შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემომიყვარდი (12 თავი) დასასრული


19-07-2018, 10:34
ავტორი naattii
ნანახია 3 496

ჩაფიქრებული მიუყვებოდა გზას ანიტა და ეგონა წამებში გამოვედი გარეთო, მეგობრებთან ერთად იდგა გაბრიელი უკანა ეზოში და რაღაცაზე მთელი ხმით იცინოდნენ, ვახო გაბრიელს მიჩერებოდა, მოწმე იყო ამ წლებში მეგობრის ხასიათების და თვითონაც ხარობდა ასეთ ბედნიერს რომ ხედავდა. თურმე სიყვარულს ბევრი რამ შეძლებია. გაღიმებულმა შეათვალიერა მეგობარი და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ამდენად ბედნიერი ბიჭი არასდროს ენახა.
-გამარჯობათ_მორიდებული ღიმილით წამოადგათ ანიტა.
-გამარჯობა პატივცემულო, ხომ არაფერი გჭირდებათ?_ წამსვე წამოიშალნენ სტუდენტები და ლექტორს მიაჩერდნენ, ის კი გაწითლდა და გაბრიელს დახედა.
-კარგია რომ მოხვედი_ მსუბუქად მოხვია ბიჭმა ხელი და მისკენ მიიზიდა -ბავშვებო ეს ანიტაა, ჩემი შეყვარებული_ღიმილით წარუდგინა საყვარელი ქალი პირდაღებულ საზოგადოებას და 2 წუთით ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა ალბათ სასაფლაოზეც რომ არ არის ხოლმე. შემდეგ ერთად იხუვლეს:
-რაოოო?
-შეყვარებული?
-როგორ თუ შეყვარებული?
-თქვენზე ამბობს პატივცემულო?
-ეს... ეს... იტყუებით? _მსგავსი კიდევ მრავალი ფრაზა გაჟღერდა და გაბრიელმა სიცილით აკოცა ანიტას საფეთქელთან.
-ძალიან გთხოვთ, პატივცემული უნივერსიტეტში და ლექციაზე, დღის მეორე ნახევარში მხოლოდ ანიტა, როგორც თქვენი მეგობრის შეყვარებული_აწითლებულმა აარიდა გაბრიელის „გულებამოვარდნილ“ თვალებს მზერა და ისევ ახალგაზრდებს გადახედა.
-სასიამოვნოა ანიტა, იმედია დავმეგობრდებით_პირველი ნაბიჯი ვახომ გადადგა და თვალებით ანიშნა დანარჩენებსაც.
-ჩვენთვისაც პატი...... ანიტა_ ღიმილით გადმოხედა მარიკამ -ახლა გასაგებია გაბრიელ, ნამდვილად ვერ დაივიწყებ ასეთ ქალს_თვალი ჩაუკრა ბიჭს და თავის ადგილს დაუბრუნდა. საკმაოდ გაერთო მათთან საუბარში, მაგრამ სოფიოს გამოყვანის დრო მოვიდა და გულდაწყვეტილი დაემშვიდობა.
-მეც წამოვალ _ხელი მოხვია გაბრიელმა და მანქანისკენ წავიდნენ.
-კარგია, არ მინდოდა შენთვის ხასიათი გამეფუჭებინა, მაგრამ სალაპარაკო გვაქვს_მოწყენილად შემოაწყო ანიტამ ხელები საჭეს.
-აბა? ხომ მშვიდობაა?
-არ ვიცი თუ იქნება_სევდიანად გაეღიმა ქალს და ღრმად ამოისუნთქა -ამ დილით დედაშენი იყო მოსული.
-დედაჩემი? რა უნდოდა?_წამში დაიძაბა გაბრიელი.
-დეტალებს აზრი არ აქვს, საერთო ჯამში ის, რომ არ მოითმენს შვილიანი 30 წლის ქალი, უჭკუო ჰორმონებ ატეხილ 20 წლის ბიჭს შევეტენო.
-ჯანდაბა, რაზე ფიქრობდა? კარგი საღამოს გამოგივლი, ახლა სახლში წავალ.
-გაბრიელ...
-ანიტა, გეფიცები ახლაც რომ დაშორება ახსენო საერთოდ აღარ ვიარსებებ შენთვის, შენ თუ ყოველ დაბრკოლებაზე ასე გაიქცევი მაშინ ნდობა ტყუილად მქონია.
-არა, არა, ამჯერად მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ მიყვარხარ და შენთან ვარ.
-მეც მიყვარხარ ძვირფასო_მსუბუქად აკოცა ტუჩებზე და ავტობუსის გაჩერებისკენ გაიქცა.

ნერვიულად მიმოდიოდა ანიტა შემოსასვლელში და ახალ ამბებს ელოდა, გაბრიელი კი ჯერ არ ჩანდა.
-იქნებ დაჯდე? თავბრუ დამახვიე_მობეზრებულმა ამოილაპარაკა ნინამ და თავი დივნის საზურგეს გადაადო.
-ხო შენ რა გენაღვლება უპრობლემო ურთიერთობა გაქვს.
-ოჰ მეც გადმომწვდა, აბა ჰა ბატონო ადგილს გაგითავისუფლებ_სიცილით მიაჩოჩა დივანი კედლისკენ და ხელით ანიშნა აქეთაც იარეო. რამდენიმე წუთში კარზე დააკაკუნეს და ანიტაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაფრინდა გასაღებად.
-ცოტა ხნით შემიფარებ?_რუგზაკიანი გაბრიელი უღიმოდა კარებში.
-სულ დაგიტოვებ_ანერვიულდა ანიტა და ლამის ჩაახრჩო ისე მოეხუტა.
-როგორც იქნა გავიცნობ ამ ყმაწვილს_სიცილით ჩამოართვა ხელი ნინამ.
-სასიამოვნოა_მხიარულად უღიმოდა ბიჭიც -ნინა ხომ?
-ყოჩაღ, პირველი პლიუსი არტყმული გაქ, აუ ანიტა სოფიოს ძინავს და დავლიოთ რა.
-მე სასმელს ამოვიტან_ფეხზე წამოხტა გაბრიელი, ანიტა მაცივარში შეძვრა მისაყოლებელის საპოვნელად.

-აბა გაბრიელ, როგორია სექსი უფროს ქალთან?_პირველივე ჭიქის შემდეგ დააბრეხვა ნინამ და თითქმის ყელში გადასული სასმლით ლამის დაახჩო ბიჭი. ანიტამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და ბუზღუნით ახედა ნინას. კარგად გართნენ იმ საღამოს, ბევრიც დალიეს, უკეთაც გაიცნეს ერთმანეთი და ღამის 4 იქნებოდა რომ დაიშალნენ. დილითაც ერთად გაიღვიძეს, ასეთი ბედნიერი ანიტა არასდროს ყოფილი, საყვარელი კაცი გვერდით ყავდა და არაამქვეყნიური ღიმილით უღიმოდა, ყავდა ფანტასტიური შვილი და პირველად არ გააჩნდა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. სანამ საუზმეს ამზადებდა მისაღებიდან ესმოდა გაბრიელის და სოფიოს კისკისი და თითონაც იბადრებოდა. კარზე ზარმა დაარღვია დილის იდილია და გასაღებად წავიდა.
-დილა მშვიდობის_მხიარულად უღიმოდა ცოტა დაბერებული გაბრიელი, მამამისი გაიფიქრა და მათი მსგავსებით გაოცდა, მხოლოდ თვალები ქონდათ განსხვავებული.
-გამარჯობათ, მობრძანდით_მაშინვე დაუთმო ბინაში შესასვლელი გზა.
-მა, როგორ ხარ_სწრაფად მოეხვია გაბრიელი.
-კარგად მამა, თქვენ როგორ ხართ? ბოდიში ადრე მოვედი, წასვლამდე მინდოდა მომესწრო თქვენი ნახვა.
-საუზმობას ვაპირებდით, დაგვეწვევით? _მორიდებით ჩაერთო ანიტა და სამზარეულოსკენ მიუთითა.
-არა შვილო, მადლობა, უბრალოდ გასაცნობად მოვედი_შვილო ისე თბილად უთხრა ლამის თვალები აუცრემლიანდა ანიტას.
-მა, დედა როგორაა?
-ხოიცი არა რა ტიპიცაა? არაფერს იმჩნევს, მაგრამ შენს ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდა და ცხვირ ჩამოშვებული დადის, არ ინერვიულოთ_მაშინვე გადახედა ანიტას რეაქცია რომ იგრძნო -შვილზე უარს არაფრის დიდებით არ იტყვის, უბრალოდ ცოტა ხანს იჭირვეულებს და რომ შეხედავს არ ეპუებით მაშინვე მიგიღებს, დამიჯერე გარედან ჩანს ასე ცივი, თორემ მისნაირი გული ბევრს არ აქვს_თბილად გაუღიმა კაცმა და სოფიოს მიეფერა -ახლა წავალ, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა_ხელი ჩამოართვა ანიტას და ჩუმად ჩაჩურჩულა -რას ერჩი გემოვნება ქონია ბიჭს.
სიცილით გააცილეს კაცი და საჭმელს მიუბრუნდნენ. ორივე გახარებული ილუკმებოდა. გაბრიელი მაშინვე სამსახურშიწავიდა, კონსულტანტის ადგილი იყო თავისუფალი და გასაუბრებაზე მიდიოდა, ახლა ოჯახი ყავდა და უნდოდა სტაბილური და ნორმალურ ხელფასიანი სამსახური ქონოდა, აიყვანეს კიდევაც, იმავე მაღაზრიაში ყველას იცნობდა და უარიც არავის უთქვამს, იცოდნენ როგორი შრომისმოყვარე იყო. მაშინვე ანიტას ახარა და საღამოს ყვავილების თაიგულით დახვდა სახლში.

10 წლის შემდეგ......
-გაბრიეეელ, ზარია კარზე ალბათ დედაშენია, გააღე რა მე ლაზარეს ვაცმევ
-კარგი ძვირფასო_ ერთი ტყუპით ხელში გამოაღო კარი და მართლაც ლიანა დახვდათ.
-მოდი დე
-ბებოს სიყვარულიი_მაშინვე ხელი სტაცა ბავშვს და ჩაკოცნა.
-დილა მშვიდობის შვილო_მაშინვე მიესალმა რძალსაც და მანაც ღიმილით დაუბრუნა სალამი.
-აბა, როგორ ვნაწილდებით?_მანქანის გასაღები აიღო ანიტამ.
-როგორც ყოველთვის_მეორე ტყუპი გამოიყვანა გაბრიელმა -ტყუპები დედასთან, სოფიო, ბარბარე და ნიკოლოზი შენ დატოვე სკოლაში, დემეტრეს და ნიაკოს მე მივიყვან ბაღში.
-ღმერთო დიდ ოჯახზე არც ერთი ხუმრობდით_ სიცილი დაიწყო ლიანამ.
-რა თქმა უნდა არა დედა, რა ჯობია სიცოცხლით სავსე ოჯახს?
-არაფერი შვილო, ღმერთმა სულ ასე ბედნიერები გამყოფოთ_ჯვარი გადაწერა სახლიდან გამავალ, ბედნიერად მოცინარ, ბავშვებით დახუნძლულ ცოლ-ქმარს და ღიმილით დახედა ერთმანეთში მოთამაშე პაწაწუნა ტყუპებს.

------------------------------------------------------------
დიდი მადლობა ვინც კითხულობდით და შეფასებებს არ იშურებდით, იმედი მაქვს ბანალურად არ ჩათვლით, უბრალოდ ეს ისტორია სხვანაირად ვერ დამთავრდებოდა, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ვიმედოვნებ მოგეწონებათ, რედაქტირების შემდეგ სრულადაც ავტვირთავ <3



№1  offline წევრი Nobodyelse

სათაური არ მომეწონა ცოტა მაგრამ ისტორია კარგი იყო relaxed

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

Sayvarlobaaaa, dasasruli ki uketesiii, yochaggg

 


№3  offline მოდერი naattii

mirandaa31
კარგი იყო ნამდვილად ❤️❤️ იმედია ახალსაც მალე შემოგვთავაზებ ❤️

ვნახოთ, ყველანაირად ვეცდები ❤

Nobodyelse
სათაური არ მომეწონა ცოტა მაგრამ ისტორია კარგი იყო relaxed

სიმართლე რომ გითხრა ორი დღე ვფიქრობდი როგორ დამესათაურებინა და რატომღაც ეს შევუსაბამე ❤

Qeti qimucadze
Sayvarlobaaaa, dasasruli ki uketesiii, yochaggg

უღრმესი მადლობა ❤

 


№4 სტუმარი სტუმარი ანი

7ბავშვი?!! საღოლ ამათ იმენა :დ :დ :დ კარგი იყი

 


№5 სტუმარი Mariami

❤❤❤გულახდილი საუბრები და რჩევები❤❤❤ daakopiret da am saxelobis grupa modzebnet faceze dzalian gtxovt yvelaperi anonimuria minda cxovrebiseuli rameebi dagviwerot mand an piradshi mogvawodot da anonimurad davdeb gelodebiiit

 


№6  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ძალინნ საყვარელი სასიამოვნო ისტორიაა იყოოო მომეწონაა

 


№7 სტუმარი სტუმარი ნანა

როგორც ყოველთვის ძალიან კარგი იყო.მიყვარს ასე კარგად რომ მთავრდება ისტორიები.უმაგრესი ხარ ძალიან საინტერესოდ წერ ისე რომ თავს ვერ დაანებებ☺ეხლა ვარჩევ ხოლმე რომელიც ბოლომდე დევს იმას ვკითხულიობ.ვერ ვითმენ მომდევნო თავი როდის დაიდება☺ეს დავიწყე და გავედი ბოლოში არც შემისვენია☺☺☺გაიხარე წარმატებები❤❤❤

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

არა... სუპერ გოგო ხაარ... შენს ყველა ისტორიას ვკითხულობ და ვხვდები დღითი დღე როგორ იზრდებიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent