შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*სისხლიანი პაემანი* (თავი 6)


19-07-2018, 20:03
ავტორი Queenofmoon
ნანახია 4 564

ავალიანის სახლთან მისული ანასტასია იჯდა მანქანაში,ფანჯარა ოდნავ ჩამოეწია და მთელ ეზოს ათვალიერებდა.
როგორც იქნა გაბედა და გადმოვიდა მანქანიდან,კარს მიუახლოვდა და ფრთხილად დააკაკუნა.
სახლის კარი ხანში შესულმა ქალმა გააღო,რომელსაც მტვერსასრუტი ეჭირა ხელში და თვალები დაეძაბა გოგონას დანახვისას.
- უკაცრავად,მაქსიმე სახლშია?
თქვა ანასტასიამ და ქალის უკან მომღიმარი მაქსიმე დაინახა,რომელიც ხელს უქნევდა და ანიშნებდა შიგნით შესულიყო.
მაქსიმემ შორიდანვე შეავლო თვალი ანასტასიას,შინ შეიპატიჟა და ორივე დივანზე დასხნდნენ,ჯადოსნურად გაიღიმა,როგორც მას სჩვევია ხოლმე,მისი ჩამწკრივებული იდეალური კბილები და ტუჩები ერთმანეთს რომ ეხამებოდა არაჩვეულებრივად,სახეზე კი,ოდნავ გრძელი თმა ჩამოყროდა,მისთვის რომ შეგეხედათ,გულგრილი ალბათ არავინ დარჩებოდით,ასეთი იყო,ძალიან შარმიანი,სიმპათიური და ეს იცოდა კიდეც,თავში ჰქონდა ავარდნილი გარეგნობა,ფული,გვარი,თუმცა ეს ალათ ვის არ აუვარდებოდა თავში?
მაგრამ საოცრად სექსისტი ნაბი*ვარი იყო,მისი ერთი მზერაც საკმარისი იყო გეფიქრა იმისთვის,რომ გონებაში უკვე გხმა*ობდა.
ანასტასიასაც ზუსტად ასეთივე მზერით უყურებდა,მიუხედავად იმისა,რომ მისი დაქალი თავისი შეყვარებული იყო,ამიტომ ვერ იტანდა მას მართას სადაქალო,ვერც სანდრო.
სანდროს ბევრჯერ მოუწია ჩხუბი მართასთვის,მრავალჯერ ატირებული და შეურაცხყოფილი მართა როცა დაბრუნებულა სახლში,თუმცა ეს იმ მომხდარის შემდეგ აღარავის ახსოვდა,მართას განსაკუთრებით,რომელიც სიგიჟემდეა შეყვარებული მასზე.
უხერხულად შეიშმუშნა ანასტასია,თვალს ვერ უსწორებდა მას,როცა მოსამსახურე დაადგა თავზე და ცივი ყავა დადო მაგიდაზე,მან მაშინვე ხელში მოიმარჯვა და დალია.
ცდილობდა ხშირად არ შეეხედა,რადგან საშინლად არ უნდოდა მისი თვალები გამოეჭირა.
- პირველად ხარ ჩემთან?
ანასტასიას ლამის ყავა გადასცდა მის სიტყვებზე,ბიჭმა სიცილი ატეხა და ხელსახოცი გაუწოდა.
- დაწყნარდი,რა ხდება აბა?
- მაქსიმე,მე სერიოზული საქმე მაქვს.. ოღონდ მართას არ უთხრა აქ რომ ვიყავი.
- აუფ.. რა იყო,შენც ხომ არ შეგიყვარდი?
გოგონამ თვალები გადაატრიალა და ფეხი ფეხზე გადაიდო,მაქსიმეს მიუბრუნდა,რომელიც ხამივით უყურებდა მის სხეულს.
- არა,მართლა სერიოზულ საქმეზე ვარ.
- ყურადღებად ვარ ქცეული...
- მაქსიმე,რატომ დაგჭრეს?რატომ მოვიდნენ ის ბიჭები მაინც და მაინც შენთან? გთხოვ..მითხარი.
მაქსიმეს სახე დაუსერიოზულდა წამებში,წარბები შეკრა და ჭიქა გვერდით გადადო.
- შენ ეგ არ გეხება.
- მეხება.
- რას გულისხმობ?
- მომისმინე.. იურიდიულზე ვსწავლობ,დედაჩემი ყოფილი ადვოკატია,ამიტომ დამიჯერე რასაც გეტყვი და ყურადღებით მომისმინე.
- გისმენ.
- ისინი არიან ბანდიტები,ყველაფერზე წამსვლელები,დაჭრის გამო ან ფულის წაღების გამო მათ მთელი ცხოვრება ციხეში არ გააჩერებენ,ამიტომ რომ გამოვლენ და შური იძიონ შენზე?ნახევარი ცხოვრება ციხეში რომ გაატარონ შენს გამო,არ გეშინია?
- აბა ესე უნდა შერჩეთ ყველაფერი?და შენ საერთოდ რა განაღვლებს?
- მე ყველას უსაფრთხოება მინდა.. გთხოვ,დაფიქრდი.. ძალიან საშიშები არიან..
- ანასტასია,ქალი ხარ და არაფერი გესმის. სისულელეებს ბოდავ,რას მეუბნები?სარჩელი გამოვიტანო?ხოარ ღადაობ?
- უბრალოდ გეცადა სხვანაირად მოგეგვარებინა მათთან...ციხე გამოსავალი არ არის ამ შემთხვევაში,დიდ შეცდომას უშვებ..
ბიჭმა მაჯას დახედა და ფეხზე წამოდგა, - ვარჯიშზე მაგვიანდება,უნდა წავიდე.
თქვა,კარი შეაღო და ანასტასიას თვალით ანიშნა,რომ წასულიყო.
გოგონაც ფეხზე წამოდგა,კარს მიუახლოვდა და მაქსიმეს შეუტრიალდა.
- გთხოვ,დაფიქრდი..ახლავე ნუ მეტყვი უარს. ნახვამდის
- კარგად.
კედელს მთელი ძალით მიეყრდნო,საშინელი თავბრუსხვევა იგრძნო და მანქანისკენ წავიდა ნელი ნაბიჯებით.
- ამის დედაც! რა ჯანდაბას ვაკეთებ!
საჭეს რამოდენიმეჯერ ხელი დაარტყა და ცრემლები წასკდა თვალებიდან.
ტელეფონი აწკრიალდა,სწრაფად აიღო და უცხო ნომრის დანახვაზე მაშინვე გულმა დაიწყო გამალებით ცემა.
- დემე? ჩაილაპარაკა და სენსორი გადასწია.
- ანასტასია,სად ხარ.
მისი ბოხი ხმა გაისმა და ტასოს ერთიანად დაუარა სხეულში ჟრუანტელმა.
- სახლში მივდივარ,ავალიანთან ვიყავი.
- არ მინდა ტელეფონში დეტალები. დღეს მოგაკითხავ.
- კარგი.
მანქანა დაქოქა და სწრაფად მოშორდა ადგილს.
***
- მარიამ,სად ხარ?
- გეგასთან ერთად ვარ სკვერში,ვსეირნობთ.
- დაგაგვიანდება?
- გამოიცანი დაიკო?
- მორჩი სიცილს! მიპასუხე
- ცოტათი დამაგვიანდება,ხვალ ხომ მაინც შაბათია,კაი რა..
- მარიამ,არ მოწიო და რაც მთავარია არ დალიო! თორე სახლში გისვრი დედასთან!
- კარგი.. კარგი.. ჩაიბურტყუნა და ყურმილი გათიშა.
ტელეფონი გვერდით გადააგდო ანასტასიამ,საათს დახედა და აქეთ იქით დაიწყო სიარული,დემეტრეს მოლოდინში.
როგორც იქნა,კარზე კაკუნი გაისმა,გოგონა მთელი სისწრაფით გაიქცა შემოსასცლელისკენ და გასაღები სწრაფად გადაატრიალა.
- დემე. წამოიყვირა და სახეზე ღიმილი მოეფინა.
დემეტრემ არც შეხედა,ისე სწრაფად შევიდა ოთახში და სკამზე ჩამოჯდა.
- აბა,რა ქენი?
- ვიყავი მაქსიმესთან,ველაპარაკე,ყველაფერი ისე ვუთხარი როგორც საჭირო იყო,ვფიქრობ შეეშინდება და სარჩელს გამოიტანს.
- ოჰოო,შეეშინდება?
- არაპირდაპირი გზით,დავემუქრე,ასე გამოდის. ჩემგან ცუდი ადვოკატი გამოვა.. ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და თვალები დახარა.
- ადვოკატი ყოველთვის უდანაშაულოს მხარეს არ იცავს,ეგეც იცოდე.
- ჰო..
ბიჭი ადგა და ანასტასიას მიუჯდა გვერდით,რომელიც დივნის კუთხეში იჯდა.
- ძალიან კარგი გოგო ხარ,რომ მეხმარები.
ყურთან ჩასჩურჩულა და საფეთქელზე აკოცა.
- მარტო ამიტომ ვარ კარგი გოგო?
გიშრისფერი თვალები გაუსწორა მის თვალებს და ნაღვლიანად ჩაილაპარაკა.
ტასოს ხელი თავის ხელში მოაქცია,თითები ერთმანეთში ახლართა და თავისკენ უფრო მეტად შემოაბრუნა.
- არა,მარტო მაგიტომ არა.. შენ ძალიან,ძალიან ლამაზი ხარ.. ჭკვიანი,კეთილი..
ანასტასია,არ მინდა გაწყენინო.
- რატომ უნდა მაწყენინო?
- არ მინდა ჩემგან რამეს ელოდებოდე.
- არ ველოდები,დემე.
დემე,მისი დიდი და წითელი ტუჩებიდან ყველაზე სექსუალურად ნათქვამი იყო მისი სახელი.
-მაგიჟებ... ისე მინდიხარ ანასტასია...
ტუჩი გაილოკა და გოგონას გიშრისფერ თვალებს ჩახედა.. ტასომ კი,როგორც ყოველთვის დაიმორცხვა და სახე ჭარხლისფრი გაუხდა.
დემე,გონებაში კიდევ რამოდენიმეჯერ გაიჟღერა მისმა წარმოთქმულმა სახელმა,ვეღარ მოითმინა და მის ტუჩებს მიეკრო.
მის ფეხებზე სწრაფად მოაქსია ვნებაამღვრეული ტასო,გრძელი და წვრილი თითებით,მის ბარძაყს შეეხო,რომელიც ნელნელა ზევით-ქვევით სრიალებდა,მეორე ხელით კი,თითები მის თმაში გაეხლართა და თავის გაწევის საშუალებას არ აძლევდა.
მის ტუჩებს ძლივს მოსწყდა და ტასოს დიდრონ თვალებს ჩახედა გამეტებით.
- ანასტასია.
- არა,არ მინდა რომ გაჩერდე.
ტუჩები ისევ კუთვნილ ადგილს მიუბრუნდა და ახლა თავისი სუსტი ხელები დაადო გულზე,მის პირისპირ უკეთ მოკალათდა და ფეხები გარშემო შემოალაგა,ტანზე მიეკრო მთელი ძალით,სადაც მის ერექციას გრძნობდა.
ბიჭმა მისი ტუჩები კბილებში მოაქცია,ყრუ ტკივილზე ოდნავ სახე მოებრიცა ტასოს,თუმცა წამიერად საოცრად ესიამოვნა.
კისერში გრძელი თითები შეუცურა,სველი ტუჩები არტერიას ჩააყოლა და ლავიწზე კბილები ოდნავ დააჭირა,კანი კბილებში მოაქცია და წუწნიდა,ენის სწრიალით ჩავიდა მკერდამდე და მკერდის თავი კბილებით გააღიზიანა,საჯდომზე ხელები უხეშად მოუჭირა და ქალის კვნესამ მის ერექციას უმატა,უფრო მეტად აღიგზნო და უფრო მეტად მოუმატა ქალის სურვილმა.
მოქანდაკებული თითებით კაბა ნელნელა ასწია მაღლა,თითები საცვლის ქვეშ შეაცურა და წრიულ მოძრაობას დაუყვა,ანასტასიას გონება აებინდა,მის ხმამაღალ კვნესას ვეღარ აკონტროლებდა,ის კი თითების მოძრაობებს აჩქარებდა...ბოლოს შარვლის ელვა შეხსნა და ძლიერი ბიძგით შეიჭრა სიფრიფანა სხეულში.
ანასტასიას სუნთქვა შეეკვრა,თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა და მამაკაცის სახე მოაქცია ნატიფ ხელებში.
სახეზე ჩამოგორებულ ცრემლის კვალს ტუჩები ფრთხილად მიაკრო დემემ და ნაზად აკოცა.
დემეტრეს პრიორიტეტი,მხოლოდ ის იყო,ციხეს ასცდენოდა,თუმცა ანასტასიასთან მომხდარის შემდეგ,რაღაც ნაპერწკალი გაჩნდა მის გულში,გოგონა,რომლის გამოყენება იყო მისი მიზანი,მაგრამ როგორ,როგორ შეიძლება გამოიყენო ანასატასია,რომლის თვალებიდან იფრქვევა ოცნებები,სითბო,სიკეთე,სიმშვიდე და ყველაფერი ერთად?როგორი არაკაცი უნდა იყო,რომ ამ თვალების ჩაქრობის მიზეზი შენ იყო?
უყურებდა ანასტასიას მშვიდ სახეს,რომელსაც თვალები მიელულა,ბალიშის ქვეშ ხელი ამოედო და პატარა ბავშვივით ჩასძინებოდა გაღიმებულს.
მთელი არსებით სურდა,არ ეტკინა მისთვის გული,ეს ყველაზე მეტად არ უნდოდა,მაგრამ რთული იყო.
მას და ანასტასიას, ორ სრუილად განსხვავებულ ადამაინს - ორი სრუილად განსხვავებული ცხოვრება ჰქონდა.
სხვა მიზნები,სხვა ოცნებები. არაფერი საერთო... საერთოდ არაფერი.
- ნეტავ იმ დღეს თან გქონოდა ის დაწყველილი ფული ანასტასია... ამის შემდეგ ხომ ერთმანეთის გზებს აღარ გადავკვეთდით..
ჩაილაპარაკა დემეტრემ და თვალები დახუჭა.
- შენ არ იმსახურებ ჩემს გვერდით ყოფნას.. არ იმსახურებ..
- დემე..
- გაიღვიძე?
- არც კი ვიცი როგორ ჩამეძინა,რომელი საათია? მარიამი.. მარიამი უნდა მოვიდეს.
- მე წავალ.
დემეტრე წამოდგა,ტანსაცმელი შემოიცვა სწრაფად,ანასტასია ზეწარში გახვეული ადგა და კარებამდე მიაცილა.
- დემე,დამირეკავ?
- ვეცდები,ანასტასია.
კარის დაკეტვისთანავე,როგორც ყოველთვის ფანჯრასთან მივარდა,ფარდა გასწია და მის კვალს გააყოლა თვალები,ოთახში მიიხედ მიმოიხედა,ყველაფერი ისე მშვიდად გამოიყურებოდა,თითქოს აქ რამოდენიმე საათის წინ არაფერი მომხდარა..
სააბაზანოში,დუშის ქვეშ დადგა და თავი წყლის წვეთებს შეუშვირა,საუბედუროდ,მხოლოდ დემეტრეს წასვლის შემდეგ ხვდებოდა,რამხელა შეცდომას უშვებდა ანასტასია,რამდენად არასწორი იყო მისი ურთიერთობა ასეთ ბიჭთან,მისი ცრემლები და ალისფერი სისხლი გარეოდა გამჭვირვალე წყალს,აბაზანის კუთხეში დამჯდარიყო,ფეხები ორად მოეკეცა და ისევ ტირილს მიეცა გოგონას თვალები.
მარიამის ხმის გაგონებაზე,ცრემლები მოიწმინდა სახიდან,თმა შეიკრა ერთ კოსად და მისაღებში გავიდა.
- მარიამ,მაინც დააგვიანე.
- კაი რა... ეხლა არ დამიწყო ყვირილი.. ან.. ანასტასია?
რა გჭირს? იტირე?
კარზე ისევ კაკუნი გაისმა,გააღო თუარა ლილე,მართა და სანდრო შემოცვივდნენ სასმლით და ტკბილეულობით ხელში.
- სიუურპრიზი!
- ოჰო,შერიგდით?
- კიიიი შევრიგდით და აი ჩვენც აქ ვართ! დღეს ძააან ბევრი უნდა დავლიოთ,თქვა მართამ და სანდროსთან ერთად პარკები დაალაგა მაგიდაზე,საიდანაც ღვინოს და სასუსნავებს აწყობდნენ.
- რა გჭირს შენ? თქვა ლილემ და ჩანთა გადაკიდა სკამზე.
- არაფერი,რა არის?
- თვალები გაქვს დასიებული..
- დიდხანს მეძინა,დაიკიდე.
თქვა და მართას და სანდროს შეუერთდა მაგიდის გაშლაში.



№1 სტუმარი უცნობჯ

საოცრად წერ..მაგრამ დემეტრე იყენებს ტასოს და ამას ვერხვდება.. ანასტასია ძან
მიამიტია..ნუ ეს არმომეწონა მაგრამ მოთხრობა იდეალურიაა დაძალიან კარგად წერ ❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

დემეტრე რომ იყენებს ტასოს ეგ ყველაზე მეტად არ მომწონს.
. ან ეს გოგო ასეთი მეამიტი როგორ შეიძლება იყოს არ მესმის

 


№3  offline მოდერი Queenofmoon

ჰაიკო
ვკითხულობ ხოლმე, მაგრამ კომენტარებს არ ვტოვებ. ამჯერად დავტოვებ :) კარგ ისტორიას წერ ნამდვილად! ყველაფერი კარგად გაქვს, გრამატიკაც. ყოჩაღ!

არ ველოდი ასეთ შეფასებას ნამდვილად,უღრმესი მადლობა!!❤️ blush relaxed smile heart_eyes
უცნობჯ
საოცრად წერ..მაგრამ დემეტრე იყენებს ტასოს და ამას ვერხვდება.. ანასტასია ძან
მიამიტია..ნუ ეს არმომეწონა მაგრამ მოთხრობა იდეალურიაა დაძალიან კარგად წერ ❤️❤️

ძალიაან დიდი მადლობა!კი,ანასტასია მეამიტია ძალიან,თუმცა არის რაღაცები,რაც შეიცვლება დრო და დრო.❤️ kissing_heart kissing_heart
სტუმარი ანი
დემეტრე რომ იყენებს ტასოს ეგ ყველაზე მეტად არ მომწონს.
. ან ეს გოგო ასეთი მეამიტი როგორ შეიძლება იყოს არ მესმის

მესმის თქვენი,მართლა ცუდად იქცევა დემეტრე smirk ანასტასიას პერსონაჟი მართლაც ძალიან მეამიტია,მაგრამ ბევრი რამ შეიცვლება ნელნელა როგორც უკვე ავღნიშნე.❤️ relieved

 


№4 სტუმარი სტუმარი Mziko

Au vgijdebi Ra mabrazebs deme dzaan. Armindao taso else gamoiyenos. An es Gogoc chamovides grublebidan. Tumca siyvaruli abrmavebs adamians. Veli shemdeg tavs moutmenlad. Ukargesi xar avtorooooo

 


№5  offline მოდერი Queenofmoon

mirandaa31
ჰაიკო
ვკითხულობ ხოლმე, მაგრამ კომენტარებს არ ვტოვებ. ამჯერად დავტოვებ :) კარგ ისტორიას წერ ნამდვილად! ყველაფერი კარგად გაქვს, გრამატიკაც. ყოჩაღ!

ოხ ამჯერად დატოვებს :D მართლაც კარგი ისტორიაა <3 ამაზე ჩემი აზრს კი ვაფიქსირებ და იცი.. ძნელია დემეტრესნაირ ადამიანთან მომავალზე იფიქრო, მაინც არ მინდოდა ანასტასია გამოეყენებინა :( იმედია ცოტა დაწყნარდება სიტუაცია ვნახოთ აბა რას გვიმზადებ ❤️

ძალიან დიდი მადლობა,ძალიან ძალიან მიხარია რომ მოგწონს<3
ბევრი რამ შეიცვლება ნელნელა,არ მინდა წინასწარ ვთქვა უბრალოდ <3 დემესთან კი,მართლა ძნელია მომავლის წარმოდგენა (ანასტასიას მართლა ბრმად შეუყვარდა,დემეტრეც იყენებს,ამაზე კარგი შანსი რა უნდა იყოს კაცისთვის?:) მოკლედ,შემდეგ თავებში გამოჩნდება ყველაფერი. ^^ <3
სტუმარი Mziko
Au vgijdebi Ra mabrazebs deme dzaan. Armindao taso else gamoiyenos. An es Gogoc chamovides grublebidan. Tumca siyvaruli abrmavebs adamians. Veli shemdeg tavs moutmenlad. Ukargesi xar avtorooooo

მოკლედ ტასო ძალიან დამეჩაგრა:)
ნუ რა ქნას,ხდება ხოლმე,გვიყვარდება ადამიანებს ისეთები,ვისი შეყვარებაც არ შეიძლება და არარის სწორი. <3 ნუ მოკლედ,სიტუაციები შეიცვლება ნელნელა და ვნახოთ<3

 


№6 სტუმარი

ველი მოვლენების განვითარებას! კარგი ხარ და ასე განაგრძე????

 


№7 სტუმარი ზინიკო

შემდეგ თავს როდის დადეებ? :)

 


№8 სტუმარი სტუმარი nata

au mteli dgea gelodebi:(

 


№9  offline მოდერი Queenofmoon

ველი მოვლენების განვითარებას! კარგი ხარ და ასე განაგრძე????

ზინიკო
შემდეგ თავს როდის დადეებ? :)

სტუმარი nata
au mteli dgea gelodebi:(

მაპატიეთ ჩემო კარგებო დღეს ავტვირთავ აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent