შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ილიანი" (სრულად)


23-07-2018, 19:56
ავტორი naattii
ნანახია 8 537

როგორც იქნა გავემგზავრე... ბათუმი, მზე, ზღვა, ტალღები, ჩემი ზღვის სურნელი, ხმაური და გართობა. ჩემი და უკვე იქ მიცდიდა მეგობრებთან ერთად, მე მხოლოდ 5 დღით მომცეს უფლება მშობლებმა, ჩემთვის ზღვა ხომ არ შეიძლებოდა. არაუშავს მთავარია რომ აქ ვარ. უკვე ჩასული საყვარელ სურნელს ვისრუტავდი სანაპიროდან ანას ხმა რომ გავიგონე:
-ნიაააა, აქ ვართ, - სწორედ იმ დროს ამოდიოდნენ სანაპიროდან, ჩემი და სამულესთან და მეგობართან ერთად - წამო სახლიც აქვეა ჯერ ბუნაგი გაგაცნოთ შენ ზღვას მერეც ნახავ- და გაღიმებული ბინისკენ გამიძღვა. საღამოს გასეირნებას ვაპირებდით და მომზადებაც გვჭირდებოდა. როგორ ვიყავი მონატრებული, ერთი სული მქონდა საყვარელი ტალღების ხმა გამეგონა, თუმცა ჯანდაბას, ცოტას კიდევ მოვითმენდი. საღამოს შადრევანთან, ღამის კლუბებში, ცარიელ, ჩაშავებულ სანაპიროზე ვისეირნეთ, წვიმაში გავიწუწეთ და როგორც იქნა ღამის 4 საათზე სახლიც გავიხსენეთ. დაწოლილს იმის ნაცვლად, რომ ჩამძინებოდა ოცნება განვაახლე, მართალია შეყვარებული არ მყავდა, მაგრამ მოწოდებით რომანტიკოსს, რომელიც თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელოდება, ოცნება არ მიჭირს, არც იდეები მაკლია. როგორც იქნა ჩამეძინა თუმცა დილის 9 საათზე მაღვიძარამ გაბმულად დამიწყო კივილი მშობლების პირობა აასრულე და სანაპიროზე იოდი ჩაყლაპეო. ვინ იცის რა დამიჯდა რომ ავმდგარიყავი და ჩამეცვა, მალე მშობლებს ვურეკავდი და ვატყუებდი უკვე ერთი საათია ვსეირნობ, უბრალოდ თქვენი გაღვიძება არ მინდოდათქო. ჰმმმ, ამ ლაპარაკში მადისაღმძვრელი სამეზობლო დავლანდე, ღმერთო ამდენი სიმპატიური ერთად საიდან? ვეცადე არაფერი შემემჩნია და ისე გამევლო, მაგრამ ერთ-ერთმა მწვანეთვალებიანმა სიცილით ადგილზე მიმაჯაჭვა.
-ხალხოოო, რა გაძინებთ, ბედი სადარბაზოს მოგვდგომია, ადექით ჩიცვით_მთელი ბინა ყვირილით მოვიარე, თუმცა პასუხად მხოლოდ ჩემმა დამ ამოიბურტყუნა-მადლობთ მე დაკავებული ვარო.
ასე იოლად ვინ შემეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ნახევარ საათში სანაპიროს მივუყვებოდით და ირგვლივ ხალხს ვათვალიერებდით. ცოტა ხანში პირსახოცზე გაწოლილი ჩემს წიგნში თავჩარგული მზეს ვეფიცხებოდი ჩემი დის ხმა რომ გავიგონე:
-გოგონებოოო ახალი კინოფილმი „pretty man“- და თავით ზღვისკენ გვანიშნა. მე და ნათიამ მაშინვე გავიხედეთ და ... დიდი ნერწყვის გადაყლაპვით დახრჩობა თუ არ გამოგიცდიათ, ვერ მიხვდებით იმ დროს რა ვიგრძენი, წყლიდან ჩემი მწვანეთვალება ამოდიოდა, აი ისე ფილმებში მთავარი გმირი რომ მოემართება, სველი თმის გვერძე გადაქნევით, შემდეგ ხელის გადასწორებით, და ვითომ მკერდის გასუფთავებით წყლისგან, სინამდვილეში კი პრესის შეხარბებით. უკან მივიხედე პირღიამ ახლა რეჟისორი გამოხტება და გადაღებულიას იყვირებსთქო, თუმცა მხოლოდ მოხითხითე ნათია შემრჩა ხელთ:
-ნი, დიდი ბუზები იცის აქ_ და სიცილით პირი დამამუწია.
ეჰ, კარგი იქნებოდა ჩემი თავისუფლება და ზღვით დატკბობა, რომ არა უნივერსიტეტი. ჩემთვის აგვისტოშიც კი. 3 დღეში ლექტორის ზარი რომ გაისმა ამოვიხვნეშე, ვიცოდი ან მორიგი თემა მქონდა დასამუშავებელი, ან კონფერენცია ტარდებოდა, ან რომელიმე კონკურსზე უნდა გამეგზავნა ჩემი ნამუშევარი. მე ხომ გერმანია გამოვლილი „გამოცდილი“ სტუდენტი ვიყავი. შევცდი.
-ნია თსუ-ში ერთ კვირიანი დაფინანსებული ლექციები ტარდება და შენ და ნათია უნდა გაგიშვათ, გერმანისტები არ ყავთ, ამიტომ ამ მაილზე შენი მონაცემები გააგზავნე და ორშაბათს თბილისში იყავი.- პასუხი არც გამაცემია ისე გამითიშა. მეორე დღეს მზეს, ზღვას, ჩემს მწვანეთვალებას უნდა შევლეოდი, თუმცა სხვა რა გზა მქონდა. სადარბაზოსთან ნათიას და მის შეყვარებულს დაველოდე, ერთად უნდა წავეყვანეთ მე და ნათია თბილისში და ახალი ისტორიებისთვის მზად მყოფი უკანა სავარძელზე მოხერხებულად „წამოვიდრანცე“. დიდი იმედი მქონდა წინ სასიამოვნო კვირა მელოდა...
სასტუმროში საკმაოდ გვიან მივედით, სხვებთან შედარებით ბოლოები, ბათუმიდან ქუთაისში, იქედან თბილისში მთელი დღე დაგვჭირდა. როგორც იქნა რეგისტრაცია გავიარეთ და გასაღებებიც მივიღეთ. ეზოდან სიცილი და ხმამაღალი საუბარი ისმოდა, თუმცა მე და ნათია ისეთი დაღლილები ვიყავით ძილის მეტი არაფერი გვინდოდა, ამიტომ მშვიდად გავემართეთ ოთახებში.
დილით ადრე მოვწესრიგდი, პირველ სემინარზე ვერ დავაგვიანებდი. კარის ჩაკეტვისას გვერდითა ოთახიდან გოგო გამოვიდა, როგორც შემდეგ გავიცანი მარიკა, ისიც ჩემთან ერთად იყო სემინარზე ჩამოსული და სწორედ რომ ქუთაისიდან. უნივერსიტეტისკენ წასვლა ყველამ ერთად გადავწყვიტეთ. გზაში ერთმანეთის გაცნობაც მოვასწარით, რაცარუნდა გასაკვირი იყოს მხოლოდ 1 ბიჭი და 24 გოგო ვიყავით, ამ გოგოებიდან 17 კი ნია. მე ისევ ჩემს მწვანეთვალებაზე ვფიქრობდი და ნათია ამდენი ჩემი წუწუნით თავბედს იწყევლიდა საერთოდ რატომ შეხვდიო, თუმცა რა მექნა ფილმის სცენარივით ზღვიდან მის ამოსვლას ვერ ვივიწყებდი.
სემინარმა ნორმალურად ჩაიარა, მართალია ცოტა გაუგებარი იყო, მაგრამ ბოლოს გამოცდა არ გვქონდა, რაც უფლებას გვაძლევდა ნახევარი გვესმინა, ნახევარი გაგვეტარებინა და ფეისბუქზე ჩემი მწვანეთვალებას მოძებნა მეცადა.
საღამოს ისევ მომესმა ეზოდან ხმაური, მაგრამ გამწარებული ქარწაღებულს ვკითხულობდი და შემომავალ ხმებს ყურადღებას არ ვაქცევდი. პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ რომ გავიფიქრე მეორე ნაწილს კიდევ ერთი კვირა ვერ წავიკითხავდი გული შემიწუხდა ლამის. გადავწყვიტე ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ეზოსკენ წავედი. მოკლე შორტებით და უბრალო ბრეტელიანი მაისურით გავედი, რაშიც ჩემი სავსე მკერდი თავს მშვენივრად იწონებდა, მაგრამ არ შემცხვენია, მხოლოდ გოგოები ვიყავით და ვინ მიყურებდა, ის ერთი ბიჭი ოთახიდან იშვიათად გამოდიოდა სამუშაო მაქვსო. ზოგი ჯოკერს თამაშობდა, ზოგი ტელევიზორს მიჯდომოდა, ყველაზე მეტი კი მრგვალ მაგიდასთან მაფიოზობანას თამაშობდა, მეც მათთან მივედი და თამაშში ჩავები. გაცხარებული ვთამაშობდით, ისე შევედი აზარტში ჩემი მაფიოზობა რომ დამემალა, სკამზე ფეხები შემოვიკეცე უფრო კომფორტულად რომ დამემტკიცებინა ჩემი „უდანაშაულობა“, სწორედ ამ დროს მთავარ კარზე ზარი დარეკეს.
ორი ბიჭი შემოვიდა, თითქმის ერთნაირები და არაფრით გამორჩეულები, ცოტა პუტკუნები, ერთ-ერთს, ალბათ ყოფილ სპორცმენს იმხელა კუნთები ჰქონდა მეგონა ეს ზედა შემოასკდება როგორ უძლებს ნაჭერითქო, თუმცა რას დავეძებდი მთავარი იყო მომეგო და მაფიოზებს გაემარჯვათ. ამ დროს მარიკას კივილი გავიგონე
-ძამიკო ჩამოხვედიიიიი_ თვალები ავატრიალე, არ მიყვარდა ასე შეცხადება. რა თქმა უნდა მოვიგე, წაგებას მიჩვეული არ ვიყავი. შემდეგის დაწყებამდე კუნთიანიც გვერდით მომიჯდა, თუმცა ალბათ 10 წუთში მიხვდა რა ცუდი იდეა იყო ჩემ გვერდით დაჯდომა, მე ემოციებით ვკიოდი, ხელებს ვიშველიებდი, მთელი ემოციებით ვთამაშობდი, ის კი უბრალოდ სახელს წამოისვრიდა და ამითი მორჩებოდა, ხოლო როცა მე და მეორე ნიამ თამაში სერიოზულ ჩხუბში გადავიტანეთ, კარტები უბრალოდ მაგიდაზე დაყარა ღმერთო რა ხმაურიაო და დივანზე გადაინაცვლა ტელევიზორთან. აი ახლა კი გავხედე წარბის აწევით და პირველად გამიჩნდა სურვილი ადამიანი საკუთარი ხელით დამეხრჩო.
ჩემს შეურაცყოფას არავის ვაპატიებდი მაგრამ ნიასთან ჩხუბმა ისე დამღალა მხოლოდ დაძინება მინდოდა, ზემოთ ავედი კუნთიანის მზერას თვალი ავარიდე და ლოგინს ჩემს მწვანეთვალებაზე ფიქრით ჩავეხუტე.
მეორე დღეც ისეთივე დამღლელი აღმოჩნდა, თუმცა მაინც ხალისით გავუყევით სასტუმროსკენ გზას, საღამოს გასეირნებას ვაპირებდით. ჩემი საყვარელი შორტები და კედები არ დამვიწყებია, ამას ჩემი ფაფხურა მაიკაც მივამატე და ღიღინით ჩავირბინე, ჩემი მოწყენა როგორ შეიძლებოდა. ბევრი ვიარეთ თუმცა ორად გავიყავით, ზოგს დიდი გზა და მთაწმინდის ნახვა ერჩია ჩვენ კი რუსთაველს გავუყევით და პარკთან შევისვენეთ.
ბევრი ვიცინეთ, პატარა ბავშვებივით ვითამაშეთ, რა თქმა უნდა ეპიცენტრში მე ვიდექი და ენა ერთი წამითაც არ გამიჩერებია, სხვაგვარად არ შემეძლო ჩემი ტკივილი რაღაცით უნდა შემენიღბა.
-რა კარგია გიორგებო მოგვაგენიიით- სიხარულით წამოხტა მარიკა და ძმას გადაეხვია, ჩემთვის ამოვიქშინე როგორც ხარმა წითელი ნაჭრის დანახვისას და გოგოებს მივუჯექი. მასზე წყენას არ გადაუვლია, პირიქით მიზეზს ვეძებდი რომ წამოვკიდებოდი, თუმცა ჩემ ჯინაზე მაშინდელივით ჩუმად იჯდა და სხვებს უსმენდა. სასტუმროში დაბრუნებისას გონებაში იდეამ გამიელვა, ოთახში კიდევ უფრო მოკლე შორტი მომეძებნებოდა, ჩემს მოღებულ მაიკას შევუხამე და ქვემოთ ჩასულმა მისი მზერით მივხვდი ზედმეტი რომ მომივიდა, ისიც არ მინდოდა ქუჩის ქალი ვგონებოდი თუმცა რეაქციამ არ დააყოვნა, ჯოკერი მეც მინდაო და ჩემ წინ დაჯდა პარა ვიყოთო.
გამწარებული ვთამაშობდით, როლში ისე შევედი და გიორგის პრემიაზე გაყვანა ისე მინდოდა ფეხები ავიკეცე, თმა ავიკარი და შემდეგი კარტი ჩავედი. გიორგის რომ ჩამოსვლა დააგვიანდა გავხედე ხოარ ეტენებათქო, თუმცა მე მიყურებდა, ოდნავ გაღიმებული, მზერა რომ შეეჩეხა უცებ გამოფხიზლდა და წამიერად ამოთქვა
- გაშლილი თმა უფრო გიხდებოდა
-ვერ გავ...
-არაფერი_ და კარტი ჩამოდო.
ვიფიქრე მომესმათქო, ბიჭებიდან კომპლიმენტებით განებივრებული არ ვიყავი, ჩემი როგორც მაშინ მეგონა ერთადერთი და უკანასკნელი სიყვარული გერმანიაში წასვლის გამო დავკარგე და გულის ტკენა აღარ მინდოდა. მას შემდეგ ბიჭს პირველად ახლა ავხედე, ამ სიტყვების მერე თვალს მარიდებდა თუმცა მის თაფლისფერ თვალებს მაინც ვხვდებოდი და ღიმილით ისევ გვერდით იხედებოდა, ამ დროს სხვანაირად შევხედე, პირველად დავინახე 25 წლის ბიჭი რომელსაც გოგოს პირდაპირ თვალებში ჩახედვის ცხვენოდა.
რასაკვირველია მე და გიორგიმ მოვიგეთ და მარიკას და მეორე გიოს პივების ჩაბარება მოვთხოვეთ, გარეთ ისევ ისე დავიწყე ტინგიცი როგორც მჩვეოდა ისიც ღიმილით მადევნებდა თვალს სეირნობისას, თუმცა როგორც ყოველთვის ხმა არ ამოუღია.
სემინარები დღითიდღე რთული ხდებოდა, ეს იყო ახალი პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც ჩვენს ჩართვას ითხოვდა და გამოყენებას გვასწავლიდა, ლინგვისტიკა ჩემი სფერო არიყო არ მიყვარდა ამიტო იქ ჯდომა წამებასავეთ მექცა, თუმცა წინ კიდევ 4 დღე იყო და ესეც დასრულდებოდა.
საღამოს ისევ შევიკრიბეთ ეზოში, ჩვენს ილიანს (სასტუმროს სახელწოდება) ლამაზი ყვავილებით მორთული ეზო ქონდა, ყვავილები ჩემი სტიქიაა, ამიტო იქ ჯდომაზე ვგიჟდებოდი. შემოსული არ იყო გიორგი ტელეფონი გამომიწოდა და პატარა ბავშვივით გაბუტულმა მომახსენა ფეისბუქზე ვერ გიპოვე და დამამატეო. გამეცინა, თუმცა როცა დაჯდა თავზე დავადექი წინ გადავიწიე და საძიებო ადგილას ჩემი სახელი და გვარი ჩავწერე, აი ეს ვარ მეორე, თითით მივუთითე და გავხედე, მივხვდი მზერა საითაც ქონდა მიმართული და უცებ გავსწორდი, მიმიხვდა და სირცხვილიდან აჭარხლებული უცებ გასწორდა და ტელეფონს ჩახედა. გავბრაზდი მაგრამ გულში გამეცინა ისიც კაცი იყო, რომელიც ჩემმა საამაყო მკერდმა დაატყვევა, თუნდაც ასეთი მორცხვი და ჩუმი.
(გიორგი)
მე და გიო მასთან გვიან მივედით, როგორც ყოველთვის საათი 4ს აჩვენებდა, გიო ახლაც იყო გოგოების ხასიათზე მე კი ამ ერთხელ ჩემდა გასაკვირად უარი ვუთხარი და სიცილით დივანზე დავგორდი.
-რა გაცინებს ბიჭო, წამო კლუბში რა დღესაც იქნებიან ჩვენი გოგოშკები.
-რა მაცინებს და ნიას მოყოლილი ისტორია გამახსენდა რა ემოციებით ყვებოდა.
-ოო აი ეგ კარგი გამახსენეე, შენადა ბიჭო რას გადაეკიდე ამ ერთი ციდა გოგოს, ლუკმად არ გეყოფა ისე შემოგეჭმება.
-მერე და ვინ გითხრა რომ შემოსაჭმელად მინდა?- ჩაფიქრიანებულმა გავხედე გიოს
-აუ კაი რა ძმა, ვერ ხედავ როგორ აცვია და რა დღეშია? შენ არ იძახდი იმ ერთადერთს ვისაც შევიყვარებ წესიერად ნაკოცნიც არუნდა ქონდესო?
-აუ კაი გიო, რა დროს შეყვარებაა, მაგრამ ხვალ მაგასაც დავადგენ სინამდვილეში როგორია, ჩაიბურდღუნა და დაღლილი დივანზე გადაწვა.
(ნია)

ეს სემინარები უკვე ნერვებს მიშლიდა, ერთია როცა ლინგვისტიკას ვერ იტან და მეორე როცა გაიძულებენ შეიყვარო. ნერვებ მოშლილი წამოვწექი და ჩამეძინა. კარზე კაკუნმა გამაღვიძა და არც დამიხედია რა მეცვა თმა გაჩეჩილმა გავაღე კარი. ზღურბლზე თავდახრილი იდგა გიორგი და როცა თვალი ამომაყოლა გვერდულად ჩაეცინა და ამ წუთებში ისეთი საყვარელი იყო უცებ გამოვფხიზლდი.
-რახდება გიორგი?
-არაფერი ქვემოთ არიყავი და მოგიკითხე, ცუდად ხომ არ იყავი,- თვალები უცოდველივით ააფახურა და ნაბიჯი გადმოდგა- შემომიშვებ?
კარი გამოვაღე და უცებ შარვალი ამოვიცვი, არ მინდოდა ყველაფერი მზა მზარეული ენახა, უკვე 7 საათი ყოფილა და ამდენ ხანს მძინებია. ბალკომის კარი ფართოდ გამოვაღე და სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე, უკნიდან გიორგი ვიგრძენი, არც ხელი მოუხვევია, არც არაფერი უთქვამს, უბრალოდ იდგა და ღრმად სუნთქავდა, უცებ შემეშინდა, ისიც კი არ ვიცოდი ვინ იყო, მხოლოდ სახელი და გვარით ვიცნობდი,იქნებ და ვიღაც მანიაკია? ჩემი ფიქრების შესაბამისად ბეჭზე მისი ტუჩები ვიგრძენი და წამი არ დამჭირვებია შემოსაბრუნებლად. ჩემ განრისხებულ სახეზე შეკრთა, თუმცა უკან არ დაიხია და ხელი ჩამკიდა.
-რას აკეთებ? შენ რა გააფრინე? ჩემი ლოგინში ჩაგორება მოგინდა? მაწერია სადმე მასეთი რომ ვარ თუ ჩემმა თამამმა მოქცევამ გაფიქრებინა? ამიტო მომაკითხე? ახლავე გაეთრიე აქედან სანამ მთელი სასტუმრო შევყარე. კარი ფართედ გამოვაღე და შევხედე როგორი კმაყოფილი სახით გავიდა ჩუმად ოთახიდან, თითქოს და იმ შეკითხვას უპასუხა რაც აწუხებდა.
ბუღა ხარივით ვაწყდებოდი ოთახში კედლებს და თავს ვიკავებდი გაბრაზებიდან არ მეკივლა. სულ გადამავიწყდა იმ დღეს ხომ მარიობა იყო და გოგოებმა დამიძახეს ავღნიშნოთო, ორივე ვაჟბატონიც იქვე იჯდა, ნათიას მივუჯექი და ლაპარაკი დავიწყეთ ფეისბუქზე მესიჯი რომ მომივიდა,დავხედე და გიორგისგან იყო, ჩუმად ავხედე მაგრამ არ მიყურებდა არაფერს იმჩნევდა, მეც ასე შეუმჩნევლად ჩავრგე ცხვირი ტელეფონში
-„მაპატიებ?“
-„არა“
-„გეფიცები მოვა დრო და მიხვდები ყველაფერს, მაგრამ ახლა მაპატიე“
ჩუმად ამოვიქშუტუნე, ასეთი ქცევები ყველაზე მეტად მიყვარდა, ერთად 20 ვიჯექით და ჩვენ ჩვენი საიდუმლო გვქონდა ჩუმად ვმესიჯობდით, ჩუმად ვიცინოდით ერთმანეთზე, მინაწერზე ერთმანეთის რეაქციებს ვხედავდით და ეს უფრო მეტად გვახალისებდა. საკმაოდ ბევრი დავლიე, ლუდი ჩემი საყვარელი სასმელი იყო თუმცა არა 5 ბაკალი. ყოველ წამს საპირფარეშოში დავრბოდი სიცილით და ბოლო წასვლაზე ფეხიც უკვე კარგად მერეოდა. ჩემი ტელეფონის ხმა ძლივს გავიგე ჩემი და მირეკავდა, ისეთი ხმაური იყო ავდექი და ეზოს ბოლოსკენ გავუყევი თუმცა თვალის კუთხით აღვიქვი გიორგიც როგორ გამომყვა.
საუბარს რომ მოვრჩი გაკვირვებულმა გავხედე:
-რამე მოხდა?
-არა, უბრალოდ საკმაოდ მოგეკიდა და შემეშინდა არ წაქცეულიყავი, ხელს არ შეგიშლი უბრალოდ დახმარება მინდოდა.
გამეღიმა, ასეთი სითბოთი მივხვდი დანაშაულის გამოსწორებას ცდილობდა, პირის გაღებას ვაპირებდი შარდის ბუშტმა კიდევ რომ შემახსენა თავი და მაიძულა ოთახისკენ წასვლა, ლიფტში მართლა ისე დატრიალდა ყველაფერი გიორგის მივეყრდენი, მისი ტუჩები ისევ ახლოს მოხვდა ჩემს კისერთან თუმცა ამჯერად კოცნა არც უცდია ისე მიმიყვანა ოთახის კარამდე. სახეზე წყალი შევისხი და ისევ გამოვბრუნდი, ჩემი ბალკომის კარებთან იდგა და ღამის თბილისს გადაყურებდა.
-ლამაზი ხედი გაქვს ოთახიდან, ჩემი დის ფანჯრიდან მხოლოდ მშენებარე ბინა მოჩანს, ღიმილით გადმომხედა, ღიმილისას ეს თაფლისფერი თვალები როგორ უნათდებათქო გავიფიქრე და თავი გავაქნიე გონების მოსაკრებად.
-მადლობა_ ჩავიბურდღუნე და დავინახე ჩემსკენ წამოვიდა, ამჯერად არ შემშინებია,ხელები ჩემი სკამის სახელურებზე დააწყო რომ არ ავმდგარიყავი და სახე ახლოს მომიტანა -ნომერს მომცემ თუ პატარა ბავშვებივით ინტერნეტში გავაგრძელოთ?
-ნომერს? არაა, უცხო ბიჭს თანაც ნასვამი არავითარ ნომერს არ მივცემ_ ენა გამოვუყავი და დავეჭყანე
-მართლა პატარა ბავშვს გავხარ _ ნაზად გამიცინა და სანამ კიდე რამეს მეტყოდა ეზოდან ჩვენი სახელები გავიგონეთ, ბალკომზე გადავეყუდეთ და აქედან დავიწყეთ საუბარში ჩაბმა, ჩემ გვერდით ისე იყო გადმოწეული რომ რამდენჯერმე სახე ჩემს ბეჭზე გაეხახუნა და მივხვდი როგორ დამაჟრიალა, თუმცა არაფერი შევიმჩნიე. უკვე საკმაოდ გვიანი იყო გიომ ამოძახა წავიდეთო, გიორგიმაც სულ ოდნავ შეახო ტუჩები ჩემ ბეჭს და ხვალ სემინარზე გნახავო ჩუმად მიჩურჩულა.
ჩემთვისაც რაოდენ გასაკვირი არუნდა ყოფილიყო ველოდი, მართლა ველოდი რომ ნებისმიერ წუთს შემოვიდოდად და გვერდული გაცინებით ახლოს დაჯდებოდა, თუმცა სასტუმროში წასვლის დრო ისე მოვიდა არ გამოჩენილა, ვეღარ მოვითმინე და ფეისბუქზე მივწერე საყვედური, თითქოს ამით ჩემი თავი არ გავეცი.
საღამოს საქართველოს ნაკრების თამაში იყო კალათბურთში, ამ სპორტის სახეობაში გამოცდილება მქონდა, ამიტომ ქრისტინესთან ერთად მთელი ემოციებით ვბალეიშიკობდით ჩვენს გუნდს, ისე ვიყავი აზარტში შეჭრილი სულარ გამიგონია ზარის დარეკვა და შემოსული ორი გიორგი, სწორედ ამ დროს გადამწყვეტი ბურთი ჩავაგდეთ და მე და ქრისტინე ფეხსაცმელებით შევხტით დივანზე და კივილი მოვრთეთ, სწორედ ამ დროს შევამჩნიე კედელს მიყუდებული,ხელებ გადაჯვარედინებული გვერდულად როგორ მიცინოდა. შევცბი, არ ველოდი, თუმცა ჩემი საქმიანობა მაინც განვაგრძე ის კი ეზოში გავიდა და სხვა გოგოებს შეუერთდა.
ღამის ორი იქნებოდა ისევ ეზოში რომ ვიჯექით, რამდენიმე გოგო ორივე გიორგებთან და გაცხარებით განვიხილავდით გოგოების პატიოსნებას, ანუ მთელ სასტუმროს არ ვაძინებდით.
-მე არ მივაქცევ ალბათ ყურადღებას რომ შემიყვარდება ვინმესთან იყო თუარა ჩემამდე, სიყვარული სიყვარულია._ თქვა გიომ და გადაგვათვალიერა.
-აი მე კი ვერ ავიტან, როცა წარმოვიდგენ, რომ ქალი რომელიც მიყვარს სხვასთან იყო, სხვასაც ჩემსავეთ კოცნიდა და ეფერებოდა, მხოლოდ ჩემი უნდა იყოს- გადაჭრით განაცხადა გიორგიმ და ჩემსკენ ამოუხედავად დაწვდა მაგიდაზე დადებულ ჩემ ხელს და თითებს თამაში დაუწყო. ლამის თვალები ავატრიალე, შეიძლება ბიჭი ასეთი მორცხვი და ამასთანავე ასეთი მესაკუთრე?
ღამის 4 საათამდე განვიხილავდით ამ საკითხს და მეც გიორგის ვუდგებოდი თუმცა როცა მეორე გიომ ჩვენს ხელებს დახედა ჩაცინებულმა გამოაცხადა:
-ისე რა მაგარია ორმა ქუთაისელმა ერთმანეთი თბილისში იპოვეთ და ამ ერთ კვირაში მშვენიერი საზაფხულო ფლირტი გამოგივიდათ.
ფლირტი? მეგონა მომესმა თუმცა როცა ჩემ წინ მჯდარ გიორგის გადავხედე და თითების თამაში შეწყვიტა მივხვდი სწორად გავიგონე, ანუ რა გამოდიოდა? მე ბოლო დონის რომანტიკოს ყველანაირი სცენარი მქონდა განხილული ფლირტის გარდა, ანუ რას ნიშნავდა ხვალ რესტორანში ქეიფით ყველაფერი დასრულდებოდა და სახლებში ისე წავიდოდით ვითომც არაფერი?
-ახლა ჯობია წავიდე და ჩემს სნიკერსებს დავაცხრე, იქნებ ცოტა მოვსუქდე და ქარის ჭკუაზე აღარ ვიარო _ სიცილით ვთქვი და ლიფტში ისე შევხტი ვერავის რომ ვერ მოესწრო რამის თქმა
ჰმ, ფლირტი. ფლირტი მომინდომეს ბიჭებმა, ვერ მოგართვით_ გაბრაზებული ბურტყუნით ვიცმევდი პიჟამოს აივნიდან გიორგის ძახილი რომ გავიგონე.
-სულ გააფრინე? აქ ხალხს ძინავს._გაბრაზებული გადავხედე ბალკონიდან.
-იცოდე სანამ სნიკერს მეც არ მესვრი არსად წავალ და აქ დავჯდები.
-იჯექი მე ხელს არ მიშლი._ აივნის კარი მივკეტე, თუმცა ინტერესი მკლავდა კიდევ რამდენ ხანს იჯდებოდა ტროტუარზე, 15 წუთში ისევ გადავხედე და გამეცინა, ზუსტად იქ იჯდა ისევ, თუმცა გიო ზემოდან დამდგარი ეხვეწებოდა წამო რა მეძინებაო, ბოლოს შემეცოდა 5 სრულდებოდა. 2 სნიკერს ხელი დავავლე და ბალკომზე გავედი:
-იცი მაინც რა ჯიუტი ხარ?
-კი, ნია მეუბნებიან ხოლმე
-არ გეშინია რომ მოგწამლო? _სიცილით ჩავუგდე შოკოლადი
-ზუსტად მაგის იმედი მაქ რომ შენით მომწამლავ_ თავი ჩამიკრა და გაღიმებული დამტოვა.
მეორე დღეს, საღამოს, რესტორანში აღნიშვნით ვასრულებდით ჩვენს სემინარებს, ამიტომ კაბა უკვე წამოღებული და მომზადებული მქონდა. ჩაცმას ვაპირებდი კარზე კაკუნი რომ გავიგონე, მარიკა იყო:
-აუ ნია მიშველე ხომ მითხარი თმის დასწორება ვიციო?
-კი მარ რა პრობლემაა მოვდივარ._ მის ოთახში რა თქმა უნდა გიორგიც დამხვდა, მხოლოდ მომესალმა და ისევ ტელევიზორს მიაშტერდა, ჩუმად ჩამეცინა, როგორც ჩანს სნიკერსმა არ იმოქმედა. თმის დასწორების მერე მარიკა მეორე გოგოსთან მაკიაჟისთვის მიდიოდა, გიორგიმ მე იქ რა მინდა აგერ ნიასთან დავრჩებიო. ოთახში შესული ლოგინზე გაითხლარშა სრული არ სიტყვის მნიშვნელობით.
-გიორგი უნდა ჩავიცვა.
-მერედა ხელს რითი გიშლი? ჩემთვის ვწევარ ბუნჩულად.
გაბრაზებულმა დავსტაცე ხელი კაბას და სააბაზანოში გამოვიცვალე, აშკარად მოეწონა ჩემი კაბა. სარკეს მივუჯექი მაკიაჟისთვის, მაგრამ თავი ცოტა ცუდად ვიგრძენი, წამომახურა და თავი საშინლად ამტკივდა, მიხვდა იმიტომ რომ წავბარბაცდი და ხელი შემაშველა.
-რა მოხდა, როგორი ცხელი ხარ, სიცხე ხომარ გაქვს?
-ხო ალბათ, მეტი რა უნდა იყოს,_ საწყლად ამოვილაპარაკე, სიმართლეს ვერ ვეტყოდი, ჯერ ვერა, თითქმის არ ვიცნობდი.
რესტორანში ნათიას შეყვარებულს მივყავდით, გიორგი კი იმ კარებთან მივიყვანე სადაც მარიკა იყო და სიცილით დიდის ამბით ჩავაბარე- აი შენი ძმა როგორიც დამიტოვე ისეთს გიბრუნებთქო.
25 გოგოში მხოლოდ ერთი ბიჭი იყო და მასზეც მე მაწვალებდნენ “ მიდი თვალი ჩაუკარიო“, გვერდით მარიკა მომიჯდა და საღამოც დაიწყო. ერთ საათში ტელეფონი ამოიღო და როცა მივხვდი ვის ურეკავდა ყურები დავიგრძელე.
-ძამი ჩვენ დაგვაგვიანდება, არ დამელოდო
-...........
-ოჰ სხვანაირად როგორ შეიძლება, ერთი საღამოც როგორ გაძლებდით გოგოების გარეშე.- ამ დროს თვალები დავქაჩე, გოგოები?
-კარგი, კარგი, გავიგე რომ გიო მარტო ცხოვრობს და იყენებთ, მოკლედ მე მაგვიანდება. აბა თქვენ იცით როგორ გაატარებთ დროს. _ტელეფონი გათიშა და გადმომხედა:- ნეტა ამ ბიჭს გამოასწორებს რამე ან ვინმე?
არ შევიმჩნიე, მე ხომ უბრალო საზაფხულო ფლირტის შედეგი ვიყავი, რისი უფლება მქონდა? მხოლოდ მისი გაწვალების.
-აუ მარი მაგარი იდეა მაქ, მოდი შენი ძმა ჩემი ნომრიდან გავაწვალოთ.
-რა პრობლემაა,_ გაეცინა და ნომერი მაშინვე მომცა, მეც არ დავაყოვნე და მის თვალწინ ავკრიბე ტექსტი „ საყვარელო სულ დამივიწყე, არც უნდა მომიკითხო?“ და ხითხითით გავაგზავნე, 2 წუთი არიქნებოდა გასული რომ დამირეკა, თუმცა არ ვუპასუხეთ, მიხვდა და მანაც შეტყობინება დაგვიბრუნა.
„რომელი ხარ?“
„ღმერთო ჩემო, შენ რა ჩემს ნომერსაც ვეღარ ცნობ თუ ბევრი გწერს საყვარელოთი? როგორ არ ველოდი ამას შენგან“, _მარიკას სიცილი მემგონი მთელ სუფრას ესმოდა. ბოლოს ვინაობას მიხვდა და სიცილით მკითხა „არასდროს გაიზრდებიო?“ შემდეგმა შეტყობინებამ კი წარბები ზემოთ ამაწევინა, „ნია გიო ვარ, გიორგიმ გოგოები გააცილა და ტელეფონი სახლში დატოვა, რომ მოვა ალბათ გიპასუხებს“ ალბათ? რა თქმა უნდა ალბათ მე ხომ ფლირტი ვარ, ისე გავბრაზდი ჩვენი ლექტორის შემრცხვა თორე თეფშს სიამოვნებით მივალეწავდი კედელს.
-მინდია რატომ ზიხარ? წამო ვიცეკვოთ, _და ბიჭი ლამის ძალით გავათრიე.
როცა ცეკვას მოვრჩით და ტელეფონს დავხედე სამი შეტყობინება დამხვდა, მეც არ დავაყოვნე:
„უკაცრავად მინდიას ვეცეკვებოდი და ვეღარ გიპასუხე“._ მივხვდი გაბრაზდა „კარგი ხელს აღარ შეგიშლი, გაერთე“. ჰმ, კიდევ აქეთ იყო ბიჭი გაბრაზებული და დიდ გულზე, რა უფლებით? მე მყავდა „ნაშები“ სახლში და ვგულაობდი? ვერ მოვითმინე და მაინც ვუპასუხე, შედეგად კი ის გამოვიდა, რომ მთელი საღამო, უკანა გზა და თითქმის მთელი ღამე საუბარში გავატარეთ, შედარებით უკეთ გავიცანი, 6 საათი იყო დავიძინოთო შემომთავაზა, 8ზე ისევ ქუთაისში ბრუნდებოდნენ უჩემოდ, იმდენი მეხვეწა შენც წამო ერთად გავერთობითო, მაგრამ ჩემი საქმე მქონდა და ვუთხარი დაქალთან უნდა დავრჩე ორშაბათს დავბრუნდები რაღაც უნდა გავაკეთოთქო. იმ პირობით დაიძინა, რომ დილით მომიკაკუნებდა და გავაცილებდი.
მართლაც გამაღვიძა დილით კაკუნმა, თუმცა გიორგის ნაცვლად მარიკა მიღიმოდა მზად ვართ წამოო, შემოსასვლელის დივანზე ჩამოვჯექი და ვაკვირდებოდი ქუთაისში წამსვლელები როგორ იკრიბებოდნენ და როგორ მინდოდა მეც მათთან, გიორგიც მოვიდა ბოლოს, მომესალმა, განსაკუთრებული არაფერი, მეგონა ამდენი საუბრის შემდეგ უფრო დავახლოვდით, მაგრამ არანაირი ინტერესი არ გამოუვლენია. გარეთ გავიდნენ და ტაქსში ჩაჯდნენ. ლამის ვიფიქრე მართლაც ფლირტი იყო ალბათთქო, რომ ჩაჯდომისას თვალი ჩამიკრა და გვერდულად გამიღიმა.
მე და ნათია ჩემს ოთახში ავედით და მომხდარ ამბავს ვუყვებოდი:
-ვაიმე რადგან იმ მწვანეთვალებაზე ხმას აღარ იღებ სათქმელი აღარაფერი მაქვს, ყოჩაღ გიორგის, მაგრამ ნეტა ახლა რა იქნება? თითონ მოგწერს?
მხრები ავიჩეჩე არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა და ზუსტად ამ დროს გაისმა ჩემი ტელეფონის ხმა. ნახევარი საათიც კი არიყო გასული უკვე რომ მომწერა და ისევ მათთან ერთად წასვლას მეხვეწებოდა, დაგიცდით თუ წამოხვალო, მაგრამ რა ვქნა ძველებურად ვიჩემებდი საქმე მაქთქო და სიმართლეს ვმალავდი.
შაბათ-კვირის გატარებას სკოლის მეგობართან ვაპირებდი, მას და მის მეგობრებს ბინა ქონდათ დაქირავებული და ორი ღამით მეც მათთან შევაფარებდი ღამეს, მთელ დღეებს „მესიჯობაში“ ვატარებდით, ვცდილობდით ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო, ბოლოს ნინას მოთმინების ფიალა ამოეწურა და სანამ ტელეფონს წამართმევდა დავემშვიდობე და მშვიდობიანი ღამე ვუსურვე, საპასუხო ეტყობინებამ თავზარი დამცა: „ძალიან გთხოვ თავს გაუფრთხილდი უკვე გვიანია და ყურადღებით იყავით, შენც მშვიდობიან ღამეს გისურვებ.მიყვარხარ“. არ მახსოვს ბოლო სიტყვა რამდენჯერ გადავიკითხე და უცებ გონებაში ყველაფერი აღმიდგა, მისი გაცნობა, ჩემი კომპლიმენტი, როგორც მოიქცა პირველად როცა ოთახში მესტუმრა და ყველაზე მთავარი-მისი ძმაკაცის კომენტარი საზაფხულო ფლირტზე, მაგრამ თუ ფლირტია მიყვარხარ რაღა შუაშია? მეგობრებს გვერდი ავუქციე და სასწრაფოდ ჩემი დის ნომერი ავკრიბე, მის გარდა ვერავინ დამეხმარებოდა...
ანასთან საუბარმა ცოტა დამამშვიდა ახლა მხოლოდ ორშაბათზე და ჩემს ექიმთან ვიზიტზე უნდა მეფიქრა, საღამოს ნაყინები ვჭამეთ ქუჩაში გავერთეთ და სახლისკენ წავედით, კიდევ კარგი ეს დღე მაინც დაგვრჩა მოსაგონებლად თორემ კვირას ნინამ მთელი დღე შეყვარებულთან ჩხუბს მოანდომა და გვერჩივნა სახლში დავრჩენილიყავით, გიორგის ზერელედ ვცემდი პასუხებს, ცოტა თავის არიდება მინდოდა. ორშაბათიც გათენდა, მაგრამ ექიმი არ დამხვდა სასწრაფო შვებულება აიღოო და ჩემდა სამწუხაროდ ისევ უნდა ჩამოვბრუნებულიყავი რამდენიმე კვირაში. რას ვიზამდი, გავუდექი ქუთაისის გზას.
გიორგი დილიდან არ ჩანდა ყველაფერი ვიფიქრე რა შეიძლება დამართნოდა, მაგრამ, როცა მოსაღამოვდა და კიდევ გამორთული ქონდა ტელეფონი ნამდვილად შემეშინდა, ისიც კი ვიფიქრე მარიკას დავურეკავ რამე ხომარ მოსვლიათქო, ვიცოდი მამასთან ერთად ბიზნესი ქონდა ელექტრო მოწყობილობებზე და ბოლოს ისიც კი ვიფიქრე დენმა დაარტყა იქნებთქო. ბოლოს ანას ნათიასთან გავყევი, მისი სამულეც იქ იყო და ყურადღების გადასატანად ნათია ავატრუე ლუდი დავლიოთთქო, კარგად შევთვერით, გაბრაზებული ვიძახდი ვაი რომ გამოჩნდეს და კარგად იყოს არასდროს ვაპატიებთქო, რაზეც ნათია დამცინოდა, ოღონდ გამოჩნდეს და არ აპატიებ კიარა მშვენივრად ნახავ კიდევაცო. ასეც მოხდა. ერთი საათი იქნებოდა გასული ჩემ ყველა შეტყობინებას მიუვიდაო დაეწერა და რამდენიმე წუთში დამირეკა კიდევაც სად ხარ გნახავო. აღმაშენებლის პალმებში გადავწყვიტეთ გასეირნება, რაზეც ნასვამმა ნათიამ ხელი ამიქნია აი გვიღალატე მარტოხელებსო, მაგრამ მისი ნახვა მართლა მინდოდა, იმასაც ვამჩნევდი ცოტათი რომ მომნატრებოდა, თუმცა ჩემი საიდუმლო ყველა განცდას ნაწილობრივ მიქრობდა.
-ჰმ, რა სასიამოვნოა პირველ პაემანზე გოგოს ლუდის სუნი რომ ადის- ღიმილით გადამკოცნა და ხელი მომხვია.
-ჯერესერთი ხელი გამიშვი და მეორეც, პაემანი? ჩვენ ახლა პაემანი გვაქვს? და მესამეც ნეტა ვისი ბრალია რომ დავლიე?
-შენ რა მართლა ასე ინერვიულე? მეგონა შენთვის ასე მნიშვნელოვანი არ ვიყავი თორემ დამჯდარი ტელეფონითაც მომეხერხებინა იქნებ რამე. _ისევ გვერდულად გამიცინა და დამაბნია.- ვიცი ჩემმა მოწერილმა დაგაბნია და თანაც პირველივე პაემანზე ამას არ ამბობენ ხოლმე, მაგრამ მე ასეთი ვარ, იოლად მიყვარდება, მივხვდი როგორიც ხარ და მინდა გვერდით მყავდე, მართალია შეიძლება ჩემს გრძნობას ჯერ ბოლომდე სიყვარული არ ერქვას მაგრამ მართლა მომწონხარ, ძალიან მომწონხარ.
ბევრი სეირნობის შემდეგ სახლში გაბრუებული მივედი რაც აშკარად არიყო მხოლოდ ალკოჰოლის ბრალი. დრო ვთხოვე რომ მოეცა და დავფიქრებულიყავი, ვხვდებოდი რომ ზუსტად ჩემნაირი იყო, მეც სწორედ ასე შემეძლო იოლად შემყვარებოდა და თავი დამეკარგა, მაგრამ შენარჩუნება უკვე მასზე იყო დამოკიდებული. რამდენიმე დღე ვთხოვე და ისიც ვთხოვე გამქრალიყო, მაგრამ ვეღარ მოითმინა და 9 საათი არიქნებოდა რომ მომიკითხა:
„მაპატიე, ვერ მოვითმინე, მენატრები“.
„ჩვენ ხომ შევთანხმდით?“
„ვიცი, ნია, მახსოვს, მაგრამ ჩემიც გაიგე ვერ ვითმენ“
მეც მინდოდა ყველაფერი გადაგვეწყვიტა მაგრამ არ მინდოდა ურთიერთობ ტყუილზე აგვეგო. საღამოს ბიჭებთან ერთად ვიჯექი, ირაკლი ჩემი ყველაზე ახლო ძმაკაცი იყო და დრო ვიხელთე დავლპარაკებოდი და რჩევა მეკითხა, ყველაფერი მოვუყევი და „გარფილდის“ თვალებით გავხედე რა ვქნათქო, გაეცინა.
-რას მეკითხები ადამიანო, ყურადრებიანი ბიჭი ჩანს თანაც ფაქტია მოგწონს, ხოიცი შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ, ჩემი აზრით უნდა სცადო, მაგრამ ხომ იცი ტყუილით დაწყებული არაფერი გამოდის, ამიტომ ჯერ გულახდილად დაელაპარაკე და ისე გამოვა, რომ მისი გადასაწყვეტი იქნება ენდომება თუარა შენთან ურთიერთობის გაგრძელება. მე ამას გირჩევდი.
ირაკლის ნათქვამმა დამაფიქრა სწორიც იყო, ჯობდა ყველაფერი მეღიარებინა და თითონ გადაეწყვიტა უნდოდა თუარა ჩემთან ერთად გარისკვა, იქნებ ავადმყოფი არაფერში ჭირდებოდა და თითონ მიმატოვებდა, ეს უკვე მარტო ჩემი გადასაწყვეტი აღარ იყო უკვე. როცა გადაწყვეტილება მივიღე დავმშვიდდი და შეხვედრაზე შევთანხმდით. ჩვენს ბედს ჩემი მონოლოგი გადაწყვეტდა...
შეხვედრა რიონის პირას დავთქვი, წყლის ყურება მაწყნარებდა და ჩემს სათქმელს უფრო ჩამოვაყალიბებდი, მირჩევნოდა ყველაფერი თავიდანვე მეთქვა და სანამ რამეს დავიწყებდით მანამდე დაემთავრებინა, თორემ რაც უფრო შევტოპავდი დაშორება მით უფრო გამიჭირდებოდა. როცა მოვიდა მე უკვე მდინარესთან ვიჯექი, ბედნიერი მოაბიჯებდა, არ იცოდა რა ხდებოდა და ჩემი ზარი ჩემს თანხმობას მიაწერა. გადასაკოცნად რომ დაიხარა ჩემს დაძაბულ სახეს მოკრა თვალი და გაოცებული დაჯდა:
-ნია რა ხდება?
-მოდი სანამ გადაწყვეტ ჩემთან ერთად ყოფნა გინდა თუ არა რაღაც უნდა მოგიყვე კარგი და გთხოვ სანამ არ მოვრჩები არ შემაწყვეტინო. _ღრმად ამოვისუნთქე და დავიწყე. -გახსოვს ალბათ წელიწად ნახევარი გერმანიაში რომ ვიყავი, იქ დარჩენას, სწავლის გაგრძელებას ვაპირებდი, მაგრამ როგორც ჩანს არ მეწერა, ერთი წელიც არ იყო გასული გაზრდილი ჯირკვალის გამო ოპერაცია გავიკეთე და ბიოფსიით დაადგინეს რომ სიმსივნე მქონდა_ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, _ ავთვისებიანი, ქიმიის რამდენიმე კურსი გავიარე, რამდენიმე თვე პარიკით ვიარე, ახლა უკვე თითქმის ორი წელია გასული ამ ამბიდან, მაგრამ შემოწმებას დღემდე გავდივარ, ამიტომ სულ ექიმებთან და ანალიზებზე მიწევს სიარული, ერთი კვირის წინაც იმიტომ დავრჩი თბილისში ვიზიტი მიწევდა._ ამოვისუნთქე და მხოლოდ ახლა შევძელი მისთვის შემეხედა, წარბ შეკრული მიმზერდა, უცებ მომეხვია და მთელი სხეულით მიმიხუტა.
-რა სულელი ბავშვი ხარ, და რა გეგონა ამას რომ მომიყვებოდი შემეშინდებოდა და გავიქცეოდი, შენზე უარს ვიტყოდი რაღაც დაავადების გამო თუ მითხარი რას ფიქრობდი?
-არვიცი, იქნებ ჩემნაირი ავადმყოფი არ გინდა გვერდით გყავდეს?
-გაჩუმდი, მეორედ ეგ სიტყვა აღარ გავიგონო, სწორედ ის ხარ ვინც ჩემს გვერდით მინდა იყოს, მითუმეტეს ახლა როცა დავრწმუნდი რომ ჩემსავეთ შენც პირველ ადგილზე სიმართლეს აყენებ. ჩემო პატარავ, მე სწორედ ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ და სულარ მაინტერესებს შენთან ერთად ექიმებთან მომიწევს სიარული თუ სხვაგან, მთავარია ერთად ვიყო, გვერდით ასე მედგე და არაფერი მომატყუო, ამ შემთხვევაში ყველაზე ძლიერი ვიქნები. _ აცრემლებულმა ავხედე და მის თვალებში ზუსტად ის დავინახე რასაც ვეძებდი, არა სიბრალული და შეცოდება, არამედ სიყვარული და სითბო. ბედნიერი მივეხუტე ისევ და ყურთან ვუჩურჩულე:-მიყვარხარ. ამ სიტყვაზე უფრო მიმიკრო და დიდხანს აღარ გამიშვა ხელი.
ამ ამბის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დათბა, შევთანხმდით, რომ ერთმანეთს არაფერს დავუმალავდით, არ მოვიტყუებოდით რაცარუნდა მწარე ყოფილიყო სიმართლე. დიდად არც ვჩხუბობდით, ერთმანეთს კარგად ვუგებდით. შეხვედრის ადგილად ჩემს სახლთან ახლოს მდებარე ბაღი იყო, იქ ერთი სკამი ამოვიჩემეთ და ყოველთვის იქ ვიჯექით. სწორედ ამ სკამზე ვიგემე პირველი კოცნაც, ვისაც ყვარებია სიმპტომები ყველას ემახსოვრება, ჯერ სურვილი, ვნება, ტუჩებზე მზერის გაშეშება, შეხება, ჟრუანტელი თხემიდან ტერფამდე, სიამოვნების განცდა, სურვილი რომ არასოდეს მოშორდე და ბოლოს სულ ოდნავი მორიდება. ყველაფერი იდეალურად მიდიოდა სანამ ერთ თვეში მისი დაბადების დღის აღნიშვნა რესტორანში გადაწყვიტა, სადაც მამამისი და მისი ყველა მეგობარი უნდა გამეცნო. სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ ჩვენს ურთიერთობას მართლაც დიდი სერიოზულობით უდგებოდა.
სანამ 12 ნოემბერი მოვიდოდა, მინდოდა მისთვის სიურპრიზი მომეწყო,რომელ მეგობარსაც ვიცნობდი ყველას ჩამოვურეკე და გავაფრთხილე ღამის 12 საათზე სახლში უნდა მივადგეთ და მივულოცოთთქო, ყველამ აიტაცა ჩემი იდეა, 11 იქნებოდა რომ შევიკრიბეთ, შამპანური, ფეიერვერკი და ქაღალდის გასასკდომი „მაშხალა“ გვამშვენებდა. 5 უკლდა 12ს სადარბაზოს შესასვლელთან რომ დავიმალეთ და ერთ-ერთმა ძმაკაცმა დაურეკა, აუ გიო საქმე მაქ რა ერთი წამით ქვემოთ ჩამოო. არანაირად არ გველოდა, როცა სადარბაზოდან გამოვიდა, ერთიანად ვიხუვლეთ გილოცაააავ, ამას შამპანურის გახსნის ხმა ქაღალდის „მაშხალის“ გასკდომა და შამპანურის წვიმა მოყვა, დაბნეული გვიყურებდა და უცებ ვერ მიხვდა რა ხდებოდა, 2 წუთში გახარებული მეხვეოდა და ყურში ბედნიერი ჩამჩურჩულებდა მადლობას.
საღამოსთვის ვარცხნილობა შევიცვალე, გამოვეწყვე და ტაქსით რესტორანთან მივედი, შესასვლელში მიცდიდა, უჩემოდ შესვლა არ უნდოდა. ჩემს დანახვაზე წარბები მოწონების ნიშნად აწია და ხელგაშლილი წამოვიდა:
-ასე არ ჯობიაა როგორ გიხდება._ გამიხარდა, მე ხომ მისთვის გამოვიპრანჭე. მამამისი გავიცანი, სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა, ასევე მისი მეგობრებიც, ყველა ბიჭი იყო, მხოლოდ ერთი მეგობარი ყავდა გოგო, რომელმაც თავიდანვე მიიქცია ჩემი ყურადღება. ზუსტად მის მოპირდაპირე მხარეს მომიწია დაჯდომა, რასაც ვიტყოდი სიგარეტის კვამლიდან გამჭოლი მზერით გამომხედავდა და აუცილებლად საპირისპიროს მტკიცებას დაიწყებდა, ცეკვის დროს ცდილობდა შუაში ჩაგვდგომოდა და ერთ-ერთ სიმღერაზე მოახერხა კიდევაც, ხელი მოკიდა გიორგის და მისკენ შეაბრუნა რომ ჩემთვის ზურგის შექცევა გამოსულიყო. ეს უკვე ბოლო წვეთი იყო, გიორგის მეგობრებს ღიმილით დავუქნიე თავი და გარეთ გამოვედი ცივი ჰაერი მჭირდებოდა, ეჭვიანობა ტვინში მირტყამდა, ჩემნაირ ადამიანს უბრალო ეჭვიანი არ ეთქმოდა, უსაშინლესად ეჭვიანი და მესაკუთრე მეთქმის, ვერ ავიტან ჩემსას ვინმე შეეხოს, ვიგრძენი გიორგიც გამომყოლოდა, ისე ვიყავი განრისხებული ტუჩები მოკუმული მქონდა თორემ ისეთ რამეს ვიტყოდი რასაც ვინანებდი.
-მასთან რამე გქონდა?_ ძლივს გამოვცერი, მისმა სიცილმა უარესად გამხადა.
-კარგი რა ნია, რა უნდა მქონოდა, მხოლოდ ვმეგობრობთ, კურსელია, ბევრჯერ ერთადაც გაგვითევია ღამე, ერთ საწოლშიც ვყოფილვართ, მაგრამ გეფიცები ზედმეტი არასდროს არაფერი ყოფილა, როგორც გოგოს არავინ უყურებს, ჩვენთვის ისიც ძმაკაცივითაა, მართალია შენი ეჭვიანობა მსიამოვნებს, მაგრამ არ მინდა ლამაზ თავში სულელური აზრები ჩაიხვიო.
ამჯერად დავწყნარდი, მის სიტყვებში მხოლოდ სიმართლე ჩანდა, აღარ გავძალიანებივარ, უკან შევბრუნდით და აღნიშვნა განვაგრძეთ. ჩვენი ურთიერთობა იდეალურად მიედინებოდა, თუ ყოველ კვირეულ ჩხუბს არ ჩავთვლით სისულელეებზე, რაც ზუსტად მაშინ ხდებოდა როცა ერთმანეთს ორი დღე ვერ ვნახავდით, ამ განრიგში ახალი წელიც უცებ მოვიდა, გერმანიაში ბევრი რამე ვისწავლე, მაგალითად ის რომ დასამალი არაფერი იყო, ამიტომაც სახლშიც მალევე გამოვაცხადე შეყვარებული მყავსთქო, ყველაზე შოკისმომგვრელი ეს ამბავი მამაჩემისთვის იყო, ჩემ დას საქმრო ყავდა და რამდენიმე თვეში ქორწილსაც გეგმავდნენ და ახლა უცებ მეც მივემატე. რამდენიმე წუთი ხმაც კი ვერ ამოიღო, ჩემი დაავადებით და მონატრებით ისე იყო ანერვიულებული ახლა ჩემი გეგმები გაუხდა საჯავრებელი ოჯახის შექმნაზე.
ახალ წელს ჩვენს სახლებში შევხვდით, ჩემი სახლი ცოტათი მაღლობზე იდგა ამიტომ სახლში ახალი წლის შეხვედრა ნიშნავდა ქუჩაში გოგონებთან ერთად დგომას, ფეიერვერკის გაშვებას და ზემოდან სხვისი ფეიერვერკებით დატკბობას.
აი ძველთ ახალ წელს კი ერთად შევხვდით, სიცივიდან ვკანკალებდით, მაგრამ მაინც ამაყად გადმოვყურებდით ბაგრატიდან სხვებს და სანახაობით ვტკბებოდით. პირველად მქონდა ასეთი ბედნიერი ახალი წელი, ზურგს საყვარელი დამიანი მითბობდა, ხელები როცა მიცივდებოდა თავისი ცხელი სუნთქვით მითბობდა და ჩემზე ზრუნავდა. ჩემს მშობლებს 27 წლის მერეც კი ისევე უყვართ ერთმანეთი როგორც დღეს და მათი შემხედვარე ყოველთვის ვოცნებობდი მეც შევხვედროდი ადამიანს, რომელიც შემიყვარებდა სწორედ ისეთს როგორიც ვარ, ცელქს, ბავშვურს, ნახევრად ბიჭურს, თამამს და აქტიურს. ყოველდღე ვეუბნებოდი ამისთვის უფალს, რომ მარგუნა ბედად ასეთი ადამიანი, ხშირად ვფიქრობდი როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება დაავადება რომ არ დამმართნოდა, ალბათ გერმანიაში დავრჩებოდი, იქ გავიცნობდი ვინმეს, და გერმანულ ტალღაზე აღზრდილი შვილები მეყოლებოდა, რომლებისთვისაც ქართული ჩვეულებრივი უცხო ენა იქნებოდა, ასეთი ფიქრების შემდეგ რა გასაოცარიც არუნდა იყოს ჩემი დაავადების მადლობელი ვიყავი, მან სამშობლოში დამაბრუნა და ჩემი ცხოვრების თანამგზავრი მაპოვნინა, ამას განსაკუთრებით მაშინ ვხვდებოდი, როცა გიორგის დავინახავდი და ვიგრძნობდი როგორ ვგრძნობდი თავს მისი შემხედვარე. ჩემი დღე ხომ მისი დილა მშვიდობით იწყებოდა და ღამე ტკბილი ძილის სურვებით სრულდებოდა.
რაცარუნდა სიცივე ყოფილიყო, ჩვენს ტრადიციას არ ვღალატობდით და თოვლშიც კი ჩვენს პარკში ვიჯექით, ირგვლივ სიცარიელე იყო მხოლოდ, რომელი ჭკუათმყოფელი დაიწყებდა შუა ზამთარსა და თოვლში გარეთ პარკში სეირნობას. შედეგად გიორგის გაციება მივიღეთ. ერთი კვირა ვეღარ ვნახე, მხოლოდ ინტერნეტში ვხედავდი. როგორც იქნა ერთი კვირაც გავიდა და ჩემი ნახვაც შეძლო, გულში უზღვავი სითბო ჩამეღვარა, როცა ჩემს ჭიშკართან ყვავილების დიდი თაიგულით და პირბადე აკრული დამხვდა. ყვავილები ჩემი სტიქიაა, ამიტომ ხშირად მანებივრებდა.
აღდგომის დღესასწაული ისე დადგა სერიოზულად არცერთ თემაზე გვქონდა ნაჩხუბარი, ერთმანეთს იდეალურად ვეწყობოდით, მე უნივერსიტეტში დავდიოდი, დღის მეორე ნახევარში მოსწავლეებს გერმანულში ვამეცადინებდი და საღამოს სასეირნოდ გავდიოდით. ცისკარზე დედიკოსთან ერთად ჩემს ტაძარში წავედით, იმ პერიოდში თბილისიდან ჩემი ძმაკაცი იყო ჩამოსული, ერთი სოფელი გვქონდა წყალტუბოში და იქედან ვიცნობდით ერთმანეთს ბავშვობიდან. მე, თაზო და ლაზარე თითქმის განუყრელები ვიყავით. მათი ხათრით ზაფხულს ძირითადად სოფელში ვატარებდი და დილიდან დაღამებამდე ერთად ვიყავით. რითი არ ვერთობოდით პატარა ბავშვებივით, მაყვალს დავკრეფდით და ჭამის ნაცვლად ერთმანეთს ვთხუპნიდით, ბაყაყებს გავბერავდით და წყალში გავუშვებდით, რამდენჯერმე სათევზაოდაც კი ვახლდი. თემო თბილისში ცხოვრობდა ამიტომ როცა იმერეთში ჩამოდიოდა ვცდილობდი სულ ერთად გაგვეტარებინა დრო. ამჯერად აღდგომისთვისაც მოასწრო ჩამოსვლა და რადგან ეკლესიაში ვიყავით, იქ გამოგვიარა ლაზარესთან ერთად, თან გიორგის გავიცნობო. მანქანაში ჩამჯდარი ვსაუბრობდით, ერთმანეთს იმდენად შინაურულად მივმართავდით ცენზურასაც კი არ ვიცავდით რაც მივხვდი გიორგის არ მოწონდა, მაგრამ მინდოდა მასთან ის ვყოფილიყავი რაც სინამდვილეში ვარ. ბოლო წვეთი კი თემო საქციელი იყო, როცა რაღაც ნათქვამზე გამიცინა, ოხ ნია შენ შენსას არიშლიო და მუხლზე ხელი დამადო და მომეფერა. თვალის კუთხით შევნიშნე როგორ გაწია გიორგიმ თავი ფანჯრისკენ, ყბები ერთმანეთს დააჭირა და მთელი ღამე ხმა აღარ გაუცია, არც ეკლესიაში შებრუნებულს, არც მაშინ როცა მე და დედა სახლში მიგვაცილა. ვერ ვხვდებოდი რა დაემართა, არ მიფიქრია, რომ ამ ყველაფერს გულთან ასე ახლოს მიიტანდა, დამავიწყდა როგორი მესაკუთრე იყო. ყველაფერს მეორე დღეს მივხვდი, როცა ირონიული ლაპარაკი და გადატანითი მნიშვნელობით საუბარი დაიწყო. რას წარმოდვიდგენდი, რომ წინ ჩხუბი გველოდა, რომელიც ჩვენს მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა...
სანამ ერთმანეთს არ შევხვდით ხმა არ ამოუღია, მაგრამ როცა მის წინაშე ღიმილით დავდექი და საკოცნელად გავიწიე, უკან დაიხია. გამიკვირდა ვერ მივხვდი რა ხდებოდა თემოს ასეთი საქციელისთვის ყურადღება არც მიმიქცევია ჩვენ ხომ და-ძმასავით ვიყავით, მაგრამ როგორც ჩანს გიორგის ეჭვიანობას საზღვარი გადაკვეთილი ქონდა, ეცადა ყვირილი არ დაეწყო და ხმადაბლა თუმცა მკაცრად დაიწყო:
-რა უფლებით ეფერება ვიღაც ბიჭი ჩემს საცოლეს შეგიძლია ამიხსნა?
-საცოლეს? ჯერესერთი ხელი არ გითხოვია საცოლედ რომ მაცხადებ და მეორეც, კარგი რა გიორგი იმდენი რამე მოგიყევი რა ახლო ურთიერთობაც გვაქ იმის დასამტკიცებლად და შენ მაინც ეჭვიანობ.
-შენ რა დამცინი? ნია ხედავდი მაინც როგორ გიყურებდა? შეგიძლია მითხრა რომ თქვენს შორის არასდროს არაფერი ყოფილა? ხომ დავდეთ პირობა რომ არ მოვიტყუებოდით? გელოდები_ეს შეკითხვა ყველაფერს აფუჭებდა, მივხვდი თუ გულახდილად ვუპასუხებდი შეიძლება დამეკარგა, მაგრამ ტყუილი ყველაზე მეტად მეზიზღებოდა.
-კარგი სიმართლეს გეტყვი, სანამ გერმანიაში წავიდოდი სურამში ვისვენებდი და თემო დიდი ხნის უნახავი მყავდა, ყოველ დღე მწერდა და მკითხულობდა, იქედან სოფელში ჩავდიოდი და ყოველდღე მეუბნებოდა მნიშვნელოვანი საქმე მაქვს აუცილებლად უნდა გნახო თუ შენ ვერ ჩამოხვალ მე ჩამოგაკითხავო, მაგრამ როგორც დავპირდი დროულად ჩავედი, მეგონა მეტყოდა, რომ მოვწონდი და ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ სრულიად მოულოდნელად შეიცვალა აზრი და მითხრა ჯობია მეგობრებად დავრჩეთ და ეს ურთიერთობა შევინარჩუნოთო, გამიკვირდა, ოდნავ მეწყინა, იმიტომ რომ სიყვარულის ახსნას ველოდი და თემოს როგორც ბიჭს ისე ვუყურებდი. მერე გავიგე, რომ ლაზარე დალაპარაკებია და უთქვამს რამე რომ არ გამოგივიდეთ მეგობრებადაც ვეღარ დავრჩებით და მე თქვენს შუა აღმოვჩნდებიო და თემოსაც დაუჯერებია. ამის გამო ლაზარეს ბევრი ვეჩხუბე ბედნიერება წამართვითქო, მაგრამ მალევე მივხვდი რომ ლაზარე სწორი იყო, მე და თემოს ერთმანეთი არ მოგვწონდა,ბავშვური რაღაც იყო მხოლოდ, მას მერე გიორგი 5 წელი გავიდა, გეფიცები ჩემს გულში შენს მეტი არავინაა, აქამდე ხომ მენდობოდი, არასდროს მოვიქცევი ისე, რომ გული გატკინო._ ამღვრეული თვალებით მიყურებდა, ხელი ლოყაზე დავადე როგორც უყვარდა, მაგრამ მომიშორა-და შენ ამბობდი არაფერი ხდებაო, გინდა დამარწმუნო რომ ოდესღაც ბიჭს რომელსაც მოწონდი ძმად უყურებ და ისიც დასავეთ გეფერება და ასრიალებს ხელებს შენს ფეხზე? მითუმეტეს როცა გვერდით შეყვარებული გიზის? _ ფეხზე ადგა და იროიულად ჩაიცინა_ ან ძალიან მიმდობი და მიამიტი ხარ ან თავს იტყუებ და გინდა მეც დამაჯერო იგივე ტყუილი_ და მისკენ გაწვდილი ხელი ჰაერში დამიტოვა. ისე წავიდა უკან არც მოუხედავს, სკამზე დამჯდარი ცრემლებს ვიწმენდდი და ვუცდიდი, მეგონა როგორც ფილმებში ისე მოხდება, მიხვდება ისევ აქ რომ ვზივარ მომაგნებს, ზურგიდან მომეხვევა და ლოყაზე მაკოცებსთქო, მაგრამ გიორგი არსად ჩანდა, დაღამებამდე ვუცდიდი მაგრამ მივხვდი თუ აქამდე არ მოვიდა არც მერე გამოჩნდებოდა, ამიტომ სახლისკენ მიმავალ გზას დავადექი თვალების წმენდით.
სახლში მისული ლოგინზე დავჯექი და მობილურს დავუწყე ყურება, თითქოს გაშტერებული ყურებით თითონ ვაიძულებდი დარეკვას. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მისი ნომერი ხელის კანკალით ავკრიბე, არვიცოდი ბოდიში რისთვის უნდა მომეხადა, მაგრამ ამის გამკეთებელიც ვიყავი ოღონდ გიორგი არ დამეკარგა. ყველაფერი გადამავიწყდა როცა ისეთი აგდებული ხმით მიპასუხა რა გინდაო როგორიც მისი პირიდან აქამდე არასდროს გამეგონა, ვთხოვდი მოესმინა მაგრამ მისი პასუხი ერთი იყო, „მაშინ დამირეკე როცა ყოფილ შეყვარებულს უახლოესი მეგობრების სიიდან ამოშლი“ და გამითიშა. მახსოვს, რომ თვალები დავხუჭე და ცრემლები თავისთვის წამომივიდა, არც მეგობრის დაკარგვა მინდოდა და მითუმეტეს არც გიორგის, ცრემლების შესამცირებლად ღრმად და ხშირად სუნთქვა დამივიწყე, დამავიწყდა, რომ ჩემთვის ასეთი ნერვიულობა საზიანო იყო, ეს მაშინ გამახსენდა როცა მივხვდი რომ სუნთქვა მიჭირდა. გაგუდვას რომ გადავრჩენოდი მთავარი იყო პირველ სართულზე მშობლებამდე ჩამეღწია, ხრიალით წავედი კედელ კედელ სამზარეულოსკენ სადაც დედა მეგულებოდა, წარმოდგენა არ მაქვს კიბეებზე მშვიდობით როგორ ჩავაღწიე, მაგრამ მახსოვს დედაჩემის წინ სკამზე დავვარდი და ამოვიხრიალე: დე...და... ვერ.... ვსუ....ნთქაავ.... მერე ბუნდოვნად მახსოვს ჩემი ბრძოლა სასუნთქი გზების გასახსნელად, დედაჩემი კივილი, უმწარესი წამლის პირში ჩასხმა რამაც გონზე მომიყვანა მაგრამ ხრიალი არ შემიწყვეტია, ჰაერს ვისუნთქავდი მაგრამ საკმარისად ვერა, მახსოვს მამაჩემის გაგიჟებული ყვირილი ტელეფონში ბავშვი მიკვდება 20 წუთი რათ უნდა სასწრაფოსო. ხელში ამიტაცა და დივანზე მიმაწვინა, თან სახეზე მეფერებოდა და მეორედ ვხედავდი მამაჩემის ცრემლებს, პირველად მაშინ წამოუვიდა როცა გერმანიაში მაცილებდა და არ იცოდა მეორედ როდის მნახავდა. ცოტა ჩავწყნარდი და ქუჩაც აკივლდა სასწრაფოს სირენის ხმით, სახლში ხანდაზმული ბაბუა მყავდა, ამიტომაც ყველამ იფიქრა ალბათ თამაზია ცუდადო მაგრამ რომ გაიგეს აქ ნიას გამო არიანო ჭიშკართან მეზობლების რიგი დადგა, ყველა უცდიდა ექიმის პასუხს რაიმე საშიში ხომ არ იყო, მაგრამ მათ ჩემზე სიმართლე არიცოდნენ, ოჯახის გარდა არავინ იცოდა რა მჭირდა. ექიმებს უფრო მოღონიერებული დავხვდი, დიაგნოზად ნერვული შეტევა ჩამიწერეს და დამამშვიდებელი გამიკეთეს, ისე ვიყავი გამწარებული ასეთი შიშის გადტანისთვის, სანამ წამალი იმოქმდებდა ბოლო ძალები მოვიკრიბე და შეტყობინება დავწერე: „ეს გინდოდა არა ცუდად გავმხდარიყავი და სასწრაფოებს ერბინა ჩემთან? ხოდა მშვიდად იყავი, ოცნება აგიხდა“ და გავაგზავნე. სულ მალე ნემსმაც იმოქმედა და უკვე ძილბურანში ვესაუბრებოდი ექიმებს და ნახევრად მესმოდა მათი ხმა, პარალელურად მობილურის ვიბრაციას ვგრძნობდი ფეხზე მაგრამ არ ვპასუხობდი მინდოდა ჩემსავეთ მასაც ეგრძნო შიში ისე ვიყავი გამწარებული. ყველა მოვატყუე გამოცდები მაქვს, ერთი საგანი კარგად ვერ ვისწავლე და ვინერვიულეთქო. წასვლის წინ ექიმმა კატეგორიულად დამიქნია თითი მეორედ ასე თუ ინერვიულებ შეიძლება ვეღარც მოგისწრო და ამიტომ თავს გაუფრთხილდიო. დაძინება მინდოდა მაგრამ ტელეფონი არ ჩერდებოდა, კიდევ რამდენიმე წუთი არ ავიღე, მაგრამ ბოლოს შემეცოდა და ვუპასუხე. სწორედ მაშინ ვიგრძენი როგორ დამაჟრიალა როცა ჩემი საყვარელი, მონატრებული, შეშინებული, თბილი ხმა გავიგონე:
-ნია სად ხარ როგორ ხარ? ახლა ხომ ხარ უკეთ?

მეორე დღიდან ურთიერთობა ისე გავაგრძელეთ, ვითომ არც არაფერი მომხდარა, მაგრამ ზოგჯერ მის მზერას ვიჭერდი და ვხვდებოდი, რომ ეშინოდა. მახსოვს იმ ღამით 3 საათი იქნებოდა მომაკითხა მაგრამ სანახავად გასვლა არც მიფიქრია, ჩემები არ გამიშვებდნენ, ერთი საათი ჩემს სახლთად იდგა, როგორ მოგვიანებით მითხრა ასე თავს ჩემთან უფრო ახლოს გრძნობდა, თემოს შესახებ აღარ გვისაუბრია, მაგრამ ვიცოდი, რომ ერთ დღესაც მოგვიწევდა და არ მინდოდა ისევ ჩხუბით დამთავრებულიყო.
ზაფხული და ჩემი დაბადების დღე ისე მოვიდა ამ თემას არ შევხებივართ და აღარც გვიჩხუბია, მაგრამ დაბადების დღის წინ მოგვიწევდა, რადგან თემომ დამირეკა ჩამოვდივარ როგორ შეიძლება შენი დაბადების დღე გამოვტოვოო. გიორგის სანახავად საღამოს ჩვენ პარკში გულ გახეთქილი მივედი, მეშინოდა ისევ იგივე სცენა არ გამეორებულიყო, ვეცადე რაც შემეძლო წყნარად ამეხსნა ყველაფერი და როგორმე ჩემიც გაეგო, რომ მეგობრის დაკარგვა არ მინდოდა.
-პატარა, რაღაცას გეტყვი ოღონდ გთხოვ წყნარად დავილაპარაკოთ კარგი? _ ჩემზე მოხვეული ხელი ჩამოიღო და ამოიოხრა.
-ჩამოდის არა?
-გთხოვ ასე ნუ ეჭვიანობ, მას შემდეგ 5 წელი გავიდა, გეფიცები მიყვარხარ, სანერვიულო არაფერი გაქვს, ისიც შეყვარებულთან ერთად იქნება. გთხოვ ჩემი ხათრით კიდევ ერთი შანსი მიეცი.
-კარგი, ოღონდ თუ ისევ რაიმე გამეორდა იცოდე რომ ამჯერად შენი ხათრითაც კი არ მოვითმენ.
რადგან დავითანხმე უკვე მშვიდად ვიყავი, ორი დღე იყო დარჩენილი და გიორგის საჩუქარზე ვფიქრობდი, მის ასარჩევად ერთ საღამოს თვალებ გაბრწყინებული გამექცა და უკან მობრუნებული უბედნიერესი იყო. იმდენად ხშირად მეძახდა სხვების თანდასწრებით საცოლეს, რატომღაც მეგონა ბეჭედს მაჩუქებსთქო, თუმცა იმედგაცრუებას ვერიდებოდი და ხშირად არ ვფიქრობდი ამაზე. აღნიშვნა მდინარის პირას გადავწყვიტეთ. გიორგის გზად ჩემი დაქალი უნდა წამოეყვანა, რის გამოც საკმაოდ დააგვიანდა და შესახვევთან მომლოდინე ყოველ 2 წთში ვურეკავდი სად ხართქო. როგორც იქნა გამოჩდნენ და გაბუტული ჩავჯექი.
-გიორგი ყვავილებიც კი არ გიყიდიაა?
-და როდის მომესწრო ძვირფასო მარჯვენა ყურში რომ ჩამყვიროდი გვაგვიანდებაო თუ მარცხენაში იცოდე აღარ დაგიცდიო? ვეღარ გავჩერდით ამიტომ უკან რომ დავბრუნდებით მაშინ მოგართმევ თქვენო აღმატებულებავ.
-არ მინდა მერე, მე ახლა მინდოდა_ პატარა ბავშვივით დავაბაკუნე ფეხები და ამჯერად დაქალს შევუბრუნდი_ რა გჭიდა ადამიანო ასე რომ დაიგვიანე?
სანამ ხატია მიპასუხებდა გიორგიმ გადაარჩინა: -ანუ იმდენი ხანი იყვირებ რომ ჩემი საჩუქარი ვეღარ მოგცე?_ იმდენად მაინტერესებდა უცებ გავჩუმდი და გავხედე._ რადგან გამებუტე ყოველგვარი ცერემონიის გარეშე მიიღებ_ და პატარა ოქროსფერი ყუთი, ბანტით შეკრული ხელებში მესროლა. შევუბღვირე მაგრამ ისევ ყუთს დავხედე, ბანტი ფრთხილად მოვაძვრე და გავხსენი, ორი წუთი გაოცებული დავყურებდი, ხატია ისე გაისუსა ვერ იგრძნობდი უკან თუ გვეჯდა, გიორგიმ ანთებული თვალებით გადმომხედა: - აბა რას იტყვი პატარა, კი თუ არა?
-ღმერთო გიორგი ყველაზე არარომანტიული ადამიანი ხარ ვინც კი შემხვედრია, მაგრამ მაინც უზომოდ მიყვარხარ ასე რომ კიიიიიიიიი. გიორგის და ხატიას ყვირილი კვალად რჩებოდა ჩვენი გავლილი მანქანიდან. ულამაზესი ბეჭედი იყო, მრგვალ ოქროს რგოლზე, ოქროთი მოპირკეთებული გულის ფორმა იყო, რომელიც წვრილ-წვრილი ბრილიანტის თვლებით იყო მორთული. ქუთაისის გასასვლელში ჩემი და და დარჩენილი მეგობრები ჩავიჯინეთ და წესიერად არც იყვნენ მოთავსებული ხელი რომ ავუწიე. ამ საქციელს მათი კივილი მოყვა რაც საქორწილო მარშში გადაუვიდათ თუმცა ნოტები მალე აერიათ.
დროს მხიარულად ვატარებდით, ზოგმა იბანავა ზოგი კოცონს ვანთებდით, მე და ირაკლიმ სიმინდები მოვიპარეთ შესაწვავად, თემო და გიორგი ჩემდა გასაკვირად მწვადებს ერთად წვავდნენ, როცა ამას შევხედე გამეღიმა და მივხვდი ამ ყველაფერს გიორგი მხოლოდ იმიტომ ითმენდა და აკეთებდა ჩემთვის რომ ესიამოვნებინა, ორმაგად შემიყვარდა იმ წუთას თუ ეს საერთოდ შესაძლებელი იყო და მივხვდი, რომ ბავშვობის ოცნება ამიხდა და სწორედ ისეთ ადამიანს დავთანხმდი ცოლობაზე, სიცოცხლის ბოლომდე რომ ვეყვარები. გამეღიმა , როცა მისი მზერა დავიჭირე და ეს მზერა სიყვარულით იყო სავსე, იმ წუთას ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი.
სახლში დაბრუნებული საჩუქარს ამაყად ვაფრიალებდი და ვხედავდი როგორ მიყურებდნენ ჩემები, ბედნიერები თუმცა ამავდროულად მოწყენილები. ჩემ დას ქორწილი უკვე გადაწყვეტილი ქონდა, მხოლოდ ჩემს სასიძოს ვუცდიდით , საზღვარგარეთ იყო წასული სამუშაოდ, რომ ფული დაეგროვებინა და ცალკე გადასასვლელი სახლი გაერემონტებინათ. ზუსტად არ ვიცოდით როდის დაამთავრდებდნენ რემონტს, ამიტომ მე და გიორგიმ სექტემბერი მოვილაპარაკეთ, თუმცა ორი თვით თქმა ჯერ არ გვინდოდა, ამიტომ საიდუმლოდ შევინახეთ და სწორედ აქ დავუშვით შეცდომა.
საღამოობით მე და გიორგი ძირითადად ისევ ჩვენ პარკში ვიჯექით, თუმცა ცოტა სიგრილეში ფეხით სეირნობაც გვსიამოვნებდა და მთელ ქალაქს შემოვივლიდით ხოლმე, რა თქმა უნდა სანამ ჩემი კომენდატის საათი ჩამოკრავდა სახლში წადიო. მართალია დანიშნულები ვიყავით, მაგრამ მამაჩემისთვის სულერთი იყო, ზაფხულში ათამდე, ზამთარში კი 9 საათამდე მქონდა სეირნობის დრო, რაზეც მე და გიორგი სულ ვიცინოდით, თუმცა წესს ყოველთვის ვიცავდით და სახლშიც დროულად მივყავდი, რითიც მამაჩემის დიდი პატივისცემა დაიმსახურა.
როგორც იქნა აგვისტოს შუა რიცხვებიც მოვიდა და მე და გიორგიმაც გადავწყვიტეთ ჩვენი გადაწყვეტილება სახლებში გვეთქვა. იმ საღამოს ჩემებს ერთად ვერ მოვუყარე თავი, ამიტომ გიორგის მივწერე ხვალ საღამოს დაველაპარაკები და შენც მოიცადეთქო.
მე და ანას ერთი ოთახი გვაქ, რაც თავი მახსოვს სულ მხიარულება გვაქ და სულ გვეჩხუბებოდნენ შუქი ჩააქვრეთ და დაიძინეთო. სამაგალითო ურთიერთობა გვქონდა, ჩემი და ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს, როცა გერმანიაში გავემგზავრე, მახსოვს ცხარე ცრემლით ტიროდა, როდესაც დაავადება დამიდგინეს, მას და მამას ერთად ვუთხარი, თვალში ვხედავდი როგორ ღრიალებდა ტირილიდან ლოგინზე დამჯდარი, როგორ მიატოვა ყველაფერი და 2 დღეში ჩემთან გადმოფრიდა როცა მჭირდებოდა. ვცდილობდით ყველანაირად გვერდში დავდგომოდით ერთმანეთს, ასევე იყო როცა მომავალი საქმრო გაიცნო, ამიტომაც ორმაგად სასიხარულო იყო დილით ვიღაცის მზერით რომ გამეღვიძა. ვხვდებოდი საკმაოდ ადრე იქნებოდა, მაგრამ იმდენად მომშტერებოდნენ ვერაფრით გავაგრძელე. თვალგახელილს ანას გაბადრული მზერა დამხვდა, რაც ბიჭი წაუვიდა მის მერე ასე ბედნიერი აღარ მენახა, ამიტომ წამში გამოვფხიზლდი და წამოვჯექი.
-ჰე რამოხდა ამოთქვიიი
-თორნიკემ დამირეკა, ერთ კვირაში ჩამოდის, სექტემბერში ქორწილი გვექნებაა_ და ტაში შემოკრა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, რაც თორნიკე წავიდა წესიერად აღარც გაუცინია ახლა როგორც იქნა ისევ ბედნიერს ვხედავდი. ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ლოგინზე ხტუნვა დავიწყეთ, მანამ ვკიოდით სანამ მთელი ოჯახი არ შევყარეთ და ახალი ამბავიც არ გავაგებიეთ. ყველა ისეთი ბედნიერი იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ანას ვხედავდით ბედნიერს. ჩემი ქორწილი ავტომატურად უნდა გადადებულიყო და ახლა ამ ამბის აღნიშვნის შემდეგ ვფიქრობდი როგორ მეთქვა ეს ყველაფერი გიორგისთვის გული რომარ დაწყვეტოდა. სხვა გზა არ გვქონდა, მათ ჩვენზე ადრე გადაწყვიტეს დაქორწინება და ვერაფრით წამოვხტებოდი და ვეტყოდი არა გინდა თუ არა ჯერ მე უნდა გავთხოვდეთქო, ამიტომ ჩემი ქორწილი გაურკვეველი ვადით გადადებას საჭიროებდა....
-ჩვენი ბრალია თავიდანვე უნდა გვეთქვა.
-არა პატარა რა მნიშვნელობა აქვს როდის ვიტყოდით, ანა პირველი დაინიშნა და მას მერე სულ იმას ამბობდნენ როგორც კი თორნიკე ჩამოვაო, ამიტომ უფლება არ გვაქ ჩავუშალოთ, რა პრობლემაა ცოტა ხნით გადავდოთ ჩვენი და როგორც კი ოდნავ ჩაწყნარდება სიტუაცია მოვილაპარაკოთ და ახალი თარიღი დავთქვათ_გავუღიმე და ტკბილ ტუჩებს ვეამბორე, მივხვდი ეწყინა თუმცა არ გაბრაზებულა, ან რატომ უნდა გაბრაზებულიყო დანიშნულები ვიყავით, ჩემი საქმრო ერქვა, ერთად ვიყავით და მთავარია ერთმანეთი გვიყვარდა. სხვას ყველაფერს მოვაგვარებდით, რა თქმა უნდა ერთად.
ანას ქორწილისთვის მზადება დავიწყეთ, ჯერ გიორგის საყიდლები მოვილიე, რომ ჩემთვის და ანასთვის მეტი დრო დამეთმო, არც ერთი კაბის მოსინჯვა არ გამომიტოვებია, მოდელიც ერთად ავარჩიეთ, ვარცხნილობასაც და მაკიაჟსაც იქვე აკეთებდნენ, ამიტომ სხვაგან ძებნა აღარ დაგვიწყია და ყველაფერი იქვე შევარჩიეთ, ბინის რემონტშიც ერთად ვიყავით ყველა ჩართული, ერთ დღეს თუ შპალერს ჩამოვხევდით, მეორე დღეს ახალს ვაკრავდით, საძინებლის საღებავის ფერიც ექსპერიმენტის წყალობით მივიღეთ და ისიც ჩვენვე შევღებეთ, კარგადაც ვერთობოდით და მათაც ვეხმარბოდით თავიანთი ბუდის მოწყობაში. ასე გართობა-სიცილსა და საქმის კეთებაში 25 სექტემბერიც მოვიდა.
დილით 6 საათზე წავედით სალონში, ბევრი დრო გვინდოდა, რადგან ანა, მე ნათია და ანას მეჯვარეც ერთად ვიკეთებდით ვარცხნილობასაც და მაკიაჟსაც, 11 სრულდებოდა ანა კაბის ჩასაცმელად რომ გავიდა, 12ზე სახლშიც მივაღწიეთ და გამზადებულ ანას შემოეხვია მთელი სანათესაო ვინც უკვე მოსული დაგვხვდა და მე კივილით გამატარეს მაგვიანდება კაბა არ ჩამიცვამსთქო. გიორგიც უკვე მელოდა, საშინლად სიმპატიურად გამოიყურებოდა, წვერ გაპარსული სულ სხვა ადამიანი იყო, კლასიკურ ლურჯ პერანგსა და შავ შარვალში გამოწყობილი, როცა ვუყურებდი მეამაყებოდა, რომ ჩემი საქმრო იყო. მასაც ზუსტად იგივე მზერა ჰქონდა ჩემს დანახვაზე როგორიც წუთის წინ მეც, წითელი, ზურგ ამოჭრილი სქელი ატლასის კაბა მეცვა, ზურგზე დიდი წითელი ბანტით და მუხლამდე ოდნავ გაშლილი, მართლაც მიხდებოდა. შავი მაღლები შევუხამე ბრჭყვიალა კლასიკურ ჩანთას და მეც სტუმრებთან გავედი. გიორგის დიდხანს მარტო ვერ დავტოვებდი, დღეს ჩემს მთელ სანათესაოს გაიცნობდა და ცოტათი ნერვიულობდა.
ჯვრისწერამ კარგად ჩაიარა, მე ჩემი თავი კერძო ფოტოგრაფად დავაყენე და ვცდილობდი ყველა მომენტი გადამეღო, ვაი და ფოტოგრაფს რამე გამორჩენოდა, გიორგი დამცინოდა და ფოტოგრაფად ქცევის შანს არ მაძლევდა. ერთად კარგ დროს ვატარებდით, ვგრძნობდი როგორი ბედნიერი ვიყავი რომ ვიპოვე, ჯვრისწერის დროს როცა ჩემს დას და სიძეს თავზე გვირგვინები დაადგეს, ხელი წელზე ჩუმად შემომხვია ოდნავ მიმიკრა და გაბრწყინებული თვალებით დამხედა:
-ერთი სული მაქვს როცა თეთრ კაბაში გნახავ, ხელს მოგკიდებ და აღარასოდეს გაგიშვებ, ჩემთან წამოგიყვან და ცხოვრების ბოლომდე გვერდით დაგიყენებ, ყოველ წუთს ვეცდები გაგაბედნიერო, მარტო იმიტომ, რომ აი სწორედ ასეთი თვალებით მიყურებდე მთელი ცხოვრება, ოღონდ აი ამ ცრემლის გარეშე_ და ცრემლი მომწმინდა, ვერც მივხვდი რომ ვტიროდი, უბრალოდ ბედნიერი ვიყავი, არ ვიცოდი ასეთ დროს, ასეთ სიტყვებზე რა პასუხი უნდა გამეცა, ამიტომ უბრალოდ თავი მივადე და ვუჩურჩულე:
-გმადლობ, რომ არსებობ.
საღამომ მხიარულად ჩაიარა, რაცარუნდა გასაკვირი იყოს თაიგული მე მხვდა წილად, გამეცინა და გიორგის გავხედე ტაშს მიკრავდა და მიცინოდა, როცა ისევ გვერდით მივუჯექი ამჯერად თაიგულით მიჩურჩულა: ისევ ეს თუ გვიშველის თორემ დავრჩებით ასეო. კარგად გავერთეთ, ბევრი ვიცეკვეთ, ნათესავებსაც ბევრი ვეფერე აჭარულზე და რაჭულზე ფეხშიშველმაც ვიცეკვე და ბოლოს ნელი სიმღერაც გაისმა. გიორგის ხელი დავავლე და საცეკვაოდ გავიყვანე, ცეკვა არ უყვარდა, თუმცა ჩემთან ერთად ცეკვაზე უარს არ იტყოდა და ნელა რხევაც დავიწყეთ, ბოლოს გავთამამდით და სიცილით ის ილეთებიც კი გავიმეორეთ კინოებში რომ გვქონდა ნანახი, ბედნიერად ვიცინოდით და დატრიალების შემდეგ მის მკლავზე გადაწვენაც მომწონდა. ერთი ასეთი შესრულების დროს დედაჩემის ცრემლიანი თვალები, რომ მომხვდა თვალში გაოცებული გავხედე. დედაც და მამაც გვერდიგვერდ იდგნენ, დედა ჯერ ანას უყურებდა, მან ხომ რამდენიმე საათის წინ საკუთარი შვილი გაათხოვა, რომელსაც ვეღარ აკოცებდა ყოველ საღამოს შუბლზე და ტკბილ ძილს უსურვებდა, დაურეკავდა შესახვევთან დამხვდიო როცა მძიმე ჩანთებით მოდიოდა ბაზრიდან, ვეღარ თხოვდა დახმარებას საოჯახო საქმეებში, მას ახლა საკუთარი ოჯახი ყავდა მოსავლელი და ქმარი, რომელთანაც იცხოვრებდა, ბედნიერი იქნებოდა და უკვე მასთან ერთად გაატარებდა საღამოებს. შემდეგ მე გადმომხედეს, დედას გაეღიმა, როდესაც დამინახა როგორი ბედნიერი სახით ვიყავი გიორგიზე აკრული და ისიც ხელს არ მიშვებდა. მამამ ვეღარ მოითმინა, ჩვენსკენ წამოვიდა, ხელი მომხვია და თავზე მაკოცა, გიორგის კი ბეჭებზე დაარტყა ხელი და ყურში უჩურჩულა თვალის ჩინივით გაუფრთხიოლდიო.
რაც ჩემი ავადმყოფობის გამო ჩემმა ოჯახმა გადაიტანა, არიყო იოლად დასავიწყებელი, მახსოვს როგორ ამბობდა მამაჩემი იმ მომენტში მივხვდი რას ნიშნავს სისხლის გაყინვა ძარღვებშიო, მახსოვს როგორ მაშინვე დაიწყო ჩემმა დამ საბუთების შეგროვება რომ მაშინვე გამოფრენილიყო, ისიც მახსოვს როგორ უმალავდნენ დედაჩემს ჩემ ამბავს 2 კვირა და ატყუებდნენ ოპერაციის შემდეგ აკონტროლებენ და მიტო წევს საავადმყოფოშიო. ანა მიყვებოდა როგორ დაიწყო ერთ დღეს დედაჩემმა კივილი გამაგებინეთ რა ჭირს ჩემს შვილს ასე მუმიებივით რომ დადიხართო და როგორ ჩაკეცილა სიმართლის მოსმენის შემდეგ. ვერავინ მიხვდება რა რთული იყო მათთვის სკაიპის თვალით ეყურებინათ როგორ ებრძოდა მათი შვილი სიმსივნეს, როგორ იკეთებდა ქიმიის ერთ-ერთ პრეპარატს დიდი ნემსით და როგორ უსმენდნენ კიდევ ჩემს დამამშვიდებელ სიტყვებს, რომ კარგად ვიყავი და არაფერი მიჭირდა, უაზროდ ვიცინოდი და მათ გამხიარულებას ვცდილობდი, სინამდვილეში ყოველ სამზარეულოში გასვლაზე გული მიკვდებოდა, რადგან განყოფილებაში ყველაზე ახალგაზრდა და „ჯამრთელი“ პაციენტი ვიყავი. ექიმებსა და ექთნებს ჩემს ოთახში ჯდომა უყვარდათ და ისე დამიახლოვდნენ ოთახის მეზობლებსაც კი ისე მირჩევდნენ რომ არ გამჭივებოდა. სულ ვუცინოდი, ჩემი ცრემლი არასდროს ენახათ და უყვარდათ სამუშაოდან გადაღლილი ჩემს ოთახში რომ დაისვენებდნენ და სახალისო ამბებს ისმენდნენ, ეს ჩემთვისაც კარგი იყო, გერმანულსაც ვიუმჯობესებდი და განწყობასაც ვიმაღლებდი. გერმანულად ის გავითავისე სამედიცინო ტერმინები, მაწვალებდნენ კიდეც დარჩი ჩვენთან ექთნად დაგვეხმარებიო, თუმცა ქიმიის დასრულებისთანავე ექიმის მოთხოვნა არ გავითვალისწინე და თვითმფრინავის ბილეთი ვიყიდე. მკურნალი ექიმი მიმტკიცებდა 1 კვირის დამთავრებული გაქვს ქიმია და არვიცი წნევის ცვალობადება გულზე როგორ იმოქმედებს შეიძლება ცოცხალი ვერც გადარჩეო, მაგრამ იმდენად ვიყავი გადაღლილი და მშობლების ჩახუტება იმდენად მჭირდებოდა არავის მოვუსმინე და ბედად გადავრჩი.
ვხედავდი ჩემი მიზეზით გატანჯულ მშობლებს, რომლებიც აცრემლებული, თუმცა ბედნიერი თვალებით მიყურებდნენ და ხვდებოდნენ, რომ გამიმართლა, ჩემი წინასწარმეტყველება ოჯახს ვერასდროს შევქმნითქო არ ახდა და ვიპოვე ადამიანი, რომელსაც სწორედ ისეთი ვუყვარდი და ვჭირდებოდი როგორიც ვიყავი. ყოველგვარი ტყუილისა და გამონაკლისის გარეშე...
მეორე დილით ცარიელ საწოლში რომ გავიღვიძე დავფიქრდი რას ნიშნავდა ჩემი დის გათხოვება, დილაობით ჩვენი კივილით და ჩხუბით ვის რა ტანსაცმელი უნდა ჩაეცვა სამსახურამდე ჩვენს მშობლებს ვეღარ შევყრიდით, საღამოობით ჭორაობაში ვეღარ ჩავიძინებდი და ზამთრის ყინვაში საბანში ვეღარ შევუძვრებოდი გასათბობად, ყოველ წუთს მენატრებოდა და ტელეფონზე ვიყავი დაკიდებული ახლა რაშვები და ახლა რას აკეთებთქო, ბოლოს სიცილით დამემუქრა იცოდე აღარ გიპასუხებო. მეც დავფიქრდი და რეკვას თავი დავანებე, მათაც ხომუნდოდა ცოტა ხანი მარტო ყოფნა ოქტომბერში ისედაც მოსწავლეებს ვიწყებდით და მაინც მოუწევდა ხშირად ჩვენთან ამოსვლა და მეც ვნახავდი.
ჩემი დის წასვლის შემდეგ გიორგისთან ყოფნის სურვილი გამიასმაგდა, ცარიელ მხარეს რომ გადავხედავდი წარმოვიდგენდი, როგორი შეგრძნება იქნებოდა დილით თვალგახელილს გიორგის რომ შევხედავდი, ან კოცნით რომ გამომაღვიძებდა, საღამოს მის გულზე თავ დადებული დავიძინებდი და როგორც მიყვარს ცხვირს კისერში ჩავუყოფდი, ვიგრძნობდი როგორ გააჟრიალებდა და წელზე ხელს მოვხვევდი ბოლომდე რომ მეგრძნო მისი გვერდით ყოფნა. ჩემი ნება რომ ყოფილიყო ერთ თვეში ქორწილს დავნიშნავდით, მაგრამ პატარა არ ვიყავი და ვხვდებოდი, რომ ჩემს მშობლებს ცოტა ამოსუნთქვა ჭირდებოდათ.
ჩემმა სიძემ მუშაობა ბანკის დაცვაში დაიწყო, ანა სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა და დღის მეორე ნახევარში ჩვენთან მოსწავლეები ყავდა, მე დილით უნივერსიტეტი დღის მეორე ნახევარში ასევე მოსწავლეები, ყველაფერი თითქმის თავის კალაპოტში ჩადგა, ანას თითქმის ყოველდღე ვნახულობდი, თუმცა როგორც კი წამოდგებოდა მოვრჩი და წავედიო მაშინვე მენატრებოდა. ორი თვე იქნებოდა ალბათ გასული, ჩემ სიძესთან ერთად რომ შემოვიდა ოთახში, მე გამოცდისთვის ვემზადებოდი:
-აბა რას შვება ჩვენი საყვარელი დეიდა???
-რავი ან ისეთი საზიზღა...... _ და უცებ ავხედე_ დეიდაა? რა დეიდა? ვაიმე მე დეიდა? ანუ დეიდა? მოიცა დეიდა ვიქნებიიიიი_ და სიტყვის ჩაკვეხების უფლებაც არ მივეცი ისე დავიწყე ხტუნვა და გავექანე რომ ამყოლოდა თუმცა უცებ გამახსენდა
-რა სულელი ვარ რა ხტუნვა, დეიდას ყველაზე მეტად ეყვარები ჩემო სიყვარულოოოო _ჩავძახე მუცელს და კუნტრუში დავიწყე_დედიკომ ან მამიკომ იცის?
-არა ნია ახლა მოვდივარ ექიმიდან, პირველი შენ აღმოჩნდი_ და თვალი ჩამიკრა. ჭკუაზე არ ვიყავი ისე მიხაროდა, ჩემი დის ნაწილი უნდა გაჩენილიყო, თითქმის ჩვენნაირი, უკვე ვოცნებობდი როგორი იქნებოდა, ნეტა გოგო თუ ბიჭი? რა მნიშვნელობა იქნებოდა რომელი, მაგრამ რატომღაც პირველ რიგში გოგო წარმოვიდგინე, თავზე პატარა პალმას რომ გავუკეთებდი და ჩემნაირ გიჟს გამოვზრდიდი.
საღამოს დედიკო მოვიდა და მამას აღარ დავუცადეთ ისე ვანიშნე ანას და მანაც უცებ დაიწყო: - ისე დე ბებიობის კვალზე ახალგაზრდულად გამოიყურები_ და გაუცინა, ჩემგან განსხვავებით დედა მაშინვე მიხვდა, აცრემლებული მოეხვია ანას და ყურში უჩურჩულა გილოცავო, აი მამიკოს ჩემზე მეტად გაუჭირდა მიხვედრა, ჩვენ ვიცინოდით ის კი ჩვეულებრივად გვპასუხობდა ვითომ ბაბუა სულარ ესმოდა. ბოლოს ალბათ 5ჯერ ნათქვამი ბაბუის შემდეგ უცებ გაჩუმდა და ძლივს მიხვდა რაც ხდებოდა. ყველა ისე ბედნიერები ვიყავით, ჩვენს ოჯახს პირველად ემატებოდა ახალი წევრი.
გიორგისთან ამაღლებული განწყობით მივედი, მაშინვე გავუზიარე ახალი ამბავი, ძალიან გაუხარდა, მეორედ გავხდები ბიძა რა მაგარიაო. ჩვენს ქორწილზე ხმას ვერ ვიღებდით არცერთმა ვიცოდით მოვლენები როგორ განვითარდებოდ. უკვე ზამთარი იყო, ამიტომაც ადრეც ღამდებოდა და საკმაოდაც ციოდა. იმ დღეს დიდხანს არ გავჩერებულვართ, სახში მალევე წავედით და ალბათ სწორედ ამიტომ სახლში მისულმა ეზოში გადაწყვიტა ცოტა ხნით ბიჭებთან გაჩერება. 10 იქნებოდა რომ დამირეკა:
-გისმენ სიყვარულო_მოვეფერე და ხმა დავარბილე
-ნია ილიას იცნობ?
-ილია? რომელი ილია?_ რაღაც გვარი მითხრა და მაშინვე გამახსენდა
-ა კი პატარა როგორ არა, ჩემი და მისი დის მეჯვარე იყო და ქორწილში გავიცანი.
-მერე არ უნდა გეთქვა?_ და გაბრაზებულმა გამითიშა. ტელეფონს დაკვირვებულმა დავხედე, მე რავიცოდი თუ ისიც იცნობდა? თან ილია ბოლოს 5 წლის წინ ან უფრო დიდი ხნის წინ მყავდა ნანახი და წლები იყო ურთიერთობა არ გვქონია, სულ ორჯერ მყავდა ნანახი. დავიბენი, ვერ გავიგე რა ხდებოდა. გადავურეკე მაგრამ არ მიპასუხა, არც შეტყობინებაზე მპასუხობდა. ვერ გავიგე რაზე გაბრაზდა ილიას რომ ვიცნობდი? რა სულელური მიზეზია, დიდი ხანია არ გვიჩხუბია და თემად ყველაზე უაზრო აირჩია. როგორც იქნა დაწოლის წინ მომწერა, არც ტკბილი ძილი, არც მიყვარხარ, არც ლამაზი სიზმრები, უბრალოდ „ვიძინებ“ და მორჩა. ამაზე სულ გავგიჟდი, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? გადავურეკე მაგრამ ტელეფონი უკვე გამორთული დამხვდა. ისე გავბრაზდი ნორმალურად ვერც დავიძინე, მთელი ღამე ვბორგავდი და საშინელ სიზმრებს ვხედავდი.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა, ალბათ მარტო დარჩენა უნდოდა, მხოლოდ 5 წუთით რთავდა ტელეფონს რომ არ მენერვიულა და ეთქვა, რომ კარგად იყო. რომ ვკითხე თუ მნახავ საღამოსთქო უარი მივიღე, საქმე მაქვს არ მცალიაო და ისევ გაქრა. მთელი დღე სახლში ვიჯექი, უაზროდ დავყურებდი ტელეფონს, გასაგებია გაბრაზებული და ნაწყენი იყო მაგრამ მცოდნოდა მაინც რაზე. ნუთუ იმაზე, რომ ადამიანს ვიცნობდი? ესეც უნდა შემერჩია ვინ გამეცნო და ვინ არა? კარგი ვთქვათ არ იყო ეს ილია კარგი ადამიანი, საიდან უნდა მცოდნოდა? ორჯერ მყავდა ნანახი, მართალია მისი ჭკუით მოწერა დამიწყო და ლაპარაკი, მაგრამ მხოლოდ 2 თუ 3 დღე, დიდად არ მესიამოვნა არც მისი ლაპარაკის მანერა და არც სიტყვები და ეს ნაცნობობაც შეწყდა. საწყლად დავყურებდი თითზე წამოცმულ ბეჭედს და ვფიქრობდი როდის შევძლებდი ჩემი არანორმალური ბიჭის ნახვას წესიერად რომ გამეგო რა მოხდა.
ნათქვამია როცა ვინმეზე დიდხანს ფიქრობს, იგრძნობსო, ეტყობა ვეღარც თვითონ მოითმინა და საღამოს დამირეკა, მოვიცალე და ჩვეულებრივად შევხვდეთო. ლამის გავფრინდი ისე მაინტერესებდა რა მოხდა. საკოცნელად არც გავწეულვარ, ვიცოდი არ მაკოცებდა და გული ტყუილა უნდა მტკენოდა, ამიტომ უბრალოდ გვერდით მივუჯექი და გავუღიმე. დიდხანს მაკვირდებოდა, არაფერს ამბობდა უბრალოდ მიყურებდა.ბოლოს როგორც იქნა თავი გვერძე გაწია, ხელები სახეზე ჩამოისვა და ანერვიულებული წამოდგა. უკვე მართლა მეშინოდა, ასეთი არასოდეს მენახა. მართლაც რაღაც იყო მომხდარი და თანაც სერიოზული, სახე მეც შემეცვალა და უნებურად გავიფიქრე, რამდენ რამეს უნდა გავუძლოთ ბედნიერები რომ ვიყოთთქო.
-შეგიძლია ამიხსნა რატომ გყავს ნაცნობებში ან ურთიერთობა როგორ გქონდა ილიასთან, გოგოს, რომელიც ჩემ თავზე მეტად მიყვარს და მის ცოლად მოყვანაზე ვოცნებობდი.
-ოცნებობდი? წარსულში რატო ახლა აღარ ოცნებობ? მეტყვი რა ხდება?
-უბრალოდ მიპასუხე ნია.
-უკვე გიპასუხე, როცა პირველად მკითხე მაშინ, ჩემი და მისი დიშვილის ნათლიაა, ქორწილი სოფელში ქონდათ, მეორე დღეს მეც წავყევი, ბევრი ვიცეკვეთ, ვიმაიმუნეთ და წამოვედით. მერე ალბათ 2 წლის შემდეგ მაშინ ვნახე როცა ანამ ბავშვი მონათლა.
-და რა აუცილებელი იყო მასთან ურთიერთობა გქონოდა? იცი მისი სანაცნობო წრე როგორი გოგოებით შემოიფარგლება? ბოზებით. და გუშინ ამაყად მიცხადებს ირონიული ღიმილით თქვენი ფოტო ვნახე ინტერნეტში და მივხვდი ნათიას რომ ხვდებოდიო, 2 წელი არც იქნება რაც აღარ გამოჩენილაო, ანუ ზუსტად მას შემდეგ რაც მე გამიცანი. ესაა ორჯერ ნახვა?
პირი გაოცებულმა დავაღე, ვინ ვინ მაგრამ ილიადან ასეთ ტყუილს არ ველოდი, ან რაში დასჭირდა? გიორგი ისეთი გამწარებული სახით იდგა და ელოდა როდის „ვაღიარებდი“ დანაშაულს, რომ სიცილი ამიტყდა, მთელი ხმით მანამდე ვიცინე სანამ მუცელი არ ამტკივდა და ცრემლები არ წამომივიდა. გიორგის რომ ავხედე უცებ გავჩერდი, ისეთი შეურაცყოფილი სახით მიყურებდა, ეტყობა მე დამცინისო იფიქრა და წასასვლელად შებრუნდა ხელი რომ ვსტაცე.
-მაპატიე პატარა თავი ვერ შევიკავე უნდა გამეცინა ასეთ სისულელეზე.
-სისულელეა ეს ნია? ბიჭმა მთელი უბნის ბიჭების გასაგონად გამომიცხადა ცოლად ჩემი ყოფილი ნაშა მოგყავსო და გავიცინო? _ამაზე მართლა გამეღიმა
-მერე სანახავად მაინც რატომ მოდი, ვერ გამიმეტე არა?
-ვერ დავიჯერე, იმდენად მიყვარხარ ალბათ გავატარე, არვიცი მინდა, რომ ამიხსნა.
-გიორგი აქ ასახსნელი არაფერია, სულ ორჯერ ვნახე როგორც უკვე გითხარი, მანამდე ქორწილის მერე ვითომ მოწერასავეთ დაიწყო მაგრამ როგორც კი შევატყვე ვინც იყო და როგორც მელაპარაკება მაშინვე შევეშვი, 3 დღე იქნებოდა ალბათ და მორჩა, ურთიერთობა აღარც მქონია, მერე 2 წლის მერე ალბათ ნათლობა და მორჩა, მის მერე 5 წელი იქნება გასული და არც ერთხელ არც მინახავს და არც მიმიწერია, რა სისულელეა, მაგ იდიოტის ნაშობაღა მაკლდა რა.
-მოიცა ანუ ამდენი რამე მოიტყუა?
-და შენ რა გეგონა? მასეთი რომ ვყოფილიყავი სასტუმროს ნომრიდან გამოგაგდებდი თუ პირიქით გაღიმებული შეგიპატიჟებდი? ან ჩემი ოჯახი რომ გაგაცანი ვერ მიხვდი როგორებიც ვართ?
-ვიცი ნია, ეჭვი რომ შემპარვოდა შენში ცოლობას მემგონი არ გთხოვდი უბრალოდ დამაბნია, მთელი უბნის გასაგონად ასე რომ გააკეთა, უბრალოდ..
-მაგიტო დაუჯერე არა? მოსულიყავი და გეკითხა ჯერ ჩემთვის, მასე რამდენი ვინმე გეტყვის ყველას უნდა უსმინო და არც შემეკითხო?
-ხომ მოვედი? ხომ შეგეკითხე?
-როდის? დასკვნების გამოტანას რომ მორჩი მერე? გუშინვე უნდა გეკითხა გიორგი და აღარც ვიჩხუბებდით, მაგრამ არც კი მენდობი, ჩემი არც კი გჯერა.
-მასე არაა, რომ არ გენდობოდე ახლა აქ არ ვიქნებოდი, უბრალოდ არ ველოდი და თითქმის დამაჯერა.
-საქმეც მაგაშია გიორგიმ რომ თითქმის დაიჯერე ვითომ ვიყო, რომ მენდობოდე იქვე მიარტყამდი და დამიცავდი ნიას მასეთი რამ როგორ აკადრეო, მაგრამ არა, პატარა ბავშვივით გაბუტვა დაიწყე და მთელი დღე არ დამელაპარაკე. რამდენი ადამიანი არ იქნება ჩვენი ბედნიერებით კმაყოფილი და მოგატყუებს ყველას უნდა დაუჯერო ოღონდ შენ ცოლს არა ხო? გმადლობ მასეთი ცოლ-ქმრობა არ მინდა._ გაბრაზებულმა მივახალე და წამოვედი. არ გამომკიდებია მიხვდა ახლა უარეს ვიზამდი და მარტო ყოფნა მაცალა. იქეთ მივდიოდი ბოდიშის მოსახდელად და თურმე რა მომხდარა. ჩემთვის ურთიერთობაში მთავარი ნდობა იყო, რადგან დავიფიცე არ მოგატყუებთქო, ესეიგი მოვკვდებოდი და ასეც იქნებოდა, მაგრამ როცა ადამიანს ვერ ენდობი მისი არც ფიცი დაგეჯერება. გული მიკვდებოდა სახლისკენ ისე მივდიოდი, ცრემლების წამოსვლასაც კი ვერ ვგრძნობდი ისე გამწარებული მივაბიჯებდი. ყველაფერი ჩაშალა, საცოლეს არ უჯერებს და ცოლს დაუჯერებს? თუ სახლში უნდა გამომკეტოს, მეგობრებთან აღარ გამიშვებს თუ როგორ იქნება? აღარ ვიცოდი რა მეფიქრა უკვე. ალბათ დასასრულიათქო და ლოგინში ჩავიბუდნე. ამჯერად მე გამოვრთე ტელეფონი და მარტო ყოფნა ვარჩიე.
დილით უკვე გადაწყვეტილება მიღებული მქონდა, ჯობდა ყველაფერი აქვე დამთავრებულიყო, რაც უფრო გავიდოდა დრო, მით უფრო გვეტკინებოდა. მივწერე ჩვეულებრივ დროს და ადგილას შევხვდეთთქო. შესასვლელიდანვე დავინახე, აღელვებული დააბიჯებდა, ცრემლები გადავყლაპე, როგორ მიყვარდა, როგორ ნერვიულად დადიოდა წინ და უკან, მართალია მთელი ღამე ვიფიქრე და ასე გადავწყვიტე, მაგრამ უცებ წარმოვიდგინე სამყარო მის გარეშე, აღარანაირი სითბო, სიყვარული, აღარც მისი ჩახუტება, არანაირი დილა მშვიდობისა ძვირფასო ან ტკბილი ძილი, არანაირი სამომავლო გეგმები და რამდენი შვილი გვინდოდა გვყოლოდა იმაზე საუბარი. უცებ წარმოვიდგინე ისე რომ სხვისთვის შეეხედა რა რეაქცია მექნებოდა, ან შეხედავდა კი სხვას ისეთივე თვალებით როცა მე ვუყვარდი ასე ძალიან? იქნებ ჩემი შიშების გამო ორივეს ცხოვრებას ვანგრევდი? კიდევ დავფიქრდი და ჩაფიქრებული მივუახლოვდი. როგორც კი დამინახა ჩემსკენ გამოიწია, ხელები გაშალა და მათში დამმალა, თავი გულზე დავადე და მოვუსმინე როგორ სწრაფად უცემდა.
-დამიჯერე მეორედ ასეთი რამ აღარ განმეორდება, უბრალოდ ეს ერთი დავივიწყოთ, გთხოვ, ოღონდ ამ სისულელეს გამო არ გამებუტო, ისე ვინერვიულე მთელი დღე რომ ვერ დაგიკავშირდი სამსახურშიც ვერ ვისვენებდი და ლამის გამომაგდო მამაჩემმა. სახლში მინდოდა მომეკითხა მაგრამ იმდენს მივხვდი, რომ მარტო გინდოდა ყოფნა. გთხოვ მითხარი რომ აღარ მებუტები და უბრალოდ დავივიწყებთ ამ ყველაფერს._ ცრემლები მაწვებოდა მაგრამ არ შევიმჩნიე, თითზე გაკეთებულ ბეჭედს ხელი მოვუჭირე, არ შევიმჩნიე რომ მისი კოლოფი ჩანთაში მედო და აცრემლებულმა ამოვილაპარაკე: -კარგი, დავივიწყოთ.
მართლაც დავივიწყეთ, მართალია რამდენიმე დღე დაგვჭირდა ურთიერთობა ისევ ძველებური რომ გაგვეხადა, თუმცა მაინც შევძელით. რაც მთავარია ამით ორივე ბედნიერები ვიყავით. ახალ წელსაც მარტო და უბედურის ნაცვლად ბედნიერი და ყურებამდე შეყვარებული შევხვდი, 2 იანვარს კი ბედობას სოფელში დაგვპატიჟეს ჩემებმა ღორის დაკვლაზე. საკმაოდ დიდი თოვლი იყო და ძლივს მივდიოდით ისე რომ არ მოვსრიალებულიყავით, ყველაზე ბოლოს ჩავედით, ყველა გაფრთხილებული მყავდა გიორგიმ ვერ მოიცალა და არ მოვდივართთქო, ამიტომ სიგნალებით მივედით და ყველას გარეთ გამოსვლა ვაიძულეთ. ისე გაუხარდა ბებოს ჩვენი ჩასვლა, ვგიჟდებოდი ჩემს ბებოზე, ყველაზე ტკბილი ქალია, რა უნდა მომხდარიყო რომ დიდი ქალივით არ დავეჯინე და არ დავერიგებინე, არასდროს უყვირია ყოველთვის მარიგებდა და ჩემი ჯეროდა. გემრიელად ჩავეხუტე და მოვეფერე, გიორგი გავაცანი, ისე მოეწონა. მე მწვადებისთვის დავიწყე მზადება, შეწვას მე და ბიძია ვმეთაურობდით, გიორგი კი გარეთ გავიდა კაცებთან მისახმარებლად. მესმოდა როგორ იკითხა ბაბუამ ეს ბიჭი ვინარისო, რომ გაიგო ნათიას საქმროო უცებ მიუბრანდა და უთხრა საქმრო არვიცი მე ჩემთან პირდაპირ როგორც ქმარი ისე უნდა ჩამოეყვანაო. უცებ გავშრი წარმოვიდგინე გიორგი როგორ უხერხულად იგრძნობდა თავს, თუმცა მამიკომ სიცილი დაიწყო, მაშინ არც მე უნდა შემოგეშვი დაბადების დღეზე რომ ვეწვიე შენს ქალიშვილსო და სიტუაციაც განმუხტა.სასიამოვნო დრო ვატარეთ და დაღამებამდე წამოვედით მოცურების გვეშინოდა.
ძველით ახალი წელიც მალე მოვიდა და ამჯერად ახალი ამბით შევხვდით, ქორწილი თებერვალში დავნიშნეთ. ისე გვიხაროდა, მართალია დედიკო გვეხვეწებოდა ნუ გაიყინავ თავს ზაფხულამდე რაღააო, თუმცა მაინც ჩვენსას ვიძახდით. 16 უნივერსიტეტში გავედი სწავლა დამეწყო, ერთ კვირაში გამოცდების ცხიებ-ცხელება დაიწყებოდა და ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი, თუმცა ვინ დამაცადა გონება გამოცდებისთვის, შემდეგ კი ქორწილისთვის დამეთმო.
სწავლის დაწყებიდან მეორე დღეს, ერთ-ერთ ლექციაზე ვიჯექით და გამოცდას განვიხილავდით ჩემი მობილური რომ ამღერდა. დეპარტამენტიდან რეკავდნენ ამიტომ ლექტორმა უფლება მომცა მეპასუხა, სანამ კართან მივიდოდი მოსმენილით ადგილზე გავშეში და გაოცებულმა გამოვიხედე:-დიახ, გასაგებია ახლავე ჩამოვალ. გოგონები გაკვირვებული მიყურებდნენ რა მოხდაო
-გერმანიის სტიპენდია ავიღე_ და ამ დროს ჩემი ჯგუფელის თამარის მობილურიც იგივე ნომრით ამხედა და გაკვირვებულმა ამომხედა:-ვაიმე მეეც?
15 წუთში უკვე ჩვენს ხელმძღვანელს ვეჯექით კაბინეტში და შემოთავაზებას გვაცნობდა, მარტის ბოლოს გერმანიაში უნდა ვყოფილიყავით, მოძებნილ ბინაში დავბინავებულიყავით, სტიპენდიის ჩარიცხვამდე ბანკის ანგარიშებზე გვეზრუნა და 6 თვე ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში უნდა გაგვევლო ერთი სემესტრი. მე და თამარი ბედნიერი ვუყურებდით ერთმანეთს ამ შემოთავაზებაზე ვერც ვიოცნებებდით, ისევ გერმანიაში დავბრუნდებოდი, ვისწავლიდი ჩემს ძველ მეგობრებს შევხვდებოდი რა მაგარი იქნებოდა, მაგრამ.... აქ უკვე დიდი მაგრამ მოდიოდა, ორ დღეში მე და გიორგის ნიშნობა გვქონდა, თებერვალში კი ქორწილი, ქორწილი რომ ძველებურად გადაგვეხადა აღარ გამიშვებდა, რომ გადამედო გაგიჟდებოდა. სიმწრიდან ცრემლები წამომივიდა, ერთი გადაწყვეტილება ჩემს მომავალ კარიერას და განათლებას ეხებოდა, მეორე კი ოჯახს. საბოლოოდ ხელმძღვანელს დრო ვთხოვე პასუხის გასაცემად და თანაგრძნობით მომხვია ხელი: -მარტო ერთი თხოვნა მაქ, შენს საქმროს ჩემი სახელი და გვარი არუთხრა, თორემ მეშინია ქორწილის გადადებისთვის არ მომხვდეს_ თვალი ჩამიკრა და გზა გააგრძელა.
მაკანკალებდა გიორგის რეაქციას რომ წარმოვიდგენდი, 2 დღეში ნიშნობა მქონდა, მეორე დღეს „კალიცოების“ გასაკეთებლად მივდიოდით და უცებ ასეთი ამბავი. დავურეკე საქმე მაქ და შევხვდეთთქო და უნივერსიტეტი სწრაფი ნაბიჯებით დავტოვე. ხმაზე მიხვდა ალბათ სერიოზული რაღაც რომ ხდებოდა, მაშინვე გაეთავისუფლა სამსახურიდან და ჩემთან წამოვიდა. ჩვენ პარკთან ვიჯექით მანქანაში რომ ვუთხარი:
-სტიპენდია ავიღე._უცებ ვერ მიხვდა
-მერე?
-მერე ეს სტიპენდია გერმანიაშია ექვსი თვე
-მერე?
-რაღა მერე გიორგი, მერე ის რომ დაგირეკე და გეუბნები.
-და რას მეუბნები?
-არ გეუბნები გეკითხები.
-რას მეკითხები?
-რჩევას გიორგი.
-არა
-რა არა?
-ჩემი რჩევაა ასეთი პასუხი, არა.
-ანუ უარი ვთქვა?
-და რა ჯერ არ გითქვამს?
-გიორგი ეს სტიპენდიაა გერმანიაში.
-ჩვენ კი ნია ერთ თვეში ვქორწინდებით.
-ვიცი რა საჭიროა შეხსენება, უბრალოდ ხომ შეიძლება რომ ჯერ ჩემს განათლებას მივხედო? ეს შემოთავაზება ახლაა და ქორწილი...
-ქორწილი რაუჭირს სულ შეგვიძლია გვქონდეს არა? ასე გინდა ჩემი ცოლი რომ გახდე?
-კარგი რა პატარა ნუ ამძაფრებ, ეს მხოლოდ 6 თვეა.
-ცოტაა ნია? ექვსი თვე უშენოდ ცოტაა? კარგი შენ იქ იქნები ისე გიყვარს იქაურობა და ისე გინდოდა დაბრუნება შეიძლება ახალი მხარის დათვალიერებაში არც გაგახსენდე, მაგრამ მე რა ვქნა აქ რომ ვრჩები? არა. ჩემი პასუხი უკვე იცი, უშენოდ ვერ დამტოვებ. არა! _ცრემლები წამომივიდა, ვიცოდი გაბრაზდებოდა, მაგრამ ასეთ კატეგორიულ უარსაც არ ველოდი, ეს ხომ სტიპენდია იყო, გერმანიაში, არა ჩემი კარიერა უფრო მეტ დაცვას საჭიროებდა და ტირილს მოვუმატე, ვიცოდი ჩემი ცრემლები უკან დაახევიებდა და ხმით დავიწყე სლუკუნი.
-ნია ძალიან გთხოვ, იცი როგორც მიჭირს, ნუღა მიმატებ. წამო სახლში დაგტოვებ.
-არა არ მინდა, მაშინ აქ დამტოვე.
-აქ არ დაგტოვებ ისევ ცუდად არ გახდე. მითხარი რა გავაკეთო რომ ჩემი გაიგო, მეშინია რატომ ვერ ხვდები? აქ გვერდით მყავხარ, ნებისმიერ დროს შეგიძლია დამირეკო და შენთან გავჩნდე 5 წუთში და იქ რა ვქნა მითხარი, რამე რომ მოგივიდეს აქედან რა ვქნა?_ ამოისუნთქა, უცებ გონება გამინათდა და კიდევ უფრო შემიყვარდა თუ ეს შესაძლებელი იყო საერთოდ, აქ საუბარი მის უნდობლობაზე კი არ იყო, არამედ ჩემს უსაფრთხოებასა და კარგად ყოფნაზე. ვეღარ მოვითმინე და მაგრად ჩავეხუტე, მივხვდი მოლბა და იმასაც მივხვდი მალე რომ გავიმარჯვებდი. გოგოები აღნიშვნას აპირებდნენ და კაფეში მიცდიდნენ. 5 წუთის მისული ვიქნებოდი „სადედამთილომ„ რომ დამირეკა ბეჭდების სანახავად რომელზე წავიდეთო. ტირილით მოვუყევი რაც ხდებოდა და რა ბეჭედი შეიძლება ქორწილი სულ გააუქმოსთქო, მაგრამ დამამშვიდა, რა კარგია დედი გიორგის მე დაველაპარაკებიო.
მეორე დღეს უფრო მშვიდად შემხვდა, ისევ უარი მითხრა თუმცა დარწმუნება მაინც მოვახერხე და ჩემი და თამარის წასვლაც გადაწყდა. მარტის ბოლოს უნდა გავფრენილიყავით, თუმცა დიდად მშვიდად არც ჩვენ ვიყავით, სწორედ იმ პერიოდში იმდენი ტერაქტი მოხდა, გვეშინოდა ვინმეს ჩვენს სტუდენტურ პატარა ქალაქზეც არ გაევლო თავში რამე. თბილისში ყველა ერთად წავედით, გიორგიზე თავ მიდებულს ჩამეძინა, მერე ბევრი ვისაუბრეთ, ყველაზე მეტს მე ვიცინოდი ნერვიულობა რომ დამემალა, ყველაზე მეტად დამშვიდობება გამიჭირდა. ექსკალატორზე ასვლამდე მთელი ძალით მოვეხვიე, თავი გულზე დავადე და ტირილი დავიწყე. თავზე მაკოცა და ჩემ გოგოს გაუფრთხილდიო მიჩურჩულა. ატირებულმა ავირბინე კიბე და მაინც ვერ მოვითმინე, კიბის ბოლოში ასული გადმოვიხედე და პირველად დავინახე როგორ ჩამოუგორდა ცრემლი ლოყაზე. პასპორტის შემოწმებისას დავფიქრდი, რომ დიდ შეცდომას ჩავდიოდი, მაგრამ თავი დავარწმუნე რომ უკან დაბრუნება უკვე გვიანი იყო და მე და თამარი სკამებზე ჩამოვჯექით და ჩვენს დაგვიანებულ რეისს დავუწყეთ ლოდინი როდის გამოაცხადებდნენ ჩასხდომას.
მრავალი გადაჯდომა-გადმოჯდომის შემდეგ, როგორც იქნა გერმანიაშიც ჩავაღწიეთ, ალბათ დაახლოებით ღამის პირველ საათზე. მიუხედავად იმისა, რომ აქ დაბრუნებაზე ლამის ვოცნებობდი უკვე ვნანობდი ჩამოსვლას, თითქმის სახლში მისულმა აღმოვაჩინე, რომ ვიღაცას გავექურდე, 400 ევრო მოპარული ფული და პლიუს ტანსაცმლის ნაწილი, ისე გავმწარდი არც ვიცოდი რა გამეკეთებინა, მაშინვე პოლიციაში დავრეკეთ და ღამის 4 საათამდე წინ და უკან დავდიოდით. უშედეგოდ. ვერაფერი იპოვეს, ავტობუსის კამერაში სახე კარგად არუჩანდა და ვერ გაიგეს ვინ აიღო. ნერვიულობაზე ერთი კვირა სიცხეები მქონდა, სულ მთლად გამოვიფიტე, თუმცა ამ ამბავს არ ვამხელდი, ვერასდროს გავუმხელდი მშობლებს თქვენი წვალებით ნაგროვები ფული დავკარგეთქო. უნივერსიტეტი ძალიან მოგვეწონა, სტიპენდიაც მალე დაგვერიცხა, თუმცა დაგროვებას ვცდილობდით, თითქმის მთელი ევროპა მქონდა შემოვლილი, იტალიის გარდა და იქ მინდოდა გამგზავრება. ვერ მოვითმინე და 2 დღით ბერლინს ვესტუმრე იქვე გაცნობილ ქართველ გოგონებთან ერთად. ღამით სასტუმროში დაწოლის ნაცვლად კიდევ ერთი თავგადასავალი და მთავარ სადგურზე დარჩენა გვინდოდა, მაგრამ გიორგიმ თავი გაიგიჟა, არ გადამრიო რამე არ მოიწიოო, ალბათ ეგონა ბერლინის მთავარი სადგური ქუთაისის მთავარი სადგურივით მიყრუებული იყო და მხოლოდ ჩვენ ვიქნებოდით, განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ ბერლინის სადგური 5 სართულისგან შედგებოდა, რომლის ყოველ სართულზე ფირმა მაღაზიები, მაკდონალდსი და უამრავი გასართობი ადგილი იყო, მატარებლები ლამის ჭერთან მიმაგრებული ლიანდაგებიდანაც კი ჩამოდიოდნენ.
გაინტერესებთ გიორგის გარეშე როგორ ვძლებდი? ვერ ვძლებდი. დილით გაღვიძებისთანავე ინტერნეტი ჩართული მქონდა, სულ კამერით ვსაუბრობდით, თითქმის აღარ მუშაობდა იჯდა და მე მესაუბრებოდა, რაცარუნდა დაკავებული ყოფილიყო ჩემ ზარს ყოველთვის პასუხობდა, დაძინების დროსაც ერთად ვიძინებდით, ტელეფონს ისე ვიდებდი თითქოს ჩემს გვერდით იწვა. იმდენად გადაღლილი იყო, პირველი თითქმის სულ მას ეძინებოდა, მეც ჩაძინებამდე მის სუნთქვას ვუსმენდი, სახის თითოეულ ნაკვთს ვეფერებოდი შორიდან და გონებაში ვითვლიდი კიდევ რამდენი დღე იყო დარჩენილი მის ნახვამდე. ტერაქტებს ჯერჯერობით მშვიდად ვიტანდით, თუმცა საფრანგეთში მომხდარმა აფეთქებამ დიდი აჟიოტაჟი და დაცვის გაძლიერება გამოიწვია. ხალხიც ასე თუ ისე ერიდებოდა მაინდამაინც ხალხმრავალ ადგილას სიარულს.
ერთ დღესაც ტრანსპორტით სახლისკენ მივდიოდი გიორგიმ რომ დამირეკა, გამიკვირდა, იმიტომ რომ ყოველთვის ინტერნეტით ვსაუბრობდით და ამ ნომერზე თითქმის არასდროს მირეკავდა, თუ რაიმე სასწრაფო არიყო. გაკვირვებულმა ვუპასუხე, თვითონ კი უფრო აღელვებული ხმა ქონდა:
-ნია სად ხარ?
-ტრანსპორტში პატარა რა ხდება?
-ტრანსპორტში სად, რა ადგილთან, ცენტრთან ახლოს ხარ?
-არა გიორგი სახლისკენ მიდის, რამდენიმე წუთის გამოცილებული ვართ ცენტრს. რახდება?
-ძალიან გთხოვ უბრალოდ სასწრაფოდ მიდი სახლში, სირბილმაც კი რომ მოგიოწიოს ორივე სასწრაფოდ მიდით სახლში, უბრალოდ მენდე და სწრაფად გთხოვ.
-კარგი გიორგი_და გაკვირვებულმა ავხედე თამარს.-სასწრაფოდ სახლში მიდით ორივეო, ნეტა რახდება? აი 5 წუთში მივალთ და გავიგებთ, ცოტათი თამარიც აღელდა, კორპუსთან ლამის მართლაც სირბილით მივედით და ლიფტში ჩემი სართულის ღილაკს ხშირ-ხშირად ვაჭერდი თითქოს დავაჩქარებდი. გიორგი უკვე მესამედ მირეკავდა და მართლაც მაშინებდა. თამარიც ჩემთან შემოვიდა და ინტერნეტი ჩავრთეთ. შიშისგან ორივეს გაგვაცია. ზუსტად ის ადგილი სადაც 15 წუთის წინ ვიყავით უშიშროებას ქონდა შემოკავებული და ბომბს ეძებდნენ, სკამზე დავჯექით და ერთმანეთს გადავხედეთ. კიდევ კარგი ტყუილი აღმოჩნდა და მალევე გამოაცხადეს, რომ ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა. გიორგის შემორიგებას მთელი კვირა მოვუნდი, მთხოვდა მაშინვე წამოვსულიყავი, მაგრამ ისედაც ერთი თვე მქონდა დარჩენილი და გამოცდებს ვერ გავაცდენდი. იტალიის გაგონებაც არ უნდოდა, ადამიანს აღარ ვგავარ ნერვიულობით და გინდა კიდევ დამიმატო?დამიბრუნდი და ერთად წავიდეთო მეხვეწებოდა. თამარმა იტალიაში წასვლა შეყვარებულთან ერთად გადაწყვიტა და ბილეთებიც დაჯავშნა, მე კი მართლა არ მინდოდა ზედმეტი მომსვლოდა და ამჯერად დავუჯერე გიორგის და იტალიის ნაცვლად საქართველოში წამოსასვლელი ბილეთი ვიყიდე.
რასაკვირველია ყველაფერი ასე იოლად არ ჩაივლიდა, ბილეთი 18 ივლისისთვის დავჯავშნე, რა თქმა უნდა თურქეთის გავლით, გერმანიიდან თბილისში პირდაპირი რეისები ან არ არსებობდა ან ისეთი ძვირი ღირდა ჩემნაირი მოკვდავი რომ ვერ შეწვდებოდა, 16 ივლისს კი თურქეთში სამოქალაქო გადატრიალება დაიწყო, ალბათ ყველას ახსოვს ის კადრები რაც იმ პერიოდში გავრცელდა, თამარი მის შეყვარებულს ნერვიულობდა რომელიც იმ წუთას ზუსტად თურქეთის აეროპორტში იცდიდა რომის რეისზე გადასაჯდომად, მე კი ჩემს რეისს ვგლოვობდი ორი დღის შემდეგ რომ იყო და არავინ იცოდა აეროპორტს გააგრძელებინებდნენ მუშაობას თუ არა. 2 საათში გამოცხადდა, რომ აეროპორტი დახურეს და ყველა რეისი გადადეს. თამარი მობილურზე გაცხარებით საუბრობდა და სკამზე მოწყვეტით დაეცა. გული გამისკდა, მივვარდი წამოსაყენებლად თუმცა ბედნიერებიდან ტიროდა, გაუსწრია, მისი თვითმფრინავის შემდეგ მხოლოდ ერთს მისცეს აფრენის უფლება და ჩაკეტეს, მოუსწრიაა. გახარებული გადამეხვია, მეც ვულოცავდი მშვიდობას. იმ ღამეს არც მე, არც გიორგის და არცერთ ოჯახის წევრს არ გვიძინია, ჩემები ჩუმად მიცდიდნენ, იმიტომ რომ ჩემი და უკვე დღე-დღეზე ელოდა პატარას და ანერვიულება არ შეიძლებოდა. ბერლინში ისე წავედი არც ვიცოდი რა მელოდა, ამჯერად მატარებელს ავტობუსი ვარჩიე და მთელი ღამე გზაში ვიყავი, ნერვიულობით ვერ ვიძინებდი, ჩემები კი არ ჩანდნენ, ამაზე ნერვიულობა მიორმაგდებოდა. ათი წუთის ჩათვლემილი ვიქნებოდი ტელეფონის ვიბრაციამ, რომ გამომაფხიზლა. ბავშვობის მეგობარი დეიდობას მილოცავდა!!!
გაოცებული დავყურებდი ეკრანს და კივილს დავიწყებდი ავტობუსში რომარ ვყოფილიყავი... სასწრაფოდ გადავურეკე დედაჩემს რა ხდებათქო, მაშინვე მითხრა კარგად არიანო, არ ველაპარაკებოდი როგორ არ მითხარითთქო მაგრამ შემეცოდი ისედაც იმდენს ნერვიულობდიო. ცრემლები მომერია, ჩემმა პაწაწინამ ერთი დღე არ დამიცადა, რამდენიმე საათში იმედი მქონდა ქუთაისში ვიქნებოდი და რა იქნებოდა რომ მოეცადა, მეც მინდოდა ეზოში მომლოდინე ხალხს შორის ვყოფილიყავი. უკვე ლამის ხმით ვტიროდი ბედნიერებიდან, ერთი სული მქონდა ჩემს პაწაწინას როდის ჩავიხუტებდი.
როგორც იქნა აეროპორტამდეც მივაღწიე, 2 საათი მოცდა მიწევდა სანამ ჩემს რეისზე რამე გამოცხადდებოდა, მემგონი ჩემი ოჯახი უფრო ნერვიულობდა ვიდრე მე. ჩემოდანზე დამჯდარი ეკრანს და საათს თვალს არ ვაცილებდი ვითომ ასე ვაიძულებდი სწრაფად ემუშავათ. დრო გადიოდა და ჩემი რეისი არსად ჩანდა. შემეშინდა, გადადებული რომ ყოფილიყო რაუნდა მექნა? ბოლოს აღმოჩნდა რომ ტერმინალი შეეცვალათ და მეორე შენობაში უნდა გავქცეულიყავი ჩასხდომა ათ წთში დაიწყებოდა. მივუსწარი და შვებით ამოვისუნთქე. თურქეთის აეროპორტს ვერ იცნობდით, პოლიციის თანამშრომლები ჯგუფ-ჯგუფად დადიოდნენ და ყველას ორ-ორჯერ თავიდან ფეხებამდე ჩხრეკდნენ, ყველა შიშით იჯდა, არავინ იცოდა წინ რა ელოდათ. არ მჯეროდა მაგრამ 5 საათის შემდეგ თბილისს დავყურებდი და ადგილზე ვერ ვჩერდებოდი, 20 წუთიც და სამშვიდობოს ვიგრძნობდი თავს. როგორც იქნა პასპორტის კონტროლი გავიარე, ჩემოდანი ავიღე და მომლოდინე ხალხთან გამოვედი. პირველი მამაჩემი დავინახე, გვერდით ჩემი ბიძაშვილი ედგა, მათ უკან კი გიორგი მიცდიდა, ამოისუნთქა როგორც კი უვნებელი დამინახა და შვებით თვალები დახუჭა, მამაჩემს და მარიკუნას გადავეხვიე და გიორგი ბოლოსთვის შემოვინახე.
-პირობა შევასრულე და შენი გოგო უვნებელი დაგიბრუნე_ჩუმად ვუჩურჩულე ყურში და ხელები უფრო მაგრად მომხვია. ქუთაისისკენ წავედით, გზაში ჩემს პაწაწუნაზე ვსაუბრობდით და მამიკოს ვეჩხუბებოდი ვერ შემომირიგებთ იცოდეთთქო. სახლში მისულმა უბრალოდ გადავივლე, გამოვიცვალე და გიორგის დაველოდე, დაძინება არც მიცდია, ისედაც დიდხანს ვოცნებობდი მის ნახვას წესიერად. სიგნალზე გარეთ გავედი და გიორგი თეთრი და წითელი ვარდების თაიგულით დამხვდა და მაგრად გადამეხვია. წვიმას იწყებდა მაგრამ ვის აინტერესებდა. მოწამეთაში წავედით სანთლები რომ დაგვენთო, იქედან გამოსულები იქვე ერთ-ერთი სოფლის ასახვევთან გავჩერდით და უერთმანეთოდ გატარებული თვეების ანაზღაურებას ვცდილობდით, თავი ჩემ კალთაში ედო და თმაზე ვეფერებოდი, ყველაფერი იმდენად იდეალურად იყო თვალები დავხუჭე და ვინატრე მთელი ცხოვრება ასე გავჩერდები რომ შემეძლოსთქო. წვიმის შემყურე ახალი იდეა მომივიდა:
-ადექი რა გიორგი წამო.
-სად ნია წვიმს.
-ხომ გინდა რომ ეს დღე სამუდამოდ დაგვამახსოვრდეს? ხოდა წამო._ სიმღერები ბოლო ხმაზე ჩავრთე და საცეკვაოდ წავიყვანე, გრძელი თმა მალევე დამისველდა და აქეთ-იქეთ იოლად ვეღარ ვიქნევდი, გიორგი ბედნიერად გაღიმებული სახით მიყურებდა და ეღიმებოდა. ცოტა ნელ სიმღერაზე ხელი მსტაცა გულზე მიმიკრა და ხელები მაგრად შემომხვია, ნელა ვირწეოდით თავსხმა წვიმაში და ძლივს მესმოდა მისი ჩურჩული:-როგორ მენატრებოდი ჩემო არანორმალურო, იმისთვისაც კი ორჯერ მეტად მიყვარხარ რომანტიული ფილმიდან ამოღებული ბანალური სცენა რომ გავიმეორეთ და ჩემ გულში წარუშლელი კვალი დატოვე._ თავი ამაწევინა და სველ ტუჩებს მონატრებული დააცხრა, რამდენი ღამე გვიოცნებია ამ მომენტზე ისევ რომ შეძლებდა ჩემს შეხებას, მაგრამ ეს არცერთ წარმოდგენას არ შეედრებოდა, ისე მთელი გრძნობით მკოცნიდა მეგონა პირველად და უკანასკნელად მკოცნისთქო, ჩემს წელზე ხელის შემოხვევამ და ჩემი ხელის მის კეფაზე და თმაში სეირნობამ წამომაკვნესა და ორმაგი ვნებით მაიძულა მეკოცნა. ჰაერი რომ აღარ გვეყო გამიშვა და ისევ გულზე მიმიკრა. მთელი ძალით მიხუტებდა და მთელი გულით ვგრძნობდი რომ საშიში აღარაფერი იყო. მე სახლში ვიყავი.

ერთი სული მქონდა ჩემს პაწაწუნა დის შვილს როდის ვნახავდი, ნახვის საათები 4დან იყო და 4ის ნახევარზე უკვე სამშობიაროსთან ვიდექი. მე და დედა ერთად ვიყავით და მისთვის უკვე ნაცნობ შენობაში შემიძღვა. კარებთან დაცვა გადაგვიდგა და ხელით შეგვაჩერა ნახვის საათები ნახევარ საათში დაიწყებაო. ჯერ მის ხელს დავხედე და შემდეგ ცალ წარბ აწეულმა სახეზე ავხედე. დედაჩემმა იცოდა რას ნიშნავდა ჩემი ცალი წარბის აწევა და შეშფოთებული სახით ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა, დაცვა შეეცოდა ალბათ.
-მომისმინე ახლა ყმაწვილო, ორი ღამის უძინარი, გზაში მყოფი, ნამგზავრი დაღლილი და გასავათებული ვარ, პირველად შეგვეძინა ახალი წევრი ოჯახში და რა გინდა მითხრა 36 საათი ტყუილა ვიფრინე გერმანიიდან და ბავშვს ვერ ვნახავ და ნახევარ საათში ისევ გამოვიარო? აბა ცადე და გამაჩერე_ გავუღიმე და ბეჭის გაკვრით ძალით გავიარე. გამოკიდებას აპირებდა მაგრამ დედაჩემის ბოდიშებს ეტყობა პატივი სცა და უფლება მომცა შევსულიყავი. ერთი სული მქონდა ამ კარს როდის შევაღებდი...
ანა ავტომატურად გადამეხვია, თითქმის 6 თვე იყო არ მენახა, თვალები ლოგინზე დაწოლილი მძინარე არსებისკენ გამექცა, ვარდისფერებში რომ იყო გამოწყობილი.
-დღეს უჟმური დაცვაა და როგორ მოხდა ნახევარი საათით ადრე რომ დაგდო პატივი შემოშვების?
-უჰ შევეკითხე კიი? დაიცადეო მომთხოვა ბიჭმა და კიც მიიღო თავისი, არიცოდა ალბათ გადამწვარ გიორგაძეს რომარ უნდა შეპასუხებოდა_და შეცვლილი ხმით გავაგრძელე-დეიდას სიყვარულოო, არ დამელოდე ჩემო პატარა კიდევ ერთი დღე ხო? ასე გეჩქარებოდა გამოძრომა? იცი დეიდამ რა ლამაზი საჩუქრები ჩამოგიტანააა, ისე მოგიხდებაა, რაა დეიდა ეს თმა სულ რომარ გაქ ახლა დეიდას პალმა როგორ დაგიძახო?_
7ის ნახევარზე ძლივს გამომათრიეს შენობიდან და უკვე მენატრებოდა, კიდევ კარგი ჩვენთან მოდიოდნენ და ახლოს მეყოლებოდა. მთელ დროს გიორგისთან ერთად ვატარებდი, ისე მყავდა მონატრებული მამაჩემის დაწესებულ კომენდანტის საათსაც კი ვარღვევდით, ანა სახლში გამოწერეს, როცა ჩემი სიძე ბანკში მორიგეობდა, მე ანასთან ვწვებოდი ისევ და ნატალის მოვლაში ვეხმარებოდი, დილაობით ვასეირნებდი და ჩაპუტკუნებულ ლოყებს ვუკოცნიდი. ისე შემიყვარდა ვერ წარმომედგინა მასზე მეტად შეყვარება კიდევ შესაძლებელი თუ იყო. რადგან ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა გიორგიმ ქორწილი გამახსენა, 12 აგვისტოს მარიამობის მარხვა იწყებოდა და მანამდე უნდოდა მოგვესწრო, მე კიდევ ვთხოვდი ისეთი სიცხეებია ერთი თვეც და სექტემბერში ჯობიათქო. მებუტებოდა, ისედაც 6 თვე ლამის შენს დანახვას ვოცნებობდი და ახლა ისევ არ გინდა ჩემთან იყოო, იმდენი მეწუწუნა დამითანხმა, ისე მიყვარდა ვერ წარმომედგინა უარის თქმა როგორ შემეძლო. სახლშიც ვთქვით, დედამ ცოტა ამოიხვნეშა, ამ აგვისტოში რად გინდოდათ ცოტა მოგეცადათო, მაგრამ ბოლოს მაინც ასე გამოვიდა. 2 აგვისტო იყო სიცხისგან ვიწვოდით, გიორგი უკვე სახლში მაცილებდა მამამისის ნომერი რომ დაეწერა ჩემს ტელეფონს:
-გისმენთ,
-ნია გიორგი შენთანაა?
-დიახ, ჩემს გვერდითაა,
-კარგი არ შეიმჩნიო რასაც გეტყვი, ბებიამისია ძალიან ცუდად, უთხარი შენები გორაზე არიან და შენც იქ წადი გელოდებიანთქო, იქნებ მოუსწროს.
-დიახ რა თქმა უნდა გასაგებია._ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და გიორგის გაღიმებულმა გავხედე. ვუთხარი მამაშენი იყო და გორაზე ადი პირდაპირთქო. მიხვდა. ასე გვიან იქ მარტო იმიტო დაიბარებდნენ რომ ბებია იქნებოდა ცუდად. 20 წუთი არიქნებოდა გასული რომ დამირეკა გარდაიცვალა, ძალიან შემეცოდა, მხოლოდ ის ვიცოდი რომ დიდიხანია ავადმყოფობდა და ალბათ დაისვენა კიდეც საწყალმა. სახლშიც ვთქვი და ხვალვე გადავწყვიტეთ პანაშვიდზე წასვლა, ჩვენ ხომ თითქმის ერთი ოჯახი ვიყავით. ერთი ოჯახი, ჯანდაბა ამან ჩვენი ქორწილი გამახსენა რომელიც 1 კვირაში უნდა ყოფილიყო და მწარედ გამეცინა, ისევ გადაიდო, ბედი საოცრად გვეთამაშებოდა.
მეორე დღეს ჩემ ტაძარში წავედი მოძღვარი რომ მენახა და თარიღი ისევ გადამედო. როგორც კი დამინახა შეიცხადა:
- ახლა არ მითხრა, რომ კიდე გადადეთ.
-დიახ მამაო, გიორგის ბებია გარდაეცვალა.
-ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. ანუ მინიმუმ 40 დღით გადაიდო, არ ინერვიულო, მოდი დაჯექი ვისაუბროთ, ხომ იცი რაც ხდება ყველაფერი უფლის ნებით ხდება ნია, ალბათ ასე იყო საჭირო, ალბათ უფალს თქვენთვის სხვა გეგმები აქვს._ კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ, ჩემი მოძღვარი ახალგაზრდა მამაოა, როდესაც პირველად დავესწარი მის მიერ ჩატარებულ წირვას მაშინვე მივხვდი, რომ მასთან საუბარი მომეწონებოდა და ჩემს მოძღვრად ავირჩიე, არც შევმცდარვარ, ყოველთვის ახერხებდა ჩემს დამშვიდებას და ახლაც დაწყნარებული გამოვედი ტაძრიდან. ჩემები მიცდიდნენ პანაშვიდზე უნდა წავსულიყავით.
გიორგი წაშლილი სახით დამხვდა, აქეთ ბებიას გლოვობდა და რომ დამინახა მეორე მხრივ ქორწილს, მართალია შემოგვთავაზეს ნუ დაუცდით თუ გინდათო, მაგრამ ერთი თვე არ წარმოადგენდა ისეთ პრობლემას ხალხი რომ აგველაპარაკებინა.
ამის დრო არიყო მაგრამ ჩემს ნახვას მაინც ახერხებდა, გასვენების წინა საღამო ყველაზე მძიმე იყო, ბებია ძალიან უყვარდა, ნახევრად მისი გაზრდილი იყო და განიცდიდა. მივხვდი საუბრის ხასიათზე არიყო და უბრალოდ მივეხუტე. უნდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა და საუბარი წამომიწყო, მეც ავყევი თუმცა ბოლოს მაინც ქორწილზე გადავედით. დავამშვიდე რა მოხდა ერთი თვე და ერთად ვიქნებითთქო როცა ძარღვები დაეჭიმა და წამოდგა:
-რა მოხდა არა? ხო რა პრობლემაა მერე რა მიყვარხარ შენთან ყოფნა მინდა თუ რა? არაუშავს მოდი თუ გინდა კიდევ გადავდოთ ან საერთოდ გავაუქმოთ, იქნებ კიდე რამე საქმე გამოგიჩნდეს, ან არის რაიმე დარჩენილი რაც არ გაგიკეთებია?_მივხვდი ნერვები ქონდა მოშლილი და ჯავრს ჩემზე იყრიდა მაგრამ ცოტათი გული მაინც მატკინა მისმა სიტყვებმა_ იცი მაინც ეგ შენი სტიპენდია რად დამიჯდა? იცი რომ ყოველ საღამოს ამ საჯანდაბე სკამზე ვიჯექი და შენი სურათების თვალიერებით ვცდილობდი მონატრება გამექრო? იცი რომ ყოველ დილით ღმერთს ვევედრებოდი მშვიდობიანი დღე ყოფილიყო და არაფერი მოგსვლოდა? იცი რომ ყოველ შენ გარეთ გასვლაზე შიშისგან ადგილს ვერ ვპოულობდი სანამ არ მომწერდი ვსო სახლში მივედიო? არიცი, იმიტომ რომ შენ ახალ, განსხვავებულ გარემოში უცხო ხალხთან იყავი, მე კი იგივე პარკში და იგივე გზებზე დავდიოდი სადაც შენთან ერთად და გული მისკდებოდა, რომ მარტო ვიყავი, იმისიც კი მეშინოდა მეორე სემესტრიც არ გადააგრძელოსთქო და ყოველ დარეკვაზე, როცა სერიოზული სახე გქონდა მეგონა ბოდიშს მომიხდიდა და ისევ რამდენიმე თვით ვრჩების მეტყოდი. ახლა შეგიძლია წარმოიდგინო რა დღეში დამტოვე და წახვედი? მიმატოვე გესმის?_ ატირებული ჩავეხუტე, იქ ყოფნის პერიოდში მემგონი ერთი დღეც არ ყოფილა წასვლა რომარ მენანა მაგრამ უკვე გვიანი იყო, ახლა კი როცა გავიგონე რამდენად დიდი ტკივილი მივაყენე, გული ორმაგად მეტკინა, იცოდა როგორ ვსაუბრობდი სულ გერმანიაში დაბრუნებაზე, მე კი პირველივე შანსის გამოჩენისთანავე ლამის ქორწილში მივატოვე და წავედი, რომ ჩემი გამეტანა. არცერთი ბოდიში არ გამოისყიდდა ჩემს დანაშაულს ამიტომ ისევ გაჩუმება და ჩახუტება ვარჩიე...
საბოლოოდ მაინც ისე გამოვიდა როგორც დედაჩემს უნდოდა, სექტემბერში, არც ისე სიცხეში, და თანაც დაწყნარებული. ჩემთვის მთავარი ჯვრისწერა იყო, ქორწილს და ხელისმოწერას სულარ დავეძებდი. ამჯერად ჭკუა ვისწავლეთ და არავისთვის არაფერი არ გაგვიმხელია. სექტემბერი მეც გამიხარდა, იმიტომ რომ 10 სექტემბერს 2 წელი ხდებოდა რაც ერთად ვიყავით და ამ თარიღს ამიერიდან ქორწინების ათვლის ვალდებულებაც დაეკისრებოდა... 5 სექტემბერს გავამხილეთ სახლში, რომ 10ში ჯვარს ვიწერდით, ჩემები პატარა სუფრას გამიკეთებდნენ და ჩვენ მალევე ბაკურიანში წავიდოდით ერთი კვირით. თეთრი მოკლე, ზურგ ამოღებული, მაქმანიანი კაბა შევიკერე, თაიგული და ტორტი გავაბარე, გიორგის შარვალ-კოსტუმის ასარჩევად გავყევი და მზად ვიყავით. არანაირი დიდი მზადება და აურზაური, 10 რიცხვი ისე წყნარად მოვიდა თითქოს არც არაფრით იქნებოდა გამორჩეული.
8 საათიდან სალონში ვიჯექი, ჯვრისწერა 12 ზე იყო დანიშნული. 12ის ნახევარზე უკვე გამოპრანჭული, ჩაცმულ-გამოწყობილი თაიგულით ხელში ველოდი გიორგის. მის მეჯვარესთან ერთად მოდიოდა, დანარჩენები კი ტაძარში გვიცდიდნენ. მოსვლას იგვიანებდა და ჩემები მეხუმრებოდნენ, ეს ბიჭი იმდენი ალოდინე მგონი გადაიფიქრაო.
თვალებს არ დავუჯერე რომ შევხედე, მართალია ასარჩევად მეც ვახლდი მაგრამ ახლა სულ სხვა თვალით დავინახე ყველაფერი. ისე სიმპატიურად იყო გამოწყობილი არ მჯეროდა თუ ასეთი კაცის ცოლი დამერქმეოდა სულ რაღაც ერთ საათში. ტაძრის შესასვლელთან მამაო გვიცდიდა, ეტყობა დარწმუნება უნდოდა, რომ დღეს მაინც აღარ გადავდებდით და აუცილებლად მივიდოდით. ეზოში შევყოვნდით, ყველა მეფერებოდა რა ლამაზი ხარო, მე კი მხოლოდ გიორგის ვუყურებდი, რომელიც ჩაჭიდებულ ხელს არ მიშვებდა.
მამაო გამოვიდა და დაგვიძახა, უკვე გველოდებოდა და ვიგვინებდით. მასთან მივედით და ჩურჩულით გვითხრა: -სანამ აგური ჩამოვარდნილა არსაიდან და რომელიმეს მოგხვედრიათ მალე შემოდით, რომ ჯვარი დაგწეროთ და დაგლოცოთ, თორემ თქვენზე მეტად მე ვნერვიულობ მემგონიო._ მე და გიორგი სიცილით შევყევით, ჯვრისწერისას გიორგის ხელი არ გაუშვია, ერთმანეთს გადავხედავდით და გვეღიმებოდა, ვერ წარმოგვედგინა, რომ როგორც იქნა აქამდე მოვაღწიეთ და ამჯერად არაფერს შეუშლია ხელი. ჯვრისწერის დასრულებისას მამა გიორგიმ გვერდით დაგვიყენა და განსაკუთრებით გიორგის უჩურჩულა: - ხვალ ერთ დღიანი ძალიან მძიმე მარხვაა, ვიცი გაგიჭირდებათ ახალდაქორწინებულები ხართ მაგრამ თუ ამ მარხვას წმინდად შეინახავთ აი ნახავთ უფალი როგორ დაგაჯილდოვებთ.
-კარგი მამაო, რა პრობლემაა სადაც ორი წელი ვიცადე იქ ორი ღამე რა მოსატანია_ და ჩუმად სიცილი აუტყდა, მამაომ ჯერ ვითომ მკაცრად გამოხედა, მაგრამ მის გულუბრყვილო სახის დანახვაზე მასაც გაეცინა, მხოლოდ მე ვიყავი აღშფოთებული ასე ნუ უზრდელობთქო. მოგვიანებით ყველა დაინტერესდა რატომ ვიცინოდით ასე საკურთხევლთან. რა უნდა გვეთქვა? ამიტომ ჩუმი ღიმილით ვპასუხობდით ისეთი არაფერითქო.
ჯვრისწერიდან წყალტუბოს ხელოვნურ ტბასთან წავედით ფოტოების გადასაღებად. „ვიპოზიორეთ“, ბევრი სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ და ჩემთან წავედით, უნდა გამოგვეცვალა, ერთი ორი საღეგრძელოსთვის მოგვესმინა და მერე ბაკურიანიც გველოდა. გამოსაცვლელად შევედით ოთახში უფრო კომფორტული ტანსაცმელი რომ ჩაგვეცვა. გიორგიმ დრო არ დაკარგა და ტანსაცმელი ამოალაგა და გახდა დაიწყო, მე კი ერთ ადგილზე ვიდექი და არ ვჩქარობდი.
-ნია დაგვაგვიანდება რას უცდი?
-აუ შებრუნდი რა
-რა ვქნა? _ გაკვირვებულმა ამომხედა
-შებრუნდი რა გთხოვ.
-ნია ჩემი ცოლი ხარ, შენ რა გცხვენია?მოდი ჩემთან_ ჩამიხუტა და გულზე მიმიკრა-პატარა, დღეიდან ერთად უნდა ვიცხოვროთ, სასირცხვილო რაა ამაში? ყოველი ოთახში გამოცვლისას უნდა შემაბრუნო?
-სულ არა მაგრამ თავიდან მიჩვევა ხომ მინდა_ და სიცილით შევატრიალე. კაბა უცებ გავიძვრე და მაინც გამომხედა, კრემისფერ თეთრეულში გამოწყობილმა ფეხი დავაბაკუნე ხომ გთხოვეთქო, მაგრამ ჩემდა გასაკვირად სირცხვილის გრძნობა საერთოდ არ მიგვრძვნია, პირიქით, ისე მესიამოვნა მისი ანთებული თვალები ჩემი ყურებისას, მისი წვალება განვაგრძე, შარვლის და ზედის ჩაცმას ვაჭიანურებდი, უფრო ნელა და სექსუალურად მოძრაობას ვცდილობდი, ხელი ფეხზე ავისვი თითქოს და რაღაც მოვიცილე, რამდენჯერმე მკერდზეც „მომიხვდა“ და ლამაზად ჩაწყობილი ლიფში ნაზად შეირხა. თვალის კუთხით ვხედავდი როგორ ცდილობდა ჩაეცვა მაგრამ გულგრილი თვალით ვერ მხედავდა, ბოლოს როცა კარადისკენ წავედი კაბის შესანახად ზურგზე ამეკრა და მიმიხუტა:
-რას მიკეთებ? გინდა მაწამო? ხოდა გამოგდის_ ყელზე მაკოცა და გვერდით აუყვა, კისერი ჩემი სუსტი წერტილი იყო და მივხვდი სამაგიეროს მიხდიდა, თუმცა ვერ ვეწინააღმდეგებოდი- გინდა აქვე, შენივე მშობლების სახლში, შენივე ოთახში გაგცე საკადრისი პასუხი შენს მოძრაობებზე?
მის ალერსზე ცუდად ვხდებოდი, მაჟრიალებდა, ყველა ადგილი ცეცხლივით მეწვოდა სადაც მაკოცებდა, ვნება ისე მერეოდა ლამის თავი დავუქნიე კითქო კარებზე კაკუნმა რომ გადამარჩინა.
2 საათში უკვე ბაკურიანისკენ მიმავალ გზას ვედექით, ბოლო ხმაზე გვქონდა სიმღერები ჩართული და ჩვენც ცეკვით და სიცილით ვყვებოდით. ორივე ჩუმად გადავხედავდით ხოლმე ჩვენ თითებს „კალიცოები“ რომ გვეკეთა და კმაყოფილებიდან და სიამოვნებიდან გვეღიმებოდა. ძალიან საყვარელ ქალთან დავბინავდით სასტუმროში, და ის საღამო ტანსაცმლის მილაგებას მოვუნდით. საკმაოდ კარგი ოთახი გვქონდა, დიდი შემოსასვლელით და მდიდრული ავეჯით. დროს სასიამოვნოდ ვატარებდით, თავს ისე კარგად ვგრძნობდი გიორგი მამაოს სიტყვას რომ ასრულებდა, ღამით ჩახუტებულებმა დავიძინეთ, და დილითაც მის გვერდით ისე ბედნიერს გამეღვიძა, ჯერ ეძინა მაგრამ სახეზე ფერება დავუწყე და მივხვდი გაეღვიძა, უცებ მსტაცა სიცილით ხელი და შემბოჭა, ჩვენი თამაში და სიცილი ალბათ მთელ სასტუმროს ესმოდა და აწითლებული ჩავედით სასაუზმოდ.
ბაკურიანში 10 დღე დავრჩით, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, ერთამენთზე ზრუნვის მეტი საქმე არ გვქონდა, ღამეებიც ბევრი გაგვითენებია თეთრად ალერსსა და მხიარულებაში. ათ დღეში ქუთაისში დავბრუნდით და რეალურ სამყაროს დავუბრუნდით, გიორგიმ მუშაობა გააგრძელა, მე უნივერსიტეტი. გახარებული გავრბოდი საღამოს კარის გასაღებას სამსახურიდან რომ დაბრუნდებოდა და საჭმელსაც მე ვაჭმევდი, ჩემ დედამთილს არაფრის გაკეთების უფლებას ვაძლევდი ისე მომწონდა გიორგიზე ზრუნვა, ისიც გაღიმებული ჩამიხუტებდა კარებში, მთელი დღე ამ წუთებზე ვოცნებობ კარებს რომ გამიღებ და სახლში მეყოლებიო. ერთადერთი ის იყო რომ მეორე თვე იყო რაც გავთხოვდი და ჯერ ორსულად არ ვიყავი, ვინმესთვის რომ მეთქვა ამაზე ვნერვიულობდი დამცინებდა 2 თვეც არ გასულა კურდღელი ხომ არ ხარო, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაზე მტკივნეული თემა იყო. ჩემი დაავადების გადამკიდეს ყოველთვის მქონდა შიში რომ შვილი შეიძლება არ მყოლოდა და ახლა დაპანიკებული ვუცდიდი თვის ბოლოს.
ნოემბრის ბოლო იქნებოდა ყავისფერი ლაქები რომ შევამჩნიე, თანაც ღამის 11 საათზე, გული გამისკდა, მეგონა ორსულად ვიყავი და მუცელი მომეშალა, შეშინებულმა დავურეკე ანას და პირიქით დამამშვიდა ერთ-ერთი ნიშანიაო. გიორგი გავაღვიძე და აფთიაქში წავედით. მთელი ღამე არ მეძინა, ისე მინდოდა მალე გათენებულიყო და ტესტი გამეკეთებინა, დაჭიმული ხელით ვხვდებოდი არც გიორგის რომ არ ეძინა. 6 საათი არიქნებოდა აბაზანაში რომ გავვარდი. 5 წუთში უკან კმაყოფილი და ბედნიერი სახით დავბრუნდი, ვცდილობდი ღიმილი შემეკავებინა, მაგრამ გიორგიმ ვეღარ მოითმინა. ჩემი მოუსვენრობით ისიც გადავრიე:
-ნია? აბა?
-დადებითია, მაგრამ იცოდე არც კი გაგიხარდეს სანამ ექიმი არ დამიდასტურებს, ათასი მიზეზი არსებობს რითიც შეიძლება ტესტი დადებითი იყოს და ორსულობას არ ნიშნავდეს_ აღარ დამამთავრებინა, ლოგინში შემითრია და კოცნით გამაჩუმა, ჩამიხუტა და მუცელზე ხელი დამადო_ ახლა ვსო გაჩუმდი, პატარა გვეყოლება_ სიცილით მითხრა და თმები ამიჩეჩა.
არანაირი ნიშანი არ მქონია, არც გულის რევა, არც თავბრუს ხვევა, საერთოდ არაფერი, ამიტომ ეხოს კაბინეტი შიშით შევაღეთ. ძალიან სასიამოვნო ექიმი დაგვხვდა და გასინჯვა დაიწყო.
-ჯერ ძალიან პატარა ხარ, მაინც ვნახოთ აბა თუ გამოჩნდება რამე_ ეკრანი ჩართო და მუცელზე ცივი სითხე დამასხა_ უყურე შენ როგორ სწრაფი პატარა გყოლია წესით არუნდა გამოჩენილიყო, მაგრამ აი შავ ლაქას თუ ხედავ ეგ შენი პატარას პარკია, ჯერ თვითონ ნაყოფი არ ჩანს მხოლოდ 4 კვირის ხარ, მოდი ახლა ასე ვქნათ, ერთ კვირაში მოდი, წესით 5 კვირიდან გულისცემაც ისმის და შევამოწმოთ_ ღიმილით გამოგვიშვა. მე ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამდი, აი გიორგი კი ბედნიერებას ასხივებდა, მეგონა ისე დადიოდა მიწას ფეხს არც აბიჯებსთქო. ყველასთვის უნდოდა ერთად გვეთქვა, ჩემებთან წავედით, მშობლები ტაძარში იყვნენ და გავუარეთ სახლში წავიყვანოთთქო. მანქანაში რომ ჩაჯდნენ გიორგი ისე იყო აღელვებული არც კი დაუძრია ისე გადმომხედა და თვალით მანიშნა უთხარიო. მეც გაღიმებული მივტრიალდი:
-ისე მეორე შვილიშვილზე რას იტყოდი?
-რა უნდა ვთქვათ დედი, ღმერთმა გვამრავლოს და გვაბედნიეროს.
-ხოდა აბა მეორე შვილიშვილი გზაშიაა_ და მე და გიორგის გაგვეცინა. დედიკოს ცრემლები წამოუვიდა, გვაკოცა და მოგვილოცა, მამიკო კი ისე გაოცებული სახით მიყურებდა ალბათ ახლა აცნობიერებდა რომ გავთხოვდი, 23 წლის ასაკშიც კი კალთაში მიჯენდა და პატარა ბავშვივით მეფერებოდა, ახლა კი მის პატარა გოგოს თავისი შვილი უნდა ყოლოდა და თითქოს ერთბაშად მიხვდა რომ გავიზარდე. ვხედავდი ჩემზე ნერვიულობით ერთიანად დაბერებულ მამას და თვალებში ვხედავდი როგორი ბედნიერი იყო ასე გახარებულს რომ მხედავდა, იმდენად ბედნიერი, რომ ხმას ვერ იღებდა, გამიღიმა და ლოყაზე მომეფერა. მე მაინც სულ მის პატარა გოგოდ დავრჩებოდი.
ანამ კივილი დაიწყო როცა ვუთხარით, ვაიმე დეიდა გავხდებიო, ყველას ისე უხაროდა და ბედნიერები ვიყავით. დრო სწრაფად გადიოდა, ჩვენი ყოველდღიური კინკლაობა ლამის ჩვეულებაში გადაგვივიდა, თუ შეიძლებოდა ორ ადამიანს ნებისმიერ რამეზე ეჩხუბა ჩვენ ვიყავით, იქნებოდა ეს ტანსაცმელი, საჭმელი, თუ ნებისმიერი ყოველდღიურობა. მუცლით მეცადინეობა უკვე საკმაოდ მიჭირდა, კიდევ კარგი წელს ვამთავრებდი, თანაც მშობიარობა ზუსტად გამოსაშვები გამოცდების შემდეგ მიწევდა, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ საკურსოს წერისას და პლიუს გამოცდების მომზადებისას, ბევრი კითხვა, წერა და კომპიუტერი მჭირდებოდა, ჩემს პაწაწუნას კი ჯდომა ყველაზე მეტად არ მოსწონდა. როგორც კი დავჯდებოდი მაშინვე ფეხებით მიბაგუნებდა, ყველაფერს მტკენდა და ადგომას მთხოვდა, ამის გათვალისწინებით მეცადინეობა ლამის ჯოჯოხეთად მექცა. სქესის გასაგებად რომ შევაღეთ მე და გიორგიმ ექიმის კარი 100% ვიცოდი ბიჭი რომ იყო. ყოველთვის წარმომედგინა პატარა კიკინებიანი გოგო ვარდისფერ ქუჩქუჩა კაბაში, ამიტომ დარწმუნებული ვიყავი ბიჭი მეყოლებოდა. ასეც აღმოჩნდა. ამის შემდეგ სახელის მოფიქრებაზეც კი დავიწყეთ ჩხუბი, მე თუ ანდრია მინდოდა გიორგის გაბრიელი უნდოდა, საბოლოოდ შეთანხმება გამახსენა, სანამ სქესს გავიგებდით შევთანხმდით ბიჭს გიორგი არქმევდა გოგოს მე, ამიტომ არგუმენტები გამომელია და გაბრიელზე შევთანხმდით. ჩემდა გასაკვირად გამოცდებიც და საკურსოც უმაღლესი ქულებით დავამთავრე, თუმცა გამოცდაზე მშვიდად არ ვიჯექი, ყოველ 15 წუთში უნდა ავმდგარიყავი და ცოტა გამევლო, დამკვირვებლებიც მადლობა ღმერთს მითმობდნენ და ამის უფლებას მაძლევდნენ. ჩვენი სახლის რემონტი უკვე დასრულებული იყო, მაგრამ გიორგის ორსულის მარტო დატოვება ეშინოდა და ბავშვის დაბადებამდე მის მშობლებთან დარჩენა გადავწყვიტეთ.
მშობიარობის დღეს რომ დავურეკე 20 წუთში ერთხელ მტკივა და მირჩევნია წამიყვანოთქო გულგახეთქილი მოვარდა, სამშობიარომდე ავარიულებით და სიგნალებით მიმიყვანა, სამი წელი ვიცნობდი და ასე დაფეთებული ჯერ არ მინახავს, ექიმმა რომ გამსინჯა ერთ თითზე ხარ მაგრამ დარჩი აქ უფრო მოგაქცევთ ყურადღებასო უფრო ანერვიულდა, ცხრაჯერ კითხა ერთი და იგივე საფრთხე ხომარ ემუქრებათო. დღის 12 საათი იყო რომ დამაწვინეს, ექიმმა დამიბარა ექთანი ხშირად შემოვა მაგრამ გახსნას 4 საათში ერთხელ შევამოწმებ ჯერ შენთვის ადრეაო. 2 საათში ტკივილები 10 წუთში ერთხელ გამიხდა, შემდეგ უფრო შემცირდა დრო და უკვე ნელნელა სულის მოთქმა მიჭირდა, 4 საათზე გასინჯვისას კი ჩემდა გასაკვირად ისევ ერთ თითზე ვიყავი, თუმცა ტკივილები ყოველ 5 წუთში მქონდა. შემდეგ გასინჯვაზე რომ ძლივს 2 თითზე ვიყავი და უკვე შუაღამე იყო კივილით მოვითხოვე საკეისრო. ექიმმა გარკვევით მითხრა იმას არ ვჭრი რაც გასაჭრელი არ არისო და ხერხემალში გამაყუჩებელი შემიყვანეს. ცოტა დაძინება შევძელი კიდევ კარგი, თორემ რაც შემდეგ მოდიოდა დასვენებული უნდა ვყოფილიყავი. დილის 7ის ნახევარი იქნებოდა უკვე ტკივილიდან სახის ჩამოხოკვა რომ დავიწყე, მთელი ღამის ნათევი გიორგი და ანა თავზე მედგნენ და ჩემს დაშვიდებას ცდილობდნენ მაგრამ არაფერი მესმოდა. ცალი თვალით მხოლოდ ექიმის სახეს მოვკარი თვალი ჩემი გასინჯვის შემდეგ ექთანს რომ დაუქნია ხელი, მერე ხმასაც დავუკვირდი:- საოპერაციო გაამზადეთ სისხლთან ერთად, ბავშვს თავი გვერდითააქ და ვერ გამოდის, ამდენი წყლის ნაყლაპი არ გაგვეგუდოსო. ამის შემდეგ აღარაფერი გამიგონია, ჩემი ღრიალი ალბათ მთელ სართულზე ისმოდა. გიორგი გარეთ გააგდეს, მისი შეშლილი სახე ცხოვრების ბოლომდე დამამახსოვრდებოდა, ჩემმა დამ ხელი ჩამკიდა და ცრემლები წამოუვიდა. გარეთ მყოფებიდან მაქვს გაგონილი ქვემოთ რა რეაქციები იყო, როცა ექთანი ჩავიდა და მშობლებს ხელისმოწერა თხოვა საბუთებზე სასწრაფო საკეისროსთვის, შემდეგ როგორ დაინახა ჩემმა დედამთილმა როგორ შემოვარდა ჩემი მეორე ექიმის მანქანა ეზოში, დაუყენებლად და ჩაუკეტავად როგორ გადმოხტა მანქანიდან და მიატოვა, არავის ძახილი გაუგონია და ჩემთან წამოვიდა, როგორ მოყვა ამას ჩემი დედამთილის კივილი რახდება გამაგებინეთო, დედაჩემის გულის წასვლამდე მისვლა და როგორ უცებ გამოეკიდათ ექიმს მამაჩემი და ჩემი მამამთილი ამბის გასაგებად. დერეფანში ამოსულებს კარებთან აყუდებული გიორგი რომ დახვდათ ვერცერთს გაუბედავს შეკითხვის დასმა. როგორც კი ექიმი შემოვარდა, მე უკვე ტკივილებიდან ღონემიხდილი ვიწექი და საცოდავად ვკვნესოდი. გავიგონე როგორ თქვა ექიმმა არავითარი საკეისრო დაბალ წნევიანია ვაკუუმი მომაწოდეთო.
-კი მაგრამ ლევანი ექიმო ბავშვის თავი?
-ბავშვის თავი ზრდასთან ერთად გასწორდება დედამისი კი გაჭრას შეიძლება ვერც გადარჩეს. _ მათი საუბრიდან ვერაფერი გავიგე, მხოლოდ ის მესმოდა როგორ მკაცრად მთხოვდა ლევანი ექიმი გაჭინთვას და მეც ვასრულებდი, რამდენიმე წუთში სულ თეთრ ნივთიერებაში ამოგანგლული დიდ შავ თმიანი ბიჭი გამოძვრა, თუმცა არ უტირია, ჩემთვის ნარკოზს ამზადებდნენ გაკერვისას რომ არ მეკივლა, მაგრამ ხელი ავუქნიე, -არ ტირის, რატო არ ტირის, აატირეთ, ნუ მაძინებთ აატირეთ_ ბოლო ხმაზე ვკიოდი და ვხედავდი როგორ ამოდიოდა ჩემი ბიჭუნას პირიდან ნაყლაპი წყალი.რამდენიმე წუთში მთელი ხმით აკივლდა და მეც მშვიდად მივეცი უფლება რომ დავეძინებიე.
ისევ მისმა ტირილმა გამაღვიძა, ისევ იგივე მაგიდაზე ვიწექი, ამჯერად გაბრიელი დეიდას მკლავებში ირწეოდა მაგრამ არ ჩერდებოდა. გონს მოსული რომ დამინახეს მაშინვე გულზე დამაწვინეს, ტუჩები ააცმაცუნა და დაწყნარდა, არც კი მჯეროდა, საკუთარ შვილს ვიხუტებდი და ორივე ცოცხლები ვიყავით. დავინახე გიორგის შემოსვლაც როგორი ბედნიერი სახით დაგვყურებდა და ტკბილად რომ მაკოცა შუბლზე. ჩემს პატარას ვიხუტებდი, გვერდით კი ყველაზე თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულე ქმარი მედგა მსოფლიოში და ღმერთს მადლობას ვუხდიდი როგორ გამიმართლა.
ვიცოდი რომ ჩვენი ცხოვრება არიქნებოდა „ჭირი იქა, ლხინი აქა“, ვიცოდი რომ წინ ბევრი პრობლემა დაგვხვდებოდა, ვიცოდი რომ ისევ ყოველ წვრილმანზე ვიკამათებდით, ვიცოდი რომ ზოგჯერ იმდენად გამაბრაზებდა მისი დანახვაც კი არ მომინდებოდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ 5 წუთში გაბრაზების მიზეზი აღარ მემახსოვრებოდა, სიამოვნებით მოვუწყობდი საღამოობით რომანტიულ ვახშამს (თუ ბავშვს ეძინებოდა) და დაღლის მიუხედავად მაინც გავაცილებდი ყოველ დილით კოცნით და სიყვარულის ახსნით სამსახურში, შემდეგ შემოვბრუნდებოდი, ჩემს პატარა სიყვარულს გავუღიმებდი და ღმერთს მადლობას გადავუხდიდი ამხელა ბედნიერების მონიჭებისთვის.



-----------------------------------------------------
სანამ ახალ ისტორიას დავდებ, ამ კარგა ხნის ისტორიას დავდებ სრულად. დიდი მადლობა ვინც კითხულობთ <3 მაპატიეთ ბავშური ნაწერისთვის ცოტა ადრე მაქვს დაწერილი და სიმართლე გითხრათ ნამდვილი ამბავია <3



№1 სტუმარი your fan ❤

dzalian kargi iyo yochag❤

 


№2  offline მოდერი naattii

your fan ❤
dzalian kargi iyo yochag❤

დიდი მადლობა ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი მანჩო

ვაიმეე ეს ისტორია ვიცი ადრე მაქვს წაკითხული და ახლაც ისეთივე ემოციებით წავიკითხე როგორც მაშინ ძალიან მაგარია ❤❤❤

 


№4  offline მოდერი naattii

დიდი მადლობა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent