უნებლიე მოწმე (თავი მერვე)
-არ შეიძლება ეს სიმართლე იყოს.ნოე ცოცხალია ,არ მომკვდარა. არ შეიძლება ასე დამთავრდეს ეს ყველაფერი-სლუკუნებდა ლილიანა და იატაკზე გაშოტილი ანას ეხუტებოდა. ცდილობდა ტირილით შეემსუბუქებინა ის ტკივილი, რომელსაც იმ წამს განიცდიდა. გულის ამოგლეჯას ლამობდა .არ სურდა მისი დაკარგვა. როგორც იქნა ბედნიერებას გემო ისევ გაუგო და არ სურდა დაეჯერებინა ,რომ მასაც დაკარგავდა-ანა, მიშველე. ნოე მართლა აღარ არის ცოცხალი?-თვალებში ჩააშტერდა და პასუხს ელოდა. პასუხი კი მხოლოდ დუმილი იყო. მისმა გულმა საშინელი ტკივილი იგრძნო.ლილიანა უსულოდ დაეცა. -ექიმი, ცუდად არის-გაჰყვირის ანა ,საბა კი ექიმის მოსაყვანად გარბის -რა დაემართა?-პალატაში ლილიანა მარტო დატოვეს -სერიოზული არაფერია უბრალოდ ახალი ამბის შოკმა გამოიწვია გულის წასვლა. გვერდში დაუდექით-გაამხნევა ექიმმა და წავიდა -რა მოხდა? აქ რატომ ვარ?-საწოლიდან წამოდგომას ეცადა ,მაგრამ ანამ შეაჩერა და ისევ დააწვინა-დამესიზმრა ხომ ყველაფერი? ნოეს არაფერი დამართნია ,ხომ?-აცრემლებული თვალები ჯერ ანას მიაპყრო შემდეგ კი საბას.-ნოე-ერთი ესღა ამოიგმანა და ატირებული თვალები მოიწმინდა-უნდა ვნახო -წამოდგა და კარებისკენ გაემართა -ლილი, ჯერ რაღაც პროცედურები უტარდება ,არ შეგიშვებენ -არ მაინტერესებს უნდა ვნახო-საოპერაციოს კარს დაეჯაჯგურა და შიგნით შესვლა სცადა -ქალბატონო, დაწყნარდით. ცოტახანში შეძლებთ მის ნახვას. მალე შეუშვეს კიდეც და ლილიანა უგონოდ მწოლიარე ნოეს სხეულს დააშტერდა, მის სახის ყოველი ნაკვთის დამახსოვრება უნდოდა და ხელებით მის გათბობას ცდილობდა -ნოე, გაიღვიძე, არ დამტოვო. მიყვარხარ ,გესმის? შემიყვარდი-საცოდავად ბუტბუტებდა და მის მკერდს მაგრად ეკვროდა-გაგათბობ, გულს გაგითბობ. ასე ადვილად ვერ დამტოვებ, არ შეგიძლია ჩემი მიტოვება-ყვირილზე გადადიოდა და ნოეს ხელს უსრესდა იმ იმედით ,რომ გამოაღვიძებდა. მასთან ყოფნის თითოეულ წამს იხსენებდა და ნოეს ესაუბრებოდა. თითქოს კიდევ გრძნობდა მისგან მომავალ სითბოს, სიყვარულს, იმედს, ნდობას. ისევ უცემდა გული ან ლილიანას სურდა მისი გულისცემის გაგება.-ნოე, გაიღვიძე გთხოვ-ცრემლები კიდევ ერთხელ წასკდა და იქვე დაეცა. იმდენას სტკიოდა ,ეწვოდა სული ,რომ დიდი სიამოვნებით წავიდოდა ამ ცხოვრებიდან ნოესთან ერთად. -ლილიანა, ადექი, საბა დამეხმარე-შიგნით შესული ანა ლილიანას წამოყენებას ცდილობს-ლილიანა ,გონს მოდი-ეუბნება და სილას აწნის-საბა, გაიყვანე გარეთ ძალიან გთხოვ. ნოე, ყველაფერი კარგად იქნება-ამბობს და ნოეს უსულო სხეულს მარტო ტოვებს. -წავიყვანოთ სახლში. აქ უარესად გახდება-თქვა საბამ და ლილიანა ხელში აიყვანა -დამსვი ,საბა, ძალიან გთხოვ .მასთან უნდა ვიყო-ყვიროდა ,მაგრამ საბამ ყურადღება არ მიაქცია და მალე სახლშიც მიიყვანეს -წამოდი დაიძინე. გამოხვალ მდგომარეობიდან. -როგორ დავიძინო, ანა? როგორ?-ტირილის თავიც აღარ ჰქონდა უკვე-ვერ ვიჯერებ ,რომ ჩემს თავს ხდება ეს ყველაფერი-ამოიგმანა და საძინებელში შევიდა ,კარი მიაჯახუნა და შიგნით ჩაიკეტა -მეშინია თავს რამე არ ავნოს-სევდიანად ამოილაპარაკა ანამ და საბასა და ახლად მოსულ პეტრეს გვერდით მიუჯდა -ამასაც გაუძლებს. საღამოს 6 საათი კარზე ზარის ხმამ ყველა გამოაფხიზლა -აქ რას აკეთებ? -ლილიანა სახლშია? გავიგე რაც მოხდა-ამოიოხრა ბაჩომ -მერე რა რომ გაიგე? მაგით რამე იცვლება?-ცივად უთხრა და კარის დაკეტვას შეეცადა -ანა, გთხოვ, შემომიშვი უნდა დაველაპარაკო შეიძლება დავეხმარო რამით -კარგი, შემოდი ,მაგრამ იცოდე თუ ისევ გაანერვიულებ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ-უთხრა და კარი გაუღო. -მადლობა, ანა. ლილიანას ეძინა, ბაჩომ კარი ფრთხილად დახურა, მაგრამ მას მაინც გაეღვიძა -ნოე-წამოიძახა კარის ხმის გაგონებისას და თვალები ფართედ გაახილა ,რომ საყვარელი ადამიანი დაენხა ,მაგრამ ხელში სულ სხვა შერჩა-აქ რას აკეთებ? -შენთან სალაპარაკოდ მოვედი. -არ მინდა შენთან ლაპარაკი -ლილიანა, აქ არ მოვსულვარ ჩვენზე სალაპარაკოდ. მოსასამძიმრებლად მოვედი. ვიცი როგორც გიჭირს ახლა.საყვარელი ადამიანის დაკარგვაზე დიდი საშინელება არ არსებობს -შემიყვარდა, ბაჩო-ცრემლები ახრჩობდა, ძლივს ამოილაპარაკა და საწოლზე მჯდომმა თავი ხელებში ჩარგო -ვიცი-გვერდით მიუჯდა და ჩაიხუტა-ვიცი ,რომ შეგიყვარდა. შენს თვალებში ჩანს ყველაფერი-გულდამწვარმა ამოილაპარაკა და თავზე აკოცა -ახლა რა უნდა გავაკეთო ,მის გარეშე?როგორ ვიცხოვრო? -გადაიტან ყველაფერს, ისევე გაუძლებ ამ ტკივილს, როგორც აქამდე უძლებდი-ლილიანამ აცრემლებული თვალებით შეხედა ბაჩოს. -გავუძლებ? მენატრება საშინლად-ბაჩოს ამ სიტყვების მოსმენა გულს უკლავდა, მაგრამ ხვდებოდა ,რომ ლილიანა კარგა ხანია დაკარგა . ახლა მხოლოდ მისი ბედნიერება აინტერესებდა. -დაგეხმარები ,რომ ამ ყველაფერს ფარდა ახადო-უთხრა და უფრო მაგრად ჩაიხუტა -მართლა გააკეთებ მაგას? მიუხედავად იმისა, რომ მე შენი პატიება ვერ შევძელი? -ლილიანა, მშვენივრად იცი ,რომ მე ისევ მიყვარხარ ,მაგრამ ამ წამს ჩემთვის შენს ბედნიერებაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ არ არსებობს და არ დავუშვებ ამ გაუგებრობაში იცხოვრო. ყველაფერს გავაკეთებ რასაც შევძლებ-უთხრა და ცრემლი მოსწმინდა-მე წავალ ახლა და თუ დაგჭირდი იცი სადაც უნდა მომძებნო-ღიმილით უთხრა და საწოლიდან წამოდგა-შევეწირები კიდეც ამ საქმეს თუ საჭირო გახდა-კართან მდგომმა ჩაილაპარაკა და იქაორობა დატოვა. მარტო დარჩენილ ლილიანას არავის ნახვა არ სურდა. ფიქრობდა, მთელი რამე ფიქრობდა და ყველაფრის გახსენებას ცდილობდა. ცდილობდა გონებაში აღედგინა ყველა მივიწყებული ადამიანის სახე. ამ ფიქრებში ჩაეძინა კიდეც *** -ვერ ვიჯერებ ,რომ ნოე აღარ არის-ცრემლები ვერ შეიკავა ანამ და პეტრეს მიეხუტა -ვის უნდა მოეკლა? რაღაც ისეთი ხდება რაც კარგ შედეგს არ მოიტანს-ამოილაპარაკა წინ და უკან მოსიარულე საბამ -გთხოვ დაჯექი თორემ უარესად ვნერვიულობ -რაღაც არ არის რიგზე -რას გულისმხობ? -ამ ყველაფერს. ჯერ ლილიანას გაუჩინარება ,ახლა ნოეს სიკვდილი ,მგონია რომ ეს ყველაფერი კავშირშია-ამოილაპარაკა და თავი თითით მოიფხანა თითქოს რაღაცის გარკვევას ცდილობსო. -გეთანხმები, საბა. მეც მგონია, რომ ლილიანას რაც შეემთხვა რაღაცით ნოესთან იყო კავშირში -საიდან მოგაქვთ ამდენი სისულელე?-დაჯერება არ უნდოდა ანას -ანა, დაფიქრდი .ლილიანა შემთხვევით აღმოჩნდა იმ ადგილას და მერე კარგა ხანს ვერ ვპოულობდით, მეხსიერება დაკარგული აქვს და უცებ ჩნდება ნოეს . უყვარდებათ ერთმანეთი და ისევ ლილიანას თვალწინ ნოეს თავს ესხმიან და კლავენ, ეს ყველაფერი დამთხვევა იქნება ,აბა?-ამოილაპარაკა საბამ და დივანზე დაესვენა -თუკი მართლა ასეა, ყველაფერი უნდა გავარკვიოთ. ახლა მთავარია ლილიანას ყველაფერი გაახსენდეს რაც შეიძლება მალე. -მე მაგის უფრო მეშინია-სევდიანად ამოილაპარაკა პეტრემ *** -აბა ,იმედია სასიამოვნო ამბავს მეტყვით -მკვდარია -ძალიანაც კარგი, ყოჩაღ ,აუცილებლად დაგიფასდებათ კარგად შესრულებული დავალება. ჩემს შვილს დაუძახეთ. -გისმენ მამა. -ნოეს ამბავი მოგვარებულია. -რას გულისმობ?-გაიკვირვა მან -რას და ამიერიდან ვერანაირ პრობლემას ვეღარ შექმნის -ანუ მართლა მოაკვლევინე?ეს როგორ გააკეთე ,მამა? -ნუ აზვიადებ. ასე იყო საჭირო -რას ვაზვიადებ ?. ის შენ გაზარდე ,როგორ გაიმეტე? -ისე ნუ იქცევი თითქოს ის უდანაშაულო ყოფილიყოს. ჩემი დავალება არ შეასრულა და საკადრისიც მიიღო -ვერ ვიჯერებ . ის ჩემი ძმა იყო -არ იყო შენი ძმა ,არა. შეიგნე! დაივიწყებ არაუშავს-ცივად უთხრა და სკამზე ჩამოჯდა -ახლა მე ხომ არ დამავალებ რაიმეს ,მამა?-ირონიულად უთხრა -ჯერ ტონი გააკონტროლე და მერე ვილაპარაკოთ, შეგიძლია წახვიდე -კარგი მამა, როგორც გინდა-კარში მდგომს გაეღიმა და იქაორობა დატოვა. *** ნოე, გასროლის ხმა, იმ ადამიანის სახე ,რომელმაც ლილიანას ცხოვრება თავდაყირა დააყენა, შეახვედრა სიყვარულს და ახლა ისევ ყველაფერი დაანგრია. ნოეს ღიმილი და საბოლოო გასროლა, ყველაფერი ერთამენთში აირია. ლილიანას გონება აირია. ვეღარფერს არკვევს. უცნობი ადამიანი თითქოს ჯოჯოხეთისკენ ექაჩება. სიყვარული მას დანებების ნებას არ აძლევს. კივილი, ისევ ტკივილი და სულის ყვირილი. და ლილიანაც იღვიძებს. -გამახსენდა, ყველაფერი გამახსენდა-დაიყვირა და ღრმად სუნთქვა დაიწყო. ბოდიშს გიხდით ამ პატარა თავისთვის . შემდეგში აუცილებლად უფრო დიდი იქნება. უბრალოს ეს თავი აქ უნდა გამეწყვიტა. ველოდები შეფასებებს ♥ ყველანი მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.