შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისის ცის ქვეშ... სრულად


23-07-2018, 23:34
ავტორი katiusha
ნანახია 9 675

დედამიწაზე არსებობს ადგილები, რომლებსაც ერთხელ ნახავ და განსაკუთრებულად დაგამახსოვრდება,ან შეიძლება არ ნახო,სულ არ იყო იქ ნამყოფი, მაგრამ მაინც განსაკუთრებულად მიგიზიდოს და შეიყვარო,ისე რომ მოგანდომოს და ოცნებად გიქციოს იქ წასვლა.ყველა ადამიანს აქვს ასეთი ადგილი და ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება მდებარეობდეს.შეიძლება ეს ადგილი ინტერნეტში ნახო,სხვათა მონაყოლიდან შეიყვარო ან საკუთარი თვალით ნახო,მაგრამ ერთ რამეს აუცილებლად იგრძნობ- რომ სწორედ ესაა ის ადგილი სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობ..ის შენია..შენშია..
სხვისთვის არ ვიცი მაგრამ ჩემი საყვარელი ადგილი თბილისი იყო,ჩემი საყვარელი ქალაქების სიაში ის პირველ ადგილს იკავებდა...ეს ის ადგილი იყო სადაც თავს ყველაზე ლაღად.მხიარულად,თავისუფლად, ვგრძნობდი.
არ ვიცი რატომ შემიყვარდა ასე ან რა ჰქონდა ასეთი განსხვავებული,მაგრამ თავს ასე კომფორტულად მშობლების სახლშიც კი არ ვგრძნობდი. მახსოვს დაახლოებით ხუთი წლის ასაკში ჩამომიყვანეს პირველად აქ, ძალიან შორს არ ვცხოვრობდით მისგან.სამოქალაქო ომი ახალი გადავლილი იყო,ახალი გავლილი იყო სოხუმის და ცხინვალის მოვლენები,მაგრამ თავისი კვალი მაინც დაეტოვებინათ,ყველასთვის მძიმე გასახსენებელია იმ დროინდელი მოვლენები და ყველასთვის მძიმე დრო იდგა,მაგრამ მე ეს არ მადარდებდა.მხიარულად მივხტუნაობდი ქუჩებში და დროდადრო მშობლებს გავხედავდი რომ დავრწმუნებულიყავი ნამდვილად მომყვებოდნენ უკან.ისინი კი ხელი-ხელ ჩაკიდებულები გაღიმებულები მომყვებოდნენ.თამარ მეფის გამზირს ფეხით გადავედით და ზოოპარკთან ავუხვიეთ.მამის მიერ ჩემთვის მოცემული პირობის შესრულება მაშინ ყველაზე აუხდენელი ოცნების ასრულებად მიმაჩნდა რომ ცხოველები არა ტელევიზორში არამედ ახლოდან ვნახე.მაშინდელი ემოცია დღემდე ნათლად მახსოვს და ყოველ გახსენებაზე ისევ იმ დროში,ისევ იმ მომენტში ვბრუნდები.
არც მაშინ და არც ახლა რომ გეკითხათ რა ჰქონდაო ასეთი დასამახსოვრებელი ვერ გეტყოდით რადგან არ ვიცოდი.ულამაზესი სოფელი მქონდა,სუფთა ჰაერი,ჯანსაღი გარემო,ნატურალური პროდუქტები,ზაფხულობით ვარსკვლავებით მოჭედილი ცა,მშვიდი ღამეები,ჭრიჭინების ხმაური რომ არღვევდა სიჩუმეს და თბილი მოსიყვარულე ხალხი,მაგრამ ამ ყველაფერს მე მაინც თბილისი მერჩივნა,მე მაინც ის მიყვარდა,მისი ხმაურიანი და მტვრიანი ქუჩები,ის სილამაზეები და სიწმინდეები რასაც აღფრთოვანებაში მოყავდა ტურისტები და ბოლო პერიოდში არც თუ ისე ცოტანი იყვნენ...ყველაფრის მიუხედავად მეც ტურისტი ვიყავი საკუთარ ქვეყანაში და დედაქალაქში,სტუდენტობისას სოფლიდან ჩამოსული გოგო რომელიც აქ დარჩა და დარჩა...
განსაკუთრებით ღამის თბილისი მიყვარდა და არც საღამოობით მის ქუჩებში სეირნობაზე ვამბობდი უარს,არჰ ქონდა მნიშვნელობა წელიწადის რა დრო იყო,ყველანაირ ამინდში ერთნაირ სიამოვნებას ვღებულობდი...
საღამოოობით როცა სამსახურიდან ვბრუნდებოდი სახლში,დაღლილობის მიუხედავად ორი გაჩერებით ადრე ჩამოვდიოდი ავტობუსიდან და ფეხით ავივლიდი ხოლმე გზას სახლამდე.ეს ჩემი ერთ-ერთი უცნაური თვისება იყო.მერე პარკში დავჯდებოდი,ცოტა ხანს ვიჯექი ასე, ვფიქრობდი ათას რამეზე,წარსულზე და მომავალზე.ფიქრი რომ მომბეზრდებოდა მაღაზიაში საჭირო პროდუქტებს ვიყიდდი და შინ ვბრუნდებოდი..ქმარი მე არ მყავდა,შეყვარებული და საყვარელი მითუმეტეს,მეგობრებსაც საკუთარი ოჯახები ჰქონდათ და თან აბა რომელ მეგობარს ეცლებოდა ჩემთვის ყოველ საღამოს რომ ჩემთან ერთად უაზროდ ებოდიალა.?ვცხოვრობდი ასე ქალაქის ერთ-ერთ უბანში ჩემთვის მარტო ერთ ოთახიან ბინაში და ასე გადიოდა თვეები...
მომწონდა ჩემი ქალაქი და ასე ცხოვრება,არც იმის წინააღმდეგი ვიყავი რომ დროსთან ერთად ის იცვლებოდა და ვითარდებოდა,ახალ-ახალი შენობა-ნაგებობები შენდებოდა და იცვლებოდა,რატომაც არა ეს ხომ ცივილიზაციის განვითარებას ნიშნავდა?
პირადი ცხოვრება არ მქონია,უფრო სწორად ბოლო პერიოდი არ მყავდა არავინ.მხოლოდ ერთხელ მიყვარდა ცხოვრებაში.დაქორწინებამდეც კი იყო საქმე მისული,მაგრამ როგორც ხშირად ხდება მერე გამოჩნდა ჩვენს ურთიერთობაში მესამე და იქ დასრულდა ყველაფერი,დავშორდით...მას მერე მარტო ვარ,კი იყო რამდენიმე მცდელობა ახალი ურთიერთობის დაწყების და იყო ერთი-ორი კანდიდატიც, მაგრამ ისევ მე დავიხიე და ახლა ვარ ასე მარტო...
მეგობრები და ჩემი მშობლები კი ნატრობენ უკვე ჩემს დაოჯახება,მაგრამ სულაც არ მივიჩნევ მე ოცდაცხრა წლის ასაკში თავს ბებრად.შინაბერად და მითუმეტეს ოჯახის შექმნისთვის დაგვიანებულ პერიოდად...თუ არ გამოჩნდება ის პრინცი როგორც მეუბნებიან არც ეგაა პრობლემა გავიჩენ საყვარელს,ერთ ბავშვსაც გავაგორებ და ვიქნები ასე.ასე ვეხუმრები ხოლმე,ამას რომ იგებენ გიჟდებიან და სულ გიჟს და სულელს მეძახიან..მეც ვხალისობ მათი სახეების დანახვაზე ამ დროს..მხოლოდ ღამით როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები მაშინ ვგრძნობ თავს მარტოსულად,მიტოვებულად და მაშინ ვხვდები თუ რა ძნელია მარტოობა...
ძილი რომ გამიკრთება მაშინ ვაფასებ განსაკუთრებით თბილისს.ვზივარ აივანზე და ვტკბები მისი სილამაზის ცქერით..ისიც თითქოს ხვდებაო ჩემს გულისტკივილს ,არაფერს ამბობს დუმს და ამ დუმილით გამოხათავს თანაგრძნობას...
მოკლედ ასე შესავალს მოვრჩი და ახლა გადავალ იმაზე თუ საიდან დაიწყო ჩემი ისტორია...აქ თბილისში თბილისის ცის ქვეშ..
ეს ისტორია მაშინ დაიწყო როცა სამსახურიდან დაღლილი სახლში ვბრუნდებოდი,გზად კი შემთხვევით ერთ-ერთი ახალი აშენებული კორპუსი დავინახე,რომელიც ისე მომეწონა რომ მაშინვე გადავწყვიტე აქ აუცილებლად გადავიდოდი საცხოვრებლად..აი ასე უბრალოდ,მარტივად გავარკვიე ყველაფერი,მეპატრონე მოვიძიე,ყველაფერზე შევუთანხმდი და კვირის ბოლოს უკვე ახალ მოსახლეობა ავღნიშნე ჩემო ორ ბავშვობის მეგობართან და მათ მეუღლეებთან ერთად. კარგად გავერთეთ,დავლიეთ,ვიმხიარულეთ.რა თქმა უნდა თითქმის ყველა სადღეგრძელოს ბოლოში ჩაკვეხებული იყო რომ ამ ბინაში მეორე ნახევართან ერთად მეცხოვრა..
თორმეტს რომ გადასცდა მაშინ დავიშალეთ.სუფრის ალაგების თავი არ მქონდა და პირდაპირ ასევე დავტოვე,მხოლოდ საჭმელი შევინახე მაცივარში,პიჟამოები გადავიცვი და საწოლში კომფორტულად მოვეწყვე დასაძინებლად,რომ ჩემს სმენას უცნაური ბგერები მისწვდა.ჯერ ვერ მივხვდი რა იყო და მეგონა მომეჩვენა.გადავბრუნდი მეორე მხარეს დ თვალები დავხუჭე.რამდენიმე წამს ხმაური მიწყდა და ის იყო ამოვისუნთქე რომ ისევ გაგრძელდა და თან რა გაგრძელდა..ასეთ რამეს არ ველოდი და თავზე წავიფარე ბალიში მაგრამ ზაფხულის ამ ცხელ ღამეში კინაღამ გავიგუდე, საწოლში წამოვჯექი და უკვე თავბედს ვიწყევლიდი ამ ბინაში რომ გადმოვედი.
-ჯანდაბაა...ჯანდაბაა... მაინცადაიმც მე უნდა დამემართოს ასეთი რამე?სამი წელია მამაკაცის ალერსი არ მღირსებია და რაღა მაინცდამინც ახალ უნდა გადავყროდი ასეთი სიტუაციას,გავბრაზდი და სიმწრისგნან კინაღამ მე ავკივლდი აქედან..-ესეც შენი სიმშვიდე და კომფორტი,დატეულიყავი ნია იქ სადაც იყავი,დაემშვიდობე ყველაფერს,ვბრაზობდი საკუთარ თავზე,რადგან გვერდით ბინიდან ისეთი კვნესის და კივილის ხმა ისმოდა რომ ჭკუიდან გადავდიოდი,ვიღაცის სექსულაური თავგადასავლების უნებლიე მომსწრე გავხდი და როგორც ჩანს არც მომავალში მომაკლდებოდა მსგავსი ამბები...
ყურსასმენები მოვიძიე,მოვირგე და მშვიდი მელოდიის ფონზე ჩამეძინა..

*******
მომდევნო ორი დღე სიმშვიდე იყო.დასკვენი რომ ჩემი "სექს-წყვილი"-როგორც მე შევარქვი ისვენებდა.აი მესამე დღეს,უფრო სწორად ღამეს ამბავი ატყდაა მტრისას,კინაღამ ჭკუიდან გადავედი.ისეთი სიტყვები და კვნესა ისმოდა რომ ჭკუიდან გადასასვლელად არაფერი მაკლდა.ასე ვიჯექი საწოლზე და პორნოფილმს ვუსმენდი.ყურებაც კი არ მინდოდა უკვე თვალწინ მედგა ფაქტიურად იქ რა ხდებოდა და როგორ და რა მდგომარეობაში იყვნენ ისინი. კაცმა თუ ბიჭმა თავის საქმე კარგად იცოდა აშკარად... არა რა მაგიჟებდა მეც არ ვიცოდი.მაგრამ იმ ღამეს რამდენჯერმე განმორდა იგივე და მე უძილო დავრჩი.გამთენიისას მათთან ერთად ჩამეძინა.შედეგად ის მივიღე რომ სამსახურში უძილო,დასიებული და ჩაწითლებული თვალებით გამოვცხადდი და მთელი დღე უხასიათოდ ვიყავი.საერთოდ ყოველთვის ასე ვარ როცა გამოძინებას ვერ ვახერხებ.გააბრუებული და უჟმური ვარ.ამას ჩემი მეგობრის ზარი და საყვედურები დაემატა რამაც საბოლოოდ გამომიყვანა წყობიდან
-კარგი რაა ეთუ,ნუ მსაყვედურობ,რა ვქნა ვერ ვიცლი რომ გამოვიდე თქვენთან,ვცდილობ საქმეები მოვასწრო დროულად რომ შვებულება მეღირსოს,თორემ უკვე გადავიწვები სადაცაა
-კაცი გჭირდება შენ და უცებ მოხვალ ენერგიაზე და ხასიათზე.მომაძახა როგორც ყოველთვის
-კაცი აღარ მიხსენო.ისედაც ჩემი გამჭირვებია,რომ გაიგებ რა დღეში ვარ.
-რა დღეში ხარ?შენც ეხლა ვინმე სიმპატიური ყმაწვილი არ გყავდეს მეზობლად რააა...
-ეთუნააა.....ვუყვირე გაბრაზებულმა
-აუ კარგი რაა რა გაყვირებს?ყოველთვის ასე იყავი როცა ძილი გაკლდებოდა,მაგრამ აშკარად რაღაც ხდება ახლა.რა იყო ვინმე გამოჩნდა და არ იცი როგორ გვითხრა?
-აი მაინცდამაინც მაგას რატომ ფიქრობ ჰაა?უარესებიც ხდება
-უარესი რაღა უნდა იყოს?
-რადა რაც ახალ სახლში გადავედი ნორმალურად ძილი არ მღირსებია.თითქმის ყოველ ღამე ჩემი მეზობლის სექსუალური ორგიების მომსწრე ვარ ..ვეღარ ვიძინებ
ჯერ იყო რამდენიმე წამიანი დუმილი,მერე კი ეთუნა ისეთ ხმაზე ახარხარდა რომ ყურის ბარაბანი კინაღამ გამიხვრიტა.
-შე გაჭირვებულო კიდევ ეგ გინდოდა?ხარხარებდა და სულს ძლივს ითქვამდა.-არა მოიცა მართალს მეუბნები და არ ხუმრობ?
-მეტყობა რამე ხუმრობის?გავწამდი ქალი.
-რითი გაწამდი?იმით რომ სიგიჟემდე გინდა მამაკაცი და შენ სხეულს ეს მოთხოვნილება უჩნდება მათი ხმების მოსმენისას? თუ იმით რომ არ გაძინებენ?
-მორჩი გოგო ჩემ გაღიზიანებას.
-კარგი ხო,ვჩუმდები.მაგრამ მაინც ფხუკუნებდა და ვერ იკავებდა სიცილს,კარგად ვხვდებოდი ამას.-მოკლედ შენ მეზობელთან რომ მორიგდები,იქნებ ნება იბოძო,დრო გამოძებნო და გვესტუმრო.
-კარგი კვირის ბოლოს გამოვალ.წავედი ახლა საქმეები მაქვს მაცდენ,ნაჩქარევად დავემშვიდობე და გავუთიშე.ისევ საქმეს დავუბრუნდი.
მართლაც და რა მაგიჟებდა?იქნებ ეთუნა მართალი იყო?ჩემი სხეული მამაკაცის ალერსს მონატრებული იყო და ახლა როცა ასთ სიტუაციაში აღმოჩნდა მასაც მოუნდა "ფრთების გაშლა"?
სამსახურიდან ჩვეულ დროს გავედი,ჩვეულება არ დამირღვევია,ისევ ადრე ჩამოვედი ავტობუსიდან და ფეხით ავიარე ქუჩა,გზად მაღაზიაში შევედი,სახლისთვის საკვები პროდუქტები ვიყიდე და ასე დაზურგული შევედი ლიფტში.კარი რომ იკეტებოდა მაშინ შემომიხტა ერთი ახალგაზრდა,ზედმეტად გადაპრანჭული და ასე ვთქვათ "იმნაირად" ჩაცმული გოგონა.არც კი უკითხავს ისე მიაჭირა ლიფტის ღლაკს ხელი,ნუ კაი დაემთხვა ერთ სართულზე მივდიოდით და ხმა აღარ ამომიღია უხმოდ ვიდექი მის უკან,ძნელი მისახვედრი არ იყო სად და ვისთან მიდიოდა რადგან იმ სართულზე მხოლოდ ორნი ვცხოვრობდით,ეს უკვე გავარკვიე. მივხვდი რომ ძილი ამაღამაც არ მეწერა,არადა წუხანდელი უძილო ღამის შემდეგ სწორედ რომ გემრიელად დაძინებას ვგეგმავდი.
პარკები სამზარეულოს მაგიდაზე დავალაგე,ყველაფერს თავის ადგლი მივუჩინე,მერე წყალი გადავივლე,თხელი პიჟამა და შორტი ამოვიცვი და მისაღებში მოვთავსდი,ლეპტოპში ახალ მელოდრამას ვუყურებდი.მასზე ბოლო პერიოდში ისეთი ამბავი ატყდა დამაინტერესა,თუმცა დიდი არაფერი და არც ისე გასაგიჟებელი ფილმი იყო,ნუ ბოლომე მაინც ვუყურე და მხოლოდ ამის შემდეგ გადავინაცვლე საძინებელში. რატომღაც ჯერ სიჩუმე იყო.კმაყოფილი გავიშოტე საწოლზე და ის იყო ძილში უნდა წავსულიყავი რომ ჰოპ და უცებ დაიწყო ისევ ამბები. აი აქ საბოლოოდ გამიწყდა მოთმინების ძაფი.ოთახის თხელ ჩუსტებში გავყავი ფეხები და პირდაპირ კარის მეზობლისკენ ავიღე გეზი.გზადაგზა ვიცოფებოდი და უფრო და უფრო მერეოდა ბრაზი.ზარი არც დამირეკია,.პირდაპირ კარზე ავტეხე ბრახუნი.იქამდე არ შემიწყვეტია სანამ კარს იქით ხმაური არ გავიგე და მალე ჩემს ყურებს საკეტის გაჩხაუნების ხმაც გაისმა. ჰაერშივე გამიშეშდა ხელი და ყველა სალანძღავი სიტყვა დამავიწყდა როცა მასპინძელი დავინახე.დავმუნჯდი,გავქვავდი და ვერ მომეფიქრებინა რა მექნა
-შეენ?-თვალები გამიფართოვდა შუბლზე ამივიდა და ძლივს გასაგონად ამოვიკნავლე.აბა სხვა არაფერს ჰგავდა ეს ხმა რაც მე ამოვუშვი პირიდან.
-შენ ხარ?არანაკლებ დაიბნა ისიც.უცებ ავაყოლე თვალი მის სხეულს.მხოლოს სპორტული შარვალი ამოეცვა,წელს ზემოთ შიშველი იყო და თმები საყვარლად აბურდვოდა.
-აქ რას აკეთებ?თან ასეთ მდგომარეობაში?მანიშნა უცებ ჩემს ჩაცმულობაზე და სირცხვილისგან მაშინვე ვიგრძენი როგორ ავწითლდი.
-სექსუალური ორგიები უნდა შეგაწყვეტინო.მოვეგე გონს და პასუხი დავუბრუნე,სულ არ შევიმჩნიე ჩემი ჩაცმულობა
-რაა?ვერ მიხვდა უცებ
-რა და ცნობითვის აქ მარტო აღარ ცხოვრობ და მოითხოვ შენი ბოზ..ი უფრო დაბალ ხმაზე აკვნესო,აქ წესიერი ხალხი ვცხოვრობთ უკვე და ძილი გვინდა.
მისმა რეაქციამ და პასუხმა ისე გამაკვირვა და კიდევ უფრო ისე გამომიყვანა წყობიდან რომ ხელები მოვმუშტე და მინდოდა მისთვის დამეშინა.მზად ვიყავია ადგილზევე მიმეხრჩო
-შენ ხარ ჩემი ახალი მეზობელი?მაპატიე არ მეგონა თუ ჩემი ახალი მეზობელი ჩემი მოყურადებით იქნებოდა დაკავებული ან დაინტერესდებოდა ამით,თან ისე დაინტერესდებოდა რომ პიდაპირ პიჟამოებით მომადგებოდა სახლში შუაღამისას. ისე მოგინდა რომ შორს ვერ წახვედი და პირდაპირ სახლში მომადექი? იცინოდა ირონიულად
-ისეთივე იდიოტი ხარ როგორიც იყავი,თავი დაიოკე , მხოლოდ ერთხელ გაგაფრთხილებ მეტჯერ არა.მერე შენს თავს დააბრალე,მივაძახე გაცეცხლებულმა და უკან დავბრუნდი,კარი გამეტებით მივაჯახუნე და სამზარეულოს მაგიდაზე მდგარ ჭიქაზე ვიყარე ჯავრი
-მაინცადამაინც ამას უნდა გადავყროდი.ამ იდიოტს,რატომ ?რატომ?რატომაა ასეთი პატარა ეს ქალაქი?აღარც კი მახსოვდა მისი არსებობდა და მაინცდამაინც ახლა უნდა შევხვედროდით?
იმ ღამეს ალბათ მოთოკა ემოციები და ის გოგო სახლში გაუშვა ან სხვა ოთახში გადაინაცვლა, ჩემი ვარაუდი ასეთი იყო.ჰო ის გოგო,ახლა გამახსენდა მისი არსებოდა და ვიზუალიც რომ აღვიდგინე სიბრაზემ მომიცვა.რა გჭირს ნია?როდის აქეთ გადარდებდა ეს ვაჟბატონი ვისთან ერთად იქნება?ან როგორ გოგოსთან ერთად?რატომ არ მადარდებს რომ ის ჩემი მეზობელია?რატომ განვიცდი იმ გოგოების არსებობას?ახლა რომ ვთქვა ვეჭვიანობო საკუთარ თავს მაგრად დავცინებ ამინ გამო...
იმ ღამით მშვიდი ძილი მეღირსა და დილითაც ბედნიერმა და კმაყოფილმა გავიღვიძე. მთელი დღეც ღიღინში და მხიარულებაში გავატარე,რა თქმა უნდა უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი იმ ფაქტს რომ ის ჩემი მეზობელი იყო და ხშირად მომიწევა მასთან შეხვედრა,მაგრამ ამაზე რტომღაც არ ვდარდობდი.აი რომ იტყვიან სწორედ ის ეტაპი მქონდა ცხოვრებაში როცა აღარ მინდოდა რაღაცეებზე ან ვიღაცეებზე დარდში დრო დამეკარგა და ფუჭად გამეფლანგა.კი ბატონო იყო მაგის დროც .როცა ბევრი ვიდარდე და ვინერვიულე.მაგრამ რაა?ამით ვერაფერი ვერ მოვიგე ვერც დაკარგული სიყვარული დავუბრუნე და ვერც დაკარგული დრო.არც არავის აინტერესებდა რომ ცუდად ვიყავი.შესაბამისად ერთ რამეს მივხვდი არ უნდა გავეკიდო წასულ ადამიანებს.არ უნდა შევეხვეწო არავის არაფერი,უნდა ვიყო ბედნერი და ეს ბედნიერება მარტოობაშიც კი ვიპოვო და საკუთარ კომფორტზე და სიმშვიდეზე ვიზრუნო.დარჩენილი დრო კი სარფიანად გამოვიყენო..ასეც ვიქცეოდი ვცდილობდი მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო ცხოვრებისგან,მაგრამ რა იქნებოდა ახლა?როცა ის გამოჩნდა?კითხვები ბევრი იყო და პასუხი არც ერთს ჰქონდა...
კვირის ბოლოს დანაპირების შესრულება მთხოვა ეთუნამ და შესაბამისად შაბათ-კვირის შინ გატარება და მთელი დღე ძილი არ გამოვიდა.თავი ვერ დავიძვრინე,დაპირება დაპირება იყო. ო,როგორ მეზარებოდა ახლა ამ სიცხეში გარეთ გასვლა,დუღდა და გადადუღდა თბილისი.
დილით გემრიელად გამოვიძინე.იმ ჩხუბის შემდეგ ჩემს მეზობელს ქალები აღარ მოუყვანია სახლში და შესაბამისად მშვიდად მეძინა ღამით.ხასიათიც აშკარად გამომიკეთდა.
ჯინსის მოკლე შორტი ამოვიცვი,თხელი,თეთრი წვრილბრეტელებიანი შიფონის ზედა გადავიცვი.ზედის შესაფერისი თეთრი კეტები ამოვიცვი,გრძელი სწორი ქერა თმა გავიშალე,საერთოდ ყოველთვის მიყვარდა გაშლილი თმის ტარება და არც ამჯერად მითქვამს უარი,სამაგიეროდ მაკიაჟზე თამამად ვამბობ უარს ზაფხულში,მხოლოდ ტუჩებზე გადავისვი ღია ფერის ტუჩსაცხი,მზის სათვალე და პატარა სპორტული ჩანთა ავიღე,ყურსასმენები მოვირგე დასახლიდან გავედი. ეთუნას სახლისკენ მიმავალ გზას ფეხით დავადექი,შორს არ ცხოვრობდა ჩემი ახალი სახლიდან.ქუჩა რომ ჩავიარე და მის ბოლოს მოვუხვიე მაშინ მოვკარი ნაცნობ სახეს თვალი.იმის მიუხედავდ რომ ქუჩაში ამდენი ხალხი ირეოდა მაინც შევამჩნიე,მაინც გამოვარჩიე სხვებისგან..ან რა დამავიწყებდა...უცებ ამომიტივტივდა გონებაში როცა მითხრა თავის სამუშაო ადგილი მაშინ და მივხვდი რომ სადღაც ახლოს იყო მისი სამსახური. აქ შეხვედრას და ამდენ ხალხში ნამდვილად არ ველოდი,არ შევიმჩნიე რომ შევამჩნიე,ვიღაც ბიჭთან ერთად მოდიოდა,საუბარში ისე იყვნენ გართულები რომ როცა მან შემნიშნა,მე უკვე გვერდით ჩავუარე და გავცდი.შეიძლება დამიძახა კიდეც არ ვიცი,არ გამიგია ყურსასმენები მეკეთა დ მუსიკას ვუსმენდი.მაგრამ ვგრძნობდი მზერას რომელიც ზურგს იქამდე მიწვავდა სანამ ისევ არ მოვუხვიე და სხვა ქუჩაზე არ გავედი.
-ეს სულ ასეთი სიმპატიური იყო თუ ახლა გახდა ასეთი? გავიფიქრე და ჩამეღიმა,რატომღაც ახლა შევხედე სხვანაირი თვალით.-არაა ეტყობა ის ბობოქარი ღამეები მოქმედებს შენზე,ვუპასუხე საკუთარ ეგოს.
რა გასაკვირია რომ ეთუნასთან იქნებოდა ქეთოც.ისე არასოდეს არ ყოფილა სადაც ვიყავით ორნი იქ ყოველთვის იყო მესამეც.ბავშვები მეუღლეებთან ერთად გაეშვათ მაკდონალდსში და თვითონ სახლში ყოფნით და სიმშვიდით ტკბებოდნენ. ვერანდაზე ვიჯექით და ეთუნას მიერ მომზადებულ საოცრად გემრიელ ცივ ყავას ვწრუპავდით, თან ქეთოს გამომცხვარ გემრილ ნამცხვარს ვაყოლებდით.
-აბა მოყევი კიდევ გაწუხებს შენი მეზობელი?
-ნწ.თავი გავუქნიე-გაჭრა ჩემმა მუქარამ
-რა ხდება მე არ მეტყვით?
-რა და ყოველ ღამით თავისი ახალი მეზობლის სექსუალურ თავგადასავლებს ესწრება,უფრო სწორად ისმენს.დააკმაყოფილა ქეთოს ცნობისმოყვარეობა ეთუნამ.სიცილი აუტყდა და ქეთოც აიყოლია
-ნუ დამცინიხართ რაა.
-მართალია ეთუ,ნუ დავცინივართ ამას თავის გაჭირვებაც ეყოფა. და ისევ ჩაიფხუკუნა ქეთომ
-გაჭირვებული ის იქნება თუ კიდევ მოიყვანს იქ ქალს და შემაწუხებს,უარეს დღეში ჩავაგდებ ვიდრე ის ჩხუბი იყო
-მოცა შენ რაა შუაღამისას მიუვარდი სახლში?
-კი ეთუ და შენ წარმოიდგინე მას საპირისპირო რეაქცია ჰქონდა,ისევ მე გამოვედი წყობიდან და მე ავიშალე ნერვები,
-მოიცა ჩაცმული მაინც იყავი?
-თუ პირდაპირ შენი პენუარით მიადექი?
-თან რო წარმოვიდგენ როგორი პენუარი გაცვია ხოლმე შენ რა გიკვირს რომ იმ ბიჭს უარესი არ დამართე. იქვე ხო არ მოანდომე სექ..ი ჰაა? დამცინოდნენ გოგოები და ერთმანეთს ასწრებდნენ რომელი უფრო მეტად გამაბრაზებდა.
-დიახ ჩემი პენუარით მივადექი,მეტიც ისიც შიშველი დამხვდა,უფრო სწორად თითქმის შიშველი და სიმართლე გითხრათ მისი შეფასებაც მოვასწარი, დავაკმაყოფილე თქვენი ცნობისმოყვარეობა?
-მდაა... პირი დააღო ორივემ ერთად
-და შენ დიდხას აპირებ ასე მარტყო ყოფნას?
-რა ვქნა ქეთო?არ გამოჩნდა არავინ ჩემი შესაფერისი და ძალით კიდევ ვის ავეკიდო ან ვის შევუხტე ლოგინში?
-შენ მეზობელს... პირდაპირ მაჯახა ეთუნამ.-თან თუ სიმპატიურიია...ეშმაკურად აათამაშა წარბები
-არის რააა.
-არის თუ ისე რა?
-ახლა უფრო.. წამომცდა და მაშინვე ვიკბინე ენაზე. უკვე ვიცოდი რომ დაკითხვა არ ამცდებოდა რადგან ორივემ ერთად დაქაჩა გაოცებისგან თვალები
-აბა აგვიხსენი გისმენთ,თქვა ორივემ ერთდროულად,ხანდახან მართლა მეგონა რომ ისინი ტყუპები იყვნენ და სულ არ იყვნენ სხვადასხვა დედის შვილები.ერთნაირად აზროვნებდნენ და ერთნაირ კითხვებს სვავდნენ ერთ დროს თითქოს შეთანხმებულები იყვნენ
-ოოო კარგით რააა,- თავის არიდება ვცადე
-გოგოოოოო.-ისეთი გადმომხედა ეთუნამ რომ მივხვდი სხვა გზა არ იყო.
-მოკლედ ისეთი არაფერი.ადრე გავიცანი.ახალი დაშორებულები ვიყავით მე და ის.მაშინ გამოჩნდა,ერთი-ორჯერ შევხვდით.მაგრამ არაფერი გამოვიდა და ისე დასრულდა რომ დაწყებაც ვერ მოვასწარით
-და ეს ჩვენ რატომ არ ვიცოდით?
-იმიტომ არ იყო მნიშვნელოვანი,თან ყველას შესახებ ხომ არ მოგიყვებით ვისაც მოვეწონები ან ვისთანაც თუნდაც ერთი ორი დღით ვიფლირტავებ
-ეხლა ამას მოვკლავ,რადგან შეხვდი ესეგი მოწონება და უბრალო შეხვედრა არ იყო და უფრო მეტი იყო.თქვა ქეთომ
-არა არ იყო,ან იყო...არ ვიცი.მე არ მოვინდომე.
-სულელი ხარ და მერე იტყვი რატომო.როდემდე უნდა მისტიროდე წარსულს?ხომ ხედავ რომ ის ბედნიერია ოჯახი ყავს უკვე.შეიგნე ადამიანო შეიგნეეე.
-სულელი მაშინ ვიქნებოდი ასე უცებ,ქუჩაში გაცნობილს,არსაიდან მოსულ ბიჭს რომ მივნდობოდი.ახლა ზუსტად იმ გოგოების რიცხვში ვიქნებოდი მასთან ყოველ ღამით რომ დადიან.სათვალავი ამერია უკვე,შევაწყვეტინე ეთუნას
-მაგრამ უნდა გეცადა,ასე ვფიქრობ მე
-ახლა უკვე გვიანია ვერ გავიგებ რა იქნებოდა მაშინ.მორჩა,იყო და აღარ იქნება.აღარ არის..
-იქნებ მაინც სცადო ჰა?იქნებ შენი მაგ ბინაში გადასვლა და მასთან ისევ შეხვედრა შემთხვევითი არაა?
-კარგი რა ეთუ.დავიღალე,მართლა დავიღალე სიმშვიდე მინდა.გაიგეთ რომ მე ასე ვარ ბედნიერი.მარტო მამაკაცის გარეშე.
-არაა ეგ სრულყოფილი ბედნიერება,დამიჯერე შენ მე და სცადე მაგ ბიჭთან
-გეყოთ,მკაცრად ვითხარი და ყავას დავწვდი...
იმ საღამოს ისევ ფეხით დავბრუნდი უკან.სანამ სახლში შევიდოდი კართან შევჩერდი.მისი ბინისკენ გავიხედე,სიმშვიდე იყო,არაფერი მოითითებდა იმაზე რომ შინ იყო და ამაღამ ძილს რამე დამიფრთხობდა.ესეგი მშვიდად შემეძლო დამეძინა. გაბადრულმა შევაღე სახლის კარი...

ორშაბათი დილა იმით დაიწყო რომ მაღვიძარამ არ დარეკა.გვიან გამეღვიძა და სამსახურში დამაგვიანდა.წამოვხტი და ოთახში უაზრო სირბილს მოვყევი.ძლივს მოვახერხე დამშვიდება.მაინც არაფერი შეიცვლებოდა და თან ერთი დაგვიანებით არაფერი დააშავდებოდა.ტანსაცმლის არჩევის დრო არ მქონდა რაც ხელში მომხვდა პირველი ის ჩავიცვი.ყავა მოვიდუღე და თან მაკიაჟი გავიკეთე.არა მაინცადამინც დღეს მომინდა ესეც.ან რა ჯანდაბამ დამაძინა ასე. საბოლოოდ სახლიდან იმ დროს გავედი როცა სამსახურში უნდა ვყოფილიყავი. ფეხით წასვლის დრო არ იყო,ქუჩა გადავკვეთე და გაჩერებაზე დავდექი. ისევ შორიდანვე შევამჩნიე ვაჟბატონი.ისე დავდექი ვითომ ვერ დავინახე და მასაც არ შევემჩნიე,ტრანსპორტიც მაინცდამაინც ეხლა აგვიანებდა.რატომ გავურბოდი?განა რა დაშავდებოდა თუნდაც უბრალო მისალმებით,ასე როდემდე უნდა გაგრძელებულიყო?ყოველთვის ხომ ვერ ავარიდებდი თავს?
ქუჩა გადმოკვეთა.გვერდიდან მომიარა და პირდაპირ წინ ამესვეტა.მშვიდად მომესალმა, გადამკოცნა.სათვალე მოვიხსენი მეც მივესალმე და გავუღიმე
-როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-მეც
-მშვენივრად გამოიყურები.
-მადლობა.შენც შეცვლილი ხარ.
-კარგია თუ ეს შეამჩნიე.
-ფორმაში ხარ.
ჩაეღიმა ალბათ მიხვდა რაც ვიგულისხმე
-როგორ მიდის შენი საქმეები?
-ნორმალურად.კარგად.რა ვიცი ცუდად არა ყოველშემთხვევაში.
-ისევ იქ მუშაობ?
-არა წამოვედი.სხვაგან გადავედი უფრო სწორად.კარგი თანამდებობა შემომთავაზეს იმავე კომპანიაში და დავთანხმდი.
-გილოცავ..მაგრამ როგორ არ მინდა მაგ სფეროში მუშაობდე.მინდა რომ მანდედან წამოხვიდე საერთოდ შეეშვა..
-მართლა?შენ საერთოდ ვინ გეკითხება.ცოტა გავბრაზდი მის მბრძანებლურ ტონზე.-არ გეჩვენება რომ არ გაქვს მაგის მოთხოვნის უფლება.
-არ გთხოვ უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ.
-შენ არავინ გეკითხება მე სად ვიმუშავებ,წარბები ავქაჩე ზემოთ გაბრაზებულმა.
-ეჰ ნია,ნია..წამოდი მანდედან მართლა წამოდი..თქვა დანანებით
-ბევრის უფლებას აძლევ საკუთარ თავს არ გგონია?
-არა არ მგონია,არ მომწონს-თქო გეუბნები პირდაპირ.
-არც მე მომწონს შენი ღამეული თავგადასავლების მოწმე რომ ვარ მაგრამ გეუბნები რამეს
-რა არ მითხარი?ისეთი მომივარდი იმ ღამეს კინაღამ ჩამოიღე კარი.
-სხვა გზა არ დამიტოვე
-მერე ხომ შევასრულე?მგონი აღარ გაწუხებ ამ ბოლო დროს.
-ნუ ეგ კიი..
-გყავს ვინმე?მკითხა პირდაპირ,არც კი მორიდებია.
-მოგერიდოს მაინც.
-მე ყოველთვის პირდაპირი ვარ
-არა,.გავიქნიე თავი
-მაშინ მიდი მითხარი შენი ნომერი,არც მე არ მყავს არავინ სერიოზული,იქნებ ერთმანეთის ბედი ვართ.მაოცებდა მისი სიმშვიდე.
-კარგი რაა ხომ ხედავ არ გამოვიდა არაფერი.
-მითხარი,იქნებ ახლა გამოვიდეს.
-დავიჯერო არ გახსოვს?მოძებნე შენს მობილურში
-არ მაქვს რომ გეუბნები ესეგი არ მაქვს.
-ნუთუ ასე უცებ წამშალე.მეწყინა
-ასე უცებ არა ნია. ორი წელი გავიდა თითქმის
-და მაინც წამშალე
-მე არ წამიშლიხარ.შენ მოინდომე ასე.
-და შენც არაფერი გაგიკეთებია ამისთვის.არაფერი გაგიკეთებია რომ მუდამ ჩემს მეხსიერებაში დარჩენილიყავი
-მე დავრჩი შენს მეხსიერებაში,ვერ დამაჯერებ რომ ის დღე არ გახსოვს და ის დღეები.მართალია ბევრი არ იყო მაგრამ,რაც იყო კარგი იყო.ახლა კი ნუღა მელაპარაკები ბევრს და ნუ მეწინააღმდეგები,მითხარი.
-რატომ?
-ვცადოთ ისევ.
-კარგი მიდი ჩაიწერე.
-დავიმახსოვრებ.
ეჭვის თვალით შევხედე და ნომერი ვუკარნახე.
-კარგი დაგირეკავ
-არა მგონია რომ დამირეკო.და პირდაპირ გეტყვი არც დაგელოდები..
-ცდები.მე მაინც მგონია რომ ერთმანეთის ბედი ვართ.
-იოცნებე.გამეღიმა.დავემშვიდობე და ტრანსპორტში ავედი.
-რატომღაც კარგ ხასიათზე დავდექი.აღარ მადარდებდა სამსახურში დაგვიანება და უფროსისგან საყვედური.
მთელი დღე ველოდი მის ზარს.თუმცა არც იმ დღეს არც მეორე დღეს და არც იმის მერე არ დაურეკავს.მერე კი საკუთარ თავზე გავბრაზდი,არა როგორ ახერხებდა რომ ყოველთვის ჩემი ნების საწინააღმდეგოს ვაკეთებდი მის სასარგებლოდ.არადა უნებურად ისევ ამეკვიატა მასზე ფიქრები.თან ისე ახერხებდა რომ საკუთარ კარის მეზობელს ვერსად ვხვდებოდი. ნერვები მეშლებოდა საკუთარ თავზე რომ ისევ ავირიე.რომ გამაბრიყვა,მე კი როგორ ველოდებოდი მის ზარს.არადა მაშინ როგორი მტკიცე და მწარე უარი ვუთხარი.ვერ ვენდე .ან როგორ უნდა გამომეჩინა ნდობა ასე არსაიდან ციდან მოსული ადამიანის მიმართ,როცა მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი. ახლაც ისე დადიოდა თითქოს მართლა ციდან მოსული იყოს... წარმოდგენა არ მქონდა როგორ განვითარდბოდა მოვლენები და ეს გაურკვევლობა უფრო მაგიჟებდა....
*******
სამსახურში მორიგ ღამეს ვათენებდი და ჯერ კიდევ საყვარელი ადამიანისგან მოყენებულ იარებს ვიშუშებდი.დიახ,ვებრძოდი საკუთარ თავს რომ გამეღიმა და ყველაფერი დამევიწყებინა,მაგრამ ამაოდ.იმდენად გავერთე ფიქრებში და მასთან გატარებული ბედნიერი დღეების გახსენებით,რომ როგორ წამომივიდა ცრემლები ვერ გავიგე.
გარეთ იანვრის ცივი ღამე იდგა.ისეთი საშინელი ქარი ქროდა რომ ჩემს არეულ ფიქრებს კიდევ უფრო უარესად ბურდავდა ერთმანეთში. ვერ შევნისშე როგორ გაჩერდა მანქანა და როგორ შემოვიდა მაღაზიაში მორიგი კლიენტი,თითები ერთმანეთში მქონდა ახლართული. ისე ვაწვალებდი რომ მალე ალბათ მოვიმტვრევდი.
-გამარჯობათ.მომესმა მოსალმების ხმა. ცრემლების წმენდით წამოვდექი ფეხზე,ნაძალადევი ღიმილი ავიკარი სახეზე და მეც მივესალმე. უგულოდ მივუგდე ორი სიტყვა რა გნებავთო და თვალები კომპიუტერისკენ გავაპარე. ის კი აშკარად დაბნეული იდგა ვერ მოეხერხებინა რა გაეკეთებინა.
-უკაცავად ცუდად ხართ?შემიძლიათ რამით დაგეხმაროთ?
-არა მადლობთ კარგად ვარ.რა გნებავთ?
-საერთოდ სიგარეტი მინდოდა,მაგრამ აქ ისეთი სიტუაცია დამხვდა....
-რომელი სიგარეტი გნებავთ?გავაწყვეტინე და საქმეზე გადავედი..ისედაც ზედმეტი იყო ის რაც დაინახა,მასთან ჩემი პრობლემების განხილვას ნამდვილად არ ვაპირებდი
-პარლამენტი..მიპასუხა და მსხვილი კუპიურა დამიდო წინ.სიგარეტი და ხურდა სწრაფად დავუბრუნე და დამევმშვიდობე.ერთი სული მქონდა აბეზარი კლიენტი მომეშორებინა,ის კი კარისკენ წასული უკან მობრუნდა,სალაროს დაეყრდნო და შინაურულად მომმართა
-მე მაინც ვფიქრობ რომ შემიძლია თქვენი დახმარება..
-ვერ დამეხმარებით....
-რამეზე დაგპატიჟებთ..მაგალითად ყავაზე.
-არ არის საჭირო,არ შეწუხდეთ,მადლობა
-ან აი მაგალითად ორი სნიკერსი ერთი შენთვის,ერთი ჩემთვის.დააიგნორა ჩემი ნათქვამი და თავისი დაასრულა,წინ ორი სნიკერსი დამიდო, ჩემი წინააღმდეგობისთვის სულ არ მიუქცევია ყურადღება.
-ორივე მე მინდა...თვალით მანიშნა დააფიქსირე პროგრამაშიო და სხვა გზა არ დამრჩა მეც.ერთი მერე წინ დამიდო,მეორე გახსნა დ მადიანად მოკბიჩა.
-არ მიირთმევ?
-რატომ აკეთებ ამას?
-რას?
-ასე რატომ იქცევი?
-იმიტომ რომ კარგ ადამიანებს მარტივად ვცნობ
-სულაც არ ვარ კარგი და არც კარგი ადამიანები უნდა არავის,გამოიყენებენ და მერე სანაგვეში მოისვრიან...წამოვროშე უცებ,ისე რომ რომ მივხვდი უკვე გვიანი იყო
-გახსოვდეს ცხოვრებაში უმიზეზოდ არაფერი ხდება,ყველაფერს აქვს თავის ახსნა,დაფიქრდი იქნებ ასე ჯობდა ან ასე იყო საჭირო.
-მე მაინც ვფიქრობ რომ ჩემთან უნდა ყოფილიყო,,რატომ წავიდა?რატომ თქვა ჩემზე უარი?რატომ გამცვალა სხვაში?იქნებ ჩემი ბრალია ყველაფერი?ამოვხეთქე ისე თითქოს ჩემი ახლო ნათესავი ან კარგი ნაცნობი ყოფილიყო...
-დამშვიდდი კარგი?გთხოვ რომ არ ინერვიულო.არავინ არ ღირს ცრემლების ფასად. დამიჯერე გავა დრო.ყველაფერი დაგავიწყდება,ახალი სიყვარულს შეხვდები და კარგად იქნები.მეც მქონია ცხოვრებაში ცუდი პერიოდი და მძიმე დღეები,მაგრამ გადავლახე,იმიტომ რომ ფეხზე მყარად ვიდექი და არავის მივეცი უფლება რომ დავცემულიყავი და დაცემული ვენახე.შენც ასე უნდა მოიქცე. არავის მისცე უფლება ცუდად გაგრძნობინოს თავი.ახლა კი ღამე მშვიდობის.მითხრა და ისე გაუჩინარდა თითქოს მოჩვენება ყოფილიყო,გაოცებული ვუყურებდი კარებს და მგონი მართლა მოჩვენება მეგონა,თან მისი ვიზუალის აღდგენა რომ ვცადე ვერანაირად ვერ გავიხსენე და ამან უფრო გამაბრაზა....

ღამით ისევ ხმაურმა გამაღვიძა.ისევ იგივე,არადა ხომ დამპირდა?თავზე ბალიში წავიფარე,მაგრამ არ მიშველა და საერთოდაც უფრო ცუდად ვიგრძენი თავი. ძილი გამიტყდა. არა ამას მოვკლავ ნამდვილად მოვკლავ.დავიმუქრე და სამზარეულოში გავედი,ჭიქაში ცივი წყალი დავიხსი და იქიდან აივანზე მოვკალათდი ჩემს სავარძელში,ფეხები აივნის მოაჯირზე შემოვაწყე და ის იყო პირველი ყლუპი უნდა მომესვა,რომ ბოხი ხმა მომესმა და შიშისგან შევხტი.
-მშვენიერი ხედია.
-ჯანდაბა იდიოტო შემაშინე.შევუღრინე და ფეხები ქვემოთ ჩამოვწიე.პირველად ვინანე რომ ჩვენ აივნებს შორის მხოლოდ გისოსები იყო აღმართული და არა კედელი.
-ეე რატომ ჩამოუშვი მშვენიერი ხედი იყო,-ჩაეღიმა ეშმაკურად.ახლა გავიაზრე რომ უმოკლესი პენუარი მეცვა და თხელი ზედა ძლივს მიფარავდა ინტიმურ ადგილებს.
-უსინდისო.ის არ გყოფნის რომ არ მაძინებ და ახლა ასე ურცხვად მომჩერებიხარ.
-დაიძინე მერე ვინ გიშლის?ან ჩაცმას გიშლის ვინმე?
-შეენ
-რა მე? მე გიშლი ხელს ჩაცმაში?
-ძილში მიშლი ხელს შენც და შენი საყვარელიც..ხო მართლა სად არის ახლა?იქნებ აივანზე სექ..ით გინდათ დაკავდეთ და მე გიშლით ხელს?კარგი შევალ ახლავე,თუ შესვენება გაქვთ?-არ დავაკელი ირონია
-ხომ არ გინდა შენთან გადმოვინაცვლო და დაგატკბო?თორემ ამ ბოლო დროს ძალიან ხარ გაკაპასებული და მეშინია შენმა შხამმა არ მოგწამლოს...
-არც იფიქრო...
-გპირდები კარგად ისიამოვნებ...
-იდიოტი ხააარ.შენს საყვარელს მიხედე.მე თავი დამანებე.,მივაძახე გაბრაზებულმა და სახლში შევბრუნდი.საძინებელში გასვლას აზრი არ ჰქონდა და პირდაპირ მისაღებში მოვთავსდი დივანზე დასაძინებლად....


რამდენიმე დღე იყო გასული ჩვენი შეხვედრიდან,მე ისევ სმენაში ვიყავი და მორიგ ღამეს ვათენებდი.როცა კარი გაიღო და ისევ შუაღამისას შემოვიდა.უცებ ვერ ვიცანი და როგორც რიგით კლიენტს ისე მივესალმე
-მიცანი?გამიღიმა და წინ ამესვეტა სალაროსთან
ყურადღებით შევათვალიერე და ამჯერად კარგად შევაფასე.შავი ფერის ტანსაცმელი ეცვა. ასევე თხელი შავი კაპიშონიანი მოსასხამი და შავი ფერის შარფი ჰქონდა ყელზე შემოხვეული რამაც ყველაზე მეტად მიიქცია ჩემი ყურადღება.ოდნავ წამოზრდილ წვერს ატარებდა და არც სიგამხდრეს უჩიოდა.ცოტა ჩაპუტკუნებული ოდნავ ღიპიანი მამაკაცი იყო.გულში გამეღიმა.ყოველთვის მომწონდა მამაკაცს რომ ოდნავ მოზრდილი ღიპი ჰქონდა და ყოველთვის დამცინოდნენ ამაზე დაქალები.
-როგორ ხარ?
-უკეთესად.
-ხომ გითხარი გავა დრო დამშვიდდები და ყველაფერი კარგად იქნება თქო- ნია...
მოიცა ჩემი სახელი საიდან იცის?აჰ ახლა გამახსენდა.ბეიჯზე მაწერია...
-უკეთესად არაფერი არაა.არც მე ვარ კარგად.უბრალოდ ახლა აღარ ვტირი/
-რაღაც მაინც შეცვლილა
-შენ რა გქვია?დავუსვი ალბათ იმ მომენტისთვის ყველაზე შეუფერებელი კითხვა
-მათე..მოკლედ სიგარეტი და ორი სნიკერსი,ერთი შენთვის ერთი ჩემთვის და ახლა არ გამაგონო უარი.
ისევ თავისი გაიტანა და რამდენიმე წამში დიდი ხნის ნაცნობებივით ვსაუბრობდით.სულ არ გვადარდებდა რომ შუაღამე იყო.
-ამ დროს აქ რას აკეთებ?
-აქეთ მოვხვდი და ვიფიქრე ვნახავ თქო.დამაინტერესა შენმა ამბავმა.
-უკვე შენობითზე გადავედით?
-რატომაც არა?მე წინააღმდეგი არ ვარ.თან შენ ისეთი საყვარელკი ხარ,ისეთი სხვანაირი.შენში ისეთი რამე აღმოვაჩინე როც აქამდე არავისში არც ერთ ქალში არ მინახავს.შენ ისეთი ტკივილით თქვი კარგები არავის უნდაო რომ ჩემს სულსაც კი ჩასწვდა.მე მეე მინდა შენნაირი კარგი ადამიანი
-შენ რამდენი ლაპარაკი გყვარებია,გამეცინა.-
-წესით აქ არ უნდა ვლაპარაკოდეთ ამაზე და არცაა აქ სალაპარაკო ადგილი.შენი ნომერი მითხარი,დაგირეკავ,სადმე შევხვდეთ და კარგად უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი.
-გული უნდა დაგწყვიტო და უარი გითხრა.
-რატომ?
-იმიტომ
-ჯიუტი ხარ...პატარა ჯიუტი ბავშვი.მიდი მაშინ ფეისბუქზე მაინც დამამატე.დაგინახე წეღან რომ იყავი შესული.ახლა მაგასაც ნუ მომატყუებ. ისე მითხრა და მეც ისე ვემორჩილებოდი,ისე ავკრიფე ასოები და ისე გავგზავნე მეგობრობა რომ თვითონაც მიკვირდა როგორ ვემორჩილეოდი ასე და მარიონეტივით როგორ მიმორჩილებდა...
იმავე საღამოს დავიწყეთ ერთმანეთთან მიმოწერა და უფრო ახლოს გაცნობა.ჯერ უაზრო და სულელური,მერე უფრო სერიოზული სრულიად უცნობ,ასე არსაიდან მოსულ ადამიანთან...

საღამოს ძალიან მომინდა ნაყინი,ვინაიდან მაცივარში არ მეგულებოდა იძულებული გავხდი მაღაზიაში ჩავსულიყავი.სახლის ფორმით წავედი,ცუდად სულაც არ მქონდა მოკლე შორტი და ტოპი მაიკა. ყველაფერი სწრაფად ვიყიდე და უკან გამოვბრუნდი.ლიფტში რომ შევედი მაშინ შემოვარდა ისიც და კარიც დაიკეტა.
-ძალიან ცხელა ხო? მკითხა რომ შეაფასა ჩემი ბარგი
-კი ძალიან
-არ აპირებ დასვენებას?ცოდო ხარ თბილისში მთელი ზაფხული.
-აგვისტოში შვებულება მაქვს და წავალ სადმე.შენ?
-მეც წავალ სადმე,რა ვიცი მოვიფიქრებ რამეს.
-ისე რატომ არ გამოგვივიდა არაფერი ნია?
-არ ვიცი,არ გვიჩხუბია,არ არაფერი,წესით ერთმანეთს კარგად ვუგებდით მაგრამ მაინც ასე დასრულდა ყველაფერი.
-გახსოვს როორ გავიცანით ერთმანეთი?
-კი რა დამავიწყებს.-გამეღიმა და ლიფტიდან პირველი გამოვედი.სადარბაზოში შევჩერდით და იქ გავაგრძელეთ საუბარი.
-შენ ტიროდი..
-შენ კი ასე არსაიდან გამოჩნდი და ამრიე
-არაფერიც.ასე რომ ყოფილიყო არ დაასრულებდი ყველაფერს ისე გაურკვევლად
-იქნებ შემეშინდა?
-კარგი რაა..რისი შეგეშინდა.-ჩაეცინა
-შენი.შენი მეშინოდა.არაფერი არ ვიცოდი შენზე და მაგის.ისევ ვეღარ გენდე
-ახლაც არ იცი არაფერი
-ახლა აღარ მეშინია
-რატომ გაიზარდე და დიდი გოგო ხარ უკვე?
-კი დიდი გოგო ვარ უკვე,მივუხვდი სარკაზმს.
-არავინ გამოჩნდა აქამდე?
-არა,ვერავინ გაუძლო ეტყობა ჩემს მძიმე ხასიათს და მოთხოვნებს.
-ისევ ისეთი მკაცრი ხარ?
-ალბათ.იცი არც შენ არ ხარ მიამიტი და ადვილად მიმნდობი.პირიქით საკმარისად ძლიერიც ხარ რომ ჩემისთანა თავნება ქალი დაგემორჩილებინა.რატომ არ სცადე შენ?რატომ გამიშვი ისე მარტივად?
-არ ვიცი
-ბევრი"არ ვიცია"ჩვენს ურთიერთობაში.იმასაც მივხვდი რომ შენც არავის გყავს,მხოლოდ ერთჯერადი ურთიერთობით კმაყოფილდებ..
-ნუ ეს ბუნებრივი მოთხოვნილებაა.
-ყოველდღე ადამიანო?თან ასე გიჟურად.ორივეს გაგვეცინა.ორივეს სიცილი გულწრფელი იყო. ვიგრძენი.მე ეს ვიგრძენი...მის თაფლისფერ თვალებში ვხედავდი
-ნაყინი დაგიდნა.
-არა უშავს
-არც ჩემს დაპატიჟებას აპირებ ხო?
-დარწმუნებული ხარ რომ ჩემი დამდნარი ნაყინის დაგემოვნება გინდა ახლა?
-მე შენი უკეთ გაცნობა მინდა.
-კარგი რაა
-ისევ იგივე.სულ ასეა.ყოველთვის გარბიხარ.გგონია რომ თუ შენს გრძნობებს ვინმეს ანახებ დასუსტდები,მაგრამ ასე არაა.
პასუხის გაცემა არ დამცალდა,ლიფტის კარი გაიღო და მისი მორიგი ლამაზმანი გამოჩნდა.მისკენ წავიდა და არც კი გაითვალისწინა იქ რომ ვიყავი ყელზე ჩამოეკიდა.გაბრაზებულმა დაუმშვიდობებლად მივუხურე ცხვირწინ კარი,აფეთქებას არაფერი მიკლდა,ჯავრი ნაყინზე ვიყარე და პირდაპირ სანაგვში მოვისროლე.იმ ღამით საძინებელს არ გავკარებივარ რომ ისევ უძილო არ დავრჩენილიყავი.ამისთვის აუცილებლად მოგთხოვდი პასუხს მათე აბაშიძეს -ჩემს ბოლო ერთი თვის ღამეულ კოშმარს...

**********
რომ ვთქვა მასთან ფეისბუქზე მიმოწერა გამუდმებული იყო მოგატყუებთ,თავიდან იშვიათად ვწერდით,მერე მოუხშირა,ვსაუბრობდით ბევრს,თითქმის ყველანიარ თემაზე.ახლა რომ ვაანალიზებ ძირითადად ჩემზე და ისეთ თემებზე რაც ზოგადად ორივე გვეხებოდა, ერთმანეთის შესახებ რაღაცეებს ვიგებდით,მისთვის არ დამიმალავს რომ წარსულში ვიღაც მყავდა,უფრო სწორად საქმრო,როგორი ურთიერთობაც მქონდა მასთან. და როგორ დასრულდა
-ეს არაა პრობლემა რომ წარსულში ვიღაც გყავდა,დამიჯერე გაცილებით უფრო მძიმე პრობლემები აქვთ ადამიანებს და წყვილებს ურთიერთობში,ვიდრე უბრალოდ ის რომ გოგოს საქალწულე აპკი მთლიანი ექნება თუ დარღვეული,ნუ ჩემთვის ასეა და მე ასე ვფიქრობ,-მითხრა სრული სერიოზულობით
-შენ რა სხვანაირი და ყველასგან განსხვავებული ხარ.არ მჯერა.
-მოგიწევს დაიჯერო.თან იცი რაა როცა ადამიანი შეგიყვარდება სულ არ აქცევ მის წარსულს ყურადღებას,ის ისეთი გიყვარს და ისეთს იღებ როგორიცაა.სულ რომ ბორდელში მუშაობდეს თუ მე ქალი შემიყვარდა და მასში დავინახე ის რასაც ვეძებ და ვაფასებ ქალში იქიდან წამოვიყვან და ყველაფრის მიუხედავად მასთან ვიქნები.ბედნიერად ვიცხოვრებ
-ვერ იქნები და ვერც ბედნიერად იცხოვრებ,იმიტომ რომ რეალობა სხვაა და მასთან შეჯახება რომ მოგიწევს დაიწყება უსიამოვნებები,გაჩნდება პატარა პრობლემები და მერე გრძნობაც გაქრება.ვერ წახვალ ხალხის აზრის საწინააღნდეგოდ როგორც არ უნდა გინდოდეს
-შენ ეს არ გემუქრება დამიჯერე და არც ჩვენს ურთიერთობას,უბრალოდ მენდე და ყველაფერს საქმით დაგიმტკიცებ.მე შენში დავინახე ის რასაც ვაფასებ ყოველთვის ქალში შინაგანი წესიერება,დამოუკიდებლობა,შენი შინაგანი სამყარო.არც ერთი არ ვართ საკმარისად პატარები და მგონი შეგვიძლია თავისუფლად მივიღოთ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება.
-რა ოჯახი?რას ამბობ?ნორმალურად არ ვიცნობთ ერთმანეთს
-ჰო ოჯახი,არ გინდა შვილები გყავდეს?გვყავდეს?
-კი მინდა,როგორ არ მინდა,მაგრამ ასე ორი დღის გაცნობილ ადამიანთან არა.რატომ ჩქარობ ასე?გავიცნოთ უკეთ ერთმანეთი ჯერ
-ხოდა მეც მაგას გეუბნები.შევხვდეთ ხშირად და შენ უარობ.ნუთუ ასეთ უნდობლობას ვიწვევ შენში?
-მე უბრალოდ აღარავისი არ მჯერა,შენი ბრალი არაა ეს.მგონია რომ ყველა ისევ ისე გამომიყენებს და წავა ჩემგან მერე როგორც ის.
-ის..ისს.დაივიწყე ის და ისწავლე მის გარეშე ცხოვრება.ნუ მისტირიხარ წარსულს,ის იყო და აღარ განმეორდება.მომავალზე იფიქრე
-შენთვის ყველაფერი ადვილია და მარტივი
-არაფერი არაა ადვილი და მარტივი.არც მე მქონია ადვილი ცხოვრება.იყო პერიოდი როცა ისე ცუდად ვიყავი და ისე მიჭირდა რომ ჯიბეში ორი ლარის მეტი არ მქონია და ხან ისიც არა,არც ვინმეს დახმარების იმედი მქონდა.მაგრამ ვიბრძოლე,ვიწვალე და ახლა ყველაფერი მაქვს რაც მინდოდა.ახლა ყველას ვუნდივარ და ყველა ცდილობს რომ დამიახლოვდეს, მეგობრად გამიხადონ.მაგრამ ახლა მე ვისწავლე ცუდის და კარგის გარჩევა და ვიცი ვინ უნდა მყავდეს გვერდით. ეს შენც უნდა შეძლო და ფეხზე მყარად დადგე...
რამდენად შევძელი არ ვიცი,მაგრამ მისმა სიტყვებმა მაშინ ძალინ ჩამაფიქრა და სიმართლე რომ ვთქვა ჩემს ცხოვრებაში გარდატეხა მოახდინა.ნელ-ნელა შევძელი ცხოვრებისთვის სხვანაირად შემეხედა,მებრძოლა საკუთარი მიზნების და ოცნებების ასასრულებლად, შევძელი ცუდის და კარგის გარჩევა და შინაგანი თავისუფლების მოპოვება...
ამ საუბრის მერე მის მიმართ სხვანაირად განვეწყვე,უკვე ტელეფონზეც მირეკავდა,მაგრამ მაინც ეჭვებში ვიყავი,ხშირად უჩინარდებოდა და როცა მირეკავდა სულ ხვადასხვა ნომრიდან.იმასაც კი ვფიქრობდი რომ ცოლიანი იყო და მიმალავდა. ერთხელაც ჩვეულებრივად შემოაღო სამსახურის კარი შუაღამისას ჩევული ღიმილით ისე თითქოს ბოლო რამდნეიმე დღე სულ არ ყოფილიყო გაუჩინარებული
-აბა როგორ ხარ?ხომ არ დაიღალე?
-კარგად,
-მშვენივრად გამოიყურები
-ვცდილობ ერთი ადამიანის რჩევა გავითვალისწინო.-მაინც გამეცინა
-ძალიან კარგი.
-სად იყავი დაკარგული?
-ეს დაკითხვაა თუ ეჭვიანობა?
-არც ერთი და არც მეორე.ორივე საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით ხდება,შენ კი ჩემთვის ნამდვილად არ ხარ საყვარელი ადამიანი.
-ვიღაც ძალიან გაბრაზებულიაო..
-გაბრაზებული არ ვარ,უბრალოდ შენზე არაფერი არ ვიცი და როცა ასე უჩინარდები ვფიქრობ რომ მატყუებ,მე კი არ მინდა შენ გასართობად ვიქცე.
-ასე არაა,უბრალოდ საქმეები მქონდა.
-შეგეძლო გეთქვა რომ ვერ შემეხმიანებოდი,არ დაგელოდბოდი მაინც და არც გავბრაზდებოდი
-ესეგი მელოდი?ეს კარგია..ახლა კი ორი შოკოლადი ერთი შენთვის ერთი ჩემთვის.
-ნუ ცდილობ ყურადღება გადამატანინო.
-არ ვცდილობ
-ცდილობ,თან ბევრი შოკოლადი ასუქებს
-ბევრი შოკოლადი აბედნიერებს.ენდორფინების გამომუშავებაში ეხმარება ორგანიზმს
-მაგ ენდორფინებს ისევ შენ მახარჯინებ.
-ნუ დახარჯავ და გაიღიმე.მადიანად მოკბიჩა შოკოლადი
-ყველაფერზე გაქვს პასუხი.გავბრაზდი
-კი მაგრამ მე შენი პასუხი მაინტერესებს,პატარა ბარი მაქვს და მინდა რომ ჩემთან დაიწყო მუშაობა.ღამეების გათენება აღარ მოგიწევს და ხელფასიც უფრო მეტი გექნება
-მადლობ შემოთავაზებისთვის მაგრამ არ მინდა
-რატომ?ნება მომეცი დაგეხმარო
-არ მინდა შენი დახმარება.ხალხი დაიწყებს ჩვენზე ჭორაობას.მე კი ახლა ყველაზე ნაკლებად ეს მინდა.
-როგორც შენ გინდა მაგრამ იცოდე შემოთავაზება ძალაშია,დაფიქრდი კარგად სანამ საბოლოო პასუხს მეტყვი.
-ეს საბოლოო პასუხია..
-კარგი როგორც გინდა.ახლა კი წავედი,დღეს ძალიან დავიღალე და ცოტას დავისვენებ, ხვალ ადრე უნდ ავდგე,დროებით,დამემშვიდობა და წავიდა,მე კი ფილმის ყურება გავაგრძელე,ცოტა ხანში ტელეფონი აწკრიალდა,ვიცოდი ის იყო და ვუპასუხე
-ხომ არ მოიწყინე?
-არაა,- გამეცინა უაზროდ და სივრცეს გავუშტერე თვალი
-ძალიან ლამაზი ღიმილი გაქვს..
-რაა?შენ საიდან იცი?
-ვხედავ
-მოჩვენება ხარ?
-აქ ვარ,ვერ წავედი..
გარეთ გავიხედე,სიბნელეში მაინც შევამჩნიე მისი მანქანა,მაგრამ მისი სახე ვერ დავინახე.სამაგიეროდ მივხვდი რომ ის კარგად მხედავდა რადგან ჩვენს შორის მხოლოდ მინის გამჭვირვალე კედელი იყო აღმართული..
-რატომ არ მიდიხარ?შუაღამეა უკვე...
-ვერ მივდივარ..შენთან მინდა..შენთან საუბარი..
-გიჟი ხარ..გამეცინა
-ვიცი...
იმ ღამით გვიანობამდე ვისაუბრეთ..იმ ღამეს აღმოვაჩინე რომ მასზე ვფიქრობდი....
დილით სმენიდან რომ გამოვედი მეგონა მას ჯერ კიდვ ეძინებოდა,მაგრამ შევცდი,დამირეკა და მომიკითხა.გამოგივლი და მე წამოგიყვან ცოდო ხარ მთელი ღამე გაათენეო.ვიუარე,თავის არიდება ვცადე და ტაქსით წავედი სახლში სანამ ის მოვიდოდა,არ მინდოდა სამსამურში მოსულიყო და თანამშრომლებს ენახათ,მერ ჭორაობას დაიწყებდნენ ვიცოდი.
რომ გაიგო სახლში ვიყავი ეწყინა და გამებუტა,საბოლოოდ მის შესარიგებლად იმ დღეს შეხვედრა მომიწია და ასე შედგა ჩვენი პირველი შეხვედრა სამსახურის გარეთ,რომნელიც ჩვენი პირველი კოცნით დასრულდა...

**********

კვირის ბოლოს ერთ-ერთი თანამშრომლის დაბადების დღე იყო და შესაბამისად იქ მომიწია წასვლა.მანამდე საინტერესო არაფერი მომხდარა,ჩემს მეზობელთან დაკავშირებით მითუმეტეს. არც შევუწუხებივარ თავის თავგადასავლებით და არც მინახავს,მიკვირდა როგორ ახერხებდა იმას რომ ერთი კედელი გვყოფდა და თითქმის ვერ ვნახულობდი.
გრძელი წითელი კაბა მეცვა,ტანზე გამოყვანილი,საკმაოდ ღრმად შეჭრილი და სექსუალური,მაგრამ არა ვულგარული და გამომწვევი.შესაფერისი ფეხსაცმლით,ჩანთით და სამკაულებით. ისევ მსუბუქი მაკიაჟით დავკმაყოფილდი,თმა უბრალოდ გავიშალე და წავედი,კარგი დრო გავატარე,ცოტა დავლიე კიდეც,შინ გვიან დავბრუნდი კმაყოფილი,თუმცა ცეკვისგან გადაღლლილი.ლიფტის კარი რომ იხურებოდა მაშინ დავინახე ის,გამორბოდა და დამიძახა არ წახვიდეო მაგრამ ეშმაკური ღიმილით დავუხურე ცხვირწინ კარი და არ შევაჩერე ლიფტი.კმაყოფილი გამოვედი იქიდან და გასაღებს ვეძებდი ჩანთაში რომ უცებ რაღაცას შევასკდი,არა უფრო სწორად ვიღაცას, რადგან ხელების შემოხვევა ვიგრძენი და ეს რომ არა ნამდვილად დავეცემოდი
-წინ არ უნდა იყურო?-შევუტიე ეგრევე და მაშინვე მის ამღვრეულ თვალეს წავაწყდი,
-მაპატიე შენი შემხედვარე თვალებზე ბინდი გადამეკრა.მითხრა და ხელი გამიშვა
-წეღან ქვემოთ არ დაგტოვე?
-ფრთები მაქვს და ამოვფრინდი,-გაეიცინა და თავის ბინისკენ წავიდა.-გიხდება ლამაზად გამოიყურები.
-მადლობა
-აი ყოველთვის ეს მომწონდა შენში,თავმდაბლობა და ლოყების აწითლება ყოველი კომპლიმენტის მერე
-ესეგი გავწითლდი?-ავაფახულე თვალები
-კი თან საყვარლად.აი ხომ ძალიან უბრალოდ გაცვია ხოლმე და მოკრძალებულად.არც რომელიმე ცნობილი დიზაინერის ბრენდი,მაგრამ მაინც ყოველვის ყველაზე ლამაზად გამოიყურები
-ახლა არ გინდა ასეთი რაღაცეების თქმა კარგი?
-მაშინ პირდაპირ საქმეზე გადავალ.-მითხრა,წამში გაჩნდა ჩემთან,ცალი ხელი წელზე შემომხვია და სხეულზე ამიკრა.მეორე კეფაში მომკიდა,თავისკენ მიმიზდა და ტუჩებზე დამაცხრა.თან ისე ვნებიანად მკოცნიდა რომ უნებურად კვნესა აღმომხდა.მერე კედელზე ამაკრა და ხელი წელიდან კაბის ჭრილში შეაცურა.უფრო მეტად მოვუმატე კვნესას და ქვედა ტუჩზე კბილები მოვდე.ოდნავ შესამჩნევად ვუკბინე და სისხლის გემო ვიგრძენით ორივემ.ამან შეაჩერა,კოცნა შეწყვიტა და თვალებში ჩამხედა
-შენთან თუ ჩემთან? მკითხა და ამჯერად კისრისკენ ჩაუყვა კოცნით
-შენ შენთან,მე ჩემთან,-მოვეგე გონს,თავი გავინთავისუფლე
-მაგიჟებ
-შენ მხოლოდ სექ..ი გინდა.შენსას მიიღებ და მერე წახვალ.მე კი ისევ იმედგაცრუებული და გულნატკენი დავრჩები,ასე რომ მადლობ მაგრამ არ მინდა.აღარ მინდა ჩემი დამშვიდებული ცხოვრება ავრიო.-ვუთხარი და ცხვირწინ მივუხურე კარი.
-ოო,რა კოცნა იყო,რა კოცნა სცოდნია,მაშინ რატომ ვერ ვიგრძენი ეს?როგორ ამაღელვა. რამდენი ხანია არ მიგრძვნია ის რაც ახლა ვიგრძენი.ბედნიერად თავი მისმა ერთმა კოცნამ მაგრძნობინა,ნეტავ ის რას აკეთებდა.ის რას ფიქრობდა ან რას განიცდიდა.?ფაქტია რომ მშვიდად არც ის იქნებოდა....
ნაბახუსევზე გამეღვიძა,არადა თითქოს ბევრი არ დამილევია.ო,როგორ მეზარებოდა ახლა სამსახურში წასვლა,მითუმეტეს რომ დღეს საქმნიანი შეხვედრა მქონდა და კლასიკურად ჩაცმა მომიწევდა.რასაც ყოველთვის ვერიდებოდი. დამავიწყდა მეთქვა რომ ერთ-ერთ ცნობილ მაღაზიათა ქსელში ვმუშაობ და სხვადახვა კომპანიებთან ხელშეკრულების დადება და მათი პრუდუქციის შესწავლა მევალება.რაც ერთობ დამღლელი პროცესია.
ხუთ საათზე უკვე რესტორანში ვიყავი,მართალია სულ არ მესიამოვნა როცა პარტნიორმა აქ შეხვედრა მოითხოვა და მითუმეტეს ადგილზე მისულს ახალგაზრდა უცოლო მამაკაცი დამხდა,მაგრამ ეს ახლა გვერდით უნდა გადამედო და საქმე წარმატებით მეწარმოებინა
-ნიკოლოზ ბეროშვილი,კომპანიის გენერალური დირექტორი.,წამოდგა და ხელი გამომიწოდა
-ნია ასათიანი,-შევაგებე მის ხელს ჩემი პატარა ხელი და ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე
-დაბრძანდით,-მიმითითა სკამზე დ თვითონაც ჩამოჯდა.-რას ინებებთ?
-რასაც თქვენ,დღეს თქვენს გემოვნებას ვენდობი.ჩანთა გვერდით გადავდე,საბუთები წინ დავიწყე და სანამ შეკვეთას მოიტანდნენ საქმეზე გადავედი,ყველაფერი ამიხსნა და გამაცნო,წესით მათთან კონტრქატის დადება ჩვენი კომპანიისთვის ურიგო არ იქნებოდა და წინადადებაც ხესლაყრელი იყო.მისი რეზიუმე დავიტოვე,შევპირდი უფროსებს გავაცნობდი და უახლოეს დღეებში აუცილებლად შევატყობინებდი პასუხს
-ვიმედოვნებ რომ პასუხი დადებითი იქნება და წარმატებით ვითანამშრომლებთ.მითხრა მან და ჭიქა შემართა.-ჩვენს მომავალ თანამშრომლობას გაუმარჯოს.
-გაუმარჯოს,ოდნავ მივურტყი ჭიქა და ცოტა მოვსვი,ნადვილად ვეღარ შევძლებდი დღეს დალევას.
შემდეგ უბრალოდ ერთად გემრიელად ვივახშმეთ,ვისაუბრეთ სხვა თემებზე,ნიკა მხიარული,ენაწყლიანი და კარგი იუმორის მქონე ადამიანი აღმოჩნდა.სახლამდეც კი მიმაცილა საკუთარი მანქანით.რომ ვემშვიდობებოდი უნებურად თვალი ზემოთ გამექცა და აიივანზე მდომ მათეს წავაწყდი.გააფთრებული და გაბრაზებული მიყურებდა.ნიკა რომ წავიდა კიდევ ერთხელ ავიხედე ზემოთ,მაგრამ ის იქ აღარ იყო.
-არაუშავს იეჭვიანე,არაფერი დაშავდება,მეტის ღირსი ხარ,-ჩამეღიმა კმაყოფილს და სადარბაზოში შევედი.
როგორც კი ლიფტიდან გამოვედი მაშინვე შევნიშნე ჩემი ბინის კარზე მიყრდნობილი მათე ისევ ისეთი გააფთრებული მზერით.
-გამარჯობა,.წამოვაყრანტალე უცებ
-ვინ მოგაცილა?ან რატომ იჯექი უცხო ადამიანის მანქანაში?ან ის ხელზე ამბორი რა იყო?
-რა შენი საქმეა>ხომ არ გავიწყდება რომ ეჭვიანობის უფლებასაც მოპოვება სჭირდება?
-რომ გეკითხები მიპასუხე.-იფეთქა მან და მისმა ხმამაღალმა ტონმა ადგილს მიმაჯაჭვა წამით
-შენ ვინ ხარ რომ ასე მიყვირი და ამას მეკითხები?ხომ არ დაგავიწყდა რომ არავინ არ ხარ?ვუყვირე მეც
-კიდევ ერთხელ დაგინახავ იმ სირ..ან და ნახავ რაც მოგივა,შენს თავს დააბრალე
-ვისთანაც მინდა იმასთან გავივლი და ის მომაცილებს სახლში,გასაგებია შენთვის? არ გეჩვენება რომ თავს ზედმეტის უფლებას აძლევ?-მოვბრუნდი და საკეტს გასაღები მოვარგე
-კიდევ მე ვაძლევ ზედმეტის უფლებას? ხელში მწვდა და თავისკენ მიმატრიალა
-ხო შენ..შეენ.რა უფლებით-თქო გეკითხები?ადამიანო რა უფლებით?წარსულში რამდენიმე პაემანი,არშემდგარი ურთიერთობა დ ახლაც რამდნიმე უბრალო შეხვედრა არ გაძლევს უფლებას რომ რამე ამიკრძაკლო,რამე მიბრძანო,გასაგებია?-არ დავუთმე მეც
-უბრალო შეხვედრა ხო?უბრალო შეხვედრა და არშემგდარ ურთიერთობას ეძახი ხო შენ იმას რომ მე შენთან ოჯახის შექმნა მინდოდა?მე შენ გაჩვენებ სეირს,კარს ხელი ჰკრა და სახლში შემიყოლა საკუთარ ბინაში.
-გამიშვი ხელი და გადი ჩემი ბინიდან,გამოვტაცე ხელი.
-არა ახლავე უნდა გავარკვიოთ ყველაფერი
-რა უნდა გავარკვიოთ ადამიანო რააა?ის რო საქმიან შეხვედრაზე ვიყავი სამსახურიდან, მომავალმა პარტნიორმა ზრდილობა გამოიჩინა და სახლში მანქანით მომიყვანა ტაქსით არ გამომიშვა,უბრალოდ ზრდილობა გამოიჩინა,გესმის?ან რატომ გიხსნი საერთოდ?რა უფლება გაქვს?შენ უფლება გაქვს ყველაფერი იცოდე ჩემზე და მე ჯერ კიდევ არაფერი არ ვიცი შენზე.არც მაშინ და არც ახლა.კიდევ შენ მოდიხარ და მსაყვედურობ?არ გეჩვენება რომ ზედმეტი მოგდის?არ გეხება შენ ჩემი ცხოვრება,გაიგე არააა.არც ისე და არც პირადი.-დავუმარცვლე ბოლო სიტყვები და თვალი თვალში გავუყარე.
-ჭკვიანად იყავი იცოდე,მეტი ვერაფერი მოიფიქრა,მომაძახა,კარი გაიჯახუნა და გავარდა....


ო,როგორი გაბრაზებული ვიყავი მასზე.ახლა ალბათ კიდევ რომ შემოსულიყო და რამე ეთქვა ვერ გადამირჩებოდა და ცოცხალი ვერ გამასწრებდა აქედან,ნუ საღ-სალამათი მაინც.რაღაცას აუცილებლად დავმართებდი.არ მომინდომა აქ ეჭვიანობა და არ გამიმართა სცენები.
იმ ღამეს რათქმა უნდა თავის საყვარელს დაურეკა, ალბათ ჩემზე გაბრაზებულს ნერვების დაწყნარება უნდოდა და ეს მისმა ქალბატონმა კარგად იცოდა როგორ უნდა გაეკეთებინა. მეც რა თქმა უნდა მისაღებში მომიწია დაძინება,არა ასე აღარ შეიძლებოდა,ასე ვეღარ გავაგრძელებინებდი.რაღაც უნდა მომეფიქრებინა.
ხელსაყრელი დრო რამდენიმე დღის შემდეგ დადგა.ნიკას კომპანიასთან ხელშეკრულება წარმატებით გაფორმდა და მეც პრემია და შექება დავიმსახურე უფროსებისგან,რაც ნამდვილად აღსანიშნავი იყო და მეგობრების გარდა აბა ვის გავუზიარებდი ამ სიხარულს? გოგოებს დავურეკე და მეუღლეებთან ერთად დავპატიჟე საღამოს ჩემთან,სამსახურიდან მარკეტში გავიარე,მზა საჭმელები და საჭირო პროდუქტები ვიყიდე და მზადებას შევუდქი,ნუ იმ დღის შემდეგ ჩემი მეზობელი მხოლოდ რამდენჯერმე შემხვდა,უბრალო მისალმებით შემოვიფარგლეთ და ეგ იყო და ეგ.
სუფრა გავაწყვე და თან გოგოებს ველოდი,თან მათეს ვყარაულობდი რომ სახლში ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი გეგმა არ იმუშავებდა.
ერთმანეთის მიყოლებით შემოლაგდნენ ეთუნა და ქეთო მეუღლეებითურთ.
-აბა რას მივაწეროთ შენი ეს მონდომება?-მკითხა ლადომ და გადამკოცა.თან ცოლს მოხვია ხელი და სუფრისკენ გაახედა:-რას იტყვი ცოლო მზადაა გასათხოვრად?
-ნუ იცი ხოლმე შენ ამ თემაზე ასე მწარე ხუმრობა,- დატუქსა ქეთომ ქმარი
-იმედი უნდა გაგიცრუო ლადო,გათხოვებას არ ვაპირებ,ეს ყველაფერი კი სამსახურში ჩემი მორიგი საქმის წარმატების აღსანიშნავად მოვიფიქრე, თან ამისთვის პრემიაც დავიმსახურე.
-რამდენი რამე მოგიმზადებია გოგო.-შემიქო მონდომება გიგიმ
-იმედი უნდა გაგიცრუო ძვირფასო,მზა საჭმელები ვიყიდე
-საცოდავი შენი ქმარი.მოკლავ მშიერს.
-ქმარი კი არა უბრალოდ მამაკაცი ვერ მიპოვია ჯერ და მანამდე ვისწავლი სანამ ვინმე გამოჩნდება,-ვუპასუხე და ღვინო გამოვიღე მაცივრიდან:-აი ეს კი ნამდვილად არაა ნაყიდი,მამაჩემმა გამომიგზავნა სოფლიდან,ნატურალურია
-ოოო დიდებული ღვინო აქვს მამაშენს დიდებული.
-გიგი მართალია ახლაც მახსოვს მისი გემო,დააეთანხმა ლადო და ცოლი მოიკითხა,გოგოები აივანზე გასულიყვნენ და გარემოს ათვალიერებდნენ
-საოცარი ხედია აქედან ღამით,ახლა მივხვდი რატომ მოგეწონა ეს ბინა და რატომ მოინდომე აქ გადმოსვლა.
-თან მყუდრო და გემოვნებიანი ბინააა,
-მყუდრო რამდენადაა არ ვიცი, მაგრამ ხედი მართლა კარგია.-თვალი ჩავუკარი გოგოებს ეშმაკურად და სუფრასთან მივიწვიე ყველა.
-ქმარო ჩამოასხი ღვინო.მიმართა ეთუნამ გიგის
-დღეს ვსვავთ ბოლომდე.მხარი აუბა ქეთომ
-ქალბატონო ბავშვი გყავს მისახედი შენ
-დედაშენი მიხედავს,ოქრო დედამთილი მყავს
-რძალ-დედამთილი ასე უგებდნენ ერთმანეთ პირველად ვხედავ,მგონი მე კი არა. შენ ხარ მისი შვილი.
-ნუ იბოღმები შენ და გვაღირსე სადღეგრძელო.ენა გამოუყო პატარა ბავშვივით ქეთომ, ამდენი წელია ერთმანეთს იცნობენ,ცოლ-ქმარი არიან და მაინც ასე პატარა ბავშვებივით კინკლაობენ და აბრაზებენ ერთმანეთს.თან გაგიჟებით უყვართ ერთმანეთი და ყოველთვის მშურდა მათი სიყვარულის თეთრი შურით რა თქმა უნდა. ანალოგიურად არიან გიგი და ეთუნაც.
-ღმერთო შენ გვიშველე ამათ ხელში,იმედია დღეს ძალიან არ გაგიჟდებით,თქვა ლადომ და პირველი სადღეგრძელოც შემოგვთავაზა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო უცებ გეტყვით რომ იმ ღამით შურისძიება შედგა.ბევრი დავლიეთ,ვიცინეთ,ვიმხიარულეთ,ძველი ამბები გავიხსენეთ.მუსიკაც ჩავრთეთ და ბოლო ხმაზე ავუწიე.ისე რომ ჩემს მეზობელთანაც გადიოდა ხმა და დარწმუნებული ვარ არ ეძინა.
შუაღამე იყო სტუმრები რომ წავიდნენ.ხმაურით და სიცილ-კისკისით აიკლეს სადარბაზო სანამ ლიფტი მოვიდოდა და არც მერე შეჩერებულან
-იმედია სახლამდე მშვიდობიანად მიხვალთ და რამე სიგიჟეს არ ჩაიდენთ.-მივაძახე და უკან მოვბრუნდი სახლისკენ.მაგრამ კედელზე ასვეტილი მათე დავინახე.
-შენ ჩემი გაგიჟება გინდა?დამიბრიალა თვალები.-რომელი საათია იცი მაინც?
-კი ვიცი და სრულებით არ მადარდებს.აუღელვებლად ვუპასუხე და სახლისკენ დავიძარი,მაგრმ წინ ჩამიდგა და გზა ჩამიკეტა
-არ გადარდებს ხომ რომ ვერ ვიძინებ?ლამისაა გავგიჟდე?
-შენ თუ გიჟი ხარ ჩემი რა ბრალია?ავუქნიე ხელი და გაცლა ვცადე,მაგრამ შევბორძიკდი.ხელი შემასველა
-შენ რაა დალიე?მთვრალი ხარ?
-მთვრალი ვარ ხოო,რა მოხდა მერე?ამიტყდა უაზრო სიცილი.-უკაცრავად დაძინებაში ხომ არ შეგიშალე ხელი?
-შენ წარმოიდგინე და კი..
-შენ წარმოიდგინე და მეც ვერ ვიძინებ როცა შენს ღამეულ თვგადასავლებს ვუსმენ.ასე რომ გადაწყვიტე ან შენი ბოზ..ის მოყვანას და მათ აკვნესებას შეეშვები და მშვიდად დამაძინებ, ან არადა მეც ასეთ ამბებს მოგიწყობ ყოველ ღამით.-თვალი ჩავუკარი ეშმაკურად,გვერდი ავუარე და სახლში შევედი.
-ვახ ჩემიი ეს ვინაა,- მომესმა ზურგსუკან მისი ხმა და ბოლოს კარის მიჯახუნებაც გაისმა.
-ესეც ასე ბატონო მათე,ერთით ერთი.აბა ვნახოთ ვინ აჯობებს. კმაყოფილი ვიყავი ჩემი გეგმის ასე შესრულებით.მაგიდა არც ამილაგებია ასე ბედნიერი გავიშოტე საწოლზე და ღრმა ძილს მივეცი თავი...
კარგია როცა მეორე დღეს ისვენებ და ნაბახუსევზე და გამოუძინებელი არ გიწევს სამსახურში წასვლა..

რა უპირატესობა აქვს მარტო ცხოვრებას?ის რომ სახლში ნებისმიერ ფორმაში შეგიძლია იარო და არანაირ დისკომფოტს არ გრძნობდე.
დილით კარგად გამოძინების შემდეგ პირდაპირ სამზარეულოში გავედი ყავა მოვიდუღე და სულაც არ ვფიქრობდი რომ ჩემს გამომწვევ პიჟამოებზე რამე მომეცვა,ისე ვმოძრაობდი სახლში. ყავა ჭიქაში ჩამოვასხი და ასე გავედი აივანზე.ვივარაუდე რომ რადგან შუადღე იყო ჩემი მეზობელი სახლში არ იქნებოდა.თამამად მოვთავსდი სკამზე და ფეხები აივნის კიდეზე შემოვაწყვე.მშვიდად მივეფცხე მზეს.შესანიშნავი ამინდი იყო და სასიათსაც არ ვუჩიოდი.
-იცოდე კიდევ ერთხელ თუ გნახავ მსგავს ფორმაში საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ.მომესმა მისი ბოხი და ხრინწიანი ხმა.აშკარად ახალგაღვიზებულის.შევხტი,ფეხები სწრაფად დავუშვი ძირს და თვალები დავაჭყიტე.გვერდით აივანზე მათე იდგა,მოკლე შორტში და წელსზევით შიშველი ლუდის ბოთლით ხელში.არა არ ვიტყვი რომ ის აპოლონი იყო როგორც ყველა აღწერს ხოლმე,ჩვეულებრივი მამაკაცი იყო,მასზე უკეთესებიც არსებობდნენ,მაგრამ ახლა რატომღაც ძალინ სიმპატიური და სექსუალური მეჩვენა ამ ფორმაში,მერე რა რომ ცოტა მსუქანი დ ღიპიანი იყო,მერე რა თუ თაფლისფერი თვალები ჰქონდა და არა რაღაც საოცრება ფერი როგორც არის ხოლმე მთავარი გმირების შემთხვევაში.
მაინც მესიმპატიურა და მესექსუალურა ამ შემთხვევაში. გამახსენდა როგორ ვეხუმრე ბოლო შეხვედრაზე მის ზედმეტ კილოგრამებზე და ჩამეღიმა.
-რეაქციაც რომ არ აქვს რაა, ჩაილაპარაკა ვითომ ნაწყენმა ჩემს გასაგონად
-რა რეაქცია უნდა მქონდეს ან რატომ?ჩემს აივანზე რასაც მინდა იმას გავაკეთებ.
-ფრთხილად პატარა ნუ მეთამაშები
-რატომ უნდა გეთამაშებოდე?
-ასეა და იმიტომ.მიწვევ და იცოდე ჩემთან თამაშს არ გირჩევ,ცეცხლში დაიწვები.
-შენც ჩაგითრევ მაგ ცეცხლში და ერთად დავიწვებით.
-რატომ მეწინააღმდეგები ყოველთვის?
-ვინ მეე?-სულელურად გამომივიდა მაგრამ ასე იყო.
-კი შენ.
-ო როგორ მიშლი ნერვებს,ყავის დალევის სურვილიც კი დამიკარგე,წამოვდექი გაბარზებული და ოთახში შესვლა დავაპირე,რომ უცებ მომემსა
-მშიშარა.
-რა თქვი?-მოვბრუნდი სწრაფად
-მშიშარა ხარ.ისევ გარბიხარ.ყოველთვის გარბიხარ.არასოდეს არ გინდა სხვისი აზრი მოისმინო.სხვისი გადმოსახედიდანაც შეხედო ცხოვრებას და მის ადგილზე წარმოიდგინო თავი.ყოველთვის გინდა მართალი იყო,შენი გაიტანო.ყოველთვის შეეწინააღმგედო და საპირისპირო გააკეთო.მაგრამ ასე არაა,სხვასაც სტკივა,სხვაც განიცდის,სხვასაც აქვს გრძნობები. შენ ყოველთვის გაქცევას თვლი გამოსავლად მაგრამ ასე არაა.
-საიდან?საიდან გაქცევა არა გამოსავალი?იმ ურთიერთობისგან თავის დაღწევა და უარის თქმა რომელიც დასაწყისშივე განწირულია?ერთი ღამის ურთიერთობა რომ არ მინდა და სხვა არაფრის გაგონება არ მინდა ამიტომ ვარ მშიშარა?
-შეგეძლო მეტიც ყოფილიყო...
-არ შემეძლო...არ შემეძლო გესმის ორი დღის გაცნობილ ადამიანთან მსგავსი ურთიერთობა გამება როგორიც შენ გინდოდა,არ შემეძლო ადამიანთან რომლმაც მეორე ოფიციალურ პაემნზე ცოლობა მთხოვა მივნდობოდი და მისი მერწმუნა.ისიც კი არ ვიცოდი რაში გჭირდებოდი მე.რატომ გინდოდა უსიყვარულოდ ოჯახის შექმნა სრულიად უცნობთან
-მგონი არც ერთი არ ვიყავით იმ ასაკში რომ დიდი სიყვარულის დაგვეჯერებინა,ერთად კარგად ვგრძნობდით თავს,კარგად ვუგებდით და შეგვეძლო გვეცადა.
-გვეცადა?რომ არ გამოსულიყო რა მექნა მერე?ან შენ რას იზავდი?ბოდიშს მომიხდიდი,მეტყოდი მაპატიე ნია არაფერი გამოგვივიდა,დიდი სიყვარული არ მოვიდა,შეგვეშალა,ეს შეცდომა იყო დავშორდეთო?ჩემზე გიფიქრია მაშინ კიდევ ერთ მსგავს დარტყმას გავუძლებდი თუ არა ისევ?მაპატიე მაგრამ კიდევ ერთ დაშორებას,კიდევ ერთ იმედგაცრუებას ვეღარ გადავიტანდი.კიდევ ერთ კითხვის ნიშნით დაწყებული ურთირთობას ვეღარ შევძლებდი..როგორ არ ვეცადე მაგრამ მაინც მომერია ცრემლი და თვალებზე მომადგა
-იქნებ არ ყოფილიყო ასე?იქნებ გამოსულიყო?რას ვკარგავდით რომ გვეცადა?
-შენ კიდევ ვერ გაიგე რა გითხარი?არ გიცნობდი ადამიანო არა.არაფერი ვიცოდი შენზე,არც ახლა არ ვიცი ვინ ხარ,რას საქმიანობ,რა გიყვარს რა მოგწონს,რა არ მოგწონს.
-გავიცნობდით ნია უბრალოდ შენ გაიქეცი იმაზე ადრე ვიდრე ველოდი.შეიძლება ყველაფერი გამოსულიყო.
-ბოდიში მაგრამ შეიძლებაზე ვერ ავაწყობდი ურთიერთობას და ვერ დაგთანხმდებოდი. მაშინაც და ახლაც უნდობლობა მაქვს შენს მიმართ,და მაპატიე თუ ასეთი პირდაპირი ვარ.ვუთხარი და სწრაფად დავბრუნდი ოთახში,
ახლა ეს მინდოდა მე?წარსულის გახსენება და აფორიაქება?
ისე მართალიც იყო.რომ დავფიქრებულიყავი მაშინ ნამდვილად მე გავიქეცი.აი ასე უსიტყვოდ ავდექი და გავიქეცი,არა სადმე კი არ წავსულვარ,უბრალოდ აღარ შევეხმიანე, არც დავურეკე,არც მივწერე,არც რამე ავუხსენი.ის კი ჩემ ზარს და პასუხს ელოდა,იქნებ მართლა გამოგვსვლოდა რამე? მაგრამ არც მას მოუკლავს თავი.არც მას მოვუძებნივარ.ან რატომ მომძებნიდა არ ვუყვარდი და რატომ იზავდა ამას? მე სულელს კი ბრმად მჯეროდა რომ მხოლოდ დიდ და გიჟურ სიყვარულს შეუძლია ადამიანების გაგიჟება ისე რომ ცხრა მთა გადალახინოს და ცაში ააფრინოს.მაგრამ დამავიწყდა რომ დაცემა ძალიან მტკივნეული იყო,იქნებ მართალი იყო და ოცნების კოშკების აგებას და ცაში აფრენას პირდაპირ მიწაზე მყარად დგომა სჯობდა და ასეთი ურთიერთობით უფრო შორს წავსულიყავით,უფრო ძლიერი ყოფილიყო ასე დაწყებული ურთიერთობა?
ასეა თუ ისე მე წარმოდგენაც არ მქონდა რატომ უნდოდა ჩემზე დაქორწინებ აუსიყვარულოდ და მხოლოდ სიმპატიების ფინზე.ფაქტია რომ რაღაც მიზეზი ჰქონდა,მე კი ნამდვილად არ მქონდა სურვილი გამერისკა და არასასურელი შედეგი მიმეღო.
მაშინ არა მაგრამ ახლა ნამდვილად სხვა თვალით ვუყურებ ყველაფერს.ახლა დეპრესია და ის ტკივილი გადალახული მაქვს და სიმართლე რომ ვთქვა ახლა რომ შემომთავაზოს იგივე დარწმუნებული ვარ დავთანხმდები.
საღამომდე ვიტანჯე და ვიწვალე,მითუმეტეს რომ დიდად არ მეხერხებოდა სახლის საქმე.ტყუილად არ დამცინოდნენ გოგოები და სიძეები.
დალაგებას რომ მოვრჩი წყალი გადავივლე და სასერნოდ წავედი,მომბეზრდა სახლში ყოფნა,თხელი შიფონის სარაფანშიც კი მცხელოდა.ვიმედოვნებდი რომ აგრილდებოდა. შორს არ წავსულბას.ჩვენი კორპუსის უკან სკვერი ადრევე შევნიშნე და ახლა გადავწყვიტე ამეთვისებინა. ბავშვებით და მშობლებით იყო სავსვე და ადგილის პოვნა გამიჭირდა.მაგრამ განაპირას მაინც მივაგენიცარიელ სკამს,ჩამოვჯექი და პატარების თვალიერებით დავკავდი. ვერთობოდი და მეცინებოდა მათ ცელქობაზე და ბავშვურ საუბრებზე,ცოთა ხანს ჩემს ბავშვობაშიც დავბრუნდი,მაგრამ დიხანს არ დამცალდა,ყურთან ვიღაცამ დაიჩურჩუა და ისე ვნებიანად რომ სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა.
-მარტო ხართ ქალბატონო? თავი სწრაფად მოვატრიალე და მისი სახის პირისპირ აღმოვჩნდი.
-დიახ მარტო ვარ, არც უკითხავს შეიძლებოდა თუ არა დაუკითხავად დაჯდა ჩემს გვერდით კმაყოფილი,ხელები სკამის საზურგეზე შემოაწყო ფეხები ერთმანეთს დააშორა და ასე ღიმილით მიაჩერდა ბავშვებს,თითქოს დილით სულ არაფერი მომხდარიყო.
-მე არ მომიცია უფლება რომ დამჯდარიყავი.შევუბღვირე.
-არც მჭირდება.უკვე დავჯექი.
-ხოდა როგორც დაჯექი,ისე აბრძანდი და გადაბრძანდი სხვაგან.
-კარგი რაა,რატომ არ შეგიძლია ნორმალურად,ცივილიზებული ადამიანებივით ვისხდეთ და ვილაპარაკოთ?დაივიწყე ყველაფერი,წარსული მითუმეტეს და მშვიდად ვისხდეთ,თუ გინდა სულ არ ამოვიღებ ხმას.-მკითხა ღიმილით
-დასავიწყებელი არაფერია,წარსული წარსულში დარჩა
-მითუმეტეს,მოდი შევეშვათ იმაზე ფიქრს რა იქნებოდა და როგორ და ნუ ჭირვეულობ აი იმ პატარა ბავშვივით,ერთ ერთი გოგონასკენ გამახედა და ჩაეღიმა,მეც ჩამეღიმა როცა ისინი დვინახე,გოგო თავისივე ასაკის ბიჭს ეჯიკავებოდა და სათამაშოს წართმევას ცდილობდა.
-ისე გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრაც პარკში შედგა.პატარა თინეიჯერი ბიჭივით დამაჯინე და არსად გამომყევი,თავს თოთხმეტი წლის ბიჭი მეგონა. ბოლოს ხომ მაშინ ვიჯექი გოგოსთან ერთად,ყველაფერს წარმოვიდგენდი მაგრამ ოცდაათი წლის ასაკში ჩემი პაემანი თუ იქ შედგებოდა მაგას ვერა.ხმამაღლა გაეცინა და მეც ამიყოლია.
-მახსოვს მაშინაც ზაფხული იყო..
-არა არ იყო.ეტყობა შენთვის არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი და მაგიტომ არ გახსოვს. გაზაფხული იყო,აპრილის ბოლო.ყველაფერი ყვაოდა და ჰაერში საოცარი სურნლი ტრიალებდა,მაგრამ მაინც შენ ყველაფრისგან განსხვავებული სურნელი გქონდა,დღესაც არ ვიცი რისი...ისე აღფრთოვანებული ლაპარაკობდ იმ დროზე რომ თავი უხერხულად და დამნაშავედ ვიგრძენი რომ ეს ყველაფერი არ მახსოვდა.
-შენ..შენ ნუთუ ყველაფერი გახსოვს? შევხედე გაოცებულმა
-დიახ,მე ყველაფერი მახსოვს.ისიც მახსოვს ხელი რომ მოგხვიე იუხერხულე,შეიშმუშნე ხელი მომაშორებინე და რამდენიმე სანტიმეტრით გადაჯექი.მე შენსკენ მოვიწიე და ისევ ჩაგკიდე.გაშვებას ცდილობდი,მაგრამ არ დაგანებე.არ გაგიშვი,მეტიც უფრო მიგიხუტე..
-მე არც მახსოვს ეგ დეტალები..
-ასეა,არ გახსოვს და ძალიან მწყინს,იცი შენგან ყველაზე მეტად ეგ მეწყინა რომ ყველაფერს ივიწყებდი რასაც შენთვის ვაკეთებდი. მეწყინა ხელი რომ გამიშვი...იმ მომენტში კი არა საერთოდ რომ გამიშვი...მის ხმაში სინანული ჩანდა და თავი კიდევ უფრო დამნაშვედ ვიგრძენი
-არ მეგონა ყველაფერი ასე დეტალებში თუ გემახსოვრებოდა. სამაგიეროდ კარგად მახსოვს რომ მაშინ ჩვენი პირველი კოცნა შედგა.და მე კოცნის ქურდი გიწოდე
-კარგია ეგ მაინც რომ გახსოვს.
-რას ვიზავთ ხანდახან ადამიანები არასწორად ვიქცევით და ჩვენი ნების საწინააღმდგოს ვაკეთებთ. ის თუ გახსოვს ჩვენს მეორე შეხვედარზე როგორ გაგაბრაზე?როგორ მოგიშალე ნერვები..ჩაეცინა ჩემსკენ შემობრუნდა ნახევარი ტანით და მომაჩერდა
-მართლა ძალიან გამაბრაზე მაშინ,.მე უბრალოდ მინდოდა შენთვის ლამაზი დღე მეჩუქებინა შენ კიი..
-ასეც იყო მართლა კარგი დღე იყო გამოგივიდა,იმ მძიმე პერიოდში ეს ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებად მახსენდება.მახსოვს სახლში ახალი დაბრუნებული ვიყავი სამსახურიდან შენ რომ დამირეკე და შეხვედრა მთხოვე,მაშინ ნამდვილად ზაფხული იყო.დიდხანს ვემზადებდი,ვჩქარობდი არ დავაგვიანო-თქო და საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ შენ დააგვიანე,
-და მთელი დღე მებუზღუნებოდი და მაყვედრიდი. ვერ წარმოიდგენ ყველაზე საყვარელი რომ მაგ დროს იყავი.
-შენ კი ჩემს გაბრაზებულ სახეზე იცინოდი,მე უფრო ვბრაზდებოდი. ქალაქიდან რომ გახვედი და გეზი ტყისკენ აიღე კი შევშინდი.ერთი პერიოდი ისიც კი ვიფიქრე მანიაკი ხომ არ არის და მოსაკლავად ხომ არ მივყავარ თქო,მე სულელი კი მანქანაში ჩავუხტი ასე არსაიდან მოსულს,ვინ იცის რას მიპირებს და იქნებ ჩემი გვამიც კი ვერ იპოვნონ-თქო. ვფიქრობდი და თან ვცდილობდი არ შემემჩნია
-არ არსებობს.სერიოზულად?შემომხედა გაოცებულმა და მერე გადაიხარხარა.-მართლა ასე ფიქრობდი?
-აბა რა უნდა მეფიქრა მეორე პაემანზე რომ გამაქროლე ტყეში?მეც მეცინებოდა და აღმოვაჩინე რომ ისე ვსაუბრობდით კარგი შეხმატკბილებული წყვილივით.
-გოგოს მოხიბვლა და მისთვის სიუპრიზის მოწყობა მინდოდა,მას კი თურმე მანიაკი ვგინებივარ,პირველად მესმის ასეთი რამე.რა არ უთქვამთ და დაუბრალებიათ ჩემთვის მაგრამ ასეთი რამე არასოდეს..ვეღარ ვსუნთქავ,ამდენი სიცილი აღარ შემიძლია..
-გულწრფელად გამიხარდა რომ მივხვდი სადაც მივდიოდით,ამ ადგილის შესახებ გაგონილი მქონდა და სულ მინდოდა მისი მშვენიერება მეც მენახა.შენ კი ეს ოცნება ამისრულე,
-ხედავ ერთი ოცნება მაინც აგისრულე,ესეგი ერთით ნაკლები ოცნება დაგრჩა ასასრულებელი.
-მართლა ლამაზი იყო ყველაფერი.სიმწვანე,სუფთა ჰაერი,მდინარის ჩუხჩუხი,მინდორში მოფენილი ათასფერი ყვავილები.ჩიტების ჭიკჭიკი.სიგრილე და შენ.იმ მომენტში არავინ და არაფერი მახსოვდა,მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით,თავს ყველაზე მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობდი.თუმცა შინაგანად დაძაბული ვიყავი.
-ეგ დაძაბულობა გეტყობოდა,მაგრამ თვალები ისეთი ანთებული გქონდა სიხარულისგან და ისეთ ბედნიერებას ასხივებდი რომ მინდოდა სულ ასე ყოფილიყავი,რომ შემძლებოდა იმ მომენტს,დროს გავაჩერებდი.მეც გადმომედო შენი სიხალისე და ბავშვურობა მინდორში რომბ ჩამოჯექი და ყვავილების კრეფა დაიწყე,
-შენ ან ყვავილებისგან გვირგვინი გამიკეთე და თავზე დამადგი,მითხარი თუ მოინდომებ ჩემი დედოფალი იქნებიო და ის კითხვაც მოაყოლე,რომელმაც თავზარი დამცა.
-კარგი რაა,რა გკითხე განა ეგეთი.დღესაც ვერ მივმხვდარვარ რატომ გქონდა ეგეთი რეაქცია
-ალბათ იმიტომ რომ იმ დროს ვისგანაც მინდოდა მომესმინა და ვისგან გაგებაზეც ვოცნებობდი მან რომ არ მითხრა.იმიტომ გითხარი უარი ცოლად გამოყოლაზე.იმიტომ გთხოვე სახლში წამოგეყვანე და იმიტომ გავიბუტე.არ შემეძლო გესმის,ვერ დაგთანხმდებოდიდა თავს ვერ მივცემდი იმის უფლებას რომ შენთან ვყოფილიყავი და სხვაზე მეფიქრა და მეოცნება,როცა ისევ ის მიყვარდა.ეს ღალატი იქნებოდა და ღალატად ვთვლიდი ამას,მაშინაც და ახლაც ღალატად მივიჩნევ
-ახლაც გიყვარს ის ..სხვაა?
-ახლა აღარ.ახლა უბრალოდ მშვიდად ვარ,ვისწავლე მარტო ცხოვრება და მხოლოდ საკუთარი თავისთვის.კომფორტულად ვარ და თუ ესეც ბედნიერებაა მაშინ ბედნიერი ვარ
-არა ნია,არ მოგცემ მშვიდად ყოფნის უფლებას.მე ისევ შემოვალ შენს ცხოვრებაში და ვიბრძოლებ იმისთვის რომ ამ კომფორტს და ბედნიერებას ერთად მივაღიოთ.
-არ გინდა კარგი?თუ საკუთარი თავის იმედი არ გაქვს და თუ ისევ გართობა გინდა ნუ ამირევ ისედაც ძლივს დალაგებულ ცხოვრებას.ნუღა განმიახლებ ტკივილს.-ვთხოვე და თვალი ავარიდე,სათამაშო მოედნისკენ გავიხედე.ხალხისგან თითქმის დაცლილიყო,საუბარში დრო სწრაფად გასულიყო.
-წავედი უკვე გვიანია,წამოვდექი,ისიც გვერდით ამომიდგა.
-ნუ მიყურებ ასე ერთი გზა გვაქვს.არ გაცილებ.გამიღიმა ეშმაკურად,როგორ ახერხებდა ყოველთვის გაღიმებას მიკვირდა..
-ნია,,,-შემაჩერა სახლის კართან,როცა მივედით.-მინდა ასეთი საღამოები კიდევ გავიმეოროთ,თან არაერთი.
-მოვიფიქრებ
-დიდხანას ნუ იფიქრებ თორემ პირდაპირ სახლში შემოგივარდები,შეხვედრების პერიოდს გამოვტოვებ და ჩაგისახლდები.
-ვერ გაბედავ.
-გავბედავ დ ნუ მეწინააღმდეგები-თქო გითხარი.მშვიდობიან ღამეს გისურვებ.
-ჩემი მეზობელი თუ ვინმეს არ მოიყვანს ამაღამ მექნება მშვიდობიანი ღამე.მაინც წავგესლე დამშვიდობებისას და სანამ უარესს მეტყოდა ცხვირწინ მივუხურე კარი.

რატომღაც მეგონა რომ ეს საღამო და ეს გულწრფელი საუბარი,ძველი დროის გახსენება რაღაცას შეცვლიდა ჩვენს ურთიერთობაში,სხვა თუ არაფერი დამირეკავდა მაინც ,მაგრამ ისევ სიჩუმე.ისევ დუმილი და ისევ უმოქმედობა.
მთელმა კვირამ განვლო და არაფერი ისმოდა მისგან,ის კი არა საერთოდ გაქრა,არც კი გამოჩენილა და არც კი შემხვედრია.მისი ბინაც ცარიელი იყო და საშინელი მარტოობა იგრძნობოდა იქაც, ისევ ვინანე,ვინანე რომ გავიხსენი და იმედი მივედი ჩემს თავს რომ რაღაც შეიცვლებოდა.რომ ისევ მეცადა და ჩემს სულამდე მიმეშვა ვიღაც კიდევ.
ისევ...ისევ..ისევ... დაუსრულებლად ერთი და იგივე... ისევ მარტოობა და საკუთარ თავთან და ტკივილთან მარტო დარჩენა. იმაზე მეშლებოდა ნერვები რომ ისევ მივეცი მამაკაცს რომ ავერიე და ჩემს გონებაში შემოჭრილიყო..
კვირის ბოლოს გოგოებმა დამირეკეს, წესად გვქონდა კვირაში მინიმუმ ერთი დღის ერთად გატარება. არასოდეს გამოგვიტოვებია და არც ამჯერად აპირებდნენ უარის თქმას.
-"გოგოები-ფართი" გვქვს,-მახარა ეთუნამ
-რა გვაქვს?ამიტყდა სიცილი,თან სამსახურიდან გასასვლელად ვემზადებოდი.
-რა ვერ გაიგე?გოგოები მივდივართ დღეს კლუბში.ნუ ჩვენს გარდა კიდევ იქნებიან სხვებიც ჩემი და,ჩემი მული, ქეთოს ბიძაშვილი და ჩვენ.
-ბავშვებს რას უშვები?
-ბავშვები ქმრებთან.დღეს კაცები სახლში იქნებიან,ქალები გასართობად.
-გიჟი ხარ ოცდაათი წლის ქალი,შენ გათხოვებამ და ორი შვილი დედობამაც არ გიშველა.უფრო გადაირიე მგონი. როგორ გიძლებს გიგი.
-მე გიგი მაინც მიძლებს და შენ რომ არავინ გყავს?უკაცობისგან ჭკუიდან გადახვედი ვერ ხედავ?
-ნუ იკბინები შენ შხამიანი გველივით.
-არც შენ იგესლები ნაკლებად.მოგხედავ ამაღამ. ახლა ნუღა მელაპარაკები,სახლში მიდი,მოემზადე და წამოდი,მისამართს მოგწერ და დიდხანს არ გვალოდინო. სწრაფად მიაყარა ეთუნამ და პასუხის გაცემა არ მაცადა ისე გათიშა..
გაჩერებაზე გავედი და ტაქსს გავიქნიე ხელი,ავტობუსით და ფეხით წასვლით დრო აღარ იყო, ისედაც დავაგვიანებდი და ასე მითუმეტეს. სწრაფად გადავივლე წყალი და პირველი რაც ხელში მომხვდა ის კაბა ჩავიცვ- შიფონის ატმისფერი კაბა და მისი შესაფერისი ფეხსაცმელი. ძალიან მიხდებოდა და კიდევ უფრო მიკლებდა ასაკს,ისედაც არ მეტყობოდა რომ მალე მეც ოცდაათს მივუკაკუნებდი.თმა შევიშრე,უბრალოდ ჩამოვიშალე,ტუჩსაცხი წავისვი,თვალები ოდნავ შევიღებე,ჩანთა ავიღე და სახლიდან საკუთარი გარეგნობით კმაყოფილი გავედი..
ყველა იქ დამხვდა და მე მელოდებოდნენ,შეკვეთა უკვე მიეცათ.ყველას ვიცნობდი თბილი მოკითხვებისა და მისალმების შემდეგ ჩვენებური გავუშვით.ეთუნას და ქეთოს გარდა ყველა თავისუფლები ვიყავით და შეგვეძლო დღეს გვეგიჟა.მართალია ისინი ჩემზე ასაკით პატარები იყვნენ მაგრამ არაფრით ჩამოუვარდებოდი მათ,მითუმეტეს გოგოებმა ჩემი ხასიათი იცოდნენ და იცოდნენ რომ რამდენიმე ჭიქის შემდეგ ცეკვა მინდებოდა...
-აბა ადექით აახლა ჰეე,გახურდა მუსიკა,არ გაჯობენ თინეიჯერებმა.-აქტიურობდა ეთო და განსაკუთრებით ჩემი მისამართით ისროდა მწარე ხუმრობებს
-შენ დღეს ძალიან მკბენ და იცოდე შენთვისაც მოვიცლი,- არ დავუთმე მეც
-ყოველთვის ასე როგორ უნდა იყოთ თქვენ
-ქეთო ამას გავგლიჯავ და იცოდეთ შუაში არ ჩამიდგე
-ადექეი გოგო ეგ სხვა დროისთვის გადადე.ხელი მიბიძგა ეთუნამ და თავის დაც მომაყოლა..
ახალგაზრდების ჯგუფს შევუერთდით და ენერგიულ მუსიკას ასევე ენერგიულად ავაყოლეთ სხეულები, კარგი და გემოვნებინი მუსიკით ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებდი და არც ამჯერად იყო გამონაკლისი. გოგოებიც ამყვნენ,ბოლოს ეთუნა და ქეთოც შემოგვიერთდნენ და ისეთ ამბავშვი ვიყავით რომ მოვიხედეთ ახალგაზრდების შუაში ვიყავით მოქცეულები და მხიარული შეძახილებით გვამხნევებდნენ,პირდაპირ ვიტყვი თინეიჯერები დავჩრდილეთ ამ "ბებრებმა ". სასმელმა და ყურადღებამ უფრო გაგვათამამა.რა თქმა უნდა მაშინვე გაჩნდნენ ჩვენს ირგვლივ მონადირე მამაკაცთა არმია. ზრდილობიანად ვიშორებდით ყველას და სუფრასთან დავბრუნდით, ცოტა დავმშვიდდით და ახლა იქ გავაგრძელეთ გართობა,ეთუნა იყო თამადა და ერთი-ორი ქალებისთვის საყვარელი სადღეგრძელო შემოგვთავაზა. სიყვარულის სადღეგრძელო თავის გიგის თამადობით. ხშირად გვაწყვეტინებდნენ მიმტანები გართობას რადგან მამაკაცები სხვადასხვა საჩუქრებს გვიგზავნიდნენ.ჩვენც ზრდილობიანად ვატანდით უკან.
კიდევ რამდენიმე ჭიქის შემდეგ ისევ რომ გამოჩნდა ორი მიმტანი ჩვენსკენ მომავალი მაშინვე მოვემზადე რომ უხეშად მეპასუხა. უკვე შეწუხებული ვიყავით.ერთს მარტინი მოჰქონდა ორი ბოთლი,მეორეს კი ლამაზად დაჭრილი და დაწყობილი ხილის ასორტი,ეს რაღაც სხვა იყო და აშკარად განსხვავებული.პირველმა მიმტანმა სასმელი მაგიდაზე დადო და ჩემსკენ გადმოიხარა,ხმადაბლა მიჩურჩულა
-ეს იმ ბატონმა გამოგიგზავნათ.-მანიშნა მეორე სართულზე საპირისპირო მხარეს,სადაც როგორც ჩანს განსაკუთრებული სტუმრები იყრიდნენ თავს.იქით გავიხედე და ადგილზევე გავშრი.სუსტი განათების ფონზე მაინც კარგად გავარჩიე მამაკაცებთან ერთად მჯდარი მათე. რომ დამინახა მისკენ გავხედე. ჭიქა შეათამაშა ხელში და მანიშნა შენ გაგიმარჯოსო. დაბენულობისგან კინაღამ ჩემი ჭიქა და თეფში გადავაგდე.ის კი მიღიმოდა და თვალს არ მაშორებდა.
-წაიღეთ ახლავე და მადლობა გადაეცით იმ მამაკაცს .-მომესმა ეთუნას მკაცრი ხმა და ყურადღება მასზე გადავიტანე.მიმტანები აწურულები იდგენენ ერთმანეთის გვერდით
-დატოვეთ.გაისმა ჩემი ხმა და ყველამ გაკვირვებულამ შემომხედა.-იმ ბატონს მადლობა გადაეცით და უთხარით რომ სხვა დროს ასე აღარ მოიქცეს,მხოლოდ მომიახლოვდეს.. თვითონ მიხვდება რასაც ვგულისხმობ.
-ეს რას ნიშნავს?მაშინვე მომვარდა ეთუნა როგორც კი მიმტანებმა დაგვტოვეს
-რაღა მაინცდამაინც ამ ადამიანისგან?გაკვირვებული იყო ქეთოც.-იცნობ?
-ჩემი სექსუალური კარის მეზობელი იყო.ჩვენს პირდაპირ ზის ზემოთ.მეუხერხულა უარის თქმა.მოიცა რას აკეთებთ არ გაიხედოთ,თვალები დავუბრიალე მაგრამ გვიანი იყო გოგოებმა ერთდოულად გაიხედეს იქით,საბედნიეროდ თუ საუბედუროდ იმედები მეც გამიცრუვდა და მათაც.ის იქ აღარ იყო, ხასიათი მაშინვე წამიხდა და შემეტყო კიდეც. დიდხანს აღარ დავრჩენილვართ და ანგარიში მოვითხოვეთ,თუმცა კიდევ ერთხელ გაკვირვებულები დავრჩით როცა გვითხრეს ანგარიში გასწორებულიაო.რას ვიზავდით ხომ არ ვიტყოდით ხელახლა გადავიხდითო.გარეთ გამოვედით და ტაქსი გავაჩერეთ.როგორღაც ჩავეტენეთ ერთ მანქანაში და წამოვედით, ყველა სათითაოდ დაგვარიგა მძრღოლმა და კარგად გადავრიეთ გზაშიც. ბოლოს მე მიმიყვანა.
ლიფტში რომ შევედი მაშინ დამირეკა ეთუნამ
-გადავამოწმე როგორ მიხვედი
-შენ ჩემზე მთვრალი იყავი,-ამიტყდა სიცილი.-შესაბამისად შენზე გადასარევად ვგრძნობ თავს
-ის ტაქსის მძღოლი ისე გიყურებდა ვიფიქრე არიქა ეშველა თქო.
-შენ მორჩი ჩემ გამასხარავებას და ფრთხილად იყავი ამაღამ შენმა მეუღლემ არ გამოგაგდოს და მე არ მომიწიოს შენი შეფარება
-ჩემს მეუღლეს ამაღამ ოკუპაციას ვუკეთებ
-არ ვიცი შენს მეუღლეს რას გაუკეთებ..არ მინდა შენი სექსუალური თავგადასავლები მომიყვე ახლა.გაითვალისწინე მეც ქალი ვარ.თან მარტოხელა და უკაცოდ და შემიბრალე.ვიცინოდი ხმამაღლა და სულ არ ვაქცევდი ყურადღებას რომ ლიფტის კარი გაიღო და უცებ ჩემს წინ ვიღაც აღიმართა.არა ეს მას არ უდნა მოესმინა..
-ეთუ ხვალ დაგირეკავ,ღამე მშვიდობისა,გავთიშე სასწრაფოდ, მობილური ჩანთაში ჩავაცურე და ბარბაცით გამოვედი ლიფტიდან.ის იქ იდგა,კარზე მიყრდნობილი ხელები გადაეჯვარედინებინა და ჯიუტი მზერით მბურღავდა.
-საღამო მშვიდობის,-გულუბრყვილოდ და ღიმილით მივესალმე და ალბათ ეს იყო ყველაზე უადგილო მისალმება მისალებათა შორის
-მშვიდობიანი არა მგონია იყოს.-სერიოზული იყო ის
-რატო ვითომ?-ავიჩეჩე მხრები და გვერდის ავლით გასაღებს დავუწყე ძებნა ჩანთაში.
-კარგად ერთობოდი?-ხელი ჩამკიდა მკლავში და თავისკენ მიმატრიალა
-ძალიან.გადასარევად.
-ხო მშვენივრად ცეკვავდი.იწვევდი მამაკაცებს და სულ არ გადარდებდა რომ ამდენი დაშეული და ქალს მოწყურებული მამაკაცი შენს დაპატრონებას ცდილობდა
-რატომ უნდა მქონოდა პრობლემა?ცდილობდა,ხომ არ დამეუფლა?ხელი გავაშვებინე,-შენ რამე პრობლემა გაქვს?შენ რატომ გაქვს ამაზე რეაქცია?
-იმიტომ
-ეგ პასუხი არ მაკმაყოფილებს..აა ახლა გამახსენდა იმიტომ ხომ არა რომ ეჭვიანობ.არაა არ არსებობს.ამიტყდა სიცილი თავს ვერ ვიკავებდი.გაბრაზებული აბრიალებდა თვალებს და ჩემი სიცილით ვხვდებოდი რომ უფრო ვაღიზიანებდი
-ვეჭვიანობ?თავს ზედმეტის უფლებას აძლევ იცი?
-არა არ ვიცი.თავისუფალი ქალი ვარ და როგორც მინდა ისე მოვიქცევი.ეს შენ აძლევ თავს ზედმეტის უფლებას.ჯერ მშვიდად ვსაუბრობთ,მეუბნები შევხვდეთ ხოლმეო,მეორე დღეს უჩინარდები,ისე რომ შენზე არაფერი არ ვიცი,მერე ბარში მხვდები და იქ საჩუქრებს მიგზავნი.მერე სახლთან მხვდები და ეჭვიანობის სცენებს მიწყობ.რა უფლება გაქვს?მიპასუხე რა უფლება?-ავუწიე ხმას და გავიმკაცრე ტონი.
-მართალი ხარ უფლება არ მაქვს ,მაგრამ ვერც იმას ვეგუები რომ სხვამ შემოგხედოს და სხვა ფიქრობდეს შენზე
-ეგ ეჭვიანობაა როგორც უკვე გითხარი.მოდიხარ აქ და დაკითხვას მიწყობ.ნუთუ არ მაქვს მეგობრებთან გართობის უფლება?ან საერთოდ სად ხარ დაკარგული?რა უფლებით ცდილობ რომ შემოხვიდ ჩემს ცხოვრებაში ?დაიმსახურე?ღირსი ხარ?არ იმსახურებ და წადი რაა დამანებე თავი, შემეშვი გთხოოვ.
ვხედავდი როგორ ეცვლებოდა სახე,როგორ უნდოდა რომ გაეღიმა,მაგრამ თავს იკავებდა ჩემს ისტერიკაზე,წასვლის მაგივრად ჩემსკენ დაიძრა.მეც უკან ვიხევდი იქამდე სანამ ზურგით კედელს არ ავეკარი.
-მანდ დარჩი და არ გაბედო მოახლოება. კიდევ ერთხელ ვუთხარი,მაგრამ მეტი აღარ დამაცადა.ხელები მძიმედ დაუშვა ჩემს გარშემო კედელზე და წასასვლელი ჩამიკეტა.დაიხარა ჩემსკენ და ყურთან ვნებინად მიჩურჩულა
-საოცრად ლამაზი და მომხიბვლელი იყავი დღეს.დავდნი და რა დავდნი..-და იმ უფლებით გელაპარაკები და ვიქცევი ასე რომ ვერ გიმეტებ იმისთვის რომ სხვამ შემოგხედოს, გავგიჟდები სხვა რომ შეგეხოს.ჭკუიდან გადავდივარ როცა ვფიქრობ რომ შეიძლება სხვა მოგეწონოს.,ვერ დაგთმობ,ვერ გაგიმეტებ სხვისთვის,საშინელი მესაკუთრე ვარ და მოგიწევს ამის ატანა. დაასრულა და ისე მეძგერა ტუჩებში რომ კინაღამ იქვე დავენარცხე,მას რომ არ დავეჭირე,ძლიერად ამიკრა სხეულზე და უფრო მომთხოვნად დამიწყო კოცნა,ერთიანად დამიბუჟდა ტუჩები,მაგრამ ეს მსიამოვნებდა.მეც ავყევე,კისერზე შემოვხვიე ხელები და ქვედა ტუჩზე ოდნავ ვუკბინე,ცოტა გამოფხიზლდა, ეს საკმარისი იყო იმისთვის რომ თავის ბინისკენ წავეყვანე.კარი რომ დაიხურა ჩემს უკან კიდევ ერთხელ შეჩერდა და თვალებში ჩამხედა,არ ვიცი იქ რა დაინახა ან დაინახა თუ არა რა მინდოდა ახლა,მაგრამ უფრო რომ გახელდა ეს ვიცი და მეც უფრო მსიამოვნებდა ეს.ტუჩებიდან კისრისკენ ჩაუყვა,ჩანთა სადღაც მოისროლა,მობილურის დაცემი ხმაც გავიგე,უკვე აღარ მადარდებდა,ნელ-ნელა საძინებლისკენ მივიწევდით და ნელ-ნელა ვთავისუფლდებოდით ორივე ტანსაცმლისგან...
-ჯანდაბა რას ვაკეთებ?ნუთუ ახლა მეც ისე უნდა ვიკვნესო როგორც ის გოგოები.-გავიფიქრე როცა მის საძინებელში აღმოვჩნდით. გამეღიმა და გამახსენდა როგორ არ მაძინებდა მათი ხმაური.ახლაც თითქოს მე იქ მეძინა და აქ სხვა ნია იყო და ამ ყველაფერს საკუთარი ყურით მოისმენდა.უნებურად შემრცხვა და ხელის ოდნავი კვრით მოვიშორე,მაგრამ მერე ვნებამ და სასმელმა თავის ქნა და სულ გავედი ამ განზომილებიდან.მის წინაშე საცვლებით ვიდექი,ჩემი კაბისგან კი თითქმის არაფერი იყო დარჩენილი.
-ო,რა საოცარი ვინმე ხარ და როგორ მიზიდავ,მორჩა ვსიო დღეიდან ჩემი ხარ ვერავინ ვეღარ შეგეხება,- ჩურჩულებდა ისიც ვნებამრეული.-უკვე მიგისაკუთრე,ვეღარსად გამექცევი. მითხრა და მკერდზე მომაწება ტუჩები.საოცარი ბგერები აღმომხდა და გამეღიმ
-ახლა გავიგებ მართლა ისეთი მაგარი ხარ როგორც იმ გოგოების კვნესა ამბობდა თუ უბრალლოდ ჩემს გასაგიჟებლად აკეთებდნენ ამას.ისევ წამოვაყრანტალე და ტუჩზე ვიკბინე,
შეჩერდა და სახეზე დამაცქერდა.
-ტუჩებს შეეშვი,მასე ნუ აკეთებ თორემ მოგაჭამ.გაეცინა და მეც ამიყოლია, საოცარი იყო და საოცრად სხვანაირი მათე დავინახე ახლა,ვიგრძენი რომ ის მხოლოდ მე მეკუთვნოდა ამ მომენტში.
კიდევ რამდენიმე წამი და ორივე ერთმანეთის წინ სრულიად შიშველი დავრჩით ყველანაირი საზღვრის გარეშე და თავისუფლები.კიდევ უფრო მომთხოვნი ხდებოდა მისი მოფერება და კიდევ უფრო უმატებდა რიტმს,რასაც გადასარევად ვყვებოდი მეც,ვუმატებდი კვნესას და მატულობდა ორივეს სიამოვნების პიკიც,თავს ვერ ვიკავებდი და მეც კი მიკვირდა ისეთ ხმებს გამოვცემდი. უკვე სრულ ბედნიერებას მივაღწით ორივემ და ბოლო ბგერებიც ამომხდა,მერე კი ორივე დაღლილი და ოფლიანი მივესვენეთ საწოლზე.მხოლოდ ჩვენი სუნთქვა არღვევდა ღამის სიჩუმეს
-ვაღიარებ ის გოგოები ტყულად და მოჩვენებითად არ კიოდნენ და კვნესოდნენ. გამეღიმა,მისკენ გავიხედე და თან თხელ გადასაფარებელს დავწვდი,ტანზე გადავიფარე
-დაივიწყე ისინი კარგი?გამიღიმა მანაც,ხელი მომხვია და მიმიხუტა,თავი მკერდზე დავადე და გავიტრუნე
-შენ დაივიწყებ?
--შენთვის დავივიწყებ...
-ანუ..
-ანუ ის რომ ჩემი ხარ და ეს კარგად გაითავისე.რადგან მე შენს გარდა სხვა არავინ არ მინდა..აღარ მინდა
-ეს ეხლა და რომ გაგივლის ეს გატაცება?მერე?
-არ გამივლის და ეს არც უბრალო გატაცებაა
-მე ასე მგონია და იცი მინდა რომ ყველაფერი ისე დარჩეს როგორც აქამდე
-არ მესმის შენი..რას მთხოვ რომ ეს უბრალოდ ერთი დღით მოხდა და აღარ განმეორდება?
-არა.უბრალოდ არ მინდა რომ ჩვენ ერთმანთთან შორს წასული ურთიერთობის მოლოდინი გვქონდეს.არ მინდა სახელი დაერქვას ამ ყველაფერს
-ნიაა ძალიან გთხოვ არ გააფუჭო ეს ღამე.მაგაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.-მშვიდად მიპასუხა და გაჩუმდა,ვგრძნობდი როგორ ძლიერად უცემდა გული,არა ვერ ვიტყვი რომ ეს სიყვარულით იყო გამოწვეული.არ ვიყავი დარწმუნებული ამაში და არც მქონდა იმის მოლოდინი რომ ერთმანეთს შევიყვარებდით. წამოვიწიე და თვალებში ჩავხედე,სუსტ განათებაში მაინც დავინახე მისი ანთებული თაფლისფერი თვალები როგორ ანათებდა. ჩვენს შორის არ იყო სიყვარული.მაგრამ იყო რაღაც ძლიერი და განსხვავებული ვნება და მიზიდულობა რომლითაც ერთმანეთზე გადავეჯაჭვეთ უკვე..
-აბა მზად ხარ მეორე რაუნდისთვის?
-ასე მალე?-გაუკვირდა
-დიახ ბატონო ასე მალე.თითი ჩავაყოლკე მის მკერდს და ნაზად მოვეფერე.-მაგრამ ამჯერად ჩემი ჯერია.მე გაგაკვირვებ და ზემოდან მე ვიქნები.
-მგონი დამერხა.გადაიხარხარა და ჩემს მკერდს წაეტანა.-შენ ასეთი დაუკმაყოფილებელი ხარ სულ?
-სამი წელია სექ..ი არ მქონია და აბა რა გეგონა რომ ამაღელვე?ახლა მოგიწევს ჩემი დაწყნარება და დაკმაყოფილება გამეცინა და მოქმედებაზე გადავედი.არც ის ყოფილა ომოქმედოდ,ხელები ძლიერად მომხვია წელზე და მკერდი დამიკოცნა.მერე მუცელზე ჩავიდა,მთელ სხეულზე დაატარებდა თავის საოცრად ჯადოსნურ თითებს. ვნება უფრო და უფრო მატულობდა,უფრო და უფრო ვუმატებდი კვნესას და იმდენად სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი ვოცნებობდი რომ არასოდეს დასრულებულიყო.....
დილით მძიმედ გავახილე თვალი.მიჩვეული ვიყავი ყოველდღე ადრე ადგომას და შესაბამისად ადრიანად გამეღივიძა.კედელზე ჩამოკიდებულ საათს გავხედე ჯერ, მერე გვერდით მწოლიარე მათეს,მუცელზე ეძინა,ცალი ხელი ბალიშის ქვეშ შეეცურებინა,მეორე ჩემს წელზე და უდარდელად ეძინა. საღ გონებაზე იმის გააზრება თუ რა მოხდა ჩვენ შორის წუხელ და თან რამდეჯერმე გაცილებით რთული აღმოჩნდა,ისე შემრცხვა მერჩივნა მიწა გამხეთქოდა და ჩავეტანე,ოღონდ მათეს საწოლში არ გამღვიძებოდა. სინდისის ქეჯნამ შემომიტია, თავი უკანასკნელ ქალად ვიგრძენი.იმ ქალების მსგავსად მივიჩნიე ყოველ ღამით რომ არ მაძლევდნენ დაძინების საშუალებას.
ფრთხლად მოვიშორე მისი ხელი,რომ დავრწმუნდი ნამდვილად ღრმად ეძინა პირველი რაც ხელში მომხვდა ის მოვიცვი და ფეხისწვერებზე მდგომი გამოვიპარე იქიდან.
შხაპის ქვეშ მდგომს ისტერიკული ტირილი ამივარდა,ვერ ვჩერდებოდი.სულ უფრო და უფრო მეტად ვიხეხავდი ტანს და კანიდან თითქოს იმ ჭუჭყის მოშორებას ვცდილობდი წუხელ რომ აღმოვჩნდი,ჩემთვის უსიყვარულოდ და გრძნობების გარეშე მამაკაცთან ყოფნა ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფიულება იყო მხოლოდ,არ მსიამოვნებდა საშინლად ეს სიტუაცია,ყოველთვის ვცდილოდი თავის არიდებას და აი წუხელ თვითონ ჩავიგდე თავი ასეთ დღეში, რაც უფრო მეტად ვცდილობდი მოშორებას მით უფრო მეჩვენებოდა რომ ჩემი სხეული მათეს სურნელით იყო გაჟღენთილი..
ნაჩქარევად გადავიცვი ტანსაცმელი და საკუტარი სახლიდანაც გავიპარე ქურდივით სამსახურში რომ სადარბაზოში მას არ შევხვედროდი.ტელეფონი სამსახურში აღმოვაჩინე რომ არ მქონდა და გონებაში რომ აღვიდგინე ყველაფერი მასთან დავტოვე წუხელ და მერე გამახსენდა რომ მისი პერანგი მეცვა წასვლისას. მთელი დღე უხასიათოდ და უგუნებოდ ვიყავი,თანამშრომლებზე ვიყარე ჯავრი და დავცოფე,თითქოს მიშველა ამან და უარყოფითი ენერგიისგან გამანთავისუფლა.
ვნატრობდი საღამო არ მოსულიყო,მაგრამ როცა გინდა ყველაფერი საწინააღმდეგო ხომ მაშინ ხდება.ისე სწრაფად გავიდა დრო და ისე მალე მოვიდა წასვლის დრო რომ გონზე წესივრად მოსვლაც ვერ მოვასწარი.
მძიმედ ვმოძრაობდი სახლისკენ მიმავალ გზაზე.მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა,თან აქეთ-იქით ვიხედებოდი არსად დამხვდეს-თქო.მშვიდად მივედი სადარბაზომდე და ლიფტი გამოვიძახე.თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი რომ დღის მთავარი სიუპრიზი წინ მელოდა. სახლში დაბრნებულს არც მეტი არც ნაკლები ჩემი ბინის კარზე საკუთარი საცვლები იყო გამოფენილი და ლამაზად დამაგრებული წებოვანი ლენტით რომ არ ჩამოვარდნილიყო,შუაში კი ორად გაკეცილი ქაღალდი.თვალები შუბლზე ამივიდა და მაშინვე მივხვდი ვისი ნამოქმედარი იყო, მაშინვე ჩამოვგლიჯე, გაცოფებული მის ბინასთან მივედი და კარს მუშტები დავუშინე.თან სალანძღავ სიტყვებს ვუყვიროდი, რომ დავმშვიდდი მივხვდი რომ ქაჯივით ვიქცეოდი და არც იყო სახლში, ახლა მეზობლების შემრცხვა,იმედია არავის არ უნახავს ეს.დავმშვიდდი და მშვიდად ავიღე იატაკზე მოსროლილი ფურცელი გავშალე.
"-შენი ბედი რომ სასწრაფოდ მომიხდა შეხვედრაზე წაასვლა ორი დღით და გადამირჩი. მეორედ არც კი იფიქრო ჩემგან გაპარვა,არათუ გაბედო.რომ ჩამოვალ პასუხს მერე მოგთხოვ მაგისთვის,მანამდე კი ვფიქრობ რომ დამშვიდებას მოვახერხებ და შენი სასჯელი მძიმე არ იქნება..
პ.ს.ტელეფონიც, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ჩემთან დაგრჩა წუხელ,მაგრამ სრულიად გამოუსადეგარია,ასე რომ შენთვის ტელეფონი ვალად მაქვს...დაელოდე ჩემს ჩამოსვლას .." წაკითვა დავამთვარე და გაბრაზებული შევედი სახლში, თან მეცინებოდა მის საქციელზე თან ვბრაზობდი.ვაღიარებ მართლა საოცარი ღამე იყო.მერე რა რომ ნასვამი ვიყავი და თავის გაკონტროლება მიჭირდა....
წინ და უკან სიარულს მოვყევი.ეს მინდოდა ახლა.არა ეს მინოდა?ამის გადაკიდება?ან ეს რამ მოაფიქრა,საცვლები საქვეყნოდ გამომიფინა,დამაცადე მე შენ გაჩვენებ სეირს,არა რაღაც უნდა მოვოფიქრო მის დაბრუნებამდე,ამას არ შეგარჩენ მათე,იფიქრე ნია,იფიქრე,შენ ხომ ასეთ რაღაცეებში ნიჭიერი ხარ.. უცებ ერთმან აზრმა გამიელვა გონებაში და კმაყოფილს ჩამეღიმა
-იმავეთი გიპასუხებ,რაც შენ გააკეთე,მაგრამ ამისთვის როგორ მოვიპოვო შენი საცვალი?აივანზე გავედი და მისი ბინა კარგად მოვათვალიერე,არა არაფერი გამოვიდოდა,ჯანდაბა ეს რკინის გისოსები მიშლიდა ხელს.პრინციპში რომ მეყოჩაღა გადაძრომას შევძლებდი..
ტანსაცმელი გამოვიცვალე,მოხერხებულად გამოვეწყვე და მოვემზადე მეზობლის ბინაში შესასვლელად, კიდევ ერთხელ კარგად შევაფასე სიტუაცია,ხელებით გისოსს ჩავეჭიდე და აივნის მოაჯირზე შევდგი ფეხი.ბავშვობაში ყოველთვის მიყვარდა ღობეებზე და ხეებზე ასვლა და აი ახლა გამომადგა.ქვემოთ არ ჩამიხედია, ვიცოდი კანკალი ამივარდებოდა და შიში შმიპყრობდა.ნეტავ არავის დავენახე თან ამას ვნატრობდი,ერთი-ორი მოხერხებული მოძრაობის შემდეგ მის აივანზე ვიყავი და კიდევ რამდენიმე წამში მის ბინაში..
რატომღაც მეგონა რომ არეული იქნებოდა აქაურობა,მაგრამ ისეთი მოწესრიგებული დამხვდა ყველაფერი გამიკვირდა ხო ნამვილად მათე ცხოვრობს-თქო აქ. ბევრი არ მიბოდიალია, პირდაპირ საძინებელში შევედი და საცვლის ძებნა დავიწყე,ვიპოვე კიდეც,პირველი რომელიც ხელში მომხვდა ის ავიღე და ისევ უკან დაბრუნებას ვაპირებდი აივანზე,რომ გასაღებს მოვკარი თვალი მაგიდაზე,ალბათ რეზერვია ეს,ხელი დავავლე უკან კარიდან დავბრუნდი.ვეღარ გავრისკავდი აივნიდან გადაძვრომას.
-გასაღებს მერე დაგიბრუნებ ძვირფასო,, ჩავილაპარაკე კმაყოფილმა, დივანზე კომფორტულად მოვთავსდი, ფეხები მაგიდაზე შემოვაწყვე და ფილმის საყურებლად მოვემზადე...
კიდევ უფრო საინტერესო დასასრული ჰქონდა მეორე დღეს, სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს კართან პატარა ყუთი დამხვდა ლამაზად შეფუთული. წერილით,საჩუქარი ავიღე სახლში შევედი და მხოლოდ იქ გავხსენი,. ახალი აიფონ7 მიზიდველად გამოიყურებოდა,
-მაონც ვერ მოვითმინე და ვალი ნაჩქარევად დაგიბრუნე,შენი ხმა ჩამოსვლამდე უნდა გავიგო"
-საიდან იცის ამან მე რა მინდა და რაზე ვოცნებობ,მაგრამ ნამდვილად ვერ გადამირჩება,ამას თუ ჰქონია რომ ასე საჩუქრებით მიყიდის და მომთაფლავს ცდება.მართლა მისი საყვარელი კი არ ვარ, სანამ ფიქრებში ვიყავი და დადებითი და უარყოფითი აზრები ებრძოდა ჩემს გონებაში ერთმანეთს ტელეფონის ზარი გაისმა. არ ვუპასუხე,ვიცოდი რომ ცუდად ვიქცეოდი,ვიცოდი რომ ძალიან გავაბრაზებდი,მაგრამ ახლა ნამდვილად არ ვიყავი მასთან საუბრის ხასიათზე.თან ერთგვარი სიამოვნებაც კი მომგვარა იმან რომ წარმოვიდგინე მათეს გაბრაზებული სახე.
ჯერ კიდევ არ ვიცნობდი თურმე მას.მომწერა მიპასუხე თორემ ახლავე ჩამოვალო,მაინც არ ვუპახუხე,ამაზე მისი რეაქცია რომ წარმოვიდგინე შემეშინდა,უფრო სწორად არ ვიცი რა იყო ეს.შიში თუ სხვა რამ,მაგრამ მე რომ ასე მომქცეოდნენ ვიცი საშინელი რეაქცია მექნებოდა,შეიძლებოდა ჭკუიდან გადავსულიყავი.მეშინოდა მისი.მეშინოდა რომ შეიძლებოდა მეც იმ გოგოების რიცხვში შევსულიყავი და ხვალ აღარც კი გავხსენებოდი.იმისიც მეშინოდა რომ ისევ ვინმეზე დამოკიდებული გავხდებოდი და მისი წასვლა ისევ გამანადგურებდა.
-ჯანდაბა ეს ტელეფონი ისევ რეკავს და არ ჩერდება.მაშინ როცა ამდენ ხანს ველოდი მის ზარს არ ვპასუხობ. ახლა ვინმეს რომ დავლაპარაკებოდი აუცილებლად მიშველის ეს,მითუმეტეს შემეძლო გოგოებთან დარეკვა,რაღაც კარგს აუცილებლად მირჩევდნენ მაგრამ მე ხომ ჯიუტი ვიყავი და ყოველთვის საწინააღმდეგოს ვაკეთებდი..
მართლა რომ ჩამოსულიყო ჩემს გეგმას ვეღარ განვახორციელებდი,ამიტომ სასწრაფოდ ავიღე მოპარული საცვალი და მისი ბინის კარზე დავამაგრე წებოვანი ლენტით თან მივაწერე 2-2. მერე კმაყოფილმა დავტოვე სახლი და სასეირნოდ წავედი..
საღამოს სიგრილემ ცოტა მიშველა და ნორმალურად სუნთქვა დავიწყე,მაგრამ იმ ცეცხლს ვერაფერი დააკლო რაც შიგნიდან მწვავდა...
უკანა გზაზე მაღაზიაში შევიარე,წვენები და ხილი ვიყიდე და უხალისოდ შევედი სადარბაზოში.
დღის საბოლოო სიუპრიზი ლიფტიდან გამოსვლისას მელოდა. მათე იდგა გაცოფებული სახით და ხელში თავის საცვალი ეჭირა.
-არც კი ვიცი რა გიყო.-გამოსცრა კბილებში.-ვიცოდი რომ არ იყავი ნორმალური,მაგრამ ასეთი არანორმალურიც თუ იქნებოდი ვერ წარმოვიდგენდი.
-ნეტავი შენ,ხელი ავუქნიე და მშვიდად მოვარგე საკეტს გასაღები.
-გოგოოო,იღრიალა ხელში მწვდა და თავისკენ მიმაბრუნა.
-ეს ჩემი ყვლაზე საყვარელი საცვალი იყო,საიდან გაქვს?
მეტი არაფერი კითხვა არ გაქვს?ეგ შენ მომაფიქრებინე.ანგარიში გაგითანაბრე,
-მე შენ გაჩვენებ როგორ უნდა თამაში,იცი როგორ ვინერვიულე,ორივე ხელი ჩამკიდა მკლავში და გულზე მიმიხუტა
-რა განერვიულებდა მერე?ვინ გითხრა ინერვიულეო?რომ წამოვედი ესეგი ასე იყო საჭირო.ერთი სე..ი არაფერს ნიშნავს.არ გაძლევს იმის უფლებას რომ ჩემზე ინერვიულო და ასე იქცეოდე,საჩუქრებს მიგზავნიდე. ვიგრძენი როგორ გაშრა,არ ელოდა ასეთ პასუხს,ნელ-ნელა გამიშვა ხელი და მომშორდა.
-შენ ეს უბრალოდ სექ..ი გგონია?გგონია რომ ვნებას აყოლილი წყვილის ერთი ღამის ამბავი იყო?შენ მართლა ფიქრობ რომ მე ასე.. ძალიან ცდები თუ ასე ფიქრობ.საშინელი ადამიანი ხარ,უგრძნობი, ურეაქციო თუ მხოლოდ იმიტომ იყავი ჩემს გვერდით რომ ნასვამმა თავი ვერ გააკონტროლე.ყოჩაღ,გილოცავ ისევ ისე იქცევი როგორც მაშინ,ახლა მართლა გაჩინე უფსკრული ჩვენს შორის.
-რა გავაკეთო რაა?როგორ მოვიქცე?რა ვქნა ვერ ვერევი საკუთარ თავს,ვერ შევძელი იმ ზღვარის გადალახვა,იმ კედლის დარღვევა,ხმას ავუწიე მეც
-მეგონა სხვანაირი იყავი,ყველაფრის მიუხედავად მომწონდი და ვფიქრობდი რომ ასეთ სახეს მხოლოდ თამაშობდი,თურმე შევცდი,არ თამაშობდი,შენ ასეთი ხარ.ერთი უბრალო ცარიელი,კომპლექსებით სავსე გოგო.რომელმაც ვერაფრით დაივიწყა წარსული,ხალხის აზრი და ჯერ კიდევ ამით ცხოვრობს.რომელმაც ჯერ ვერ გაიაზრა რომ დამოუკიდბელი ქალია და შეუძლია ის გააკეთის რაც უნდა.მე კი თურმე შევცდი რომ მომეწონე,ასე ძალინ მომეწონე..
-რა გინდა ადამიანო რა?ხომ ხედავ არ ვარ ის ქალი ვინც ოჯახისთვისაა დაბადებული,არ ვარ ის ქალი ვინც დედობას იმსახურებს,ვერ გაგიჩენ შვილს იმიტომ რომ შენ გინდა ასე.ვერ გავიმეტებ მას იმისთვის რომ მუდმივად მშობლების კამათს უყუროს და უსიყვარულო ოჯახში გაიზრდოს.ვერ გავიმეტებ ამისთვის ვერც მას და ვერც ჩვენს თავს გესმის ვერა...
ამ ყველაფერმა,მისმა სიტყვებმა წარსულ გამახსენა და ძალიან მატკინა გული თუმცა ვიცი რომ მეც არ დამიკლია და არც მე ვყოფილვარ ნაკლებად მკაცრი.გამახსენდა როგორ აღტაცებით საუბრობდა მაშინ ოჯახზე,ბავშვებზე,მითუმეტეს ჩვენს შვილზე.მაშინაც და ახლაც დარწმუნებული ვარ ისევ ეს უნდოდა ჩემგან,განა მაშინ ეს არ მითხრა მხოლოდ შენ იქნები ჩემი შვილის დედაო.
-შენ...შენ რას აკეთებ ტირიხარ?ახლაც ტირიხარ?გინდა საბოლოოდ გამაგიჟო და გამომოყვანო წყობიდან?მომიახლოვდა,ცრემლი მომწმინდა,მერე ხელი გაშალა და ძლიერად მიმიხუტა გულზე.-ყველაზე მეტად ამას ვერ ვიტან ქალის ცრემლებს..ეს ხო იცი შენ?
-მე კი ვიცი მაგრამ შენ რატომ არ იგებ რომ არაფერი გამოვა ჩვენს შორის?ვერ ვიქნებით ჩვეულებრივი წყვილი.
-ვიქნებით,აი ნახავ ვიქნებით,შენ თუ მომცემ ნებას,ამჯერად ვერსად გამექცევი,ამჯერად ყველაფერი ჩემს ნებაზე იქნება.ახლა კი წადი დაისვენე,კარგად გამოიძინე,არაფერზე იფიქრო,უბრალოდ კარგად გამოიძინე.ტუჩებში მაკოცა და სახლის კარი გამიღო,შიგნით შემომყვა,თავისი ხელით დამაწვინა საწოლში,გადასაფარებელი გამისწორა,შუბლზე მაკოცა.გასვლისას კიდევ ერთხელ გამიღიმა და კარი გაიხურა. წავიდა დ ა რატომღაც გული ძალიან დამწყდა მისი წასვლით,აღმოვაჩინე რომ უიმისოდ ძალიან ცუდად ვიყავი....

**********
სახლიდან თმის სწორებით გავედი და პირდაპირ ლიფტისკენ ავიღე გეზი,ვაგვიანებდი. ისიც ამ დროს გამოვიდა თავის ბინიდან და გვერდით ამომიდგა.უხმოდ ვიმგზავრეთ პირველ სართულამდე. სადარბაზოდან რომ გავედით და გეზი გაჩერებისკენ ავიღე,მაშინ ჩამკიდა ხელი და მიმართულება შემაცვლევინა
-რას აკეთებ?-შევხედე გაოცებულმა
-დაჯექი,სამსახურში მე გაგიყვან.
-არა
-კი.
-ნუ იქნცევი ჩემი შეყვარებულივით ან ქმარივით.ხომ იცი რომ არ ხარ?
-სამაგიეროდ კარგი ნაცნობი ვარ. ნაცნობებს კი ენდობიან და შესაძლებელია სამსახურამდე მიგიყვანო.
-აუ მათეეე...
-დაჯექი, დაექი,გამიღო კარი და სხვა გზა არ დამიტოვა,ბურტყუნით ჩავჯექი და ღვედი შევიკარი, კომფორტულად მოვეწყვე სავარძელში და მისამართი ვუკარნახე, მთელი გზა ვგრძნობდი მის მზერას,მე კი შუბლშეკრული ვუყურებდი. შუქნიშანზე რომ გაჩერდა უცებ რაღაც გამახსენდა და გამეღიმა
-რა გაცინებს?შემომხედა გაკვირვებულმა
-გახსოვს მაშინ როცა გაგაბრაზე და უკან ვბრუნდებოდით,შუქნიშანზე გაჩერდი,ერთმა გამხდარმა ბიჭმა გადაგვირბინა წინ. შენ მითხარი ვარჯიში დავიწყე და ასეთ ტანზე უნდა დავდგეო.
-რა დამავიწყებს შენს პასუხს.-გამაწყვეტინა სიცილით.-ისე მწარედ მიპასუხე. ასეთ ტანზე რომ დადგები მაშინ გამოგყვები ცოლადო.ახლაც იმ აზრზე ხარ?ხომ ვარ ფორმაში?მართალია მთლად ისე გამხდარი არ ვარ მაგრამ...
-მართალია არ გამოიყურები ცუდად,პირიქით გიხდება ეს ღიპი და არასოდეს მოიშორო. სექსუალურია..
-რაა?იმდენად არ მოელოდა ამ პასუხს რომ კინაღამ წინა მანქანას შეასკდა,საბედნიეროდ დროულად მოასწრო დამუხრუჭება
-შენ შემიწირავ მე..პირველად მესმის ასეთი რამე რომ ქალს კაცის ღიპი მოსწონდეს და სექსუალურად მიაჩნდეს,
-მე რომ სხვანაირი ვარ არ იცი?
-ახლა უკვე ვიცი, შენ სრულიად განსხვავებული ხარ იმ ქალებისგან ვისაც აქამდე ვიცნობდი და ურთიერთობა მქონია..
-ბებო როგორაა?-შევცვალე სასაუბრო თემა
-კარგად,არაუშავს.ამ ბოლო დროს ცოტა ავადმყოფობს,მაგრამ მაინც არ ნებდება სიბერეს.
-ვერ მოვახერხე მისი გაცნობა.უფრო სწორად ვერ მოვასწარი
-ის კი გელოდა.ძალიან გაუხარდა რომ ვუთხარი ერთი გოგო მომეწონა და მინდა გაგაცნოთქო,გული დასწყდა როცა ვუთხარი დავშორდით-თქო.
-ახლა მაინც ხომ გამაცნობ?თუნდაც როგორც მეგობარს?
-შენ ეს მართლა გინდა?
-კი,დავუქნიე თავი
-ხომ ხვდები რომ ეს უბრალოდ გაცნობა არ იქნება და ის ამას სხვანაირად მიიღებს.
-ვიცი და თანახმა ვარ...
-მაკვირვებ,ძალიან მაკვირვებ,წუხელ ჩემი დანახვა არ გინდოდა და ახლა პირიქით იქცევი
-ასეთი ცვალებადი ხასიათი მაქვს.
-რა იქნება მერე?ხვალ რომ აღარ მოგინდეს?რომ წახვიდე?
-თუ ჭკვიანად მოიქცევი არ წავალ
-ესეგი მე უნდა მოვიქცე ჭკვიანდა ხო?გაეცინა
-ხომ იცი რომ მე ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი ვარ?იმდენი ხანია მარტო ვარ მიჭირს ამ თავისუფლების დათმობა...
-ერთი პირობით..
-ეს უკვე შანტაჟია..
-არა არ არის, ამ დღეებში მე ბებოს გაგაცნობ,შენ კი შენს მეგობრებს,აი იმ მეგობრებს დაძინებაში რომ მიშლიან ხელს შენთან ერთად.
-მოვიფიქრებ...აი აქ გამიჩერე,მოვედით.
-ნია...დამიძახა როცა მანქანიდან გადავედი.-საღამოს მოვალ შენს წასაყვანად
-ნებართვას იღებ თუ თხოვნაა?
-უბრალოდ საქმის კურსში გაყენებ.მომაყოლა უკან.-ნებართვა არ მჭირდება.
-მაინც მოხვალ უარიც რომ გითხრა, გავუცინე და დავემშვიდობე.

არადა არ დადგა საღამო.დრო ისე გაიწელა როგორც არასდროს.წარამარა საათს დავყურებდი,ისე ვიქცეოდი თითქოს შეყვარებული ვყოფილიყავი.ან ვიყავი და ამას ჯერ ვერ ვხვდებოდი,ერთი რამ კი ცხადი იყო მარტო გული კი არა გონებაც და სხეულიც მისკენ მიიწევდა და მასზე ფიქრობდა.თვალი ხშირად გამირბოდა მისი ნაჩუქარი ტელეფონისკენ და უაზროდ მეღიმებოდა.მერე თავს გავაქნევდი და საქმეს ვუბრუნდებოდი. ნაშუადღევს დამირეკა:-უბრალოდ მოგიკითხე.მინდოდა გამნეგო როგორ ხარ?
-ნუ მირეკავ შეყვარებულივით,
-შენ კიდევ ნუ მეწინააღმდეგები და ნუ ცდილობ მდინარის საწინაარმდეგოდ ცურვას, დინებას მიყევი.
-მათეეე...
-კარგი,კარგი მივდივარ,დამემშვიდობა სიცილით და გამითიშა.
-სულელი,როგორ უცებ დამემორჩილა,დამშვიდობებაც არ დამაცადა.გამეცინა მეც.
როგორც იქნა დადგა საღამო და ჩემი წასვლის დრო,დაღლილი გამოვედი სამსახურიდან.ის უკვე იქ მელოდა,მანქანიდან გადმოსულიყო,მას მიყრდნობოდა და სიგარეტს ეწეოდა,რომ დამინახა სიგარეტი ჩააქრო და ჩემსკენ წამოვიდა,ჩვეული ღიმილით გადამკოცნა და კარი გამიღო.
-სახლში?მკითხა როცა თვითონაც ჩაჯდა
-სახლში,-დავუქნიე თავი და თვალები დავხუჭე,
-დაიღალე?
-ძალიან
-წამოდი მაგ სამსახურიდან,მე გიშოვი რამე ნორმალურს.
-არა.და ნუ მელაპარაკები ძალიან გთხოვ ამ თემაზე
-კარგი როგორც გინდა ჯიუტო, სახლში დაგტოვებ დ მე წავალ საქმეები მაქვს.
-რა საქმეები გაქვს?სად მიდიხარ?იქნებ ახლა მაინც მითხრა შენი საქმიანობის შესახებ.რატომ მიმალავ?ნუ გეშინია არ წაგართმევ,მოძალადე არ ვარ.
-ხარ როგორ არ ხარ?იმ ღამეს ხომ იძალადე ჩემზე?თან რამდენჯერმე.
შემრცხვა და გავწითლდი,
-იმ ღამეს ნუ გამახსნებ გთხოვ.
-კარგი ნუ გაწითლდი.გეხუმრები,.არადა სულ არ გეტყობა ასეთი მორცხვი თუ ხარ. შენ ის მითხარი სადმე ხომ არ გინდა გავლა?რამეების ყიდვა სახლისთვის
-ისე ნუ იქცევი თითქოს ოჯახი ვიყოთ
-არ ვიქცევი,უბრალოდ შენს დახმარებას ვცდილობ.მერე ისევ რომ არ მომიხდეს უკან ჩამოსვლა მაღაზიაში.
-არაფერი არ მინდა,ყველაფერი მაქვს სახლში
-კარგი როგორც იტყვი.
სახლთან დამტოვა,დამემშვიდობა და წავიდა.რაღაცნაირად სიცარიელე ვიგრძენი მის გარეშე.მაგრამ დაღლილობა და დასვენების სურვილი უფრო ძლიერი იყო და სადარბაზოში შევედი
პირველი რაც სახლში შესვლისას გავაკეთე გამოვიცვალე,მერე წყალი გადავივლე და სამზარეულოში შევედი. საჭმლის მოსამზადებლად.ბევრი არც არაფერი ვიცოდი,წყალი შემოვდგი სოსისის მოსახარშად. ჭამის შემდეგ ცოტა ხანს გოგოებთან ვიჭორავე,თუმცა მათეზე არაფერი მითქვამს.ისე უბრალოდ სხვადასხვა თემებზე.ქალებს რა გამოგვილევს საჭორაო თემას.მერე დივანზე წამოვწექი და ტელევიზორის საყურებლად მოვემზადე.მათესგანაც არაფერი ისმოდა და რაღაცნაირად გავბრაზდი რომ ამდენი საათი არ გავხსენებივარ...
უინტერესოდ ვუყურე ფილმს,მერე ძილი მომერია და ის იყო დასაძინებლად უნდა წავსულიყავი რომ კარზე ზარი გაისმა.ნელა გამოვაღე და მათე დავინახე.კარის ჩარჩოზე იყო მიყრდნობილი და ისეთი საცოდავი გადაღლილი სახე ჰქონდა რომ შემეცოდა.
-ამ დროს აქ რას აკეთებ?ახლა თუ იმისთვის მოხვედი რომ...
-ძალიან დავიღალე და საშინლად მშია,დააპურებ და შეიფარებ ცოტა ხანს შენს მარტოხელა მეზობელს?-შველის თვალები მომაპყრო და უარი ვეღარ ვიუთხარი,გვერდით გავიწიე გზა დავუთმე.პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო გეზი.კარი დავხურე და უკან მივყევი.უკვე მაგიდასთან იჯდა
-გაქვს რამე საჭმელი?
--არაფერი,მაგრამ კვერცხს შეგიწვავ.არ მეხერხება მზარეულობა,მხოლოდ მზა და ადვილად გასაკეთებელი საკვებით ვკმაყოფილდები,ვუთხარი და ტაფა შემოვდგი გაზზე.
-არ შეწუხდე. წავალ მაშინ,თან შენ თუ არ გშია.
-დაჯექი მანდ და წასვლა არ გაბედო.-ვუთხრი მკაცრად.-სანამ არ შეჭამ არ წახვალ არსად.თან მომიყევი სად იყავი და ამ დროს რატომ დაბრუნდი ასე დაღლილი.ტაფაზე კვერცხი დავასხი
-ეჭვიანი ცოლივით იქცევი,დაკითხვას მიწყობ
-ნუ მიწვევ მათე..თეფში დავუდე წინ, პური,ყველი.კიტრი და პომიდორი და საწებელი დავალაგე ერთმანეთის მიყოლებით.მალე კვერცხიც შეიწვა,მაგიდაზე დავდგი და მის წინ ჩამოვჯექი.უხმოდ მადევნებდა თვალს და ჭამის დროსაც არ ამოუღია ხმა.მხოლოდ მაშინ დაილაპარაკა როცა ჭამას მორჩა
-გემრიელია,შემიქო ნახელავი და ტუჩები გაილოკა.მადლობა
-არაფერს.ახლა კი ძალიან დავიღალე და შეგიძლია მიბრძანდე სახლში.მაგიდის ალაგება დავიწყე.დასვრილი ჭურჭელი ნიჟარში ჩავალაგე.
-მაგდებ?ბარემ ბოლომდე დამანაყრე დღეს.-გაეცინა ეშმაკურად.ხელი მომკიდა და კალთაში ჩამისვა.
-რას აკეთებ?
-ისეთს არაფერს რაც არ მიქნია ჯერ.კისერს ჩაუყვა კოცნით,თუმცა მოვიშორე და თავი დავაღწიე
-არ გამოვა ეგ საქმე მათე.ძალიან დავიღალე, ახლა ძალიან მინდა რომ დავისვენო.
-ეს საქმე როგორც შენ უწოდებ ძალიან შველის დაღლილობას და სტრესს.
-არა-თქო
-რატომ მეწინააღმდეგები ჩიტო?-წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა
-გთხოვ მათე,ახლა არა.ხვალ მძიმე დღე მელის,უფროსებთან მაქვს შეხვედრა მნიშვნელოვან საკითხებზე და არ მინდა თვალებდასიებული და გამოუძინებელი მივიდე.
-ესეგი მიშვებ?-საწყლად შემომხედა
-კი გიშვებ.წაბრძანდი შენს სახლში,თუ გინდა დაურეკე შენს რომელიმე საყვარელს,დარწმუნებული ვარ სიამოვნებით მოგაკითხავენ.
-ნებას მაძლევ ესეგი?გაეცინა
-ვითომ ჩემგან გჭირდება ნებართვის აღება..
-მწარე ხარ.ვითომ არ იცი რომ არავისთნ დამრეკი არ ვარ და მითუმეტეს მომყვანი.
-ძალიან ცუდი შენთვის, ჩავუკარი თვალი და კარისკენ ვანიშნე
-ტკბილი ძილი პატარა,მაკოცა და მშვიდად გაიხურა კარი...

რა თქმა უნდა დილით ძალიან მოვინდომე და გამოვიპრანჭე,მისთვისაც და იმისთვისაც რომ საქმინ შეხვედრაზე ჩვეულებრივად ჩაცმული ვერ მივიდოდი.
შავი კლასიკური მუხლამდე კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ავარჩიე მსუბუქი
მაკიაჯით,მათე უკვე ქვემოთ მელოდა.რომ დამინახა კმაყოფილება ვერ დაფარა
-შესანიშნავ ფორმაში ხარ.ამავსო კომპლიმენტებით
-მადლობა.ვიცოდი რომ მოგეწონებოდა,კმაყოფილი ჩავჯექი მანქანაში.
ნახევარი გზა გვქონდა გავლილი ჩემმა მობილურმა რომ დარეკა.ეკრანს დავხედე და ზარს ვუპასუხე
-დიახ ბატონი ნიკა..მადლობთ კარგად,თქვენ?..რა თქმა უნდა...დღეს თქვენც იქნებით შეხვედრაზე თუ თქვენი წარმომადგენელი?ძალიან კარგი...ესეგი გნახავთ...დროებით. დავემშვიდობე და მათეს შევხედე,აშკარად დაძაბული იჯდა და ცდილობდა გაბრაზება დაემალა.ეჭვიანობს,-გავიფიქრე და გამეღიმა
-ნუ იღიმი,
-მეღიმება.
-გსიამოვნებს ჩემი გაბრაზება?
-რატომ უნდა მსიამოვნებდეს?
-გითხარი რომ არ მომწონს ეგ ბიჭი და მასთან კავშირი ნუ გექნება თქო,შენ კი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ რომ არ წახვიდე არ შეიძლება.შენსას აწვები მაინც.აუწია ხმას
-შენ რა ეჭვიანობ?თუ ამას იმიტომ მეუბნები რომ იცნობ მას?მითხარი რატომ არ მოგწონს?
-არა არ ვიცნობ.მაგრამ მის კომპანიას არ აქვს კარგი რეპუტაცია ბაზარზე და საერთოდ ქვეყანაში და რაღა მაინცდამაინც შენ იჭერ მასთან საქმეს.
-შენ საიდან იცი ამდენი რამე?ან ამდენ ვინმეზე ყველაფერი?შეგიძლია მითხრა ბოლოსდაბოლოს ვინ ხარ?ან რას საქმიანობ?ავუწიე ხმას მეც
-ისეთი არავინ..უბრალოდ ვიცი
-უბრალოდ არ იცი.და იმასაც კარგად ვხვდები რომ ჩვეულებრივი ადამიანი არ ხარ.ვხვდები რომ არ უჩივი შემოსავალს.ძვირადღირებული ბინა ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში.ბრენდული ტანსაცმელი,ბოლო მოდელის მანქანა.გოგოებიც პირდაპირ კისერზე გეკიდებიან და კიდევ მეუბნები არავინ ვარო, მითხარი ვინ ხარ? ვუყვირე
-როგორც იქნა რაღაც შეამჩნიე შენი პატარა ცხვირის იქით.
-მათეეე...ვიყვირე მოთმინებადაკარგულმა
-შენთვის არ მომიცია უფლება რომ მიყვირო,-მითხრა მშვიდად
-აჰაა ესეგი უფლებაც უნდა მომცე?უფლებაც უნდა მომცე არა?გააჩერე მანქანა.გააჩერე-თქო,თორემ გადავხტები.
-ვერსადაც ვერ წახვალ.ჩაკეტა ორივე კარი,-რამდენიმე წუთში სამსახურში მიგიყვან და შეგიძლია მაშინ გადახვიდე.
-მაგიჟებ ასეთი რომ ხარ...
-ეგ ძალიან კარგია რომ გიჟდები ჩემზე,-ჩაეღიმა კმაყოფილს
-მე ეგ არ მიგულისხმია.მე შენი საქციელი მაგიჟებს..
-ოოო,კარგი რაამ,აღიარე რომ მე გაგიჟებ.
-არ გელაპარაკები და ხმა არ გამცე.გავებუტე და ფანჯარაში დავიწყე ყურება
-პატარა ბუტია ბავშვი ხარ.მითხრა ისევ აუღელვებლად და მანქანა გააჩერა,-მიბრძანდით უკვე სამსახურში ხარ.
-ახლა მეჩქარება,მაგრამ იცოდე აუცილებლად მომიყვები შენზე ყველაფერს.და არც იფიქრო რომ თავს დამაღწევ,- გადავედი და უკან მოუხედავად წავედი შესასვლელი კარისკენ
-შენ კი არც იფიქრო იმ სირ,,ნ შეხვედრა.გაფრთხილებ იცოდე.მომაძახა მკაცრად და სწრაფად დაძრა მანქანა ადგილიდან...

მთელი დღე წარამარა მიგზავნიდა შეტყობინებნებს,ინტერესდებოდა რას ვაკეთებდი ან როგორ ვიყავი.ჯერ არ ვპასუხობდი,მასზე გაბრაზებული ვიყავი და მის დასჯად მიმაჩნდა ეს,მაგრამ მორიგ შეტყობინებაში რომ მომწერა მიპასუხე თორემ სამსახურში დაგადგებიო,მაშინ დავუბრუნე პასუხი,ვიცოდი ამის გამკეთებელი იყო.
ნაშუადღევს მარტლაც მომიწია ნიკასთან შეხვედრა,ამჯერად ოფისში და უფროსებიც იყვნენ,ამის შესახებ რომ გაიგო გაბრაზდა და გადაირია,შემეძლო არ მეთქვა მაგრამ ვერ დავუმალე,მიკვირდა საკუთარი თავის რომ არ მოვისურვე დამალვა ამის. შეხვედრა როგორც კი დასრულდა მაშინვე ტაქსი გამოიძახე და სახლში წავედი.ტელეფონი გამოვრთე და არც გამიფრთხილებია,ვიცოდი ამით საშინლად გავაბრაზებდი და მის რისხვას ვერ გადავურჩებოდი.
აივანზე ვიჯექი და მშვიდად ველოდი მის რისხვას. კარგა ხანს მომიწია ლოდინი.და აი როგორც იქნა გაჩერდა მისი მანქანა. ის იყო თავდასხმისთვის მზადება დავიწყე რომ უეცრად თვალებში დამიბნელდა და ბრაზმა დამამუნჯა,მარტო არ იყო. მაშინვე ვიცანი მისი ლამაზმანი,ეს ყველაზე ხშირად მყავს ნანახი მის გვერდით..ჩემი აივნისკენ გამოიხედა და მოასწრო ჩემი დანახვა,ვერ მოვასწარი დამალვა.გოგოს ხელი მოხვია და სადარბაზოში გაუჩინარდა.
უკან შევბრუნდი ოთახში და წინ და უკან სიარულს მოვყევი.რას ვგრძნობდი?ბევრ რამეს,წყენას ყველაზე მეტად,თუმცა ვხვდებოდი რომ ნაწყენი ის უფრო იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა რომ მაშინვე მასთან წასულიყო. ვგრძნობდი ბრაზს.ვეჭვიანობდი,ვერ ავიტანე მის გვედრით სხვის დანახვა,მისი სხვასთან გაყოფის იდეამ არ მომხიბლა...
ვგრძნობდი აქამდე უცნობ რაღაცეებს რაც მეგონა რომ აღარ მექნებოდა, მოთმინების ფიალა ნელ-ნელა მევსებოდა,მითუმეტეს როცა მათი კისკისი მომესმა მისი ბინიდან..დაახლოებით ოცი წუთი დასჭირდა რომ ნერვებს საბოლოოდ ეღალატა.გაცოფებული გავვარდი მისი სახლისკენ და მშვიდად დავრეკე ზარი,მაგრამ ეს რა ფასად დამიჯდა მხოლოდ მე ვიცოდი. მალე კარი გაიღო და მათე გამოჩნდა წელსზევით შიშველი.
-აქ რა გინდა?მკითხა მკაცრად
-აქ რა მინდა ხო?დავუბრიალე თვალები,-გამატარე,ხელის კვრით მოვიშორე და პირდაპირ საძინებლისკენ წავედი.ვერ მოასწრო იმის გააზრება რა ხდებოდა მის ბინაში ან ასეთი რეაქცია თუ მექნებოდა.სანამ ის გონს მოეგო მე უკვე საძინებელში ვიდექი და იმ ქალბატონს თავზე წამოვადექი,ნახევრად შიშველი დამხვდა.
-შენ როგორ ბედავ აქ მოსვლას?მკაცრად მივმრთე.-აქედან გაეთრიე და არასოდეს მიეკარო ამ კაცს გასაგებია?ხელი ჩავავლე მკლავში და წამოვაყენე.მის მაისურსაც დავავლე ხელი და მასთან ერთად გავუყევი გზას მისაღებისკენ
-რას აკეთებ?_თავის განთავისუფლება სცადა,მაგრამ აშკარად ძლიერად მეჭირა,ისე ვიყავი გამწარებული.აი სად გამომადგა ჩემი საბრძოლო გამოცდილება,ბავშვობაში კარატეზე დავყავდი მამას.ყველაფერი წამებში მოხდა და სანამ მათე გონს კარგად მოეგო მისი ლამაზმანი უკვე სადარბაზოში იდგა.ხელი შევუშვი და მაისური და ჩანთა მივაყოლე მას.
-რას აკეთებ შე ქაჯო?რა უფლებით მივარდები სახლში?მიკიოდა ის
-მე გივარდები სახლში?კიდევ მე გივარდები?წინ გადავუდექი დოინჯშემოყრილი
-კი შენ შე ქაჯო?შენთვის ნორმალურად ქცევა არ უსწავლებიათ?
-ახლა განახებ შენ ნორმალურ ქცევას?თვალებს რომ დაგთხრი...
-მაგას გაჩვენებ ვინ ვის დასთხრის თვალებს?გამოაჩინა მანაც ბრჭყალები დ ჩემსკენ გამოწია,აი აქ საბოლოოდ მოეგო მათე გონს და შუაში ჩაგვიდგა
-რას კეთებთ?თქვენ აქ რიგნი ხომ არ გგონიათ ბრძოლა რომ გაგიმართეთ?-იყვირა მან
-აქედან გაეთრიე და აღარასოდეს მიეკარო ამ კაცს,თორემ შენს თავს დააბარლე რაც მოგივა,.ასე ადვილად ვეღარ გადამირჩები.დაიმახსოვრე ის მარტო აღარაა,ის ჩემია,გასაგებია?დავუმარცვლე ბოლო სიტყვები და ცხვირწინ მივუხურე კარი.
-რას აკეთებ?გამატარე.მის დასახმარებლად გაიწია მათემ,მაგრამ კარს მივეყრდენი და წინ გადავუდექი
-ეს რა ქცევაა?მართლა ცუდად მოიქეცი,გამატარე,ბოდიშს მოვუხდი და სახლში გავაცილებ
-უშენოდაც გაიგნებს გზას.დამშვიდდი და დაიმახსოვრე.შენ რომ კიდევ ვინმე მოიყვანო აქ ან კიდევ ვინმე მოგეკაროს ასე ადვილად ვერც ის გადამირჩება და ვერც შენ.მაგ მამაკაცურ ღირსებას მოგაჭრი ძირში და დაგასაჭურისებ. დავუბრიალე თვალები
-არ ხარ შენ ნორმალური... გაეცინა ხმამაღლა
-ხო ვიცი რომ არ ვარ.არაა ეგ ახალი ამბავი,შენ ჩემი საკუთრება ხარ და ვერავინ შეგეხება გასაგები შენთვის?მისკენ გავექანე და ამ სიტყვის სრული მნიშვნებლობით ზედ შევახტი,ძლივს მოასწრო თავის შეკავება და ჩემი დაჭერა.სხეულზე შემოვხვიე ფეხები და ტუჩებზე ვეძგერე.
-გიჟი ხარ..გადაიხარხარა კმაყოფილმა და საძილებლისკენ წავიდა.მკოცნიდა და უფრო მახელებდა მეც.საწოლზე დამაწვინა და მაისური გამხადა.
-დღეიდან ჩემი ხარ.დავიჩურჩულე,მაისური მეც გადავაძრე და ზემოდან მოვექეცი
-შენ ჩემზე უკვე მეორედ ძალადობ
-წინააღმდეგი ხარ?
-არა,გააქნია თავი და მკერზე წამეტანა,საოცარი შეგრძნება დამეუფლა და სიამოვნებისგან საოცარი ბგერები ამოვუშვი...
მალე ორივე დაღლილები მივესვენეთ საწოლზე,ძალაგამოცლილები და სიამოვნების მეცხრე ცაზე მყოფნი
-ახლა რა იქნება?დავსვი ალბათ ყველაზე შეუფერებელი კითხვა ამ მომენტისთვის
-როგორ თუ რა იქნება?
-აი ჩვენ როგორ ვიქნებით?ალბათ ასე ვერ გავაგრძელებთ როგორც აქამდე იყო.
-შენ რომ მოინდომო მე არ მოგცემ ასე გაგრძელების უფლებას.შენს ნებაზე აღარ იქნება არაფერი.ახლა ჩემებურად ვიმოქმედებ.
-როგორ?არ მითხრა შუა კედელი გავჭრათ და ჩვენი ბინები გავაერთიანოთო.გამეცინა და წამოვიწიე,იდაყვებით დავეყრდენი საწოლს და თვალებში ჩავაშტერდი.
-არც ეგ გამიჭირდება ხომ იცი?ცხვირზე საჩვენებელი თითი დამკრა,ხელი მომხვია და მკერდზე მიმიხუტა,მეც თავი დავადე და გავინაბე კმაყოფილი.
-გადარეული ხარ,ჩემი გადარეული,ასეთი რამე არასოდეს არც ერთ ქალს არ გაუკეთებია ჩემს მოსაპოვებლად.
-მე პირველი ვარ,ვუპასუხე ამაყად
-აბა რაა,შენ მართლა პირველი ხარ.-იქნებ ახლა მაინც მითხრა ვინ ხარ?მგონი შესაფერისი დროა.წარმოდგენა მაინც გაქვს რას ვფიქრობ მე?სექ..ი მაქვს კაცთან რომელსაც თითქმის არ ვიცნობ.
-ოო,კაი რაა,მეზარება ახლა ჩემზე საუბარი,წამოიწია საკოცნელად მაგრამ ავირიდე და წამოდგომა დავაპირე
-წავალ იცოდე და როცა მხზად იქნები მაშინ მოვალ
-კარგი კარგი,დამაბრუნა იმავე მდგომარეობაში.-მიდი მკითხე რა გაინტერესებს
-შენ მომიყევი,ჩემს გაბრაზებულ სახეს რომ წააწყდა დაიწყო: მათე აბაშიძე ოცდათოთხმეტი წლის.ვცხოვრობ მარტო.მყავს მშობლები რომელიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ და რომლებთანაც არც თუ ისე კარგი ურთიერთობა მაქვს და ასე მყავს ბებია რომელიც ქვეყანას მირჩევნია.ისაა ჩემი გამზრდელი და საერთოდ ჩემი ყველაფერი
-მაშინ ერთიქალი მიყვარდა.ნუ მეგონა რომ მიყვარდა,შენ რომ გაგიცანი მასთან რამდენიმე წლიანი ურთიერთობა მაკავშირებდა.ოჯახი მისი წინააღმდეგი იყო,მაიძულებდნენ ცოლი შემერთო ოღონდ ის არა.სწორედ მაშინ გაგიცანი შენ
-ესეგი ამიტომ გინდოდა ჩემთან ოჯახის შექმნა რომ იძულებული იყავი? შევხედე ნაწყენმა
-ბოლომდე მომაყოლე კარგი?თანხმობა რომ მიიღო განაგრძო:-ვიფიქრე ვინმე გოგოს თავს მოვაწონებ,ცოლად მოვიყვან და ასე ავირიდებ მშობლებთან უთანხმოებასთქო,თან იძულებული გამხადეს თუ ცოლს არ მოვიყვანდი და მასთან შვილი არ მეყოლებოდა ქონებას და მემკვიდრეობას ჩამომართმვდნენ,
-ესეგი მე შენი გეგმის ნაწილი ვიყავი მაშინ,მადლობა უფალს რომ უარი ვთქვი და თავი იმ ტანჯვისთვის არ გავიმეტე/
-გეწყინა რომ სიმართლე გითხარი?
-არა,პირიქით მიხარია რომ ახლა მაინც ვიცი მიზეზი იმ ყველაფრისა რაც მაშინ მოხდა, რატომ იყვნენ იმ ქალის წინააღმდეგები?
-იმიტომ რომ ჩემმამდე ორჯერ იყო გათხოვილი და ასაკით ჩემზე უფროსი იყო,ხომ იცი მაშინ როცა ვინმე ამ ურთიერობის წინააღმდგეია გეჩვენება რონ შენთვის ცუდი უნდათ.შეყვარებული როცა ხარ ყველაფერს სხვანიარად ხედავ.მეგონა ცოლს რომ მოვიყვანდი მშობლებს თვალს ავუხვევდი და თავს დამანებებდნენ, თან ქონებასაც მივიღებდი.
-და ის გოგო არ შეგეცოდებოდა?მე არ შეგეცოდებოდი რომ შემყვარებოდი მართლა და დაგთანხმებოდი?
-მაშინ ამაზე ნაკლებად ვფიქრობდი.
-მერე რა მოხდა?
-მერე აღმოჩნდა რომ ჩემი მშობლები მართლები იყვნენ და ის უბრალოდ კარგად თამაშობდა შეყვარებული ქალის როლს.როგორც კი გაიგო რომ ქონებას ვერ მივიღებდი მასზე დაქორწინები შემთხვევაში.სხვა სამიზნე იპოვა,.მამაჩემის მეგობარი ბიზნესმენი გამოიჭირა და თავისზე ოცი წლით უფროს კაცს გაჰყვა ცოლად..
-საინტერესო ისტორიაა და ვწუხვარ რომ ამის გადატანა მოგიწია.ღალატზე რთული არაფერია.საშინელებაა მისი ატანა და მასთან შეგუება.მოვიწყინე უცებ და ჩემი ამბავი გამახსენდა
-არაუშავს,სამაგიეროდ ამან გამაძლიერა.ქონებაზე ისედაც უარი ვთქვი,ჩემი დანაზოგით პატარა კაფე გავხსენი,წარმატებით დაიწყო მან ფუნქციონირება.ერთ წელში კიდევ ორი კაფე შევმატე ჩემ საქმიანობას და კიდევ ერთ წელში ბარი. შემოსავალს არ ვუჩივი და მშობლების მემკვიდრეობაზე ჯერ ისევ უარს ვაცხადებ.მომავლში რა იქნებ არ ვიცი.
-მიხარია რომ ვიღაც მაფიოზი,დამნაშავე და განგსტერი არ ხარ.
-სერიოზულად?შენ მართლა ასეთი გეგონე?
-აბა რა უნდა მეფიქრა სხვა?ისე მოდიოდი და ისე უჩინარდებოდი ვერ ვიგებდი შენს ასავალ-დასავალს.
-უბრალოდ არ მიყვარდა როცა ჩემს საქმიანობას აფიშირებას უკეთებენ.ამიტომ ვერიდები ტელევიზიებთან და საზოგადოების ცნობილ ადამიანებთან კონტაქტს.ვღიზიანდები როცა გოგოები ამის გამო ჩემს მოხიბვლას ცდილობენ.შენ იყავი ერთადერთი რომელსაც ეს არ აინტერესებდა და საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება ამისთვის.არც კი შეუმჩნევია,ამიტომ მიმყავდი ისეთ ადგილებში სადაც ჟურნალისტები და ხალხი არ იქნებოდა.
-იქნებ ცდები და მეც ასეთი ვარ?
-არ ხარ.შენს თვალებში ვხედავ,შუბლზე გაწერია.თან ასეთი რომ იყო აქამდე გამოიჭერდი ვინმეს.- გაეცინა მას.-არც ისეთ სამსახურში იმუშავებდი როგორშიც მუშაობ და არც ასეთი დამოუკიდებელი იქნებოდი.
-აი რას უწუნებ ჩემს სამსახურს?სულ ყოველთვის წინააღმდეგი იყავი.
-არ მომწონს და რა ვქნა.
-იქნებ შენ ისიც მომთხოვო სახლში დაჯექი და ბავშვები გაზარდეო
-არაა ცუდი იდეა/
-ეგ არასოდეს მოხდება ხომ იცი?
-ვნახოთ,ვნახოთ.გაეცინა ეშმაკურად
-მოდი ჩამოვყალიბდეთ ერთ რამეზე.არანაირი ოჯახობანას თამაში,შეზღუდვები.ერთობლივ მომავალზე ფიქრი,სიყვარული და ეჭვიანობები,უბრალოდ გვექნება სექსი და ვიქნებით ერთმანეთთან იქამდე სანამ არ მოგვბეზრდება,მერე კი უმტკივნეულოდ დავშორდებით.
-მე არ მეკითხები?მე არ ვარ თანახმა,შანსს ორივე ვიმსახურებთ.
-მაშინ ახლავე დასრულდება ყველაფერი,-წამოდგომა ვცადე მაგრამ არ გამიშვა.ხელები ჩამავლო საწოლზე დამაწვინდა და ზემოდან მომექცა
-ყოველთვის რატომ გარბიხარ?რატომ გაურიხარ ოჯახის შექმნაზე საუბარს?ნუღა დამაწყებინებ თავიდან.ნუღა დამაწყებინებ ისევ შეხვედრებს და პაემნებს თავიდან.მგონი ეს უკვე გადავლახეთ და გავიარეთ,უბრალოდ დროს მივანდოთ ყველაფერი და ჩვენს თავს შანსი მივცეთ,ორივე ვიმსახურებთ ამას.ჰო გეტყვი არ მიყვარხარ,ახლა არ მიყვარხარ.ვიცი არც შენ გიყვრვარ,მაგრამ ვერ ვურყოფთ იმას რომ რაღაც ამოუცნობი ძალა ერთმანეთთან გვკავშირებს და ერთმანეთისკენ გვიზიდავს.ნუ დავიხევთ უკან.
-ერთი პირობით.სამსახურიდან წამოსვლას,ბავშვს და ეჭვიანობა არ შეეხები.
-ბოლოს ვერ შეგისრულებ,დანარჩენი იყოს ამ ეპატზე ისე როგორც შენ გინდა.იმიტომ რომ საშინელი მესაკუთრე ვარ,რაც ჩემია ჩემია.არც შენ ხარ ნაკლები,რა დღეში ჩააგდე საწყალი გოგო
-უკანასკნელი ვინც ამ ეპატზე ამ საწოლს და ამ ოთახს დაეპატრონება ეს მე ვიქნები და არც კი იფიქრო რომ ამაში ვინმე შემეცილოს.
-შენ ვინ ხარ,მგონი უკვე ვნანობ...გაეცინა და ტუჩებზე წამეტანა,მაგრამ გადავაბრუნე, ზემოდან მე მოვექეცი და ეშმაკურად ვუთხარი
-აბა დავიწყოთ მორიგი რაუნდი?გაუძლებ?
-ვახ ჩემი ის ვინაა ტოო...ყველაფერში პირველობა უნდა. ჩაილაპარაკა კმაყოფილმა და თამამად დამითმო ასპარეზი.გაჩუმდა და მომენდო,რადგან ლაპარაკის და არაფრის მომცემი სიტყვებისთვის არც ერთს აღარ გვეცალა,გაშმაგებით ვკოცნიდით და ვეალერსებოდით ერთმანეთს....

ვისაც დილით ძილი უყვარს დამეთანხმება რომ საუკეთესო შეგრძნებაა როცა გაქვს ამის დრო და წასასვლელიც არსად ხარ.თან თუ ამას ისეთი ვნებიანი და ბობოქარი ღამე უძღვის წინ როგორც წუხელ იყო.
მუცელზე გაშოტილს მეძინა,ცალი ხელით ბალიშს ვეხუტებოდი მეორე კი მათეს სხეულზე მქონდა მოთავსებული თითქოს სადმე გამექცეოდა და ამით ვამოწმებდი რომ ნამდვილად ჩემს გვერდით იყო... მზის სხივები პირდაპირ სახეზე მეცემოდა და ვცდილობდი დავმალულიყავი მისგან,ძილში რომ ისევ წავედი ამჯერად ტელეფონის ზარმა არ მომცა დაძინების საშუალება. ისე ვუპასუხე არ დამიხედავს ეკრანისთვის.სამაგიეროდ მისი ხმის გაგონება და ჩემი გამოფხიზლება ერთი იყო.სიჩქარეში ფეხები საბანში ამეხლართა და იატაკზე მოვადინე ზღართანი,ხმამაღლა დავიკვნესე და ამით მათესაც გაეღვიძა.
-მანდ რას აკეთებ?გადმომხედა ზემოდან გაღიმებულმა
-გაჩუმდი,მაშინვე დავუქაჩე თვალები და ტელეფონს მივუბრუნდი.-გისმენ დედა...სად ხარ?..მეხუმრები?არ უნდა დაგერეკა ჩამოსვლას რომ აპირებდი...კი ეგ კორპუსია...სახლში ვარ აბა სად ვიქნები?...როგორი უცნაური ხმა?...ჩვეულებრივი ხმა მაქვს...კარგი კარგი მეხუთე სართულზე ამოდი..
ტელეფონი მოვისროლე და ჩაცმას შევუდექი,ასეთი სისწრაფით ცხოვრებაში არ ჩამიცვამს.
-რა ხდება?მათეც წამოხტა და ისიც ტანსაცმელს დასწვდა
-დედაჩემი ჩამოვიდა გაუფრთხილებლად და უკვე ამოდის. რას აკეთებ?
-მივდივარ ვიცვამ..
-სად მიდიდხარ იდიოტო შენს სახლში ვართ,- ამიტყდა სიცილი და ისიც ამყვა რომ გაიაზრა რას აკეთებდა.-შეგეხმიანები,- მივაძახე ოთახიდან გასვლისას და სირბილით გავედი გარეთ.კიდევ კარგი წუხელ სახლის კარი არ ჩავკეტე.ამანაც მომაგებინა დამატებითი დრო. ჩემი სახლის წინ დავდექი და მსახიობური ღიმილი მოვირგე დედის მოლოდინში,წამები გავიდა და ლიფტის კარი გაიღო,სადაც პარკებით დატვირთული დედა გამოჩნდა.
-დედიკოოო,-გავიქეცი მისკენ მოვეხვიე და ბარგი გამოვართვი
-რა გჭირს შენ?თავი ხომ არაფერს მიარტყვი?როდის აქეთაა ასე თბილად მელაპარაკები ან მხვდები? შემომხედა ეჭვით
-კარგად ვარ დედა,რა უნდა მჭირდეს?უბრალოდ ძალიან მომენატრე.მოდი შემოდი სახლში,რატომ შეწუხდი,ამდენი რამე რათ გინოდა?ან როგორ ჩამოიტანე?მძიმეა
-მეც არ მეყიდა რაა,ყველაფერი ნატურალურია,ჩვენი ეზოს მოსავალია.ჯანსაღად უნდა იკვებო,ისე კი არა შენ რომ იცი. ამ უბედურება რაღაცეებს ყიდულობ მაღაზიაში და იმას მიირთმევ,კაცმა არ იცის რა ურევია შიგნით,აქოთქოთდა დედაჩემი.
პარკები სამზარეულოში გავიტანე,მაგიდაზე შემოვაწყვე და ამოლაგებას და დაბინავებას შევუდექი,დედამ წამებში მოაწრო და უცებ შეათვალიერა ჩემი ახალი ბინა,მერე ჩემთან გამოვიდა,წინ ჩამომიჯდა და საუბარი განაგრძო.
-კარგი ბინა შეგირჩევია,მომეწონა.იმას ჯობია ადრე სადაც იყავი.ნათელია და კარგი ხედი ჩანს
-აი სად მოასწარი ასე უცებ ხედი დანახვა ან შეფასება.გამეცინა მე
-ჯერჯერობით მხედველობას არ ვუჩივი,ეწყინა მას.
-დედაა კარგი რაა,მე ეგ არ მიგულისხმია, ეშმაკობა დავიწყე და ზურგიდან ჩავეხუტე,რაც ასაკში შევიდა უფრო გულჩვილი გახდა და ადვილად სწყინდა ყველაფერი.
-კარგი ნუ მეაფერისტები. ვერ მოითმინა და გაეცინა
-მოდი ახლა ყავას მოვადურებ და თან მომიყევი თქვენი ამბები როგორ ხართ.
-ჩვენ კარგად,მაგრამ შენგან დავიწყებულები,სულ გვენატრები,ხშირად არ ჩამოდიხარ, განსაკუთრებით იმ ამბების მერე. სულ ცდილობ თავი აგვარიდო,თითქოს გცხვენია ჩვენი და გვერიდები.ჩვენ არ გამტყუნებთ დეე,ჩვენ ვამაყობთ შენით,იმიტომ რომ ვიცი მე როგორი შვილი გაგზარდე და იმან იდარდოს ვინც ვერ დაგაფასა. ცრემლი მოადგა დედას მაგრამ შეიკავა და ნაძალადევად გაიღიმა.- მამაშენსაც ენატრები,შენს ძმასაც,მეც არ მყოფნის მარტო ეს ტელეფონით საუბარი.რა იქნება რომ რომელიმემ მაინც გვაღირსოთ ოჯახი და სიბერე გაგვიხალისოთ შვილიშვილებით..
-კარგი რა დედაა,ნუღა იხსენებ წარსულს.მორჩა,აღარ მინდა გახსნება,რაც იყო იყო,არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი,.ალბათ ასე მეწერა.თუ მაინც უნდა წასულიყო კარგია რომ მაშინ წავიდა და არა მერე,წარმოგიდგენია მაინც ბავშვის უმამოდ გაზრდა რა ძნელია დღეს? ყავა ჭიქებში ჩამოვასხი და წინ დავჯექი. უხმოდ დავლიეთ..მერე წამოდგა და სახლის ძირფესვიანად შესწავლას შეუდგა.
-ეს რა არის?ამას გასწავლიდი მე შენ?რა არის ეს ამდენი გასარეცხი ჭურჭელი,ფანჯრებიც დასაწმენდია,მტვერს მიაქვს სახლი,ვაიმეე ღმერთო მომკალი,სად გამოვყო სირცხვილით თავი.იმიტომ არავის მოსწონხარ.იმიტომ არავის მიყავხარ სისუფთავე და საქმის გაკეთება რომ არ იცი,სააჭმლის გაკეთება ვერ გასწავლე ნორმალურად ამხელა ქალს.სამზარეულო რომ არ გადაწვი აქამდე მიკვირს საერთოდ.მოყვა ქოთქოთს და აღარ გაჩერდა, აივანზე რომ გავიდა არც იქიდან დაუკლია საყვედურები,ვიცოდი მათე მოისმენდა და შემრცხვა სახლში შევიყვანე.
-მოდი დედა რამეს მოვამზადებ და ვისაუზმოთ. ვცადე საუბრის თემის შეცვლა
-რა დროს საუზმეა გოგო?შუადღეა უკვე.შენ სახლში საათი არ გაქვს.ახლა ახალი თემა მიეცა საჩხუბრად.-გამოდი აქეთ შენ რა უნდა მოამზადო,რისი გაკეთება იცი რომ გააკეთო?მიმიშვი მე მივხედავ.დაჯექი შენ და მწვანილი მაინც გამირჩიე, დამასაქმა უცებ,თვითონ კი სოფლის ქათამი გამოიღო და მის დამუშავებას შეუდგა.
ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა,გავხსენი,მათე იყო.მწერდა საქმზე გავდივარ არ მეცლება და საღამოს შეგეხმიანებიო.
-ისე დედაშენიც ჩემს აზრზეა ბავშვებთან დაკავშირებით,მომწერა სიცილის სმაილებთან ერთად.
-მისმენდი?
-დაგავწყდა რომ თხელი კედლებია?თან სამზარეულოს ფანჯარა ჩემი სამზარეულოს ფანჯარასთან ახლოსაა.
-ესეგი ამ ბინების გაერთიანება მაინც მოგვიწევს,სხვა მეზობლები არ გამოვა.- მივწერე და დამემშვიდობე მეც..
დედა იმ დღეს დარჩა და მეორე დღეს საღამოს გავამგზავრე სახლში.მთელი ეს დრო სულ საქმეში გაატარა და არც მე დამსვა.ძირისძირობამდე დაალაგა ყველაფერი.მე კი გონებაში არეული გეგმების დალაგებას ვცდილობდი და არაფერი გამომდიოდა.არადა მათესთან ერთად უნდა გამეტარებიან ეს შაბათ-კვირა,ასე შევთანხმდით წუხელ.ერთმანეთს შეტყობინებებით ვეკონტაქტებოდით,ერთი კი დაეჭვდა დედა ასე წარამარა ვის წერ რახდებაო, მაგრამ სამსახურის ამბები მოვიმიზეზე აღარაფერი უკითხავს...
მის წასვლათან ერთად მათესაც საქმეზე გამგზავრება მოუწია და ჩემთვის ვერ მოიცალა,შესაბამისად მარტო ხომ არ ვიქნბეოდი სახლში? მეც გოგოებს დავურეკე და შეხვედრაზე დავითანხმე,უფრო სწორდა ისინი მაკდონალდში იყვენენ ბავშვები ყავდათ წაყვანილები და მეც იქ შევუერთდი მათ...
მისალმებისა და მოკითხვების შემდეგ გოგოები პირდაპირ მთავარ თემაზე გადავიდნენ ანუ ჩემს მეზობელზე
-აბა რა ხდება შენს მეზობელთან?დაიწყო დაკითხა ეთუნამ
-არაფერი ისეთი,,,
-ესეთი?
-თქვენ რომ ადამიანს ჩააცივდებით,,,
-იტყვი თუ გათქმევინოთ ძალით?-დამიბრიალა თვალები ქეთომ
-სექ..ი გვქონდა თან ორჯერ...ორი თითი ჰაერში შევათამაშე და გავწითლდი
-რააა?-იყვირა ორივემ მოულოდნელობისგან
-რამდნეიმე დღის უკან ამბობდი ჩვენს შორის არაფერიაო, და ასე უცებ რამ გადაგაწყვეტინა?
-ან როდის მოხდა?მომაყარეს კითხვები მიყოლებით
-მოიცაა, დამაცადეთ და გეტყვით,იმ ღამეს მოხდა ყველაფერი კლუბში რომ ვიყავით.თავიდან უბრალოდ სასმელს დავაბრალე თავი რომ ვერ შევიკავე,მაგრამ მერე სხვა ქალთან რომ დავინახე,რაღაცამ არ მომასვენა და პირდაპირ სახლში მივუვარდი,ის გოგო გავაგდე და მეორედ მაშინ მოხდა
-რა ქენი?
-აბა რა მექნა?მივხვდი რომ ეს უბრალოდ სექ..ი არ იყო და ვერ ავიტანე სხვა ქალი მის გვერდით
-როგორც იქნა...ამოისუნთქა ეთუნამ.-იქნებ შენი გაყინული გულის გალღობა შეძლოს მაგ ბიჭმა და რაღაც გამოგივიდეთ.ბოლოსდაბოლოს კარგად გაახილე თვალები
-არაა,რა სისულელეა.უბრალოდ კარგად ვართ ერთმანეთთან ესაა და ეს..
-ეთუნა მართალს გეუბნება ნია.ურთიერთობას ვერ დაგეგმავ,ის ყოველთვის რაღაცით იწყება,სპონტანურად და დროთა განმავლობაში საჭირო სახეს იღებს.ასე რომ მიყევი დინებას და ელოდე რა იქნება მომავალში,თვითონ ის რას ამბობს?
-მას უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს ვიდრე უბრალოდ სექ..ი და ერთად ყოფნა..
-ხოდა ძალიან კარგი,ნუ გაუწევ წინააღმდეგობას.ენდე.უბრალოდ ენდე და მის საქციელს დააკვირდი,მიხვდები მართალს გეუბნება თუ გატყუებს,ადმიანებს არ შეუძლიათ დიდხანს თამაში,მალე ამჟღავნებენ ნამდვილ სახეს.
-არა ეს ბიჭი უნდა გაგვაცნო.
-ნადვილად დაეთანხმა ქეთო
-არა,ჯერ არა დამაცადეთ...
-შეხედე გოგო გვიმალავს კიდეც,- გაეცინათ ორივეს
-არ ვმალავ,უბრალოდ დიდი ხანია ასეთი ურთიერთობა არ მქონია არავისთან და მეც შეგუება მჭირდება,ამიტომ ვარ ასე დაძაბული,თორემ მას კი უნდა ჩემი მეგობრების გაცნობა.
-ნუ იქცევი პატარა,გამოუცდელი გოგოსავით,შენ დიდი ხარ.საკმოდ ჩამოყალიბებული და დამოუკიდებელი ადამიანი,საღად აზროვნება შეგიძლია და უნდა გაარკვიო რა გინდა მისგან და გინდა თუ არა საერთოდ მაასთან,იმედი არ მისცე ტყუილად თუ ვერ შეძლებ
-ვიცი ეთუ,ვიცი,მე უბრალოდ ძალიან მომწონს მის გვედით ყოფნა.კი სულ ვჩხუბობთ და ვკამათობთ მაგრამ სწორედ ეს მომწონს.
-რა მაზოხიზმია
-არ შემიძლიხარ ასეთი...აგრძელებდნენ ჩემს დაცინვას გოგოები.რა თქმა უნდა ხუმრობით
-აი რეკავს,მოიცა გაჩუმდით... გავაჩუმე და ვუპაუხე.-კარგად შენ?მეგობრებთან ვარ მაგდონალდსში.შენ მორჩი შენს საქმეებს?დღესვე?...ძალიან კარგი...სახლში ვიქნები.დროებით..
-რა უნდოდა შენს რომეოს?შემთხვევით ხომ არ ეჭვიანობს?
-არა უბრალოდ მოგიკითხეო.
-იცი რაა მე ვფიქრობ რომ მაგ ბიჭს სერიოზულად მოსწონხარ.ისე ასეთ ინტერესს შენ მიმართ არ გამოხატავდა და ასე არ დაინტერესდებოდა შენი ყოველი ნაბიჯით.
-დაასკვნა ამას თავის ბრწყინვალე გონებით
-ნუ გაქვს მწარე ენა შენ,.რას ერჩი ეთუნას?მეც ასე ვფიქრობ.იქნებ დროზე დაგატკბოს მაგ ბიჭმა/
-გაჩუმდით თქვენ და მიხედეთ ბავშვებს,შეხედეთ რა დღეში არიან..გავახედე სათამაშო მოედნისკენ და გამეცინა. სამივეს ერთი სათამაშო ჩაებღუჯათ ვერ იყოფდნენ და ჩხუბობდნენ.
-ბავშვებო წასვლის დროა,დატოვეთ მანდ ეგ სათამაშო და მოდით აქ,დაუყვირა ეთუნამ და სამივე ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული წამოვიდა ჩვენსკენ
-არა ჩემს შვილსაც რომ აშინებს რაა.გაეცინა ქეთოს და ბავშვი კალთაში ჩაისვა პირი მოსწმინდა.
-ასე ნუ უყურებ ამ ბავშვებს.შენსაზე იფიქრე.ისე მაინც გააჩინე თუ გათხოვება არ გინდა.
-ნუ ეხები ამ თემას შენ და ნუ მაწვები ყოველთვის მტკივნეულ წერტილზე.შევუბღვირე დაქალს.დავემშვიდობე და მარტო დავტოვე ისინი...

მათემ გამაფრთხილა რომ საღამოს დაბრუნდებოდა და მეც ვჩქარობდი სახლში მისვლას,.მისი ნახვა მინდოდა.ორი დღეს მის გარეშე ცოტა გამიჭირდა. თან უხასითოდაც ვიყავი. ტელევიზორი ჩავრთე, ფილმის ყურებით მინდოდა დროის გაყვანა.ზარი რომ გაისმა უკვე გვიანი იყო თერთმეტი ხდებოდა. კარი გავაღე და ყვავილებით და ღვინის ბოთლით ყურებამდე გაღიმებული მათე შემრჩა ხელში. სწრაფად მაკოცა ლოყაზე.მომესალმა და ყვავილები მომაწოდა
-ეს შენ.არ ვიცი რომელი ყვავილები გიყვარს,ამიტომ რაც მაღაზიაში იყო თითო ყველანაირი ყვავილი შევარევინეგამყიდველს,თუ რომელიმე განსაკუთრებულად მოგეწონება მითხარი რომ შემდეგისთვის გავითვალისწინო.მიაყარა და თან ოთახში შემოვიდა.დაბნეულმა მივხურე კარი და ძლივს მოვახერხე ადგილიდან დაძვრა
-ისე ვერ ვიტან სიუპრიზებს რომ იცოდე,-გამოვძახე სამზარეულოდან და ყვავილებს ვაზაში მივიჩინე ადგილი
-ნუ ცდილობ ყოველთვის გააფუჭო რომანტიკული სიტუაცია.და გირჩევნია შენ ორი ჭიქა გამოიყოლო სასმელითვის.
ორი მომცრო ზომის ფეხიანი ბოკალი ჩამოვიღე თაროდან,ნამცხვარიც დავჭერი ლამაზად. თეფშზე დავაწყვე და უკან დავბრუნდი.პატარა მაგიდაზე დავდე ორივე და გვერდით მივუჯექი.
-ძალიან ლამაზი ყვავილებია.მადლობა
-კოცნა?საჩვენებელი თითით ლოყაზე მიმანიშნა და ჩემსკენ მოიწია
-ნუ მაიმუნობ,.გავწიე თავი.მაგრამ ხელი მომკიდა,სახე მიმატრიალებინა და ტუჩებში მაკოცა
-რას აკეთებ?
-დამსახურებულ მადლობას ვიღებ,- გაიცინა და ღვინო ჭიქებში ჩამოასხა.-ჩვენ გავიმარჯოს თქვა და ცოტა მოსვა. გამეცინა მის თავისუფალ ქცევაზე.ისე იქცეოდა თითქოს ოჯახი ვყოფილიყავით.ცოტა მეც შევსვი სასმელი,არ მესიამოვნა და უკან დავაბრუნე
-მოდი რამე ფილმს ვუყუროთ.დავწვდი პულტს.
-ახლა არა,გამომართვა.იქვე მიაგდო და მოფერება დამიწყო
-აუუ ახლა არა მათე.სულ მაგაზე როგორ ფიქრობ?არ გამოვა ეგ საქმე..კრიტიკული დღეები დამეწყო,ვცადე მისი შეჩერება,
-დიდი ხნით მომიწევს მოცდა შენი კრიტიკული დღეების გამო?
-სამი-ოთხი დღე,
-გამიჭირდება მაგრამ გავძლებ.-გაეცინა.უეცრად ჰაერში აღმოვჩნდი,მერე კი მის მუხლებზე.
-კარგი რა მათეე.ისედაც მცხელა და ვერ ვისვენებ.
-გაჩუმდი და ფილმს უყურე.-ურექციოდ მიპასუხა და ეკრანს მიაჩერდა.თან თმაზე მეფერებოდა და საოცრად სასიამოვნო შეგრძნებებს აღძრავდა ჩემში..
-ვერ ვიტან როცა ვიღაც ჩემზე მბრძანებლობს და ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ მაკეთებინებს რაღაცას
-ვერც მე ვიტან როცა მეწინააღმდეგებიან.დამხედა ზემოდან და ისევ მაკოცა.-ფილმს უყურე და მოისვენე.
იმ საღამოს ჩემთან დარჩა.აიჩემა შენი საძინებელი უნდა დავტესტო ამაღამო,მაგრამ რომ შევახსენე არ გამოვიდოდა ეს და გეგმა ჩავარდა, მხოლოდ დაძინებით დაკმაყოფილდა.ჩამეხუტა,ზურგიდან ამეკრო და სულ არ მუქცევია ყურადღება ჩემი წუწუნისთვის სიცხის შესახებ ისე უცებ გადაეშვა მორფეოსის სამეფოში. მე კი არადა არ მომეკარა ძილი.მის მკლავებში გარინდულს ფართოდ მქონდა გახელილი თვალები და უძილობას ვებრძოდი,.მერე ფრთხილად გადავბრუნდი მისკენ რომ არ გამეღვიძებინა და მისი სახის შესწავლა დავიწყე,ახლა შევამჩნიე რომ წარბის ზემოთ პატარა ნაიარევი ჰქონდა.თითებით ჯერ ოდნავ შევეხე ლოყაზე,მერე კი მთელ სახეზე მოვატარე.მერე ტუჩებზე გადავუსვი წერა თითი,მისკენ მივიჩოჩე და ძალიან ნაზად ვაკოცე.თუმცა მაინც იგრძნო
-ჩემს ნერვებზე თამაშობ?მომესმა მისი ხრინწიანი ხმა.მაგრამ თვალები არ გაუხელია
-მაპატიე არ მინდოდა გამეღვიძებინე,ვერ დავიძინე,დავიწუწუნე
-დახუჭე თვალები,ჩემზე იფიქრე და დაგეძინება.ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა
-ჩემი ამაყი.გამეცინა ხმამაღლა და საბოლოოდ გამოვაფხიზლე.-შენზე რომ ვფიქრობ იმიტომ ვერ ვიძინებ.
-ჩემზე ფიქრობ.შენს მიწოდებ..ანუ უფრო შორს წავსულვარ ხო?
-აჰაამ..
-რას ფიქრობ მეტყვი>
-იმას რომ აქამდე ვერ შეგამჩნიე ასეთი საყვარელი რომ იყავი
-ეგ შენს თავს ჰკითხე.
-მაგრამ ვერც შენ შემამჩნიე მაშინ,მხოლოდ შენი გეგმის ნაწილი ვიყავი..
-მაინც წაუმწარებ ხოლმე.გაეცინა,-ჰო სხვათაშორის გირჩევ სხვა დროს ასე აღარ გამაღვიძო თორემ შენს ქალურ რაღაცეებს ყურადღებას აღარ მივაქცევ და რაც მოგივა შენს თავს დააბრალე, ახლა კი მართლა დახუჭე თვალები და დაიძინე.შუბლზე მაკოცა,ცალი ხელი თავქვეშ ამომიდო,მიმიხუტა და თმებზე მოფერება დამიწყო,.ეს საოცრად მოქმედებდა ჩემზე და ისე მიმენაბა თვალები და ისე გადავეშვი სიზმრებში რომ ნორმალურად გააზრებაც ვერ მოვასწარი....


დილით რომ გამეღვიძა და არ დამხვდა გული დამწყდა,ვინც იცის საყვარელი ადამიანის გგვერით გაღვიძება რას ნიშნავს და რა ბედნიერებაა დამეთანმება რომ ამაზე კარგი ბევრი შეგრძნება არ არსებობს.ცოტა ხანს ისევ ვინებივრე საწოლში,საბაზანოდან რომ გამოვედი მაშინ დამირეკა,უკვე შუადღე იყო თითქმის
-შუადღე მშვიდობისა ძილისგუდა როგორ ხარ?
-ცოტა მოწყენილი მეგონა დამხვდებოდი.
-მაპატიე დღეს და შემდეგში გამოვისყიდი.
-დაგიმახსოვრებ
-ხომ იცი რომ სამსახურის გამო ადრე მიწევს გასვლა,ჩემს გარდა ვერავინ მიხედავს კაფეებს და თანამშრომლებს.დილით ყოველთვის მე ვაღებ
-ხოდა ჩემთან ყოფნა თუ გინდა მოგიწევს შეცვალო
-რამეს მოვიფიქრებ,.შენ კი გირჩევნია მოემზადო,საღამოს ბებია გველოდება
-რააა?დღეს?აქამდე არ უნდა გეთქვა?უჩემოდ როგორ დაგეგმე?მივაყარე კითხვები
-როგორ და ასე უცებ და მარტივად.მალე მოვალ მეც და ბევრი არ მალოდინო იცოდე,
-კარგი რაა მართლა არ ვარ მზად მათე
-დამშვიდდი ნუ ინერვიულებ,ჩვეულებრივი შეხვედრა იქნება,არც ზემეტად გამოპრანჭვა მოგწევს,ბებიას არ უყვარს ასეთი გოგოები,სისადავე და ბუნებრიობა ურჩევნია,
-მოგკლავ მათეეე
-დღეს თავი შეიკავე და ხვალ სიამოვნებით გავყოფ თავს შენს სახრჩობელაში,ჩაეცინა და ტელეფონიც გამითიშა,..
-ესღა მაკლდა,ჯანდაბა რა ჩავიცვა?გამოვაღე გარდერობი და ტანსაცმლის არჩევას შევუდექი.ან ახლა რომ ვნერვიულობდი იმიტომ ვერ ვნახე ვერაფერი ან მართლა აღარაფერი მქონდა და დრო იყო მიმეკითხა მაღაზიებისთვის გარდერობის გასაახლებლად.
საბოლოოდ არჩევანი ჭრელ,ყვავილებიან,მუხლამდე სიგრძის თავისუფალ საზაფხულო კაბაზე შევაჩერე.კომფორტისთვის დაბალძირიანი ფეხსაცმელები და როგორც ყოველთვის სადა მაკიაჟი.რაც უფრო დრო გადიოდა მით უფრო მიტანდ ნერვიულობა.მეც არ ვიცოდი რა მანერვიულებდა. ალბათ ის რომ კარგად ვხვდებოდი ეს უბრალოდ გაცნობა არ იყო და გულის სიღრმეში სხვა რამე იქნებოდა.
-ჩემი პეპელა ხარ შენ,-გაეცინა გულიანად მათეს როცა დამინახა.
-ესეგი ცუდია?მოვიღუშე უცებ
-არა პირიქით,ძალიან კარგია,წელზე მომხვია ხელები და თავისკენ მიმიზიდა.-ჩემი გაზაფხული და ზაფხული ხარ.ჩემი ფერადი გოგოო
-რა გემართება??
-რა მემართება კი არა რას მმართებ შენ..ყოველ შეხვედრაზე უფრო და უფრო მაოცებ და მაკვირვებ,აღფრთოვანებული ვრჩები შენით
-რას აკეთებ?ხალხი დგვინახავს ქუჩაში ვართ.სირცხვილია მისი მოშორება ვცადე
-ფეხებზე მკი..ა ხალხის აზრი.არ მაინტერესებს
-მე მაინტერესებს სამაგიეროდ...ხელით მოვიშორე და მანქანის კარი გამოვაღე,ისიც მომიჯდა გვერდით.
-შენ ის მითხარი ბებიას რა ვუყიდო
-არ გინდა არაფერი
-მათეეე..დავუბრიალე თვალები
-აუუუ როგორ შემაშინე...შენ ჩემ დაჩმორებას აპირებ?
-აი ეგ რა შუაშია ეხლა
-აბა სულ რატომ ცდილობ რომ იმის საწინააღმდეგო გააკეთო რასაც გეუბნები ან გთხოვ?
-არ ვცდილობ,ხომ გითხარი შევიცვლები და უფრო ლმობიერი გავხდები თქო
-კარგი ჯანდაბას ახლაც დაგითმობ საბოლოოდ,მეტს აღარ,ბებიას მცენარეები უყვარს და რომელიმე ოთახის ყვავილი ვუყიდოთ...
სწრფად შევარჩიეთ საჩუქარი,რატომღაც ორქიდეა ავიჩემე და ის ვიყიდე,რაც უფრო ვუახლოვდებოდით სახლს მით უფრო მეტად მემატებოდა ნერვიულობა.
-მეჩვენება თუ ნერვიულო?მკითხა კარებთან და ზარი დარეკა
-ვნერვიულობ მაგრად მოვკიდე ქოთანს ხელი
-არაფერია სანერვიულო დამიჯერე.იყავი ისეთი უშუალო და მხიარული როგორიც ხარ,თამაში არ გინდა,დამმიჯერე ბებია ყველანაირ სიყალბეს არჩევს და არ გამოეპარება ეს.
ცოტა დავმშვიდდი,მაგრამ კარი რომ გაიღო და მსახურმა სახლში თავაზიანად შეგვიპატიჟა. ისევ ავკანკალდი.მათემ ჩემი ხელი თავისაში მოიქცია,რატომღაც ამან იმოქმედა და უფრო თამამად გადავდგი ნაბიჯები.პატარა დერეფნის გავლის შედეგ უზარმაზარ მისაღებ თახში აღმოვჩნდით და დამეფიცება რომ არ შემიმჩნევია ირგვლის არაფერი გარდა სავარძელში საოცრად გრაციოზულად მჯდარი ქალბატონისა,რომელსაც ასაკის და დანაოჭებული სახის მიუხედავად მაინც შერჩენოდა ძველი სილამაზის კვალი.არისტოკრატული სილამაზის პატრონი გახლდათ ქალბატონი ლენა. მათე როგორ გავს,-გამიელვა გონებაში,ზუსტად მისი მოყვანილობის თვალები ჰქონდა ჩემს ბიჭსაც,ჰმ რაო?გონებამ ჩემი ბიჭიო?ეს რაღაც ახალია
-ჩემო ბიჭო.წამოდგა ქალი და ჩვენსკენ საკმაოდ ენერგიულად წამოვიდა,მათე დაწინაურდა და გულში ჩაეკრა ბებიას,მერე გვერდით ამოუდგა და ჩემზე ანიშნა
--ბებია გაიცანი ნია,ეს კი ბებიაჩემია ქალბატონი ლენა
-მართლა ისეთი ლამაზი ყოფილა როგორც შენ მეუბნებოდი,ისე გასცა პასუხი ქალმა რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია
-სასიამოვნოა თვქნი გაცნობა ქალბატონო ლენა,ეს თქვენ,როგორც იქნა მეც ამოვირე ხმა და ყვავილი გავუწოდე,
-მადლობა ჩემო გოგო.ძალიან ლამაზია,რატომ შეწუხდი?ამას განსაკუთრებულ ადგილს მივუჩენ.ცაეღიმა და ყვავილი იქვე ჩვენს წინ პატარა მაგიდაზე შემოდგა,მერე კი გვანიშნა ჩვენც დავსხდარიყავით. მათე გვერდით მომიჯდა და თან ისე ახლოს რომ მისი შეხება მეგრძნო
-ბებო როგორი გოგოა?აბა ხომ ვარ მაგარი ბიჭი?გაიხუმრა მათემ
-მაგარი კი არა დიდი მაიმუნი ვინმე ხარ. მოატყუე ხომ ეს მშვენიერი გოგო?შეხედე შეხეე როგორ მორცხვად იყურება გაეღიმა ქალს
რომ იცოდე სულაც არაა მორცხვი ბებია,პირიქით,ჩემმგან მუჯლუგუნი რომ მიიღო მაშინ გაჩუნდა თორემ ღმერთმა იცის კიდევ რას წამოროშავდა,ქალმა მსახურს სუფრის გაშლა დაავალა მერე კი ისევ ჩვენ მოგვიბრუნდა
-ბებია არ შეწუხდე დიდხანს არ დავრჩებით ჩვენ
-რატომაც არა დავრჩებით,იმდენ ხანს დავრჩებით რამდენიც მოგვინდება და საჭირო იქნება.-ჩავერთე და თვითონაც არ ვიცი რატომ ვთქვი ეს,მაგრამ ის კი ვიგრძენი როგორ მოვიგე ერთი წინადადებით ქალის გული,გვერდით დამისვა,თავის ხელებში მოიქცია ჩემი ხელი,მეფერებოდა და თან თავის ახალგაზრდობის ამბებს მიყვებოდა,მეც სიამოვნებით ვუსმენდი და დროდადრო ჩავერთვებოდი ხოლმე.ქალი სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა და მეც გულისყურით ვისმენდი,თან ისე შევედით ეშხში რომ მათე თამაშგარეში დარცა და ცოტა ხანში აბუზღუნდა.
-ასე დიდხანს იქნებით და არ მომაქცევთ ყურადღებას?
-ნუ ეგოისტობ შემცოტა ხანს დამითმე ეს გოგო,რომ წაიყვან სულ შენი არ იქნება?დაუცაცხანა ბებიამ,მაგრამ საუბრის გაგრძელება აქ არარ დაგვცალდა,მსახურმა მოახსენა სუფრა გაშლილია და გელოდებითო. მაგიდასთან გადავინაცვლეთ და იქ გავაგრძელეთ საუბარი.
-ბებია მოგეწონა ნია?
-კი ბებია კიი,მართლა კარგი გოგოა,ასეთ გულწრფელ და კარგად მოსაუბრე თბილ ადამიანებს დღეს იშვიატად შეხვდები
-იცით მეუხერხულება ჩემზე რომ ვსაუბრობთ.
-რატომ?მე ხომ რამე განსაკუთრებულს არაფერს ვამბობ?უბრალოდ იმას ავღნიშნავ რაც არის,
-ესეგი ბებო შენ ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი არ ხარ?
-რა ურთოერთობაზე საუბრობ მათე?დავიბენი
-რა დაბნეული ხარ შვილო?რა ურთიერთობას იგულისხმებს ბიჭი რომელიც გოგოზე სრიოზულად ფიქრობს?გაახმოვანა შვილიშვილის სათქმელი ლენამ
-იცი მაინც რამდენი გოგო დამიწუნა?ყველა,ვინც აქამდე მყოლია
-იცოდე ძლად არავის არ მივიღებ ნიას გარდადა შენც გირჩევ რომ შეეშვა იმ თხა-თხა გოგოებთან ერთად სიარულსდა აქეთ-იქით ძრომილას და ოჯახს მოეკიდო
-მეც მინდა ეგ მაგრამ ეს ქალბატონი არ მთანხმდება
-რატომ ბებია?ბიჭს მიწუნებ?მომიბრუნდა მე
-არა არაა დავიბენი და მათეს მაგიდის ქვეშ ფეხი მივარტყი რომ ამ თემაზე აღარ ელაპარაკა.,-უბრალოდ ასე უცებ არ შემიძლია
-რა თქმა უნდა.დო..დრო..დღევანდელი ახალგაზრდენი უცნაურები ხართ.იტყვით დო გვჭირდებაო უკეთ გასაცნობადო.სად იყო ჩვენს დროს ამდენი დრო,ან ვინ გვაცდიდა?უსიყვარულოდ ვქმინდით ოჯახებს და მერე უყვარდებოდათ.ან ვინ წავიდოდა მშობლის ნების წინააღმდეგ?თუმცა იყვენენ გამონაკლისებიც აი მაგალითად მე იმას გავყევი ვინც მიყვარდა.ღმერთმა აცხონოს მისი სული.ერთად ორმოცდაათი წელი ვიცხოვრეთ,მერე სიკვდილმა წამართა,,დასევდიანდა ქალი.მივხვდი რომ ქმრის სიყვარული დღესაც გულში ჰქონდა შემორჩენილი და უნებურად ვინატრე რომ მეც ასე ვყვარებოდი ვინმეს და ასეთი ღრმა და ძლიერი სიყვარული მქონოდა.
გვიანი იყო იქიდან რომ წამოვედით,სასიამოვნო ემოციები სახლამდე გამომყვა.დამშვიდოებისას მიჩურჩულა კიდევ მესტუმრე თუნდაც მათეს გარეშეო და თბილად ჩამიკრა გულში,უნებურად ჩემი გარდაცვლილი ბებო გამახსენდა და ცრემლი მომერია,მაგრამ გასაქანი არ მივეცი.
მანქანში ხმა არც ერთს ამოგვიღია,თითქოს ამ სტუმრობით რარაც მნიშვნელოვანი მოხდა ჩვენს ცხოვრებაში და საუბრის დაწყება ამასთან დაკავშირებით ორივეს გვიჭირდა. სავარძელში ვიჯექი და მათეს მტელი გზა თვალს არ ვაშორებდი.რაც დრო გადიოდა თურმე მით უფრო სხვა ადამინს ვხედავდი მასში,უფრო საყვარელს,უფრო მიმზიდველს და უფრო თბილს.ვხვდებოდი რომ ნელ-ნელა ჩუმად შემოჭრილიყო ჩემს გულში..
სადარბაზოსთან დამტოვა,არ ვიცი როდის დავბრუნდები,კაფე-ბარები უნდა დავკეტო და ფული დავაბინავო,ამიტომ უჩემოდ დაიძინეო.
-აუუუ მე კიდევ მინდოდა ცემთან ყოფილიყავი,-დავიწუწუნე
-მეც მინდა მაგრამ ცემი პარტნმიორი წასულია და დღეს ჩემი ჯერია.აბა ტკბილი ძილი პატარა. მაკოცა და წასავლელად მოემზადა.მანქანიდან გადავედი გულდაწყვეტილი
-მშვიდობიანი მგზავრობა თავს გაუფრთხილდი.გავიღიმე და ხელი დავუქნიეუკვე სადარაზოს შესასვლელიდან.
ოსევ აუტანელი სიცარიელე ვიგრძენი მის გარეშე.მისი წასვლისას თითქოს სულის ნაწილმაც დამტოვა და გულდაწყვეტილი შევედი სახლში,სახლიც კი ცარიელი მეჩვენებოდა უკვე მის გარეშე.,ისევე როგორც მე.
ტანსაცმელი გამოვიცვალე საწოლზე მივწექი და თავის გართობა ვცადე რამით,არც ფილმის ყურებამ მიშველა და არც გოგოებთან ჭორაობამმორიგეობით გავაგებინე ორივეს ცალ-ცალკე დღევანდელი დღის სიახლე და შედეგიც
-შეყვარებული ხარ ყურაბამდე.-დადო ბეჭედდრტყმული დასკვნა ეთუნამ
-არა რა სისულელეა,მე უკეთ არ მეცოდინებოდა...
-შენ სულელი ხარ , ხანდახან ვერ ხვდები რაღაცეებს და საჭიროა ვიღაცამ მიგახვედოს.
-ო ეთუ,ის რომ ადამინი მიზიდავს და მასთან სექ,,ი მაქვს არ ნუიშნავს იმას რომ მიყვარს
-ნიშნავს და თან როგორ ნიშნავს.ამდენი წელი გავიდა,არაინ გაიკარე ახლოს,ასეთ ღღმა ურთიერთობაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია,მაინცდამაინც ის,მან გაგიჩინა ამის სურვილი და შენი აზრით ეს სიყვარული არაა?მე სიყვარული ხვანაირად არ მესმის,მითუმეტეს თუ ადამიანის მიამართ გრძნობა და ვნება არ გაქვს,თუ არ ილტვი მასთან უბრალოდ ვერ იქნები.გამორიცხულია,ეგ მაშინ სხვა რამეა თუ შეძელი კაცთან ყველაფრის გარეშე ყოფნა
-ეთუნუ მიმატებ რაა,ისედაც ცუდად ვარ...ტირილამდე ვარ მისული
-რაა?ნორმალური ხარ შენ?
-კი სავსებით
-არა არ ხარ.არ შეიძლება შეყვარებული ადამინი ნორმალური იყოს
-და ამიტომ ხარ შენ არანორმალური?
-აბა რაა,სიყვარულმა მე კი არა გადარია ტარიელი
-ვინ ტარიელი გოგო?
-რუსთაველის ტარიელი ბატო..აუტყდა სიცილი და მეც ამიყოლა.კარგი წავედი ახლა თორემ ქმარი მუჯლუგნებს მირტყავს რა ამბავია ამ შუაღამისას ამდენი ჭორაობაო
-მაგას გადაეცი მამაკაცები ვრ გაიგებთო.აბა თქვენ იცით,ღამე მშვიდობის
მეგობრებთან საუბარმა ცოტა მიშველა და გამანმხიარლა,მაგრამ ისევ მალე მოვიწყინე,საწოლის იმ მხარეს გადავხედე სადაც მათეს ეძინა და ჩამეღიმა,მერე ბალიში ავირე და ჩავიხუტე,ისევ შერჩენოდა მისი სუნი.ვეღარ მოვითმინე ტელკეფონს დავტაცე ხელი დ ტექსტი ავკრიფე,გავუგზავნე ის რასაც იმ წუთში ვფიქროდი და განვიცდიდი
"მომენატრე,უშენოდ ვერ ვიძინებ"
რამდენიმე წამში დაიწკაპუნა პასუხმა"ასე მიეჩვიე ჩემს გვერდით ძილს?"
-იდიოტი,გავმწარდი პასუხზე,რა სიამაყეა,ტელეფონი მოვისროლე,პასუხი აღარ მიმიწერია,გადავბრუნდი და დაძინება გადავწყვიტე გაბუტულმა.ის იყო ღრმა ძილში უნდა წავსულიყავი რომ კარზე ზარი გაისმა.მოულოდნელობისგან შევხტი და მერე რომ გავიაზრე ამ დროს ვინ შეიძლება ყოფილიყო სირბილით გავიქეცი გასაღებად
-ვიცი რომ გაბრაზდი,ვიცი რომ დიდხანს ებრძოდი თავს მაგის მოსაწერად.მე კი სულ სხვა რამ გიპასუხე.იმიტომ რომ მერჩივნა პირადად მეთქვა რომ მე უფრო მომენატრე,იმ წუთიდან როცა დაგშორდი და სამსახურში წავედი წამებს ვითვლიდი შენთან ჩახუტებამდე.ჩაარაკრაკა უცებ,ბინაში შემოვიდა და კარის მიხურვა ძლივს მოასწრო ისე ავეკარი სხეულზე,
-თავის გაკონტოლება სულ უფრო რომ მიჭირს რა გავაკეთო?
-აღარ მოგიწევს.გავუცინე და ქვედა ტუჩი გამომწვევად მოვიქციე კბილებში.
-მასე ნუ შვები თორემ მოგაჭამ ტუჩებს ერთხელაც იქნება,მიხვდა ჩემს ნამიოკს ხელში ამიტაცა და წამებში აღმოვჩნდით საძინებელში....
********

მღელვარე ღამის შემდეგ პირველს მე გამეღვიძა,საათს დავხედე და მათეს მაშინვე ხელი ვკარი გასაღვიძებლად,რომელიც მთელ საწოლს იკავებდა ისე იყო გაშხლართული ვარკვლავისებურ ფორმაში.
-მათე სამსახურში დაგაგვიანდება
-დღე არსად მივდივარ,მიპასუხა ისე რომ თვალები გაუხელია კი არა,ბალიშიდანაც არ აუწევია თავი ისე იყო ჩახუტებული.
-არ მიდიხარ და ნუ მიდიხარ.მე მივდივარ და მაგვიანდება,პენუარს დავწვდი,გადავიცვი,მის სხეულზე გადავცოცდი და სააბაზანოში გავიჩინარდი.რომ გამოვედი გამოფხიზლებული დამხვდა.საწოლში წამომჯდარიყო და ტელეფონში იყურებოდა.სწრაფად გადადო გვერდით ჩემი დანახვისას და თვალი რომ შემავლო. ვნებიანად გაილოკა ტუჩები და თვალები ეშმაკურად დააწვრილა
-დილის გამამხნევებელი ვარჯიშის დროა პატარა
-არა,არა და არა,მაგვიანდება,- კარადა გამოვაღე ტანსაცმლის ასარჩევად.
-კი,კი,კი. -წამში გაჩნდა ჩემთან,სხეულზე შემოხვეული პირსახოცი იატაკზე აღმოჩნდა მე კი მის ხელში,წელზე შემოვხვიე მჭიდროს ფეხები და კოცნაში ავყევი.რამდენიმე წუთში სიამოვნებისგან ორივე ვკვნესოდით და სადღაც, რომელიღაც გაურკვეველ განზომილებაში ვიყავით გასულები.....
-ასეთი დაუკმაყოფილებელი როგორ ხარ.-ჩავიბურტყუნე და საწოლზე მის გვერდით გადავწექი.
შენ ჩემზე უარესი ხარ.ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მაოცებ,უფრო ვნებიანი ხდები.ასე არავისთან ვყოფილვარ
-არც იმასთან?ვახსენე უცებ და ენაზე ვიკბინე,ვიცოდი რომ ის წამომცდა რაც არასოდეს არ უნდა მეთქვა,ვიცოდი რა მტკივნეული იყო ამ თემაზე მისთვის ლაპარაკი,ხსენებაც კი ტკივილს აყენებდა.
-ხომ შევთანხვდით ამაზე რომ არასოდეს ვახსენებდით ჩვენს წარსულს, -მითხრა ნაწყენი ხმით,შარვალს დასწვდა ჩასაცმელად.-მოემზადე მიდი და სამსახურში გაგიყვან.წავალ მე გამოვიცვლი და ქვემოთ დაგელოდები

მარტო რომ დავრჩი მაშინ მივხვდი რა ჩავიდინე,რამდენად მტკივნეულია როცა შენი ცხოვრების სიყვარულს და მისგან მოყენებულ ტკივილს გახსენებენ,თითქოს ყოველ ჯერზე ისევ თავიდან აღებს მოუშუშებელი იარა პირს და მერე მის შესაკრავად დიდი წვალება გიწევს,იქნებ ამიტომაც იცვლიდა ასე წარამარა ქალებს?იქნება ამიტომ იყო მის ცხოვრებაში ყოველდღე სხვა?ეძებდა მისნაირს ეძებდა და ვერ პულობდა,იქნებ ჩემთანაც ამიტომ იყო?ნუთუ მის მიმართ გრძნობა ისევ აქვს?გავიფიქრე და ტვინში ისე დაიაბადა ეს აზრი და ისე იწყო გავრცელება რომ მთელი სხეული მოიცვა ამ გრძნობამ,ახლა მივხვდი რომ საშინლად ვეჭვიანობდი,არარსებულზე ვეჭვიანობდი,და ეს ძალიან ცუდი იყო...
ზლაზნით ჩავუჯექი მანქანაში..ისე მიმიყვანა სამსახურამდე არც კი დამლაპარაკებია. დაუმშვიდობებლად წავიდა,უხმოდ,მდუმარედ, და დამტოვა ასე.არაფერი უთქვამს,ერთი სიტყვაც კი არ გაუმეტებია. ჯანდაბა რა სულელი ვარ,ვბრაზობდი საკუთარ თავზე უკვე მერამდენედ ჩემი დაუფიქრებელი და ჯიუტი ხასიათის გამო.რაღაც უნდა მომეფიქრებინა მის შესარიგებლად,ვიცოდი რომ ამჯერად უბრალო ბოდიშით ვერ გამოვძვრებოდი.რაღაც ისეთი უნდა გამეკეთებინა რომ უკან დასახევი გზა არ ჰქონოდა.
მთელი დღე ამაზე ფიქრს მოვანდომე სამსახურში.რა შეიძლებოდა გამეკეთებინა?გოგოებიც კი შევაწუხე და ავაწრიალე.რომ გაიგეს რა მოხდა და რას ვაპირებდი მიხვდნენ რომ საქმე სერიოზულად იყო.უფრო სწორად ისევ ყველა ყველაფერს მიხვდა ჩემს გარდა,ისევ ყველაზე ბოლოს მივხვდი როგორი შეყვარებული ვიყავი, შეყვარებული?ხო არ მოგესმათ,ნამდვილად ასე იყო.იმის წარმოდგენამ რომ მათე ჩემთან აღარ მოვიდოდა ცუდად გამხადა იმდენად ცუდად რომ სუნთქვა გამიჭირდა....
ბებოს ლენას შეეძლო ჩემი დახმარება,უნდა გამეგო მათეს შესახებ რაღაცეები,ისეთი რასაც არასოდეს მეტყოდა ან ამ ეტაპზე არ მეტყოდა და არ ვიცოდი. სამსახურიდან პირდაპირ მასთან წავედი.ქალს ჩემი ნახვა ჯერ გაუკვირდა,მერე შეშინდა მარტო რომ ვიყავი ხომ არაფერი დაემართა ჩემს შვილიშვილსო.რომ გაიგო რაში იყო საქმე ჯერ ბევრი იცინა,მერე კი აივანზე გამიყვანა,გვერდით მომიჯდა,მსახურს ყავის მოტანა დაავალა და საუბარი დავიწყეთ.
-აბა ახლა უკეთ ამიხსენი რამ მოგიყვანა ჩემთან.
-თქვენთან რჩევის საკითხავად მოვედი,თან მინდა მათეზე რაღაცეები გავიგო.ვიცი ძალიან ვაწყენინე,გამაფრთხილა წარსული არ მიხსენო და საერთოდ დავივიწყოთო,მე კი ხანდახან დაუფიქრებელი და უაზრო ლაპარაკი ვიცი და სისულელეები წამოვაყრანტალე,ახლა ძალიან ვნანობ და მის შესარიგებლად რამე სიუპრიზი მინდა მოვუწყო.
-არაუშავს ბებია,სადაც სიყვარულია,იქ ეჭვიანობაც არის ყოველთვის,წყენაც,გაბუტვაც და შერიგებაც,არამგონია დიდხანს გაგრძელდეს ეს გაბრაზება,გადაუვლის,თუმცა ვაღიარებ რომ ძნელად იცის წყენის დავიწყება.მთავარია ნდობა გქონდეთ ერთმანეთის მიმართ.ყველაფერს ეშველება,მაგრამ დაკარგული ნდობის მოპოვება ყველაზე რთულია.ის თუ გაქრა ყველაფერი ქრება.
-ვიცი მესმის ,გასაგებია რასაც მეუბნებით,მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ისე გაურვეველი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან,სიყვარულიც კი არ აგვიხსნია ერთმანეთისთვის..ჰმ რაო სიყვარული ვახსენე ახლა მე?ნადვილად? უცებ წამოყო საიდანღაც თავი მეორე ნიამ და თანხმობა განმიცხადა.

-ვერაფერს გირჩევ მე,იმის გარდა რომ ზეგ დაბადების დღე აქვს და ეს შეიძლება გამოგადგეს.
-დაბადებისდღე?ზეგ?უცებ ძალიან შემრცხვა რომ ეს უნიშვნელო,მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანი მოვლენა არ ვიცოდი.-კარგით გასაგებია ყველაფერი,მივხვდი,წავედი ახლა.უკვე ვიცი რაც უნდა ვქნა.მადლობა ყველაფრისთვის,და ჩემი მასპინძლობისთვის.
-არაფერს ჩემო საყვარელო,რაც არ უნდა მოიფიქრო იცოდე მე არ გამომაპარო,-გამიღიმა და მობილური მომაწოდა შენი ნომერი ჩამიწერეო.მისი თხოვნა შევასრულე და სახლი დავტოვე....

ღამის ცხრა საათზე ეთუნას რომ მივადექი სახლში და თან ქეთოც გამოვიძახე მაშინვე მიხვდნენ რომ საქმე იმაზე სერიოზულად იყო ვიდრე ეგონათ.
-მომაფიქრებინეთ რაა რამე.თქვენ გამოცდილი ხალხი ხართ,მივაპყრე საცოდავი მზერა.
-შენ სულ გაგიჟდი?
-რატომ ეთუ?სრულიად ჯანმრთელად ვგრძნობ თავს.
-აბა მე რა მოგაფიქრებინო,შენ არ იცნობ ნორმალურად ადამიანს და ჩემთვის უცნობ ადამიანს მე რა ვიცი რა მოსწონს და რა სიუპრიზი მოეწონება
-მის მეგობრებს მაინც არ იცნობ?ჩაერთო ქეთო
-არა არავის.მხოლოდ ბებიას და მანაც ის მითხრა რომ ზეგ დაბადების დღე აქვს.
-და ეს აქამდე შენ არ იცოდი?
-არა ქეთო,და ძალიან მცხვენია რომ მასზე ელემენტარული რაღაცეები არ ვიცოდი.
-მდაა.-ჩაფიქრდა ქეთო.-რა შეიძლება მოვიფიქროთ...ბინაში რომ მიადგე სექსუალური საცვლებით? მითხრა სერიოზული სახით და მერე სიცილი აუტყდა
-იდიოტო.-ვესროლე ბალიში
-ლეკვი რომ აჩუქო?
-ბავშვი ურჩევნია.
-მერე ბავშვი აჩუქე..
-მაგისთვის უნდა შემოვიროგო და ამას გეუბნებით ზუსტად.
-ანუ ყველა გზა შერიგებამდე მიდის.შერიგება კი ყველაზე კარგად საწოლში ხდება და ყველაზე ტკბილია. ჩამოაყალიბა ეთუნამ
-შენ ასე იქცევი შენ ქმართან ჩხუბის შემდეგ? და საწოლში ირიგებ?
-ეგ რას აკეთებს ჩემს შესარიგებლად და სად თქვენი საქმე არაა.-გამოჩნდა მომღიმარი გიგი და ცოლისკენ წავიდა,სავარძლის კიდეზე ჩამოუჯდა,ხელი მოხვია და თავზე აკოცა.
-არ ,მინდა თქვენი სექსუალური თავგადასავლების მოსმენა და ხვევნა კოცნა მტლაშა-მტლუში. უბრალოდ ერთი პატარა რჩევა მჭირდება.შენ მაინც დამეხმარე გიგი.
-თუ არ მერტყვი რაშია საქმე ვერ დაგეხმარები
-მოკლედ ერთ ბიჭს აწყენინა და მისი შერიგება უნდა,თან ზეგ დაბადებისდღე აქვს.
-მერე რა პრობლემაა,ჩემს რესტორანში ავღნიშნოთ,ერთი კარგი სუფრა ჩემზე იყოს,შევუბეროთ ჩვენებურად
-ოოო ეგრე არ მინდა
-ნუ ეხლა შენ თუ მარტო გინდა მაშინ რას ვიზავთ.ხელები გაშალა გიგიმ
-კარგი რა ნია,ხომ გეხვეწება ისედაც შენი მეგობრები გამაცანიო,ხოდა პატარა წვეულება ცოტა შოუს ელემენტებით,ორ კურდღელს დაიჭერ
-კურდღლის დაჭერა კი არა მათეს შერიგება მინდა ქეთო
-მოკლედ გადაწყდა მე და ლადო ვიკისრებთ სუფრას, თქვენ დანარჩენს მიხედეთ,ფინანსები ჩვენი.რესტორანი გირჩევნია თუ ბუნება?
-არ მინდა შეგაწუხოთ
-ნია შენ ხარ ჩვენთვის ოჯახის წევრი,დასავით ხარ ჩვენთვის და მოგიწევს მიიღო ჩვენი დახმარება.მითუმეტეს რომ მოხვედი და დახმარება გვთხოვე,ასე რომ უარი არ გამაგონო.
-მაშინ ქალაქგარეთ ერთი საყვარელი ადგილი გვაქვს ჩვენ და იქ მოვაწყოთ პიკნიკი.
-ძალიან კარგი,ესეგი ზეგ დავლევთ,წავალ ლადოს გავაფრთხილებ რომ ზეგ ყოჩაღად იყოს.მომავალ სიძეს ღირსეული დახვედრა უნდა მოვუწყოთ,ხელები მოიფშვნიტა გიგიმ და მხიარული ღიღინით დაგვტოვა მარტო.
-რა სიძე?სიძეს მოგცემ შენ? ეგ მასთან არ წამოგცდეს იცოდე,დავადევნე უკან.-შენ ჭკუაზე გადაიყვანე ხომ შენი ქმარი?
-ფერი ფერსაო ხო გაგიგია, არ დამრჩა ვალში...
იმ საღამოს გოგოებმა იქ დამიტოვეს,მთელი ღამე ვფიქრობდი კიდევ რა შეიძლება დამემატებინა გიგის იდეისთვის და მოვიფიქრე კიდეც..
პირველი რაც დილით გავაკეთე ეს იყო ის რომ სამსახურში წავედი და კუთვნილი შვებულება გავაფორმე.კი იწუწუნეს უფროსებმა ასე მოულოდნელად რატომ მიდიხარო, მაგრამ სხვა გზა არ დავუტოვე და მაინც მოაწერეს ხელი.. მერე გოგოებს შევხვდი და საყიდლებზე წავედით,თან დამცინოდნენ იდეაზე, თან მიწონებდნენ..
ჯიუტად არ მივდიოდი სახლში,ტელეფონიც გამოვრთე რომ ვაიდა მოენდომებინა შერიგება და დაერეკა. თავს ვერ ვძლევდი და მასთან გავიქცეოდი.ლენასგან ვიგებდი მის ამბებს. ისიც აქტიურად გვეხმარებოდა.
აი დადგა ნანატრი დღე,ვიცოდი რომ ბევრ რამეს შეცვლიდა ეს დღე.
იმდენი რამე გვქონდა წასაღები ორი მანქანა დაგვჭირდა.ერთში ინვენტარი და ის ნივთები ჩავალაგეთ რაც გვჭირდებოდა,მეორეში ჩვენ ჩავსხედით..
მდინარის პირას,მოსწორებული ადგილი მოვძებნეთ,ხეებიც რომ ყოფილიყო და ფერადი ნათურები ღამის განათებისა და ბუშტებისთვის.ნათურების გაჭიმვაში გიგი მოგვეხმარა,ლადომ და ქეთომ ჩემთან ერთად ბუშტები დაბერეს.ფერად ლენტებთან ერთად ჩამოვკიდეთ,მერე ისინი პლაკატების ჩამოსაკიდათ წავიდნენ,მე და ეთუნამ მინდორში პლედი გავშალეთ სუფრის გასაშლელად,გიგიმ სპეციალურად წამოღებული აპარატურა ამოალაგა და დინამიკებსაც იქვე ყველაზე ახლოს მდებარე ხეზე მიუჩინა ადგილი,მუსიკაც გვქონდა და ხმადაბალი მუსიკის ფონზე გავაგრძელეთ მზადება..
-მაინც ვერ ვხვდები რატომ აირჩიე მაინცდამაინც ეს ადგილი?
-იმიტიმ რომ აქ პირველი პაემანი გვქონდა ჩემი გიგი..
-აჰ მაშინ არ მიკვირს,ხელები ამიწევია..
-ჩვენც მოვედით,დავალება შესრულებულია შეფ.ორი თითი შეატყუპა და შუბლთან მიიტანა გაჯგიმულმა ლადომ
-მასხარა.ამიტყდა სიცილი
-რას არ გააკეთებ მეგობრის ბედნიერებისთვის.-
-შენი ვალი მაქვს იცოდე,ლოყაზე ვაკოცე ქეთოს და მოვეხვიე.
-მოკლედ წავედით ახალ ჩვენ ბავშვების და ბებოს მოსაყვანად და მალე მოვალთ,თქვენ კი დანარჩენს მიხედეთ.-მანქანაში ჩაჯდა გიგი და მეც გვერდით მივუსკუპდი...
ბავშვები მაშინვე გადახტნენ მანქანიდან როგორც კი მშობლები დაინახეს და ყიჟინით გაიქცნენ მათკენ,უცებ აითვისეს ტერიტორია.უკან მივყევი ტორტით და ჩემს უკან ბებია და გიგი მოდიოდნენ
-გამიგიჟებ ბებია იმ ბიჭს.
-ამას რომ გადაეკიდა უკვე გიჟია ისიც. დამასწრო ეთუნამ და ქალს წარუდგინა თავი.-ამ ქალბატონის ბავშვობის დაქალი ეთუნა,ეს კი ქეთო.
-სასაიმოვნოა ბებია, გადაკოცნა ქალმა ორივე და თბილი ღიმილით დააჯილდოვა
-ხოდა კი ვთქვი ფერი ფერსაო და მგონი არ ვცდები.
-გეყოფა ქეთო.გიგი იქნებ დაუჩქაროთ რაა?
-რა იყო ვერ ითმენ შენი პრინცის ნახვას?ჩვენ მზად ვარ შეგიძლია დარეკოთ.
-მომეცი ტელფონი,გამომტაცა ეთუნამ.მათეს ნომერი აკრიფა და ხმამაღალზე ჩართო.
-გისმენ ნია,როგორც იქნა უპასუხა მათემ.
-ნია არ ვარ. ეს ტელეფონი ქალაქგარეთ ვიპოვე ტყეში...
-რაა?ხმაში ნერვიულობა შევატყვე მათეს.-გულწრფელად შემეცოდა რომ ნერვიულობა მოუწევდა ცოტა ხანს.
-დიახ და მისი პატრონიც აქაა,უგონო მდგომარეობაში ვიპოვე,სასწრაფო უკვე გამოვიძახე,დაგელოდოთ?
-დიახ დიახ ახლავე მოვდივარ.მისამართი მითხარით,გავიგონე როგორ ჩაჯდა მანქანაში და როგორ დაქოქა. ეთუნა დაემშვიდობა,მისამართი მიწერა და მერე კმაყოფილმა ჩაიღიმა
-აღიარეთ რომ მსოფლიომ კარგი მსახიობი დაკარგა ჩემი სახით
-ვაღიარებ მაგარი ხარ.მაგრამ მაინც მეცოდება გულის სიღრმეში,ვიცი რომ ინერვიულებს..
-ახლა გვიანია უკვე,აბა ჰეე,დიდი დრო არ დასჭირდება ხო იცი მალე მოვა დაიწყე მომზადება..მითხრა ეთუნამ და სპეციალური ქუდი მოირგო თავზე. მინდორში მორბენალ ბავშვებს დავუძახე და ჩემთან მოვიხმე,საჭირო დარიგებები მივეცი,მათაც მოვარგე ქუდები ჩემთან ერთად,ყველა მოვემზადეთ და მათეს მოლოდნში ერთ ადგილზე შევიკრიბეთ.ერთადერთი ლადო იდგა გვერდით ცეცხლს ანთებდა მწვადების შესაწვავად.გიგიმ მუსიკა მოამზადა.
ხოო რა იყო ის სიუპრიზი რაც გზაში ელოდა მათეს დამავიწყდა მეთქა. ბანერები და ხეებზე გააკრული და გაჭიმული, სადაც სხვადახვა სიტყვები ეწერა.
"სწორად მოდიხარ" "პირდაპირ იარე" "თითქმის ჩემთან ხარ" "ცოტა დაგრჩა ჩემამდე"
"ჩემს გულთან ხარ" "ამ ჰაერზე მეტად მჭირდები" "მაპატიე" და ბოლოს ყველაზე განსხვავებულად დაწერილი "დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ძვირფასო "
ნეტავ რას იფიქრებდა ამ ყველაფრს რომ წაიკითხავდა,გამოყვებოდა კი ბოლომდე?იქნებ პირველივეზე მიმხვდარიყო მე რომ ვიყავი და უკან გაბრუნებულიყო? შიშმა ამიტანა და ის იყო იმედი გადამეწურა რომ მანქანის ხმაც გავიგონეთ და მალე ანთებული ფარები გამოჩნდა. ეთუნამ დაბადების დღის მისალოცი სიმღერა ჩართო.ქეთომ სანთლებ ანთებული ტორტი მოიმარჯვა.გიგიმ კი ფეიერვრკი გაუშვა,ბავშვები ჩემთან ერთად აყვნენ სიმღერას.
ვხედავდი გაოცებულ მათეს რომელსაც თვალები აენთო ბედნიერებისგან
-დაბადების დღეს გილოცავ მათე,ვიღიმოდი და მისკენ მივდიოდი,გვერდით ქეთო მომყვებოდა.იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის ეს ყველაფერი და მითუმეტეს ბებიის იქ დანახვა რომ გაშეშებული იდგა ერთ ადგილზე უმოქმედოთ.
-რა იყო ბებია არ მოგეწონა სიუპრიზი?-ხელი მიჰკრა ლენამ
მისი ურეაქციობის გამო მეც ნელნელა მიქრებოდა სახიდან ღიმილი,ვგრძნობდი მალე ტორტზე დაღვენთილი სანთლებივით დავიღვენთებოდი მეც. ყველა დაიბნა მის რეაქციაზე.
უცებ ხმამარალი სიცილი აუტყდა,მერე ხარხარში გადაუვიდა და მუცელზე ხელს იკიდებდა ისე ატკივდა.ჩემსკენ დაიძრა,წელზე მომხვია ხელები,ჰაერში ამიყვანა და ჩემთან ერთად დატრიალდა ადგილზე რამდენჯერმე.მერე მიწაზე დამაბრუნა და ტუჩებზე დამაცხრა.ეს იყო ყველაფრის პასუხი იმაზე რასაც ველოდი.
-დეე დეე ეს ბიძია რას აკეთებს?შენ ხომ მითხარი არ შეიძლებაო?დაქაჩა კალთაზე ეთუნა შვილმა
-მე გითხარი რომ ჯერ არ შეიძლება შენთვის ბაღში რომ გოგოებს კოცნიდე.რომ გაიზრდები მერე,-დაუქაჩა თვალები დედამ
-გვრიტებო ჩვენც აქ ვართ და ტორტზე სანამ ჯერ კიდევ დარჩა ანთებული სანთლები იქნებ ჩააქროთ.
-აჰ რა თქმა უნდა,ხელი არ გაუშვია ჩემთვის,ცალი ხელი წელზე შემიცურა და სანთლებს სული შეუბერა,ყველა უცებ ჩაქრა და აბლოდისმენტებიც გაისმა.რიგრიგობით წარვუდგინე ყველა, კმაყოფილი და ბედნიერი ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. ბოლოს ისევ დამიმარტოხელა სანამ ლადო მწვადებს მოიტანდა და გოგოები საბოლოოდ დაასრულებდნენ სუფრის გაშლას,ლენამ ბავშვებთან იპოვა გასართობი ჩვენ კი იქვე შორიახლოს ჩამოვჯექით მინდორზე
-ეს საიდან მოიფიქრე გადარეულო?ან საიდან გაიგე?
-ჩემი აგენტები ყველგან მყავს,გამეცინა და მივეხუტე
-მოდიიით დაიძახა ქეთომ და ადგილი დაიკავა ქმრის გვერდით.მალე ყველა ერთად ვისხედით მინდორში და გემრიელად ვილუკმებოდით
-მართლა კარგი სიუპრიზი გამოგივიდა,ასეთ რამეს მხოლოდ შენ თუ მოიფიქრებდი
-რას ამბობ მათევ ბატონო,გადაგვდა და გადაგვასახლა ორი დღე.ბიჭს ვაწყენინე და შემარიგთო.და ეს რომ არ გვექნა ცოცხლად შეგვჭამდა
-ეთუნა მიხედე შენ ქმარს ცუდად ხუმრობს.-შევძახე დაქალს
-როდის იყო შენ აკლებდი.მომაძახა იმანაც
-ლენაჩკაც რომ დაგიპატიჟებათ..
-აბა მე შენი ახლობლებიდან და მეგობრებიდან მეტს არავის ვიცნობ და მის გარეშე როგორ გამოვიდოდა..

მოკლედ იმ საღამოს გიგიმ ითამადა ,ბევრი გვაცინა და გვამხიარულა,კარგად გაუგეს ერთმანეთს ბიჭებმა.ბევრიც დალიეს და იმაიმუნეს,თითქოს დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენო.მერე გიგიმ გიტარა გადმოიღო და სიმრეაც მოგვიძღვნა,მატეც რომ აყვა სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი,მე სიმღერა არ ვიცი მაგრამ სამაგიეროდ ცეკვა გამომდის კარგადო და ლადომ ცოლი წაიყვანა საცეკვაოდ,ჩვენც აგვიყოლიეს დანარცენი წყვილი და საბოლოოდ ყველ ავცეკვდით.თან სასმელმაც იმოქმედა და ტავს კარგად ვგრძნობდით.ეს იყო ჩვენი პირველი ერთობლივი საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად.ამ დღეს ვიქეცით ოფიციალურ შეყვარებულებად ყველანაირი სიტყვების და სიყვარულის ახსნის გარეშე,ან რა საჭიროა სიტყვები იქ როცა საქციელი ყველაფერს გამოხატავს და მზერა ყველაფერს ამბობს?.....

***********

იცით როგორი დღეები მქონდა ამის შემდეგ მთელი შვებულების განმავლობაში?რომ იტყვიან ხოლმე ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი პერიოდი იყოო სწორედ ასეთ დროზე იგულისხმებდნენ ალბათ.ყველაფერი ისე იყო ვერასოდეს რომ ვერ ვიოცნებებდი..ერთი ბედნიერი დღის ნაცვლად მათემ უბედნიერესი ორი კვირა მაჩუქა.ხელი დამავლო,ბარგი ჩემთან შეუთანხმებლად ჩაალაგა და ლოპოტას ტბაზე წავედით. იქიდან კი თითქმის მთელი კახეთის ღირსშესანიშნაობები შემოვიარეთ,სადაც ფეხით ვერ მივედით მანქანით და პირიქით.ერთმანეთის უკეთ გასაცნობად საუკეთესო დრო იყო და გამოგვივიდა კიდეც,ბევრი რამ გავიგეთ და შევისწავლეთ ერთმანეთის ხასიათი,დადებითი და უარყოფითი თვისებები,რა მოგვწონდა და რა არ მოგვწონდა და კიდევ სხვები,ერთადერთი რაშიც ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას ეს იყო ის რომ მას მთაში დასვენება ერჩივნა,მე ზღვაზე.მაგრამ გადაწყდა რომ აქედან რომ დავბრუნდებოდით იქაც წავიდოდით. მას ფეხით სიარული უყვარდა,მეუბნებოდა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოაო და შეეძლო მთელი დღე ეხეტიალა,მე კი მალე ვიღლებოდი და მერე წუწუნით ვიკლებდი...ის საშინლად მშვიდი,დამთმობი და საყვარელი იყო,მე კი საშინლად ჯიუტი და ყოველთვის როცა რაღაცას ამბობდა საპირისპიროს ვეუბნებოდი და ვაკეთებდი.საბოლოოდ კი საღამოს რაც არ უნდა გაბუტუბელი და ნაწყენები ვყოფილიყავით ერთმანეთზე საწოლში ვრიგდებოდით,რაც საკმაოდ კარგად გამოგვდიოდა ორივეს...საერთოდ ჩემი გათხოვილი დაქალები როცა მეუბნებოდნენ წყვილის ურთიერთობა იდეალური მაშინაა როცა საწოლში ყველაზე კარგად უგებენ ერთამანეთს და უსიტყვოდ ესმითო არ მჯეროდა და დავცინოდი,მაგრამ ახლა დავიჯერე,ეს ნამდვილად ასე იყო...
მათეს ძალიან უყვარდა სიუპრიზების მოწყობა და ჩემი განებივრება,რაც ასევე შესანიშნავად გამოსდიოდა,კახეთში კიდევ ორი დღე უნდა გაგვეტარებინა როცა მოულოდნელად ჩემი მეგობრები დაგვადგნენ თავზე.ამ ვაჟბატონს დაუგეგმავს ბიჭებთან ერთად და საღამოს როცა ბუნებაში წავედით სასერინოთ ისინიც დაგვადგნენ შესაბამისი აღჭურვილობით.
აი ახლაც ვზივარ მინდორში და დაშტერებული თვალს ვერ ვაშორებ მათეს,რომელსაც მოკლე შორტი ჩაუცვამს,სიცხის გამო წელს ზევით სრულიად შიშველია და ისე ვარ რომ ლამისაა ნერწყვები გადმომივიდეს პირიდან...
-გოგო რა გამოლენჩებული უყურებ მაგ ბიჭს,ვის არ ყოლია შეყვარებული ან ქმარი?-კეფაში წამითაქა ეთუნამ როცა მიხვდა რომ მის მოყოლილ ამბავზე რეაქცია არ მქონია
-ჰა?რა მითხარი?
-რა და ბებიაჩემი წამომდგარა თურმე საფლავიდან რომ დაენახე რა გამოშტრებული ზიხარ და იმ ბიჭს თვალებით ბურღავ
-შენ მართლა ასეთი შეყვარებული ხარ?-გვერდით მომიჯდა ქეთო
-რას ქვია მართლა?შევხედე გაოცებულმა
-აი ვერ ვიჯერებ რომ შენი გაყინული გული ვიღაცამ გაალღო და მომკალი თუ გინდა
-ახლა მე მოვალ და ორივეს მოგკლავთ თუ არ ადგებით და არ მომეხმარებით.დანა მოგვიღერა ეთუნამ
-შეხედე რა საყვარელია.ხო საყვარელია?-დავაიგნორე მისი ნათქვამი
-არაა სასწრაფოდ უნდა გავათხოვოთ ეს გოგო თორემ მალე სულ დაკარგავს ჭკუას და მეშინია რამე სისულელე არ ჩაიდინოს
-ისე მართალია ეთუნა,გათხოვება იქით და იმედია ამჯერად სისულელეს არ ჩაიდენ და ამ ბიჭს ასე ადვილად არ დათმობ როგორც მაშინ,
-ამჯერად მას არავის დავუთმობ სულ რომ მთელი საქალეთი გადამეკიდოს და მოსაკლავად დამდევდეს ეს ბიჭი ჩვენ გვინდაო,ყველას დავუპირისპირდები მის გამო.სულელი ვიყავი მაშინ,სულელი,ამაყი და მშიშარა ასე უბრძოლველად და მარტივად რომ გავუშვი მასთან.მაგრამ ასე ჯობდა,ვინც წასასვლელია დროზე უნდა წავიდეს რომ გზა დაუთმოს სხვას-მასზე ღირსეულს და უკეთესს.-ამაყად გავხედე მათეს და ჩამეღიმა
-ეს შენ ხარ?მიადე ერთი შუბლზე ხელი სიცხე ხომ არ აქვს და ხომ არ ბოდავს? გაეცინა ეთუნას
-სრულიად ჯანმრთელი ვარ და საღ გონებაზე
-ერთი რჩევა ჩემგან ჩემო ძვირფასო.მამაკაცს ყოველთვის უხარია როცა გვერდით მუდამ მომღიმარი და მხიარული ცოლი ხვდება ყველა პრობლემის მიუხედავად.მას უნდა აგრძნობინო რომ შენ მის გვერდში ხარ ყოიველთვის და შუძლია გენდოს და დაგეყრდნოს,მისთვის უნდა იყო ყველაფერი ცოლიც,მეგობარიც,მესაიდუმლეც და რაც მთავარია მისი შვილების დედა..
-ჩემი პროფესორა ხარ შენ.. მოვეხვიე ქეთოს და გვერდებში შევუღიტინე.ვიცოდი ეს მისთვის რასაც ნიშნავდა შეიძლებოდა გული წასვლოდა.
-აუტანელო,-ხელის კვრით მომიშორა,-შენ თუ ვინმეს ჩახუტება გინდა წადი და შენს რომეოს ჩაეხუტე.მათეე მოდი აქეთ და დააშოშმინე ეს გოგო,თორემ ჩვენზე ძალადობს და დარჩები შეყვარებულის გარეშე,გასძახა მერე მათეს
-მაგას ისეთი ენერგია აქვს ვეჭვობ რომ მისი დაშოშმინება გამიჭირდება ამაღამ.-არ დამინდო მანაც და ჩვენსკენ წამოვიდა.პასუხად წამოვდექი და წყლით სავსე ბოთლს დავწვდი,მისკენ წავედი რომ შემესხა
-მანამდე გაგრილება არ გაწყენდა.
-არ გაბედო.სწრაფად მწვდა ხელებში,ბოთლი გვერდით მოისროლა,წელზე შემიცურა ხელები და ზურგიდან ამეკრო.კისერში საოცარი კოცნა დამიტოვა ისეთი რომ კანზე ბუსუსებმა დამაყარა
-გაწიე ხელები შე ბოროტო
-ნუ ცდილობ ყოველთვის გამექცე..მიჩურჩულა ვნებამორეული ხმით
-მაინცდამაინც ახლა ნუ მოგინდებათ ბავშვის გაკეთება.
-უტაქტო,-მივაძახე ეთუნას და მათეს ხელები გავაშვებინე
-იქნებ უკვე დაწყებული გვაქვს.-ეშმაკურად ჩამიკრა თვალი მათემ.-ჩვენს პირად სივრცეში ნუ იჭრები ქალბატონო,ჩემს მაგივრად უპასუხა აბაშიძემ
-უკვე დაიმსგავსე ხო ეს ბიჭი შე მწარე
-ისევე როგორც შენ დაიმსგავსე შენი ქმარი.
-აბა ვინ მახსენა?აგვესვეტა წინ გიგი
-ეს ქალბატონი გახსენებს ძვირფასო ქმარო.მიეკრა ეთუნა.-შეყვარებულია გოგო და განსაკუთრებული იუმორი მოეძალა
-ეთუნაა განსაკუთრებულად მოგხვდება დღეს შენ.-დავუბრიალე თვალები

მოკლედ მალე ლადომ როგორც წესია და ხშირად ხდება ქართველ მამაკაცებში უგემრიელესი და კარგად დაბრაწული მწვადები მოგვართვა,დანარჩენებმა კარვები გაშალეს,მე კი მათესთან ერთად უკვე გაშლილ სუფრასთან ვიჯექი და ველოდი მათ მოსვლას.თავიდან ისე მივეძალე საჭმელს თითქოს მთელი კვირის უჭმელი ვყოფილიყავი,მაგრამ მალევე დავნაყრდი და უსიამოვნო შეგრძნებამ დამიარა მუცელში,არც არავის დაუძალებია და უკითხავს რატომ აღარ ვჭამდი ან ვსვავდი,გოგოები თავის მეორე ნახევრებთან ერთად ჩახუტებულები ბედნიერად ისმენდნენ მათეს მოყოლილ მხიარულ ისტორიებს.მიხაროდა რომ ერთმანეთს ასე კარგად გაუგეს და შეეწყვნენ.გვიანი იყო როცა დასაძინებლად ყველამ თავის კარავს მიაშურა,ჩვენ კი ისევ გარეთ ვიჯექით,დაძინებას არც ერთი არ ვჩქარობდით.ჩემი შვებულების ბოლო დღე იყო და ასე კიდევ როდის ვიქნებოდით არავინ იცოდა.
თავი მათეს მხარზე ჩამოვადე,მანაც ხელი მომხვია და სხეულზე ამიკრა.ვცდილობდი ბოლომდე შემეგრძნო ეს ბედნიერება რასაც მისი სიახლოვე მანიჭებდა.ეს საოცარი ღამეც ხელს მიწყობდა ამაში-სავსე მთვარე,ვარსკვლავებით მოჭედილი ცა,საოცარი სიჩუმე.სიგრილე
-ნახე ვარსკვლავი ჩამოვარდა,-გაეცინა
-ჩაიფიქრე რამე..
-ჩასაფიქრებელი არაფერია,ყველაფერი მაქვს რაც მინდა..საყვარელი ქალი მაკლდა გვერდით და ისიც მყავს.-შუბლზე მაკოცა და თითები ჩემ თმაში ახლართა
-ესეგი ყველაფერი?
-კი ყველაფერი
-რამდენიმე თვის უკან ვერც კი გავიფიქრებდი და ვიოცნებებდი რომ გვერდით მეც საყვარელი მამაკაცი მეყოლებოდა,მითუმეტეს შენ თუ შეგხვდებოდი საერთოდ და შენ თუ ისევ შეგხვდებოდი.
-შემხვდი და თან როგორ?ჩემი მეზობელი გახდი.ისე მართლა ხომ არ გავაკეთოთ იმ კედელში კარი ჰაა?
-სულელო.ავყევი სიცილში
-რატომ?ცუდი იდეაა?ნია რა იქნება აქედან რომ დავბრუნდებით?დასერიოზულდა უცებ
-რა უნდა იყოს?
-ნუ იქცევი ისე თითქოს ვერ ხვდები?სულ ერთად ვართ ისედაც და ბარემ გადმოდი ჩემთან?
იმდენად მოულოდნელი იყო ეს რომ დავიბენი და პასუხის გაცემა ვერ მოვახერხე
-ხო სწორად გაიგე.გადმოდი ჩემთან და სახელი დავარქვათ ამ ურთიერთობას.არ დაიღალე?ამჯერად მაინც ხომ ვიცნობთ ერთმანეთს უკეთესად?
-ისევ იმ თემამდე მივედით რომ შენ ოჯახი გინდა და ოჯახი დავირქვათ..
-ერთხელდა სამუდამოდ მოიშორე ეგ შიში და გადალახე რაა.რატომ უარობ ვერ ვხვდები
-ერთი ფარატინა ფურცელშია საქმე?მაინცდამაინც ხელი უნდა მოვაწეროთ და კანონიერი გავხადოთ ეს ურთიერთობა?ეს გინდა?
-ისევ არ გესმის ჩემი.ამ საკითხში არასოდეს არ გესმოდა.მე მინდა რომ ერთად ვიცხოვროთ,ერთ სახლში და სულ არ მაინტერესებს ეგ.მნიშვნელობა არ აქვს კანონერად თუ არაკანონიერად მინდა რომ ჩემთან იყო და ჩემს სახლში ცხოვრობდე.ხმაში სიმკაცრე შეეპარა
-მათე არ მინდა რომ ამ ყველაფერმა,ერთად ყოფნამ,თუნდაც ხელის მოწერამ ჩვენი გრძნობები შეცვალოს.არ მინდა ჩვენს ურთიერთობაზე იმოქმედოს,არ მინდა რომ გაქრეს ის საოცარი რამე რასაც შენს მიმართ განვიცდი.
-არ გაქრება.რატომ უნდა გაქრეს?გრძნობა იმ შემთხვევაში ქრება როცა წყვილი ვერ უგებს ერთმანეთს,არ ესმის ერთმანეთის,სხვადასხვა ინტერესები და შეხედულებები აქვთ,არ იციან დათმობა,ერთამენთის მოსმენა და პატივისცემა. თან აი მაგალითად შენი მშობლები რომ ჩამოვლენ სოფილდან რას ეტყვი მათ?უნდა დამმალო?
აქ მართლა დავიბენი,ეს ის კითხვა იყო რისიც ყოველთვის მეშინოდა და ალბათ თვალის გასწორება მიჭირდა,არადა ადრე თუ გვიან ხომ მიანც უნდა გადავსულიყავით ურთიერთობის სხვა ეტაპზე?
-საინტერესო გოგო ხარ ისე,ყველა გოგოს უნდა და ერთი სული აქვს საყვარელმა მამაკაცმა დაქორწინება და ერთად ყოფნა შესთავაზოს,შენ კი პირიქით.
-მე ასეთი უკუღმართი ვარ,გამეცინა და ისიც ამყვა.-გპირდები ვიფიქრებ მაგაზე,აი აქედან რომ დავბრუნდებით პასუხს მალე გეტყვი.ახლა კი წამოდი დავიძინოთ გვიანია ისედაც.მე კი თავს შეუძლოდ ვგრძნობ,ეტყობა გადავიღალე ამდენი სიარულისგან
-შენ სულ ახერხებ თავის დაძვრენას როცა მე სერიოზულად გელაპარაკები.ბუზღუნით ამედევნა უკან.
**************

იცით როგორი შეგრძნებით დავბრუნდი კახეთიდან?რაღაც ცუდის მოლოდინში რომ ხარ.მარტო გული კი არა სხულის თითოეული უჯრედი რომ გრძნობს ამას და თითოეული ორგანო იჟღინთება მერე.ვერ ვგრძნობდი საიდან მელოდა რამე ან რომელი მხრიდან,მაგრამ კარგი რომ არ იქნებოდა ეს ვიცოდი.
რამდენიმე დღემ ისე გასტანა რომ საინტერესო არაფერი მოხდარა.უკვე შუა აგვისტო იდგა.სამსახურში ვიჯექი და ამაოდ ვებრძოდი აგვისტოს სიცხეს მე და კონდიციონერები.თანამშრომლების ნაკლებობას განვიცდიდით.მათი ნაწილი კუთვნილ შვებულებაში იყო და დასასვენებლად იყვნენ გაკრეფილები სხვადასხვა კურორტებზე. უჰაერობამ შემაწუხა.ისე რომ ყელში წამიჭირა და თავი შეუძლოდ ვიგრძენი.არა ბოლო პერიოდი კი მაწუხებდა მსგავსი რაღაცეები მაგრამ ეს უკვე ნამეტანი იყო. შუადღემდე გავძელი ასე,აი მერე კი საბოლოოდ გადამეკრა თვალებზე ბინდი და მეტი აღარაფერი არ მახსოვს.გონს რომ მოვედი ჩემი ერთ-ერთი თანამშრომელი მადგა თავზე და სასწრაფოს მანქანით საავადმყოფოში მივყავდი.
-ძალიან შეგვაშინე ნია. ჩემი ხელი თავისაში მოიქცია.-ექიმო ხომ კარგად იქნება?
-გამოკვლევებია ჩასატარებელი,უნდა გავიგოთ გონების დაკარგვა რამ გამოიწვია.
-ვინმეს დავურეკო?
-არა არავის თაკო.მე დავურეკავ მერე პასუხები რომ იქნება.
არ მინდოდა მათეს ენერვიულა,ისედაც ვიცოდი რომ საშიში არაფერი იყო და რატომ შემეშინებინა.სიცხის და უჰაერობის გამო ბევრს წასვლია გული.
ანალიზები ჩავაბარე. რამდენიმე გამოკვლევა ჩამიტარეს.ექიმი კითხვებს მისვამდა,ძირითადად არეულად ვპასუხობდი. ორ საათში უკვე მის წინ ვჯექი მოფერიანებული და ენერგიაზე და მისი განაჩენის მოლოდინში ვიყავი.
-თქვენ ორსულად ხართ.პირდაპირ დაიწყო ექიმმა.-თავიდანე ვიეჭვე ეს მაგრამ მინდოდა რომ დავრწმუნებულიყავი.
-არ არსებობს.როგორ?-ჩემთვის შოკი იყო მისი სიტყვები და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი.
-კი მაგრამ გოგონა რას ქვია როგორ?არ იცით ეს როგორ ხდება?გაუკვირდა მასაც.
როგორ მოხდა ეს?კი მაგრამ თავს ხომ ვიცავდით?ჯანდაბა გამახსენდა მაშინ მათეს ბებიასთან რომ ვიყავით სტუმრად მაშინ ეს სულ არ მახსოვდა.
აი სიუპრიზი ნამდვილი სიუპრიზი.ჯერ ბოლომდე ვერ შევიგრძენი იმის განცდა რომ ჩემს სხეულში ახალი სიცოცხლე უნდა გაზრდილიყო და მისი ამ ქვეყნად მოვლინების ბედნიერება მხვდებოდა წილად.მათეს რომ ეთქვა,ეს რომ გააზრებული ყოფილიყო დარწმუნებული ვარ არ დავთანხმდებოდი,უარს ვეტყოდი და შესაძლოა აბორტიც კი გამეკეთებინა.მაგრამ ახლა როცა ვიგრძენი რომ ის ჩემში იყო არ მქონდა უფლება რომ მისთვის არ მებრძოლა.ახლა ის ქვეყანას მერჩივნა.მისთვის ყველაფერს დავთმობდი.გაუაზრებლად გაიღვიძა ჩემში დედობის ინსტიქტმა და ექიმის დანარჩენი სიტყვების მოსმენისას თავზარი დამეცა
-წესით ყველაფერი კარგად იქნებოდა და უნდა იყოს,მაგრამ... არსებობს ერთი მაგრამ და როცა ექიმმა დაასრულა საბოლოოდ გავითიშე ამ ქვეყნიდან....

*******
განადგურებული გამოვედი საავადმყოფოდან.ექიმის სიტყვები ჩემთვის განაჩენი იყო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.აუცილებლელი და გარდაუვალი.ფეხარეული მივაბიჯებდი სამყაროსგან გათიშული ტელეფონი კი რეკავდა და არ ჩერდებოდა.მათე იყო აბა სხვა არავინ მყავდა ამ მომენტში ისეთი ვისაც ასე მოვაკლდებოდი და ვინც იდარდებდა.არა როგორ არა რა დაუნახავი ვარ.განა ეთუნას და ქეთოს არ დააკლდებოდა სულელი მეგობარი?მშობლებს უმადური შვილი? მე ხომ ყველა და ყველაფერი ახლა დავაფასე როცა ასე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ჩემი სიცოცხლე.ბედის ირონიაა შვილიც მაშინ მომცა როცა არანაირად არ მინდოდა.ოღონდ იმდენი ვიძახე არ მინდა თქო რომ ბოლომდე ვერ გამომოიმეტა უფალმა. ახლაც ექიმის სიტყვები ჩამესმოდა და ტვინში სისხლს მიქცევდა.
-სასწრაფო აბორტი უნდა გავაკეთოთ და ბავშვი მოგაშოროთ. ძნელად მაგრამ მაინც მოაღწია ამ სიტყვებმა ჩემს ყურამდე
-არაა.ოღონდ ეგ არა. უნებურად ავიფარე მუცელზე ხელები თითქოს მის დაცვას ვცდილობდი ამით.
-ნია ასეა საჭირო.დამიჯერე მეც საშინლად ვერ ვიტან ამ სიტუაციას მაგრამ ის შენ მოგკლავს.ის არაფერი არაა.ანომალიაა რომელიც საშვილოსნოს გარეთ ვითარდება და შენს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
-რა გავაკეთო ექიმო?როგორ მოვიქცე?უკვე ღაპაღუპით მცვიოდა ცრემლები
-ეს არაა მთავარი.კიდევ მაქვს რაღაც სათქმელი.შენს საშვილოსნოში წარმონაქმნია სავარაუდოდ სიმსივნური.იმისთვის რომ გავიგოთ მისი წარმომავლობა ბიოფსია უნდა ჩავატაროთ და მკურნალობის გეგმა დავსახოთ.მერწმუნე ჩემთვისაც ისევე რთულია ეს როგორც შენთვის.მეც ქალი ვარ და კარგად მესმის რა საფრთხის წინაშე ხარ მაგრამ ეს უნდა გავაკეტოთ.მენდე დამიჯერე შენ შეძლებ შვილის გაჩენას ოღონდ ახლა არა.
-მე ძალიან მინდა ეს ბავშვი.დავიჩურჩულე სასოწარკვეთილმა
-ახლა სახლში წახვალ.ბავშვის მამას დაელაპარაკები.დაფიქრდები გადაწყვეტილებას მიიღებ და რაც შეიძლება მალე ჩემთან გელოდებით.
ექიმის თვალებში თითქოს ის სხივი დავინახე რასაც ველოდი და რაც ასე ძალიან მჭირდებოდა ახლა...
რა მძიმე ყოფილა ყველაფრის გაანალიზება და გადაწყვეტილების მიღება.რობოტივით დავდიოდი და სავარაუდოდ მალე გავაფრენდი ალბათ.სულის ტკივილს ვერაფერს ვშველოდი.
განადგურებულმა შევაღე სახლის კარი და ჩუმად შევიპარე სახლში თითქოს ქურდი ვყოფილიყავი ისე ვმოძრაობდი.მარტო ყოფნა მინდოდა და ვნატრობდი მას არ შევხვედროდი.ამიხდა კიდეც ის არ იყო.ტანსაცმლიანი მივწექი საწოლზე სინათლეც კი არ ამინთია.ვტიროდი, ჩემს ბედს ვწყევლიდი.უცებ ჩემს სმენას ქალის ხმა მოესმა.ჯერ ხმადაბალი.მერე აშკარად აუწია ტონს და ნათლად გავიგონე მისი სიტყვები.
-გეუბნები ორსულად ვართქო.აქ არის ამის პასუხი და შენ კიდევ ეჭვი გეპარება ამაში?
-ფუ ამის დედას შე...ი,ეს მინდოდა ახლა.ისედაც გაგიჟებული ვარ.ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს ვერ ვპოულობ.იყვირა მათემ და მერე მტვრევის ხმა მომესმა.ბედის ირონია კაცისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ის ჩემზე ფიქრობდა და ნერვიულობდა.
-გადაწყვიტე ან ცოლად მომიყვან ან ბავშვს მოვიშორებ.
ფუ რა ამაზრზენია ეს ყველაფერი.მე ბავშვზე ვოცნებობდი და ის კი ასე ადვილად იმეტებდა მას მოსაკლავად.ჯერ არ დაბადებულ უცოდველ ბავშვს.
-მაცადეეე,ცოტა ხანს მაცადეე.იყვირა ისევ მათემ.-კი მაგრამ ეს როგორ მოხდა.თავს ხომ ვიცავდით?
-არც მე არ ვიცი.როგორც ჩანს ისე ვიყავით ვნებისგან დაბრმავებულები რომ გამოგვრჩა
-გამორიცხულია.მატყუებ.დარწმუნებული ვარ ბავშვი სხვისია და ჩემი მოტყუება გინდა.ვერ დამაჯერებ რომ ჩემს გარდა სხვა არ გყავდა.
-ამას როგორ მიბედავ?შეტევაზე გადავიდა ქალი.
-არ იმსახურებ?თუ გავიწყდება ვინ ხარ?ერთი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ხარ რომელიც ნამდვილად არ მიმსახურებს იმას რომ ჩემი შვილის დედა ერქვას.
-ასე იმ კახ..ს გამო იქცევი ხო?რაც ის გამოჩნდა მას მერე თქვი ჩემზე უარი.ვანანებ აუცილებლად ვანანებ მასაც და შენც ასე რომ მომექეცით.
-არ გავედო გესმის?მას არაფერო დაუშავო.მას რომ შეეხო თავ ბედს გაწყევლინებ. ჯანდაბა ნია სად ხარ სად?ისევ ჩემზე ფიქრობდა ასეთ მნიშვნელოვან მომენტში.
მთელი საუბარი მესმოდა.მესმოდა როგორ მიცავდა მათე.როგორ ნერვიულობდა ჩემზე.როგორ განიცდიდა ამ ამბავს.ალბათ იმ ამბისთვის არ მიქცევია ყურადრება უფრო მეტად ვიდრე იმისთვის რომ მე მის გვერდით არ ვიყავი.
თვითონაც გვიან მივხვდი რომ გადაწყვეტილება გაუაზრებლად მივიღე.უკვე ჩემოდანს ვალაგებდი.. როგორი საშინელი შეგრძნებაა წარმოვიდგინე რომ მე ბავშვის გაჩენაზე ვოცნებობდი.მისი მოშორება მიწევდა და სხვა ქალი მას გაუჩენდა ბავსვს.
ჩემი.მათეს და მათი მომავალი შვილის საქმე უკვე გადავწყვიტე.მე ზედმეტი ვიყავი და აუცილებლად უნდა წავსულიყავი.მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოვიფარგლე.შეტყობინება მივწერე.“-მაპატიე.მე ზედმეტი ვარ“.
ტაქსი უკვე ქვემოთ მელოდა.ჩემოდანი საბარგულში ჩამადებინა.საჭეს მიუჯდა მერე და ნელა დაძრა მანქანა.სად წავიდოდი ისეთ ადგილზე სადაც არ მნახავდა არავინ?პირველი ბებიაჩემის სოფელი გამახსენდა დედაჩემის დედის და ის მისამართი ვუკარნახე.აქ ყოველთვის მშვიდად ვგრძნობდი თავს.ყოველთვის მშველოდა ფიქრში და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
გოგოები არ გამიფრთხილებია.ტელეფონი გამოვრთე და ბოლომდე მივენდე მძღოლის გამოცდილებას.შუახნის მამაკაცი იყო ჭაღარა შეპარული.დინჯად მართავდა მანქანას.თბილისის გასასვლელში გავაჩერებინე.კარფურში საკვები პროდუქტები შევიძინე და ისევ განვაგრძეთ გზა.მუსიკა ჩართო.ნაზი მელოდია სწრაფად შემოიჭრა სალონში და მომადუნა.მიმეძინა.რომ გამეღვიძა რიჟრაჟი იყო და დანიშნულების ადგილს ვუახლოვდებოდით.
გასაღები ისევ იქ დამხვდა სადაც ყოველთვის იდო.ქოთნის ქვეშ.მაშინვე მეცა მტვრის და ჩახუთული ჰაერის სუნი როგორც კი პირველივე ნაბიჯი შევდგი და ჩემი ჩემოდნიანად შიგნით შევედი. ფანჯრები გამოვაღე და მოუვლელ ეზოს გადავხედე.
ძველი.პატარა ერთსართულიანი სახლი იყო.სამი საძინებლით.მისაღები და სასიდილო ოთახი და სააბაზანო-ტუალეტით.ასეთივე პატარა,მყუდრო აივანი ჰქონდა ბებოს მოწყობილი მრგვალი მაგიდით და ექვსი სკამით.ისევ ისე უცვლელად იდგნენ და ალბათ მდუმარედ გველოდნენ როდის შემოუსხდებოდა ვინმე მას და როდის აჟრიამულდებოდა აქაურობა,რომ ისევ გაშლილიყო მასზე სამხიარულო სუფრები.ჩემი და ჩემი ძმის მაიმუნობებზე სულ რომ ეცინებოდათ ბებოს და პაპას და დედა სულ რომ გვიჯავრდებოდა.კიდევ რამდენ კარგ რამეს ინახავდა ეს ადგილი ვინ იცის?აგერ უკვე სამი წელია მათი გარდაცვალრბის შემდეგ გავიხურეთ კარები და აღარც ჩამოვსულვართ....
ტანსაცმლიანს მიმეძინა მთელი ღამის ნამგზავრს და დიდხანს მეძინა.რომ გავიღვიძე საღამო იყო და სასიამოვნოდ აგრილებულიყო.
ორი დღე ისე გავიდა რომ არავის შევხმიანებულვარ ქალაქში და არც აქ მწვევია ვინმე სტუმრად.გადაუხდელობის გამო სინათლე არ მქონდა,არც მიდარდია.ტელეფონიც საბოლოოდ დაჯდა.
მესამე საღამოს უკვე საბოლოოდ დავწყნარდი.არეული აღარ ვიყავი.უკვე ნათლად ვხედავდი გამოსავალს.აღარ ცვლიდა ჩემს ტვინში ერთმანეთს ექიმის და იმ ქალბატონის სიტყვები.ვიცოდი რომ არ მქონდა უფლება ასე უმოქმედოთ ვმჯდარიყავი და სიცოცხლისთვის და საყვარელი ადამიანისთვის არ მებრძოლა ..
ათი საათი ხდებოდა.ისევ აივანზე ვიჯექი და ისევ ამ საოცარი სიმშვიდით და ღამით ვტკბებოდი.მთვარეც საოცარად ანათებდა.მანქანის ხმა რომ შემომესმა ზუსტად ვიცოდი ვინ იყო.გულს ბაგაბუგი გაჰქონდა.ადგილიდან ვერ დავიძარი.ისიც კი არ ვიცოდი როგორ მომაგნო.ვიცოდი მის რისხვას ვერ გადავურჩებოდი და თითქოს შინაგანად მოვემზადე კიდეც.ჩემდა გასაკვირად ის დინჯად ამოვიდა აივანზე და მშვიდად ჩამოჯდა ჩემს პირდაპირ.რაღაც დამიდო წინ თუმცა არ დამიხედავს არც მისთვის შემიხედავს ისევ ისე ერტ წერტილს მივჩერებოდი.
-როდის უნდა გეთქვა?წყნარი მაგრამ საოცრად მკაცრი იყო მისი კითხვა
-როგორ მომაგენი?ვუპასუხე კითხვით მეც
-ჯერ მე გკითხე როდის უნდა გეთქვა-თქო?იფეთქა უცებ და მაგიდას მუშტი დაარტყა.გამაჟრიალა.
-რა უნდა მეთქვა?
-ეს.
-გამიშვი ხელი.მე რა ვიცი მანდ რა წერია.სიბნელეში ჯერ არ დამიწყია კითხვა.
-კარგად იცი რასაც გეკითხები.როდის უნდა გეთქვა რომ ორსულად იყავი?შენ როდემდე აპირებ შენ ჭკუაზე სიარულს?რით ვერ გაიგე რომ მე შენთან სერიოზული ურთიერთობა მინდა და არ გაქვს უფლება ასე წახვიდე.გაუჩინარდე და არაფერი ამიხსნა.
-არ ვარ ორსულად არააა.ვიყვირე სასოწარკვეთილმა და ყურებზე ავიფარე ხელი,
ცრემლებმა თავისით იწყეს დენა.
ცრემლებმა თავისით იწყეს დენა.
-ახლა არ ხარ ხომ?რა გინდა ჩემი დასჯა?რისთვის?რატომ მატყუებ?
-ეგ საბუთი ცდება.
-როგორ თუ ცდება?ექიმის დასკვნაა.ნუთუ აბორტი...
-გაჩუმდი არ თქვა არ დაასრულო.
მკლავში ჩამავლო ხელი და წამომაყენა.გაცეცხლებული მიყურებდა.-მითხარი რომ ვცდები.ჯანდაბა ნუ ტირიხარ ხომ იცი რომ ამაზე ვგიჟდები...ნიაა,ლოყაზე ხელი ჩამომისვა.-ნუთუ ბავშვი არსებობს?უცებ შეეპარა ღიმილი
-კი არსებობს.ოღონდ მე კი არა შენი საყვარელია ორსულად.თუ ვცდები?ჯერ ფერი გადაუვიდა სახეზე.მერე ხელები გამიშვა და ისეთი ისტერიკული სიცილიბატეხა რომ სული ძლივს მოითქვა
-მაგის გამო წახვედი გოგო?ვაიმე რა სულელი მყავხარ.
-რა გაცინებს მათეე?
-ასე ადვილად უთმობდი ჩემს თავს?ასე ადვილად მტოვებდი ასეთ საოცრად სიმპატიურ ბიჭს?
-ახლა შენს ფიზიკურ მონაცემებზე საუბრის დრო ნაკლებადაა.შევუღრინე
-ის საუბარი მოისმინე და მაგიტომ წახვედი?შენ მართლა გეგონა რომ მის ტყუილს დავიჯერებდი?დნმ-ის ჩატარება მოვინდომე ექიმთან მივიყვანე და ფაქტის წინაშე რომ აღმოჩნდა აღიარა ყველაფერი.ასე მარტივად დასრულდა ეს ამბავი.მაგრამ იმან კი მართლა ჭკუიდან გადამიყვანა შენ რომ წახვედი და ვერსად გიპოვე.ყველგან გეძებდი შენებთანაც კი ჩავედი.
-არ გადამრიო.ჩახვედი და ასე მიადექი პირდაპირ?
-კი ასე მივადექი და ვუთხარი ვინც ვიყავი.ჯერ კი აიფოფრა შენი ძმა,მაგრამ მერე მამაშენმა მოაგვარა და ერთი კარგადაც მოვილხინეთ.ჯიგარი სასიმამრო მყავს.გაეცინა მათეს და გვერდით მომიჯდა.
-მათე რას ბოდავ?
-არ ვბოდავ.სიმართლეს ვამბობ.მეტიც შენი ხელი ვითხოვე და თანახმა არიან.დედაშენმა ისიც კი მითხრა შენ თუ მაგას მოარჯულებ ქორწილში სიძედ დაგპატიჟებო.
-ვერ გცნობ მათე
-ვერც მე.მეგონა გიცნობდი და გიყვარდი..
-ასეცაა.მაგრამ ეს ამბები ძნელად დასაჯერებელია.
-აი თუ არ გჯერა ფოტოებს გაჩვენებ.
ყბაჩამოვარდნილი ვუყურებდი მათი გაცნობის და ერთად ყოფნის ფოტოებს.სუფრასთან და ეზოში.რა თქმა უნდა გიგის და ლადოს თანხლებით.
-სხვათა შორის დედაშენი მიხვდა სადაც იქნებოდი და მან გამომგზავნა აქ.შემოგითვალა მაგ ბიჭს ცოლად თუ არ გაყვები ჩემი შვილი აღარ იქნებიო.
-მათე ყველაფერი ისე მარტივად არაა როგორც შენ გგონია.
-აბა როგორაა ადამიანო ?ამიხსენი თორემ გავგიჟდები იცოდე.
-ორსულად არ ვარ.საშვილოსნოს გარე ორსულობაა.ნაყოფი არასწორ ადგილას ვითარდება.სასწრაფოდ უნდა მომაშორონ და კიდევ არსებობს ვარაუდი რომ შესაძლოა სიმსივნე მქონდეს.სწორედ ამ დროს როცა ეს გავიგე თქვენი საუბარი მოვისმინე და როგორ ხასიათზე ვიქნებოდი?წარმოგიდგენია მაინც ჩემი მდგომარეობა?
-და მერე შენი პატარა,სულელი ტვინით გადაწყვიტე რომ წასვლა იყო გამოსავალი?დაიმახსოვრე არ არსებობს სხვა ქალი ქვეყნად ვინც მათე აბაშიძეს შენს თავს დაავიწყებს და დაათმობინებს ჩემო სულელო გოგო
მომეხვია და მიმიხუტა.
-არ შემეძლო გესმის.არ შემეძლო.ვერ მოგთხოვდი ჩემს გვერდით დარჩენას მაშინ როცა შესაძლოა მე მოვკვდე.მე შეიძლება კიბო მქონდეს. ავღრიალდი.
-დამშვიდდი კარგი?თავზე ხელი გადამისვა.-მე არსად არ წავალ მე სულ შენთან ვიქნები.როგორ იფიქრე რომ წავიდოდი შენთვის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში?წავიდეთ აქედან ნია.წავიდეთ და ბოლოსდაბოლოს დავაყენოთ საშველი. დავირქვათ ოჯახი და ვიბრძოლოთ ბედნიერებისთვის
-მეშინია მათე,ძალიან მეშინია,ხომ იცი არასოდეს მინდოდა შვილი ასე დაუგეგმავად და მოულოდნელად გამეჩინა?არასოდეს მინდოდა მისი ოჯახის გარეშე გაჩენა და უსიყვარულოდ,მაგრამ ასე მოხდა და ახლა როცა ფაქტის წინაშე დავდექი,როცა გავაცნობიერე რას ნიშნავს იყო დედა და დასაბამი მისცე ახალ სიცოცხლეს ახლა მიწევს მისი მოშორება და საკუთარი სიცოცხლისთვის ბრძოლა.მე კი არ მინდა გაგაუბედურო და ბედნიერებაში შეგიშალო ხელი.
-შენ ხარ ჩემი ბედნიერება ნია,მხოლოდ შენ და ეს კარგად დაიმახსოვრე.იმ დღიდან როცა სახლში მომივარდი. იმ წუთიდან იფეთქა ჩემში რაღაცამ და მაშინ გადავწყვიტე რომ შენს გარდა არავინ არ მინდოდა.კლუბში რომ გნახე მაშინ გადავწყვიტე რომ სამუდამოდ ჩემი იქნებოდი.საოცარ იყავი იმ ატმისფერ კაბაში.
წარმოვიდგინე რომ ჩვენს ქორწილშიც ატმისფერი კაბა გეცმეოდა.მაშინ ვიქორწინებდით როცა ატმისყვავილები დაიწყებდნენ ყვავილობას. იქნებოდი ისეთივე სადა და ისეთივე ლამაზი როგორც ატმის ყვავილი.მაგრამ არ დამცალდა იქამდე იმიტომ რომ ახლა ამ წუთას მინდა შენზე ვიქორწინო ნია.იმიტომ რომ უსასრულოდ მიყვარხარ და შენს იქით გზა არ მაქვს.მიყვარხარ.სიგიჟემდე მიყვარხარ.მზად ვარ შენთან ერთად გავიარო ყველა განსაცდელი,სიკვდილსაც კი დავუპირისპირდე და დავანახო რა ბედნიერი ვარ საყვარელი ქალის გვერდით.
-მათე აბაშიძე შენ ხარ ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი,ერთადერთი იმედი,მომავალი და მზის სხივი.იცოდე სულ ჩემს გვერდით იქნები,სხვა ქალისკენ არ გაიხედავ.მხოლოდ მე ვიქნები შენს ცხოვრებაში.წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევს განქორწინებაზე იფიქრო
-რაა?მომესმა?გაუფართოვდა თვალები
-არ მოგესმა.ანუ თანახმა ვარ ვიყო შენთან სიცოცხლის ბოლომდე სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს. მივაჩერდი სახეზე და პასუხის მოლოდინში გავისუსე.
-ჩემი ერთადერთი ხარ.ჩემი ერთი ცალი.მის ხელში არმოვჩნდი და რამდენჯერმე ჰაერში დამატრიალა.გულში მიხუტებდა და უფრო მეტად მხვევდა თავის ძლიერ მკლავებს.
-მიყვარხარ მათე აბაშიძე.ცამდე და იმის იქით აღწევს ჩემი სიყვარული.უსასრულობამდე.აი ამ უსასრუობამდე მიყვარხარ ან უფრო მეტადაც.
-მეც მიყვარხარ ნია.ჩემი ცხოვრების ქალი ხარ.დამპირდი რომ სულ ასე ვიქნებით.ახლა რომ ჩაგკიდებ ხელს არასოდეს ეცდები რომ გამიშვა და არ დანებდები არანაირ წინაარმდეგობას რომ ეს ხელები გაგვაშვებინოს.ჩვენს ჩაკიდებულ ხელებზე მანიშნა და პასუხად ჩემგანც იგივე რომ გაიგო და იგრძნო ვნებამორეული დამეტაკა ტუჩებზე
*******
არც არასოდეს გაუშვია ხელი ჩემთვის და არც არასოდეს მოუცია უფლება.ჩემი ხელი ეჭირა როცა ექიმთან მივედით და აბორტი გამიკეთეს.ცდილობდა გავემხნევებინე და რაც უფტო მეტად მიჭერდა მით უფრო ნათლად ვგრძნობდი მასაც რომ სტკიოდა ჩემი ტკივილი..
ჩემს გვერდით იყო როცა ბიოფსიის პასუხის მოლოდინში ყოველ დილით შეშინებულს მეღვიძებოდა იმ განცდით თითქოს ეს ჩემი ბოლო დღე იყო.საკუთარი ხელით მაჭმევდა მთელი თვე საჭმელს როცა ნერვიულობისგან მადა მეკარგებოდა და პირს ვერაფერს ვაკარებდი..
ჩემი ხელი ეჭირა როცა ექიმის წინ ანალიზის პასუხის მოლოდინში ვიჯექით დაძაბულები და სუნთქვა შეკრულები.
-პასუხები მოვიდა.პირდაპირ გეტყვით სასიახრულო ამბავია.ეს უბრალოდ კეთილთვისებიანი სიმსივნეა.რომელიც ოპერაციის შემდეგ აღარ გექნებათ და სრულიად ჯანმრთელი იქნებით.ორგანიზმში მეტასტაზები არ არის.ასე რომ გილოცავთ და რამდენიმე თვეში შეგიძლოათ შვილზეც იფიქროთ.
ექიმის სიტყვების ბოლომდე მოსმენა და გააზრება ჩვენთვის წარმოუდგენელი რაღაც იყო.ვიგრძენით როგორ განატდა ირგვლივ ყველაფერი და ნათელმა მოიცვა.
**********
-დაიბადა საყვარელო.დაიბადა.გოგოა ნახრ.ულამაზესი გოგო.ისევ ჩემი ხელი ეჭირა მათეს და ძალადაკარგულს მამხნევებდა.მისი გვერდით ყოფნა სულ სხვა ძალას მაძლევდა.მის სახეზე ჩემთვის აქამდე უცნობი გრძნობა იკითხებოდა და უკვე ორივე ვიაზრებდით რომ მშობლები ვიყავით.ჩვენი კიდევ ერთი ოცნება ახდა. მალე პატარა მკერდზე დამაწვინეს.ენით აუღწერელი გრძნობა დამეუფლა და ყველანაირი ტკივილი დამავიწყა.ტირილით ამცნო სამყაროს მოვლინება და გაუზრებლად იქნებდა ხელებს და აცეცებდა თვალებს
-კეთილი იყოს შენი ამ სამყაროში მოსვლა ლენკა.ვთქვი და მათეს შევხედე.გაოცებული და გაფარტოებული თვალებით რომ მიყურებდა
-რა თქვი?
-ხო საყვარელო,ლენკა დიდი ბებიის საპატივსაცემოდ.გავუღიმე და პატარას მივეფერე.სახეგაბადრულმა შუბლზე მაკოცა და პატარას ზურგზე მიეფერა.ისიც მაშინვე გაჩუმდა
-ჩემი პატარები.ჩემი გოგონები.ჩემი ორი ცალი.მიყვარხარ ნია.ძალიან მიყვარხარ.ახლა მიყვარხართ.აი აქ ამ პატარა სამყაროში.ამ პატარა თბილისში.თბილისის ცის ქვეშ ორი საოცარი ადამიანი მეგულება და უზომოდ უზომოდ ბედნიერი ვარ.-მიჩურჩულა მათემ
გარეთ ხმაური მოისმა.მივხვდი ჩემი გადარეული მეგობრები და ჩვენი ოჯახის წევრები იყვნენ და პასუხს ელოდნენ.მათეც მალე მიაბრძანეს მათთან და ექიმებმა ჩემი მოწესრიგება დაიწყეს პალატაში გადასაყვანად..
თვალწინ კადრებივით გამირბინეს მათესთან ცხოვრების ორმა წელმა.უბედნიერესმა და საოცარმა..ქორწილი ატმისყვავილობისას.დაუვიწყარმა თაფლობისთვემ ვენეციაში.მოულოდნელი ფეხმძიმობით გამოწვეულმა ელდამ და მოლოდინის შიშმა რომ ამჯერად ყველაფერი კარგად იქნებოდა.. ჩვენი შვილის გულისცემის მოსმენამ და ჟრუანტელმა.ელდამ როცა პირველად გაინძრა მუცელში და ჭირვეულმა რამდენიმე თვემ...
მათე გავიდა.ჩემთან არ იყო.მაგრამ მაინც ვგრძნობდი მის ძლიერად ჩაკიდებულ ხელს მაშინ რომ ჩამკიდა და არ გამიშვა..ყოველთვის ვგრძნობდი რომ ის იყო ჩემი საიმედო დასაყრდენი.იმედი და ადამიანი,რომელიც ჩემი სული და მეორე ნახევარი იყო.ის ჩემი მომავალი იყო.არავინ იცოდა კიდევ რამდენი წევრისგან გაიზრდებოდა ჩვენი ოჯახი,მაგრამ მე დღეს მყავდა ორი ბედნიერება გვერდით რაც საკმარისი იყო...
ჩემი ორი ბედნიერება მათე და ლენკა აბაშიძეები...
თურმე თბილისში.თბილისის ცის ქვეშაც შეიძლება ჰპოვო ბედნიერება და სიმყუდროვე ასე რომ ეძებენ სხვადასხვა ადგილებში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.....



№1  offline მოდერი naattii

როგორ მომეწონა ❤

 


№2  offline წევრი katiusha

Madloba yvelas

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent