ხევსურეთი VI
ელენე სახლში წავიდა,სტატიები მოამზადა,იბანავა და ჩასაცმელად ისევ დეკოლტე აირჩია,ნიკოს უფრო მოვხიბლავო,ფიქრობდა.არჩევანი შავ ჯინსსა და შავ დეკოლტეზე გააკეთა,რომელიც გამოსასვლელი უფრო იუო,ვიდრე მთაში ჩასაცმელი.სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა და შეამჩნია,რომ ასეთი ბედნიერი და გალამაზებული დიდი ხანია არ ყოფილა,თორნიკესთან ერთად ყოფნის დროსაც კი.ღიმილი უცებ წაეშალა სახიდან,ლოგინზე წამოწვა და ფიქრებს მიეცა,რა მოხდებოდა თუკი ნიკო ოჯახზე ისევ კითხავდა რამეს,მეტიც,კითხავდა კი არა,დაჟინებით მოითხოვდა თქმას,მაშინ რა უნდა ეპასუხა.ეს ფიქრები თავიდან მაშინვე ამოიგდო.თავი დამიშვიდა იმით,რომ ნიკო საეჭვოდ არ ჩაციებია მისი ოჯახის ამბავს.ლოგინიდან წამოდგა,ხაკისფერი ქურთუკი მოიცვა და ნიკოს სახალისკენ გზას გაუდგა.გარეთ გემრიელი სუნი გამოდიოდა,სახლში შევიდა,ნიკო კი სავარძელში იჯდა და ელენეს დანახვისთანავე თვალი მისი დეკოლტისკენ გაექცა. მაგიდას მიუჯდნენ.ნიკოს საგულდაგულოდ გაეწყო მაგიდა და უცხო და გემრიელი კერძები მოემზადებინა.ელენეს გულში სითბო ჩაეღვარა ამის დანახვაზე. -რამდენი გიწვალია - უთხრა ელენემ -არც ისე.ჩემთვის წვალება არ ყოფილა შენთვის სიამოვნება -არ იყო საჭირო -ვიცი,მაგრამ მე ასე მინდოდა ცოტა ხანს ისაუბრეს,შემდეგ ნიკო ისევ ოჯახის თემას დაუბრუნდა -ელენე,ისეთი გრძნობა მაქვს,რომ ბოლომდე გახსნილი არ ხარ -რას გულისხმობ? - გაუკვირდა ელენეს და არ შეიმჩნია ნიკოს კითხვით შექმნილი უხერხულობა -ვხედავ,რომ რაღაცას ბოლომდე არ ამბობ -გეჩვენება - მოკლედ მოუჭრა -არ მეჩვენება,ამას კარგად ვხედავ.შეგიძლია მითხრა,მე მოგისმენ -თუ რამის თქმა მენდომება,აუცილებლად გეტყვი -რატომ გაურბიხარ ოჯახის თემას? -არ გავურბივარ -აბა ეს რას ნიშნავს? თავს არიდებ ამ თემაზე საუბარს -გპირდები,თავის დროზე ყველაფერს მოგიყვები - გაუღიმა ელენემ -და როდის იქნება ეს თავის დრო? - კითხა დამწუხრებულმა ნიკომ -მალე.უბრალოდ,ახლა ჯერ ძალიან ბედნიერი ვარ და არ მინდა დრო ამაში დავკარგო -კარგი - გაუღიმა ნიკომ -რა ჟანრის მუსიკას უსმენ? -რასაც მე ვმღერი,ფოლკლორს და ხშირად კლასიკურ მუსიკას -პოპი,ბლუზი,როკი? -არა,შორს ვარ მაგეებისგან,როკს ვერ ცუსმენ,პოპს და ბლუზს ხანდახან.შენ? -ჯაზი და ბლუზი -მშვენიერი გემოვნება გქონია -ესეიგი სიმღერა გეხერხება -სხვათაშორის,ლექსებსაც ვწერ -მართლა? არ ვიცოდი -არაუშავს,ნელ-ნელა გაიგებ ჩემ შესახებ რაღაცეებს -სიმართლე გითხრა,პოეზია არ მიყვარს,მარამ შენს ლექსებს სიამოვნებით წავიკითხავ -აუცილებლად წაგაკითხებ და მოვისმენ შენს კრიტიკულ აზრს -კრიტიკულს რატომ? -გაუკვირდა ელენეს -იმიტომ,რომ პოეზია არ გიყვარს და მკაცრად შემაფასებ -მაინც მგონია,რომ მომეწონება შენი ლექსები.რამე იმღერე -გამორიცხულია - მოკლედ უპასუხა ნიკომ -რატომ? -დიდი ხანია არ ვმღერი -არც ჩემი ხათრით იმღერებ? -გთხოვ,ელენე,არ შემიძლია - ტონი შეეცვალა ნიკოს -კარგი,როგორც გინდა - მადა დაკარგა ელენემ.ნიკოს ცოლის დაღუპვის შემდეგ თითქმის არ უმღერია,გამოდის,რომ ელენეს სიყვარულმა ვერ შეძლო ნიკოს ყოველდღიურობაში დაბრუნება,ეს კი იმას ნიშნავდა,რომ ელენე ჯერ კიდევ ვერ შეყვარებია ისე ძლიერად,როგორც გარდაცვლილი ცოლი უყვარდა.ელენეს კლავდა ეს ფიქრები და ეჭვიანობა,რომელსაც ოკეანის ტალღებს ამსგავსებდა,კლდეებს რომ თავგამოდებით ეხეთქებიან. ნიკო თითქოს ფიქრებს მიუხვდა. -კარგი,რადგან ასე გინდა,შენთვის ვიმღერებ - უთხრა და გიტარის ასაღებად დააპირა ადგომა -არა,არ მინდა -რატომ? -არ მინდა ხათრით აკეთებდე ჩემს გამო რაღაცეებს - აგრესიულად უპასუხა ელენემ -გეწყინა? -არა,უბრალოდ გული დამწყდა,რომ შენი ჩემდამი სიყვარული არ არის იმდენად ძლიერი,რომ ძველ ყოველდღიურობაში დაგაბრუნო -რა სისულელეა,საიდან მოიტანე - უპასუხა ნიკომ შიშნარევი ხმით ელენეს ხმა აღარ ამოუღია -ნუ გგონია,რომ სიცოცხლის ხალისი არ დამიბრუნე,ან რამე მსგავსი - განაგრძო ნიკომ -აბა რა უნდა მეგონოს? - ცინიკურად უპასუხა ელენემ -რთულია შენთვის იმის ახსნა,თუ რას ვგრძნობ -არა,ძალიან კარგად მესმის რას გრძნობ.მეც დავკარგე საყვარელი ადამიანები,მთელო ოჯახი დავკარგე და ეს მხოლოდ მცირედია ჩემი ცხოვრების იმ საშინელი ეპიზოდებიდან,რაც შენ იცი,ამიტომ ნუ მასწავლი თუ რას შეიძლება გრძნობდეს მარტოსული ადამიანი.გაგიკვირდება და ამის გამო ცხოვრებაზე არ მითქვამს უნარი,სიცოცხლის სურვილი შენი გამოჩენის შემდეგ დამიბრუნდა - ერთი ამოსუნთქვით მიაყარა ელენემ - სხვათაშორის - დააყოლა - შენ კი უბრალოდ ის არ შეგიძლია,რომ უბრალო თხოვნა შეასრულო ჩემს გამო ნიკო ხელებ გადაჯვარედინებული,გასუსული იჯდა,ელენემ კი მაგიდას ზურგი აქცია და გვერდულად დაჯდა.ნიკო ფეხზე ადგა,ელენე არც ამჯერად არ განძრეულა,მისკენ არც კი მოუხედავს,თუმცა იგრძნო,რომ მაგიდას მოუარა და ზურგიდან შემოხვია მკლავები,რომელთა სურნელიც ღვინოსავით ათრობდა. ელენეს შეეშინდა,ვაი თუ ამ მკლავებზე და მათ მოფერებაზე ვერ ვთქვა უარი და ვერ გავთავისუფლდეო და მაშინვე მათ მოშორებას შეეცადა -გეხვეწები,არ გინდა,ნუ მეხები - მოიშორა ნიკოს მკლავები,თუმცა ნიკომ ელენეს ხელები ძალით დაუჭირა -მომისმინე,წლებია ნორმალურ ცხოვრებას არ დავბრუნებივარ,წლებია ჩემი სახლიდან სიცილის და სიმღერის ხმა არ გასულა,ამ ყველაფერს ისე მივეჩვიე,რომ ცვლილებების მეშინია კიდეც -გიყვარვარ? - მოულოდნელად კითხა ელენემ და თვალებში შეხედა -მეკითხები კიდეც? რა თქმა უნდა,მიყვარხარ -და ჩემთან ერთად გეშინია ამ ცვლილებების,არა? - თვალები აუცრემლიანდა ელენეს და უსამართლობის გრძნობამ შეიპყრო ნიკომ ამაზე ვერაფერი უპასუხა. ელენეს მთელი არსებით,სხეულით,გულით უნდოდა ამ სკამიდან ამდგარიყო და წასულიყო,მაგრამ ამ ადგილას რაღაც აკავებდა,ის,რაც მისი გულიდან მოდიოდა და ამ კაცის გულს უკავშირდებოდა.ნუთუ ასე მარტივად დკარგავდა და გაუშვებდა ხელიდან ამ კაცს,რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა?! ,,ჯანდაბა,რა მოხდებოდა მემღერა“ გაიფიქრა ნიკომ -ელენე,ახლა შენ ყველაფერი სხვანაირად გაიგე,უბრალოდ,შენი გამოჩენით ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ისე შეიცვალა,რომ მეშინია კიდეც ამ ცვლილებების,მეშინია,რომ ხანმოკლე აღმოჩნდბა ეს ყველაფერი,მეშინია,რომ წახვალ და ვეღარ გნახავ - ხელებში ჩარგო თავი ნიკომ ელენეს გულს უკლავდა შეყვარებულის ასეთ მდგომარეობაში დანახვა,თუმცა თავის თავიც ეცოდებოდა,რადგან ნიკოს სიცივე და ეჭვიანობა ასე კლავდა. -მთხოვ,რომ გაგიგო,როცა საერთოდ არ გესმის ჩემი - ამოილუღლუღა ელენემ -არ მესმის? - გაუკვირდა ნიკოს - მაშინ მითხარი რა გაწუხებს,რომ კარგად გაგიგო -შენი გულცივობა -ვერ ვხვდები,რა საჭროა ერთ სიმღერის გამო ვიჩხუბოთ -ერთ სიმღერაში არ არის საქმე,კარგად ხვდები რასაც ვამბობ.გინდა,რომ გაგიგო და ამ დროს საერთოდ არ გესმის ჩემი და თავს იმით იმართლებ,რომ სიახლეს ვერ ეგუები -ამით რისი თქმა გინდა? -იმის,რაც გითხარი -მეჩვენება თუ ჩემს ცოლზე მელაპარაკები? -შენი ცოლი არაფერ შუაშია უკვე გითხარი,რომ იმაზე მწყდება გული,ჩემთან ძველებურად ბედნიერი არ ხარმეთქი -ღმერთო ჩემო - ფეხზე წამოდგა გაღიზიანებული ნიკო - ბედნიერი ვარ,რატომ არ გჯერა,რა გავაკეთო,რომ დაიჯერო,ვიცეკო? ვიმღერო? კარგად ვხვდები,რომ ეჭვიანობ - უთხრა დამშვიდებულმა - არ მინდა ამაზე ლაპარაკი - საუბრის გაგრძელებას აპირებდა ნიკო და ელენემ შეაწყვეტინა -მოდი,ნუ გავექცევით ამაზე ლაპარაკს -მაინც რისი მოსმენა გინდა? - ტირილი შეეპარა ხმაში ნიკოს - იმის,რომ ჩემს ცოლზე ნაკლებად არ მიყვარხარ?დამშვიდდი,მიყვარხარხარ,საკმარისზე მეტად მიყვარხარ -იმის მოსმენა მინდა,რომ ისევ ბედნიერი ხარ,მინდა დავინახო,რომ აღარ გეშინია -მეშინია ელენე,მეშინია - შეაწყვეტინა ნიკომ - მეშინია,რომ შენც დაგკარგავ.ქვეცნობიერში ყოველთვის ამ 5 დღეს ველოდი,რომ შენ შეგხვედროდი.რა მოხდება მერე,როცა წახვალ? ისევ მარტო დავრჩები -იცი შენი პრობლემა რა არის?ყოველთვის მხოლოდ შენს გრძნობებზე ფიქრობ.რაც ერთად ვართ,არასდროს არ გიცდია,რომ გაგეგო მე რა მაწუხებს.გაგიკვირდება და მეც მეშინია შენი დაკარგვის,მეშინია,რომ არ იქნება ყველაფერი ისე,როგორც მინდა,რომ იყოს,მეშინია,მაგრამ არასდროს ვყოფილვარ ისეთი ძლიერი,როგორც ახლა ვარ და იცი რატომ?იმიტომ რომ შენს გვერდით ვარ.რატომღაც მეგონა,რომ შენც იგივეს იგრძნობდი,თურმე ვცდებოდი -რა გავაკეთო,როგორ დაგიმტკიცო,რომ იგივეს ვგრძნობ - ირონიულად უპასუხა და ხელები გაშალა ნიკომ -არ მჭრიდება დამტკიცება ნიკო,ყველაფერს ჩემი თვალით ვხედავ,მორჩი ირონიულად ლაპარაკს -იცი,რატომ არ შემიძლია ბედნიერი ვიყო?იმიტომ,რომ ვგრძნობ,დოებით გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში,თავი შემაყვარე და მერე შენს უნდა დამტოვო - აყვირდა ნიკო -ანუ,მაშინ,როცა თავს ერთად მშვენივრად ვგრძნობდით,ფიქრობდი,რომ მაინც დაგტოვებდი? გგონია შენს გარდა ყველა უგრძნობია,ხომ? ვერ გიტან ნიკო,ვერ გიტან - ტირილით უთხრა ელენემ და მისი სახლიდან გავარდა ნიკოს ცრემლები მოსდიოდა,უნდოდა შეეჩერებინა,თუმცა ადგილიდან მაინც ვერ დაიძრა.გაცეცხლებული მაგიდასთან მივიდა და ყველაფერი დალეწა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.