მძიმე გზა (მესამე ნაწილი) მეოცე თავი (32)
-დათო ,რას იტყვი?_ნერვიულობისგან ბოლთას სცემდა ნია დათოს კაბინეტში. დათო პასუხის გაცემაზე ყოყმანობდა.გამოკვლევის შედეგებს ყურადღებით ათვალიერებდა.სათვალე მოიხსნა,მაგიდაზე იდაყვით დაეყრდნო და ნიას გახედა.გოგონას ეს მზერა არ მოეწონა.თითქოს უიმედო იყო. -ნია..._დაიწყო მამაკაცმა და შეჩერდა-მინდა გითხრა რომ-განაგრძნო მცირეხნიანი პაუზის შემდეგ.-ეს სარისკო ოპერაციაა და მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 10 თუ ჩატარებულა -მაგრამ ხომ ჩატარდა_იკითხა გოგონამ -მხოლოდ ოთხი იყო აქედან წარმატებული. -ჰო,ვიცი,ვიცი და ამ ოთხიდან ორი შენ გააკეთე,ეგეც ვიცი დათო. -ნია..._საუბარი შეაწყვეტინა მამაკაცმა-ძალიან საშიშია,არის მცირე შანსი,რომ ქვედა კიდურების ფუნქცია აღდგეს ,მაგრამ ეს იმდენად მცირეა რომ...თანაც..._შეჩერდა დათო-შესაძლოა წარუმატებლობის შემთხვევაში მთელი სხეული პარალიზებული დარჩეს ან -მაგრამ ხომ არის შანსი,კარგზე უნდა ვიფიქროთ.გთხოვ,იმედს საბოლოოდ ნუ გადამიწურავ_სევდიანი ტონი გაერია ხმაში. დათო ფეხზე წამოდგა და ნიას ორივე ხელი ნაზად დაადო ბეჭებზე.მთელი გულით უნდოდა ნიას თხოვნა შეესრულებინა და გიორგის დახმარებოდა,მაგრამ იცოდა,რომ ეს დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. -ნია...შენ უნდა გესმოდეს,შენც ექიმი ხარ -ვიცი,ვიცი...სიტყვა შეაწყვეტინა ნიამ-მაგრამ მე შენი მჯერა ,შენ ბრწყინვალე ნეიროქირურგი ხარ. -ნია...გიორგის უნდა დაველაპარაკო და შემდეგ გადავწყვეტ ყველაფერს._უთხრა დათომ რამდენიმე წამის დაყოვნების შემდეგ -კარგი,გავიდეთ და დაველაპარაკოთ_კარისკენ წავიდა გოგონა -გამარჯობა გიო_ხელი ჩამოართვა დათომ -გამარჯობა_მიესალმა გიორგიც -მოდი ,კაბინეტში შემოდი,უნდა ვილაპარაკოთ_თქვა დათომ და კარი შეაღო. -გისმენ_თქვა გიორგიმ,როდესაც სამივე კაბინეტში შევიდნენ -გიო.ოპერაცია,რომელზეც ნია გელაპარაკა დიდ რისკთანაა დაკავშირებული,მაგრამ არის მცირე შანსი,ძალიან მცირე.გირჩევ კარგად დაფიქრდე -დათო,ნიას ვენდობი,შენც გენდობი ,მან ყველაფერი ამიხსნა,ვიცი რაც შეიძლება მოყვეს ამ ოპერაციას,მაგრამ მინდა ვცადო,ნიას გამო_თქვა გიორგიმ,გვერდით გაიხედა და ნიას ხელი ხელში დაიჭირა. დათო სავარძელში დაჯდა და საზურგეს მიეყრდნო.ღრმად ჩაისუნთქა.შეფიქრიანებული სახით იჯდა ცოტა ხანს,შემდეგ გიორგის მიუბრუნდა -მაშინ კარგი...მე თანახმა ვარ.ხომ იცი ყველაფერს გავაკეთებთ,რომ კარგად ჩაიაროს ოპერაციამ. -ვიცი_გაეღიმა გიორგის-იცი,მინდა ჩემ ოპერაციაში ნიამაც მიიღოს მონაწილეობა -მე?_წამოდგა ნია და მამაკაცს შეხედა -ჰო,უფრო მშვიდად ვიგრძნობ თავს -გიო,მე ჯერ არ ... -შეძლებ_თქვა დათომ ნია ცოტა ხანს ჩუმად იდგა და გიორგის უყურებდა.მას მღელვარება საერთოდ არ ეტყობოდა და ეს ცოტათი ამშვიდებდა. -ნია,ოპერაციისთვის მოამზადე და შენც მოემზადე_თქვა დათომ და ოთახიდან გავიდა. ნია გიორგისთან ახლოს მივიდა,ხელზე მოკიდა ხელი და აკოცა. -ხომ იცი ყველაფერი კარგად იქნება_უთხრა მან-ახლა წავიდეთ ოპერაციისთვის უნდა მოგამზადო. -ნია... -ჰო_მიუბრუნდა ის მამაკაცს -მიყვარხარ -მეც_თავისდაუნებურად წარმოთქვა და მამაკაცს კიდევ ერთხელ აკოცა. ... -ნია_მოესმა გოგონას სანდროს ხმა,როდესაც ის საოპერაციოში შედიოდა -სანდრო_მობრუნდა ის -ოპერაციის წარმატებით დასრულებას გისურვებ,ხომ იცი ყველაფერს შეძლებთ -ჰო,იმედი მაქვს_უპასუხა ნიამ -ნია,მაპატიე ჩემი მაშინდელი გამოხტომა.გთხოვ,არ მინდოდა შენ რომ ცუდად გამხდარიყავი -დაივიწყე,აღარ იფიქრო მაგ ამბავზე.კარგი?_უპასუხა და მხარზე ხელი დაადო -გამიხარდება თუ ბედნიერი იქნები,გიორგი კარგი ადამიანია -შენც ბედნიერებას გისურვებ_უთხრა ნიამ და სანდროს მოეხვია.-ახლა უნდა წავიდე_თქვა და საოპერაციოს კარი შეაღო ... ოპერაცია საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.მცირე გართულებასაც ჰქონდა ადგილი რამდენჯერმე,თუმცა ნიას თავი მშვიდად ეჭირა,ეს კი დათოსაც მატებდა ძალას.ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის ,რომ მდგომარეობა კარგისკენ შეეცვალათ.ერთი შეხედვით პოზიტიურად იყვნენ,თუმცა გულის სიღრმეში დათოსაც და ნიასაც ჰქონდათ დამალული შიში,რომ ისე არ იქნებოდა ყველაფერი როგორც უნდოდათ. ყველაფერი დამთავრდა,ბოლო ნაკერიც დაადეს და საოპერაციოდან გამოვიდნენ.მხოლოდ ახლა იგრძნეს ზურგის ტკივილი,რომელიც დაძაბულობამ გამოიწვია. მისაღებში სანდრო და ლუკა ელოდებოდნენ. -როგორ არის საქმე?_მათთან მივიდა ლუკა -ჯერ ვერაფერს ვიტყვით,მის გაღვიძებას უნდა დაველოდოთ_უპასუხა დათომ -კარგი,გიოს მშობლები გზაში არიან.ალბათ აქ ორ საათში იქნებიან _თქვა ლუკამ -დათო ,გიოსთან მე ვიქნები სანამ გაიღვიძებს_თქვა ნიამ და წასვლა დააპირა -მოიცა,ჯერ არ გაიღვიძებს ,ჯობს ცოტა დაისვენო_უთხრა დათომ -არ ვარ დაღლილი,კარგად ვარ_თქვა გოგონამ -არა?_მიუახლოვდა სანდრო-მამაჩემი მართალია-უნდა დაისვენო,ცოტა ხნით მაინც,ფერმკრთალი ხარ -კარგი რა_წაიბუზღუნა ნიამ-კარგი,კარგი ცოტას ხნით წავალ და წამოვწვები.თქვა და დერეფნისკენ წავიდა. ცოტა ხნით წამოწვა,თუმცა არ დაეძინა,სულ გიორგიზე ფიქრობდა.ცოტათი ეშინოდა კიდეც მისი გაღვიძების,არ იცოდა რა მოხდებოდა,საკუთარ თავს ვერასდროს აპატიებდა თუ მისი მდგომარეობა გააუარესა.ოთახში დიდხანს ვერ გაჩერდა და გარეთ გამოვიდა.მოულოდნელად წონასწორობა დაკარგა და თვალებზე ბინდი გადაეკრა,გრძნობდა,რომ გონებას კარგავდა.კედელს მიეყრდნო,თუმცა ძლიერმა ხელმა დაიჭირა. -ნია_მოესმა სანდროს ხმა-გამოფხიზლდი -კარგად ვარ_სუსტი ხმით თქვა და ფეხზე დამოუკიდებლად დადგომა სცადა,ჯერ კიდევ თავბრუ ეხვეოდა,ამიტომ სანდროს დაეყრდნო. -ბოლოს როდის იყავი გამოკვლევაზე?_ჰკითხა სანდრომ -ცოტა ხნის წინ_იცრუა მან,სინამდვილეში გეგმიური გამოკვლევა გამოტოვა. -ნია,ასე არ შეიძლება._მკაცრად თქვა მამაკაცმა.-საკუტარ ჯანმრთელობაზე სულ არ ფიქრობ -რა აზრი აქვს?_გაეღიმა ნიას,ისეთი სევდიანი,მწარე ღიმილი იყო-როდემდე გავძლებ არ ვიცი -ნუ ამბობ ამას გთხოვ_გოგონას მაგრად მოხვია ხელები სანდრომ -უკვე შევეგუე კიდეც,მინდოდა რაღაც კარგი გამეკეთებინა.გიორგის ცხოვრება შემეცვალა,მაგრამ..._საუბარი შეწყვიტა რამდენიმე წამით-მაგრამ არ ვიცი რა მოხდება.მეშინია. -წამოდი_ხელი მოკიდა სანდრომ -სად? -ნახავ_უპასუხა და ნია გიორგის ოალატასთან მიიყვანა. -გიო,გღვიძავს?_გაუხარდა და მისკენ წავიდა-როგორ ხარ? -კარგად_ჯერ კიდევ სუსტიმჩახლეჩილი ხმით უპასუხა მამაკაცმა და ხელზე აკოცა. შემდეგ ორივე ფეხი თავისუფლად მოხარა.გახარებული ნია ცრემლებს ძლივს იკავებდა. -ხომ ვამბობდი_თქვა მან-ვიცოდი,რომ შენ კარგად იქნებოდი_ამბობდა გახარებული და თან გიორგის კოცნიდა. სანდრო შეუმჩნევლად გავიდა ოთახიდან.მისაღებში უკვე ყველა იყო შეკრებილი.გიორგის მშობლებიც იქ იყვნენ.ყველა ძალიან გაახარა ამ ახალმა ამბავმა. ძნელი იყო პირველი ნაბიჯის გადადგმა.ეს სიარულის ხელახლა სწავლას გავდა,თუმცა ესეც შეძლო,ნიაც მის გვერდით იყო და მთელი თვის განმავლობაში ,რაც საავადმყოფოში გაატარა რეაბილიტაციაში ეხმარებოდა,არა მხოლოდ ფიზიკურა,ასევე ფსიქოლოგიურადაც.სიხარულისგან ეგონა გაფრინდებოდა,როდესაც კიბეზე დამოუკიდებლად შეძლო ჩასვლაც და ამოსვლაც.უკვე აღარ უჭირდა და ტკივილსაც აღარ გრძნობდა. ... -ვერ წარმოიდგენ მანქანის მართვა როგორ მენატრებოდა_თქვა გიორგიმ და მანქანა სკოლასთან გააჩერა -ფეხზე შენი წყალობით ვდგავარ_თქვა მან და გოგონას ნაზად მოეფერა სახეზე ნიამ მისი ხელი დაიჭირა ხელებში და აკოცა. -მიხარია,რომ კარგად ხარ_უპასუხა მან სკოლის ეზოში ნოეც გამოჩნდა და მათი მანქანისკენ წამოვიდა. -გამარჯობა_ხელი ჩამოართვა ბავშვს გიორგიმ -გაგიმარჯოს_უპასუხა ნოემ და უკანა სავარძელზე მოკალათა,ჩანთა კი გვერდით დაიდო. -წავედით_თქვა გიორგიმ და მანქანა დაქოქა.-იდეა მაქვს_თქვა მან -რა იდეა?-ჰკითხა ნიამ -მოდი მაკდონალდსში წავიდეთ.ნოე რას იტყვი -კარგი_გაუხარდა ბავშვს -კარგი_დაეთანხმა ნიაც რამდენიმე წუთის შემდეგ მანქანა სადგომზე გააჩერეს და მაკდონალდსში შევიდნენ.მაგიდასთან დასხდნენ,როდესაც თავიანთი შეკვეთა აიღეს. ნოეს 6 გაკვეთილი და დარლილობა სრულიად გადაავიწყდა.გამხიარულდა კიდეც და გიორგისთან დიალოგიც გააბა,განსკაუთრებით გაუხარდა,როცა გაიგო,რომ გიორგისაც უყვარს ვიდეო თამაშები. -ცოტნე_წამოიძახა მოულოდნელად ნოემ -სად?_იკითხა ნიამ -აი_მიუთითა ბავშვმა ნიამ და გიორგიმ მიიხედეს და ცოტნე დაინახეს,არა მარტო ცოტნე,იქ სესილი,მია და ლუკაც იყვნენ -ამათ უყურეთ_თქვა ნიამ -გვრიტები_გაეცინა გიორგის მათაც შეამჩნიეს გიორგი ,ნია და ნოე და მათკენ წამოვიდნენ. -გამიხარდა თქვენი ნახვა_თქვა ლუკამ -ჩვენკენ წამოდით,უფრო ბევრი ადგილია_შესთავაზა ცოტნემ -ხელს ხომ არ შეგიშლით_იკითხა ნიამ და ცოტნეს და სესილის გადახედა -არაა,პირიქით,კარგი იქნება_უპასუხა სესილიმ -წავიდეთ_უთხრა გიორგიმ ნიას კიდევ ერთხელ აიღეს შეკვეთა და მაგიდასთან ერთად დასხდნენ. -ცოტა მოგვიანებით მინდოდა მეთქვა ,მაგრამ ,რადგან ყველა აქ ხართ ახლავე გეტყვით_თქვა ნიამ. -რას?_დაინტერესდა სესილი -იქნებ ბენდის აღდგენაზე გეფიქრათ_თქვა ნიამ-რას იტყვით? გიორგიმ,სესილიმ და ლუკამ ერთმანეთს გადახედეს.რა თქმა უნდა სამივეს ისევ სურდა დაკვრა,სცენაზე დგომა,თუმცა იმდენი რამე მოხდა ამაზე სერიოზულად აღარც კი უფიქრიათ. -არ ვიცი_მხრები აიჩეჩა სესილიმ -სიმართლე ვთქვა დაკვრა და სცენა მომენატრა_თქვა ლუკამ -მეც_ლუკას დაეთანხმა გიორგი -ჰოდა,ძალიან კარგი_გაუხარდა ნიას-ახლა მომისმინეთ-თქვა მან გუშინ საღამოს მამაჩემს ველაპარაკე,ერთ თვეში მის ბენდს ნიუ-იორკში აქვს კონცერტი და რამდენიმე დამწყებ ბენდს ექნება გამოსვლის საშუალება,სანამ მათი კონცერტი დაიწყება,ჰოდა თქვენზე ვიფიქრე,მგონი არ უნდა იყოს ცუდი აზრი.ეს კარგი დაბრუნება იქნება. -რა მაგარია_აღფრთოვანებულმა თქვა ლუკამ -კი,მაგრამ მოვასწრებთ?თანაც ბასისტი არ გვყავს_თქვა სესილიმ -ჰო,დიდი ხანია არ დაგვიკრავს_თქვა გიორგიმ -არაუშავს_საუბარში ჩაერთო ცოტნე-ნიას იდეა მომწონს,თქვენთვისაც მაგარი შანსია.რატომ არ უნდა დათანხმდეთ.ბასისტსაც იპოვით.დატანხმდით.თუ მოინდომებთ ყველაფერი გამოვა -ჰო_თქვა გიორგიმ-ახლა მართლაც კარგი შანსი გვეძლევა. -მგონი უნდა დავთანხმდეთ_აღნიშნა სესილიმაც. -ძალიან კარგი,მიხარია,რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეთ.მამას დავურეკავ და შევატყობინებ ყველაფერს საღამოს_თქვა გახარებულმა ნიამ. -ბასისტი_მოულოდნელად თქვა სესილიმ და ნიას შეხედა.ყველამ მას მიბაძა და ნიასკენ გაიხედეს -რა?_გაუკვირდა ნიას -შენ იქნები ბასისტი_გადაჭრით თქვა ლუკამ -არა,არა_თავი გააქნია ნიამ -რატომ?_შეეკითხა გიორგი-კარგად უკრავ საკმაოდ -სტუდენტობის დროს ვუკრავდი,თანაც ახლა საავადმყოფოში ვმუშაობ და რავიცი დროს თუ ვნახავ.უფრო მეტად იმის გამო ვიკავებ თავ,რომ დიდი ხანია არ დამიკრავს -ჰოდა ახლა დაუკრავ,დარწმუნებული ვარ შეძლებ_თქვა სესილიმ -სესი,არ ვიცი,არ მინდა შეგარცხვინოთ -კარგი რა_გაუბრაზდა სესილი-არ შეგვარცხვენ,მორჩა შენ ხარ ბასისტი ამ ამბით ყველა გახარებული იყო.ერთი სული ჰქონდათ რეპეტიცია დაეწყოთ.ეს მათთვის მართლაც რომ დიდებული შანსი იყო და ხელიდან არ უნდა გაეშვათ.გადაწყვიტეს ეს ამბავი აღენიშნათ და ყველანი ნიასთან წავიდნენ.თითქმის მთელი ღამე არ ეძინათ.ლუდს სვამდნენ,მათ საყვარელ სიმღერებს უსმენდნენ და მომავალ გეგმებს აწყობდნენ. ... უკვე რამდენიმე დღეა ,რაც რეპეტიცია დაიწყეს.დრო შეუმჩნევლად და სწრაფად გადიოდა.მთელი შემართებით დაიწყეს საყვარელი საქმის კეთება.ნიასაც ტყუილად ეშინოდა,რომ დაკვრას ვეღარ შეძლებდა.თვითონაც სასიამოვნოდ გაკვირვებული იყო,როდესაც ყველაფერი კარგად დაიწყო. -შევისვენოთ და რამდენიმე წუთში განვაგრძოთ კარგი?_თქვა ლუკამ,ფანჯარა შეაღო და რაფაზე ჩამოჯდა. -მაღაზიაში გავალ და რამე ხომ არ წამოგიღოთ ?_იკითხა სესილიმ და კარისკენ წავიდა,თუმცა ვიდრე პასუხის გაცემას მოასწრებდნენ გაჩერდა და ხელი მუცელზე,მარჯვენა მხარეს მოიკიდა. -ვაიმე_წამოიძახა და სახე შეეჭმუხნა -რა მოხდა_იკითხა ლუკამ შეშფოთებით და გიორგისთან ერთად მასთან მივიდა -სკამზე დასვით,ფრთხილად_თქვა ნიამ და გოგონას მიუახლოვდა-ასე გტკივა?-ოდნავ დააჭირა ხელი მარჯვენა მხარეს -უჰ,ძალიან_წამოიძახა გოგონამ ნიამ მისი მარჯვენა ფეხის მოხრა სცადა,თუმცა ახლაც ძლიერი ტკივილი იგრძნო -საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ_თქვა მან-მანქანამდე მივიყვანოთ,ფრთხილად -რა სჭირს?_იკითხა ლუკამ შეშინებული სახით -დამშვიდდი,საშიში არაფერია.აპენდიქსის შეტევაა_თქვა ნიამ -აუუ,მეშინია_ტირილით თქვა სესილიმ -ნუ გეშინია სესი_თავზე მოეფერა გოგონას ნია-ყველაფერი კარგად იქნება,საშიში ნამდვილად არაფერია -ჰო,არ შეგეშინდეს_დაამშვიდა გიორგიმაც-ბავშვობაში მეც ამოვიჭერი,რა არის საშიში ცოტათი დამშვიდდა,მანქანაში ჩასვეს და საავადყოფოში მიიყვანეს. გზაში ნიამ სალომეს დაურეკა და მიმღებშივე დახვდნენ.დათოც იქ იყო და ცდილობდა აღელვებული სესილი დაემშვიდებინა.სალომე კი საოპერაციოდ ემზადებოდა. -სესილი,შენი სისხლის ჯგუფი მითხარი_უთხრა სალომემ -მეოთხე,რეზუს უარყოფითი თქვა გოგონამ დათომ სალომეს გახედა. -მე მაქვს ზუსტად იგივე ჯგუფის სისხლი_თქვა მამაკაცმა -ჰოდა შენი დახმარება დაგვჭირდება_თქვა სალომემ -კარგი.ახლავე ავიღებ სისხლს_თქვა მამაკაცმა სესილი საოპერაციოდ შეიყვანეს.რამდენიმე წუტში კი ცოტნე,მია და სოფიაც მოვიდნენ. -როგორ არის?შეიყვანეს უკვე_იკითხა ცოტნემ -დამშვიდდი_უთხრა ძმას ნიამ-კი შეიყვანეს.ხომ იცი,საშიში არაფერია,თანაც სალომე აკეთებს ოპერაციას -ჰო_დაეთანხმა ნიას სოფია-ყველაფერი კარგად იქნება -აბა რა_მხარზე ხელი დაადო ძმას მიამ -იმედი მაქვს._თქვა ცოტნემ ... -სესი_ჩაესმა ცოტნეს ხმა სესილის -ცოტნე_უპასუხა სუსტი ხმით და თვალები გაახილა. ბიჭს მისი ხელი ეჭირა და თმაზე ეფერებოდა.ცოტნეს დანახვაზე გაეღიმა. -როგორ ხარ? -კარგად,ცოტა გაბრუებული_უპასუხა გოგონამ -ყველაფერმა კარგად ჩაიარა_უთხრა ცოტნემ და მას აკოცა პალატაში სალომე შემოვიდა,სესილი გასინჯდა და დარწმუნდა ,რომ ყველაფერი რიგზე იყო. -სალომე,მალე შეძლებთ რომ გამწეროთ?_ჰკითხა გოგონამ -სამ ან ოთხს დღეში_უპასუხა ქალმა-ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა -რეპეტიციების გაგრძელებას ხომ შევძლებთ?_იკითხა მან-არ მინდა დიდხანს შევწყვიტოთ -ნუ გეშინია_გაუღიმა სალომემ-მალე ისევ დაუბრუნდები ჩვეულ ცხოვრებას.ახლა დაგტოვებთ.სესილი,ეცაცე დაისვენო კარგი?_უთხრა მან -კარგი_უპასუხა გოგონამ ... -საშინლად დავიღალე,მძიმე პროცესი მქონდა დღეს ძალიან-თქვა ანდრიამ ,ხალათი გაიძრო და საწოლზე ჩამოჯდა. სალომე მის უკან ჩამოჯდა და მასაჟის კეთება დაიწყო -აი ზუსტად იცი რაც მჭირდება_მიუბრუნდა ცოლს და აკოცა -მოდუნდი_გაეღიმა სალომეს და ანდრიას კისერში აკოცა -სესილი როგორაა?_იკითხა მამაკაცმა -კარგად,ყველაფერი რიგზეა,ძლიერი ორგანიზმი აქვს_უპასუხა ცოლმა -ჰო,ძალიან კარგია,ხვალ აუცილებლად ვნახავ.ცუდია,რომ დღეს ვერ მოვახერხე -ანდრია,რაღაც მინდა გითხრა_თქვა სალომემ -გისმენ სალო_მისკენ მიბრუნდა ის -დღეს სესილის დათოს სისხლი გადავუსხით.ერთი და იგივე სისხლის ჯგუფი აქვთ -მერე?_იკითხა მამაკაცმა -არ ვიცი,არ ვიცი რატომ დავეჭვდი,მაგრამ მათი სისხლი ლაბორატორიაში გავაგზავნე -ლაბორატორიაში?_გაუკვირდა ანდრიას -მოკლედ_თქვა ქალმა-დათო სესილის მამაა -რა?_ფეხზე წამოდგა მამაკაცი და გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა -ჰო,ასეა.უპასუხა სალომემ -კი,მაგრამ...არც კი ვიცი რა ვთქვა_დაიბნა მამაკაცი-დათომ იცის? -არა,ჯერ არ მითქვამს -უნდა უთხრა,აუცილებლად.თან მალე -ვიცი,ვიცი,მაგრამ ...მეც დაბნეული ვარ ძალიან.დათოს ხვალვე დაველაპარაკები -ჰო,კარგი იქნება_უთხრა ანდრიამ. ... -დღეს გამწერენ,რა კარგია_უხაროდა სესილის. ნიას დახმარებით ჟაკეტი მოიცვა და საწოლზე წამოჯდა. -ხომ არ გტკივა ნაოპერაციები?-ჰკითხა ნიამ -არა,საერთოდ არაფერი მაწუხებს_უპასუხა გოგონამ-რეპეტიციას ხვალვე..._წინადადების დასრულება ვერ შეძლო,რადგან კართან სესილიმ მისი და,ირინკა დაინახა,რომელიც თავდახრილი იდგა -შეიძლება?_იკიტხა მან -შენ აქ მოსვლას როგორ ბედავ?_ფეხზე წამოდგა ნია -არაფერია ნია_თქვა სესილიმ-მოდი ირინკა ირინკა მას მიუახლოვდა და აკოცა. -ძალიან ვინერვიულე შენზე_თქვა მან ნიამ წარბები შეკრა და თავი გააქნია.აღიზიანებდა მისი ფარისევლური მზრუნველობა. სესილი თავიდან გაბრაზდა,თუმცა ეს ხომ მისი და იყო და მაინც გაუხარდა მისი დანახვა.ირინკას შეძულება ვერ შეძლო. -სესილი,გთხოვ მომეცი შანსი,რომ ისევ ვიყო შენი და,გთხოვ მაპატიე.თავი მეზიზღება,რომ ამდენი რამ დაგიშავე_ცრემლმორეული ლაპარაკობდა -ირინკა_საუბარი შეაწყვეტინა სესილიმ და გოგონას ცრემლი მოწმინდა. -შენ ჩემი და ხარ,ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ_ეუბნებოდა სესილი და მას ეხუტებოდა -სესი,_გაბრაზებული ხმით თქვა ნიამ-ამას ენდობი კიდევ?არ გახსოვს რა ჩაიდინა იმ ღამეს? ან მანამდე. -ნია,ის ჩემი დაა,გამიგე.შენ მია გყავს.არაჩვეულებრივი ურთიერთობა გაქვთ.მეც მინდა ჩემი სისხლი და ხორცი მყავდეს გვერდით -არასწორად იქცევი სესილი_თქვა ნიამ -გთხოვ,ჩემ საქმეში არ ჩაერიო._ცოტათი განაწყენდა სესილი-მე ვიცი რაც მინდა -კარგი,მაპატიე_ნია ოთახიდან გავიდა. სესილიმ მისი სიტყვები მაშინვე ინანა,თუმცა რაღა აზრი ჰქონდა. -სესი,მადლობა რომ მაპატიე_ამბობდა ირინკა -დამშვიდდი და არ იტირო_ცრემლებს წმენდდა მას. -მხოლოდ შენ მყავხარ,მშობლებმა სახლიდან გამაგდეს.მათ შანსი არ მომცეს.ახლა სულ მარტო ვარ_ტიროდა ის -არა,მარტო არ ხარ.ჩემთან გადმოდი.ყველაფერი კარგად იქნება.ჩემი სახლი ცარიელია,იქ ვიცხოვროთ.ახალ ცხოვრებას დაიწყებ_მოეხვია დას -მადლობა.სესი... ძალიან მერიდება მაგრამ -მითხარი_ნუ გერიდება -ფული მჭირდება...ვალი მაქვს და მომკლავენ თუ არ გადავიხდი,ძალიან მრცხვენია... -რამდენი? -500 ლარი. -ირინკა,თან არ მაქვს,ბარათზე მაქვს და აუცილებლად მოგცემ,გზაში ავიღებ -დიდი მადლობა...სესილი ამას არასდროს დაგივიწყებ,ვიმუშავებ და აუცილებლად დაგიბრუნებ_მოეხვია მას -კარგი რა,არავითარი ვალი არ გაქვს.შენ ჩემი და ხარ_უთხრა სესილიმ. გახარებული სესილი ვეღარაფერს ამჩნევდა.მიას და ნიას როდესაც ხედავდა,ყოველთვის უნდოდა მსგავსი დობა ჰქონოდა და ახლა არ უნდოდა ირინკა გაეშვა,უხაროდა,რომ ის ისევ მის გვერდით იყო.გულწრფელად ჯეროდა მისი და ახალ ცხოვრებაზე ოცნებობდა. ... -პაციენტი შემოიყვანეს_ყვიროდა ექთანი ნია,რომელიც მიმრებში იჯდა,მაშინვე ფეხზე წამოდგა და მათკენ გაიქცა -სავარაუდოდ ნარკოტიკის ზედოზირებაა -პულსი არაა -გული გაუჩერდა -ეს ხომ ...ირინკაა_შეშფოთებით თქვა ნიამ-დეფიბრილატორი დამუხტეთ ნია ცდილობდა გულისცემა არედგინა,თუმცა ამაოდ.მუხტს მოუმატეს და ბოლოსდაბოლოს გულისცემა აღდგა.ნიამ შვებით ამოისუნთქა.ყველაფერი გააკეთეს,რომ გადაერჩინათ.მდგომარეობა როგორც კი დასტაბილურდა ნიამ მაშინვე სესილის დაურეკა.მანამდე კი ირინკას გვერდით იჯდა და მის გამოფხიზლდებას ელოდა. -სად ვარ_მოესმა მისი ხმა -დამშვიდდი,ახლა კარგად ხარ,საავადმყოფოში ხარ_უაპსუხა ნიამ -შენ?_ზიზღით გახედა ნიას -ჰო,მე ვარ...შენი და მალე მოვა და ნახავს შენ "გმირობას" -არაა,არ უნდა გაიგოს_შეშფოთებით თქვა და ფეხზე წამოდგომა დააპირა -იწექი,არ შეიძლება ადგომა_მისი შეჩერება სცადა ნიამ -გზიდან ჩამომეცალე_დაიყვირა ირინკამ და ნიას ხელი ძლიერად კრა,რომ გოგონამ თავი ვერ შეიმაგრა,წაიქცა და თავი საწოლის კიდეს ცამოარტყა.გონება არ დაუკარგავს,თუმცა წამოდგომა გაუჭირდა.სცადა ირინკას დაწეოდა,თუმცა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა თუ არა მკერდში ,მარცხენა მხარეს მწვავე ტკივილი იგრძნო და სუნთქვა უჭირდა.კედლებს ეყრდნობოდა სანამ შეეძლო,თუმცა ტკივილი ძლიერდებოდა.მუხლები მოეკვეთა და იატაკზე უგონოდ დაეცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.