თბილისის ცის ქვეშ... დასასრული
განადგურებული გამოვედი საავადმყოფოდან.ექიმის სიტყვები ჩემთვის განაჩენი იყო და გასაჩივრრბას არ ექვემდებარებოდა.აუცილებლელი და გარდაუვალი.ფეხარეული მივაბიჯებდი სამყაროსგან გათიშული ტელეფონი კი რეკავდა და არ ჩერდებოდა.მათე იყო აბა სხვა არავინ მყავდა ამ მომენტში ისეთი ვისაც ასე მოვაკლდებოდი და ვინც იდარდებდა.არა როგორ არა რა დაუნახავი ვარ.განა ეთუნას და ქეთოს არ დააკლდებოდა სულელი მეგობარი?მშობლებს უმადური შვილი? მე ხომ ყველა და ყველაფერი ახლა დავაფასე როცა ასე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ჩემი სიცოცხლე.ბედის ირონიაა შვილიც მაშინ მომცა როცა არანაირად არ მინდოდა.ორონდ იმდენი ვიძახე არ მინდა თქო რომ ბოლომდე ვერ გამომოიმეტა უფალმა. ახლაც ექიმის სიტყვები ჩამესმოდა და ტვინში სისხლს მიქცევდა. -სასწრაფო აბორტი უნდა გავაკეთოთ და ბავშვი მოგაშოროთ. ძნელად მაგრამ მაინც მოაღწია ამ სიტყვებმა ჩემს ყურამდე -არაა.ოღონდ ეგ არა. უნებურად ავიფარე მუცელზე ხელები თითქოს მის დაცვას ვცდილობდი ამით. -ნია ასეა საჭირო.დამიჯერე მეც საშინლად ვერ ვიტან ამ სიტუაციას მაგრამ ის შენ მოგკლავს.ის არაფერი არაა.ანომალიაა რომელიც საშვილოსნოს გარეთ ვითარდება და შენს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. -რა გავაკეთო ექიმო?როგორ მოვიქცე?უკვე ღაპარუპით მცვიოდა ცრემლრბი -ეს არაა მთავარი.კიდევ მაქვს რაღაც სათქმელი.შენს საშვილოსნოში წარმონაქმნია სავარაუდოდ სიმსივნური.იმისთვის რომ გავიგოთ მისი წარმომავლობა ბიოფსია უნდა ჩავატაროთ და მკურნალობია გეგმა დავსახოთ.მერწმუნე ჩემთვისაც ისევე რთულია ეს როგორც შენთვის.მეც ქალი ვარ და კარგად მესმის რა საფრთხის წინაშე ხარ მაგრამ ეს უნდა გავაკეტოთ.მენდე დამიჯერე შენ შეძლებ შვილის გაჩენას ოღონდ ახლა არა. -მე ძალიან მინდა ეს ბავშვი.დავიჩურჩულე სასოწარკვეთილმა -ახლა სახლში წახვალ.ბავშვის მამას დაელაპარაკები.დაფიქრდები გადაწყვეტილებას მიიღებ და რაც შეიძლება მალე ჩემთან გელოდებით. ექიმის თვალებში თითქოს ის სხივი დავინახე რასაც ველოდი და რაც ასე ძალიან მჭირდებოდა ახლა... რა მძიმე ყოფილა ყველაფრის გაანალიზება და გადაწყვეტილების მიღება.რობოტივით ვმოძრსობდი და სავარაუდოდ მალე გავაფრენდი ალბათ.სულის ტკივილს ვერაფერს ვშველოდი. განადგურებულმა შევაღე სახლის კარი და ჩუმად შევიპარე სახლში თითქოს ქურდი ვყოფილიყავი ისე ვმოძრაობდი.მარტო ყოფნა მინდოდა და ვნატრობდი მას არ შევხვედროდი.ამიხდა კიდეც ის არ იყო.ტანსაცმლიანი მივწექი საწოლზე სინათლეც კი არ ამინთია.ვტიროდი და ჩემს ბედს ვწყევლიდი უცებ ჩემს სმენას ქალის ხმა მოესმა.ჯერ ხმადაბალი.მერე აშკარად აუწია ტონს და ნათლად გავიგონე მისი სიტყვები. -გეუბნები ორსულად ვართქო.აქ არის ამის პასუხი და შენ კიდევ ეჭვი გეპარება ამაში? -ფუ ამის დედას შე...ი,ეს მინდოდა ახლა.ისედაც გაგიჟებული ვარ.ერთ მნიშვნელოვან ადამიანს ვერ ვპოულობ.იყვირა მათემ და მერე მტვრევის ხმა მომესმა.ბედის ირონია კაცისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ის ჩემზე ფიქრობდა და ნერვიულობდა. -გადაწყვიტე ან ცოლად მომიყვან ან ბავშვს მოვიშორებ. ფუ რა ამაზრზენია ეს ყველაფერი.მე ბავშვზე ვოცნებობდი და ის კი ასე ადვილად იმეტებდა მას მოსაკლავად.ჯერ არ დაბადებულ უცოდველ ბავშვს. -მაცადეეე,ცოტა ხანს მაცადეე.იყვირა ისევ მათემ.-კინმაგრამ ეს როგორ მოხდა.თავს ხომ ვიცავდით? -არც მე არ ვიცი.როგორც ჩანს ისე ვიყავიტ ვნებისგან დაბრმავებულები რომ გამოგვრჩა -გამორიცხულია.მატყუებ.დარწმუნებული ვარ ბავშვი სხვისია და ჩემი მოტყუება გინდა.ვერ დამაჯერებ რომ ჩემს გარდა სხვა არ გყავდა. -ამას როგორ მიბედავ?შეტევაზე გადავიდა ქალი. -არ იმსახურებ?თუ გავიწყდება ვინ ხარ?ერთი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ხარ რომელიც ნამდვილად არ მიმსახურებს იმას რომ ჩემი შვილის დედა ერქვას. -ასე იმ კახ..ს გამო იქცევი ხო?რაც ის გამოჩნდა მას მერე თქვი ჩემზე უარი.ვანანებ აუცილებლად ვანანებ მასაც და შენც ასე რომ მომექეცით. -არ გავედო გესმის?მას არაფერო დაუშავო.მას რომ შეეხო თავ ბედს გაწყევლინებ. ჯანდაბა ნია სად ხარ სად? მთელი საუბარი მესმოდა.მესმოდა როგორ მიცავდა მათე.როგორ ნერვიულობდა ჩემზე.როგორ განიცდიდა ამ ამბავს.ალბათ იმ ამბისთვის არ მიქცევია ყურადრება უფრო მეტად ვიდრე იმისთვის რომ მე მის გვერდით არ ვიყავი. თვითონაც გვიან მივხვდი რომ გადაწყვეტილება გაუაზრებლად მივიღე.უკვე ჩემოდანს ვალაგებდი. . როგორი საშინელი შეგრძნებაა წარმოვიდგინე რომ მე ბავშვის გაჩენაზე ვოცნებობდი.მისი მოშორება მიწევდა და სხვა ქალი მას გაუჩენდა შვილს. ჩემი.მათეს და მათი მომავალი შვილის საქმე უკვე გადავწყვიტე.მე ზედმეტი ვიყავი და აუცილებლად უნდა წავსულიყავი.მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოვიფარგლე.შეტყობინება მივწერე.“-მაპატიე.მე ზედმეტი ვარ“. ტაქსი უკვე ქვემოთ მელოდა.ჩემოდანი საბარგულში ჩამადებინა.საჭეს მიუჯდა მერე და ნელა დაძრა მანქანა.სად წავიდოდი ისეთ ადგილზე სადაც არ მნახავდა არავინ?პირველი ბებიაჩემის სოფელი გამახსენდა დედაჩემის დედის და ის მისამართი ვუკარნახე.აქ ყოველთვის მშვიდად ვგრძნობდი თავს.ყოველთვის მშველოდა ფიქრში და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. გოგოები არ გამიფრთხილებია.ტელეფონი გამოვრთე და ბოლომდე მივენდე მძღოლის გამოცდილებას.შუახნის მამაკაცი იყო ჭაღარა შეპარული.დინჯად მართავდა მანქანას.თბილისის გასასვლელში გავაჩერებინე.კარფურში საკვები პროდუქტები შევიძინე და ისევ განვაგრძეთ გზა.მუსიკა ჩართო.ნაზი მელოდია სწრაფად შემოიჭრა სალონში და მომადუნა.მიმეძინა.რომ გამეღვიძა რიჟრაჟი იყო და დანიშნულების ადგილს ვუახლოვდებოდით. გასაღები ისევ იქ დამხვდა სადაც ყოველთვის იდო.ქოთნის ქვეშ.მაშინვე მეცა მტვრის და ჩახუთული ჰაერის სუნი როგორც კი პირველივე ნაბიჯი შევდგი და ჩემი ჩემოდნიანად შიგნით შევედი. ფანჯრები გამოვაღე და მოუვლელ ეზოს გადავხედე. ძველი.პატარა ერთსართულიანი სახლი იყო.სამი საძინებლით.მისაღები და სასიდილო ოთახი და სააბაზანო-ტუალეტით.ასეთივე პატარა,მყუდრო აივანი ჰქონდა ბებოს მოწყობილი მრგვალი მაგიდით და ექვსი სკამით.ისევ ისე უცვლელად იდგნენ და ალბათ მდუმარედ გველოდნენ როდის შემოუსხდებოდა ვინმე მას და როდის აჟრიამულდებოდა აქაურობა,რომ ისევ გაშლილიყო მასზე სამხიარულო სუფრები.ჩემიბდა ჩემი ძმის მაიმუნობებზე სულ რომ ეცინებოდათ ბებოს და პაპას და დედა სულ რომ გვიჯავრდებოდა.კიდევ რამდენ კარგ რამეს ინახავდა ეს ადგილი ვინ იცის?აგერ უკვე სამი წელია მათი გარდაცვალრბის შემდეგ გავიხურეთ კარები და აღარც ჩამოვსულვართ.... ტანსაცმლიანს მიმეძინა მთელი ღამის ნამგზავრს და დიდხანს მეძინა.რომ გავიღვიძე საღამო იყო და სასიამოვნოდ აგრილებულიყო. ორი დღე ისე გავიდა რომ არავის შევხმიანებულვარ ქალაქში და არც აქ მწვევია ვინმე სტუმრად.გადაუხდელობის გამო სინათლე არ მქონდა,არც მიდარდია.ტელეფონიც საბოლოოდ დაჯდა. მესამე საღამოს უკვე საბოლოოდ დავწყნარდი.არეული აღარ ვიყავი.უკვე ნათლად ვხედავდი გამოსავალს.აღარ ცვლიდა ჩემს ტვინში ერთმანეთს ექიმის და იმ ქალბატონის სიტყვები.ვიცოდი რომ არ მქონდა უფლება ასე უმოქმედოთ ვმჯდარიყავი და სიცოცხლისთვის და საყვარელი ადამიანისთვის არ მებრძოლა .. ათი საათი ხდებოდა.ისევ აივანზე ვიჯექი და ისევ ამ საოცარი სიმშვიდით და ღამით ვტკბებოდი.მთვარეც საოცარად ანათებდა.მანქანის ხმა რომ შემომესმა ზუსტად ვიცოდი ვინ იყო.გულს ბაგაბუგი გაჰქონდა.ადგილიდან ვერ დავიძარი.ისიც კი არ ვიცოდი როგორ მომაგნო.ვიცოდი მის რისხვას ვერ გადავურჩებოდი და თითქოს შინაგანად მოვემზადე კიდეც.ჩემდა გასაკვირად ის დინჯად ამოვიდა აივანზე და მშვიდად ჩამოჯდა ჩემს პირდაპირ.რაღაც დამიდო წინ თუმცა არ დამიხედავს არც მისთვის შემიხედავს ისევ ისე ერტ წერტილს მივჩერებოდი. -როდის უნდა გეთქვა?წყნარი მაგრამ საოცრად მკაცრი იყო მისი კითხვა -როგორ მომაგენი?ვუპასუხე კითხვით მეც -ჯერ მე გკითხე როდის უნდა გეთქვა-თქო?იფეთქა უცებ და მაგიდას მუშტი დასცხო.გამაჟრიალა. -რა უნდა მეთქვა? -ეს. -გამიშვი ხელი.მე რა ვიცი მანდ რა წერია.სიბნელეში ჯერ არ დამიწყია კითხვა. -კარგად იცი რასაც გეკითხები.როდის უნდა გეთქვა რომ ორსულად იყავი?შენ როდემდე აპირებ შენ ჭკუაზე სიარულს?რით ვერ გაიგე რომ მე შენთან სერიოზული ურთიერთობა მინდა და არ გაქვს უფლება ასე წახვიდე.გაუჩინარდე და არაფერი ამიხსნა. -არ ვარ ორსულად არააა.ვიყვირე სასოწარკვეთილმა და ყურებზე ავიფარე ხელი და ცრემლებმა თავისით იწყეს დენა. -ახლა არ ხარ ხომ?რა გინდა ჩემი დასჯა?რისთვის?რატომ მატყუებ? -ეგ საბუთი ცდება. -როგორ თუ ცდება?ექიმის დასკვნაა.ნუთუ აბორტი... -გაჩუმდი არ თქვა არ დაასრულო. მკლავში ჩამავლო ხელი და წამომაყენა.გაცეცხლებული მიყურებდა.-მითხარი რომ ვცდები.ჯანდაბა ნუ ტირიხარ ხომ იცი რომ ამაზე ვგიჟდები...ნიაა,ლოყაზე ხელი ჩამომისვა.-ნუთუ ბავშვი არსებობს?უცებ შეეპარა ღიმილი -კი არსებობს.ოღონდ მე კი არა შენი საყვარელია ორსულად.თუ ვცდები?ჯერ ფერი გადაუვიდა სახეზე.მერე ხელები გამიშვა და ისეთი ისტერიკული სიცილიბატეხა რომ სული ძლივს მოითქვა -მაგის გამო წახვედი გოგო?ვაიმე რა სულელი მყავხარ. -რა გაცინებს მათეე? -ასე ადვილად უთმობდი ჩემს თავს?ასე ადვილად მტოვებდი ასეთ საოცრად სიმპატიურ ბიჭს? -ახლა შენს ფიზიკურ მონაცემებზე საუბრის დრო ნაკლებადაა.შევუღრინე -ის საუბარი მოისმინე და მაგიტომ წახვედი?შენ მართლა გეგონა რომ მის ტყუილს დავიჯერებდი?დნმ-ის ჩატარება მოვინდომე ექიმთან მივიყვანე და ფაქტის წინაშე რომ აღმოჩნდა აღიარა ყველაფერი.ასე მარტივად დასრულდა ეს ამბავი.მაგრამ იმან კი მართლა ჭკუიდან გადამიყვანა შენ რომ წახვედი და ვერსად გიპოვე.ყველგან გეძებდი შენებთანაც კი ჩავედი. -არ გადამრიო.ჩახვედი და ასე მიადექი პირდაპირ? -კი ასე მივადექი და ვუთხარი ვინც ვიყავი.ჯერ კი აიფოფრა შენი ძმა,მაგრამ მერე მამაშენმა მოაგვარა და ერთი კარგადაც მოვილხინეთ.ჯიგარი სასიმამრო მყავს.გაეცინა მათეს და გვერდით მომიჯდა. -მათე რას ბოდავ? -არ ვბოდავ.სიმართლეს ვამბობ.მეტიც შენი ხელი ვითხოვე და თანახმა არიან.დედაშენმა ისიც კი მითხრა შენ თუ მაგას მოარჯულებ ქორწილში სიძედ დაგპატიჟებო. -ვერ გცნობ მათე -ვერც მე.მეგონა გიცნობდი და გიყვარდი.. -ასეცაა.მაგრამ ეს ამბები ძნელად დასაჯერებელია. -აი თუ არ გჯერა ფოტოებს გაჩვენებ. ყბაჩამოვარდნილი ვუყურებდი მათი გაცნობის და ერთად ყოფნის ფოტოებს.სუფრასთან და ეზოში.რა თქმა უნდა გიგის და ლადოს თანხლებით. -სხვათა შორის დედაშენი მიხვდა სადაც იქნებოდი და მან გამომგზავნა აქ.შემოგითვალა მაგ ბიჭს ცოლად თუ არ გაყვები ჩემი შვილი აღარ იქნებიო. -მათე ყველაფერი ისე მარტივად არაა როგორც შენ გგონია. -აბა როგორაა ადამიანო ?ამიხსენი თორემ გავგიჟდები იცოდე. -ორსულად არ ვარ.საშვილოსნოს გარე ორსულობაა.ნაყოფი არასწორ ადგილას ვითარდება.სასწრაფოდ უნდა მომაშორონ და კიდევ არსებობს ვარაუდი რომ შესაძლოა სიმსივნე მქონდეს.სწორედ ამ დროს როცა ეა გავიგე თქვენი საუბარი მოვისმინე და როგორ ხასიათზე ვიქნებოდი?წარმოგიდგენია მაინც ჩემი მდგომარეობა? -და მერე შენი პატარა,სულელი ტვინით გადაწყვიტე რომ წასვლა იყო გამოსავალი?დაიმახსოვრე არ არსებობს სხვა ქალი ქვეყნად ვინც მათე აბაშიძეს შენს თავს დაავიწყებს და დაათმობინებს ჩემო სულელო გოგო მომეხვია დაცრემლებმა თავისით იწყეს დენა. -ახლა არ ხარ ხომ?რა გინდა ჩემი დასჯა?რისთვის?რატომ მატყუებ? -ეგ საბუთი ცდება. -როგორ თუ ცდება?ექიმის დასკვნაა.ნუთუ აბორტი... -გაჩუმდი არ თქვა არ დაასრულო. მკლავში ჩამავლო ხელი და წამომაყენა.გაცეცხლებული მიყურებდა.-მითხარი რომ ვცდები.ჯანდაბა ნუ ტირიხარ ხომ იცი რომ ამაზე ვგიჟდები...ნიაა,ლოყაზე ხელი ჩამომისვა.-ნუთუ ბავშვი არსებობს?უცებ შეეპარა ღიმილი -კი არსებობს.ოღონდ მე კი არა შენი საყვარელია ორსულად.თუ ვცდები?ჯერ ფერი გადაუვიდა სახეზე.მერე ხელები გამიშვა და ისეთი ისტერიკული სიცილიბატეხა რომ სული ძლივს მოითქვა -მაგის გამო წახვედი გოგო?ვაიმე რა სულელი მყავხარ. -რა გაცინებს მათეე? -ასე ადვილად უთმობდი ჩემს თავს?ასე ადვილად მტოვებდი ასეთ საოცრად სიმპატიურ ბიჭს? -ახლა შენს ფიზიკურ მონაცემებზე საუბრის დრო ნაკლებადაა.შევუღრინე -ის საუბარი მოისმინე და მაგიტომ წახვედი?შენ მართლა გეგონა რომ მის ტყუილს დავიჯერებდი?დნმ-ის ჩატარება მოვინდომე ექიმთან მივიყვანე და ფაქტის წინაშე რომ აღმოჩნდა აღიარა ყველაფერი.ასე მარტივად დასრულდა ეს ამბავი.მაგრამ იმან კი მართლა ჭკუიდან გადამიყვანა შენ რომ წახვედი და ვერსად გიპოვე.ყველგან გეძებდი შენებთანაც კი ჩავედი. -არ გადამრიო.ჩახვედი და ასე მიადექი პირდაპირ? -კი ასე მივადექი და ვუთხარი ვინც ვიყავი.ჯერ კი აიფოფრა შენი ძმა,მაგრამ მერე მამაშენმა მოაგვარა და ერთი კარგადაც მოვილხინეთ.ჯიგარი სასიმამრო მყავს.გაეცინა მათეს და გვერდით მომიჯდა. -მათე რას ბოდავ? -არ ვბოდავ.სიმართლეს ვამბობ.მეტიც შენი ხელი ვითხოვე და თანახმა არიან.დედაშენმა ისიც კი მითხრა შენ თუ მაგას მოარჯულებ ქორწილში სიძედ დაგპატიჟებო. -ვერ გცნობ მათე -ვერც მე.მეგონა გიცნობდი და გიყვარდი.. -ასეცაა.მაგრამ ეს ამბები ძნელად დასაჯერებელია. -აი თუ არ გჯერა ფოტოებს გაჩვენებ. ყბაჩამოვარდნილი ვუყურებდი მათი გაცნობის და ერთად ყოფნის ფოტოებს.სუფრასთან და ეზოში.რა თქმა უნდა გიგის და ლადოს თანხლებით. -სხვათა შორის დედაშენი მიხვდა სადაც იქნებოდი და მან გამომგზავნა აქ.შემოგითვალა მაგ ბიჭს ცოლად თუ არ გაყვები ჩემი შვილი აღარ იქნებიო. -მათე ყველაფერი ისე მარტივად არაა როგორც შენ გგონია. -აბა როგორაა ადამიანო ?ამიხსენი თორემ გავგიჟდები იცოდე. -ორსულად არ ვარ.საშვილოსნოს გარე ორსულობაა.ნაყოფი არასწორ ადგილას ვითარდება.სასწრაფოდ უნდა მომაშორონ და კიდევ არსებობს ვარაუდი რომ შესაძლოა სიმსივნე მქონდეს.სწორედ ამ დროს როცა ეს გავიგე თქვენი საუბარი მოვისმინე და როგორ ხასიათზე ვიქნებოდი?წარმოგიდგენია მაინც ჩემი მდგომარეობა? -და მერე შენი პატარა,სულელი ტვინით გადაწყვიტე რომ წასვლა იყო გამოსავალი?დაიმახსოვრე არ არსებობს სხვა ქალი ქვეყნად ვინც მათე აბაშიძეს შენს თავს დაავიწყებს და დაათმობინებს ჩემო სულელო გოგო მომეხვია და მიმიხუტა. -არ შემეძლო გესმის.არ შემეძლო.ვერ მოგთხოვდი ჩემს გვერდით დარჩენას მაშინ როცა შესაძლოა მე მოვკვდე.მე შეიძლება კიბო მქონდეს. ავღრიალდი. -დამშვიდდი კარგი?თავზე ხელი გადამისვა.-მე არსადვარ წავალ მე სულ შენთან ვიქნები.როგორ იფიქრე რომ წავიდოდი შენთვის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში?წავიდეთ აქედან ნია.წავიდეთ და ბოლოსდაბოლოს დავაყენოთ საშველი.დავირქვათ ოჯახი და ვიბრძოლოთ ბედნიერებისთვის -მეშინია მათე,ძალიან მეშინია,ხომ იცი არასოდეს მინდოდა შვილი ასე დაუგეგმავად და მოულოდნელად გამეჩინა?არასოდეს მინდოდა მისი ოჯახის გარეშე გაჩენა და უსიყვარულოდ,მაგრამ ასე მოხდა და ახლა როცა ფაქტის წინაშე დავდექი,როცა გავაცნობიერე რას ნიშნავს იყო დედა და დასაბამი მისცე ახალ სიცოცხლეს ახლა მიწევს მისი მოშორება და სიცოცხლისთვია ბრძოლა.მე კი არ მინდა გაგაუბედურო და ბედნიერებაში შეგიშალო ხელი. -შენ ხარ ჩემი ბედნიერება ნია,მხოლოდ შენ და ეს კარგად დაიმახსოვრე.იმ დღიდან როცა სახლში მომივარდი იმ წუთიდან იფეთქა ჩემში რაღაცამ და მაშინ გადავწყვიტე რომ შენს გარდა არავინ არ მინდოდა.კლუბში რომ გნახე მაშინ გადავწყვიტე რომ სამუდამოდ ჩემი იქნებოდი.საოცარ იყავი იმ ატმისფერ კაბაში. წარმოვიდგინე რომ ჩვენს ქორწილშიც ატმისფერი კაბა გეცმეოდა.მაშინ ვიქორწინებდით როცა ატმისყვავილები დაიწყებდნენ ყვავილობას. იქნებოდი ისეთივე სადა და ისეთივე ლამაზი როგორც ატმის ყვავილია.მაგრამ არ დამცალდა იქამდე იმიტომ რომ ახლა ამ წუთას მინდა შენზე ვიქორწინო ნია.იმიტომ რომ უსასრულოდ მიყვარხარ და შენს იქით გზა არ მაქვს.მიყვარხარ.სიგიჟემდე მიყვარხარ.მზად ვარ შენთან ერთად გავიარო ყველა განსაცდელი,სიკვდილსაც კი დავუპირისპირდე და დავანახო რა ბედნიერი ვარ საყვარელი ქალის გვერდით. -მათე აბაშიძე შენ ხარ ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი,ერთადერთი იმედი,მომავალი და მზის სხივი.იცოდე სულ ჩემს გვერდით იქნები,სხვა ქალისკენ არ გაიხედავ.მხოლოდ მე ვიქნები შენს ცხოვრებაში.წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევს განქორწინებაზე იფიქრო -რაა?მომესმა?გაუფართოვდა თვალები -არ მოგესმა.ანუ თანახმა ვარ ვიყო შენთან სიცოცხლის ბოლომდე სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს. მივაჩერდი სახეზე და პასუხის მოლოდინში გავისუსე. -ჩემი ერთადერთი ხარ.ჩემი ერთი ცალი.მის ხელში არმოვჩნდი და რამდენჯერმე ჰაერში დამატრიალა.გულში მიხუტებდა და უფრო მეტად მხვევდა თავის ძლიერ მკლავებს. -მიყვარხარ მათე აბაშიძე.ცამდე და იმის იქით აღწევს ჩემი სიყვარული.უსასრულობამდე.აი ამ უსასრუობამდე მიყვარხარ ან უფრო მეტადაც. -მეც მიყვარხარ ნია.ჩემი ცხოვრების ქალი ხარ.დამპირდი რომ სულ ასე ვიქნებით.ახლა რომ ჩაგკიდებ ხელს არასოდეს ეცდები რომ გამიშვა და არ დანებდები არანაირ წინაარმდეგობას რომ ეს ხელები გაგვაშვებინოს.ჩვენს ჩაკიდებულ ხელებზე მანიშნა და პასუხად ჩემგანც იგივე რომ გაიგო და იგრძნო ვნებამორეული დამეტაკა ტუჩებზე ******* არც არასოდეს გაუშვია ხელი ჩემთვის და არც არასოდეს მოუცია უფლება.ჩემი ხელი ეჭირა როცა ექიმთან მივედით და აბორტი გამიკეთეს.ცდილობდა გავემხნევებინე და რაც უფტო მეტად მიჭერდა მით უფრო ნათლად ვგრძნობდი მასაც რომ სტკიოდა ჩემი ტკივილი.. ჩემს გვერდით იყო როცა ბიოფსიის პქსუხის მოლოდინში ყოველ დილით შეშინებულს მეღვიძებოდა იმ განცდით თითქოს ეს ჩემი ბოლო დღე იყო.საკუთარი ხელით მაჭმევდა მთელი თვე საჭმელს როცა ნერვიულობისგან მადა მეკარგებოდა და პირს ვერაფერს ვაკარებდი.. ჩემი ხელი ეჭირა როცა ექიმის წინ ანალიზის პასუხის მოლოდინში ვიჯექით დაძაბულები და სუნთქვა შეკრულები. -პასუხები მოვიდა.პირდაპირ გეტყვით სასიახრულო ამბავია.ეა უბრალოდ კეთილთვიაებიანი სიმსივნეა.რომელიც ოპერაციის შემდეგ აღარ გექნებათ და სრულიად ჯანმრთელი იქნებით.ორგანიზმში მეტასტაზები არ არის.ასე რომ გილოცავთ და რამდენიმე თვეში შეგიძლოათ შვილზეც იფიქროთ. ექიმის სიტყვების ბოლომდე მოსმენა და გააზრება ჩვენთვის წარმოუდგენელი რაღაც იყო.ვიგრძენით როგორ განატდა ირგვლივ ყველაფერი და ნათელმა მოიცვა. ********** -დაიბადა საყვარელო.დაიბადა.გოგოა ნახრ.ულამაზესი გოგო.ისევ ჩემი ხელი ეჭირა მათეს და ძალადაკარგულს მამხნევებდა.მისი გვერდით ყოფნა სულ სხვა ძალას მაძლევდა.მის სახეზე ჩემთვის აქამდე უცნობი გრძნობა იკითხებოდა და უკვე ორივე ვიაზრებდით რომ მშობლები ვიყავით.ჩვენი კიდევ ერთი ოცნება ახდა. მალე პატარა მკერდზე დამაწვინეს.ენით აუღწერელი გრძნობა დამეუფლა და ყველანაირი ტკივილი დამავიწყა.ტირილით ამცნო სამყაროს მოვლინება და გაუზრებლად იქნებდა ხელებს და აცეცებდა თვალებს -კეთილი იყოს შენი ამ სამყაროში მოსვლა ლენკა.ვთქვი და მათეს შევხედე.გაოცებული და გაფარტოებული თვალებით რომ მიყურებდა -რა თქვი? -ხო საყვარელო,ლენკა დიდი ბებიის საპატივსაცემოდ.გავუღიმე და პატარას მივეფერე.სახეგაბადრულმა შუბლზე მაკოცა და პატარას ზურგზე მიეფერა.ისიც მაშინვე გაჩუმდა -ჩემი პატარები.ჩემი გოგონები.ჩემი ორი ცალი.მიყვარხარ ნია.ძალიან მიყვარხარ.ახლა მიყვარხართ.აი აქ ამ პატარა სამყაროში.ამ პატარა თბილისში.თბილისის ცის ქვეშ ორი საოცარი ადამიანი მეგულება და უზომოდ უზომოდ ბედნიერი ვარ.-მიჩურჩულა მათემ გარეთ ხმაური მოისმა.მივხვდი ჩემი გადარეული მეგობრები და ჩვენი ოჯადის წევრები იყვნენ და პასუხს ელოდნენ.მათეც მალე მიაბრძანეს მათთან და ექიმებმა ჩემი მოწესრიგება დაიწყეს პალატაში გადასაყვანად.. თვალწინ კადრებივით გამირბინეს მათესთან ცხოვრების ორმა წელმა.უბედნიერესმა და საოცარმა..ქორწილი ატმისყვავილობისას.დაუვიწყაა თაფლობისთვემ ვენეციაში.მოულოდნელი ფეხმძიმობით გამოწვეულმა ელდამ და მოლოდინის შიშმა რომ ამჯერად ყველაფერი კარგად იქნებოდა.. ჩვენი შვილის გულისცემის მოსმენამ და ჟრუანტელმა.ელდამ როცა პირველად გაინძრა მუცელში და ჭირვეულმა რამდენიმე თვემ... მათე გავიდა.ჩემთან არ იყო.მაგრამ მაინც ვგრძნობდი მის ძლიერად ჩაკიდებულ ხელს მაშინ რომ ჩამკიდა და არ გამიშვა..ყოველთვის ვგრძნობდი რომ ის იყო ჩემი საიმედო დასაყრდენი.იმედი და ადამიანი,რომელიც ჩემი სულია მეორე ნახევარი იყო.ის ჩემი მომავალი იყო.არავინ იცოდა კიდევ რამდენიბწევრისგან გაიზრდებოდა ჩვენი ოჯახი,მაგრამ მე დღეს მყავდა ორი ბედნიერება გვერდით რაც საკმარისი იყო... ჩემი ორი ბედნიერება მათე და ლენკა აბაშიძეები... თურმე თბილისში.თბილისის ცის ქვეშაც შეიძლება ჰპოვო ბედნიერება და სიმყუდროვე ასე რომ ეძებენ სხვადასხვა ადგილებში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში..... ესეც დასასრული.ველი თქვენს შეფასებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.