შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მუდმივ ხმაურში... 4 თავი


28-07-2018, 14:47
ავტორი naattii
ნანახია 2 809

-მიმი, შენი აზრით რამდენად დიდი უფსკრულია ოცნებასა და რეალობას შორის?
-არ ვიცი, დიდი ხანია აღარ მიოცნებია.
-გთხოვ რა დამელაპარაკე, მინდა მეგობრები მაინც ვიყოთ, ერთად გვძინავს, ერთმანეთი მოგვწონს, ახევარ დღეს ერთად ვატარებ, მეგობრები მაინც ხომ უნდა ვიყოთ?
-უფლება არ მაქვს გიგი ვიოცნებო, ავიგო ოქროს კოშკები და მერე რა? მენანება ჩემი ტრაკუცუნა იმხელა სიმაღლიდან რომ დაეცემა.
-იქნებ და ერთ დღეს აგისრულდეს?
-შეუძლებელია, არავინ მყავს, მხოლოდ ნინი და ლაშა_როცა ბიჭის აწეული წარბები დაინახა გადაასწორა_ ხო ნუ კარგი, ახლა შენც მყავხარ.
-მიმი მართლა მინდა მეგობრად მიგულო და რაცარუნდა დაგჭირდეს მომმართო, ორი წელია გიცნობ და ვიცი სხვებივით მდიდრების გამოჭერაზე და საკუთარ თავზე არ ფიქრობ, ამ თვისებების გამო მართლა გაფასებ და მინდა ვმეგობრობდეთ.
-კი ბატონო, მგობრობაზე უარს არასდროს გეტყვი, ნუ შენი ძმაკაცებისგან განსხვავებით.
-ხოო, ეგ სხვა თემაა, მამების მიზეზით გავიცანით ერთმანეთი და მერე ნუ შევყევით და დღემდე მოვედით. იბუზები, წავიდეთ?
-ხო რა, შემცივდა.
-მადლობა გიგი, სასიამოვნო საღამო იყო, იმედია შენი პრობლემების დავიწყება შევძელი.
-ნამდვილი წამალი იყავი, აწი მეცოდინება ვის მივაკითხო_სიცილით დაუქნია გოგოს ხელი და სადარბაზომდე მზერით მიაცილა.
ჩუმად შეაღო სახლის კარი, არუნდოდა ასეთ კარგ ხასიათზე მყოფს ეჩხუბა, მხოლოდ დასვენება და მისი ლოგინი უნდოდა.
-სად დაეთრევი?_შუქი აანთო ოთახში მამამისმა.
-ვითომ ძალიან გაინტერესებდეს_ერთი ხელის შევლებით გაიძრო ფეხსაცმელები და ოთახისკენ წავიდა.
-მომისმინე შე პატარა კახპავ, სანამ ამ სახლში ცხოვრობ ბას შეეშვი გასაგებია? ისედაც მოჭერი უკვე ოჯახს თავი და მეორედ არ მოგითმენ.
-მემგონი ოჯახს მაშინ მოვჭერი თავი როცა საერთოდ გავჩნდი და დღემდე არ მესმის შენმა ცოლმა აბორტი რატომ არ გაიკეთა, დავისვენებდით.
-როგორ ბედავ_სახეში გაარტყა კაცმა და მეორე ლოყაც მიაყოლა. შედეგად მიმი ლოგინთან წარბ გახეთქილი და თვალ ჩალურჯებული მიბობღდა და თავი ტკივილიდან ბალიშზეც ვერ დადო. ორი ხელი ტანსაცმელი აიღო, როგორც შეეძლო ისე სწრაფად წავიდა კარებისკენ და კიბეებზე დაეშვა. გასვენების შემდეგ არ მისულა იქ, მაგრამ ახლა ჭირდებოდა, ახლა ანდრეა რომ არ ენახა მართლა მოკვდებოდა. სირბილით დაუყვა ქუჩებს და ნახევარ საათში სასაფლაოს ჭიშკარიც გამოჩნდა. ვინმეს რომ დაენახა გიჟი ეგონებოდათ, ღამის სამ საათზე რომელი ჭკუათმყოფელი ირბენს საფლავებს შორის, თან ასე გამიზნულად. მალევე მივიდა სასურველ შემოღობილ ტერიტორიასთან და ამოხვნეშით შეაღო პატარა კარები. ძლივს ჩაიმუხლა ძმის საფლვთან და ახლა იგრძნო სირბილიდან დაღლილობა, რამდენიმე წუთი უყურა ძმის გაყინულ სურას, ასე მომღიმარი რომ იყო დახატული და ვეღარ მოითმინა. ისეთი ხმით იბღავლა უგულოსაც აატირებდა, ორი წლის მანძილზე პირველად მისცა უფლება ცრემლებს წამოსულიყვნენ და ვეღარ აჩერებდა, მოთქვამდა მთელი ხმით და საფლავზე დაყრილ მიწას მუჭებით იშენდა თავში. ცოტა რომ დაწყნარდა, იქვე წამოწვა საფლავთან გაკეთებულ სკამზე და ძმის სურათის ყურებაში ჩაეძინა, რომელიც მთვარის შუქით განათებულიყო.

მაშინ გამოეღვიძა თვალებში მზის შემოჭყუტუნება რომ იგრძნო, ზანტად წამოიმართა და კიდევ ერთხელ გახედა ძმის სახეს. ზანტად გაეღიმა და სასაფლაოდან გამოვიდა. დარკეში ჩახედვას აზრი არ ქონდა, ისე ტკიოდა მთელი სახე, ვერცერთ მიმიკას ვერ იღებდა. ახლა მისი საყვარელი ხმაურიც არ უნდოდა, გაქცევა, გაქცევა კარგი იდეა იქნებოდა, მაგრამ სად? თითონ სოფელი არსად აქვს, სადმე წასასვლელად და სასტუმროში დასარჩენად ფული არ აქვს.ნინი, რა თქმა უნდა, ამბობდა მიტოვებული სოფელი მაქვს სადღას დასავლეთის გზაზეო, ნეტა მგზავრობა რა ეღირება?
-ნინი, დილა მშვიდობის, უნდა მიშველო._პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
-რა ხდება მიმი მშვიდობაა?
-მახსოვს შენ სოფელზე ამბობდი, მარშუტი მივა? გასაღები მინდა.
-მისამართი გახსოვს? ვიყავით ერთხელ, თიხების ბაზრობასთან.
-აა, კი ეხა გამახსენდა, გასაღები? ცოტა ხნით წავალ რა.
-რად უნდა გასაღები, ვინ შევარდებოდა, ჯოხით იქნება კარი ჩაკეტილი, გაჩერდები? დენი გათიშული იქნება, გაზი კი ჩავრიცხე. პირდაპირ მიდის მარშუტი დიდუბედან.
-არაუშავს სანთლებს მოვიმარაგებ. კარგი დროებით ნინი, ერთ კვირაში შევხვდებით.
ნინის შემდეგ მის უფროს დაურეკა, მართალია საყვედური მიიღო, მაგრამ ბოლოს დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ ერთი კვირა მიცა. დიდუბის სადგურში სასურველ მარშუტსაც მიაგნო და ფული ორივე გზაზე რომ ეყოფოდა მშვიდად ამოისუნთქა. ორ საათში მომარაგებული საჭმლითა და სანთლებით შეაღო კარი და მართლა დაფიქრდა იქ გაჩერებაზე. თითქმის არანაირი პირობა იყო დასარჩენად, მეორე სარულზე წყალი ჩამოსული სხვადასხვა ფიგურებს ქმნიდა ჭერზე, პირველ სართულს არაუშავდა, ვანა-ტუალეტი ეზოში, ვანაში ძველ ბაკს მიაგნო შეშის დანთებით რომ აცხელებს წყალს და როგორც იქნა თეთრეულსაც მიაგნო კარადაში. ტაფაც მიარეცხა და კარტოფილიც შეიწვა. ახლა მხოლოდ წამოწოლა და ძილი უნდოდა და არც შეუშლია ხელი არაფერს სურვილი აესრულებინა.

ორი დღე მიმის გამორთულმა ტელეფონმა საკმაოდ შეაშინა გიგი, ჯიუტად არ რთავდა გოგო ტელეფონს და არც სამსახურში მიდიოდა, მესამე დღესაც რომ იგივე განმეორდა ვეღარ მოითმინა, ახსოვდა ლაშა რამდენჯერმე რომ ახსენა მეგობრად და ბარს მიადგა ამბის გასაგებად.
-არ ვიცი ძმაო, მეც არ მინახავს და არ ემხმიანებია, არ მახსოვს სამსახურიდან გათავისუფლებულიყო, ალბათ რამე მოხდა.
-კი, მაგრამ იქნებ ცუდი ამბავია? ხომ უნდა დავეხმაროთ?
-იცი, მიმის და ნინის მთელი ცხოვრებაა ვიცნობ და რაც ვიცნობ, სულ ცუდი ამბები ემართება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყოველთვის მარტო გამკლავებას ამჯობინებს. მოკვდება და რაცარუნდა მეგობრად მიაჩნდეს სხვას მის სისუსტეს არ დაანახებს,ამიტომ მეც და ნინიმაც ვიცით, რომ როცა ასე გაქრება მარტო ყოფნა უნდა.
დაფიქრებული მიუჯდა გიგი ბიჭებს და მობეზრებით გადახედა მისი ძმაკაცების მემილიონე დაკერილ ქალებს, როგორ არ ბეზრდებათ მაინც.
-გიგი, რა სახე ჩამოგტირის შე*ემა, ნახე რა ქალები არიან, ვინმე აიყვანე.
-მიდი რა_ხელი აიქნია ბიჭმა.
-მართლა რა გჭირს ეე
-ერთ მეგობარს დახმარება ჭირდება და არ ვიცი როგორ დავეხმარო.
-ოო, მაიცა ერთი თუ ძმა ხარ, მეგობრის გაჭირვება კიარა თავს მიხედე, დააყენე და აგვყევი რა.
-ზოგჯერ მართლა ვერ ვხვდები რას ვაკეთებ თქვენ გვერდით_ჩაილაპარაკა ჩუმად და იმ წუთას კლუბში შემოსულ ნინის მოუთმენლად აეკიდა.
-ნინი_ისე შეძახა შიშისგან წამოიკივლა გოგომ -უნდა დამეხმარო რა, მიმის ვეძებ.
-ააა, ეს შენ გიგი ალბათ ხო?
-ხო მე ვარ, რა თქმა უნდა მოგიყვა_გაეცინა ბიჭს. -ვნერვიულობ სადაა?
-ჩემთან სოფელში, ერთი კვირით.
-მისამართს მომცემ?
-არ გინდა გიგი, აცადე მარტო იყოს და დაწყნარდეს, გააღიზიანებ.
-ენ უბრალოდ მისამართი მომეცი, გაუჩინარებამდე ჩემთან იყო და სიმართლე გითხრა ამაზე ვერ ვწყვეტ ფიქრს, იქნებ ჩემ გამო დაემართა რამე.
-კარგი_ღიმილით დაუქნია თავი ნინიმ და სოფლის სახელი და მისასვლელი გზა ფურცელზე დაწერილი მიაწოდა.
-მადლობა_ხელი დაუქნია ბიჭმა და მაშინვე მანქანისკენ წავიდა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

მომწონს ეს ბიჭი და რა გავაკეთო?ცოტა დიდი თავები დადე რა
--------------------
ლანა

 


№2  offline მოდერი naattii

La-Na
მომწონს ეს ბიჭი და რა გავაკეთო?ცოტა დიდი თავები დადე რა

დღეს ჩემი შვილის დაბ დღეა ხვალ ჩემი. ფიზიკურად ვერ ვწერ, თორემ ვერ ვიტან ვერც მე ასეთ მიფურცუხებულს :(

 


№3 სტუმარი makukuna

დაბადების დღეებს გილოცავ heart_eyes. მიფურცუხებული რას ნიშნავს, არ ვიცი მაგრამ ის ვიცი, რომ მიმი მაგარი გოგოა. ეს ბიჭი, რა ვიცი, ჯერ მესუსტება რაღაცნაირად. მგონი,ჯერ ვერ გარკვეულა, რა უნდა.

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

naattii
La-Na
მომწონს ეს ბიჭი და რა გავაკეთო?ცოტა დიდი თავები დადე რა

დღეს ჩემი შვილის დაბ დღეა ხვალ ჩემი. ფიზიკურად ვერ ვწერ, თორემ ვერ ვიტან ვერც მე ასეთ მიფურცუხებულს :(

გილოცავ გენაცვალე შვილის იუბილეს.ღმერთმა ჯანმრთელობა არ მოაკლოს.ასევე უკვე შენი დღეც დამდგარა.ბედნიერი დედა და მეუღლე ყოფილიყავი მუდამ გენაცვალე.სიხარული და სიყვარული არ მოკლებოდეს შენს ოჯახს.უფალი და ღვთისმშობელი მარიამი იყოს თქვენი მფარველი
--------------------
ლანა

 


№5  offline მოდერი naattii

La-Na
naattii
La-Na
მომწონს ეს ბიჭი და რა გავაკეთო?ცოტა დიდი თავები დადე რა

დღეს ჩემი შვილის დაბ დღეა ხვალ ჩემი. ფიზიკურად ვერ ვწერ, თორემ ვერ ვიტან ვერც მე ასეთ მიფურცუხებულს :(

გილოცავ გენაცვალე შვილის იუბილეს.ღმერთმა ჯანმრთელობა არ მოაკლოს.ასევე უკვე შენი დღეც დამდგარა.ბედნიერი დედა და მეუღლე ყოფილიყავი მუდამ გენაცვალე.სიხარული და სიყვარული არ მოკლებოდეს შენს ოჯახს.უფალი და ღვთისმშობელი მარიამი იყოს თქვენი მფარველი

ძალიან ძალიან დიდი, უუუღრმესი მადლობა ❤

მირრა
მართლა რასაკეთებს გიგი ამ ბიჭებთან ერთად. მიმი გიგის წყვილი ძალიან მომწონს. ველოდები ახალ თავს როცაა შეძლებ. პ.ს. დაბადების დღეებს გილოცავთ ❤️❤️

ყველანაირად ვეცდები ორშაბათს. დიდი მადლობა ❤

 


№6  offline წევრი naniko mindia

Rodis dadeb nati shen aricodi ese dagvaianeba
❤️❤️❤️, saertod dges aravis ardaudia istoriebi saits chirs rame tu raxdeba
--------------------
lomidze

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

ვითომ ამათ ურთიერთობას რამე დაერქმევა???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent