შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (მეცხრამეტე თავი)


18-02-2018, 13:18
ავტორი murachashvili
ნანახია 2 959

ერთბაშად შეიარაღებული ხალხით გაივსო რესპუბლიკურის შენობა, ნიღბიანი, შავებში ჩაცმული მამაკაცები აკონტროლებდნენ, როგორც ცენტრალურ ასევე სათადარიგო შესასველებსაც. უცერემონიოდ შედიოდნენ პალატებში, ვირტუალური თავდამსხმელების შიშით საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ ყველა კუთხე-კუნჭულს. ნინოსთვის ღიმილითა და სიცილით დაწყებული საღამო, მძაფრსიუჟეტიან ფილმის კადრებად გარდაქმნილიყო. თვალებგაფართოვებული, გაფითრებული უმზერდა ერთ-ერთი მნახველი, რომელიც საავადმყოფოდან გასვლას უშედეგოდ ცდილობდა, მუჯლუგუნებით როგორ შეაგდეს ისევ პალატაში. იყო გადაძახილები, იარაღიანი ხალხის დანახვით გამოწვეული პანიკა და წამოკივლება, თუმცა არავის ადარდებდა, არც პალატაში მძევლებივით გამოკეტილი პაციენტები და არც მათთან მჯდომი მნახველები. შესაშური სიჩუმე იდგა მუდამ ხალხით სავსე საავადმყოფოს კოლიდორში. ბრმა ტყვიის შიშით გგონიათ ვინმე გარეთ გამოსვლას გაბედავდა?!
რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ნიღბიანებს პატრიოტული გრძნობა ნამდვილად შერჩენოდათ. ზურას სამხედრო ფორმასა და სამხრეებს დიდი მოწიწებით უმზერდნენ, მამა-შვილი ისე მიიღეს თითქოს კარგი ნაცნობი იყვნენ, უსაფრთხოდ დააბიჯებდნენ კოლიდორში. ეგ კი არადა, რამდენიმეჯერ შესთავაზეს კიდეც შენობის დატოვების საშუალებას მოგცემთო, თუმცა წასვლას არ ჩქარობდნენ. ბოჭორიშვილებს კარგად ახსოვდათ მიმღებში პაციენტის ძმის მუქარა, უნდოდათ საბოლოოდ დარწმუნებულიყვნენ, რომ დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. როგორც იქ მდგომი ბიჭების საუბრიდან გაიგეს, პაციენტი სამი ძმა ჭკადუებიდან, ერთ-ერთი, ყველაზე ნაბოლარა ძმა გახლდათ. ვაჟი იმ დროისთვის თბილისში ცნობილ კრიმინალური დაჯგუფების „გარადოკელების“-ს საძმოს წევრი გახლდათ. ის თუ რა ხმები ვრცელდებოდა აღნიშნულ საძმოს საქმიანობასთან დაკავშირებით ბოჭორიშვილებმა კარგად იცოდნენ, თუმცა ისიც ფაქტი იყო, რომ ამ ჯგუფშიც კი ჭკადუები მათი სისასტიკითა და ბინძური საქმეებით ყოველთვის გამოირჩეოდნენ.
- ამის დედა ვატირე, ჩვენ იარაღსა და ცოცხალ ძალას დასახმარებლად ვითხოვთ, ამათ კი ცოცხალი სასაკლაო თბილისში აქვთ გახსნილი! - ღრენით გამოცრა კბილებში ზურამ.
- ხომ შეიძლებოდა ამის ადგილას გიგა ყოფილიყო?! - სიტყვა „გარადოკელების“ გაგონებაზე მყისვე სისხლი გაეყინა ძარღვებში ნინოს.
- გიგა ვინაა?!- შვილის რეპლიკა არ გამორჩა ზურას.
- არავინ, უბრალოდ ნაცნობია. - მამის გამომცდელ მზერას ვერ გაუძლო, თვალები აარიდა გოგონამ.
სასაუბრო გამოლეოდათ მამა-შვილს. ნინო, რომელიც მთელი საღამო ენას არ აჩერებდა, ახლა დაძაბული იჯდა მისაღებში, მამასთან ჩახუტებულს მისივე მხარზე ჩამოედო თავი და უტყვი თვალებით აკვირდებოდა როლში მყოფ ბიჭებს. ზურამ რამდენიმეჯერ დაიხედა საათზე. როგორც საოპერაციოდან გამოსული ერთ-ერთმა ექთნისგან შეიტყვეს, სამწუხაროდ პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე გახლდათ. მრავლობითი ჭრილობებს შინაგანი ორგანოები ჰქონდათ დაზიანებული. საოპერაციოში შესული ექიმების რაოდენობა სულ-უფრო და უფრო მატულობდა, თუმცა იქიდან გამოსული ჯერ არავინ ენახათ.
კარგი იქნებოდა ჩვენს გმირებს საათის გაჩერება რომ შეძლებოდათ, მაგრამ, ჩვენი პერსონაჟებისდა სამწუხაროდ, ისრები უმოწყალოდ მიიწევდნენ წინ. ზურას წასვლის დრო უფროდაუფრო ახლოვდებოდა, არადა ცოლ-შვილის ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში დატოვებაც არ სურდა. მოვალეობა ცხინვალისკენ იხმობდა, გული დარჩენას უბრძანებდა. მომუშტული ხელი რამდენიმეჯერ მოუქნია კედელს, თუმცა ტკივილი მაინც არ დაამდა. რას არ მისცემდა ახლა ეს იარაღი ქალაქის შესასვლელთან მდგომ ბიჭებს რომ ჰქონოდათ. უმზერდა დახმარებისა და იარაღის ნატრული და ბოღმა ყელში აწვებოდა, საკუთარი უსუსურობისგან თვალები ცრემლებით ევსებოდა.
- რატომ, რისთვის, სადაა ახსნა, სად არის პასუხი?! – დაძარღვული და გაღიზიანებული დასცქეროდა ჩახუტებულ შვილს - მაშინ როცა ჯარისკაცები, მოხალისედ წასული პირტიტველა ბიჭები ცხინვალის მისადგომებთან საქართველოს ერთიანობისთვის იღუპებიან, ვისთვის იბრძვიან ეს ბიჭები?! ვის იცავენ ასე თავგამოდებით, ვის გამო სწინავენ სიცოცხლეს?
- არ ვიცი! - შვილის ყრუ პასუხი ბევრად უფრო ეტკინა, ყელში მოაწვა ბოღმა.
ნიღბიანი ბიჭების რაოდენობა კი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ეზო სავსე იყო შეიარაღებული ბიჭებით. მათ შორის იყვნენ ტაშკენტის ქუჩის ბირჟაზე მდგომი ბიჭებიც. ხელისგულები ოფლით დაეცვარა, როცა კლინიკაში შემოსული გიგინეიშვილი დაინახა.
- ჯანდაბას, სრული იდილიისთვის ესღა მაკლდა! - მამასთან ჩახუტებულმა, მაისურის ყელში სცადა სახის დამალვა, თუმცა უშედეგოდ.
ვაჟის მახვილ თვალს არ გამოჰპარვია საშუალო ასაკიან, ფორმიანთან ჩახუტებული ნინო. საოპერაციოში მყოფის მდგომარეობა ცალყბად მოიკითხა და გეზი კოლიდორში მჯდომი წყვილისკენ აიღო.
- აი, ეს მესმის! - ირონიულმა ღიმილმა გაუნათა სახე - აქ რომ არ დამხვედროდი ნამდვილად გამიკვირდებოდა. დედას გეფიცები მიზიდულობას გრძნობ ხიფათის მიმართ! - რატომღაც ფარული მუქარით უმზერდა მამაკაცს, რომელსაც აზრადაც არ მოსვლია გოგონასთვის გადახვეული ხელის მოშორება.
- ხეპრე რომ ხარ დიდი ხანია ვიცი, მაგრამ მაინც შეგახსენებ, ნორმალური ადამიანები შეხვედრისას გამარჯობას ამბობენ! - მამის იქ ყოფნით გულმოცემული ღრენით ახედა ნინომ და კიდევ უფრო ძლიერად ჩაეხუტა ზურას.
- ხეპრეს ნაწილში ვერ დაგეთანხმები, აი რაც შეეხება მეორე ნაწილს, ჩვენ ორნი არამგონია ნორმალურების კატეგორიას მივეკუთვნებოდეთ! - ზურას თითქოს ვერ ამჩნევდა, ისე შესცინა ქალიშვილს და უცერემონიოდ მოლაკათდა გოგონასთან გვერდით.
მხარზე დადებული ხელი თითქოს გაუქვავდა ზურას, ისედაც გაღიზიანებულს დიდად თვალში არ მოსვლია უცნობი ვაჟი, ირონიულად აათვალიერა ზედმეტად გამხდარი, ოდნავ ბეჭებში მოხრილი გიგინეიშვილი, ცდილობდა ბრაზი არ გამოეჟღავნებინა, თუმცა ყბაზე ნერვიულად ათამაშებულმა ძარღვმა მაინც გაყიდა.
- ხიფათის მიმართ მიდრეკილებისა რა გითხრა და თავხედების მიმართ მიზიდულობა ნამდვილად გაქვს! - აპილპილებულ შვილს ისე გადაულაპარაკა, რომ ვაჟსაც გაეგონა.
- უკაცრავად, თავხედი მე მიწოდე?! - ფეხზე წამოდგა გიგა.
- გიკვირს?! - ვაჟის მსგავსად თავადაც ფეხზე წამოდგა და ზემოდან დახედა უშნოდ გაყინჭულ ბიჭს.
თვალებგაფართოვებული უმზერდა ერთმანეთის პირისპირ მდგომ დაბღვერილ მამაკაცებს ნინო, წესით ახლა უნდა ამდგარიყო, წყვილს შუაში ჩასდგომოდა, მაგრამ ამის ნაცვლად აკისკისდა. დიახ, არც მეტი და არც ნაკლები, ისტერიის ზღვარზე მყოფი ბოლო ხმაზე ხარხარებდა.
- რა გაცინებს? - გაოცებული გიგა ხან სიცილისგან ცრემლებამდე მისულ ნინოს უმზერდა და ხან სერიოზული, დაბღვერილი სახით მდგომ სამხედრო ფორმიანს - აუფ. დაძაბულობისგან საბოლოოდ გაუბერე?! - გიგინეიშვილის უაზრო სიცილმა საბოლოოდ გამოიყვანა მდგომარეობიდან ბიჭი.
- ლაწირაკო, დაიწყებ სიტყვების შერჩევას, თუ?! - ნერვებზე მყოფ ზურას სულ ფეხებზე ეკიდა, გარადოკელები გარს რომ შემოეხვიენ, კიდევ ერთი სიტყვა და შუაზე გაგლეჯდა ბიჭს.
- ხვდები, რომ აქედან ცოცხალი ვერ გახვალ?! - ენას არ აჩუმებდა გიგა და უტიფარი, უტეხი მზერით თვალებში უმზერდა წინ მდგომს.
- მემუქრები?! - ყელში მოუჭირა ხელები ვაჟს.
- ეეე, ბიძაჩემო, რას აკეთებ?! - მისკენ გაიწია რამდენიმე ნიღბიანმა.
- არც კი გაბედოთ! - მართალია წაჭერილი თითები გაუშვა, მაგრამ ამჯერად საქამრიდან ამოღებული პისტოლეტი მიაბჯინა შუბლზე გიგას ზურამ - აქვე რომ დამკლან, სხვა თუ არაფერი, ერთ ნაძირალას მაინც მოვაკლებ თბილისს!
- მამა, რას აკეთებ?! - შიშისგან გაფითრებული ნინო ნერვიულ ცახცახს ვეღარ იკავებდა.
- ნინოს მამა ხართ?! - თავხედური, ირონიული ტონი წამში გაუქრა გიგას.
- ნაძირალა არაა, - ინსტინქტურად ვაჟის დაცვაზე გადავიდა გოგონა - რუსი ჯარისკაცებისგან მან გადამარჩინა. გემუდარები, იარაღი დაუშვი! - მამაკაცებს შუაში ჩაუდგა და სხაპასხუპით მიაყარა გოგონამ.
შვილის ცრემლებით სავსე თვალებში იმხელა მუდარა ამოიკითხა, რომ იარაღი ულაპარაკოდ დაუშვა ზურამ. ნიღბიანებმაც ნახეს თუ არა, რომ მოჩხუბრები მისით დაშოშმინდნენ, ჩარევა აზრადაც არ მოსვლიათ, საკუთარ ადგილებს დაუბრუნდნენ. ბოდიშის მოხდას მიჩვეული არ იყო გიგა, უხერხულად იშმუშნებოდა და რაღაცას დუდუნებდა, თუმცა მისი ნათქვამიდან მაინც გაარჩია ბოჭორიშვილმა:
- უკაცრავად, არ ვიცოდი ნინოს მამა თუ იყავით! - მხოლოდ ახლაღა შეამჩნია სამხედრო ფორმაზე ამოქარგული: ზურაბ ბოჭორიშვილი.
- ერთი რამ კარგია, მშიშარა არ ყოფილხარ! - ზურა ისეთი სახით დაუბრუნდა პირვანდელ პოზიციას, თითქოს რამდენიმე წუთის წინ თავად არ უშვერდა იარაღს მოსაკლავად.
- ყვავმა ყვავს უთხრა, ჩემზე შავი ხარო! საინტერესოა, ახლა ვინ აღმოჩნდა ხიფათიანი?! - ირონიული რეპლიკა არ დაიშურა გოგონამ.
გიგამ ერთი კი გახედა ბღვერით, თუმცა აღარ უპასუხა. საათზე ახლაღა დაიხედა ზურამ.
- დედა ეტყობა კიდევ დიდხანს ვერ დაასრულებს ოპერაციას. - სინანულით აღნიშნა გოგონამ.
- არადა, ჩემი წასვლის დროც ახლოვდება. შებინდებამდე ბიჭებთან უნდა ჩავიდე.
- ნინა რომ არ ნახო, არ გაპატიებს! - იმის წარმოდგენაზეც კი როგორი ბედნიერი იქნებოდა შვილის დანახვით ბებია, სახე გაუნათდა ნინოს.
- შენ კი წაგიყვან, მაგრამ ნატო?!... - მეუღლის ამ სიტუაციაში დატოვება აშკარად არ უნდოდა ზურას.
- მართალია, ნაძირლად მთვლით, მაგრამ მერწმუნეთ, თქვენ ცოლ-შვილს საფრთხე არ ემუქრება. ისე მოვუფრთხილდები, როგორ საკუთარ ოჯახისწევრებს! - მამა-შვილის საუბარში ჩაერია იქვე მდგომი გიგა.
- ეჭვიც არ მეპარება! - ვაჟის გულწრფელი სიტყვების რატომღაც სჯეროდა უფროს ბოჭორიშვილს - ცუდად გამომივიდა. უბრალოდ გიყურებდით, ასეთ ლაღებს, ასეთ ახალგაზრდებს და გული დამწყდა. ეს ენერგია და ძალისხმევა, რასაც ერთმანეთთან ქიშპობაში კარგავთ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას რომ მოახმაროთ...
- იქნებ ვახმართ კიდეც, ბატონო ზურაბ?!
- როგორ, ქუჩური გარჩევებისას ერთმანეთის ხოცვით? - ბრაზი გაერია ხმაში მამაკაცს.
- ცდებით, ჩვენც გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ჩვენც ვიბრძვით მისი კეთილდღეობისთვის. - თვალები უელავდა გიგინეიშვილს.
-როგორ?! - ბრაზი ხელახლა უტევდა ზურას.
- მოხალისეთა რამდენიმე ჯგუფი უკვე გაგზავნეს გაგრაში. - გვერდულად გახედა მამის გვერდით მჯდომ თავდახრილ ნინოს ვაჟმა.
- და?!.. - პანიკა გაერია ხმაში ქალიშვილს.
- ორ დღეში მორიგი ჯგუფი გადის და...
ფრაზის დასრულება არ ჭირდებოდა გიგას, უთქმელად მიუხვდნენ. უჩვეულოდ ეტკინა ნინოს. მიუხედავად იმისა, რომ მღელვარების დამალვას ცდილობდა, მისი გაფითრებული სახე მაინც არ გამორჩენიათ მამაკაცებს, სულ ცოტაცდა პატარა ბავშვივით ატირდებოდა, ყელში აწვებოდა სათქმელი სიტყვები:
- არ წახვიდე! - მაგრამ ვერ წარმოსთქვა. ვერ გაბედა.
მამის მარჯვენას ისე ჩაეჭიდა, თითქოს ის შეძლებდა, დაეხმარებოდა. არც შემცდარა. წარმოუთქმელს, გაუმხელელს უთქმელად მიუხვდა, ძლიერად უჭერდა ზურა შვილს თითებს.
- ბებია გაგრიდან მყავდა. მთელი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული, ნებისმიერი ბილიკი ზეპირად ვიცი... - თითქოს ებოდიშებოდა, საკუთარი გადაწყვეტილების გამო თავს იმართლებდა ვაჟი.
- ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერი კარგად იქნება! - იმდენად იმედიანად ჟღერდა ზურას სიტყვები, რომ გაეღიმა ნინოს - დარჩი, შინ დედასთან ერთად წამოდი, ჩემს მაგივრად დაემშვიდობე იცოდე!... - ძლიერად ჩაიხუტა შვილი - რაც არ უნდა მოხდეს, იცოდე, რომ შენ და დედა ჩემთვის ყველაფერი ხართ! როგორ ძლიერადაც არ უნდა გტკიოდეს, გახსოვდეს, რომ შენს უკან ჩვენ ვართ. ემოციებმა არ გაჯობის, ტკივილმა არ დაგჯაბნოს. - ჩუმად ეჩურჩულებოდა აცახცახებულ შვილს.
- მამა?! - მისმა სიტყვებმა დააფრთხო, ცრემლებმა ისევ გადმოარღვიეს ჯებირები.
- ჩუუუ,. - ცრემლებით დანამულ ტუჩებზე მიადო საჩვენებელი თითი - გახსოვდეს, შენს ცრემლებს ვერ ვიტან, - თითებით შეუმშრალა დანამული ლოყები - რაც არ უნდა მოხდეს, აუცილებლად გაიღიმე, უბრალოდ გაიღიმე!... - შემდეგ ისევ გგას მიუბრუნდა - იმდენად დიდი საქმისთვის მიდიხარ, მთელი გულით მჯერა, რომ შინ გამარჯვებული დაბრუნდები! როგორც ტოლს ისე ჩამოართვა ხელი, თითქოს ასე აძლევდა მაგალითს და რამდენიმე გარადოკელის თანხლებით შენობაც დატოვა.
წავიდა ზურა. თვალებით გაჰყვა ეზოში ბეჭებში გამართულ, სამხედრო ნაბიჯით მიმავალ მამას, გზადაგზა კარგი ნაცნობებივით ემშვიდობებოდნენ ნიღბიანები. უცნაური რამაა ცხოვრება. კრიმინალებს, მებრძოლებსა და ექიმებს შორის წაშლილიყო ზღვარი, გამქრალიყო მორალი.
მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოს კოლიდორში საკმაოდ ბევრი შეიარაღებული გარადოკელი მოძრაობდა, მაინც ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, რომ ერთმანეთის პირისპირ დარჩნენ მხოლოდ ორნი. გგონიათ საუბრობდნენ? არა, ცდებით. უბრალოდ გვერდი-გვერდ მჯდომნი ჯიუტად უმზერდნენ საოპერაციოს კარებს. ამოჭრილი მრგვალი სარკმლიდან ხედავდნენ ექიმების მოძრაობას და ფიქრობდნენ. კაცმა არ იცის რაზე, ან ვისზე, თუმცა ფაქტი იყო, ნინოს თავი ასე უსუსურად არასოდეს ეგრძნო, რაღაცის ეშინოდა, უსაშველოდ ეშინოდა, იმდენად ძლიერი იყო პანიკის შეგრძნება, რომ ცრემლებს ვერ იკავებდა, გიგინეიშვილმა ერთი კი გახედა ფოთოლივით აცახცახებულს, ნელ-ნელა გააპარა ხელი მისი მარცხენისკენ და მისი სიფრიფანა თითები საკუთარ მარჯვენაში მოიქცია. ხელის განთავისუფლება სცადა მარწუხებივით მოჭერილი თითებისგან ნინომ, თუმცა უშედეგოდ.
- არ გინდა გთხოვ! ამ მცირედზე მაინც ნუ მეტყვი უარს! - ხმა ჩახრინწვოდა გიგას, სულ ოდნავ შეეხო ტუჩებით თითის წვერებზე და ორივე ხელით მკერდზე ისე მიიხუტა, თითქოს ყველაზე სასურველსა და ძვირფასს ართმევდნენ.
წინააღმდეგობის გაწევის არც ძალა ჰქონდა და აღარც სურვილი ნინოს. უჩვეულო ჟრუანტელმა ცეცხლის ლავასავით დაუარა გაყინულ, გათოშილ სხეულში, გული იმდენად გამალებით უცემდა ეგონა კედელს გაანგრევდა.
- ხელს არ გაგიშვებ, აღარ გაგიშვებ! - ვაჟის მხარეს გახედვა ვერ გაბედა, თუმცა მაინც იგრძნო როგორ გაეღიმა გიგინეიშვილს.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

აი ეს მესმის, როგორ გამიხარდა მოვლენები ასე რომ განვითარდა. ყინული დაიძრა და რაღაც კარგის იმედად ვარ, ახლა მთავარია ის გავიგოთ რა ხდება აწმყოში. იმედია მალე გააგრძელებ :))) მოუთმენშად ველი

 


№2  offline წევრი თ. ა.

ამ ისტორიას რომ მოუთმენლად ველი და ვკითხულობ იცი უკვე. ძალიან მიყვარს და ვგულშემატკივრობ. ეს თავი თბილი იყო. მაგრამ მე უფრო ის მაინტერესებს ნინოს რატომ აქვს ასეთი დაძაბული ურთიერთობა თავის ქმართან და ვინ არის მისი ქმარი. თუმცა ველოდები მოთმინებით.
ძალიან გამახარე ეს თავი რომ ატვირთე უცებ წავაწყდი და ვისიამოვნე კითხვით.

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Dzalan lamazi da tbili tavi iyo . me ar vici ra gatvla gaqvt awmyoze an es ori ras izaven momavalshi magram dzalian momwons is situacia da damokidebuleba rac am ors shorisaa. Moutbenlad veli shemdeg tavs....

 


№4 სტუმარი სტუმარი ნანა

საოცარი ისტორიაა. მოუთმენლად ველოდები ხოლმე ახალ თავს ♥️♥️♥️

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ablabudaa
აი ეს მესმის, როგორ გამიხარდა მოვლენები ასე რომ განვითარდა. ყინული დაიძრა და რაღაც კარგის იმედად ვარ, ახლა მთავარია ის გავიგოთ რა ხდება აწმყოში. იმედია მალე გააგრძელებ :))) მოუთმენშად ველი

ლილიკო
ამ ისტორიას რომ მოუთმენლად ველი და ვკითხულობ იცი უკვე. ძალიან მიყვარს და ვგულშემატკივრობ. ეს თავი თბილი იყო. მაგრამ მე უფრო ის მაინტერესებს ნინოს რატომ აქვს ასეთი დაძაბული ურთიერთობა თავის ქმართან და ვინ არის მისი ქმარი. თუმცა ველოდები მოთმინებით.
ძალიან გამახარე ეს თავი რომ ატვირთე უცებ წავაწყდი და ვისიამოვნე კითხვით.

nawkas12345
Dzalan lamazi da tbili tavi iyo . me ar vici ra gatvla gaqvt awmyoze an es ori ras izaven momavalshi magram dzalian momwons is situacia da damokidebuleba rac am ors shorisaa. Moutbenlad veli shemdeg tavs....

სტუმარი ნანა
საოცარი ისტორიაა. მოუთმენლად ველოდები ხოლმე ახალ თავს ♥️♥️♥️

უზომოდ მიხარია თქვენი სიტყვები heart_eyes მგონი მართლა არ იყო ცუდი თავი, რომ იცოდეთ ისტორიის განვითარების რამდენნაირი ვერსია მიტრიალებს, ალბათ გაგეცინებათ თუმცა ერთია რა სურთ ჩვენს გმირებს და მეორეა როგორი სიურპრიზები ხვდებათ ცხოვრებაში. ისტორია ხომ ზედმეტად ვერ ჩამოშორდება სათაურს?! wink იქნებ გარკვეულ მოვლენათა გამო მისაყვედუროთ კიდეც, მაგრამ უზომოდ მაინტერესებს თქვენი რეაქცია შემდეგ თავებთან მიმართებაში. უფრო ის მაიტერესებს თქვენ რას იზამდით ჩვენი პერსონაჟების ადგილზე, როგორ იმოქმედებდით, დაუშვებდით კი იგივე შეცდომებს?

 


№6  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Uzomod damaintriget. Acla ubralod ar vici ra unda vqna sanam axal tavs dadebt....

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
Uzomod damaintriget. Acla ubralod ar vici ra unda vqna sanam axal tavs dadebt....

იმედია გავამართლებთ თქვენს მოლოდინს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent