გიჟური სიყვარული -8-
"ნეტავ საერთოდ არ დამეწყო მუშაობა. ნეტავ ლუკას არ გადავყროდი, ალბად იმ გოგოს იქვე მივახრჩობ. ლუკას შეყვარებული ჰყოლია, შენ კი გეგონა უყვარდი.. სულელო, სულელო!." ფიქრიდან კი ნინოს ხმამ გამომიყვანა. -ნენე კარებზე არიან. -ხო კარგი.- ვეუბნები და კარებისკენ მივდივარ. ვაღებ და წინ ლუკა და მისი შეყვარებული მესვეტება. ერთმანეთზე ხელჩაკიდებულები და მომღიმარი სახით იდგნენ. იმ წამს მინდოდა მიწა ჩამვარდნოდა და სამყაროდან გავმქრალიყავი, მაგრამ ეს ყველაზე ცრუ აზრი იყო, ამ სიტუაციაში. ჩემი დანახვა კი მათ სულაც არ შეუმჩნევიათ. უეცრად ნინო გამოვიდა სამზარეულოდან და წყვილს გახარებული შეეგება. -მობრძანდით, როგორ გამახარეთ ბავშვებო.-ეუბნება თბილად და შიგნით შემოყავს. -ეს თიკა არის, ჩემი შეყვარებული! გაიცანით.-ამბობს ლუკა და გოგონას შესციცინებს. თიკამაც არ დააყოვნა, ლუკას ლოყაზე აკოცა და მის კისერში ჩაყო მისი ორმეტრიანი ცხვირი. ქერა, თაფლისფერი თვალებით, ჩხავილა-წიკვინა ხმით. ქალის მეტს ყველაფერს გავდა. ამან უნდა მაჯობოს მე?! ჩემს თავზე მეცინება. ხო და აწი მიყურე ესაძე რასაც ვიზამ! მიდი ნენე შენ იცი!. შევსძახე თავს და ოთახიდან გავედი. სამზარეულოში შევაჭერი და წყნარად დავჯექი. თუმცა წყნარად ყოფნა ვინ გაცადა. მისაღებიდაბ ლუკა გასძახის. -ნენე. -მოვდივარ.-გავაძახი და არანაირი სიჩქარით, ნელი ნაბიჯებით მივდივარ მისაღებში. -ნელა ნენე სად გეჩქარება.-მეუბნება ლუკა და გვერდზე ლოყას ტეხს. -გისმენთ ბატონო ლუკა. -თიკას წყალი მოუტანე. -ახლავე.-ვეუბნები და ისევ ნელი ნაბიჯებით, აუდარდებლად მივდივარ სამზერეულოში. ქალბატოს დასცხა და წყალი მოსწყურდა, მაგრამ ლუკასგან ისეთი სითბო იგრძნო, ალბად ადუღდა უკვე. ჭიქა წყლით ავავსე და ისევ აუჩქარებლად წავედი მისაღებში. -აი გამომართვით. ვეუბნები თიკას და მთელი ძალით ვდებ მაგიდაზე ჭიქას. -ვაიმე მხეცი! ცოტა ნაზად გოგო ხარ.-ჩუმად გაჰკნავლა თავისი ხმით. ეს თიკა თუ თიკანი ალბად მალე ხელში შემომეპუტება და მისი ბეწვებით ვივაჭრებ. -იცით თავიდან ნაზი ვიყავი მაგრამ, რაც აქ მოვედი მას შემდეგ დავკარგე სინაზე და მხეცი გავხდი. -და რატომ?-მეკითხებამისი წრიპინა ხმით. -მაწამებდნენ.-ვეუბნები დამწუხრებული, შემდეგ კი მის კრავის სახეზე ირონიულად მეცინება. -სიყვარულო, მართალს ამბობს? -არა, ცოტა ავად არის ხო ხვდები.-ეუბნება ლუკა შუბლზე ხელის ტრიალით და სიცილით იყურება ჩემსკენ. ესეიგი მე ვარ გიჟი არა.. დამაცადე! ორივეს გაგაგიჟებთ ცოტახანში. -კიდევ გნებავთ რაიმე თუ წავიდე?-ვეუბნები და უეცრად კარზე ზარის ხმა გაისმა. კარები გავაღე და უამბრავი ხალხი დავლანდე. ლუკა იმ წამსვე წამოვიდა კარებისკენ და ხალხს მიესალმა. ნინომ კი სათითაოდ შეიპატიჟა ხალხი სახლში. -ნინო ესენი ვინ არიან? -ლუკას ნათესავები. თიკას გასაცნობად მოვიდნენ.-მათკენ კი თავის აწევით მიმანიშნებს. •*•*• სტუმრევი კიდევ დიდხან იყვნენ. ნინოს თხოვნით კი აქ უნდა დავრჩენილიყავი. ამიტომ ქეთის დავურეკე. -ქეთი, დღეს ვერ მოვალ ბევრი საქმეები მაქვს. -კარგი მაგრამ, თუ წამოსვლა დაგჭირდეს ნიკას ვეტყვი. -არა ქეთ, წავედი.- ვეუბნები და მისაღებში გავდივარ. ამჯერად კი თიკა მიძახის. ვაიმე რატომ ჩხავა ეს გოგო ასე! ვფიქრობ და ლუკას თიკანისკენ მივდივარ. -გისმენ. -წყალი მომიტანე კიდევ.-ამბობს და ლუკა ჩემსკენ აპარებს მომღიმარ სახეს. -ლიტრიანით?-ვეკითხები და ლუკა მაქსიმალურად ცდილობს არ ახარხარდეს. ჩემი გაჭივრება მკმარა და ამას რაღა აცინებს. ოხ ლუკა ესაძევ რატომ არსებობ. -რაიმე მითხარი?- ამოიწრიპინა თიკამ. -არა ისე ჩემთვის.-ვეუბნები და ალბად წყალი ნახევარი საათის შემდეგ მიმაქვს, ჩემი სიარულიდან გამომდინარე. -სად იყავი ამდენ ხანს?-ცოტაც და ალბად იმ წყალს თავზე გავასხამდი. -მდინარეზე წლის მოსატანად. -ნენე ცოტა ზრდილობა გმართებს თიკას მიმართ.-მეუბნება ლუკა ცივი მზერით. რაო? ამან რაო? ეს შენ გითხრა ნენე?! ამას თავი ვინ ჰგონია? თავხედი. ამათ ყურებას მირჩევნია ხეს ვუყურო. ვფიქრობ და მის სიტყვებზე ურეაგიროდ გავდივარ გარეთ. სუფთა ჰაერზრ გასვლამ, დადებითად იმოქმედა ჩემზე. ნეტავ ასე ჩაწყნარებული იყოს ჩემი ცხოვრება. რა თქმა უნდა თიკნების გარეშე. გარეთ საქანელაზე ჩამოვჯექი და მეტად გავერთე ფიქრებში. უეცრად კი გარეთ თიკა გამოვიდა, მაგრამ მისთვის ყურადღება არც მიმიქცევია და თვალი ავარიდე. ის კი ჩემსკენ მოიკაკვება და ჩემს წინ ხესავით დგება. -მეტყვი რა გინდა?- უეცრად დამსწრიპინა თავს. -ვერ გავიგე? -არ გინდა რომ, მე და ლუკა ერთად ვიყოთ არა?. -მაგას რატო მეუბნები? -იმიტომ რომ, ლუკა ჩემია და შენ არ დაგითმობ. -სულ არ მაინტერესებთ შენ და ლუკა! დამშვიდდი?-ცოტათი მოვიტყუე ლუკაზე. -გშურს ხო? -შენი შესაშური რა მჭირს? -ცოტა წესირად მელაპარაკე რა!-ამბობს და თან ლუკა გარეთ გამოდის. -ლუკა მოდი.-ლუკას ეხახის თავისი წრიპინა ხმით. ლუკაც ჩვენსკენ მოიწევს და თიკას გვერდით უდგება. -ლუკ იცი რეები მელაპარაკა?, ესე მითხრა შენ ლუკას არ უყვარხარო.-ამთავრებს და თვალებდაქაჩული ვაკვირდები შტერ თიკანს. -კარგი შენ წადი! ჩვენ დავილაპარაკებთ!.-ამბობს მკაცრად და მთელი გამომეტყველებით მე მაკვირდება. -ნენე! რა უთხარი?-კბილებში ცრის ლუკა და ჩემთან ახლოს დგება. -მსგავსი არაფერი, რაც მან თქვა!. -შენი ქმედებებიდან გამომდინარე სიმართლე თქვა ალბად! -ლუკა მისმინ...-სიტყვის დამთავრება არ მცადა როდესაც, მკლავში მსწვდა და ხელი მთელი ძალით მომიჭირა. -რა გინდა?, ასე ძალიან გინდა ჭკუიდან გადამიყვანო? იცოდე თიკას მსგავსი რამე აღარ უთხრა, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!-მეუბნება და გარეთ გამოსული სტუმრებისკენ მიდის. არ იტირო ნენე! შეიკავე თავი! სტუმრები წავლე და მერე! მაგრან ვერ ვითმენ, მთელ ხმაზე მინდა დავიღრიალო, ისე რომ ყველას გავაგებინო, რამდენად გამწარებული და გულნატკენი არის, ნენე ლომია! იმ ვიღაც ქერა, სწერვა გოგოს ტყუილის გამო, მე მეჩხუბა. არა არ უნდა მოვსულიყავი! ეს დღე და მორჩა, აღარ მოხვალ ნენე! შევსძახე თავს და იქვე საქანელაზე ჩამოვჯექი. სტუმრები იმ წამს წავიდნენ. თიკა კი თავისი მანქანით წავიდა. ყველაფერი ჩაწყნარდა ჩემს გარდა, გავიფიქრე და წამს ცრემლები წამსკდა თვალებიდან. უეცრად კია აივანზე ლუკა დავლანდე. ჩემსკენ იყურებოდა, მე კი თავი ფეხებში ჩავრგე. არ მინდოდა დაენახა ვის გამო ვტიროდი. ცრემლებიც თავისით მარულობდა, ძალიან ვეცადე მაგრამ, თავი ვერ მოვთოკე. ლუკამ მეჩხუბა, კუდით ქვა მასროლია და მე კიდევ მას მივსტირი. -ნენე აქ რა გინდა?-უეცრად უკნიდან ბოხმა ბარიტონმა გაიჟღერა. ეს ლუკა იყო, მის ხმას ათასი მამაკაციდან ამოვიცნობ. უეცრად კი ცრემლების ბურთი ყელში მაწვება და ვცდილობ, როგორმე გადავგორო და პასუხი გავცე. -ნენე ვის ველაპარაკები? -ვეღარ მორჩი ჩემთან ჩხუბს? ახლა რაღა გინდა ხომ წავიდა თიკა! დავაშავე კიდე რაიმე რაც მე არ ვიცი!-ახლა კი ერთიანად ამოვიდგი ენა გამწარებულმა. საერთოდ აღარ მაინტერესებდა ლუკა და მისი ქერა. ფეხზე წამოვხტი და გასვლა დავაპირე მაგრამ, ლუკა ისევ მაჯაში მწვდა და მისკენ მიმაბრუნა. -ნენე რაიმეს გრძნობ ჩემს მიმართ? -კი! სიძულვილს!-ვეუბნები სლუკუნით. -თუ ესეა და რა გატირებს?-მეუბნება, ნიკაპზე ხელს მკიდებს და თვალებში მიყურებს. -შენ რომ ჩემთან არ გეჩხუბა, იმ სწერვა გოგოს გამო, რომელმაც მოგატყუა, ახლა უფრო კარგ ხასიათზე ვიქნებოდი! მაგრამ ხვალვე წავალ აქედან და ხელს აღარ შეგიშლით, ბედნიერად იყავით!-ვეუბნები ცრემლებს ვიწმენდ და ისევ წასვლას ვცდილობ, მაგრამ წინ ისევ ლუკა მიდგება და მთელი ძალით მაკრავს მის სხეულზე. გაუჩერებლად ვფართხალებ მაგრამ, მისი მკლავებიდან ვერ ვიძვრი. მის მიმართ სიძულვილი, ბოღმა ყველაფერი ქრება და მხოლოდ მასთან ჩახუტება მინდება. მეც მთელი ძალით ჩავეხუტე და მის კისერში ჩავყავი თავი. მისი სურნელი რომელიც ძალიან მოყვარდა ხარბად შევისუნთქე და მასთან ჩახუტებული დროით დავტკბი. უეცრად კი მისი ტუჩები ჩემს ბაგეებს შეახო. ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ მეხებოდა ტუჩებით. მე კი განაბული ვიდექი მის წინ, რომ არა მისი წელზე შემოხვეული ხელები ალბად მიწაზე ვიქნებოდი გაშხლართული. ახლა კი ტუჩებით ლოყისკენ გადაიწა, ის კი თბილად და ნაზად მეხებოდა. ტუჩები კი ნელ-ნელა კისრისკენ ჩააცურა და სველი კოცნა დამიტოვა. რაზეც მთლიანად ეკლებმა დამაყარა ტანში და ერთიანად გამაჟრჟოლა. ზემოთ ამოიწა და ტუჩები კვლავ ჩემს ბაგეებთან გააჩერა. მთელი ძალით, ველურად მაცხრა ბაგეებზე. მე კი მონატრებული, გიჟივით ავყევი კოცნაში. ხელები მაისურის ქვეშ შემიცურა და შიშველ სხეულს ააყოლა, კვნესა აღმომხდა ბაგეებიდან, რაზეც ლუკამ მომენტალურად, ტუჩის კუთხე ჩატეხა. ერთმანეთს კი გაუჩერებლად ვკოცნიდით. ჩვენი ბაგეები მანამ არ დაშორდნენ ერთმანეთს, სანამ სუნთქვა არ გაგვიჭირდა. -ლუკა ასე ნუ იქცევი. -როგორ? -ცოტახნის უკან თიკასთან ერთად იყავი. ახლა კი ჩემთან. -მისმინე, თიკა არ მიყვარს! გაიგე? -აბა მასთან რატომ ხარ? -შენ გამოგცადე.-მეუბნება და მასზე აკრულს, თავზე ხელს მისვამს. -რაა?-ვეკითხები და ლამისაა ყბა ჩამომივარდეს. -ხო რა! მაინტერესებდა რა რეაქცია გექნებოდა! და გავიგე უკვე-უეცეად კი გაეღიმა. -და მაკნც რა გაიგე?-ვეკითხები სახე მომანჭული. -ის რომ გიყვარვარ.-ამას ეს საიდან მიხვდა, არა ლოგიკა აქვს, ვფიქრობდა არ მინდა შევიმჩნიო წეხანდელი ჩხუბიდან გამომდინარე. -საიდან მოიტანე? ვანგა ხარ?-ვეკითხები და ირონიულად ვიღიმი. -ვანაგზე უკეთესიც.-მეუბნება და თვალს მიკრავს. -აზრი აღარაქვს არაფერს. ხვალ მივდივარ და შენ და იმ თიკანს ჯანდაბამდე გზა გქონიათ! გაიგე?-ვეუბნები მკაცრად თითს ცხვირწინ ვუქნევ. -თიკანს თიკას უძახი?-მეკითხება და მისი ხითხითი ჩემს ყურთასმენას სწვდება. -ძილინებისა.-ვეუბნები და სახლში შევდივარ. •*•*• თავი დაიღუპე ნენე, როგორ აკოცე, როგორ გაბედე. იდოტი ხარ ნენე. ლუკას ერთობა, ხან იმ თიკანთან ერთად იქნება და ხან შენთან. მთავარია ლუკა გაერთოს. ერთი "მე" გასძახის ლუკა ძალიან საყვარელია. მეორე კი მოღალატეა. ტვინი მერევა, თავში ხელს მაგრად ვიჭერ და ბოლო გადაწყვეტილებამდე მივდივარ. ან ახლავე ვეტყვი რომ მიყვარს, ან არასდროს. ვფიქრობ, წამსვე ფეხზე ვდგები და ლუკასკენ მივემართები. აი ტვენი ავრორაც აქ არის აბა ველი თქვენს შეფასებას,, თითოეული მკითხველის კომენტარი მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან თქვენ მახლევთ სტიმულს რომ ისტორია გავაგრძელო ყველანი მიყვარხაართ და მიხარიხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.