შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 38


24-07-2018, 02:06
ავტორი zia-maria
ნანახია 2 994

როცა ყველაფერის ახლიდან იწყებ,როცა ყველაფერი თავიდან იწყება გგონია რომ ვერასოდეს ვერ გააკეთებ ისე როგორც უნდა გააკეთო და დაწყებული ახალი გზა უკვე დასრულდა,მაგრამ მაგარი შეგრძნებაა,როცა არ იცი რა უნდა გააკეთო და ამ დროს ყველაფერი გამოგდის,ყველაფერი იცი და ყველაფერი ისე აეწყო რომ შენც არ გჯერავს თუ ეს შენ ხარ,თუ ამას შენ აკეთებ და თუ ეს გზა წარმატებით გაიარე.გინდა ყველაფერი უმაღლეს დონეზე გააკეთო,რომ ადამიანმა, რომელსაც შენი ცხოვრება გგონია მთლიანად შეცვალა და თავდაყირა დააყენა შენც შეგცვლის.ადამიანს რომელსაც შეუძლია ერთი ჩახუტებით ძალა შეგმატოს და ეს ჩახუტება გაგყვება მთელი დღის განმავლობაში ან მისი მოულოდნელი გამოჩენით სუნთქვა შეგიჩერდეს და გული აგიჩქარდეს ისე,რომ შენი გულისცემა კილომეტრზე ესმოდეს.ადამიანი,რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე გრძნობ,მაშინაც კი როდესაც კილომეტრების იქეთაა და მის სიახლოვეს მაინც ისევე მძაფრად განიცდი,როგორც მაშინ როცა შენს გვერდითაა,როდესაც თვალებში ჩახედავ ყველა სიტყვა უფასურდება,იკარგება და აზრი ეკარგებ რადგან ხედავ მთელს სამყაროს და ამ სამყაროში ყველაზე პირველს მისთვის, საკუთარ თავს,ისე თითქოს სარკეში იყურებოდე.როდესაც შენი თვალებით შემოქცქერის და ეს გამოხედვა სუნთქვას გიჩერებს წამიერად,როცა ყველა გრძნობა აღბეჭდილია მის გამოხედვაში მაშინ ხვდები,რომ ძლიერი ხარ,იმაზე ძლიერი ვიდრე მხოლოდ საკუთარი სიძლიერეა.უკვე ორი ადამიანის ძალას გრძნობ და არაფერი გაშინებს სამყაროში.არც შენი გადაულახავი პრობლემები გეჩვენება ,,დიდ ურყევ კედლად“ და ხვდები, რომ ამასაც გადალახავ,მოერევი და ყველაფერი გაივლის და შენ იმაზე ძლიერი იქნები ვიდრე იყავი გუშინ.უბრალოდ მაბედნიერებს მისი არსებობა და აქ მარცხნივ შიგნიდან განვიცდი მის ფეთქვას.ერთი წლის უნახავი ყავდა მარიამს გიორგი და საშინლად გრძნობდა თავს,არ ყოფნიდა მხოლოდ კომპიუტერით მისი შეხედვა,უნდოდა ახლოდან ენახა,ახლოდან ჩახუტებოდა მამას და მონატრება ასე ჩაეცხრო და ერთ დღესაც ერთი წლის შემდეგ მოულოდნელად დაადგა თავზე გიორგი ბექას და მარიამს და მის შეხდვაზე მარიამმა კივილით გაიქცა და ტირილით ჩაეხუტა მონატრებულ მამას.გაოცებული და გაკვრვებული,ასევე გაღიმებული უცქერდა ახლოს მყოფი თანამშრომლები მამა-შვილის შეხვედრას,ასევე ბექა და ანა ღიმილით შეცქეროდნენ მონატრებულ მეგობარს.როცა შვილის მონატრებით გული იჯერა,მეგობრებსაც მიუბრუნდა და ანამ ცრემლმორეულმა მოეხვია გიორგის.
-მომენატრე შე საზიზღარო.
-რაო ანიჩქა გველთევზამაც იცის მონატრება?
-იცის,იცის და საშინლად მოწყენილი იყო მისი ანაკონდას გარეშე.გაეცინა ანას.
-ნუთუ უნდა დავიჯერო?
-ეს გველთევზას და ანაკონდას რატომ ეძახით ერთმანეთს ზოგადად ვიცი,მაგრამ მამიდა ერთ დღეს უნდა მომიყვე.
-არა,არც გაბედო თორემ ვერ გადამირჩები.უთხრა მკაცრად ანას გიორგიმ მაგრამ შემდეგ თავადაც გაეცინა მარიამის შეშინებულ სახეს რომ შეხდა.
-რატომ ვითომ?
-იმიტომ რომ კარგ მანერებს არ სწავლობ ისე ადვილად როგორც ცუდს და ამიტომ არ მინდა ისწავლო სადისტი დეიდა-მამიდას მანერები.
-არ იცვლებით,თმები გაგითეთრდათ და ასაკი სადაცაა ნახევარ საუკუნეს მიუკაკუნებთ და თქვენ მაინც არაფერი არ გშველით.თქვა ბექამ და გიორგის გადაეხვია.ოთხივე დაიძრა და გიორგის კაბინეტში შევიდნენ.
-აბა,როგორაა აქ საქმე.
-აქ ყველაფერი კარგადაა,შენ როგორ დატოვე იქ ყველაფერი.
-იქ სანდო დავტოვე, ამჯერად ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება და გადაწყვეტილი მაქვს კობა გავუშვა რამოდენიმე ხნით,შემდეგ ლუკა და ასე მონაცვლეობით რომ იყოს კომპანია მუდამ ჩემიანი კაცისგან დაცული და კონტროლის ქვეშ.
-კარგია,ეს კარგად მოგიფიქრებია.ისინი?
-ისინი პასუხისგებაში მივეცი,სხვისი ქონების გაფლანგვის გამო და ყველაფერი უკლებლივ დავაბრუნებინე უკან ორივეს,ერთად ჭამეს და ერთად გადაიხადეს.ასე ნელა-ნელა დავუბრუნე სახელი და პრესტიჟი კომპანიას.აქ როგორაა,მარიამი როგორ შეეჩვია პირველი ნაბიჯებიდან დღემდე როგორ მოდის.
-მარიამი არ დაგიფარავ გიორგი ძალიან კარგი მუშაკია,მონდომებული და მისმა ბერმა იდეამ კარგად წაადგა კომპანიას.ჩვენ გავალთ,მამა-შვილს სალაპარაკო გაქვთ.უთხრა ბექამ გიორგის და თვალი ჩაუკრა მეგობარს.
-ბექა ერთად გავიდეთ,ან ჩემთან მიდით აქედან ყველას დაურეკე და მე და მარიამი ერთად მოვალთ,არ იციან სახლში რომ დავბრუნდი აქ მოვედი პირველი.
-კარგი გიორგი დავურეკავ საძმოს.
-და კიდევ.ბექა ისევ შემობრუნდა გიორგისკენ და მიაჩერდა.
-რა კიდევ გიორგი.
-მადლობა,მადლობა რომ აქ ყველაფერს აკონტროლებდი.მადლობა რომ მარიამს ყურადღებას აქცევდი და ერთი სიტყვით,ყველაფრისთვის მადლობა.
-ვერ ხარ შენ კარგად.უთხრა ბექამ და დაუბღვირა გიორგის შემდეგ კი ორივემ ისე გაუღიმა ერთმანეთს როგორც სჩვეოდათ ეს ბავშვობიდან.
-აბა როგორ ხარ,როგორია შენი პირველი ნაბიჯები დღემდე აქ ამ კედლებში.როგორ დაიწყე იმ სკამიდან და რა შედეგებით მოდი დღემდე,ყველაფერი მაინტერესებს მარიამ ყველა წვრილმანიც კი.
-სიმართლე გითხრა პირველად შემეშინდა,შემეშინდა იმიტომ რომ მეგონა ვერასოდეს ვერ გავიგებდი რა და როგორ გამეკეთებინა,მაგრამ მაშინდელმა შენმა სიმკაცრემ მე გზაზე დამაყენა.
-ვიცოდი,დარწმუნებული ვიყავი რომ ყველაფერს სწორად გაართმევდი თავს.კიდევ ცოტაც და მეც დავისვენებ,ამ სკამს კი დავუთმობ ამ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს ეს კი შენს შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.ნუ მიყურებ გაკვირვებული,ვიცი რომ ამასაც შეძლებ და არ შემარცხვენ.30 წელი ბაბუაშენი მართავდა ამ კომპანიას და 25 წელია რაც მე ვარ მმართველი,გვარი გოგაბერიშვილების კომპანია ,,ფიოლტა''ჯერ კიდევ მყარად დგას ფეხზე და მესამე თაობას ელოდება ეს მაგიდა და სკამი,ამას კი დამსახურება უნდა მარიამ.მარიამი უსმენდა გიორგის და თვალებიდან ცრემლები სდიოდა.მაგარი შეგრძნებაა ასეთი დიდი მომავალი რომ გელის წინ,როცა ამ კედლებში მუშაობა უბრალო მდივნის სკამიდან დაიწყე.სიხარულისგან შესალებელია გაგიჟდე ადამიანი,ასე ვართ ყველა ზოგს ცოტა რამ გვწყინს და ზოგს ცოტა რამ გვაბედნიერებს.როგორ მონატრებია მამის ეს საუიბარი,ეს გამოხედვა,ეს თვალები ახლოდან რომ ხედავს ისევ ისეთივე დიდი სიყვარული და ისეთივე სითბო რომ გადმოდის და გულში ეღვრება,გრძნობ რომ უკვე შენს გვერდით არის და აღარაფერი აღარ გაშინებს.ყელში მოწოლილი ცრემლი ხმაურით გადაყლაპა და აკანკალებული,მაგრამ მაინც გაბედული ხმით უთხრა გიორგის.
-მერწმუნე და გჯეროდეს,ყველაფერი კარგად იქნება მამა.
-ბექასი მჯერა და ვიცი,რომ სიმართლეს მეუბნება,მაგრამ შენს მუშაობას და შენს შედეგებს მე თავად უნდა შევხედო და აწი აქ ვარ,მხოლოდ რაც მინდა გითხრა,მთავარია იყო ბუნებრივი ისეთი როგორიც სინამდვილეში ხარ,ეს უნდა გააკეთო ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე.
-ხშირად უფალს მადლობას ვუხდი, რადგან მე მყავს გვერდით ადამიანი რომელიც მილიონ ბავშვს არ ყავს და ნატრობს.ჩემს ირგვლივ ჩემი სამყარო იმდენად ნამდვილია და ისეთი ზღაპრული რომ ხანდახან არ მჯერა თუ ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების რეალობაა.მყავს მეგობრები,რომლების გარეშეც ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს,მყავს მამა რომელიც ჩემთვის ყველაზე დიდი ძალაა და ყოველთვის ზურგს მიმაგრებს,მისი სიყვარული ჩემს მიმართ ხომ განუსაზღვრელია.მე ყოველთვის ვამაყობ იმ ადამიანებით,რომლებიც ჩემს სამყაროს ავსებენ და ისინი მსოფლიოში საუკეთესონი არიან.ჩემი მეგობრები რომლებსაც ვაბრაზებ რადგან მათი გადამეტებულად ზედმეტი ყურადღება,უკვე მოსაბეზრებელიც კი არის და ამის გამო ხშირადაც გვიჩხუბია მაგრამ ისინი ხომ მე მავსებენ მათი არსებობით და ჩემს ცხოვრებას მათ გარეშე რა აზრი ექნებოდა.მადლობა მამიკო რომ ეს გზა შენ გამიკვალე,ამ გზის თავში დამაყენე და ბოლოში ისე გავალ რომ შენ იამაყო,მიყვარხარ მა და უსაშველო იყო ჩემი მონატრება.
-მარიამ ნუთუ კარიერის გზაზე მდგარი უკვე გაიზარდე? ღიმილით გახედა გიორგიმ და თან გაეღიმა.
-გავიზარდე,გავიზარდე და მეც კი არ ვიცი ისე სწრაფად შემომეპარა წლები.სიცილით უპასუხა მარიამმაც.
-წავედით,ჩვენ ერთ ადგილზე უნდა მივიდეთ ერთად და მერე სახლში მივიდეთ.წამოდგა,მარიამთან ერთად დატოვა კომპანია და ერთი წლის გაუვლელი გზა გაიარა წითელი ვარდებით ხელში.მარიამის საფლავზე მისულმა მამა-შვილმა ყვავილები დააწყო სადაც აწყობდნენ,მაგრამ გიორგიმ ახალი ვარდები შეამჩნია ვაზაში და მარიამს შეხედა.
-შენს მაგივრადაც ვყიდულობდი და მომქონდა,ვეუბნებოდი დედას რომ მამიკომ გამოგიგზავნათქო.არ ვიცი თუ სჯეროდა,მაგრამ მე ბედნიერად ვგრძნობდი თავს და მშვიდად ვიყავი.
-მადლობა,მადლობა მარიამ რომ მოდიოდი და დედა მარტო არ დატოვე.
-მე არ ვიცი დედის სიყვარული,მაგრამ მე ის მიყვარს იმიტომ რომ შენ გიყვარს ასე ძალიან,ასეც რომ არ იყოს დედა ეს ხომ ძალიან სათუთი სიტყვაა,შეიძლება კი დედა ოდესმე გაქრეს სამყაროდან? ის ხომ შვილის გულში, თვალებში და სულში, ყოველთვის აგრძელებს სიცოცხლეს.
-რა ბედნიერი ვიქნებოდი,ისიც ჩვენს გვერდით რომ იყოს მარიამ.
-მამიკო როგორც ყვავილს სჭირდება მოვლა ასე სჭირდება მოვლა სიყვარულს,რომ არ გახუნდეს და მალე არ დაჭკნეს.მარადიული ყვავილი ლამაზია, მაგრამ არ სუნთქავს და სიყვარული ხომ ცოცხალია, ხანდახან იძინებს როგორც ადამიანი და მაინც აგრძელებს სუნთქავას.
-ეს ყვავილი წლებია აღარაა ჩვენს გვერდით საყვარელო.სუსტი აღმოჩნდა ვერ გაუძლო ზედმეტ ბედნიერებას და გაქრა,მეც ვერ მოვუფრთხილი ისე როგორც საჭირო იყო.თქვა გიორგიმ დანანებით.
-მაგრამ გრძნობს რომ აქ ვართ.ცოტა ხნით გაჩერდნენ,მარიამმა პატარ-პატარა დამტვრეული ტოტების ნატეხები და გამხმარი ფოთლები აკრიფა და ყვავილებიც ლამაზად დააწყო,ერთდროულად შეხედა მარიამის ფოტოს მამა-შვილმა და ორივეს თვალებში დიდი,უზარმაზარი სევდა იკითხებოდა.ხელი-ხელ გადახვეული შევიდნენ სახლში და რუსოს მოხვია მისი მკლავები და გულში ჩაიკრა ჯერ მონატრებული მშობლები და შემდეგ სამეგობროს მიუბრუნდა.
-როგორც იქნა შევიკრიბეთ და ყველა ერთად ვართ.გიორგიმ სერიოზულად დაელაპარაკა ლაშას და ქეთის კობას შესახებ და ლაშამაც დაეთანხმა,რადგან კობასთვის ეს შანსი დიდი პერსპექტივის მომტანი იყო,ქეთის გაუჭირდა კობას გაშვება ასე შორს,მაგრამ ეს ხომ შვილის მომავალს ეხებოდა,ამიტომ ცრემლი მოერია,მაგრამ მაინც დაეთანხმა გიორგის.რამოდენიმე დღეში კობაც გააცილეს ლონდონში,ქეთიმ თავი ჩარგო შვილის კისერში და წასვლამდე ასე იყო მასზე ჩახუტებული.
-ნახე რამდენ გიჟი რჩება უკან არ მოგაწყენენ ნუ გეშინია,ექვს თვეში აქ ვარ დე არ მოიწყინო რა გთხოვ.
-მომენატრები დე,ძალიან მომენატრები.ლაშა უცქერდა ქეთის და თავადაც ცრემლები ყელში ჰქონდა,ცოტაც და ისიც ქეთივით აქვითინდებოდა.
-მარიამ არაფერი არ იფიქრო ჩემს მოსვლამდე თორემ არ დამელაპარაკო იცოდე.
-თუ რამე მოვიფიქრე,შენს აქ იქნები კომბლე მაგრამ მშვდად იყავი ჯერ ეს საშიშროება არ ემუქრება საძმოს.წავიდა კობალო გული დაწყდათ,მაგრამ საქმე ასე მოითხოვდა,უკვე პატარები აღარ არიან ყველამ უნდა გაიკვალოს ცხოვრების გზა რომ არა რაღაც,არამედ ვიღაც იყვნენ ცხოვრებაში.
ქუჩას მიუყვება ფეხით,ფოთლები ნაირფერებად ირევა ბუნებაში.მოულოდნელად ხეებს გადაევლო ჩხავილით ყვავები და მაღლა აიხედა,გაეცინა მათ მოფარფატე ფრთებზე და შემდეგ გაახსენდა გიორგის იდუმალებით სავსე თვალები,რამდენ სითბს და სიყვარულს იტევდნენ ეს თვალები მაინც ამოდენა ტკივილთან ერთად.უეცრად ძალიან მოუნდა ოქროსფერ ფოთლებში გახვეულიყო, თავზე ცა დაეფარა და ასე ეოცნება,ვერ მოითმინა და პარკში შევიდა მაგრამ არა სკამზე იქვე ხის ძირში დაჯდა და დააკვირდა რძისფერ ნისლშიც გამალებით სცვივათ ხეებს ფოთლები.
-რატომ ჰგონიათ რომ ფოთოლცვენა დასასრულია ზოგისთვის სიცოცხლის და ზოგისთვის სიყვარულის? მე რომ ასე არ ვფიქრობ?
-აბა როგორ ფიქრობს პატარა ქალბატონი?მოესმა ხმა და შიშისგან წამოფრინდა ფეხზე,მის წინ ახალგაზრდა მამაკაცი იდგა,თითქოს იცნო,ის იყო,კი ის იყო და სწორედ ის კაპიშონი იცნო რომელიც სულ აქვს თვალებზე ჩამოფხატებული როცა უკან დაყვება უხმოდ და შეუმჩნევლად მარიამს.
-ვინ ხარ,რა გინდა ჩემგან.
-არაფერი,რა უნდა მიდოდეს ერთი დაუცველი და შეშინებული პატარა ჩიტისგან რომელიც ახლა თვალებს აცეცებს და მშველელს დაეძებს იმ ლამაზი დამფრთხალი თვალებით.
-მითხარი ვინ ხარ და რა გინდა ჩემგან.
-ნუ ჩქარობ,მალე გაიგებ ვინ ვარ,რა მინდა და საიდან მიცნობ.
-გიცნობ? მე თქვენ გიცნობთ? თვალები გაუფართოვდა მარიამს რასაც უცნობის სიცილი მოყვა,მხოლოდ მისი თეთრი კბილებს შეხედა და დაუფიქრებლად უთხრა.
-მოვიდა,ჩემი აღსასრული მოვიდა,მანიაკი ხარ? უნდა მომკლა? არ მომკლა,მამიკო ვერ გადაიტანს კიდევ ერთ ტკივილს.უცნობი მარიამს მიუახლოვდა,ცრემლი მოწმინდა და საოცრად ვნებიანი ხმით უთხრა.
-არასოდეს არ ვავნებ იმ ადამიანებს რომლებსაც ვაღმერთებ,რომლებსაც ვაფასებ და რომლისთვსაც სიცოცხლესაც დავთმობ.
-ვინ ხარ,რატომ დამდევ.უთხრა მარიამმა ჩურჩულით.
-მარიამ მალე,სულ მალე გაიგებ მანამდე კი გთხოვ ცუდზე არ იფიქრო.
-უნდა წავიდე,არ ვიცი ვინ ხართ.
-მართალი ხარ,წასვლა გინდა და გინდა ფრთები გაშალო.ახლა კი წამოდი სახლამდე მიგიყვანო,ასე გვიან ნუ გამოხვალ ქუჩაში მარტო.დაიბნა,აირია,აიშალა და ვერც ხმა იცნო,ვერც აღნაგობით მიამსგავსა ვინმეს და ფიქრებით დატვირთული მივიდა სახლში.



№1 სტუმარი ნია

ძალიან მაგარია მალე დადე რაა ყოველ 10 წითში ვაკოწმებდი ხომ არ დაიდოთქო

 


№2  offline მოდერი zia-maria

ნია
ძალიან მაგარია მალე დადე რაა ყოველ 10 წითში ვაკოწმებდი ხომ არ დაიდოთქო

დავდევ ხვალაც და ვფიქრობ საბოლოოს. kissing_heart

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკო

შეუდარებელია ძალიან მაგარია ცოტა გული მწყდება მაგრამ რა თქმა უნდა დასასრული იქნება ოდესღაც გარდაუვალი

 


№4 სტუმარი სტუმარი თამარი

ისეჩამითრია ამის კითხვამ მოვწყდი გარე სამყაროს????????????????,ველოდები ❤❤

 


№5  offline წევრი მია15

შეუდარებელი და სასიამოვნო წასაკითხი იყო.მომეწონა.ველოდები ახალ თავს

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან კარგია.ველოდები ყოველდღე როდის იქნება ახალი.

 


№7  offline მოდერი zia-maria

heart_eyes მადლობა ყველას,მახარებთ და თქვენგან ამ უზარმაზარი სითბოს მიღება დიდი სტიმულია ჩემთვის. blush blush kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№8  offline წევრი ჵჵჵჵ

როგორ არ მინდა რომ დასრულდეს

 


№9  offline მოდერი zia-maria

ჵჵჵჵ
როგორ არ მინდა რომ დასრულდეს

heart_eyes რაც შემეძლება გავაგრძელებ,ვნახოთ ისტორია როგორ შეძლებს თავად. kissing_heart kissing_heart

 


№10 სტუმარი ana

Dzalian kargia mara es patara tavi iyoo

 


№11  offline მოდერი zia-maria

ana
Dzalian kargia mara es patara tavi iyoo

heart_eyes სამაგიეროდ ახლა იქნება კარგი და გემრიელი თავი. kissing_heart

 


№12  offline წევრი თაკო ^_^

არაჩვეულებრივი ისტორიაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent