შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილი (სრულად)


29-07-2018, 17:48
ავტორი luana
ნანახია 3 405

ბავშვობიდან სიმარტოვის მეშინოდა ყველაზე მეტად. მეშინოდა სახლში მარტო დარჩენის. მეშინოდა, რომ ოდესღაც დადგებოდა დრო, როცა არავინ აღარ მეტყოდა, ლილე ყველაფერი კარგად იქნება მე შენთან ვარ.

ყვავილები გაიტანეს. მხოლოდ კუბო დარჩა ოთახის შუაგულში. ბუნდოვნად მესმოდა ირგვლიმყოფთა ხმა, რომლებიც გასვლას მთხოვდნენ. მთხოვდნენ წავსულიყავი და მიმეცა უფლება გაეტანათ მისი სხეული ოთახიდან. ოთახიდან, რომელიც სავსე იყო ჩვენი სიყვარულით დღეს კი დაცარიელებისთვის ემზადებოდა. ჩემ თავს გამაგრებისკენ მოვუწოდე. მინდოდა ღირსეულად გამეცილებინა ჩემი მეუღლე ბოლო გზაზე, მაგრამ ვერ შევძელი, ყველაფერი გაშავდა.

-ლილე სიყვარული რა არის? უეცრად მკითხა ლუკამ და ისე მომაშტერდა თითქოს ჩვენი ცხოვრება ამ კითხვაზე იყო დამოკიდებული.
-რასაც შენ მიმართ ვგრძნობ, სხვა რა უნდა იყოს? გაკვირვებულმა ვუპასუხე.
-რატომ მკითხე?
-არ ვიცი, უბრალოდ შენი პასუხის მოსმენა მინდოდა.
-და, შენი აზრით, რა არის სიყვარული?
-ჩემი აზრით სიყვარული არის სიკვდილის შიში?
-ვერ მივხვდი ლუკა, სიკვდილის შიში როგორ არის სიყვარული?
-ანუ როდესაც სიკვდილის გეშინია არა იმიტომ, რომ მოკვდები და ყველაფერი მორჩება, ან შენი ცოდვების გამო მოგიწევს პასუხი აგო. არამედ, იმიტომ გეშინია, რომ იცი მას დატოვებ, მას ატკენ და შენი სიკვდილით მას მოუსპობ სიცოცხლის სურვილს.
-ლუკა მაშინებ, ხო იცი, რომ არ მიყვარს ასეთ თემებზე საუბარი.
-ვიცი, ამიტომაც მეშინია სიკვდილის. არ მინდა რომ გატკინო.
-ხოდა გადაწყდა არ მოკვდე.
-არ მოვკვდები.
-დამპირდი, დამპირდი რომ არ მიმატოვებ.
-გპირდები.

ვერ შეასრულე დაპირება. ვერ გამოდექი სიტყვის კაცი. შენს საფლავზე ვდგავარ სულ მარტო, შეშინებული, განადგურებული, ცოცხალმკვდარი ვარ გესმის? მტკივა, სიცოცხლის სურვილი დავკარგე. ც კი ვცადე ლუკა გესმის. როდესმე იფიქრებდი, რომ მე ლილე მახარაძე, გოგო, რომელსაც ასე უყვარდა სიცოცხლე 26 წლის ასაკში დანას აიღებდა და ვენებს გადაიჭრიდა? ლუკაა მითხარი ხვდები მაინც რა გამიკეთე. როგორ გაბედე ჩემი მიტოვება. რა გავაკეთო ახლა? ღმერთო ლუკა რა გავაკეთო.

ერთი თვე გავიდა, რაც ლუკამ მიმატოვა, არა თავის ნებით. ყველაფერი უეცრად მოხდა. ერთ დღესაც გავიღვიძე და დავინახე როგორ მიყურებდა ლუკა აცრემლებული თვალებით. პირველად ვნახე ასეთ მდგომარეობაში, იმ წუთას ისე ცუდად გავხდი არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. გავშეშდი და ხმის ამოღებაც ვერ შევძელი. მან კი მითხრა, რომ კიბო ჰქონდა, ბოლო სტადია. თურმე ორი თვე მიმალავდა ამ ამბავს მე კი ვერაფერი შევატყვე. თავი ყოველთვის ჭკვიანი ქალი მეგონა, მე კიდევ ვერ გავიგე თუ რა დღეში იყო ჩემი ქმარი. ვერ ვიღებდი ხმას, თვალებში შეხედვასაც კი ვერ ვბედავდი. მხოლოდ მისი ხმა ჩამესმოდა ბუნდოვნად, თითოეული მისი სიტყვა მკლავდა.
-ლილე მეშინია. მხოლოდ ამ წინადადების შემდეგ შევძელი ძალა მომეკრიბა. მივხვდი, რომ ახლა არ შეიძლებოდა ჩემზე მეფიქრა, არ შეიძლებოდა ეგოისტურად მეტირა ჩემ მომავალზე, თუ როგორ გავძლებდი ლუკას გარეშე. მივხვდი, რომ მას მე ვჭირდებოდი ახლა ისე როგორც არასდროს.
-ლუკა მე შენთან ვარ, ლუკა მე შენთან ვარ. ვიმეორებდი და მთელი ძალით ვეხვეოდი.
-არ მინდოდა შენთვის მეთქვა, არ მინდოდა ჩემი ბოლო დღეები ამ ავადმყოფობაზე დარდში გაგეტარებინა, მინდოდა, რომ ბოლო დღემდე ნორმალური ცხოვრება გაგვეგრძელებინა, მაგრამ ვერ შევძელი. ლილე სიკვდილის არ მეშინია, ლილე უშენობის მეშინია. ლილე არ მინდა შენი დატოვება.
-ლუკა აქამდე უნდა გეთქვა, როგორ დამიმალე, ამდენი ხანი როგორ არ მითხარი, ამდენი ხანი მარტომ რატომ გადაიტანე, ხომ იცი, რომ შენთან ვარ, ხომ იცი, რომ ყველაფერი ერთად უნდა გადავლახოთ, ჭირში და ლხინში ხომ შემოგფიცე არა?
-ლილე სამი თვეც კი არ დამრჩა.
-საზღვარგარეთ წავიდეთ, სხვა ექიმი ვნახოთ, რას ნიშნავს სამი თვე. ლუკა რაღაც ეშლებათ არაფერი გემჩნევა მეოთხე სტადია ასეთი ადვილი ხო არაა, მართლა ეგრე რომ იყოს შეგატყობდი, რაიმე ცვლილება იქნებოდა. ვყვიროდი, ვკანკალებდი და ხელს მთელი ძალით ვუჭერდი.
-ლილე, დამშვიდდი გთხოვ. რამდენიმე ექიმთან ვიყავი, ერთ თვეში მოედო მთელ ორგანიზმს ოპერაციას ხელი არავინ მოკიდა. ერთი კვირაა, რაც ტკივილები დამეწყო. ექიმმა მითხრა, რომ უარესად გავხდებოდი, იმიტომ უფრო ვეღარ დაგიმალე. უნდა გამაგრდე ჩემი ხათრით, შენი ერთი ცრემლი მაინც, რომ დავინახო ხომ იცი რა მომივა.
-ლუკა ჩემზე არ იფიქრო, მთავარი შენ ხარ. წავიდეთ მაინც რა, ან გერმანიაში ან თურქეთში არ ვიცი სადაც სჯობს.
-ჩვენ წავალთ ჩვენს ქოხში და იქ ვიქნებით ეს დრო. უნდა გავუსწოროთ თვალი რეალობას, არაფერი არ მეშველება და მინდა, რომ შენთან ერთად ვიყო ექიმების და გამოკვლევების გარეშე.
-კი მაგრამ...
-არანაირი მაგრამ, ყველაზე მეტად შენთვის სიმართლის თქმის მეშინოდა და ეს გადავლახე, ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ როგორმე გამაგრდე და არ გამიშვა აქედან გულდამძიმებული კარგი?
-ლუკა ჯერ ისევ მგონია რომ კოშმარს ვხედავ ვერაფერს ვამბობ.
ვერც ამის შემდეგ ვთქვი ვერაფერი. თითქოს იგნორი გავუკეთე მის დაავადებას, ტყის პირას ქოხში წავედით. ისევ ისე ვატარებდით დროს როგორც იმ წყეულ დღემდე, ისევ ისეთივე ბედნიერები ვიყავით. ერთადერთი რაც მის კიბოს გვახსენებდა წამლები იყო ჩვენ ოთახში, რომლებიც ტკივის უყუჩებდა.
-ლუკა დღეს ცოტა ხნით უნდა დავბრუმდე ქალაქში რაღაც საქმე მაქვს.
-რა საქმე ლილე?
-ჯერ ზუსტად არ ვარ დარწმუნებული და რომ დავბრუნდები გეტყვი.
- მაშინებ.
-ლუკა არაფერია უბრალოდ რაღაც უნდა გავარკვიო.
-კარგი, რახან ასე გინდა წადი.


ხუთი წელია რაც მე და ლუკა დავქორწინდით, მას შემდეგ უშედეგოდ ვცდილობდი დაორსულებას, შემოვიარეთ ექიმები. არც ერთს არ გვქონდა პრობლემა უბრალოდ ვერა და ვერ დავვორსულდი. და მხოლოდ მაშინ როცა ლუკა კვდება, როცა ლუკა დღეებს ითვლის მე ორსულად ვარ. მიხარია? არა არ მიხარია. არ ვაპირებ მე ლუკას გარეშე სიცოცხლეს და არც ეს ბავშვი დაიბადება. გზაში ვფიქრობდი მეთქვა თუ არა ლუკასთვის სიმართლე. ვიცოდი, რომ გაუხარდებოდა შვილი, მაგრამ განა უფრო არ განერვიულდებოდა როცა ეცოდინებოდა, რომ შვილს ვერასდროს ნახავდა. არა ეს საშინელებაა, ეს არ უნდა გაიგოს. ეს უარესად გაანადგურებს მას.
მოვატყუე.
ვუთხარი, რომ გადამიცდა, მაგრამ შევცდი. მან კი მითხრა, რომ ასე ჯობდა, რომ არ უნდოდა ბავშვი უმამოდ გამეზარდა, რომ მე უნდა გამეგრძელებინა სიცოცხლე ისე თითქოს ის უბრალოდ ტკბილი სიზმარი ყოფილიყოს. მე უაზროდ ვპირდებოდი რომ კარგად ვიქნებოდი, თავს ვუქნევდი და ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი კარგად მექნებოდა.

ბოლო კვირა საშინელი იყო. გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. ერთი წუთი არ მოვშორებივარ, ვხედავდი ბოლომდე როგორ ცდილობდა თავის შეკავებას, როგორ ცდილობდა არ დაეწუწუნებინა, ასეთი ტკივილებითაც კი ჩემ გამხიარულებას ცდილობდა, მაგრამ მერჩივნა ეყვირა, ეჩხუბა მისი მზრუნველობა მანადგურებდა.
-ლილე მიყვარხარ ლუკას თავთან ჩაძინებული ამ სიტყვებმა გამომაფხიზლა. გავუღიმე და ვუთხარი, რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა.
-ნეტა საერთოდ არ გადაგყროდი, ამხელა ტკივილს ხომ აგაცილებდი.
-ლუკა არ გრცხვენია? ეგეთი უაზრობა აღარ თქვა, არც კი გაიფიქრო. შენ, რომ არა მე ვერასდროს გავიგებდი თუ რა არის ბედნიერება. შენ მაქციე ასეთ ძლიერ ქალად. შენ ჩემი სიყვარული ხარ, ცხოვრება ხარ ჩემი. ის სიხარული ხარ რაც ყველამ უნდა განიცადოს. ლუკა შენ გგონია შენი სიკვდილი რამეს შეცვლის? შენ გგონია ჩვენი გრძნობა გაქრება? არა ლუკა შენ მუდამ ჩემთან იქნები. არ ვაპირებ ერთი წუთითაც კი ამ სიყვარულის გარეშე ცხოვრებას.
-მაპატიე, რომ მარტოს გტოვებ.
-შენ საპატიებელი არაფერი არ გაქვს, შენ ყველაფერი გააკეთე, მე ბედნიერი ვარ ლუკა, ახლაც კი ბედნიერი ვარ გესმის? ბევრი ისე კვდება ვერ ხვდება თავის ნახევარს მე კი გიპოვნე, მე შენთან ერთად ვიცხოვრე, მე შენი ვარ.

და ის მართლა მოკვდა. არ მომხდარა არანაირი სასწაული, არც ფერია გამოჩენილა და არც ჯადოსნური წამალი გამოუგონებია ვინმეს. ის უბრალოდ მოკვდა. იყო და არა იყო რა. მართლაც ლამაზი სიზმარივით დაიწყო და კოშმარით დასრულდა ჩვენი ამბავი. ჩემი გზა ბედნიერებიდან უბედურებამდე ძალიან მოკლე აღმოჩნდა. გგონიათ ის სამი თვე რაც მასთან ერთად ამ ქოხში გავატარე დამეხმარა, რომ უფრო ადვილად გადამეტანა მისი წასვლა? არაფერიც, მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გავიაზრე რაც მოხდა, მხოლოდ დასაფლავების მეორე დღეს საავადმყოფოში გამოფხიზლებულმა გავიაზრე, რომ ქვრივი ვარ, რომ ლუკა აღარ მყავს, რომ ცარიელი ვარ.

ლუკამ რომ დამტოვა ერთი თვის ორსული ვიყავი, არც მახსოვდა ამ ბავშვის არსებობა იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ ლუკას სიკვდილი მეც მომკლავდა. მეგონა მისი გულის გაჩერება გამანადგურებდა, მაგრამ გადავრჩი. მეგონა პანაშვიდებს ვერ გადავიტანდი, გადავიტანე. არც კი მიფიქრია, რომ მის დასაფლავებას შევძლებდი, შევძელი. განა ასეთი რა ცხოველია ადამიანი, რომ ამხელა ტკივილს იტანს. კანი მტკიოდა, ხორცი მეწვოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სხეულიდან სული ამომდიოდა, მაგრამ მაინც ვცოცხლობდი.
დასაფლავებიდან ორ კვირაში სისხლდენა დამეწყო, არც გამიკვირდა, მივხვდი, რომ მუცელი მომეშალა და ღმერთს მადლობა გადავუხადე. ჩემით ვერ შევძლებდი ჩვენი შვილის მოკვლას მე კიდევ თავის მოკვლის გარდა სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. იმ დღეს ვენები გადავიჭერი. მაგრამ “გადამარჩინეს”. ღმერთო ჩემი რა საშინელება იყო ხელმეორედ ლუკას გარეშე საავადმყოფოში გაღვიძება.
-ლილე როგორ ხარ? ექიმი შემოვიდა ჩემს ოთახში და ისე გამიღიმა თითქოს ცოტა ხნის წინ ჩემი სურვილის წინააღმდეგ არ ემოქმედოს.
-რატომ არ გამიშვით? რა უფლება გქონდათ, რომ ხელი შემიშალეთ? რა აზრი ქონდა ჩემ ვითომდა შველას? მაინც იმავეს ვიზამ.
-ლილე საყვარელო როგორ ლაპარაკობ არ გრცხვენია? ღმერთის როგორ არ გეშინია ამას, რომ ამბობ თან ასეთ მდგომარეობაში?
-ღმერთის?? მე უნდა მეშინოდეს ღმერთის? ღმერთმა წაიყვანა ჩემი ნაწილი, ღმერთი თავად მიხმობს. მან მე მიზეზი არ დამიტოვა აქ დარჩენის.
-ლილე, შვილზე დიდი მიზეზი ღმერთს რა უნდა დაეტოვებინა. ეს შენი საჩუქარია, შენი მეორე შანსი, შენი ახალი ცხოვრება.
-რა შვილი? კი მაგრამ...
-რა არ იცოდი რომ ორსულად ხარ? უკვე მეორე თვეში ხარ.
-ვიცოდი, მაგრამ გუშინ ძლიერი ტკივილები და სისხლდენა მქონდა ჩავთვალე, რომ მუცელი მომეშალა. ეს ხომ ასეც უნდა მომხდარიყო.
-ხედავ ეს ბავშვი რომ აუცილებლად უნდა დაიბადოს? მე ხომ ვიცი რამდენი წელი ოცნებობდით შვილზე და ღმერთმა ის გამოგიგზავნა, როგორ ამბობ მასზე უარს. ამდენი ნერვიულობის მიუხედავად, სისხლდენის მიუხედავად ის შენთანაა. ვერ ხვდები, რომ ის ლუკას გაგრძელება იქნება? ჩემო გოგოვ მეც დავკარგე ქმარი, დავკარგე ვაჟიც, მაგრამ ჩემი ქალიშვილის გამო ისევ ფეხზე დავდექი. შენც ასე უნდა გააკეთო. დედაც უნდა იყო ამ ბავშვისთვის და მამაც.
-მე არ შემიძლია, არ ვარ კარგად, ბავშვს ვერ გავზრდი. გადაწყვეტილია ეს. ლუკასთვისაც კი არაფერი მითქვამს სიკვდილის წინ. მე უბრალოდ არ შემიძლია.
-შეძლებ, დედა ყველაფერს შეძლებს შვილისთვის.

საავადმყოფოდან გამოსული ყოველდღე ავდიოდი ლუკას საფლავზე. ვტიროდი, ვღირიალებდი, ვადანაშაულებდი ჩემი დატოვების გამო, ბავშვზე კი ვერც ვერაფერს ვწყვეტდი და არც მასთან ვამბობდი რამეს. ვიცოდი, რომ ლუკას საფლავზე ამ ბავშვის ხსენებით სამუდამოდ დავუკავშირდებოდი მას.

გიჟი ვიყავი, ოფიციალური გიჟი. ბავშვი ისევ დავივიწყე. ისევ ისე დავდიოდი სასაფლაოდან სახლში და ისევ ლუკას ვაბრალებდი ყველაფერს. აბორტის გასაკეთებლად მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ წავედი, მაგრამ ექიმის კართან მისულმა მუცელში დარტყმა ვიგრძენი. ძალიან სუსტი ბიძგი იყო, მაგრამ მეგონა სახეში ძლიერად გამარტყეს, გამომაფხიზლეს, თითქოს ახლაღა გავიაზრე, რომ აბორტის გასაკეთებლად მივდიოდი და ლუკას ბავშვს ვუკლავდი.
-ჩემი შვილი, ღმერთო ჩემი და ლუკას შვილი, ის არ მოკვდა ის ჩემშია, რას ვაკეთებ? აქ რა მინდა? უაზროდ ვბუტბუტებდი და რაც შემეძლო სწრაფად მოვრბოდი საავადმყოფოდან. მეშინოდა ჩემში ისევ იმ გიჟს არ გაეღვიძა და შვილი არ მოეკლა. მე დედა ვხდები. მე დედა ვხები. მე ლუკას ბავშვის დედა ვხდები. სასაფლაოზე ავედი და მოვუყევი მამას შვილზე.
-ლუკა მაპატიე, რომ აქამდე არ გითხარი, მაპატიე, რომ ისე გაგიშვი მასზე არაფერი არ იცოდი. მაგრამ ვიცი, რომ გვხედავ, ვიცი, რომ მაღლიდან გვიცავ. სხვაგვარად მე შენ დაკარგვას ვერ გადავიტანდი.

ექვსი წლის შემდეგ.
-დედა მამიკო როგორ გაიცანი?
-თაია მეგონა გეძინა.
-მეძინა მაგრამ მამა დამესიზმრა და გამეღვიძა.
-მამა გესიზმრება ხოლმე?
-კი დედიკო, ხშირად მოდის და ჩვენ სამნი ერთად ვართ ხოლმე. ახლაც დამესიზმრა და მითხრა, რომ ძალიან ვუყვარვართ ორივე.
-საყვარელო, ჩემო საყვარელო. ჩემ ქალიშვილს ჩავეხუტე და ძლივს შევიკავე თავი ტირილისგან.
-მომიყვები?
-მე და მამაშენმა ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. 18 წლის ვიყავი მაშინ, ის სამი წლით დიდი იყო. ერთი დანახვით შევუყვარდი როგორც მითხრა და მერე მეც შემაყვარა თავი.
-გენატრება?
-ძალიან, ძალიან მენატრება.
-მე ვეყვარებოდი მამას?
-თაია ჩემო ტკბილო, მამას უყვარდი და ახლაც ძალიან უყვარდა.
-მეც ძალიან მიყვარს.
-ახლა დაიძინე და სხვა დროს მთელ ისტორიას მოგიყვები დაწვრილებით.
-კარგი დედიკო, მიყვარხარ.
-ძილინებისა, მეც ძალიან მიყვარხარ.

თაია დავაძინე, მისი ოთახიდან გამოვედი და ერთიანად კანკალმა ამიტანა. მთელი ემოცია, მოგონებები, მონატრება ერთიანად მომაწვა. გამახსენდა ჩვენი პირველი შეხვედრა, პირველი მიყვარხარ, პირველი კოცნა...

-გოგონა ფურცელი დაგივარდათ
-მე?
-დიახ თქვენ!
-კი მაგრამ ჩემი არაა.
-როგორ არა თქვენია. მანდ წერია ყველაზე ლამაზმა გოგომ დამირეკოს ამადა ამ ნომერზეო და აბა ვისია?
-ბანალურია ძაან.
-ბანალური იქნება თუ არ დამირეკავ.
-არ დაგირეკავ.
არ დავურეკე, მაგრამ მეორე დღეს თვითონ დამირეკა.
-გისმენთ.
-გამარჯობა ლილე როგორ ხარ?
-რომელი ხარ?
-ლუკა ვარ.
-რომელი ლუკა?
-ის ლუკა, რომელიც მთელი დღე ელოდა შენ ზარს.
-რატომ მერე? მე ხომ გითხარი, რომ არ დაგირეკავდი.
-კარგი რა, რა ყველასნაირად იქცევი.
-ბოდიში, ალბათ ყველასნაირი ვარ.
-კაი რა კი არ გეწყინოს, არც ველოდი რომ დარეკავდი.
-არ მიყვარს ასეთი საუბრები უნდა გავთიშო.
-უკვე სიყვარულზე გადავედით? მომწონს. დღეს საღამოს რომელზე გეცლება?
-რაში გაინტერესებს?
-სადმე წავიდეთ გავიცნოთ ერთმანეთი.
-არ მინდა.
-გინდა.
-არ წამოვალ.
-წამოხვალ.
წავედი.

გაცნობიდან სამ წელში დავქორწინდით. ქორწინება და პირველი ღამე იყო დაუვიწყარი, არა დაუვიწყარი კი არა სასაცილო.
-ლილე რა გჭირს? სულ კანკალებ.მკითხა ლუკამ ჩემი აკანკალებუმი ხელები რომ დაინახა.
-არ ვიცი ოთახში რომ შემოვედით კანკალი დამეწყო.
-ხო არ ნერვიულობ რამეზე?
-როგორ არ ვნერვიულობ.
-რაზე ნერვიულობ? ჩემ გაღიზიანებას ცდილობდა და სიცილით მეკითხებოდა
-რაზე და იმაზე, ხომ ხვდები არა.
-ლილე დაწყნარდი, არაფერია საშიში, სექსით არავინ მომკვდარა. უკვე ძალიან გახალისებული იყო ლუკა.
-აუუ ლუკა რაღაცას გთხოვ კაი?
-რაც გინდა მთხოვე ჩემო ტკბილო. მომიახლოვდა ლუკა და კაბის შეხსნა დაიწყო.
-ლუკა რა მოვიფიქრე იცი? სადაც ამდენი წელი გავძელით ისე რა ხო ხვდები. მოდი დღესაც არ გვინდა კაი? უბრალოდ ძალიან ვნერვიულობ დღეს.
-ანუ დღეს არაფერი?
-ხო რა.
-კარგი ლილე, როგორც შენ იტყვი. და რომ გაგხადო შეიძლება? ძალიან დაბალი და სექსუალური ხმით მკითხა.
-კი გახდა შეიძლება, უბრალოდ ლიფი და ტრუსი დავიტოვოთ.
-მე ლიფს არც ვხმარობ გამიცინა ლუკამ.
-ანუ შენ ქვედა საცვალი დაიტოვე.
ჯერ თვითონ გაიხადა, მერე ჩემთან მოვიდა და ნაზად გამხადა კაბა.
-მოფერება შეიძლება? ისევ ისეთი ხმით მეკითხებოდა. აქამდე არასდროს ქონია ასეთი ხმა.
-მოფერება კი. ვგრძნობდი, რომ მეც მეხლიჩებოდს ხმა.
ხელში ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა, თვითონ კი ნელა დაატარებდა ხელს ჯერ ჩემს სახეზე, შემდეგ ყელზე, მკერდთან, მუცელზე, ფეხებზე.
-რომ გაკოცო შეიძლება? ისევ სასწაული ხმით მკითხა. მივხვდი, რომ ჩემი ხმა სადღაც ჯანდაბაში გაიპარა და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. მანაც მაშინვე მაკოცა, აქამდეც გვქონდა ერთმანეთისთვის ნაკოცნი, მაგრამ ეს კიდევ უფრო სხვა იყო. ეს იყო თავშეუკავებელი, ველური, მომთხოვნი კოცნა, რომელიც საუკუნოდ გაგრძელდებოდა ისე მას რომ არ ეკითხა.
-ქვევით რომ ჩავიდე კოცნით შეიძლება? ისევ თავი დავაქნიე.
ჯერ ყელზე მკოცნიდა, მერე მკლავებს, მკერდს, მუცელს, ბარძაყებთან მაკოცა და გაჩერდა.
-მოგწონს? ისევ დებილივით დავაქნიე თავი. ის კი ზევით ამოვიდა და შეწუხებული სახით მითხრა.
-ცუდია რომ ვერ გავაგრძებთ.
-რატომ ვერ გავაგრძელებთ?
-შენ ხომ მთხოვე რომ დღეს არ გვინდოდა? ხოდა შენი სიტყვა ჩემთვის კანონია. სანამ არ მეტყვი არ დაგაძალებ.
-გეტყვი?
-ხო, სამან არ მეტყვი ლუკა შენთან სექსი მინდა. იქამდე არ შემიძლია.
-მე უნდა გითხრა?
-ხო შენ უნდა მითხრა.
-ეე მე რა პონტში უნდა გითხრა?
-იმ პონტში, რომ შენ არ გინდოდა და როცა მოგინდება მეტყვი.
-ეგ მაშინ არ მინდოდა და ისე შენით უნდა მიხვდე.
-როგორ მივხვდე ვანგა ვარ?
-კაი ეგრე იყოს მელოდე როდის გეტყვი.
-გელოდები კიდევაც. გამიღიმა, მაკოცა, ჩამეხუტა და თვალებიც დახუჭა.
მე კიდე საშინლად აღგზნებული მასზე მიწებებული ვიწექი ლოგინში და ლუკას დახრჩობა მინდოდა. მართალი იყო და ვერ ვბრაზდებოდი, იმის აღიარება, რომ ასე ხუთ წუთში მომანდომა თავისი თავი უბრალოდ ნერვებს მიშლიდა. ორი საათი მაინც მომიწია ჩემ თავთან ომი. რა თქმა უნდა, დავმარცხდი.
-ლუკა, ლუკა, გძინავს გაიღვიძე ცუდად ვარ.
-რა მოხდა ანა? შეშინებული წამოჯდა ლუკა. ხელი მოგარტყი რამე გატკინე?
-არა არაფერი გიტკენინებია.
-აბა რა მოხდა? რატომ ხარ ცუდად?
-ძაან მინდიხარ.
ლუკამ გაიცინა, რა თქმა უნდა, ხვეწნა აღარ დასჭირდა.

ვიჯექი, ვიხსენებდი ამ ყველაფერს და მეგონა ცრემლები დამახრჩობდნენ.
-ლუკა შენთან მინდა, აღარ შემიძლია უკვე ისე მენატრები. მომენატრა შენი ხმა, შენი შეხება, შენი კოცნა.
-დედა რატომ ტირი?
-თაია რატომ ადექი? ისევ რამე დაგესიზმრა?
-არა უბრალოდ გამეღვიძა და შენთან მომინდა დაძინება.
-მოდი საყვარელო დავწვეთ.
-დედა მამას გამო ტირი?
-არაფერია ჩემო გოგო, რაღაც გამახსენდა უბრალოდ.
-აღარ იტირო კაი? არ მიყვარს, რომ ტირი.
-გპირდები აღარ ვიტირებ.
-დედა ლეკვს მიყიდი?
-ლეკვი გინდა?
-ხო გუშინ ვუყურე ტელევიზორში და ერთი ლეკვი თავის პატრონს როცა ტიროდა ცრემლებს ულოკავდა და აცინებდა, ხოდა ჩვენც გვინდა ერთი ეგეთი რომ გაგამხიარულოს.
-შენ ხარ ჩემი ლეკვი. გავუცინე ჩემს გოგონას და ჩავეხუტე.
-ხვალ წავიდეთ და მოვიყვანოთ ლეკვი.
ლეკვი მოვიყვანეთი. მე კი პირობა შევასრულე, აღარ მიტირია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent