შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 35


20-07-2018, 23:15
ავტორი zia-maria
ნანახია 2 462

ადამიანთა ცხოვრება დინებას მიჰყვება და ჩვენც ვალდებული ვართ,ფეხ და ფეხ მივყვეთ ცხოვრების რთულ და მკაცრ კანონებს,მაგრამ ჩვენ რთული მოსწავლეები ვართ რადგან ვერ ვუღრმავდებით შევიცნოთ ცხოვრების სირთულეები და ავიცილოთ ისინი თავიდან,უბრალოდ ავუაროთ გვერდი და გზა გავაგრძელოთ წინ მომავლისაკენ.თუმცა არსებობენ ადამიანები,რომლებსაც არც აწმყოში უნდათ ყოფნა და არც მომავალი უნდათ.ისმება კითხვა,რატომ? იმიტომ რომ ტკივილი აქვს მიღებული იმ ლამაზი ცხოვრებიდან,სადაც უხაროდა ცხოვრება,ტკივილი და ეს ტკივილია უკიდეგანო,მაგრამ მაინც აგრძელებს ცხოვრებას ერთადერთი ადამიანისათვის.არ აქვს მნიშვნელობა რის საფუძველზე მოხდა ამ ძლიერი ტკივილის მიღება,მთავარია ეს ტკივილი მთელ სხეულში გაიბნა,გაიბჟნა,ფესვები გაიდგა და ის ვინც ასე გიყვარდა,ის ვინც გაბედნიერებდა აღარ არის ჩვენი სივრცის,ცხოვრების და სამყაროს ნაწილი.როდესაც ვიღაც მიდის, ამისთვის არასდროს ვართ მზად ადამიანები, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი ჩვენგან წასვლა ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება. ზიხარ საკუთარ თავში ჩაკეტილი და ფიქრობ სად დაუშვი შეცდომა,მიუხედავად იმისა,რომ კარგად იცი ეს ისეთი უეცარი და რთული მოვლენა იყო,ვერაფერს ვერ შეცვლიდი და ვერც მის წასვლას დაადანაშაულებ.რაც არ უნდა მოხდეს,უნდა დავკავდეთ საქმით რომ დრო გავიდეს და წარსულზე ფიქრისთვის დრო აღარ დაგვრჩეს.ღამის სიბნელეში ვარსკვლავების ციმციმს თანდათან დღის სინათლე აქრობს და ტკივილიანი დღეები ჩვენთან ერთად აგრძელებს სვლას.გარეთ ოქტომბერია და ცივი და ნელი წვიმა ფანჯრის მინებს ცრემლებივით სდის ღარებად,გიორგიმ მინის შიგნიდან წვიმის წვეთს თითი გააყოლა და სევდიანად უთხრა იმ წვეთს.
-შენს გულსაც ძლიერი ტკივილი აკრთობს და ის ჩემსავეთ ტირის,დარდს ვერ აჩერებს მტკივანი გული და ცრემლებად გადმოდის,მიწას ეცემი და ასე ქრები.ვინ არის დამნაშავე ჩვენი ასეთი მოწყენილობის,თუ არა ისევ ჩვენი ბედი.ყოველ დღე ვცდილობ არ ვიფიქრო მაგრამ არ გამომდის,არ შემიძლია.მე ხომ მხოლოდ ჩემი ბედნიერ დღეებს მივსტირი,რაა ჩემი დანაშაული გადაულახავი სიმწარე რომ მარგუნე უფალო,ნუთუ ის რომ მიყვარდა? ის რომ მის გარეშე არ შემეძლო? ასე რატომ მომექეცი,რატომ წამართვი,რატომ დამსაჯე,ასეთი მკაცრი რატომ ხარ ჩემს მიმართ.წლებია გაცივდა გული,გაცივდა ისე რომ მასზე თბილი ზამთარია.დრო,დრო გავიდა საყვარელო მაგრამ უშენობა წლებმა ვერ განკურნა და მასთან ერთად ვისწავლე ცხოვრებაც.სიყვარული კი საზღვარს არ ცნობს,ეს სიტყვებიც ჩემს მონატრებას ვერას ვუშველის.გადავწყვიტე, განაჩენი გამოტანილია დღეიდან აღარასდროს შემეშინდება სიკვდილის,ეს სიკვდილია სწორედ რომ არ მომცა საშუალება დავმტკბარიყავი შენთან ცხოვრებით,არ მომცა საშუალება შენ ჩემს ერთადერთ,უანგარო და წრფელ სიყვარულთან ერთად ვყოფილიყავი და შემეხედა შენს სახეზე წლებისგან გაჩენილ ღარებზე,თმაში ალაგ-ალაგ შეპარულ ჭაღარაზე.გიორგის ცრემლი დაედინა სახეზე და არც უცდია მისი შემშრალება.
-გიორგი მზად ხარ?მოულოდნელად შეაღო ბექამ გიორგის კაბინეტის კარი და ვითომ ბექას ჩუმად შეიმშრალა მისი მტკივნეული ცრემლი,მაგრამ ბექამ შეხედა.
-გიორგი 22 წელი გავიდა,შენ კი ისევ ისე გტკივა როგორც პირველ ეტაპზე გტკიოდა.
-ეს ტკივილი არასოდეს არ გაივლის ჩემში ბექა.
-ასე თავს ავნებ,ჯამრთელობა შეგერყევა გიორგი.გიორგიმ თვალებში ჩახედა ბექას და ჩუმად უთხრა.
-დაჯექი,უნდა დაგელაპარაკო.ბექას უცებ ფერმა გადაუარა და თვალებში შიში ჩაუდგა.
-რა ხდება,გიორგი რამე ხდება და მე დამიმალე? იცი, რომ ამ ბოლო დროს არ მომწონხარ და არც ფერი არის შენი მოსაწონი?
-ბექა მარიამს თვალ-ყური ადევნე, ბიძა ხარ მისი და ძალიან უყვარხარ მაგრამ ნუ გაუშვებ მის ჭკუაზე ყოველ-დღიურად.
-რა ხდება,სადმე მიდიხარ?
-მივდივარ,გადავწყვიტე ლონდონში წავიდე.
-რატომ,რამე პრობლემებია?
-სახლი,ბექა სახლი ამდენი წელია დაკეტილია,კომპანია უპატრონოდ არის და მინდა ასე გაუფრთხილებლად დავაგდე თავზე ჩემს ნდობით აღჭურვილ პირებს,რომლებსაც ხელში ჩაუგდე ყველაფერი და აქეთ რაღაც კაპიკებს აგზავნიან.
-ეს კი სერიოზულია და მართალიც ხარ,ამდენი წლის შემდეგ უნდა ერთი კარგი გადამოწმება თუ რა ხდება იქ.სხვა? სხვა არაფერი არ გაქვს სათქმელი?
-სხვა რა გაინტერესებს.
-გიორგი მე მელაპარაკები, ბექას რომელიც ბავშვობიდან გიცნობს და აქ არ გაუცვნიხარ ამ კედლებში.თქვი სიმართლე.ვფიქრობ რომ რაღაცას მიმალავ და ძალიან მაწყენინებ თუ ასე არის.
-არაფერს არ გიმალავ,გადავიღალე ამ ბოლო დროს.
-თქვი,მეტი ნდობა არაა ჩვენს შორის? კარგი ნუ მეტყვი,წადი და მხოლოდ კარგი ამბებით დაბრუნდი.წყენა გამოხატა ხმაში ბექამ.
-მალე ვიღლები ბექა და არ ვიცი მე გადავიღალე თუ გული დაიღალა.
-იყავი რატისთან და ანალიზები აიღე?
-იქ მივალ,იქ გავიკეთებ.უთხრა გიორგიმ.
-მპირდები რომ ექიმთან მიხვალ?
-გპირდები რომ მივხედავ თავს,რადგან ჯერ მარიამს ვჭირდები.პატრონს უნდა ჩავაბარო,რომ მეც მშვიდად წავიდე ჩემს მარიამთან.
-სულ ცუდზე რატომ ფიქრობ გიორგი რატომ.იყვირა მოულოდნელად ბექამ და კაბინეტიდან გავიდა და ზანდასთან მივიდა,რაღაც დაელაპარაკა აღელვებულმა და თავის კაბინეტში შევიდა,ერთ საათში ზანდამ აცნობა ბექას შიდა ტელეფონით,რომ ვისაც ელოდა ის უკვე მოსული იყო,გავიდა და დაელაპარაკა,შემდეგ კი გიორგისთან შეიყვანა.
-გიორგი ხმა არ ამოიღო და დააცადე თავის საქმე გააკეთოს.
-რა ხდება,რა უნდა გააკეთოს.გიორგის წინ მაღალი და ძალიან ლამაზი ქალბატონი იდგა.
-სისხლი უნდა აგიღოთ.გიორგიმ ბექას გადახედა გაბრაზებულმა,მაგრამ არ უთქვია ზედმეტი არაფერი.
-ბექა ეს არ უნდა............
-არ უნდა გაიგოს არც ანამ,არც მარიამმა და არც არავინმა,ნუ გეშინია არავინი არ გაიგებს.პასუხებს მე დამირეკავს და შენც შეგატყობინებ.უთხრა და გავიდა.
-რამდენ ხანში იქნება ანალიზის პასუხი?
-სამ დღეში,მაგრამ გამონაკლისის დაშვებაც შეიძლება თუ ყველაფერი კარგად იქნება ერთ საათში გაცნობებთ პასუხს.ბექამ ფული გადაუხადა კეთილ ექთანს და დიდ ნერვიულობაში გაიარა ერთმა საათმა.ჩაფიქრებული იყო ტელეფონის ხმამ რომ შეაშინა და ხელის კანკალით აიღო ტელეფონი რომელსაც გაუბედავად უპასუხა.
-გისმებთ.
-ბატონო ბექა ანალიზების პასუხი გითხრათ თუ აქ მოხვალთ.
-მითხარი.უთხრა მკაცრი ხმით ბექამ.
-საშიში არაფერია,გემოგლობილი არის ძალიან დავარდნილი და ამიტომ აქვს თავბრუხვევები.
-სერიოზულად? სხვა ყველაფერი რიგზეა?
-კი,კი ყველაფერი რიგზეა,სადაც გინდათ იქ გადაამოწმეთ.
-მადლობა,დიდი მადლობა.ბექამ გახარებულმა წამოდგა,მაგრამ გიორგისთან მისვლის მაგივრად სადღაც წავიდა,ანალიზების პასუხები წამოიღო და მაინც გულის დასამშვიდებლად რატისთან წავიდა.შევიდა თუ არა რატის კაბინეტში მაიკო და რატი ერთ-ერთი რთული პაციენტის ისტორიას განიხილავდნენ,ბექამ ანალიზების ქაღალდი დაუგდო წინ და უთხრა.
-გადახედე და პასუხს ახლავეს ველოდები.
-ვისია.
-მითხარი და მერე გეტყვი ვისია.რატიმ შეხედა და წარბაწეულმა უთხრა.
-ვისიც არ უნდა იყოს,გასაკვირია ფეხზე როგორ დადის.
-რატომ?გაუკვირდა მაიკოს.
-30-ზე აქვს გემოგლობილი.ვისია ბექა ეს ანალიზები.
-გიორგის,გიორგი ამ ბოლო დროს ცუდად გრძნობს თავს და ხომ იცი როგორი განწყობილია მარიამის მერე ექიმების მიმართ,ამიტომ ანალიზატორი მივიყვანე და მკაცრად მოვთხოვე სისხლის აღება და აი პასუხიც დღევანდელია სულ რაღაც ერთი საათია გასული.
-კარგი გიქნია,გადასხმა ჭირდება აუცილებლად,ძლიერი კვება,ნატურალური წვენები,შოკოლადი და სხვა ყველაფერი კარგადაა.
-შემეშინდა,ძალიან შემეშინდა.
-არაფერია საშიში,მაგრამ საღოლ რომ მოახერხე და სისხლის ანალიზი აუღე.ბექამ დაემშვიდობა მეგობრებს და გიორგის კაბინეტში შევიდა,ანალიზის ქალდი წინ დაუდო და უთხრა.
-იჩქარი,მაგრამ ყველაფერი რიგზეა მხოლოდ გემოგლობილი გაქვს დაბალი და ძლიეტი კვება,აწი ყოველ კუთხეში შოკოლადები უნდა დავდო რომ სულ იცუცქნებოდე.გიორგი წამოდგა და მეგობარს,მისი სულის ნაწილს გადაეხვია.ამ დროს ოთახის კარი გაიღო და მარიამი შემოვიდა,გაკვირვებულმა შეხედა გიორგის და ბექას და იკითხა.
-რა ხდება,რატომ ეხვევით ერთმანეთს ისე რომ თითქოს დიდი ხნით ემშვიდობებოდეთ ერთმანეთს.გიორგიმ ღიმილით შეხედა მისი სიცოცხლის აზრს და უთხრა.
-ოჰ,შენ აქ რამ გადმოგისროლა ყველას დედა ტერეზა?
-შემოგიარეთ,საღამომდე დიდი დროა გარეთ წვიმს რა გავაკეთო მარტომთქო და მოვედი.
-კარგია,რომ მოხვედი უნდა დაგელაპარაკო.
-ოხ,არ მომწონს მე შენი არც გამოხედვა და არც ხმის ტონი.
-მარიამ რამოდენიმე თვით მივდივარ,უნდა წავიდე შვილო.
-სად,სად მიდიხარ.
-ლონდონში,ხომ იცი ყველაფერი უპატრონოდ არის მიტოვებული.მარიამ რომ დაგირეკო,რასაც არ უნდა აკეთებდე უნდა მიპასუხო,დაუჯერე ბექას და დაუჯერე ბიჭებსაც.ძალიან გთხოვ,ნუ მანერვიულებ.მარიამმა მოიწყინა და უთხრა.
-ძალიან ბევრი დაგაგვიანდება?
-გადავხედავ,საქმე როგორც მოითხოვს შვილო.
-კარგი,მე წავალ.
-დაჯექი,ერთად წავიდეთ მეც მალე დავასრულებ საქმეს.მიხვდა გიორგიმ რომ მარიამისათვისაც იგივე ნაირად მძიმე იქნება განშორება როგორც მისთვის,ამიტომ ყველაფერი გვერძე მიაწყო და მარიამთან ერთად ხელი-ხელ გადახვეულმა დატოვა კომპანიის კედლები.სახლში მიხვდა რომ რუსომ არაფერი არ იცოდა გიორგის გამგზავრების შესახებ და ჩუმად უჩურჩულა.
-როდის მიდიხარ,დღეს არ მიდიხარ?
-არა,ერთ კვირაში.მარიამ ჩემს კაბინეტში ვიქნები და შემოდი,გაუკვირდა მარიამს რაღაც ცუდის მოლოდინში იყო და არც დაფიქრებულა იმ წუთში შეყვა მამას კაბინეტში და მის წინ დაჯდა.
-მარიამ მინდა ვიცოდე,შენს პირადში რა ხდება.გულზე მოეშვა,ჩაეღიმა და უთხრა.
-არა მა,ჯერ არავინის მიმართ არ აძგერებულა ჩემი გული.
-კარგად იცი რომ შენ ჩემი ზეციური მადლი ხარ და სიცოცხლის ხე,რომლის ფესვები ჩემს გულსა და გონებაშია,საზრდო კი მისი ისევ შენი ნაზი სულია.შენ ამ სამყაროში ჩემთვის მარიამ ყველაზე ჭეშმარიტი სიყვარული ხარ.
-და რა გამოდის,მე თუ სიცოცხლის ხე ვარ,ტანი ამ ხისა შენ ხარ მამა.გადაიკისკისა მარიამმა და გიორგისაც გაეღიმა,მაგრამ შემდეგ სევდიანად უთრა.
-შენი კისკისი ვერც კი წარმოიდგენ როგორ ჰგავს დედაშენის კისკისს,გული მტკივა ამ ცხოვრებაზე.ჩაილაპარაკა გიორგიმ.მარიამი დასერიოზულა და უთხრა მამას.
-რატომ იტანჯავ თავს,მამიკო რატომ არ გინდა გაიცნო ვინმე და ცხოვრება სცადო,სხვა თვალით შეხედო ყველაფერს.გიორგიმ თვალებში შეხედა მარიამს და უთხრა.
-ცხოვრებას შევხედავ სხვა თვალით,მაგრამ მითხარი დედაშენს როგორ შევხედო სხვა თვალით მარიამ.მის ფოტოსთან რომ დავდგე როგორღა ვესაუბრო სიყვარულზე,მე მას ყოველთვოს ვგრძნობ ჩემს გვერდით მაგრამ ვერც ვხედავ და მიუწვდომელიც არის.
-მამა ეს ხომ სიყალბეა,დაფიქრდი გთხოვ.თავს გაუფრთხილდი გული გეტკინება ამდენი ნერვიულობით,მე კი მჭირდები მა,მინდა ჩემს გვერდით იყო.ნუ მისცემ შენს თავს მელანქოლიას დაგიმონოს და მარტოობამ დაისადგუროს შენს სულში.ვიცი გტანჯავს ეს ყველაფერი და მთელი ცხოვრება ასე გასტანს,ბედნიერებას კი არ მოგიტანს.ასეთი ცხოვრება ღირს კი ცხოვრებად? მა მიიხედე და მოიხედე შენს გარშემო,შეხედე ყველა ბედნიერია და შენ? შენც მიეცი რა თავს ბედნიერების უფლება.შენ ხომ ჯერ ახალგაზრდა და ძალიან სიმპატიური მამაკაცი ხარ,საკმარისია მამიკო 22 წელი გლოვისთვის,დარწმუნებული ვარ შენი ბედნიერება დედიკოსაც გაახარებს.
-მარიამ მოდი რა თემაზე ნუ ვისაუბრებთ რატომ,რისთვის,რა მიშლის ხელს?ეს კითხვები გვერძე მიდე და ვეცადოთ გული არ ვატკინოთ ერთმანეთს,პირიქით მეტი სითბო და მეტი სიყვარული გავცეთ.შენ ჩემი სიცოცხლე ხარ და მინდა გახსოვდეს რომ ძალიან მიყვარხარ.
-რა გემართება,რამეს მიმალავ?სადაც იყო მარიამი ატირდებოდა.
-რა გჭირს,პირველად გეუბნები მიყვარხართქო? წამი-წამია,ცხოვრებაც წამიერია.წამს წამი მისდევს და ცხოვრებაც გრძელდება მაგრამ არავინი არაფლისგან არ ვართ დაზღვეული,არავინმა ვიცით ხვალინდელი დღე რას მოგვიტანს.უბრალოდ როცა შენს გვერდით ვინმე არ იქნება,არ ენდო არავის,ენდე მხოლოდ შენს თავს და იყავი ძლიერი,მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.გიორგიმ ხელი ჩამოისვა სახეზე,შემდეგ ადგა და თმებზე მოეფერა მისი სუნი შეისუნთქა.
-გიხდება გაშლილი თმები,მაგრამ ამ სიცივეში რომ გეწეწება დასავარცხნად ცუდია და შეიკარი.უთხრა ღიმილით, მარიამმა კი გიორგის შეანათა მისი ბავშვური,უშფოთველი,სიკეთით სავსე ცრემლიანი თვალები.
-ნეტა ვის გავხარ ასეთი მკაცრი,ასეთი გიჟი და კეთილიც რა საინტერესოა? ვითომ სხვათა შორის კითხა გიორგიმ და ორივეს გაეცინა.მარიამმა ადგა გიორგის ჩაეხუტა და უთხრა.
-შეიძლება დედას ვგავარ გარეგნობით,მაგრამ მაგ თვისებებით შენ გგავარ მა.
-ვიცი,ვიცი ჩემო საყვარელო.
-მა დღეს ბარში ვიკრიბებით კურსელები,ცოტა შემაგვიანდება კობალოსთან დავრჩები და არ ინერვიულო.
-დამირეკე სად იქნებით და მოგაკითხავ.
-ჩვენი ბავშვებიც იქნებიან,მარტო არ მივდივარ.სახლში ხმაურით შემოვიდნენ ბავშვები და მარიამი იკითხა ვახომ,რუსომ კი წყნარად უთხრა.
-კაბინეტში არიან და საუბრობენ რაც მოვიდნენ მის მერე,ბებო მარიამს რამე პრობლემები ხომ არ აქვს?კითხა ლუკას და ვახოს და მათმა ერთმანეთს გადახედეს.
-არა მგონია ბებო,ყველაფერი კარგადაა.
-ალბად ისე საუბრობენ.ჩაილაპარაკა რუსომ და სამზარეულოში გავიდა.
-რუსო სად ხარ.დაიჭექა ბექას ხმამ.
-რა მოხდა,რა გაყვირებს აქ ვარ ბექა.შეეშინდა რუსოს და ბავშვებიც ფეხზე დადგა.
-სადაა თქვენი პირმშო, რომელმაც გული ლამის გამიხეთქა დღეს.
-რა ხდება,საუბრობენ მამა-შვილი კაბინეტში.
-ვახო,ლუკა,კობა,მართა შენ დაჯექი ბიძი თქვენ კი წადით მანქანიდან გადმოიტანეთ რაც კი ნახოთ წამოსაღებად.ბიჭებმა დატვირთული შემოვიდნენ სახლში და რუსო გაოცებული უცქერდა ბექას ვერ გაეგო ბექას რა უნდოდა ეთქვა.
-ნუ მიყურებ გაკვირვებული,რუსო დღეს გიორგის ძალის ძალად აუღე სისხლის ანალიზი,რადგან ამ ბოლო დროს ხშირად შევამჩნიე თავბრუსხვევები ჰქონდა.
-მეც შევამჩნიე.თქვა ლუკამ.
-ხოდა გემოგლობილი აქვს დაბალი,ამას ვიცი რომ არ გეტყოდა და ამიტომ გაძლიერებიული კვება თუ სახლში,თუ კომპანიაში და ნატურალური წვენები ჭირდება.
-კი დედა,კი შვილო მოუკვდეს დედა ჩემს შვილს.
-ახლა არ გადამრიო და არ იტირო.გაიჟღერა გიორგის მკაცრმა ხმამ და ბექას მკვლელის თვალრბით უცქერდა.
-შენ ტვინი გიმუშაობს საერთოდ?
-ძალიან კარგად შენგან განსხვავებით,რუსო მშია რა გვაქვს?
-დღეს საქონლის ხორცი ჩავშუშე ისე მარიამს რომ უყვარს,მაგრამ ქათამიც მაქვს მაიონეზში და ამ წუთში გავაკეთებ სალათსაც.რუსო დატრიალდა,მარიამმა მოემზადა შავი მოკლე კაბა ჩაიცვა ასეთივე შავი მოსასხამით,ეს მოსასხამი გიორგის ნაყიდი იყო და მას გარდერობში ინახავდა,მოულოდნელად მარიამმა იპოვა და მოეწონა.გამოწყობილი სამზარეულოში შევიდა,შიოდა გიორგის თეფშში პური ჩაუწო და რამოდენიმე ლუკმა გადაუშვა ყელში,შემდეგ კი ბიჭებს ხელი დაუქნია და წავიდნენ ყველა ერთად,გიორგიმ კი თვალი გააყოლა უხაროდა მარიამს ასეთ გამოწყობილს რომ უყურებდა და ტკბებოდა მისი სილამაზით.გავიდა თუ არა მარიამი თვალები მაგრად დახუჭა და თქვა.
-იცანით ის მოსასხამი?
-ვიცანი,მაგრამ არაფერი არ ვთქვი.თქვა რუსომ და ბექამ ერთხმად.ბარში მისულებს მეგობრები თითქმის მთვრალები დახვდნენ და ვახომ მარიამს და მართას უჩურჩულა.
-არავის მოწოდებული არაფერი არ დალიოთ,გასაგება?
-გასაგებია.უთხრა მართამ.ერთმა უცნობმა ჯერ შორიდან უცქირა მარიამს და შემდეგ სასმელით სავსე ჭიქა მიაწოდა.
-ახალმოსულმა ბოლომდე უნდა შესვას.თან ხელი წელზე შემოხვია.მარიამი შეიშმუშნა და მკაცრად უთხრა.
-ხელები დაიმოკლე სანამ დაგამოლკებინეს და სპირტიან სასმელს არ ვსვამ.ვახომ მარიამის ანთებული თვალებს რომ შეხედა ლუკას გახედა და ლუკამაც მარიამის გვერდით დადგა.
-მარიამ კარგად ხარ?
-კი,კი საყვარელო.უცნობმა ცივად შეუშვა ხელი მარიამს და უთხრა.
-უკაცრავად,ბოდიშით.ბავშვები ცოტა შეხურდნენ და რა თქმა უნდა ვახოს და ლუკას თვალთა ხედვიდან წუთიერად გამოეთიშა მარიამი და უცნობმა ამ მომენტით ისარგებლა,მარიამთან მივიდა,ისევ წელზე მოკიდა ხელი მისკენ მისწია და ყურში ჩასჩურჩულა.
-ჩვენ ახლა,მე და შენ უხმოდ გავალთ და ჩემთან წავალთ.დაუვიწყარ ღამეს გპირდები ლამაზო,შესაძლებელია ძებნაც დამიწყო.მარიამმა უეცრად შემობრუნდა მის მკლავებში და ისეთი სილა გააწნა და დაუკივლა ბარში მუსიკის ხმასაც კი გადააჭარბა.
-გაგაფრთხილე თუ არა ხელი მომაშორეთქო.უცნობმა თავი ვერ შეიმაგრა და მაგიდის ქვეშ ამოყო თავი.
-გენაცვალე მარჯვესაში.მოაძახეს სხვა მაგიდიდან მარიამს.ამ ხმაურზე რა თქმა უნდა ბიჭებიც დადგნენ ფეხზე და ის უცნობი გარეთ გაიტანეს და გვარიანად დაუმატეს.ბარიდან გამოვიდნენ და რამოდენიმე ბიჭი გამოყვა მათ მანქანას,რომლებმაც გზაში გონკაობა დაიწყეს,მოულოდნელად კი პატრულმა გააჩერა და იმ მანქანამ კი გვერდი გაუარა და წავიდა.ყველა ნასვამი,მძღოლიც ნასვამი და რა თქმა უნდა განყოფილებაში გადაიყვანეს.გელამ სამუშაო საათები გვიან დაასრულა და შუბლზე აუვიდა თვალები, როცა ბავშვები დაინახა წინასწარი პატიმრობის საკანში.ერთი ზარის უფლება ჰქონდათ და გიორგისთან დარეკვა ვერცერთმა ვერ გაბედა,ისევ გელამ დაურეკა და სასწრაფოდ წამოდგა,გიჟს ჰგავდა მის ყვირილზე რუსოს გაეღვიძა და გულზე მიიდო ხელი,შემდეგ წვნიანი მოამზადა ბავშვებისთვის და დაელოდა მათ მოსვლას.გიორგიმ არცერთი არ ნახა, ყველაფერი მოაგვარა და სახლში მისვლამდე არცერთს არ ამოუღია ხმა,ყველა მასთან მიიყვანა.მოშივებულებს რუსომ მაგიდა გაუწყო და ყველას წვნიანი დაუსხა,დამშეულები ხმას არ იღებდნენ და სამზარეულოში მხოლოდ კოვზების კაკუნის ხმა ისმოდა.გიორგიმ სიგარეტი ამოიღო,რამდენი ხანია არ მოუწევია ისთი ანერვიულებული იყო გარეთაც არ გავიდა,სამზარეულოში იყო და ღრმად შეისუნთქა ნიკოტინი,ყველას სათითაოდ ათვალიერებდა და ფიქრობდა.როგორ გაფრინდა წლები,როგორ მალე დაიზარდნენ.წლებმა და ამდენმა დარდმა გიორგისაც დაატყო კვალი,მის თმებს საკმაოდ მოდებოდა ჭაღარა რაც კიდევ უფრო ამშვენებდა მას,ბოლოს მარიამს შეხედა და მათი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა.
-დაგიმატოს ბებომ,კიდევ გინდა?შეეკითხა გიორგი.
-არა,მადლობა ბებო გემრიელი იყო.უთხრა მარიამმა რუსოს.
-ჭამე კიდევ,ციხეში ასეთ გემრიელ კერძებს არ გაჭმევენ.
-სად? რომელ ციხეში.იკითხა შეშინებულმა.
-სულერთია რომელში,იქ სადაც ყველამ დღეს პირველი ნაბიჯი გადადგით.გილოცავთ მეტი წარმატება არ ეძიოთ ცხოვრებაში.
-კარგი რა მა,ეს ხომ პირველი შემთხვევა იყო და მერე კიდევ არ იყო ჩვენი ბრალი ის იდიოტები გაგვეჯიბრნენ.
-ვინ იყვნენ.
-არც ვიცნობთ ვინ არიან.
-ჯერ 15 დღე დაგაჯენენ,შემდეგ სასწავლებელში გააგზავნიან შენს მონაცემებს,ამათ დამთავრებული აქვთ და დიპლომიც უჭირავთ ხელში,არანაირ შეღავათს არ მოგცემთ არავინი და დიდ დამნაშავეებადაც მოგნათლავენ.თქვენი ჯგუფი შექმენით,ბევრი არ გიკლიათ.როდის უნდა გაიზარდოთ,როდის.დაიღრიალა გიორგიმ და მარიამი შეხტა.-არ გაგამტყუნრებთ სიგიჟეებზე,რადგან ჩვენც ვიყავით თქვენი ასაკის,მაგრამ მილიცია და ციხე?იცით რომ ჯერ თქვენი ოჯახის საცელს არცხვენთ,შემდეგ ჩვენს კომპანიას რომ პრესტიჟი უვარდება? არ ფიქრობთ მომავალზე? კობასთან დავრჩებით ყველაო,არ იყავით რა უნდა მეფიქრა,გელას რომ არ დაენახეთ და არ დაერეკა.
-ჩვენ ყველა ერთად ვიყავით.დამნაშავეს სახით შეხედა მარიამმა გაცოფებულ გიორგის.
-ციხეშიდაც ერთადათ წახვალთ,თქვენი დაშორება საცოდავობად მიმაჩნია.
-კარგი რა მამა,მხოლოდ ერთხელ მოხდა ეს შემთხვევა.
-შენ რა გგონია,ისევ ისეთი პატარა გოგო ხარ რომ ყველაფრი გეპატიება? მე იმას ვცდილობ არაფერი მოგაკლდეს,სასწავლებელი კარგად დაასრულო და შენ? შენ რას ცდილობ გააკეთო ჩემთვის რომ მასიამოვნო,პირიქით გული ხელით მიჭირავს.ცოტა დამშვიდდა,სული მოითქვა და ცოტა შერბილებული ხმით უთხრა.
-არ მოგწონს ვხედავ შვილო ჩემი ზრუნვა,კეთილი ინებე იმუშავე და გაიგე ფულის შოვნის ყადრი.
-გიორგი დაწყნარდი,მარიამი მართალია ეშმაკი და ცოხალი ბავშვია,მაგრამ სწავლითაც კარგად სწავლობს.ხმა ამოიღო აქამდე მდუმარედ მყოფმა რუსომ და სცადა შელაპარაკებოდა გიორგის მაგრამ გიორგიმ რუსოს მიუბრუნდა და მკაცრად უთხრა.
-ამ თქვენი ძველი სიმღერებით ვეღარ დამაჯერებთ დედა,იმუშაოს და თუ ექნება ბარებში და კლუბებში სასიარულო დრო თავად შეხედავს.პირველად ხედავდა მარიამიც და ბიჭებიც გიორგის ასეთ გაბრაზებულს და ეშინოდათ,ვერაფერს ამბობდნენ.
-ყოველ ღამე წნევას ვეღარ ვაკონტროლებ,რაც უფრო გაიზარდე მით უფრო ძნელი გახდა შენი დამორჩილება,გავიწყდება რომ გოგო ხარ,სინაზე გმართებს,22 წლის ხარ უკვე სასწავლებელს ასრულებ,მაგრამ რად გინდა ვინ მიგიღებს გამოცდილება შენ არ გაქვს,არ გაინტერესებს რას ვაკეთებ,როგორ მოდის ეს ყველაფერი.მე დღეს და ღამეს ვასწოებ და შენ ბარიდან-ბარში,კლუბიდან-კლუბში დადიხარ.გოგო ხარ,გოგო ბიჭი რომ იყო შეიძლება არ გამძნეებოდა ასე.როდემდე,მარიამ როდემდე ფიქრობ ასე გაგრძელებას.მოხვალ ჭკუაზე მოხვალ,არ მოხვალ და გადაწყვეტილების მიღება მომიწევს მე თუ ვეღარ გერევი ქმარი მოგერევა,შენ ნებით თუ არა ძალით გათხოვდები.



№1  offline წევრი მია15

საინტერესო და კარგი თავი იყო.მომეწონა.კარგად წერ .სიტყვები არ მყოფნის ბრავო.ველი ახალ თავს

 


№2  offline მოდერი zia-maria

მია15
საინტერესო და კარგი თავი იყო.მომეწონა.კარგად წერ .სიტყვები არ მყოფნის ბრავო.ველი ახალ თავს

heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი მესმის, საწყალი გიორგიც კი გადარიეს, რომელიც ყოველთვის აკონტროლებს თავს.თუმცა მუშაობასთან დაკავშირებით მომეწონა იდეა.მართალია,რომ გაიგებს ფულის შოვნა ადვილი არაა,ბევრ რამეზე დაფიქრდება.გამიხარდა ახალი თავი და მე უკვე ახალს ველი მზია დეიდა
--------------------
ლანა

 


№4 სტუმარი nia

dzalian magaria male dade ra

 


№5 სტუმარი

მოვლენების საინტერესო განვითარებაა...მომწონს და სულ მინდა მეტი და არც მეტი წავიკითხო????

 


№6 სტუმარი სტუმარი მაკო

ოჰო ჰოოო რა გოგო ხარ? აგრძელებ როგორც ვატყობ

 


№7  offline მოდერი zia-maria

ვაგრძელებ გოგოებო,მადლობა ყველას და შესაძლებელია ეს ახალი თავი,ბოლო თავი იყოს. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent