შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი წარსული ბედნიერი მომავალი (თავი 6)


24-07-2018, 20:51
ნანახია 1 736

ამ ღამით კოშმარი აღარ მინახავს რამაც გამაოცა. დილით 12ზე გავიღვიძე და გოგოებს დავურეკე, რომ ჩემთან მოსულიყვნენ. გადავწყვიტე ალექსანდრეს დავურეკო და დღეს განთავისუფლება ვთხოვო, რადგან მინდა მთელი დღე გოგოებთან ერთად გავატარო. ვიცი უნამუსოდ ვიქცევი, რომ დათხოვას მუშაობის დაწყებიდან მეორე დღესვე ვთხოვ მაგრამ იმედი მაქვს გამანთავისუფლებს. აბაზანაში შევედი ჭყალი გადავივლე, გამოვედი და ჩავიცვი ადიდასის სპორტული შორტი და მაიკა. ტელეფონი ავიღე და ალექსანდრეს დავურეკე.

-ალო ალექსანდრე გამარჯობა- ვუთხარი როდესაც აიღო ტელეფონი.
-სანდრა? გამარჯობა.-მითხრა მანაც.
-შეიძლება რაღაც გთხოვო?- ვკითხე მას.
-რათქმაუნდა მთხოვე.
-აუ ვიცი უნამუსოდ ვიქცევი მუშაობიდან მეორე დღესვე, რომ ამას გთხოვ მაგრამ იმედი მაქვს დამთანხმდები. შეიძლება დღეს სამსახუღში არ მოვიდე? და კპირდები ხვალ მთელი დღე სამსახურში ვიქნები.-
-კარგი მაგრამ მიზეზი?- მკითხა მან, მეც რათქმაუნდა არ ვაპირებ მოვატყუო ამიტო...
-მინდა დღეს მთელი დღე გოგოებთან გავატარო, მთელი კვირა ცუდად ვიყავი და სახლში ვიჯექი, შესაბამისად ვერც ვერთობოდით/- ვუთხარი მას.
-კარგი, როგორც გინდა გაერთე და ნახვამდის.-მითხრა მან.
-ძალიან დიდი მადლობა ალექსანდრე, ნახვამდის.- ვუთხარი, გავუტიშე და ცეკვა დავიწყე.

მალევე მოვიდნენ ჩემი გოგოებიც, თან მოიტანეს: ჩიფსები,შოკოლადები, ნამცხვრები, წვენები და კიდევ უამრავი რამ საღამოს 10 საათამდე ფილმებს ვუყურებდით და ძალიან ბევრს ვჭორაობდით. შემდეგ გადავწყვიტეთ კლუბში წავსულიყავით სამივე. ჩავიცვი წითელი ხავერდის ტანზე მომდგარი კაბა, რომელიც ჩემს ფორმებს ხაზს უსვავს თმა დავიხვიე და ფეხზე შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი. ტაქსი გავაჩერე და კლუბში წავედი. მალევე მივედი, ფული გადავუხადე მძღოლს და შევედი შიგნით. მალევე ვიპოვე გოგოები, მაგრამ ისინი საცეკვაოდ წავიდნენ მე კიდე ბარის დახლთან ჩამოვჯექი.
-ტეკილა თუ შეიძლება.- ვუთხარი ბარმენს. მანაც მალევე გამომიწოდა. როდესაც დავლიე ბარმენს ვთხოვე კიდევ გაემეორებინა.
-შეიძლება ვიცეკვოთ?- მომესმა ნაცნობი ბარიტონი. შევტრიალდი და ალექსანდრა შემრჩა ხელში.
- ალექსანდრე?! შენ აქ რას აკეთებ.- ვკითხე გაოცებულმა.
-რასაც შენ. მეც მეგობრებთან ერთად ვერთობი, მაგრამ აქ შენს მეგობრებს ნამდვილად ვერ ვხედავ.- მითხრა მან.
-საცეკვაოდ არიან გასულები.-ვუხარი მე.
- მაშინ წამოდი ჩვენც ვიცეკვოთ- მითხრა და ხელი გამომიწოდა.
-კარგი ვიცეკვოთ.- ვუთხარი მას...\

საცეკვაოდ გამიყვანა, უცბათ წელზე ხელები შემომხვა და თავის სხეულზე ამაკრა უცბათ დამაყარა ტანზე ტაომ და გამაჟრჟოლა, მივხვდი რომ ეს იგრძნო და თან ისე ძლიერად მიცემდა გული მეც კი მესმოდა. არ ვარ მიჩვეული მამაკაცთან ასეთ სიახლოვეს, თან ეს რაღაც საოცარი გრძნობა იყო, "სანდრა აღიარე, ის შეგიყვარა!" ჩამძახის ჩემი მე. "რა სისულელეა ეს შეუძლებელია, მას არც კი მოვწონვარ" უთხრა მეორე მემ. "კაი ეგრე იყოს მაგრამ რაც მოხდება შენ თვითონ ნახავ" " არაფერიც არ მოხდება."
მალევე გადავწყვიტე სახლში წამოსვლა, რადგან იმ საშინელ სუნს ვეღარ ავუდიოდი რაც იქ იყო, თან არ ვარ მიჩვეული ბარში ყოფნას. ალექსანდრემ მითხრა მე წაგიყვანო და ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც დამითანხმა. გზაში ხმა არ აოგვიღია არცერთს, მხოლოდ გოგოებს მივწერე, რომ წავედი და არ დამიწყონ ძებნა. მალევე მივედით კორპუსთან, მისენ გადავიწიე, ნაზად ვაკოცე ლოყაზე და მადლობა გადავუხადე. მანქანიდან როდესაც გადმოვედი თავბრუ დამეხვა და როდესაც უკვე ვიკეცებოდი ვიღაცის ხელი აღვიქვი წელზე და გავითიშე...

//////////////////////////////////
ვიცი, ვიცი საშინელი ადამიანი ვარ ამდენ ხანს, რომ არ დავდე და თან პატარაა, მაგრამ დასასვენებლად ვიყავი წასული მთაში აგარაკზე მეგობრებთან ერთად და ტელეფონი არ იჭერდა. ვიცი პატარაა, მაგრამ ეს თავი აქ გაწყვეტას მოითხოვდა. იმედი მაქვს მაპატიებთ. ბოდიში, ბოდიში და ბოდიში კიდევ ერთხელ. მადლობა, რომ საერთოდ კითხულობთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent