მკვლელობის ღამე (ნაწილი2, თავი3)
ხშირად ადამიანებს აფექტის მდგომარეობაში უჭირთ გაარჩიონ მათი მდგომარეობა ცხადია თუ არა. ამ დროს ყველა ღონეს ხმარობენ რეალობა დაიბრუნონ. როცა ერთ ფაქტს შეუძლია მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს როცა შენს ცხოვრებას ვიღაც განაგებს. ვიღაც მაღალი დიდყბიანი კაცი. იღიმება თავის შავ კბილებს აჩენს და წყვეტს ვინ მოკვდეს და ვინ იცოცხლოს. როგორ უნდა დააღწიო თავი იმას რაც არც კი იცი რა არის. მარტივი არ არის მაგრამ შესაძლებელია დაძლიო ყველანაირი დამოკიდებულება, შეგიძლია გაუძლო და აიტანო ტკივილი მაგრამ ის რასაც ედუარდის გონება ფიქრობდა ის რასაც მისი გული გრძნობდა, რასაც ხედავდა და ვერ აღიქვამდა შეუძლებელია ამას გაექცე, დაემალო, დაამარცხო, უბრალოდ უნდა შეეგუო და სვლა განაგრძო, თან ეცადო ფეხები არ მოგეკვეთოს. მხრები არ ჩამოუშვა, მიმიკა არ შეგეცვალოს. ედუარდის სახეზე ალმური ასდიოდა ემას სახლში გიჟივით შევარდა. -სადღაც აქ უნდა იყოს, აქ უნდა იყოს შეუძლებელია რომ არ იყოს.-გიჟივით დარბოდა სახლი ყველა უჯრას იიატაკზე აპირქვავებდა, ყველა კუთხე კუნჭული თავდაყირა დააყენა. თავადაც არ იცოდა რას ეძებდა მაგრამ იცოდა იპოვიდა იმას რაც მდგომარეობას შეუცვლიდა გამოსავალს აპოვნინებდა. ბოლოს მიაგნო, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო ეს წერილი იყო თან მისთვის. ეს დიდიხნის გეგმა იყო, დიდიხნის ნაფიქრი და წამებში განცხორციელებული, ერთი ხელის მოძრაობა, დანა მუცელში. იატაკზე დაჯდა და წერილი გახსნა. ხელები უკანკალებდა. “თუკი ამას კითხულობ ანუ გეგმა განხორციელდა მაგრამ შენ როგორც ყოველთვის ყველაფერი გააფუჭე. ყვეკლაფერი შენი ნებით წარმართე. ძნელია არა თამაში?! ძნელია ცხოვვრება ვიღაცის ბატონობის ქვეში. მე შენი მესმის. ალბათ უკვე ისიც იცი რომ მთავარი კაცი, ის ვინც უამრავ საშინელებას ჩადის მამაჩემია. ვიცი ძნელია დაიჯერო რომ მიყვარხარ, ძნელია დაიჯერო რომ შენთვის არაფრის დაშავება მინდა. მე სხვა გამოსავალი არ მაქვს. მე არ მაქვს უფლება შეწინააღმდეგების. ახლა ალბათ გეშინია რადგან მამაჩემი შენთან მოვიდა და ჩემი სიცოცხლით დაგემუქრა. გარწმუნებ არაფერი მჭირს, მე ერთადერთი ვარ ვისაც თითსაც არ დააკარებს. გაინტერესებს როდის დაიწყო ყველაფერი ეს?! მაშინ როდესაც პირველი საქმე აიღე. რათქმაუნდა არ იცოდნენ ვინ იყავი მაგრამ შენი სიკვდილი გადაწყვეტილი იყო უბრალოდ ამისთვის დრო იყო საჭირო. ასეთია ყველაფერს სხვისი ხელით აკეთებს. ბევრი მოგიგზავნა ბევრჯერ ცადა შენი ერთ ადამიანზე მიჯაჭვა მაგრამ ვერ შეძლო. ბოლოს მე ამირჩია, მისი შვილი. ვინ აკეთებს ამას?! ვინ წირავს საკუთარ შვილს მკვლელობისთვის. შენს სიცოცხლეზე იყო დამოკიდებული დედაჩემის სიცოცხლე, უნდა ამერჩია. შენს სიცოცხლეზეა დამოკიდებული ჩემი ყველა საყვარელი ადამიანის სიცოცხლე. გთხოვ მაპატიე ყველა ტკივილი რაც მოგაყენე, გთხოვ მაპატიე ყველა ცრემლი და ყველა დღე როცა დაგტანჯე, სხვა გზა არ მქონდა. შენ როგორ მოიქცეოდი?! შენ რროგორ აირჩევდი?! ვიცი გამწირავდი და ამისთვის არც გამტყუნებ. ან რა უფლება მაქვს. ჩემზე არ იდარდო, მე კარგად ვარ, ნუ დაემორჩილები და მისცემ იმას რაც ჭირდება. იქნებ ოდესმე კიდევ შევხვდეთ.” ედუარდმა წერილის კითხვა დაასრულა იატაკზე იჯდა საკუთარ ცრემლებში ლამის იხრჩობოდა, წმით ჰაერის უკმარისობა იგრძნო თითქოს ყელში ხელი წაუჭირეს. მაგრამ უნდა გადარჩენილიყო. ფურცელი გადმოაბრუნა, იქ მისამართები ეწერა, სადაც შეიძლება ემა ყოფილიყო. სანდროს დაურეკა, მისამართებიც გაუგზავნა შეამოწმეთო თავად კი კვლავ ემას ლოგინში გაეხვა მის სუნელს რომელიც ჯერ კიდევ ასდიოდა ბალიშს ხარბად ისუნთქავდა. *** -ედუარდ! სასწრაფოდ. წამოდი, ერთ-ერთ მისამართზე მივაგენით. ბევრი შეიარაღებული ადამიანი იცავს. -მისამართი მომწერე, ახლავე გამოვალ.-სწრაფად წამოდგა ედუარდი ლოგინიდან მანქანაში ჩაჯდა და ადგილიდან მოწყდა. ადგილზე მართლაც ბევრი შეიარაღებული ადამიანი დახვდა, პოლიცია ორ სართულიან ლამაზად მოპირკეთებულ სახლში შესვლას ცდილობდა. გასროლას ერიდებოდენენ სახლს კი კბილებამდე შეიარაღებული ხალხი იცავდა. ედუარდი მანქანიდან გადმოვიდა, პოლიციელებს მიუახოლოვდა. -გამომძიებელი ედუარდ ჯუღელი, რა ხდება?! -ბრძანებას ველოდებით. -რის ბრძანებას?! -შესვლის -იცოდეთ რომ თავს შეგაკლავენ და არ დაგნებდებიან ჯობია მოქმედებაზე გადახვიდეთ. -ბატონო ედუარდ თუ შეიძლება ჩვენი საქმის კეთება დაგვაცადეთ. -კი მაგრამ შიგნით ჩემი საყვარელი ქალია. -ვიცით და სწორედ ამიტომ ვართ აქ. ედუარდი ადგილს ვერ პოულობდა მაგრამ განძრევის უფლებას არ აძლევდნენ და ისიც ადგილზე გაშეშებული ნერვიულად შფოთავდა. მერამდენედ იყო ასეთ მდგომარეობაში, როცა მის საყვარელი ადამიანი ხელის გაწვდენაზე ყავდა მაგრამ ვერ ეხებოდა. ახლა ამ წუთას მნიშვნელობა არ ქონდა ემა იყო თუ არა მამუკას შვილი ან იყო თუ არა ედუარდის მკვლელი, მთავარი იყო შეხებოდა, ეგრძნო მისი სუნთქვა. მისი თმის სურნელი შეეგრძნო. ეს იყო ახლა მთავარი და არაა დაუნდობელი გარემოება. რაციაში ბრძანება გაისმა სახლში შესვლის თაობაზე. პოლიციელებიც დაძრნენ და ედუარდს ადგილზე დარჩენა უბრძანეს მაგრამ რა გულს უნდა გაეძლო. ან როგორ უნდა გაეძლო. როგორ უნდა ეპატიებინა საკუთარი თავისთვის კიდევ ერთი მარცხი თუკი ეს მმოხდებოდა საერთოდ. შეყოვნდა და პოლიციელებს ფეხდაფეხ მიყვა. დაცვა დააკავეს, სახლში შევიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. ედუარდი გიჟივით შევარდა სახლში, მეორე სართულზე ავიდა, რატომღაც დარწმუნებული იყო მისი ინსტიქტების მართებულობაში. მანსარდზე ასასვლელი კიბე იპოვა, კარი ჩაკეტილი დახვდა, ფეხის ერთი მოძრაობით მარტივად გატეხა ხის კარი. -ემა!-ძლივს გასაგონად ამოთქვა როცა ძირს დაგებულ ლეიბზე მძინარე ქალი დაინახა.-ემაა!-ახლა უფრო ხმამაღლა აღმოთქვა მისი სახელი, მუხლებზე დაეცა, სახეზე ჩამოშლილი თმა გადაუწია.-ემა გაიღვიძე.-ქალმა თვალები გაახილა, ედუარდის ხელებიდან თავი იხსნა სწრაფი მოძრაობით აეკრა კედელს და მუხლები ხელებში მოიქცია.-ემა! ეს მე ვარ. ედუარდი, შემომხედე. -არა, შენ სატანა ხარ, შენი ჩემი მოკვლა გინდოდა. შენ ყველაფერს ანადგურებ. -ემა. რა გაგიკეთეს. -შენ მკვლალი ხარ. ყველაფერი რასაც ამბობ სიცრუეა. -არა ემა, ცდები, გთხოვ ადექი, ხელი მომკიდე. წავიდეთ. -შენთან ერთად არსად წამოვალ. -გთხოვ ნებით წამომყევი თორე ამის გაკეთება ძალით მომიწევს,. -არა გაეთრიე, აქ არ უნდა იყო. მამიკო დამპირდა რომ ახლოს ვერ მომეკარებოდი. -მამიკო?! მაგ ნაბიჭვარს ჩემი ხელით მოვკლავ.-ედუარდი წამში აფეთქდა ემას ძლიერად მოხვია ხელები და ხელში აიტაცა. -დამსვი შე . მკვლელო, ხელი გამიშვი. მიშველეთ-კივილს არ წყვეტდა ემა. ედუარდი ოლიმპიური სიმშვიდით გამოვიდა სახლიდან ხელში ემა ყავდა აყვანილი რომელსაც ისე ეკბინა ედუარდისთვის სისხლი მოსდიოდა მაგრამ ის ვერც ტკივილს გრძნობდა ვერც წყენას. მთავარია ემა მის მკლავებში იყო. უსაფრთხოდ. --- მაპატიეთ დაგვიანებისთვის. მადლობა რომ კითხულობთ და თქვენს აზრს მიზიარებთ, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიყვარხართ და პატივს გცემთ როგორც ჩემს მკითხველებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.