შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 40


27-07-2018, 02:08
ავტორი zia-maria
ნანახია 3 292

-დუმილი ვერ დაგვიცავს,რატომ ხარ ასეთი ყურებ ჩამოყრილი.ბედნიერებას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როცა სხვას უზიარებ.ვახო მიუჯდა გვერდით მდუმარედ მჯდომ ლუკას და დააკვირდა.-რა გჭირს ლუკა სად არის ის ჩემი ძმა და მეგობარი ყველა წვრილმანს ერთად რომ განვიხილავდით,რა გემართება შეგიყვარდა თუ ჯერ ფიქრობ და ვერ გადაგიწყვეტია როგორი გრძნობით შემოვიდა,შენც რომ იგივე გრძნობით უპასუხო?
-გამოიცანი,მაგრამ პასუხი არ მაქვს.
-მითხარი რა გავაკეთო და დაგეხმარები,მხოლოდ მითხარი როგორ მოგიდგე.მაგრამ არ გინდა წახვიდე სადმე დაფიქრდე და დაბრუნდე? ორი-სამი დღე გაერიდე ქალაქს და ტვინიც გაგისუფთავდება ცოტა.
-რას ერჩი ჩემს ტვინს.
-დალუქული გაქვს ან გაბიდნულია და გაწმენდა უნდა.თვალი ჩაუკრა ვახომ ლუკას.
-არაა დალუქული,ფიქრობს ვახო ფიქრობს.
-რაზე,ან ვისზე.
-ვისზე,ვისზე ვახო ეკატერინეზე ვფიქობ,ვფიქრობ რატომ უნდოდა .
-ოპა,ოპა შენ რა მარიამთან ერთად მართლა გადაარჩინეთ ის გოგო სიკვდილს თუ მარიამის ერთ-ერთი მორიგო სიგიჟე იყო.
-არა,არანაირი სიგიჟე.სიმართლე გითხრა ყველაფერი მარიამმა და როდის დარეკავს ერთი სული მაქვს.
-ახლა სად არის.
-ეკატერინემ დაურეკა და შეხვედრა თხოვა,ძალიან მაინტერესებს რას ეტყვის.მარიამმი მიშოს მადლობა მოუხადა და დაემშვიდობა,ჩქარი ნაბიჯით გადაკვეთა მანძილი გზიდან კაფემდე და გულამოვარდნილი დაჯდა ეკატერინეს წინ.
-როგორ ხარ,დამშვიდდი ცოტა?
-დავმშვიდდი,მადლბა მარიამ რომ მოდი.
-რას ამბობ ეს არ გაიმეორო,ეკატერინე შეგიძლია თავისუფლად დამელაპარაკო.
-ლუკამ ნომერი რომ მომცა,მითხრა მარიამს დაურეკე და დაელაპარაკე ის მოგისმენს გქონდეს მისი იმედიო,მეც არ დავფიქრდი ისე დაგირეკე.
-მე მოგისმენ,მხოლოდ ერთ ადგილზე უნდა დავრეკო.
-ლუკას უნდა დაურეკო?
-არა,ლუკას არა მამას უნდა დავურეკო რომ არ ინერვიულოს.ეკატერინეს გული ჩაწყდა,როგორ უნდოდა მასაც ჰქონებოდა მამასთან ახლო ურთიერთობა.
-მა როგორ ხარ,ცოტა დამაგვიანდება.
-ხომ კარგად ხარ მარიამ.
-კი,კი არ ინერვიულო მოგვიანებით აგიხსნი ყველაფერს.
-კარგი,დღეს ნუ მოხვალ მაგრამ საღამოს ყველაფერს მეტყვი.
-აუცილებლად,გპირდები.
-საღამომდე მარიამ.
-საღამომდე მა.უეცრად მოიფიქრა და შეტყობინება გააგზავნა.
-,,მა ახლა ვერაფერს ვერ გეტყვი არ გეწყინოს,ლუკას დაურეკე და გეტყვის სიმართლეს მე საღამოს აგიხსნი დაწვრილებით,უბრალოდ ახლა ვერ გესაუბრები ეს გოგონა ჩემს წინ ზის''.ტელეფონი გათიშა და ეკატერინეს შეაჩერდა.
-აბა გისმენ ეკატერინე დღეს მთელი დღე მაქვს დრო,მითხარი რა გაწუხებს,რა გტკივა,რატომ მიდი ამ ზომამდე რომ სიცოცხლე შეგეწყვიტა შენი გადაწყვეტილებით და არა უფლის.ადამიანებს ყველას გვაქვს პრობლემები,მაგრამ შეიძლება პრობლემის გადაჭრა,მოგვარება და თავისუფლად სუნთქვა.
-ჩემი პრობლემა მარიამ დედაჩემია.
-დედაშენი? გაუკვირდა მარიამს.
-დედაჩემი. მშვიდად უპასუხა ეკატერინემ.
-ეკატერინე იცი რომ არსებობენ ბავშვები რომლებიც უდედოდ იზრდებიან და სიტყვა დედა დაიძახონ ენატრებათ?იცი რომ არსებობენ ბავშვები რომლებსაც დედა საერთოდ არ უნახავთ,არ იციან მისგან ნათქვამი სიტყვა შვილო,არ იციან დედის თბილი გაღიმება, მისი მოხვეული ხელები და მისი ჩახუტება?
-და სად არიან ასეთი ბავშვები მარიამ.
-მე ვარ ერთ-ერთი მათგანი რომელმაც არ ვიცი დედა,რომელსაც არასოდეს შემხებია დედის არც ხელები და არც ძილის წინ უკოცნია მას ჩემთვის შუბლზე.
-მარიამ ვწუხვარ,მაგრამ არსებობენ ბავშვები რომლებსაც თვით დედები ტეხენ ხერხემალში და მომავალს უკეტავენ.ცრემლი მოერია ეკატერინეს.
-მესმის რომ გულში დიდი ტკივილი გაქვს, მე არაფერს არ გაძალებ გინდა მითხარი გინდა არა,მაგრამ ვხედავ ჩემს წინ ზის ერთი ძალიან ნაზი არსება რომელმაც გადაწყვიტა მისმა გულმა გაჩერდეს და თავად შეუქმნას მის სიცოცხლეს საფრთხე.არა,არა ეკატერინე შენ ვერ ჩააქრობ იმ სანთელს რომელიც თვით უფალმა აანთო,ამიტომ უმჯობესია ჭკუას მოუხმო და ცხოვრება გააგრძელო. ეს რუტინა უნდა დათმო რაც შენშია და დაიბრუნო შენი თავი.
-არ ვიცი რა დრო უნდა გავიდეს,რომ ჩემში ის სიცარიელე შეივსეს რასაც ადამიანის მიერ ნდობა ჰქვია მარიამ.სახლიდან წამოვედი,ვეღარ გავჩერდი იქ იმ ცივ კედლებში.არ მინდოდა კიდევ უფრო მეტი სიმწარე,არ მინდოდა სხვაც დამეტანჯა ჩემი უთქმელობით.
-ეკატერინე მივხვდი რომ.......................
-მარიამ ვიცი რომ გაუგებლად გიხსნი ჩემს სათქმელს,მაგრამ არ გამომდის,თითქოს გვერდს ვუვლი მთავარ სათქმელს.
-მე გითხარი არაფერს არ გაძალებ,ჩემი ნომერი გაქვს და როცა მზად იქნები მოვალ,მოგისმენ და ერთად გადავწყვიტოთ რა, როგორ აჯობებს შენთვის.
-დედამ ხუთი წლის წინ მიატოვა მამა და ბებოსთან გადავიდა საცხოვრებლად,მე კი მამას თხოვნა არაფლად არ ჩავაგდე და დედას გავყევი.რამოდენიმე თვეში ბებო გარდაიცვალა,დედამ კი სხვა მამაკაცი გაიცნო და სახლში მოიყვანა.ეკატერინემ ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით მოუყვა მარიამს და მხოლოდ მაშინ ასწია თავი მაღლა, როცა სათქმლი გამოელია.
-და ამ ყველაფრის გამო გადაწყვიტე ? კითხა მარიამმა გაოცებულმა.ეკატერინემ შეხედა და თანხმობის ნიშნად უხმოდ დაუქნია თავი და ცრემლიც კი ჩამოუგორდა სახეზე.
-გასაგებია,ესე იგი გავიწროვებდა და შენს წინაშე დედას ეფერებოდა ეს ხომ არა ადამიანობაა.რა ჰქვიაო რა მითხარი?
-შაკო,შაკო ვაშაყმაძე.
-კარგი დაწყნარდი,ყველაფერს გავარკვევთ.არ წახვიდე ტუალეტში გავალ და მოვალ მალე,ჩანთას ვტოვებ და მიხედე ჩემს მოსვლამდე.მარიამმა ცოტა მოშორდა თუ არა ეკეტერინეს ლუკას დაურეკა და აუხსნა ყველაფერი.
-ვინ არისო?შეეკითხა ლუკამ.
-შაკო,შაკო ვაშაყმაძე.შემდეგ კი გიორგის დაურეკა.
-გისმენ მარიამ.
-მა ერთ ჩემს ახლობელს პრობლემები აქვს ოჯახში და წავიყვან რა სახლში,ცოტა ხნით რომ იყოს ჩვენთან.
-წაიყვანე მარიამ რატომ მეკითხები,უარს გეტყოდი?
-ვიცი მა მაგრამ მაინც შეგეკითხე,დროებით.
-საღამომდე,მარიამ ბექა და ანა ხომ არ იცი სად არიან არცერთი არ მოვიდა დღეს.
-იქნებ სოფელში წავიდნენ მოულოდნელად,არაფერი არ ვიცი.
-კარგი,არავის არაფერი არ უთხრა საღამომდე დაველოდები.
-კარგი,მაგრამ ბექას ის საბუთები წუხელ რომ გავამზადე დღეს უნდა ენახა აუცილებლად.
-საბუთები არ დევს მაგიდაზე,ყველაფერი გაკეთებულია თავად კი არ ჩანს არცერთი.
-სასწაულია,უთქმელად არსად არ მიდიან.
-არც ცალ-ცალკე დადიან არსად, ეს ორი ბატი ასე ერთნაირი როგორ შეხვდა ერთმანეთს.ჩაილაპარაკა გიორგიმ და მარიამს გაეცინა.ეკატერინეს ხელი ჩაკიდა და სახლში მიიყვანა.
-ეს ჩემი ბებლო და ბაბულო არიან ეკატერინე გაიცანი,ეს კი ჩემი ახლო მეგობარია ბებლო და რამოდენიმე დღე აქ იქნება ჩვენთან,მამიკომ იცის.
-კარგი ბებო,საჭმელი გავაწყო თუ დაველოდოთ მამას.
-დაველოდოთ მამიკოს ბე. ეკატერინეს თავის ოთახი უჩვენა და სამზარეულოში დაბრუნდა,მოკლედ უამბო რუსოს საქმის შინაარსი და სევდიანად თქვა.
-როგორ უნდა ზოგიერთ ბავშვებს დედის ალერსი და ნატრობენ დედის სითბოს,მაგრამ ზოგიერთს ტკივათ დედის არსებობა ბე,რატომ ხდება ასე.
-შენ არა ხარ შვილო დამნაშავე,ჩემი კეთილი გოგო ხარ შენ იცი რომ დედაშენიც ასეთი კეთილი იყო? ეეეხ მარიამ,მარიამ რამდენი წელი გავიდა შვილო და დაუვიწყარი ხარ ყველასთვის,აი ასეთი უნდა იყოს ქალი რომ მამაკაცმა ადვილად ვერ დაივიწყოს ის როგორც ჩემმა შვილმა ვერ დაივიწყა დღემდე მარიამის სახელი და მისი სიყვარული.
-ძალიან ძნელია დღეს ბებო ასეთი წყვილის არსებობა.მოგვიანებით ლუკა მოვიდა და ილაპარაკეს ცალკე,შემდეგ გიორგიც დაბრუნდა და ლუკას რომ შეხედა ანერვიულებულმა უთხრა.
-ლუკა დღეს ელაპარაკე დედაშენს და მამაშენს?
-დილით კი,რა ხდება.
-ტელეფონზე ვურკავ და არ მიხსნის არცერთი,დღეს სამსაზურში არ მოსულან რა ჯანდაბა ხდება შეიძლება გავიგო?ლუკას შეეშინდა და ტელეფონზე დაურეკა ჯერ ანას,შემდეგ ბექას მაგრამ არცერთი არ პასუხობდა.
-წავალ სახლში რა ხდება გავიგო.
-მოვდივარ მეც.უთხრა გიორგიმ.
-მეც მოვდივარ .თქვა მარიამმა და გაყვა უკან ორივეს,გზიდან კი ყველას დაურეკა მარიამმა და უკვე იქ ელოდებოდნენ ლუკამ გასაღები ამოიღო და კარი ვერ გააღო,რადგან შიგნიდან იყო დაკეტილი.
-ღმერთო მშვიდობა მოგვეცი,გაზი ხომ არ დარჩენიათ ჩართული.თქვა კარინამ და ცრემლი მოერია.ლუკას მეტი რა უნდოდა და კარებს დაეტაკა ველურივით,მაგრამ ვერაფერი მოუხერხა.
-გამოდი,გვერძე დადექი ერთი,ორი,სამი და ოთხიიი. გაიქცა ვახომ და კარი შეამტვრია,სახლში კი სამარისებული სიჩუმეა.ვერცერთმა ვერ გაბედა საძინებელ ოთახში შესვლა,იდგნენ კართან და უცქერდნენ, ბოლოს მარიამმა მივიდა და ფრთხილად შეაღო კარი სიბნელე იყო ოთახში და სანამ სიბნელეს თვალი შეაჩვია გიორგიც ამოუდგა გვერდით და ძალა მიეცა უფრო თამამად შევიდა ოთახის სიღრმეში და დაინახა საწოლში ორივე ერთმანეთზე ჩახუტებულებს ეძინათ.
-მამიკო ცოცხლები არიან?უთხრა მარიამმა ჩურჩულით გიორგის.გიორგის ცრემლი მოაწვა თვალებში, მაგრამ მაინც ახლოს მივიდა ბექასთან ცხვირთან მიუტანა ხელი და მარიამს შეხედა.
-სუნთქავს,ცოცხალია.
-ორივე? ორივე ცოცხალია? იმედი მიეცა მარიამს და ცრემლებს იკვებდა.
-ორივე ცოცხალია.თქვა გიორგომ და ნელა ნელა ყველა შემოვიდა ოთახში,უეცრად ანამ თვალი გაახილა და შეიკივლა.
-თქვენ ნორმალურები ხართ? შეუბღვირა ყველას ერთად.
-ჩვენ კი მაგრამ თქვენ ხართ ნორმალურები?არც გიორგიმ დააკლო ყვირილი ანას.გიორგის ყვირილზე კი ბექასაც გაეღვიძა და თვალი მოავლო ოთახში მყოფ სამეგობროს.
-ანა მოვკვდი და ყველა წამომყვა სამოთხეში? უთხრა ანას ბექამ.
-არა,ჯერ არ მომკვდარხარ,მაგრამ ახლა მოკვდები იდიოტო სად გაქვს ტელეფონი,რატომ ხარ დღეს დადუმებული.უღრიალა ალიკამ ბექას და მისკენ წავიდა,მაგრამ გელამ შეაჩერა ბექამ კი წამოდგომა დააპირა და ანამ დაავლო ხელი.
-არ ადგე,დამიჯერე აქ მოგკლან ჯობია.
-რას ამბობ ანა ჩემს მოსაკლავად მოდის და მე არ გავინძრე?
-შიშველი ხარ იდიოტო ნახე სად არის შენი საცვალი დაკიდებული,მერე კიდევ თვალი ეცემა.ხელით ანიშნა ანამ და ყველამ იქით გაიხედა,ლუსტრაზე იყო ბექას ლურჯი საცვალი რომელსაც წინა მხარეს სუპერმანი ეხატა.ამის შეხედვაზე ყველამ ერთხმაში იხუვლა და მათი ხარხარი მოედო მთელ სახლს.
-მამა რაა სუპერმანი ხარ? უთხრა ლუკამ და ისევ გაეცინათ.
-გაქრით ახლა აქედან და დამაცადეთ ადგომა.შეუღრინა ბექამ სამეგობროს და ისინიც გამოვიდნენ ოთახიდან,გამოვიდა თუ არა ბექა გატეხილ კარებს თვალი შეავლო და ერთი თქვა.
-რომელმა ივაჟკაცეთ,მამამ თუ შვილმა.ჯერ ალიკას შეხედა და მერე ვახოს.
-შვილმა.უპასუხა მარიამმა.
-ხოდა უკვე მოსამსახურე ხარ,ხელფასი გაქვს და კარები გააკეთე ბიძიკოს ვაჟკაცო.
-მე გიორგი ძიას მივყვები და რომ მოვალ კარები გაკეთებული დამხვდეს ჭიკო.ჭიკოს ხსენებაზე ბექამ გიორგის შეხედა და მუჭებით წავიდა მისკენ.
-არ მომეკარო, თორემ იქ გადამირჩი და ახლა პირდაპირ ფანჯრიდან მოგისვრი.უთხრა გიორგიმ სიცილით და სახლიდან გავიდა, მარიამმა კი ლუკას და ვახოს ყველაფერი მოუყვა და ვახომ უთხრა ლუკას.
-მე განყოფილებაში წავალ და გავარკვევ მაგ ადამიანზე ყველაფერს,ვინ იცის და შესაძლებელია საშიში პიროვნებაც იყოს.
-კარგი,მარიამთან ერთად ვიქნები თუ რამე იქ უნდა მოხვიდე.სახლში წავიდნენ გიორგისთნ ერთად და ვახშამიც ერთად მიირთვეს.
-ლუკა შემოდი ჩემთან სალაპარაკო მაქვს შენთან.უთხრა გიორგიმ ლუკას და თვალი ჩაუკრა.ლუკამ გაკვირვებულმა შეხედა მარიამს და თვალებით შეეკითხა რა უნდაო,მარამ მარიამმაც გასაგებად უთხრა,არ ვიციო.ლუკა წამოდგა და გიორგისთან შევიდა კაბინეტში,რუსომ კი მარიამს მიუბრუნდა.
-რა ხდება,რამე გააფუჭა ლუკამ?
-არა მგონია ბე,მართლა არ ვიცი.
-რა ხდება,არაფერი არ გაგვიფუჭებია ძია არც მე და არც მარიამს.უთხრა გიორგის ლუკამ და იქვე დაჯდა.
-ვიცი,ვიცი ლუკა დაჯექი რა ხდება,მარიამმა მითხრა ლუკა გეტყვის სიმართლესო და გელოდები,ვინ არის ეს გოგო.
-აააა,ეკატერინეზე ამბობ? ლუკამ ყველაფერი მოუყვა გიორგის და შუბლშეკრული უსმენდა გიორგი.
-ვინ არის ის პიროვნება ჯერ ვერ დაადგინეთ?
-ჯერ არაფერი არ ვიცით,მაგრამ ვხვდები რომ ეკაერინეს დედა ვიღაც არაკაცის გავლენის ქვეშ არის და საფრთხე ემუქრება თუ დროზე არ უშველა ვინმემ.
-კარგი დაველოდოთ ვახოს და გელას რა ამბავს მოგვიტანებენ და მერე ვიმოქმედოთ.
-ბიძი სიყვარულის გამო რა სიგიჟეს ჩაიდენდი? შეეკითხა ლუკამ მოულოდნელად.
-სიყვარულის გამო? ჩავიდინე ერთხელ და არც არასოდეს მინანია.ღიმილით უთხრა გიორგიმ და შემდეგ ლუკას შეხედა.
-მოიცადე,შენ რა ის გოგო უნდა მითხრა რომ გიყვარს?
-ჯერ არ ვიცი,მაგრამ მგონი არ ვარ გულგრილი.უპასუხა ლუკამ და როგორც გიორგიმ იცის, ლუკამაც თვალი ჩაუკრა გიორგის.
-ლუკა თუ გიყვარს დაიცავი,თუ გიყვარს იბრძოლე და თუ გიყვარს ისე გააკეე,რომ მხოლოდ შენზე ფიქობდეს.
-ვიცი ძია,თუ ეს გრძნობა სიყვარულში გადავიდა აუცილებლად ვიბრძოლებ მისთვის,დავიცავ კიდეც და ჩემიც გახდება,მხოლოდ ჩემი.გოგოები უკვე დაწოლილები იყვნენ ვახო რომ მოვიდა და თავისუფლად ისაუბრეს სამივემ.
-რა ხდება ვახო რა გაარკვიე.
-მოკლედ შაკო ვაშაყმაძე არის ჩამოყალიბებული მოთამაშე,კაზინოს ვალებით გატენილი ეკატერინეს დედის გარდა აქვს კიდევ სამ ქალთან ურთიერთობა და ამ სამიდან ერთს უკვე წაართვა საცხოვრებელი.ვერ გავიდოდით კვალზე რომ არ შემოსულიყო ამ პიროვნებიდან საჩივარი მასზე.
-გამოდის ეკატერინემ გადაარჩინა დედამისის ქონება.
-ასე გამოდის,მაგრამ ეკატერინეს სახლიდან წამოსვლიდან ის მამაკაცი ისევ იქ დაბრუნდა და ცოტა ხანში სასწრაფო მივიდა ბინასთან,რომ არა სამართალ დამცავები ეკატერინეს დედას ფსიხიატრიულში წაიყვანებდნენ,მაგრამ მადლობა უფალს ყველაფერი მოგვარდა.
-როგორ არის ახლა ეკატერინეს დედა.
-კლინიკაში გადავიყვანეთ,თავად შაკო კი დაპატიმრებულია.
-კარგია,ესე იგი დასრულდა ყველაფერი.
-კი ყველაფეტი დასრულდა.შვილის ნახვას ითხოვს.
-გავაღვიძებ მარიამს და მოაგვარებს ეკატერინეს ეტყვის და წამოსვლით,მეც წამოვალ საავადმყოფოში.თქვა გიორგიმ და ფეხზე წამოდგა,მარიამის ოთახში ფრთხილად შევიდა მაგრამ გოგოები ერთად იყვნენ და არ ეძინათ.
-მა? რა ხდება ვახო მოვიდა?
-მოვიდა და ეკატერინე ორი ამბავი გვაქვს შენთვის.
-მივხვდი ერთი კარგი და ერთი ცუდი.თქვა მარიამმა.
-მარიამ სწორად გამოიცანი,კარგი ის არის რომ მამაკაცი რომელიც დედას თავს საყვარელ ადამიანად აჩვენებდა ის უკვე დაპატიმრებულია,მაგრამ მეორე არ მოგეწონება,მაინც უნდა გითხრა.
-რა ხდება,დედას რამე მოუვიდა?
-დედა ამ წუთებში კარგად არის და შენს ნახვას ითხოვს,ის საავადმყოფოშია.
-ღმერთო,რა ჭირს დედას არანაირი პრობლემა არ ჰქონია არასდროს ჯამრთელობის მხრივ.ანერვიულდა ეკატერინე და ვერც კი გააცნობიერა როგორ დადგა გიორგის წინ თხელი გამჭირვალე საღამურით,რომელსაც ოთახში შემოსული ლუკა ვნებით სავსე თვალებით უცქერდა.
-ჩაიცვი,ქვემოთ დაგელოდებით და მე წაგიყვან დედასთან.ეკატერინემ მოემზადა და მარიამთან ერთად ჩავიდა ქვემოთ,სადაც ელოდებოდნენ ლუკა,გიორგი და ვახო.უხმოდ გავიდნენ სახლიდან და ასევე უხმოდ მივიდნენ საავადმყოფოში სადაც ანა იწვა და ჭერს უცქერდა თვალებიდან კი დრო და დრო ცრემლი მოსდიოდა,ცრემლი რომელიც თვალიდან გადმოსული გზას საფეთქელში იკვლევდა და იმალებოდა.პალატის კარი გაიღო და შეხედა კარებში მდგარ ტირილამდე მისულ ეკატერინეს და თვალები დახუჭა თითქოს ემალებოდა შვილის თვალებს,ბოლოს გაახილა თვალი და სუსტად უთხრა.
-მაპატიე,მაპატიე რომ არ დაგიჯერე და შენი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დავაყენე.ვიცი,რომ გაგიჭირდება პატიება,მაგრამ შეეცადე მაპატიო.აქედან გამოვალ თუ არა მივდივარ ეკატერინე და შენ გთხოვ დავრუნდი მამასთან.
-სად,სად მიდიხარ.გაუკვირდა ეკატერინეს და დედას თვალებში შეხედა.
-მივდივარ იტალიაში დეიდას უკვე ველაპარაკე და აქედან გავალ თუ არა ბილეთსაც ავიღებ.იქედან მოგეხმარები დე და ასე აჯობებს,თუ გინდა ის ბინა გავყიდოთ და სხვაგან იყიდე იმ თანხით სადაც შევწვდებით.
-შენ?არ გეწყინება იმ ბინის გაყდვა?იქ ხომ შენი ბავშვობის ფერებია დე.
-არა უშავს,შენ სადაც მშვიდად იქნები,სადაც ბედნიერი იქნები მეც იქ მინდა ყოფნა შვილო.
-კარგი,მარიამს ვეტყვი და ვთხოვ ძია გიორგი არ მეტყვის უარს ის დამეხმარება.ოთახში გიორგი და მარიამი შემოსულიყო და უსმენდა დედა შვილის საუბარს.
-დაგეხმარებით,აუცილებლად და ისეთი ბინა შევარჩიოთ სადაც კომფორტულადაც,დაცულადაც და მშვიდადაც იგრძნობ თავს ეკატერინე.
-აი ხომ გითხარი,ეს ძია გიორგი არის მარიამის მამა.
-გიორგი? გიორგი გოგაბერიშვილი? გაკვირვება და გაოცება ეწერა ანას სახეზე.
-დიახ,მე გიორგი გოგაბერიშვილი ვარ მაგრამ თქვენ?
-მე? მე მარიამის მეგობარი ვიყავი ერთად ვსწავლობდით.ცრემლი მოერია ანას.
-გასაგებია,მაშ მე დაგტოვებთ და ეკატერინე ჩემი იმედი გქონდეთ.გიორგიმ პალატა დატოვა და გარეთ გავიდა,ცოტა ხანში კი გვერდით მარიამი ამოუდგა და მამას მხარზე დაადო თავი.
-როგორი ამაყი ვარ მა რომ შენ მყავხარ.
-მეც ვამაყობ შენით,დღეს შენ და ლუკამ რაც გააკეთეთ ეს გმირობის ტოლფასია,ყოჩაღ მარიამ შეგძლებია ხანდახან იყო სერიოზული.ორივეს გაეცინა და ხელი მოხვია შვილს.
-უკაცრავად.მათ ეკატერინე მიუახლოვდა.
-გისმენ ეკატერინე.
-მე აქ დავრჩები დღეს და მადლობა მინდა გითხრათ.
-დარწმუნებული ხარ?შეეკითხა გიორგიმ.
-კი,დარწმუნებული ვარ.გაუღიმა ეკატერინემ გიორგის.
-კარგი,მაშინ ჩვენ წავიდეთ.
-მე დავრჩები ძია ეკატერინესთან ვინ იცის რა დასჭირდეს და ახლოს ვიქნები მასთან.გიორგის მარიამმა მაგრად მოუჭირა ხელი,თითქოს უთხრა უარი არ უთხრაო და გიორგისაც ჩაეცინა.
-კარგი და დამირეკე თუ რამე დაგჭირდეთ,ვახო გავედით.ვახომ რაღაც უჩურჩულა ლუკას და ღიმილით თვალიც ჩაუკრა.მარიამმა კი შეხედა თუ არა ლუკას ეკატერინეს ჩუმად ენა გამოუყო და მისი გაბრაზებული გამოხედვაც მიიღო.ასე დაშორდნენ ერთმანეთს და ვახომ თავის მანქანით წავიდა ღიღინით მართასთან შესახვედრად და გიორგი მარიამთან ერთად სახლში წავიდა.სახლში მისვლამდე გიორგის ტელეფონზე ლაშას ნომერი დაფიქსირდა და არც დაფიქრებულა ისე უპასუხა.
-გისმენ ლაშა რა ხდება.
-გიორგი ქეთი ვარ,მე და ლაშა საავადმყოფოში ვართ.საავადმყოფო გაიგონა თუ არა გიორგიმ ადგილზევე გააჩერა მანქანა და შეშინებულმა უთხრა.
-რა მოხდა ქეთი რატომ ხართ საავადმყოფოში.
-ლაშა დაეცა და მგონი ფეხი მოიტეხა გიორგი.
-კარგი არ ინერვიულო მოვდივარ,სხვებმა იციან?
-არა,არავინისთვის დამირეკია ისე გავითიშე.
-კარგი,დაწყნარდი 10 წუთში მანდ ვარ.გიორგიმ მანქანა მოაბრუნა და ისევ საავადმყოფოში მიბრუნდა,გზიდან კი ბექას და ალიკას დაურეკა.რამოდენიმე წუთში კი ყველა ერთად იყო და ქეთას ამშვიდებდნენ.
-რატი ნახეთ?
-კი,რატიმ ანალიზები აუღო აქ ხარ და აიღე ბარემ ანალიზებიო და მაიკოც აქ იყო ცოტა ხნით გავიდა.
-ნუ გეშინია,სად დაეცა.
-ფარდას დავკიდებ მოგეხმარებიო და კიბეზე ფეხი აუცდა,გადმოვარდა და დაცემისას მგონი მისივე ფეხზე დაეცა.
-თავი რადგან არ დაარტყა,ფეხს არა უშავს.უთხრა ბექამ და ქეთი მაინც გააცინა.რატიმ გამოიყვანა ლაშა ფეხშეხვეული და გაეხარდა ყველა იქ რომ დახვდა.
-იარე ახლა ყავარჯნებით და იყავი.უთხრა ალიკამ და გაეცინა.
-მადლობა უფალს თავი რომ არ დაარტი,თორემ შენს ტვინს კიდე გალაყება უნდოდა ისედაც გალაყებული გაქვს უკვე რაც სიბერეში წადი.უთხრა ბექამ და მისებურად აროხროხდა.მეორე დღეს სამსახურიდან საღამოს ბექამ და გიორგიმ ლაშას სანახავად წავიდნენ და გიორგიმ უთხრა ბექას.
-ხელცარიელი მივიდეთ,არაფერი არ ვუყიდოთ?
-რა ვუყიდოთ.თავი მოიფხანა ბექამ და გიორგის შეხედა.
-რასაც ყიდულობენ ხოლმე ავადმყოფებს,წვენებს და ხილს.
-კარგი წამოდი ვიყიდოთ.
-მე მანქანას დავაყენებ და შენ შედი.ბექა შევიდა მარკეტში და ყველა ნაირი წვენი,თითო თითო ცალი ყველა ნაირი ხილი და შოკოლადები იყიდა, გიორგიმ გაოცებულმა შეხედა როცა ჩანთაში ჩახედა,უნდოდა ვაშლი ამოეღო და მისებურად გემრიელად ჩაეკბიჩა.
-ბექა ეს რაა ყველაფერი თითო ცალი იყიდე? არ შეგრცხვა ფულის გადახდის დროს?
-სულაც არა,რატომ უნდა შემრცხვენოდა? კითხა ბექამ და გაეცინა.
-ღმერთო კიდევ კარგი რომ არ შემოგყევი შიგნით,სირცხვილით ადგილზე მოვკვდებოდი იდიოტო.შეუბღვირა გიორგიმ ბექას და მანქანისკენ წავიდა,რამოდენიმე წუთში ლაშას ბინის კართან იყვნენ და ზარს აძლევდნენ.
-მოვდივარ,მოვდივარ.შემოესმათ შიგნიდან ლაშას ხმა.კარი გააღო და მათ წინ ყავარჯნებზე მდგარი ლაშა უღიმოდათ.
-მოხვედით? რა მომიტანეთ?თქვა სიცილით და ორივეს შეხედა.
-რა უნდა მოგვეტანა,რაც მიაქვთ ხოლმე ავადმყოფებთან.უთხრა ბექამ.
-მწარე,არ შეგიძლია რამე ტკბილი თქვა და დაამშვიდო ადამიანი?
-შენ ის თქვი როგორ ხარ, ქეთიმ მიგაგდო დღეს ხომ? ღირსიც ხარ თვალებში რომ ვერ იხედები,ანგელოზივით ქალია უფრო ახალგაზრდას ნახავს და უფრო ენერგიულს.ლაშამ შეუღრინა ბექას და გაჭირვებით დაჯდა სავარძელში.
-ისე შენს ასაკში უკვე ძვლები სუსტდება და ფრთხილად უნდა იყო.უთხრა გიორგიმ და ბექას ჩაუკრა თვალი.
-ისე შენ ახლა ფეხმოტეხილს არაფერი არ შეგიძლია და სახლში მარტო ხართ,იჯექი მასე და სხვამ აკეთოს დიდი საქმეები.
-რა იდიოტო ხარ ბექუშქუშ.გაეცინა ლაშას და გიორგიც აყვა მათ სიცილში.
-აუ,აუ,აუუუუ.
-რა გჭირს,რა მოგივიდა.შეეშინდა ბექას და ლაშას დააცქერდა ზემოდან.
-აუ,აუ,აუუუ ფეხი მეფხანება და ვერ ვიფხან.
-მოიცადე,აი ვნახე.ბექამ ხელში აიღო ფანქარი და თაბაშირის შიგნიდან დაუწყო ნელა ნელა მოძრაობა.
-აუუუ,რა კარგია მარცხნივ.არა,არა მარჯვნივ ცოტა ზემოთ,ცოტა ქვემოთ უფრო ღრმად,უფრო ღრმად შენ რა დამჯერი ყოფილხარ.ლაშას ბოლო სიტყვაზე ბექამ თავში წამოარტყა და მოშორებით დაჯდა და გიორგიმ კი ცრემლებამდე იცინა.
-ადექი წავიდეთ რომ იცინი ფრიადოსანივით.უთხრა გიორგის ბექამ მაგრამ გიორგიმ შეხედა და შეუბღირა.
-სად წავიდეთ ქეთის მოსვლამდე დაჯექი მანდ.
-ამას ვუყარაულოთ? ანას შეეშინდება.
-იცის სადაც ბრძანდები,ველაპარაკე მაღაზიაში რომ იყავი.ბექამ დაბღვერილმა შეხედა გიორგის და ჩაილაპარაკა.
-მოუსწრია პატაკის ჩაბარება.გიორგიმ წამოდგა ფეხზე,ლაშას საძინებელ ოთახში გავიდა ვერაფერი ვერ ნახა და საწოლზე გადააძრო გადასაფარებელი,გამოიტანა მისაღებში თავად გაიხადა სქელი სვიტერ და დივანს გაიშოტა ზემოდან კი გადაიფარა და ბექას უთხრა.
-მეძინება და შენმა ხმამ არ შემაწუხოს.ბექას გაუკვირდა გიორგის ქცევა და უთხრა.
-შენ შვილო არ აპირებ დღეს სახლში წასვლას?
-კი მამიკო,მაგრამ ქეთის მოსვლამდე აქ დავისვენებ.ბექამაც ადგა და გიორგის შეუწვა და მისი გადასაფარებელი მანაც გადაიფარა,ლაშა იჯდა და უცქერდა ორ მეგობარს რომლებიც ძალიან,ძალიან უყვარდა.თავადაც ჩაეძინა და ქეთი რომ დაბრუნდა უკვე კარგად დაღამებული იყო,გაეცინა სამივეს რომ შეხედა მიძინებულს და გიორგის საყვარელი შემწვარი კარტოფილი მოუმზადა,სალათები გააკეთა ყველიც დაჭრა წინა დღის გაკეთებული ხორციც შეაცხელა და შემდეგ გააღვიძა სამივე.
-ქეთი შემეშინდა,ვიფიქრე მიქელა დამადგა უკვე თავზე და მივყავართქო.უთხრა ბექამ და ცალი თვალით შეხედა ქეთის შემდეგ ტელეფონი ნახა და არცერთი ზარი არ იყო ანასგან შემოსული,წარბი ასწია მაღლა და თქვა.
-დაღამდა სახლში არ ვარ,არ დააინტერესდა სად ვარ?
-რომ დაინტერესებოდა დაგირეკავდა.გამოაჯავრა გიორგიმ.
-არა,იქნებ ჩამეძინა მანქანაზე და დავიმტვერი,საავადმყოფოში ვარ.
-დაგვირეკავდნენ და მოვიდოდით იქ სადაც ეგდებოდი უპატრონოდ.
-იქნებ გზაში ჩამეძინა სადმე და შემჭამა მხეცებმა.
-შესაჭმელი იქნებოდი და შეგჭამდნენ,ადექი ზევით და წავიდეთ ნუ შეჭამე ტვინი,მე გავაფრთხილე ანა არ დარეკო ტელეფონზეთქო.
-რატომ? გაუკვირდა ბექას.
-რატომ და ქალებში მივდივართთქო.
-იდიოტო,ანამ იცის მე სხვა ქალებისკენ რომ არ ვიხედები.
-სულ არ აყოლებ სხვა ქალებს თვალს.
-რას არ აყოლებს გიორგი კარგ ქალს რომ შეხედავს ტრ...ი მიუძვრება უკვე.ხმამაღლა გაიცინა ლაშამ.
-მასე შენ ხარ?უი ბოდიში ქეთევან.ლაშა ციმციმ წამოაყენეს ფეხზე და ასე ხელში აყვანილი გაიყვანეს სამზარეულოში,გემრიელად ივახშმეს და ბევრიც იცინეს.



ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის,მაგრამ არ შემეძლო დამეწერა არცერთი სიტყვა როცა ასეთი კატასტროფა მოხდა ჩემს ახლოს.მადლობა მინდა მოვუხადო თვით საიტოს გნერალურ დირექტორს ბატონ გოგა თორიას და ასევე ჩემს ერთგულ მკითხველებს თამუნა ტაკიძეს,ლანა ქურასბედიანს,მანანა ლილუაშვილს და კიდევ უამრავს.უღრმესი მადლობა და მინდა კიდევ ერთხელ და უამრავჯერაც გავიმეორებ,რომ ძალიან,ძალიან მიყვარხართ.რაც შეეხება ჯერ ცეცხლს და შემდეგ წყალდიდობას ჩემგან ორივე შორსაა და არაფერი არ მემუქრება,მშვიდად იყავით და ილოცეთ იმ დაღუპულებზე რომლებიც ვერ გადაურჩნენ ამ მძიმე სტიქიას.



№1 სტუმარი ნია

ძალიან ძალიანმაგარია
უბრალოდ მარიამ ვინმე გააცანი რა

 


№2 სტუმარი ნია

აუცილებლად,ხვალინდელ თავში ელოდეთ ახალ სიახლეებს,ახალ თავს სულ მარიამს ვუთმობ.მადლობა რომ არ იზარებ აზრის დაფიქსირებას.

 


№3  offline მოდერი zia-maria

აუცილებლად,ხვალინდელ თავში ელოდეთ ახალ სიახლეებს,ახალ თავს სულ მარიამს ვუთმობ.მადლობა რომ არ იზარებ აზრის დაფიქსირებას. kissing_heart kissing_heart kissing_heart

ნია
აუცილებლად,ხვალინდელ თავში ელოდეთ ახალ სიახლეებს,ახალ თავს სულ მარიამს ვუთმობ.მადლობა რომ არ იზარებ აზრის დაფიქსირებას.

ნია ტლეფონით დავდე კომენტარი და შეცდომით მომივიდა სახელის დაწერა,მადლობა საყვარელო kissing_heart

 


№4 სტუმარი იზა თევდორაძე

ასე ,ძალიან კარგი იყო ბევრი ვიცინე სუპერმენზე,ძალიან სასიამოვნო წასაკითხია წარმატებები ჩემო კარგო

 


№5  offline წევრი მია15

ძალიან კარგი იყო.მომეწონა.ველი ახალ თავს

 


№6 სტუმარი სტუმარი ელენე

საბეერძნეთში ხარ შენც?❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი მაკო

როგორც ყოველთვის ძალიან კარგია. ველიდები სიახლეებს მარიამზე.

 


№8  offline მოდერი zia-maria

სტუმარი ელენე
საბეერძნეთში ხარ შენც?❤️


კი საბერძნეთში ვარ 11 წელია. kissing_heart

მადლობა ყველას გოგოებო,შევეცდები დღეს დავდო ახალი თავი. kissing_heart kissing_heart

 


№9  offline წევრი ჵჵჵჵ

dges axerxeb daebas?

 


№10  offline მოდერი zia-maria

ჵჵჵჵ
dges axerxeb daebas?

კი დავდებ საყვარელო,ვწერ გადავხედავ და დავდებ სადღაც ერთ საათში. kissing_heart

 


№11 სტუმარი მეგი1

სულ რამდენი თავია ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent