შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი წარსული ბედნიერი მომავალი (თავი 7)


26-07-2018, 15:15
ნანახია 1 669

თვალები როცა გავახილი, თავიდან ვერ გავიაზრე რა მოხდა მეერე გამახსენდა, რომ გული წამივიდა. გავიგონე გამაყრუებელი წრიპინის ხმა და დავინახე აქვე სავარძელში ჩაძინებული ალექსანდრე. საშინლად მწყუროდა და გადავწყვიტე გამეღვიძებინა.
-ალე... ალექსანდრე, გაიღვიძე.- ვთქვი ხმადაბლა, ამიტომ ვერ გაიგონა. -ალექსანდრე- რაც შემეძლო ხმამაღლა ვთქვი და დავინახე, როგორ გაახილა თვალები.
-სანდრა, სანდრა გამოფხიზლდი?, როგორ ხარ?- უცბათ მომვარდა ედნიერი.
-არა? ისევ მძინავს ვერ ხედავ?- ვუთხარი და გავიცინი, მასაც გაეცინა.
-ესეიგი კარგად ხარ.- მითხრა მან.- წავალ ექიმს დავუძახებ.- თქვა და გავიდა. მალევე ექიმთან ერთად შემოვიდა.
- გამარჯობა, ახლა გადასხმას გაგიკეთებთ და გაგწერთ და თქვენ- ალექსანდრეს მიმართა- შეგიძლიათ გამომყვეთ სალაპარაკო მაქვს.
-დიახ რათქმაუნდა- უთხრა მას- მალე დავბრუნდები- მითხრა და შუბლზე მაკოცა.
ნეტავ რა ხდება... იმედი მაქვს სერიოზული არაფერია.
ალეექსანდეს P.O.V
პალატიდან გავედით და ექიმის კაბინეტში შშევედით.
-მომისმინეთ, სანდრას ძლიერი ფსიქოლოგიური ტრამვა აქვს გადატანილი ამ ერთ კვირაში, ალბათ იცით ხომ- თანხმობის ნიშშნად თავი დავუქნიე- მისი ორგანიზმი ძალიან არის დასუსტებული და დღეს ალკოჰოლმა მასზე ცუდად იმოქმედა, ახლა მას ესაჭიროება კარგი მოვლა და უმჯობესი იქნება თუ სახლში მასთან ერთად ვინმე იქნება. ერთი კვირა უნდა დაისვენოს და არ უნდა ინერვიულოს. წამლებს გამოგიწერთ, რომელიც უნდა მიიღოს. თუ ამ პერიოდის შემდგომ ისევ განუმეორდე ასეთი რაღაც მომმართე მე და მას გადასხმებს გავიკეთებთ.- მითხრა მან და წამლის სახელების ფურცელი მომაწოდა.- კარგად მოუარეთ, ნახვამდის.
-რათქმაუნდა, ნახვამდის.- ვუთხარი და კაბინეტიდან გამოვედი. ახლა უფრო ვგრძნობ თავს დამნაშავედ და საჭიროდ ვთვლი, რომ მე მოვუარო.

ადამიანები უშვებე შეცდომებს. ზოგი შეცდომა შეიძლება გამოუსწორებელიც კი იყოს, ამიტომ ყოველი სიტყვა თუ მოქმედება გააზრებულად უნდა თქვა და გააკეთო, მაგრამ ადამიანები სულ როდი არიან უშეცდომოები. ალექსანდრემაც გაუაზრებლად დაუშვა შეცდომა სანდრას მიმართებაში, რომ ასეთი რამე თქვა, მაგრამ ამ შემთხვევაში მას ამის გამოსწორება ნამდვილად შეუძლია.
სანდრას P.O.V
5 წუთი გავიდა და ალექსანდრეც შემოვიდა. ჩემთან მოვიდა და გვერდით დამიჯდა.
-სანდრა მომისმინე. ახლა ჩაიცვი, ტანსაცმელი მოგიტანე, შენ ძმასაც მოვუყევი ყველაფეერი და გოგოებსაც ეტყვის. როცა ჩაიცმევ წავალთ აქედან, ჯერ შევივლით შენს სახლში, იქიდან აიღებ შენს ბარგს და წავალთ ჩემს სახლში.- მითხრა მან მე გაოცებული ვიყავი მის სახლში მე?
-კიმაგრამ შენს სახლში რა გვინდა, მე ჩემმი სახლიც მაქვს მგონი.- ვუთხარი მას.
-ექიმმა თქვა ერთი კვირა უნდა დაისვენოს და კარგი მოვლა ესაჭიროებაო, თან წამლებიც გამოგიწერა. მე ვარ დამნაშავე შენ რაც მოგივიდა იმაში ამიტომაც მევე მოგივლი. ახლა კიდე ადექი და ჩაიცვი. გარეთ დაგელოდები.- მითხრა მან, ასე გაოცებული დამტოვა და ოთახიდანაც გავიდა. ვიცი ალექსანდრესთან შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს ამიტომ... ავდექი და მოვემზადე.
-შეიძლება?- კარებზე დააკაკუნა ალექსანდრემ.
-კი მოდი უკვე გავემზადე- ვუთხარი და ისიც შემოვიდა. მოვიდა ჩემთან და შუბლზე მაკოცა.
-კარგი წამოდი ახლა წავიდეთ.- მითხრა მან და პალატიდან გავედით. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია არცრთს. ჯერ ჩემს სახლში მივედით, ერთი კვირის სამყოფი ტანსაცმელები ავიღე და ახლა მის სახლში მივედით. მაქანიდან, რომ გადავედი გავოცდი. სამ სართულიანი თეთრი სახლი, ულამაზესი ეზოთი, კარგად მოვლილი რათქმაუნდა. ბილიკი რომელიც ეზოს შუაგულში იყოფოდა და ისევ ერთდებოდა, რადგან შუაში ულამაზესი შადრევანი იდგა. ალექსანდრემ ბარგი აიღო და წინ გამიძღვა, სანამ შესასვლელთან მივიდოდი ეზოს მოვავლე თვალი, მართლაც ულამაზეზი იყო თან ლამაზი ლამპიონები, რომელიც ეზოში იდგა და ანათებდა საოცრება იყო. კარებთან, როგორც კი მივედით ჯერ მე შემატარა და მერე თვითონ.
-კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს სახლში.- მითხრა მან, მე გაოცებულმა მოვავლე თვალი ქაურობას და ალექსანდრეს მივუბრუნდი.
-ვაუუ... ალექსანდრე საოცრად ლამაზი სახლი გაქვს.- ვუთხარი მას.
-მადლობ წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ.- მითთხრა და მესამე სართულზეე ავედით. ბარგი შეიტანა ერთ-ერთ ოთახში და მე მომიბრუნდა.- ჩემი ოთახი შენს მოპირდაპირედაა, ამიტომ თუ რამე დაგჭირდება ადვილად მომაგნებ. ახლა მიდი მოეწყე წყალი გადაივლე და დაბლა დაგელოდები ვივახშმოთ.- მითხრა, ჩემთან მოვიდა და შუბლზე მაკოცა. ეს ჟესტი მისი მხრიდან ყოველთვის მსიამოვნებს.
-კარგი, მალე ჩამოვალ.- ვუთხარი, ის ოთახიდან გავიდა მე კი აბაზანაში შევედი. როდესაც გამოვედი ჩავიცვი შორტი კომბინიზონი და შიგნიდან ტოპი. ქვევთ როცა ჩავედი სასიამოვნო სუნი მეცა.
-ჩამოხვედი? მოდი დაბრძზანდი და მიირთვი.- მითხრა და სკამი გამომიწია.- გემრიელად მიირთვი- მითხრა მაშინ, როდესაც დავჯექი.
-შენც გემრიელად მიირთვი- ვუთხარი და ჭამა დავიწყე. ხმას არცერთი ვიღებდით და ბოლოს სიჩუმე ალექსანდრემ დაარღვია.
-ხვალ შენი ძმა და გოგოები მოვლენ შენს მოსანახულებლად.- მითხრა მან. მე გამიხარდა ხვალ გოგოები მოვლლეეენ.
-ძალიან კარგი, მაგრამ მე მგონი ავადმყოფი არ ვარ შემიძლია მეთვითონ მივიდე მათთან.- ცოტა არ იყოს დაა გავბრაზდი ცუდად საერთოდაც არ ვარ.
-შენი აზრით ახლა ჩემთან რატომ ხარ თუ შენი სალიდან გასვლა შეიძლებოდა? ექიმმა თქვა ერთი კვირა არ უნდა დაითვირთოს და სახლში იყოსო.- მითხრა მან.
-მე თავს მშვენივრად ვგრძნობ.- ვუთხარი გაბრაზებულმა.
-ნეტავ რატომ? შემთხვევით წამლების დამსახურება ხომ არაა? ვსო გეყოფა გაჩუმდი და მიირთვი.- მითხრა მან, მეც მივხვდი, რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა და ხმა აღარ ამომიღია. როდესაც მოვრჩი ჭამას ალექსანდრე ადგა და წამლები და წყალი მომიტანა.
-აი ესენი დალიე და წადი დაიძინე.- მითხრა და წამლები გამომიწოდა.
-წამლები არ მჭირდება თავს მშვენივრად ვგრძნობ.- ვუთხარი და ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე.
-ალექსანრე დალიე.
-არა.
-კი
-არათქო.
-კითქო.
-არა და ვსო.
-კი და ვსო.
-ნწ.
-რა ნწ სანდრა რა ნწ, ნორმალური თუ ხარ შენ? გინდა ისევ ცუდად გახდე? დალიე ახლა ჩქარა.- ბოლო სიტყვები დამიყვირა, მე ნერრვები მომეშალა, მაგრამ მაინც დავლიე.- აი ასე არ ჯობს, რას მეწინააღმდეგებოდი ერთი ახლა კიდე ადექი წადი და დაიძინე.- მითხრა მან.- პატარა ბავშვი ხარ რა.- ჩემ დაბღვერილ სახეზე გაეცინა და შუბლზე მაკოცა.- წადი, წადი დაიძინე.- მითხრა სიცილით მე კიდე ავედი დაბღვერილი ოთახში და იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ მაშინვე ჩამეძინა...

გთხოვთ ყველამ შეაფასეთ ჩემი ნაწერი, თორემ როცაა ვხედავ არცერთი კომენტარი არ წერია, მგონია, რომ არ მოგწონთ და ეს მოთხრობის შეწყვეტისკენ მიბიძგებს. გთხოვ, გთხოვთ და გთხოვთ ყველამ შეაფასეთ, თორემ წერას შევწყვეტ, მგონია აღარ მოგწონთ.



№1  offline წევრი naniko mindia

Kai istoria veli shemdeg♥️warmatebebi
--------------------
lomidze

 


naniko mindia
Kai istoria veli shemdeg♥️warmatebebi

მადლობა დიდი kissing_heart heart_eyes
--------------------
"Do not be satisfied with other stories, create your own myth." !!! Writing is my life.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent