ ჯვარი რატომ არ დაიწერეთ? ამ კითხვაზე ცივმა ოფლმა დაასხა ანას, გული ეტკინა რადგან მის სურვილს კი არ სცა პატივი დადიანმა, არამედ უფლის არ სწამს! თორნიკეს გახედა, რომელსაც ოდნავ შეცვლილი ჰქონდა გამომეტყველება, ინტერესი ეტყობოდა სახეზე, თუ რას ფიქრობდა ანა. გონებაში ხშირად ჩაესმოდა, დასმული კითხვა, მაგრამ გონება მოიკრიბა: -ჯვარს მხოლოდ მაშინ იწერენ, როცა ორივეს სწამს და ეს არ ცვლის ჩემს რწმენას! -კარგი რა ანასტასია, როცა მეუღლე სხვა შეხედულებების მატარებელია და შენ სხვა მასთან გაჩერებას რა აზრი აქვს? -დაკო შენ მხოლოდ იმიტომ არ გწამს უფლის, რომ შენი მეუღლე თენგო ათეისტია? დაბნეულმა შეხედა გოგონას, შემდეგ მეუღლეს და ისევ გოგონას. -ერთი მიზეზი ან არგუმენტი დამისახელე, რატომ უნდა მწამდეს? ყველანი გაჩუმებულები უსმენდნენ, ამ დიალოგს, თითქოს ერთხელ და სამუდამოდ უნდა განეხილათ ეს ყოველივე: -სიტყვა- რწმენა მოიცავს უპირობო და უანგარო სიყვარულს, ამიტომაც მას არგუმენტები არ სჭირდება! გაეცინა დაკოს და ბიჭებსაც ღიმილმა გაუპო ბაგე. -ეგ არ არის პასუხი, მოვრჩეთ ამაზე კამათს! -ანა არ ღირს, ჩემს გამო ამათთან კამათი. სოფიმ სცადა სიტუაცია განემუხტა, მაგრამ ანა სიმშვიდეს არ კარგავდა, არასოდეს უჭირდა დასაბუთებით საუბარი, დაკო იყო ემოციურად დაძაბული, თუმცა ცდილობდა და ახერხებდა დამალვას, შინაგანი შფოთვის. -დააცადე სოფი, ჩემი და საყვარელ სიტუაციაშია ახლა. სიცილით უთხრა ნიცამ, სოფის და ორივემ გაიცინა. -არა თენგო, მე არ დამისრულებია და არც ვკამათობ, ვცდილობ ავუხსნა, თქვენს მეუღლეს, რატომ მწამს უფლის! რადგან არგუმენტებს ითხოვთ, გეტყვით, როგორც ვიცი - ფიზიკოსი და ფილოსოფოსი ბრძანდებით ხომ ასეა? -დიახ. გაოცდა კაცი, მისი ორივე პროფესია იცოდა, ამ პატარა გოგონამ და მის მეუღლეს კარგად, არც კი ჰქონდა გარკვეული, რა ტიტულს ფლობდა პროფესორი თავის სფეროში. ეს ფაქტი ბიჭებისთვისაც კი უცხო იყო, თორნიკეს ინტერსმა სძლია და საყვარელ ქალს გახედა: -ამიტომ მათ მოსაზრებებს გამოვიყენებ არგუმენტად, რადგან მათ ბევრი თქვენგანი იცნობს, მათგან ბევრი აღიარებდა შემოქმედს! ლუი პასტერის ციტატას გავიხსენებ: -„ რაც უფრო ღრმად ვეცნობი ბუნებას, მით უფრო ვიხიბლები შემოქმედის სწორუპოვრობაში. ლაბორატორიაში მუშაობისას ღმერთს ვევედრებით, კეთილად წარმართოს ჩვენი მოღვაწეობა.“ -იცი ვინ იყო პასტერი? გაბადრული სახით ჰკითხა თენგომ, რომელიც უკვე ანათი მოხიბლული იყო. -ფრანგი მეცნიერი, მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის ფუძემდებელი. ასევე კაროლინა გერშელმა, რომელიც გერმანელი ასტრონომი ქალი იყო განაცხადა: -„რაც უფრო ვითარდება მეცნიერება, მით მეტი დამამტკიცებელი საბუთი ჩნდება იმისა, რომ არსებობს მარადიული, შემომქმედი და ყოვლისშემძლე გონება.“ ლაშა, გამოცდილი ექიმი ბრძანდებით და მაინტერესებს, თქვენს საქმინობაში ერთხელ მაინც არ ყოფილა შემთხვევა, როცა გიფიქრია, რომ მხოლოდ უფლის ნებით დასრულდა ყველაფერი?! ლაშამ ღიმილით დააქნია თავი. -ძალიან ბევრჯერ ჩემო ტასო. -იმედი მაქვს საკმარისია, რაც ვთქვი იმისთვის, რომ პატივი სცეთ ჩემს რწმენას და მეც პატივ ვცემ, თქვენს შეხედულებებს, ამ რწმენის მიმართ. -ჩემი გოგო ფორმაშია, ახლა წამოდი ვიცეკვოთრა. წამოდგა ნიცა და ნიკოლზ დადიანთან ერთად მხიარულად განაგრძეს დროს ტარება. თორნიკესთან იოანე მივიდა: -რა გოგო გყავს თოკო ხედავ? -ვხედავ. -რაღაც უნდა ეთქვა შენთვის და უკვე გითხრა? თორნიკეს სუნთქვა გაუხშირდა და აღელვების დასაფარად სიგარეტის ბოლში გაეხვა. -რა უნდა ეთქვა? იოანეს გაეღიმა და მხარზე ხელი დაადო: -ჩამოსვლას რომ ვაპირებდი ნიკას ველაპარაკებოდი და სკაიპი ჩარული დატოვა, მის მეგობართან ერთად იყო კაბინეტში და მან აიძულა ეღიარებინა რომ უყვარხარ, მაგრამ ძალიან სცხვენია შენი, ჰგონია რომ არასწორად გაიგებ, ძალიან გამოუცდელია ხომ ხვდები არა? -შენ ყველაფერი გაიგე რაზეც ისაუბრეს? -ჩავიწერე კიდეც. მერე რომ ვაწვალო ხოლმე. -ნიკაც ეყოფა, შენ მაინც შეეშვი. -ვერ ხედავ რა ქალია? თუ მოინდომა ნატალიასაც ჩამოიტოვებს. ორივეს გაეღიმათ და ძმასთან მოცეკვავე ანასტასიას გახედა, უცებ წამოდგა და მიუახლოვდა ორივეს. -დამითმობ? -რასაკვირველია. ცეკვის დროს, ხელი მჭიდროდ მოჰხვია, საყვარელ ქალს და მისი სურნელით ტკბებოდა. საღამომ მშვიდობიანად ჩაიარა. -თონიკე რაღაც მინდა გთხოვო. -გისმენ. -ნატალიამ მთხოვა და მინდა ეს სუვილი შეუსრულო. -არ ავღნიშნავ და ნუ ცდილობ. -ის დედაშენია და შენგან ერთი დღე, ეკუთვნის დაუმადლებლად, როგორც მას სურს! ანას გაბრაზება შეპარულ თვალებს შეხედა და დუმილის შემდეგ გაუაზრებლად დასცდა პასუხი: -კარგი იყოს ერთი დღე! ანამ ბედნიერი ღიმილით ახედა ერთი თავით მაღალ მამაკაცს და მხარზე დადებული ხელი კისერზე დაადო, მეორეც იგივე ადგილას მოათავსა და ისე განაგრძეს ცეკვა.. მეორე დღეს ისევ დედ-მამის სანახავად იყო მისული ანასტასია და ძალიან ნერვიულობდა იმაზე რომ ერთ დღეში დასრულდებოდა ყველაფერი, ყველაზე მეტად მიზეზის არ ცოდნა ტანჯავდა.. ფიქრებში წასულ აასტასას ხელი აუქნია პატარა აბაშიძემ: -ჰეი რაზე ფიქრობ? -რა იქნება ხვალ და მის შემდეგ. -ბედნიერად იცხოვრებთ! -კი აბა როგორც შენ იტყვი. -დიახაც, კარგი საჩუქარი მოუმზადე და აუხსენი რომ ძალიან გიყვარს! -რა უნდა ვაჩუქო? -განსაკუთრებულად ვნებიანი ღამე! ისეთი კი არა როგორიც ყოველთვის, გიჟური და ცეცხლოვანი! წარბების თამაშით გაილოკა ტუჩები რაზეც ანას გაეცინა, რადგან მსგავსი ურთიერთობაარ ჰქონდათ და ეს ნიცას ვერ წარმოედგინა.. -ეგეთი ღამეები, საერთოდ არ გვაქვს.... -რააა ....მაშინ რატომ გიკვირს, რომ გშორდება? გოგო შენ გიჟი ხარ? ასეთი კაცი, გვერდით გყავდეს და მოფერების სურვილიც არ გაგიჩნდეს?.... შენ აშკრად პრობლემა გაქვს აი აქ! შუბლზე ხელი მიარტყა ნიცამ დაიკოს.. -ფუ რა გარყვნილი ხარ. მე საჩუქარზე გკითხე და შენ რაზე საუბრობ?.. -ხო და საუკეთესო საჩუქარი იქნება! მე, რომ მაქვს ახალი საღამური იმას გაჩუქებ და ინიციატივაც შენ გამოიჩინე!... -სანცვლოდ რას მთხოვ? ღიმილით ჰკითხა ანასტასიამ. -ერთი დღით მათხოვე შენი ბარათი, მეუღლემ რომ გაჩუქა. სახე დამანჭულმა გამოუცხადა, უმცროსმა აბაშიძემ.. -და შენს საღამურში გადავიხადო, ბევრად მეტი, ვიდრე შენ? -აბა მიკიმაუსებიანი პიჟამათი მოეფერე! არა თახვებიანი უფრო გამომწვევია! ენა გამოყო, უკმაყოფილო სახით ნიცამ. -სხვა რამეს მოვიფიქრებ! -ამაზე კარგს ვერა! თან მიახვედრებ, რომ გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს! -მაშინ წავალ და ვიყიდი! გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ანასტასია, წამოდაგა და ნიცამ დაცინვა დაუწყო.. -შენ მაღაზიაში რის ყიდვს აპირებ? ასეთის? ამას უნდა ვუყურო! -მე არა, შენ იყიდი მე უბრალოდ ავარჩევ. -მაშინ მეც ვიყიდი! -ხომ გაქვს უკვე? მეტი რად გინდა? -ეჰ ანნ, რომ ვიცოდე ოდესმე თომა ჩემს ოთახში შემოიხედავს, ამათ არასოდეს გავიხდი! -არ ხარ ნორმალური! -რა ეჭვი გეპარებოდა აქმდე? -უფრო სწორად, იმედი მქონდა... საყიდლებზე სიარულის დრო ბევრი არ ჰქონდათ, თუმცა ნიცას გამჭოლი მზერით არა მარტო საღამური, არამედ ახალი კაბაც კი შეარჩიეს, რესტორანში დაგეგმილი ვახშმისათვის.. დაქანცული შელასლასდა სამზარეულოში. თინა დეიდა მოიკითხა, ცივი წვენი დალია და აბაზანაში გამოიკეტა ანასტასია. მოწესრიგებული იყო და მისაღებში რამდენიმე წიგნი ჰქონდა გადაშლილი და მეცადინეობდა, კარის ხმაზე თავი მაღლა ასწია და თორნიკეს დანახვისთანავე გაუღიმა, წიგნები დახურა, მიალაგა და ვახშმისთვის სამზადისში გართულ თინას მიეხმარა. მღელვარება დროის გასვლასთან ერთად ემატდბოდა ანასტასიას, მაგრამ დამალვას ახერხებდა.. საღამოც ისე გავიდა ზედმეტი არაფერი უთქვამთ, რადგან თორნიკე კაბინეტში იყო და საბუთებს ამოწმებდა, იოანესთან საუბრის მიუხედავდ მაინც ფიქრობდა ანასთან გაშორებას, არ იჩენდა გოგონა ინიციატივას ამიტომ ვერ დააძალებდა ვერფერს. თან ფიროდა რომელი დრო შეერჩია ისეთი, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიექციათ მისთვის, თვითონ კი საერთოდ წავიდოდა საქართველოდან.. ამ ფიქრებმა ისე გაიტაცა საქმე სულ მიავიწყდა, მხოლოდ მშინ დაუბრუნდა სხეულს თინამ, რომ დაუკაკუნა და გააფრთხილა დაძინებას აპირებდაა. მანაც საათს დახედა, თორმეტი სრულდებოდა და თვითონაც საძინებლოსკენ წავიდა.. ამჯერად ოთახში მეცადინეობდა ანა და ოთახში შესვლისთანავე გაჩერდა: -მეგონა გეძინა, თუ ბევრი დაგრჩა დაბლ ჩავალ.. -არა, უკვე ვასრულებ. დაბნეულმა გაუღიმა, თორნიკეს ეუცხოვა მისი ქმდება, მაგრამ არაფერი უთქვამს, აბაზანიდან მალე გამოვიდა და საწოლს მიაშურა. ანაც მალევე გამოვიდა შავი ფერის მაქმაინებიან გამჭვირვალე საღამურში გამოწყობილი, რომელიც ნიცამ აურჩია.. გვერდულად დაწოლილ თორნიკეს, მღელვარებისგან ათრთოლებული ხელები მოხვია და კისერში აკოცა გოგონამ. თორნიკეს ეგონა სიზმარში იყო, მაგრამ დავლილმა ჟრუანტელმა მამაკაცი, გოგონასკენ შეაბრუნა. გოგონამ მოუხერხრბლად, მაგრამ მაინც შეძლო ზემოდან მოქცეოდა მამაკაცს.. ანას დაბნეულობასა და მცდელობაზე ჩაეღიმა კიდეც, მაგრამ რამდენიმე წამიანი ფერება ნელ-ნელა უწყვეტდა მოთმინების უკანასკნელ სიმსაც დადიანს.. -ტას გაჩერდი! ........ გოგონას მონტრებული ტას ესიამოვნა, ამიტომ განაგრძო მცდელობა, რომ არ გაჩერდა, ორივე ხელი დაუჭირა თორნიკემ და წამოჯდა. -ანასტასია რა გინდა? -არაფერი მხოლოდ ეს!. ტუჩებზე ვნებისნად აკოცა.. ეს მართლა კარგად გამოუვიდა ისე იყო მონდომებული. -არ მინდა ინანო.. -ვიცი. პასუხთან ერთად, კოცნა გაიმეორა და შეეცადა მამაკაცი საწოლზე დაებრუნებინა. ისიც დაჰყვა მითითებას. გოგონა ყელისკენ გაუყვა გზას კიცნით, შემდეგ ზემოთ და ტუჩებთან მყოფმა ხელი მკლავზე ჩააცურა ნაზად და სცადა მამაკსცის თეთრეულით გათავისუფლებას.. ანა ყველსფერს ისე აკეთებდა, რომ მხოლოდ სუვილი იყო დიდი.. არც გამოცდილება და არც მოხერხებულობა ჰქონდა მას.. უცებ გაჩერდა გოგონა და თვალებში ყურება დაუწყო მამაკაცს, რომელსაც ვერ ხედავდა, უბრალოდ გრძნობდა, რომ უმზერდნენ: -რატომ ერთობი, ჩემი მოუხერხებელი ქმედებით?... არეული ინტონაციით ჰკითხა და თორნიკემ ერთი მოძრაობით სუსტი სხეული ქვემოდან მოიქცია, მალევე საგულდაგილოდ შერჩეული საღამური, იატაკზე აღმოჩნდა. ვნება მორეულ და დაბნეულ გოგონას სახეზე დახედა, მკრთალ შუქში მხოლოდ მისი სახის კონტურს ხედავდა, მაგრამ გრძნობდა მის გულის ცემას და ეს იმ წუთას ყველაზე ძვირფასი განცდა იყო მამაკაცისთვის.. -ტას, დარწმუნრბული ხარ?.. წამიერად გაიფიქრა გოგონამ, ეს უკვე მოხდაო და გაახსენდა, თუ როგორ დასვა თორნიკემ იგივე კითხვა, პირველ ღამეს და ეს ფაქტი, მეტად არწმუნებდა იმაში, რომ მაშინაც თვითონ იყო ინიციატორი.. ცრემლებმორეილმა თავი წამოსწია და ისევ აკოცა მამაკაცს, რადგან საუბარი მის ცრემლებს გამოააშკარავებდა.. მამაკაცი მიხვდა ამ მოქმედებით, რომ ტასოს ეს სურდა და მაშინვე სხეულზე შერჩენილი პატარა ნაჭერი- "ბიკინიც" მოშორდა გოგონას და დადიანის მკლავრბში სულ ჩაიკარგა.. იმ წამს, ვნებისგან გაბრუებულმა და ბედნიერებით გაშლილმა ანასტასიამ, მამაკაცს ტუჩებთან უჩურცულა... -დაბადების დღეს გილოცავ! ღიმილით დაუბრჯნა კოცნა, საყვარელ ქალს და მჭიდროდ მოხვია ძლიერი ხელები. -მადლობა. ყელზე მოხვეული მკლავები, მალე მოუდუნდა, სუნთქვა არეულ გოგოს და დილამდე მხოლოდ სიზმრებში მოგზაურობდა. დილით ადრე გაღვიძებული დადიანი კი, ბალიშს მიყრდნობილიყო და დაჰყურებდა გოგონას მოშიშვლებულ ზურგს, რომელსაც გაშლილი წაბლისფერი თმა უფარავდა მხოლოდ... ფიქრობდა და „ეშინოდა“, რომ ანას ისევ იჩხუბებდა. ფიქრებში გართულმა, სიგარეტის მოწევა გაუაზრებლად დაიწყო და ანას სუნზე გაეღვიძა კიდეც.. მხრებში გაიშალა და გადმობრუნდა ღიმილით. -დილამშვიდობის. -დილამშვიდობის. დამავიწყდა, მოვწევ და შემოვალ. გაახსენდა რომ ბოლი აწუხებდა ანასტასიას. -არაუშავს, აქ იყავი! არ გაუშვა და კიდევ აკოცა ამჯერად ლოყაზე. -კიდევ ერთხელ გილოცავ იუბილეს, როგორც ნატალიამ თქვა ამ დროს უკვე დაბადებული ხარ!... -მადლობა. -მადლობები არც მე მიყვარს. მხრებში გაიმართა, ისიც მიეყრდნო ბალიშს და მუხლებს ორივე ხელი მოხვია. -ტას, ეს რატომ გააკეთე? შეგეძლო ნებისმიერი საჩუქარი გეყიდა. -შენივე ფულით მეყიდა, შენთვის საჩუქარი? სიმწრით ჩაეღიმა და ნაწყენმა ჩაილაპარაკა: -გასაგრბია! გაბრაზდა საკუტარ თავზე, რომ იმედი მიეცა. ღრმად ამოისუნთქა და დგებოდა საწოლიდან, მაგრამ ანა მიხვდა, რომ არასწორად გამოუვიდა ნათქვამი და შეაჩერა.. -მოიცადე თოკო. არასწორად გაიგე, უფრო სწორად მე გიხსნი გაუგებრად.. ის რაც გუშინ მოხდა, იყო მხოლოდ და მხოლოდ სურვილი! მამაკაცის სახეს მისი თხელი თითები მოხვია და ისე ვნებიანად კოცნიდა უკვე დაგემოვნებულს.. -და ახლაც მინდა! ღიმილით ამოილაპარაკა, მამაკაცის ტუჩებთან ანამ და კოცნა უფრო თამამი გახადა, რამდენიმე წამი თორნიკე, მომხდარის გააზრებას ცდილობდა, უფრო სწორად დარწმუნებას, რომ ნამდვილად ხდებოდა ყველაფერი. შემდეგ მკლავები მოხვია გოგონას და მთელი გრძნობით გადაეშვნენ ვნების მორევში, ისე რომ არცერთს არ ახსოვდა მთელი დღის გეგმები, რომ რესტორანში ხალხი იყო მიწვეული.. არცერთი არ პასუხობდა ტელეფონს, არცერთს არ ახსოვდა ირგვლივ არაფერი, გარადა ერთმანეთისა, ეს იყო სიყვარული, რომელსაც არცერთი არ გამოხატავდა და არცერთმა იცოდა, რომ გრძნობა სხეულის სიღრმეში ჰქონდათ ორივეს საკუთრად!.. ბერვრჯერ დარეკილი და უპასუხო ზარები მოთმინებას აკარგვინებდა ნატალიას, რომელიც დიდი მონდომებით აწყობდა საამაყო შვილის დაბადების დღეს, რომლის აღნიშვნაზეც ანასტასიას დახმარებით დაითანხმა თორნიკე, რომელიც ჯერ კიდევ არ ურიგდებოდა დედას.. სახლში ქარიშხალივით შევარდა ნატალია და ძიძას მკაცრი ტონით გამოუცხადა: -ვიცი თინა, აქ არ უნდა მოვიდე, მაგრამ არ გაბედო და არ შემაჩერო! ანა დამპირდა და ეს, თუ თორნიკეს ბრალია, გეფიცები ცხოვრებაში ვეღარ მნახავს!... კიბის საფეხურებს სწრაფად აუყვა და საძინებლის კარი გაბრაზებულმა შეაღო... უცებ ნანახმა თვალები გაუფართოვა.. მამაკაცის სხეულზე, ზემოდან იწვა გოგონა, თხელი საბანი მხოლოს წელს უფარავდა, მამაკაცის მკერდზე თავი ედოდა მშვიდად ეძინა, თითქოს სურნელითა და რიტმული გულისცემის მოსმენით ტკბებაო, თორნიკეს მკლავები შიშველ ზურგზე მჭიდროდ მოხვედა გოგონას და თავზე ტუჩებ მიდებული სურნელით გაბრუებულს მშვიდი სახით ეძინა.. სასიამოვნო ჟრუანტელმა დაურა სხეულში ქალს, ასეთი სურათი ნამდვილად ვერ წარმოიდგინა, რადგან მან ყველაფერი იცოდა, იცნობდა საკუთარ შვილს და ისიც იცოდა რომ ანასტასიას სურვილის საწინააღმდეგოდ არასოდეს მოიქცეოდა, ამის გამო იყო ნაწყენი თორნიკე მასზე... კარი უხმოდ დახურა და ცრემლებს საშუალება მისცა თავისუფლად ევლოთ სახეზე, ბენიერი ღიმილით მივიდა კიბესთან მდგომ თინასთან და ჩაეხუტა, რადენიმე წამი ჩახუტებული ჰყავდა და შემდეგ გასასვლელისკენ წავიდა: -არ უთხრა რომ ვიყავი.. თუ უნდათ ნუ მოვლენ.. ამ სიტყვებით დატოვა სახლი და გაოგნებული ქალი, რომელმაც ვერაფერი გაიგო, მაგრამ იმას ნამდვილად ხვდებოდა, რომ ნატალია ნაწყენი არ იყო.. რაც ნატალია წავიდა, თორნიკემ მალევე გაიღვიძა და ჩვევას არ უღალატა, თავზე ტუჩები მიაკრა ქალს, რომელსაც ჯერ კიდევ მშვიდად ეძინა და არ აპირებდა მამაკაცის სხეულს მოშორებოდა. ზურგზე თითები ნაზად აატარა მამაკაცმა და მისი გაღვიძება სცადა: -ტას, გაიღვიძე. გოგონამ თავი შეაბრუნა, თითქოს გვერდი იცვალა და უკეთ მოეწყო მის მკერდზე, თორნიკეს გაეღიმა, ისევ აკოცა თავზე და შემდეგ, ნიკაპით თავი მისკენ ააწევინა, რომ გამობერილ ტუჩებს შეხებოდა.. -ცოტახნით ვიყოთ რაა. -ტას ძალიან გვიანია და ნატალია შემოგვივარდება სახლში.. უცებ ჭყიტა თვალები და ადგილიდან არ დაძრულა ისე ჰკითხა: -რომელი საათია? -ორი. -რაა, ამდენი ხანი მეძინა? წამოხტა და საბანთან ერთად წავიდა აბაზანაში, თან საუბრობდა.. -ნატალია უფრო დამინდობს, ვიდრე ნიცა. კარი ჩაკეტე, თორემ შემოვარდება ის გიჟი! თორნიკემ სპორტული შარვალი აიღო კარადიდან და აივანზე გავიდა სიგარეტის ბოლში გახვეული იყო, ეზოში შემოსული ნიცა, რომ დაინახა სწრაფი ნაბიჯით მომავალი, რომელმაც ხელი აუწია აივანზე მდგომს: -სიძე რა კარგია აივანზე რომ დგახარ, არ გაინძრე მანდ იდექი ოთახში ვაპირებ შემოსვლას და ცუდი რაღაცეები არ დამანახოთ მე! ჩემთვის არ შეიძლება. თორნიკემ თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ხელით ანიშნა ამოდიო.. სანამ ანასტასიამ თავი „მოიკაზმა“ და თორნიკემ რესტორანში სიტუაცია შეამოწმა.. მისაღებში ელოდა აბაშიძის ქალს, უკვე გამოწყობილი დადიანი. -აბა, რას იტყვი? ანასტასიას ხმაზე შებრუნდა და გამჭვირვალე თვალის ფერი, მაშინვე გაულურჯდა, სახე კმაყოფილი ღიმილით შეეცვალა, ისე დაიძრა გოგონასკენ: -როგორ არ ვიწამო შენი ღმერთი, ასეთი ლამაზი მოგავლინა და ისიც ჩემთან! გოგონამ მხრებზე დაალაგა ნაზი მტენები და მოწყვეტით აკოცა: -მიხარია, რომ მოგწონს. გათამამებული ანასტასია, იმდენად მოსწონდა დადიანს, რომ იმ წუთას ნაფიქრი აზრები გაუზიარა: -კაბის გარეშე ჯობია. -რამდენიმე საათი მოცდა მოგიწევს! არც ანასტასია დარჩა ვალში და გასასვლელისკენ ჩვეული გრაციოზულობით წავიდა... პ.ს. უამრავი ბოდიში დაგვიანებისთვის, არ გადამიხედავს ვერ ვასწრებ და მაპატიეთ შეცდომები, ველოდები შეფასებებს, თქვენი თითოეული სიტყვა ბევრს ნიშნავს ჩემთვის. მიყვარხართ ლილე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.