უხილავი კავშირი (თავი 4)
წინა თავში ტელეფონის დანახვაზე სახე გამიბრწყინდა და დავმშვიდდი არაფერი,რომ არ ჭირდა,ამიტომ გახარებული ბიჭთანაც მოვლბი. -დიდი მადლობა,-გავუღიმე და ტელეფონი გამოვართვი. -მგონი ესეც შენი უნდა იყოს-უცებ ჯიბიდან კულონი ამოიღო. - ქეით ეს კულონი აბაზანაში არ დაგრჩა?ამას საიდან აქვს?-ქეთრინი გაოცებული მიყურებდა. -ქეთრინ მერე აგიხსნი-ვუჩურჩულე ყურში. -კარგი-ბიჭს მიუახლოვდა,კულონი თავად გამოართვა და გაუღიმა-დიდი მადლობა ბატონო..-მე მომიბრუნდა-რა ქვია?-ჩუმად მითხრა,მაგრამ ბიჭმაც გაიგო. -მე..ლუკასი მქვია-ჩაიცინა და მე დამიწყო ყურება. -მადლობა ლუკას,ახლა ჩვენი წასვლის დროა,ძალიან საყვარელი ძაღლი გყავს.-ქეთრინი დაემშვიდობა,ხელი ჩამკიდა და წამოვედით.ისე გამომაქცია მე ვერც კი მოვახერხე დამშვიდობება. -ქეით ეს რა იყო? გამუდმებით შენ გიყურებდა,ახლა ჩემთან წავალთ და ყველაფერს მომიყვები.მეტყვი ვინ არის ეს ბიჭი და საიდან იცნობ. _____________________________ ქეთრინმა ოთახის კარები გადაკეტა,თითქოს რაღაც გასაიდუმლოებულის მოყოლას ვაპირებდი. ზოგადად მისთვის ბევრს ნიშნავს,როცა რაღაცას ვუყვები და ვუზიარებ.ისიც ხშირად მესაუბრება თავის პრობლემებზე,სკოლის ამბებზე და რჩევას მეკითხება. მოკლედ ყველაფერი მოვუყევი,რაც წინა ოთხშაბათს მოხდა.თავიდან სიცილი ვერ შეიკავა,მერე კი სერიოზული სახე მიიღო და ეშმაკურად დამიწყო ყურება. -მგონი ვიღაცას ვიღაც მოეწონა-კვლავ განაგრძო ეშმაკური თვალებით ყურება-ისეთი აღტაცებით ყვები ამ ისტორიას,შანსი არაა რამეს არ გრძნობდე იმ ბიჭის მიმართ. -მე ? ის ბიჭი? მომეწონა? -ცოტა გავწითლდი-არა ქეთრინ რა სისულელეა,ნუ ცუდი ბიჭი არ არის,მაგრამ მხოლოდ ორჯერ ვნახე და კაცმა არ იცის,კიდევ როდის ვნახავ-ჩემს პასუხში დარწმუნებულმა ამაყად ვუთხარი. -მაგრამ მე გეუბნები,თქვენ შორის რაღაც კავშირია,-იხტიბარს მაინც არ იტეხდა-ის ბიჭიც დავინახე, როგორ გიყურებდა დღეს და შენც გხედავ,როგორი აღტაცებით .. -ქეთრინ,-მკაცრად შევხედე და გავაწყვეტინე საუბარი-მორჩი სისულელეებს. -კარგი,-მხიარულად მითხრა,როგორც ჩანს სიმკაცრემ არ იმოქმედა-გავჩერდები. -ასე ჯობია-მეც მხიარულად ვუთხარი. ტელეფონს დავხედე,უკვე სამის წუთები იყო.მასწავლებელთან ვიყავი წასასვლელი,ამიტომ დავემშვიდობე ქეთრინს და სახლში გადავედი.ჩანთა ჩავალაგე უცებ,სამზარეულოში მოფუსფუსე დედას ვაკოცე,დავემშვიდობე და გზას გავუდექი.ჩემმა მგზავრობამ საბედნიეროდ სიურპრიზების გარეშე ჩაიარა.ცხოვრების დინება თავის კალაპოტს დაუბრუნდა და იქ განაგრძო სვლა.გზაში ბევრს ვფიქრობდი ქეთრინის სიტყვებზე და დავრწმუნდი,რომ არაფერს არ ვგრძნობდი იმ ბიჭის მიმართ,ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა,ჩავთვალე რომ ეს მხოლოდ წუთიერი გატაცება იყო,რომელიც უცებ მეწვია და მალევე გაიარა. მასწავლებლის სადარბაზოს რომ მივუახლოვდი,საათს დავხედე და უკვე სამი ხდებოდა.ფიქრებში გართულმა ვერ გავიგე,როგორ გავიდა დრო,მაგრამ საბედნიეროდ ძალიან არ დამიგვიანია და შეიძლება ითქვას დროულად მივედი.სადარბაზოში შევედი და ავუყევი კიბეებს. ძლივს ავაღწიე მეექვსე სართულამდე.ლიფტით არ ვსარგებლობ, არ ვიცი რატომღაც არ მიყვარს და მირჩევნია ფეხით ავიდე ხოლმე.მართალია შიგნით არასდროს გავჭედილვარ,არც დახურული სივრცის შიში მაქვს,მაგრამ მაინც შორს ვიჭერ ლიფტებისგან თავს და სხვებისთვის ადვილი გასაგები რომ იყოს ამის მიზეზად ლიფტების შიშს ვასახელებ ხოლმე. რიგით მესამე რკინის კარს მივადექი და დავაზარე. შიგნიდან მალევე მოისმა ფეხის ხმა და კარებიც მალევე გაიღო. -ქეით,საყვარელო შემოდი-შემომეგება ჩემი საყვარელი მასწავლებელი,მარგარეტი. მარგარეტი ძალიან კარგი ქალია,რამდენიმე თვეა რაც გავიცანი და უკვე ძალიან შემაყვარა თავი. -გამარჯობა მას,-ღიმილით ვუთხარი და შიგნით შევედი-როგორ ხართ? -კარგად ძვირფასო,შენ როგორ ხარ?-მისი თბილი მზერა მომაპყრო და გამიღიმა. -მეც კარგად ვარ,უბრალოდ ცოტას ვნერვიულობ,დრო სწრაფად გადის და გამოცდები ახლოვდება. -ნუ ნერვიულობ ჩემო გოგო,მე შენი იმედი მაქვს და ვიცი,რომ შესანიშნავად ჩააბარებ ყველა გამოცდას,აი ნახავ. ამ სიტყვებმა დამაიმედა.ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანის რჩევა,როგორიც მარგარეტია.ის თავისი საქმის პროფესიონალია და პირფერობაც არ სჩვევია,ყოველთვის იმას ამბობს რასაც ფიქრობს და გრძნობს. გაკვეთილმა ჩვეულებისამებრ ჩაიარა,პროგრამით გათვალისწინებული ახალი თავი ავხსენით და სავარჯიშოები გავაკეთე.საათნახევარში ყველაფერი მოვრჩით და გაკვეთილიც დასასრულს მიუახლოვდა.მე გავემზადე წასასვლელად და ჩანთაც ჩავალაგე. -ქეით,ხვალიდან ერთი დონის ბავშვებს შეგაწყვილებთ და ისე ჩაგიტარებთ გაკვეთილებს.დრო ცოტა რჩება და ასე უკეთესი იქნება. -კარგით მას,-მშვიდად ვუპასუხე,თუმცა დამაინტერესა ვისთან ერთად დამსვავდა,ვინ აღმოჩნდებოდა ჩემი მეწყვილე,-და ვისთან ერთად მსვამთ უკვე გადაწყვიტეთ?-ცნობისმოყვარეობას ვერსად წავუვალთ,მართლა მაინტერესებდა ვისთან ერთად უნდა მემუშავა დარჩენილი დრო. -კი ქეით, არ იცნობ შენ,საღამოობით მოდის ხოლმე და არ შეგხვედრია ჩემთან არასდროს,მაგრამ კარგი ბიჭია,ვფიქრობ კარგად გაუგებთ ერთმანეთს და შეეწყობით,როგორც საქმიანი პარტნიორები-ბოლო სიტყვებზე ჩაეცინა. -კარგით,-მეც ღიმილით ვუთხარი. უკვე გავიგე,რომ ბიჭთან ერთად მომიწევდა დარჩენილი დრო მუშაობა,თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს,საქმე გამოცდებს ეხება და ბიჭების კომპლექსის დრო არ არის. დავემშვიდობე მასწავლებელს და სახლის გზას გავუდექი.გზაში კიდევ ვფიქრობდი იმაზე,თუ ვინ აღმოჩნდებოდა ჩემი „საქმიანი პარტნიორი“ ,როგორც მარგარეტმა თქვა. სახლში ძალიან დაღლილი მივედი.მეცადინეობის თავიც არ მქონდა.ჩემს ოთახში შევედი თუ არა ჩანთა შესასვლელში დავაგდე და მე საწოლზე დავეხეთქე. ხუთი წუთი გაუნძრევლად ვიწექი.ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა.მობილური ავიღე და ვნახე,რომ უაზრო სარეკლამო შეტყობინება იყო,ამიტომ ტელეფონი საწოლის ბოლოში მოვისროლე და მე მშვიდად განვაგრძე ძილი.თვალი რომ გავახილე უკვე დილა იყო,მზე ჩემი ოთახის ფანჯარაში ცდილობდა შემოღწევას და თვალს მჭრიდა. -ჯანდაბა,მაღვიძარას დაყენება დამავიწყდა.რომელი საათია?-ჩემს თავს ვეჩხუბებოდი და ლოგინის ბოლოს გასროლილ ტელეფონს დავხედე და ლამის გული გამისკდა საათი რომ დავინახე,უკვე პირველის ნახევარი იყო.პირველზე მასწავლებელთან უნდა ვიყო და მე ჩაცმულიც არ ვარ,რა მაგარია.დუდღუნით წამოვდექი ლოგინიდან,გადავიცვი მაისური და ჯინსი,იატაკზე მოსროლილ ჩანთას ხელი დავავლე და გამოვვარდი ოთახიდან მთელი სისწრაფით.ოთახი აყრილი დავტოვე და ვინმეს მისი ნახვით გული რომ არ გასკდომოდა გარედან გადავკეტე და გასაღები თან გავიყოლე.გზაში მთელი სისწრაფით მივდიოდი,არ მინდოდა დაგვიანება,თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება,როგორც ჩვენ გვინდა. სადარბაზოსთან რვა წუთის დაგვიანებით მივედი,კიბეებზე ასვლაშიც ორი წუთი დავკარგე და საბოლოოდ შეიძლება ითქვას,რომ ათი წუთი დამაგვიანდა. კარებთან მისულმა მაშინვე დავაზარე და პასუხმაც არ დააყოვნა,მალევე გაიღო კარი. -ქეით,რატომ დაგაგვიანდა?-მშვიდი კილოთი მომმართა მარგარეტმა.-შემოდი. -მაპატიეთ,სახლში საქმე მქონდა და შემაგვიანდა გამოსვლა-რეალური მიზეზი დავმალე და ოთახისკენ წავედი,სადაც გაკვეთილი გვიტარდება. -მოდი ქეით,გაიცანი ეს ლუკასია-თვალით მაგიდაზე მჯდომი ბიჭისკენ მანიშნა და როგორც კი დავინახე გავშრი. ეს ხომ ის ლუკასი იყო?! ღმერთო ჩემო,შეუძლებელია,ამდენი დამთხვევა უკვე მართლა სასაცილოა. -ლუკას გაიცანი ეს ქეითია-ახლა მას ანიშნა ჩემზე თვალებით.ლუკასი მომღიმარი მიყურებდა,როგორც სჩვევია,მაგრამ ისიც არ მოელოდა ჩემს დანახვას.ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო ორივესთვის. -სასიამოვნოა-თითქმის ერთდროულად წარმოვთქვით. სხვა რა გზაა,ჩემი ადგილი უნდა დავიკავო.ლუკასის გვერდით,თავისუფალ ადგილას მოვთავსდი. მისგან არც ისე შორი ინტერვალით,მაგრამ სხვაგან თავისუფალი სკამი არ იდგა და სხვა გამოსავალი არ იყო. სადღაც ორი საათი ვიმეცადინეთ.გაკვეთილის დასრულების შემდეგ მასწავლებელმა გამოგვაცილა.ლუკასი პირდაპირ ლიფტისკენ დაიძრა,მე კი კიბეებისკენ. -შენ რა კიბეებით ჩადიხარ?-ლაპარაკის პარალელურად ლიფტი გამოიძახა. ძალიან მინდოდა არ შემემჩნია მისი სიტყვები ვითომ ვერ გავიგე,მაგრამ არ გამოდიოდა: -კი,არ მიყვარს ლიფტი. -რატო,გეშინია? -არა,შიში რა შუაშია.უბრალოდ არ მიყვარს. -ესეიგი გეშინია. -გითხარი,რომ არ მეშინია. -მაშინ დამიმტკიცე-ეშმაკური გამოხედვით დამიწყო ყურება. -შენთან არაფერი მაქვს დასამტკიცებელი-უცებ მოვუჭერი. -თავს არიდებ,იმიტომ რომ გეშინია. -უკვე გითხარი მგონი,რომ არ მეშინია და გეყოს. ლიფტის კარი გაიღო. -მაშინ წამოდი და დამიმტკიცე როგორი უშიშარი ხარ.მოდი ხელი მომკიდე ნუ გეშინია. თავის ჭკუით ხელი ჩამკიდა და ლიფტში ისე შემიყვანა,ვითომ მისი სიახლოვე რამეს მიზამდა. -კარგი წამოვალ და განახებ,რომ სულაც არ მეშინია-ხელი გავაშვებინე და ისე შევედი ლიფტში. კარი დაიხურა და ლიფტი დაიძრა. -ნუ გეშინია ქეით,ეს ახალი პროექტის ლიფტია და რომც გავიჭედოთ ღილაკი აქვს,კარები გაიღება და გამოვალთ. უკვე ნერვები მეშლება.მიდი და გააგებინე ახლა ამას რამე.არაფერი აღარ ვუთხარი,ვიცოდი სპეციალურად ლაპარაკობდა,ჩემს პროვოცირებას ცდილობდა.ამიტომ სიმშვიდე შევინარჩუნე და ცივილურად დაველოდე როდის ჩავიდოდა ლიფტი,მაგრამ გულის სიღრმეში ცოტათი მეშინოდა. -ესეიგი შენც აბიტურიენტი ხარ?-ცოტახნიანი დუმილის შემდეგ მკითხა. -როგორც ხედავ. -რაზე აბარებ? -ბიზნესზე,შენ? -მეც.რა საინტერესო იქნება იქაც ერთად რომ მოვხვდეთ-გაიცინა. -შანსი არაა-მეც გამეცინა. პატარა დიალოგი შეგვიდგა,როგორც იქნა. -შენი ძაღლის გარეშე არც ისეთი საშიში ხარ ისე... -და,ჩემი ძაღლით საშიში ვარ? -ცოტათი. გაეცინა. -ლიფტი გაჩერდა,მეგონა გავიჭედეთ და წამის მეასედებში ლუკასს დავეყრდენი,მერე კარები გაიღო და პირველი გამოვვარდი. -აი,ხედავ არ მეშინია-შიშნარევი კილოთი ვუთხარი. -კი,ვხედავ.საერთოდ არ გეშინია.-ცინიკურად მითხრა. -კარგი ხო.-დავყარე ფარხმალი-უბრალოდ იმის მეშინია,რომ არ გაიჭედოს. -ჩემთან ერთად მაგისიც არ უნდა გეშინოდეს. ამაზე არაფერი მიპასუხია,სადარბაზოდან უსიტყვოდ გავედი და გზას გავუყევი.როგორც აღმოჩნდა ერთი გზა გვქონდა. ჩვენი პირველი შეხვედრის ადგილთან რომ მივედით გაჩერდა და გაიცინა.გაახსენდა,როგორი გაშოტილი ვიყავი მისი ძაღლის თათებქვეშ მოქცეული. -წამოდი აქედან წავიდეთ-სიცილი განაგრძო. -არა მადლობთ,მე ჩემი გზით წავალ-მეც სიცილით ვუპასუხე. -კარგი,კარგი ამჯერად შენს ნებაზე იყოს.-მე გამომყვა უკან. -შეყვარებული გყავს?-მოულოდნელად მკითხა. -ამმ....არა და არც ვგეგმავ ჯერ. -მოიცა სულ არ გყოლია? -უკაცრავად?დაკითხვას მიწყობ თუ რა არის? რას ელოდებოდი,რომ ცხრა უნდა მყოლოდა? -არა,რა სისულელეა უბრალოდ გამიკვირდა.შენნაირი გოგო შეყვარებულის გარეშე როა. -როგორი ჩემნაირი ხომ ვერ დამიკონკრეტებდი?- გავბრაზდი. -შენნაირი ლამაზი.-დარცხვენით მითხრა. გავწითლდი.ცუდია ყველაფერი სახეზე რომ მეტყობა.ვერაფერი ვერ ვუთხარი და უხერხული სიტუაციის გასანეიტრალებლად ცოტახანში მეც ვკითხე: -შენ გყავს?- თითქოს ძაან მაინტერესებდა. -არა. -ადრე?-მასსავით მეც ჩავეძიე. -მყავდა და დავშორდით.-თვალები იქით წაიღო,შეეტყო რომ ამ თემაზე არ სიამოვნებდა ლაპარაკი მაგრამ ამის მიუხედავად მაინც განაგრძო-ძალიან მიყვარდა,მაგრამ მან მოულოდნელად გამომიცხადა რომ სხვა უყვარდა.მას მერე არავინ აღარ შემიყვარებია.დავკარგე გოგოების ნდობა. ხმა ვერ ამოვიღე.მართლა არ ვიცოდი რა მეპასუხა,ან რითი მენუგეშებინა.ვერაფერი რომ ვერ მოვიფიქრე მივედი და ჩავხუტე-შენ ძალიან ძლიერი ხარ.-ვუთხარი და მივხვდი,რომ ესიამოვნა ჩემი საქციელი. -მადლობა-მითხრა და ხელები შემომხვია-ამ თემაზე არ ვსაუბრობ ხოლმე,მაგრამ რატომღაც მომინდა რომ შენთვის მეთქვა. მე არაფერი მიპასუხია.რამდენიმე წუთი მის მკლავებში ვიყავი,ცოტა ხანში კი თავი დავაღწიე და გზა განვაგრძეთ. -სხვანაირი მეგონე-ღიმილით ვუთხარი. -როგორი? -ავარდნილი და დეგენერატი. -ახლა როგორი გგონივარ? -ახლა?-დავფიქრდი,არ ვიცოდი რა მეთქვა-ახლა შენი ნამდვილი სახე დავინახე. -კარგია-მოკლედ მომიჭრა. ნეტა რამე ისე ვთქვი? რამე ხოარ ეწყინა და იმიტომ ხოარ აარიდა ჩემთან ლაპარაკს თავი.ამ ფიქრებში გართული ვიყავი ჩემსკენ მორბენალი ძაღლი რო დავინახე. -ღმერთო არა,ამ ძაღლებს მაგნიტივით ვიზიდავ თუ რაარის?-ჩემთვის ვთქვი. მოლოდინმა არ გაამართლა.ძაღლი ლუკასთან მივიდა.აშკარად დიდი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე. -ბობი,რაო პატარავ-ლუკასი მის ფეხებთან განაბულ ძაღლს მოეფერა. -მგონი ზედმეტი ვარ-ნაწყენი კილოთი და თან ხუმრობით ვთქვი. ლუკასმა ამომხედა გამიღიმა და თქვა-გაიცანი ეს ბობია.მოდი ჩვენთან,სულაც არ ხარ ზედმეტი,ხო ბობი? რა საყვარელია.მისნაირი ბიჭი ჩემ ცხოვრებაში არ შემხვედრია.რაღაცნაირი კეთილი,გულახდილი და თბილია. -მგონი შენ ყველა ძაღლს იცნობ-ხუმრობით ვუთხარი. -ყველას არა,მაგრამ ჩვენი უბნის ძაღლებს კი.ვუვლი და როცა დრო მაქვს საჭმელი და წყალი მომაქვს მათთვის. -მართლა?-გული კიდევ უფრო გამითბა.-შენ იმდენს იზავ ძაღლებს შემაყვარებ. -ძაღლები ისედაც უნდა გიყვარდეს.ისინი ჩვენი მეგობრები არიან-ღიმილით მითხრა. -მეც რომ შემოგიერთდეთ შეიძლება?მეც სიამოვნებით მოვუვლი უპატრონო ცხოველებს და შიშიც გამიქრება მათი. -რა თქმა უნდა.-გაუხარდა . წამოდგა და მითხრა-ხვალ თუ გცალია ერთად გავისეირნოთ? ჩემ ლაბრადორსაც წამოვიყვან.შეჩვევა მისით უნდა დაიწყო ხომ იცი?-გაიცინა. -ღმერთო ეგ არსება-მეც გავიცინე-კარგი,მე თანახმა ვარ. შევთანხმდით,რომ ხვალ ერთად გავისეირნებდით და მისი დახმარებით დავძლევდი ძაღლების შიშს. კარგი ახლა მე წავალ-ვუთხარი და წამოსვლა დავაპირე. -მოიცადე მეც მოვდივარ.როგორც ვატყობ მეზობლებიც ვყოფილვართ. -უკვე იმდენი რამ მოხდა ეგ ნამდვილად აღარ გამიკვირდება.-ვუთხარი სიცილით.-მე უკვე კორპუსთან ვარ.აქ უნდა ჩავუხვიო.აქ კი ნამდვილად იყოფა ჩვენი გზები.-ვუთხარი და წასვლას ვაპირებდი,რომ დამიძახა. -ქეით-ხელი მომკიდა და თავისკენ მიმიზიდა.-შენ ძალიან კარგი ხარ-მითხრა და ჩამეხუტა. მე არ ვიცოდი რა მეპასუხა,ცოტა შემრცხვა კიდეც ამიტომ ვერაფერი ვუთხარი. -ნახვამდის-მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და წამოვედი. _________________________________________ დიდი ხანია ეს მოთხრობა არ დამიდია და იმედია არ მიივიწყეთ <3 ვეცადე ცოტა დიდი მოცულობის გამოსულიყო <3 იმედია მოგეწონებათ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.