*სისხლიანი პაემანი* (თავი 13)
რამოდენიმე წუთი იდგა ორივე გაშეშებული,თავზე ხელებშემოწყობილი დემეტრე თითქოს ცდილობდა ნერვების მოთოკვას,მისი გულისცემა ისეთი სწრაფი იყო,მთელს ოთახში ისმოდა ექოსავით. ანასტასიას შემოუტრიალდა,რომელიც შეშინებული თვალებით უყურებდა მამაკაცს,ზუსტად ისე,როგორც პირველი შეხვედრისას. სწრაფად მიუახლოვდა და გულში ჩაიკრა. - გამიშვი! თევზივით აფართხალდა ქალი და ცდილობდა მისი მკლავებისგან დახსნას,თუმცა დემეტრე გაშვებას წამითაც არ ცდილობდა. - შენ თავს ვფიცავარ,ეს მე არ გამიკეთებია,დაწყნარდი.. გულზე უფრო მჭიდროდ მიიკრო და ტუჩები საფეთქელზე მიაწება. - გამიშვი. ძლივს წარმოთქვა ქალმა სიტყვები,რადგან საყვარელი მამაკაცის მკლავებში ყოფნამ და მისმა სურნელმა,მეტად მიანიჭა აუღწერელი ნეტარება,თავი რომ არ დაეხსნა ალბათ ვერ გაუძლებდა ცდუნებას და ისეთ შეცდომას დაუშვებდა,რასაც სულ ინანებდა. - რომ დამშვიდდები, გაგიშვებ. - მშვიდად ვარ. თქვა მტკიცედ და თვალები ზევით ააპარა,მისი სახისკენ. - კარგი,მორჩა წადი.. დემე გამიშვი! - რა თქვი? თვალები დაქაჩა ბიჭმა და ღამისფერ თვალებს ჩააშტერდა. - რა უნდა მეთქვა?! - გაიმეორე. - წადი მეთქი! - არა არაა,ნწ, დემე დამიძახე. თავი გააქნია ბიჭმა და ტუჩი გაილოკა ენის წვერით. - არა! მოგეჩვენა. - მე არაფერი მეჩვენება პატარავ. - ხელს გამიშვებ თუ მთელი საუკუნე ესე უნდა ვიდგეთ? - მთელი საუკუნე შენთან ერთად დგომა მართლაც კატასტროფა იქნებოდა. - აჰაა,კატასტროფა არა?! - უბრალოდ დგომას ვგულისხმობ,ხომ ხვდები.. თვალი ჩაუკრა და ჩუმად ჩაიცინა. - კარგი,მორჩა გამიშვი! - კარგი. ხელები გაუშვა თუარა,ისე ამოისუნთქა,თითქოს მთელი ეს დრო უჟანგბადოდ ყოფილიყო და მხოლოდ ახლა მიაწოდა ფილტვებს ჰაერი. - მაინტერესებს,ჩემი მოთმინების ფიალა როდის აივსება მაგას ელოდები,თუ დაშორდები ამ სირ დათას? - რატომ უნდა დავშორდე?! მე დათა მიყვარს! - ააა,ხო..გიყვარს.. ალბათ ამიტომ გითრთის მთელი სხეული მე რომ გეხები.. - მოჩვენებები დაგწყებია ამ ბოლო დროს,იცი?? - ნუ მეთამაშები,ანასტასია. თითი ცხვირწინ დაუქნია კაცმა და წარბები შეკრა. - დათას შეეშვი იცოდე! ბიჭმა კვლავ გააქნია თავი,გასაღები თავად გადაატრიალა და კარი გამოიხურა. - ღმერთო,აი ამას ჰქვია ნამდვილი დაცემა და ფეხზე ვერ ადგომა.. შენს ადგილას გავაუპატიურებდი! გადაიკისკისა მარიამმა და ანასტასია წარბაწეული შეუტრიალდა. - შენ მთელი ეს დრო გვისმენდი?! - გისმენდით,თქვენც ეხლა სექსით იყავით დაკავებული და კვნესა და ოხვრა მესმოდა რა! - რა საძაგელი ენა გაქვს.. ვერ გადამირჩები იცოდე. - მუქარაში შენ და დემეტრე ერთმაენთს ასწრებთ,ისევ კისკისი გააგრძელა გოგონამ და ანასტასიას სახეს რომ კვლავ შეხედა,სჯობდა ადგილიდან მოეხია,ისიც მაშინვე ოთახში შევარდა. *** - ქალბატონო ანასტასია,თქვენთან ბატონი სანდრო მაღლაკელიძეა მოსული. - შემოვიდეს,თქვა ანასტასიამ და სავარძელში მოკალათდა. სანდროც შემოვიდა სახეგაბადრული,დივანზე დაჯდა და კალამი ნერვიულად აათამაშა ხელში. - ამოღერღე,რა ხდება?! - არ ვიცი როგორ ვიქცევი,სწორად თუ არასწორად. - რას გულისხმობ? - მართასთან ვიყავი,გუშინ ღამით. - გუშინ? - ჰო.. შევთავაზე,რომ მე ვიზრუნებდი მასზე და მის შვილზე. ანასტასიას გაეღიმა,ბედნიერების ნაპერწკალი აუღვივდა თვალებში,სანდროს გვერდით ჩამოუჯდა და მხარზე თავი ჩამოადო. - გიყვარს ისევ მართა.. - ჰო..თან ვბრაზობ საკუთარ თავზე,თან.. - ვიცი ვიცი.. - მინდა რომ გადაუყვარდეს ის ნაბიჭ*ვარი მაქსიმე.. უხხ,რომ გამოჩნდეს გეფიცები შემომაკვდება.. - კარგი,რა.. დამშვიდდი,მართა მას აღარ დაუბრუნდება. ტელეფონი აწკრიალდა და მაშინვე დასტაცა ხელი ტასომ. - დათა? - ანასტასია,საქმე მაქვს,მძღოლი დაბლა გელოდება და რაც შეიძლება სწრაფად გამოდი. - კარგი.. გამოვალ. თავში ათასმა საშინელმა აზრმა გაუელვა და აკანკალებული ხელებით დააბრუნა ტელეფონი თავის ადგილას. - სანდრო,მაპატიე,უნდა გავიდე,დათას ვხვდები. - მშვიდობაა? - სიმართლე გითხრა არც კი ვიცი.. ძალიან სერიოზული და კატეგორიული იყო.. ძალდატანებით გაეღიმა ქალს, ჩანთა მოიმარჯვა ხელში,წითელი პომადა გადაისვა და კაბინეტი ორივემ ერთად დატოვა. *** მანქანა ერთ-ერთ დახურულ რესტორანს მიუახლოვდა,მძღოლმა კარები გააღო,ანასტასიაც გადმოვიდა და მისი ქუსლების კაკუნი მთელ სივრცეს მოეცვა. შორიახლოს დაინახა დათა,რომელიც ერთ-ერთი მაგიდის თავთან იჯდა,სიგარა მოემარჯვებინა ხელში და ქალს კარგად აკვირდებოდა. - რა ხდება? გულამოვარდნილ ანასტასიას სიჩუმე დაერღვია,კაცი კი ისევ მშვიდად და აუღელვებლად უყურებდა მას. - დათა კარგი რა,ნუ მტანჯავ,ჩქარა მითხარი რა ხდება - მაგარი ამბავი მაქვს.. სიგარა გვერდით გადადო და ღვინო ჩამოასხა ჭიქებში. - რა ამბავი? - ვუერთდები მარათონს,საპრეზიდენტო არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას,მამაჩემის თხოვნით და ცოტა ჩემი ინიციატივითაც.. - რაა? დათა,ძალიან მაგარია.. გილოცავ.. - ჰო,მეც არ მჯერა.. არ ვაპირებდი ჯერ ამ ნაბიჯის გადადგმას,მაგრამ რაღას ველოდო? - პირიქით,სწორად იქცევი,ვამაყობ შენით. ალკოჰოლით სავსე ჭიქა გაუწოდა ანასტასიას და მის თითებზე გადაიტანა აქცენტი. - არ დამლოცავ? - მამა-პაპურად გადღეგრძელო? თუ ხუმრობებს აღარ ვართ ბატონო პრეზიდენტო? - საიდან მოიტანე რომ არ ვართ? - ძალიან კარგი.. გაგიმარჯოს,შენ და შენს წამოწყებულ საქმეებს. - მადლობა საყვარელო,ოღონდ კიდევ ერთი დეტალი მაქვს გასარკვევი შენთან.. ბაგეებს ფაიფურის ჭიქა დააშორა და ღვინო ლამის გადასცდა. - რა დეტალი? გაიკვირვა ქალმა და თვალები დაახამხამა. - ვინაიდან,პრეზინდენტი სასურველია დაოჯახებული იყოს,მინდა ჩვენი ქორწინებაც დავაჩქაროთ,რაღას ველოდოთ? - დათა.. - ტასო,ხელი მის ხელს მოკიდა და თვალებში ჩახედა.- უზრუნველყოფილი იქნები ჩემთან,ყველაზე ბედნიერ ქალად გაქცევ,ყველაფერი შენს ხელში იქნება თუ შენ ამას მოისურვებ,აღარ გინდა ყოყმანი.. შევუდგეთ საქორწინო სამზადისს და დავტკბეთ ჩვენი სიყვარულით.. მინდა რომ ჩემი ცოლი და ჩემი შვილების დედა გერქვას,ანასტასია ახვლედიანო. ტასოს ნერვიულად გაეღიმა და ღვინით სავსე ჭიქა ბოლომდე გამოცალა. ოფიციანტს ხელით ანიშნა,კიდევ აევსო ჭიქა. - ვიცი,ნერვიულობ.. შენ წარმოდგინე და მეც. უცებ დათას ტელეფონი აწკრიალდა,ნომერს დახედა თუარა მაშინვე დაუსერიოზულდა სახე და ოფიციალურად დაიწყო საუბარი. - ტასო,მე უნდა გავიდე. ფეხზე ადგა და მის უკან მყოფი დაცვაც წინ წამოიწია. - კარგი. - მძღოლი გარეთაა,ისევ ის მიგიყვანს სახლამდე. - სამსახურში დავბრუნდები,იქ ჩემი მანქანაა დატოვებული ამიტომ იმით წამოვალ უკან. - კარგი.. საღამოს დაგირეკავ,მიყვარხარ. ტუჩზე მოწყვეტით აკოცა და ტერიტორია დატოვა. ანასტასია ჯერ კიდევ იჯდა და ვერ ინძრეოდა,ერთ ჭიქას მეორეს აყოლებდა,არასდროს მონდომებია სასმელი ცხოვრებაში ასე ძალიან. თავისი რადიკალურად განსხვავებული ცხოვრება წარმოიდგინა,როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო პრეზიდენტის ცოლობა,სასახლეში ცხოვრება და პირველი ლედის სტატუსი,ძალაუფლება,ფუფუნება. ეს ყველაფერი ერთის მხრივ საოცრად სასიამოვნო იყო,როცა წარმოიდგენდა,თანაც ამას რომელი ქალი არ ინატრებს? რომელ ქალს არ უნდა ანასტასიას ადგილას იყოს? მაგრამ სურს თუარა ანასტასიას,თავის ადგილას ყოფნა? სურს დათასთან გაატაროს ცხოვრება? თავში ათასი კითხვა უბურღავდა ტვინს,სახლამდე ისე მიაღწია,ვერც კი გააცნობიერა თავის საწოლში როგორ აღმოჩნდა. - ხომ გეუბნებოდი მაგარი მომავალი აქვს მაგ ბიჭს თქო,წარბი ასწია ლილემ და მართას მხარი გაჰკრა. - კარგით რა,ჯერ არც ვიცით აირჩევენ თუ არა. - ანასტასია სულ გამოშტერდი? ყველა დათაზე გიჟდება.. თან იციან ვისი შვილიც არის,ენდობიან.. - არ მითხრა ეხლა რომ მის ცოლობაზე ყოყმანობ? პირი დააღო მართამ. - რა გჭირთ თქვენ კიდე! ასე ადვილია ცოლობას დათანხმდე? - ეე,იდიოტო, პირველი ლედობა არ გინდა? - არასდროს მიოცნებია სიმართლე გითხრა - შენს ადგილას რომ ვიყო,სიხარულისგან ვიფრენდი.. ტრამპის ცოლზე მაგარ ზმანს დავითრევდი,ან ელიზაბედის სტილზეც დავფიქრებოდი.. - გეყოფათ.. ჩაიჩურჩულა ანასტასიამ და ბალიში თავზე დაიდო. კვლავ არ მოშორებოდა ანასტასიას გონებას ფიქრები,მაგნიტივით მიწებებოდნენ და რეალობაში დაბრუნებას და ყველაფრის ცივ გონებაზე გადაწყვეტას არ აცლიდნენ. აბაზანიდან პირსახოც შემოხვეული გამოვიდა,ტელევიზორი დაბალ ხმაზე ჩართო და სარკის წინ შეუდგა მოწესრიგებას. კარებთან ვიღაცის სიცილი ისმოდა,ხმები ნელნელა ახლოვდებოდა და კარი გაიღო თუარა,მარიამი შემოვიდა,მის უკან კი დემეტრე მოყვა. - უი,უხერხულ დროს მოვედით დაიკოო... ლოყაზე აკოცა და ფეხსაცმელი გაიხადა,დემეტრე კი თავიდან ფეხებადე ათვალიერებდა ნახევრად შიშველს. ტასო უხერხულად შეიშმუშნა და პირსახოცი მჭიდროდ შემოიკრო. - უხერხულ დროს კიარა,სად ხარ ამდენ ხანს? ან ერთად რატომ მოხვედით? ისევ მარიამს მიუბრუნდა და ხელები წელზე შემოილაგა. - აუ როგორ ეტყობა რო ცვეტში ადვოკატია.. თვალი ჩაუკრა დემეტრეს და მანაც თავი დაუქნია სიცილით. - მარიამ! - უბრალოდ მოტოთი გავასეირნე,იმ დღეს მთხოვა და უარს ხომ არ ვეტყოდი? თქვა დემეტრებ და ტუჩზე იკბინა,ყოველ წამში ნამიოკს არტყავდა იმაზე,რომ ის ნახევრად შიშველი იდგა. - კარგი,შენ წადი... შენ კიდე ოთახში შედი და დაიძინე. - რა სიმკაცრეა ანასტასია? - დემეტრე,არ მაქვს შენი დრო. - მე დაგტოვებთ..თქვა მარიამმა,დემეტრეს მოეხვია,მადლობა გადაუხადა და საძინებელს მიეშურა. - დიდხანს უნდა მიყურო? - აანალიზებ მაინც რა ძნელია ჩემი თავის შეკავება? - უფლება არ გაქვს დანიშნულ ქალს ასე ელაპარაკო. - ამას ის ქალი მეუბნება,ვისი გაშიშვლებაც ერთი ხელის მოსმით შემიძლია ხო? ნაბიჯი წინ გადადგა,ანასტასიამ კი მის შესაჩერებლად ხელი წინ წასწია. - არ მოხვიდე ახლოს! - არ მოვდივარ,შენ მიდიხარ უკან-უკან,მე მოგყვები. - დემეტრე გეყოფა! როცა უკვე კედელს მიუახლოვდა და წასასვლელი აღარ ჰქონდა,ბიჭმა მის ნიკაპს ჩაავლო გრძელი თითები,წელზე ხელი შემოხვია და ტანზე მიიკრა. - რაში მჭირდება ვინმეს ნებართვა?რაც ჩემია ის მე მეკუთვნის. - ხელი არ დამაკარო! - არ დაშორებიხარ ჯერ იმ დედამ**ულს,არა? - არა. კბილები ერთმანეთს დააჭირა და კედელს ხეთქა მუშტი,როგორც სჩვევია. - აჰა,გასაგებია. სწრაფად მოშორდა ქალს და წამებში გაუჩინარდა სახლიდან,ანასტასიას ძახილს და მის კივილს უკვე არანაირი აზრი არ ჰქონდა,ის უკვე მოტოციკლზე იჯდა და მთელი სისწრაფით მოშორებოდა იქაურობას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.