შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნებლიე მოწმე (თავი მეოთხე)


23-07-2018, 19:23
ავტორი buterfly
ნანახია 2 303

-რას აკეთებ?-ძლივს შეძლო ლილიანამ ბაჩოს მოცილება და სახეში სილაც გააწნა
-ღმერთო, როგორ მომნატრებიხარ-აღმოხდა და ლილიანა მკერდზე აიკრო
-შემეშვი, გაიგე? თავი დამანებე შენ ჩემს ცხოვრებაში ვერასდროს ვეღარ შემოხვალ. აღარ არსებობ ჩემთვის-ლამის ყვირილზე გადადიოდა
-ლილიანა, შენც იცი ,რომ ჯერ კიდევ გიყვარვარ-თავდაჯერებულად ამოილაპარაკა და თმაში ხელი შეუცურა, ამან კი ლილიანა ორმაგად გააღიზიანა
-ასეთი ნაბ****რი როგორ ხარ? უსინდისოდ მომექეცი და ახლა ისევ ჩემ დაბრუნებას ცდილობ? ის რასაც შენ მიმართ ამ წამს განვიცდი სიყვარული კი არა ზიზღია ,გესმის? ზიზღი. ჩემი თავი მძულს შენ რომ შემიყვარდი. არარაობა ხარ ჩემს თვალში, ყველანარი ფასი დაკარგე ,მაშინ როდესაც საუკეთესო დაქალთან მიღალატე-ტირილი წასკდა
-ვიცი ,რომ გული საშინლად გატკინე ,მაგრამ ყველაფერს ვნანობ -ამოილაპარაკა და ცრემლი შეუმშრალა-ერთი შანსი მომეცი ,გთხოვ, გპირდები გულს აღარასდროს გატკენ
-როგორ მეუბნები მაგ ყველაფერს? სინდისი საერთოდ დაკარგე?აღარასდროს დამენახო, გაიგე? მეზიზღები-ესღა მიაძახა და კიბეები აირბინა .ოთახში გიჟივით შეაჭრა
-ლილიანა, რა დაგემართა?-უკან გაეკიდა ანა
-არაფერი-ცდილობდა თავი შეეკავებინა ,მაგრამ ცრემლებს თავს ვერ უყრიდა და ისინიც უნებართვოდ მის ლოყებზე დასეირნობდნენ
-როგორ თუ არაფერი? რატომ ტირი ? მიდი მომიყევი-უთხრა და საწოლზე ჩამოსვა
-ბაჩო შემხვდა
-რა?სად?
-ქვემოთ, პარკთან
-რა გითხრა?
-რა უნდა ეთქვა? ბოდიში მომიხადა, ვითომ რამე აზრი ჰქონდეს
-არ აქვს ?
-მეკაიფები ხო?-ხმაში სიბრაზე შეერია
-ვიცი ლილიანა ,რომ ღალატის პატიება ძალიან რთულია და მითუმეტეს ამ შემთხვევაში, მაგრამ მგონია რომ ისევ გიყვარს
-რა? საიდან მოიტანე? სულ გააფრინე მგონი-საწოლიდან წამოდგა და ოთახში სიარული დაიწყო
-საიდან და ვინც არ უყვართ იმათ ხსენებაზე ასე არ იძაბებიან და არც ასე განიცდიან მათთან დაკავშრებულ რაიმე ამბავს
-ახლა რომ მართლა ბოდავ თუ იცი?-თვალებიდან მრისხანებას აფრქვევდა
-კარგი ხო, მე ჩემი სათქმელი ვთქვი და ახლა შენ დაფიქრდი-ანა ოთახიდან გავიდა და ლილიანა თავის ფიქრებთან ერთად მარტო დატოვა.
-არა არ მიყვარს. არ ვანებებ ჩემს თავს მასზე ფიქრს არაა-დაიყვირა და თავზე ხელი ისე მოიკიდა თითქოს ყველანაირი ფიქრის ამოგლეჯას ლამობსო-მეზიზღება იმის გამო, რომ თავი კიდევ ერთხელ შემახსენა,მეზიზღება-ლოგინზე დაეცა და ცოტახანში ჩაეძინა კიდეც.
დილას ანას ყვირილი აღვიძებს
-ადექით საჭმელი მზად არის
-რა გაყვირებს?-თვალების ფშვნეტით გამოდის ოთახიდანს საბა
-ჩემს ტელეფონს ვერ ვპოულობ-დააიწუწუნა ლილიანამ და სამზარეულოში შევიდა
-აქ არის, დასატენად შევაერთე
-მადლობა საბუკა-უთხრა და ლოყაზე აკოცა-უი, მართლა მარიამი როგორ არის?
-დავშორდით-ნაღვლიანად ამოილაპარაკა საბამ
-რატომ?
-ალბათ ვერ შევეწყვეთ
-არაუშავს ,უკეთესს იპოვი ვინმეს-ღიმილით უთხრა და ტელეფონი აიღო-კარგი თქვენ გემრიელად მიირთვით ,მე კომპანიაში ვარ წასასვლელი
-კარგი რა,ჯერ გეჭამა საჭმელი . მზა საკვებს ვერ ჭამ და უნდა იყო მშიერი-დატუქსა ანამ-არ მაინტერესებს დაჯდები და შეჭამ ახლავე
-ჩემი მზრუნველი გოგო-ლოყაზე აკოცა-მართლა ,ვიყიდი რამე ჯანმრთელს და იმას შევჭამ. შეგერგოთ-უთხრა და სანამ ანა კიდევ რამეს ეტყოდა ოთახიდან გავიდა . მალევე გაემზადა:მაღალწელიანი ფართე ჯინსი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ბრეტელებიანი მაისური და გრძელი ,შავი პიჯაკი მოირგო, გრძელი კულულა თმა ჩამოიშალა და მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა . ჩანთა ,მანქანის გასაღები და სათვალე აიღო და სამსახურში გასწია.
თხუთმეტ წუთში უკვე ადგილზე იყო და მონატრებულ შენობას ცოტახანი გარედან შესცქეროდა, სანამ უცნობმა არ გამოარკვია ფიქრებიდან
-ქალბატონო ლილიანა, როდის ჩამოხვედით?-სასიამოვნო ხმით გამოელაპარაკა უცნობი
-ნათია, როგორ ხარ? რამდენიმე დღეა. აბა როგორ მიდის მუშაობა?-ერთად დაუყვნენ დერეფანს
-სიმართლე რომ გითხრათ არც ისე კარგად. რაღაც პრობლემები შეგვექმნა და ამიტომაც დაგირეკეს თქვენ.
-ხო ვიცი ,იმედია მზად ხართ დაძაბული სამუშაო დღეებისთვის-ღიმილით უთხრა და თანხმობის მიღების შემდეგ თავის კაბინეტში შევიდა.
-შეიძლება?-გაისმა ცოტახანში ბოხი ხმა
-შემოდი
-ქალბატონო ლილიანა, ამ საბუთებს გადახედეთ და თუ რამე უზუსტობა იქნება გამაგებინეთ, ასევე თქვენი ხელმოწერაც საჭიროა ამ საბუთებზე-გაუწოდა მეორე საქაღალდე
-კარგი მადლობა, გადავხედავ ახლავე-ღიმილით უთხრა და საბუთებში ჩაეფლო. უკვე მოსაღამოვებული იყო ,როდესაც წამოსასვლელად მზადება დაიწყო. ხელმოწერილი საბუთები მიმღებში დატოვა და გასასვლელისკენ გამოემართა. მანქანა დაძრა და სახლისკენ მიმავალ გზაზე ფიქრებში გართული როგორ მივიდა ვერც გაიგო. მანქანა დაკეტა და გზაზე გადასასვლელად მწვანის ანთებას ელოდა, როგორც იქნა აინთო და ისიც დაიძრა .მოულოდნელად მოსახვევიდან გამოვარდნილი მანქანა ლილიანამ ვერ შენიშნა . ცოტაც და დაეჯახებოდა, ვიღაცას ხელი რომ არ მოეკიდა და გზიდან არ გადმოეყვანა
-ვაიმე-ესღა დაიძახა და გზის მეორე მხარეს უცნობზე აკრული თვალებსახუჭული ,ღრმად სუნთქავდა-უკაცრავად-მალე ჩამოშორდა
-არაუშავს-თბილად გაუღიმა და ძირს დავარდნილი ჩანთა მიაწოდა
-დიდი მადლობა ,რომ გადამარჩინეთ
-არაფრის -თბილად გაუღიმა და სიჩუმე ისევ მან დაარღვია-ნოე.
-რა? -დაბნეულად ამოილაპარაკა
-ნოე მქვია-სიცილით უთხრა უცნობმა
-აა ხოო, მე ლილიანა
-სასიამოვნოა
-ჩემთვისაც
-უფრო ფრთხილად უნდა გადახვიდე ხოლმე გზაზე
-რას ვიფიქრებდი მწვანეზეც თუ გამოხტებოდა ვიღაც შეშლილი
-ხომ იცი ეს საქართველოა ,აქ ყველაფერი მოსალოდნელია-სიცილით ამოილაპარაკა და სიტუაციის განმუხტვას შეეცადა
-ხო ალბათ-მოვალეობის მოხდის მიზნით უპასუხა ლილიანამ
-თავხედობაში არ ჩამომართვა ,მაგრამ ჩვენი გაცნობა უფრო სასიამოვნო იქნება თუ ყავაზე დამეწვევი-მომხიბლავად გაუღიმა
-არადა მართლა თავხედობაა, სიტუაცის ნუ იყენებ-მის სახეს ღიმილი ნამდვილად არ ეტყობოდა
-მე სიკვდილს გადაგარჩინე და ერთ ფინჯან ყავას ვერ იმეტებ ჩემთვის?
-დავფიქრდები-ცალყბად გაუღიმა და წასასვლელად გაემზადა
-ნომერი მაინც მომეცი ,რომ შეგეხმიანო იმ შემთხვევაში თუ გადაიფიქრებ
-არ დაგჭირდება-მიაძახა და წავიდა-მაინც არ დაგთანხმდები-ესღა ჩაიჩურჩულა და სადარბაზოში შევიდა
-მაინც გავიგებ-თავდაჯერებული ხმით მიაძახა ნოემ და იქვე გაჩერებულ მანქანაში ჩაჯდა.
-ლილიანა , ის სიმპათიური ბიჭი ვინ იყო?-ოთახის კარებთან აყუდებული ანა ცნობიმოყვარე თვალებით უყურებდა
-არ ვიცნობ
-ერთად დაგინახეთ აივნიდან ,როგორ არ იცნობ?
-ალბათ ისიც დაინახე ,რომ მანქნა კინაღამ დამეჯახა
-კინაღამ არ ითვლება-სიცილით ჩაილაპარაკა
-დაქალიც ასეთი უნდა-მობეზრებულად ამოილაპარაკა და ოთახში შევიდა
-მართლა ვინ იყო?
-ნოე ერქვა მგონი, სიკვდილს გადამარჩინა
-ვაიმე, რა რომანტიულია
-ანა-მკაცრად უთხრა და გახდა დაიწყო-კარგი თავი დავანებოთ რომ გადამარჩინა,მადლობელიც ვარ, მაგრამ ნომერი მთხოვა უტიფრად და ფინჯან ყავზე დამპატიჟა ,წარმოგიდგენია?
-ხო რა წარმოუდგენელია ბიჭმა სადმე თუ დაგპატიჟა-ვითომ სერიოზული სახით უთხრა ანამ
-კარგი რა გეყოს
-მე კი არა შენ გეყოს, მგონი აზვიადებ, ჩემი აზრით, უნდა დათანხმებოდი.
-შემეშვი
-მართლა გეუბნები .
-ახლა გვიანია უკვე წავიდა-ვითომ დანანებით ამოილაპარაკა და თავი გააქნია, ამ დროს კი ტელეფონზე ურეკავენ
-ხომ გითხარი გავიგებთქო შენს ნომერს-სასიამოვნო ხმით ეუბნება ნოე
-საიდან გაიგე ?
-საყვარელო ოცდამეორე საუკუნეში შეუძლებელი არაფერია მითუმეტეს ამ მხრივ
-რა გინდა?
-იცი რაც მინდა, რა მოხდება ყავზე რომ დამეწვიო? რა დაგიშავე უარს რომ მეუბნები. პირიქით სიცოცხლე გაჩუქე
-რამდენჯერ უნდა შემახსენო ეგ?
-იმდენჯერ სანამ არ დამთანხმდები
-მაინც ვერ დამითანხმებ
-მაგასაც ვნახავთ
-ვნახავთ
-ვნახავთ-უთხრა და სანამ ლილიანა პასუხს გასცემდა გაუთიშა
-ამას მგონი აკლია-გაკვირვებას ვერ მალავდა ლილიანა
-რატომ ?რადგან შენს დათანხმებას ცდილობს?-სიცილით უთხრა ანამ-არ მინდა განწყობა გაგიფუჭო, მაგრამ ბაჩომ დარეკა
-რა უნდოდა მაგ...აღარ დავაბოლოვებ
-შენ რაც შეგემთხვა იმასთან დაკავშირებით რეკავდა. რაღაც კვალს მივაგენითო და თუ მართლები აღმოვჩნდებითო ყველაფერს ნათელი მოეფინებაო
-ძალიან კარგი. იცი, გუშინ თითქოს რაღაც გამახსენდა
-მართლა მაინც რა?
-ის მომენტი ,როდესაც კლდესთან მიმიყვანეს და ბუნდოვნად, მაგრამ მაინც გამახსენდა თითქოს იმ ადამიანების სახე ვის მანქანაშიც მოვხვდი
-ესეიგი იცნობ ,რომ დაინახო?
-არა ეგრეც არ გამხსენებია .უბრალოდ ხმა მახსოვს და სახე ლანდივით, დრო მჭირდება კიდევ გასახსენებლად-თქვა და თავზე ხელი მოიკიდა
-ნუ ღელავ ნელ-ნელა ყველაფერს გაიხსენებ-ჩაეხუტა ანა დაქალს
_______________________________________________________________
-ლილი-დილით ისმის ბაჩოს ხმა-გაიღვიძე მალე და გაემზადე
-უკვე მღვიძავს-გასძახა და სამზარეულოში გავიდა
-რომელზე გაიღვიძე?
-რავიცი მგონი დილის ხუთი საათი იქნებოდა
-ვერ ხარ შენ. ძილს რატომ იკლებ?
-რა ვქნა? არ დამეძინა და..
-რას აკეთებდი აბა ამ დრომდე
-ვკითხულობდი
-ჩემი ჭკვიანი-ანამ შუბლზე აკოცა
-ნუ მეაფერისტები-შეუბღვირა ლილიანამ და წყალი დაისხა
-კაი ხო რა იყო.
-ისე დღეს შაბათია და არ წავიდეთ სადმე?-იმედიანი თვალებით გადახედა საბამ გოგონებს
-თქვენ წადით მე ბევრი სამუშაო მაქვს.
-კარგი რა ,გთხოვ
-ვერა ,არ მიწყინოთ .ამის გამო ჩამოვედი იტალიიდან , ხომ იცით?
-ხო კაი. ამასთან ლაპარაკს მაინც აზრი არ აქვს. თუ დაიჯინა ვერავინ ვეღარ გადაათქმევინებს-დაიწუწუნა ანამ და უკვე გამზადებულ ჩემოდანს დაავლო ხელი-წავედით საბუკ ,ჩვენ მაინც გავერთოთ
-ერთი უყურე ამას რა, უკვე გამზადებულა
-არა აბა,შენ დაგიცდიდი-დაიბუზღუნდა და საბასთან ერთად გასასვლელად მოემზადა-ერთ კვირაში დავბრუნდებით
-აქ საქმე არ გაქვთ ამდენი ხანი რომ ისვენებთ?-მიაძახა ლილიანამ ,მაგრამ ვერ გააგონა-არაუშავს ,ერთი კვირა სიმყუდროვეში ვიქნები.-ჩაილაპარაკა და აუარება საბუთები მაგიდაზე გადმოალაგა. მათი კითხვა დაიწყო და საღამომდე შეჰყვა.უცბად ესმის ძახილი ,თავიდან ყურადღება არ მიაქცია ,მეჩვენებაო, მაგრამ როდესაც ფანჯარას ამოუცნობი ობიექტი მოხვდა ,მიხვდა რომ არ ეჩვენებოდა და აივანზე გავიდა. ქვემოთ ჩაიხედა ,მაგრამ არავინ იყო.
-აქ ვარ-მოპირდაპირე კორპუსიდან ხელის ქნევით ესალმება ნოე
-არ არსებობს-დანანებით ამოილაპარაკა ლილიანამ
-არსებობს თან როგორ-კმაყოფილად ჩაილაპარაკა და თვალი ჩაუკრა
-რას გადამეკიდე ?რა გინდა?
-ერთი ფინჯანი ყავა
-ხომ გითხარი არათქო და რაღას იღლი თავს?
-ჩემი საქმეა რასაც ვიზამ-თბილად უთხრა
-ხოდა ჩემი საქმეა დაგთანხმდები თუ არა
-კარგი ხო, ყველაფერზე ნუ ბრაზდები. რა იქნება ერთხელ რომ დამეწვიო?
-რა იქნება ,რომ შემეშვა?
-ვერ ხვდები ,რომ სანამ არ დამთანხმდები არ შეგეშვები, ესე იგი უნდა დამთანხმდე-კმაყოფილმა ამოილაპარაკა
-ჯანდაბა შენ. კარგი -ნაძალადევად ამოილაპარაკა და პასუხს დაელოდა
-კარგი ,მაშინ ხვალ საღამოს მზად იყავი მოგაკითხავ-უთხრა და სახლში შევიდა
-ამას მართლა მაგრად აკლია-ჩაიბურტყუნა და თავადაც შევიდა.
ცოტახანში პეტრეს ზარი შემოსდის
-ხო ,პეტრე
-როგორ ხარ ლამაზო?-ისმის მომხიბლავი ხმა
-კარგად შენ?
-კარგად. გოგო სად ხარ ამდენი ხანი?
-რაა?
-ერთი საათია გირეკავ
-აა უი. სხვა ოთახში ვიყავი ,რა მოხდა?
-რა და გახსოვს სავიზიტო ბარათი რომ მომეცი?
-კი
-ხოდა გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი და არ ვიცი სად ცხოვრობ
-უი მართლა?სად ხარ ახლა?
-ქალაქის შემოსასვლელთან.
-კარგი დამელოდე მოგაკითხავ
-კარგი
ერთმანეთს დაემშვიდობნენ. ლილიანამ მალევე მიაკითხა და სახლში წამოიყვანა. მანქანიდან მათი გადმოსვლისას ნოე ნაგვის გადასაყრელად იყო გამოსული და ლილიანას ვიღაც ბიჭთან დანახვა არ ესიამოვნა
-ლილიანა-მკაცრად დაუძახა და მათკენ წავიდა
-რა მოხდა?
-ეს ბიჭი ვინ არის?-პეტრეს სახეზე გაკვირვება აესახა
-ჩემი შეყვარებულია-წამოიძახა და პეტრეს მხარზე ხელი დაადო
-შეყვარებული ხომ?
-კი რამე პრობლემა გაქვს?
-არა არანაირი-გაუღიმა და ხელებგადაჯვარედინებული უყურებდა კიბეებზე მიმავალ ლილიანასა და პეტრეს-დავიჯერე, შეყვარებულიო, მხარზე როგორ შეეხო. ვის ატყუებს ნეტავ, სულელი-ჩაილაპარაკა და სახლში ავიდა
-ლილი,ვინ იყო ის ბიჭი?
-შეშლილია ვიღაცა. წინა დღეს მანაქანის დაჯახებისგან გადამარჩინა და ყავაზე მეპატიჟება ორი დღეა
-მერე წადი შენც
-ახლა შენც დაიწყე ანასავით-ანას ხსენებისას თვალები გაუბრწყინდა
-უი ,მართლა ანა სადაა? იმედია შენთან ერთად ცხოვრობს ხომ?
-კი, ეგ და საბა შაბათ-კვირას ქალაქიდან გავიდნენ
-აუუ კარგი რა-დანანებით ამოილაპარაკა . ლილიანას მის ოხვრაზე გაეცინა და ჩემოდანი გამოართვა-ხომ არ შეგაწუხებ?
-არა რას ამბობ. შენ და ბატონმა სოლომონმა იმდენი გააკეთეთ ჩემთვის ეს მხოლოდ მცირედია
-ნუ აზვიადებ
-არ ვაზვიადებ, მართლა-ღიმილით უთხრა პეტრემ და დივანზე ჩამოჯდა-როგორ არის ბატონო სოლომონი?
-რა ვიცი, ცოტა შეუძლოდაა და მაგიტომაც გადავწყვიტე ჩამოსვლა. ჩემი ხელფასი ვერ გვყოფნის და თავადაც ისე აღარ შეუძლია მუშაობა როგორც ადრე
-ჩამოსულიყო ისიც. აქ ადგილი ყველასთვის მოიძებნება
-არა რას ამბობ? ასე ძალიანაც ვერ შეგაწუხებდით. მეც გადავალ მალე
-რამდენი ხანიც გინდა დარჩი .არ შეგვაწუხებ. წამოდი ყავას მოვადუღებ და დავილაპარაკოთ
-კარგი
დასხდნენ მაგიდის გარშემო და მოჰყვნენ ჭორაობას.
ამ დროს კი ნოე აივანზეა გადმოყუდებული და ეჭვიანი თვალებით უცქერს მათ
-არ არსებობს,შეყვარებული არ იქნება.საერთოდ არ შეეფერებიან ერთმანეთს-ამოილაპარაკა და მოცინარ ლილიანას შეავლო თვალი-რატომ იცინიან? მგონი ყავა აღარ მაქვს წავალ ვთხოვ -ხუთ წუთში უკვე ლილიანას კართან იდგა და ზარს გამალებით რეკავდა
-აქ რა გინდა?-გაკვირვებას ვერ მალავდა ლილიანა
-ზედმეტი ყავა არ გექნება? მე დამიმთავრდა
-შენს მეზობლებ არ ჰქონდათ? მოპირდაპირე კორპუსში რომ გადმოხვედი?
-არა ყველას ვკითხე და არავის ჰქონდა
-მაღაზია აქვეა
-ასე ძალიან არ გინდა ყავა რომ გამინაწილო?-საწყლად შეხედა
-კარგი ხო დამელოდე
-იყოს ბარემ აქ დავლევ-უთხრა და თავხედურად შეაჭრა სამზარეულოში და პეტრეს გვერდით მიუჯდა იქ,სადაც მანამდე ლილიანა იჯდა და პეტრეს თვალებში ჩააშტერდა
-მობრძანდი-ამოილაპარაკა ლილიანამ და თავადაც მაგიდას მიუჯდა
-ყავას მეც არ გამიკეთებ?
-არა შევწუხდები
-კარგი მე თვითონ გავიკეთებ-წამოდგა და კარადის წინ დადგა-ყავა სად დევს?
-მესამე თაროზე
-მარჯვენა მხარეს თუ მარცხენა
-მარჯვენა
-შაქარი სად დევს?
-პირველ თაროზე
-ქვემოდან პირველზე თუ ზემოდან პირველზე
-ქვემოდან
-კოვზები სად გაქვს?
-შენ წინ გამოაღე უჯრა
-ჭიქები?
-ვაიმეე-დაიძახა ლილიანამ და სკამიდან წამოდგა-დაჯექი მე გაგიკეთებ. -მობეზრებულად ამოილაპარაკა და ჭიქა ნოეს ხელიდან გამოსტაცა.ნოე კი სკამზე კმაყოფილი დაჯდა და როდესაც პეტრეს მზერას წააწყდა დასერიოზულდა.-მიირთვი-წინ უხეშად დაუდგა და თავადაც ჩამოჯდა.
-არაფრის-წამოიძახა ნოემ -ლილიანამ გაკვირვებულმა გადახედა და თავი გააქნია
-აუ ლილი, შეგიძლია მანახო ,სად მაძინებ-სიცილით ჰკითხა-ძალიან დავიღალე
-კი რა თქმა უნდა -გაუძღვა და ცოტახანში უკან გამობრუნდა, მაგრამ ნოე აღარ დახვდა-ამ ბიჭს მაგრად აკლია რა-ჩაიბურტყუნა და ჭურჭლის დარეცხვის შემდეგ თავადაც დასაძინებლად წავიდა
_____________________________________________________________
ნოე
-რატომ მირეკავ?-ლილიანას სახლიდან ნაჩქარევად გამოსული ზარს პასუხობს
-როგორ მიდის საქმე?
-ჩვეულებრივად
-გაიცანი უკვე
-კი
-როგორი გოგოა?
-კარგი გოგოა -დანანებით ამოილაპარაკა და თავისი სადარბაზოს წინ, სკამზე ჩამოჯდა
-იმ თემაზე მოგიყვა რამე?
-არა ,რას ბოდავ? ჯერ მასე ახლოს არ ვიცნობ. ცოტა რთული გოგო ჩანს და ალბათ დასაახლოვებლად დრო დამჭირდება.
-კარგი გასაგებია, მაგრამ მამაჩვენის ამბავი ხომ იცი? ძალიან დიდ დროსაც ნუ მოანდომებ
-გასაგებია. ხშირად ნუ დამირეკავ, ვიცი რაც უნდა გავაკეთო
-კარგი-ერთმანეთს დაემშვიდობნენ. ნოე ცოტა ყოყმანობდა ,თითქოს ლილიანამ მასში გრძნობები გააღვიძა . უჭირდა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.





იმედია მოგეწონათ ახალი თავი. შევეცადე საინტერესო გამოსულიყო. ველოდები შეფასებებს. სურათზე ნოეს პროტოტიპია. გელით heart_eyes



№1  offline წევრი buterfly

ერთი შეცდომა გამპარვია სახელთან დაკავშირებით. ბაჩოს ნაცვლად საბა უნდა ეწეროს. მომიტევეთ heart_eyes kissing_heart smile

 


№2 სტუმარი მწვანე თვალება

ოო უკვე აზარტებში შემიყვანა და უფრო მეტად გამოიწვია დაინტერესებააა ველოდები მომდევნო თავს heart_eyes

 


№3  offline წევრი ნორმი

ძალიან მომწონს ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები
--------------------
მორფეოსი

 


№4  offline წევრი buterfly

მწვანე თვალება
ოო უკვე აზარტებში შემიყვანა და უფრო მეტად გამოიწვია დაინტერესებააა ველოდები მომდევნო თავს heart_eyes

❤❤❤

tako.izek
ძალიან მომწონს ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები

მიხარია თუ მოგწონს

 


№5  offline წევრი triniti

Shemecoda es noe iswt dgeshi chgdebs liliana rom gaaxsendeba vin gadaagdo kldidan.ai mere ufro vixaliseb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent