შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო რეისი-მეხუთე თავი (გახსენება) ...დ ა ს ა ს რ უ ლ ი


28-07-2018, 23:38
ავტორი fireending
ნანახია 1 520

-ლიკა,თვალი გაახილე გთხოვ_ჩაესმა ქალს გიორგის ხმა.
ლიკამ თვალები გაახილა,თავიდან ბუნდოვნად ხედავდა მის ირგვლივ მოძრავ სილუეტებს.შეშინებული მიეკრო ქმარს.კარგად როცა გამოფხიზლდა გაარჩია,რომ სახლში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ და იქვე იყო სასწრაფოს ექიმი და რამდენიმე პოლიციელიც.გიორგის დახმარებით საწოლზე დააწვინეს.ისე იყო შეშინებული ხმას ვერ იღებდა.ექიმმა გასინჯა,დარმწუნდა,რომ სერიოზული არაფერი იყო,დამამშვიდებელი გამოუწერა,რამდენიმე მითითება მისცა გიორგის და შემდეგ წავიდნენ.წამალმა მალე იმოქმედა და ლიკას მალე ჩაეძინა.მამაკაცი ცოლს არ მოშორებია.მის გვერდით იყო მთელი ღამე.თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა.უნდოდა გაეგო რა მოხდა,თუმცა ლიკა ისეთი ანერვიულებული იყო მასთან ვერავინ შეძლებდა დალაპარაკებას.მძინარე ცოლს დახედა,სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია და შუბლზე აკოცა.ახლა მთავარი მისი ჯანმრთელობა იყო.
ფანჯარას გახედა.უკვე თენდებოდა.გაუხარდა,რომ თანდათან სინათლე იმატებდა.ფრთხილად წამოდგა და ფანჯარა ცოტათი შეაღო,რომ დილის სუფთა ჰაერს შემოეღწია ოთახში.
-გიო_მოესმა ცოლის ხმა
-როგორ ხარ?_მაშინვე მასთან მივიდა და წამოჯდომაში მიეხმარა.ზურგს უკან კი ბალიში დაუდო,რომ კომფორტულად მჯდარიყო.
-მწყურია_თქვა ქალმა
იქვე მდგარი ბოთლიდან შეავსო ჭიქა წყლით და მიაწოდა.
-მადლობა_უთხრა ქალმა და წყალი მოსვა.
გიორგიმ ჭიქა გამოართვა და მაგიდაზე დადგა.
-ლიკა,რა მოხდა?_ჰკითხა მამაკაცმა
ლიკა დაფიქრდა.ყველაფერს იხსენებდა,რაც წინა ღამით მოხდა.მთელი სხეული უკანკალებდა.არ იცოდა როგორ აეხსნა ეს ყველაფერი.
-გიო,შეიძლება იფიქრო,რომ გავგიჟდი.დაუჯერებელი რამ შემემთხვა.ახლაც ვკანკალებ შიშისგან,როცა მახსენდება_თქვა ქალმა
გიორგი მასთან მივიდა და ხელი მოხვია.
-ყველაფერი მომიყევი._უთხრა მან
ლიკამ ყველაფერი მოუყვა,რაც ღამით მოხდა.ყველაფერი დეტალურად ახსოვდა და გონებიდან ვერ იშორებდა.თვალწინ ფილმის კადრებივით ედგა ისევ ყველაფერი.
-რას ფიქრობ?ვიცი არარეალურად ჟღერს,მაგრამ ეს ყველაფერი მართლა მოხდა_ამბობდა ქალი
-შენი მჯერა
-მართლა?_გაუკვირდა ლიკას
-ჰო._უპასუხა მან-მეც მინდა მოგიყვე რაღაც,მაგრამ არ ინერვიულო.გამოსავალს მოვძებნით.არ მინდოდა შენ გცოდნოდა და გენერვიულა,მაგრამ რაც წუხელ მოხდა ძალიან მაფიქრებს.
-რა უნდა მითხრა?_ჰკითხა შეშფოთებულმა
გიორგიმ ყველაფერი დაწვრილებით უამბო.მოხუცი ქალი შესახებ,ხმებზე,სიზმრებზე და ფოტოზეც უთხრა ყველაფერი.
-აქამდე რატომ არ მითხარი?_ჰკითხა ქალმა
-ხომ გითხარი,არ მინდოდა შენი აღელვება,მაგრამ ყველაფერი გართულდა ახლა.
-საფრთხეში ვართ.ძალიან მეშინია_თქვა ლიკამ-ახლა რა უნდა გავაკეთოთ?
-არ,ვიცი...მართლა არ ვიცი_უპასუხა მან-მაგრამ რამეს მოვიფიქრებ აუცილებლად.
-ვინ დაგვეხმარება?_იკითა ქალმა-ყველა გიჟად ჩაგვთვლის
-იქნებ... მღვდელი მოგვეყვანა_თქვა გიორგიმ
-მღვდელი?
-ჰო...რავიცი.სახლს ხომ აკურთხებენ.იქნებ გვიშველოს.
-ჰო,შეიძლება.
დილით ისაუზმეს და შემდეგ გადაწყვიტეს ახლომდებარე ტაძრიდან მოეყვანათ მღვდელი.
საბედნიეროდ მამაო ტაძარში დახვდათ და არც კი უყოყმანია ისე გაყვა მათ და დაპირდა,რომ მათ დახმარებას ცდიდა.
მამაო სახლში შევიდა.თითქოს უცნაური არაფერი იყო.ყველაფერი მშვიდად გამოიყურებოდა.ნაკურთხი წყალი და ლოცვების წიგნი ამოიღო,სწორედ ამ დროს იგძნო უცნაური სიცივე ზურგის არეში,მაგრამ ყურადღება არ მიაქცია.ცოლ-ქმარს თხოვა,რომ გარეთ,კართან დალოდებოდნენ.სახლში მარტო დარჩა და საქმეს შეუდგა.ყველა ოთახი აკურთხა და ჯერი საძინებელზეც მიდგა.კარადისკენ ზურგით იდგა,როდესაც ბეჭებზე ძლიერი შეხება იგრძნო.მღვდელი მოტრიალდა,თუმცა იქ არავინ იყო.
სმენა დაძაბა,რადგან სუნთქვის ხმა მოესმა კარადიდან,ხმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა.რა თქმა უნდა შეეშინდა,თუმცა გამბედაობა მოიკრიბა და კარადის კარი შეაღო.შიგნით არავინ ჩანდა.ტანსაცმელების ხელით გაწევა უნდოდა,რომ ყველაფერი უფრო კარგად დაენახა,მაგრამ რაღაც ძალამ მაჯაზე მაგრად ჩაავლო ხელი და არ უშვებდა.
მამაომ ძლივს გაითავისუფლა ხელი და როდესაც დაიხედა მაჯაზე რამდენიმე ნაკაწრი,ჰქონდა.ოთახიდან გამოსვლა უნდოდა,მაგრამ კარი თავისით მიიხურა და გაისმა შემზარავი სიცილი.
-ვინ ხარ_იკითხა მამაომ
-გამიცნობ,როცა ჯოჯოხეთში წამოხვალ_გაისმა ჩურჩული
მღვდელი ნაკურთხ წყალს ასხამდა ყველა კუთხეში და ლოცვის კითხვას განაგრძობდა,მაგრამ ამაოდ.სიცილის ხმა ძლიერდებოდა.უზილავმა ძალამ მღდელი კედელზე ააკრა.ის თავს ვერ ითავისუფლებდა.გრძნობდა,რომ რაღაც მის დახრჩობას ცდილობდა.
როგორც იქნა შეძლო და სახლიდან გამოიქცა.
-რა მოხდა ?_ჰკითხა შეშფოთებით ლიკამ
-აქ მე ვერაფერს გავხდები_უპასუხა მღვდელმა
-რას ამბობთ?_თქვა გიორგიმ
-ასეა,ამ სახლში საშინელი ძალა ტრიალებს
-რა უნდა ვქნათ?ძალიან მეშინია_ამბობდა ქალი
მამაო დაფიქრდა.შემდეგ რაღაც გაახსენდა.ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო.
-ერთი კაცის ნომერი მაქვს_თქვა მან-ის დაგეხმარებათ.
-ვინ არის?_იკითხა გიორგიმ
-ილია ლომიძე_უპასუხა მამაომ
-ვინ არის?რატომღაც მეცნობა მისი სახელი და გვარი_თქვა გიორგიმ
-ექსტრასენსია,ასევე პარაფსიქოლოგიც
-სერიოზულად?_გაუკვირდა ლიკას-მე მეგონა ეკლესია მსგავს ხალხს უარყოფდა.
-ჰო,მაგრამ ილიას ვიცნობ,ბევრი ასეთი საქმე ჰქონია და მოუგვარებია.მას ვენდობი
-კარგი,კარგი...სხვა რა გზა გვაქვს.მინდა ეს კოშმარი დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ._თქვა გიორგიმ
-მაშინ მე დღესვე დავურეკავ ილიას და დაგიკავშირდებით
მამაოს მადლობა გადაუხადეს და სახლში დაბრუნდნენ.მამაომ ერთ საათში დაურეკა და შეატყობინა,რომ ილია მათთან ხვალ მივიდოდა.
ტე;ევიზორს დაღამებამდე უყურებდნენ.მალე ორივეს მოერია ძილი.თუმცა ოთახს რომ მიუახლოვდნენ ჩუმი სიცილის ხმა მოესმათ და კართან ჩრდილი იდგა,რომელსაც ადამიანის ფორმა ჰქონდა.ადგილზე გაშეშდნენ,შიშიგან ვერ მოძრაობდნენ.
-მისაღებში დავიძინოთ_ხელი მოკიდა ცოლს
-ჰო,მე იქ ვერ შევალ_უპასუხა ლიკამ
სინათლე ყველგან აანთეს ,ტელევიზორის ჩართული დატოვეს და მისაღებში გადაწყვიტეს დაძინება.
ალბათ სამი ან ოთხი საათი გავიდა მას შემდეგ ,რაც ჩაეძინათ.გიორგი იატაკზე რაღაც მძიმეს დავარდნის ხმამ გააღვიძა.წამოჯდა,სამზარეულოდან ნაბიჯების ხმა ისმოდა.გვერდზე მიიხედა,ლიკას ეძინა.გადაწყვიტა სამზარეულო შეემოწმებინა.როგორც კი სამზარეულოში შევიდა მთელ სახლში შუქი ჩაქვრა.საბედნიეროდ ტელეფონი თან ჰქონდა და ფანარი ჩართო.უეცრად მის ზურგს უკან რაღაცამ გაირბინა,მიიხედა და არავინ იყო.
კართან სილუეტი გამოჩნდა.აკანკალებული ხელით მიანათა და შვებით ამოისუნთქა,როდესაც მის წინ მდგომი ლიკა დაინახა.
-ლიკა შენ ხარ?_როგორ შემეშინდა -დენი წავიდა,შენ რატომ ადექი?
ქალი ჩუმად იდგა და გიორგის შეშინებული თვალებით უყურებდა.ხმას არ იღებდა.
-ლიკა,ლიკა რა გჭირს?_უნდოდა მისთვის ხელი მოეკიდა,თუმცა თავზარი დაეცა,როდესაც გააცნობიერა,რომ სარკის წინ იდგა ,მისი ცოლი კი სარკიდან უყურებდა.
...
-გამარჯობა,მე ილია ლომიძე ვარ_ხელი ჩამოართვა გიორგის
-გამარჯობა,მობრძანდით_კარი ფართოდ შეაღო გიორგიმ
მამაკაცი სახლში შემოვიდა.ჟაკეტის რამდენიმე ღილი შეიხსნა,რადგან ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ახრჩობდნენ.თვალები დახუჭა და ორივე ხელი ჰაერში გააჩერა.თითქოს ირგვლივ ყველაფერი გაქრა.სიჩუმე იყო და სიბნელე,ამ სიბნელეში კი ჩურჩული ესმოდა და შემზარავი სიცილი.
-რა ხდება?_ჰკითხა გიორგიმ,რომელიც აქამდე ჩუმად აკვირდებოდა მამაკაცს.
-მამაომ ყველაფერი მითხრა_თქვა მამაკაცმა-თქვენი ბავშვობის ფოტოზეც მომიყვა.შეგიძლიათ მაჩვენოთ?_ჰკითხა მან
-ახლავე ,აქეთ მობრძანდით ბატონო ილია_თავაზიანად შეიპატიჟა კაბინეტში,შემდეგ უჯრიდან ფოტო ამოიღო და მამაკაცს გადასცა.
-მადლობთ და თუ შეიძლება უბრალოდ ილია დამიძახეთ_უთხრა მამაკაცმა და გიორგის პირისპირ სავარძელში მოკალათდა.
-ილია,რამეს დალევთ?_ჰკითხა მან
-არა,არ შეწუხდეთ.ჯობს პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.მინდა წუხანდელი ღამის შესახებ დაწვრილებით მომიყვეთ.
-არ ვიცი რა მოხდა,ღამით ხმაურმა გამაღვიძა_ყვებოდა ის აღელვებული ხმით-შემდეგ კი..._წინადადების დამტავრება ვეღარ შეძლო.მისთვის მძიმე იყო იმის წარმოდგენა,რომ ლიკა დაკარგა
-დამშვიდდი_მხარზე ხელი დაადო ილიამ
-მაპატიე,მძიმეა იმის გახსენება ჩემთვის,რაც ვნახე,ის სარკეში იყო.ჩემი ცოლი სარკიდან მიყურებდა.არ ვიცი რა გავაკეთო.არ ვიცი_თქვა სასოწარკვეთილი ხმით
-მიჩვენე სარკე_ფეხზე წამოდგა ილია
გიორგიმ ის სარკესთან მიიყვანა.
-მხოლოდ წუხელ გამოჩნდა და მას მერე აღარ_თქვა მან
ილია სარკის პირისპირ დადგა.თვალები დახუჭა და სარკეს ორივე ხელი დაადო.
ის აღმოჩნდა სარკის მეორე მხარეს.ირგვლივ უკუნი სიბნელე იყო.თავიდან სიჩუმე იყო,გადადგა თუ არა რამდენიმე ნაბიჯი მოესმა ტირილის ხმა,ირგვლივ მიმოიხედა,სიბნელეში ძლივს არჩევდა ადამიანთა სილუეტებს,მაგრამ ისინი არ იყვნენ საშიში.ისინი შველას ითხოვდნენ.ილია ცდილობდა ლიკა ეპოვნა,თუმცა ისიც იცოდა,რომ ხმა არ უნდა ამოეღო,მანამ,სანამ მას არ იპოვიდა,რადგან ამ შემთხვევაში მისი პოვნის შანსს დაკარგავდა.დაკარგული სულები გადაეღობებოდნენ წინ.უცბად მის წინ მჯდომარე ქალი დაინახა.დაიხარა და ის ფრთხილად წამოაყენა.
-ლიკა?_ჩურჩულით თქვა მან
-მე ვარ_ჩურჩულითვე უპასუხა ქალმა
-ხელი არ გამიშვა
-მეშინია,ის არ მიშვებს აქედან_თქვა ქალმა ტირილით
-ვინ?_იკითხა კაცმა
-თქვენ უკანაა_დაიყვირა ქალმა
ილია მიბრუნდა,მაგრამ იქ არავინ იყო.
-დამშვიდდი,არავინ..._ამ სიტყვებით მობრუნდა ლიკასკენ,მაგრამ წინადადება შუაზე გაუწყდა,რადგან მის წინ ის მოხუცი ქალი იდგა და საზარლად უღიმოდა.შედეგ კაცს ხელი კრა.
ილია გამოფხიზლდა.
-რა მოხდა?რა დაინახე?_ეკითხებოდა გიორგი
-ლიკა იქაა,მოხუც ქალს ყავს და ის არ უშვებს_უპასუხა მან
-რა უნდა გავაკეთო?რაღაც გზა უნდა იყოს_იყვირა ანერვიულებულმა და კედელს მუში დაარტყა.
-არის გზა.მაგრამ შესაძლოა შენც საფრთხეში ჩავარდე
-არ მაინტერესებს_თქვა გიორგიმ-მინდა ლიკა დაბრუნდეს და კარგად იყოს.უნდა ვუშველო
-შენი მესმის,მაგრამ უნდა დაწყნარდე,რომ ყველაფერი აგიხსნა.მოდი დაჯექი_კაბინეტში შეიყვანა და დივანზე დააჯინა ის.
შემდეგ სკამი აიღო და მის წინ დაჯდა.
-შენ წარსულში უნდა დავბრუნდეთ
-როგორ?_გაუკვირდა გიორგის
-ჰიპნოზის საშუალებით_უპასუხა ილიამ
-რა?ჰიპნოზი?_გაეცინა გიორგის
-ეს ყველაფერი შენი ბავშვობიდან იღებს სათავეს.ამიტომაც უნდა გაიხსენო რა კავშირი აქვს ამ მოხუც ქალს შენთან.
-არ ვიცი,არა...საერთოდ ეს ყველაფერი რატომ დამემართა_ამბობდა ის
-ჰოდა ,სწორედ მაგას გაგახსენებ დღეს.თუ მზად ხარ დავიწყოთ.
-კარგი_რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ უპასუხა გიორგიმ
ილიამ ოთახი ჩააბნელა.გიორგის უთხრა,რომ მოდუნებულიყო და იმ ფოტოზე ეფიქრა.
-ღრმად ისუნთქე_ამბობდა მსვიდი ხმით-იფიქრე ფოტოზე,იმ პერიოდზე,როცა ის გადაიღეს.
-მახსოვს.მშობლებმა პარკში წამიყვანეს სათამაშოდ.
ეს თქვა თუ არა,კაშკაშა სინათლემ მოჭრა თვალი.სინათლეს ნელ-ნელა შეაჩვია თვალი და ირგვლივ მიმოიხედა,გაოცდა,როდესაც ირგვლივ მიმოიხედა და მიხვდა ,რომ პარკში იყო.მოედანზე ბევრი ბავშვი იყო.მხიარულობდნენ.გიორგის ყურადღება კი ერთმა ბიჭმა მიიქცია,რომელიც საქანელაზე ქანაობდა,კარგად დააკვირდა და საკუთარი თავი ამოიცნო.მას მიუახლოვდა.რა თქმა უნდა ბავშვმა ის ვერ შეამჩნია და თამაშს განაგრძნობდა.
მოულოდნელად,ბიჭი საქანელიდან წამოდგა და გვერდზე გაიხედა.გიორგიმაც იმ მიმართულებით გაიხედა.ბავსვს მოხუცი ქალი ეძახდა.
-არ წახვიდე_დაუყვირა გიორგიმ თავის პატარაობას-გიორგი_ყვიროდა ის
ბავშვი ყურადღებას არ აქცევდა,სამაგიეროდ მოხუცმა ქალმა შეამჩნია ის და მისკენ წამოვიდა ჩქარი ნაბიჯით.გიორგი უკან იხევდა,თუმცა მოხუცმა კისერში ხელი წაუჭირა და ახრჩობდა,იცინოდა და თან მისი საზარელი თეთრი თვალებით უყურებდა.
მამაკაცი ცდილობდა მისგან თავის დახსნას.
-გიორგი,გამოფხიზლდი_ჩაესმა ილიას ხმა
-კინაღამ მომკლა_კისერზე ხელს ისვამდა გიორგი-გამახსენდა ყველაფერი ისაა
-რას გულისხმობ?_ჰკითხა ილიამ
-ადრე ამ კორპუსში,ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობდა._დაიწყო ამბის მოყოლა-არავის ეკონტაქტებოდა,უფრო სწორად მას ყველა გაურბოდა.ამბობდნენ ჯადოქარიაო თუ რაღაც.მე მაშინ პატარა ვიყავი და ჩემზე ცოტათი დიდი ბავშვები მაშინებდნენ და მეუბნებოდნენ,რომ ის ქალი ბავშვებს ჭამს.მეც რა თქმა უნდა ვიჯერებდი ამ ყველაფერს და ქალს გავურბოდი,ძალიან მეშინოდა მისი,თანაც ყოველთვის უცნაურად მიყურებდა ... ერთ საღამოს გვიანობამდე ვთამაშობდი ეზოში და სახლში რომ ამოვდიოდი მისი სართულიც უნდა გამევლო.მისი სახლის კარი ღია იყო.არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე,ბავშვურმა ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო დასახლში შევედი.იქ კი საზარელი სანახაობა დამხვდა,მოხუცს ყელი ჰქონდა გამოჭრილი,ღიად დარჩენილი თვალები კი თითქოს მე მიყურებდა.პანიკაში ჩავვარდი.ყვირილი დავიწყე.იმ ამბის შემდეგ ფსიქოლოგის დახმარება დამჭირდა,რომ ყველაფერი დამევიწყებინა.იმ ქალზე კი ვერაფერი გაარკვიეს,ვერ გაიგეს ვინ მოკლა ის და რატომ.
-ახლა ყველაფერი გასაგებია_თქვა ილიამ
-რა?
-როცა ადამიანი მოულოდნელად კვდება,რა ასაკისაც არ უნდა იყოს,ის სრულ გაურკვევლობაშია ,უფრო სწორად მისი სული.თავი ცოცხალი ჰგონია და როცა აცნობიერებენ,რომ გარდაიცვალნენ საშინელი რისხვა იპყრობთ და ცდილობენ სხვას წაართვან სიცოცხლე,რომ კვლავ დაბრუნდნენ ამ სამყაროში
-რას ამბობ_გაუკვირდა გიორგის
-ჰო,მე მქონია მსგავსი შემთხვევა ადრე.
-და რა უნდა გავაკეთო?
-ის შენზეა მოჯაჭვული,შენთვის საყვარელი ადამიანი წაიყვანა და ახლა შენ წაყვანასაც ცდილობს,შენ მასთან უნდა მიხვიდე.შეძლებ ამას?
-ყველაფერს გავაკეთებ,მთავარია ლიკას არაფერი დაემართოს.
-სარკის მიღმა გადაგიყვან,მაგრამ მომისმინე,შენ მხოლოდ ჩემ ხმას გაიგონებ,ყველაფერი ისე გააკეთე როგორც გეტყვი.მენდობი?
-ყველაფერს გავაკეთებ_თქვა დარწმუნებით
-თვალებში მიყურე და არაფერზე იფიქრო_უთხრა მან შემდეგ კი გიორგის ხელი მაგრად მოკიდა.გზაში არავის დაელაპარაკო,როცა ლიკას დაინახავ ხელი მაგრად მოკიდე და ხმის ამოუღებლად უკან გამოიქეცი.დაიმახსოვრე საერთოდ არავის დაელაპარაკო.
რამდენიმე წამს იყო მის პირისპირ,ბოლოს კი დაიღალა ასე ჯდომით.
-მოიცა რა,ბოდიში,მაგრამ ეს სისულელეა_ფეხზე წამოდგა გიორგი და გაოცებიგან კინაღამ იყვირა,როდესაც მის სხეულს მოკრა თვალი.
-სარკესთან მიდი_ჩაესმა ილიას ხმა
ასეც მოიქცა.ხელები სარკეს დაადო და რამდენიმე წამში მის მეორე მხარეს აღმოჩნდა.ირგვლივ საშინელი სიბნელე და სიცივე იყო.ადგილზე დარჩა,არ იცოდა როგორ მოქცეულიყო.
-შენ გონებას ენდე_ჩაესმა ისევ ილიას ხმა-მიხვდები საითაც უნდა წახვიდე
ირგვლივ მიმოიხედა,სიბნელეს შეაჩვია თვალი და მის წინ მოაჯირს მოკრა თვალი და კიბეს,რომელიც ქვემოთ ჩადიოდა.
-კიბეზე ჩადი_თქვა ილიამ
ისიც ასე მოიქცა.კიბე ძალიან გრძელი იყო.სანამ ცადიოდა ორივე მხრიდან დაკარგულ სულთა ტირილი ესმოდა,მის სახელს იძახდნენ,მაგრამ გიორგის ახსოვდა ილიას გაფრთხილება,რომ არავის უნდა დალაპარაკებოდა.როგორც იქნა ქვემოთ ჩააღწია.ირგვლივ სრული სიცარიელე იყო.
-გიო_მოესმა ლიკას ხმა
გიოს გაუხარდა და უნდოდა მისკენ წასულიყო
-არ მიუახლოვდე-ჩაესმა ილიას ხმა-ეს ლიკა არაა
გიორგიმ უკან დაინახა და დაინახა თუ როგორ გადაიქცა "ლიკა" ისევ იმ მოხუც ქალად,რომელიც ბოროტი ღიმილით და თეთრი თვალებით უყურებდა მას
-მოხვედი_ჩაიცინა ქალმა-ხელში ჩაგიგდე,შენი ფეხით მოდი ჩემთან_ამბობდა საზარელი ხმით
-თვალი არ მოაცილო,სანამ არ წავა_ეუბნებოდა ილიას ხმა-შენ მასზე ძლიერი ხარ,შენმა მეხსიერებამ უნდა გააგდოს ის.
გიორგი იდგა და თვალს არ აშორებდა მოხუც ქალს და გონებით უბრძანებდა,რომ დაეტოვებინა მისი სახლი.ქალი საზარლად ხარხარებდა.ირგვლივ ყველაფერი ზანზარებდა.მის სიცილის ხმა კი იზიდავდა დაკარგულ სულებს,რომლებიც მიწიდან ამოდიოდნენ და გიორგის ჩათრევას ცდილობდნენ.მაგრამ ის არ ნებდებოდა,კვლავ გაუნძრევლად იდგა და ქალს უყურებდა.
მოხუცი მასთან ვერაფერს გახდა.მისი საზარელი სიცილი კივილმა შეცვალა.გიორგისკენ წამოვიდა,რომ მისი ბინძური გრძელი ბასრი კლანჭებით ყელი გამოეჭრა,მაგრამ იქამდე ვერ მიაღწია.გიორგის გონებამ შეძლო და ბავშვობის დროინდელი პარაზიტი ჩამოიშორა.მან შეძლო და შიში დაამარცხა.მოხუცი და მასთან ერთად ყველა სული გაქრა.
მამაკაცმა შვებით ამოისუნთქა.გვერდზე გაიხედა და ლიკა დაინახა,რომელიც შიშიგან მოკუნტული იჯდა მიწაზე.საჩქაროდ მივიდა ქალთან,ხელი მოკიდა და კიბისკენ გაიქცა.
შეუჩერებლად არბოდა კიბეზე,რომელიც ასვლისას უფრო და უფრო გრძელი ჩანდა,თუმცა ეს დაბრკოლებაც გაიარეს.ორივეს ძლიერმა სინათლემ მოჭრა თვალი.გაახილ;ეს თვალები და მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,როდესაც მიხვდნენ ,რომ სახლში იყვნენ.ილია ორივეს მიეხმარა წამოდგომაში.გახარებულები ეხვეოდნენ მამაკაცს.
-დიდი მადლობა_ამბობდა გახარებული გიორგი-თქვენი წყალობით ჩამოვიშორეთ ის პარაზიტი
-შენ ძლიერი ხარ გიორგი_გაეღმა ილიას-სწორედ შენი წყალობით დაამარცხე ის,შენი ლიკასადმი სიყვარულით.
გიორგი ცოლს მიუბრუნდა და მაგრად მოეხვია.ქალი ჯერ კიდევ შეშინებული და აღელვებული იყო და ქმარს ძლიერად ეკვროდა.
...
-ლიკა,ფორთოხლის წვენი მოგიტანე_წვენით სავსე ჭიქა მოიაწოდა აივანზე მჯდომ ცოლს და მის გვერდით ჩამოჯდა.
-მადლობა_გაუღმა ქმარს და აკოცა.-ზოგჯერ ყველაფერი სიზმარი მგონია_უთხრა ქმარს
-ჰო.მართლაც დაუჯერებელი რამ შეგვემთხვა_თქვა გიორგიმ-მაგრამ მთავრია ყველაფერი კარგადაა
-მართალია,უკვე კოშმარებიც აღარ მესიზმრება.შენი წყალობით ვარ ცოცხალი_აკოცა ქმარს
-ილია რომ არა არ ვიცი რა მოხდებოდა.ძალიან კარგი ადამიანია
-ჰო_უპასუხა ქალმა-თან თანხა არ გადაგვახდევინა.იცი,თავისუფლად ვსუნთქავ და უკვე არარ მეშინია_თქვა ლიკამ
-ახლა მხოლოდ კარგზე უნდა ვიფიქროთ_მოეფერა ცოლს უკვე კარგად წამოზრდილს მუცელზე.
...
-აქეთ გამოიხედე ლუკა_ეძახდა გიორგი შვილს და ფოტოს უღებდა.
-ახლა კი მოდი სანთლები ჩააქვრე ლუკა _ბავშვს მოეფერა ლიკა და მაგიდასთან მიიყვანა.
-სურვილის ჩაფიქრება არ დაგავიწყდეს_შეახსენა გიორგიმ
ბავშვმაც სიხარულით ჩააქრო ხუთივე სანთელი.სხვა ბავშვებთან ერთად ტორტი ჭამა და შემდეგ ეზოში გავიდნენ სათამაშოდ.გიორგიც ბავშვებისკენ წავიდა.ლუკას თვალი ვერ მოკრა,ბავშვებმა უთხრეს,რომ საქანელებთან იყო.ისიც იქეთკენ გაემართა.
-ლუკა
-ჰო მამა_უპასუხა ბავშვმა
-აქ რას აკეთებ?
-ვთამაშობ მა ,ნახე რა კარგი ბურთი მაქვს.აჩვენა ბავშვმა ძველი ბურთი
გიორგის აღელვებისგან სუნთქვა გაუხშირდა,როდესაც ბურთი დაინახა.ძველი ოდნავ გაცვეთილი წითელი ბურთი იყო.კარგად დააკვირდა და გაახსენდა,რომ ეს სწორედ ის ბურთი იყო,რომელიც იმ მოხუცი ქალის სახლში დაუვარდა ბავშვობაში,როდესაც მისი გვამი დაინახა.
ძლივს ამოისუნთქა და ბავშვს შეხედა
-ლუკა,ეს ბურთი სად იპოვე?_ჰკითხა ბავშვს და ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში
-მოხუცმა ბებომ მომცა_მხიარულად უტხრა ბავშვმა და სხვა ბავშვებისკენ გაიქცა სათამაშოდ.



№1  offline წევრი fireending

მირრა
სოფელში ვარ, მარტო ვწევარ მეორე სართულზე, ღამის სამი საათია და მე ამას ვკიხულობ, ჯანდაბა ეს რაიყო :D სარკეში ჩაცედვის შემეშინდება მგონი :D გაგრძელებას აპირებ ალბათ ხო?

გამარჯობა,მადლობთ რომ კითხულობთ.არ ვიცი ვნახოთ.ვფიქრობ თუმცა ჯერ არ გადამიწყვეტია რაიმე მეორე ნაწილთან დაკავშირებით.

 


№2  offline წევრი fireending

მირრა
ისეთი დასასრული ჰქონდა ვფიქრობ კარგი იქნება თუ გააგრძელებ, თუმცა შენი გადასაწყვეტია, თუ გააგრძლებ წავიკითხავ აუციილებლად. წარმატებები..

მადლობა,ვიფიქრებ აუცილებლად.თუკი იქნება დაინტერესება.

 


№3 სტუმარი kati

Vaime.ra iyo es?!kidev kargi dilit wavikitxe...gagrzelebas wavikitxavdi siamovnebit.

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

Aset janrshi aseti gamartuli da azriani istoria karga xania arcamikitxavsss. Yochaggg, martalia armeshiniaaa, magram mainc shtabechdilebis qves vvarrr, vfiqrob agar unda gagrzelebaaaa, ravi chemi subieqturi azriaa

 


№5  offline წევრი fireending

Qeti qimucadze
Aset janrshi aseti gamartuli da azriani istoria karga xania arcamikitxavsss. Yochaggg, martalia armeshiniaaa, magram mainc shtabechdilebis qves vvarrr, vfiqrob agar unda gagrzelebaaaa, ravi chemi subieqturi azriaa

დიდი მადლობა ასეთი კარგი შეფასებისთვის ♥♥♥ .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent