შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებას აგიხდენ [სრულად]


29-07-2018, 23:26
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 22 759

მოვალ...
სიცივეს
ამოვაცლი,
შენს სულს...
და ხელებს,
შენთვის
თვალებში შევინახე,
ცისკრის სხივები....
ისევ მიყვარხარ!
სიკვდილიც კი-
ვერ შემაჩერებს,
შენ ხარ
ჟანგბადი..
სასიცოცხლოდ
სულს რომ სჭირდები!
/ მაგდა ჩხარტიშვილი /
-----
დიპლომით ხელდამშვენებული შევედი სახლში, ისე მოვაბიჯებდი მთელი გზა თითქოს და დავფრინავდი. არც კი შემიმჩნევია ვინმე მომესალმა თუ ვინმემ გამლანძღა.
-დედაა, დედაა! -მთელს სახლში ვეძებდი დედას.
-გისმენ, ადილა აქ ვარ. -სამზარეულოდან მესმის ხმა და მეც იქით მივდივარ.
-დეე, ბარგის ჩალაგებას ვიწყებ.
-ადილა, ხომ არ გაგიჟდი?
-დედა, მე ბებიას და ბაბუასთან მივდივარ. -მამა შემოდის სამზარეულოში და ჩუმად ჯდება ხან მე მიყურებს, ხან დედას.
-უთხარი რამე, იმისთვის ვასწავლეთ ამდენი რომ სოფლის ექიმი გამხდარიყო? -მამასკენ ბრუნდება და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევს.
-უკვე დიდი გოგოა ადილა და იცის რაც უნდა გააკეთოს. - სამზარეულოდან გამოვედი მაგრამ კიდევ დიდხანს მესმოდა დედა როგორ ეჩხუბებოდა მამას.
-საერთოდ არ გადარდებს, ადილა როგორ იქნება იმ მიყრუებულ სოფელში, რა უნდა გააკეთოს?
-გაჩუმდი ქალო, იმ მიყრუებულ სოფელში როგორც შენ ამბობ ჩემი მშობლები ცხოვრობენ. იმ ხალხმა მომცეს ყველაფერი რაც მაქვს და ის რომ ადილას მათი ამაგის დაფასება უნდა მეამაყება, შევაჩერებ კი არა ჩემს გოგოს მე ჩავიყვან სოფელში. -პირველად აუწია მამაჩემმა ხმას და იმდენად მეამაყებოდა ახლა მისი ნათქვამი რომ მეგონა ფრთები შემესხა. ჩემს ოთახს მივაშურე და მორიგი წუწუნის ახალ ტალღას დაველოდე. ჩემმა დამ რომ შემოაღო ოთახის კარი, უკან დემეტრე და ელენეც რომ მოყვნენ თავად დავიწყე საუბარი.
-გაპროტესტებას, წუწუნს, ისტერიკებს და ცრემლების ღვრას აზრი არ აქვს და იცოდეთ, თქვენ იცით რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე.
-ადილა იქნებ დაფიქრდე კიდევ ერთხელ, რა უნდა ქნა იმ სოფელში?
-დემე, ხომ იცი რომ სამედინოზე ამის გამო ჩავაბარე, ბებიას და ბაბუას ვჭირდები. აქ არ უნდათ წამოსვლა იქ კიდე ვიღაცამ უნდა მიხედოს.
-რატომ შენ?
-იმიტომ რომ მე მინდა იქ წასვლა, იქაური სიმშვიდე მჭირდება.
-ჩვენ რომ მოგვენატრები?
-ელენე სხვა ქვეყანაში ხომ არ მივდივარ? აქვე ვიქნები სოფელში და შეგიძლია მინახულო.
-მეშინია რომ ვინმე იქაური შეგიყვარდება და შენს ოცნებას აიხდენ.
-სიგიჟეა, კორშა თითქმის ცარიელია, მოხუცების გარდა არავინ არის, ორ სოფელს ბარისახოს და კორშას ერთი საავადმყოფო, სკოლა და ბაღი აქვს. საავადმყოფოს გარდა მინდა სკოლაშიც ვიმუშავო ბავშვებს ინგლისურს და რუსულს ვარსწავლი.
-შენ უკვე გქონია გეგმები და მაშინ რა აზრი აქვს შენთან კამათს, შენი იმუნიტეტის პატრონი სულ გაცივებული იქნები ვიცი და თავს გაუფრთხილდი. -სამივე გაბრაზებული გადიან ჩემი ოთახიდან და მეც ვაგრძელებ ჩემი თბილი ტანსაცმელების ჩალაგებას. ბარგს რომ ვალაგებ და ვრწმუნდები არაფერი მრჩება ჩემს ქვედა მეზობელთან ჩავდივარ.
-ნანაა სახლში ხარ? -უცნაურია მაგრამ ნანუკა სულ ღიას ტოვებს კარებს როცა მეზობლებთა გადის.
-ჩემს ოთახში ვარ ადილა შემოდი. -ისე აქვს თვალები ცრემლებით ამოვსებული რომ ვხვდები ან ძმიშვილზე ფიქრობდა ან ქმარზე.
-ანდრო თუ გელა? -ეღიმება და თბილად მეფერება სახეზე.
-ანდრო წავიდა, შენც მიდიხარ მარტო მტოვებთ.
-ჩამოვალ ხოლმე ნანა.
-ასე მხოლოს შენ მეძახი, სხვა ყველა ნანუკას მეძახის.
-მიყვარს გამორჩეული რომ ვარ.
-ძალიან მაგარი გოგო ხარ და მჯერა რომ დედაშენი მართალი არ აღმოჩნდება და იქედან არ გამოიქცევი, იმედია ამ ჩასვლაზე მაინც აიხდენ ოცნებას. -ისე ეშმაკურად მიღიმის ვხვდები რაღაც იცის.
-რაო ცხონებული გელა მოვიდა სიზმარში ნანა?
-იცინე შენ ჩემს სიზმრებზე და ჩოხიანი ბიჭი რომ წაგიყვანს იმ სოფელში და დაგიტოვებს მერე მე გავიცინებ.
-კარგი რა ნანა 50 წლის ქალს სიზმრების როგორ გჯერა? ნანა წასვლამდე შენეულ ჩაის არ გამიკეთებ?
-წამოდი კუხნაში შენი საყვარელი კექსიც მაქვს.-ნანას ლოყაზე ვკოცნი და თბილად ვეხვევი, მართლა ძალიან მომენატრება ეს ქალი.
-ისე მივდივარ შენი ანდრო ვერ გავიცანი.
-ჩემ ანდროს გაიცნობ კაცო თან ისე მალე გაგიკვირდება.
-კარგი ახალწელზე რომ ჩამოვალ გამაცანი შენი ანდრო ერთი რა ბიჭი გყავს ასეთი.
-უყურე ახლა ამ წუნკალ გოგოს, რა ატეხილი ხარ რა არის? -თითქოს და გაბრაზდაო ისე შეკრა წარბები, მერე როგორც ჩვევია ისე დაიწყო ხმამაღლა სიცილი, ამ ქალის სიძლიერე მაგიჟებდა... ჯერ იყო და ვინც უყვარდა იმას რომ გაყვა ძმა ეჩხუბა მერე ახალგაზრდა დაქვრივდა, არც შვილი ყავს და არ გათხოვილა გელას ერთგული დარჩა, მიკვირს როგორ შეუძლია იღიმოდეს და ბედს არ ემდუროდეს.
-ნანა ახლა წავალ დავიძინებ, მამამ დილით ადრე გავიდეთო.
-ბებოს და ბაბუს ჩემს ნაცვლად აკოცე და დამირეკე ხოლმე მეჭორავე, ვინმე ჩოხიანი ბიჭი თუ იპოვე არ გამომაპარო. -მაინც არ მჯერა ნანას სიზმრის მაგრამ თუ ვიპოვი ჩოხიან ბიჭს აუცილებლად დავიჯერებ.
დილით ისე მალე მეღვიძება რომ ოჯახს საუზმესაც კი ვუმზადებ, იქნებ დემემ ან გვანცამ გამიღიმონ, დედა რომ ცრემლებს დაღვრის ამისთვის მზად ვარ. დემე და გვანცა პროტესტის ნიშნად ოთახიდანაც არ გამოდიან, დედა გაბრაზებულია და არ მელაპარაკება... მამა რომ ეძახის დემეს ჩანთების ჩატანაში დამეხმარეო იმედი მაქვს ჩამეხუტება მაგრამ ზედაც არ მიყურებს, არც ელენე მოდის ჩემს გასაცილებლად მხოლოდ ნანა მხვდება კიბეზე და თბილად მეხვევა.
-ნუ იღელვებ მოენატრები და ჩამოგაკითხავენ.
-მომენატრები ნანა, ძალიან მიყვარხარ და იცოდე.
-ჩხუბისთავ ბიჭებს ერიდე, შენი ამბავი რომ ვიცი სადმე ბნელ კუთხეში გიპოვიან დამალულს. -ნანა კიდევ ერთხელ მეხვევა კიბეზე ჩასვლისას კი ისეთ რამეს მეუბნება ვშეშდები. -ჩემი ანდროა შენი ბედი და იცოდე სხვა ბიჭს არ შეხედო, ჩოხით ჩამოგაკითხავს ხევსურეთში და იქედან მოგიტაცებს. -მის სიტყვებს რომ ვიაზრებ მეცინება და ვხვდები რომ გელა და მისი სიზმრები არაფერ შუაში იყო.
მთელი გზა უცნაურმა გრძნობამ შემიპყრო ისე არასდროს მიიჩქაროდა ჩემი გული კორშასკენ როგორც ახლა. მამამ როგორც კი მანქანა გააჩერა გადმოვხტი და ბაბუსკენ გავიქეცი ზურგიდან მივეხუტე და მის წინ მჯდარი ბიჭის თვალებს გადავეყარე. თვალები სწრაფად დავახამხამე ხომ არ მეჩვენება მეთქი, უცნობი ბიჭის აქ ნახვამ გამაოცა ცოტათი, თან უნდა ვაღიარო უცნობი საოცარი შესახედაობის იყო, დაბლად შეჭრილი თმა ქონდა, სქელი წარბები, გრძელი წამწამები და შავი თვალები, გამოკვეთილი ყბა, სქელი ტუჩები და პატარა ცხვირი რომელიც ასე ამშვენებდა. ხორბლისფერ კანს საოცრად უხდებოდა ოდნავ წამოზრდილი წვერიც. გასაოცარია და ეს ყველაფერი წამებში შევნიშნე, ბაბუას კოცნას რომ მოვრჩი და ბებოს მოფერებითაც რომ ვიჯერე გული ახლა უცნობის გასაცნობად მოვტრიალდი.
-ბაბუ გაიცანი ეს ანდრიაა, ეს კიდე ჩემი შვილიშვილია ადილა.
-სასიამოვნოა. -ისეთი ხავერდოვანი ხმით მითხრა და ხელი გამომიწოდა რომ უკვე მეორედ დავიკარგე მის შავ თვალებში. -მე წავალ და ხვალ გავაგრძელოთ თამაში, კიდევ ერთხელ სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. -როგორც კი თვალს ეფარება ბაბუას ვეკითხები მის შესახებ.
-ვინ არის? აქაურია? ადრე რატომ არ მინახვას?
-ბერდიას მეგობარია, თბილისიდან ჩამოვიდა, ონისეს სახლში ცხოვრობს.
-ცოტა უცნაურია.
-რაა ბაბუ უცნაური ვიღაც შენნაირი რომ არის და სოფელში უნდა ცხოვრება?
-დარწმუნებული ვარ დიდხანს ვერ გაძლებს.
-ორი წელია აქ არის უკვე და კიდევ დიდი ხანი არ აპირებს წასვლას, ისეთი კარგი ბიჭია იქნებ მოეწონო და გეშველოს.
-ბეე, უთხარი რა რამე თორემ სხვაგან დავრჩები სადმე. -ვწუწუნებ და ბებოს მივყვები დასახმარებლად.
საღამოს ეზოში დიდი სუფრა იშლება და თითქმის ყველა მეზობელი ჩვენთან იყრის თავს, მხოლოდ ჩემი მომავალი უფროსი და მისი მეგობარი გვაკლია. ისეთი ხმაურით შემოდიან ეზოში რომ ვხვდები უკვე აქ მხიარულება არ მომაკლდება.
-ადაა, ადააა. -იცის რომ ვერ ვიტან როცა ასე მომმართავს და სარგებლობს ხალხის სიმრავლით.
-ოოხ ბერდო მოდი ბიჭო რა ჭიშკრიდან ყვირი რა არის? -თან მისკენ მივემართები და ისევ უკვე ნაცნობი, უცნობის სახეს ვაკვირდები. ბერდია ხელში მიტაცებს და თბილად მეხვევა, ონისე ისევ თმას მიჩეჩავს როგორც ბავშვობაში. მე კი ისევ წუწუნს ვიწყებ. -და ვაჟბატონო მე ადილა მქვია და არა ადა, შენ კიდე ონისე ამხელა საკრებულოს თავმჯდომარე კაცი ხარ და რა ბავშვივით მიჩეჩავ თმებს?
-ოოო ადას არ მოეწონა უცხო ბიჭთან ბავშვივით რომ მოვექეცით. -ვხედავ როგორ იცინის ანდრია და მინდება ბერდიაც და ონისეც აქვე მივაკლა.
-თინანო და ლანა სად არიან? რატომ არ წამოიყვანეთ. -ონისე ხელით მაჩვენებს რომ მოდიან და მეც მათკენ გავრბივარ... სუფრას რომ ვალაგებთ და ჩვენც ჭორაობის დრო გვრჩება თინანოს გვერდით ვჯდები და მუცელზე ვეფერები.
-რამდენ ხანს რჩები? იმედია ბერდიამ იხუმრა და აქ სამუშაოდ არ ჩამოსულხარ.
-არ უხუმრია თინა, ბებია და ბაბუა სანამ ცოცხლები იქნებიან მეც აქ ვიქნები.
-მერე ოჯახი? შვილები არ გინდა გოგო?
-კარგი რა ლელა, მოვესწრები მაგასაც მხოლოდ ოცდაოთხი წლის ვარ. -მიჩვეული ვარ ხალხისგან ასეთ შეკითხვებს მაგრამ ცოტა მაინც მწყინს და აივანზე გავდივარ, ღრმად ვისუნთქავ საყვარელ სუფთა ჰაერს და გვერდით მდგომისკენ ვიყურები.
-საღამო მშვიდობის ადა.
-საღამომშვიდობის ანდრია მაგრამ მე ადა კი არა ადილა მქვია. -ჩემს შენიშვნაზე ისევ იღიმის, ეს ბიჭი მგონი დლაგებული არ არის, სულ იღიმის.
-ბოდიში უბრალოდ ვერ გავიხსენე შენი სახელი, ცოტა უცნაური სახელია.
-ადილა სპარსული წარმოშობის სახელია, სპარსეთში უმეტესად ბიჭებს ერქვათ ეს სახელი ადილ ნიშნავს სამართალს ამიტომ დამარქვა ბაბუამ ეს სახელი. სპარსულიდან ჩემი სახელი ითარგმნება როგორც სამართლიანი.
-ანუ ბაბუამ ეს სახელი იმიტომ შეგირჩია რომ სამართლიანი ადამიანი იყო.
-მართალია, შენზე გავიგე ორი წელია აქ არისო და თუ საიდუმლო არ არის აქ რას საქმიანობ?
-სკოლაში ვმუშაობ, ინგლისურს და ესპანურს ვასწავლი ბავშვებს. -ისე მშრალად მპასუხობს ვხვდები თავს მარიდებს და მეც აღარ ვაგრძელებ მასთან საუბარს. გადამთვრალი სტუმრები ნელ-ნელა წასვლას იწყებენ და მეც შვებას ვგრძნობ, ამდენ ადამიანში ერთადერთი ფხიზელი ანდრიაა, კიდევ ერთი უცნაური რამ შევატყვე წვეთიც არ დაულევია.
-ადილა აბა შენ იცი ორშაბათს გელოდები.
-ცოტა ნორმალური კაბინეტი გამიმზადე და ნუგზართან ერთად ნუ დამსვამ, ხომ იცი ბავშვობის ტრამვა მაქვს მაგასთან.
-თორმეტი წელი გავიდა და ის ნემსი რით ვერ დაგავიწყდა.
-ოცდაათიც რომ გავიდეს არ დამავიწყდება, ონისე დაწყევლილი სახლი ვინმემ ხომ არ დამასწრო?
-არა ადა შენ გელოდებიან იმ სახლის მობინადრე სულები.
ყველა მიდის უკვე მხოლოდ მე და ბებია ვრჩებით, ბაია თბილ მზერას მაყოლებს ყოველ მოძრაობაზე.
-ბებოს სიხარულო წადი დაიძინე მე ავალაგებ.
-არ მეძინება დაგეხმარები. -მიუხედავად იმისა რომ მგზავრობამ დამღალა მაინც ბოლომდე ვეხმარები ბაიას და ჭურჭელს ვრეცხავ, ბოლოს წყალი მიცივდება და ხელები მეყინება, ჩემი იმუნიტეტის ამბავი რომ ვიცი ხვალ ალბათ თავს ვერც კი ავიღებ საწოლიდან. ძილში ვბორგავ უცნაურ სიზმარს ვხედავ, მე გავრბივარ დაწყევლილი სახლისკენ იმ სახლის აივანზე კი ანდრია დგას და მისი შავი თვალები ანათებს, რომ ვუახლოვდები ხელებს შლის მგონი უნდა ჩამეხუტოს..
-ადილა, ადექი ბებიკო სულ ოფლში ცურავ. -ბაიას ხმა მაღვიძებს, ოღონდ ეს არა ამდენი წლის მანძილზე პირველად ვნახე სიზმარი და ისიც არ მაცადეს ბოლომდე.
-ბე, მამა წავიდა?
-კიი ბებიკო ადრიანად წავიდა თან დაგემშვიდობა არ ინერვიულოო.
დღე უღიმღამოდ გადის, ერთი სული მაქვს ორშაბათი დღე როდის გათენდება.

დილით ადრე ვდგები, პირველად ვნერვიულობ დღეს ჩემი სამუშაოს პირველი დღეა.
-ბებო რა ადრიანად ამდგარხარ.
-ვნერვიულობ ბე, მეშინია. -ბაია თმაზე მეფერება გასამხნევებლად და საუზმეს მიმზადებს. -არ მშია ბე, დილით ვერ ვჭამ.
-მაშინ კოფე მაინც დალიე. -ისე საყვარლად ამბობს კოფეს რომ სიცილს ვერ ვიკავებ.
-კარგი ბებიკო კოფეს დავლევ და წავალ. - სახლიდან რომ გამოვდივარ, უკან ავტომობილი მომყვება, ცოტა შიშიც კი მიპყრობს მაგრამ მერე მივლის რადგან დაბურული მინები აქვს და ვფიქრობ რომ ონისე დამცინის, სახლისდან ცოტა მოშორებით სიგნალი მაიძულებს უკან მოვიხედო, მეც ვჩერდები და ველოდები როდის გადმობრძანდება ჩემს ფიქრებში ონისე რომ კარგად გავლანძღო მაგრამ სიტყვები პირზე მაშრება მანქანიდან საოცრად მოხდენილი მოძრაობით ანდრია რომ გადმოდის.
-ექიმო თუ სამსახურში მიბრძანდებით გაგიყვანთ.
-სკოლა აქვეა და ჩემს გამო გზას ნუ გაიმრუდებთ მასწავლებელო. -ირონიული ტონით ვპასუხობ რაც ცოტა უკვირს ანდრიას.
-მე ბერდიასთან მივდივარ ასე რომ გზას არ ვიმრუდებ. -მანქანის კარს ჯენტლმენური ჟესტით მიღებს და ამაზე მეღიმება რაც როგორც ვხვდები მის თვალთახედვას არ გამორჩენია. -ფეხით აპირებდი ამხელა გზის გავლას?
-რამხელა გზის? სულ ნახევარი საათის გზაა.
-რომ დაიღლები და პაციენტებს ვერ მიხედავ? -მეჩვენება თუ ეს ბიჭი მეფლირტავება?! ჩვეუ ხერხს მივმართავ და ტუჩს ვიჭამ, მაგრამ ვერაფერ გესლიანს ვერ ვიფიქრებ და ვნებდები.
-ასეთი სუსტი ვჩანვარ?
-ნუ ცოტა მოპუტკუნება კი არ გაწყენდა. -თვალებს ვატრიალებ მის ირონულობაზე.
-როგორც ჩანს კარგად შეგითვალიერებივარ.
-რას ვიზამთ მეზობლები ვართ რომც არ მინდოდეს გხედავ.
-მარტივი გზა არსებობს ნუ გამოხვალ აივანზე როცა მე ვარ ეზოში, ნახვამდის და მადლობა.
-დროებით ექიმო. -საავადმყოფოში გავრაზებული შევდივარ და ვაიგნორებ ჩემს უკან მომავალ ანდრიას, ნუგზარის დანაახვაზე ისევ ის დღე მახსენდება და ბავშვურად მეღიმება. კაბინეტის კარზე მე და ანდრია ერთად ვაკაკუნებთ, კარს მიღებს და პირველს მატარებს, მუეხადავად იმისა რომ ჯერ მხოლდ ორი დღეა ვიცნობ მაფორიაქებს მისი მოახლოება, მაგრამ სასიამოვნო ფორიაქს ვგრძნობ. ჩვენს დანახვაზე ბერდია დგება ფეხზე, მე მეხვევა ანდრიას კი ანიშნებს რომ იქვე ჩამოჯდეს.
-ანდრია აქ დამელოდე თანამშრომლებს გავაცნობ ადილას და მოვალ. -გამოსვლისას გამარჯვებული ღიმილით ვუყურებ ანდრიას, ნეტა რამ გამახარა ასე?! იმან ხომ არა რომ იმ საყვარელ ბიჭს იქ ლოდინი მოუწევს?! თან ისე შემოაბიჯა და ხალხიც ისე ესალმებოდა აშკარად ყველა იცნობს, ერთი-ორი ექთანი ისე უყურებდა აშკარად არ არიან გულგრილები, ღმერთო ჩემო რა მჭირს?! ახლა მე ანდრიაზე ვფიქრობ და თან მგონი ვიეჭვიანე კიდეც, ადილა გამოფხიზლდი, საკუთარ თავთან საუბრით გართულს არც კი შემიმჩნევია რომ ბერდია მელაპარაკებოდა.
-ადილა, ადილა კარგად ხარ?
-კი, ცოტა ვღელავ და ამიტომ ვარ დაბნეული, მაინც პირველი დღეა.
-მაშინ ჯერ თანამშრომლებ წარვუდგენ შენს თავს და მერეგაჩვენებ კაბინეტს დაისვენე.
-ხალათი და ფონეიდოსკოპი?
-ეგენი კაბინეტში დაგხვდება.
ბერდია თანამშრომლებს ჩემს თავს აცნობს, ვინც მიცნობს ყველა თბილად მხვდება, ვინც არ მიცნობს და ანდრიასთან ერთად მნახა ანუ ის ექთნები ცოტა ეჭვისთვალით მიყურებენ. როგორც იქნა ჩემს კაბინეტს მაჩვენებს ბერდია და ვბედნიერდები, ყველაფერი მავიწყდება როცა საყვარელ თეთრ ხალათს ვიცვამ და ფონეიდოსკოპს ვიკიდებ, აღარც დილით მომხდარი მახსოვს და არც ის რომ დედა, და-ძმა და საუკეთესო მეგობარი არ მელაპარაკებიან. ჩემი კაბინეტით ვტკები და ყველა ნივთს სათითაოდ ვეხები.
თითქმის მთელი საავადმყოფო ფეხით შემოვიარე, ერთ-ერთ დერეფანში ნუგზარს ვხედავ პალატიდან გამომავალს და ვიმალები... უკან ვიხევ როცა ვიღაცას ვეჯახები ზურგით.
-ექიმი ხარ შენ თუ ჯაშუში? -ყურთან ნაცნობი ხმა მესმის და ვცდილობ მოვშორდე მაგრამ რაღაც მიჭერს, ვაკვირდები და ეს რაღაც ანდრიას ხელია ჩემს მუცელზე მოთავსებული. სხეულში სასიამოვნო ელექტრონები მივლის. იმდენად მაბნევს მისი სიახლოვე რომ ვერც პასუხს ვცემ და არც მისი ხელებიდან ვცდილობ თავის დახნას. ანდრია თავად მიშვებს ხელს, როგორც კი ცოტა მშორდება გონს მოვდივარ და შეტევაზე გადავდივარ.
-ეგ ჩემი საქმეა ვინ ვარ, შენ კიდევ თუ ჩემს გარშემო არ იტრიალებ არ მიგიწევს ჩემი დანახვა და მერე იმაზე წუწუნი რომ ყველგან მე ვარ. -ისევ იცინის, თავს აქნევს და კიბეზე ეშვება, არა ეს ბიჭი არ არის ნორმალური.

საღამოს არაფრის კეთებისგან დაღლილი ისევ გზას მივუყვები, თან შიმშილის გრძნობა ძალიან მაწუხებს. ბაიას მადლობას ვუხდი რომ მაიძულა ფეხზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ ჩამეცვა. გვერდით, თითქოს და ამ წამს ჩამოვარდა ზეციდანო, ანდრია, რომ მიდგება ცოტა ვფხიზლდები.
-მეზობელო სამწუხაროდ მეც ფეხით ვარ.
-ფეხით სიარული სასარგებლოა. -საღამოს სუსხი ძვლებში მატანს და ცემინება მეწყება.
-დილით რა მკითხე?
-რომელ კითხვაზე ამბობ?
-ასეთი სუსტი ვჩანვარო რომ მკითხე.
-მერე? -ვჩერდები და ვაკვირდები.
-ახლოდან რომ დაგაკვირდი იმუნიტეტიც სხეულივით სუსტი გაქვს. -მგესლავს და არც თავად დგამს ნაბიჯს ალბათ მაცდის როდის გავიაზრებ რა მითხრა, მაქსიმალურად ვთოკავ ნერვებს რომ არ ავფეთქდე და მშვიდად ვპასუხობ.
-წესით ამ მომენტში ჯენტლმენობა უნდა გამოგეჩინა და ჟაკეტი მოგეცა მაგრამ...
-სამწუხაროდ ამ ერთი თხელი კოფტის გარდა არაფერი მაცვია და თუ გინდა გავიხდი და ჩაიცვი. -ისე მოკიდა კოფტის ბოლოებს ხელი რომ მივხვდი მართლა ჩაიდენდა ამ სიგიჟეს და შევაჩერე.
-არა გმადლობთ, არ მინდა გაცივდე და მე დამაბრალო. -დარჩენილი გზა ორივე ჩუმად ვართ, ნერვები არ მასვენებს და ამ წამს ისე ძაან მინდა ანდრიას ცემა რომ ალბათ ძალა რომ მქონდეს აქვე ვცემდი.
-ექიმო, შენი აზრით ჭრილობა რომელიც არ ჩანს და თან სულზეა და არა სხეულზე ინკურნება? -ამჯერად არანაირი ეშმაკობა არ ჩანა მის კითხვაში.
-კი, მაგრამ ამას მედიცინა ვერ შველის, ჭრილობებს სულზე მხოლოდ საყვარული და მზრუნველობა კურნავს.
-ისეთი ტკივილიც არსებობს რომელიც არ ინკურნება, თან ყველა სხვა ტკივილზე ბევრად აუტანელია.
-მაინც რომელი ტკივილი?
-ყველაზე აუტანელი ტკივილი მონატრებაა, ნელა გიძვრება სხეულში და ისე გტკენს თითქოს, ყველანაირი ანესთეზიის გარეშე გჭრიან, გჭრიან უმოწყალოდ და თან სათითაო ჭრილობაზე მარილს გაყრიან... გინდა ბოლო ხმაზე იღრიალო, თხოვო რომ შეჩერდეს მაგრამ ხმა არ ამოგდის, იბრძვი ცდილობ ტკივილი შეაჩერო როგორმე დაიამო მაგრამ უფრო ძლიერდება. მთელი სხეული გტკივა და ფიზიკურ ტკივილზე უფრო მძიმე და მტკივნეული სულის იარებია, რომლებიც არ ინკურნება. დროებით მეზობელო. -ანდრია ჩემს ფიქრებთან მარტო მტოვებს და ჭიშკარში უჩინარდება, აღარც დაღლა მახსოვს და არც შიმშილი, სახლში ჩაფიქრებული შევდივარ.
-ძალიან დაიღალე?
-ბაბუუ, ჩვენი მეზობელი ანდრია ნორმალურია?
-რაზე შეატყვე გოგო არანორმალურობა? -ბებია გაკვირვებული სახით შემოდის სახლში.
-რა ვიცი დილით სამსახურში წაყვანისას დამაგლიჯა ნერვები, ახლა საღამოსაც არ დამაკლო და ბოლოს თითქოს და მოიწყინაო საფიქრალიც დამიტოვა.
-ცოტა უცნაური ბიჭი კი არის მაგრამ ნორმალური და ჩამოყალიბებულია.
-ბეე, ძალიან მშია, კიდე დასვენება და შენი კოფე მინდა. -ჩამმა მადაზე მოსვლამ ისე გაახარა რომ წელში გასწორდა და ახალგაზრდა გოგოსავით დაფრიალდა.
ჩემი და ანდრიას ნაცნობობა იმ დღის შემდეგ იმით შემოიფარგლებოდა რომ თუ გზად შემხვდებოდა სამსახურში მივყავდი ან ერთმანეთს უბრალოდ ვესალმებოდით. ეს ძალიან მაღიზიანებდა, განა რა თქვა ისეთი ანდრიამ იმ დღეს ასე ძაან რომ ჩამომშორდა?! პირველივე დღიდან მიმიზიდა მისმა უცნაურობამ ახლა კი არ მაძლევს საშუალებას რომ მივუახლოვდე.
ორი კვირაა უკვე მუშაობა დავიწყე და ჯერ სერიოზული პაციენტი არ მყოლია, რომ იტყვიან ვამპირიზმი მჭირს სისხლი მწყურია.
-ადილა ჩქარა ქვევით წამოდი, გთხოვ. -ისეთი სახით შემორბის ონისე კაბინეტში რომ მეც ძალიან ვშინდები და მუხლების კანკალით მივყვები უკან. მიმღებში დაჭრილი ანდრია მხვდება. ჭრილობას ინტერესით ვაკვირდები და ვშინდები როცა ვხედავ როგორი ღრმაა, ექთნებ ვუყვირი რომ სწრაფად მოამზადონ საჭირო ნივთები. მაკრატელს ვიღებ და მაისურს ვჭრი.
-ეეე ჩემი მაისური. -ისეთი სახით ამბობს ანდრია მინდა ეს მაკრატელი ჩავარტყა, ყურადღებას არ ვაქცევ და სხვა რამეს ვეკითხები.
-ეს როგორ მოახერხე? ძალიან ღრმა ჭრილობაა რით არის მიყენებული?
-ხანჯლით.
-ბეწვზე ხარ გადარჩენილი გულში რომ დაერტყა მოკვდებოდი.
-გულში უკვე დამჭრეს სასიკვდილოთ. -ისე მესაუბრება თვალს არ მაშორებს. ჩემს ყოველ მოძრაობას აკვირდება, უფრო ჩემს სახეს სწავლობს. როცა თვალებში ვუყურებ სუნთქვაც კი მეკვრის. ნაკერებს ვადებ და ონისესკენ ვტრიალდები, რაღაცის თქმას ვაპირებ ხმა რომ მესმის.
-ადილა ვეღარ გხედავ, მგონი...
-გონებას კარგავს -ისტერიკაში მყოფი ბოლო ხმაზე ვკივი. -გთხოვ ანდრია მე მიყურე, თვალები არ დახუჭო, მითხაირი რომელი ჯგუფის სისხლი გაქვს?
-მესამე დადებითი.. -ანდრია თვალებს ძლივს ახელს და ცდილობს, არ დახუჭოს.
-გვაქვს ამ ჯგუფის სისხლი? -ექთანი მხოლოდ თავს მიქანებს უარყოფის ნიშნად. პანიკაში მყოფი ვერც კი ვიაზრებ რა ხდება ჩემს თავს, ონისეს ვუყურებ ის ჩემზე უფრო გაფითრებულია, ხმას ვერ იღებს მხოლოდ უარყოფის ნიშნად ისიც თავს აქნევს, ჩუმად ლუღლუღებს რომ გუშინ დალია და ვერ გადაუსხამს სისხლს, უცებ გონება მინათდება და მახსენდება რომ ჩემი ჯგუფი გამოადგება ანდრიას, სანამ სისხლი ნელა გამოდი ჩემი ვენიდან და ანდრიას ვენაში შედის, მე რამოდენიმეჯერ ვასწრებ სიკვდილს და მკვდრეთით აღდგომას, როგორც კი ანდრიას ცოტა ადამიანის ფერი უბრუნდება ემოციებისგან გადაღლილი ეზოში გავდივარ და იქვე ვჯდები, სახეს ხელებში ვამალავ და ალბათ მალე ავქვითინდები, პირველი სერიოზული პაციენტი მყავდა და იმასაც ვერ მივხედე, ლამის დავკარგე, ხელები სულ მიკანკალებს, სუნთქვა გახშირებული მაქვს და ვცდილობ დავმშვიდდე, ნამდვილად არ მინდა სპაზმური შეტევა დამეწყოს... გვერდით ნუგზარი მიჯდება და ცდილობს დამამშვიდოს.
-ყოჩაღი გოგო ხარ ადილა, თანდათან ადამიანის ფერი უბრუნდება. აქ ასეთს ბევრს ნახავ და მზად უნდა იყო. შენ ძალიან ძლიერი ხარ ამ პატარა დაბრკოლებამ არ შეგაშინოს იცოდე. -ამ კაცის მიმართ პირველად ვგრძნობ გულში სითბოს, არა და ვიძახოდი იმ საავადყოფოდან გავაგდებ მეთქი. ანდრიას პალატაში ვბრუნდები და ველოდები როდის მოვა გონს. სკამის საზურგეზე თავს ვდებ და ჭერს ვაკვირდები, დღეს პირველად ვიგრძენი შიში ან უბრალოდ არ მინდოდა სიკვდილთან ბრძოლის წაგება. ანდრია ირხევა და ცოტა ვმშვიდდები.
-წყალი მინდა. -თავს ვაწევინებ და ნელა ვასმევ წყალს. ისევ მაკვირდება უცნაური მზერით. ცოტა ძალას რომ იკრებს ადგომას აპირებს.
-სად მიდიხარ?
-სახლში. -ისე მშვიდად მპასუხობს რომ მთმინებას ვკარგავ.
-ვერსადაც ვერ წახვალ. -ჯერ ხმამაღლა ვეუბნები მერე კი ვცდილობ ტონი შევარბილო. -ახლახანს სისიხლის გადასხმა დაგჭირდა ცუდად გახდი, ამიტომ კარგი იქნება ამაღამ აქ თუ დარჩები.
-ვერ ვიტან საავადმყოფოს, თან აქ მოვიწყენ.
-არ მოიწყენ, ამაღამ მეც აქ ვარ. -ჩემს ნათქვამზე თითქოს, ნებდება და ისევ წვება.
-შეგეშინდა?
-პირველი სერიოზული პაციენტი იყავი.
-მიყვარს პირველობა. -ისევ იცინის, ღმერთო ჩემო სულ როგორ შეუძლია იცინოს?! -ძალიან განერვიულე?
-იმდენად რომ ნუგზარის დამშვიდება დამჭირდა. -ნუგზარის ხსენებაზე ეცინება.
-რა დაგიშავა მაგ კაცმა?
-ბავშვობაში გადმოვვარდი ხიდან და ლავიწის ძვალი გავიტეხე სანამ თბილისში გადამიყვანდნენ ტკივილს რომ არ შევეწუხებინე ნუგზარმა ნემსი გამიგეთა მაგრამ გატეხილ ლავიწზე მეტად მისი გაკეთებული ნემსი მტკიოდა.. წარმოიდგინე პატარა მე, ზორბა სამი ბიჭი რომ მიკავებს და ისეთი ხმა გამოვუშვი ნემსი რომ გამიკეთა ჩემს ძმას ეგონა მოკლა ნუგზარმაო და ჩხუბი დაუწყო, გონება დავკარგე და მას შემდეგ დღემდე ვერ ვიტანდი ნუგზარს.
-დღეს რა მოხდა?
-დილით პატარა გოგონას გაუკეთეს ნემსი მთელი საავადმყოფო მიმღებში იყო იმხელა კიოდა, წარმოიდგინე ექიმი ნუგზარი არ იყო და მივხვდი რომ მაშინ ჩემი ბრალი იყო, როგორც მითხრა ისე რომ მოვქცეულიყავი არ მეტკინებოდა. -ანდრია უცებ ახარხარდა და ვერ მივხვდი რაზე იცინოდა, რამოდენიმე წამით შეჩერდა სახეზე დამაკვირდა და მერეისევ დაიყო სიცილი, ალბათ ძალიან სასაცილო გამომეტყველებით ვუყვებოდი. სიცილს შორის ძლივს აბამდა ერთმანეთს სიტყვებს.
-უცებ... წარმოვიდგინე ონისე და ბერდია შენს ძმას რომ აკავებდნენ და ის ნუგზარიკენ იწევდა. -მეც წარმოვიდგინე დემეტრეს სახე და უცებ ძალიან მომიჭირა მონატრების მარწუხებმა ყელში, ორ კვირაზე მეტია აქ ვარ და არცერთს არ დაურეკავთ. -რატომ მოიწყინე? რამე არასწორად ვთქვი?
-ჩემი და-ძმა და დაქალი მომენატრნენ, მაგრამ მათ სიამაყე ჩემზე მეტად უყვართ.
-არ უნდოდათ შენი აქ წამოსვლა ხომ ასეა? -თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავს ვუქნევ რადგან ახლა ხმას თუ ამოვიღებ ჩემს ცრემლებს ვერ შევაკავებ და ანდრიასთან შევრცხვები. ტელეფონს ვიღებ მოკლე ტექსტს ვკრეფ და სამისთან ვაგზავნი, თითქოსდა ელოდნენო სამივეს პასუხი ერთდროულად მოდის, მეც გულზე მეშვება და უფრო ლაღად ვიღიმი.
-გიხდება ღიმილი.
-მადლობა, რაღაც რომ გკითხო თავს უხერხულად იგრძნობ?
-ნწ... გააჩნია რას მკითხავ. -ჩაფიქრებულ სახეს იღებს.
-ანდრია, მეფლირტავები? -წამით ისეთი გაოცებული სახე აქვს საკუთარი შეკითხვის მრცხვენია და სად გავქრე აღარ ვიცი, მერე ისევ იცინის.
-ვგიჟდები მიხვედრილ და თან პირდაპირ გოგოებზე, გინდა უფრო მაგარი რამ გითხრა? შენი პაციენტი რომ ვყოფილიყავი და ახლა ასე ვმჯდარიყავით თავი ძალით დავაჭრევინე, ყველა დეტალი წინასწარ გავთვალე. -ახლა მომეჩვენა თუ ამა ჩემი აბუჩად აგდება გადაწყვიტა?! დამცინი არა ანდრიუშ ვნახოთ ვინ აჯობებს.
-არა და მართლა გამახარებდა რომ მეფლირტავებოდე. -საწყლად ჩავიბურტყუნე და თავი დავხარე რომ არ გამცინებოდა, ანდრია დაფრთხდა, ჭრილობაც კი დაავიწყდა ისე წამოდგა ფეხზე და მომიახლოვდა.
-კარგი რა ადილა, მეგონა მეხუმრე, მე და შენ ხომ მეგობრები ვართ?
-მეგობრები? მეგონა მოგეწონე და იმიტომ დაგყავდი სამსახურში. -მალე ჩემს გასაოცარ ხმას ამოვუშვებდი და მთელ საავადმყოფოს დავაფრთხობდი, როცა ანდრიამ ხელი ნიკაპზე მომკიდა სხეულში ისეთი მუხტი ვიგრძენი, მეგონა დენი შემიერთეს. თავი რომ ამაწევინა ვერ გავუძელი და სიცილი დავიწყე. -რაო ანდრიუშ შეგეშინდა?
-ძაან ბოროტი გოგო ხარ.
-ვიფიქრე ცოტა გამოფხიზლება არ გაწყენდა. ანდრია ორი კვირაა ერთი შეკითხვა მაწუხებს და გკითხავ რა.
-გისმენ მკითხე. -ისე დაიძაბა მივხვდი ის რომ მეკითხა რაც მაინტერესებდა მაინც არ მიპასუხებდა ან მომატყუებდა, ამიტომ კითხვა შევცვალე.
-ანდრია ადრე სადმე შევხვედრივართ ერთმანეთს?
-არა, რომ შევხვედროდით დამამახსოვრდებოდი, საოცარი ნიჭის პატრონი ვარ ერთხელ ნანახ ადამიანსაც კი ვიმახსოვრებ. თან შენნაირ გოგოს ვერ დაივიწყებდა კაცი. -ისევ ეს დაწყევლილი ჟრუანტელი, ღმერთო რა ჯანდაბა მჭირს.
-მე კიდე ძალიან მეცნობი.
-მოვიწყინე რამე ვითამაშოთ.
-წრეში ბურთი გირჩევნია თუ ფრენბურთი? იქნებ ბანდბინქტონი?
-ძაან ცინიკურად გამოგდის. მაგათ ჭრილობა რომ მომირჩება მერე გეთამაშები თუ გინდა ახლა ბლიცი ჯობია თან ასე ერთმანეთს უკეთესად გავიცნობთ. კითხვებს ვწერ ბლოკნოტში და ვცდილობ ანდრიასკენ არ გავიხედო რადგან მის შავ თვალებს რომ ვუყურებ ძალიან ვიბნევი.
-დავასრულე მე დავიწყო თუ შენ დაიწყებ.
-შენ დაიწყე.
-სიყვარული არის?
-ჩემთვის სიყვარული ყველაფერია, თუნდაც ამ წამს შენი ღიმილიც კი სიყვარულია.
-თავისუფლება არის?
-თავისუფლება?! ეს სიტყვა ჩემთვის ნიშნავს ვაკეთო ის რაც მიმაჩნია სწორად.
-მაღიზიანებს?
-მაღიზიანებს ყველაფერი, თუნდაც დღეს ჩემი ნების საწინააღმდეგოდ აქ რომ მომიყვანეს მაგანაც გამაღიზიანა, ისიც კი მაღიზიანებს აქ რომ დამტოვე ამ ნაკაწრის გამო.
-ვგრძობ?
-ვგრძნობ როდის მატყუებენ.
-მეშინია?
-მეშინია ღამის, რომელიც ყველაზე მტკივნეულ მოგონებებს აღვიძებს ჩემში.
-ვიცი?
-ვიცი როდის ვიყო სერიოზული.
-არ ვიცი?
-არ ვიცი რას ნიშნავს დანებდე და გაყვე დინებას.
-შემიძლია?
-შემიძლია ადამიანების გაბედნიერება, გამხიარულება და მათი დახმარება.
-არ შემიძლია?
-არ შემიძლია ვიყო უმოქმედოდ როცა უსამართლობას ვაწყდები.
-ვმეგობრობ?
-ვმეგობრობ მხოლოდ მართალ ადმიანებთან.
-ვაპატიებ?
-საყვარელ ადამიანს ყველაფერს ღალატსაც კი თუ ამას გასამართლებელი მიზეზი ექნება.
-ვტირი?
-ვტირი?! მე?! მხოლოდ სიზმარში.
-ვიცინი?
-ვიცინი ყოველთვის.
-ვეძებ?
-ვეძებ ბედნიერებას.
-ღირსი ვარ?
-აუუ აქ მგონი გავიჭედე. -ისე იცინის რომ გონება მებინდება. -როგორც მამიდაჩემი ამბობს მეც ვარ ერთი კაი გოგოს ღირსი.
-ვჩხუბობ?
-ყოველთვის და ყველასთან.
-ვკარგავ?
-საყვარელ ადამიანებს.
-მშურს?
-ადამიანების ვისაც ბედნიერი ოჯახი აქვთ.
-მაინტერესებს?
-როგორი იქნება ჩემი ცხოვრება ათი წლის შემდეგ.
-არ მაინტერესებს?
-არ მაინტერესებს რას იტყვის ხალხი.
-მრცხვენია?
-არაფრის.
-ვმალავ?
-ვმალავ ტკივილს კარგი ხასიათის უკან.
-მწამს?
-მწამს რომ მეც ვიქნები ბედნიერი.
-ვინახავ?
-ბაბუაჩემის ჩოხას ჩემი ქორწილისთვის. -უცებ გონებაში მიელვებს ანდრია ჩოხაში და ბუსუსები მაყრის.
-მიკვირს?
-მირკვირს ყველა იმ ადამინის ვინც სხვების ცხოვრებით ცხოვრობს.
-მიხარია?
-მიხარია მამიდაჩემის ნახვა.
-ვჭორაობ?
-ვჭორაობ მხოლოდ მამიდასთან მის მეზობელ გოგონაზე.
-ვდარდობ?
-ვდარდობ ბევრ რამეზე, იმაზეც კი რომ შენ სისხლი გადამისხი.
-ვამაყობ?
-ვამაყობ ჩემი გადაწყვეტილებით.
-ვაკეთებ?
-ბავშვებს. -ისეთი სერიოზული და თავდაჯერებული სახით მეუბნება რომ გაოგნებული ვრჩები. მერე ისევ იცინის და ვმშვიდდები.
-ვეფერები?
-ყველა ბავშვს ვისაც ქუჩაში დავინახავ.
-მსიამოვნებს?
-მსიამოვნებს აივანზე სარწეველა სკამში ჯდომა და მზის ჩასვლის ყურება.
-მესიზმრება?
-კოშმარები.
-ვეხმარები?
-ვეხმარები ყველას ვისაც ჩემი დახმარება ჭირდება.
-მწყინს?
-უმადურება.
-ვხარჯავ?
-ვხარჯვ ენერგიას, კარგ საქმეში.
-ვღალატობ?
-მხოლოდ საკუთარ თავს.
-ვუხეშობ?
-ყველასთან ვინც იმსახურებს.
-ვუსმენ?
-მხოლოდ სიჩუმეს.
-ვყოყმანობ?
-არასოდეს.
-ვკითხულობ?
-ყველაფერს რაც დამაინტერესებს.
-ზღვა თუ მთა?
-მთა ჩემი ცხოვრებაა.
-ვამზადებ?
-შესანიშნავ ჩაის, შეგიძლია დამეწვიო ხვალ.
-ვუყურებ?
-მხოლოდ ლამაზი ქალის თვალებს.
-ვაფუჭებ?
-ურთიერთობას რომელიც ჯერ არ დაწყებულა.
-ვყვირი?
-კოშმარებისას.
-ვმღერი?
-როცა ძაან მთვრალი ვარ.
-ვასრულებ?
-პირობას რომელსაც ვდებ.
-დავდივარ?
-ძალიან ბევრს.
-ვერიდები?
-შეყვარებული წყვილების გარემოცვაში ყოფნას.
-ვთამაშობ?
-ნარდს ბაბუაშენთან ერთად.
-ვიტყუები?
-მხოლოდ კეთილ ტყუილს.
-ვგიჟდები?
-შავ თვალებზე.
-მიყვარს?
-როცა მე ვარ ღიმილის მიზეზი.
-ვოცნებობ?
-თბილ ოჯახზე.
-ვფიქრობ?
-ჩემს ტკივილებზე.
-მძულს?
-როცა რაღაცის გაკეთება მინდა და არ გამომდის.
-ვნანობ?
-დაგვიანებას.
-კმაყოფილი ვარ?
-ჩემი არჩევანით.
-მენატრება?
-მამიდასთან ჭორაობა.
-ვაგროვებ?
-ძველ ნივთებს.
-ვეჭვიანობ?
-ჯერ არ გამომიცდია ეს გრძნობა.
-ვიზიდავ?
-ქალებს. -ისევ იცინის ბლოკნოტს მართმევს და ახლა მე მეკითხება.
-სიყვარული არის?
-როცა ვინმეს უზიარებ ყველაფერს.
-თავისუფლება არის?
-ის რომ მე ახლა აქ ვარ.
-მაღიზიანებს?
-როცა ჩემს ნათქვამს არ ასრულებენ.
-ვგრძნობ?
-პასუხისმგებლობას რომელიც აქ ჩამოსვლით ავიკიდე მხრებზე.
-მეშინია?
-სიკვდილის, სიმაღლის, ლიფტის და მთვრალი ადამიანების.
-ვიცი?
-ვიცი როგორ დავარწმუნო ადამიანები.
-არ ვიცი?
-არ ვიცი რას ჩავიცმევ ხვალ.
-შემიძლია?
-ყველაფერი რაც ჩემს ფიზიკურ ძალებს არ აღემატება.
-არ შემიძლია?
-ვინმეს ვუთხრა რომ მალე მოკვდება.
-ვმეგობრობ?
-მხოლოდ იმ ადამიანებთან ვინც თავად გამოიჩენენ ინიციატივას.
-ვტირი?
-ყველაფერზე, ძალიან ემოციური ვარ.
-ვიცინი?
-ხმამაღლა.
-ვსაუბრობ?
-ყველა თემაზე.
-ვეძებ?
-სულიერ სიმშვიდეს.
-ვეხმარები?
-ქუჩაში ნებისმიერ გამვლელს, მაგრამ მოწყალებას ვაძლევ მხოლოდ მოხუცებს.
-მშურს?
-ძლიერი ადამიანების.
-ვჩხუბობ?
-ვერიდები ჩხუბს, როცა ორი მამაკაცი ჩხუბობს და ყვირის მე კუთხეში ვიმალები და ხელებს ვიფარებ ყურებზე.
-ვკარგავ?
-ყველაფერს და მერე სულ ვეძებ.
-მაინტერესებს?
-ავიხდენ თუ არა ოცნებას.
-არ მაინტერესებს?
-არ მაინტერესებს პოლიტიკა და გრძელი სერიალები.
-მრცხვენია?
-როცა რამე მავიწყდება.
-ვმალავ?
-გრძნობებს.
-მწამს?
-მწამს უფლის.
-ვინახავ?
-მამას ნაყიდ პირველ თოჯინას და ბაბუას გაკეთებულ სათამაშო აკვანს.
-მიკვირს?
-მირკვირს როცა სხვებმა იმაზე მეტი იციან ჩემზე ვიდრე მე ვიცი.
-მიხარია?
-მიხარია ყველაფერი, პატარა რაღაცამაც შეიძლება ძალიან გამაბედნიეროს.
-ვჭორაობ?
-ვჭორაობ მხოლოდ დაქალთან ერთად ბიჭებზე.
-ვდარდობ?
-ვდარდობ ყველაფერზე, იმაზეც შემიძლია ვიდარდო რომ უცნობი ადამინი ქუჩაში სევდიანი სახით მოდიოდა.
-ვამაყობ?
-მამაჩემით.
-ვაკეთებ?
-საყვარელ საქმეს.
-ვეფერები?
-ბებიას და ბაბუას.
-მსიამოვნებს?
-მსიამოვნებს როცა მაქებენ.
-მესიზმრება?
-სიზმრებს ვერ ვხედავ.
-მწყინს?
-როცა რამეს ვაკეთებ მთელი გულით და არ მიფასებენ.
-ვხარჯავ?
-ვხარჯვ ფულს ტკბილეულში.
-ვღალატობ?
-არავის.
-ვუხეშობ?
-მხოლოდ მაშინ როცა მშია ან მეძინება.
-ვუსმენ?
-მუსიკას, ჟანრს მნიშვნელობა არ აქვს.
-ვყოყმანობ?
-ყოველთვის.
-ვამზადებ?
-ყველაფერს, შესანიშნავი მზარეული ვარ.
-ვუყურებ?
-ბევრ სერიალს და ფილმს.
-ვაფუჭებ?
-ყველაფერს, ძაან დაბდურა ვარ.
-ვყვირი?
-როცა ბედნიერი ვარ.
-ვმღერი?
-როცა ყურსასმენები მიკეთია და მავიწყდება სად ვარ.
-ყავა თუ ჩაი?
-ყავა.
-ვერიდები?
-კამათს.
-ვიტყუები?
-ვერ ვიტან ტყუილს.
-ვგიჟდები?
-ყავაზე.
-მიყვარს?
-შუადღემდე ძილი.
-ვოცნებობ?
-ძალიან ბევრს, ზოგჯერ არარეალურ რამეზეც კი ვოცნებობ.
-მძულს?
-ბორში.
-ვნანობ?
-რომ არ ვარ უფრო თამამი.
-კმაყოფილი ვარ?
-ჩემი ცხოვრებით.
-მენატრება?
-ელენეს მომზადებული ყავა და ნანას კექსი.
-ვაგროვებ?
-ყვავილებს წიგნებში.
-ვეჭვიანობ?
-მეგობრებზეც კი როცა ახალ მეგობრებს იჩენენ.
-ვიზიდავ?
-ყველა პრობლემას.
-მინდა მყავდეს?
-არქიტექტორი ქმარი და ბევრი შვილი.
-მინდა მქონდეს?
-ორ სართულიანი სახლი, ბუხარით და შინაური ცხოველებით.
-რომ არა საქართველოში იცხოვრებდი?
-შვეიცარიაში, რადგან მთის გარეშე არ შემიძლია.
-არ გამომდის?
-ტყუილის თქმა და გადაწერა მგონია რომ ყველა მხედავს და ყველამ იცის სიმართლე.
-მინდა ოდესმე წავიდე?
-ქმართან ერთად, სადმე ძალიან მშვიდ ადგილზე.
-არ მინდა?
-არ მინდა რომ მე და ჩემმა ქმარმა ვიჩხუბოთ. -საოცრად უბრწყინავს თვალები და თან მაკვირდება.
-კარგი ბლიცს მოვრჩით და რადგან მე არ უნდა დამეძინოს და შენ ჩემს გართობას ცდილობ შენს ოცნებაზე მიამბე.
-სისულელეა, შენც დამცინებ.
-იქნებ შემიძლია აგიხდინო ოცნება?
-კარგი. -ბოლოს ხელი ჩავიქნიე არ ვიცი რატომ მაგრამ მომინდა მისთვის გულის გადაშლა და საუბარი იმ თემაზე რომელიც მართლა ძალიან მინდოდა რომ რეალობად ქცეულიყო, ალბათ გილისსიღრმეში დავიჯერე რომ მართლა ამიხდენდა.
-მოიცადე კარგად მოვთავსდე.
-მოკლედ ალბათ ბაბუამ უკვე გიამბო ჩემს ბავშვობაზე რადგან ყველგან ამაზე საუბრობს. -გაეცინა და მივხვდი არც ბებიას დაუკლია რაღაცაების მოყოლა. -საოცრად ინტერესიანი ბავშვი ვიყავი ამიტომ მიტაცებდა სოფლის ბოლოში მდგარი სახლი, მიტოვებული და იდუმალია ჩემთვის სულ მინდოდა შესვლა მაგრამ არც ბერდია, არც ონისე და არც დემეტრე არ მომყვებოდნენ, ჯეროდათ ლეგენდის რომ ეგ სახლი დაწყევლილი იყო. ალბათ გიკვირს ეს სახლი რა შუაშია ხომ ჩემს ოცნებასთან? -თავს თანხმობის ნიშნად მიქნევს და ისევ უცნაურად მაკვირდება. -წეღან გითხარი არქიტექტორი ქმარი მინდა მეთქი თუ დააკვირდი, არქიტექტორ ქმარზე იმიტომ ვოცნებობ რომ იმ სახლის ყიდვა მინდა სოფლის ბოლოში რომ დგას და განახლება... საზაფხულო სახლად კი არა საცხოვრებლად, ამ ოცნების გამო მამა და ბაბუა სულ დამცინიან, ვერ გაძლებ სოფელშიო რა იცი ძროხების მოწველაო ან თხას როგორ მოწველიო. ვინმე აქაურის პოვნა მოგიწევს თორემ ქალაქელი ბიჭი აქ არ წამოგყვებაო. ერთადერთი ვინც არ დამცინის და მეუბნება აუცილებლად აიხდენ ოცნებასო ჩემი მეზობელია. -მეგონა მალე ისიც სიცილს დაიწყებდა მაგრამ სერიოზული და ჩაფიქრებული სახით მიყურებდა.
-მჯერა რომ აიხდენ ოცნებას ადილა.
-ეხლა მე შემოვლაზე წავალ და თუ დაიძინებ უკეთესი იქნება.
-არ მინდა ძილი, არ მიყვარს.
-გიყვარს, უბრალოდ გეშინია რომ შენი კოშმარები ისევ მოვლენ და რამე ისეთს იტყვი რამაც შეიძლება გავნოს.
-იქნებ და ის სახლი მართლა დაწყევლილია არ გეშინია? -კართან მისული მის სიტყვებზე შევჩერდი და დავფიქრდი.
-არ შემეშინდება თუ გვერდით ძლიერი მამაკაცი მეყოლება, შემიძლია დამამშვიდებელი გაგიკეთო წესით კოშმარები არ უნდა გესიზმროს.
-მადლობელი ვიქნები მშვიდად თუ დამეძინება. -დამამშვიდებელს ვუკეთებ ანდრიას და მალევე ებინდება თვალები, მძინარეს ცოტახანს ვაკვირდები და ისევ ის დაწყევლილი ჟრუანტელი რომ მივლის სწრაფად გავრბივარ პალატიდან.
ყველა პაციენტის მონახულებას რომ ვამთავრებ გული ისევ ანდრიასკენ მიმიწევს, რა აქვს ასეთი ამ ბიჭს რომ მისით შეპყრობილი ვხდები, კი გაიძახის არსად შევხვედრილვართ ერთმანეთსო მაგრამ ძალიან მეცნობა. მის პალატაში შევდივარ და ვაკვირდები როგორ მშვიდად ძინავს, მხოლოდ მოძრაობისას ხელი აწუხებს და სახეზე აქვს აღბეჭდილი ტკივილი.
დილის შემოვლას რომ ვამთავრებ და ანდრიას პალატაში შევდივარ ცარიელი მხვდება, თავს ძლივს ვიკავებ რომ ნერვები ვაკონტროლო და ექთანი ან დაცვის თანამშრომელი არ მოვკლა.. საწოლზე პატარა ფურცელი მხვდება "მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ ვერ ვიტან საავადმყოფოს და აქ ვერ გავჩერდები წამლების გამოწერას თუ აპირებ მომწერე." კბილებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს და ისევ ვცდილობ დავმშვიდდე. ბერდიას კაბინეტისკენ მშვიდი ნაბიჯით მივიწევ და თან ანდრიას სალანძღავ სიტყვებს ვამზადებ, კაბინეტის კარს ვაღებ და ონისე და ბერდია მხვდებიან.
-სად არის თქვენი ძმაკაცი?1
-აქ საავადმყოფოში. -ერთმანეთს გაოცებულები უყურებენ. მის 'წერილს' მაგიდაზე ვდებ და ორივეს ვაკვირდები.
-ეგ გაგიჟდა ბიჭო?
-ონისე აქ რომ მოგყვა მე მაგანაც გამაოცა.
-კი მაგრამ ჭრილობა რომ გაეხსნას? ისევ სისხლი რომ დაკარგოს? რომ არა ადილა შეიძლება მომკვდარიყო.
-დაურეკეთ მოვიდეს და საბუთებზე მოაწეროს ხელი, თქვას რომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და მიბრძანდეს. -ღმერთო, როგორ ვერ ვიტან როცა ჩემს ნათქვას არ ასრულებენ და ეს ბიჭი ჩემს გასაღიზიანებლად მოიქცა ასე, იცოდა, ოცოდა რომ მისი წასვლით გამაბრაზებდა ან შემაშინებდა და მაინც ადგა და წავიდა. რა გჭირს ადილა გამოფხიზლდი, მორჩი ახლა ისტერიკას და თავად დაურეკე ანდრიას, საკუთარი თავის დამშვიდებას ვცდილობ და ანდრიას ნომერს ვეძებ, ვერ ვპოულობ და მახსენდება რომ მასწავლებელი მივაწერე.
-ალო, ექიმო გისმენ. -ძალიან მშვიდი ტონით მპასუხობს და ამ დროს ვფეთქდები.
-მისმენ კი არა ათ წუთში მოხვალ აქ, მოაწერ საბუთებს ხელს და სადაც გინდა იქ წაბრძანდი მერე.
-ჩუუ, ექიმო რა დღეში გაქვს ნერვები ამ ახალგაზრდა გოგოს. -ის ამჯერად უფრო მშვიდი ტონით მპასუხობს.
-ანდრია მომისმინე, მუშაობა მხოლოდ ორი კვირაა დავიწყე და ნამდვილად არ მინდა რომ შენს გამო გამიშვან სამსახურიდან, მოდი რა და საბუთებს ხელი მოაწერე. -უკვე თხოვნაზე გადავდივარ და ანდრიაც ნებდება, ტელეფონშიც კი ვხვდები ახლა ტუჩს აწვალებს და ისე ფიქრობს.
-მოვალ ექიმო მაგრამ ერთი პირობით.
-აჰა, პირობებსაც მიყენებ?
-კი თუ არა?
-კარგი, მოდი. -ანდრიას ხმაში იმდენი ეშმაკობა იგრძნობა ვხვდები მახეში გამაბამს. მაგრამ ეს თამაში მიზიდავს და უარს არ ვამბობ თუნდაც საფრთხეზე რომელიც სიმპათიურია. ანდრიას ვუთიშავ ტელეფონს და ერთადერთ ადამიანს ვურეკავ ვინც ზუსტად ვიცი რომ მომისმენს.
-ადილა, ჩოხიანი ბიჭი იპოვე?
-ნანა, შარში ვარ. -მეორე მხარეს ისეთი სიჩუმეა, ვხვდები ნანაც კი გავაოცე.
-რა დააშავე ადილა.
-აქ ერთი უცნაური ბიჭია რომელიც ძალიან მიზიდავს, არავინ იცის მიზეზი აქ რატომ არის ან რამდენხანს აპირებს დარჩენას, მისი გვარიც კი გუშინ გავიგე, ნორმალურად არ ველაპარაკებით ერთმანეთს ან ვჩხუბობთ ან კიდევ ის მამწარებს, რომ მიახლოვდება ხმასაც კი ვერ ვიღებ. ნანუკა ჩუმად რატომ ხარ მითხარი რა რამე.
-რა ქვია?
-ანდრია, ანდრია ტაბიძე.
-ადილა ფრთხილად იყავი ჩემო პატარა, მაგრამ არც ისე ქნა რომ ეგ ბიჭი მოიშორო, დაუახლოვდი იქნებ სულზე იარები აქვს და მანდ იმიტომ არის რომ მოიშუშოს. სახლში რომ მიხვალ კიდევ დამირეკე. -ნანას სიტყვებმა ჩემი და ანდრიას დიალოგი გამახსენა, მისი სიტყვები სული ტკივილზე, მონატრებაზე, გუშინდელი სიტყვები ოჯახზე და სიყვარულზე რომ ლაპარაკბდა, ახლა გასაგებია რატომ არის ეს ბიჭი ასეთი მხიარული, ასე ტკივილს მალავს. საკუთარ თავს ვარწმუნებ რომ მე ამას შევძლებ და ანდრიას ისე დავუახლოვდები რომ მასზე ყველაფერს გავიგებ. ჩემი ქვეცნობიერი ფხიზლდება და არ არის აღფრთოვანებული ჩემი გადაწყვეტილებით, 'ცეცხლს ეთამაშები ადილა და იცოდე ეს ცეცხლი დაგწვავს' ტელეფონზე მოსული შეტყობინება ფიქრს მაწყვეტინებს.
*შენს კაბინეტში თუ ბერდიასთან.
*ბერდიასთან.
*მე შენთან მერჩივნა მაგრამ არაუშავს.
კაბინეტის კარს ვაღებ და ვიღაცის მკერდს მთელი ძალით ვეჯახები, ზემოთ ვიხედები და ანდრიას სახე ისე ახლოს არის ჩემთან რომ სუნთქვაც კი მავიწყდება, ნერწყვს ძლივს ვაგორებ ყელში, მისი თვალები ახლა შევნიშენ რომ შავი არ არის მაგრამ არც ყავისფერია, რაღაც გარდამავალი ფერია ამ ორ ფერს შორის, მისი თვალების შესწავლაში მყოფს მავიწყდება რა მდგომარეობაში ვდგავართ ჩემი კაბინეტის კართან მე და ეს მწველი მამაკაცი, თვალებს სწრაფად ვახამხამებ გამოსაფხიზლებლად მაგრამ ანდრია არც კი ცდილობს მომშორდეს და არც მე მიშვებს.
-ანდრია. -ძლივს გასაგონად ვჩურჩულებ მის სახელს და ისევ ვცდილობ მოვშორდე.
-გისმენ ადილა. -თვალის მოუშორებლად მპასუხობს და ღიმილი ეპარება მის სახეს, რომ ხვდება უკვე საკმარისზე მეტად დამაბნია ხელს მიშვებს და მეც ჰაერს ღრმად ვუშვებ ფილტვებში, იმდენი ხანი მქონდა სუნთქვა შეკრული რომ ფილტვები მეწვის.
-რა პირობა გაქვს? -ანდრია ჩვეულ ჟესტს მიმართვას და სამაჯურს აწვალებს თან სათქმელს აჭიანურებს.
-ორი კვირა ერთად ვიმუშავებთ.
-ორი კვირა? მე და შენ? სად?
-პირველი ერთი კვირა სკოლაში, ინგლისურის გაკვეთილებს ჩავატარებთ ერთად.
-მეორე ერთი კვირა? -ანდრიას იდეა იმდენად მომწონს რომ სადაცაა ცეკვას დავიწყებ.
-აქ, მე ვიქნები შენი თანაშემწე.
-კარგი.
-ასე მარტივად? რა ჩაიფიქრე ექიმო? -ანდრია ხდება რომ რაღაც გეგმა მაქვს მაგრამ აზრადაც კი ვერ გაივლებს, როგორი ხელსაყრელია ჩემთვის ახლა მის გვერდით ყოფნა.
-არაფერი არ ჩამიფიქრებია, უბრალოდ ეს სამსახური ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ არ ვიმუშავებ აქედან წასვლა მომიწევს და დედა მართალი აღმოჩნდება. მე კიდევ ვერ ვიტან როცა დედა მართალია.
-წავედით მოვაწეროთ ხელი.
-ანდრია, სანამ აქ ხარ ჭრილობას შევხედავ. -მხარზე ხელს ვადებ და ვცდილობ დავითანხმო.
-კარგი. -უკმაყოფილოდ მთანხმდება და მაისურს იხდის, წამში მცირდება ჰაერი ოთახში და სხეულში სიმხურვალეს ვგრძნობ, სახვევს რაც შემიძლია სწრაფად ვხსნი რომ მის სხეულს მალე მოვშორდე. ჭრილობა ცოტა ეწვის როცა ვეხები და კბილებს ერთმანეთს აჭერს. მალე ვამთავრებ დამუშავებას და ახალ სახვევებს ვადებ, მისი სურნელი თავბრუს მახვევს, ისე ვბრუვდები ლამის ახლავე შევეხო მის ყელს მაგრამ ანდრას მივყავვარ გონს.
-მალე მორჩები საქმე მაქვს.
-კი, კი ახლავე. საბუთები აქ არის. -ნერვიულად ვისვამ ყელზე ხელს და ვცდილობ ანდრიას თვალებს აღარ გადავეყარო.
-ხვალამდე ექიმო. -როგორც კი ანდრია გადის ფანჯარას ვაღებ რომ როგორმე სხეულში დანთებული ცეცხლი ჩვაქრო, ღმერთო რა ჯანდაბა მჭირს, პირველად მიზიდავს ასე მამაკაცი, ბევრს უცდია ჩემთან ურთიერთობა მაგრამ ასე არცერთი არ მიზიდავდა როგორც ანდრია მიზიდავს, ნამდვილად დამწვავს ის ცეცხლი ანდრია რომ მიკიდებს.
წინა ღამის უძინარს მთელი ღამე ისე ტკბილად მძინავს რომ ბებია ძლივს მაღვიძებს.
-ადილაა, ადექი ბებო ანდრიამ მოგაკითხა. -მისი სახელის ხსენებაზე თვალებს ჩქარა ვახელ და ბებიას ვუყურებ.
-რა უნდა ამ დილაადრიან?
-სკოლაში მოდისო ასე თქვა.
-ხო კარგი ავდგები. -მისაღებიდან ბაბუას და ანდრიას საუბარი მესმის და სახეზე ყალბ ღიმილს ვიკრავ.
-მართალი ხარ შიო ბაბუ ადილა ისეთ დროს იღვიძებს არ გამოდგება სოფლისთვის.
-ანდრიკო რა მოხდა ბაბუამ შეგაჩივლა შვილიშვილი გასათხოვარი დამრჩაო?
-ასე თუ გააგრძელებ მართლა გასათხოვარი დარჩები, სოფლელ ბიჭებს არ მოწონთ გოგოები რომელთაც შუა დღემდე ძინავს.
-შენ მაგაზე არ ინერვიულო ანდრიკო, როცა მინდა ღამითაც კი არ მძინავს.
-ჩქარა ექიმო მაგვიანდება სკოლაში.
-წადი და მოვალ, ჯერ უნდა ვისაუზმო. -ანდრიას ნერვებზე თამაშს ვაგრძელებ და ნელა ვჯდები მაგიდასთან, მიუხედავად იმისა რომ დილით ვერ ვჭამ. ანდრია ნერვიულობისგან ჯერ ისევ სამაჯურის წვალებას იწყებს, მერე თმაზე ისვამს ხელს. ბოლოს აივანზე იწყებს ბოლთისცემას, მინდა ხმამაღლა გადავიხარხარო მაგრამ ბაბუა არ მაცდის.
-ადილა, ადექი თუ მიდიხარ, ნუ დატანჯე ის ბიჭი.
-წავედით მასწავლებელო. -ანდრია თავს აქნევს გაბრაზებული და მაკვირდება, სკოლასთან რომ აჩერებს მანქანას გადასვლას არ მაცდის.
-ექიმო ერთი წუთით რაღაც უნდა გითხრა.
-გისმენ ანდრიკო.
-პირველი მორჩი ჩემს ნერვებზე თამაშს, მეორე აღარ გაბედო და ანდრიკო არ დამიძახო.
-სამწუხაროდ ვერ შეგისრულებ თხოვნას.
-არ მითხოვია.
-ჩუუ, ანდრიკო რა დღეში გაქვს ნერვები ამ ახალგაზრდა ბიჭს.-თვითკმაყოფილი ღიმილით მივდივარ სკოლისკენ. ანდრიას ხმა მესმის როგორ თხოვს ღმერთს რომ გაძლება მიცეს და სიცილს ვიწყებ. -ანდრიკო არ მოდიხარ? ახლა არ გაგვიანდება?
-სამასწავლებლოში წავიდეთ ჯერ, მერე მეექვსე კლასში გვაქვს გაკვეთილი. -როგოც კი სკოლაში შევაბიჯეთ ჩემს წინ სულ, სხვა ანდრია იდგა, დინჯი, სერიოზული, ძალიან ზრდილობიანი სულ სხვანაირი ერთხელაც კი არ გაუღიმია ისე შევედით გაკვეთილზე.
-გამარჯობათ ბავშებო, გაიცანით ეს ადილაა, თქვენი მასწავლებელი იქნება დროებით.
-რატომ მასწ? შენ სადმე მიდიხარ?
-არა მეც აქ ვიქნები.
-მაას რაღაც რომ ვიკითხო გაბრაზდები? -პატარა ბიჭი მორიდებით აპარებს ანდრიას სათქმელს.
-გისმენ ნიკა რა გინდა?
-მას, ეს გოგო შენი შეყვარებულია? -თვალები მიფართოვდება პატარას შეკითხვაზე და ანდრიას ვაკვირდები.
-მოდი ნიკა, ყურში უნდა გითხრა რაღაც. -ბავშვი სიცილით გამოდის აქეთ და თან სხვა ბავშვებსაც უყვება.
-რა უთხარი ბავშვს?
-ვუთხარი რომ მიწუნებ და ვცდილობ თავი მოგაწონო.
-გაგიჟდი, ახლა მთელი სოფელი ჩვენზე იჭორავებს.
-ჩუუ ადა, რა დღეში გაქვს ნერვები ამ ახალგაზრდა გოგოს. -მთელი გაკვეთილის მანძილზე ანდრია შენიშვნებს მაძლევს პატარა ბავშვივით და მეც ცოტა მაკლია აფეთქებამდე. ზარის დარეკვის შემდეგ კარებთან ერთი მეტიჩარა ბავშვი დამიდგა და არ გამიშვა.
-გისმენ, რამე გინდოდა?
-შენ ცუდი გოგო ხარ.
-რატომ?
-იმიტომ რომ საქმრო წამართვი. -ბავშვის ნათქვამზე იმხელა ხმაზე ვხარხარებ რომ ანდრია უკან ბრუნდება ხომ მშვიდობა გაქვსო. იმდენი ვიცინე თვალებიდა ცრემლები მომდიოდა.
-ადილა ამოღერღე რა მოხდა.
-იმ ბავშვმა საქმე გამირჩია.
-რატომ?
-შენ უყვარხარ, იმასაც აპირებდა ცოლად გამოგყოლოდა. -ანდრია ბავშვს უყურებს და მერე მასაც ეცინება. -ანდრიკო, დღეს კიდევ უნდა ჩავატაროთ გაკვეთილი?
-კი ორი გაკვეთილი მაქვს კიდევ გეჩქარება სადმე?
-არაა ვიქნები აქ. -ჩემი გეგმა სულ მავიწყდება ანდრია რომ მიყურებს.

-დაიღალე?
-არაა შეგიძლია, სახლში წამიყვანო?
-კიი, ათ წუთში წავიდეთ. -დერეფანში მომავალი მეთორმეტე კლასელი გოგო ისე უყურებდა ანდრიას ლამის აქვე გააშიშვლა.
-ანდრიკო, ბავშვებს 'ევასები'.
-მე ყველას 'ვევასები' ადა.
-მართალი ხარ ანდრიკო. -თვალს ვუკრავ და ეზოსკენ მივდივარ.
არაფერი ყოფილა ერთი კვირის მანძილზე ისეთი რომ მე და ანდრიას არ გვეკამათა, ეს ბიჭი არც ახლოს მიშვებდა და არც შორს წასვლის უფლებად არ მაძლევდა. მხოლოდ მსუბუქი ფლირტით შემოიფარგლებოდა ჩემთან. როგორც კი ვცდილობდი სერიოზულ თემაზე მელაპარაკა მაშინვე გარბოდა.
-ბეე, მე თინასთან გადავალ.
-კარგი ბებიკო. -ის უფრო მეტად მაღიზიანებდა რომ ჩემები არ მკითხულობდნენ, რით ვერ გადაუარა წყენამ ამდენ ხანს. მხოლოდ მამა მირეკავდა, ნელა მივაბიჯებდი ბერდიას სახლისკენ ფიქრებში გართული და საერთოდ არ მადარდებდა სიბნელე.
-ადილა რა სიურპრიზია შენი აქ დანახვა.
-ონისე ოდესმე მორჩები ცანცარს? -მოწყენილი ჩამოვუჯექი გვერდით.
-რაო დემემ არ გაპატიებო? არც გვანცა გეკონტაქტება?
-არაა, არცერთი. -ხელი გადამხვია ონისემ და თბილად გამიღიმა. -ერთი თვეა აქ ვარ და მაინც არ მაპატიეს, ჩემი უხასიათობა ბებოს და ბაბუს ანერვიულებთ, მე აქ მათ მოსავლელად ჩამოვედი და პირიქით ხდება. -ტირილი დავიწყე და უშედეგოდ ცდილობდნენ ჩემს დამშვიდებას ონისე და ბერდია. ანდრიამ ტელეფონი აიღო და ეზოში გავიდა.
-ადილა დამშვიდდი დაველაპარაკები დემეტრეს.
-ონისე არ ქნა ეგ გთხოვ.

დილით საავადმყოფოში მისულს ექთანი შემომეგება კარებში.
-კაბინეტში გელოდებიან.
-ვინ?
-ანდრია ექიმი. -ოხ ეს გიჟი ბიჭი, ახლა რაღა მოიგონა. კაბინეტის კარს ვაღებ და სახტად ვრჩები, ანდრიას თეთრიხალათი ისე უხდება რომ თვალს ვერ ვაშორებ, ღმერთო ახლა მართლა შარში ვარ, განა რა დაგიშავე ასე რომ მტანჯავ, რატომ მაყურებინებ ამ ბიჭზე თუ ახლოს არ უნდა მიმიშვა?! ანდრია მიახლოვდება და მისი სურნელი უფრო მეტად მახვევს თავბრუს.
-ვიცი რომ ძალიან სიპათიური ვარ და ეს ხალათი მაკვდება ზედ. -მის ხმას გონზე მოვყავვარ და მინდა ის ლამაზი სახე უფრო მეტად გავულამაზო.
-ცოტა პატარა გაქვს მგონი.
-ჰოო?
-კი ანდრიკო, აქ სამუშაოდ ხარ ასე რომ ცოტა თავისუფალ ხალათს თუ ჩაიცმევ კარგი იქნება, მოიცა მოგიტან.
-საიდან მომიტან? ეს ბერდიამ მომცა და კარგად მაქვს.
-ნუგზარს გამოვართმევ, დროებით. -ანდრია იჯერებს რომ მართლა ნუგზარის ხალათის ჩაცმევას ვუპირებ და შეშფოთებული სახით მიყურებს. მერე ჩემსკენ მოდის და მაგიდასთან მიჭერს, ისე ახლოს მოდის რომ თვალები შუბლზე ამიდის, ღმერთო ისე ახლოს არის, ახლა მაკოცებს ალბათ, გაშეშებული ვუყურებ, თვალსაც კი არ ვახამხამებ, ის კი მხოლოდ მკერდთან არასწორად შეკრულ ხალათს მისწორებს და ისევ მშორდება. გული ისე მიცემს რომ მთელ ოთახში ისმის მისი ხმა. -დღეს ძალიან ცხელა. -ფანჯარას ვაღებ და ხელს ისევ ნერვიულად ვისმევ ყელზე, თან არც ტუჩს არ ვასვენებ.
-შემოვლაზე არ მივდივართ?
-კიი, კიი წავიდეთ. -ექთნები ისეთი თვალებით უყურებენ ანდრიას რომ ლამის აქვე გახადონ თვალებით, ღმერთო ნუთუ მეც ასეთი სახე მაქვს როცა ანდრიას ვუყურებ?! იმიტომ დამცინის სულ, რა სულელი გოგო ვარ. -ანდრიკო ნახე ის გოგო როგორ გიყურებს?
-თვალებით მხდის.
-ცდები, ის უკვე ტანზე იცვამს და შენ სიგარეტს ეწევი. -ისეთ ხმაზე იწყებს სიცილს რომ ყველა ჩვენ გვიყურბს.
-შენს კაბინეტში წავალ.
-რატომ გეშინია ძალადობის მსხვერპლი არ გახდე?
-შენი ჭირიმე ნუ მითამაშებ მაგ წარბებს რა. -ანდრია ჩემი კაბინეტისკენ მიდის და გოგოებიც თვალს ისევ აყოლებენ, ძალიან დიდი სურვილი მიჩნდება ყველას სათითაოდ ჩამოვუარო.
-გოგოებო, ანდრიკომ თქვა მიშტერების გამო ვუჩივლებო. -გოგოები ფხიზლდებიან და პალატებში გარბიან. მეც ტელეფონზე შეტყობინება მომდის.
*მაგ პრინციპით შენც უნდა გიჩივლო ექიმო.
*მე უფლება მაქვს შეგირდო.
*მე შეგირდი კი არა შენი კოლეგა ვარ.
*მე ვერ ვგრძნობდი სკოლაში შენს კოლეგობას ასე რომ შენც ისევე ხარ შეგირდი როგორც მე.

-ანდრიკო, ანდრიკოო, ანდრიკოო.
-ადილა რა ეზოდან გაყვირიხარ შემოდი.
-ლელა გაიღვიძა მაგან?
-არა ჯერ.
-კარგი, ხუთი წუთი მაცადე და გავაღვიძებ. -ანდრიას ნომერს ვეძებ ტელეფონში და მეორე ნომრით ვურეკავ... მესამე ზარზე როგორც იქნა მპასუხობს.
-გისმენთ.
-გამარჯობა, ბატონო ანდრია.
-გამარჯობა, გისმენთ რომელი ხართ?
-იცით მე, საავადმყოფოს ექთანი ვარ, ნინია.
-გისმენ ნინია რა ხდება? -ფანჯრიდან ვაკვირდები როგორ წამოჯდა საწოლზე დაფეთებული.
-ბატონო ანდრია ძალიან კი მერიდება მაგრამ უნდა გითხრათ, ამ ამბავს ვერ დაგიმალავთ, იმ დღეს მე რომ ვიცვამდი და თქვენ სიგარეტს ეწეოდით, იცით მე იმ დღეს... ფეხმძიმედ დავრჩი. -ანდრია გაღებულ პირს ხურავს და ნათქვამ აანალიზებს, მერე პიჟამო შარვლით წელს ზევით შიშველი გამორბის აივანზე და თვალს მისწორებს.
-ნინია არა? -თვალებიდან ცეცხლს ყრის.
-კი ნინია. -კიბეზე ღიმილით ჩამოდის და მიახლოვდება. ისევ ჩქარა ვახამხამებ წამწამებს.
-მაშინ ნინია ჯერ დილით რაც მითხარი ის გავიმეოროთ აი შენ რომ იცვამდი და მე სიგარეტს ვეწეოდი და მერე ბავშვის ამბავი თუ არის უნდა ვიქორწინოთ უეჭველი.
-რა.. რა ვქნათ? ოოო ანდრია ეგ სასაცილოა ახლა? ჩქარა ჩაიცვი დღეს ჩვენი ერთად მუშაობის ბოლო დღეა შეგირდო.
-საღამოს ვქეიფობთ?
-კი შიო ბაბუს ჭაჭა ჩემზე იყოს.
-დანარჩენი ჩემზე იყოს.
-სად ვიქეიფოთ?
-დაწყევლილი სახლის უკან კარგი მინდორია და იქ.
-კარგი ანდრიკო გელოდები, ნინია დღესაც ხომ უნდა დაატკბო.

-წამო ადილა სამშობიარო ბლოკში.
-რატომ ანდრიკო? ნინიას ასე მალე დაეწყო მშობიარობა?
-არა, თინა მშობიარობს და ბერდიამ შანსი არაა იქ არ შევალო.
-აუუ მე უნდა შევყვე წამოდი.
-ბერდია ხუთი წუთი გაქვს მოიფიქრე.
-შანსი არ არის, იქ ვერ შემოვალ.
-მე შემოვალ რა ლიანა ექიმო.
-ადილა გასათხოვარ გოგოს იქ ვერ შეგიყვან, მერე ბავშვის გაჩენას გადაიფიქრებ. -ლიანა ექიმს ისეთი თვალებით ვუყურებ ბოლოს ნებდება და ფორმას მაწვდის. ვუყურებ თინას გადაღლილ სახეს, ვუსმენ მის ჩამკვდარ ხმას, ხელზე ისეთი ძალით მიჭერს ხელს რომ აუტანელ ტკივილს ვგრძნობ, პატარას ტირილის ხმა რომ მესმის მგონია რომ მალე გული წამივა.
-ადილა გადი უმახარობლე ბერდია. -გარეთ გამოვდივარ და ხმაჩამკვდარი ვჩურჩულებ რომ გოგოა, ყველა ერთმანეთს ეხვევა, ანდრიას ხელებს რომ ვგრძნობ მაგრად ვეხვევი და ვბურტყუნებ.
-მე ბავშვს არ გავაჩენ, ამ ტკივილს ვერ გადავიტან.
-კარგი ადილა დამშვიდი, სხვას გავაჩენინოთ. -ისე იცინი რომ ეგრევე ვფხიზლდები.
-იდიოტო.
-რა იყო არ გინდა ჩემგან შვილები?
-შენგან არაფერი არ მინდა.
-ვითომ?
-მართლა.
-ჩვენი ქეიფი გადაიდო?
-არა ახლა ნამდვილად მჭირდება დალევა.
-მაშინ საღამომდე.

ისეთი ადგილი იყო სადაც ნებისმიერი ადამიანი თავს მყუდროდ იგრძნობოდა, მზის ჩასვლა ისეთი ლამაზი იყო ნისლებში რომ თვალს ვერ ვწყვეტდი, სანამ მე გარემოთი ვიყავი გართული ანდრიას უკვე გაეშალა პლედი და საჭმელიც დაელაგებინა.
-ვგიჟდები ბაიას გამომცხვარ მჭადებზე.
-სხვათაშორის ყველაფერი მე გავამზადე ბაიას არ გაუკეთებია, წამოსვლისას ასე დამაბარა შიომ ის ბიჭი არ გააგიჟოო.
-ვნახოთ, ვნახოთ.
-ტრადიციული სადღეგრძელოებით ვიწყებთ?
-ნწ, არა შენ რაც გინდა იმის დავლიოთ ადილა.
-მაშინ, უცნაური ცხოვრების სადღეგრძელო დავლიოთ.
-არა ცხოვრების სადღეგრძელოს ვერ დავლევ.
-რატომ?
-იმიტომ რომ, ის ძალიან სასტიკია ადილა, ყველაზე დაუნდობელი რამ არის. ყველაზე ძვირფას ადამიანებს გართმევს, საკუთარ სიცოცხლეს რომ დაუფიქრებლად ანდობდი ისეთი ადამიანების ღალატს გაგემებს, ცოცხლად დაგწვავს, მოგკლავს მაგრამ არ დაგმარხავს. მოსიარულე გვამად გაქცევს. სულს ისე გაგიგლიჯავს თვალს არ დაახამხამებს, იმდენად დიდ ტკივილს დაგაჯახებს სახით რომ ვეღარასოდეს მოირჩენ, ვერცერთ იარას... საკუთარ არსებობას შეგაზიზღებს, ყოველ ღამე კოშმარებით გაცხოვრებს.
-არა ანდრია, მესმის ცხოვრება ზოგჯერ უსამართლოა, მაგრამ ყველაფერს რაც არ უნდა მოხდეს რაღაც მიზეზი აქვს, რაღაცას ვკარგავთ მაგრამ მერე ამ რაღაცის საფასურს ვიღებთ აუცილებლად.
-დამიჯერე ადილა ცხოვრება ყველასთვის ერთნაირად ლამაზი არ არის.
-კარგი მაშინ რისი სადღეგრძელო ვთქვათ?
-იმედის.
-იმედის?
-ხო, ჩვენ ადამიანები ხომ მისი წყალობით ვცოცხლობთ, ყოველ სიბინძურეში ვხედავთ რაღაც პატარა სინათლეს და ეს იმედია.
-კარგი მოდი ჩვენს იმედებს გაუმარჯოს და არასოდეს გაგვცრუებოდეს ისინი. -უკვე გვარიანად შემთვრალები ვიყავით ანდრიამ მეორე პლედი ჩემს გვერდით რომ გაშალა და გადაწვა. ისე უცებ დაიწყო ლაპარაკი ჯერ ვერც კი გავიაზრე რას მიყვებოდა.
-ოცი წლის ვიყავი ანამარია რომ გავიცანი, ლამის გავიტანე, ლამაზი და უბალო გოგო იყო, ოთხი წელი ვიყავით შეყვარებულები... მეხუთე წელს ცოტა ურთიერთობა დაგვეძაბა. -ანდრიას გვერდით წამოვწექი და ხელი ჩავკიდე. -ქორწინებაზე რომ ველაპარაკებოდი გარბოდა, ერთ დღესაც გამომიცხადა რომ აღარ ვუყვარდი, ყველანაირი გზით ვცადე მისი დაბრუნება, მაგრამ მარწმუნებდა რომ ვეღარ მიტანდა, სერიოზული დეპრესია დამეწყო. ერთ დღესაც დედაჩემმა მითხრა ნუკრიმ ოჯახს საცოლე უნდა გააცნოსო და ბიძაჩემთან წავედით მთელი ოჯახი ვფიქრობდი მე თუ არა ის მაინც იყოს ბედნიერი მეთქი. ნუკრი რომ შემოვიდა საცოლესთან ერთად იქვე მოვკვდი. -მის სიტყვებში ერთდროულად იგრძნობოდა ზიზღი, აუტანელი ტკივილი და იმედგაცრუება. -ჩემი ანამარია იყო ნუკრის საცოლე, იმ ადამიანის ვისთან ერთადაც გავიზარდე, ჩემს სიცოცხლეს დაუფიქრებლად რომ ვანდობდი იმ ადამიანმა მიღალატა, არაფრად ჩამაგდო, დედაჩემი ცუდად გახდა, ბიძიას გულზე პრობლემები ქონდა და გულის შეტევა მიიღო, მთელმა ოჯახმა მოიძულა ნუკრი, მე რა გავაკეთე გაინტერესებს?! არაფერი, ხელიც არ დამიკარებია ნუკრისთვის არც მიჩხუბია მასთან, არც რამის ახსნა მომითხოვია ავდექი და ქუთაისში წავედი ბებიასთან, ცოტა ხანს იქ ვიყავი. იცი ყველაზე ცუდი რა არის?! ნუკრი და ანამარია ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდნენ, ნუკრი ცემდა, ყველაზე აუტანელი კი ის კადრი იყო რაც თბილისში დაბრუნებისას ჩემს ოთახში ვნახე. -ისეთი ძალით მომიჭირა ანდრიამ ხელი რომ ძვლებმა ტკაცუნი დაიწყო.. ძალიან უჭირდა ანდრიას მოყოლის გაგრხელება.
-თუ გინდა არ გააგრძელო.
-არა ბოლომდე მოგიყვები. ჩემს ოთახში ნუკრის გვამი ვნახე ჭერზე ჩამოკიდული, წერილში მხოლოდ პატიებას მთხოვდა... იმ დღეს მოვკვდი როცა ჩემი მოღალატე მაგრამ ერთადერთი ძმა ჭერიდან ჩამოვხსენი, არადამიანური ხმით რომ ვღრიალებდი და გამოფხიზლებას ვთხოვდი... მერე აქ წამოვედი, ორი წელია არაფერი ვიცი ოჯახზე, კონტაქტი მხოლოდ ერთ ადამიანთან მაქვს მამიდაჩემთან. -მთელი სიმძაფრით მომაწყდა ემოციები სხეულში და ისტერიკული ტირილი დავიწყე, მაცახცახებდა იმის გაფიქრებაზეც კი რისი გადატანა მოუწია ანდრიას.
-ანდრია შენ... შენ ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ.
-ახლა ხვდები რატომ ვერ ვჩერდები შეყვარებული წყვილების გარემოცვაში? იმიტომ ვოცნებობ თბილ ოჯახზე. ერთადერთი ოცნება მაქვს ვიყო ბედნიერი და კოშმარები აღარ მაწუხებდეს.
-მჯერა აიხდენ მაგ ოცნებას.
-მინდა რომ შენ ამიხდინო.
-მე?
-ხო შენ ადილა და ბავშვებზე არ მიხუმრია თუ შენ არ გინდა სხვას გავაჩენინოთ. -წამის წინ მთელი ანდრიას სხეული ბრაზს და იმედგაცრუებს მოეცვა ახლა კი ხუმრობის ხასიათზეა.
-ძაან კარგი ხუმრობა იყო ანდრიკო.
-არ მიხუმრია და იფიქრე ჩემს ნათქვამზე კარგი. -ანდრიამ მთელი ბოთლი არაყი მოიყუდა და ჩაცალა.
-რა ქენი?
-ახლა შენზე მეტი მაქვს დალეული. -ანდრიამ სახლამდე ისე მიმაცილა, ფეხები უკან მრჩებოდა არ მინდოდა ანდრია მარტო დამეტოვებინა.
-ანდრია სად მიდიხარ?
-ბერდიასთან, წავალ ონისეც იქ არის.

-ბიჭებოოო.
-ეეე, ბიჭო რა დღეში ხარ ამდენი სად დალიე.
-ადილასთან ერთად დავლიე. გეფიცები მართლა ანგელოზია რა ის გოგო, სანამ შორიდან ვიცოდი მასზე.... -ანდრია გაჩერდა და დივანზე გადადო თავი.
-როდის ნახე ადილა პირველად? მართალია ხომ ასეა სადღაც შეხვედრიხართ ერთმანეთს.
-ადილა საოცრებაა. -მთვრალი ანდრია ძლივს ბუტბუტებს სათქმელს.
-კი მაგრამ რამდენი დალიე? შენ ხომ არ სვამ?
-ყველა კოშმარმა რომ ერთად მომაკითხოს მიღირდა იმათ რომ ადილასთან ერთად ვსვამდი, ისე უნდა ვაღიარო ხელები ამაწევინა იმდენი სვა.
-ბიჭო ადილა შეგიყვარდა?
-დიდი ხნის წინ, იცი როგორია? ისეთია ერთხელ რომ ნახავ და ვეღარ დაივიწყებ, მისი სახე სულ რომ თან დაგდევს, პირველად სადარბაზოდან გამორბოდა, დამეჯახა და ცრემლიანი თვალებით რომ ამომხედა მისი თვალები ჩემში აღიბეჭდა, მეორედ რესტორანში ცეკვავდა, ისეთი უბრალო იყო რომ შესვლისთანავე მიიპყრო ჩემი ყურადღება, მაშინაც თვალები უკაშკაშებდა მაგრამ ამჯერად ბედნიერებით, აქ რომ ვნახე სულ სხვანაირი იყო უკვე დაქალებული, მაგრამ მაინც საოცრად ბავშვური... როცა იღიმის ანგელოზს გავს, რომ ბრაზდება მინდა ხელები მოვკიდო და ყველა ნაკვთი დავუკოცნო, მისი თვალები მაგიჟებს, ჭკუას მაკარგვინებს სულ, სულ მინდა ვუყურო დღე და ღამ. მის შავ თვალებს ვაღმერთებ, მისი თვალების გამო ეშმაკსაც კი მივყიდი სულს.
-ნამდვილად ბოდავს ონისე, ნეტა სიცხე აქვს?
-კაი ეხლა ბერდია მაინც არ გქონდეს გამოცდილი ეს გრძნობა, ადილა ჭკუას აკარგვინებს ჩვენს ბიჭს.
-ვის ბიჭს? -ანდრია ცალ წარბს წევს და ონისეს უყურებს.
-ჩვენი ბიჭი ხარ აწი, შიო ბაბუს და ბაია ბებოს ისეც მოწონდი და ახლა მთავარია ადილას მშობლები დაკერო.
-მშობლები კი არა დემეტრეს მუშტი არ აცდება, ანდრია ჩამოიღე ფეხსაცმლიანი ფეხები დივნიდან. -ბერდია ფეხებს ისევ ქვევით აწევინებს ანდრიას.
-აუუ ბერდია რამდენს ყვირი თინა როგორ გიძლებს?
-რა ვიცი არაფერს ამბობ ხოლმე რაც არ უნდა ვთქვა.
-როცა ქალი ყველა შენ გამოხტომას იტანს ან მართლა უყვარხარ ან შენგან წასვლას გეგმავს.
-ოოოო, ჩვენი ბიჭი სიყვარულმა ფილოსოფოსიც გახადა, ანდრია ლექსებსაც წერ? -ბიჭები სიცილს იწყებენ, ანდრია ამაზე ბრაზდება და ბანცალით მიაბიჯებს გარეთ.
-კაი ანდრია მოდი აქ, ნუ ა*რაკებ.
-ონისე წამოდი სახლში მეძინება. ისე ბერდია მე და ადილამ დეას დაბადება ავღნიშნეთ. -ადილას ხსენებაზე ანდრია ისევ იღიმის.
-ადილამ დაგათრო ბიჭო?
-კი მაგრამ სასმელზე მეტად მისი თვალები მათრობდნენ.
-აუუუ, წამოდი ანდრია დავიძინოთ. -ონისე ანდრიას ხელს მხრებზე იდებს და სახლსიკენ ბანცალით მიყავს, ანდრია არ ჩერდება და ადილაზე ბურტყუნებს.
-მე მას ოცნებას ავუხდენ, ონისე ხომ გჯერა ჩემი?
-მჯერა ანდრია, მაგრამ როგორ აუხდენ ის სახლი ანდრია გოგოჭურისაა არის.
-ონისე ხვალ რომ გამოვფხიზლდები შემახსენე ის სახლი ვისია.

სახლში რომ მივედი იმდენად დაუცველად ვიგრძენი თავი რომ ისევ კანკალმა ამიტანა, ტელეფონი ავიღე და ელენეს დავურეკე.
-ხო მშვიდობა გაქვს, ასე გვიან რატომ მირეკავ.
-ელეე, ხვალვე ჩამოდი რა, არ მკითხო არაფერი უბრალოდ ჩამოდი რა.
-ადილა, თუ გინდა ახლავე წამოვალ.
-არა დილით ჩამოდი, ახლა ძალიან გვიანია. მიყვარხარ და მჭირდები ელე.
-მეც მიყვარხარ.

-ადილა გაიღვიძე რა.
-ელე, ელენე ჩამოხვედი... -ელენეს თავზე ვახტები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
-ადექი ვისაუზმოთ მშია.
-როდის ჩამოხვედი?
-ვერ დავიძინე და ექვს საათზე წამოვედი, მალე მომიყევი რა რა გჭირს.
-ვჭამოთ და მერე გავისეირნოთ მოგიყვები.
-თავი არ გტკივა?
-არა ბაბუ როდის იყო მე პახმელია მქონდა. -ნაჩქარევად ვჭამთ მე და ელენე საჭმელს და დაწყევლილი სახლის უკან მივდივართ.
-რა ლამაზი ადგილია ეეე.
-ხო მეც გუშინ აღმოვაჩინე. -ყველაფრის მოყოლას ვიწყებ, პირველი დღიდან, გუშინდელ საღამომდე... ელენე ყურადღებით მისმენს, ზოგჯერ იცინის ბოლოს კი ჩემთან ერთად ტირის. ცოტახანს მაკვირდება და მერე ასკვნის.
-ადილა მაგარ შარში ხარ, ეგ ბიჭი გიყვარს ხვდები? ახლა რას აპირებ?
-დაველოდები.
-რას დაელოდები გოგო ნუ გადამრიე.
-იმას რომ ფხიზელიც იგივეს მეტყვის რაც ნასვამმა მითხრა.
-კარგი დაელოდე, მაგრამ რომ არ გითხრას?
-მაშინ არ ყოფილა ის ვინც მჭირდება.
-ნამდვილად გაგიჟდი, ეშმაკები შეგიჩდნენ.
-ელენე რა დედაჩემივით საუბრობ რა არის. დემემ რაო, კიდე ვერ გითხრა?
-ხომ იცი როგორია მგონი სანამ სულს არ განვუტევებ შენი ძმა არ მეტვის რომ ვუყვარვარ. აჰა ძაღლი ახსენეო და რეკავს. -ხელით ვაჩვენებ დიკტოფონზე ჩართოს და მონატრებული ხმა რომ მესმის, თავს ვერ ვთოკავ და ცრემლების ახალი ტალღა მივლის.
-ხო დემეტრიუს.
-სად ხარ ელენე? დედაშენმა მითხრა გამთენიოს გავარდა სახლიდანო.
-კორშაში ვარ დემეტრე, მე ამდენი აღარ შემეძლო, მენატრებოდა ადილა.
-რამდენხანს რჩები?
-თვის ბოლომდე, შენ არ ჩამოხვალ დემეტრიუს? მე ხომ ვიცი როგორ გენატრება არა?
-ვნახოთ გვანცას ვეტყვი და ჩამოვალთ. -იმის გაფიქრებაც კი რომ დემეტრე და გვანცა აქ მოდიან ფრთებს მასხამს, იმდენად ვბედნიერდები რომ სიხარულისკან დავფრინავ ყველაფერი მავიწყდება.

ორი კვირის მანძილზე ანდრია არსად ჩანს. მხოლოდ ის გავიგე რომ თბილისში წავიდა საქმეზე და მალე დაბრუნდებოდა. ჯერ ვნერვიულობ, მერე ვბრაზდები იმაზე რომ არაფერი მითხრა ერთი შეტყობინებაც კი არ მომწერა. ბოლოს უკვე მონატრება მიტევს. არც ბერდია და არც ონისე სიტყვას არ ძრავენ მასზე თითქოს არც არსებულა.
-ადილა ცუდი ამბავი მაქვს შენთვის.
-რა ხდება ონისე ანდრიას მოუვიდა რამე? -მუხლებიდან სიცივე მივლის.
-არა, შენი დაწყევლილი სახლის პატრონმა მუშები გამოგზავნა და სახლს არემონტებს.
-არაუშავს. -ონისეს ღიმილით ვემშვიდობები და სევდა მიპყრობს ახლა აღარავინ მყავს, არც ჩემები არ არიან აქ და აღარც ჩემი ოცნება დამრჩა, არც არქიტექტორი ქმარი. ორი კვირის შემდეგ პირველად მიჩნდება სურვილი ანდრიას მივწერო.
*მონატრებაზე რაც თქვი მართალი იყავი.
*ანუ ბავშვებს სხვას ვაჩენინებთ?
*ჩემი ოცნება აღარ არსებობს.
*ოცნებები არ კვდება.
*სახლის პატრონმა მუშები გამოგზავნა.
*რა გადაწყვიტე აჩენ ბავშვებს თუ სხვას გავაჩენინოთ?
*მალე დაბრუნდები?
*ერთ თვეში.
*კარგი.

*ადილა რა მოიფიქრე ბავშვზე?
*არქიტექტორის დიპლომი სანამ არ გექნება ბავშვს არ გაგიჩენ.
*ეს თანხმობა იყო?
*თუ დიპლომი გაქვს კი.
*ერთ კვირაში შევხვდებით.

-ანდრია სრული სიმართლე მოუყევი? -ნანუკა მკაცრი სახით იჯდა ანდრიას წინ და აკვირდებოდა.
-სახლი რომ დამთავრდება მერე ვეტყვი ყველაფერს.
-ვიცნობ ადილას არ გაპატიებს.
-მაპატიებს ნანუკა ხომ იცი, მიყვარს და არც თავად არის გულგრილი. -ნანუკა ნებდება და ხელებს მაღლა მართავს.
-ღმერთო რა დაგიშავე ასეთი რომ ეს ბიჭი ჩემი ძმიშვილია.
-ღმერთის არ ვიცი და ჩემი სასიდედრო კიპასუხებს ზემოდან.
-სულელო ბიჭო. -მსუბუქად დაკრა ნანუკამ მხარზე ხელი ანდრიას და მეორე ოთახში გავიდა.
-ბებოს ბეჭედს არ მომცემ ნანა?
-კი, ადილას ძალიან მოწონს ის ბეჭედი სულ მეუბნებოდა შენს ანდროს მარტო მაგის გამო გავყვები ცოლადო.
-ხო და ამის ხათრით დამთანხმდება.
-უფრო კარგ ბიჭს იმსახურებდა ადილა.
-ნანუკაა!
-ნუ ღრიალებ ბიჭო.
-წავედი მე კორშაში ხვალ სახლი მზად იქნებაო.
-აბა შენ იცი ჩემო ბიჭო. -ნანუკამ ანდრიას თბილი მზერა გააყოლა და პირჯვარი გადასახა.

-ადილა შენი დაწყევლილი სახლი დამთავრდა და გუშინ მისი პატრონი ჩამოსულა. -კბილებს ერთმანეთს ვაჭერ რომ რამე ცუდი არ ვთქვა.
-თან როგორც მეზობლებმა თქვეს სიმპატიური კაციაო.
-ლელა კაციო?
-ხო ეგრე თქვეს.
-წავალ ახალსახლობას მივულოცავ.
-ჭკვიანად. -ბებიას გამომცხვარ ქადებს ვიღებ და სოფლის ბოლოსკენ მივდივარ. სახლს ვუყურებ შორიდან და ბრაზი მერევა, ბევრ სალანძღავ სიტყვას ვამზადებ, ეზოში შევდივარ და არავინ ჩანს, სახლიდან უგემრიელესი ჩაის სუნი გამოდის, კიბეს ნელა მივუყვები და სახლს კარგად ვაკვირდები, ეს სახლი ჩემი უნდა ყოფილიყო, ჩემი სახლი, ჩემი ოცნება იყო და ამან წამართვა.
-გამარჯობაათ, არის აქ ვინმე, ეეი. -ყრუ ყოფილა ვინც არის. ყველა სალანძღვი სიტყვა გავიხსენე მაგრამ სამზარეულოდან გამომავალი მამაკაცი რომ დავინახე ქადები დამიცვივდა.
-ადილა, მოდი ჩაიზე დაგპატიჟებ.
-ანდრია? ეს რა ხუმრობაა?
-მოდი დაჯექი და აგიხსნი.
-რას ამიხსნი, ამის გამო იყავი ხომ თბილისში, რომ ჩემი ოცნების სახლი გეყიდა, ეს არის შენი საქმე?
-მოდი დამშვიდდი და დავილაპარაკოთ. -ანდრიამ ხელი მომკიდა და დივანზე დამსვა.
-გისმენ აბა ანდრიკო რა უნდა ამიხსნა.
-მოდი გაცნობა თავიდან დავიწყოთ.
-რას ქვია თავიდან.
-მე ანდრია გოგოჭური ვარ.
-გოგოჭური? ანდრია შეგიძლია მორჩე ხუმრობას?
-მოდი სულ თავიდან დავიწყებ, ჩემი დიდი ბაბუა ამ სახლის გამო მოკლეს, ბაბუაჩემი მარტომ გაზარდა დედამისმა, ბაბუაჩემი ნადირობისას ხრამიდან გადაიჩეხა მაგრამ ბებიაჩემს მაინც ჯეროდა რომ ესეც ამ სახლის გამო მოხდა და მამას და მამიდას ხელი დაავლო სახლი დატოვა და წავიდა.
-ანუ ეს სახლი?
-ხო ეს დაწყევლილი სახლი ჩემია, ჩემი იყო მაშინაც როცა შენს ოცნებაზე მიყვებოდი.
-ანუ ტყუილად მომეცი იმედი?
-ადილა მომოსმინე ბოლომდე კარგი? -ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი ანდრიას ნათქვამს, თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დავუქნიე. -შენ მართალი იყავი ჩვენ რამოდენიმეჯერ შევხვდით ერთმანეთს, პირველად ოთხი წლის წინ შევხვდით სადარბაზოდან გამორბოდი, შენი შავი თვალები ცრემლიანიც კი საოცრება იყო, მეორედ ერთი წლის შემდეგ რესტორანში შევხვდით, უფრო სწორად მე გაკვირდებოდი შორიდან, მამიდაჩემის აივნიდან დაგინახე მესამედ და ვკითხე ვინ იყავი, ნანუკამ იმდენი გაქო რომ გულში ჩამივარდი მაგრამ შეყვარებული მყავდა და შენზე ფიქრების მოსაშორებლად მას ხელი ვთხოვე, მერე რაც მოხდა შენც იცი.
-ანუ ნანას ანდრო შენ ხარ? -გამეღიმა მაგრამ უფრო სიმწრის ღიმილი იყო.
-ადილა, ნანუკამ მითხრა რომ არ მაპატიებდი მაგრამ მე უშენოდ არ შემიძლია და ყველაფერს გავაკეთებ რომ მაპატიო, იმდენად დაგიჩემე რომ ვეღარ დაგთმობ. -უბრალოდ ვიდექი და ანდრიას ვუსმენდი, იმის ნაცვლად რომ გავქცეული უკანმოუხედავად ან ანდრია გამელანძღა, ანდრომ ნეკა თითზე გაკეთებული ბეჭედი მოიხსნა და ჩემს ნინ დაიმუხლა.
-ადილა, მომცემ უფლებას ოცნება აგიხდინო? -ყველაზე არაადეკვატური რეაქცია მქონდა რაც შეიძლებოდა ქალს, ქონოდა როცა ხელს თხოვენ, ვიდექი და ბოლო ხმაზე ვიცინოდი.
-არქიტექტორის დიპლომი? -ანდრიას თვალები გაუფართოვდა და გაეცინა.
-მაქვს დიპლომი, მაგრამ დარწმუნებული ვარ არც მაგის გარეშე არ მეტყოდი უარს. -ანდრიამ ბეჭედი გამიკეთა და შუბლზე მაკოცა.
-ჩემი ბეჭედი, როგორც იქნა ჩემთან არის. ანდრიკოო, კოცნით თუ არ დავიწყეთ ჩვენ ასე ბავშვებსაც ვერ გავაკეთებთ.
-შენ აჩენ? -თავი სიცილით დავუქნიე და სამი თვის ნანატრ კოცნას დაველოდე.

******
ეს ისტორია ეძღვნება ჩემს 'მეორე მეს' heart_eyes
გოგო შავთვალებს, გოგო ცეცხლს და გოგო ბედნიერებას ლონდა ბედიანიძეს.
ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს ისტორია მოეწონება და ამით გავახარებ.
ასე რომ ძალიან ვნერვიულობ რადგან დიდი ხანია ისტორია არ მიტვირთია საიტზე და თან ისიც მინდა რომ გავიგო გამომივიდა თუ არა..
კრიტიკასაც ნუ დაიშურებთ... heart_eyes heart_eyes



№1  offline წევრი Camomilla

შენ ჩემიი სასწაული გოგო ხარ ❤❤რომელიც ამ საიტმა მაპოვნინაა ❤ შენ ხარ ადამიანი რომელსაც ყოველთვის ესმის ჩემი ❤ ასე მგონია მთელი ცხოვრებაა გიცნობ❤❤❤ისტორიაა იყოო სასწაული ❤❤ ძაალიან ძალიან მომწონს ❤ ანდრია საოცრებაა❤ ერთი ანდრია ყველას უნდა ყავდეს???? მიყვარხარ ტყუპიკა ❤ ჩემო 'მეორე მე' ❤❤????????

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

Camomilla
შენ ჩემიი სასწაული გოგო ხარ ❤❤რომელიც ამ საიტმა მაპოვნინაა ❤ შენ ხარ ადამიანი რომელსაც ყოველთვის ესმის ჩემი ❤ ასე მგონია მთელი ცხოვრებაა გიცნობ❤❤❤ისტორიაა იყოო სასწაული ❤❤ ძაალიან ძალიან მომწონს ❤ ანდრია საოცრებაა❤ ერთი ანდრია ყველას უნდა ყავდეს???? მიყვარხარ ტყუპიკა ❤ ჩემო 'მეორე მე' ❤❤????????

ძალიან, ძალიან მიყვარხარ ❤

 


№3  offline წევრი Camomilla

Maiaabuladze
Camomilla
შენ ჩემიი სასწაული გოგო ხარ ❤❤რომელიც ამ საიტმა მაპოვნინაა ❤ შენ ხარ ადამიანი რომელსაც ყოველთვის ესმის ჩემი ❤ ასე მგონია მთელი ცხოვრებაა გიცნობ❤❤❤ისტორიაა იყოო სასწაული ❤❤ ძაალიან ძალიან მომწონს ❤ ანდრია საოცრებაა❤ ერთი ანდრია ყველას უნდა ყავდეს???? მიყვარხარ ტყუპიკა ❤ ჩემო 'მეორე მე' ❤❤????????

ძალიან, ძალიან მიყვარხარ ❤

მეეც ძაალიან ❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი მაკო

ვისიამოვნე მართლა კარგი იყო წარმატებები და ამის გაგრძელებასაც წავიკითხავდი დიდი სიამოვნებით

 


№5  offline მოდერი Maiaabuladze

სტუმარი მაკო
ვისიამოვნე მართლა კარგი იყო წარმატებები და ამის გაგრძელებასაც წავიკითხავდი დიდი სიამოვნებით

მადლობა ????

 


№6  offline წევრი mariamokeke

ოჰოო ეს იყო საოცრებაა შენ ხარ საოცრება და ქმნი საოცრებებს ვგიჟდებიი შენზე მთელი ისტორიის კითხვისას ღიმილს ვერ ვიშორებდიი გაგვიმართლა ასეთი გოგო რომ გვყავხარ ????????❤❤❤❤✌✌ წერე წერე არ გაჩერდე ყოჩაღ

 


№7  offline მოდერი Maiaabuladze

mariamokeke
ოჰოო ეს იყო საოცრებაა შენ ხარ საოცრება და ქმნი საოცრებებს ვგიჟდებიი შენზე მთელი ისტორიის კითხვისას ღიმილს ვერ ვიშორებდიი გაგვიმართლა ასეთი გოგო რომ გვყავხარ ????????❤❤❤❤✌✌ წერე წერე არ გაჩერდე ყოჩაღ

მარიამ ❤❤

 


№8 სტუმარი სტუმარი lia

rogori motxrobac mikvars zustad is aris

shen sheudarebeli

aseti tkbili da gemrieli dawere kidev da gamaxare

 


№9  offline მოდერი Maiaabuladze

სტუმარი lia
rogori motxrobac mikvars zustad is aris

shen sheudarebeli

aseti tkbili da gemrieli dawere kidev da gamaxare

მადლობა ❤

 


№10  offline მოდერი _LiLia_

ბაუნტოო შენ თუ რა ტკბილობებს წერ აქ.... აუ რა კარგი იყო, ზუსტად ისეთი, როგორი იატორიებიც დიდი ხანია აკლია საიტს. ძალიან მომეწონა.. მართლა ბაუნტის გოგო ხარ შენ
❤️❤️❤️????????

 


№11  offline მოდერი Maiaabuladze

_LiLia_
ბაუნტოო შენ თუ რა ტკბილობებს წერ აქ.... აუ რა კარგი იყო, ზუსტად ისეთი, როგორი იატორიებიც დიდი ხანია აკლია საიტს. ძალიან მომეწონა.. მართლა ბაუნტის გოგო ხარ შენ
❤️❤️❤️????????

ვაიმე ანაკო შენი ნიკი რომ დავინახე გული შემიფრთხიალდა ❤❤

 


№12  offline აქტიური მკითხველი La-Na

შესანიშნავად გამოგივიდა მაი.ძალიან მაგარი იყო და ძალიან მომეწონა.ნამდვილად იმსახურებს ეს ისტორია შექებას.კრიტიკა არ გამაგონოთ მე,არ ვიცი ეგ რა ხილია smile პერსონაჟებზე არაფერს ვამბობ, ძალიან კარგები იყვნენ,თუმცა დემეტრეზე და გვანცას გავბრაზდი მაინც.ძალიან მინდა ხშირად ვკითხულობდე შენს ახალ ისტორიებს.
--------------------
ლანა

 


№13  offline მოდერი Maiaabuladze

La-Na
შესანიშნავად გამოგივიდა მაი.ძალიან მაგარი იყო და ძალიან მომეწონა.ნამდვილად იმსახურებს ეს ისტორია შექებას.კრიტიკა არ გამაგონოთ მე,არ ვიცი ეგ რა ხილია smile პერსონაჟებზე არაფერს ვამბობ, ძალიან კარგები იყვნენ,თუმცა დემეტრეზე და გვანცას გავბრაზდი მაინც.ძალიან მინდა ხშირად ვკითხულობდე შენს ახალ ისტორიებს.

მთელი დღეა ველი შენს კომენტარს ლან ❤ მადლობა , იმედია ხშირად მექნება ასე მუზა და დავდებ ბევრს ❤❤

 


№14  offline აქტიური მკითხველი La-Na

Maiaabuladze
La-Na
შესანიშნავად გამოგივიდა მაი.ძალიან მაგარი იყო და ძალიან მომეწონა.ნამდვილად იმსახურებს ეს ისტორია შექებას.კრიტიკა არ გამაგონოთ მე,არ ვიცი ეგ რა ხილია smile პერსონაჟებზე არაფერს ვამბობ, ძალიან კარგები იყვნენ,თუმცა დემეტრეზე და გვანცას გავბრაზდი მაინც.ძალიან მინდა ხშირად ვკითხულობდე შენს ახალ ისტორიებს.

მთელი დღეა ველი შენს კომენტარს ლან ❤ მადლობა , იმედია ხშირად მექნება ასე მუზა და დავდებ ბევრს ❤❤

შენ ვერ წარმოიდგენ მე როგორი იმედი მაქვს სიხარულო.გვიან მივედი ტელეფონამდე დღეს და რომ ვნახე ძალიან გამიხარდა
--------------------
ლანა

 


№15  offline მოდერი naattii

რა კარგი იყოო ❤

 


№16  offline მოდერი Maiaabuladze

naattii
რა კარგი იყოო ❤

მადლობა ❤

 


№17  offline წევრი Mtirala

მაიკოო, მომენატრე!
შენც და ლონდაც ^^ როგორ დამეკარგეთ ორივე ^^ ❤
არ ვიცნობდი შენს ისტორიებს, მაგრამ როგორი ნიჭიერი ყოფილხარ, გოგო :))))))
იყო შეცდომებიც, მაგრამ გავატარე :დდდდ
ანდრეა მართლა არსებობს?! იმედია რამე არ გამომრჩა :დდდდ
ძალიან, ძალიან, ძალიან მომეწონა ❤

ლონდა, ბავშვებს შენ აჩენ თუ სხვას აჩენინებ? :))))
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№18  offline წევრი Camomilla

Mtirala
მაიკოო, მომენატრე!
შენც და ლონდაც ^^ როგორ დამეკარგეთ ორივე ^^ ❤
არ ვიცნობდი შენს ისტორიებს, მაგრამ როგორი ნიჭიერი ყოფილხარ, გოგო :))))))
იყო შეცდომებიც, მაგრამ გავატარე :დდდდ
ანდრეა მართლა არსებობს?! იმედია რამე არ გამომრჩა :დდდდ
ძალიან, ძალიან, ძალიან მომეწონა ❤

ლონდა, ბავშვებს შენ აჩენ თუ სხვას აჩენინებ? :))))

მეც მომენატრე❤❤ ანდრია არსებობს მაგრამ არვიცნობ???? ჰო და ბავშვებსაც მე ვაჩენ ???? თან შავთვალებებს ❤❤

 


№19  offline მოდერი Maiaabuladze

Camomilla
Mtirala
მაიკოო, მომენატრე!
შენც და ლონდაც ^^ როგორ დამეკარგეთ ორივე ^^ ❤
არ ვიცნობდი შენს ისტორიებს, მაგრამ როგორი ნიჭიერი ყოფილხარ, გოგო :))))))
იყო შეცდომებიც, მაგრამ გავატარე :დდდდ
ანდრეა მართლა არსებობს?! იმედია რამე არ გამომრჩა :დდდდ
ძალიან, ძალიან, ძალიან მომეწონა ❤

ლონდა, ბავშვებს შენ აჩენ თუ სხვას აჩენინებ? :))))

მეც მომენატრე❤❤ ანდრია არსებობს მაგრამ არვიცნობ???? ჰო და ბავშვებსაც მე ვაჩენ ???? თან შავთვალებებს ❤❤

მადლობა ❤❤ მეც მომენატრე ❤❤

 


№20  offline წევრი elena gogiberidze

ამისტორიამ რაგაცით მეჯვარეების ერთი ეპიზოდი გამახსენა :) მაგრამ კარგი იყო საბოლოო ჯამსჰი მომეწონა ისტორია

 


№21  offline მოდერი Maiaabuladze

elena gogiberidze
ამისტორიამ რაგაცით მეჯვარეების ერთი ეპიზოდი გამახსენა :) მაგრამ კარგი იყო საბოლოო ჯამსჰი მომეწონა ისტორია

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ მაქვს მეჯვარეები წაკითხული ????

 


№22  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Dzaan kargi iyo yochaag

 


№23  offline მოდერი Maiaabuladze

uchveulo
Dzaan kargi iyo yochaag

მადლობა ❤

Hela
ვაიმე ძალიან კარგი იყო
ძალიან საყვარლობა
ფავორიტებში დავამატე❤️❤️❤️

მადლობა ❤

 


№24 სტუმარი სტუმარი მილა

უჩველუო იყო შენს სხვა ნაწერებს არ გავდა, უფრო მხიაურილი იყო რაღაცით გავდა ქეთის და ჯარჯის წყვილს. ❤ მხიარულება და უეცარი ფინალი ძალიან მომეწონა ❤

 


№25  offline მოდერი Maiaabuladze

სტუმარი მილა
უჩველუო იყო შენს სხვა ნაწერებს არ გავდა, უფრო მხიაურილი იყო რაღაცით გავდა ქეთის და ჯარჯის წყვილს. ❤ მხიარულება და უეცარი ფინალი ძალიან მომეწონა ❤

მადლობა ❤ იმან გამახარა რომ ქეთი და ჯარჯი გახსოვს ❤

 


№26 სტუმარი სტუმარი ბარბარე

Brwyinvale istoria iyo Rom daviwue vegarc movwydi aseti saocreba arasodes wamikitxavs ♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥

 


№27  offline მოდერი Maiaabuladze

სტუმარი ბარბარე
Brwyinvale istoria iyo Rom daviwue vegarc movwydi aseti saocreba arasodes wamikitxavs ♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥

ვაიმე ❤️ ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ❤️

 


№28  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმე ეს რა საყვარლობა იყო გავგიჟდი გადავირიე . გულებს ვისვრი თვალებიდან რამდენი ხანია ასწთი თბილი და რაღაცნაირი ისტორია არ წამიკითხავს. სიტყვებს ვერ ვპოულობ და ვნანობ აქამდე რომ არ წავიკითხე . მადლობა ასეთი ემოციებისთვის

 


№29  offline მოდერი Maiaabuladze

sameone crazy girl
ვაიმე ეს რა საყვარლობა იყო გავგიჟდი გადავირიე . გულებს ვისვრი თვალებიდან რამდენი ხანია ასწთი თბილი და რაღაცნაირი ისტორია არ წამიკითხავს. სიტყვებს ვერ ვპოულობ და ვნანობ აქამდე რომ არ წავიკითხე . მადლობა ასეთი ემოციებისთვის

მარიამ ეხლა მე ვისვრი თვალებიდან გულებს ❤️ შენი კომენტარი რომ ვნახე ჩემს ისტორიაზე თან ასეთი სასწაული ❤️

 


№30  offline ახალბედა მწერალი ერკე

_LiLia_
ბაუნტოო შენ თუ რა ტკბილობებს წერ აქ.... აუ რა კარგი იყო, ზუსტად ისეთი, როგორი იატორიებიც დიდი ხანია აკლია საიტს. ძალიან მომეწონა.. მართლა ბაუნტის გოგო ხარ შენ
❤️❤️❤️????????

პირველ რიგში, მინდა ამ გოგონას შევედავო და დავიწყებ იმით, რომ ბაუნტის გოგო კი არა ერკეს გოგოა, ჩემი გოგო!
და ძვირფასო მაია, ჩემო ტკბილო ფუნთუშა გოგო, ყველაზე ნიჭიერო და საყვარელო. სილამაზის ქალამნებით მოსიარულევ და სიყვარულის ქარიშხალივით მძვინვარე ადამიანო. შენ ხარ გრიგალი ჩემში გაღვიძებული და სულის სიმშვიდით გაფითრებული ჩემი უადამიანობით მოხეტიალე გულის მკურნალი. ყველაფერი ხარ ჩემი.
ისტორია კი საოცრად ტკბილი იყო. მინდოდა რომ ეს გმირები გაცოცხლებულიყვნენ და მე ანდრია ვყოფილიყავ, შენ კი ჩემი ადილა გოგო! heart_eyes
იმდენად ჩამითრია თვალს ვერ ვწყვეტდი, გულზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, გულს ვაყოლებდი მთელ მონათხრობს, ზოგ მონაკვეთს ხმამაღლაც ვკითხულობდი ან მეორედ, მესამედ ვკითხულობდი უკეთ რომ გამეაზრებინა და გამეგო. ეს არ არის სუბიექტური კომენტარი ჩემი. რომ მიყვარხარ ცხადია, მაგრამ ამდენი ადამიანიც ადასტურებს იმავეს, რასაც მე... ჟრუანტელს მივლიდა, ჟრჟოლა მატანდა სხეულში და ღიმილით, ანდრიას სევდით და ტკივილით ვკითხულობდი თანაბრად. თან მტკიოდა, თან ემოციებში ვიყავი და თან მაინც ვიღიმოდი, როგორც ჩვენი ვაჟკაცი...
ჩემო ნიჭიერო, მინდა გითხრა, რომ რაც ჩაფიქრებული გქონდა 100000% ით გამოგივიდა და ზუსტად მიიტანე მკითხველამდე ეს სიყვარულის საოცარი და მეტნკალებად ცოტა უცნაური თავგადასავალიც, რომლის ფინალმაც სულ შემძრა.
არსებობს ბედისწერა, რომელიც განაგებს ჩვენს სურვილებსა თუ ოცნებებს. დამთხვევა ნამდვილად არ იყო, ეს მხოლოდ დიდი სიყვარულის და სურვილის გამოწვევა იყო. ადამიანს, მიმაჩნია რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონდეს, ის არ აუხდება თუ არ სწამს მისი... ხოლო ადილას სწამდა, სჯეროდა და მთელი არსით ფიქრობდა მასზე.. სწორედ ამიტომ აუხდა ასე საოცრად და შენ კი მე ამიხდი ჩემო ოცნების ქარიშხალო და ჩემო ვნების ტალღავ, რომ მეკვეთე მთლიანად და გამაქანე მაღლა...
მიყვარხარ scream relaxed
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent