შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმარი დასრულდა (სრულად)


21-07-2018, 13:16
ავტორი ბიბი
ნანახია 4 367

სექტემბრის სუსხიანი დღე იყო, ჩემმა ნაცნობმა დამირეკა შენს სახლთან ვართ მე და გიო ახლოს და თუ გამოხვალო. კი მეთქი. ჩვეულებრივად გამოვეწყვე, როგორც ყოველთვის, კაპიშონიანი ზედა და ჯინსის შავრალი და მართლაც ჩემს სახლთან ძალიან ახლოს გავედი.
ჩემს სკოლასთან. გადახურულ ადგილას დახვეული კიბე იყო, იქ ისხდნენ მივედი. დიდხანს ვსაუბრობდით ან უბრალოდ ვიჯექით.
შორიდან დავლანდე შავგვრემანი ბიჭი, რომელიც ჩვენკენ მოიწევდა, მე არ ვიცნობდი არც ჩემი ნაცნობი. მაგრამ გიო იცნობდა.
ჩემს წინ ქვედა საფეხურზე დაჯდა, ხელებზე აწეული მოსაცმელი ეცვა, ორი ტატუ ქონდა ერთი ცერა თითთან, ელვა, მეორე კი მაჯაზე ცოტა ზევით არ მისული იდაყვამდე. დისკები თუ ფირფიტები კარგად ვერ ვარჩევდი.
ერთმანეთი არ გაგვაცნეს. ერთადერთი რაც ვიცოდი მისი სახელი იყო, სანდრო.

ღამე მომწერა. ჩვენ ერთმანეთი არავინ გაგვაცნო და ჩვენით მაინც მოვიფიქროთო. მთელიღამე ვილაპარაკეთ თითქმის არაფერზე, ასე გრძელდებოდა რამდენიმე დღე.

მაშინ ქალაქიდან ცოტა მოშორებით კაზინოში მუშაობდა მე აბიტურიენტი ვიყავი. დილით ასრულებდა მუშაობას.
გაცნობიდან რამდენიმე დღეში დილამდე შემოვრჩით საუბარს. მითხრა შენ ფანჯრებთან ვდგევარ და მინდა რომ უბრალოდ დაგინახოო. რამდენიმე საათი ვიდექი ფანჯარასთან რომ უბრალოდ ტელეფონიდან არეკლილი სხივით განათებული სახე დაენახა. რომელიც ბედნიერებით გამებადრა.
მეორე დღესაც მოვიდა, მაგრამ ახლა არ კმაყოფილდებოდა ფანჯრიდან ჩემი დანახვით. უკვე ოქტომბერი დაიწყო უფრო ცივი და უფრო სუსხიანი.
ავდექი და გარეთ გავედი, დილის შვიდი საათი იყო. ნაწვიმარი. ქუჩაში არავინ დადიოდა ჩვენს გარდა.
მხოლოდ ჩვენი არსებობა და ჰაერის მოლეკულები უშლიდა ხელს რომ დამეჯერებინა ამ ფაქტის რეალურობა.
ჯერ კიდევ ბნელი იყო ცა, ჩემი სახლის წინ ვიდექით. მერე ცოტა მოფარებულ ადგილას გავედით. მახსოვს მაშინ პირველად მომეხვია. მთელი სხეულით ვკანკალებდი, იმიტო არა რომ სუსხიანი ამინდი იყო.
მაშინ მითხრა პირველად მიყვარხარო. მეთქი არ მჯერა, როგორ უნდა გიყვარდე თქო. მაგრამ არა დაიჟინა მიყვარხარ და ამასმალე შენც მიხვდებიო.
ლამის მთელი ქალაქი ფეხით მოვიარეთ, ძალიან მიყვარდა ჩემი ქალაქი, ცემი ქალაქიც და ალბათ სანდროს. ბედნიერი ვიყავი, ახლა ვხვდებოდი რა იყო ბედნიერება.
ბევრი დრო არ მქონდა სახლში დავბრუნდი, იმ დღეს რათქმაუნდა არ მიძინია.
აბიტურიენტი ვიყავი, ძილისთვის საერთოდ არ მქონდა დრო და მითუმეტეს არც სიყვარულისთვის.
რას გაიგებ. მოვიდა ჯერ ზედაც არ შემომხედა და მერე მიყვარხარო
.
სავაჭრო ცენტრის ლიფტში ვიდექით. მხრები დამიჭირა და პირველად მაკოცა.
მთლიანად დამიარა ტანში და წამიერად გონებაც დავკაარგე, მაგრამ საიმედო ხელში ვიყავი.
ლიფტიდან ხელჩაკიდებული გამოვედით და ამის შემდეგ მგონი დიდხანს აღარც გაგვიშვია ერთმანეთისთვის ხელი.
დავდიოდი და ბედნიერებას ვასხივებდი, მეგონა მზე გადავყლაპე და მისი მუხტი გადმომედო.
ყველაგნ და სულ ჩვენ ვიყავით. ჩემი მასწავლებლების კარებთან მელოდა.
მელოდა სახლთან, მელოდა მის სამსახურთან.
მალე წამოვიდა კაზინოდან და ჩემი ქუჩის მოპირდაპირედ დაიწყო მუშაობა, მაშინაც კი ვხედავდი როცა ეს მან არ იცოდა. უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი, ისეთი იყო არაფრით რომ არ გამოირჩევიან, არავინ რო არ აქცევს ყურადღებას მაგრამ მაინც ყველასგან გამორჩეული როა.

იმდღის მერე არც ისე ბევრი დრო გავიდა, ღამის სამი ან ოთხი საათი იქნებოდა გამაღვიძა.
ახლა რომ არ გნახო გავგიჟდებიო. სად ხარ მეთქი და შენს სახლთანო. ვერაფრით გამოვალმეთქი და მაშინ მე მოვალო.
ჩემი ოთახიდან კარი პირდაპირ სახურავზე ადიოდა, მეთქი კაი მაშინ სახურავზე ამოდითქო. ვიწექი და არ ველოდი რომ მართლა მოვიდოდა, გიჟივით ვიღიმოდი, მეგონა მახეში გავაბი, მეგონა შეუძლებელი ვთხოვე მაგრამ მალე სახურავზე ფეხის ხმა გავიგონე, ზევით სწრაფად ავედი.
ნამდვილი გიჟები ვართო. მომიახლოვდა და მაკოცა.
მიყვარხარ მეთქი მაშინ ვუთხარი მე პირველად.
მერე ჩემს ლოგინზე ვიწექით, მისი თავი მუცელზე მედო და თმაზე ვეფერებოდი.
მალე წავიდა.
მის მერე ჩემთან აღარ მოსულა, ასე ახლოს, ასე ქურდივით.
სიყვარული სხვენშიო დიდხანს იცინოდა ამ ფაქტზე.

წვიმდა საშინელი წვიმა იყო, მითხრა ჩემთან წავიდეთ სამსახურშიო, კაი მეთქი და მის სამსახურამდე მისვლაში მთლიანად გავილუმპეთ, პლედებშემოკრული ვიჯექით ჩაის ვსვამდით და უაზროდ ბევრს ვიცინოდით.
-შენ რომ არ მყავდე ალბათ არაფერი ვიქნები-მითხრა და სველ თმაზე ხელს მისმევდა.
-მიყვარხარ- მის კისერში თავჩარგული ვიჯექი და იმ დღეს ყველა იქ მყოფი მარტო ცვენ გვიყურებდა.
გავცივდი, სასინელი დრო შევარციე გასაციებლად, სიცხე მქონდა და გარეთ საშინლად წვიმდა. საღამო იყო, ნუ ღამე.
მომწერა კარებთან გადიო.
ჰო რათქმაუნდა, შოკოლადები იყო.
მაგრამ მარტო შოკოლადები რაც მიშველიდა, წამლებიც მოაყოლა.
არანაირი რომანტიკა არ არსებობდა. მხოლოდ ზრუნვა იყო მის ამ ჟესტში.
რომანტიკოსი იყო თქო რო ვთქვა მოგატყუებთ. რასაც აკეთებდა უბრალოდ მისი დიდი გულის წყალობით იყო.
სიცხემ დამიწია მიშველა მისმა წამლებმა.
მალე ქალაქში ყველა გვცნობდა, ყველამ იცოდა ვინც ვიყავით, მანამდეც არ ვუჩიოდით უცოდინრობას მაგრამ ახლა უკვე, მხოლოდ ერთად წარმოგვინდგენდა ყველა.
ქუთაისი პატარა ქალაქია. და ბევრი საერთო ნაცნობი გვყავდა, მეგობრები.
ზოგი ამბობდა თქვენ რომ გიყურებთ სიყვარულის რწმენა მემატებაო, ზოგიც ნაპერწკლებზე მიგვანიშნებდა ჩვენს თვალებში და მეტი რა მინდოდა. ბედნიერი ვიყავიმ, ან როგორ არ უნდა ვყოფილიყავი ბედნიერი.
ყოველ დღე ერთად ვიყავით.
ყველაფერი ჩვენი გვქონდა, ჩვენი ქუჩა. თეთრ ხიდს რომ გადცდები და ახლა რო დიდი სასტუმროა, იმ ჩასახვევში ყოფნა გვიყვარდა, ქალაქიდან არც ისე შორს მაგრამ ძალიან დიდ სიმშვიდეში.
ჩვენი შოკოლადიც გვქონდა თეთრი ალპენგოლდი ნუშით.
ჩვენი გაცნობის ადგილს, წვიმაში ვაფარებდით ხოლმე თავს.
ჩვენი ყავს დასალევი ადგილი. ერთერთი კაფე კინო საქართველოსთან.
ჰო “ბანძი” ადგილი იყო, ვიჯექით ყავას ვსვამდით და გვეცინებოდა რომ იქ ვიყავით.
ჩვენი ხიდი. რკინიგზაზე რომ გადადის. საათობით შეგვეძლო იქ ყოფნა ჩამოვჯდებოდით ხოლმე. ვუყურებდით ლიანდაგებს, ერთმანეთს, მზის ჩასვლას ნაწვიმარ ხეებს.
მალე ის ადგილი გახდა ჩვენი ნავსაყუდელი, სიმშვიდის საპოვნელად დავდიოდით ხოლმე იქ.
პიველად რომ მიმატოვა ძალიან განვიცადე. დეკემბრის დასაწყისი იყო, განა დიდი ხნით, ორი დრით მიდიოდა თბილისში მაგრამ იმდენად მივეჩვიე რომ ყოველდღე ჩემი ნაწილი იყო, ყველგან და ყოველთვის ის ორი დღე ტანჯვა იყო, წამება. თითქოს სხეულის ნაწილს ვკარგავდი.


ჰესზე დავდიოდით ხშირად, დავწვებოდით ხოლმე მინდორზე და ან არაფერზე ვლაპარაკობდით ან მხოლოდ იმაზე რაც ბედნიერებით გვანთებდა.
ერთხელ ვუთხარი შენ რომ არ მყავდე ალბათ დილას გაღვიძებაც ძალიან მტანჯველი იქნებოდა ჩემთვისთქო.
მაშინ გაეცინა.
მერე მიხვდა რომ სიმართლე იყო.
ვიხრჩობოდი მისი არსებობის გარეშე.
მოსვენებას ვკარგავდი ყველგან სადაც მის გარეშე ვიყავი.
როცა რამდენიმე დღით მტოვებდა ხოლმე.
მახსოვს ერთხელ ერთ-ერთ “ივენთზე” უნდა დაეკრა. იქ ვიყავი “ივენთის” დაწყებამდე და მაგიდის ქვემოთ ვიმალებოდით.
თითქოს იქ ყოფნის უფლება არ გვქონდა.
შენობა სადაც ვიყავით ჯერ კიდევ ახალაშენებული და დაუმთავრებელი იყო. მესამე სართული კი სრულიად ბეტონი იყო დიდი ფანჯრებით.
ავედით. ვიცოდით ვერავინ გვხედავდა მაგრამ ჩვენ ყველას ვუყურებდით. ძველი, ყველაზე მტვერიანი მდივანი იდო და ერთად მოვთავსდით.
ის წამი, ის წუთები ყველაზე ბედნიერი იყო ალბათ მთელს არსებულ ცხოვრებაში.
ასეთები ვიყავით, ყველგან და ყოველტვის ჩვენს ადგილს ვპოულობდით.

-ყველაზე მეტად სად გინდა წახვიდე ამ ქალაქში.
-აი იქ-თითი მაღლა ავწიე და სასტუმრო “ქუთაისის” სახურავისკენ ვანიშნე.
წამებში იქ ვიყავით. მთელლ ქალაქს ხელისგულივით ვუყურებდით. ნაცნობებს ვეძახდით, მათ ჩვენი არ ესმოდათ მაგრამ ვმხიარულობდით.

ერთხელ ჭავჭავაზის ხიდის ქვეშ ჩავედით. მანქანები იქ ყველაზე სწრფად მიქრიან ხოლმე, თიტქოს მათ ვიბრაციასაც კი ვგრძნობდით. ეთმანეთსი გადახლართული რიონის ნაპირას ვიწექით და ყველაფერი რაც ირგვლივ ხდებოდა დიდ უმნიშვნელობას წარმოადგენდა.
ბედნიერი დღეები იყო,
იმედანდ ბედნიერი ყოველთვის მეშინო. ყოველ ღამე მეშინოდა რომ გავიღვიძებდი და ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.
არასდროს იქამდე არასდროს არც კი გვიკამათია.

ახალი წელი ახლოვდებოდა, მამამ გამომიარა მასწავლებელთან, და სახლთან ახლოს მოსულს მკიტხა, ვინ არის სანდროო, ვიციო ყველა მასთან გიყურებსო. ასეთ ბიჭთან ჩემს შვილს არაფერი ესაქმებაო.
რატო მეთქი გადავირიე და გავგიჟდი, ცოფებს ვყრიდი მაგრამ ჩემი ოჯახი მიყვარდა, ვიცოდი ჩემთვის მხოლოდ კარგი უნდოდა. დაშორდი სასწრაფოდ და არარ გავიგო სიტყვაო.
მთელიდღე ვტიროდი.
მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი როგორ, როგორ უნდა მეთქვა ეს.
რატომ იყო ყველაფერი ასე ცუდად როცა წინა დღეს ბედნიერებისგან გაცისკროვნებული სახე მქონდა.
პრობლემების ზღვაში წამში გადავეშვი.
წავედი და მაინც ვნახე ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
იმდღეს წიგნი მაჩუქა. “მარტოობის ასი წელიწადი” სათაურიც როგორი მრავლისმეტყველი იყო ამ მდგომარეობასთან, არ მინდოდა მისთვის ვყელაფერი მეთქვა უბრალოდ მოვიმიზეზე რომ მეგობარს ვეჩხუბე და ამიტომ მქონდა დასიებული თვალები.
იმ დღის მერე ყველაფერი შეიცვალა.
სამყაროს ფერები გამოაკლდა.
უკვე ხშირად ვკამათობდით.
თავისუფლად ვეღარსად ვიყავით.
შობის ღამეს სამსახურში მივაკითხე ცვენი ნაცნობი მეორე ქუჩიდან გამოიქცა თქვენ რომ ოდესმე დაშორდეთ სამუდამოდ დამკარგავთო, ცოტა ნასვამი იყო.

დავიღალე.
ძალა გამომეცალა და დავშორდი.
მაგრამ ვეღარ გავძელი, ვიცოდი ახლოს იყო და არ შემეძლო მასთან მისვლა.
ხალხს უკვირდა როცა მარტო მხედავდა, სადაა ალბათ ქალაქში არააო ფიქრობდნენ, რამდენიმე დღე ეკლებზე ვიჯექი, მერე კი მივედი, სამსახურში მივაკითხე გაუფრთხილებლად, მეთქი არ შემიძლია უშენოდ ცხოვრებათქო და კისერზე ჩამოვეკიდე…
მერე ყველაფერი თიტქოს კალაპოტში ჩადგა მაიგრამ მაინც არეულები ვიყავით, როცა მოვიცლიდი წუთები გვქონდა ერთმანეთის სანახავად.
და როგორ უნდა მოგვესწრო ერთად ყოფნა როცა 24 საათიც კი არ გვყოფნიდა ამისთვის.
რომანტიკულობით არ გამოვირჩეოდითთქო, და არც საჩუქრებით მანებივრებდა, არც მინდოდა, მისი მოტანილი თეთრი შოკოლადიც კი საკმარისი იყო, ან თუნდაც არ ყოფილიყო. მისი სუნთქვის ხმაც კი მკმაროდა ბედნიერებისთვის.
ვალენტინობის დღე იყო, ბარში ვიჯექით გიოსთან და არაფერს ვაკეთებდით, უბრალოდ ერთად ვატარებდით დროს, უცებ გაიქცა და ძალიან ბევრი ბანანი მოიტანა, რატომღაც წამომცდა მინდა მეთქი, მერე ქუჩაში დავდიოდით და ხალხს ვურიგებდით.

ეს იყო და ეს ბედნიერების ზღვა და სიხარული.
არცერთი წამითაც კი არ მიეწვიანია, არასდროს, ცემი ეგოიზმის მიუხედავად.
იმდღეს კი ყველაფერი სხვანაირი იყო, სამსახურში მივაკითხე მისი ძმაკაცი და ძმაკაცის ნათესავი ელოდნენ გარეთ, ეს გოგო მეუცნაურა, აქამდე ყველა სანდროს მეგობარი ღიმილით მხვდებოდა ამბობდა რომ ზალიან მოვწონდი და რომ სანდრო ბედნიერი ჩანდა. ეს კი უბრალოდ მიყურებდა და ცდილობდა მზერა აერიდებინა, წინა რამის ისტორიებს იხსენებდა. არ მიეჭვიანია დარწმუნებული ვიყავი სანდრო მხოლოდ მეგობარს ხედავდა მასში, არც კი მივაქციე ყურადღება.

აპრილი იყო, აპრილის ბოლო, სახლიდან ვერ ვახერხებდი გასხვალს მაგრამ, ცოტახნით მაინც გავიპარე და ვნახე.
მიყვარხარო, იცოდე მალე სულ ერთად ვიქნებით და ამას ვერავინ შეუშლის ხელსო. ისეთ რარაცებს მეუბნებოდა რაც ადრე არასდროს უთქვამს, სულ რამდენიმე დღე მინდა და ერთად წავიდეთ სადაც გინდაო.
დავიბენი, მინდოდა, მასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა და მზად ვიყავი იმ წამსვე გავყოლოდი სადაც არ უნდა წასულიყო.

ორდრეშსი განმიცხადა აღარ მიყვარხარ და გთხოვ აღარაფერი მკიტხოო.
ვერ ვიტანდი გაურკვევლობას, კვირების მანძილზე არ გავდიოდი სახლიდან უბრალოდ ვიწექი და ვტიროდი.
მერე გაირკვა რომ იმ გოგოსთან გადავიდა საცხოვრებლად თბილისში, გავმწარდი, ძალიან გავბრაზდი, პირველად მასზე ძალიან გავბრაზდი მაგრმა ვერ შევიზიზღე ვერაფრით შევძელი, მისი ზიზღი მისი აღარ სიყვარული ვერ შევძელი.

კვირების, თვეების, წლების მანძილზე, ქუჩაში გვერდს ისე ვუვლიდით ერთმანეთს თითქოს არაფერი მომხდარიყო, თითქოს არასდროს უთქვამს მიყვარხარო, ან არასდროს აუწევია ჩემი სათვალე თვალებში რომ კარგად ჩაეხედა ჩემთვის.
თითქოს არასდროს გაუთბია ჩემი ხელები თავისით.
თითქოს არასდროს მომფერებია თავზე რომ გაეყუჩებინა.
უცნობივით.
გაუცხოებულივით.
ვიტანჯებოდი, არ ვიცოდი სად იყო, ვისთან, რას კაეთებდა.

დროსთან ერთად თითქოს ყველაფერი შეიცვალა იმდენად აღარ ვფიქრობდი მასზე.
ხანდახან გამახსენდებოდა ხოლმე და სულელივით ვიღიმოდი. იმ დღეებზე, იმ წამებზე რაც ერთად გავატარეთ.
ორი წლის მერე შემხვდა შემთხვევით.
მოვიდა, გადამეხვია, როგორ ხარო, მომიკითხა.
ერთ გოგოზე ვკითხე მეთქი ალბათ ბედნიერი ხართქო.
მაშინ მითხრა არა მეგობარიაო.
ჩემი ახლო, კარგი მეგობარიო.
ჩემდაბადებისდღეზე ჩაიარა ჩემს სახლთან
ის გოგო ცოლად მოიყვანა.
თიტქოს წერტილი დავუსვით ყველაფერს.
თითქოს აღარანაირი შანსი აღარ იყო,
მაგრამ მაინც გამიღვივდა მასზე ფიქრი.
მონატრება.

გასულ წელს შევხვდი.
ჩემი მეგობრის დაბადებისდღეზე მივდიოდი და ბარში შევიარე.
მაშინ სულ იმ ბარში დავდიოდი, ყოველდღე.
ლუდი ავიღე და კუთხეში ვიჯექი.
შემოვიდა, დამინახა თუ არა ჩემკენ წამოვიდა.
ერთად დავლიოთო. აივანზე ვიდექით, ვსაუბრობდით, მოწყურებული რო წყალს დაეწაფება ისე.
4 წლის მერე პირველად ვსაუბრობდით ასე.
შეხმატკბილებულად.
მეთქი გავიგე ცოლს დაშორდი თურმეთქო.
თავი ჩახარა, ჰოო დამეთანხმა.
მეთქი თუ გატკინე მაპატიეთქო და არაო…
ბევრი ვილაპარაკეთ.
მეგობრის დაბადებისდღეზე დავიგვიანე და იქაც ვერ მოვისვენე ისევ ბარში დავბრუნდი.
გარეთ იდგა.
ვიღაცას ტელეფონზე უყვიროდა ოჯახი არ ფეხებზეო.
გავუღიმე, მანიშნა შედი და მეც მოვალო და მანაც გამიღიმა.
მის ძმაკაცთან ერთად იყო. მოდი ერთად დავლიოთო.
და ვსვამდით. არ დავთვერი მაგრამ ის საკმაოდ.
აივანზე იჯდა გვერდით მივუჯექი.
ამდენი წლის მერე მაშინ პირველად გამომიტყდა, შევცდი მაშინ რომ მიგატოვეო.
დაბნეული ვიყავიო.
ჩემკენ გადმოიწია და მაკოცა.
ის პირველი კოცნა გამახსენდა.
თითქოს ახლაც გონება დავკარგე.
მაგრამ თავი შევიკავე.
მეთქი მეჩქარება უნდა წავიდეთქო
ამაღამ ისევ მოვალო.
და მეთქი არგამოგივათქო და წამოვედი.

ერთ კვირაში შევხვდით ისევ.
სასტუმროს ჰოლში ვიჯექი, საერთოდ არ ველოდი მას, თავი მისკდებოდა.
ლიფტის კარი გაიღო და ცოლთან ერთად გამოვიდა.
ის გრძნობა დამეუფლა იმ დღეს ჩემ დაბადებისდღეზე რომ მქონდა. მათი ქორწილის დღეს.

----
ეს ჩემი ცხოვრების ერთი პატარა ნაწილია.
დიდი გრძნობა და პატარა ისტორია ((



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

როგორ დამგრუზა. ნეტა რა ესმით სიიყვარულის სანდროსნაირ მამაკაცებს? მასეთებზე ფიქრი და დარდი არ ღირს, არ იმსახურებენ არანაირ ყურადღებას. უნდაა ამოშალო შენი ცხოვრებიდან და ისე გააგრძელო ცხოვრება. ყოველი წამი ხო მშვენიერია.

 


№2  offline წევრი ბიბი

სტუმარი ქეთი
როგორ დამგრუზა. ნეტა რა ესმით სიიყვარულის სანდროსნაირ მამაკაცებს? მასეთებზე ფიქრი და დარდი არ ღირს, არ იმსახურებენ არანაირ ყურადღებას. უნდაა ამოშალო შენი ცხოვრებიდან და ისე გააგრძელო ცხოვრება. ყოველი წამი ხო მშვენიერია.

ესმის ესმის, მე ეს ჩემთავზე გამოვცადე მაგრამ არ არის საკმარისი ყოველთვის მხოლოდ სიყვარული.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent