შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისელები ფერადდებიან [ნაწილი მეოთხე]


27-07-2018, 17:30
ავტორი perelmanina
ნანახია 1 179

ნაწილი მეოთხე-[ლურჯი სკოჩი]


იმდენად დიდი სიამოვნებაა კიბეებზე ზევით-ზევით ასვლა, რომ ვერც კი ამჩნევ ბოლო საფეხურს, ისე გიცდება ფეხი და ვარდები.
_ _ _
ოცდაათი დეკემბერია, მაგრამ მზის მკაფიო სხივები ყველანაირ განწყობას შლის.
ლაfლოუში გოგოები ელოდებიან, ამიტომ ჩქარობს და ნაბიჯებს უმატებს.
კაფის ქუჩაზე შესულს ქეთი ურეკავს.
-მოვედი.
-ხოო?
-კი, ქეთუ, კარებსაც შემოვაღებ ერთ წუთში.
-იქნებ სხვაგან გავიდეთ?
-მოიცა რა.-ტელეფონს უთიშავს და კაფეში შედის.
როგორც კი თბილ ჰაერს გრძნობს სანდროსაც ამჩნევს.
ზურგით ზის.
ეღიმება.
ცოტა ცუდად.
პირდაპირ გოგოებთან მიდის და თავის ადგილს იკავებს.
-იცნობ?-ეკითხება ქეთი და თვალებით ანიშნებს, გოგონაზე, რომელიც სანდროს წინ ზის.
-მე არც სანდროს ვიცნობ-კვლავ ღიმილით პასუხობს ნაო და მიმტანს ხელით ანიშნებს.
-ეგ რა შუაშია-ამბობს ქეთი და ყავის ფინჯანს იღებს.
-ახალ წელს რას შვრები?-ეკითხება თეაკო.
-ჩემს პრავის მასწავლებელთან ერთად ვგულაობ.-იცინის.-ლაღიძის წყალი, ნაღების.-უღიმის მიმტანსა’ც და თეაკოს უბრუნდება.-ბიჭები რამეს აპირებენ?
-ალბათ დაჩაზე, რამეს.
-მეღადავებით?-კითხულობს ქეთი და გაკვირვებული უყურებს დაქალებს.
-არა.-სრული სერიოზულობით პასუხობს ნაო.-მიდი დაურეკე საბას.
-რა საბას, ნაო? უკან ალექსი ზის.
-ხო, ვიცი, ქეთი, მაგრამ რა? გული უნდა დამწყდეს და ქვითინი დავიწყო? რატომ? რაიმე იყო განა, ისეთი?
-გამაგიჟებ რა.
-მივწერე და ოჯახობას რომ მორჩებით ორში ბაკურიანში ავიდეთო.
-ვაუ, ბაკურიანში?
-ჰო, სანდროსთან.
-ბოლოს როდის ნახე?-თვალებში ჯიქურ ჩახედა ქეთიმ.
-ალბათ ორ კვირაზე მეტია გასული.
-სად?
-ლიაკოსთან.
-მაგის მერე?
-არსად.
-დაპატიჟე სკოჩზე.-თქვა უეცრად თეაკომ და წამოჯდა.
-ხოო?-თვალებდაწვრილებულმა გახედა ბიჭს.-თუ დავპატიჟებ და გავგიჟდები,-ეცინება და თეაკოს უყურებს-ალბათ ლაfლოუში, ახლა.
-რა ახლა?-გაოგნებულმა ასწია თავი ქეთომ, როდესაც სკამის ჭრაჭუნის ხმა გაიგო და ნახა, როგორ მიუახლოვდა ნაო ალექსის.
-აუ, ძაან მევასება ნაო-სიცილით აღმოხდა სიტყვები თეას და წყვილს დააკვირდა.
სანდროს ნაოს დანახვისას გაეცინა და ფეხზე წამოდგა. მარჯვენა ხელი წელზე, ტყავის შიგნით შეუცურა და ახლოს ნელა მოსწია,
მარცხენათი თმა გადაუწია და ლოყაზე აკოცა.
ნაოსაც გაეცინა და კოცნაზე კოცნით უპასუხა.
-რას შვრები?-ჰკითხა ნაომ და გოგოს მზერას თავი აარიდა.
-რავი, არაფერს.-მხრები აიჩეჩა და სკამს დაეყრდნო.
-სკოჩზე გპატიჟებ.-პირდაპირ უთხრა ნაომ და თვალებში ჩახედა.
-ხოო?
-ხო-გაეცინა და ხელები ტყავის ჯიბეში ჩაიწყო.
-არ მინდა.-შენიშნა, როგორ გაეღიმა სკამზე მჯდარ გოგონას.-არ მინდა შენ რომ დამპატიჟო სკოჩზე.-სკამის ზურგზე ხელები ჯვარედინად დააწყო და ნაოს გაუღიმა.
-ეგ რა სექსიზმია სანდრო.-იმედგაცრუებული ხმით უთხრა ნანოემ.
-ნწ, ეს ჩემი სურვილია.
-სკოჩზე არ დაგეწვევი.-მკაცრად შეხედა ნაომ.
-იცი სად ვართ?!-ირონიით თქვა და სივრცეს თვალი შეავლო.
-ჰმ, სად გინდა ვიყოთ?
-ისედაც ხომ იქ ვართ, სადაც ყველაფერზე კის ამბობ?-ორაზროვნად ჩაილაპარაკა სანდრომ.
-კი-გაეცინა ნაოს, მიხვდა ყიფშიძის ჩანაფიქრს.
-მოგწერ, სად და როდის.-თვალი ჩაუკრა და სკამზე დაჯდა. ნაოს კიდევ უფრო გაეცინა, შემოტრიალდა და გოგოებს პირის მოძრაობით ანიშნა
-გავები-
_ _ _
ალბათ დასაფიქრებლად ამაზე მეტი რამ, არც ეძლევა ადამიანს.
ნაოც ფიქრობდა.
ძალიან ბევრს ფიქრობდა.
იაზრებდა ყოველ წამს ღიმილით. თვითონაც ხვდებოდა რომ ამ ბოლო დროს ღიმილი და სიცილი ხშირად დასთამაშებდა მის სახეს.
იცოდა რომ მოსწონდა.
განა შეიძლება ამ სიტუაციების შემდეგ სანდრო არ მოსწონებოდა?!
_ _ _
ღამეა.
სადღაც ორი-სამი საათი.
არ ძინავს.
აივანზე ზის.
ორი პლედი ახურავს და ფილმს უყურებს.
ცივა, მაგრამ არ იმჩნევს.
ალბათ იქვე ჩაეძინება კიდეც,
მაგრამ არა, ტელეფონის ხმას გონს მოყავს.
-დღეს გცალია?
-არა-ნამძინარევი ხმით თქვა და წამოჯდა.
-ათ წუთში რომ გამოგიარო, მზად იქნები?
-მზად ვერასდროს, ვერაფრისთვის ვიქნები-ეცინება და იქით-აქით სიარულს იწყებს.
-ნანოე-ეცინება სანდროსაც-ჩამოდი ქვევით, ასეც მშვენივრად ხარ.
-სულ რომ ქვემოთ იყო, ამ სიბნელეში, მაინც ვერ შემამჩნევ სანდრო.
-ღმერთო, მახვეწნინებ?!-გაკვირვებული ხმით კითხულობს ყიფშიძე.
-დავუშვათ კი...
-და რა მნიშვნელობა აქვს ლიპარტელიანო, ათ წუთში იდგები ჩემს წინ თუ ერთში?
-და თუ აქვს?!
-ოქეი, ათ წუთში ქვევით იყავი-გაბმული წუილი ისმის ტელეფონში და ხვდება რომ გაუთიშა.
ეცინება,
ხმამაღლა.
ეცინება და აივანს ტოვებს.
_ _ _
ქვევით ჩასულს სანდრო მანქანაზე მიყუდებული დახვდა. მიახლოვებისას გადაკოცნა.
-სანდრო, აი ეს ის მომენტია სიგარეტი რომ გაკლია.-ეუბნება სიცილით და მანქანაში ჯდება.
-ნწ, ეს ის მომენტი იყო, ნანოე, შენ რომ მაკლდი-ისიც მანქანაში ჯდება.
-სკოჩი დღეს უნდა დავლიოთ?
-კი.
-მიუხედავად იმისა რომ უკვე ოცდათერთმეტია?
-კი.
-შენთან მივდივართ?
-კი.-ნანოემ გაკვირვებულმა გახედა, შემდეგ ღვედი შეიხსნა და სავარძელი გადასწია, თვითონაც გადაწვა და თვალები დახუჭა.
სანდროს გაეცინა და სიჩქარეს მოუმატა.

არ იცოდა რამდენი ხანი ეძინა, მაგრამ გაღვიძებული კვლავ რომ მანქანაში აღმოჩნდა გაუკვირდა და წამოჯდა. აშკარა იყო დანიშნულების ადგილამდე ჯერ ვერ მისულიყვნენ. სავარძელი გაასწორა და სანდროს გახედა.
-სისულელეების გარეშე მითხარი სად ვართ-თვალები ხელებით მოისრისა და ტელეფონს დახედა. ხუთი დამთავრებულიყო.
-ბათუმში შევალთ ნახევარ საათში.-რამდენიმეჯერ წინადადება გონებაში გაიმეორა და გაფართოებული თვალებით გახედა სანდროს.
-მოიცა,რა?
-ზღვა და სკოჩი
-ჰოო?
-და არა, წვიმა და სკოჩი.
-ეგრე აღარ ქნა რა...-ეცინება და თმას ისწორებს.
-როგორ?-თითები საჭეზე აათამაშა და ნაოს გახედა.
-აი ასე, მერე ვერ გავუძლებ.
-და ყველაფერი ახლა თუ იწყება?!
-ახლა არ იწყება, ხო იცი არა?!
-უნდა გაუძლო-ეცინება სანდროსაც.
-ხო, აშკარად ძალიან სასაცილოა.
-რა?!
-ალექ’სანდრე ყიფშიძე...
-რა?
-ხოო, სანდრო, ალექსანდრე ყიფშიძე რომ ხარ ეგ ვიცი მხოლოდ.
-სისულელეა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეგეთ წვრილმანებს, თუ უფრო მეტი იცი.
-ართულებ რა-ეცინება ნაოს და ფანჯარას წევს.
-და მიხარია?
-კი, თან ძალიან.
-მიდი მკითხე.
-მერე, ახლა არ აქვს ‘მუღამი’.
_ _ _
რითმს აყევი.
არ ჩამორჩე,
თორემ...
ცა გაშავდება,
მთვარე გაყვითლდება,
წერტილები გადიდდება და ვარსკვლავები გამოჩნდება.
მერე,
მერე მოგეწონება,
შეიშლები და
ჩაიძირები.
იცი რატომ?
მარტივია,
უბრალოდ გათენდება
და მოწონება ჩაივლის ფუჭად.
ამიტომ,
რითმს აყევი.
ის ისე სუფთად უკრავს...
მელოდიურად...
უნდა აყვე
და
აყვავდები.
_ _ _
ძველი კორპუსის ბოლო სართულზე, კვლავ უაივანო ბინაში.
თითქოს ყველაფერი გაცრეცილიაო, მაგრამ ახალი.
ზღვის ხედი.
კვალვ საოცარი და უ’აივანო.
ერთი დიდი, ძალიან დიდი ფანჯარა, უსაზღვრო.
ჩრდილიც კი არ იყო.
სუფთა, ფითქინა სიბნელე ჩამოწოლილიყო.
სანდრო,
წინ იჯდა, ზურგით ფანჯრისკენ და ნაოს უყურებდა, რომელიც, თითქოს ზღვას ირეკლავსო.
სანდრო,
ფიქრობდა ნაოზე და ეღიმებოდა.
იმდენად წმინდად უყურებდა, რომ შეხებაც არ სურდა.
ეღიმებოდა მის ყველა ქცევაზე, მანერაზე და გონს კარგავდა. გიჟდებოდა იმდენად ბუნებრივად და სასიამოვნოდ, რომ ვერც კი გრძნობდა.
ვერ გრძნობდა რომ გიჟდებოდა,
მაგრამ
ხომ გრძნობდა მთავარს?!..
-სანდროო-უსაზღვროდ, უმისამართოდ,-სანდროოო-ჩურჩულებდა და ყოველი თქმისას მწველ სასმელს აყოლებდა.-სანდროო-ფეხებმოკეცილი მინას მიყუდებულიყო და ბოთლს ათამაშებდა.-მგონი მიყვარდები, სანდროო...

ეს,
ეს
არის გამაგიჟებელი,
რომ გაგიჟებს ვიღაც ‘სანდრო’ და გრძნობ.
გამაგიჟებელია, როდესაც იცი გიჟ-დები და კიდევ უფრო გინდა.
და,
კიდევ უფრო გამაგიჟებელია, როდესაც იცი ეს რა გრძნობაა და ვერ შველი.



_ _ _
ღმერთო, აი, ახლა ვიცი რა არის სირცხვილი...
ძალიან ვწუხვარ!
უკანასკნელი 10 დღე იყო სრული ჯოჯოხეთი.
ახლაც, გადახედვის გარეშე ვდებ, რადგან არ მინდა უფრო დავაგვიანო.
გელოდოთ?!
არც კი ვიცი,
ვარ ღირსი?!



№1  offline წევრი ბიბი

რამდენი ხანი გელოდი, მეგონა ესაა და ეს და მორჩა გაქრათქო და ახლა როგორ გამიხარდა ამის დანახვა.
მომავალ კარგ დღეებს გისურვებ და ჩვენ ასე აღარ გვალოდინო ^^

 


№2 სტუმარი Sopo

Mal male dade ra kargiaaa dzaaaliaaan momwoons da velodebi shemdegs :* <3

 


№3  offline წევრი perelmanina

ბიბი
ბიბი

არ მინდა შევწყვიტო, იმდენად მჭირდება, უნდა ვწერო...
შენ, ძალიან დიდი მადლობა, რომ დამელოდე
და მკითხულობ
და,
ჰო
მიზიარებ კიდევაც შთაბეჭდილებებს ;დდდ
<3 <3 <3

Sopo
Sopo

მადლობა,
ვეცდები kissing_closed_eyes

მირრა
მირრა

შენ მახარებ, საოცრად <3
როგორც კი დავწერ დავდებ <3




ელპინი
ელპინი

ელპინ,
ჰო, იქ ბრჭალები დამავიწყდა სიჩქარისგან...
არა უშავს, ხომ? ;დ
მიხარიხარ
და უფრო მახარებს რომ მოგწონს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent