შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხევსურეთი II


21-07-2018, 15:49
ავტორი Californian
ნანახია 1 896

-ახლა იმ ფესტივალზე წავიდეთ,დილით რომ გიყვებოდი
-შორს არის?
-თხუთმეტი წუთის სავალზეა
-აგაშენა ღმერთმა - ამოისუნთქა ელენემ - მეგონა დიდხანს ვივლიდით
-თევდორე როგორ მოგეწონა?
-კარგი ადამიანი ჩანს.საინტერესო მოსაუბრეა და ვგონებ,სტატიაც ისეთივე საინტერესო გამოვა
მალე იმ ადგილს მიუახლოვდნენ,სადაც ფესტივალი ტარდებოდა.ფესტივალი კლდის თუ კოშკის ნანგრევებში ტარდებოდა და ამის მიუხედავად,მაინც ლამაზი იყო.გზაში ფოლკლორული ჰანგები შემოესმათ,ხალხიც უფრო მატულობდა.
-აი,ჩვენც მოვედით - სიამოვნებით თქვა მაიამ,ელენეს საშინლად არ მოეწონა მუსიკა.მიხვდა,რომ წინ კიდევ ერთი მოსაწყენი საღამო ელოდა.
-არა რა,მთა ჩემი არ არის - ჩაილაპარაკა ჩუმად
-შეხედე,რამდენი ხალხია.წამოდი,გაგაცნობს ხალხს - მაია აშკარად ბედნიერი იყო ამ მუსიკის მოსმენითა და ამ ხალხში ყოფნით
-არ მინდა.იცი რა,შენ თუ გინდა ნაცნობები ნახე და მე ამასობაში დავათვალიერებ აქაურობას - მაიას მოშორება სცადა ელენემ
-კარგი,როგორც გენებოს - უთხრა და რამდენიმე კაციანი ჯგუფისკენ გაეშურა,სადაც ალბათ ხევსური ნაცნობები ეგულებოდა.
ელენემ აქეთ-იქით დაიწყო სიარული.თვალი მოჰკრა რამოდენიმე ცნობილ ადამიანსაც,რომლებიც მისავით თბილისიდან იყვნენ ჩამოსულები.იფიქრა,რომ აქ ქალაქელებსაც გამონახავდა,თუმცა სრულიად უცხო ხალხის გარემოცვაში იყო.უცებ მისი ტელეფონის ხმა მოესმა.დახედა და ესემესი იყო მოსული.
,,ვიცი,რომ დაგირეკო არ მიპასუხებ და ამიტომ გწერ.ძალიან მომენატრე.მთელი გულით გთხოვ პატიებას.
თორნიკე.“
ელენემ გადაწყვიტა არაფერი მიეწერა მოღლატე შეყვარებულისთვის,რომელმაც ასაკოვან ქალში გაცვალა.უხაროდა,რომ თორნიკე არ ყვარებია და მის გამო ახლა დეპრესიაში არ იყო.გარშემო ხალხში შეათვალიერა, ,,თუკი თვითონაა ბედნიერი თავის ბებერთან,მე ვითომ რატომ არ უნდა ვიყო?ახლა უკვე თავისუფალი ვარ და გავიცნობ იმას,ვინც მომეწონება - შეაგულიანა საკუთარი თავი,ამიტომ შავი მოსცმელი გაიხადა და თავისი მაღლა აწეული მკერდი გამოაჩინა,რომელსაც ვარდისფერი დეკოლტე ამშვენებდა და ნახევრად ფარავდა.იფიქრა,იქნებ ასე გამეცნოს ვინეო, ,,ჰო,რა არის ამაში ცუდი?!ეს ხომ მხოლოდ ფლირტია?! და მეც ისევე მესაჭიროება მოწყენის დროს,როგორც სხვა მოკვდავებს.ჯანდაბა,რა მჭირს?!როდის აქეთია ასეთ სისულელეებზე ვფიქრობ?!“.
ელენე დიდხანს ელოდა თავის ხევსურელ ჭაბუკს,თუმცა ის არ ჩანდა.
,,რა მიკვირს?აქ,მთაში,ამ ღრმა დეკოლტეში გამოწყობილ მანდილოსანს რომელი აქაური ვაჭკაცი გამეცნობა?თანაც ასეთი მკაცრი სახით.ჯანდაბა,ჩემს თავს არ ვგავარ,ალბათ ესტროგენები მომეზღვავა”.იცნაური ფიქრები აწუხებდა ელენეს.მასთან ახლოს მდგარ შამპანიურის ჭიქებიყ სავსე მაგიდას მოჰკრა თვალი,მაგიდასთან კი ზუსტად ისეთი ჭარმაგი,ჭაღარა შეპარული,შავგრემანი მამაკაცი იდგა ეულად,ზუსტად ისეთი,როგორსაც წეღან ელოდა.კაცს ტრადიციული,მოქარგული,ხევსურული ტალავარი და ჯინსის შარვალი ეცვა.ელენე მისკენ გაემართა,ამ შავგრენანმა მამაკაცმა კი წამიერად ცივი მზერა ესროლა და თვალი აარიდა,რამაც ელენეს ფლირტისა და მისი მოხიბვლის სურვილი გაუმძაფრა,ეს კი არც თუ ისე ხშირად ხდება.ელენე მამაკაცს მიუახლოვდა,თან აკვირდებიდა.რამდენადაც უახლოვდებიდა,იმდენად იქცევდა მამრი ელენეს ყურადღებას.მის გვერდით დადგა და ჭიქა აიღო.ელენე დაელოდა როდის გაესაუბრებიდა მამაკაცი,მაგრამ საუბარი თვითონ წამოიწყო,როცა მიხვდა,რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გაწბილებული დარჩებოდა.
-აქაური ხართ? - კითხა ელენემ და მამაკაცს ნაცრისფერ თვალებში ჩახედა
-დიახ - ცივად მიუგო ვაჟმა
-თქვენც მღერით?
-არა - უპასუხა და ისე ხალხისკენ გაიხედა - თქვენ აქ პირველად გხედავთ - განაგრძო რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ
-მე სტატია უნდა დავწერო ხევსურეთზე,ამიტომაც ვარ აქ
-საინტერესოა - მოკლედ უპასუხა კაცმა და ელენესთვის აღარც კი შეუხედავს
,,თავხედი” გაიფიქრა ელენემ.
-კარგი,თავს აღარ მოგაბეზრებთ,აქაურობას დავათვალიერებ - უპასუხა ბოლოს ელენემ და კაცს გაეცალა.გაკვირბევულმა უცნობმა ერთხელად შეხედა ღიმილით და ისევ მოაშორა თვალი.
და აი,ამ დროს გოგონათა ჯგუფმა დაიწყო სიმღერა.გოგონებს ტრადიციული,ხევსურული სამოსი ეცვათ და ჩონგურებით ხელში მდგარნი ინტერესით ათვალიერებდნენ იქ მყოფებს,თითქოს თავიანთ სატრფოებს ეძებდნენ,რომელსაც იმ სასიყვარულო სიმღერას უძღვნიდნენ.გოგონები გრძნობით მღეროდნენ,ისე,თითქოს სადაცაა სიტყვებს გულს ამოაყოლებენო.
,, თვალი მიჭირავს შენზედა,
როგორც მიმინოს მწყერზედა,
ნეტავი შემატყობინა,
შენ რა გული გაქვს ჩემზედა.“
ელენემ ისევ ხალხში დაიწყო სიარული,თუმცა საინტერესო ვერავინ იპოვა.ჯგუფად შეკრებილ ხალხს მიაყურადა და იმ კაცს მოჰკრა თვალი,რამოდენიმე წუთის წინ რომ ესაუბრებოდა,თუკი ამას საუბარი ერქვა.
-მიდი რა ნიკო,რამდენი ხანია არ გიმღერია - ეხვეწებოდნენ კაცები,რომლებიც სავარაუდოდ მისი ძმაკაცები,ანდა თანასოფლელები უნდა ყოფილიყვნენ
-არა,არა,დამავიწყდა სიმღერა - უარზე იდგა კაცი და უხერხულად იღიმოდა
-ნუ სულელობ,ადი ახლა სცენაზე იმღერე
-გამორიცხულია - მტკიცე უარზე იდგა კაცი,რომელსაც ნიკო დაუძახეს,მაგრამ თანასოფლელებმა ხელით მიათრიეს სცენასთან,კაცსაც სხვა რაღა დარჩენოდა,ავიდა სცენაზე.მისი სცენაზე ასვლა და სიჩუმის ჩამოვარდნა ერთი იყო.ელენეს გაუკვირდა,ვერ მიმხვდარიყო,რატომ გამოიწვია მისმა სცენაზე ასვლამ ხალხის გაჩუმება.მოულოდნელად ელენეს მაია დაუდგა გვერდით,რომელსაც სცენაზე მდგარი მამაკაცისკენ ჰქონდა მიპყრობილი თვალები,ისევე,როგორც სხვა დანარჩენებს.უცებ ჩონგურის ხმა და მამაკაცის საოცარი ხმა გაისმა,რომელსაც ყველა,მათ შორის ელენეც აღტაცებით უყურებდა.მამაკაცი ისეთ ლამაზ სიტყვებს წარმოსთქვამდა,რომ ელენეს და იქ მყოფ მანდილოსნებს მაშინვე გულში ჩაუვარდათ.
ამ კაცს,რომელსაც საოცარი ხმა ჰქონდა,რამდენიმე წუთში სიმღერა დაასრულა და ყველა ოვაციებით შეხვდა მის გამოსვლას.კაცმა ღიმილით დაუკრა ხალხს თავი და სცენიდან გაუჩინარდა.
-ასეთი ოვაციებით რატომ ხვდებიან? - ინტერესით შეეკითხა ელენე მაიას
-ეს კაცი მთელს სოფელშია ცნობილი.სხვათაშორის,ჩვენ ბიძაშვილები ვართ.შვიდი წლის წინ დიდი ტრაგედია დაატყდა თავს.არღუნის ხეობიდან მოდიოდა ცოლთან და შვილებთან ერთად.საჭესთან მისი მეგობარი იჯდა,ჰოდა ქიქიდან მომავალ მანქანას დაეჯახნენ და ხევში გადავარდნენ.ეს კაცი კი გადარჩა,მაგრამ მისი ცოლ-შვილი და სხვები,ვინც მანქანაში იყვნენ, დაიღუპნენ.სხეულებს რამდენიმე დღე ეძებდნენ ხევში და ბოლოს მიაგნეს.ბავშვები,საწ....ბი,ისეთი პატარები იყვნენ,მისი ცოლი კი ნამდვილი მზეთუნახავი იყო.დღემდე გვიკვირს როგორ გადარჩა ნიკო,საშინელი დეპრესია ქონდა,სიცოცხლე აღარ უნდოდა,გარეთაც აღარ გამოდიოდა.ბოლო პერიოდში კი ვხედავთ ხოლმე,მაგრამ ხალხთან კონტაქტს მაინც გაურბის.იმიტომ ეხვეწებოდნენ წეღან სიმღერაზე.აი,ჩვენსკენ მოდის,არაფერი არ შეიმჩნიო
-მაია,გამიხარდა შენი ნახვა.რამდენი ხანია არ მინახავხარ - სიცილით გადაეხვია ნიკო
-ნიკო,ძვირფასო,როგორ მომენატრე.საუკუნეა არაფერი მსმენია შენზე.ასე უნდა დაკარგვა? ჰო,მართლა,გაიცანი,ეს ელენეა
-ჩვენ უკვე გავიცანით ერთმანეთი.ელენე წეღან გამეცნო - წამიერად შეხედა ელენეს და შემდეგ საუბრის თემა შეცვალა - ოჯახში როგორ ხართ?
ელენე უფრო გააბრაზა ამ კაცის თავხედობამ
-წავალ,მე გავივლი სადმე - უთხრა მაიას და ისე დატოვა იქაურობა,რომ არცერთს არშეუხედავს ელენესთვის
ელენე ისევ ხალხში აირია,შემდეგ მობეზრდა იქაურობა და ხალხს გასცდა.გარშემო სულ ხეები იყო.მიუხედავად იმისა,რომ მთა არ უყვარდა,აქაურობა ძალიან მოეწონა.უკვე შებინდებული იყო და უეცრად იგრძნო,რომ ყინულივით ცივი წვეთები ესხმებოდა,ხალხის ყიჟინაც შემოესმა,სავარაუდოდ იშლებოდნენ.ელენემ ცაში აიხედა და მხოლოდღა შავი ღრუბლები ჩანდა.წვიმა წამოსულიყო და ქარი ამოვარდნილიყო.უკან ბრუნდებოდა და დაინახა,რომ ხალხსი სწრაფად იშლებოდა.ახლა მაია უნდა მოეძებნა,თუმცა არ დასჭირდა,მაიამ თვითონ მოძებნა.
-სად დაიკარგე?გეძებდი.წვიმა დაიწყო,უნდა წავიდეთ - ყვიროდა ქურთუკმოხვეული მაია
-შენ წადი სახლში,მე ჩემით წავალ
-დარწმუნებული ხარ?მიაგნებ?
-კი,კი.წადი შენ
მაია გზას გაუდგა.ელენეც თავის გზაზე წავიდა.ნახევარ საათიანი სიარულის შემდეგ სულმთლად დასველებულიყო და სიცივისგან კანკალებდა.,,ამაღამ სიცხე არ ამცდება“ ბრაზობდა.იარა კიდევ ნახევარი საათი ხეებში და ბუჩქებში,მაგრამ მიხვდა,რომ გზა არეოდა.ეს გზა არ გავდა იმ გზას,რა გზითაც მოვიდა.მოულოდნელად აღმოაჩინა,რომ ტყეში იყო.უკვე ძალიან ბნელოდა.ჯიბისკენ წაიღო ხელი,დავრეკავო გაიფიქრა და უცებ აღმოაჩინა,რომ ტელეფონი დაკარგული ჰქონდა.
-ვინ ამომაცალა,ჯანდაბა - სიმწრისგან ცრემლები წამოუვიდა.
ტყეში არემარეს მხოლოდ მთვარეღა ანათებდა.უცებ ძარღვებში სისხლი გაეყინა,როცა მგლების ყმუილი შემოესმა.შიშისგან გაქვავდა და ადგილიდან მხოლოდ რამოდენიმე წუთის შემდეგ დაიძრა,როცა მგლების ყმუილი უფრო ახლოდან შემოესმა.ძალ-ღონე მოიკრიბა და გაიქცა მისთვის გაურკვეველი მიმართულებით.რამდენიმე წუთის განმავლობაში გარბოდა,არ იცოდა სად,მაგრამ გარბოდა.უცებ შეჩერდა.მასთან ახლოს რაღაცამ გაირბინა.ერთ ადგილას გაქვავდა,აქეთ-იქით მიმოიხედა და ვერაფერი დაინახა.გზა ისევ განაგრძო,თუმცა ახლა ფრთხილად და უკუსვლით,მაგრამ უცებ იგრძნო,რომ რაღაც მაგარს დაეჯახა.ბოლო ხმაზე შეჰკივლა,უკან მიტრიალდა და უკან სწრაფი ნაბიჯებით დაიხია.მის წინ არა ცხოველი - მგელი ან დათვი,არამედ ადამიანი იყო.მის წინ მდგარი მამაკაცი იცნო,რომელსაც ფესტივალზე გაეცნო და შემდეგ იმღერა კიდეც.ამ მამაკაცს ყველაზე ცივი და მკაცრი გამოხედვა ჰქონდა,იმდენად,რომ ელენე პირველად ხედავდა მის მსგავს არსებას.
-შენ? აქ რას აკეთებ? - დუმილი დაარღვია ელენემ
-მე ვნადირობდი - უპასუხა მამაკაცმა და ელენემ მაშინ შენიშნა,რომ ზურგზე თოფი ჰქონია გადაკიდებული - შენ რას აკეთებ ამ დროს ტყეში? - ცივად კითხა
-მე დავიკარგე.აქ როგორ გაჩნდი,როცა ცოტა ხნის წინ იქ იყავი?
-ტყე იქვე იყო და შემოვედი
-როგორ არ გეშინია ამ მდროს,გარშემო მგლები არიან
მამაკაცს ჩაეცინა.
-აქაურობას ხუთი თითივით ვიცნობ
ელენემ აღარ იცოდა რა ეპასუხა.
-შეგიძლია აქედან გასვლაში დამეხმარო? გავიყინე,სულ დავსველდი
-კარგი წამოდი - ღრმად ჩაისუნთქა მამაკაცმა,თითქოს ელენეს თხოვნამ შეაწუხაო.ელენე მასთან ახლოს მიიწია და როცა ნაბიჯი უნდა გადაედგათ,უცებ გაშეშდნენ.
-არ გაინძრე - ჩასჩურჩულა ელენეს მამაკაცმა.ელენეს კი სისხლი გაეყინა მის წინ მდგარი მგლის დანახვაზე,რომელსაც კბილები დაეკრიჭა.კაცი მჭიდროდ შემოეკრა ელენეს და უფრო მაგრად მიიკრა სხეულზე,როდესაც შიშისგან გონება დაკარგა.კაცმა თოფისკენ ფრთხილად წაიღო ხელი,უცებ ელენეს ხელი გაუშვა,მიწაზე დავარდა,თვითონ კი თოფს ორივე ხელით ჩაებღაუჭა და ჰაერში გადმომხტარ მგელს სული გააფრთხობინა.ცოტა არ იყოს და თვითონაც შეეშინდა.წამის მეასედითაც რომ დაეგვიანა სროლა,მგელი უეჭველად შეჭამდა.გულწასული ელენე ხელში აიყვანა და სახლისკენ გაუდგა გზას.



№1 სტუმარი სტუმარი დეფნე

უინტერესოააა

 


№2  offline წევრი mariam m.k

Amm me ki momewona vfiqrob rom zanlian sainteresoa idymali istori ragacnairia arvici ver vxvsni mxolod erti sityva shedreba am istorias idumali

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent