შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 33


19-07-2018, 05:56
ავტორი zia-maria
ნანახია 2 676

როცა უკვე დიდი ადამიანი ხარ,გაქვს დიდი შესაძლებლობები,როცა თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობ,ადამიანი იწყებ საკუთარი ენერგიის გამოყენებას,და შენს ირგვლივ ყველა ხედავს შენი ხასითის სიმტკიცეს.ფული,განათლება,საკუთარი ბიზნესი და რა აკლია სრულ ბედნიერებას? ოჯახი,საყვარელი ადამიანი და შვილები.ეს ყველაფერი კი არ ხდება თუ სიყვარული არ ეწვია გულს.დღეს ძალიან იშვიათია ხანგრძლივი მომავალი,როცა გვერდით გყავს ადამიანი წლების თუნდაც თვეების მანძილზე და იქ მხოლოდ სხეულის სიახლოვეა და არა სულიერი სიახლოვე,არ ხარ გრძნობებში დარწმუნებული,იქ ვნებაც ნაცრდება და მათში ნარჩენი ვითომ სიყვარულის კვალიც ქრება,მაგრამ შესაძლებელია გავიდეს დრო და სწორედ ამ სიყვარულმა შეგახსენოს თავი თუნდაც 22 წლის შემდეგ. სინანული მიხვდე და გაიხსენო მისი არსებობა, მაგრამ გაგიჭირდება დროის უკან დაბრუნება,ამიტომ ძალიან გვიან არის სინანულიც ამ საკითხზე.ამ სინანულმა კი შესაძლებელია ერთ დღეს მოულოდნელად დაგაცხრეს თავზე ისე,რომ შოკში ჩავარდე და ენაც დაგიბრუჟოს ისე რომ სიტყვაც ვერ თქვა.
-გულო ბებო დღეს შეიძლება ადრე წავიდე?
-რა ხდება ხვიჩა შვილო.
-ჩემს გოგონას დღეს დაბადების დღე აქვს და დავპირდი პარკში გაგასეირნებთქო.
-წადი შვილო,მაგრამ არა მოიცადე აქ დამელოდე.გულო ბებო სახლში შებრუნდა და მალე დაბრუნდა უკან ხვიჩას რამოდენიმე 50 ლარიანი გაუწოდა და უთხრა.
-ეს დღეს ჩემგან პატარას და ძალიან გამახარებ ერთ დღეს თუ მომიყვან.
-მადლობა გულო ბებო,აუცილებლად მოვიყვან.გახარებული მიდიოდა ხვიჩა და გულო ბებომაც თვალი გააყოლა.
-დედააა, საუზმე მზად არის?
-არა,არ მომიმზადებია.
-რატომ?
-რატომ და დროა მიხვდე რომ შენი დედა დაიღალა და შენ გჭირდება ადამიანი გვერდით ვინც მოგემსახურება.
-თუ დაიღალე ვინმე ავიყვანოთ,ეს რა ძნელი მოსაგვარებელია?
-ალექსი ისე ნუ იქცევი, რომ თითქოს ვერ გებულობ რას ვითხოვ შენგან.
-ოხუუუ,არ გათენებულა ჯერ წავალ გარეთ ვსაუზმებ.
-ამ ერთ კვირაში ვინმეს არ მოიყვან და გეფიცები განანებ.ალექსიმ შეხედა მის წინ მდგარ დედას და წარბი ასწია,რადგან მიხვდა გულო არ ხუმრობდა.
-ასე უცებ ერთ კვირაში ვინ მოვძებნო ადამიანო.
-მართალია 48 წელია ვერ მოგიძებნია და ერთ კვირაში მოძებნი? მე გაგაფრთხილე,გეფიცები განანებ.სახლში ალიკა შემოვიდა და გაოცებული უცქერდა კიბეებზე მიმავალ გულოს და შემდეგ ალექსის უთხრა.
-რა გჭირთ,რატომ გააბრაზე ჩემი ბუნჩულა გულო.
-გააფრინა,გეფიცები დღეს ვერ ვცნობ.არც საუზმე მოამზადა და მეუბნება ვინმეს თუ არ მოიყვან ერთ კვირაში განანებო.
-კარგი რა,შეგაშინა.
-მგონია მარტო შესაშინებლად ეთქვა,ძალიან გააზრებულად და სერიოზულად თქვა.
-ხომ ხარ იმ ქალთან ისევ მოიცა რა ჰქვია?გამახსენდა,მარინა.
-დარწმუნებული ხარ მასთან იმიტომ ვარ,რომ დავქორწინდები? კარგი რა ის ხომ მხოლოდ ფულის მონაა.
-მაშინ ერთი ვარიანტი არის.
-რა ვარიანტი?
-შევასახელოთ მარიამი და ვიღაცას გამოგიძებნის,ნინი და დემეტრე ხომ დააქორწინა.
-მარიამი მართლა რა გიჟია ეს ბავშვი.
-რაღა ბავშვი ალექს გაიზარდა,სულ მალე გაუფრინდება გიორგის სახლიდან და მერეა ცოდო. ახლა ჯერ კიდევ ახლოს ყავს და მისი სიახლოვით სუნთქავს.
-კარგი წავედით.
-არა,რას ვითხოვ ასეთს რომ ძნელად გებულობ და გიჭირს გაითვალისწინო.ხმამაღალი საუბრით დაუყვა კიბეებს გულო და ალექსის წინ დადგა.
-დედა რა გჭირს დღეს.
-რძალი მინდა,შვილიშვილი მინდა,ამ სახლის კედლებმა მინდა გაიცინოს,მინდა სიმხიარულე იყოს.მომწყინდა მარტოობა,მომწყინდა.არავინი არ მყავს მთელი დღე ხმის გამცემი ამხელა სახლში,ხანდახან მეშინია რომ წავიქცევი და გული შემიწუხდება ზედმეტი სიჩუმისგან რატომ ხარ ხისთავიანი და რატომ ვერ გებულობ ვერაფერს,რატომ.
-ღმერთო შენ მიშველე.ხელბი ასწია მაღლა ალექსიმ და სახლიდან ალიკასთან ერთად გავიდა.
-მანქანა სად გყავს ლექსო.
-რაღაც ხმა არ მომეწონა და გაბრიელთან დავტოვე,შეხედავს რა ჭირს.გამიყვან?
-აბა რას ვიზამ,მეც იქით მაქვს გზა.
-მომიშალა ნერვები ამ დილით.ჩაიბუზღუნა ალექსიმ და წინ დაჯდა.
-მე თუ მკითხავ გულოს ვერ გაამტყუნებ,მოხუცდა უნდა შვილის გვერდით ვინმე იყოს და მანაც შეიგრძნოს ბედნიერი წუთები.
-შეგიყვარდა და დაქორწინდი ალიკა მე ვისზე დავქორწინდე? როცა ამ დონემდე მიხვალ და იცი ვისთან ერთად უნდა გაატარო შენი სიცოცხლის წლები,უბრალოდ უნდა აღიქვა და შეიგრძნო სიყვარულის ემოცია მასთან ერთად. როცა წყვილს შორის უპირობო და უკიდეგანო სიყვარულია, მუდმივად გაცნობიერებული გაქვს რა გინდა და არის თუ არა შენი კავშირი იმ ქალთან რომელიც გინდა მასთან ერთან იმ სამყაროში გაატარო სადაც მხოლოდ ლამაზი მოგონებები გაქვს გასახსენებლად.მე არ მყავს ასეთი ქალი გვერდით.
-არც არასდროს გყოლია?
-იყო წლების წინ,მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ორივემ ვიცოდით რომ დროებითი იყო.
-სამწუხაროა,დრო შემოგვეძარცვა ალექს და წლები მოგვემატა.
-იცი რა არის ურყევი ამ წლების მანძილზე ჩვენს შორის?
-რა თქმა უნდა ჩვენი მეგობრობა და...........
-ერთიანობა.აი მოვედით,მე აქ დამტოვე დღეს დიდი ზეიმია რესტორანში და აქ უნდა ვიყო.ალიკამ მანქანა გააჩერა და მოულოდნელად თვალი გაუშტერდა,ალექსის შეხედა სანამ გადავიდოდა და უთხრა.
-გაიხედე,იქ რომ გოგონა დგას ხედავ?
-ვხედავ,რა ხდება.
-მგონი უჭირს,ალექს დაასაქმე ვინ იცის რამხელა მადლობას გადაგიხდის.ალექსიმ გოგონას შეხედა,ალიკას მიუბრუნდა და უთხრა.
-როდიდან დაიწყე დედა ტერეზობა,ჯერ შიგნით შევალ და ვნახავ რა ხდება.ალექსი რესტორანში შევიდა და დაცვის ერთ-ერთმა წევრმა უთხრა.
-ბატონო ალექსანდრე ის გოგონა დილის 8 საათიდან თქვენ გელოდებათ.
-მე მელოდება? ზაზა დარწმუნებული ხარ?
-კი დარწმუნებული ვარ,დილიდან აქ არის და ხშირად დასცქერის საათს.
-დაუძახე და შემოიყვანე ჩემთან,ალბად სამსსახური უნდა მთხოვოს გავესაუბრები.
-ახლავეს.ზაზა წავიდა და გოგონას დაელაპარაკა და მასთან ერთად წავიდა შენობისკენ,მიიყვანა ალექსის კაბინეტში და უთხრა.
-მოვიყვანე ბატონო ალექსანდრე.
-მობრძანდით,დაბრძანდით ყავა,ჩაი რას ინებებთ?გოგონა უცქერდა ალექსის და მისი ხმა იავნანასავეთ ჩაესმოდა.
-წ,წ,წყალი თუ შეიძლება.უთხრა ისე რომ ალექსისთვის თვალი არ მოუშორებია.
-ზაზა ცივი წყალი მოუტანე სტუმარს.ზაზაც მალე შემობრუნდა და წყალი მოაწოდა,გოგონამ გამოართვა მოსვა და ალექსის შეხედა.
-კარგად ხარ?გისმენ მითხრეს დილიდან აქ იცდი და ალბად რამე გაქვს სათქმელი.
-კი,სათქმელი მაქვს და ძალიან ბევრი.ალექსი ახლოდ დაჯდა,მისი ხელები ხელებში მოიქცია და გოგონას თვალებში შეხედა.
-გისმენ,დახმარება გჭირდება?გოგონამ თვალებში შეხედა ალექსის და უთხრა.
-მეშინია.
-რისი გეშინია პატარავ.
-მეშინია,რომ ვერ გამიგოთ.გოგონამ ცრემლიანი თვალები შეანათა ალექსანდრეს და ალექსის ამ თვალების დანახვაზე სახეზე ფერი დაეკარგა,ძალა მოიკრიბა და უთხრა.
-ნუ გეშინია,ცადე და დამელაპარაკე.უთხრა არეულად და ხელებზე ხელს უჭერდა.
-ჩემი გვარია მორთულაძე,მართა მორთულაძე.ეს გვარი რამეს ან ვინმეს გახსენებს? იქნებ გადახედოთ თქვენ წარსულს წუთიერად.მოდი ნუ ვილაპარაკებთ გამოცანებით და პირდაპირ გეტყვით,მე თქვენი შვილი ვარ.ალექსანდრე დაიბნა გოგონას ხელები შეუშვა სიგარეტი ამოიღო მოუკიდა და იქვე მდგარ ზაზას უთხრა.
-ზაზა არავინი შემოუშვა,დღეს მენიუს შენ მიხედავ ძალიან დიდი პასუხისმგებლობას გაკისრებ.ვფიქრობ სერიოზულ თემას შევეჩეხე ჩემი წარსულის წლებიდან.თქვა და მართას შეხედა.
-ინტრიგას არ აქვს ადგილი?
-არა,არანაირი ინტრიგა არ არის.სადაც გინდათ გადაამოწმეთ.დაიბნა ალექსი და არ იცოდა რა ექნა.
-მოდი ასე ვქნათ,შენ აქ იყავი სულ ცოტა ხნით დაგტოვებ განკარგულებას გავცემ და დავბრუნდები.ალექსიმ ტელეფონი აიღო,კაბინეტიდან გავიდა და გელას დაურეკა.მართამ კი იქვე დადებულ დივანზე წამოწვა და ჩაეძინა.
-გელა სად ხარ.
-რა მოხდა,რა ხმა გაქვს.
-სასწრაფოდ მოდი ჩემთან რესტორანში ისე არავის არაფერი არ უთხრა.
-რა მოხდა,რამე შარში გაეხვიე?
-დიდ შარში და არ ვიცი როგორ დავიძვრინო თავი,ან მინდა კი თავის დაძვრენა ამ შარიდან?
-მოვდივარ,არსად არ გახვიდე დამელოდე.
-სანამ წამოხვალ ინფორმაცია მჭირდება მართა მორთულაძეზე რუსეთის მოქალაქე არის.ალექსანდრემ განკარგულებები გასცა,ზაზა დაარიგა და გელას მოსვლამდე ბოლთას სცემდა რესტორნის წინ.გელა მოვიდა თუ არა,მისალმებაც არ დააცადა.
-მოიძიე ინფორმაცია?
-ვინ არის,მცირე ბიზნესი აქვს დედასთან ერთად,არის 22 წლის და დაბადებულია მოსკოვში და სწავლობს იურდიულზე,ბოლო კურსზეა.
-მისამართიც იცი?
-კი შოლკოვსკაია,ურალის ქუჩა და ბინა 51.როგორც ვხედავ ეს პირადული საკითხია.
-მართალია,ეს ჩემი პირადია რომელიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ მე და შენ ვიცით.ისა,დედას რა ჰქვია ნახე?
-დედას დინა ჰქვია,დინა მორთულაძე.
-მისამართი ემთხვევა,ისევ ის არის.დინა,დინა 22 წლის შემდეგ? ღმერთო ნუთუ ეს სიმართლეა,მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ სიმართლეა.გელა უხმოდ უცქერს თავის თავთან მოსაუბრე ალექსის და მიხვდა, რომ ის ძალიან რთულ სიტუაციაში იყო.
-ალექსი როდის იყავი იქ ეს შედეგი რომ მიიღე? ალექსიმ შეუბღვირა გელას და უთხრა.
-გელა მეცინება ახლა მე?
-რომ ბუტბუტებ ჯერ გადაამოწმე,იქნებ შანტაჟია.
-არა,არა შანტაჟი,რომ შევხედე დედამისი მეგონა იდგა ჩემს წინ,დამაბრუნა იმ წლებში მისმა ნახვამ.
-დედას კი გავს შენ? შენ გგავს? გაბრაზდა გელა.
-ალბად მგავს,არ ვიცი.ალექსიმ გელასთან ერთად წავიდა თავის კაბინეტში და ორივემ ერთმანეთს შეხედა,მართას ჩასძინებოდა და მისი თმები კი იატაკზე ეყარა.
-ღმერთო ალექს რა ლამაზია.თმები?რამხელა და რა მოვლილი თმები აქვს.შეხედა ალექსის,რომელიც მონუსხული იდგა და მართას მკერდზე დაკიდებულ კულონს უცქერდა.
-ეე,გამოფხიზლდი და დაწყნარდი ეს არაა შენი შვილი.
-არაა? საიდან დაასკვენი.გაუკვირდა ალექსის და გელას შეხედა.
-ის ლამაზია,შენ არ ხარ ასეთი ლამაზი.ალექსიმ შეუბღვირა გელას.
-ჩემს ნერვრბზე სათამაშოდ მიიცალე?
-დაწყნარდი,ახალგაზრდობაში რომ ასეთი სილამაზე შენში შემემჩნია,არ გაგიშვებდი სხვასთან და მე მოგივლიდი ფისო.
-დასერიოზულდი გელა.
-კარგი ნუ იბღვირები,კი არ გართმევ.ისე რა გინდა მის გაზრდაში შენ არ გიწვალია და აი თავად მოვიდა გაზრდილი და დამშვენებული.
-ნუ ხარ მწარე და ნუ ასხამ შხამს.
-შხამის გადმონთხევა მაშინ ნახე,ანა რომ ნახავს.უთხრა სიცილით.
-მომშორდი,წადი.
-კარგი მე მივდივარ.გელა კარებისკენ შებრუნდა რომ მართამ თვალები გაახილა.
-გამარჯობა ძმისშვილო,გავხარ შენს ტვინით ავადმყოფ მამას.თვალი ჩაუკრა მართას შუბლზე აკოცა და იქვე მდგარ დაბღვერილ ალექსის შეხედა.გელა გავიდა და ალექსი ისევ მართას წინ დაჯდა.
-გისმენ,რამე გაარკვიე?
-როგორ მიხვდი?
-მე იურდიულზე ვსწავლობ,ბოლო კურსზე ვარ.
-მაშ ასე,ფორმალურად ყველაფერი ემთხვევა მაგრამ ძალიან დავიბენი,რატომ აქამდე არაფერი არ ვიცოდი,რატომ არ მითხრა დედაშენმა შენი არსებობის შესახებ.
-არ ვიცი,მაგ კითხვებზე მე პასუხს ვერ გაგცემ,მაგრამ გავიგე თუ არა მოწერას პირდაპირ მენახე ეს უკეთესი იყო.
-მართალია.
-რა შეგაშინე?
-არა,არ შემშინებია მაგრამ არ დაგიფარავ გამიკვირდა.
-მე კი ახლა შემეშინდა,ახლა ვიგრძენი შიშის გრძნობა.
-რისი გეშინია.
-ცხოვრების.როცა ბებოსგან გავიგე მამა მყავს და ისიც ქართველი,არ დავმალავ და თქვენი რეაქციის შემეშინდა.
-არ შეგეშინდეს,გავიცნობთ ახლოს ერთმანეთს და მივეჩვევით კიდევ ამ ახალ სტატუს მე მამობას და შენ იმას რომ თურმე მამა გყავს.გინდა წავიდეთ,გავიაროთ?
-მე მალე უნდა წავიდე თუ გინდა რომ აქედან გამიყვანო რადგან შეგრცხვება,მე არ მოვსულვარ იმის გამო პრობლემები შეგიქმნა.
-ეს არც მიფიქრია,მარამ ვფიქრობ ბევრი გვაქვს სალაპარაკო.
-სიმართლე გითხრა,უფრო სხვანაირი წარმომედგინე.
-მაინც როგორი?გაღიმა ალექსის.
-უფრო სერიოზული და მკაცრი სახის.ალექსიმ გულიანად გაიცინა და მართას უთხრა.
-არა სერიოზულის შთაბეჭდილება დაგიტოვე?
-შეგიძლია მითხრა რა მოხდა თქვენსა და დედას შორის,რატომ დაშორდით?
-გაუგებლობა და ერთმანეთის არ მოსმენა.უფრო სწორად დედაშენის დედა რუსის ქალბატონია ქართველზე დაქორწინებული და მას არ უნდოდა რომ მისი ერთადერთი ქალიშვილი ქართველზე დაქორწინებულიყო,მან გააკეთა ყველაფერი რომ ჩვენ ერთმანეთს არ შევხვედროდით და სულ რაღაც ექვს თვეში ჩვენი ურთიერთობა დაინგრა.არ მოგშივდა?
-კი,მომშივდა უკვე შუადღეა და დღეს არც ყავა არ დამილევია.
-მართლა?წამოდი მაშინ და ერთად ვისადილოთ.
-დღეს ხომ დიდი ზეიმია და აქ უნდა იყოთ.
-არა უშავს ზაზას მივაბარე ყველაფერი.ალექსიმ ერთ უბრალო პატარა სახინკლეში შეიყვანა მართა და გემრიელად მიირთვეს ხინკალი და ლუდი.უეცრად მართას გვერდით ვიღაცამ სკამი გამოსწია და ალექსის გაბრაზებული თვალებით მიაჩერდა მაღალი სუსტი უამრავი მაკიაჟით გადატიტყნილი 30 წლამდე ქალი.
-ვერ შეგამჩნიე როდის მოგბეზრდი და ყურადღება როდის მოვადუნე რომ ასეთ პატარა გოგონებზე გადახვედი.მართამ მიუბრუნდა და ჩანგლის ტრიალით უთხრა.
-ბოდში მოიხადე,ეს ბავშვი როგორც თქვენ უწოდეთ 22 წლის არის.
-კარგია,კარგად ყავხარ შენახული პატარავ 17 წლის მეგონე.ალექსიმ მართას შეხედა და თვალი ჩაუკრა,წამოდგა მკლავში ხელი მოკიდა დაუპატიჟებელ სტუმარს და თითქმის ძალით წამოაყენა და გარეთ გაიყვანა.
-რას აკეთებ,ზედმეტი რომ მოგდის ხვდები?
-ზედმეტებში თავად რომ გადიხარ ხვდები ამას? ხომ არ ფიქრობ ჩემთან ერთად ოჯახურ როლი გაქვს მორგებული,რომელიც მე სულაც არ მომწონს? დაგაძალე როდისმე რამე?თქვი დაგაძალე?
-არა.ამოიკლნავლა შეშინებულმა.
-დაგპირდი რამეს?
-არა.
-ჰოდა რის ახსნას მოითხოვ,შენ შეგეკთხო როდის და სად ვისადილო ჩემს ქალიშვილთან ერთად?
-შვილია? შენი შვილია? არა,შენ ვერ ხარ კარგად.შენ არასოდეს არ გმენია აფერისტებიზე და გამოძალვებზე? თუ ამხელა ტუპიაკი ხარ ასე ადვილად იჯერებ ყველაფერს.
-მარინა შენზე მეტი გამომძალველი არის სხვა ვინმე? ის აფერისტი და გამომძალველი შენს თვალში,მე ტუპიაკი გზა იქით მიდის და ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს ჩემს სიახლოვეს.მარინა არ ელოდა ალექსისგან ასეთ რეაქციას და შეეშინდა მის თვალებში სიბრაზე რომ დაინახა.ალექსიმ ისევ დაბრუნდა მართასთან და უეცრად მართამ უთხრა.
-არ გიმართლებს სიყვარულში?
-ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ვიგრძენი ნამდვილი გრძნობა,მხოლოდ ერთხელ მიყვარდა ნამდვილი სიყვარულით და ეს ქალი დედაშენი იყო მართა.მოკლე და ლამაზი იყო ჩვენი ექვსთვიანი სიყვარული,მას შემდეგ ვერ მოვერგე ვერავის,მხოლოდ ასეა მიდიან და მოდიან ფულის მოყვარული ქალები.მართამ ხელზე ხელი დაადო და უთხრა.
-ნუ ნერვიულობ აუცილებლად გაგიმართლებს.
-დედაშენი?
-რა დედაჩემი.
-როგორაა,გათხოვდა?
-არა,მიუხედავად ბევრი მცდელობისა ბებიას მხრიდან დედა არ გათხოვდა,ცალკე გადავიდა საცხოვრებლად იმავე ბინაში ქირით და 15 წლის ვიყავი რომ დაელაპარაკა,ისიც ბებია სერიოზული ავად გახდა თორემ ალბად დღემდე არ დაელაპარაკებოდა.დედამ მისი საუკეთესო წლები მე შემომწირა და ძალიან ვაფასებ მას.ძალიან ესიამოვნა ალექსის მართას სიტყვები,ურყევი და უსაზღვრო სიხარულის შეგრძნება დაეუფლა, ჩაეღიმა და თქვა.
-ერთი ნაბიჯი სიკვდილამდე და გებულობ 48 წლის ასაკში რომ ხარ მამა,მაგრამ არ გაკისრია მამის მოვალეობა.იცი რას ვგრძნობ ახლა შენს წინაშე? იცი როგორ ვარ? საკუთარი თავისადმი მიმართული სიძულვილი მახრჩობს.
-დაწყნარდი,მე არ მოვსუვარ იმის გამო რამე მინდა,არა.მე მინდოდა გამეცანი,ვიცოდი რომ არ იცოდი ჩემი არსებობის შესახებ.მე არასდროს არ შეგაწუხებ,უბრალოდ ხანდახან მოვიკითხოთ ერთმანეთი.
-მართა სასწავლებელს დაასრულებ თუ არა აქ გადმოხვალ საცხოვრებლად,ახლაც აქ დაგიტოვებდი სამუდამოდ ჩემს გვერდით,მაგრამ დაასრულე სასწავლებელი ბევრი არ არის დარჩენილი და ვინ იცის რა მოხდება.
-დედამ არ იცის აქ რომ ვარ.
-აბა როგორ გაიგე.
-ბებომ მიხვდა თავის დანაშაულს და მითხრა ყველაფერი,გაბრაზებულმა ავდექი და წამოვედი.ჩამოვედი თუ არა ნომერი ავიღე და მივწერე,რომ არ მეძებოს.
-ეს ცუდია,ინერვიულებს.
-საღამომდე ტელეფონისთვის არ სცალია და საღამოს ვიცი რომ დამირეკავს.
-გინდა წავიდეთ ჩემთან სახლში?
-სირცხვილი არ არის?
-არა,სახლში მარტო დედაჩემია.ტელეფონი ამოიღო და გელას დაურეკა.
-რა მოხდა მამიკო?
-გელა ნუ ხარ სადისტი ადამიანი.
-თქვი რა გინდა,რამ შეგაწუხა.
-მინდა გულოსთან წახვუდე და უთხრა სიმართლე და მეც მოვალ მართასთან ერთად.
-კარგია,დაილაპარაკეთ და გაარკვიეთ ყველაფერი?
-კი,ყველაფერი რიგზეა.
-კარგი მივდივარ,მახარობლის როლში ვარ და მივფინავ.ისე მახარობელს ხომ იცი რა ეკუთნის,ოჯახს პირველი შვილიშვილი უნდა ვახარო.
-ჩემგან მუჭი კბილებში და გულო თუ რამეს გაჩუქებს აიღე უარი არ თქვა.ალექსის სიტყვებზე მართამ გულიანად გაიცინა რაც გელამაც გაიგონა და ალექსის უთხრა.
-კი არ იცინის,შენსავეთ ბრიხინობს.ალექსიმ გაუთიშა და მართას შეხედა,ცოტა ხნით კიდევ ისხდნენ ანგარიში გაასწორა და გამოვიდნენ უკვე საღამოს 5 საათი იყო და ზაზას დაურეკა ამბავი იკითხა,კმაყოფილმა წარბი ასწია და ზაზას უთხრა.
-ყიჩაღ,პრემიას მიიღებ ზაზა.
-როგორ მყავს ჩემი ფუმფულა გულო დეიდა.
-მოდი გელა შვილო,რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ.ჩემმა შვილმა გამოგიშვა, წადი დახედე არ მოკვდეს უპატრონოდო?
-რას ამბობ,რა დროს შენი სიკვდილია ათი წლით გაახალგაზრდავდები დღეს.
-რა მოხდა გელა.
-დღეს მახარობლის როლში ვარ.
-არ მითხრა,რომ ჩემმა შვილმა იმ წანკლა მარინაზე შეაჩერა არჩევანი.
-არა,ვერ გამოიცანი.შეხედე ამ ფოტოს.გელამ მართას ფოტო აჩვენა და დააკვირდა გულოს რეაქციას.
-რა ლამაზია,გელა ეს ხომ სულ ბავშვია.ჩემი შვილი ასეთ პატარასთან საქმეს არ დაიკავებს არა, არა.
-დაჯექი,მართლა მეშინია გული არ წაგივიდეს.გელამ დააჯინა გულო და თავადაც წინ დაუჯდა.-გულო დეიდა, ეს ლამაზი ქმნილება შენი შვილიშვილია.
-როგორ,რანაირად რომ არასდროს არ უთქვია ალექსანდრეს არაფერი?
-ეს იმ მივლინებაში წანწალის შედეგია გულო.გაეცინა გელას.
-მართალს ამბობ?თვალები გაუბრწყინდა გულოს.
-მართალს ვამბობ,გოგონამ ახლა გაიგო რომ ქართველი მამა ჰყავს და მოვიდა თავად გაერკვია სიმართლე,სულ მალე კი აქ იქნებიან მამა-შვილი.ალექსიმ იმ დღეს მიიყვანა მაინდამაინც მანქანა ხელოსანთან და უმანქანოდ რა ექნა,ისევ გაბრიელს დაურეკა და რადგან გაიგო ყველაფერი რიგზე იყი მანქანის მიყვანა თხოვა იქ სადაც იყო,გაბრიელიც მივიდა და ალექსიმ იმაზე მეტი გადაუხადა ახალგაზრდა ხელოსანს რაც უნდა მიეცა,სიხარულით სავსე მიდიოდა ქალიშვილთან ერთად სახლში,მოულოდნელად სიჩუმე მართამ დაარღვია.
-სანამ შეგეჩვევი მამა რომ ვერ დაგიძახო გეწყინება?
-ჰეი ბიჭოს ნუ დამიძახებ და თუ გინდა ალექსი დამიძახე.როგორც გიკარნახოს გულმა,ისე გააკეთე.მართას გაეცინა ალექსის სიტყვაზე და ამ სიცილში უზარმაზარ სახლს მიადგა მანქანა,მართა გაოცებული უცქერდა მის წინ ამაყად მდგარ დიდ შენობას და დაინახა გელა რომელსაც სიცილით მოყვებოდა გვერდით ასაკის ქალბატონი.ალექსიმ მართას ხელი მოკიდა და გულოსთან მიიყვანა.
-ამ სილამაზეს გიმალავდნენ შვილო?მე გულო ბებო ვარ ბებო.
-მე მართა ვარ,მიხარია თქვენი გაცნობა.
-ახლა მე მკითხე შვილო, მე როგორ მიხარია.სახლში შეუძღვა მართას და შემდეგ ალექსის მიუბრუნდა.
-ახლავეს წახვალ და ბავშვს რამე გამოსაცვლელს უყიდი.
-მე რა ვიცი რა ვუყიდო დედა.
-ახლა რომ გამოიცვალოს და ხვალ თავად იყიდის,ჩქარა.ალექსი გავიდა სახლიდან და თან ტელეფონზე დარეკა.
-ლუკა სად ხარ ძიას კაცო.
-სახლში ვარ ძია ალექსი რა მოხდა.
-სასწრაფოდ გამოდი ჩემთან.
-ბებოს რამე ჭირს?
-არა,არა მე მჭირდები.
-მე?მე თუ მამა.
-შენ,შენ გამოდი ჯერ და მაგენი საღამოს გამოვლიან.
-რა ხდება ლუკა.
-არაფერი არ ვიცი,სასწრაფოდ გამოდიო ძია ალექსიმ.
-ვაიმე გულოს ხომ არაფერი დაემართა ბექა დაურეკე ალექსის.ბექამ გადარეკა ალექსისთან და მოკლე ახსნის შემდეგ ლუკას უთხრა.
-წადი,არ ვიცი რა უნდა არ ამბობს და საღამოს ჩვენც მოვალთ.
-საინტერესოა.ლუკამ გამოიცვალა ანამ სიყვარულით სავსე თვალები გააყოლა შვილს და ლუკას გასვლისას ბექას მოეხვია.
-რა მოხდა? ვნებებმა ხომ არ შემოგიტიეს,დავაცხროთ?
-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ ჩემო ჯადაქარო.
-უფროსო ჯადოქარო.გაეცინა ანას.
-დამავიწყდა,რომ ჩვენს ჯგუფში უმცროსი ჯადოქარის არსებობს.
-მაგას ვეტყვი და გაგაქრობს.
-მერე შენ ვინ გასიამოვნებს?
-ვიშოვი.
-რას იზამ?
-ვიშოვი.
-ეს არ მოხდება,არასოდეს იცოდე.ბექამ ანა მხარზე გაიდო და საძინებელში შეიყვანა,ალექსი კი ამ დროს სათუთად არჩევდა გოგოსთვის ტანისამოს და ყველაფერი მისი არაჩვეულებრივი გემოვნებით იყიდა.მალე დაბრუნდა და მართას გადასცა ხელში რაც ჩანთები ეჭირა,მართას გაუკვირდა და გაოცებულმა შეხედა.
-ეს რა არის.
-ეს ახლა უბრალოდ რაც გიყიდე რომ გამოიცვალო და ხვალ მარიამთან ერთად წადი და რაც გინდოდეს ის იყიდე.
-წყალი გადაივლე ბებო,ბავშვებიც მოვლენ და გამოიცვალე თან ნამგზავრი ხარ დაღლილი წყალი გესიამოვნება.გულომ ერთ-ერთ დიდ საძინებელში შეიყვანა და უთხრა.-ეს საძინებელი შენია დღეიდან,იქ სააბაზანოა და შედი.მართა ჯერ კიდევ გაოცებული იყო არ ეგონა ასეთი სითბო თუ დახვდებოდა ამ უცნობ ხალხში,წყალი გადაივლო თავი მოიწესრიგა და დაბლა ჩავიდა და ლუკამ თვალებგაფართოვებულმა შეხედა.
-ბებო რატომ არ მითხარი სტუმარი გვყავდა? გულომ გაიხედა და ღიმილით გახედა მისკენ მომავალ მართას,საოცრად უხდებოდა მოკლე თეთრი შორტი და ასევე თხელი ოდნავ დეკოლტე მაისური.გელამ შეხედა ალექსის და უთხრა.
-გემოვნება კი გქონია და რატომ არ იყენებდი შენს თავზე ფისო?
-გელა მოგხვდება.
-კარგი წავედი მე და საღამოს გესტუმრებით.გულომ მართას შეხედა და ძალიან მიიქცია ყურადღება მის გულზე გაკეთებულმა ოქროს ცეფმა თავისი კულონით.
-ძალიან ლამაზად გამოიყურები,ეს კულონი მეცნობა.თქვა და ალექსის შეხედა
-მაგ კულონით მივხვდი დედა რომ მართა ჩემი შვილია.
-შენს ოთახში ვნახე ერთხელ და ქედან მახსოვს.
-აღარ გამაცნობთ ამ სტუმარს?
-ჯერ არა,სხვებიც მოვლენ.თქვა ალექსიმ და ღიმილით შეხედა ლუკას.ალექსიმ სათითაოდ დაურეკა ყველას და შემდეგ რესტორანში დარეკა,ყველაფერი გამზადებული შეუკვეთა და ერთ საათში უკვე სუფრას აწყობდნენ რესტორნიდან მოსული გოგონები.მართამ ლუკასთან მივიდა და თავად გაეცნო.
-მე მართა მქვია.
-ლუკა.უთხრა მოკლედ და მშრალად.მართა აათვალიერა და უთხრა.
-რატომ არის გასაიდუმლოებული შენი სტუმრობა და არ მეუბნება ძია ვინ ხარ?
-ლუკა ნუ გაუბრაზდები,თავადაც შოკშია ჯერ კიდევ.
-რატომ?
-წარმოიდგინე, რთულად არ გეჩვენება 22 წლის შემდეგ გაიგო რომ მამა ხარ,თურმე შვილი გყოლია?
-ვერ გავიგე რისი თქმა გინდა.გაუკვირდა ლუკას.
-ლუკა მე ალექსანდრეს შვილი ვარ.
-ვაიიიი,ეს რა ახალი ამბავია.ალექსი ნათლიაა ჩემი.
-ძალიან კარგი,გამოდის რომ კარგი მეგობრებიც ვიქნებით.ნელა ნელა შეივსო სახლი და თავი ყველამ მოიყარა,ყველას უკვირდა და აინტერესებდათ რატომ მოიხმო ალექსიმ ისინი ასე ერთად,გელას გარდა კი ყველა ღელავდა.
-მეგობრებო,ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გაცნობოთ.თქვა ალექსი.
-იმედია სასიხარულო ალექსი,უკვე დროა.უთხრა კარინამ.
-როცა ცხოვრება მოგიჭერთ ვხდებით პარანოიკი და ვიკეტებით საკუთარ თავში.ვიწყებთ ყვირილს,თავის დაცვას,ვიწყებთ ანალიტიკურ აზროვნებას,ჩვენს თავში ირთვება მძლავრი ინტუიცია,მაგრამ მე ამ გრძნობებიდან დღეს შოკის გარდა არცერთი არ მიმიღია.მთავარია თქვენ როგორ მიიღებთ ამ ახალ ამბავს გამკიცხავთ? გამლანძღავთ? გეტყვით რომ არაფერი არ ვიცოდი.
-რა ხდება ალექს თქვი დროზე, რად გინდა ამხელა შესავალი.ფეხზე წამოდგა გიორგი.
-ვცდილობ, გიორგი ძალიან ვცდილობ გასაგებად მოვიტანო ჩემი სათქმელი თქვენამდე და ლუკა გამოდი გამოიყვანე.ლუკამ ხელი-ხელ ჩაკიდებული გამოიყვანა მართა და ანამ შეიკივლა,კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ლუკას და ბექას მკლავებში გულწასული ჩაესვენა.
-რა მოგივიდა,ანა შემომხედე.რატი მივიდა უცებ და პულსი გაუსინჯა,მარიამმა წყალი შეასხა და სახეში მსუბუქად შემოარტყა.ლუკამ ხელში აიყვანა ანა და გულზე მიიკრა.
-რა მოგივიდა დარწმუნებული ვარ დედაჩემმა ის გაიფიქრა რომ ჩემი შვილი ჩემს უკითხავად დაქორწინდაო.თვალი გაახილა ანამ და წყნარად უთხრა.
-რა ასე არ არის?
-არა,არ დააცადე ნათლიას ბოლომდე ეთქვა სათქმელი ისე დავარდი ძირს.ადე გული გაიმაგრე,წინ მოულოდნელი სიხარული გელის.
-არაააააა. იყვირა ისევ ანამ.
-რა მოგდის გოგო დააცადე ადამიანს სიტყვის დასრულება.უყვირა გიორგიმ.
-არ მითხრა რომ ეს პატარა ასაკის გოგო...............
-ანა ეს მართაა ჩემი ქალიშვილი.
-ქალიშვილი? ყველას ერთხმად წამოცდა.
-ჩემი ქალიშვილი მართა მორთულაძე,მაგრამ ის სულ მალე გახდება მართა ალავიძე.
-ეს რაა ალექს ფარული კამერაა სადმე დამალული? იკითხა ლუკამ და თან სხვასთან ერთად მართას უცქერდა.გიორგი მკაცრი სახით იდგა ალექსის უყურებდა და დრო და დრო მართას გახედავდა.
-ეს შენი ექვსთვიანი მივლინების შედეგია მოსკოვში რომ იყავი?
-ეს იმ ექვსთვიანი მივლინების შედეგია ანამ რომ დამწყევლა და ისე გამიშვა მოსკოვში.
-იცოდი?
-არა გიორგი არაფერი არ ვიცოდი.მეც ჯერ კიდევ შოკში ვარ.
-გასაკვირი არაფერია,ალექს გოგონა შენ გგავს.გიორგომ ხელები გაშალა და მართას ანიშნა მასთან მისულიყო,მართამაც წავიდა გიორგისკენ და გიორგიმ გულში ჩაიხუტა და შემდეგ მარიამს უთხრა.
-გააცანი მა ბავშვები.გაოცებული იდგა მართა არასოდეს არ მიუღია არავინისგან ამდენი სითო და სიყვარული რაც მიიღო ამ ერთ დღეში.
-არ გაგიკვირდეს ჩემო ლამაზო,ეს ჩვენო დიდი ოჯახია მაგრამ მე ასე ვეძახი მათ სულელების ოჯახი.
-დედა რძლებს ნუ დალანძღავ დაინდე, ისინი არ არიან დამნასავეები არანორმალური ქმრები თუ ჰყავთ.
-მათნაირი სულელებია ისინიც მათზე რომ დაქორწინდნენ.თქვა გულომ და ყველას გაეცინა.
-იმ მივლინებაში რომ ბექა წასულიყო მაშინ? თქვა ანამ.
-მაგრამ არ წასულა,მე წავედი მაშინ დაწყევლილი მაგრამ თურმე ლოცვად მომსვლია.
-ხომ გაგიგონია საყვარელი ადამიანი როცა გწყევლის,ძუძუები გლოცავსო.თქვა გულომ და გაეცინათ.
-მერე არ იცოდი თვალების დაკუსვას რა შედეგი მოყვებოდა?შეუღრინა ანამ.
-მაშინ არ ფიქრობდა შედეგებზე.თქვა გელამ.
-ალექს რატომ არ შეგეპარა ეჭვი რომ იქნებ მართა გატყუილებდა.უთხრა გიორგიმ.
-მის გულზე ის ცეფი და კულონი რომ დავინახე,ჩემს წარსულში დავბრუნდი და გამახსენდა ის დღე,როცა ეს ცეფი დინას მივეცი.ის იხსნება და შიგ ჩვენი სახელებია ამოტვირფრული.
-არ ვიცოდი თუ იხსნებოდა,მართამ ცეფი მოიხსნა და გიორგის გადასცა,მართლაც გახსნა კულონი და ზედ მხოლოდ ორი ასო ეწერა დ და ა.
-გახსოვდა,დღემდე გახსოვდა გამოდის შენ ეს ქალი გიყვარდა ალექს.
-ისე მოულოდნელი იყო ჩემი წამოსვლა და ისეთი ცივი იყო გამოცილება მისგან არ ვიცოდი თუ მასაც ჰქონდა გრძნობა ჩემს მიმართ,მაგრამ როგორც ხედავთ ფაქტი სახეზეა.
-გათბა ღვინო და რამე თქვი. უთხრა ბექამ.
-შენ არ დატოვო არცერთი ჭიქა დაულეველი.შეუღრინა ანამ.ბექამ კი ყურში უჩურჩულა.
-ნუ ბრაზობ,დღე არ ჩამიგდია ხომ მიიღე დღევანდელი გეგმის.
-დამპალი ხარ,აქ არა სახლში მოგივლი.
-მზა ვარ სასჯელისთვის.
-იმ ჩინელმა რომ მიაჭრა ქმარს ძირში შენც ისე გიზამ რომ დაიძინებ.ბექამ ვეღარ შეიკავა თავი და ისე გულიანად ახარხარდა სკამიდან გადავარდა და მინდორზე გააგრძელა სიცილი.ყველამ შეხედა გაოცებულებმა და ანას შეხედეს რომ ისიც იცინოდა.
-რა უთხარი გველთევზა,თუ გადაწყვიტე სიცილში მოკლა და მერე იტყვი კარგი ურთიერთობა გვქონდაო.უთხრა გიორგიმ.
-იმ ჩინელივით ძირში მიგაჭრიო,მეჩემებაააა.სიცილით თქვა ბექამ და სხვებიც აყვა.
-არა,არასდროს არ შეიცვლებით თქვენ.თქვა გულომ.ჩაწყნარდნენ და ალექსი ფეხზე წამოდგა.
-მეგობრებო დღეს ყველაზე ლამაზი და ყველაზე ბედნიერი დღე მაქვს.48 წლის ასაკში გავაცნობიერე რომ მყვს შვილი და ვარ მამა.ახლა მივხვდი თუ რატომ არ აეწყო არასდროს ჩემი პირადი ცხოვრება,მე სადღაც ჩემი შვილი მელოდა,მას მამა ჭირდებოდა და თავად მომძებნა.მადლობა უფალო ამ დიდი სიხარულისთვის.ლუკაც იცინოდა რომ მისმა ტელეფონმა დარეკა.
-ხო,სად ხარ.
-თქვენ სად ხართ,სადაც მივედი არსად არ არიან მაგრამ ვერ გავიგე სად ხართ.
-ნათლიასთან მოდი,აქ ვართ.
-მარიამთან?
-არა,ალექსი ნათლიასთან.მარიამი და მართა ცალკე იჯდნენ და საუბრობდნენ.
-ელოდი ასეთ დახვედრას?
-არა, გამიმართლა და გაოცებული ვარ.ასეთი სითბო და სიყვარული არასოდეს არ მიგრძვნია,მიხარია რომ ამ დიდი და მხიარული სიყვარულით სავსე და როგორც ბებომ თქვა სულელების ოჯახიო,მეც რომ მაქვს სულ მცირე ადგილი.
-ეს სამეგობრო,მხოლოდ მამაკაცები პატარა ბიჭობიდან დღემდე ერთად მოდიან აქ ყველა შეგიყვარებს და შენ დღეიდან არ ხარ მარტო ალექსი ძიას შვილი,შენ ყველას შვილი ხარ.
ლუკა მიუახლოვდა გოგოებს და ლუკამ მარიამის ფეხებთან გაწვა და თავი კალთაში ჩაუდო,ქვემოდან ახედა და შეეკითხა.
-ხვალ რა გეგმები გაქვს,სად მიდიხარ?
-მე?არ ვიცი გავიდეთ ერთად სადმე?
-მე უნდა წავიდე.
-ვინ გიშვებს რომ გინდა წასვლა.
-ვსწავლობ ლუკა ბოლო კურსზე ვარ.
-რაზე სწავლობ?დაინტერესდა მარიამი.
-იურდიულზე.
-ვააახ,ორი იურისტი გვყავს?
-შენ სწავლობ იურდიულზე?შეეკითხა მარიამს.
-არა,მე ლუკა და კობალო ბიზნესის მართვაზე ვსწავლობთ და ჩვენი ვახო უჟმურების ხელმწიფე იურდიულზე და გეტყვი რომ უხდება ეს პროფესია მის იდუმალ ხასიათს.
-უხეშია?
-დაუნდობელი.უთხრა მარიამმა და თან ლუკას თვალი ჩაუკრა.
-არ მიყვარს ასეთი უხეში ტიპები.
-რომ გაიცნობ დასკვნები მერე გამოიტანე,შენ ის მითხარი გინდა დედაშენი და მამაშენი ერთად რომ იყოს?
-ეს ყველას უნდა მარიამ.
-მოდი რა ვქნათ,ხვალ ტელეფონი სახლში დატოვე და სხვა ბედს მივანდოთ.
-მართა დაუჯერე შენ მარიამს და ნახე ორ-სამ დღეში დედაშენი თუ აქ არ იყოს.
-კარგი,მაგრამ გამოვა რამე ვითომ?
-თუ თავისუფალია და არავინ არ ყავს,გამოვა.ღიმილით უთხრა მარიამმა.
-კარგი მე თანახმა ვარ,კობა და ნინო ვინ არის?
-კობა ლაშა ძიას შვილია და ნინო გელა ძიასი.მე გიორგის შვილი ვარ,ეს ხის თავა კიდე ბექასი და ანას შედევდრია და ჩვენ დეიდაშვილებიც ვართ.აი უჟმური რომ გვყავს ამოუცნობი ფორმულით ის შესაძლებელია დღესაც მოვიდეს.
-მოდის,უკვე გზაშია.თქვა ლუკამ.
-ის უჟმური ალიკას და კარინას შვილია.
-შენი დედიკო რომელია,აქ არ არის?
-არა,ის ამათთან აღარ არის 22 წელია.დედა არც მე მინახავს ისე წავიდა იმ ქვეყნად.
-უი ბოდიში.
-არა უშავს შენ ხომ ეს არ იცოდი.
-რა ხდება ლუკა,რა იყო ასეთი საჩქარო ან რა თავყრილობაა აქ.სიბნელიდან გაისმა ბოხი და მკაცრი ხმა.
-მოდი აქ და გაიგებ რომ დადიხარ გარე-გარე.უთხრა მარიამმა.
-შენ ნუ ტლიკინებ ბევრს,დიდი ხანია არ მოგხვედრია.
-უი შე საცოდავო,როგორ მეშინია შენი?
-მარიამ მოგხვდება.
-სად გაქი დღეს რომ აორთქლდი?კითხა ლუკამ.
-ერთს გაედო მაგრად.
-ვის? ვიცნობ მე?
-არა,ნინის ეუზრდელა და შემთხვევით გავიგე.
-გაიცანი სტუმარი ვახო.
-ვა,სტუმარი გვყავს? მარიამ შენთან არის?
-არა,ამ ოჯახის სტუმარია,მაგრამ მალე მკვიდრი იქნება.გაიცანი მართა ძია ალექსის შვილია.ვახომ ჯერ მართას შეხედა,შემდეგ მარიამს და ბოლოს ლუკას.
-ატრიალე ახლა ბუსავით მაგ თავი და აბრიალე თვალები.
-გოგოოოოო ენათქო.ლუკა ღადაობთ?
-სულაც არა,ჩვენი გუნდის წევრია.უკვირდა ვახოს ამ დროს მართას გულომ დაუძახა და წამოდგა,წავიდა და ვახომ ყბაჩამოგდებულმა გააყოლა თვალი.
-ეეეეე,აქ ვართ ჩვენ აქ.ხელი აუფრალა მარიამმა.არ შეიმჩნია,მაგრამ მოეწონა ვახოს ჩამოსხმული ტანის მართა და მოწონების ნიშნად წარბი ასწია,შემდეგ ლუკას შეხედა და უთხრა.
-მართალია? გადაამოწმა ალექსიმ?
-გელა ძიამ გადაამოწმა და ყველაფერი ისეა როგორც თქვა.უთხრა ლუკამ.
-თან ის კულონი გულზე რომ ეკეთა ძია ალექსის უჩუქებია დედამისისთვის.ვახო მათკენ მომავალ მართას უცქერდა ლუკამ რომ კრა მხარი.
-რა იყო შე ჩ..ა მოგეწონა?
-რაც კარგია,კარგია.ჩაიღიღინა და ხმამაღლა მართას გასაგონად თქვა.
-მე გადავამოწმებ ხვალ ყველაფერს,დღეს არავინი არ არის სანდო.მართამ გაიგონა და გულზე მოხვდა ვახოს სიტყვები და სადაც იყო აღრიალდებოდა.
-მართლა ხისთავიანი ხარ უჟმურო,როგორ გიყვარს და გსიამოვნებს სხვას რომ ტკენ.
-მარიამ ენას ამოგაცლი.შეუბღვირა მარიამს და მაგიდისკენ წავიდა რათა მისალმებოდა სხვებსაც.
-ოჰო,ჩვენი სერიოზული ბიჭი მოვიდა.თქვა ბექამ.
-გიორგი მთელი შენი სერიოზულობა ამ ბავშვს დაანათლე?უთხრა ლაშამ გიორგის და ვახოს ხელი ჩამოართვა.
-ამეტებთ,მე არა ვარ ასეთი სერიოზული როგორც ვახო მაგრამ ბევრჯერ დავაკვირდი და აქვს ჩემი მანერები,მე რომ აღარ ვიქნები თქვენს შორის,აი ჩემი სურათი იქნება თქვენს წინ ცოცხალი სახით.
-ასეთი საუბარი ჯერ ადრეა ნათლი,მჭირდები შენგან ძალიან ბევრი რამ მაქვს სასწავლი.მე სულ სხვა რამ მაინტერესებს,ძია ალექს ეს გოგო საიდან ჩამოხტა შენს ეზოში,მართლა შენი შვილია?
-იმაიმუნა,იეშმაკა 22 წლის უკან და შედეგიც თავის ფეხით მოადგა კარს.ჩადენილ ცოდვას არავის შეარჩენს ღმერთი.სიცილით უთხრა გიორგიმ.
-ნათლი გამოდი გვერძე უნდა დაგელაპარაკო.გიორგი უცებ დასერიოზულდა და ვახოს გვერძე გაყვა.
-რა ხდება ვახო.
-ნათლი შენ იცოდე ეს გოგო ძალიან დამევასა,ხომ მიცნობ ჯერ სერიოზულად არ ვუყურებ ქალთა მოდგმას,მაგრამ ამ გოგომ აზრი შემაცვლევინა.იცოდე ჩვენი ეს საიდუმლოა.
-წლები როგორ მალე გავიდა,უკვე ის უნდა ვიფიქრო ჩემი მარიამიც მალე გამიფრინდება?წარმატებები ნათლი აბა შენ იცი,თუ შეგიყვარდეს ბოლომდე გიყვარდეს და ბოლომდე დაიცავი ის არსება რომელიც შენს გულში მის გულს ჩადებს.
-მაგალითი სიყვარულისა აგერ მყავხარ ჩემს წინ და რომ ასე არ გავაკეთო,შენს წინაშე მუდამ თავდახრილი უნდა ვიყო.ვახომ გიორგის თვალი ჩაუკრა და ლუკასკენ წავიდა,გიორგი კი იდგა და ღიმილით უცქერდა მიმავალ ვახოს.
-რა გთთხრა,რა უნდოდა.შეეკითხა ალიკამ.
-არაფერი,ეს თქვენი გასაგონი რომ ყოფილიყო აქ იტყოდა.
-არ გაამხილო,მე მაინც მივხვდი მაგი რაღაცამ ან ვიღაცამ ააწრიალა და თუ ანასნაირი კლასები ჩაუტარა,მაშინ ვახო კი არა ის გოგო მეცოდება რადგან ვახოს ბექასნაირი და გიორგისნაირი მოთმინება არ აქვს.თქვა ალიკამ და საერთო ხარხარმა ეზოს სიმყუდროვე დაარღვია.ვახო კი ლუკას გვერდით დაჯდა და ხმამაღლა თქვა.
-ხვალ რას აკეთებთ.
-თქვენ არ ვიცი და მე გულო ბებომ მითხრა მართა მაღაზიებში გავიყვანო.
-ჩვენც წამოვალთ.
-იქნებ ტრუსიკი და ლიფი მინდა ვიყიდო,შენ უნდა შეამოწმო?
-გარეთ დაგელოდები.უთხრა მშვიდად ვახომ მარიამს.ყველა იქ დარჩა იმ ღამით,ვახომ მთელი ღამე არც თავად დაიძინა და არც ლუკა დააძინა,ყველაზე ადრე ადგა და მარიამს და მართას შეუხტა ოთახში და ორივე მძინარე წამოაგდო.
-ადექიიიიიიით.
-არცერთმა არ გააგონა.მარიამ ადექი იცოდე მესამედ არ გავიმეორებ.
-რა ხდება,რა კარგად ხარ? 7 საათზე რატომ ადექი შენ გააფრინე? აწიკვინდა მარიამი.მარიამი ადგა და ლუკას ოთახში გავიდა,ჯერ კიდევ ეძინა ლუკას.
-ლუკ მიშველე რა.შეუწვა ლუკას.
-რას მეხუტები გოგო,ამ სიცხეში მომშორდი.აღრიალდა ლუკა.
-მარიამ აქ რატომ გამოიპარე,რა ვერ მოგაგნებდი?
-შემეშვი.
-არ დგები?
-ჯერ ადრეა.
-მარიამ არ დგები?
-არა.
-კარგი.უთხრა და ისე უცებ გადაიკიდა მხარზე და ცივი დუშის ქვეშ დააყენა კივილ-კივილით,გიორგის შეეშინდა ძილში მარიამის ხმა რომ ჩაესმა და გულგახეთქილი გამოვარდა ოთახიდან,რომ დაინახა ვახო ასველებდა გაახსენდა თავად რამდენჯერ ყავს ასე ანა დასველებული და გაეცინა მაგრამ ვახოს მკაცრად უთხრა.
-ერთი დღე იქნება გულს გამიხეთქავთ.მარიამს იმედი მიეცა გიორგის ხმა რომ გაიგონა და ცივი ხმით იკივლა.
-მამაააა,მიშველე მამიკოოოო მომაშორე ეს ავადმყოფი.გიორგის შეეცოდა მარიამი და ვახოს უყვირა.
-ვახოოო.
-ვსიო გამოფხიზლდდა უკვე,აბა ვის უნდა კიდევ გამოფხიზლება?იკითხა და იქვე მდგარ მართას შეხედა.
-არა,არა,არააააა მე ნუ მიყურებ იცოდე შევწუხდები ვერ ვიტან ცივ წყალს.უთხრა შეშინებულმა ვახოს და ოთახიდან გადიოდა ხელი რომ დაავლო და მისკენ მიიწია აფართხალებული სხეული.
-უკეთესია თუ შეწუხდები,დაგიტოვებ შიგნით და ვერაფერს გაიგებ.უთხრა ვახომ და წარბები აუთამაშა მართას.გიორგის ჩაეცინა და გაწუწულმა მარიამმა გაოცებულმა შეხედა ჯერ ვახოს და მერე გიორგის.
-მამა ვახომ გაიცინა.
-ჩუუუუ,სიყვარულის ბადეს ქსოვა დაიწყო ობობამ.თვალი ჩაუკრა და მარიამი მართას ხმამ გამოაფხიზლა.
-არა,არ დამასველო.ორივე ერთად დასველდა და ვახოს თვალებში დაუბნელდა როცა მართას შეხედა თხელი მაისური როგორ მიეწება სხეულზე და კარგად უჩანდა სველი სავსე მკერდი,წელში შეუცურა ხელი და მის ტანზე აიკრა,სახე ახლოს მიუტანა და უთხრა.
-ჩემს სიახლოვეს როცა იქნები,ულიფოდ არ გაიარო იცოდე ერთი დღეც თავს ვერ გავაკონტროლებ და ჩემი გახდები.ტუჩის ახლოს კოცნა დაუტოვა და დატოვა საშხაპეში გაშტერებული მართა.მალე მოემზადა მართა, მარიამს არ ჰქონდა იქ გამოსაცვლელი და სახლში მოუხდა წასვლა,ერთად წავიდნენ გამოიცვალა რუსოს მართა გააცნო და წავიდნენ მაღაზიებში.ძალიან ბევრი რამ იყიდეს,შემდეგ გაისეირნეს და ისე შემოეძარცვათ დღე ვერც კი გაიგეს,შემოაღამდათ და სახლისკენ დაადგნენ გზას.გიორგი ისევ ალექსისთან იყო,მარიამს ელოდებოდა და მულოდნელად უთხრა ალექსის.
-ალექს არ გიფიქრია დინაზე?
-როგორ არ მიფიქრია გიორგი.მართამ რომ მითხრა არ გათხოვილა და მარტომ გაზარდა შვილი,გულში რაღაც ჩამწყდა.რატომ დამიმალა,რატომ არ მითხრა.საუბარი ალექსის ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა.
-ჩემი არ არის.თქვა გიორგიმ.
-არც ჩემია.
-მაგიდზე დევს ნახე ვისია.
-მართას ტელეფინია და დედამისი რეკავს.ამ დროს სახლში შემოვიდნენ ყველა სიცილ-სიცილით და ლექსიმ მართას შეხედა.მიხვდა მართამ და ტელეფონი აიღო,მაგრამ მარიამმა გამოართვა და უბრძანა.
-ხმა არ ამოიღო.
-უპასუხე,რას ელოდები მარიამ.უთხრა გიორგიმ.
-გისმენთ.
-რომელი ხართ,ჩემი შვილი სად არის?
-დაწყნარდით თქვენი შვილი უკვე კარგად არის,მისი მდგომარეობა სტაბილურია.
-რა მოხდა,სად არის.
-თქვენთან ერთ მამაკაცს სურს დალაპარაკება და ის აგისხნით ყველაფერს ქალბატონო.
-ამიხსენით რა ხდება,ჩემი შვილი სად არის.
-გამარჯობა.
-ვინ ხართ,სად არის ჩემი შვილი.
-თქვენი შვილი სანდო ხელშია.
-თქვენ ვინ ხართ.გიორგიმ ანიშნა ალექსის უთხარი ვინც ხარო და ალექსიმ გაბედულად უთხრა.
-ალექსი ვარ ალავიძე თუ ისევ გახსოვარ.
-ალექს? მართა სად არის.
-არ ინერვულო,ახლა კარგად არის.
-როგორ თუ ახლა კარგადაა,რა ჭირს.
-თქვენმა შვილმა ქალბატონო ფეხი მოიტეხა და ორი ნეკნი აქვს გატეხილი,ის ავტო საგზაო შემთხვევის დროს დაშავდა და რეპუბლიკურ საავადმყოფოში წევს.უთხრა მარიამმა.
-სად,სად რომელ საავადმყოფოშ?
-თბილიში,რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
-საააად?
-თბილიში ქალბატონო.
-მოვდივარ,ახლავეს წამოვალ და უახლოესი რეისით გადმოვფრინდები.ტელეფონი გაითიშა და მარიამმა მდუმარედ მყოფებს უთხრა.
-ესეც მეორე ოჯახის გაერთიანება.გაეცინათ,მაგრამ ალექსანდრე საღამომდე ნერვიულად გადი-გამოდიოდა,გიორგი კი დინას დასახვედრად წავიდა,მართამ ფოტო აჩვენა თავის ტელეფონში გადმოიტანა და ასე უფრო იოლი იყო მისი მოძებნა.მტანჯველად გაიარა ლოდინში დრომ და როგორც იქნა გიორგი მოვიდა,დინა დაფეთებული გადმოხტა მანქანიდან სახლში შევარდა და მართას დაუწყო თვალებით ძებნა ამდენ ხალხში,მართა კი ალექსის გვერდით იდგა ჯამრთელი და საღ-სალამათი რომელიც დედას ბედნიერი ღიმილით უღიმოდა.
-ჩემს პრაქტიკაში უკვე მეორე ბედნიერი ოჯახი დაქორწინდა.თქვა მარიამმა და გადაიკისკისა.მართამ კი ამაყად შეხედა დედას და უთხრა.
-დედა ძალიან კარგი იდეა მომივიდა,მხოლოდ ხელის მოწერა გინდათ რომ სრულყოფილი ოჯახი ვიყოთ.
-ძალიან კარგი აზრია.უთხრა მართას ალექსანდრემ და ხელი მოხვია.
-ეს რას ნიშნავს.იკითხა ხმა წართმეულმა და ხელით დაეყრდნო იქვე მდგარ გიორგის.
-ეს იმას ნიშნავს დედიკო,რომ 22 წლის შემდეგაც შეგვიძლია ვიყოთ ერთიანი,თბილი და ტკბილი ოჯახი.
-დინა იქნებ ახლა მაინც გამოვნახოთ საერთო ენა,დავიჯერო ფიქრისთვის დრო კიდევ გჭირდება?ვაღიაროთ,ვაღიაროთ ორივემ რომ გიჟები ვიყავით და ჩვენი სიგიჟით რამდნი დრო დავკარგეთ ერთმანეთის გარეშე.ამ ორმა დღემ მე ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა.აი ჩემი დიდი და თბილი ოჯახი,რომლებიც გუშინს მერე გელოდებიან და არცერთი არ წავიდა სახლში.
-ტყუილი რა საჭირო იყო,გული გამიხეთქეთ ღმერთო როგორ შემეშინდა.ფერი არ ედო დინას სახეზე და ქეთიმ ჭიქით წყალი მიაწოდა და დაამშვიდა.დინა დააჯინეს რათა ცოტა დამშვიდებულიყო,იყო თავდახრილი და დრო და დრო ალექსისკენ და მართასკენ გააპარებდა თვალს,არ სჯეროდა რომ მისი ორი უსაყვარლესი ადამიანი ერთად გვერდი გვერდ იდგა და მოულოდნელად იგრძნო ცრემლები სახეზე.
-აბა ცრემლი არა,ქორწილია ქორწილიიიიი.იყვირა ანამ და სახლი ახმაურდა.ალექსი მივიდა დინასთან და უთხრა.
-თანახმა ხარ?
-მე მთელი 22 წელი ველოდი ამ წუთებს ალექს მაგრამ შენ არ ჩანდი.გულო მიუახლოვდა დინას და მისი ხელიდან ულამაზესი ბეჭედი წაიძრო და რძალს გაუკეთა,მოეფერა და ცრმლმორეულმა უთხრა.
-აი ახლაა ჩვენი ოჯახი სრულყოფილი.ქორწინება,ოჯახური ცხოვრება და ვალდებულებები უკვე შენს საყვარელ ადამიანთან ერთად,იცვლება ცხოვრების რიტუნა,ჩნდება ცვლილებები და რა თქმა უნდა კაპრიზებიც.აი ასეთი მოულოდნელი და უცნაური ქორწილი შედგა და ესევ კიდევ მარამის მოფიქრებით.
-მე არცერთ თქვენთაგანს არ ვიცნობ,მაგრამ იმედია ჩემი თქვენს დიდ ოჯახში შემომატებით ცვლილებებს არ შემოიტანს,რამოდენიმე სიტყვა კი მინდა ვუთხრა ჩემს მეუღლეს,ღმერთო როგორც იქნა ვამბობ ამ სიტყვას ,,მეუღლეს'' ალექსანდრე შენ ყოველთვის იყავი ჩემთვის ყველაზე საუკეთესო მამაკაცი და დღემდე იმ წრფელი სიყვარულით მიყვარხარ,როგორც ადრე პირველად როცა დაიბადა ეს გრძნობა ჩვენში.მინდა მადლობა გითხრა იმ ექვსი თვისთვის,რაც ერთად ვიყავით.იმ ექვსმა თვემ მასწავლა მე ცხოვრებაც და სიყვარულიც, გვიან, ძალიან გვიან გავიგე ამ გრძნობის ძალაც და ფასიც, მაგრამ დღემდე ურყევად დებს ჩემში, დუღდს დღემდე ეს გრძნობა, მაგრამ მხოლოდ შენს მიმართ.მაპატოე,რომ იმ ერთმა არ მოსმენამ,იმ ერთმა გაუგებრობამ,იმ ერთმა ჯიუტობამ 22 წელი დაგვაშორა ერთმანეთს.ალექსი ადგა დინას ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა,თვალებში ჩახედა და უთხრა.
-მაპატიე,რომ დედაშენზე გარაზებულმა უკან არ მოგიხედე,მიუხედავად შენი ძახილისა მე მაინც წამოვედი.აი დღეს იმ შეცდომის შედეგს ვიმკი,მადლობა უფალს რომ გვიან მაგრამ მაინც ერთად ვართ და ამჟამად სიცოცხლის ბოლომდე ვიქნებით ერთად,ერთმანეთის სიყვარულში.
-ერთმანეთის ნდობით.დაამატა დინამ.
-ერთმანეთის ერთგულება და ყურადღება.
-არა ღალატი და არა უნდობლობა.
-არა ღალატი და არა უნდობლობა,მხოლოდ ნდობა და მხოლოდ სიყვარული.
-ჰე დაასრულეთ ახლა.კარგია კარგი მოგონებები,კარგი დროის გახსენება მაგრამ მოგვხედეთ ჩვენც ბატონო ალექსანდრე აქეთ.მაგ თვალები კი ცალკე კუტოკში უჟუჟუნე დედოფალს,მარიამ სად ხარ როგორაა ბიძი შენ რიმ იცი თქმა?
-სიყვარული იწყება თვალების პაჭუნით და მთავრდება საწოლის ჭრაჭუნით.
-გაუმარჯოს სიყვარულის უძლიერს გრძნობას.თქვა ბექამ და ყველამ ერთხმად შესვა ახალი წყვილის სადღეგრძელო.




№1  offline წევრი მია15

შესანიშნავი და საინტერესო იყო.ველოდები ახალ თავს.

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

მარიამის ამ სიტყვებს როგორც ვატყობ ხშირად გამოვიყენებ მეც ,,. სიყვარული იწყება თვალების პაჭუნით და მთავრდება საწოლის ჭრაჭუნით.,, ვაიმე გიჟია ეს გოგო რა და მგონი მართა მალე გააგიჟებს უკვე ვახოსაც.კარგი იყო.
--------------------
ლანა

 


№3 სტუმარი სტუმარი დი კო

სიყვარული იწყება თვალების პაჭუნით და მთავრდება ლოგინის ჭრაჭუნით....:))))))))) ყველაზე ზუსტად ერგება სიყვარულს ❤❤❤❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი დეფნე

უმაგრესია ველოდები შემდეგს. გაიხარე და გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent