შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 42 (დასასრული)


30-07-2018, 04:06
ავტორი zia-maria
ნანახია 4 918

მისდიე შენი ცხოვრების მიზანს სიყვარულით,აკეთე სიკეთე და დაეხმარე სხვას.არასოდეს არაფერი მეორდება, სამყარო ამოუცნობი საიდუმლოა და ნუ დაკარგავთ ინტერესს,დააფასეთ და გიყვარდეთ სიცოცხლის სიმდიდრე და მშვენიერება.შენი ცხოვრება შენ გეკუთვნის და გადაწყვიტე როგორ, სად და ვისთან ერთად გსურს იცხოვრო.მიიღე სიამოვნება თითოეული წამისაგან, დააფასე სიცოცხლე, გიყვარდეს იგი და მადლობა შესწირე უფალს ამ ძვირფასი წამებისთვის რასაც განიცდი ახლა მარიამ.მარიამი ანდრეას ხმამ გამოაფხიზლა და დააბრუნა რეალობაში.
-შევიდეთ შიგნით და იქ ვილაპარაკოთ,მარიამ იქნებ გეჩქარება ან იქნებ გელოდებიან.შეეკითხა ანდრეამ სერიოზულად.
-არა,არა სახლში მივდიოდი დავისვენებთქო.
-შენ რა სიცხე გაქვს?შუბლზე მიადო ხელი ანდრეამ.
-მგონი ვცივდები.უთხრა მიწყენილად და ანდრეას მიაჩერდა,წამიერად კი გულში გაიფიქრა.
-ღმერთო რა გაცინება აქვს,მის მხიარულ და კარგ ხასიათს თვალებიც კი გადმოსცემს ისე კაშკაშებენ ისინი.თვალები სადაც შეიძლება წაიკითხო ადამიანის თვისებები.
ღიმილი?ოხ ეს ღიმილი რომელიც მაგნიტივით მიგიზიდავს.ხელები? ძლიერი ხელები და ზედ გრძელი თლილი თითები,რომელიც სარტყელივით შემოგერტყმება და ზედ მიგიკრავს,არასოდეს არ მოგცემს უფლებას მისგან წახვიდე.
-ეეეეე,მარიამ აქ ხარ თუ სადმე მოგზაურობ?მარიამმა შეხედა ანდრეას და გაუთვითცნობიერებლად,სერიოზული გამომეტყველებით უთხრა.
-ნუ იცინი, გთხოვ.
-რააა? ასე მოგნუსხა ჩემმა ჯადოსნურმა ღიმილმა?ანდრეამ ხმამაღლა გადაიხარხარა და მარიამიც გამოერკვა რა თქვა,ამიტომ შეუბღვირა ანდრეას და გაბრაზებულმა უთხრა.
-ნუ დამცინიმეთქი.
-მარიამ ნუ დამცინის და ნუ იცინის შორის ძალიან დიდი განსხვავებაა,მაგრამ ახლა წამოდი ვჭამოთ,საშინლად მომშივდა.გადმოვიდნენ და უეცრად ცა გაიხსნა და თქეში წვიმა წამოვიდა.ორნი იდგა ცისა და მიწის შუა წვიმაში და ერთმანეთს შეჰყურებდნენ,მათი გამოხედვა კი ამტკიცებდა რომ ეს ორი სხეული უკვე დიდი ხანია რომ ნატრობდნენ ერთმანეთს.
-მარიამ თუ ხვდები ან თუ გრძნობ რომ ვსველდებით? უთხრა ანდრეამ ვნება მორეული ხმით და ვნებისაგან მოლულული თვალებით,ისე რომ მარიამის შავი თვალებისთვის მისი თვალები არ მოუშორებია.
-ნუ ლაპარაკობ და ჩამეხუტე იდიოტო.ანდრეას გაეღიმა მისი გრძელი მკლავები მოხვია მარიამს და თითქოს ამ წუთებს ელოდა წლებიაო,ისე ღრმად შეისუნთქეს ერთმანეთის სუნი წვიმის სუნთან ერთად და ერთმანეთის გულის ძგერას უსმენდნენ,მათ ირგვლივ კი წვიმის წვეთები ცეკვავდნენ სიხარულისგან.როცა სიცოცხლე სიცოცხლეს არ ეტრფის, სასიკვდილოდ არის განწირული ცხოვრება აუცილებლად დაგვასაჩუქრებს უფალი მოულოდნელი სიხარულით.ბედნიერება ხომ მის მოსაპოვებლად ბრძოლაშია,რამდენჯერ მხოლოდ გულში უფიქრია და წარმოუდგენია ეს წუთები.იგრძნო თუ როგორ კანკალებდა მის მკლავებში მარიამის სხეული,ხელით თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა,აკანკალებულ და გალურჯებულ ტუჩებზე ცერა თითი გადაუსვა,იწვევდენ ეს ტუჩები მისკენ,მწიფე ატამივით რომ გაპობილიყო და სასიამოვნოდ,მადისამღძვრელად რომ უხმობდნენ გასაგიჟებლად.დაიხარა და ნაზად შეეხო,შეეხო და მარიამის კვნესაც მოესმა.ისეთი ამაღლებული და შთამბეჭდავი იყო ეს წუთი როგორც პირველი თოვლი ზამთარში,პირველი სიყვარული და პირველი დაუვიწყარი ღამე.ყველაფერი პირველი რაც ხდება ადამიანის ცხოვრებაში განა ვინმეს ავიწყდება?რა თქმა უნდა არა,ეს ხომ დაუვიწყარი და განუმეორებელი შეგრძნებაა.გინდა რომ ეს წამი,წამი რომელიც იმ წუთში მარადისობად გეჩვენება არ დასრულდეს,არ გინდა დაეშვა მიწაზე მაღლა ღრუბლებში ასული და აღარ გინდა ფეხით იარო,გინდა ისევ ფრენა,იფრინო ამ შესანიშნავი გრძნობით შეპყრობილმა
-არსად აღარ გაგიშვებ,ვნანობ იმ ერთხელ რომ გაგიშვი და აღარ გნახე.ვნანობ,რომ ფეხშეხვეული დაგტოვე საავადმყოფოში და აღარ მოგაკითხე,მეორე დღეს გერმანიაში გავფრინდი.უნდა გადამედო წასვლა,არ უნდა წავსულიყავი.ჩუმად ჩურჩულებდა ანდრეა და თავის თავს ადანაშაულებდა მათ შორის წლების სიშორეს.
-სად იყავი,რატომ არ მომძებნე ანდრეა.
-მე შორს ვიყავი,მარიამ შენგან კილომეტრებით შორს მაგრამ ჩემი თვალები ყოველთვის შენთან იყო ჩემს მაგივრად.შენი ყოველი ნაბიჯი,შენი ყოველი დღე,შენი დილის საუზმეც კი ჩემთვის ცნობილი იყო,უბრალოდ ჩვენ კილომეტრების ციფრები გვაშორებდა.აწი კი აქ ვარ,ყოველ დღე შემიძლია გნახო,შეგეხო და თვალებში ჩაგხედო.4 წლიდან გიცნობ მარიამ და იმ 4 წლიდან მიყვარხარ,იმ წუთიდან ხალხში გაბნეულს ნაყინი რომ გიყიდე და ერთად ვჭამეთ,შენი ნაყინით მოტუტყნული ტუჩები რომ მახსენდება ტანში მტეხავს და მინდოდა რომ ახლს მყოლოდი,შეგხებოდი და მოგეფერებოდი.გესმის ეს რას ნიშნავს გიყვარდეს და ვერ ხედავდე,ვერ ეხებოდე,ხმა არ გესმოდეს მისი.გაოგნებული უსმენდა მარიამი და ჩუმად,თითქმის ჩურჩულით უთხრა.
-სიკვდილამდე თავი ისე უნდა მოგაძულო,რომ ჩემი სიკვდილით გული აღარ გეტკინოს ანდრეა.
-ჩემი გულის ანგელოზი ხარ,რომელმაც 8 წლის ბავშვსაც კი თავგზა ამიბნიე და იმ დღიდან დღემდე შენით გამოშტერებული დავდივარ.
-გზა,ცხოვრების გზა როგორც წესი გრძელია და არ ვიცით, როდის დამთავრდება.წინ ხან ორმო შეგვხდება, ფეხი ჩაგვივარდება და დავეცემით.ხან ყვავილებით მორთულ მდელოზე გავალთ,ხან აცივდება, გზა ყინულით დაიფარება და ფეხიც აგვისრიალდება. ისევ დავეცემით, წამოვდგებით, შეიძლება ტკივილსაც ვგრძნობდეთ, მაგრამ წამოდგომით მაინც ბედნიერი ვიქნებით. ზოგჯერ იწვიმებს და ჭუჭყიან გუბეში აღმოვჩნდებით. დავისვრებით, მაგრამ თუ მოვინდომებთ, მაინც შევძლებთ პირვანდელი სისუფთავის დაბრუნებას.დაუსრულებლად ვივლით. ხშირად დავიღლებით. ისე დავიღლებით, რომ ერთი ფიქრი ვიფიქრებთ გზის გაგრძელებას ვეღარ შევძლებთ და მზად ვიქნებით წინსვლა შევწყვიტოთ, მაგრამ სწორედ ამ დროს გაგვეხსნება მეორე სუნთქვა, სწორედ ამ დროს მოვა ადამიანი, გაგვიღიმებს, ხელს გამოგვიწვდის და დაღლილობაც უკვალოდ გაქრება. გაჩნდება იმედი სიყვარულით და სითბოთი სავსე და გზას კი საოცარი აღმაფრენით გავაგრძელებთ.ასეთია ცხოვრების გზა საყვარელი ადამიანის გვერდით ანდრეა.
-და შენ მზად ხარ ამ ყველაფრისთვის?
-თუ შენ ხარ მზად,მეც მზად ვარ.
-მარიამ იცი ეს შენი ნათქვამი სიტყვები, მთელს ჩემს ცხოვრებას რომ ცვლის?
-ვიცი და სწორედ შენს გამოჩენას მოყვა წვიმა,მაგრამ თბილი წვიმა.
-შენმა სიტყვებმა ძალა მომცა,გამაფერადა და შემცვალა მარიამ.
-მე კი უკვე დამიკეტე სუნთქვა და სულის სიმშვიდე აღარ მაქვს.
-გამიჭირდება,უშემოდ დღეიდან სუნთქვაც კი გამიჭირდება.უთხრა ანდრეამ და მარიამის ბაგეებს დააცხრა და ვნებიანი კოცნაც აჩუქა.მარიამი სახლამდე მიიყვანა ანდრეამ და ორივეს უჭირდა ერთმანეთის დათმობა,მაგრამ მაინც დათმეს და მარიამი მანამ არ შევიდა სახლში,სანამ ანდრეას მანქანა თვალს არ მიეფარა და ისიც სარკიდან უცქერდა გზაზე მდგარ მარიამს და ეცინებოდა.გახარებული შევიდა სახლში და ერთიანად ასხივებდა ბედნიერებას,გოგი როგორც ყოველთვის თავის კრესლოში ჩამჯდარი გაზეთს კითხულობდა და ბედნიერებით სავსე მარიამს თვალს ადევნებდა,ჩაეცინა მიხვდა რომ მარიამის გულშიდაც შეეღწია ვიღაცას და მოუსვენრობამ შეიპყრო.მარიამიც თვალებ ანთებული მიუჯდა და შეეკითხა.
-ბაბლუ მარტო ხარ სახლში?ბებლო სად არის?გოგიმ ჯერ არ შეიმჩნია რომ ძალიან აინტერესებდა მარიამის სიხარულის მიზეზი,დაელოდა თავად მეტყვისო და მშვიდად უპასუხა.
-შენი ბებლო სოფიოსთან წავიდა,დიდი ხანია არ მინახავსო და მოვა სადაცაა დილას წავიდა.
-ბა რატომ მიყურებ ასე?
-როგორ გიყურებ,ჩვეულებრივად გიყურებ მხოლოდ მიხარია მეც გახარებულს რომ გხედავ,რამ გაგახარა ასე ძალიან?
-ისე,არ შეიძლება რომ რამე მიხაროდეს? გოგიმ სათვალე ჩამოიწია და მარიამს ეშმაკურად შეხედა და თან ღიმილით შეეკითხა.
-მარიამ კარგი ბიჭია? შენ შეგეფერება? დაბერდა შენი ბაბლო და ამ სახლსაც მოენატრა პატარების ჟღურტული.
-კარგი რა ბაბლო,არაფერი არ ხდება მნიშვნელოვანი.
-როდის გამაცნობ?მარიამს გაეცინა,მხარზე თავი დაადო გოგის და უთხრა.
-ჯერ ადრეა,მაგრამ ვნახოთ.მეშინია.
-რისი გეშინია სულელო.
-რომ არ მოგეწონოს?
-ხოდა თვალები იმიტომ გვაქვს,რომ შევამოწმოთ.საუბრობდნენ და ჟღურტულობდნენ ბაბუა და შვილიშვილი რომ გიორგიც დაბრუნდა.
-რატომ არ დამირეკე მარიამ ვინერვიულე.უსაყვედურა მსუბუქად.
-ახლობელი ვნახე და მეც ახლა მოვედი,ვსაუბრობდით,მერე კაფეში შევედით და მაპატიე რა მა გულზე გადამვარდა.გიორგიმ შუბლზე აკოცა და უთხრა.
-ცხელი ხარ მარიამ,გაისინჯე რამდენი გაქვს სიცხე.დედა სად არის მამა.შეეკითხა გოგის.
-დედაც აქ არის,მომასწარით მოსვლა?
-ადე გაისინჯე სიცხე მარიამ და რატის დავურეკავ რა წამლები მოგცეთ გვეტყვის.მარიამი წამოდგა და ნელი,სუსტი ნაბიჯებით წავიდა.ძალა გამოელია,სისუსტემ დაიმონა მისი სხეული და თვალებზედაც ბინდი გადაეკრა.კიბეებთან იყო მისული რომ ბუნდოვნად ჩაესმა რუსოს კივილი რომელიც გიორგის და გოგის საშველად უხმობდა.
-მარიამ,მარიამ ბებო გაახილე თვალები.გიორგიიიიი სად ხარ შვილო მიშველეეეეე.გიორგი გაგიჟებული მივარდა მარიამს და ხელში აიყვანა,სველი ტანისამოსი ეცვა მარიამს და საწოლზე დააწვინა სასწრაფოდ გახადა ყველაფერი და ტანი შეუმშრალს და რუსოს დაუყვირა.
-რატის დაურეკე ან სასწრაფო უკეთესია.თავის ხელით ჩააცვა ყველაფერი და ექიმის მოსვლას დაელოდა.
-ასე სად დასველდა,სად იყო წვიმაში იარა? რუსომ ცრემლიანი თვალებით აკრიფა იატაკზე მიყრილ-მოყრილი ტანისამოსი და გიორგის შეხედა რომელიც განადგურებული უჯდა თავთან მარიამს და მისი ხელი ხელში ეჭირა.
-ადრე წამოვიდა დღეს,ცოტას გავივლიო.მანქანა ჭირდება,მე არ მეცალა და ვერ წამოვიყვანე,აი შედეგად კი რა მივიღე.თქვა წყნარად გიორგიმ და სასწრაფოც მოვიდა,ექიმმა გასინჯა და გიორგის უთხრა.
-უმჯობესია საავადმყოფოში გადავიყვანოთ,ორი-სამი დღე იყოს და გამოვა დგომარეობიდან.საოცარმა სითეთრემ თვალები აუჭრიალა,ნელა-ნელა გაახილა და სინათელის შუქს შეაჩვია თვალები,თავზე ვიღაც უცნობი ადგა და ნელა-ნელა ურტყამდა ხელს სახეში,გაოცებული მიაჩერდა კეთილი სახის თეთრხალათიან მამაკაცს ის კი გაღიმებული უცქერდა და ღიმილით უთხრა.
-როგორც იქნა დაგვიბრუნდი.
-რამდენი ხანა რაც აქ ვარ.იკითხა მარიამმა.
-მესამე დღეა,ასე ძალიან სად გაცივდი შვილო.
-წვიმაში მოვყევი.
-ახლა როგორ რძნობ თავს,რამე გაწუხებს?
-არა,უკეთ ვარ,მაგრამ თითქოს ძალა არ მაქვს და ცოტა თავიც მტკივა.
-ეს არაფერია, მცირე სიპტომებია გაცივების.გარეთ გელოდებიან,ვეტყვი რომ გაიღვიძე.მარიამმა ნელა დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად და თვალები ისევ დახუჭა,თითქოს სინათლეს გაურბოდა.ექიმი გავიდა და მალე ფერდაკარგული გიორგიც შევიდა და გულში ჩაიხუტა მარიამი.
-როგორ ძალიან შემაშინე მარიამ.უთხრა ხმაჩამწყდარმა.სამი ღამის უძილობას და ნერვიულობას უკვე მის სხეზე ღარიც კი გაეჩინა და თმაში კი უფრო შესამჩნევად გაუჩნდა ჭაღარა,რომელიც უფრო სიმპატიურს ხდიდა.მარიამმა ბავშვივით შეხედა მამას და ისეთი ნაზი იყო მისი გამოხედვა,ისეთი სუფთა და წმინდა,როგორც ცის ნამი.გიორგის თვალებში კი მარიამმა შიში დაინახა,დუმილი,სიცარიელე და უზარმაზარი სიყვარული.ცრემლნარევი სევდა და სევდანარევი სიხარული,სიკვდილის უაზრო შიში და უფლისგან არ წართმეული სიცოცხლე.მარიამის ფერებით რომ გული იჯერა,შემდეგ ჩუმად უთხრა.
-იცი როგორ შემაშინე? დღეს დილით წავედი სახლში გამოვიცვალე და ისევ წვიმამ დაიწყო იცი პირველი რა გავიფიქრე?დღეს თუ ჩემმა მარიამმა მისი შავი თვალები შემომანათა,ფეხზე რომ დადგება,რომელი მანქანაც უნდა იმ მანქანას ვუყიდითქო.
-აჰა,უკვე დადგა დღე რომ მანქანას ყიდულობ? ისე ამდენხანს გავმხდარიყავი ცუდად.გიორგისაც გაეცინა და უთხრა.
-ვყიდულობ,ვყიდულობ შენ იყავი კარგად და ყველაფერს გიყიდი.
-ახლა რა გამოდის,მადლობა უნდა ვუთხრა უფალს ცუდად რომ გამხადა?
-მარიამ გარეთ უცხო მამაკაცი გელოდება და ჩემთვის რამე ხომ არ გაქვს სათქმელი,იქნებ გაცივებასთან ერთად ისიც არის შენი შეწუხების მიზეზი?კითხა გიორგიმ ეშმაკურად.
-ანდრეა? აქ არის ანდრეა? როგორ გაიგო აქ რომ ვიყავი?
-ახ,ესე იგი ანდრეა და ვინ არის ეგრედ წოდებული ანდრეა?
-კარგი რა მა რამე სერიოზული რომ იყოს არ გეტყოდი? ჯერ-ჯერობით არაფერი,მაგრამ...............
-მაგრამ იქნება,რადგან თვალები გიციმციმებს მისი აქ ყოფნა როგორც კი გაიგე მარიამ.
-სულ სამჯერ მყავს ნანახი მა.
-სიყვარულს ერთხელ თვალის შევლებაც კმარა,ასე არ იყო დემეტრე და ნინი?და სხვათა შორის მეც პირველი ნახვისას შემიყვარდა დედაშენი.გიორგიმ თვალი ჩაუკრა და ადგა.
-როდის მოვიდა.
-გუშინ დილით რომ მოვიდა არ წასულა,გავალ და შემოვუშვებ ცოდოა ადამიანი.გიორგის გასვლისას ანდრეა შემოვიდა და მარიამის შავ თვალებს შეხედა თუ არა უთხრა.
-მარიამ იცი როგორ შემაშინე?
-რამ შეგაშინა ან აქ როგორ მომაგენი.
-სიყვარულის დასაწყისია ძნელი,მისი პირველი ნაბიჯები მარიამ და თუ ეს გრძნობა ადამიანს ეწვია მისი შეჩერება არავის არ შეუძლია.იმ დღეს ერთმანეთს რომ დავშორდით,მთელი ღამე შენზე ფიქრებში დამათენდა დილით კი 9 საათზე უკვე შენს სახლთან ვიდექი და გელოდებოდი,გელოდებოდი 12 საათამდე მაგრამ არ გამოჩნდი.ვიფიქრე,ადრე წავიდა მამასთან ერთადთქო და სამსახურში მოგაკითხე,იქაც გარეთ გელოდი და არც საღამოს რომ აღარ გამოჩნდი მერე ვინერვიულე და დაცვის ბიჭებს დაველაპარაკე,იქ გავიგე აქ რომ იყავი უგრძნობლად და არც დავფიქრებულვარ ისე მოვედი,არ მაინტერესებდა ვინ რას მეტყოდა მხოლოდ ვლოცულობდი შენი შავი თვალები გაგეხილა და ისევ ჩამეხედა ამ თვალების სიღრმეში,ვიცი რომ იქ მხოლოდ სიყვარულს ვხედავ.
-ოჰოოო,რომეო ასე ადვილად თუ გიყვარდება,გადაყვარებაც ადვილად შეგეძლება.
-სცდები ჩემო ჯულიეტა.ორივეს გაეცინა.
-რომეოს და ჯულიეტას სიყვარული ტრაგიკული ისტორიის დასრულდა.
-ჩშუუუუ,ნუ ლაპარაკობ,ქარი აქ არ უბერავს მაგრამ შენი ეს სურნელი მე თავბრუს მახვევს,ჩემსკენ იწევს და სარტყელივით მეკვრება მთელ სხეულზე.მარიამ მიყვარხარ,ძალიან მიყვარხარ.არ მინდოდა ჯერ რომ მეთქვა,მაგრამ გავაკეთე ის რაც უფრო სწორად ჩავთვალე.ნუ მიყურებ ასე რადგან ვერ მივხვდი ჯერ რას ფიქრობ კარგს თუ ცუდს.იქნებ საერთოდ არ უნდა მეთქვა,ყოველ შემთხვევაში ახლა აქ ყოფნაში.ვინ იცის იქნებ შენთვის არც არაფერს არ წარმოვადგენ.მაპატიე,ვხედავ რომ დაგაბნიე არადა ვიფიქრე რომ ასე გაცილებით უკეთესი იქნებოდა და გულის კარნახით გავაკეთე.მითხარი რამე მარიამ.
-აქ არა,აქ არაფერს არ გეტყვი.ამ კედლებს თავს რომ დავაღწევ მაშინ გეტყვი ანდრეა.
-მაშ,ჩვენს ადგილზე შევხვდეთ ერთმანეთს.უთხრა სიხარულით ანდრეამ.ნაზად აკოცა მარიამს და გარეთ გავიდა გიორგისთან მივიდა და უთხრა.
-მადლობა რომ დრო დამითმეთ,ჩვენ მალე შევხვდებით ერთმანეთს.ანდრეა წასვლისთანავე გიორგი მარიამთან შევიდა,ჯერ მშვიდად იყო უცქერდა მის შვილს და მიხვდა რომ მარიამი გაიზარდა,უკვე სრულწლოვანია და ბუნებრივია მის ცხოვრებაში რომ გამოჩნდეს მამაკაცი.ახლოს დაუჯდა საწოლთან და მშვიდი,გაწონასწორებული ხმით უთხრა.
-მარტივი,სასიამოვნო პროცესია დახატო პეიზაჟი და ერთი მზის სხივით მასში გამოხატო გრძნობა,ჩადო მასში დიდი აზრი და შინაარსი.ახლა შენს წინ ვზივარ და გელოდები იმ პეიზაჟის ახსნას,რაც აქ ამ ოთახში მოხდა.ვფიქრობ ვიმსახურებ,რომ მეც ვიცოდე ის თუ რა ხდება ჩემი შვილის ცხოვრებაში.
-სულ მესამედ ვნახე,თუ დამაცდი რომ უკეთესად გავიცნო,დაუფარავად გეტყვი შემდეგ რაც მოხდბა ჩემი ცხოვრების ცვლილებებში.
-ერთი საათია ჩაკეტილები ხართ,ლაპარაკობთ და დავიჯერო ის რომ კარგად არ იცნობ?
-გეფიცები წესიერად არც მე არ ვიცნობ,თუმცა მეუბნება რომ ოთხი წლიდან მიცნობს.
-ოთხი წლიდან?საიდან,როგორ.
-მითხრა ერთხელ ხალხში გაიბენი და ნაყინი გიყიდეო,შემდეგ მოგაკითხა შეშინებულმა ორმა მამაკაცმა და წაგიყვანესო.გიორგიმ მეხსიერება დაძაბა და გაეცინა ალექსის სიტყვები გაახსენდა.
-,,გიორგი დაგენიძლავები ეს ბიჭი შენი სიძე გახდება.
-გადმოაფრქვია სიბრძნე''.
-ერთს გეტყვი,აქედან რომ გავალ უნდა შევხვდე.დამალვაც რა საჭიროა არ ვარ ისეთ ასაკში რომ დამალვა მჭირდებოდეს,ამიტომ გეტყვი რომ მეც მომეწონა როგორც პიროვნება.
-კარგი,პატარა აღარ ხარ როგორც აღნიშნე და კარგად იცი რასაც აკეთებ.ხომ იცი რომ მე შენ გენდონი.უთხრა გიორგიმ მარიამს და შუბლზე აკოცა.ბავშვები არიან გარეთ და შემოვუშვენ,ნერვიულობენ.გიორგი გავიდა მარიამთან დაბღვერილი ლუკა და სხვებიც შემოვიდნენ.
-ადამიანი რომელსაც ვიცნობდი და მის მეგობრობაში ეჭვი არ შემპარვია არასდროს,ახლა უნდა ვიეჭვიანო რადგან გამოჩნდა ადამიანი რომელიც ჩემზე მეტად უყვარს,მაგრამ მარიამმა იცის რომ მე კამფეტივით ტკბილი ვარ და ასე ადვილად ვერ შეძლებს მომიშოროს თავიდან.
-შენ მგონი ბრმა ხარ.
-რატომ?
-რა რატომ,შენ საწოვარა კამფეტი ხარ და მე რომ შოკოლადი ვარ ვერ მხედავ?
-მწარე ხარ მარიამ და უნდა გესმოდეს ამხელა გოგოს,რომ ნამუსი ყვავილია რომელიც თუ მოწყვიტე აღარ ამოვა.
-მე კი ასე ვიტყოდი,რომ შურიანი ადამიანი ორმაგად უბედურია საკუთარი უბედურებით და სხვისი ბედნიერებით.
-ეეეეეხ,როგორც ვხედავ ვერ მოგიგებ სტყვებში და ამიტომ სიჩუმე საუკეთესო პასუხია შენს უაზრო კითხვებზე.
-ლუკ შენთან ჩახუტება მომენატრა.ლუკამ უცქირა მარიამს და შემდეგ თქვა.
-რით ვერ გაიგე ჩემო თავო რომ ეს გოგო აფერისტია და ამასთან ერთად ნერვების მჭამელი.თავად აირჩიე,რა განაჩენს ისურვებდი?
-არაფერს ლუკ მხოლოდ გეტყვი რომ გველი ხარ,მაგრამ ჩემი გველი და მიყვარხარ ჩემო პითონო.პითონის გაგონებაზე გიორგიმ და ბექამ გულიანად გადაიხარხარა.
-გავჰკარი უშენოდ გატრებულ დღეებს მარ.სიყვარულით სავსემ ჩაეხუტა ლუკამ მარიამს და მთელი სახე დაუკოცნა.
-ყველაზე მეტად იცი როდის მიყვარხარ?
-როდის?
-როცა მე ვარ დამნაშავე და მაინც შენ თმობ.უთხრა მარიამმა.
-მარ სიყვარულის და ერთგულების გარეშე ყოფნას რა აზრი აქვს,არც არაფერი ხომ?
-არც არაფერი, ლუკა არც არაფერი.დაეთანხმა ლუკას მარიამი და თავადაც მოხვია ხელები.
-სიმართლე გითხრა ამ სამ დღეში მომენატა შენი ბუზღუნი.იცი რომ შეგხედე თვალები გაახილე და უკვე თავისუფლად სუნთქავდი,მეც ამოვისუნთქე მარ.
-წარმოდგენა არ მაქვს უთქვენოდ რა მეშველებოდა.
-ერთი სული მაქვს ამ კედლებს როდის დააღწევ თავს,ჩემებურად რომ აგაწიოკო.მომენატრე მარიამო.ლუკა დაახტა თავზე მარიამს და მონატრებული ხმაც გაიგონა,იმხელაზე იკივლა მარიამმა ექიმებიც კი შემოცვივდნენ პალატაში.
-ვგიჟდბი როცა ასე განწირული ხმით კივიხარ და მშველელი არ გყავს.
-მაზოხისტი ხარ,მომაშორეთ ეს უტვინო,გიორგის გაეცინა ლუკას რომ შეხედა მარიამთან ჩახუტებულს,ვახომ კი გულწრფელად უთხრა.
-ნათლი ამათ გარეშე ცხოვრება ჩემთვის პირადად ჯოჯოხეთია,აი რა მაკლდა ეს სამი დღე,მარიამის წიკვინი.
-მამიკო მართა რატომ არ მოვიდა?
-იყო და წავიდა კომპანიაში არავინი არ არის და ის მაინც იყოს,ჩვენც გავდივართ ახლა და მოვალთ მოგვიანებით და ყოველგვარი შორი გზებიდან მოვლით რაღაც-რაღაცეები გაქვს მოსაყოლი და ასახსნელი.უთხრა ვახომ და თვალი ჩაუკრა.დარჩა მარიამი მის ფიქრებთან მარტო და ფიქრიც კი არ დააცადეს,პალატაში აქლოშინებული მართა შემოვიდა.
-მარიამ,მარიამ მარტო ხარ?
-რა იყო მოგდევს ვინმე და დამალვა გინდა?
-ნახე?ჭიპი გავიხვრიტე.უფასოდ, ფული არ გადამიხდია.
-რა ქენი?თვალები დააჭყიტა მარიამმა და მართას ჭიპს დააკვირდა,შემდეგ ჩაახველა და მშვიდად უთხრა.
-დარწმუნებული ვარ ლუკაც და ვახოც შუბლს გაგიხვრიტავს უფასოდ, არც ისინი გადაგახდევინებენ ფულს.
-როგორ მინდა,ახლა სიფათში გხიოთ სამივეს და ცხოვრების აზრზე მოგიყვანოთ.ჩაიბურდღუნა მართამ და გაბუსული დაჯდა მარიამთან შორი ახლოს,შემდეგ აწრიალდა და ისევ მარიამს მიუბრუნდა.
-მარიამ მართლა გამირაზდებიან?
-არა,არ გაბრაზდებიან მართა გაცოფდებიან.მარიამი წყნარად საუბრობდა,მაგრამ გულში ხარხარებდა მართას შეშინებულ სახეს რომ ხედავდა.
-მარიამ მახელებ ხომ?როგორ შემაშინე,ვერ გიტან აუტანელი ადამიანი ხარ.უთხრა სერიოზულად და ორივემ გულიანად გაიცინა.ერთი კვირა დაჰყო მარიამმა საავადმყოფოს გაუსაძლისს კედლებში,ერთი კვირა არ შეწყვეტილა მხიარული კისკისი მის პალატაში.სამეგობრომ კარგად გაიცნო ანდრეა,ლუკას და ვახოს გაახსენდა ის ღამე საავადმყოფოში რომ წაიყვანა მარიამი.მათი სასიხარულო ის იყო,რომ ისიც მათი ჭკუის აღმოჩნდა და ამიტომ გაუგეს ასე ადვილად ერთმანეთს.მართამ კარგად აათვალიერა ანდრეა ხან ახლოდან დააკვირდა,ხან შორიდან და შემდეგ მარიამს უთხრა სერიოზლი ხმით,თან ანდრეას შეუმჩნევლად თვალი ჩაუკრა.
-ყოჩაღ მარიამ შენ ასეთ მამაკაცს ბაზარში ვერ იპოვი მარტოსული,ფულიანი,საქმიანი და ამიტომ გაუფრთხილდი მას.მართას სიტყვებზე ჯერ ლუკამ ჩაიცინა და შემდეგ ერთიანად იქუხა გულიანმა ხარხარმა.
-ანდრეა მართას უფრთხილდი,რაღაც არ მოეწონე თვალში.უთხრა სერიოზულად ვახომ
-ვეცდები აზრი შევაცვლევინო უახლოეს მომავალში,მაგრამ ჯერ უმჯობესია მართა თავად ჩაიხედო სარკეში და თმები მაინც გადაივარცხნო, ვინ შეგაშინა საინტერესოა.არც ანდრეა ჩამორჩა ენაში მართას.
-შეიძლება?პალატის კარი მორიდებით შეაღო ეკატერინემ და მისი ცისფერი თვალებით ყველა შეათვალიერა.
-ეკატერინე?როგორ გამახარე,სად ხარ აქამდე.მხიარულად შესძახა მარიამა.
-ისეთი დაძაბული დღეები მქონდა,მარიამ არ გეწყინოს აქამდე რომ ვერ მოვედი და ბოდიში რა,შენ როგორ ხარ,როდის გწერენ?
-ვფიქრობ ხვალ გავაღწევ აქედან,კატ დედა წავიდა?
-კი გუშინ გავაცილე და ცოტა გულიც კი დამწყდა.
-ბინა რა ქენი, მოაგვარე რაც გინდოდა?
-კი,გადაცვლა გავაკეთეთ.
-კარგია,მაგრამ პირადში როგორ ხარ?ეკატერინემ ლუკასკენ გააპარა თვალი და მათი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა და მათ შორის მოხდა რაღაც უხილავი,თითქოს მიძინებულმა გრძნობამ გაიღვიძა.
-კატ ძალიან გიყვარდა?
-არა უშავს,მარიამ.ზოგს ტკივა თვით თავის სიცოცხლე,ზოგს უხარია და ცხოვრება მაინც თავისი გზით მიდის.
-ალბად ის ვინც შეს გულში შემოვიდა,იმედია არ დამუნჯდება სამუდამოდ და ხმას ამოიღებს.თქვა მარიამა და ლუკას გახედა ცალი თვალით.-არ ინერვიულო,დარწმუნებული ვარ შენ უკეთესს იმსახურებ და ამიტომ არ გიწევს გული მისკენ.თუ შენგან წამოსულ გრძნობას ის ვერ გებულობს,უგრძნობი ყოფილა,ამიტომ უკეთესია მის გარეშე გააგრძელო ცხოვრება და გიყუროს შორიდან.არ ცხრებოდა მარიამი და ლუკა კი იდგა გარინდული,უსმენდა მარიამის ქოთქოთს და შიგადაშიგ გაბრაზებულიც კი გახედავდა.
-ისევ თავყრილობა გაქვთ?ექიმი შევიდა მარიამთან და ღიმილით გადახედა ყველას.
-რა ხდება ექიმო ამ ტვინით ავადმყოფს როდის გაწერთ?
-აქ ტვინით ავადმყოფს ვერავის ვხედავ ყმაწვილო და რაც შეეხება მარიამს ხვალ გაგწერთ მარიამ დილით და სხვა ავადმყოფები დაისვენებენ თქვენი ზედმეტი ხმაურსაგან.ცოტა ხანში რატიმ მიაკითხა მარიამს და გაუხარდა ყველა იქ რომ ნახა.
-თავყრილობა გაქვთ? მთელი მედ პერსონაჟი თქვენზე საუბრობს,რა დღეში ხართ ლუკა.
-ლუკას ხედავს რატი ძია შენი თვალები აქ მარტო? მაშინ გეტყვი რომ დიდი პრობლემა გაქვს მხედველობის.
-ლუკა....
-მარიამ......
-არ შეიძლება დღეს რომ წავიდე ძია რატი?
-არა,ხვალ დილით წაბრძანდები.წყნარად იყავით ცოტა,ავადმყოფები და თავმდგმურები ჩივიან თქვენგან გამოწვეული ხმაურით.მკაცრად გადახედა იქვე მდგომთ.-აღარ ხართ პატარები,რომ ვერ გაიაზროთ სად იმყოფებით.გაიზარდეთ და დავირდით,აღარაფერი თქვენ აღარ გესმით.
-ნუ გიკვირთ ჩვენი ძია რატი,თქვენ უარესები იყავით ჩვენს ასაკში და ეს ნუ დაგავიწყდება.უთხრა რატის მოულოდნელად დაბრუნებულმა კობამ,რომლის ნახვით ყველამ ძალიან გაიხარა.რატისაც გაეცინა და მარტო დატოვა ახალგაზრდები პალატაში.გრძნობდა,რომ ძალა აღარ ჰქონდა და დაიღალა ყოველდღიური რუტინისაგან, როდის გათენდებოდა დილა მოუსვენრობა დაეტყო რომ ამ კედლებს გასცილებოდა,რადგან გარეთ საკმაოდ საინტერესო დღეები ელოდა.დილით გიორგი და ლუკა დაადგა თავზე,ეგონათ ადრე მივიდნენ და არ უნდოდათ გაეღვიძათ მარიამი მაგრამ ის უკვე გამზადებული იყო და უკვე ერთი საათიც გასულიყო მათ ლოდინში.
-მარიამ უკვე მზად ხარ?შეეკიხა ღიმილით გიორგიმ და ლუკამ კი თმები აუჩეჩა და უთხრა.
-რას იბღვირები,აჰა მოვედით და წაგიყვანთ სახლში გაიღიმე ხომ იცი ვერ გიტან როცა მასეთი სახით დადიხარ.რამოდენიმე დღე სახლში დაისვენა და ერთ ორშაბათ დილით კი გიორგის წაყვა კომპანიაში.ყოველი ახალი წუთი, საათი, დღე, უფროდაუფრო სანერვიულო ხდებოდა მარიამისთვის,რადგან წინ მნიშვნელოვანი შეხვედრა ელოდა.გიორგიმ შეატყო ნერვიულობა და უთხრა.
-მარიამ რა გჭირს?
-არაფერი მა.
-მოდი აქ.მარიამი მიუახლოვდა და გიორგიმ თვალებში ჩახედა და შეეკითხა.
-ვიცი, რომ ადამიანს ყოველთვის ეშინია, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ჩემთვის გასაგებია ეს შიში, მაგრამ ვერაფერს გააწყობ ჩვენ ადამიანები ასე ვართ მოწყობილნი. გვეშინია შეცდომების, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მიიღო. სხვანაირად როგორ გაიგებ მარიამ სწორი არის თუ არა შენი გადაწყვეტილება, ეს რომ გაიგო შიში უნდა დაძლიო და გადადგა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი შენს ცხოვრებაში.მიიღე ეს შემოთავაზება,წადი პირველ შეხვედრაზე თუ პაემანზე და შედეგებს თავად მიხვდები გააგრძელო შეხვედრა თუ შეწყვიტო.
-მამიკო............
-ჩუუუ,წადი და თავად გადაწყვიტე.მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები მარიამ რაც არ უნდა გადაწყვიტო,არჩევანი შენ უნდა გააკეთო თავად.ცოტა ხანში მარიამის ტელეფონი გუჩერებლად რეკავდა და ხმის კანკალით უპასუხა.
-გისმენ ანდრეა.
-მარიამ როგორ ხარ,6სთ-ზე სამსახურთან დაგელოდები.
-კა,კა,კარგი გამოვალ.
-შენ რა ნერვიულობ?
-არა,არა რატომ უნდა ვინერვიულო.
-კარგი,კარგი მარიამ გარეთ დაგელოდები.გიორგის გაეცინა და მარამს უთხრა.
-რომ დაგამშვიდო და საღამო მშვიდად გაატარო,ანდრეა იყო ჩემთან მოსული და ვისაუბრეთ.უნდა გამოგიტყდე რომ მომეწონა,ძალიან განათლებული ახალგაზრდაა,უმაღლესი ცოდნით მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მთავარი.ადამიანი შეიძლება საშუალო განათლების იყოს,მაგრამ იმაზე მეტი იცოდეს და ფლობდეს ვინემ უმაღლეს დამთავრებული.ჩემთვის მთავარია შენ მას უყვარხარ მარიამ და ვიცი,რომ შენ მასთან ბედნიერი იქნები.
-როდის იყო მოსული.
-არააქვს მნიშვნელობა,მნიშვნელოვანი ის არის რომ იყო,მოვიდა და ვისაუბრეთ.წადი ახლა საქმეს მიხედე.მარიამი კარებში გადიოდა,რომ გიორგიმ შეაჩერა.
-და კიდევ,იმედია დღესაც არ დასველდები ისე ძალიან კიდევ საავადმყოფოში მოხვდე შენი დაუკვირვებლობით.
-არის ბოს,არ დავსველდები.საღამომდე ნერვიულად იყო და ყოველ 15 წუ-ში ამოწმებდა საათს,ექვსი საათიც მოვიდა და გიორგის შეაკითხა.
-მა მივდივარ და არ ინერვიულო.
-კარგი მარიამ.გაუღიმა გიორგიმ და ფანჯრიდან ადევნებდა თვალს როგორ გაუღო მანქანის კარი ანდრეამ და წინ დააჯინა.ჩაეცინა და ისევ თავის სკამს დაუბრუნდა,მარიამის ფოტოს შეავლო თვალი და გაუღიმა.
-გაიზარდა მარიამ ჩვენი პირმშო,სულ მალე გაგვიფრინდება.გიორგს ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინა მარიამის ფოტოსთან საუბარი და ღიმილით უპასუხა.
-გისმენ ალექსანდრე.
-გიორგი შენი ნახვა მინდა,სად ხარ.
-კომპანიაში ვარ ალექს ხომ მშვიდობაა,ბებო და ბაბუ ხომ კარგად არიან.
-კი,კი ყველანი კარგად არიან,სალაპარაკო მაქვს.
-სად ხარ მითხარი და მოვალ.
-მე მოვედი უკვე შენს კომპანიაში ვარ და დაცვა არ მიშვებს.
-მიეცი ტელეფონი ბიჭებს.გიორგიმ დაცვის მუშაკს დაელაპარაკა და სულ მალე მის კაბინეტში იყო ალექსანდრეც.ორივე ერთმანეთს გადაეხვია და გიორგიმ სერიოზულად შეეკითხა.
-რა ხდბა,რამე პრობლემები გაქვს?
-მარიამი სად არის.გიორგიმ მოკლედ მოუყვა მარიამის შესახებ და გაბრაზდა ალექსანდრე.
-ასე ცუდად თუ იყო, რატომ არ დამირეკე და მარტომ გადაიტანე ეს ყველაფერი გიორგი.
-არ მინდოდა გენერვიულათ,კარგი ყველაფერი კარგადაა და ახლა შენ გისმენ.
-გიორგი ახსნა არ გჭირდება იმისა თუ როგორი ძნელია მარიამის გარეშე ჩემთვის ყველაფერი,მაგრამ ცხოვრება გრძელდება.
-ცხოვრება გრძელდება ალექსანდრე და შენ რას ელოდები,ერთი ყავხარ შენს მშობლებს რას ფიქრობ,მომავალი არ გინდა? მე რას მიყურებ,ჩემი ცხოვრება იმ დღეს დასრულდა როცა მარიამმა დამტოვა,მაგრამ მე მარიამი მყავს და მის გამო გავაგრძელე სიცოცხლე.შენ? შენ რატომ არ გინდა შექმნა ოჯახი.
-მოვედი,რომ ნიშნობაზე წამოხვიდეთ.
-მართლა? ძალიან გამახარე ალექსანდრე.გიორგიმ გულწრფელად მიიღო ალექსანდრეს სიხარული.
-შაბათს გელოდებით,ბექა და ანას ვეტყვი,მაგრამ შენც შეახსენე და მარიამი წამოიყვანე.
-წამოვალთ,აუცილებლად.პარასკევ საღამოს ვიქნებით სოფელში.ძალიან გაეხარდა ანას და ბექას ალექსანდრეს ამბავი და ისინიც სიხარულით დასთანხმდნენ.მარიამი ძალიან სერიოზული სახით იჯდა და ასევე სერიოზულად პასუხობდა ანდრეას კითხვებზე,შიში ხომ საკუთარ თავში დაუჯერებლობას იწვევს და არ უნდოდა ეს შიში ამოეკითხა ანდრეას მასში.რა თქმა უნდა მარიამის ნერვიულობა ანდრეასაც გადაედო და ძალიან ცდილობდა არ განეცადა კრახი.ვერ ამბობდა ვერცრთი,მაგრამ გულში მათი ურთიერთობის გაგრძელებას ოცნებობდნენ.
-მარიამ მოეშვი გთხოვ,თორემ რომ გიყურებ ასეთ დაძაბულს მეც ვნერვიულობ.რომ არ გიცნობდე,ვიტყვი რომ სულ ასეთი მორცხვი ხარ.
-დამაცა ანდრეა განა ყოველ დღე დავდივარ პაემანზე? ორივეს გაეცინა და დაძაბულობაც მოეხსნათ.
-მარიამ ქუსლიანები გაქცვია?
-არც ისე მაღლებია,რატომ მეკითხები?
-არ გაბედო და დღეს არ დაეცე,არ მინდა დღეს მთელი საღამო საავადმყოფოში გავატარო.გაეცინა ანდრეას და მარიამიც აყვა სიცილში.ანდრეამ მათ საყვარელ ადგილზე მიიყვანა მარიამი და მხიარულად შეაბიჯენ სახინკლეში.
-რა იცოდი რომ მშიოდა ანდრეა.
-მეც მშია და იმიტომ მოვედი აქ,თან შენც ახლა გამოდი სამსახურიდან.მარიამმა იქვე ახლოში წყვილი შენიშნა რომლებიც ერთმანეთს უცქერდნენ თვალებში,მოშორებით კიდევ რამოდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა და მათაც შეავლო თვალი.ანდრეამ გახედა უცხოებს და მარიამს უთხრა.
-შენ არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს,შენთვის ნაშები ხიხიაა მარიამ.მარიამი გულიანად გადაიკისკისა და იგრძნო რამოდენიმე მამაკაცის მწველი მზერა და არც დაფიქრებულა ისე დააცხრა ანდრეას თან ზედ ტუჩებზე უჩურჩულა.
-არ გაგიკვირდეს,ასე იყო საჭირო ამ წუთში.
-გაკვირვებით არა,მაგრამ თუ გაიმეორებ სიამოვნებით აგყვები,ვერ მოვასწარი აგყოლოდი ისე უცებ მომშორდი.
-არ გაგიტკბეს,თორემ განმეორებას უფრო ხანგრძლივი კოცნა მოყვება და ......
-და კოცნას სხვა რამეებიც.თვალი ჩაუკრა ანდრეა.
-უზრდელო.
-მე რატომ? შენ დაიწყე და მე რა ქალიშვილი გოგო ვარ დავიმორცხო და უკან დავიხიო?
-მიდი რა შეუკვეთე და ახლავეს მოვალ.
-რამდენი შევუკვეთო.
-რამდენიც გინდა.
-99?
-ერთიც დაამატე.
-ერთიც რა ღორები ვართ?ორივე გულიანად იცინოდა და დაძაბულობაც შორს მოისროლეს.ორივემ კარგად შეექცა ხინკალს,ლუდიც დალიეს და ანდრეამ უეცრად სერიოზული სახე მიიღო.
-მარიამ რომ გითხრა რომანტიკოსი ვარ გაქანებულითქო მოგატყუილებ,ამიტომ ბევრი რომ არ გავაგრძელო საკმაო წლებია რომ გიცნობ და დროის დაკარვას აღარ ვაპირებ.
-გისმენ ანდრეა.დააინტერესდა მარიამ ანდრეას საუბარი.
-ვიცი რომ ეს ადგილი დედაშენის და მამაშენის საყვარელი ადგილია,20 წლის ვიყავი აქ რომ გნახე მეორედ და აქ მინდა გთხოვო მნიშვნელოვანი რაც ამიერიდან უამრავმა წლებმა უნდა გადაჯაჭვოს ჩვენი მომავალი.ცოლად გამომყვები?მარიამი დაიბნა,აირია,გაშტერდა,გაოგნდა და ანდრეას ისე უცქერდა თვალსაც კი არ ახამხამებდა.ბეჭედი ამოიღო და მარიამს ისედაც ულამაზესი თითი ლამაზი ბეჭდით დაუმშვენა და უბედნიერეს ადამიანად ჩათვალა თავი როცა მარიამისგან მის ცოლობაზეც თანხმობა მიიღო. რა თქმა უნდა ანდრეამ მიიყვანა სახლში და ოჯახის წევრებსაც შინაურულად შეხვდა,რამაც მარიამი გააკვირვა და ყველაზე გვიან გაიგო რომ იმ ღამის პაემანის მიზეზი ყველამ იცოდა,ამიტომ ნერვიულობდა გიორგი და მოუსვენრად იყო სანამ არ დაბრუნდა და არ შეხედა მარიამის ბედნიერებისაგან განათებულ თვალებს.
-იცოდი.იცოდი ხომ იცოდი და არაფერი არ მითხარი.უთხრა გიორგის.
-ვიცოდი,ანდრეა იყო ჩვენთან მოსული და თავის გრძნობების შესახებ გვითხრა.მოდი ჩემთან,მოგილოცო და დიდი იმედი მაქვს ახლა მაინც დაჭკვიანდები.
-დაჭკვიანების ნაცვლად სულ არ გადაირიოს.თქვა ლუკამ და ყველას გაეცინა.
-ერთი სასიხარულო ამბავი შენთვის,შაბათს ნიშნობაში მივდივართ შენი საყვარელი ძიომ გადაწყვიტა როგორც იქნა დაქორწინდეს.
-ალექსანდრე?ალექსანდრე იყო მოსული და ისე წავიდა არ მნახა?
-ასეა,პარასკევ საღამოს წავალთ,შაბათს დავესწრებით ნიშნობას და დავბრუნდებით.მართლაც ასე იყო,პარასკევ საღამოს სოფელში წავიდნენ და კარგი დროც გაატარეს,მარიამის ნიშნობის ამბავიც ძალიან სასიხარულო იყო მათთვის და მოულოდნელიც.ნიშნობიდან დაბრუნებულები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და ანდრეამ ყველაზე უახლოესი ორი კვირაში დანიშნა ქორწილი.გადაირია,გადაიშალა,აყვირდა მაგრამ ანდრეას გიორგიც დაეთანხმა და გაჩუმდა.მარიამის სამეგობრო და ანდრეას სამეგობრო ერთად შეიკრიბა და სრული საგიჟეთი იყო მათი ერთად ყოფნა.ქორწილის წინა საღამოს ბიჭები საქეიფოდ წავიდნენ,ისე გაერთნენ და იმდენი დალიეს ქორწილი აღარავის ახსოვდათ და მარიამი კი ულამაზესად მორთული ნერვიულად იდგა და ელოდა ანდრეას,ანდრეას კი ლუკა დააცხრა თავზე და ნახევრად მძინარე წამოაგდო ფეხზე.
-რატომ მაღვიძებ ლუკა რა გინდა დამაცადე რა ძილი.
-ადექი,ქორწილი დაგავიწყდა?ანდრეას ტვინში დაარტყა სიტყვა ქორწილის გაგონებამ და ფეხზე წამოხტა,რაც მოყვა ხელში ჩაიცვა და რაც ნახა ფეხსაცმელები გაუყარა ფეხი და წავიდა,გზაში ხელით გადაივარცხნა თმები და ისე მიდიოდა,ლუკამ შეხედა ცალ-ცალი ფეხსაცმელი რომ ჩაიცვა და ვიღაც კიდევ ცალ-ცალს ჩაიცმევდა და ეს ვიღაც კი მიშო იყო ანდრეას მეჯვარე.გიორგის სახლთან მივიდნენ თუ არა ლუკამ შეაჩერა სიძე მეჯვარე და ორივეს შეიუღრინა.
-გაცვალეთ ფეხსაცმელები.ანდრეამ დაიხედა ფეხზე და შეხედა ცალ ფეხზე კარიჩნი ფერის ფესაცმელი ეცვა და ცალ ფეხზე შავი,ასე იყო მიშოც და ორივემ ერთმანეთს შეხედა და ორივეს სიცილი აუვარდა,რაზეც ლუკასაც გაეცინა.
-იცინე,იცინე თუ არ დაგადუმა მარიამმა ასეთ დღეში რომ შეგხედავს.
-ღმერთო შენ დიდი ხარ და დღეს გადამარჩინე არ ჩამიშალო ეს ქორწილი.ვახოს მიტანილი ყვავილები ხელში დაიკავა და სახლში შევიდა,მარიამმა შეხედა თუ არა თვალებს არ უჯერებდა,მაგრამ რას იზამდა.თვალებით შეჭამა მიშოც და ანდრეაც და ვერცერთი ვერ ბედავდა მარიამისთვის თვალებში შეეხედა.მარიამმა კი ყურში უჩურჩულა ანდრეას.
-დიდხანს დაგამახსოვრდება წუხანდელი საღამო.
-კარგი რა მარიამ,ქორწილის შემდეგ ვილაპარაკოთ.
-წესით უნდა ჩავშალო ყველაფერი,მაგრამ არა,არ მოგანიჭებ თავისუფლებას ახლოს გეყოლები,მაგრამ მიუწვდომელი ვიქნები შენთვის.
-ლუკამ ჩაუარა ანდრეას და უთხრა.
-გეკუთნის,მომწონს მარიამის გადაწყვეტილება.
-ლუკა ძვლებში დაგფშვნი.
-მარიამი გადამეფარება.მოწვეულმა სტუმრებმა რესტრანში გადაინაცვლა,გიორგი მარიამთან მივიდა და უთხრა.
-ყოველთვის იყავი კლდოვანი კონცხი, რომელსაც მძინვარედ აწყდებიან ბობოქარი ტალღები. ის კი დგას მშვიდად, ქედშეუხრელად და მის გარშემო თანდათანობით ცხრება მრისხანე ტალღათა მძინვარება.არ შეიცვალო,მაგრამ ძლიერიც იყავი მარიამ.მე რესტორანში დაგელოდებით.გიორგი წავიდა რუსო და გოგიც მას გაჰყვა,ერთი მაგიდა ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი და გიორგის გვერდით სკამი ცარიელი იყო,მხოლოდ გიორგიმ და მისმა ოჯახის წევრებმა იცოდა რატომ იდგა ის სკამი ცარიელი და რატომ არავინი არ ჯდებოდა იქ,იქ გიორგის წარმოსახვაში მარიამი იჯდა და თითქოს ისიც ესწრებოდა ერთადერთი შვილის ქორწილს.ყველაფერმა კარგად ჩაიარა,რომ ქორწილის დასასრულს გიორგიმ თვალი მოკრა უკვე კარებში გასულ მეფე-პატარძალს და ჩაეცინა,თითქოს თავი თავზე მიადო მარიამს და უჩურჩულა.
-წავიდნენ,იმედია მალე ბაბუაც გავხდები.ანდრეამ თავის ბინაში მიიყვანა მარიამი,მარიამს ისე ძალიან უნდოდა სამაგიერო გადაეხადა დღევანდელისთვის ანდრეასთვის,სირცხვილის გრძნობა არც უგრძვნია,ისე გაიხადა სადედოფლო კაბა და ანდრეას წინ დადგა საცვლებით,შემდეგ ანდრეას პერანგში ჩავლო ხელი და ღილების შეხსნა დაიწყო,ანდრეამაც დაიხარა და ყურში საალერსო სიტყვებს უჩურჩულებდა,მარიამ თავი ასწია თვალებში ჩახედა და უთხრა.
-შენ რა გინდა დღესვე დაგნებდე? დაგავიწყდა როგორ მოდი ქორწილში?
-ეს ახლა უნდა დავივიწყოთ,გასაჩივრებას არ ექვემდებარება და საქმეს მივხედოთ.
-არავითარ შემთხვევაში.
-კი,კი საყვარელო,მაგრამ არა აქ.შენ რა ფიქრობ შენს წივილს მეზობლებს მოვასმენინებ?ჩაიცვი სხვა კაბა და გავდივართ.
-სად გავდივართ,ანდრეა სად მივდივართ.
-იქ სადაც ვერავინი ვერც დაგვინახავს და ვერც მოგვისმენს,ვერც შენს ხმას და კრუსუნს ვერ გაიგონებს.მარიამმა გამოიცვალა და ანდრეას გაყვა,ანდრეამ კი მანქანა სადღაც მიყრუებულ ადგილას გააჩერა ტრიალ მინდორზე.
-აქ რა გვინდა ანდრეა.
-ვიცი რომ ძვირადღირებულ სასტუმროს ელოდი ან ახლავეს სადმე კუნძულზე გავფრინდებოდით,კუნძულზე რა გვინდა ჩვენ ხომ რობიზონ კრუზო არა ვართ,უბრალო ხალხი ვართ ამიტომ უბრალოებას ფასი არ დავუკარგოთ და აქ იქნება დღეს ჩვენი პირველი ვნებიანი ღამე.
-შენ რა მინდორზე გინდა დამაწვინო?
-ყველაფერზე ვიზრუნე საყვარელო,გვერდებს არ გატკენ და არც მე ვიტკენ.მოსაბეზრებელია ეს მაღალი ელიტას მეტიჩრობები და აი ჩვენი სექსუალური ადგილი.ძირს თხელი ლეიბი დააფონა, პლედიც იქვე ჰქონდა და თვალი აარიდა მარიამის შეშინებულ თვალებს და უეცრად გადაიწვინა მკლავებზე,ყველაფერი გახადა და მთელი სხეული დაუკოცნა.
-მარიამ უკვე ჩემი გოგო ხარ,ჩემი სულის ნაწილი.გულზე დაიწვინა მარიამი და გაოფლილ სხეულზე პლედი შემოაფარა.
-უბედნიერესი ვარ მარიამ.
-მიყვარხარ ანდრეა.გიორგიმ რესტორნის წინ გამოვიდა,სიგარეტი აანთო და მაღლა ცას ახედა,ჩაეღიმა და ცას უჩურჩულა.
-მიკვირს როგორ მოვედი აქამდე უშენოდ,შენ ხომ ,,სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ'' და სწორედ ეს ტკივილია დღეს რომ გმიფრინდა.მიყვარხარ ჩემთვის შეუცვლელო და ერთადერთო.როგორ შეგიძლია ყველაფერს ხედავდე და ერთ ადგილას იდგე? როგორ შეგიძლია ასე მიყურო შორიდან და ერთი სანუგეშო სიტყვა არ მითხრა.როდესაც ცხოვრებაზე გულგატეხილნი ხეის ჩავიქნიე,მაშინ მითხარი სწორედ გიორგი იცხოვრე, იცოცხლე, ცხოვრება ადვილი არ არის, ცხოვრება რთულია მაგრამ ეს უნდა შეძლო ჩვენი მარიამის გამოო.შევძელი,მე ეს შევძელი მარიამ მაგრამ სადა ხარ შენ.მტკივა უშენობა საყვარელო,ძალიან მტკივა.ალექსანდრემხელი დაადო მხარზე გიორგის დაორივემ ერთმანეთს ჩახედეს ცრემლიან თვალებში.
-გამიმეტა,ალექს მარიამმა გამიმეტა და მხოლოს სულის ტკივილი დამიტოვა ჩვენი მარიამის სახით.
-მარიამი დღეს ბედნიერია და არ გინდა დღეს ცრემლი გიორგი.ორივემ გადახვია ხელი ერთმანეთს და ისევ დაბრუნდნენ ხალხში და ყველამ შეამჩნია გიორგის ცრემლიანი და ნამტირალევი თვალები და ამ დროს მის გვერდით იდგა მარიამი ისიც ცრემლიანი და სევდიანი.




როგორც იქნა დასრულდა,მადლობა ყველას ვინც აქამდე მომყვა და ბოდიში რომ ეს ბოლო თავები გალოდინეთ.მიყვარხართ და დროებით დაგემშვიდობებით,იმედია ბევრი არ დამაგვიანდება.



№1  offline მოდერი zia-maria

შემეშალა ისტორიის ნაცვლად ჩანახატი დავაწერე,იმედია დილით შემისწორებენ.

 


№2 სტუმარი სტუმარი მაყვალა

გაიხარე მზია სიტყვები ცოტაა რაც უნდა მეთქვა მადლობა გეფერები შორიდან

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

დასრულდა და ძალიან დამწყდა გული.იმედია მალე დაგვიბრუნდებით მზია დეიდა
--------------------
ლანა

 


№4  offline წევრი თამოთამო25

საოცარი ისტორიაა, კარგი დასასრულით.. გული კი დამწყდა ..

 


№5 სტუმარი სტუმარი მაკო

დასრულდააა ისე მივეჩვიე რა მეშველება არ ვიცი. რამე ახალი მოიფიქრე სასწრაფოდ. გასაჩივრებას არ ექვემდებარება ვოტ !!!

 


№6  offline მოდერი zia-maria

სტუმარი მაკო
დასრულდააა ისე მივეჩვიე რა მეშველება არ ვიცი. რამე ახალი მოიფიქრე სასწრაფოდ. გასაჩივრებას არ ექვემდებარება ვოტ !!!

laughing laughing გენაცვალეეეეეეეეეეეეე,ვიწყებ უკვე ახალს, მაქვს რაღაც იდები და ძალიან განსხვავებული მხოლოდ ცოტა უნდა დამელოდოთ. kissing_heart kissing_heart

 


№7 სტუმარი მერო

სრულად შეგიძლია ატვირთო დადასრულს ველოდი.მინდა რომ წავიკითხო

 


№8  offline მოდერი zia-maria

მერო
სრულად შეგიძლია ატვირთო დადასრულს ველოდი.მინდა რომ წავიკითხო


ვფიქრობდი ავტვირთო სრულადთქო,დღეს საღამოს ავტვირთავ. kissing_heart

 


№9  offline წევრი marikuna18

სასწაული იყი სიტყვებიც კი ზედმეტია ♡♡♡ ძალიან ძალიან ნიჭიერი ხარ ♡♡♡წარმატებები

 


№10  offline მოდერი zia-maria

marikuna18
სასწაული იყი სიტყვებიც კი ზედმეტია ♡♡♡ ძალიან ძალიან ნიჭიერი ხარ ♡♡♡წარმატებები

heart_eyes მადლობა,ეს სიტყვები ჩემთვის უდიდესი შეფასებაა. kissing_heart

 


№11 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუუუ ასე რატო დასრულდა გული.დამწყდაა

 


№12  offline წევრი მია15

ძალიან კარგი იყო.მომეწონა ყოჩაღ.სიტყვები არ მყოფნის ისეთი კარგია.ველი შენს ახალ ისტორიას .

 


№13 სტუმარი Sopo

Au kide gaagrdzele ra es istoria:)) sul minda dausrulebeli iyos iseti magari iyoo didi madloba shen am didi siamovnebistvis rac dawyebidan dgemde momyveba :* <3

 


№14 სტუმარი სტუმარი დეფნე

საოცარიი იყოო

 


№15  offline მოდერი zia-maria

სტუმარი მარიამი
აუუუ ასე რატო დასრულდა გული.დამწყდაა

relieved სხვაგვარი დასასრული არ მოუხდებოდა ამ ისტორიას,თუმცა ვინ იცუის შესაძლებელია მეორე ნაწილიც დაიწეროს. kissing_heart

მია15
ძალიან კარგი იყო.მომეწონა ყოჩაღ.სიტყვები არ მყოფნის ისეთი კარგია.ველი შენს ახალ ისტორიას .

heart_eyes heart_eyes heart_eyes მადლობა ჩემო ფერიავ.

Sopo
Au kide gaagrdzele ra es istoria:)) sul minda dausrulebeli iyos iseti magari iyoo didi madloba shen am didi siamovnebistvis rac dawyebidan dgemde momyveba :* <3

heart_eyes ძალიან დიდი მადლობა ასეთი სითბოს გამოხატვისთვის,გაიხარე საყვარელო.არ ვიცი როგორ მიიღებს მკითხველი,მაგრამ ვფიქრობ ამ ისტორიის მეორე ნაწილის დაწერას. kissing_heart kissing_heart kissing_heart

სტუმარი დეფნე
საოცარიი იყოო

heart_eyes დეფნე მადლობა საყვარელო,გაიხარე. kissing_heart

 


№16 სტუმარი სტუმარი მარიამი

კარგი იქნება თუ გააგრძელებ

 


№17 სტუმარი სტუმარი pawu

აი უმაგრესი იყო.ძალიან ბევრი ვიტირე რაა.წარმატებები

 


№18 სტუმარი Sopo

Vpiqrob rom meore nawilsac iseve mivigebt rogorc es pirveli nawili iyoo amxelaa emociebit savsee me vici rom tu meore nawils daiwyeb isev ise moutmenlad davelodebi titoeul tavebis dadebas da aseve dzalian gamaxareb da chems msgavsad darwmunebuli var bevrs gauxardeba am motxrobis meore nawili ipiqre amaze mainc <3 kidev ertxel didi madloba aseti kargi istoriistvis da kargi emociebistvis :* <3

 


№19  offline მოდერი zia-maria

Sopo
Vpiqrob rom meore nawilsac iseve mivigebt rogorc es pirveli nawili iyoo amxelaa emociebit savsee me vici rom tu meore nawils daiwyeb isev ise moutmenlad davelodebi titoeul tavebis dadebas da aseve dzalian gamaxareb da chems msgavsad darwmunebuli var bevrs gauxardeba am motxrobis meore nawili ipiqre amaze mainc <3 kidev ertxel didi madloba aseti kargi istoriistvis da kargi emociebistvis :* <3


მადლობა სოფო მეც ვფიქრობ მეორე ნაწილზე და ვნახოთ,ჯერ-ჯერობით ვაწყობ გეგმებს. kissing_heart

სტუმარი pawu
აი უმაგრესი იყო.ძალიან ბევრი ვიტირე რაა.წარმატებები

მადლობა,მადლობა,მადლობა სიტყვები არ მყოფნის ემოციების გამოსახატად. kissing_heart

სტუმარი მარიამი
კარგი იქნება თუ გააგრძელებ

heart_eyes მადლობა მარიამ. kissing_heart

 


№20  offline წევრი ჵჵჵჵ

Zalian kargi istoria iyo, agresi xar shen. Imedia axal istoriasac male shemogvtavazeb <3

 


№21  offline მოდერი zia-maria

ჵჵჵჵ
Zalian kargi istoria iyo, agresi xar shen. Imedia axal istoriasac male shemogvtavazeb <3

heart_eyes heart_eyes heart_eyes kissing_heart მადლობა,გაიხარეთ.

 


№22 სტუმარი Sopo

Moutmenlad velodebi 2 tavs davicdii ogond gaagrdzelee <3 madloba shen sayvarelo asetii saocarii weristvis :* sheni titoeuli sityva emocia chems sulier samyaroshi ise agwevs rom ase mgonia mec mag motxrobis momswre var vitarebebshi da rodesac amas axerxebs mwerali udidesi nichiereba da arasdros ar unda gacherde unda wero sul ar aqvs mnishvneloba ramxela iqneba an raZe mtavaria wero dausruleblad yvelaperze Ar aqvs mnishvneloba realuria tu ararealuri mtavaria shen ararealuris realurobashi moqcevac ki shegilia <3:*

 


№23  offline მოდერი zia-maria

Sopo
Moutmenlad velodebi 2 tavs davicdii ogond gaagrdzelee <3 madloba shen sayvarelo asetii saocarii weristvis :* sheni titoeuli sityva emocia chems sulier samyaroshi ise agwevs rom ase mgonia mec mag motxrobis momswre var vitarebebshi da rodesac amas axerxebs mwerali udidesi nichiereba da arasdros ar unda gacherde unda wero sul ar aqvs mnishvneloba ramxela iqneba an raZe mtavaria wero dausruleblad yvelaperze Ar aqvs mnishvneloba realuria tu ararealuri mtavaria shen ararealuris realurobashi moqcevac ki shegilia <3:*


heart_eyes უღრმესი მადლობა სოფო გაიხარე საყვარელო,შევეცდები ძალიან,მართლა მთელი გულით შევეცდები, რომ გული არ დაგწყვიტო.მადლობა ამ საოცრად თბილი სიტყვებისთვის. kissing_heart kissing_heart

 


№24 სტუმარი Sopo

Madloba shen sayvarelo da me davelodebi <3

 


№25 სტუმარი tata

ar agrzeleb? ra gadawyvite?

ra gadawybite? ar agrzeleb?

 


№26  offline მოდერი zia-maria

tata
ar agrzeleb? ra gadawyvite?

ra gadawybite? ar agrzeleb?

heart_eyes ვაგრძელებ საყვარელო,წერის პროცესშია უკვე ცოტა დამაგვიანდება,რასაც დავწერ სრულად დავდებ.მადლობა,რომ გაინტერესებს და მელოდები. kissing_heart kissing_heart

 


№27  offline წევრი ჵჵჵჵ

არ მინდა სრულად ვეღარ ვითმენ თავებად დადე რა.

 


№28  offline წევრი ჵჵჵჵ

დადე რა თავებად :(

 


№29 სტუმარი ეკა

მოკლედ.... ამ ისტორიას სულ რამოდენიმე დღეა ვკითხულობ.... აღფრთოვანებული ვარ შემთხვევით წავაწყდი ამ ისტორიას და ეგრევე ჩამითრია.... საშინელ ხასითზე ვიყავი და როცა ამ ისტორიის წაკითხვა დავიწყე ხასიათზე მოვედი.... მოკლედ ყველა შემიყვარდა ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ გიორგი, მარიამი, ბექა ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ ანის სიგიჟეები მეც გადამედო :D ბოლოს მეც კი მაშინებდა ერთმანეთისთვის რამე არ დაეშავებინათ.... მეწყინა მარიამის დაღუპვა... საერთო ჯამში ძალიან კარგი ისტორია იყო <3 <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent