შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (ოცდამეორე თავი)


12-03-2018, 13:46
ავტორი murachashvili
ნანახია 2 782

ცხინვალში დაბრუნებამდე კიდევ ერთხელ სცადა მთავარსარდლობასთან გასაუბრება ზურამ. თუმცა უფროსების უმრავლესობამ შეხვედრაზე უარი უთხრა.
- ასეთი ჯიუტი რატომ ხარ? გავიგეთ. ვიცით, იარაღი და საკვები გჭირდებათ, მაგრამ შენც ხედავ, საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა, აფხაზეთში...
- მხოლოდ იარაღი არ მითხოვია, ხომ შეიძლება ეს ბიჭები ერთი დღით დაგვახმარო?!.
- ქართულად არ ვლაპარაკობ? აფხაზეთში ვაგზავნით. კიდევ ერთი საომარი კერა არაფერში გვარგებს. შენს ბიჭებსაც უთხარი, ცხინვალში შესვლაზე კი ნუ ფიქრობენ, ნებისმიერს, ვისაც იარაღის ხელში ჭერა შეუძლია სოხუმში მიმავალ ასეულებს შეუერთდნენ. - თვალს ვერ უსწორებდა მეთაური.
- ერედვში დარჩენილი სამხედროებიც თქვენ უნდა გამოგყვნენ?!, რას უპირებთ ბიჭების იმ ნაწილს, თქვენივე ბრძანებით ორი დღის წინ ცხინვალში რომ შევიდნენ?!...
- საკუთარ თავს თავადვე უნდა მიხედონ! - სასიკვდილო განაჩენივით ჟღერდა მამაკაცის ხმა.
- უმეტესობამ იარაღის ხმარებაც არ იცის. ქალაქიდან გამოსვლას დახმარების გარეშე ვერ მოახერხებენ.
- როგორ აგიხსნა, გეუბნები სხვა გზა არ გვაქვს! - ხმას აუწია მამაკაცმა.
- ბიჭებს არ მივატოვებ! - უფროსისთვის აღარ შეუხედავს კარის ბრახუნით გამოვარდა ზურა.
მიუხედავად მთავარსარდლობის უარისა რამდენიმე ავტომატი, „ლიმონკა“ და ტყვიების მცირედი მარაგი მაინც მისცა მეთაურმა.
- შვილებს ვფიცავარ, სხვა გზა რომ იყოს იმ ბიჭებს ასე არ დავტოვებდით! -ვინ იცის მერამდენედ უმეორებდა უფროსი.
აღარაფერი უთქვამს ზურას, ან რა აზრი ჰქონდა ახსნას?!
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო ვილისით ელოდა უფროსი ბოჭორიშვილი, როდის დაიძვრებოდა ტენტით გადახურული სატვირთო მანქანების კოლონა. კომენდანტის ბრძანებით მისივე უსაფრთხოებისთვის დედაქალაქს სამხედრო გაერთიანება, „შავნაბადას“, “თეთრი არწივისა” და მხედრიონის ბიჭებთან ერთად დატოვებდა. ქარელის რაიონის სოფლებამდე ერთად ივლიდნენ. შემდეგ ასეული გზას აფხაზეთისკენ გააგრძელებდა. თავად კი ერედვის მისადგომებთან დაბანაკებულ ნაწილს შეუერთდებოდა.
ნერვიულად ეწოდა სიგარეტს და ავტომობილის კაბინიდან ყურადღებით აკვირდებოდა თანამგზავრებს. საკუთარი ქვეყნის სიყვარულით გაერთიანებულ ვაჟებს დავიწყებოდათ სხვადასხვა ფორმირების წევრობა. სამხედრო ფორმიანებს შორის რამდენიმე პარლამენტის წევრიც იცნო.
- ხვალ, საღამოს უკვე სამეგრელოში ვიქნებით. იქ დაგვხვდებიან და აფხაზეთში გადავალთ, ვმოძრაობთ ფრთხილად, უხმაუროდ. არ დაგვავიწყდეს, რომ დაზვერვაზე ვართ! - ვიღაც მოძღვრავდა ოციოდე წლის ბიჭებს, ისინიც თავის ქნევით ეთანხმებოდნენ და მათთვის განკუთვნილ სატვირთო ავტომობილებში რიგ-რიგობით თავსდებოდნენ.
- ესეც ახალი სახორცე მასალა! - ირონიულად იცინოდა ასე ორმოცდაათ წლამდე ნაიარევ სახიანი, საშუალო სიმაღლის საკმაოდ ზორბა მამაკაცი.
- რა თქვი?! - მისი აგდებული ტონი არ მოეწონა ზურას.
უცნობმა უფილტრო სიგარეტი კბილებით ზიზღით გაღეჭა და მოისროლა.
- საინტერესოა იარაღის ხმარება თუ იციან?! - ჩაწეულ საქარე მინაში ისე შეყო თავი თითქოს დიდი ხნის ნაცნობი იყო - ძმურად, სიგარეტი გექნება რა?
მისი ზედმეტად შინაურული მიმართვა აშკარად არ ესიამოვნა, თუმცა სიგარეტი და სანთებელა მაინც გაუწოდა. სიგარეტს მოუკიდა მამაკაცმა, ღრმა ნაპასი დაარტყა და თვალები სიამოვნებით მიელულა.
- ზურაბ ბოჭორიშვილი ხომ?
მის პასუხს აღარ დაელოდა, ავტომობილის სალონში ჩალაგებული მჭიდები სწრაფად გადაალაგა საბარგულში და უცერემონიოდ მოთავსდა მძღოლის გვერდით ცარიელ სავარძელში.
- ვიღაცაში შეგეშალე. თანამგზავრი არ მჭირდება! - შუბლი არ გაუხსნია ზურას, თვალით ანიშნა ავტომობილიდან გადადიო.
- არა მგონია, გიორგი ხარებავა, იგივე ჟორიკა, - მყისვე გაეცნო მამაკაცი - გავიგე, დახმარება ჭირდებაო. ცხინვალში მეგობრები მეც მელოდებიან.
- შენც?!
- მეც.
რიგ-რიგობით ახრიგინდა სატვირთო ავტომობილები. ის-ის იყო ავტომობილებმა ეზოდან გასვლა დაიწყეს, რომ შტაბის შენობიდან შავი სპეცრაზმელის ფორმით შემოსილი მეთაურიც გამოვიდა.
- ფრთხილად იარეთ. გზადაგზა ერთმანეთს დაელოდეთ! - მძღოლებს უკანასკნელი დირექტივები მისცა და ბოჭორიშვილის ვილისისკენ წამოვიდა.
- ზედმეტი კითხვები არ იყოს იცოდე! - ზურას გაოცებული სახის დანახვაზე ახარხარდა ხარებავა.
- ჰე, აღარ მივდივართ?! -უფროსის კითხვამ გამოაფხიზლა ზურა და კოლონად დაძრულ ავტომობილებს გაჰყვა.
აღარაფერი უთქვამს ბოჭორიშვილს, ან რას იტყოდა?! საქარე მინაზე მიმაგრებული უკანა ხედვის სარკიდან ერთი კი გახედა სერიოზული სახით მჯდომ კომენდანტს და კმაყოფილს გაეღიმა. ნელ-ნელა არა მხოლოდ ცხინვალში გადასვლის, არამედ გადარჩენის შანსიც მატულობდა, სამი გამოცდილი მეომარი და იარაღით სავსე ავტომობილი, სიხარულის მიზეზად ნამდვილად გამოდგებოდა.
შტაბიდან აფხაზეთში გაწვევის შესახებ მიღებული რადიოგრამის თაობაზე უკვე იცოდნენ სოფ. რუისში ერთ-ერთ დაცვლილ სახლში დაბანაკებულმა ჯარისკაცებმაც. უხალისოდ, ნელ-ნელა ბარგდებოდნენ და თბილისიდან მომავალ კოლონასთან შესაერთებლად ემზადებოდნენ. ემზადებოდა ყველა, გარდა წვეროსანი მეთაურისა. სოფლის ბოლოში ერთ-ერთ სახლში მჯდომი მამაკაცი დაპირებისამებრ ბოჭორიშვილს ელოდა. ამაღამ, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ცხინვალში უნდა შესულიყო.

ომს რამდენიმე მონაწილე მხარე ჰყავს: მშვიდობიანი მოსახლეობა, დევნილები, მეომრები, ჩაგრულები, მჩაგვრელები, დამპყრობლები, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული პატრიოტები, გმირები და მოღალატეები. თითოეული მათგანის სახელი და გვარი რომ გვცოდნოდა საკმაოდ მოზრდილი სია გამოგვივიდოდა. თუმცა ისტორია სამწუხაროდ ყველა მათგანის ვინაობას ვერ ინახავს.

სამაჩაბლოს ომსაც ჰყავდა უსახელო გმირები. ადამიანები, რომელნიც სამშობლოს სიყვარულისთვის სიცოცხლეს ისე სწირავდნენ, რომ მათი ღვაწლის შესახებ ამბის მთხრობელიც აღარ რჩებოდა. ასეთი უსახელო გმირი იყო ჩვენი მეთაურიც. ალბათ, თითო-ოროლა თანამებრძოლმა იცოდა მისი ნამდვილი სახელი და გვარი, უმეტესად მეთაურით ან თიკუნით წვერათი მოიხსენიებდნენ. არ ჰქონდა კილო, რაიმე კონკრეტული, გამოხატული ნიშანი, რითაც ხალხის მასისგან გამოარჩევდი და დაიმახსოვრებდი. მისი ოჯახი წარმოშობით რუისიდან იყო, თუმცა თავად თბილისში იყო დაბადებული. მთელი ბავშვობა სოფელში პაპა-ბებოსთან ჰქონდა გატარებული. ბებო რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო ცხინვალელი ოსი გახლდათ, ხშირად მოდიოდა შვილიშვილთან ერთად სტუმრად დედულეთში. მთელი გულით უყვარდა საქართველო მოხუცს. თუ რამე პატრიოტული გააჩნდა ეს ყველაფერი სწორედაც რომ მისი ოსი ბებოსგან ჰქონდა ჩანერგილი და ნასწავლი.
მცირეწლოვანი ასაკიდან ვარჯიშობდა ქართულ ჭიდაობაში. ვინ მოსთვლის ზაფხულის არდადეგებზე ჩამოსულს რამდენჯერ მიუღია სოფლის მოედანზე გამართულ ჭიდაობაზე მონაწილეობა. თითქოს ახლაც ჩაესმოდა ზურნისა და დაირის ხმა, ხალხის ყიჟინა და გულშემატკივართა კმაყოფილი შეძახილები, ამას მოჰყვებოდა მოგებული ჭედილა და იქვე, ასპარეზობაში მონაწილე ბიჭებთან ერთად აღნიშნული მოგება. რუისელ, დირბელ, გორელ ბიჭებთან მიღებული ფალავნის ტიტული მისთვის მსოფლიო ჩემპიონობას ნიშნავდა. ხელში აყვანილი მოჰყავდათ უცვლელი ფალავანი.
ჩაფიქრებული უმზერდა ცხინვალისკენ მიმავალ ბილიკებს. იქ, ცხინვალთან ახლოს, სოფ. ერედვში იყო პირველი სიყვარულიც, ფატიმა, გრძელი, მსხვილი ნაწნავებითა და ბრიალა თაფლისფერი თვალებით. იქ იყო პირველი პაემანიც და პირველი ამბორიც. მაშინ, ვინმეს რომ ეთქვა, ერთ დღესაც მისთვის ესოდენ სასურველს, ესოდენ საყვარელს მოსისხლე მტრად მოეკიდებოდა, ალბათ სასაცილოდ არ ეყოფოდა. იყვნენ კი მტრები?! ნეტა სად იყო ახლა ფატიმა?!
აფხაზეთისკენ მიმავალმა კოლონამ შორიდანვე შენიშნა რუისის გადასახვევთან მდგომი სამხედროები. სატვირთო ავტომობილები ერთმანეთის მიყოლებით გაჩერდნენ. მხიარული შეძახილებითა და ყიჟინით შეხვდნენ მომატებულ ბიჭებს და მალევე გააგრძელეს გზა. კოლონას ზედმეტი ხმაურის გარეშე გამოეყო ბოჭორიშვილის ვილისი, რუისისკენ გადაუხვია თუ არა, ფარები ჩააქრო და გზა ისე გააგრძელა.
წვერა სირბილით დაეშვა ფერდობზე, უხმაროთ სხარტად მოძრაობდა. ვაშლის ბაღები სირბილით გადაჭრა და მიწაყრილიანი გზით ტრასაზეც გავიდა. თითქოს მას ელოდაო, ვილისიც რამდენიმე წუთში გამოჩნდა.
- ამას ვის ვხედავ! - წვერას დანახვა აშკარად გულწრფელად გაუხარდა ხარებავას.
- ჟორიკ, შე ძველო, ცოცხალი ხარ ბიჭო?! - მთელი ძალით ჩაეხუტა სამბოს ნაკრების ყოფილ წევრს.
- დედას გეფიცები, რომ არ მცოდნოდა გველოდებოდი, მოჩვენება მეგონებოდი! - სიცილს ვერ იკავებდა კომენდანტი.
- რას გავხარ, ტო... თავი გადაგიპარსავს, ეს წვერიც... - წლების უნახავ მეგობარს აკვირდებოდა ხარებავა.
- კი არ გადაიპარსა, გამელოტდა და ასე ცდილობს დამალვას... - მხიარულად იცინოდა ზურა.
- ვხმაურობთ. აქ დიდხანს ვერ გავჩერდებით, დროა ცხინვალისკენ დავიძრათ! - მეგობრებს ერთმანეთთან მოსიყვარულება არ აცადა კომენდანტმა.
ავტომობილის საბარგულიდან ავტომატებისა და ვაზნების გადმოღებას დიდი დრო ნამდვილად არ დასჭირვებია. ვილისი ერთ-ერთ ეზოში გადამალეს, თავად კი ფეხით გააგრძელეს გზა.
მიუხედავად იმისა, რომ ხელის ფანრებს არ ხმარობდნენ, წვერას წყალობით მაინც არ უჭირდათ გზის გაკვლევა. მეხსიერებას შესაშური სიზუსტით შემოენახა თითოელი ბილიკი, ბაღი, თუ ვენახი, ეზოებში მოკლეზე გადასაძრომი ღობეებიც კი იგივე ადგილზე იყო გარღვეული. თითქოს დრო არც კი გასულა.
რიყეზე სირბილით გაიარეს. მდინარე ფრონეზე გადებული ხის მორი, რომელიც წლებია სოფლებშორის დამაკავშირებელი ხიდის მოვალეობას ასრულებდა, იოლად იპოვეს და მეორე მხარესაც გადავიდნენ. თენდებოდა. ერედვამდე იმდენად თავისუფლად, ყოველგვარი შეფერხებისა და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე მივიდნენ, რომ სიხარულის ყიჟინაც აღმოხდათ.
- გაგიჟდით?! - თვალების ბრიალით გამოხედა აღტკინებულებს კომენდანტმა.
მოსახლეობისგან დაცლილი სახლებითა და სიკვდილის სურნელით გაჟღენთილი, უტყვი მდუმარებით დახვდათ ერედვი. სუნთქვაშეკრულნი აკვირდებოდნენ გაპარტახებულ სოფელს. შემაძრწუნებლად გამოიყურებოდა დღის სინათლეზე დაცვლილი ორ სართულიანი, ერთმანეთის გვერდი-გვერდ მდგომი გადამწვარი სახლები, ჩამტვრეული, ჩაშავებული მინები. უცნაური სუნი ჰქონდა ომს, დენთისა და ტყვიის სურნელში არეულიყო ვაშლისა და ატმის არომატით. ერთ-ერთ ეზოში ისევ ფრიალებდა ნახევრად დამწვარი საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლო, სამფერა, ბორდოსფერი დროშა. ნაჩქარევად გაქცეულ დიასახლისს დარჩენოდა ჩამოუხსნელი თეთრეული. თიხანარევ ნიადაგს ჯერ კიდევ ეტყობოდა პირუტყვის ჩლიქისა და ნალების კვალი. ერთად-ერთი ცოცხალი არსება, რომელიც სოფლის ორღობეში დაინახეს, გაძვალტყავებული, ყოვლადგაურკვეველი წარმომავლობის ძაღლი იყო. სოფლის უკანასკნელი ბინადარი კუდის ქიცინით შეეგება უცნობებს. თვალები გაექცა წვერას იქვე მდგომი ნამოსახლარისკენ. ერთ დროს ამ ბაღში იპარავდა ყურძენს.
- თუ ამ ნახაზებს დავუჯერებთ, ხელ მარჯვნივ სკოლაა, - ფიქრებიდან გამოიყვანა კომენდანტის ხმამ, რომელიც მზვერავთა მიერ ხელით დახაზულ რუკას უკირკიტებდა.
- არა მგონია, - ამჯერად წვერა დააცქერდა ნახაზს - ნიშნული არასწორადაა დასმული, მაგ ადგილას სოფლის კლუბი იყო.
- დარწმუნებული ხარ? - ეჭვით ჩაეკითხა მამაკაცი.
- რა თქმა უნდა, მეგობრებთან ერთად, რამდენიმეჯერ ნამყოფიც კი ვარ.
- აღიარე, კარგი იყო ინდური ფილმების ყურება?! - ეშმაკურად უციმციმებდა ხარებავას თვალები.
- ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარდა! განსაკუთრებით სიმღერები. - მეგობრის გაოცებული თვალების დანახვაზე სიცილი ვერ შეიკავა წვერამ.
- ცხინვალისკენ მიმავალი ბილიკებიც არასწორადაა მონიშნული. რამდენიმე დღის წინ რომ შევედი, გზა აშკარად ამ მიმართულებით მიდიოდა. - რუკაზე დატანილი ნიშნული საპირისპიროდ მონიშნა ტრაექტორია ზურამ.
- რომ ეკითხათ, ჩვენი ბიჭები ცხინვალში, სკოლაში ჩარჩენილი მოსახლეობის გამოსაყვანად გაგზავნეს, სკოლა სადღაა? - ისევ რუკას მიუბრუნდა მამაკაცი.
- როგორც უკვე ვთქვი, აქ წესით კლუბი უნდა იყოს, - რუკაზე ცარიელ ადგილს ნიშნავდა წვერა - აქ ყოფილი კოლმეურნეობა, აქ საბჭო.
- თუ ძმა ხარ, გადააგდე ეს ქაღალდის ნაგლეჯი. - გაზიღიანებულმა მოისროლა ბოჭორიშვილმა ეგრეთწოდებული რუკა.
- გაგიჟდი, გზა როგორ გავიკვლიოთ?! - ძირს დაგდებულ ქაღალდს დასწვდა კომენდანტი.
- მაგას როგორ ენდობი? ხომ ხედავ არც ერთი წერტილი სწორი არაა. - სიბრაზეს ვერ მალავდა ხარებავა.
- არ გვინდა რუკა. მეხსიერება აშკარად კარგი მაქვს, ცხინვალში შემოვლითი გზით ისევ მე გადაგიყვანთ.
უცნაური შესახედი იყო საბრძოლო პოლიგონად ქცეული ცხინვალი. ქალაქის ქუჩებში მსუბუქი ავტომობილების ნაცვლად ტანკებსა და ბეტეერებს დააგელვებდნენ.
- Aх ти бляд! - ერთ-ერთი ტანკის ლუქიდან მომზირალი რუსი ჯარისკაცის დანახვაზე უწმაწურად შეიგინა კომენდანტმა და იქვე მდგომ სარდაფს ამოეფარა.
ძნელი მისახვედრი არ იყო, სად იყვნენ ალყაში მოქცეული ქართველი მებრძოლები. სროლის ხმა საიდანაც მოდიოდა, იქ გაემართნენ. შესაშური სიფრთხილით, უხმაუროდ მიიწევდნენ ცხინვალის ცენტრალური უბნებისკენ. ვინმეს საეჭვოდ რომ არ მოსჩვენებოდათ, კბილებამდე შეიარაღებული ოთხეულის მოძრაობა, გაიშალნენ, თუმცა ერთმანეთთან ისეთ მანძილზე იყვნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში დახმარება შეძლებოდათ. როგორც იქნა გამოჩნდა სკოლის შენობაც, ალბათ უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, სკოლისგან დარჩენილი კარკასი. სკოლის ფანჯრებიდან რიგ-რიგობით ისროდნენ.
- ოხ, მე ამათი დედა! - შორიდანვე დაინახეს ბარიკადებთან ჩასაფრებული რუსი ჯარისკაცები, როგორ იღებდნენ მიზანში სკოლის ფანჯრებთან მდგომ ქართველებს.
დიდხანს არ უფიქრიათ, უკნიდან მოუარეს რუსებს, ერთ-ერთ ხნულში კომფორტულად მოკალათდნენ და მიზანში ამოიღეს მოალყეები. სასხლეტს გამოჰკრეს თითი და როგორც კი დარწმუნდნენ, რომ ტყვიებმა სამიზნეებამდე წარმატებით მიაღწიეს, დაიმალნენ.
- ესეც ოთხით ნაკლები! - საკუთარი ნასროლით კმაყოფილებს სულ არ აღელვებდათ თავზე გადავლილი ტყვიების ჯერი.
- შეხედე როგორი დაბნეულები დარბიან. - კმაყოფილი ხითხითებდა კომენდანტი.
- ვერ გაიგეს საიდან ვისვრით. - არანაკლებ ხაროდა ზურას.
- არ იცით, რამდენი შეუძლია ერთ კარგ სნაიპერს. - საკუთარ იარაღს ლულაზე კოცნიდა ხარებავა.
- ოთხივეს აქ ჯდომას აზრი არ აქვს. იოლად გვიპოვიან. ჩვენ, - წვერას გახედა ბოჭორიშვილმა - შენობაში ბიჭებთან შევალთ. იქნებ როგორმე მათი გამოყვანა შევძლოთ. თქვენ კი აქედან დაგვეხმარეთ!
- დარწმუნებული ხარ? იქნებ ოთხივემ აქედან ვცადოთ დახმარება?! - მისი აზრი არ მოეწონა კომენდანტს.
- სკოლას რამდენიმე გამოსასვლელი ჰქონდა. მახსოვს ერთხელ დახუჭობანას ვთამაშობდით და სარდაფიდან რომ გამოვედით მინდორში ამოვყავით თავი. იქნებ ისევ გაგვიმართლოს?
- გაგვიმართლებს კიდეც! - კომენდანტს აღარ მოუსმინა ბეჭებში მოხრილი გაჰყვა წინ გავარდნილ წვერას ზურა.



№1  offline წევრი nucikoo

მომწონსს. მაგარი ხარ, მალე დადე რა შემდეგი თავი!

 


№2  offline წევრი თ. ა.

ძალიან ბედნიერი ვარ ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ ახალი თავი რომ დაიდო. მაქსიმალურად ვცდილობ ყველა მომენტი დავიმახსოვრო რადგან პირველი თავიდან მოყოლებული გამოცანები ნელნელა ამოვხსნა.

 


№3  offline წევრი Skubidu

Mixaria am temas rom sheexe bevrma ar icis am periodis movlenebi

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nucikoo
მომწონსს. მაგარი ხარ, მალე დადე რა შემდეგი თავი!

თუ საიტი ხელს შეგვიწყობს, იმედია მალე დავდებ ახალ თავს.

ლილიკო
ძალიან ბედნიერი ვარ ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ ახალი თავი რომ დაიდო. მაქსიმალურად ვცდილობ ყველა მომენტი დავიმახსოვრო რადგან პირველი თავიდან მოყოლებული გამოცანები ნელნელა ამოვხსნა.

იმდენი ეპიზოდია მგონი ცოტა რთულია დამახსოვრება. მაგრამ ეს ერთად ერთი შემთხვევაა, როცა ვცდილობ არ ვიჩქარო და ჩემთვის სასურველი ეპიზოდები შეძლებისდაგვარად სრულად მოვიტანო. რამდენად გამომივა ამის განჯას თქვენ განდობთ.

Skubidu
Mixaria am temas rom sheexe bevrma ar icis am periodis movlenebi
მე კი ის მიხარია, თქვენი დაინტერესება ოდნავ მაინც რომ მოვახერხე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent