შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 36


21-07-2018, 05:07
ავტორი zia-maria
ნანახია 2 407

დღეს მე მკაცრ ზომებს ვიღებ, გინდა ამ ყველაფერს სასიკვდილო განაჩენი დაარქვი და გინდა ცხოვრების მიზანდასახულად გაგრძელება. შენ ყოველგვარი შეგრძნების, ქმედებისა თუ არსებობის, უნარი დაკარგე რომელიც აუცილებლად საჭიროებს ეს თვისებები რომ იყოს შენში,მაგრამ სამწუხაროდ არ არის.სამოთხის ყვავილის მშვენება მიაჩნიხარ ყველას,მაგრამ გულის კიბო ხარ შენ,რაც არ უნდა მოგეფერო,რაც არ უნდა წყნარად დაგელაპარაკო შენს ყურში არაფერი არ შედის,ახლა ვფიქრობ ნუთუ გონება შეზღუდული ხარ? ყველა თავდახრილი უსმენდა გიორგის და გათხოვებაზე ჩამოგდებულ სიტყვაზე ყველამ წამოწია თავი და რამოდენიმე წყვილი თვალი გიორგის მიაჩერდა.ეგონათ ხუმრობდა და მათ გაკვირვებულ სახეებზე გულიანად გაიცინებდა,მაგრამ მის მკაცრ სახეს და სიბრაზისაგან ანთებულ თვალებს რომ შეხედეს,ისევ დაწიეს თავები დაბლა მარიამი კი ფეხზე წამოხტა.
-რაააააა? გინდა ძალით გამათხოვო?
-თუ მე ვერ გაკავებ? თუ მე აღარ შემიძლია შენი გაკონტროლება? ის დაგაკავებს,ამიტომ არჩევანში ხარ ან იმუშავებ ან გათხოვდები.თქვენ კი აქ რაც მოისმინეთ გაკვეთილი იყოს ჩემგან და ლექციებს სახლებში მოუსმინეთ.შებრუნდა და სამზარეულო დატოვა,სადაც გასუსული ისხდნენ ყველა.
-გიორგი.დაიჭექა დიდი გოგაბერიშვილის ხმამ და გიორგიმაც მამისკენ მიიხედა.
-გისმენ მამა.უთხრა დაღლილი ხმით.
-კაბინეტში შემოდი.უთხრა გოგიმ და თავად შევიდა პირველი კაბინეტში.გიორგიც დაბრუნდა ნახევრად ავლილი კიბეებიდან და კაბინეტში შევიდა,მორჩილად დადგა უკვე მოხუცებული მამის წინ და დაღლილი ჩაესვენა სავარძელში.თავი გადასწია და სავარძლის ყელს მიადო,თვალები დახუჭა და ცოტა ხნით მოდუნდა.გოგიმ დაელოდა,მაგრამ შემდეგ მისმა ხმამ გამოაფხიზლა და თვალები გაახილა.
-გიორგი ვიცი შვილო რომ ჯერ კიდევ მძიმე და რთულია შენი ცხოვრება და ეს უკვე 22 წელია ასე გრძელდება,მაგრამ ის რაც თქვი გააზრებულად თქვი?
-სავსებით მამა.უკვე ვფიქრობ დიდი ხანია რომ საქმეში ჩავაბა ასე მკაცრად და მერე გაუხარდება რომ ხელში დარჩება ყველაფერი უმაღლეს დონეზე ნასწავლი ის რაც ჩვენს ბიზნეს ეხება.
-კარგია,მაგრამ სად გინდა რომ იმუშაოს ჯერ ყველაფრისგან გამოუცდელმა ის იფიქრე?
-ის თუ ვიფიქრე,რომ უნდა იმუშაოს ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ ისიც ნაფიქრი მაქვს სად იმუშავებს.
-სად,რა ადგილი შეურჩიე შენს შვილს.
-ზანდა დეიდა გადის პენსიაში ავადმყოფობის გამო და მის ადგილზე იქნება მარიამი.ორი სამი თვეა მანამდე და შეასწავლის ის ყველაფერს წასვლამდე.
-სად? მდივნად გინდა იმუშავოს?
-რაა აქ მიუღებრლი მამა.
-გიორგი კომპანიის მფლობელის შვილმა მდივნად უნდა იმუშავოს? იყვირა გოგიმ მაგრამ არც გიორგიმ დააკლო და პირველად მის ცხოვრებაში აუწია ხმა მამის წინაშე.
-გენერალური დირექტირი და კომპანიის დამაარსებელი,მფლობელი იყავი შენ მამა მაგრამ შენს ერთადერთ შვილს არასოდეს მოუთხოვია შენგან ხარჯილიკი რადგან ის დღე სწავლობდა და ღამე შავ მუშად მუშაობდა ლონდონში.რატომ მომაჩერდი,დილით კლასიკურად ჩაცმული მივდიოდი და ყველას სასურველი სიძედ მივაჩნდი,მაგრამ ღამე ტვირთს ვეზიდებოდი,დაღლილი დაქანცული ვიმეცადინებდი და ზოგჯერ ნახევარი საათის ძილიც არ მქონდა.იცი რამდენჯერ ჩამძინებია ტრასპორტში სახლამდე მისვამდე? შენ გრცხვენია? მე არ მრცხვენია თუ მარიამი მდივნად იმუშავებს,მეტი არ დაუმსახურებია არანაირი ინტერესი არ გააჩნია,ვფიქრობ მოვალეობის მოხდის მიზნით დადის სასწავლებელში,ამიტომ მდივნად კი არა დამლაგებლადაც ვამუშავებ შეფარდებით რომ გაიგოს როგორი ოფლის სუნი აქვს შენს ნაშრომ ფულს და არა ნაჩუქარს.
-გიორგი.........
-მამა ძალიან გთხოვ შენც და დედასაც იცით როგორ პატივს გცემთ,იცით როგორ მაღალ დონეზეა ჩემში თქვენდამი პატივისცემა მაგრამ ნუ ჩაერევით ჩემსა და მარიამის შუაში,მე და მან ვიცით უკეთესად.ვიცი რომ კარგი გინდათ მისთვის,არა უფრო საუკეთესო გინდათ მაგრამ დამიჯერეთ ასე უფრო გამოიზრდება.უთხრა გიორგიმ გოგის და გოგიმაც ხმა ვერ ამოიღო,რადგან გიორგის ნათქვამი თითოეული სიტყვა მართალი იყო.სიჩუმე ჩამოვარდა,მაგრამ ისევ გიორგიმ დაარღვია დუმილი.
-ხანდახამ მეშინია,მეშინია რომ მარიამს დავკარგავ,ის ჩემგან წავა რატომ და საიდან მებადებიან ეს ფიქრები კი არ ვიცი.ჩემში ვიღაც სხვა ცხოვრობს მამა და მაფრთხილებს,რა ხდება ჩემს თავს არ ვიცი მაგრამ ვიცი რომ ვეღარ ვერევი,ვეღარ ვიმორჩილებ.გაიზარდა მამა,ძალიან მალე გაიზარდა უკვე დიდია და ქამრით ვეღარ გამოვიბამ.არ შემიძლია ვუყვირო,ბავშვობიდან ვგიჟდები მის ცრემლებზე,გათამამდა ყველას მოფერებით და ეს სამსახური წამალია მის მოსარჯულებლად.ნუ ნერვიულობ, დამიჯერე ყველასთვის ასე აჯობებს.ჩემზე წინ წასვლის უფლებას არ მივცემ,მე უფრო შორს წავიყვან მას მამა.გიორგიმ კაბინეტიდან გამოვიდა და სამზარეულოში შევიდა,რუსოს შეხედა და უთხრა.
-წავიდნენ შავი სამყაროს მაფია?
-წავიდნენ,მართას მიიყვანდა ვახო სახლში და დარეკე მერე და გაიგე ხომ მივიდნენ,ან ასე გვიან რატომ წავიდნენ აქ ვერ დარჩნენ თუ ჯერ არ დარჩენილან.საყვედურობდა რუსო.სამზარეულოში მარიამი შემოვიდა,ვაშლი აიღო ჩაკბიჩა და გიორგის უთხრა.
-მამიიიიიი,მანქანას მიყიდი? გიორგი წყალს სვამდა და უეცრად გაგონილისგან ხველა აუტყდა,შემდეგ მარიამს მიუბრუნდა და უთხრა.
-რა გიყიდო? შენ გგონია რაც ცოტა ხნის წინ გელაპარაკე უკვე დამავიწყდა?
-კარგი რა მა,მანქანა მიყიდე.
-მარიამ ეს ცოტაა შვილო,მე კიდევ თვითმფრინავის ყიდვას ვაპირებდი.
-კარგი რა ნუ დამცინი,მიყიდი?
-არა,არ გიყიდი.მტკიცე იყო გიორგის ხმა.
-რატომ,რატომ არ მიყიდი.
-უბრალოდ არ გიყიდი,განა იმიტომ რომ საშუალება არ მაქვს,არ გიყიდი მარიამ არაფერს მანამ,სანამ არ დაიწყებ მუშაობას და არ გაიგებ შენი საკუთარი ფულის გემოს.შენ მე ძალიან,ძალიან გამითამამდი.
-გიორგი ნუ იქნები ასეთი მკაცრი.
-შენ ჩუ,თქვენ გაათამამეთ ეს და თქვენი არცერთის ხმა არ გავიგონო აწი მის დასაცავად.უთხრა რუსოს მკაცრად,წყალი დალია და სამზარეულოდან გასვლისას ისევ თქვა.
-სანამ არ ისწავლის ჭკუიას და არ მიხვდება რომ გაიზარდა,ვერაფერს ვერ მიიღებს.ამ დროს სახლში ბექა შემოვიდა.
-სად არიან ბავშვები,შენ რა გაყვირებს გარეთ გავიგონე შენი ხმა.
-წავიდნენ,ალბად გზაში აგცდა ლუკა.გელამ დაგირეკა? ხომ ვუთხარი არ დაურეკო ხვალ მე ვეტყვითქო.
-დამირეკა ხო და ანა გაგიჟებული დავტოვე სახლში,შენ გირეკე და არ აიღე ამიტომ წამოვედი.
-არც მიმიქცევია ყურადღება,ლექციას ვუკითხავდი ყველას.
-ისინი თუ წავიდნენ,ახლაც მარიამს უყვიროდი?
-კი,ორივე ბებიას და შვილიშვილს რადგან მათმა გაათამამეს და მასაც თავს გაუვიდა.გული მტკივა რომ ვუყვირე ბექა მაგრამ ეს ბოლო დროა გადამიყვანა ჭკუიდან,ვერ ვიტან რომ ტირის მაგრამ მგონი უნდა დავრწმუნდე რომ მართლა ჯადოქარია.ანას კოპიო,ასე როგორ დაემსგავსა მას.
-წადი,წადი დაელაპარაკე და მოეფერე.გაეცინა ბექას.-რაც არ უნდა საყვედური თქვა მე ჩემი ჯადოქარი მაინც მიყვარს.
-არ წავალ,არ მოვეფერები მაგ მოფერებამ გააფუჭა სწორედ.
-ვერ დაიძინებ,ხომ გიცნობ არა?
-მშვენივრად დავიძინებ,შენ გინდოდა რამე?
-ლუკას მოვაკითხე,მაგრამ რადგან წავიდა და გამასწრო სახლში წავუკითხავ მას ლექციას,რადგან მანაც აუშვა აფრები ძალიან.გიორგის გაეცინა და სიცილით უთხრა.
-სამსახური რომ გთხოვა,რატომ არ დაასაქმე.
-ვაკანსია არ არის გიორგი.
-დაცვაში გაუშვი ან მძღოლად,მიხვდეს რომ არ ხუმრობ.თვალი ჩაუკრა გიორგიმ.
-დავფიქრდები.გაეცინა ბექას.
-წარმატებები ფიქრში.ავიდა თავის ოთახში,მარიამის ოთახს რომ გაუსწორდა ხელი წაიღო კარების გასაღებად მაგრამ უკან დასწია,თავი მოთოკა და თავის ოთახში შევიდა.ისე უნდოდა წყლის ქვეშ დადგომა,წყალი გადაივლო და შეწვა მაგრამ განა დაეძინა?არა,ადგა ფანჯარასთან დადგა და სიგარეტს მოუკიდა ერთი,ორი,სამი,ოთხი და სიგარეტის კვამლის რუხი ფერი მის გარშემო შეგროვდა.არ უყვარდა მოწევა,მაგრამ როცა ნერვებს ვერ იმორჩილებდა სიგარეტი თითქოს ამშვიდებდა,მისი გულის ტკივილს და შეუხორცებელ იარებს აყუჩებდა.სიგარეტი ჩააქრო და საფერფლეზე ჩაასრისა,ფრთხილი ნაბიჯებით გადაკვეთა ოთახი,განა ეშინოდა? არა,მაგრამ არ უნდოდა მარიამს ღვიძებოდა ამ დროს და შეეხედა რომ მამა ჯერ კიდევ ნერვიულობდა.ნელა-ნელა ჩამოსწია კარების სახელური და ფრთხილად გააღო კარი,უნდოდა მძინარე შვილისთვის დაეხედა,მაგრამ არც მარიამს არ ეძინა და ფანჯარასთან მდგარი უსმენდა გარეთ ქარის კივილს.მიუახლოვდა,ხელები შემოხვია უკნიდან და ჩუმად,ნელი ჩამწყდარი ხმით უთხრა.
-ყოველ დღე ვხედავ თუ როგორ სწრაფად გაფრინდა დრო და კალენდარს აკლდება თითო-თითო ფურცელი.ეს ფურცელი ჩვენი ცხოვრებიდან თითო დღის მოკლებაა,ამიტომ არ მინდა დრო უაზროდ გავიდეს.დღეიდან შენი უაზრო და თავისუფალი ცხოვრება მოკვდა,დღეიდან ყოველ დღეს ჩემთან ერთად გაატარებ და ჩაებმები ბიზნესის საქმეში.გაიზარდე და უნდა მიხვდე,რომ ბავშვოდა დასრულდა,დაიწყო ახალი ცხოვრება ახალი გეგმებით და ახალი მისწრაფებებით.
-მამა შენ ჩემი სამყარო ხარ,იცი რომ ძალიან მიყვარხარ.მიყვარს შენი აზრიანი და სევდით სავსე გამოხედვა,მიყვარს შენი სიცილიც და შენი სერიოზულობაც.მაპატიე,შენ მართალი ხარ მე გადავაჭარბე და გპირდები,ამიერიდან გულს აღარ გატკენ.
-მარიამ დაიმახსოვრე,რომ კარგ ურთიერთობას არ ჭირდება არანაირი პირობები.ეს მამაშვილური გრძნობა იქნება თუ სასიყვარულო,ან მეგობრული მნიშვნელობა არ აქვს მას,მთავარია ნდობა ერთმანეთის მიმართ და ყველაფერი მოგვარდება ისე,რომ გული არცერთს არ გვეტკინება.
-ყოველთვის მაოცებ და ყოველთვის როცა შენს გაღიმებულ სახეს ვუყურებ,იღიმი მაგრამ ის არ გამოხატავს ბედნიერებას,ის მეუბნება რომ შენ ძლიერი ხარ.
-ჩემზე დაკვირვებას თუ ახდენ,გეტყვი რომ ჩემი შეცნობა ძნელია მარიამ.25 წლით ადრე რომ გენახე,გამიცნობდი და შემიცნობდი კიდეც,მაგრამ ეს 22 წელია ჩემი თავი მე თავად ვერ შემიცვნია ამიტომ დაწექი და დაიძინე.უთხრა ღიმილით შუბლზე აკოცა და თვალიც ჩაუკრა.დილით ადრე ადგა,მოემზადა და გიორგი სამზარეულოში რუსოსთან ერთად ყავას მიირთმევდა რომ მარიამი კლასიკურად გამოწყობილი გიორგის წინ დადგა.ფეხის ხმაზე გიორგიმ თავი ასწია,რუსომ უკან მიიხედა და ორივე გაოცებისაგან თვალებდაჭყეტილმა მიაჩერდა მარიამს.
-მარიამ მეჩვენება თუ ეს შენ ხარ? მე კი არ შემოვედი, ვიფიქრე ისევ გეძინა და არ გავაღვიძებთქო, რადგან დარწმუნებული ვიყავი ისევ ვიჩხუბებდით და ეს დღე შენ მოგანდე რომლის შედეგმაც ძალიან მასიამოვნა,ვხედავ მზად ხარ.
-თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რომ მეც თავად მიკვირს საკუთარი თავის,მიკვირს რომ გავიზარდე მაგრამ არ მიწყინოთ და სულიერად ისევ ბავშვად ვგრძნობ თავს.ბებლო ყავა გვაქვს?
-კი ბებო დაჯექი და შენი საყვარელი შოკოლადიან ბლინებიც მაქვს,ისაუზმე და წადი მამასთან ერთად.
-იცი რატომ გაქვს ასეთი შეგრძნება? აქამდე არაფლით არ ყოფილხარ დაკავებული,არანაირი ვალდებულება არ გქონია და აი ნახე დღეიდან როგორ შეიცვლება შენში ყველაფერი და გახდები სულ მალე წარმატებული და საქმიანი ქალი ისე როგორც ჩვენი ნინიკო.
-იცი რომ ნინიკო მომენატრა? ვნახოთ დღეს,მაგრამ ღრუბელი ისეა გაბერილი და საწვიმრად გამზადებული სადაცაა კოკისპირული წვიმა დასცხებს და წვიმაში სიარული კი მეზარება. გიორგის გაეცინა და რუსოს შეხედა.
-მეცინება ლუკას სახეს რომ წარმოვიდრენ.
-რა ხდება,ლუკაჩოს რა სჭირს.გაუკვირდა მარიამს.
-ბექამ მითხრა წუხელ დაცვაში დააწყებინებს მუშაობას და ლუკას ხასიათი რომ ვიცი ყველას დაცოფავს და ყველას მიმართ აგრესიული იქნება.
-ძალიან კარგი,ბიჭუნკელას არ ეცლება სასიარულოდ.
-მარიამ გეშინია?
-არა,მაგრამ ვფიქრობ ხანდახან შეუძლებელია ყველაფრით ბედნიერი და კმაყოფილი იყო,მოსაბეზრებელიც კი არის ხანდახან ცხოვრება და ამიტომ მე შენთან ერთად გავუყვები შენს მიერ ნაჩვენებ გზას მამა.ახლა კი წავიდეთ,დღეს დიდი დღეა,დიდიიი.დღეს უნდა დავაფიქსირო ყველას გაოცებული და ყბაჩამოგდებული სახეები გაფართოებული დიდი თვალებით.ჩანთას ავიღებ და წავიდეთ.გიორგის გაეცინა,თვალი გააყოლა მარიამს და ჩაილაპარაკა.
-ნეტავ თუ ხვდები რამხელა ძალას მაძლევს შენი არსებობა მარიამ და როგორ ძალიან მყვარხარ.უშენოდ მე ბრმა ვარ,სიცოცხლე-შეზღუდული ვარ და ვერც ვისუნთქებ ალბად რადგან უშენოდ ჰაერიც არ იარსებებს ჩემს გარშემო.რუსომ მხრებზე მოხვია ხელი გიორგის და ძლიერად ჩაიხუტა გულში.
-დარწმუნებული ვარ,რომ მარიამით ყველა ვიამაყებთ გიორგი.
-ვიცი დედა,მაგრამ არ მინდა რომ ვუთხრა წინასწარ შედეგები.მარიამიც დაბრუნდა რუსო ჩაკოცნა,სამზარეულოში შემოსულ გოგის ლოყები დაუწელა და მკაცრად დაუბარა.
-არ იცელქოთ,თუმცა ვინ გაიგებს სახლში მარტოები ხართ.გადაიკისკისა მისებურად და გიორგის გაყვა უკან.ძალიან ცივი და სუსხიანი ამინდი იყო,აი ისეთი ყველაფრის ხალის რომ დაგიკარგავს,უეცრად ძლიერმა ქარმა დაუბერა და მარიამი მყისვე ჩაეჭიდა გიორგი ძლიერ ხელს,მიხვდა რომ ეს ხელი და ეს მკლავი იყო მისი საყრდენი და სიამაყის გრძნობამ მთელ ტანში დაუარა.დანიშნულ ადგილზეც მივიდნენ,დაცვას გასაღები ჩააბარა და მარიამთან ერთად შევიდა კომპანიის კედლებში,მამა-შვილი გრძნობდნენ რამოდებიმე წყვილი თვალი მათ რომ უცქერდა,ყველას თვალებში არსებული გრძნობების წაკითხვა შეიძლებოდა.ზოგს საბრალო გამოხედვა ჰქონდა, უფრო იმათ ვინც იცნობდა ბედნიერ და ხალისიან მარიამს რომელიც გიორგის მიაკითხავდა კომპანიაში და ყველას მის ჯადოსნურ ღიმილს უტოვებდა.ზოგს შიში ჰქონდა თვალებში,რადგან მარიამი ერთი გათამამებული გოგონაა მაგრამ მის თვალებში დანახული მრისხანება ბევრს დაახევინებს უკან რამოდენიმე ნაბიჯით.ზოგს შური,რადგან მათ ხომ გასაოცარი მამა-შვილობა ჰქონდათ და ეგონათ მარიამი პირდაპირ დიდ სკამზე დაჯდებოდა.ზოგი კმაყოფილი უცქერდა და ტკბებოდნენ ამ ორი საოცრად საყვარელი ადამიანებით.ყველას ერთნაირად მიესალმა გიორგი,როგორც ყოველთვის და სიამაყოთ გააგრძელა მარიამთან ერთად მის კაბინეტამდე გზა.ისეთ განწყობაზე იყო,მარიამმა დიდი ძალა მისცა,ამიტომ ძალიან მტკიცე ნაბიჯებით მიარღვევდა მის წინ ჰაერს და მარიამი კი მას მსუბუქად და ჰაეროვნად მოჰყვებოდა გვერდით.დაიწყო მარიამის პირველი სამუშაო დღე.



№1  offline წევრი მია15

უდაოდ კარგი იყო.მართლაც კარგად გადმოსცემ ყველაფერს .მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი.ველი ახალ თავს.მომწონს შენი ისტორიები

 


№2  offline წევრი marikuna18

სასწაული იყო ძალიან მაგრად გადმოსცემ ემოციებს ♥♥♥♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♥♥♥♥

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკო

გადასარევი იყო აი ვფიქრობდი რომ მუშაობას დააწყებინებდა მაგრამ მდივნად? ვერ წარმოვიდგენდი

 


№4 სტუმარი Ani

Rodis amtavreb am istorias?! Ramdeni tavi darcha?!

 


№5  offline მოდერი zia-maria

Ani
Rodis amtavreb am istorias?! Ramdeni tavi darcha?!

ამ თავშიდაც ვფიქრობდი დასრულებას,მაგრამ არ გამოვიდა.შესაძლებელია კიდევ ერთი ან ორ თავში დასრულდეს.მადლობა,მადლობა,მადლობა. kissing_heart

სტუმარი მაკო
გადასარევი იყო აი ვფიქრობდი რომ მუშაობას დააწყებინებდა მაგრამ მდივნად? ვერ წარმოვიდგენდი

smiley ეს უფრო ჭკუის სასწავლებელია მარიამისთვის. wink blush

marikuna18
სასწაული იყო ძალიან მაგრად გადმოსცემ ემოციებს ♥♥♥♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♥♥♥♥

kissing_heart მადლობა მარიკუნა გაიხარე საყვარელო. blush kissing_heart

მია15
უდაოდ კარგი იყო.მართლაც კარგად გადმოსცემ ყველაფერს .მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი.ველი ახალ თავს.მომწონს შენი ისტორიები

kissing_heart kissing_heart kissing_heart kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№6 სტუმარი Mariami

0
❤❤❤გულახდილი საუბრები და რჩევები❤❤❤ daakopiret da am saxelobis grupa modzebnet faceze dzalian gtxovt yvelaperi anonimuria minda cxovrebiseuli rameebi dagviwerot mand an piradshi mogvawodot da anonimurad davdeb gelodebit

 


№7  offline მოდერი zia-maria

Mariami
0
❤❤❤გულახდილი საუბრები და რჩევები❤❤❤ daakopiret da am saxelobis grupa modzebnet faceze dzalian gtxovt yvelaperi anonimuria minda cxovrebiseuli rameebi dagviwerot mand an piradshi mogvawodot da anonimurad davdeb gelodebit

გამოგიგზავნეთ დამატება.

 


№8 სტუმარი ttttt

shemdegi rodis iqneba?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent