შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე გზა (მესამე ნაწილი) მეცხრამეტე თავი (31)


23-07-2018, 23:57
ავტორი fireending
ნანახია 1 811

-სეირნობთ_ჰკითხა სესილიმ დათოს,რომელსაც დანიელი ეჭირა ხელში და ის ის იყო ეზოში შემოვიდა.
-კი_უპასუხა დათომ-მე და დანიელმა გავისერინეთ დილით.სხვათაშორის მოეწონა.
-რა საყვარელია_ბავშვს მოეფერა სესილი და შემდეგ დანიელი ხელში დაიჭირა.ბავშვი ას აკვირდებოდა ცოტა ხანს,შემდეგ კი მის მკლავს მიეყრდნო და ჩაეძინა.
-შენ მოწონხარ,ნახე რა უცებ ჩაეძინა_ღიმილით დაჰყურებდა შვილს დათო.
-მეც მომწონს ეს პატარა_თქვა სესილიმ და ბავშვს ხელზე მოეფერა.-სახლში შევიყვან_თქვა გოგონამ-ცოტა სიგრილეა და არ გაცივდეს
-მართალი ხარ_უპასუხა დათომ-მე ეზოში დავრჩები ცოტა ხნით
-კარგი_უპასუხა სესილიმ და სახლისკენ წავიდა.
-დილა მშვიდობისა_მიესალმა სოფია,რომელიც კიბეზე ჩამოდიოდა.
-დილა მშვიდობისა სოფია_მიესალმა სესილიც-ახლა ამოვდიოდი ზუსტად ზემოთ,დანიელს ჩაეძინა
-ჩემი პატარა_თქვა ქალმა და ბავშვს ფრთხილად აკოცა შუბლზე,ხოლო სესილის თმაზე მოეფერა.
-თავის საწოლში ჩავაწვენ_ხმადაბლა თქვა გოგონამ
-კარგი,ამასობაში ყავას მოვამზადებ,ხომ დალევ?_ჰკითხა ქალმა
-დიდი სიამოვნებით_უპასუხა და ზემოთ ავიდა,რომ დანიელი საწოლში ჩაეწვინა.
ქვემოთ რომ ჩავიდა სოფია უკვე მისაღებში იჯდა და ყავა მზად ჰქონდა.მის გვერდით ჩამოჯდა და ფინჯანი ხელში აიღო
-რა კარგი სურნელია_თქვა სესილიმ და ცოტა ყავა მოსვა
-მართლაც_საუბარში ჩაერთო დათო,რომელიც ახლახანს შემოვიდა ოთახში-მე არ დამალევინებთ ყავას?_იკითხა ღიმილით და მათ წინ ჩამოჯდა.
-რა თქმა უნდა_ფეხზე წამოდგა სოფია
-სოფი იჯექი,მე დავასხამ_შესთავაზა სესილიმ
-მადლობა ჩემო გოგო_მკლავზე მოეფერა დათო სესილის.გოგონამ გაუღიმა და სამზარეულოსკენ წავიდა.ამ თითქოსდა უბრალო ჟესტში იყო მისთვის რაღაც განსაკუთრებული.დათოსთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო,რომ საკუთარ ოჯახის წევრს თბილად მოპყრობოდა.სესილისაც საკუთარ შვილად თვლიდა.გოგონა ბედნიერი იყო ამით,რა თქმა უნდა,თუმცა ზოგჯერ გულში რაღაც ჩაწყდებოდა ხოლმე,როცა აგონდებოდა მისი ნამდვილი მშობლების დამოკიდებულება მისდამი,მთელი ცხოვრების მანძილზე მათგან სითბოს ნატამალიც კი არ უგრძვნია.
ყავა დაასხა და ფინჯნით ხელში უკან დაბრუნდა.
-მადლობა სესი_სითბოთი სავსე ხმით უთხრა დათომ და ფინჯანი ხელში აიღო.
სესილის ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა.გოგონამ მობილური მაგიდიდან აიღო
-დილა მშვიდობისა ცოტნე_გაბადრული სახით უპასუხა გოგონამ,რაც სოფიას და დათოს ნამდვილად არ გამორჩენია და ჩუმად,ღიმილით გადახედეს ერთმანეთს
-კი,როგორ არ მახსოვს_თქვა სესილიმ-სანდროს გაღვიძებას ველოდები და წამოვალთ,ნია და მიაც ხომ მოდიან?...აჰა,კარგი აბა დროებით_უთხრა მცირეხნიანი პაუზის შემდეგ,ტელეფონი გათიშა და მაგიდაზე დადო.
-ცოტნე მოვა?_იკითხა სოფიამ
-კი_უპასუხა გოგონამ-ბოულინგზე მივდივარტ
-რა კარგია,გაერთობით._თქვა დათომ-მიყვარს ბოულინგი
-შენც წამოდი_შესთავაზა სესილიმ
-არა_გაეცინა დათოს-ეს მოხუცი კაცი ხელს ხომ არ შეგიშლით თქვენ გაერთეთ
-მოხუცი არააა_გაეცინა სესილის-წავედი სანდროს გავაღვიძებ-თქვა გახარებულმა და კიბეზე აირბინა
-მოხუცი კაცი?_წარბები აზიდა სოფიამ,დათოს მიუახლოვდა და მის მუხლზე მოკალათდა .-ანუ მეც მოხუცი ვარ?
მამაკაცმა წელზე ხელი მოხვია და აკოცა.
-შენ არა_უპასუხა და სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია.-დღეს არ წახვიდე სააგენტოში_უთხრა ქალს და ყელზე ნაზად აკოცა
-ბევრი საქმე რომ მაქვს?_ჰკითხა ქალმა
-იქნებ გადადო_ჩურჩულით უტხრა და აკოცა
-კიდევ ერთი კოცნაც და... _ჩაეღიმა ქალს
მამაკაცმა კიდევ ერთხელ აკოცა.სოფიამ მამაკაცს ხელები მოხვია და მკერდზე მიეკრო.
ეზოდან მანქანის ხმა მოესმათ.
-ცოტნე იქნება_ფეხზე წამოდგა სოფია და დათოსთან ერთად კარისკენ წავიდა.
-ცოტნე როგორ ხარ?_გაუხარდა ქალს მისი დანახვა და ბიჭი გადაკოცნა
-მიხარია შენი ნახვა_ხელი ჩამოართვა დათომ
-მეც,ძალიან მომენატრეთ ყველანი
-მია,შემოდი_გოგონასკენ წავიდა სოფია-როგორ გაზრდილხარ და რა ლამაზი ხარ_აკოცა გოგონას
-არადა რა პატარა მახსოვს ეს ბავშვი_გაეღიმა დათოს და მიას მოეხვია
სტუმრები სახლში შემოიპატიჟეს. ამასობაში სანდროც და სესილიც ჩამოვიდნენ.ერთმანეტს მიესალმნენ და ცოტა ხანში ეზოში გავიდნენ.
-ნია სადაა?_იკითხა სანდრომ
-გიორგის და ლუკას გაუარა და ბოულინგის კლუბში ერთად დაგვხვდებიან_უპასუხა ცოტნემ
-ძალიან კარგი_ნაძალადევად გაიღიმა სანდრომ და მანქანისკენ წავიდა.
-წავიდეთ არა?_იკითხა მიამ
-ჰო წავედით_უპასუხა სესილიმ და დანარჩენებთან ერთად ისიც მანქანაში ჩაჯდა.
კლუბში რომ მივიდნენ ნია ლუკასთან და გიორგისთან ერთად უკვე იქ იყო.გიორგი თავიდან წამოსვლაზე ყოყმანობდა,თუმცა ნიას დაჟინებულ თხოვნას დანებდა და მიხვდა ,რომ სწორადაც მოიქცა.მისთვის გარეთ გამოსვლა და ცოტა გართობა ნამდვილად კარგი იყო.მეგობრების გვერდით ყოფნაც ძალიან უხაროდა,ყველაზე მეტად კი ის ახარებდა,რომ ნიაც მის სიახლოვეს იყო.
თამაშით გაერთნენ და ბევრიც იმხიარულეს,განსაკუთრებით ლუკამ და მიამ.მთელი დღე ერთმანეთს არ მოსცილებიან.ბოლოს რომ ნახეს ერთმანეთი ორივე პატარა იყო,მია კიდევ უფრო,თანაც სულ ჩხუბობდნენ ხოლმე,ახლა კი უკვე ორივე გაზრდილი იყო და საოცრად შეცვლილი.ერთ დროს პატარა და ცელქი მია ახლა უკვე ძალიან ლამაზ და დახვეწილ გოგოდ იყო ქცეული და პატარა ხუჭუჭთმიანი მხიარული ბიჭი კი სიმპატიურ მამაკაცად,ამიტომაც გასაკვირი არ იყო,რომ ერთმანეთით მოიხიბლნენ.
ცოტნე კი გვერდიდან არ სცილდებოდა სესილის.ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ.მართალია ცოტნე სესილიზე ორი წლიტ უმცროსი იყო,თუმცა ამას მათ დაახლოებაში ხელი ნამდვილად არ შეუშლია,პირიქით სწორედ ასეთი ადამიანი სჭირდებოდა სესილის გვერდით,მხიარული,საოცარი იუმორის გრძნობით სავსე ახალგაზრდა ბიჭი,რომლის გვერდითაც ვერც კი გრძნობდა თუ როგორ გადიოდა დრო.
...
-მოსაღამოვდა,თქვა დათომ,რომელიც ფანჯრის რაფაზე იჯდა და ჩამავალ მზეს უყურებდა.
-ჰო,რა ლამაზია მზის ჩასვლა_თქვა სოფიამ მამაკაცს მიუახლოვდა და ხელები მოხვია.
დათომ ქალს ხელზე აკოცა.
-იქნებ ჩვენც გავიდეთ სადმე_თქვა დათომ-რას იტყვი?
-პაემანზე მპატიჟებ?_გაეღიმა ქალს
-ჰო_უპასუხა მამაკაცმა-თანახმა ხარ?
-კარგი,მაშინ ძიძას დავურეკავ_თქვა სოფიამ და მობილური ჯიბიდან ამოიღო.
...
-მიყვარს ეს რესტორანი_თქვა სოფიამ ,წითელი ღვინო მოსვა და ფანჯრიდან გაიხედა
-ჰო,კარგი ხედია_დაეთანხმა დათო
მამაკაცმა ცოლს ხელზე ხელი დაადო და თვალი გაუსწორა.
-ულამაზესი ხარ_უთხრა ქალს
სოფიას გაეღიმა.
-შენ გვერდით თავს უბედნიერეს ქალად ვგრძნობ._თქვა ქალმა და დათოს აკოცა
-მე კი უბედნიერეს მამაკაცად_კიდევ ერთხელ აკოცა ცოლს.
-არ მინდა,რომ ეს საღამო დამთავრდეს_თქვა სოფიამ
-არც დამთავრდება,არასდროს_უპასუხა დათომ ფეხზე წამოდგა.-შეიძლება ვიცეკვოთ_ჰკითხა ცოლს და ხელი გაუწოდა
-სიამოვნებით_ბედნიერი ღიმილით უთხრა ქალმა და ფეხზე წამოდგა.
ცოლს ხელი მოხვია,ქალმა მხარზე თავი დააყრდნო და ასე ერთმანეთზე მიკრულები იძირებოდნენ წყნარი მუსიკის მომაჯადოებელ რიტმში.თვალდახუჭულები მიყვებოდნენ მუსიკის ნელ დინებას და თავს ისევ ისე ,შეყვარებულ წყვილად გრძნობდნენ,რომლებმა ეს ესაა შეხვედრა დაიწყეს.სწორედ ეს ხდიდა მათ ამდენ წლიან ურთიერთობას მომხიბვლელს,წლები გავიდა და ერთმანეთით ისევ აღტაცებულნი იყვნენ,ვნება კი არასდროს განელებულა მათ შორის,პირიქით წლებთან ერთად უფრო და უფრო ძლიერი ხდებოდა.
...
-მადლობა,რომ სახლამდე მომიყვანე_უთხრა გიორგიმ მის წინ მდგომ ნიას
-რას ამბობ,რა სამადლობელია_გაუღიმა გოგონამ
-კარგი დრო გავატარეთ_თქვა გიორგიმ-შენი წყალობით მეც .
-მიხარია,თუ მოგეწონა_უთხრა ნიამ-გიო,ღამე მშვიდობისა,ახლა სახლში წავალ
-ნია_დაუძახა მამაკაცმა და ხელი მოკიდა
გოგონა მისკენ მიბრუნდა.
-იქნებ ცოტა ხნით შემოხვიდე
-რავიცი,არ მინდა შეგაწუხო_თქვა მან
-არა,არ შემაწუხებ,პირიქით.ძალიან გამიხარდება
-კარგი_უპასუხა ნიამ და მასთან შევიდა.სინამდვილეში მასაც ძალიან უნდოდა გიორგის გვერდით ყოფნა, თვითონაც ვერ აეხსნა რას გრძნობდა მისდამი და ეს აფორიაქებდა.როდესაც მის გვერდით იყო ყ ოველთვის ღელავდა,მაგრამ ეს არ იყო შემაწუხებელი,ეს სასიამოვნო ღელვა იყო,რომელიც რაღაც ახალის დასაწყისია.
-სასმელს შემოგთავაზებ.ხომ დალევ_ჰკითხა მამაკაცმა და მაგიდიდან ბოთლი აიღო
-მანქანით ვარ_უპასუხა ნიამ
-არაუშავს,ტაქსით გაგიშვებ.
-კარგი,ცოტას დავლევ_უპასუხა,ჭიქა გამოართვა და მის გვერდით ჩამოჯდა.
ოთახს მხოლოდ სავსე მთვარის და გარედან შემომავალი ლამპიონის შუქი ანათებდა.გიორგიმ სინათლის ანთება დააპირა
-არ აანთო _თქვა ნიამ-ასე უფრო მყუდროდ ვარ
-სიმართლე გითხრა,მეც._უპასუხა მამაკაცმა და ისევ ნიასთან დაბრუნდა.
უკვე რამდენიმე ჭიქა ჰქონდათ დალეული და სასიამოვნო თავბრუსხვევას გრძნობდნენ.გიორგიმ გოგონას ხელი დაიჭირა და ნაზად ეფერებოდა.ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და მათი სახეებიც სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა ერთმანეთს.თითქოს დრო გაჩერდა,როდესაც ერთმანეთს აკოცეს,ასეთი გრძნობა ორივესთვის უჩვეულო იყო.გული ამოვარდნაზე ჰქონდათ.
-ნია... მე_რაღაცის თქმას აპირებდა მამაკაცი,მაგრამ შეჩერდა და ნიას დააკვირდა,რომელიც მის ფეხებს მიშტერებოდა
-გიო_გაკვირვებული ხმით წარმოთქვა გოგონამ
-რა მოხდა?_გაოცებით ჰკითხა მამაკაცმა
-თითები
-რა თითები?_კიდევ უფრო გაუკვირდა
-შენი ფეხის თითები მოძრაობდა,გიო ეს იცი რას ნიშნავს? _აღელვებული ლაპარაკობდა ნია და ოთახში ბოლთას სცემდა.
-რას ამბობ,ბოლო რამდენიმე დღეა ასე ხდება,მაგრამ მერე რა?_სევდიანად იკითხა მამაკაცმა.
-რა?და არ მითხარი?გიო კიდევ ერთხელ უნდა ჩაიტარო გამოკვლევა_ეუბნებოდა ნია
-არა,არა...გთხოვ.არ მინდა ტყუილი იმედი მომეცეს_თქვა მამაკაცმა და თავი გააქნია
-გთხოვ.ეს უბრალო რამე არაა.დათოსაც დაველაპარაკები.გთხოვ დამთანხმდი და ...
-ნია ,გეყოფა_სიტყვა გააწყვეტინა მამაკაცმა და გოგონას ხელი მოკიდა,მისკენ მიიზიდა და გულში ჩაიკრა.-ნია,გამიგე გთხოვ,არ მინდა კიდევ ერთხელ გამიცრუვდეს იმედი.მე შევეგუე ამ მდგომარეობას.
ნიამ ცრემლით სავსე თვალებით ახედა მამაკაცს.
-კარგი_თქვა ცოტა ხნის შედეგ გიორგიმ,როდესაც ნია ასეთი სევდიანი დაინახა.ფიქრობდა,რომ ერთხელაც უნდა გაერისკა,თანაც გულის სიღრმეში ნიას ასეთი შემართება პატარა იმედს აძლევდა.
-მართლა?_თქვა გახარებულმა გოგონამ და მამაკაცს რამდენჯერმე აკოცა.-ხვალვე წავიდეთ გამოკვლევაზე
-კარგი,კარგი_ჩაეღიმა მამაკაცს და გოგონას კიდევ უფრო მაგრად მოხვია ხელები.

მადლობა ყველას ვინც დროს მითმობს და კითხულობს.ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის.შემდეგი თავი მალე იქნება და მოცულობითაც უფრო დიდი,რადგან ამ ტავში მინდოდა მხოლოდ პოზიტიური მოვლენები ყოფილიყო.იმედი მაქვს მოგეწონებათ.



№1 სტუმარი nini

kargia nu agvianeb male dade shemdegi tavi

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

ვერ ვხვდები რას უმზადებ აქაურ წყვილებს. უფრო სწორედ კი ვხვდები, იმდენად რეალურად აღწერ მოვლენებს, რომ დასასრულ მაინც შიშით ვუცდი.
მინდა ყველაფერი კარგად დასრულდეს, აქ მაინც.

 


№3  offline წევრი fireending

მადლობთ რომ კითხულობთ♥♥♥,ხვალ ღამით იქნება შემდეგი თავი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent