შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ დამისრულებია...(XVII თავი)


23-07-2018, 22:30
ავტორი nina.d.
ნანახია 2 505

კარზე ზარი დავრეკე და დაველოდე როდის გამოანათებდა ჩემი ბიჭი იქიდან. დიახ, ჩემი ბიჭი, მე მას უკვე ჩემად ვთვლი. რამდენიმე წამში კარი გაიღო და გაბრიელიც გამოჩნდა წელს ზემოთ შიშველი. ჩემი დანახვით გაკვირვებული და გახარებული იყო.
-რა ხდება?_მკითხა ღიმილით და სახლში შემატარა.
-ნუცა და ნიკა ჩემს ბინაში გამოვკეტოთ და შენთან წამოვედით.
- ძალიან გამახარეთ._ნია ხელში აიყვანა და ლოყები დაუკოცნა, შემდეგ კი მე.
-იცით? მე ძალიან მიყვარხართ._ღიმილით თქვა ნიამ და ორივეს ჩაგვეხუტა.
-ჩვენც ძალიან გვიყვარხარ პატარა პრინცესავ.__ბედნიერი სახით თქვა გაბრიელმა და ისევ ლოყები დაუკოცნა ნიაკოს.
მისაღებში დივანზე დავსხედით. გაბრიელმა მულტფილმები ჩართო. მე სამზარეულოში გავედი ნიასთვის საჭმლის მოსამზადებლად. ცოტახანში გაბრიელი შემოვიდა, ზურგიდან ჩამეხუტა და კისერზე მაკოცა.
-შენი სურნელი მიყვარს._თბილად მითხრა და უფრო მაგრად მომეხვია. ხელები მისას შევახე, თავი უკან გადავხარე და მხარზე დავადე. მხარზე მაკოცა, მისი ამონასუნთქი ჰაერი, კანზე სასიამოვნოდ მელამუნებოდა.
-მე კი შენი ყველაფერი მიყვარს._ვთქვი გაუაზრებლად, მაგრამ მშვიდად, ისე თითქოს ამას ყოველდღე ვეუბნებოდი გაბრიელს. გაეღიმა, ყურთან მაკოცა და ჩურჩულით მითხრა:
-სხვათაშორის მეც._ გული სიხარულით ამევსო, მისკენ გაღიმებული მივბრუნდი, კისერზე ხელები მოვხვიე და ტუჩებზე ვაკოცე.
ნიასთან გავედით, ერთად ვუყურეთ მულტფილმს, ერთად ვივახშმეთ, ზღაპრებიც წავიკითხეთ.
-დღეს ხომ დარჩებით?_მკითხა გაბრიელმა მოწყენილი სახით.
-კი, დავრჩებით._ვუთხარი ღიმილით, მასაც გაეღიმა და ჩამეხუტა.
-იცი, რომ ძალიან მაბედნიერებ?
-მართლა?
-კი. რომ მეხები ყველაფერი ერთდროულად მიტრიალდება სხეულში. მინდა ჩაგეხუტო, მოგეფერო, გაკოცო, შენი სურნელი ვიგრძნო. მიყვარს ჩემი შეხებისას შენი რეაქცია, გული, რომ გიჩქარდება და კანზე ბუსუსები, რომ გაყრის. აი, ამ ყველაფერზე ვგიჟდები.
-მეც მიყვარს ეგ ყველაფერი, შენი ეჭვიანობა მიყვარს, საყვარლად, რომ ბრაზდები. შენი სურნელი მიყვარს, რადგან ის მხოლოდ შენია და ასეთი სურნელი არავის არ აქვს.
-ჩემო._მითხრა, თავისი საყვარელი ღიმილით და ყელში მაკოცა.
-წავალ ნიას დავაწვენ._მეც ვაკოცე და ნიასთან ერთად გაბრიელის ოთახში ავედით.
ნია საწოლში ჩავაწვინე, მეც გვერდით მივუწექი, მალევე ჩაეძინა და ქვემოთ ჩავედი გაბრიელთან. მისაღებში დივანზე იჯდა და ტელევიზორში კალათბურთს უყურებდა. გვერდით მივუჯექი და თავი მხარზე დავადე. ხელი მომხვია და უკეთესად მომათავსა თავის მკლავებში. მალევე ჩვენც დავწექით დასაძინებლად.
დილით სახეზე მოფერებამ გამომაღვიძა, თვალები ზანტად გავახილე და მომღიმარი გაბრიელის სახეს წავაწყდი. შუაში ნია იწვა და ჯერ ისევ ეძინა. ერთმანეთს იდიოტებივით ვუღიმოდით, ნიამ, რომ გაიღვიძა სამზარეულოში ჩავედით და საუზმე მოვამზადეთ. შემდეგ ნია ბებოსთან წავიყვანე და იმ ორ გვრიტს ქვაკუთხედი. ჩუმად შევიპარე, საკუთარ სახლში ვიპარები, ნუცას და ნიკას მისაღებ ოთახში ერთად ეძინათ. რამდენიმე სურათი გადავუღე მათ ყოველი შემთხვევისათვის, გასაღები მაგიდაზე დავტოვე და ბინიდან გამოვედი. იქიდან გამოსულს კიბეზე ზურა შემხვდა.
-დახოცეს ერთმანეთი?
-არა, ტკბილად ძინავთ ჩახუტებულები.
-მტკიცებულება?_მითხრა ღიმილით. მეც გადაღებული ფოტოები ვაჩვენე.
-კარგი წავედი ეხლა მე, აეროპორტში უნდა მივიდე თავის დროზე.
-იქნებ რა გინდა?
-მატიასი ჩამოდის.
-აუ, ოღონდ ეგ არა._სიცილით თქვა და ხელი მხარზე მომითათუნა ნუგეშის ნიშნად.
-ხომ არ დაგავიწყდა, რომ ჩემი მეუღლე ხარ?
-მაგას რა დამავიწყებს._მითხრა ღიმილით, შუბლზე მაკოცა და დამემშვიდობა.
კიბეები ჩავირბინე, სადარბაზოდან გავედი, მანქანაში ჩავჯექი და აეროპორტში წავედი. დანიშნულების ადგილზე დროულად მივედი. შესასვლელში გაბრიელი და ლექსო მელოდებოდნენ. შიგნით შევედით და დაველოდეთ მის ჩამოსვლას. გაბრიელმა ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და თითზე დამაკვირდა, რომელზეც ნიშნობის ბიჭების მსგავსი რაღაც მეკეთა.
-ეს ზურას ნაყიდია?
-კი.
-ლამაზია.
-კი, იცის რაც მიყვარს.
-იქნებ მეც მითხრა რა გიყვარს?!
-კი, გეტყვი, ოღონდ ახლა არა._ ვუთხარი ღიმილით და თვალი ჩავუკარი.
რამდენიმე წუთში მატიასიც გამოჩნდა. გაშტერებული ვუყურებდი ბიჭს რომელსაც ერთი წლის წინ შევხვდი და ვერ ხვდებოდა ასე როგორ შეიცვალა. სხვანაირი ვარცხნილობა, ჩაცმულობა, იმედია გემოვნებაც შეეცვალა და მე აღარ მოვეწონები -გავიფიქრე და გაბრიელს გავხედე, რომელიც დაბღვერილი მიყურებდა. მის დაბღვერილი სახეზე გამეღიმა, შემდეგ კი მატიასს გავხედე, რომელიც თამამი ნაბიჯებით მოდიოდა პირდაპირ ჩემსკენ. ღიმილით მოვიდა ჩემთან, ხელები გაშალა და მთელი ძალით მომეხვია. ამ დროს წარმომიდგენია გაბრიელს რა სახე ჰქონდა.
-მარტო შენ დამხვდი, რა კარგია._მითხრა ესპანურად. (ავტორმა ესპანური არ იცის, სამწუხაროდ).
-არა, ჩემი უფროსებიც აქ არიან._როგორც იქნა მომშორდა სხეულიდან და ჩემს უკან მდგომი გაბრიელს და ლექსოს შეხედა. გაბრიელს ისეთი სახე ჰქონდა, უფროსი, რომ არ ყოფილიყო ალბათ მატიასს სცემდა.
-ლექსო._ღიმილით უთხრა და ხელი ჩამოართვა. გაბრიელს კი ეჭვის თვალით უყურებდა და ათვალიერებდა.
-ეს ჩემი უფროსია, გაბრიელი._ვუთხარი ღიმილით და გაბრიელს შევხედე, რომელიც დაძაბული იდგა. როგორ მომინდა მისი ჩახუტება, ნეტავ იცოდეთ.
გაბრილმა ხელი ჩამოართვა და ნაძალადევად გაუღიმა. მატიასი ეჭვისთვალით ათვალიერებდა გაბრიელს.
-ლექსო, შენ მატიასი წაიყვანე ჩემი მანქანით._უთხრა დაძაბულმა და მე გადმომხედა.
გაბრიელმა გასაღები გამომართვა, აეროპორტიდან გამოვედით და მანქანისკენ მივდიოდით მატიასმა, რომ დამიძახა.
-ჩემთან ერთად არ წამოხვალ?_მითხრა ისევ ესპანურად. პასუხის გაცემას ვაპირებდი მაგრამ გაბრიელი ჩაერთო.
-არა, საქმე გვაქვს ჩვენ._ესპანურად უპასუხა გაბრიელმა, მკაცრი ტონით და მანქანისკენ მიმანიშნა.
მოიცა, მოიცა ამან ესპანური იცის? მგზავრის სავარძელში ჩავჯექი და გაკვირვებული ვუყურებდი საჭესთან მოკალათებულ გაბრიელს. გაბრაზებული სახით მომიბრუნდა, სახეზე ხელები მომადო და ტუჩებზე დამაცხრა. უხეშად და ვნებიანად მკოცნიდა ტუჩებს, შუბლი შუბლზე მომადო და ოხვრით თქვა:
-ვერ ვიტან სხვა, რომ გეხება. მითუმეტეს ის იდიოტი._ამჯერად ნაზად მაკოცა ტუჩებზე და სახეზე დამაკვირდა.
-ყოველთვის ასე მაკოცებ, სხვა, რომ შემეხება?
-კი._ჩურჩულით მითხრა და ისევ მაკოცა.
სამსახურში დავბრუნდით, საღამოს რესტორანში უნდა ევახშმათ გაბრიელს, ლექსოსა და მატიასს. სამუშაო საათები დასრულდა.
-შენ არ წამოხვალ._მითხრა ღიმილით.
-მაშინ შენთან წავალ._მეც ღიმილით ვუთხარი და ხელები ზურგზე მოვხვიე.
-ძალიან კარგი, აი გასაღები._ჯიბიდან გასაღები ამოიღო და მაგიდაზე დადო.
-დაგელოდები.
-მალე მოვალ, დამიჯერე.
ბოლოჯერ ვაკოცე და სახლში წავედი. ნია ბებოსგან წამოვიყვანე და მამასთან წავედით. ნია მამასთან დავტოვე და გაბრიელის სახლში წავედი. ტანსაცმელი გამოვიცვალე და მისაღებში დივანზე წამოვწექი, ფილმს ვუყურებდი , რომ ჩამეძინა. ცოტახანში ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ნომერს დავხედე და უცხო ნომერი იყო. მობილურს ხმა გავუთიშე და ისევ მაგიდაზე დავაბრუნე. სამზარეულოში გავედი, ყავა გავიკეთე და ბაღში გავედი, საქანელაზე ჩამოვჯექი. ისეთი მშვიდი გარემო იყო, სუფთა ჰაერი, მთვარე და ვარსკვლავები. ასეთ სიტუაციას რა სჯობს. ცოტახანს ასე ვიყავი სიჩუმეში, შემდეგ ფეხის ხმა მომესმა, ეს გაბრიელის გარდა სხვა ვერავინ იქნებოდა, ამიტომ მშვიდად ვიჯექი და ვარსკვლავებს ვუყურებდი. მალევე მუცელზე ხელების მოხვევა ვიგრძენი, შემდეგ კი ყელში კოცნა.
-არც ისე მალე მოხვედი.
-ხო, მატიასს ბევრი საუბარი უყვარს.
-კი, ნამდვილად._ვთქვი ღიმილით და ფეხზე წამოვდექი.
-არა, მოიცა.
ყავის ფინჯანი გამომართვა, ბალახზე დადო, მე ისევ საქანელაზე დამაბრუნა და გამაქანავა.
-გაბრიელ.
-ჩუუ... _ასე მაქანავებდა სანამ არ დაღამდა.
გამხიარულებულები შევედით სახლში და დივანზე დავსხედით, გაბრიელმა ხელი მომხვია და კალთაში ჩამისვა.
-არ გინდა სადმე წავიდეთ?
-მაგალითად სად?
-მარტო მე და შენ, სადმე მთაში.
-სიამოვნებით._ვუთხარი ღიმილით.
-როდის წავიდეთ?
-როცა გინდა.
-ძალიან კარგი._მაკოცა და გულში ჩამიკრა.
გვიანობამდე ვისხედით და ვსაუბრობდით, სანამ გაბრიელის კალთაში არ ჩამეძინა. ვიგრძენი ხელში როგორ ამიყვანა და საწოლში ჩამაწვინა. შემდეგ ძლიერად მომეხვია და საფეთქელზე მაკოცა. ამის შემდეგ ღრმად ჩამეძინა.

***
მიხარია, რომ ისევ გახსოვთ ეს ისტორია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent