უნებლიე მოწმე (თავი მეშვიდე)
-სად ხარ, გოგო ამდენ ხანს?-კართან ატუზულ,მომღიმარ ლილიანას ანა ხელში სწვდა და სახლში შეიყვანა-გოგო, რამ გაგთიშა ასე? -რა გინდა ,ანა? რას შემიღონე გული?-მოწყვეტით დაეშვა დივანზე და ნოესგან წამოღებული ნაყინის ჭამა განაგრძო -ნაყინის საყიდლად იყავი წასული თუ ნოესთან სალაპარაკოდ? -მე არ მიყიდია-ეშმაკურად გაეღიმა -აბა? -ნოემ მიყიდა -რაა?-სიცილი დაიწყო ანამ- რა მოხდა? ინტერესით ვკვდები -საბა სახლშია? -არა, ცოტახნის წინ წავიდა. მიდი მითხარი -ლილიანა კი მხოლოდ იღიმის -მოგკლავ. რა მოხდა? სწრაფად მითხარი თორემ ინტერესით ვკვდები -ნოესთან ვიწექი -რაა? მართლა? ვერ ვიჯერებ - ამოილაპარალა და დაქალს გვერდით მიუჯდა -ვერც მე. ნოეს მიმართ სხვა რაღაცას განვიცდი. ხომ იცი ,რომ ბაჩოს მერე არავისთან ვყოფილვარ .ნოე იმ ამბის მერე პირველია ვინც ასე შეძლო ჩემი დაინტერესება -ძალიანაც კარგი, ახალი ცხოვრების დაწყება შენც გჭირდებოდა -ფიქრობ ,რომ შეიძლება რამე გამოგვივიდეს? -უკვე გამოგივიდათ-სიცილით უთხრა ანამ- ეგეც რომ არ იყოს მართლა კარგი წყვილი ხართ. -შენგან ეგ რომ მესმის ამოვისუნთქე -ჩემო ლამაზო-უთხრა და ჩაიხუტა .ცოტა ხანს ასე ისხდნენ . ლილიანა დასაძინებლად წავიდა ,მაგრამ მოულოდნელად ტელეფონის ხმა გაისმა. -გისმენთ -გამარჯობა ,ქალბატონ ლილიანასთან მინდოდა დალაპარაკება -მე გახლავართ -გამარჯობა, მე თქვენი კომპანიის თანამშრომელი ვარ , დამავალეს რომ თქვენთვის დამერეკა ,გვაინტერესებს ხვალ შეძლებთ თუ არა მოსვლას? -კი რა თქმა უნდა. მოხდა რამე? -როგორც მოგეხსენებათ ყოველწლიურ,კორპორაციულ საღამოს ვმართავთ ხვალ საღამოს და გარკვეული საქმეებია მოსაგვარებელი და თქვენთან შეთანხმების გარეშე ვერ დავგეგმავდით ვერაფერს -გასაგებია, სულ გადამავიწყდა. კარგია რომ შემახსენეთ ,ხვალ დილიდან მანდ ვიქნები და მე თავად ვუხელმძღვანელებ ყველაფერს -კარგით ,ქალბატონო. კიდევ იმის თქმა მინოდა ,რომ ხვალ ჩამოდის ამერიკის უმსხვილესი კომპანიის დირექტორი და თქვენთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება უნდა. -ძალიან კარგი, ჩვენი კომპანიისთვის მომგებიანი იქნება-უთხრა და დაემშვიდობა . -ვის ელაპარაკებოდი?-შემოიჭრა მის ოთახში ანა -ხვალ წვეულებას მართავენ კომპანიაში -მართლა?ხომ წახვალ? - პროცესს ვუხელმძღვანელებ, ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. წასვლა არ მინდოდა ,მაგრამ ჩემთან შესახვედრად ჩამოდიან და სხვა გზა არ მაქვს -რატომ არ გინდოდა წასვლა? -არაფერი მაქვს საამისოდ ,ანა. -კარგი რა ,ეგ მაინც არ არის პრობლემა. სახლში რომ მოხვალ წამოგყვები და აგარჩევინებ რამეს -კარგი -მარტო აპირებ წასვლას? -რა მიჭირს ,კი არ მომიტაცებენ -კავალერი არ გჭირდება ანუ?-უთხრა და ნოეს ფანჯრისკენ გაახედა -ნუ გადამაფიქრებინებ მარტო წასვლას -მე არაფერ შუაში ვარ-ხელებგადაჯვარედინებული დაჯდა ანა -ანუ ვთხოვო?-თითები ერთმანეთში ნერვიულად ახლართა -კი უთხარი ცოტახანში ნოეს კარზე ზარის ხმა გაისმა -სად არის ამდენი ხანი?-ხუთწუთიანი ლოდინის შემდეგ კართან აყუდებულმა ამოიგმანა-ამდენი ხანი რატომ არ გამიღე? -აქ რას აკეთებ? -ასე უნდა დამხვდე? კარგი თუ არ გაგიხარდა ჩემი მოსვლა წავალ-ამოილაპარაკა და გაბრუნება დააპირა -ნუ სულელობ-ხელი სტაცა და შიგნით შეიყვანა-რა ხდება აბა? რამ მოგიყვანა აქ? -ჯერ ის მითხარი ასე ცივი რატომ ხარ ჩემ მიმართ? -არაფერია ,სიხარულო, მაპატიე .უბრალოდ ოჯახური პრობლემების გამო განერვიულებული ვიყავი -ჩაიხუტა ემილია და ხელი თმაში შეუცურა-აღარ მეტყვი ? -შენთან სათხოვარი მაქვს -გისმენ -შემისრულებ? -ლილიანა, მაღირსე. თუ მეტყვი შეგისრულებ -ესე იგი ,ხვალ ჩემს კომპანიაში კორპორაციული საღამო იმართება და ვიფიქრე წამომყვებოდი -არ ვიცი დავფიქრდები-ჩაილაპარაკა და ემილიას მოშორდა -ვერ გავიგე ,კი თუ არა? დაფიქრება გჭირდება ამ უბრალო თხოვნაზე? -გეწყინა?-სიცილით უთხრა და ისევ მისკენ დაიძრა-გეხუმრე ,სულელო. რა თქმა უნდა გამოგყვები. შენ უარს როგორ გეტყვი რამეზე-ყურთან უჩურჩულა და ყელთან კოცნაც დაუტოვა -მაგ კოცნით რისი მიღწევა გინდა?-გულისცემა საგრძნობლად აუჩქარდა ლილიანას -ვერ ხვდები? -ყელიდან მკერდზე გადავიდა -შენ მინდიხარ-ამოიგმანა და ლილიანა ჰაერში დააბზრიალა. -ვერც ვხდები ისე მშლი ჭკუიდან -დღეს ჩემთან დარჩი რა-კოცნას აგრძელებდა და ლილიანას სხეული ნელ-ნელა მთლიანად გააშიშვლა -შეწინააღმდეგებას აქვს რამე აზრი?-აღმოხდა და ნოეს თმებში ხელი წაავლო,თავისკენ დაქაჩა და ტუჩებში ვნებიანად აკოცა -მაგიჟებ -ვიცი ნოემ ლილიანა საცვლისგანაც გაათავისუფლა და ნელი ბიძგებით დაიწყო მასში შესვლა. ლილიანას სხეულში სიამოვნებამ იფეთქა . სრულიად ცეცხლმოკიდებული იყო ორივე და ერთმანეთის სურვილით იწვოდნენ. ვნებებმა იფეთქეს და ორივემ თავდავიწყების ზღვაში გაცურა. -მიყვარხარ ლილიანა, ძალიან შემიყვარდი-ყურში უჩურჩულა და გულში ჩაიკრა. ლილიანამ ხმა ვერ ამოიღო .თავი ნოეს მკერდზე ედო და უსმენდა მის აჩქარებულ გულისცემას ,რომელიც მას სიყვარულს უხსნიდა. ერთმანეთზე ჩახუტებულებს დაეძინათ. -რომელი საათია?-სამზარეულოში მოფუსფუსე ნოეს გასძახა ლილიანამ -რვა ხდება -რაა? -წამოიყვირა და ჩაცმა დაიწყო -რა მოხდა? -მაგვიანდება სამსახურში -ერთად ვისადილოთ და მერე მე წაგიყვან -არა, მაგვიანდება. -კარგი რა გთხოვ-ხელი მოკიდა და მაგიდისკენ წაიყვანა -რატომ ვერ გეწინააღმდეგები ? -შეგიყვარდი და იმიტომ-თბილად უთხრა და ლოყაზე აკოცა -რას მაჭმევ?-ცნობისმოყვარე თვალები მიაპყრო ნოეს -ჩვეულებრივი სადილია. დიდი ვერაფერი შევძელი, მაგრამ იცოდე ყველაფერი დიდი სიყვარულით მოგიმზადე -ეჭვიც არ მეპარება ,ომლეტს გამიყოფ?-ეშმაკური თვალები შენათა ლილიანამ -ჩემს ომლეტს? -ხო -ვერა -მიდი რა, ძალიან მიყვარს, გთხოვ -ვერა ,მეც მიყვარს -კარგი დავიმახსოვრებ-თქვა და ნოეს მოულოდნელად თეფში გამოაცალა და გაიქცა -ლილიანა ,დაგიჭერ და არ ვიცი რას გიზამ -ვერ დამიჭერ-გაჰყვიროდა და თან ჭამდა -ნუ შემიჭამე ღორმუცელა. დამიტოვე ცოტა მაინც -არა, შენ მე არ გამიყავი-დაიძახა და რაღაცას ფეხი წამოკრა. იატაკზე გაიშოტა -რამე იტკინე?-დენდარტყმულივით მივარდა მასთან და დამსხვრეულ თეფშს მოარიდა -არა ,დაწყნარდი. ასე რამ შეგაშინა?-ნოეს მკლავებში მოქცეულმა ამოილაპარაკა -შემეშინდა რამე არ მოგსვლოდა-ჩაიჩურჩულა და თავზე აკოცა.-გაგვიანდება მგონი. გადადი სახლში ჩაიცვი და მოგაკითხავ მეც. -კარგი-დაემშვიდობა და ნახევარ საათში უკვე მის კართან იყო ატუზული. კომპანიაშიც მიიყვანა და თავად თავისი საქმეების მოსაგვარებლად წავიდა. ლილიანამ ყველაფერი შესანიშნავად დაგეგმა. მორთულობიდან დაწყებული სხვა ფორმალობებით დამთავრებული. ახლა კაბის არჩევაღა დარჩა და ნაშუადღევს სახლში მისულს ანა გამზადებული დახვდა. მაღაზიები მოიარეს და იპოვნეს ლილიანასთვის შესაფერისი კაბა. საღამოსთვის მოემზადა და ერთადერთი რაც მას აკლდა ნოე იყო და მანაც არ დააგვიანა . -ულამაზესი ხარ-მანქანასთან მდგომმა შეათვალიერა ლილიანა და კმაყოფილებას ვერ მალავდა. შავი, ტანზე მომდგარი კაბა იმდენად უხდებოდა შეუძლებელი იყო მისით არ მოხიბლულიყო. მოშიშვლებული ზურგი და კოსად აკრული თმები .ულამაზესი იყო. ნოე კი შავ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილიყო. წელში გამოყვანილი კოსტუმი ხაზს უსვამდა მის აღნაგობას . შავი პერანგი და გრძელი უკან გადაწეული თმები. შეუდარებელი წყვილი. -შენც ძალიან სექსუალური ხარ-ყურთან უჩურჩულა და მანქანაში ჩაჯდა. ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. ლილიანამ კონტრაქტი გააფორმა და შეიძლება ითქვას ,რომ კომპანიის კრიზისიც დაძლია. ნოე სულ უფრო იხიბლებოდა მისით. იცოდა ,რომ მისი სიყვარული არ შეიძლებოდა ,მაგრამ ნათქვამია გულს ვერ უბრძანდებო ,მას კი არც სურდა გულისთვის ებრძანებინა. უბრალოდ უყვარდა ეს იყო და ეს. წრფელი სიყვარულით უყვარდა და უნდოდა მისთვის ებრძოლა. შუაღამე დგებოდა, როდესაც ხალხმა ნელ-ნელა დაშლა დაიწყო. -ჩვენ რას ვაპირებთ? -დაველოდოთ ყველა როდის წავა და მერე წავიდეთ ჩვენც-უთხრა ლილიანამ და მიმავალი ადამიანები ღიმილით გააცილა -საოცარი ხარ-უჩურჩულა და წელზე ხელი მოჰხვია ,როდესაც დაინახა რომ უცნობმა მამაკაცმა თვალებით ლამის შეჭამა. კმაყოფილი ღიმილი ესროლა და უფრო მაგრად მიიხუტა. როგორც იქნა დაიშალნენ და მათაც შეეძლოთ დამღლელი დღის შემდეგ სახლში დაბრუნება. -ღამემშვიდობისა-უთხრა სახლის წინ მდგომმა ლილიანამ ნოეს და თავისი თავი ძლივს გამოსტაცა ხელებიდან -ახლა ნეტავ ჩემთან ვიყოთ, რას გიზამდი აზრზე არ ხარ-ვნებიანად ამოიგმანა და სველ ტუჩებზე ხელი მოისვა -ეგ ენერგია სხვა დროისთვის შეინახა, არსად გავრბივარ-ჩასჩურჩულა და ყურზე კოცნის დატოვების შემდეგ კიბეები ფეხშიშველმა აირბინა. *** -გისმენთ-სახლში შესვლისთანავე ტელეფონის ზარის ხმა აფხიზლებს ლილიანაზე მოფიქრალ ნოეს -ნოე, მე ვარ შენი ძმა-მხიარულად უთხრა ნოეს -გისმენ, მოხდა რამე? -არა ,უბრალოდ დღეს იმ გოგოსთან ერთად დაგინახე და.. -და შენც იგივე უნდა მითხრა რაც მამამ? -არა, მე ეგ გოგო მომწონს უბრალოდ ის ფაქტი მაშინებს, რომ მამაჩვენმა შენც რამე არ დაგიშავოს -საიდან მოიტანე, რომ მას ჩემთვის რაიმეს დაშავება შეუძლია? -უბრალოდ გაფრთხილებ და შენს გოგოსაც გაუფრთხილდი -კარგი ,მადლობა -არაფრი- მშვიდობიანი ღამე უსურვა და გათიშა. ნოემ მთელი ღამე ლილიანაზე ფიქრში გაატარა. ეშინოდა მართლა რამე არ დაეშავებინათ მისთვის. გადაწყვიტა ცოტახნით მოეცილებინა ამ ყველაფრისთვის და დილით მის წაყვანას აპირებდა. დილის 9 საათი ლილიანას ტელეფონზე შეტყობინება მოსდის- „ საყვარელო, ქვემოთ ჩამოდი გელოდები, შენთვის სიურპრიზი მაქვს“ და ლილიანამაც აღარ დააყოვნა და კიბეები ჩაირბინა. -ნოე-დაიყვირა და გზის გადაჭრა დააპირა ,როდესაც მის წინ მანქანა გაჩერდა და იქედან შეიარაღებული ადამიანები გამოვიდნენ. ლილიანას ორმა მათგანმა ხელი ჩაავლო და აკავებდნენ. ერთერთი კი ნოესკენ დაიძრა -რა ხდება? -როგორ ფიქრობ? შენი ურჩობის შედეგია ეს ყველაფერი -მე რაც გინდათ ის მიქენით ,მაგრამ ლილიანა გაუშვით ძალიან გთხოვთ -ახლა უკვე გვიანია, მაგაზე ადრე გეფიქრა -ძალიან გთხოვთ, გამოგყვებით ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც გინდათ, ძალიან გთხოვთ-უკვე მუდარაზე გადადიოდა ნოე -ის ჯერ მაინც არ გამოგვადგება არაფერში, პრინციპში არც შენ-ცივად ამოილაპარაკა და ტყვია დაახალა.ლილიანა ამის დანახვისას ძირს დაეცა და როდესაც გონს მოვიდა ისინი უკვე იქ აღარ იყვნენ. ნოესკენ გაიქცა და მაგრად იხუტებდა. ემუდარებოდა არ მიეტოვებინა. მის შესუსტებულ გულისცემას უსმენდა და მთელი ხმით გაჰკიოდა რომ ვინემს სასწრაფოში დაერეკა. ხელიდან ეცლებოდა საყვარელი ადამიანი. მასთან ერთად გატარებულმა თითოეულმა წამმა თვალწინ ჩაუარა. დიდი ტკივილი იგრძნო, სული ეწვოდა მისი ასე დანახვისას. ადგილსაც გაუცვლიდა მისი ნება რომ ყოფილიყო.-მიყვარხარ ,ნოე, არ დამტოვო გთხოვ-ცრემლები ახრჩობდა ლილიანას -ლილიანა-აღმოხდა ნოეს, როდესაც საავადმყოფოს დერეფანში საოპერაციოში მიჰყავდათ -არ დაიღალო თავი ნოე-ცრემლები ძლივს შეიკავა და შუბლზე აკოცა -მათქმევინე, მინდა რომ რაც არ უნდა გაიგო, ჩემს სიყვარულში ეჭვი არასდროს შეიტანო. შეგიძლია ყველაფერში დაეჭვდე ,მაგრამ არა ჩემს სიყვარულში, არა ჩემს სიყვარულში-ესღა უთხრა და ექიმებმა საოპერაციოში შეიყვანეს. დიდი ხანი უკეთდებოდა ოპერაცია,ლილიანა კი სულ უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა. ხვდებოდა რაღაც ვერ იყო რიგზე. გული გამალებით უცემდა და არ სურდა დაჯერება ,რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა. ნოეს მიეჩვია , შეუყვარდა , ენდო... -როგორ არის?-საოპერაციოდან გამოსულ ექიმს მივარდა ლილიანა და მწარედ ქვითინებდა. ანა ყველანაირად ცდილობდა დაემშვიდებინა. საბაც მის გვერდით იყო. -ქალბატონო ,დამშვიდდით -მითხარით როგორ არის? გამაგებინეთ რამე -ვწუხვარ-ამ სიტყვამ ლილიანას სამყარო თავდაყირა დააყენა. ყველაფერი ერთიანად ჩამოინგრა. რა გჭირთ? გააქტიურდით ცოტა. ვეღარ ვხვდები ღირს თუ არა გაგრძელება. რა მოგწონთ რა არ მოგწონთ. ყველაფერი მაინტერესებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.