შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (თავი ორმოცი)


27-07-2018, 22:13
ავტორი murachashvili
ნანახია 3 679

ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორ ჩაივლიდა პანაშვიდები და დასაფლავება. არც მე შეგაწყენთ ამაზე საუბრით თავს. თუმცა ორიოდე სიტყვით მაინც აღვნიშნავ, ტატოს მკვლელობის სხვადასხვა ვერსია არსებობდა. სამძიმარზე მომსვლელნი ხან ერთ სიბინძურეს აფრქვევდნენ, ხან - მეორეს.
- ნარკოტიკების რეალიზატორების ვალი ჰქონდა და გადაგდება დაუპირებია. - ჩურჩულებდა ჭირისუფალში მჯდომი.
- არამგონია მართალი იყოს, არ გავდა ეს ბიჭი ნარკომანს ან ვალის გამო ვის კლავენ?! - ირონიულად ჩაიქირქილა მეორემ.
- მე ცოტა სხვა ვერსია გავიგე. - საუბარში ჩაერთო მესამე - ქურდებთან ყოფილა შეკრული და წილი მოუტეხაო.
- კარგით რა, სისულელეა. არაფერი მაგდაგვარი. გათხოვილ ქალთან ყოფილა მისული და ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. - დამაჯერებლად გამოაცხადა მეოთხემ.
- კარგი რა, არა მგონია ასე ყოფილიყო!. - შეიცხადა პირველმა.
- ქალის ამბავი არ იცი?! - მრავალმნიშვნელოვნად დაქაჩა თვალები - არ მოეშვა საბრალო ბიჭს და აი, შედეგიც.
- უი, შვილო, უი, რავა ტყვილად გოუფუჭებია თავიიიი!... - სულ დაავიწყდა დაჭერილი, გაპრანჭული საუბრის მანერა, სახე ჩამოიხოკა პირველმა.
ვერსია ვერსიას ცვლიდა. ბუღას დასაფლავებისგან განსხვავებით, არ იყო პომპეზურობა, არ იყო გმირად გამოცხადება, მაგრამ იყო გულწრფელი ცრემლი. ვიღაც იქნებ მოვალეობის გამოც მიდიოდა სამძიმარზე, მაგრამ იქ მყოფთაგან უმეტესობას ნამდვილად გულწრფელად ეცოდებოდათ მისაღებში უძრავად გაშოტილი ორმეტრიანი ვაჟი.
რა მოჰქონდა ამ შეცოდებას? გგონიათ ტკივილი ამდებოდა?! იოტისოდენადაც არა. იარა სულ უფრო და უფრო იხსნებოდა, როგორც ძლიერადაც არ უნდა გდომოდა არსებული რეალობის შეცვლა, ფაქტი მაინც ფაქტად რჩებოდა, ტატო აღარ იყო. განუყრელ „ტვიქსებს“ ცალი აკლდა. ნინოს ყველაზე ბუნტიორი და მოჩხუბარი მეგობარი. ვეღარავის ეკამათებოდა, ვეღარავინ ეძახდა თხას.
მართალია აღიარება არ უნდოდათ, უარყოფდნენ, მაგრამ ვაჟის გარდაცვალების მიზეზთაგან დასახელებულ უამრავ ვერსიაში მხოლოდ ერთი იყო ნამდვილი. იცნობდა კი ეს ხალხი ტატოს, რა იცოდნენ მისი ცხოვრების შესახებ?
მამა და დედა სპეციალობით ქიმიკოსები იყვნენ, მეცნიერებათა კანდიდატებმა ერთმანეთი მოსკოვში, ერთ-ერთ კონსილიუმზე გაიცნეს. არ იყვნენ იმ ასაკში დრო რომანტიულ შეხვედრებზე და ფლირტზე დაეკარგათ, მეორე შეხვედრაზევე გადაწყვიტეს დაოჯახება. გგონიათ ნანობდნენ?! თქვენ წარმოიდგინეთ მათ ოჯახის სიმყარეს საფრთხე არასოდეს შექმნია. ერთნაირად აზროვნებდნენ, ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ. წლები ელოდნენ ნანატრ შვილს, ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ უფალმა ტყუპი ვაჟი რომ უბოძა. აღტაცებული უმზერდა ერთმანეთის გვერდი-გვერდ დაწვენილ 50 სანტიმეტრამდე შეფუთულ მუთაქებს მამაკაცი და სიხარულისგან პირველად ტიროდა. უნდოდა აეყვანა, მაგრამ მიკარებას ვერ ბედავდა, შორიდან შესციცინებდა მისი სხეულის ნაწილს. მისი ტყუპისთვის დიად და ნათელ მომავალზე ოცნებობდა იმ ღამით მამაკაცი. თუმცა ოცნება ვერ ახდა, თურმე ვერ ახდებოდა.
ერთ დროს მუდამ კოპწიად ჩაცმული ქალი, ახლა დაბალ პრაქტიკულ ფეხსაცმელს ირგებდა ფეხზე, თერმოსში ცხელ, უშაქრო ჩაის ასხამდა და კუსკუსით მიჰყვებოდა თბილი ლაბადით შემოსილ მეუღლეს, მათი რეისი ყოველთვის უცვლელი იყო, „მშრალ ხიდად“ წოდებული მეორადი ნივთების, ანტიკვარებით სავაჭრო ადგილი. დიახ, არ შემცდარხართ. თავის გასატანად ახლა იქ ეზიდებოდნენ გასაყიდად შემორჩენილ ოჯახის რელიქვიებს. ახლა სიტყვით ტრიბუნაზე კი არა, დახლთან მდგომ მოვაჭრეებთან გამოდიოდნენ და ქიმიის ფორმულების ნაცვლად მარტივ მათემატიკურ მიმატება-გამოკლებაზე ფიქრობდნენ. თუმცა წამით არ უნანიათ, არ დაბოღმილან, სჯეროდათ, რომ ადრე თუ გვიან ისევ დალაგდებოდა, ადრე თუ გვიან ყველაფერი დასრულდებოდა. დაიწყებდა ქვეყანა აღზევებას და ისევ დასჭირდებოდათ ქიმიკოსებიც, ფიზიკოსებიც და დახლთან მდგომი ისტორიკოსებიც. ალბათ, ამ ყველაფერს თქვენ ილუზიას დაარქმევთ, მე კი რწმენას ვუწოდებდი.
მიუხედავად მშობლების მცდელობისა შვილებს გაჭირვება არ ეგრძნოთ, კარგად იცოდნენ ბიჭებმა ყოველდღე რის ფასად მიირთმევდნენ სადილს. იზრდებოდნენ და ემატებოდათ მოთხოვნილებებიც. ლაშა უფრო თავშეკავებული იყო. მეგობრების მსგავსად მასაც სჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან შეძლებდა მათი ცხოვრების გალამაზებას.
- სულ რამდენიმე წელი მოვითმენთ, დავამთავრებ უნივერსიტეტს, გავხსნით საკუთარ ბიუროს და ერთად ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის... - ოცნებობდნენ ბავშვები და ვინ იცის მერამდენედ ჩაფიქრებული, ოდნავ ირონიული ღიმილით უმზერდათ ტატო.
მათი იდეების საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი ჰქონდა, პირიქით მათ აზრს ისიც იზიარებდა. მაგრამ ახლაც რომ სურდა შავი ტყავის ქურთუკით სიარული? რა დაშავდებოდა თუ ისიც ისეირნებდა უცხოური მარკის კარგი ავტომობილით სასურველ ლამაზ-ლამაზ გოგონებთან ერთად? არც არაფერი.
იქნებ შეცდა კიდეც, მაგრამ ნახა მარტივი გამოსავალი. დაეფიცებოდა, საკუთარი მშობლების ნაშრომი ერთხელაც არ გაუტანია სახლიდან, თუმცა ჰქონდა კი რამე წასაღები?!
დაიწყო ქურდობა. სულაც არ იყო რთული. მთელი კვირა ელოდა როდის დატოვებდა სახლს მეპატრონე, პირველად თუ ხელისკანკალით ტეხდა კლიტეს, ნელ-ნელა ისე გაიწაფა სულ რამდენიმე წამში ხსნიდა საკეტს, ზოგჯერ პატრონი იქვე, მეორე ოთახში ტრიალებდა ის კი უტიფრად ასუფთავებდა ბინას.
- არიფები არიან ტო... არიფები... - კმაყოფილი დასცინოდა გაძარცვულებს.
შემდეგ წამალსაც გაუსინჯა გემო. გულახდილად რომ ვთქვა, თავიდან არ მოეწონა, ვერც იმას მიხვდა როგორ უნდა დაეჭირა მუღამი კაიფისთვის. თუმცა ერთხელ. ორჯერ, სამჯერ და შეეჩვია. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დახელოვნდა ქურდობაში, ბოლო პერიოდში აღარ უმართლებდა. არ ვიცი ხალხი გაღატაკდა, თუ ჭკუა ისწავლეს, ძვირფასეულობას თითქოს განზრახ შინ აღარავინ ინახავდა. ორი თუ სამი ფუჭი მცდელობის შემდეგ საერთოდ აიღო ხელი ამ წამოწყებაზე. არადა თანხა აღარ ჰქონდა, ვეღარც წამალს ყიდულობდა და ვერც შეძენილის თანხას იხდიდა. მიუხედავად პრობლემებისა, როგორღაც მაინც ახერხებდა მშობლებისთვის სიმართლის დამალვას, ამაში ლაშაც ხშირად დახმარებია, ან რა აზრი ჰქონდა ტყუილად მათ განერვიულებას?
მევალეები აწუხებდნენ, ვალის ნაცვლად საქმეზე წასვლას სთხოვდნენ. თითქოს არაფერი განსაკუთრებული. ასე ხშირად მომხდარა, გარკვეული მომსახურეობის სანაცვლოდ ვალის გაქვითვა მოსული „პონტი“ იყო, წესით სიხარულით უნდა წასულიყო, მაგრამ რატომღაც არ დაეთანხმა, სულ კინწისკვრით გააგდო შუამავლებად მოსულნი ტატომ.
- რაღაცას განიცდიდა. როგორ არ ვეცადე და მიზეზი არ გამიმხილა. - სამზარეულოში სიგარეტს ნერვიულად აბოლებდა ლაშა, თან დათუნას ესაუბრებოდა.
- სამაგიეროდ ახალი ახირება გაუჩნდა, ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვა. განსაკუთრებით ნინოს დაცვა ექცა იდეაფიქსად. - მწარედ გაეღიმა ვაჟს.
- დედას გეფიცები ვფიქრობ და ვერ ვიგებ, რატომ მოკლეს, ასეთი რა სთხოვეს, რომ არ დაეთანხმა? - თავსატეხის ამოხსნას უშედეგოდ ცდილობდა ლაშა - ვიკამათეთ კიდევაც ამის გამო. ჩვევად ექცა ჩაბნელებულ ბინაში ჯდომა, ფანჯრიდან თვალთვალი და არარსებული მდევრისგან მალვა - ფრაგმენტულად ახსენდებოდა ლაშას - ერთხელ შინ დაბრუნებულმა სინათლე რომ ავანთე, მისაღები ოთახის ფანჯრის რაფაზე იყო შემხტარი და მთელი სხეულით მინაზე აკრული. დედას გეფიცები, ერთი პირი ისიც კი ვიფიქრე გადახტომას ხომ არ ცდილობს მეთქი, იმდენად ცხადად დაუდგა თვალწინ, თითქოს ახლა ხდებოდა.
- შენ ბიჭო, სულელი ხომ არ ხარ?! ჩამოეთრიე დაბლა! - ბოლო ხმაზე უღრიალა ცალს.
- სინათლე გამორთე! - ძმის სიტყვები თითქოს არც გაუგია, კბილებში მუქარით გამოსცრა ვაჟმა.
- რას აკეთებ, ტო?! - გაოცებულმა ამჯერად ლაშამ გადახედა ჩაბნელებულ ეზოს, თუმცა საინტერესო ვერაფერი შენიშნა. არადა, ტატო ისევ მთელი სხეულით ეკვროდა მინას, თითქოს ასე ცდილობდა უხილავი მოთვალთვალის დანახვას - ვის ეძებ?
- არავის, ტო... მომეჩვენა! - გაღიზიანებული ჩამოხტა რაფიდან ვაჟი, ნერვიულად ბორგავდა ვაჟი.
- ასეთი რა ხდება? - ძმის საქციელი აშკარად აღიზიანებდა ლაშას.
- არ გეტყვი, მაგრამ მაქვს მიზეზი!
- მაინც?!
- მოვა დრო და გაიგებ!
დრო კი არ მოვიდა, მაინც ვერ გაიგო, ვერ დაეხმარა. ცრემლები მოადგა. მაშინ ნამდვილად ეუცნაურა გაფითრებული, აცახცახებული ძმის რეაქცია, თუმცა ყველაფერი წამლის ლომკას მიაწერა. ზედმეტი კითხვებით თავი აღარ მოუბეზრებია, საძინებელში შეალაჯა და გაუხდელადვე მიწვა ლოგინზე.
- ძმობას ვფიცავარ, ვერ მომინელებია, უნდა ჩავძიებოდი, უნდა გამერკვია! - პატარა ბიჭივით ზლუქუნებდა ლაშა.
ნინო მომხდარში თავს იდანაშაულებდა, ჩაიფერფლა, ისევ ჩაიცვა ძაძი, კიდევ ერთხელ გაუცრუვდა იმედი, რომ მის ტკივილს ვიღაც გაიზიარებდა, გაუგებდა და მიეფერებოდა. უჩვეულო სისუსტეს გრძნობდა, წარა-მარა თავბრუ ეხვეოდა.
- საჭმელი მაინც გეჭამა... - მუდარა გაერია ხმაში გიგას, თუმცა ემბრიონის პოზაში მწოლიარე მეუღლისგან პასუხი ვერ მიიღო - ამის დედაც... - გაავებულმა მოაბრახუნა კარი ბიჭმა.
ერთი კი გახედა მისაღებში გასულ მეუღლეს და უფრო მეტად მოიკუნტა.
- გაიგე, რას ამბობს ხალხი? - რძალზე გაღიზიანებული, გაკაპასებული მანანა ისევ შვილს დაეტაკა - კურო ყოფილა, მისი კურო!
- დედა, საკმარისია, ნუ იმეორებ ამ სისულელეს. ტატოს კარგად ვიცნობდი!
- იცნობდი არა ის, გლოვასაც ხომ აქვს ზღვარი, მეგობარი ვის არ მოკვდომია, ასე დასტირიან?! - ეულად მწოლიარე რძალს მტრულად გახედა - ის არ გვყოფნის, რომ უშვილოა, ფსიქიკური პრობლემებიც აქვს!.
ქალაქის ტელეფონი გაბმულად რეკდა. თუმცა კამათში გართულებს აღება არ უფიქრიათ.
- დედა, ასე რამ შეგცვალა?! - ხმას აუწია გიგამ.
- მე?! - შეურაცყოფილი სახით უმზერდა შვილს მანანა - ნებისმიერ დედას უნდა მის შვილს ბედნიერს ხედავდეს. თქვენ კი...
- რა, ჩვენ კი?!
- ერთმანეთს ანგრევთ. ეგ გოგო მისი პრობლემებით განადგურებს.
- იმდენად ვერ იტან, რომ ათას სისულელეს აბრალებ. იქნებ ჩემშია პრობლემა, მე ვარ დეპრესიული და მე ვერ ვახერხებ მის გაბედნიერებას?
- მის გამართლებას ცდილობ?! ფაქტია, რომ ერთმანეთს ვერ ეგუებით, იქნებ ჯობს...
- არა, დედა, - ყბა უცახცახებდა მღელვარებისგან ვაჟს - არც კი გაბედო, - მუქარით დაუქნია თითი - ზედმეტად ეგოისტი ვარ, ვერ გავჩერდები, უმისოდ ვერ გავძლებ!..
როგორც იქნა აღირსა ყურმილს აღება მანანამ.
- გისმენთ! - ჩხავილით ჩასძახა ყურმილში - ხო, ლია... - წამში სცადა ხმის დაწმენდა - რავიცი, ვართ რა, არ იცი მაგის ამბავი, თავი ტკივა და გორაობს. რა მიზეზი უნდა ქონდეს, სუსტია გენაცვალე, სუსტი!... ნინო, გამოდი, ნათლიაშენი რეკავს, ანალიზების პასუხებია მზადო! - უკვე საძინებლის კარტან მოსულ ნინოს დედამთილის შხამიანმა რეპლიკამ კიდევ ერთხელ ატკინა გული, ცრემლები მოაწვა თუმცა თავის შეკავება მაინც შეძლო.
- ანალიზები გაიკეთე? რამე გაწუხებს? - მისკენ შეაბრუნა, თვალებში ჩახედა ტირილამდე მისულ მეუღლეს გიგამ.
- არაფერი, ისეთი... - ხმა უთრთოდა გოგონას.
- აბა?
- არაფერი, ისეთი... - ზიზღით გამოსცრა, უხეშად მოიშორა მამაკაცის ხელი და დედამთილს ყურმილი გამოართვა.
- გისმენ, ლია... - ყურადღებით უსმენდა მოსაუბრეს.
სულ რამდენიმე წამში დარდით სავსე მზერა სიხარულმა შეცვალა. ტუჩები ღიმილს ვეღარ იმორჩილებდა.
- დარწმუნებული ხარ, იქნებ შეცდომაა?! - ხმა უთრთოდა მღელვარებისგან. კითხვით სავსე თვალებით უმზერდა დამუნჯებულ მეუღლეს, ცნობისმოყვარეობას ვეღარ გაუძლო გიგამ, ყურმილს თავადაც ყური მიადო, არ მოსჩვენებია, ნამდვილად გარკვევით გაარჩია ქალის ხმა:
- ოცნება აგისრულდა, ახლა ორნი ხართ. თუმცა ნაყოფი ჯერ კიდევ სუსტია. თავს მოუფრთხილდი, იცოდე, შენთვის ზედმეტი სტრესი, გადაღლა არ შეიძლება!....
ისევ საუბრობდა ლია, არიგებდა, თუმცა აღარაფერი ესმოდათ. მღელვარებისგან აცახცახებულ მეუღლეს ციბრუტივით ატრიალებდა გიგა.
- არ დაიღალო, თავს მოუფრთხილდი! - ლიას ნათქვამს ვინ იცის მერამდენედ უმეორებდა ღიმილად ქცეულს - აი ნახავ, რა მაგრად ვიქნებით, აი ნახავ, აუ ჩემი, მამა ვხდები ტო!...
ალბათ, დიდხანს ვერ შეელეოდა ისევ მორიგი ტელეფონის ზარი რომ არ ყოფილიყო. ამჯერად ხალიასიანად უპასუხა მანანამ:
- გისმენთ, ხო ზურა, როდის ჩამოხვედი?... მშვიდობაა?... კარგი, ვეტყვი, არ დააგვიანებს!.. - ყურმილი დადო - მამაშენი იყო, - ისე თბილად მიმართა რძალს, თითქოს რამდენიმე წუთის წინ თავად არ ლანძღავდა - შემოგითვალა, - ამჯერად შვილზე გადავიდა - ომში ნამყოფ სამხედრო ნაწილებს კრებენ და ინსტრუქტაჟს უტარებენო. ერთ საათში შავნაბადას ბაზაზე ამოვიდეს, ჩვენ იქ ვიკრიბებითო!
- ვერაფერი ვერ გავიგე, ინსტრუქტაჟი წაგებულ ომზე?! - გაოცებულმა ახედა მეუღლეს ნინომ.
- ერთ საათში? აუ, ჩემი... ბიჭებიც უნდა მენახა! - კეფა მოიქექა გიგამ - ნინ, ჩემი შავი მაისური სად არის? - უკვე კარადასთან მდგომი გოგონა კოხტად დაკეცილ ტანსაცმლიდან აძვრენდა მეუღლის მოთხოვნილ მაისურს.
- შარვალი?... წინდები?... ფეხსაცმელები? - მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა სად ინახავდა ქალი მის ნივთებს, თავად აღება აზრადაც არ მოსვლია.
- აი, სულ ცოტა ხნით გავალ. სულ მალე დავბრუნდები და... ვერც კი წარმოიდგენ როგორ ვიქნებით, ეს ბავშვი, ჩვენი ბავშვი, ვახ ჩემი... - ისევ ოცნებობდა ვაჟი - მამაშენს მე ვეტყვი, ხომ მომცემ უფლაბას? - მეუღლეს ახლაღა ახედა, გოგონამ უსიტყვოდ დაუქნია თანხმობის ნიშნად თავი - დასატოვებლად არ მემეტები, ვერ ვარ მგონი კარგად! - სიცილი წასკდა გიგას.
უკვე სადარბაზოში მდგომი ვინ იცის მერამდენედ მობრუნდა, მერამდენედ დაუკოცნა ტუჩები.
- აი, ნახავ, ზურა ბაბუ ხდება! - სიმამრის გახარებული სახის წარმოდგენაზე კიდევ უფრო მეტად გახალისდა - გაგიჟდება ტო... ზურა ბაბუ! რას გაუსწორდება... - სადარბაზოს კიბეებზე კი არ ჩადიოდა კისრისტეხით გარბოდა, ერთი სული ჰქონდა სწრაფად გაეზიარებინა მისი სიხარული სიმამრისთვის.

თბილისში დაბრუნების შემდეგ შავნაბადას სამხედრო ბაზაზე სულ რამდენიმეჯერ იყო გიგა ნამყოფი. ყოფელთვის უჭირდა აქ ამოსვლა. მოგონებები, რომელთა დავიწყებასაც ასე მონდომებით ცდილობდა, სულაც არ იყო ასე მარტივად გასაქრობი. ახლაც თანამებრძოლებით სავსე ეზოს დანახვაზე ისევ განუახლდა მიჩქმალული ტკივილი. ერთი კი მოავლო თვალი შეკრებილებს, ეზოს ბოლოში დაინახა გვერდი-გვერდ მდგომი ხარებავა და ბოჭორიშვილი. ხალხის ტალღაში მოხერხებულად გაიკვლია გზა და სიმამრს გვერდით ამოუდგა.
- როგორც იქნა გამოჩნდი! - მხარზე მეგობრული ტყაპუნით შეხვდნენ მამაკაცები.
- ამას რაღა უნდა აქ?! - მისალმებასა და მოკითხვას მორჩნენ თუ არა, გაოცებულმა გახედა ტრიბუნასთან მდგომ გიორგი მაღლაკელიძეს.
- ერთი ამის... - უწმაწურად შეიგინა გიორგის მისამართით ზურამ - ქულებს იწერს ბიჭი.
- ჩვენთან ქულების წერა რაში ჭირდება?! - არ ესიამოვნა სიმამრის ტონი.
- კარგად მოუსმინე და მიხვდები! - ზურას ნაცვლად ხარებავამ უპასუხა და ხალხის ბრბოში წინ გაიწია. მასვე მიჰყვნენ ზურა და გიგაც.
- ბატონებო, მოგეხსენებათ ომში წასვლისას იარაღი გადმოგეცათ. მართალია დაბრუნდით, მაგრამ რატომღაც სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაბრუნება დაგავიწყდათ!
- მეჩვენება, თუ ირონიულად გველაპარაკება?! - ნაცნობი ხმის გაგონებისთანავე შებრუნდა ზურა.
წინ მდგომ სამხედროს ფორმიან ვაჟში სამაჩაბლოს იმის დროს გადარჩენილი ჯარისკაცის ამოცნობა არ გასჭირვებია ზურას. ბიჭს შარვლის ცალი ტოტი თითქმის ბარძაყამდე აეკეცა, ფერმკრთალი სახეზე სიცოცხლის ერთად-ერთ ნიშნად დარჩენილ შავი თვალებში ბრაზი ჩასდგომოდა. წინასწორობის შესანარჩუნებლად ყავარჯენს ეყრდნობოდა.
- კარგად აგვიხსენით, რომელ იარაღს გვედავებით, ბატონო გიორგი?
მაღლაკელიძემ ერთი კი გადმოხედა აჯაგრულ ვაჟს, თუმცა პასუხის ღირსად არ ჩათვალა, ისევ სიტყვა გააგრძელა:
- იარაღი, რომელიც თქვენ დაგრჩათ სახელწიფოს საკუთრებას წარმოადგენს, თუ ვინმეს ახლა ხელზე გაქვთ. გთხოვთ შტაბის ხელმღვანელობას ჩააბაროთ, თუ არადა უახლოეს დღეებში ამოიტანოთ. უნდა მოხდეს სახელმწიფოს სახელზე რიცხული ტაბელური იარაღის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაში დაბრუნება!.
- ბატონო გიორგი, გავიგეთ თქვენი მოწოდება, მაგრამ ცოტა არ იყოს სასაცილოდ ხომ არ გეჩვენებათ იარაღის დაბრუნებას რომ ითხოვთ? - ხმას აუწია ვაჟმა.
- რატომ ვითომ?! - როგორც იქნა ყურადღება მიაქცია გიორგის გვერდით მდგომმა თავდაცვის მინისტრმა.
- იმიტომ, რომ სახელმწიფოს ჩემთვის პირადად არაფერიც არ მოუცია. საკუთარი სანადირო თოფით წავედი და ავტომატიც ბრძოლისას მიცვალებულს ავაცალე. - ზიზღით გამოსცრა კბილებში ბიჭმა.
- ომი გასართობი ადგილი რომ არაა, მე არ უნდა გასწავლოთ. მსგავსი რამ ხშირად ხდება. თქვენ რომ ბრძოლა გცოდნოდათ, წესით არც უნდა წაგვეგო! - ირონიულად გადაავლო თვალი წინ შეკრებილ ჯარისკაცებს.
- ამას შიგ ხომ... - უწმაწურად შეიგინა ზურამ - შიშველი ხელებითა და ახალბედა გამოუცდელი ჯარისკაცებით რუსეთისთვის ომის მოგება გინდოდათ?
- თქვენც ახალბედა ბრძანდებით ბატონო ზურაბ?! - მყისვე იცნო ბოჭორიშვილი მაღლაკელიძემ - თუმცა არაა გამორიცხული, ცოტა მეტად კომპეტენტურები რომ ყოფილიყავით, ახლა ძალიან ბევრი ცოცხალი იქნებოდა!
- კარგად დაუფიქრდით რას ამბობთ, - დაიგრგვინა ხარებავამ - ბატონო გიორგი, ჩვენ იქ მზესუმზირის საკნატუნოდ არ ვყოფილვართ, უახლოესი ადამიანები დავკარგეთ. პოლიტიკოსებს ცოტა მეტი დიპლომატია რომ გამოგეჩინათ, იქნებ ამ დღეში არც ვყოფილიყავით.
- პოლიტიკოსებს? გამოდის ჩვენი ბრალი ყოფილა თქვენი არაკომპეტენტურობა?
- შიშველი ხელებით, ყოველგვარი დახმარების გარეშე ხალხი სიცოცხლეს თმობდა. ისინი საქართველოს დამოუკიდებლობას ეწირებოდნენ! - ვეღარ მოითმინა გიგამაც.
- დროა სწორად საუბარი ისწავლო გიგა, ისინი საქართველოს კი არა, წამალს ეწირებოდნენ!
- ისე ნუ გამოგყავთ, თითქოს იმ წამლისა და იარაღის რეალიზაციიდან წილი თქვენთან არ მოდიოდა! - იფეთქა ჟორიკამ.
- ქარაგმებით საუბარს მორჩით, თუ რამე პრეტენზიები გაქვთ, მობრძანდით და სამინისტროში განაცხადეთ! - თვალების ბრიალით გამოუცახდა მინისტრმა.
- ბოზები არ ვყოფილვართ და არც არასოდეს ვიქნებით!
- ფრთხილად იყავი, ეს გამოხტომა შენი ძმის მსგავსად სიცოცხლის ფასად არ დაგიჯდეს!
- უფლებას არ მოგცემ! თავი ვინ გგონია, როგორ ბედავ, შენი ბინძური პირით პაპუნას ხსენებას? - მაღლაკელიძისკენ გაიწია ხარებავამ, თუმცა წინ მდგომმა ბიჭებმა დროულად მოასწრეს შუაში ჩადგომა და მამაკაცისთვის ხელების გადაგრეხა.
- ჟორიკ, რას აკეთებ, გადაირიე? მიუგდე ეს დედანატირები იარაღი და წავიდეთ. - მოძიძგილავე მეგობარს საქამრიდან პისტოლეტი თავადვე ამოუღო და აიარაღით სავსე მაგიდაზე მიაგდო ზურამ.
- ყველა შენისთანა ნაძირალა ნუ გგონია. მათ სახელს ასე მარტივად ვერ მოსცხებ ჩხრდილს! ამ ნაბიჭვარს არ უყურებ?! როგორ იქნება სადმე არ შემხვდე, შენ სისხლს დავლევ!. -ღრიალებდა ხარებავა.
- საკმარისია! - დაიგრგვინა იქვე მდგომმა თავდაცვის მინისტრმა.
- იმედია, თქვენც არ გჯერათ, რომ აფხაზეთში მხოლოდ სეპარატისტულ ძალას ვებრძოდით? - ირონიულად ჩაეკითხა ხარებავა აშკარად გაცოფებულ ხელმძღვანელს.
- ალბათ, გვქონდა ხარვეზები, არაა გამორიცხული, სამწუხაროდ ჩვენი ეკონომიკა არაა ისეთი ძლიერი, რომ სამხედრო აღჭურვილობა და საკვები შეუფერხებლად მოეწოდებინათ, მაგრამ არაა საჭირო ამ ყველაფრის ასე ხმამაღლა აფიშირება. - კბილებში გამოსცრა მინისტრმა.
- ხმამაღლა?! ვის ვუმალავთ სიმართლეს? გინდათ დამარწმუნოთ, რომ აქ მდგომთაგან ერთ ადამიანს მაინც სჯერა თქვენი ბოდვის? - ხმას აუწია ზურამაც.
- ჭკუას კარგად გვარიგებ, რა თქმა უნდა, ასე ხომ ბევრად მარტივია, უქმად კი არ მჯდარხარ შეგიფასებია, გაგიანალიზებია, მაგრამ ცოტა დაგვიანებული ხომ არაა?! - ირონია არ დაიშურა გიგამაც.
- ფიქრობ რას აკეთებ?! - მუქარით შეხედა სიმამრის გვერდით მდგომ ვაჟს მაღლაკელიძემ.
- ვერ გავიგე რის თქმას ცდილობ, მემუქრები?
- არა, გახსენებ!
- საერთოდაც რა ვერ გავიგე იცი? რა უნდა გაგვეკეთებინა, რა უნდა გვეთქვა, რა გვევალებოდა და რა არ გავაკეთეთ?! - ზიზღით მოისროლა ნახევრად ჩამწვარი სიგარეტის ღერი გიგამ.
- ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს საგმირო საქმეები ჩაგედინოთ და ვერ დავაფასეთ. გამომივიდნენ ეროვნული გმირები, არადა ერთი ჩამპალი ნარკომანი ხარ! - არ დაინდო გიორგიმ გაფითრებული გიგა.
- ასე თუ შეგტკიოდათ გული, წამობრძანებულიყავით და დამდგარიყავით ჩევნთან!. - ყაყანით აჰყვნენ ეზოში მდგომი სამხედროები.
- ამათ ფხიზელმა როგორ უნდა უსმინო? ამათი დემაგოგი დედაც, ჯობდა გამეკეთებინა და ისე ამოვთრეულიყავი!... - კბილების კრაჭუნით ბურტყუნებდა გიგა.
- მაშინაც მივქარეთ, როცა გვერდით დაგიდექით. თქვენთან რა გვაქვს საერთო, - გაბრაზებულმა ზურამ უკანასკნელი მჭიდიც დააგდო გროვად ქცეულ იარაღებზე -წავედით აქედან, ვისთვის ტო... რისთვის, ამიხსენით, რისთვის ვიკლავდით თავს?!
ხარებავასა და გიგასთან ერთად დატოვა ეზო ზურამ. მათვე მოჰყვნენ ეზოში მდგომი მათი ნაწილის ბიჭებიც.
- ჩვენს ძმობას ვფიცავ, ახლა რომ არ დავლიო, გავგიჟდები! - სიბრაზისგან ცახცახებდა ხარებავა.
- მაღლაკელიძისა და მის მსგავსთა გამო დათრობის რა გითხრათ და დასალევად მე ბევრად უკეთესი მიზეზი მაქვს! - გიგამ საქამრიდან ამოღებული მოზრდილი მათარა მრავალმნიშვნელოვნად შეათამაშა.
- უკეთესი?! რას გვიმალავ, ბალღო? - ყაზბეგში ყოფნა კილოზე აშკარად დატყობოდა ზურას.
- თუ ნინოს დავუჯერებთ, მალე ბაბუა გახდები!
- კაი? არ ხუმრობ, ტო?!... - ვიდრე ზურა გაიაზრებდა ხარებავამ დაასწრო, გახარებულმა მთელი ძალით ჩაარტყა ვაჟს მხრებში.
- დათვი ხარ, ?! ჩაენგრა ბეჭები! - სიცილს ვეღარ იკავებდა გიგას დაჯღანული სახის შემხედვარე ზურა.
შინ მისვლასა და ქეიფს, ისევ რესტორანში წასვლა ამჯობინეს, თუმცა დაწესებულებისთვის, რომელიც იაფფასიანი სასმლის სუნად ყარდა რესტორნის წოდება ნამდვილად გაგიჭირდებოდათ. ყურადღება არ მიუქცევიათ დარბაზში მსხდომი ხალხისთვის, გეზი პირდაპირ დახურული ოთხკაციანი კუპისკენ აიღეს. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, შკარად კარგად ესმოდათ ერთმანეთის. სვამდნენ და იხსენებდნენ განვლილ დღეებს, ბევრი იცინეს, მოიხსენიეს უდროო დროს დაღუპულები, ვინ იცის რამდენჯერ დალიეს ჯერ კიდევ არ დაბადებული პატარას სადღეგრძელო ახლა სიცოცხლისა და იმედის სიმბოლოდ რომ ქცეულიყო. ემოციების პიკში მყოფებმა იტირეს, იცინეს და ერთმანეთს დაემშვიდობნენ.
ჟორიკა დიღმის ხიდისკენ გაუყვა გზას, სიძე სიმამრი კი ბანცალ-ბანცალით, ღიღინ-ღიღინით ფეხით მიუყვებოდნენ სანაპიროს. თენება შეპარვოდა თბილისს. ქუჩაში ხალხი არ მოძრაობდა, თუმცა მოსაუბრეებს ეს სულაც არ ადარდებდათ.
- დედას გეფიცები, არ მეგონა გიორგი მაღლაკელიძე ასეთი ნაძირალა თუ იქნებოდა!
- ჯერ კიდეც სად ხარ, ეგ კაცი გამოავლენს ნამდვილ სახეს. - იროიულად გაეცინა ზურას.
- გინდა მითხრა, რომ იმაზე უარესია ვიდრე ჩანს?! - მაინც ვერ იჯერებდა გიგა.
- სამწუხაროდ. - ხელი ჩაიქნია მამაკაცმა - თუმცა მაღლაკელიძეს ჩვენ ვერ გამოვასწორებთ. მსგავსი ტიპები უბრალოდ უნდა გასრისო! - ზიზღით გამოცრა კბილებში ზურამ.
გზა სწრაფად გადაკვეთეს და სახლისკენ მიმავალ ჩიხში შევიდნენ.
- მეჩვენება, თუ ის ტიპები ჩვენ მოგვყვებიან?- ქუჩის მეორე მხარეს ლანდებივით აყოლილი მამაკაცები ახლაღა შენიშნა გიგამ.
- აშკარად ჩვენ მოგვყვებიან! - ჩვეულებისამებრ იარაღის ჩასადებისკენ წაიღო ხელი ზურამ, თუმცა ახლაღა გაახსენდა იარაღი სამხედრო ბაზაზე რომ დატოვა.
- ამის დედაც! - კბილებში გამოსცრა გიგამ - გაქცევასაც ვერ შევძლებთ, კუთხეში მოგვიქციეს ამ დედანატირებებმა!
- ეს გამომართვი! - ხელში შეაჩეჩა ბებუთი სიმამრმა და მუშტებმომართული დახვდა უცნობებს.
მიუხედავად იმისა, რომ ნაბახუსევები იყვნენ, გამგელებულნი იბრძოდნენ თავდამსხმელთა წინააღმდეგ. თუმცა რიცხობრივი უპირატესობა აშკარად მომხდურთა სასარგებლოდ იყო. ნათლად დაინახა გიგამ უკნიდან როგორ ჩაარტყეს მოზრდილი ხელკეტი ზურას. შებარბაცდა და მოწყვეტით დავარდა.
- არა... - ისტერიულად ღრიალებდა გიგა, წრეზე ტრიალებდა, გამგელებული, უმისამართოდ იქნევდა დანას.
- რაღაც ელოლიავებით, ესროლეთ! - რატომღაც სულაც არ გაჰკვირვებია, მაღლაკელიძის გამოჩენა გიგას.
- შეს დედას!.. - ვეფხვივით ისკუპა ვაჟმა მისკენ, თუმცა არ დასცალდა.
იარაღის ხმამ დაარღვია სუჩუმე. თავიდან ტკივილი ფერდში იგრძნო, წამოდგომა სცადა თუმცა უშედეგოდ. ერთ გასროლას მეორეც მოჰყვა, მეორეს - მესამეც. წონასწორობა ვეღარ იკავებდა. მხოლოდ იარაღი არ აკმარეს, ძირს დავარდნილს წიხლებითაც შესდგნენ.
- აი, მესმის უმადურობა! აწი ისწავლი ენაზე კბილის დაჭერას, ! - გათიშულ ვაჟს ზიზიღით შეაფურთხა. პირქვე დაგდებულს ერთხელ კიდევ ესროლა საკონტროლო ტყვია, არც წიხლი დაიშურა და მისივე დამხმარეებთან ერთად ისევე სწრაფად გაქრა, როგორც გამოჩნდა.



№1 სტუმარი სტუმარი Nina

Rogor velodebi am saocar isteoriaa ❤️❤️❤️❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი Nina
Rogor velodebi am saocar isteoriaa ❤️❤️❤️❤️

უზომოდ გამახარე, დიდი მადლობა ????????????

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

როგორ საინტერესო მომენტზე გაწყვიტე, ალბათ გიგას ტრანვმა აწმყოლი ამ ჩხუბის ბრალია, სავარაუდოდ შვილიც არ ეყოლათ გიგას და ნინოს, ბავშვი არსად გამოჩენილა აწმყოში :(

ძალიანკარგად წერ, უზომოდ საინტერესოა მაგრამ ძალიან დიდი პაუზები გაქ, უკვე მეორმეცე თავია და ცოტათი ამ დიდი შუალედების გამო ინტერესიც იკარგება კითხვის. რა თქმა უნდა წერის გარდა უამრავი საქმე გექნება, მაგრამ იქნებ უფრო მალ-მალე დადო. (საწყენად არ მიიღო) :)))

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ablabudaa
როგორ საინტერესო მომენტზე გაწყვიტე, ალბათ გიგას ტრანვმა აწმყოლი ამ ჩხუბის ბრალია, სავარაუდოდ შვილიც არ ეყოლათ გიგას და ნინოს, ბავშვი არსად გამოჩენილა აწმყოში :(

ძალიანკარგად წერ, უზომოდ საინტერესოა მაგრამ ძალიან დიდი პაუზები გაქ, უკვე მეორმეცე თავია და ცოტათი ამ დიდი შუალედების გამო ინტერესიც იკარგება კითხვის. რა თქმა უნდა წერის გარდა უამრავი საქმე გექნება, მაგრამ იქნებ უფრო მალ-მალე დადო. (საწყენად არ მიიღო) :)))

არა, თქვნი სიტყვები ნამდვილად არ მწყინს. პკრიქით, მიხარია მიუხედავად ჩემი არასტაბილურობისა ისევ რომ კითხულობთ. სულ რამდენიმე თავი და ისტორია სრული ვერსიაც დაიდება. იმედია ასე უფრო ისიამოვნებს მკითხველი. რაც შეეხება ხშირად დადებას, სამწუხაროდ წერას ისეთი ინტენსივობით ვერ ვახერხებ, როგორც ვისურვებდი. იმედია სულ ცოტახანს ისევ გამიძლებთ. დიდი მადლობა მოთმინებასა და ჩემი გაძლებისთვის.

 


№5 სტუმარი სტუმარი სოფო

ერთი მინუსი აქვს მხოლოდ...გვიან იდება ახალი თავი...:( ????

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი სოფო
ერთი მინუსი აქვს მხოლოდ...გვიან იდება ახალი თავი...:( ????

ვეცდები ეს მინუსი გამოვასწორო, თუმცა რამდენად მოვახერხებ არ ვიცი

 


№7  offline წევრი tamuna.s

ძალიან კარგია, მაგრამ ამხელა დაგვიანების შემდეგ ცოტა დიდი თავები მაინც დადე. ძალიან პატარა თავებს დებ.

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

უიმე ვინ ჯანდაბაა გიორგი.უნამუსო.ნინის ამის გამო მოეშალა მუცელი?მალე დადე რა ახალი თავი ანა
--------------------
ლანა

 


№9  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

როგორც უკვე ვთქვი ვერ გავუძელი და დავიწყე კითხვა, ახლა კი არ მინდა დამთავრდეს...
იმდრნი ემოციით ვარ სავსე რომ სიტყვები არ მყოფნის ყველაფრის გადმოსაცემად...
როგორც ყოველთვის წიგნის სურნელი აქვს შენს ისტორიებს...
ვიცოდი გიორგი სადღაც რომ გამოჩნდებოდა და რაღაცას დაუშავებდა მათ. ვიცოდი და ველოდი, აჰა შედეგიც სახეზეა...
მიუხედავად ყვრლაფრისა მე ზურას ასეთ საქციელს არ ველოდი. არ მეგონა შვილს ასე თუ გაუუცხოვდებოდა და ასეთ შეცდომას დაუშვებდა ნინოსთან. მეორე ცოლის მოყვანას არ ვგულისხმობ, ცხოვრების გაგრძელების უფლება ყველას აქვს მაგრამ ნინოს მიმართ ყველანი უსამართლოდ იქცეოდა გიგაც და ზურაც, ახლა ეს დედამთილიც მაგრამ მე ნინოს სიძლიერე მაოცებს... უბრალოდ ამდენი არ უნდა მოეთმინა და იმედი მაქვს ამის მერე მაინც შეიცვლება ყველაფერი და გიგაც და ზურაც დააფასებს მას. ჩემზე რომ ყოფილიყო მუხლებზე დაჩოქილს ვათხოვნინებდი პატიებას განა ერთხელ მხოლოდ, პირიქით მთელი დღით დავაჩოქებდი და ადგომის უფლებას არ მივცემდი. იქნებ ასე მაინც ოდნავ გამოესყიდათ დანაშაული.
ხო ძალიან გავბოროტდი ვიცი უბრალოდ ასეთ იდეალურ ზურას არ ეკადრებოდა ასე მოქცევა. შვილის მიმართ ასეთი სიყვარულის შემდეგ ასე ვთქვათ მისი ფეხებზე დაკიდება. რაც შეეხება გიგას მისთვის ასეთი სასურველის მიმართ გაციება და მისთვის ტანჯვის მიყენება, ნდედამისისგან ცოლის დაუცველობა ჩემში ყველა იმ დადებით აზრს კლავს რაც აქამდე მქონია. ძალიან უნდა ეცადონ ზურაც და გიგაც პატიება რომ მიიღონ.
იმდენად რეალური და ჩემეული არის ეს ისტორია რომ არ მინდა დამთავრდეს. თუ უნდა შეარიგო ესენი მაშინ გთხოვ ერთი-ორი თავი მათ ბედნიერებაზეც დაწერე.
ახალ თავს მოუთმენლად ველი და იმედია მალე დადებ...

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
როგორც უკვე ვთქვი ვერ გავუძელი და დავიწყე კითხვა, ახლა კი არ მინდა დამთავრდეს...
იმდრნი ემოციით ვარ სავსე რომ სიტყვები არ მყოფნის ყველაფრის გადმოსაცემად...
როგორც ყოველთვის წიგნის სურნელი აქვს შენს ისტორიებს...
ვიცოდი გიორგი სადღაც რომ გამოჩნდებოდა და რაღაცას დაუშავებდა მათ. ვიცოდი და ველოდი, აჰა შედეგიც სახეზეა...
მიუხედავად ყვრლაფრისა მე ზურას ასეთ საქციელს არ ველოდი. არ მეგონა შვილს ასე თუ გაუუცხოვდებოდა და ასეთ შეცდომას დაუშვებდა ნინოსთან. მეორე ცოლის მოყვანას არ ვგულისხმობ, ცხოვრების გაგრძელების უფლება ყველას აქვს მაგრამ ნინოს მიმართ ყველანი უსამართლოდ იქცეოდა გიგაც და ზურაც, ახლა ეს დედამთილიც მაგრამ მე ნინოს სიძლიერე მაოცებს... უბრალოდ ამდენი არ უნდა მოეთმინა და იმედი მაქვს ამის მერე მაინც შეიცვლება ყველაფერი და გიგაც და ზურაც დააფასებს მას. ჩემზე რომ ყოფილიყო მუხლებზე დაჩოქილს ვათხოვნინებდი პატიებას განა ერთხელ მხოლოდ, პირიქით მთელი დღით დავაჩოქებდი და ადგომის უფლებას არ მივცემდი. იქნებ ასე მაინც ოდნავ გამოესყიდათ დანაშაული.
ხო ძალიან გავბოროტდი ვიცი უბრალოდ ასეთ იდეალურ ზურას არ ეკადრებოდა ასე მოქცევა. შვილის მიმართ ასეთი სიყვარულის შემდეგ ასე ვთქვათ მისი ფეხებზე დაკიდება. რაც შეეხება გიგას მისთვის ასეთი სასურველის მიმართ გაციება და მისთვის ტანჯვის მიყენება, ნდედამისისგან ცოლის დაუცველობა ჩემში ყველა იმ დადებით აზრს კლავს რაც აქამდე მქონია. ძალიან უნდა ეცადონ ზურაც და გიგაც პატიება რომ მიიღონ.
იმდენად რეალური და ჩემეული არის ეს ისტორია რომ არ მინდა დამთავრდეს. თუ უნდა შეარიგო ესენი მაშინ გთხოვ ერთი-ორი თავი მათ ბედნიერებაზეც დაწერე.
ახალ თავს მოუთმენლად ველი და იმედია მალე დადებ...

სალო, უზომოდ მიხარია შენი გამოჩენა. ახალი თავები რა სიხშირითაც იდება კი მიხვდებოდი. მესმის მკითხველისაც, რომ უფრო ხშირად სურს ახალი თავის დადება, მეც ვერ ვიტან ლოდინს. მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვახერხებ. მასალა საკმაოდ დიდი მცულობისაა და ფიზიკურადაც ვერ ვახერხებ ამ სიცხეში წერა. წუწუნი გამომივიდა smile უზომოდ მიხარია რომ მოგეწონა, შენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვფიქრობ გზადაგზა გაჩენილ კითხვებზე შეძლებისდაგვარად სრულყოფილი პასუხები გავცე. რაც შეეხება პერსონაჟებს, მგონია ძალიან ბევრ ადამიანთან შეიძლება მათი დაკავშირება. მე პირადად ნინოს ძლიერ ქალს ვერ ვუწოდებდი, თუმცა მაინც მიხარია თვენ თუ ასე ხედავთ.

La-Na
უიმე ვინ ჯანდაბაა გიორგი.უნამუსო.ნინის ამის გამო მოეშალა მუცელი?მალე დადე რა ახალი თავი ანა

ეგოისტურად მიხარია, წინასწარ რომ ცდილობთ სიუჟეტის გამოცნობას smile ვნახოთ, შემდეგ თავებში რამდენად შევძლებ თქვენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას.

tamuna.s
ძალიან კარგია, მაგრამ ამხელა დაგვიანების შემდეგ ცოტა დიდი თავები მაინც დადე. ძალიან პატარა თავებს დებ.

მაქსიმალურად ვეცდები თქვენი სურვილის შესრულებას, თუმცა არ ვიცი რამდენად მოვახერხებ.

 


№11 სტუმარი სტუმარი სოფო

murachashvili
სტუმარი სოფო
ერთი მინუსი აქვს მხოლოდ...გვიან იდება ახალი თავი...:( ????

ვეცდები ეს მინუსი გამოვასწორო, თუმცა რამდენად მოვახერხებ არ ვიცი

❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent