ცუდი წარსული ბედნიერი მომავალი (თავი 8)
დილით კარებზე კაკუნი მაღვიძებს. -სანდრა, სანდრა გღვიძავს? შეიძლება?-მეძახის ალექსანდრე და კარებზე აკაკუნებს. -კი შემოდი, რატომ გამაღვიძე?-ვეუბნები მას, როდესაც შემოდის. -იმედია ამით ჩემს გუშინდელ დაყვირებას გამოვისყიდი და დღეს შენს გაღვიძებას.- მეუბნება პატარა ბავშვივით, ხელში უჭირავს საუზე, კრუასანი, ყავა და ძეხვიანი ომლეტი. მის ბავშვურობაზე მეცინება. -ეს რა არის? ისედაც გაპატიე.-ვიცინი და ისიც მყვება. -მარტო დანაშაულის გამოსასყიდად არ მომიტანია, წამლები გაქვს დასალევი და უზმოზე ვერ დალევ ამიტომ მიდი შეჭამე.- მითხრა და მუხლებზე დამიტო. -მიდი შენ შეჭამე მე ქვევით ჩავალ. საღამოთი ბავშვები მოვლენ მე მაღაზიაში წავალ.- მითხრა მან. -მადლობა. -რისთვის? -მკითხა გაოცებულმა. -ასე, რომ ზრუნავ ჩემზე.- ვუთხარი.- არ იყო ეს ყველაფერი საჭირო. -მომისმინე- მითხრა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.- ჩემი ბრალია ყველაფერი რაც დაგემართა, ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ამ პერიოდში შენზე ვიზრუნო, თორემ შენმა ძმამაც მითხრა მე მოვუვლიდიო, მაგრამ ყველანაირად შევეცადე, რომ დამეთანხმებინა. ამის გაკეთება მეთვითონ მინდა, ასე რომ აღაარ გავიგონო შენგან მადლობები და ასეთი რაღაცეები. ისედაც ამ დანაშაულის გამოსასყიდად ერთი კვირა მაქვს, ყველანაირად შევეცდები, რომ მალე გამოკეთდე, ახლა კიდე მიდი ისაუზმე მე წავედი მაღაზიაში.- უცბათ მითხრა ყველაფერი, შუბლზე მაკოცა და სწრაფად გავიდა ოთახიდან, მე კიდე დამადუმა და რამოდენიმე წუთი აზრზე ვერ მოვედი, როგორც კი დავბრუნდი ფიქრებიდან ჭამა დავიწყე და წამლებიც დავლიე. ერთი ადამიანის სიტყვებს მოვიშველიებ. ვინც ლოცულობს კარგი მომავლისთვის ღმერთი სამნაირად პასუხობს: „გტყვის კის და იმას მოქცემს რაც საჭიროა, გეტყვის არას და კიდევ უფრო კარგს გამოგიგზავნის, გეტყვის დაიცედეო და საუკეთესოს გიბოძებს.“ სანდრას ცხოვრებას ამ სიტყვებიდან მესამე ვარიანტი შეხვდა. მას, როდესაც გასაჭირი ჰქონდა და ლოცულობდა, ღმერთმა უთხრა დაიცადეო და ახლა საუკეთესო უბოძა მას. მაგრამ სანდრამ რა იცის კიევ რას უმზადებს მას ღმერთი, დაიცდის და კიდევ უფრო კარგს უბოძებს ვიდრე ახლა მისცა მას. მალევე ავდექი საწოლიდად და სააბაზანოში შევედი, ვიბანავე, გამოვედი, თმა გავიშრე, ჩავიცვი მაღალწელიანი შინდისფერი შორტი და შავი ტოპი, რომელსაც აწერია „life is exam”(ცხოვრება გამოცდაა) ფეხზე ვანსები ჩავიცვი და ქვევით ჩავედი. ალექსანდრე იმ წამს შემოვიდა სახლში, ხელში ბევრი პარკები ეჭირა, მე მასთან მივედი დასახმარებლად. -მოდი დაგეხმარები.- ვუთხარი და პარკების გამორთმევა დავაპირა, რომ უკან დაიხია. -არა, გაჩერდი შენ უნდა დაისვენო მეთვითონაც მოვერევი.- მითხრა და სწრაფად შევიდა სამზარეულოში. -დაბინავებაში მაინც მოგეხმარები- ვუთხარი მას. -არათქო წადი შენ ბაღში გაისეირნე ჰამაკია იქ და შეგიძლია დაწვე იქ. -ჯერ დაგეხმარები და მერე გავალ. -არათქო და მორჩა. -კითქო. -სანდრა არა. -ალექსანდრე კი. -არა და ვსო. -კი და ვსო. -სანნდრაა გაჩერდი. -არ მაინტერესებს ალექსანდრე მერა რა რომ თავს დამნაშავედ გრძნობ, მე ყველაფერს მარტო ვერ გაგაკეთებინებ. შენ აქ საქმე გააკეთო და მე კიდევ ფეხი-ფეხ გადადებული ჰამაკში ჩავწვე და დაავისვენო? შენი აზრით ეგეთი უნამუსო ვარ? ეხლა კიდე გაჩერდი და დამაცადე საქმის გაკეთება, მერე კიდევ გავალ ბაღში.- ვუთხარი და პარკიდან პროდუქქტების ამოღება დავიწყვე. ნერვები მომეშალა მართლა ეგეთი ვგონივარ? -ჯანდაბა... კარგი, ოღონდ დამპირდი მერე დაისვენებ. თან გაკეთება მე არ მომიწევს მზარეული მოვა, ყოველდღე მოდის ხოლმე და საჭმელს აკეთებს და დამლაგებელიც მოვა და დაალაგებს სახლს, შენ კიდე წახვალ და დაისვენებ. -კარგი კარგი გპირდები.- ვუთხარი და ერთად დავიწყეთ ყველაფრის დაბინავება. როდესაც მოვრჩით მე წავედი გარეთ. ბაღი ულამაზესი იყო, ძალიან ბევრი სახეობის ყვავილები იყო. ძალიან კარგად მოვლილი და ქვიანი ბილიკიც იყო. ცოტახანი ბაღში ვისეირნე და მერე ჰამაკში ჩავჯექი, ცოტათი გრილოდა. წიგნი წამოვიღე ჰამაკში ჩავჯექი და კითხვა დავიწყე. როდესაც წიგნს ვკითხულობ რეალობას ვწყდები და მთლიანად წიგნში ვარ ჩაფლული თითქოს იმ წიგნის გმირი ვიყო და ყველაფერს წარმოვიდგენ ხოლმე. ასევე წერა არის ჩემი განტვირთვა, შემიძლია მთელი დღე ვწერო და არ მომბეზრდება. ცოტახანში ვიგრძენი ტანზე, როგორ მომაფარეს რღაც და რეალობაში დამაბრუნეს. ალექსანდრე იყო და პლედი მომაფარა. -სამი საათი გავიდა და მეგონა, რომ ჩაგეძინა და გამოსვლა გადავწყვიტე, როგორც ჩანს წიგნს კითხულობდი და საერთოდ ვერ გაიგე, როდის მოვედი. -რაა??? სამი საათია აქ ვარ და წიგნს ვკითხულობ?? საერთოდ ვერ ვიგრძენი, როდის გავიდა დრო.- ვუთხარი გაოცებულმა. -ხო. უკვე 4საათია, ნახევარ საათში ბავშვები მოვლენ წამოდი შიგნით. -კარგი მოვდივარ. იცი... ულამაზესი ბაღი გაქვს, საოცრად ლამაზია. შენ უვლი?- ვკითხე და დავინახე სახე, როგორ დაუსევდიანდა. -სანამ დედა გარდაიცვლებოდა ის მოდიოდა ყოველ დღე და უვლიდა ბაღს, ძალიან უყვარს ყვავილები, არცერთხელ არ მოგვიყვანია მებაღე, სულ დედა უვლიდა მე მიყვარდა ამ დროს მასთან ერთად ყოფნა და დახმარება. ბევრ რამეს მასწავლიდა. ასე, რომ ახლა მე ვუვლი ამ ბაღს, მაგრამ სამსახურის გადამკიდე ცოტათი მიჭირს. პატარა, რომ ვიყავი დედას ყოველთვის დავყვებოდი ბაღში სამუშაოდ, ეს საქმიანობა ძალიან შემიყვარდა, ზოგჯერ მამაც გვეხმარებოდა ხოლმე და ჩემი დაც. ყველა ერთად იშვიათად ვმუშაობდით ხოლმე.- მითხრა მან. -დაც გყავს? სად არის ან მამაშენი სადაა?- ვკითხე მას. -ჩემი და იტალიაშია სასწავლებლად, მამა კიდევ 18 წლის ასაკში გარდამეცვალა და იმის მერე კომპანიაში მე ვმუშაობ, თან ვსწავლობდი და თან ვმუშაობდი და საბოლოოდ წარმატებასაც მივაღწიე.- მითხრა მან. -აჰა... ყველაფერი გასაგებია. ვწუხვარ მამაშენის გამო. შეიძლება ერთი რაღაც გთხოვო?- ვკითხე მას. -რათქმაუნდა რაც გინდა ის მთხოვე. -როდესაც ბაღის მოვლას დაიწყებ შეიძლება მეც დაგეხმარო? ძალიან მიყვარს ყვავილები და მინდა ვისწავლო. სანამ აქ ვიქნები დაგეხმარები კარგი? -რათქმაუნდა, სიამოვნებით გასწავლი ოღონდ შენ ბევრს არ იმუშავებ ხომ იცი არაა... -ხო კაი გპირდები ძაალიან არ დავიტვირთავ თავს. -კარგი მაშინ თანახმა ვარ. -მადლობა დიდი.-ვუთხარი ბედნიერმა. -აბა მე რა გითხარი? -კაი ხომ მეტჯერ მადლობას აღარ გადაგიხდი- ვუთხარი მას. -ყოჩაღ ჭკვიანი გოგო ხარ.- მითხრა სიცილით. სახლში უნდა შევსულიყავით, როდესაც მაქანა გაჩერდა ჭიშკართან. -როგორც ჩან მოვიდნენ.- ვთქვი ბედნიერმა და დავინახე, როგორ შემოვიდნენ ჩემი ძმა და გოგოები. მე კიდევ გავიქეცი და ჩემს ძმას შევახტი. ძალიან ბევრს ვკოცნიდი. -ჩემი გოგო, მომენატრე.- მითხრა სიცილით და ბედნიერი სახით. -მე უფრო ძალიან მომენატრე.- ვუთხარი და მისი ხელებიდან ჩამოვედი და ახლა გოგოებს ჩავეხუტე ძალიან ძლიერად. სანამ მათ ვისიყვარულებდი მანამდე იმ ორმა მოასწრეს ერთმანეთის გაცნობა. -აბა ჩემი ჯიუტი დაიკო ხომ არ გაბრაზებს?/- კითხა სიცილით ალექსანდრეს. -არაა კარგი გოგოა, მართალია ხშირად არ მიჯერებს, მაგრამ ბოლოს მაინც მე ვიმარჯვებ ხოლმე.- უთხრა მანაც სიცილით. -ლუკაა გატყუებს აქეთ არ მიჯერებს ხოლმეე...- ვთქვი და დავიბღვირე. კიდევ ბევრი ვიკინკლავეთ მე და ალექსანდრემ და სახლში შევედით, ისინი კიდე ჩვენ დაგვცინოდნენ... ///////////////////////////////////////// მადლობა ყველას, რომ კითხულობთ და ბოდიში გრამატიკული შეცდომებისთვისს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.