მუდმივ ხმაურში... 5 თავი
ძლივს იპოვა მიმიმ შეშა სადღაც სახლის უკან, უკვე ბინდდებოდა და თუ დროზე არ გადაივლებდა წყალს, სიბნელეში გარეთ გამომსვლელი არ იყო, მეზობელი ორი კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა და თლად რომ გადაედგა კივილით ყველაფერი, ვერავის გააგონებდა. სადღაც ძველი ნაჯახიც იპოვა და ნელნელა დაიწყო შეშის დანაწევრება. ისე გაერთო საქმეში ვერც მოახლოებული მანქანა დაინახა, ვერც კარების გაღება-დაკეტვის ხმა გაიგონა. გაოცებული უყურებდა გიგი როგორ გამეტებით იქნევდა გოგო ნაჯახს და ფხუკუნი ვერ შეიკავა. -მემგონი ავადმყოფი ვარ, ასეთ სიტვაციაშიც კი მინდიხარ. წამიერად გაშეშდა მიმი ნაცნობი ხმის გაგონებაზე, მაგრამ არ დაბნეულა -გარეთ იმედი არაფრის გქონდეს, შენს გამო ჩემ სქელ ტრაკს არ გავიყინავ. უკნიდან მოეხვია ბიჭი და ლოყაზე აკოცა. -არ გეკითხები როგორ მომაგენი. -შენ მე საერთოდ არაფერს მეკითხები. -გინდა გკითხო? -ყველაფერში ნუ ჩაყოფ ცხვირს, მაგრამ არც ასეთი სულ „ფეხებზე“ არ მინდა იყო. -ანუ ოქროს შუალედი გჭირდება. -ზუსტად. მშია, რას მაჭმევ? -ცეცხლს დავანთებ და სანამ წყალი გაცხელდება ჩაგაცეცხლებ რამეს. -მეც მიხარია შენი ნახვა მიმი_სიცილით გამოსძახა სახლისკენ წასულმა ბიჭმა და მიმის ღიმილი ვერ შეამჩნია. -მომეხმარები, რომ მალე გავაკეთოთ და აბაზანაში შევიდე თუ გააგრძელებ მაქ ჯდომას და ერთი ადგილის ფხანას. -ღადაობ? აზრზე არ ვარ კეთების, რომელი მზარეული მნახე, ქალი ვიცი მე კუხნაში, კაცი სხვა საქმეში. -ისე სწორია ჯობია მაქ ეგდო თორემ სერიოზული ფილმის სცენარი გამოგვივა, არც შენ მოჭრილ საჭმლის ნაწილს მაჭმევ, არც სიცილს ავტეხავთ უაზრობაზე და არც..... -თუმცა ეს შეგვიძლია_უკნიდან მიეხუტა და სიტყვა გააწყვეტინა მიმის, ნაზად შემოხვია ხელები მუცელზე და კისერში აკოცა. -ახლა მართლა ბანალური სცენაა. -რატომ? სამზარეულოში ჯერ არ გვქონია, 4 დღეა არ მინახიხარ, შენ წარმოიდგინე და მომენატრე. -ოღონდ სიყვარული არ ამიხსნა და არ დავეძებ_სიცილით მოუბრუნდა მიმი და კისერზე მოხვია ხელები. -რატო? -იმიტომ, რომ ყველაფერს გააფუჭებ. -ხოო, ჩვენ ხომ სექს მეგობრები ვართ_წამში დაეპატრონა მიმის ტუჩებს და იატაკზე წააწვინა. -ბინძურია მოწმენდა ვერ მოვასწარი იდიოტო. -არაუშავს, არც ისეთი შიშველი ხარ, ამ სიცივეში სულ რომ გაგხადო გამეყინები_კოცნებს შორის ამოთქვა გიგიმ და შარვალს წაეპოტინა. აღარც მიმის უფიქრია გაჩერება, თუმცა ყველაზე მეტად იმაზე მოეშალა ნერვები, აქამდე ამოცარიელებული სულის რაღაც ნაწილის შევსებას რომ გრძნობდა. ძველებურ, აგურით ნაშენებ ბუხართან ისხდნენ და ვერ ახერხებდა მიმი დაძაბული გიგისკენ არ გაეპარებინა თვალი. ბიჭი თითქოს სხვა სამყაროში იყო და არც იცოდა დედამიწაზე რა ხდებოდა. -ჯანდაბას შენი თავი, მომიყევი._კომფორტულად მოეწყო მიმი. -რა მოგიყვე? -რატომ ხარ აქ, თან ასე მოჟმატული და ჰაერში დაფრინავ. -ცოტა სერიოზული საკითხია, შენ კი ყოველთვის ირონიულად მელაპარაკები, თუ მოგიყვები მაშინ ეგ ირონია გათიშე ცოტა ხნით. -კარგი დაიწყე. -არასდროს გიკითხავს ჩემთვის ვინ ვარ და რას ვეკეთებ. მამაჩემს რამდენიმე სასტუმრო აქვს, ბოლო ორი წელია თბილისს გაცდა და სხვაგანაც ააშენა. ახლა ამას არ დაკმაყოფილდა და უნდა პოლიტიკაში წავიდეს. -და პრობლემა რაარი? -პრობლემა ისაა, რომ ნახევარი ბიზნესი, ანუ თბილის გარეთ რა სასტუმროებიცაა მე უნდა რომ ჩამაბაროს. -მერე არ გინდა შენც მის ბიზნეს გაყვე? -არა, შეიძლება გაგეცინოს, მაგრამ არ მინდა. ჩოგბურთს ვთამაშობ, საქართველოს ჩემპიონატში მინდა გაისად გავიდე და ხალხმაც გამიცნოს, ჩემთვის სპორტი ყველაფერია, მისი ფული არ მაინტერესებს, არ მიზიდავს ისეთი ცხოვრება როგორიც მას აქვს. -რატომ? ის ხომ მდიდარია, არაფერი მოგაკლდება -კარგი რა მიმი, შენ მაინც არ გესწავლება ფულში რომ ვერ ვიპოვი ბედნიერებას, მისნაირად კი ვერასდროს ვიცხოვრებ, არავინ იცის რამდენი ადამიანი მოატყუა, გააცურა, უღალატა, რამდენი ქალი ყავს. მინდა ჩემი ცხოვრება მქონდეს, მას კი არ აინტერესებს. უკვე აღარ ვიცი რა ვქნა. -ნუ რადგან ირონიის გათიშვა მთხოვე პირდაპირ გეტყვი, ოცნებაზე უარს მე პირადად არასდროს ვიტყოდი. არც მე ვაპირებ და არც შენ გირჩევ. რაცარუნდა მოხდეს არ თქვა უარი, მყარად დადექი. -მაგრამ პრობლემა ამჯერად ფულია, მემუქრება თუ არ დავთანხმდები ნოლზე დამსვამს, მე კი ჯერ არაფროფესიონალი ვარ და სპორტიდან შემოსავალს ვერ ვიღებ. -შენ არ თქვი წეხან ფულში არ არის ბედნიერებაო? -ღმერთო თავი გამისკდება, მოდი რა ჩემთან. სითბო იგრძნო გოგოს ჩახუტებისას და ბედნიერმა მოხვია ხელი, არიცოდა მეგობრობა იყო ეს, სექსში პარტნიორობა, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო, ამ გოგოსთან ყოფნა საოცრად აწყნარებდა, აბედნიერებდა და ბოლომდე ავსებდა. იმ დროს როცა წყვილი დასვენებას ცდილობდა, მომავალი პოლიტიკოსის კაბინეტში არხეინად წამომჯდარიყვნენ გიგის ძმაკაცები და გაცხარებით მსჯელობდნენ რაღაც საკითხებზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.