შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლაკშმი (პროლოგი)


14-07-2016, 01:49
ავტორი girl10
ნანახია 1 245

დიდხანს ვფიქრობდი,როგორ დამეწყო ჩემი ისტორიის მოყოლა.ახლა ვზივარ ჩემთვის და შევცქერი მთვარეს.რა სასაცილოა ნუთუ მისგან ველოდები მუზას. მახსენდება,რომ ღამემ შეცვალა ჩემი ცხოვრება და სულ სხვა რელსებზე გადაიყვანა.მთვარე,ღამე და სიბნელე ჩემი ბედისწერა და თილისმაა.ბედის ირონიაა,რომ ამ ისტორიამდე ღამე არ მომწონდა,შემდეგ კი ბენდიერების სიმბოლოს მექცა,უფრო მოგვიანებით მოგონებების. ყოველთვის მსურდა გამომეცადა მძაფრი გრძნობები,რომლებიც ჩემს სულს ღრმად დააჩნდებოდნენ და მოგონებების ხურჯინის წრის ცენტრის ნაწილში მოხვდებოდნენ. ვიცოდი,რომ ასეთი შეგრძნებები ცხოვრების სხვა ასპექტში გადამიყვანდა. რა უცნაურია,რომ ახლაც ასეთი სიმძაფრით განვიცდი წარსულს,რომელსაც ვეღარ დავიბრუნებ.რა ბანალურად ჯღერს.თუმცა მინდა აღვნიშნო,რომ ჩვენი რეალობა ასეთი ბანალურობებისგან შედგება.თუმცა საკვირველია,ვინ დააწესა ზღვარი ბანალურობასა და ორიგინალურობას შორის? სამწუხაროდ თუ საბედნიერეოდ,ამ ისტორიის ავტორი არის ერთი მხიარული,მაგრამ გულის სიღრმეში წარსულში დაკარგული გოგო,რომელიც მალე ამ წარსულსაც სამუდამოდ დაკარგავს.ადამიანი,როცა ებღაუჯება ხავს და აქვს იმედი რომ გადარჩება ცოცხლობს,ხოლო ხავსის გაქრობის შემთხვევაში რა მოხდება ჯერჯერობით არ ვიცი.იცით ვფიქრობ,რომ ამ მოვლენებს 20 წლის შემდეგ რეალურად შევაფასებ.ახლა წარმომიდგება ასეთი სურათი: მე 20 წლის შემდეგ ვდგავარ უცნობ ფანჯარასთან თეთრი ფინჯანით ხელში,რომელშიც ყავა ასხია.ვგრძნობ რომ სინანულს განვიცდი და ვხედავ რომ მარტო ვდგავარ ფანჯარასთან,საიდანაც სითეთრე მოჩანს.ნეტავ ფსიქოლოგი ასეთ ცხოვრებისეულ ხედვას,როგორ ახსნიდა.იცოდეთ,რომ წარსულს არ ვნანობ და ამ კადრების ამოჭრა ჩემი ცხოვრებიდან არც მიფიქრია.
დაწყება ასე თუ ისე გამომივიდა.ახლა ვფიქრობ ისტორიის მოყოლა,როგორ დავიწყო.
სიყვარულის ქალღმერთმა აფროდიტემ გამომიგზავნა ვარდისფერი სათვალე-სიყვარული.ამისთვის მას გულწრფელი მადლობა,რადგან ასეთი საჩუქარო ყოველი გოგოსთვის ბრილიანტია.საკვირველი ისაა,რომ ჩემი ტრფობის ობიექტმა ისე დამაინტერსა,რომ არც ვიცნობდი და ნანახიც არ მყავდა.თითქოს ვგრძნობდი,რომ მასთან უხილავი ძაფებით გადავიჯაჭვებოდი.ქვეცნობიერი სიგნალს მაძლევდა.
ერთ თბილისურ საღამოს ჩემი ობიექტი დავინახე,რომლიც ერთ-ერთ კაფეში შევიდა.ვიდექი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე და ვფიქრობდი შევსულიყავი თუ არა კაფეში.საბოლოოდ ჰარმონიულად შევაღე კარი და ამაყად შევაბიჯე კაფეში ისე,რომ თვალიც არ გამქცევია ობიექტისკენ.ჩემი გეგმის მიხედვით ყველაფერი პარკებისთვის უნდა მიმენდო.პარკები ბედის ქალღმერთები არიან. ტვინმა და გულმა დაასკვნა,რომ თუ ეს ბიჭი ჩემი ბედი და მომავალი იყო თვითონ გამიცნობდა.
ვწრუპავდი ფორთოხლის წვენს და ვფიქრობდი,რომ მაგარი რომანტიკოსი ადამიანი ვიყავი.მივსულიყავი და გამეცნო რა პარკები მოვინდომე.ჩემი თავი ფანტაზიორად შევრაცხე და განაჩენის გამოვუტანე ,რომ ფილმებში დაკარგული გოგო ვიყავი.ჩემ თავს შევძახე,რომ თბილისური ლავ სთორი ჩემი განაჩენი იყო.დამწუხრებული გავედი საპირფარეშოში და მოშორებული ტუჩსაცხი გადავისვი ტუჩებზე.გამოსულს გული დამწყდა,რომ ობიექტი წასული დამხვდა.ნაღვლიანი დავეხეთქე სკამზე და გარემოს თვალიერება დავიწყე,შემდეგ ჩემი ჩანთა ავიღე და, რაც არ უნდა გასაკვირი იყო, მის ქვეშ ფურცელი შევნიშნე წარწერით:სახელი-
გვარი-
P.S ბიჭი 5 მაგიდიდან.მონაცემები მიმტან ბიჭს დაუტოვე.
იმ მომენტში ბედის,აფროდიტესა და პარკების არსებობა ვირწმუნე.

ეს ჩემი პირველი ისტორია.მინდა აღვნიშნო,რომ რასაც ვწერ სინამდვილეა და პირადად მე გადამხდა. დიდი სიყვარულით girl10.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent